შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბოლო სიტყვა ჩემია (თავი 7)


15-04-2018, 15:37
ავტორი ლათინო
ნანახია 616

ბოლო სიტყვა ჩემია (თავი 7)

ამბობენ ღამეს დღე მოსდევსო,მაგრამ არავის უთქვამს რომ დღესაც მოსდევს ღამე. მეგონა ყველაფერი დამთავრდა,ყველაფერი ცუდი წარსულში დავტოვე,ყველა ბარიერი გადავლახე და ის იყო უნდა ამომესუნთქა,ბედნიერებით დავმტკბარიყავი და კაშკაშა მზისთვის,რომელიც ჩემს ცხოვრებას ანათებდა თვალი გამესწორებინა რომ უეცრად დაბნელდა,მოიღრუბლა და ცა თავზე ჩამომექცა. ის ის იყო ყური ბულბულის გალობისთვის უნდა დამეგდო როცა მეხის გავარდნის ხმა მომესმა. ჯერ მშობლებმა მიმატოვეს,მერე კინაღამ სამი საყვარელი ადამიანი დავკარგე,ახლა კი ალექსანდრემ მიმატოვა. და რის გამო? იმის გამო რომ საკუთარ თავს ვერ ჰპატიობდა. განა მართლა მისი ბრალი იყო? არა! მისი რა ბრალია თუ სველ ასფალტზე მანქანა მოცურდა? ჯანდაბა! ყველა ასე რატომ მტოვებს? რატომ მიტოვებს უამრავ პასუხგაუცემელ კითხვას?
საპირფარეშოში გავედი. ცივი წყალი შევისხი სახეზე რომ ცოტათი მაინც მოვსულიყავი გონს.ნიჟარას დავეყრდენი და სარკეში საკუთარ თავს გავუსწორე თვალი და მეც არ მახსოვს რას ვეუბნებოდი. ვეცადე დავმშვიდებულიყავი,ცრემლი არ წამომსვლოდა და ისევ ისე,მშვიდი და ლაღი დავბრუნებულიყავი პალატაში. გამომივიდა კიდეც,სახეზე არაფერი მეტყობოდა,არც თვალებზე. ვთქვი და შევასრულებ კიდეც,მან მე ეს მთხოვა.მთხოვა და თხოვნაზე უარს ვერ ვეტყვი,დავივიწყებ! ჩემი ცხოვრებიდან გავაქრობ! რომ არ დავივიწყო რა დამიბრუნდება? ჰაჰ სასაცილოა! მან მე მიმატოვა.ეს გზა აირჩია და არც მე ვაპირებ ამ უაზრო საქციელის გამო ცრემლად დავიღვარო. ადამიანები ხომ ერთ ადგილას ვერ ჩერდებიან? ზოგი მიდის,ზოგი კი მოდის.მშვიდად,აუჩქარებლად მივიკვლევდი გზას კორიდორში. პალატაში დავბრუნდი და ისევ იმ სავარძლის კიდეზე ჩამოვჯექი სადაც ვაჩე იჯდა.
-ტურფა სად დაკარგე?
გამეღრიჯა ცოტნე.
-ვინ?
ურეაქციოდ ვკითხე.
-შენი ტურფა! ალექსანდრე!
-წავიდა.
ცივი ხმით ვუპასუხე,იმდენად ცივით რომ საკუთარი თავის თავადვე შემეშინდა.
-სად?
ერთდროულად წამოიძახეს ტყუპებმა.
-არ ვიცი...საფრთხეს გიქმნით და უნდა წავიდე,მაპატიეო.მხოლოდ ეს მითხრა მეც და წავიდა.
მხრები უდარდელად ავიჩეჩე.
-შენ კარგად ხო ხარ გოგო სად წავიდა? რატომ არაფერი უთხარი? რატომ არ შეაჩერე? ესაა შენი სიყვარული? ერთი სიტყვაც არ დაგცდენია ასე დებილივით ედექი და ემშვიდობებოდი ხო?
გამწარებული სიტყვებს ისროდა ვაჩე. სიტყვებს რომლებიც გულს მიფლეთდნენ.
-შენ კარგად ხო ხარ ბიჭო? რაებს ეუბნები? თავი მოთოკე!
წამოენთო ცოტნე.
-ჩაი**ვი რა! ვიცი რასაც ვამბობ! რამე ტყუილი ვთქვი!
-წესიერად ილაპარაკე თქო ბიჭო თორე ახლა ამ წვეთოვანს გესვრი!
-მიდი აბა სცადე და თან რომ გადმოჰყვები ნახე მერე!
-რანაირად იქცევით ბიჭო.დამშვიდდით!
ჩაერია თორნიკეც.
-რანაირად დავმშვიდდე არ გესმის რაებს ეუბნება?
ხელი გაიშვირა ცოტნემ ვაჩესკენ.
-ცოტნე ახლა შენი თავი არ მაქვს და ვეჭვობ არც შენ გაქვს შესაძლებლობები მაგრამ მაქედან რო ადგები ნახე რაც მოგივა!
-დავაი რა! არავინ დააფრთხო!
-შენ ზედმეტები ხო არ მოგდის ბიჭო? უკვე ბევრს რო ლაპარაკობ ვერ ხვდები?
-აა არ ხარ მიჩვეული რომ ცოტნე სერიოზულ წინააღმდეგობას გიწევს? ეს მე კი არა შენ მოგდის ზედმეტი! თავი ვინ გგონის ვაფშე? არანაირი უფლება არ გაქვს რომ განკარგულებები გასცე! რაც შენ ხარ იგივე ვართ ჩვენც! არც არავისზე მეტი ხარ და არც არავისზე ნაკლები! ნურავისზე იყრი ჯავრს იმიტომ რომ შენ დაიჩემე შუა გზაში ცეკვა,იმანაც საჭე ვერ დაიმორჩილა და ამიტომ ვართ ასეთ დღეში!........ აჰა ეს გინდოდა? ამის მოსმენა გინდოდა? მაინც გამომიყვანე მდგომარეობიდან და მათქმევინე ის რისი თქმაც არ მინდოდა......და ნუ მიყურებთ ეგეთი გაოგნებულები. უკვე ყელშია ყველა და ყველაფერი!
-რაღა უნდა გითხრა?! ჩემი ბრალი ყოფილა!
გამტყდარი ხმით ამოიხრიალა ვაჩემ.ყველას ჩამქრალი თვალები მოგვავლო. მეორედ დავინახე მის თვალებში ცრემლი. პირველად მაშინ როცა ვიჩხუბეთ და მეორედ ახლა. გული შემეკუმშა მის შემყურე. ცხოვრებაში ორჯერ წამოუვიდა ცრემლი და ორივეჯერ ჩემგამო.თავი ჩახარა და პალატა დატოვა.
-სად მიდიხარ ბიჭო?
ხმამაღლა გასძახა ცოტნემ.
-ჯანდაბა! ამის დედაც...
თან მილებს იხსნიდა ცოტნე და თან იკურთხებოდა. ყველაფრისგან რომ განთავისუფლდა ფეხზე წამოდგა და ისიც ვაჩეს გაჰყვა.კარის ზღურბლზე ვიდექი და ვაკვირდებოდი. ვაჩე დერეფნის ბოლოს კედელთან იყო ჩაკეცილი და თავი ხელებში ჩაერგო.ცოტნე მივიდა,ფრთხილად დაიხადა მისკენ,ხელი გადახვია და გვერდით მიუჯდა. თავი თავზე მიადო და ლაპარაკი დაუწყო. მათ შემყურე გულში რღაცამ გამკრა და მეც პალატაში შევბრუნდი.

...........ცოტნე.........

თაკომ რომ თქვა ალექსანდრე წავიდაო მივხვდი,ამას სერიოზულად ამბობდა. ვიცნობ ალექსს და ვიცოდი რომ ამას როდეშღაც აუცილებლად გააკეთებდა.დღეს თუ არა ხვალ მაინც. ვაჩეს სიტყვით გამოსვლამ მივხვდი როგორ ატკინა თაკოს,მაგრამ ჩემმა დამ არაფერი შეიმჩნია. სწორედ ამ ურეაქციობამ გამამწარა. იდგა და უსმენდა,უსმენდა იმ სიტყვებს რომლებიც დარწმუნებული ვარ შინაგანად ანგრევდა. ვაჩეს გაჩუმებას შევეცადე,მაგრამ იმდენი ქნა რომ აქეთ გავხდი გასაჩუმებელი.გამწარებულმა ვერც კი გავაანალიზე რომ ყველაზე რთულად ასატანი სიტყვები ვუთხარი ვაჩეს.ვიცნობ ჩემს ძმას და ვიცი ამას ცხოვრების ბოლომდე შეინახავს გულში. როცა შემომხედავს მის თვალებში ყოველთვის დავინახავ მცირეოდენ წყენასა და იმედგაცრუებას. პალატიდან რომ გავიდა ასე,ნაწყენი სულ მთლად გავნადგურდი. ჩემს ტყუპს იშვიათად სწყინს რაღაცეები და ამ იშვიათ მოვლენებს არასოდეს ივიწყებს. მერჩივნა ეყვირა,ეღრიალა,თუნდაც ხელით შემხებოდა მაგრამ ხმაჩახლეჩილს არ ეთქვა მართალი ხარო. ხელით რომ შემხებოდა მეც დავუბრუნებდი, ასე ერთი-ორს მოვდებდით ერთმანეთს და ისე შევროგდებოდით ამ ჩხუბში რომ ვერც კი გავიგებდით. მაგრამ არა! ის არ გაბრაზებულა.მას ეწყინა. უკან გავყევი,ძლივს მივფრატუნდი დერეფნის ბოლოში. იქ სადაც ჩემი ტყუპი იჯდა და თავისთვის,მარტო,ყველასგან მალულად ტიროდა.მის გვერდით ჩამოვჯექი,თავი თავზე მივადე და ერთი ღრმად ამოვიოხრე. ვიცოდი,რომ არაფერი მეთქვა ის მაინც გაიგებდა ჩემს სათქმელ. ჩვენ ხომ ტყუპები ვართ? ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის.მაგრამ ამ შემთხვევაში უთქმელობა უფრო გაამწვავებდა მდგომარეობას.
-არ მინდოდა ასე გამომსვლოდა!უბრალოდ...უბრალოდ თავი ვერ მოვთოკე...მეც არ ვიცი რა დამემართა,რამ მაიძულა ამის თქმა..ან რატომ წამოვროშე ეს სისულელე,მაგრამ მინდა იცოდე რომ შენი ბრალი არაფერია. ეს არცერთის ბრალი არ არის. მაშინ...გზა სველი რომ არ ყოფილიყო ეს არ შეგვემთხვეოდა. ერთადერთი მიზეზი ავარიისა არის წვიმა.წვიმა კი არცერთს არ მოგვიყვანია. ასეთი იყო ღმერთის ნება! გამოცდა მოგვიწყო.ეს გამოცდა კი ჯერ არ დამთავრებულა.გამოცდა,რომელსაც ღმერთი გვიწყობს ყველამ ერთად უნდა ჩავაბაროთ,ერთმანეთის გვერდში დგომით,ჩვენ კი ასე იქით-აქეთ ვიფანტებით! ამ გამოცდის შემდეგ ან ყველა ვიქნებით ან არავინ!
-რას მეწებები შე გამოქლიავებულო! ვერ ხედავ რო ოფლში ვიწურები?
ყველაფერს მოველოდი...იმასაც მოველოდი რომ ამ დამლაგებელს იატაკის ჯოხს გამოართმევდა და სულ ბეჭებში მირტყავდა მაგრამ ამას ნამდვილად არა. გამოშტერებულმა შევხედე.
-შენ დებილი ხო არ ხარ ბიჭო?
მეტად ლიგიკური კითხვა დავუსვი ამ მომენტში.
-კიდე მე ვარ დებილი? ამ შუა ივლისში მეხუტები და თავზე დამტირი და კიდე მე ვარ დებილი? და ვაფშე რას მიზიხარ აქ დავაი გაა**ვი პალატაში. რო შემოვალ საწოლში უნდა იწვე და ბულიონს უნდა ჭამდე!
-მართლა დებილი ხარ ეე!
ჩაფიქრებულმა შევხედე.
-დავაი პალატაში თქო!
წარბაწეულმა შემომხედა და თავით პალატისკენ მანიშნა.
.......
ტყუპები ერთმანეთზე გადახვეულები,ხარხარით შემივიდნენ პალატაში. მე,თოკომ და ანიმ სამივემ გამოშტერებულებმა შევხედეთ ერთმანეთს. რთული მისახვედრი არ იყო რომ ცოტნემ ვაჩე შემოირიგა,რაც ძალიან მახარებდა.
-რა გაცინებთ?
დაინტერესებულმა ვკითხე,რადგან სიცილს ჯერაც არ ეყვეტდნენ.
-შენი დებილი ძმა აილეწა დერეფანში და დამლაგებელ ქალს გამოეკიდა რატოა იატალი სველიო.
მითხრა ვაჩემ და ისევ ხარხარი განაგრძო. ახლა უკვე ჩვენც ავყევით და ყველამ ერთ ხმაში დავიწყეთ სიცილი. ნუ თუ ამას სიცილს ვუწოდებთ. დარწმუნებული ვარ გარეთ ისეთი ხმები გადიოდა რომ იფიქრებდნენ პალატაში ვიღაცამ ფერმა გააშენაო.
......
სახლში სამი დღის შემდეგ დავბრუნდით.ცოტნეც ჩიტივით იყო როგორც ამბობენ ხოლმე. ამ სამ დღეში თორნიკემ მოახერხა ალექსანდრესთან დაკავშირება და იმის გარკვევა რომ ალექსანდრე დიდი ხნით,ალბათ სამუდამოდაც გადაცხოვრდა ამერიკაში. სწავლას იქ განაგრძობდა და კარიერასაც იქ აიწყობდა.გულში რაღაც ჩამწყდა როცა ეს ყველაფერი გვითხრა თორნიკემ,მაგრამ ტყუპებმა დამამშვიდეს და თქვეს რომ ასე უკეთესი იქნებოდა.ის ჩვენთან მაინც არ გაჩერდებოდა და თბილისში დარჩენა უფრო გაუჭირდებოდა,ჩვენთან ასე ახლოს და თან ძალიან შორს ყოფნას ვერ გაუძლებდა,ამიტომაც სჯობდა წასულიყოო.
არ აგიღწერთ ალექსანდრეს გარეშე გატარებულ ოთხ წელიწადს. ოთხ ზაფხულს,ოთხ ზამთარს,ოთხ გაზაფხულსა და შემოდგომას.რომ გითხრათ ამ ოთხ წელიწადში მისი დავიწყება ვერ შევძელი და ყოველ ღამე მასზე ფიქრსა და მონატრებაში ვატარებდი თქო მოგატყუებთ.რათქმაუნდა მახსოვდა,მაგრამ მის მიმართ არანაირი გრძნობა აღარ გამაჩნდა. ალბათ არც მყვარებია. არ ვიცი...თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს? სკოლა ორი წლის წინ დავამთავრეთ მე და ანიმ. მეორე კურსზე ვართ. ტყუპები და თორნიკე კი მესამეზე.თავიდან მე და ანი სხვა უნივერსიტეტში მივხვდით,თუმცა ბევრი "ჩალიჩის" შემდეგ ჩვენც ბიჭებთან გადავედით.
ლექციის დაწყებამდე ნახევარი საათი გვქონდა,ამიტომაც მე და ანი იქვე კაფეში დავსხედით.
-ახალი ამბავი გაიგე?
-რა ამბავი?
-გოგოები სულ ამაზე ლაპარაკობენ და შენ ეტყობა გძინავს.
-იტყვი?
მობეზრებულად გადაბტრიალე თვალები და უემოციო სახით შევხედე.
-ამბობენ უცხოეთიდან ვიღაც ბომბა ბიჭი გადმოდისო.
ამაზე კი სიცილი ამიტყდა.
-გაფიცებ რაში მაინტერესებს ვინ გადმოდის? და ჭკვიანად იყავი არ ამაჭიკჭიკო ვიღაცვიღაცეებთან.
თვალი ჩავუკარი და დამპლურად გავუღიმე.
-ვისთანაც გინდა იმასთან იჭიკჭიკე მაგით ვერ შემაშინებ.
-გინდა ვცადოთ?
-არა!
ამაზე ორივეს გაგვეცინა.
-ადექი თორე ლეილას წიკვინს ვერ გავუძლებ სადმე წერია რომ სტუდენტს ლექციაზე დაგვიანების უფლება აქვსო რო დაიწყებს.
-კაი კაი ადექი!
გზაში სულ ახალ ბიჭზე მელაპარაკებოდა. ერთი სული მქონდა როდის მივაღწევდით უნივერსიტეტამდე რომ გაჩუმებულიყო.
-ვაიმე ანი დავიტანჯე არ მაინტერესებს თქო!
-ხო კარგი რა უჟმური ხარ ღმერთო ჩემო!........მაგრამ მე მაინც მგონია რო დაგკერავს.
ამის გაგონება იყო და ავისმომასწავებელი მზერით გავხედე. მან კი გამიცინა და შესასვლელისკენ თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. მეც უკან ავედევნე და ასე გიჟებივით მივრბოდით უნივერსიტეტის ეზოში.მეცინებოდა და სირბილის თავი აღარ მქონდა,ამიტომაც გამასწრო.მე ცოტახანს შევისვენე და ისევ გავეკიდე. ასე მივრბოდი როცა კარებში ვიღაც გამოეჩხირა და პირდაპირ მას შევასკდი. წონასწორობა ვეღარ შევიკავე და რომ არა მისი ძლიერი მკლავები იატაკზე გავიშოტებოდი.
ჯერ ერთი თვალი გავახილე,მერე მეორე. როცა მივხვდი რომ ვიღაცის მკლავებში ვიყავი გახვეული მზერა ჭერს მოვაშორე და სახეზე დავაკვირდი.
ათი წუთი გაშტერებული ვუყურებდი იმ სახეს რომელიც ოთხი წელია არ მინახავს.ცინიკური ღიმილი მტყორცნა,რამაც ჩემი გამოფხიზლება გამოიწვიდა და როცა გავაანალიზე რა მდგომარეობაში ვიყავი ფართხალი დავიწყე.
-ხელი გამიშვი!
შევკივლე ბოლოს,როცა მივხვდი რომ ხელის გაშვებას არ აპირებდა.
-დარწმუნებული ხარ?
-რა? აბა არ ვარ დარწმუნებული? მომაშორე შენი ტორები იდიოტო!
მანაც პირდაპირ გაიგო ჩემი ნათქვამი და პირდაპირ იატაკზე დავენარცხე.ვერ აღგიწერთ რა დამემართა ამ მომენტში.მომხდარისგან ჯერ კიდევ გაოგნებული ვერ ვხდებოდი რა დამემართა,თუმცა მალევე გამოვფხიზლდი და გამწარებული წამოვვარდი ფეხზე.
-იდიოტო! რეგვენო!
-გოგონა ეს ხმა თქვენც გაიგეთ? თითქოს კოდალა უკაკუნებს ნისკარტს ხეს.
ვითომ დაინტერესებული მიუბრუნდა ერთ-ერთ სტუდენტ გოგოს. რომელიც მართლა პლასტმასის სათამაშო ბარბის გავდა,გადამწვარი ქერა თმითა და ძალით დაპრუწული ტუჩებით. ამ უკანასკნელმაც გამაღიზიანებლად გადაიკისკისა და უკა**ალის ქნევით გავიდა გარეთ.
-შე...შე...შე გაუთლელო ხეპრე!
გამწარებულმა ძლივს მოვიფიქრე სალანძღავი სიტყვა და უკანმოუხედავად დავტოვე უნივერსიტეტის შენობა.....


......
აბა როგორი იყო? ველოდები თქვენს შეფასებებს ♥скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი nini

dzalian magaria male dade ra

 



№2  offline წევრი Anna_Khach

როგორც ყოველთვის ძალიან მაგარი თავი იყო <3 ძალიან გამიხარდა ალექსანდრე რომ დააბრუნე <3

 



№3  offline წევრი N1penguin

ვუუ, საინტერესოა, ძალიან საინტერესო. რას ცდილობს ალექსანდრე? მაინტერესებს... ხო, მართლა, ძალიან მომეწონა ცოტნეს ნაწილი, საღვარელი ეგ heart_eyes

 



№4 სტუმარი მარი. ელ❤

უმაგრესიააა❤

 



№5  offline წევრი blondeangel631

მაგარია მალე დადე რა შემდგს ველოდებ და ცოტა დიდი თავები დადე heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent