შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გასეირნება ვაკის პარკში (სრულად)


16-04-2018, 15:49
ავტორი ლიდია
ნანახია 1 697

გასეირნება ვაკის პარკში (სრულად)

ყოველთვის მიყვარდა მეგობრებთან ერთად ეზოში გასვლა.
დღესაც სარკის წინ ვდგავარ და გასასვლელად ვემზადები. ლურჯ, დახეულ ჯინსის შარვალს ვიცვამ და ბოლოებს ვიკეცავ. მუქი წითელი ბათინკები ამოვიცვი და შავ წითელ ბრეტელიან მაისურზე თეთრი ფუმფულა მოსასხამი მოვისხი.
კუპრივით შავ თმას გაშლილს ვიტოვებ, რომელიც უკანლამდე დამსდევს. მაკიაჟს არასდროს ვიყენებ. მუქი ყავისფერი თვალები მაქვს, ბევრს შავში ეშლება. უფერულ პომადას ვისვამ ნახევრად სავსე ტუჩებზე და გარეთ გავდივარ.
-სად ხართ ლიკა? - დავუცაცხანე დაქალს ტელეფონში, რადგან უკვე ოცი წუთია მაყურყუტებს.
-გოგო ანდრეს მამიდაშვილი ჩამოვიდა სოფლიდან და დავხვდით სადგურზე.
-ანდრეს მამიდაშვილი ჰყავს? გოგოა თუ ბიჭი? რა ჰქვია? რამდენი წლისაა? - როგორც ყოველთვის ახლაც დავინტერესდი, რადგან ძალიან ცნობისმოყვარე ვიყავი, თანაც ანდრე ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი იყო.
-ნუ გამოითქვიფე პირი მარიამ! - ამოიოხრა ლიკამ. - ბიჭია, ლუკა ჰქვია და 18 წლისაა.
-ჰაჰ.. ბედი არ გინდა? ჩემზე ორი წლითაა დიდი.
-რა მნიშვნელობა აქვს? ძალიან კარგი ადამიანია. იცოდე გაფრთხილებ! არ გადაიყვანო ჭკუიდან ბიჭი.
-სოფელში ცხოვრობს?
-რუსთავში ცხოვრობდა, მერე ერთი წელი სოფელში გაატარა და ახლა აქ გადმოდის.
-ვინ მოდიხართ?
-მე, ანდრე, ლუკა და სალომე.
-სალომეე?! - გულის რევის შეგრძნებამ წამში მოიცვა ჩემი სხეული.
-ხოო... აგვეკიდა.
-ხომ იცი როგორი გველია? ვერ ვიტან მაგ გოგოს! აი ნახავ, ეგრევე კისერზე ჩამოეკიდება ლუკას!
-შენ ლუკა ჯერ არც გინახავს და უკვე ეჭვიანობ? - გაეცინა ლიკას.
-რა სისულელეა, როგორ უნდა ვიეჭვიანო ადამიანზე, რომელსაც არც კი ვიცნობ? უბრალოდ ნახავ, რომ ეგრე იქნება!
-კარგი მართლა ნუ გაიტლიკე ენაი! - სასაცილო კილოთი თქვა ლიკამ და მეც გამეცინა. - ხუთ წუთში მანდ ვართ.
არ ვიცი რატომ ვნერვიულბდი, ან რატომ დავიწყე ცახცახი. ნამდვილად არ ციოდა, თან თბილად მეცვა. გულმა რიტმულად დაიწყო ბაგა-ბუგი, როდესაც ჩემკენ მომავალი ოთხი სილუეტი შევნიშნე.
სალომე ჩვეული გრაციოზულობით მოაბიჯებდა, ქერა, დამწვარ თმას ჰაერში იქნევდა და თვითკმაყოფილ ღიმილს სახიდან არ იშორებდა.
ლიკას ჩემი დანახვისას სახე გაებადრა. მივხვდი, რომ სალომეს უკვე მოესწრო მისთვის თავის მობეზრება.
ანდრე გაცხარებით ესაუბრებოდა მის გვერდით მდგომ ბიჭს, რომელიც სავარაუდოდ ლუკა იყო.
ანდრე და ლუკა ერთმანეთს საერთოდ არ ჰგავდნენ. ანდრეს თეთრი კანი, ქერა თმა და შავი თვალები ჰქონდა.
აი ლუკა კი...
მოყავისფრო ფერი დაჰკრავდა კანზე, მისი ჭაობისფერი თვალები სინათლეს აფრქვევდნენ, ღაწვები ძალიან ლამაზად ჰქონდა გამოკვეთილი და შიგადაშიგ ლოყები უთამაშებდა, შავი ფერის, ოდნავ ხვეული და მოგრძო თმა მხრებზე ეფინებოდა.
მოდიოდა და თითქოს კარგი აურა მოჰქონდა.
ძალიან გავერთე მის ყურებაში. ლიკა და ანდრე გადამეხვივნენ. სალომეს ყურადღება არც მოუქცევია, ისე ჭამდა თვალებით ლუკას, ლამის თავი ზედმეტად ვიგრძენი.
-მარიამ გაიცანი, ეს ჩემი მამიდაშვილი ლუკაა.
-სასიამოვნოა. - დავიმორცხვე და თავი ჩავხარე
ლუკამ თავის თლილ თითებში მოიქცია ჩემი ხელი და მაკოცა.
ლამის გადავყირავდი.
-ჩემთვისაც. - ხმა ამოიღო და ვინატრე, რომ კიდევ ეთქვა რამე.
ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ბოხი ხმა ჰქონდა, რაღაცნაირად ჰაეროვანი და ოდნავ ხრინწიანი იყო, მაგრამ მერწმუნეთ საოცარი იყო.
-სად წავიდეთ? - იკითხა კევის „ღლაჭუნით“ სალომემ.
-შენ არავინ არსად გეპატიჟება. - ისე ჩავილაპარაკე, რომ ვერავის გაეგო, მაგრამ ჩემ გვერდით მდგარმა ლუკამ გაიგო და ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა.
-ვაკის პარკში გავიაროთ! - გამოაცხადა ლიკამ.
-კარგი. - დავეთახმეთ ერთ ხმაში.
გზაში ყველა საუბრობდა და ხუმრობდა ჩემ გარდა.
მე ვერ ვეშვებოდი ლუკაზე ფიქრს.
-რა ჯანდაბა გჭირს გოგოო? მაინც და მაინც ტარიელი უნდა გყავდეს გვერდით რომ გაიცინო? - იკითხა წარბის აწევით ლიკამ.
-ვინ? - გავიკვირვე.
-ტარიელი!
-შეყვარებული გყავს? - გვერდულად გადმომხედა სახე გამკაცრებულმა ლუკამ.
-რა ტარიელი, რა შეყვარებული? ლიკა ვერ ხარ ხო? გინდა ლეკებს მივყიდო შენი თავი? - თვალები დავუბრიალე.
-ლეკებს არა არაბებს! - ენა გამომიყო ლიკამ.
ლუკა ნამდვილად დაბნეული იყო.
-ასე ხუმრობენ ხოლმე, ისტორიულად. მიეჩვევი. - ამოიოხრა ანდრემ და ლუკას მხარზე ხელი ძმურად დაუტყაპუნა.
პარკამდეც მივედით და მზესუმზირა ვიყიდეთ.
სალომემ არ დამაცადა ლუკას გვერდით დაჯდომა და თავად მიუსკუპდა.
ბოლოს ადგილი აღარ დარჩა და ფეხზე დგომა მომიწია.
დავინახე როგორ ჩამოადო მხარზე თავი სალომემ ლუკას და ტანში უსიამოვნოდ გამცრა, ცრემლები მომაწვა, მაგრამ თავი შევიკავე.
ლუკამ სალომეს თავი მოიშორა და ჩემ გვერდით დადგა, გამეღიმა.
-ლუკა სკოლა დაამთავრე ხომ? - ჰკითხა ლიკამ.
-კი, წელს.
-რაზე აბარებ? - ამჯერად მე ვკითხე.
-მინდა, რომ არქიტექტორი გამოვიდე.
-კარგად ხატავ? არ გინდა მე დამხატო? – „გაიტყლარწა“ სალომე.
-არა, არ მინდა. - მიუგო უხეშად ლუკამ და სალომესგან წარბის სწერვული აწევაც მიიღო.
-მოდი სიმართლე თუ მოქმედება ვითამაშოთ! - წამოაყენა ახალი აზრი ანდრემ.
-თითქმის ყველაფერი ვიცით ერთმანეთზე.. - ამოვიოხრე უკმაყოფილოდ.
-და იქნებ არ ვიცით? - თვალები მოჭუტა ლიკამ.
-კარგი, იყოს ეგრე. მაშ, დავიწყოთ!
თავიდან თამაში ბანალურად მიდიოდა, ისე, როგორც ყოველთვის.
„შეყვარებული გყავს?“
„ოდესმე ბიჭისთვის გიკოცნია?“
და სხვა მსგავსი ბანალურობები.
ლუკასგან მნიშვნელოვანი ის გავიგე, რომ შეყვარებული არ ჰყავს.
ამან ცოტათი დამამშვიდა, მაგრამ თავადაც ვერ მივხვდი რატომ.
„მოგწონს და მაგიტომ, სულელო!“ გავიფიქრე უნებურად და საკუთარ ფიქრებზე მომეშალა ნერვები.
-სიმართლე თუ მოქმედება? - მკითხა სალომემ.
-მოქმედება! - მომბეზრდა უაზრო კითხვები და გადავწყვიტე გართობა.
-ჰმ.. - ეშმაკურად აუციმციმდა ლურჯი თვალები გოგონას და ამ წამს ვინატრე, რომ მოქმედება არ ამერჩია. - ლუკას აკოცე!
-რაა?! - გულმა ფეთქვა შეწყვიტა.
-ხო, მიდი! თამაშია.
-არა!
ლუკას კოცნას არ ვვუარობდი, უბრალოდ არ მინდოდა პირველი კოცნა ასეთ გარემოში ყოფილიყო, ეს ხომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
-კაი რა სალომე! ასეთებს არ ვართ! - წამოიძახა დაძაბულმა ანდრემ, ლიკაც მას დაეთანხმა.
უცბად ტელეფონმა დამირეკე და პირველად გამიხარდა დედაჩემის ნომრის დანახვა.
-უნდა წავიდე, დედა მეძახის.
-გაგაცილებ. - წამოხტა ლუკა.
-არაა საჭირო, მადლობა.
-არ გეკითხები.
ბავშვებს დავემშვიდობე და ლუკასთან ერთად გავუყევი გზას სახლისკენ.
-რატომ არ გინდოდა კოცნა? - იკითხა ლუკამ გაბზარული ხმით.
-მე..არ გეგონო სხვანაირი გოგო. პირველ შეხვედრაზე ბიჭებს კოცნას ნამდვილად არ ვუწყებ. არ მითქვამს, რომ არ მინდოდა... - ცოტახანში გავიაზრე რაც ვთქვი და მომღიმარ ბიჭს გავხედე. - ის ვიგულისხმე, რომ.. აქამდე არავისთვის მიკოცნია და მინდა ეს განსაკუთრებული იყოს, ხომ ხვდები?
-კი, მესმის შენი. მერამდენე კლასში ხარ?
-მე-11.
-რაზე აპირებ ჩაბარებას?
-არ ვიცი.. მსახიობობაზე ვფიქრობ. ხანდახან მედიცინაზეც.
-გინდა დაგხატო? - მკითხა მოულოდნელად.
-რაა?
-გინდა დაგხატო?
-კი..მაგრამ.. ახლა მეჩქარება, დედა მელოდება..
-ახლა არც ვაპირებდი. - საყვარლად გაიცინა ლუკამ. - ხვალ ჩემ სახელოსნოში მოდი და დაგხატავ.
-სალომეს რომ უარი უთხარი?
-სალომეს უარი ვუთხარი, მართალია. შენ კიდევ გთხოვ, რომ დაგხატო.
-კარგი.. სად გაქვს სახელოსნო?
-სახლთან მოგაკითხავ ოთხზე და მზად იყავი, კარგი?
-კარგი.
უკვე სახლს მივუახლოვდით.
-სასიამოვნო იყო შენი გაცნობა მარიამ.
-ჩემთვისაც... ლუკა.
ჩემკენ გადმოიხარა და შუბლზე მაკოცა.
სხეულში ატომური ბომბი ამიფეთქდა. შუბლი დამიბუჟდა და ლამის ჩავიკეცე.
სახლში ისე შევედი არც მახსოვს.
მეორე დღეს ვცქმუტავდი. ველოდებოდი ოთხ საათს. დილას ათზე ავდექი და ათასი ტანსაცმელი გამოვიცვალე. ბოლოს ლიკას დავურეკე.
-რა ჯანდაბა ხდება?! - მკითხა, როდესაც ჩემ გადატრიალებულ ოთახს მოავლო თვალი. - აქ მესამე მსოფლიო ომი იყო და მე არ ვიცოდი? - საწოლის ქვეშ შეიხედა. - გერმანელები აქ ხომ არ იმალებიან? რატომ აიღეთ სტალინის ძეგლი?
-ლიკაა გეყოფა მაიმუნობა! - ვუთხარი სიცილით.
-კარგი, კარგი. მაგრამ, მაინც! რა ჯანდაბა ხდება ააქ?
-ტანსაცმელი უნდა ამარჩევინო!
-რისთვის? პაემანზე მიდიხარ?
-არა!
-აბა რუის-ურბნისის კრებაზე? თუ ფერერა-ფლორენციის? თუ დიდგორზე, კრწანისზე ან ბასიანზე მიდიხარ კაბა არ გამოგადგება!
-შენ რომ ისტორიკოსი არ გამოხვიდე არ გაცოცხლებ. ახლა კი ცოტა ხნით უკან მოვიტოვოთ კრებები და ბრძოლები! ლუკამ უნდა დამხატოს და მინდა ლამაზად გამოვიყურებოდე.
-აააიიიი მანდ შეჩერდი. - თვალები დააწვრილა ლიკამ. - რა უნდა ქნას ლუკამ?
-უნდა დამხატოს!
-აბა პაემანზე არ მივდივართო?
-არაა ეს პაემანი!
-პაემანია!
-არაა!!!
-ახლა მისმინე, მოდი გეორგიევსკის ტრაქტატი დავდოთ! შენ საქართველო იყავი და მე რუსეთი. ახლა კი თუ არ აღიარებ, რომ ლუკა მოგწონს, გაგანადგურებ!
-რამე გეშველება? - ამოვიოხრე და თვალები გადავატრიალე.
-აღიარე!
-არა!
-აღიარე და ხვალ ბევრ ჟელიბონს გაჩუქებ!
-მართლააა? - უცბად გამინათდა თვალები.
-მართლა!
-ხო.. კაი! ჯანდაბაას! ლუკა მომწონს.
ლიკამ რაღაც უცნაური ხმა გამოსცა და ლოგინზე დაიწყო ხტუნვა.
-ასე მხოლოდ მაშინ გაგიხარდა, როდესაც გაიგე, რომ დავით აღმაშენებელს არცერთი ბრძოლა წაუგია. - გამეცინა.
-რა კარგიაა! აწი გეშველება!
-ამომარჩევინე რამე ოც წუთში აქ იქნება!!!!
ბოლოს ლიკამ სალათისფერი ტოპიკი და მაღალწელიანი, შავი შარვალი ამომარჩევინა. თმები მაღლა შევიკარი ცხენის კუდად და დაბლა ჩავედი, სადაც ლუკა მელოდა.
ძალიან სიმპატიურად გამოიყურებოდა მზის სათვალეში.
-კარგად გამოიყურები. - მითხრა და შუბლზე მაკოცა.
-მადლობა. - გავწითლდი.
-წამო, სახელოსნო ახლოსაა, ფეხით გავიდეთ.
-კარგი.
ცოტახანი ორივე ვდუმდით, შემდეგ მან დაიწყო ლაპარაკი.
-სალომე კიდევ აგრძელებს ჩემთან ფლირტაობას.
-ღმერთო ჩემო! მოუშორებელია ეგ ბავშვი.. რამ გაყო ეგ და ბაღვაშების საგვარეულო. იცი, მგონი ლიპარიტის შთამომავალია! შემოაგზავნეს, რომ გაგვამწაროს!
-ლიკამ გადაგდო არა? - მკითხა სიცილით.
-ხომ.. წეღან ჩემთან იყო და პირი არ გაუჩუმებია, იმდენი ილაპარაკა! მაგის ხელში სულ ზეპირად ვიცი საქართველოს ისტორია.
-ძალიან პოზიტიურები და მზიარულები ხართ ორივე!
-მადლობა..
-აი ისიც! - ხელი გაიშვირა ლუკამ პატარა „პადვალისკენ“. - წამოდი.
შიგნით შევედით.
პატარა ადგილი იყო, კედლები ლამაზად მოხატული. აქვე იყო მოლბერტი, ქაღალდები და ათასგვარი ფანქარი..
-რა ლამაზია!
-მადლობა.
-ასე კარგად შენ ხატავ?
-ხო, აბა რა!
-ორყურიანი ვან გოგი ხარ!
-რაა? - სიცილი დაიწყო ლუკამ და მეც ამიყოლია. კარგა ხანს ვიხორხოცეთ.
-კაი, დაჯექი ახლა მანდ. - მითხრა და სკამზე მიმითითა.
თვითონ ჩემგან ოდნავ მოშორებით დაჯდა და თაბახის ფურცელი მუხლებზე დაიდო.
-რა კინკილა ფურცელია. - ვუთხარი.
-როგორი?
-კინკილა. რაღაცნაირი.. ღრუნჩი.
-რა შუაშია? - კვლავ გაეცინა ლუკას.
მეც სიცილი ამიტყდა.
ჩემი ხატვა დაიწყო. შემდეგ ფანქარი დადო და ერთ წერტილზე მიუშტერდა თვალები.
-ეეი, აქ ხარ? - ვკითხე ღიმილით.
-კი, კი აქ ვარ.
-ფიზიკურად რომ დევხარ მანდ, მაგას არ ვგულისხმობ. - ლუკას თვალები გაუფართოვდა და გაოცებულმა შემომხედა. - ჭმუტე ახლა თვალები!
-მარიამ რა ენა გაქვს? გინდა სიცილით მომკლა?
ლუკამ იმდენი იცინა, ცრემლები წამოუვიდა და მუცელი ასტკივდა.
-კაი.. ვსო! მარიამ, ახლა გვეყო და გავაგრძელებ შენ დახატვას.
დავსერიოზულდით და მანაც ხატვა განაგრძო. ორი საათი მხატავდა.
-ეს ჯერ მხოლოდ ჩანახატი გამოდის, კონტურები გავაკეთე, მართალია ისეთი ლამაზი არ გამოვა როგორიც შენ ხარ.. მაგრამ რაღაც არის.
-მანახე!
-არა. ამას მაშინ განახებ როცა საჭირო იქნება.
-ანუ როდესაც დაამთავრებ?
-როცა საჭირო იქნება!
-ჰმ.. კაი. - ტუჩები გაბუტვის ნიშნად გავბუსხე.
-წამოდი ვაკის პარკში გავისეირნოთ. ჟელიბონებს გიყიდი.
-უუხ რა კარგია! საიდან იცი, რომ ჟელიბონი მიყვარს?
-უბრალოდ ვიცი. - თვალი ჩამიკრა ლუკამ და გარეთ გავედით.
ვაკის პარკამდე უხმოდ მივედით. ჟელიბონები ვიყიდეთ და გემრიელად დავიწყე ჭამა. ლუკა მიყურებდა და იღიმოდა.
-ასე ნუ მიყურებ!
-როგორ ასე?
-ასე, დაჟინებით.
-კაი. - თქვა ლუკამ, მაგრამ ისევ მე მიყურებდა.
-რატომ მიყურებ? - გამეცინა.
-ძალიან საყვარლად ჭამ. სხვა გოგოები ყოველთვის ვარდებს, მანქანებს და ტელეფონებს ითხოვენ. შენ კიდევ ჟელიბონმა გაგაბედნიერა.
-ბევრ გოგოს მოუთხოვია ეგენი? - ეჭვიანობის ჭიები სწრაფად გავრცელდა ჩემს სხეულში.
-არა. ისე ვთქვი.
-გასაგებია..
ბევრი ვისეირნეთ და ვილაპარაკეთ, ბევრი რაღაცები გავიგეთ ერთმანეთზე.
შადრევანთან ახლოს ხელი ჩამკიდა და ლამის იქვე დავდნი.
სახლამდეც მიმაცილა და ისევ მაკოცა შუბლზე.
ყოველდღიურად დავიწყეთ შეხვედრები და უკვე თვალებიც სხვანაირად გვიციმციმებდა ერთმანეთის დანახვისას.
ორი თვე გავიდა ასე. ლიკა მექაჩებოდა, გინდა თუ არა უთხარი, რომ მოგწონსო.
-მე როგორ უნდა ვუთხრა?
-გრცხვენია? თუ კომუნისტობაში ჩარჩი? თუმცა მაგ დროს არც მოსწრებიხარ... იქნებ სტალინი შენი დიდი ბაბუა იყო..
-რომ მითხრას, რომ არ მოვწონვარ ტყუილად გაგვიფუჭდება ურთიერთობა და მოვკვდები!
-არ მოკვდები! ტყუილად არაფერი მოხდება! უთხარი რა. ნუ დაიტანჯე თავი და ნუ დამტანჯე მეც.
-როგორ ვუთხრა?
-ვაკის პარკში გაისეირნეთ, როგორც ყოველთვის და უთხარი.
-კარგი.
-კარგი?
-ჯანდაბას კარგი! ვეცდები...
საღამოსკენ ლუკას ვუთხარი, რომ შადრევანთან შემხვედროდა, რადგან მნიშვნელოვანი საქმე მქონდა.
-სანამ შენ საქმეზე გადავიდოდეთ, მინდა რაღაც გაჩვენო. - მითხრა ლუკამ თბილი ღიმილით და ზურგსუკან დამალული ხელები წინ გამოსწია.
რაღაც შეფუთული ეჭირა.
-გახსენი.
მეც გავხსენი.
ჩარჩოში იყო ჩასმული ჩემი ნახატი.. ლუკამ რომ დამხატა ის იყო.
გამეღიმა და ჩავეხუტე.
-ხომ ვთქვი ორყურიანი ვან გოგი ხარ-მეთქი! დიდი მადლობა.
-არაფრის მარიამ.
ხელები გავუშვი და ნერვიულად დავიწყე კაბის ბოლოს წვალება.
-რა უნდა გეთქვა?
-მიყვარხარ! - წამოვიძახე უცბად და გავწითლდი.
-რაა? - შევამჩნიე როგორ დაეძაბა სხეული და დაეჭიმა ყბები.
-ჯანდაბა.. არაფერი დაივიწყე.
შევბრუნდი და წასვლას ვაპირებდი, როდესაც ლუკას ხელმა ისევ თავისკენ შემაბრუნა, თვალები ცრემლიანი ჰქონდა და იღიმოდა.
ჩემი ბაგეებისკენ გააპარა მზერა და ფრთხილად, ნაზად მაკოცა.
ორივეს გაგვეღიმა.
-მიყვარს გასეირნება ვაკის პარკში. - ვთქვი და ჭაობისფერ თვალებში ჩავხედე.
-მე კი შენ მიყვარხარ!


____________


პატარა ისტორია ^_^ დააკომენტარეთ ❤️❤️скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი N1penguin

ვაიმეე, ძალიან მიყვარს ისტორია და ისტორიულ პარალელებზე ბევრი ვიხალისე. გულს ესიამოვნა რაღაცნაირად sweat_smile სიუჟეტიც არ იყო ცუდი. დარწმუნებული ვარ, ამ პერსონაჟების მსგავსი ადამიანები ყველა ჩვენგანს გვყავს ნანახი.

 



№2  offline წევრი ლიდია

N1penguin
ვაიმეე, ძალიან მიყვარს ისტორია და ისტორიულ პარალელებზე ბევრი ვიხალისე. გულს ესიამოვნა რაღაცნაირად sweat_smile სიუჟეტიც არ იყო ცუდი. დარწმუნებული ვარ, ამ პერსონაჟების მსგავსი ადამიანები ყველა ჩვენგანს გვყავს ნანახი.

გამიხარდა თუ მოგეწონა, მადლობა ❤️❤️❤️❤️

 



№3  offline წევრი svetlana111

პატარა საყვარელი ისტორია კარგიაააა :)

 



№4  offline მოდერი ენემი

სისაყვარლეა, არაფერი მეთქმის, უბრალო, პაწაწუნა და საოცარი kissing_heart

 



№5  offline წევრი ლიდია

svetlana111
პატარა საყვარელი ისტორია კარგიაააა :)

დიდი მადლობაა ❤️❤️❤️

 



№6 სტუმარი მარიამ ზაზაძე

შეუდარებელი????????

 



№7  offline წევრი ლიდია

ენემი
სისაყვარლეა, არაფერი მეთქმის, უბრალო, პაწაწუნა და საოცარი kissing_heart

მიხარია შენი კომენტარები, მადლობა ^__^ ❤️❤️❤️

svetlana111
პატარა საყვარელი ისტორია კარგიაააა :)

მადლობაა ❤️❤️❤️❤️

მარიამ ზაზაძე
შეუდარებელი????????

პირადად შენთვის მარიამ ❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent