შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გიჟობა ასაკს არ სცნობს ( მეშვიდე)


15-04-2018, 23:48
ავტორი a.bochorishvili
ნანახია 220

გიჟობა ასაკს არ სცნობს ( მეშვიდე)

დილას ვიღვიძებ და ვხედავ ჩემს საწოლზე დიდ ყუთს, ალბათ საწოლის ნახევარზე მეტს იკავებს, რამდენჯერმე დავაფახუნე თვალები ხოარ მეჩვენებათქო, მერე ხელიც შევახე, ანუ ნამდვილია და მეც არ მძინავს,
- ნეტა რა დევს შიგნით? ... არაა, არ გავხსნი ატომური ბომბი რო იყოს? ...... ან ადამიანის ჩონჩხი ...... უცხოპლანეტელი რო იყოს შიგნით .......... იქნებ ნაღმია .... ან რამე მახეა..... რა ჯანდაბაა? ისე რამხელაა, ნეტა რა უნდა იყოს ამაში? .... შეიძლება კოკამ დატოვა.... ან იქნებ კოკას არ დაუტოვებია ... აუ როგორ გავიგოო? ვკითხოო?.... არაა, არააა, გამორიცხულია კოკას არ ვკითხავ, გაბრაზწყენილი ვარ ჯერ კიდე, - ჩემ თავზე გამეცინა რა პატარა ბავშვივით ვიქცევი - კაი ჯანდაბას გავხსნი რა იქნება ასეთი - ყუთს თავი ფრთხილად ავხადე თვალდახუჭულმა, ჯერ ერთი თვალი გავახილე მერე მეორე, და ყბაც ჩამომივარდა. ღია იისფერი სარაფანი იდო, ულამაზესი, ყვავილებით მოქარგული, ამოვიღე და ცისფერი თვლებით მორთული სარაფანი დამხვდა, ისიც ამოვიღე და მწვანეს მოვკარი თვალი, მერე ვარდისფერი წითელი, ყვითელი და ლურჯი. სულ შვიდი, ჩავიცუტე ეს სარაფნები და არვიცი რამდენი ხანი ვიყავი ასე, დანამდვილებით ვერ გეტყვი, მერე ყუთზე თავის დაფარებას ვაპირებდი შიგნით რომ მოვკარი თვალი რაღაც პატარა ყუთს, - მმმმ, ეს რაღაა? ( ამოვიღე და გავხსენი ) ღმერთო რა ლამაზიააა, საიდან იცოდა ეს საათი რომ მომწონდა, ვაიმეე, თან თეთრიიი, ღმერთო არ მჯერააა....მოიცა ბარათიც დევს "თეთრი ყველა'ფერს უხდება" რა საყვარელიააა, აუუუუუ, მაგიჟებს ეს ბიჭი რააა, აი პირდაპირ მაგიჟებს, აუუუ უნდა შევურიგდე თორე მეც აღარ შემიძლია უკვეე, ხოო, ხოო უნდა შევურიგდეეე...... არაფერიც, არ შევურიგდები, მაგას თუ გონია ახლა ასე მარტივად შემირიგებს ძაააააან ცდება .... ჰმ, ისე რა ლამაზი სარაფნებიააა - საწოლიდან ავდექი და სარაფნები კარადაში შევკიდე, მერე საათიც დავდე "საპრანჭაობების" მაგიდასთან, ჩემი რძისფერი სარაფანი გამოვიღე გიომ რომ მაჩუქა დაბ დღეზე, -უი მართლა ბავშვებისთვის დარეკვა სულ დამავიწყდა, მაგრამ იყოს ჯერ, დაღლილები იქნებიან თვითონ დამირეკავენ როდის ისინი სასტუმროში მოეწყობიან და დაისვენებენ, დამირეკავენ, არ შევაწუხებ, ისე ანის და ანდრიას უყურე შენ, აიტ რას ვუზამ, ჩემი ნინიკო რას შვება ნეტა? ილია ხოარ აბრაზებს, არ უნდა გამეტნია მაგრამ რაღა დროისაა, გვიანია უკვ.... - ჩემ თავთან ლაპარაკი კაკუნმა გამაწყვეტია
- ჭირუკააა
- ოჰჰ, შუტკავიჩ რა ხდება?
- რავი დაღამდა და ხოარ იკადრებს მძინარე მზეთუნახავი ადგომას და ჩვენთან ერთად მდინარეზე წამოსვლასთქო ვიფიქრე
- ჩემი სიკვდილი, ახლავე ჩავიცვამ და ჩამოვალ, ისე რომელი საათია?
- ოთხი დაიწყო
- ვაიმეეე, ორ წუთში მზად ვარ
- გელოდებიიით
- კაი შუტკავიჩ ჩამოვალ ახლავე - სწრაფად შევინახე სარაფანი, და შავი შორტი და თეთრი წარწერებიანი ტოპი ჩავიცვი, თმა კოსად შევიკარი, ზურგჩანთაში პირსახოცი, ფართხუნა სარაფანი და სათადარიგო თმის რეზინა ჩავდე, სათვალეები და სანდლები მოვირგე და ჩავედი, ბიჭები უკვე მზად დამხვდნენ, და მე მელოდებოდნენ
- ხელოუუ ფიიფლ და კოკა
- ხელოუ
- კოკა ცალკე რატო თქვი? - კოკას ინტერესმა გაიღვიძაა
- ეგ ფიიფლს არ ეკუთვნის, რაღაც ამოუცნობი არსებაა
- გასაგებიაააა, იქნებ დაგეხმარო და გითხრა რა არსებაა?
- დიდად არ მაინტერესებს - გვერდი ავუარე და სამზარეულოში შევიჭყიტე, ლილიკო დამხვდა
- ლილიკოო, როგორ ხაარ?
- კარგად შენ?
- რავი, რას აკეთებ?
- სენდვიჩებს და რაღაცეებს ვაწყობ კალათში, წყალი მოგაშიებთ და წაიღეთ - ამ დროს ავაცალე ერთი სენდვიჩი
- ოჰ ლილიკოოო, რა ხელი გაქ, უგემრიელეეეეს
- აგერ ეს კალათი და წადით, ...... მოიცა, კოკას არ შერიგებიხარ?
- ნტ, არააა
- ჯერ აწვალე ცოტა კიდე
- ოჰ ლილიკო ლილიკოოო, - ლოყები საყვარლად დავუწელე, და ვაკოცე, მერე ბიჭებთან გამოვედი
- არ მივდივართ? მაგისთვის წამომაგდეთ და არ მომასვენეთ აქ რომ მჯდარიყავიით?
- ჰოო, დილას უთენია წამოგაგდეთ, არ გაცადეთ ძილი, - ანდრიამ თავი მოისაწყლა
- ოჰ ანდრია ანდრია რამხელა ენა გაქ
- მოსაჭრელი მაქ ძირში - დაიწვრილა ხმა
- ზუსტადაც
- ლილიჩკაა ჩვენ წავედით და ჭკვიანად იყავი რამე არ გააფუჭო - დაუბარა დედას ალექსიმ, თითქოს პატარა ბავშვს ვტოვდბდეთ სახლში მარტო
- ოჰ მე კიარა თქვენ იყავით ჭკვიანად, ანა შვილო შენ მიხედე ამათ და კოკა მიხედსვს თავის თავს - და თვალი ჩამიკრაა
- დედაააა - თვალებგაფართოებულმა გამოხედა კოკამ
- რა პრობლემაა ლილიჩკა, ვსიო ახლა მართლა წავედით.
მე ლუკა და ანდრია ერთად ჩავჯექით ლუკას მანქანაში, სანდრო კოკა საბა და სენდვიჩები საბას მანქანაში.
- ჭირუუკ
- ჰოუ
- ჰოუ და ჰოქში რაღაცა უნდა გკითხო
- მიდი გამოუშვი აბა
- ჩვენ რო ვიცით იმაზე რა ვქნა?
- რაზეე?
- ვერ მიხვდე ახლა
- იქნებ მეც მითხრათ? - შეაწუხა ანდრია გაურკვევლობამ
- არაა შემი საქმე - ერთდროულად ვუპასუხეთ
- ახლა შვებულებაშია და რო დავიწყებთ მუშაობას მერე მომაფიქრებიე რამე
- ოკკკწ ძმა, მაგრამ მეც მაინტერესებს რაღაც
- მიდი გამოუშვი
- სალომე ვინაა?
- სალომე არა შალომეეე - ხმა დაიწვრილა, რა სასაცილოა ეს ბავშვი გამაგიჟენს
- ლუკა მართლა მაინტერესევს
- გოგჩოოო, შალომე არიშ ერჩი ჩბილიშელი გოგჩო და მოეჭონა ჩვენი კოკუნიაა, და აეკიდა გოგოოოო, ხოდა ჭერდა და იყო ამბებშიიიი, დაშდევდა ვაფშე ყველგან- სიცილისგან მე და ანდრიას მუცელი აგვტკივდა, ისე დაწვრილებული ხმით ყვებოდა თან რა სახეებს კერავდა პროსტაააა
- ვაიმე ლუკააა....., რა ტიპი ხაარ ....
- პროსტა ტიპი ქალაქში ისეთი ჩაცმული დადიოდა ოპერის მომღერალს თუ ეცვას ისე სცენაზე გამოსვლისას, წუწუნებდა ორმოცდაათი კილო ვარო იქნებოდა აბა რა შპაკლსაც ის სახეზე იდებდა, ჩემ კედლევს რო ქონდეს მაგდენი კარის მეზობლები ღამე აღარ შემაწუხებდნენ
- ვაიმე ლუკააა... ამომასუნთქე თუ ძმა ხარ - ანდრია კრუნჩხვებში ჩავარდა სიცილისგან ჩემსავით.... ნუ დავწყნარდით როგორც იქნა ორი საათის მერე
- კაიჩ და კოკუნია რა აჟრჟე იყო შალომეშჩან დაკავშირებიჩ?
- კოკუნია დაშანახად ვერ იტანდა, აი რომ დაინახავდა აშე ეგონა გუჩის ჩანთა ტალახში ჩაუვარდა, ან შანელის შარფი გაეხა, ან დოლჩე ბაბანას ცალი ნასკი დაკარგა - ამ ბავშვს ოდესმე ეშველებაა? რა ცალი ნასკი, რა შარბი რა შანელი მუცლის ექიმთან რომ მივალ ეგ გადამიხდის ვოტ
- ლუკა გაჩუმდი თორე სერიოზულად ცუდად ვარ, აუუუუ რა მაგარი რაღაცა მოვიფიქრეეეე
- დაიკკ გამოუშვი აბა
- ახლა მეც შალომეშავიჩ დავიწყებ ლაპარაკს და იმასავით მოვიქცევი და ავჭრუ კოკას საბოლოოდ
- არა უჭრის ამ ბავშვს გონება და არ შეედაო, მოვედიიიით,
სადღაც მდინარეზე მოვედით, გარშემო ტყეა და მეორე მხარეს მინდორი, ამ რუსთავში საიდან მოაგნეს ამ ადგილს სასწაულები არიან პირდაპირ.
- ჭირუკ არ გადმოხვალ?
- კარებშ არ გამიღეებ? - უკვე დავიწყე ჩანაფიქრის განხიერციელება
- ოუქეი- სახ კარი გამიღო და ხელიც გამომიწოდა, თან საბას მანქანაც მოვიდა, კოკა გადმოვიდა და შესძახა ამომალაგებიეთო დატრიალდნენ ბიჭები, სამწვადეც წამოუღიათ, მნმნმნმნ ჩაიკვნეტ თითებს
- აუუუ, ეშ მანდ არ დადო რაა - ვუთხარი პლედიან სანდროს
- აბა სად დავდო?
- აი აქ მოიტანე - ვცდილობ ვიტყლარჭო და რამდენად გამომდის არ ვიცი
- ანასტასია ხო კარგად ხარ?
- ნუ უკეთეშად არც შეიჯლება - თმა გავიშალე და ბუმერანგების გადაღება დავიწყე, თან ტუჩებს ისე "ვპრუწკავდი" რო შემძლებოდა ალბათ ჩავიკეცებოდი სიცილით, ბიჭები სულელებივით მიყურებდნენ, ანდრიაც და ლუკაც ცდილობდნენ არ გაეცინათ, ნუ მე კი მიკვირდა ლუკა რეპლიკებს რომ არ აკეთებდა და სანამ ბიჭებიც შეამჩნევდნენ მესიჯი მივწერე "შუტკავიჩ, რამე მითხარი ისეთი შენ რო იცი თორე ბიჭები დაეჭვდებიანთქო" საპასუხოდ მხოლოდ ოკ_ო მომწერა და ცოტა ხანში დაიწყო
- ანასტასია
- ანასტასია არა ტაისია - ვუთხარი და თმა მხრებზე გადავიგდე, ეს ტაისიაც საიდან მოვთხარე,
- რა უქენი ანასტასია ღადუას
- და რა ვუქენი?
- სად წაიყვანე ჩემი შავი ჭირი?
- შავი ჭირიი? ეგღა მაკლია ახლა ვინმემ შავი ჭირი დამიძახოს
- სად წაიყვანე ჩემი ანასტასია, ვინ ხარ და რა უქენი ჩემ გოგოს? - აჰ, კოკაც აქტიურობს უკვე,
- ოუუუ ბეიბეეე, ცოტა იქით გაიწი ნაგავზე ალერგია მაქვს - ამას მოყვა ბიჭების ორსაათიანი სიცილი და კოკას უკმაყოფილო სახით მზერა
- აქეთ გამოიწი - კოკამ მხარში ხელი მომკიდა და გვერდით გამიყვანა, რატომ გამიხურდა სუნთქვააა? ოუოუოუოუუუუ, გულიც დახტის პინგპონგის ბურთივით
- ანასტასია მგონი დროა შემირიგდე
- არ გიცნობ ვინ ხარ
- ანასტასია კარგი რაა, როდემდე უნდა იყო გაბუტული თან რის გამო,
- იმის გამო რო მაწყენიე
- რა გაწყენიე გოგო, გეხუმრე, შენ რა მართლა გგონია რო არ მიყვარხაარ? არც ისეთი საწყალი ხარ მაგას ვერ მიხვედრილიყავი
- აი შენ კი ისეთი საწყალი ხარ რომ ვერ მიხვდი რომ არ მწყენია - ხმამაღლა გავიცინე და ჩემს საყვარელ და მონატრებულ ბიჭს ჩავეხუტე, ოჰ როგორ მომნატრებია............
- ბიჭებთან გავიდეთ უხერხულია
- ჰოო
- მომენატრე ანასტასია
- მე არა - თვალი ჩავუკარი და ორივეს გაგვეცინა
- ჰე რას შვებით მე ნათლულისთვის სახელის არჩევა დავიწყე უკვე და დაბრუნდიით???? - ოუჰ, ლუკას დაუბრუნდა შუტკაობის ხასიათი, დაუბრუნდა რა, არც გაქრობია
- მოვლენებს ნუ უსწრებ ბიჭიი
- შერიგდით და რამეე? - სანდროც ჩაერია
- ნუ დაახლოებით - ვუპასუხე
- დაახლოებიით?????? - კოკამ თვალები გადმოყარა და ჩამიწყო ხელებში
- ჰოო კაი რა იყო შევრიგდით
- მწვადს ვინ შეწვავს?
- მე არა
- არც მე
- მეზარებაა
- ოუუუუ, ვაჟიკოებოოო მე ხოარ შევწვავ აბა?
- ჯეირანი ვითამაშოთ
- ვითამაშოთ
- ქვა ბადე და მაკრატელი
- მოსულა
- ჯე.. ი... რა... ნი... - საბამ და ლუკამ წააგო
- იოოო, ეგეც თქვეეენ უჰუუუჰ - სანდრო სიხარულისგან დახტოდა
- ტყუილა გიხარია, მე არ ვიცი შეწვა
- არც მე
- კაით რაა, უუუჰ, ამხელა ხალხი ხართ და მწვადის შეწვა არ იცით
- შენ უფრო გემრიელი გამოგდის - წაუაფირისტა ანდრომ, ისე რა საყვარელი სიძუკა მეყოლება
- აფირისტობაში არ შეეჯიბროთ - სანდრინიომაც იცის - თქვენ მაინც ვერ შეწვავთ და იქნებ ფიჩხები მაინც მომაგროვებინოთ
- აგერ საბა გაგყვება - ჩემი აზრი დავფიქსირე
- ოჰ საიდან მოიტანე
- საიდან და ვაჟა-ფშაველას წინგიდან, მიდი რა მოატანინე
- თუ ქალბატონი ამბობს, მაშინ სხვა რა გზა მაქ
- ხოდა ეგრე ბიჯო - გამარჯვებული სახით შევხედე
- რა უნდა ველაპარაკო ახლა ამას? ან იმას? - თვალები გადაატრიალა საბამ და სანდროს უკან მიჰყვა
- ჩვენ რა ვქნაათ? - დაებადა კითხვა კოკას
- მე ვიცი - ნეტა რა სისულელის წანორიშვას აპირებს შუტკავიჩი? - ამის პატრონმა რა ქნას ვითამაშოთ - სიხარულისგან ტაში შეკოვკარი, და ფოთოლი მოვწვიტე
- ეს ჩემია, ახლა თქვენებიც მოაგროვეთ და მომეცით, ნუ ცოტა ვართ და დედაც მე ვიქნები და მთქმელიც
-ოოოჰ მთქმელი მეეე
- უფ მე ვიქნები
- მაშინ მორიგეობით ვიყოთ - ჩემს ბიჭს უჭრის გონება და რა ქნას,
ფოთლები შევაგროვე უკან მოვმუჭე და ვთქვი
- ამის პატრონმა ჩემი სარაფანი გადაიცვას და ისე გაჩერდეს სანამ საბა და სანდრო მოვა
- შანსი არაა
- გამორიცხულია
- ვერ ეღირსები
- ნუ თუარა მაშინ ბალიშები მაინც დაიდეთ ჩემი ოთახის წინ ჯდომა რომ მოგიწევთ
- ოოოჰ
- უსამართლობააა
- ცხოვრება უსამართლოა ჩემი ძმა, აბა თანახმა ხართ გაათიოთ ღამე ?....... არ ხართ? ძალიან კარგი, ......... ეს ფოთოლი ეკუთვნიიიის ანდრიაააას, მიდი ძმაოოო
ანდრიამ იუარა, ირბინა, და მაინც არ ჩაიცვა, ნუ სანამ თვით ანი არ დავაფიცე, მერე გადაიცვა ჩემი სარაფანი და გვერდით დაგვიჯდა, თან ბურდღუნებდა სანდრო მალე მოეთრიეო
- გავაგრძელოოოთ.... ლუკას თქმის ჯერია,
- ამის პატრონმაააა, იცი რა ქნააას? აი მოვიდეს და ფეხები დამიკოცნოს და ამ დროს ფოტო გადაუღოს ანამ
- ანამ რატოოო?
- აბა ანას ხოარ დავაკოცნოებ სირცხვილია
- გაიგე ანამარია? - დავუდასტურე
- ანამარია ვინაა? - გაიკვირვა ანდრიამ
- შენ ხარ , აბა ახლა ანდრია რო დაგიძახო სირცხვილი არაა? - შუტკავიჩი თავისას აწვება
- დაგიანამარიებ მაგ თავს ახლა
- ნელა ზვიადიიი
- კაი ლუკა, ანამარია დაწყნარდით და ამ ფოთლის პატრონი იცით ვინ არის? ვინ და თვით ლუკა, გილოცავ ბედნიერი ფეხების დაკოცნა და პოზირება
- ოოხ ანა ჩააწყვე ხოო? უეჭველი ჩააწყვე, უეჭველი
- კაი, გაჩერდი ახლა გეყოს, არ ჩამიწყვია, - ლუკა დაიხარა და ტუჩები ფეხთან მიიტანა გადავუღე მერე უცებ ტელეფონი ანდრიასკენ მოვაბრუნე და ინასაც გადავუღე როგორ ზის ჩემი კაბით მინდორში მოკლეთმიანი რაპუნცელივით, ეს ფოტო რათქმაუნდა გაიგზავნა ანისთან სათაურით "ჩვენი ანამარია" რომ გაიგებს მომკლავს, არაუშავს გადავიტან
- აქ რა ხდება უჩემოდ? - მოდის საბა და მოათრევს ფიჩხებს - ანდრია რა გაცვია ბიჭო არა ასე ძაან თუ გინდოდა კოკას დამსგავსებოდი არ ვიცოდი ძმაო რაა
- ოხ დედა დედა, მიკროფონს დავუდგამ და მოუყვეს ეგრე მთელს სამყაროს ეგ ამბავი
- ჩემ ლილიკოზე რადბს ამბობ ბიჭო შენ- შევუღრინე აქედან
- ოჰ, ლილიკომ დაცვაში როდის მერე აგიყვანა?
- მართალი იყო რო მეუბნებოდა არ შეურიგდე ჯერო - ჩავიბურტყუნე ჩემთვის
- მოიცა, დედაჩემი გეუბნებოდა არ შეურიგდეო? ღმერთო ახლა არ ამჭრა, რა უქენი დედაჩემს, ვინ ხარ გოგო შენ? მე რა მიქენი, ანდრიას რაა, ანამარიას რა უქრნი, ლუკამ ენა სულ დაიგრძელა აღარ ჩუმდება, ერთი საბა გვყავდა ნორმალური და ისიც ვერაა თავის მატორზე, ჩემ ძმას მხარი ამოუგდე და დგახარ ახლა აქ და მიცინიხარ
- რაო ვინაა ანამარიაოო?
- ენა დააგრძელაოოოო?
- ვერაა თავის მატორზეოო? - მორიგეობით უახლოვდებოდნენ ბიჭები კოკას დ ისიც ნელნელა ხელების მაღლა აწევით უკან უკან მიიწევდა, მერე უცებ გაიქცა და ტყეში შევარდა, ბიჭებიც გაეკიდნწნ, დავრჩით მე და გადაბჟირებული სანდრო,
- არა ეს რა იყო ახლა ამან რაც თქვა ჰა?
- რავიცი, გაეჭედა ტვინში რაღაცა, ალბათ ფეხი
- რა ფეხი გაეჭედა ტვინში?
- თავში ფეხი აქ მაგას და გაეჭედა ალბათ
- კაი მოდი ვერც შენ ხარ მთლად დალაგებული მარა მომეხმარე შევწვათ მწვადები
- მოვქრიი
ცეცხლი დავანთეთ და მერე ჩავქრეთ ნაკვერჩხლებს იქეთ აქედან ორი დიდი ქვა შემოვუდეთ და ხორციანი შამფურები გადავადეთ, თითქმის ნახევარი საათია ბიჭები არ გამოჩენილან, არც ტელეფონს პასუხობენ .........скачать dle 11.3




№1 სტუმარი mariami

kai iyooooo momewona da malmale dade momdevnoebi tu Ara shinaarsi ki Ara motxrobis arsebobac damaviwyda ukve arada erterti favoritia es istoria <3<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent