შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სატანას გული [ 2 ]


16-04-2018, 17:32
ავტორი MoonLady
ნანახია 538

სატანას გული [ 2 ]

ერთ-ერთ, არაფრით გამორჩეულ სადარბაზოში შევიდნენ. სოფომ მაშინვე, ლიფტს მიაშურა მძიმე ნაბიჯებით და ღილაკს თითი დააჭირა.
- მეთექვსმეტე სართული, #113 ბინა. - კიბეებიდან გასძახა არაბულმა.
- მოიცა, შენ რა, ფეხით აპირებ მე-16-ზე ასვლას ? - ლამის ყბა ჩამოუვარდა სოფიას. “მეთექვსმეტე სართულზე ფეხით ასვლა ? იმედია ხუმრობს.”
- ჰო, შუადღის აერობიკა. - გასძახა მირანდამ და მისი ფეხის ხმაც მიწყდა ზედა სართულებზე.
- გიჟია ეს გოგო. - თავისთვის ჩაიბურტყუნა სოფომ და ლიფტს დაელოდა. მართკუთხა ფორმის მოწყობილობაში ცალ ფეხზე მდგარი ცდილობდა გაეანლიზებინა სად იყო და რას აკეთებდა, მაგრამ ამაოდ. მხოლოდ ის იცოდა, რომ მიყვებოდა მირანდას ნებას, ამის მიზეზი ჯერ ვერ გაერკვია საკუთარ თავთან.
თუმცა გულის სიღრმეში ხვდებოდა, რომ ეს მასაც გარკვეულ სიამოვნებას ანიჭებდა. რა "ეს"? რა თქმა უნდა, თავს არ გამოუტყდებოდა იმაში, რომ სიამოვნებდა სრულიად უცხო, შხამიანი არსების ნებაზე სიარული, მითუმეტეს, არ იტყოდა იმას, რომ ეს შხამიანი არსება ესაყვარლებოდა.
- საზიზღარი ! როგორ ბედავს, მის ჭკუაზე მატარებს ! მეც რომ იდიოტივით ისე ვაკეთებ, როგორც მას უნდა ! - ცოფების ყრა დაიწყო სოფიამ. - არა ! არ ავალ მასთან ! არ ვიზამ ისე, როგორც მას სურს ! არა! - მტკიცედ გადაწყვიტა და პირველი სართულის ღილაკს დააჭირა. ადგილზე ცქმუტავდა, ერთი სული ჰქონდა გასულიყო ამ სადარბაზოდან და ამ გოგოს სახე დაევიწყებინა, სახელი არც იცოდა. რამდენიმე წუთის შუალედში ლიფტი გაჩერდა მეთექვსმეტე სართულზე და წამიერად სოფო ნახევარი ტანით სართულზე გავიდა, რომ დაეფიქსირებინა, მირანდა ჯერ არ ამოსულიყო. თუმცა მაშინვე ნაბიჯების ხმა შემოესმა და იმდენად დაფრთხა, რომ ლიფტის კედელს აეკრო პირველ სართულამდე ძალიან დაძაბული ჩავიდა.
როგორც იქნა გააღწია გარეთ და ის იყო სადარბაზოდან აპირებდა ფეხის გადადგმას, რომ რაღაც დაექაჩა. რა იყო ეს ? ზუსტად ის სიამოვნება, რომელიც მან განიცადა, როდესაც მიმი რეპლიკებით აწვალებდა. გაახსენდა მიმართვა "ბუშტო" და უნებურად ჩაეღიმა. აწრიალდა და მისი მტკიცედ მიღებული გადაწყვეტილება მომენტალურად გაცამტვერდა. არა, ეს გადაწყვეტილება არც ყოფილა მტკიცე.
დაპროგრამებულივით დაბრუნდა ლიფტში და ავიდა ბოლო სართულზე, ბინის შავი კარი დაუკაკუნებლად შეაღო და შევიდა.
- ლიფტში ვინმე სიმპათიური ბიჭი ხო არ ააგდე, რას აკეთებდი ამდენ ხანს? - ჰკითხა მისაღებში შესულ სოფიას მირანდამ. მუქ ყავისფერ სკამზე იჯდა და ფეხები მაგიდაზე შემოეწყო. თითებს შორის ანთებული სიგარეტი მოექცია და ეწეოდა.
- კი და ტუჩებიც გავუბუშტე. - ბუზღუნით უთხრა სოფომ. იფიქრა მეც მოვუშლი ნერვებსო, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ამაოდ.
- როგორც ჩანს ვერ დაკერე და მალე მოგიშორა თავიდან. - დანანებით გაიქნია თავი მირანდამ.
- საზიზღარი ხარ ! - მიაძახა სოფიამ და ფუმფულა, შავ დივანზე მიესვენა.
- პლიუს ერთი კომპლიმენტი. - ცალყბად გაეღიმა მიმის და სოფოსკენ გაიხედა. გოგოს იმდენად შეწუხებული სახე ჰქონდა, გეგონებოდათ მთელი დედამიწის საზრუნავი მას აწევს მხრებზეო.
- ქლიავს შეჭამ ? - მოულოდნელად ჰკითხა მიმიმ და წამოდგა. იქვე მაგიდაზე მდგარ სახილეზე დადებული ქლიავი აიღო და სოფის ესროლა. გოგონამ მოუქნელი მოძრაობით დაიჭირა და კოპებშეკრულმა გახედა მიმის.
- ვერ ვიტან ქლიავს. - ამოიბურდღუნა.
- რატო ე? - ჰკითხა მირანდამ და სააბაზანოს მიაშურა.
- ერთხელ რომ ჩავკბიჩე, იმხელა ჭია დამხვდა, მაშინვე შემზიზღდა.
- კარგი რა, ამის გამო არ ჭამ ქლიავს ? იქნებ პოზიტივი დაგენახა მაგ ამბავში? - გასძახა სააბაზანოდან სოფოს.
- რა პოზიტივი უნდა დამენახა მანდ ? - გაბრაზდა ჭაჭუა. ამასობაში მიმი გამოვიდა აფთიაქის ყუთით ხელში.
- წარმოიდგინე, ნახევარი ჭია რომ დაგხვედროდა. - მიმიკა არ შესცვლია ისე თქვა და ნაღრძობი ფეხის შეხვევას შეუდგა.
- ახლა გული ამერევა ! - ფერები გადაუვიდა სახეზე სოფოს.
- ოღონდ ამ ხალიჩაზე არა, 2000 დოლარი ღირს ! - სერიოზული ტონით გააფრთხილა არაბულმა ჭაჭუა.
- რაა? ხალიჩაში 2000 დოლარი ? - ყბა ჩამოუვარდა სოფოს.
- ჰო ხალიჩაში, აბა შენში გახვრეტილი კაპიკის გადამხდელიც არ ვარ. - ამ ყველაფერს ისე ამბობდა არაბული, რომ სოფო გულწრფელად იჯერებდა.
- გადამხდელი რომ არ იყო, ახლა ჩემზე იზრუნებდი ? - იხტიბარი არ გაიტეხა ქალმა.
- შენ რა, გგონია, მე შენზე ვზრუნავ ? შენ მე და ჩემს შეყვარებულს ინტიმი გაგვიფუჭე და უნდა გადამიხადო. ნაღრძობი ფეხით კი ამას ნამდვილად ვერ შეძლებ. - თვალი ჩაუკრა მიმიმ და ბოლოჯერ შეკრა სოფიას ფეხზე შემოხვეული ბინტი.
- რა ? რა შეყვარებული? შენ იქ მარტო არ იყავი ? - ფერები გადაუვიდა სახეზე ჭაჭუას.
- სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არა, ამიტომ კეთილი იყოს შენი ნაღრძობი ფეხი ჩემს ბინაში, ბუშტო. - ცალყბად და როგორც სოფოს მოეჩვენა სასტიკად გაუღიმა მას არაბულმა. მთელი მისი სხეული ჟრუანტელმა მოიცვა და შიშისგან გული აუჩქარდა.
- მოიცა, სად მიდიხარ ? - ხმამაღლა ჰკითხა სოფიამ მირანდას, რომელსაც უკვე მოესწრო მისთვის ზურგის შექცევა და რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა. გვერდულად გადმოხედა მიმიმ და მოკლედ მოუჭრა.
- სააბაზანოში. ეცადე რამე არ გააფუჭო, ბუშტო, თორემ ვეჭვობ მწერალი, რომელსაც ხალხი მოსაკლავად მისდევს გადამხდელი არაა. - თქვა და აბაზანის კარი გაიხურა.
- საძაგელი. - ჩაიბურტყუნა ქალმა და დივანზე ფრთხილად გაწვა. ცალი ხელი ძირს ჩამოუშვა და კუპრივით შავ ხალიჩას შეეხო. საოცრად ერბილა და თითქმის დარწმუნდა, რომ ძალიან ძვირადღირებულ ნივთთან და საერთოდ, ძალიან ძვირადღირებულ ბინასთან ჰქონდა საქმე. ბინის პატრონი კი ძალიან საზიზღარი და საოცრად მიმზიდველი ქალი იყო. უნებურად სოფომ საჩვენებელი და შუა თითი ტუჩებთან მიიტანა და გაბუშტა. გადაუსვა და სირბილე შეიგრძნო. წამით შეყოვნდა და აკისკისდა, როცა წარბშეკრული მირანდა და მისი რეპლიკა გაახსენდა "ტუჩებს ეგრე ნუ ბუშტავ!".
ოდნავ წამოიწია და დივნის სახელურს დაეყრდნო ბეჭებით. შეამჩნია, რომ კარგა მოზრდილი წიგნი იდო ავეჯის თავზე და დაუფიქრებლად დასწვდა. "გოგონა დრაკონის ტატუთი", ამოიკითხა და ხელებში შეათამაშა. რამდენიმე ფურცელი გადაშალა და ბოლო გვერდსაც მიაშურა. აქ ლამაზი კალიგრაფიით იყო გამოყვანილი ასოები "მიმი". სოფია ჩაფიქრდა, ანუ ბინის მეპატრონეს, საოცარი შარმის მფლობელსა და სპეცრაზმელს ქალს ერქვა მიმი? ფრთხილად წამოჯდა და თითები სახელზე აათამაშა.
- მიმი... - ჩურჩულით წარმოთქვა და ჩაფიქრდა.
- უფრო ზუსტად კი მირანდა არაბული, მაგრამ ატანა არ მაქვს, როდესაც ასე მეძახიან. ამიტომ ჰო, უბრალოდ - მიმი. - აბაზანის კარი გაიღო და არაბულიც მხოლოდ პირსახოცის ამარა გამოვიდა. ჩვეულ პოზაში დაჯდა და ისევ სიგარეტს დასწვდა.
- რატომ მოგწონს ეს წიგნი ? - მოულოდნელად ჰკითხა სოფომ.
- საიდან დაასკვენი, რომ მომწონს? - ჩაეცინა მიმის.
- მე... უბრალოდ... - დაიბნა სოფო. თავი ჩახარა და ისევ სახელს დაუწყო წვალება.
- იტოქში ისეთ ტიპზეა, რომელიც მაგარი ტვინია, მაგრამ განსხვავებულია და სულელად აღიქვამენ. - თქვა მიმიმ და ფანჯარაში გაიხედა.
- შენ ასეთი ტიპები მოგწონს ? - ჩაეკითხა სოფია.
- ასეთი.
- განსხვავებულები.
- შეიძლება ეგრეც ითქვას, ბუშტო. - მრავალმნიშვნელოვნად ჩაეღიმა მირანდას.
- და შენ ? - არაფრად ჩააგდო ეს ჩაღიმება ქალმა.
- რა მე ? - თავი უკან და ოდნავ გვერდზე გადააგდო მიმიმ. სოფოს უყურებდა. უფრო სწორად სოფოს შეხსნილ ბაგეს.
- ანუ, შენ განსხვავებული ხარ? - დააკონკრეტა სოფიამ.
- ყველა თავისებურად განსხვავებულია, სოფიკო.
- შენ იცი, რასაც გეკითხები. - გაიბუტა სოფო.
- ჰო, მე ვიცი, მაგრამ ძვირფასო, ჰომ ვერ გეტყვი კლოუნი ვარ და ცირკი ჩემი ჰობია-მეთქი, ამიტომ ჩშშშ. - მობეზრებული ტონით წარმოთქვა მირანდამ და სოფოც წამით გაჩუმდა, მაგრამ მაშინვე ხმამაღლა წამოიძახა.
- შენ სხვა ხარ !
- რა?
- შენ სხვა ხარ. - მშვიდად უპასუხა გოგომ.
- რას ბჟუტურებ?
- შენ სხვა ხარ, ყველა სხვაა, მაგრამ შენ სულ სხვა. - ბოდიალი დაიწყო სოფომ.
- ახლა ვხვდები მოსაკლავად რატომ მოგდევდნენ. - დანანებით გაიქნია თავი მიმიმ. - არ ხარ დალაგებული.
- საზიზღარო!
- პლიუს ერთი. აბაზანას არ მიიღებ ?
- შენი აზრით, ამ ფეხით შევძლებ, გენიოსო? - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა სოფიამ.
- მაშინ შეგიძლია ეგრე გაოფლილმა მაგ დივანზე დაიძინო, რადგან ჩემს სუფთა საწოლში, ნამდვილად არ შეგაწვენ. - მხრები აიჩეჩა არაბულმა და თვალი ჰორიზონტს გაუშტერა.
- უტაქტო ხეპრე ! - კბილებს შორის გამოსცრა ჭაჭუამ და აბაზანას მიაშურა. სანამ კარს დაკეტავდა მირანდას ხმა მოესმა.
- პლიუს ორი ! - და ძალიან გაბრაზდა. ისევ დაიწყო გოგონას ლანძღვა გონებაში და კარგად გვარიანად შეკურთხების შემდეგ მიხვდა, რომ მეტად ბევრი "კომპლიმენტი" უთქვამს მისთვის. ამ ფაქტზე კიდევ ერთხელ მოეშალა ნერვები და გადაწყვიტა საერთოდ აღარ ეფიქრა. რის ვაი-ვაგლახით მიიღო შხაპი და იქვე ქოქოსის შამპუნს მოჰკრა თვალი. იფიქრა გამოვიყენებო, მაგრამ მიხვდა, რომ მეტად არაპროგნოზირებადი ადამიანის სახლში იმყოფებოდა, ამიტომ აპირებდა დაეძახა მისთვის. თუმცა კარი ფართოდ გაიღო და მირანდაც სწრაფი ნაბიჯით შემოვიდა.
- ზედატანი დამრჩა, ბუშტო. ჰომ კარგად ხარ ? - ჰკითხა, როცა აჭარხლებული, გულგახეთქილი და ნახევრად პირსახოცაფარებული სოფია დაინახა.
- მე... მე... - ენა დაება სოფოს.
- ნუთუ სიშიშვლის კომპლექსი გაქვს ? - წარბი ასწია მირანდამ.
- არა, უბრალოდ...
- ნუ ღელავ, სოფ. ისეთს ვერაფერს დამანახებ, რაც არ მინახავს. - თქვა და ზედატანს დასწვდა. წამით შეყოვნდა, იგივე პოზაში მდგარი აათვალიერა და მკრთალად გაიღიმა. ეს-ეს იყო უნდა გასულიყო, რომ სოფომ შეაჩერა.
- ჰეი, მოიცა.
- დარჩენას მთავაზობ? - კვლავ ირონიულმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე.
- არა უბრალოდ... - უხერხულად შეიშმუშნა სოფია. - შეიძლება ? - თვალი გააპარა სასურველი ნივთისკენ. დადებით პასუხს არ ელოდა, მაგრამ ჩათვალა, რომ ცდად ღირდა. გაახსენდა მისი ნათქვამი, “ვერ წარმომედგინა, რომ ასეთ ცარიელ თავსაც კი შესაძლოა ჰქონოდა არანორმალურად მაგარი არომატი.”
- შეიძლება არა. აუცილებელია! - მოკლედ მოუჭრა არაბულმა და სააბაზანოს გაეცალა.
რამდენიმე წუთი გაშტერებული იდგა და იაზრებდა მის მკაცრ და ბრძანებითი ტონით ნასროლ, ორიოდ სიტყვას. შემდეგ მხრები აიჩეჩა და შამპუნს დასწვდა.
ერთხანს სააბაზანოში ინებივრა. წყლის თბილი ნაკადი სიამოვნებას ჰგვრიდა და ადუნებდა მის სუსტ ორგანიზმს. ცდილობდა შეხვეული ფეხი არ დასველებოდა და სასწაულებრივი მეთოდით, გამოუვიდა კიდეც. პირსახოცი შემოიხვია სხეულზე და კარს მიადგა. სახელურს შეახო სველი ხელი და გაირინდა. წამიერად გაახსენდა მირანდას ნავარჯიშები, რელიეფური სხეული და უცნაურად სასიამოვნო ჟრჟოლამ მოიცვა იგი. კვლავ ტუჩებს გადაუსვა ორი თითი და ამჯერად მეტად მაღალი მოეჩვენა მათი ტემპერატურა, გაუაზრებლად მოიკვნიტა და ჩაეღიმა. შემდეგ გამოერკვა და თავი რამდენიმეჯერ გააქნია, თითქოს სურდა გაეფანტა მოძალებული ფიქრები და შეგრძნებები. ვერ იაზრებდა რა და რატომ ხდებოდა, მხოლოდ ერთი იცოდა დანამდვილებით, რომ მას სურდა იმ სცენარის განვითარება, რომელიც ამჟამად მიმდინარეობდა მის ცხოვრებაში. ღრმად ჩაისუნთქა და კარი ფრთხილად გააღო.
მოვარდნილი ცივი ჰაერის ნაკადისგან ეგრევე დაეხორკლა ჯერ კიდევ სველი ტანი. სიცივისგან გააკანკალა და ინსტინქტურად მხრებზე მოიხვია ხელები. კბილს კბილზე აცემინებდა და კუს ნაბიჯებით მიიწევდა ფანჯარასთან მდგარი მიმისკენ, რომელიც თავის ცისფერ, მომაჯადოებელ თვალებს უშტერებდა ჰორიზონტს.
- შეგიძლია ფ-ფანჯარა დ-დაკეტო? - კბილებს აკაწკაწებდა სოფია.
- ჯანდაბა, ბუშტო! მართლა ეგრე გცივა ? - გულწრფელად გაოცდა მირანდა. სოფო კი იმდენად კანკალებდა, მხოლოდ თავის დაქნევა შეძლო და ხელების მკლავებზე გახახუნება. მირანდამ თითქმის ბოლომდე ჩამწვარი სიგარეტი ტუჩებს შორის მოიქცია და ფანჯარა დახურა. ცალი ხელით დოინჯი შემოირტყა და სოფოს ცერად გახედა. - ბუშტო, რა ვქნათ, რომ მე ბავშვები არ მყავს ?
- ბ-ბავშვები რად მ-მინდა ? - ძლივს ამოიკნავლა სოფომ და მირანდას თვალი თვალში გაუყარა. ამ თვალებისგან წამოსულმა მძაფრმა მუხტმა აიძულა დაძაბულიყო და გასჩენოდა სურვილი უფრო დიდხანს ემზირა მათში.
- თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ საბავშვო განყოფილებაში ყიდულობ ტანსაცმელს. - თქვა მირანდამ და გაშლილი ხელი, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მისი თავის სიმაღლეზე გააჩერა. სოფო იმდენად მონუსხული იყო მისი მზერით, თვალების გამომეტყველებით, რომ მომენატალურად მოსწყდა სამყაროს და სადღაც სხვაგან გადაინაცვლა. კანკალიც კი შეწყვიტა და ხელები ქვემოთ ჩამოუშვა. უბრალოდ უყურებდა ამ საოცრებას და აზროვნების უნარი წაერთვა. მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, როცა ასე ახლოდან იგრძნო მირანდას სურნელი. მიმი მის სველ თმას ეხებოდა, ღრმად სუნთქავდა და ხარბად ისრუტავდა ჰაერის მოლეკულებს.
- ვაუ, ბუშტო, რა სითამამეა. პირველი ნაბიჯიც ასეთი უნდა. - სადღაც შორიდან მოესმა მიმის ხმა სოფოს. თვალებში კითხვის ნიშნები გამოესახა და მირანდას თვალების ძებნა დაიწყო. თავი ზემოთ ასწია და გოგოს სახეზე დამცინავი ღიმილი დალანდა. ცუდად ენიშნა და თავი ოდნავ გვერდზე გადასწია იმის ნიშნად, რომ ვერაფერს მიხვდა. - მგონი, სიშიშვლის კომპლექსი დაძლიე. - ჩაეცინა და საჩვენებელი თითი გულის ფიცარზე მიარტყა სოფიას. ინსტინქტურად გააყოლა მიმის მოძრაობას მზერა სოფომ და იატაკზე დავარდნილ პირსახოცზე გააჩერა. ეგრევე გაიაზრა სითამამისა და სიშიშვლის კომპლექსის მნიშვნელობა და თვალები გაუფართოვდა, სახეზე ცისარტყელას შვიდივე ფერმა გადაურბინა და აჭარხლებული სახე ხელებში ჩარგო.
- ბუშტო, სირაქლემა თავს კი რგავს ქვიშაში, მაგრამ ტრ'აკი გარეთ რჩება. - სასხვათაშორისოდ უთხრა არაბულმა და თითქმის გაეღიმა.
- მეზიზღები ! - აცრემლებული თვალები მიანათა სოფიამ მას და ნაჩქარევად დასწვდა პირსახოცს და ეს-ეს იყო კისრისტეხით უნდა გასულიყო სხვა ოთახში, რომ ფეხი დაუცურდა და იატაკზე მოადინა ზღართანი. ტკივილისგან წამოიკვნესა და შეიკურთხა.
- აი, ჰომ ხედავ, ჩემნაირი სათნო ადამიანის ლანძღვისთვის, ღმერთმა სამაგიერო გადაგიხადა. - თქვა მირანდამ და სიგარეტი საფერფლეში ჩააგდო. სოფოსკენ დაიძრა და მასთან ჩაიმუხლა.
- სათნო ? ნუ მაცინებ. შენზე საზიზღარი და აუტანელი ამქვეყნად არ დადის ! - წამოიძახა სოფომ, მხრებში გასწორდა და თავი მაგიდას აარტყა. - ჯანდაბა !
- აი, ჰომ გეუბნებოდი. დიდ ბიძიას არ მოსწონს, როცა საზიზღარს მეძახი და ჰო, სოფი, არც იმქვეყნადაა. - თქვა მიმიმ და თვალი ჩაუკრა ქალს. სოფოსთვის რომ გეკითხათ, დიდი სიამოვნებით მიახრჩობდა ამ ცისფერი, მაგიური თვალების მფლობელს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიმდგარიყო ვერ გაიმეტებდა მას. უფრო მეტსაც გეტყვით, ეს წვალება, პატარ-პატარა სპექტაკლები მას ძალიან დიდ სიამოვნებას ანიჭებდნენ. ჰო, მაზოხისტი იყო და მოსწონდა, როცა მას ასე ოსტატურად ეთამაშებოდნენ და აწვალებდნენ. თუმცა სოფი ხვდებოდა, რომ არაბულის მსგავსი ჯერ არავინ შეხვედრია. ცოტა ხანში იმაშიც დარწმუნდებოდა, რომ არც არასდროს შეხვდებოდა.
მირანდა მას წამოდგომაში დაეხმარა და მთელი ამ დროის განმავლობაში, სოფიას წარბი არ გახსნია. ერთი ხელის მოსმით მოათავსა გოგო დივანზე და გვერდით მიუჯდა კიდეც. ლამის ჭერზე დამაგრებულ საათს გახედა და წამოიძახა.
- ჯანდაბა, ამის დედაც! - პულტს დასტაცა ხელი და ტელევიზორი ჩართო. არხების გადართვა დაიწყო და პარალელურად სოფიას ჰკითხა. - სოფია მთელი ცხოვრება ასეთი დადებილებულია თუ მირანდას შარმი მოქმედებს მასზე ასე? - იმდენად არაფრისმთქმელი ტონი ჰქონდა, რომ წამით ხმის უბრალო ჩანაწერი ეგონა სოფოს.
- მირანდას შარმი არ გაიშვას! - კბილებს შორის გამოსცრა სოფომ და პირსახოცი უფრო მჭიდროდ შემოიხვია ტანზე.
- მომწონს დადებითი პასუხები! - ცალყბად გაიღიმა მიმიმ და არხი გადართო.
- მოიცა ! - მოულოდნელად წამოიყვირა სოფიმ.
- ჰა?
- გადართე უკან!
- რა გეტაკა, აჰა ! - თქვა და გადართო.
- ეს რა, მე ვარ ? - გაოცებისგან ბაგე შეაღო და წარბები აზიდა. ეკრანზე მისი ფოტო იყო. ასფალტზე იჯდა და ხელში ცალი მაღალქუსლიანი ეკავა. - აფსუს, კონკია, არ გაუმართლა შენს პრინცს. მგონი ჟურნალისტმა იპოვა. - უემოციოდ თქვა მირანდამ და ეს-ეს იყო უნდა გადაერთო, რომ ღილაკი აერია და ხმას აუწია.
“ეს კადრი დღეს იქნა დაფიქსირებული ოპოზიციის მიტინგზე. აქ ხედავთ, ოპოზიციის ლიდერის, დავით ათაბაგის, მომავალ მეუღლეს.”
- მენაგვე ყოფილხარ, ბუშტო. - ცივად თქვა მირანდამ.
- ბატონო ? - აღშფოთდა სოფო.
- სად გაიცანი ეს ნაგავი, ან რამ მოგაწონა და ცოლად გაყევი? - თითქოს რიტორიკული ყოფილიყოს მისი კითხვები. - რომ მცოდნოდა ვინ იყავი, პოლიტიკოსის შვილი ვიყო, მეც დავეხმარებოდი იმ ხალხს შენს მოკვლაში.
- ჯერ ერთი ცოლი არა, საცოლე… - მკაცრი ტონით დაიწყო სოფომ, მაგრამ მიმიმ გააწყვეტინა.
- ოჰ, დამწყები მენაგვე ყოფილხარ. ჯერ კიდევ შეიძლება შენი გადარჩენა.
- გაჩუმდი ! - წამოიკივლა სოფომ და ფეხზე წამოხტა.
- ჩუუ ! - თქვა მირანდამ და სანამ სოფო ფეხზე მყარად დადგომას მოასწრებდა, მაჯაში სწვდა და თავისკენ მიიზიდა. ქალი ზურგით მის მკერდზე აკრული აღმოჩნდა. მირანდას ფეხებს შორის იჯდა და ვერ ირხეოდა. მარცხენა ხელით სოფოს მარჯვენას იჭერდა არაბული, ხოლო მარჯვენა მის ყელზე ჰქონდა შემოხვეული. - მმ, ნეტა რას იფიქრებს ის ნაგავი, როცა გაიგებს, რომ სანამ თვითონ სამოქალაქო ომის პროვოცირებას ცდილობს, მისი გოგო ჩემს მკლავებში მომწყვდეული ფართხალებს.
- გამიშვი ! ახლავე გამიშვი, არამზადა ხარ! არაადამიანი ! გამიშვი-მეთქი! - მართლაც ფართხალი დაიწყო სოფომ. იმდენად შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, რომ ლამის აზროვნების უნარი დაკარგა.
- ჩუუ, ბუშტო. - თქვა მიმიმ და მოძრაობის საშუალება დაუბლოკა სოფოს. მისი ხელი სოფიას მკერსშუა ებჯინებოდა და კისერს უჭერდა. მაჯას გაუშვა და ბარძაყისკენ გააცურა თითები არაბულმა. მუხლიდან დაიწყო და ისე, რომ თითქმის არ ეხებოდა, ჩაუყვა ქვემოთკენ სოფოს ფეხს. ქალმა რამდენიმეჯერ გაიბრძოლა, მაგრამ ამაოდ. ღრმად სუნთქვა დაიწყო და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. იგრძნო როგორ აუხურდა სხეული და როგორ შეეკუმშა შინაგანი ორგანოები. ფეხებშუა ფეთქვას ჭკუიდან გადაყავდა სოფია. მირანდამ კი დრო იხელთა, როცა სოფო მოდუნდა და მხრის გავლით კისრის ბოლომდე ფრთხილად შეუბერა მას სული. ჭაჭუას ეგრევე დაეხორკლა კანი და დაუარა სიამოვნების ჟრუანტელმა. საკმაოდ ხმამაღლა დაიკვნესა და თვალები დახუჭა.
- რა ქალიშვილივით კვნესი, ბუშტო. - ცივი ხმით უთხრა მირანდამ და სოფოც მაშინვე გამოფხიზლდა. არაბული მას აღარ იჭერდა. მხოლოდ მის თმაში ჩაერგო თავი და ღრმად სუნთქავდა. სოფო ალმურმოდებული წამოხტა და ხელები გულზე მიიბჯინა.
- მე… მე… - გაურკვევლად დაიწყო ბლუკუნი და მირანდა მიხვდა, რომ ზუსტად წერტილში მოარტყა.
- ჰმმ… - წარბი ასწია მიმიმ და წამოდგა. სოფია უკუსვლით ცდილობდა მირანდასგან თავის დაღწევას, მაგრამ სულ ტყუილად. ბოლოს, როცა კედლის გარდა სხვა გასაქცევი არსად იყო, სოფო მეტად დაფრთხა. ისევ მირანდას ხელებს შორის აღმოჩნდა. - ე.ი. ნაგავი არ შეგხებია, ბუშტო. - ჩაილაპარაკა თავისთვის და ხელი კისერში შეუცურა სოფოს, ცერა თითი ყბაზე მიაბჯინა და მისი აწითლებული სახე კარგად შეათვალიერა. ცალყბად ჩაეღიმა მის რეაქციაზე. მთელი სხეულით ცახცახებდა სოფია, მოზრდილ ნერწყვს ხშირ-ხშირად ყლაპავდა და წყვეტილად სუნთქავდა. თითქმის მკერდის შუა ნაწილამდე დაიხარა მიმი და ძალიან ახლოს მიუტანა სახე სოფოს. მის სიმხურვალეს გრძნობდა სოფო, მისი ცხელი სუნთქვა ეფინებოდა და გავარვარებული შანთივით სწვავდა. ნელ-ნელა ზევითკენ მიიწევდა ჰაერის მწველი ნაკადი, ნიკაპი გადაიარა და ზედ ტუჩებთან შეჩერდა. სოფომ ბაგე შეხსნა და თვალები დახუჭა, ელოდა, ჰო, ელოდა, მაგრამ… - ერთით ნოლი ბუშტო. დღეს რომ მლანძღავდა იმ ბაგეს, ჩემი შეხების სიამოვნებას არ ვაღირსებ. - ცინიკურად ჩაილაპარაკა მიმიმ და ცერა თითით ქვედა ტუჩი გაუწვალა სოფოს. ნელი ნაბიჯით დაიხია უკან და საძინებლისკენ აიღო გეზი.

...

პ.ს. მეორეც გამოცხვაა ^-^ გისმენთ ^-^скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი guest

sainteresoaaa
dadeb dges?

 



№2  offline მოდერი MoonLady

guest
sainteresoaaa
dadeb dges?

დღეს ვეღარ, დღეში ერთი სიახლის უფლება მაქვს. ^-^

 



№3  offline წევრი უიღბლო

მირანდა გოგოა სოფოც გოგო დააა ამმმმ

 



№4  offline მოდერი MoonLady

უიღბლო
მირანდა გოგოა სოფოც გოგო დააა ამმმმ

რამე პრობლემაა?

 



№5  offline წევრი ჰაიკო

ყველაფერი კარგია, მაგრამ ეს "ჰომ" ცუდად მხვდება ყურში. სწორი ფორმაა "ხომ".

 



№6  offline მოდერი MoonLady

ჰაიკო
ყველაფერი კარგია, მაგრამ ეს "ჰომ" ცუდად მხვდება ყურში. სწორი ფორმაა "ხომ".

დიალოგისას არა, მაგრამ ძირითად ტექსტში გამოვასწორებ. ❤️

 



№7 სტუმარი სტუმარი ჰაიკო

უი ისე 12ს რო გადაცდა მაინც ვერ დადეებ?

 



№8  offline წევრი Lindemann

ავტოოორ, შე დამპალო ლესბოსელო შეენ ;დდდ
კაი, ვღადაობ, არ გაგულისდე ;დ
რომანი კაია, ისე რაღაცნაირად განსხვავებულია და ასწორებს. ლაავ kissing_closed_eyes
--------------------
Aus den Augen, aus dem Sinn.

 



№9  offline მოდერი MoonLady

სტუმარი ჰაიკო
უი ისე 12ს რო გადაცდა მაინც ვერ დადეებ?

მაგისთვის დაწერილი უნდა მქონდეს :დ ისე კი, დადება შესაძლებელია.

Lindemann
ავტოოორ, შე დამპალო ლესბოსელო შეენ ;დდდ
კაი, ვღადაობ, არ გაგულისდე ;დ
რომანი კაია, ისე რაღაცნაირად განსხვავებულია და ასწორებს. ლაავ kissing_closed_eyes

ჰმმ :დდ მეტად საინტერესო კომენტარი იყო, არაფერი მეთქმის :დდ

 



№10 სტუმარი lindeman

dges dadeeb?

 



№11  offline მოდერი MoonLady

lindeman
dges dadeeb?

ეჭვი მეპარება, არა ვარ კარგად, თუმცა ვეცდები.

 



№12  offline მოდერი Eleniko13

საკმაოდ რისკავ.
თუ არ გამოგივა, მთელი ცხოვრება
იფიქრებ, რატომ არ
გამოგივიდა,
და თუ გამოგივა,
მაინც იფიქრებ, რომ ბოლომდე ვერა.
ეგ დამემართა არომატებს რომ ვწერდი და
მგონი იმის მერე ნორმალური ვერაფერი დავწერე,
ამრია.
მსგავსი რაღაცეები გრევს.
არ ვიცი, შენ რამდენად ბოლომდე აქ ხარ,
რადგან თუ წერ ისეთ ემოციებზე,
რომელიც ძალიან იშვიათია და
გაპრავებას კი არა,
ხელოვნებას ცდილობ,
მაშინ ძალიან რთულია.

პერსონაჟებზე სიტყვას არ დავძრავ,
სიუჟეტზე უკვე გითხარი ყველაფერი,
წერის სტილი ჩემი საქმე არ არის,
ამ ბოლო დროს ისედაც ზარმაცი ვარ თუ საქმე ეხება რჩევებს,
უბრალოდ ერთი ფაქტი: თითქოს ცდილობ, ბიჭად წარმოაჩინო მირანდა.
ანუ, გოგოების ურთიერთობაზე არ არის საუბარი,
საუბარია ურთიერთობაზე სადაც ერთი მხარე კაცური, უხეში და მობიჭოა,
მეორე მხარე ნაზი და მორცხვი.
კიდევ ერთი ფაქტი: გვერდით სხვებს ნუ გადადებ. ამათი ურთიერთობა არ ნიშნავს რომ მთელი სამყარო იგნორის ქვეშ გყავდეს.

დანარჩენი მერე, ამჟამად ძლივს მცალია
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 



№13  offline მოდერი MoonLady

Eleniko13
საკმაოდ რისკავ.
თუ არ გამოგივა, მთელი ცხოვრება
იფიქრებ, რატომ არ
გამოგივიდა,
და თუ გამოგივა,
მაინც იფიქრებ, რომ ბოლომდე ვერა.
ეგ დამემართა არომატებს რომ ვწერდი და
მგონი იმის მერე ნორმალური ვერაფერი დავწერე,
ამრია.
მსგავსი რაღაცეები გრევს.
არ ვიცი, შენ რამდენად ბოლომდე აქ ხარ,
რადგან თუ წერ ისეთ ემოციებზე,
რომელიც ძალიან იშვიათია და
გაპრავებას კი არა,
ხელოვნებას ცდილობ,
მაშინ ძალიან რთულია.

პერსონაჟებზე სიტყვას არ დავძრავ,
სიუჟეტზე უკვე გითხარი ყველაფერი,
წერის სტილი ჩემი საქმე არ არის,
ამ ბოლო დროს ისედაც ზარმაცი ვარ თუ საქმე ეხება რჩევებს,
უბრალოდ ერთი ფაქტი: თითქოს ცდილობ, ბიჭად წარმოაჩინო მირანდა.
ანუ, გოგოების ურთიერთობაზე არ არის საუბარი,
საუბარია ურთიერთობაზე სადაც ერთი მხარე კაცური, უხეში და მობიჭოა,
მეორე მხარე ნაზი და მორცხვი.
კიდევ ერთი ფაქტი: გვერდით სხვებს ნუ გადადებ. ამათი ურთიერთობა არ ნიშნავს რომ მთელი სამყარო იგნორის ქვეშ გყავდეს.

დანარჩენი მერე, ამჟამად ძლივს მცალია

საიდუმლოდ გეტყვი, პერსონაჟები მოფიქრებული არაა.
კი, ეს ემოციები იშვიათია, მაგრამ თავად თუ განიცდი სხვაა შენთვის წარმოუდგენელი.
მიხარია, რომ მკითხულობ.

 



№14 სტუმარი guest tata

momcooons
dges dadeeb?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent