შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ას ოთხმოცი მარგალიტი (სრულად)


17-04-2018, 12:43
ავტორი lukakhati
ნანახია 2 613

ას ოთხმოცი მარგალიტი (სრულად)

“ადრე სადღაც წამიკითხავს : ადამიანის სული მკვლელობის დროს იყოფაო. არა და არა - არასწორია ფიქრობდე, რომ შენი სული მხოლოდ შენ გეკუთვნის. ის ნაწილებადაა გაყოფილი და ბევრია მისი წილხვედრი : ოჯახი, საყვარელი, მეგობრები. ერთდღეს გადავყწვიტე, რომ მინდოდა ჩემი სული მხოლოდ ჩემი ყოფილიყო და შევცდი. ჩემი სულიც იყო გაყოფილი, ას ოთხმოც ნაწილად გაყოფილი.”
ას ოთხმოცი მარგალიტი
ლარისა კისრის გარშემო შემოხვეული სიმძიმით ცხოვრობდა. ეს ყველაფერი ამ ყელსაბამის ბრალი იყო, რომელსაც არასდროს იშორებდა. გრძელ, უხილავ ძაფზე წამოცმული ას სამოცდაცხრამეტი მარგალიტი ყოველ შემხვედრს თვალს ჭრიდა. სარკისებრის არეკლილ სინათლეს გულგრილად გვერდს ვერავინ უვლიდა, ვერც ჩაუვლიდა. სწორედ ამ მოპარული სხივით იქცევდა პირველად ყურადღებას. თუმცა ერთი სიმართლე იყო - მართლაც, შთამბეჭდავი სანახავი იყო ლარისას გრძელ კისერზე მოხვეული სამკაული. თეთრი მარგალიტი ფერმკრთალ კანს ყველაზე ნაზი ქსოვილის მსგავსად ედებოდა. სათუთი მფლობელს ეალერსებოდა. ყოველი შემხვედრი მზერას ჯერ მარგალიტებს აყოლებდა, შემდეგ ახალგაზრდას სინაზისა და სინატიფით აღფრთოვანებულის ყურადღება ლარისას მოკლე, მუქ,ქერა თმას თვალებამდე მიყავდა. თუ გაუმართლებდა და მისი მკრთალი ცისფერი თვალებს შეთვალიერებას მოასწრებდა, მას ვეღარასდროს დაივიწყებდა. იღბლიანი იდუმალი სილამაზის შესახებ ხშირად მოყვებოდა. იმედსაც დაიტოვებდა, რომ კვლავ იხილავდა. გონებაში კიდევ მრავალჯერ დახატავდა. დროის განმავლობაში შეცვლიდა, შეალამაზებდა, აერავდა, აამღვევდა და მისგან მხოლოდ მაშინ განთავისუფლდებოდა, როდესაც საბოლოოდ დაივიწყებდა და გააცნობიერებდა, რომ წარმოსახვაში სრულიად სხვა ადამიანს უყურებდა. ასე დაიკარგებოდა კვლავ ლარისა მორიგის გონებიდან.
…ეს რუტინა უსასრულოდ გრძელდებოდა და არც დასრულდებოდა მანამ, სანამ არ შეივსებოდა, სანამ სამკაული ას მეოთხმოცე მარგალიტით არ შეივსებოდა.
ლარისას ეს ყველაფერი არ ანაღვლებდა. მან იცოდა ,რომ ეს მუნჯი, ჩახლეწილი ხმა, რომელსაც ყელსაბამი ყოველი მოძრაობის დროს გამოსცემდა, არავის ესმოდა. ყოველ მარგალიტს საკუთარის ტონალობა ჰქონდა და გამალებით ცდილობდა საკუთარი ამბის მოყოლას. ყოველი გაუჩერებლად ლაყბობდა, მაგრამ ერთი მეორეს არ უთმობდა, წინ არ უშვებდა, ყველა ერთად მღეროდა. ეს ხმა არ ჰგავდა ხმებში გაშლილ სიმღერას, ყოველი ბგერა ერთმანეთს ერეოდა, ისინი ერთ მთლიანს ვერ ქმნიდნენ, სივრცეში ქაოტურად იფანტებოდნენ და ბოლოს უგზოუკვლოდ იკარგებოდნენ.
არც ლარისამ იცოდა დანამდვილებით რა ახრჩობდა, რას ვერ ეგუებოდა, თუმცა სიმძიმის მიუხედავად, წინ ამაყად, წელში გამართული მიიწევდა. ეს ყელსაბამი იყო ერთდროულად ბედის საჩუქარი და წყევლა მისთვის. ხანდახან დაღლილს ძალიანაც უნდოდა შემოეგლიჯა მოეშორებინა, ყოველი მარგალიტის იატაკზე დაშვების ხმა სათითაოდ მოესმინა. მობეზრებული თვალს გააყოლებდა შეშინებულებს, მათ მგლოვიარე ნოტებს მოუსმენდა და მანამ არ დაკმაყოფილდებოდა, სანამ სიცარიელე თეთრს არ ჩაყლაპავდა, სანამ სამარადისო სიჩუმე არ დაისადგურებდა. გამბედაობას ვერ პოულობდა, როგორი ძლიერიც არ უნდა ყოფილიყო ეფემერულად მოსული ჟინი, ის სიმამაცეს ვერ ანიჭებდა. დარწმუნებული იყო ლარისა, რომ, როგორც კი მის კისერს მოხვეული მახრჩობელა გველი მოშორდებოდა ყველაფერი შეიცვლებოდა, დამძიმებული სივცრე ძველებურად დარბილდებოდა, დრო კვლავინდებურად კამკამა მდინარეს დამეგავსებოდა, დაკარგულ სიმსუბუქეს მოიპოვებდა და ნიავს უსასრულობისაკენ გაჰყვებოდა. მაგრამ უნდოდა ლარისას ეს ყველაფერი? დანამდვილებით არ იცოდა და ეშინოდა, ლარისას სიჩუმედ ქცეული ხმების ძალიან ეშინოდა.
ან როგორ იცხოვრებდა ლარისა ამ ხმების გარეშე? ის ხომ უკვე დიდი ხანია გახდა მისი განუყრელი მეგზური. არა, ასე ვერ მოიქცევა. მას პასუხისმგებლობა აქვს და ვერ გაიქცევა. წვიმიან ამინდში მიმავალი კვლავ ცდილობს გაერკვეს, რამდენიმე სიტყვა მაინც გაარჩიოს. ამაოდ, იღლება, გადახურულ სკვერში შესასვენებლად მარტო ჯდება.
საღამოს წვიმის ყურება ყველაზე მეტად ამშვიდებს გრძელი დღის შემდეგ გადაღლილ ლარისას. წვიმის წვეთების დაცემის ხმა ყრუ ბგერებს ფარავს ყველაფერი მისი ასარჩევი, რომ ყოფილიყო დიდ ქალაქში ცხოვრებას არასდროს დათანხმდებოდა. მას არ მოსწონდა ხალხმრავლობა, უამინდობის გამო გადაჭედილი ქუჩები და გამონაბოლქვის სუნითა და ღრიალით გაჟღენთილი ჰაერი.ხო, ასეთ ამინდს განსაკუთრებით არ უხდება ხმაური. სულ სხვანაირი სანახავი იქნებოდა ცარიელი, ნისლად ჩამოწოლილი ნესტის სუნით სავსე თბილი ქუჩა, სულ სხვა სურნელი დატრიალდებოდა.
ეს სკვერი დიდი ხნის წინ ამოირჩია. დილით აქ გაჩერება შეუძლებელი იყო. წრედ დალაგებული სკამებისაკენ მიმავალი კიბე დღე სხვადასხვა ვაჭრით ივსებოდა. ყველას საკუთარი საქონელი ჰქონდა და ყოველი მათგანი ერთმანეთს ავისმსურველ მზერას ესროდა, ყოველ გამვლელს კი მოწიწებით, თვალებით სთხოვდა სწორედ ის ამოერჩია და მისი დახატული ტილო თუ ხელნაკეთი სამკაული შეეძინა. სკვერი გადახურული იყო, ამიტომ ვაჭრებს წვიმა არ აშინებდათ.
…თუმცა მათაც ჰქონდათ ერთი საერთო - მათ ეშინოდათ, უფულოდ სახლში დაბრუნების ყველას ძალიან ეშინოდა.
ლარისას უყვარდა მოძველებული ნივთების დათვალიერება და სწორედ ცნობისმოყვარეობამ აიძულა პირველად ჩვიდმეტი წლის გოგონა აქ მოსულიყო. დანახულმა მოლოდინს გადააჭარბა. ყოველ ნივთს აკვირვებოდა, ნახატებთან რამდენიმე წუთი ჩერდებოდა და თვითონაც არ იცოდა ამღვრეულ ფერებში რას ეძებდა. მას ესმოდა ყოველი გასაყიდად გამზადებული ნივთის ხმა და ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ყველას ჰქონდა საკუთარი ამბავი, რომლის მოყოლასაც ლამობდა.
…ყველა შეეჩვია დამკვირვებელი, ახალგაზრდა ქერა გოგონას ყურებას. ბევრს აღიზიანებდა მოუსვენრის ცქერა, მაგრამ თქმას ვერავინ უბედავდა. თუმცა ერთ დღეს მომხდარის შემდეგ ლარისა აქ დღე აღარასდროს გამოჩენილა. იმ დღეს მას ჯერ კიდევ გრძელი თმა და ას სამოცდათხუტმეტი მარგალიტი ამშვენებდა:
ზაფხულის ერთ ცხელ დღეს ლარისას უხეში, თვალებჩაწითლებული კაცი გამოელაპარაკა. მისთვის არ დარჩენილა შეუმჩნეველი, რომ არავინ ყურადღებას არ აქცევდა ტილოებს, მაგრამ გოგონას გრძელ კისერს გულგრილი ვერავინ უყურებდა, კაცი ჯერ ევედრებოდა, ევაჭრებოდა, სამკაული ყიდვას სთავაზობდა, ბოლოს დაჟნებით ,ღრიალით მოთხოვა სამკაული მოეხსნა, ლარისამ არ გაუგონა. გაავებულს ბრაზი მოერია. მაგრამ ვერაფერს გააწყობდა. ცივი უარის გარდა ვერაფერი მიიღო. ასე დარჩა მარგალიტებით დამშვენებული ყელსაბამი კვლავ ლარისას კისერზე, თუმცა ამ დღის შემდეგ გააცნობიერა, რომ ეს სილამაზე შეიძლებოდა საფრთხე ყოფილიყო მისთვის, ამიტომ სკვერში მხოლოდ ღამე მოდიოდა.
ბავშვობიდან ყოველთვის წვრილი ქუჩები იზიდავდა და ხშირად ირჩევდა გზებს, სადაც შეიძლებოდა დაკარგულიყო. არა იმიტომ, რომ საკუთარი სახლი არ უყვარდა. თვითონაც ვერ აეხსნა, თუ რატომ უნდოდა დაჟინებით ყველა ქუჩა შეესწავლა. ცნობისმოყვარეობას აბრალებდა, მაგრამ ერთი ნათელი იყო - ის ვერასდროს იკარგებოდა,რადგან ყოველთვის ხვდებოდა მას, ვისაც ეს გზაც უკვე აეთვისებინდა. სინამდვილეში, ის უბრალოდ ცარიელ ყველასათვის უცნობ ადგილს ეძებდა. ადგილს, რომელიც მხოლოდ მისი იქნებოდა და არავის უწილადებდა.
ასეთი ადგილები მხოლოდ სიზმარში ენახა. ხო, ყველა სიზმარი მხოლოდ მას ეკუთვნოდა. ყოველი ღამე საძინებელში გრძელი განათებული დერეფნის გამოჩენით იწყებოდა. პირველად მისი დანახვისას შეეშინდა, საბანში გაეხვია, ქუთუთოები ერთმანეთს მაგრად მოუჭირა და დაიძინა. შემდეგ გამბედაობა მოიკრიბა, გაყვა და მიყვებოდა უსასრულოდ, მთელი ღამის განმავლობაში ხან ერთ მოსახვევს ირჩევდა, ხან მეორეს. ლაბირინთში გახვეული ციცინათელას წააგავდა და დაძრწოდა მანამ, სანამ მზის სხივები მის სინათლეს არ გადაფარავდა.
და მაინც, ნესტიან ქუჩაში, სახლისაკენ მიმავალმა ლარისამ იცოდა პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ვერ შეეგუებოდა ამ სიმძიმის გარეშე ცხოვრებას. ეს პასუხი მაშინ იპოვა, როდესაც პირველად მიხვდა, რომ სიხარულით ფრთებშესხმული მუდამ მიწაზე ეცემოდა. დიდხანს აღმაფრენი გრძნობით ტკბობის საშუალებას არავინ აძლევდა.
…ეცემოდა, მიწას უყურებდა, ტიროდა,ოხრავდა, დახმარებას ითხოვდა. არავინ მოდიოდა და კვდებოდა, ლარისა სასოწარკვეთისაგან მიწაზე დავარდნილი კვდებოდა.
მისი ნაზი სხეული არ იყო შექმნილი აქაურობისათვის და სწორედ ეს მძიმე სამკაული აბრუნებდა დედამიწაზე. მასში იმალებოდა ძალა, რომელიც ლარისას წელში გამართვის საშუალებას აძლევდა, რომლის წყალობითაც მის ზურგს ყოველი გამვლელი თვალს აყოლებდა.
ლარისამ დიდი ხნის წინ გააკეთა არჩევანი. ტკივილისაგან ხორცშესხმული, ცრემლებისაგან ფორმირებულ ბალადაში ცხოვრებას, მუდმივად გონების გამაპობელ ხმაურში არსებობა არჩია. სამაგიეროდ? ის მუდამ მზად იქნება მორიგი დარტყმისათვის. ჰყავს ოჯახი, მეგობრები, მაგრამ ვერავის იმ ტკვილის ვერ პატიობს, რომელიც ოდესღაც მათ გამო განეცადა. ბევრის ატანა მოუწია ლარისას - დამცირების, იმედგაცრუების - ყველაფრის, რისი ატანაც უწევთ ადამიანებს, თუმცა ლარისა არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი. მან ეს იცოდა და მშობლიურ სადარბაზოში ნელი ნაბიჯით ადიოდა.
…ლარისა კისრის გარშემო შემოხვეული სიმძიმით ცხოვრობდა. იცოდა ლარისამ, რომ მოვიდოდა დრო, როდესაც სამართალი იზეიმებდა და სწორედ იმ წუთს ორად გაიხლიჩებოდა. ერთი ნაწილი - ფილანთროპი ცრემლებად დაიღვრებოდა, მეორე კი- სამართლიანი, თავდადებული მუჭს მაგრად შეკრავდა და ნანატრი გამარჯვების ჟამით დატკბებოდა. ხო, ეს მაშინ მოხდებოდა, როდესაც ლარისაც გაქცებოდა, ას მეოთხმოცე მარგალიტად გადაიქცეოდა და მორიგი ადამიანს კისრის გარშემო სიძიმედ მოეხვეოდა.

175
ვის ესმის შენი ყველაზე კარგად ლარისა? - ეს ხმა პირველად შემოესმა მაშინ, როდესაც სახლში დაბრუნებულს აღარ ეყო ძალა საწოლამდე მისულიყო და მუხლებზე დაეცა. იატაკზე ნამსხვევებად დაიშალა. სწორედ, დამსხვრეულ სარკეს წააგავდა მისი სხეული.
…ბუნებას ესმოდა. სიბნელეში ტალღებად დაშლილი, წვრილი ოხვრა მხოლოდ ბუნებას ესმოდა. პასუხს სეტყვის სახით უბრდუნებდა. იწვა ლარისაც იატაკზე და უკუნითის დამარღვეველ ჭექას თვალს ადევნებდა. ის თავისუფალი არ იყო და ვერც ვერასდროს იქნებოდა. რა მოხდა? ლარისამაც გააცნობიერა, რომ მისი სული მხოლოდ მას არ ეკუთვნოდა, როგორც ბებიის სული, რომლის სამახსოვროდაც მხოლოდ თეთრი მარგალიტებით შემკული სამაჯური დარჩა. სიკვდილიც მართლაც არის საზარელი. ბევრისთვის ის ცეცხლს ჰგავს, გონებაში გაჩაღებული, დაუნდობელს. ლარისასთვის კი ეს ცეცხლი მთელს სხეულს მოდებული გენიაა. იწვის იატაკზე წამოწოლილი ლარისა და ვერაფერს გრძნობს. სწორედ ყველა გრძნობას წვავს ეს ცეცხლი და არაფერს ტოვებს გარდა ცარიელი სხეულისა, უსულო ფიტულისა.
…ჭექა გრძელდება, ლარისა ჯერ კისრის გარშემო შემოხვეული სიმძიმით არ ცხოვრობს. გაშლილ, ყვავილებით სავსე მდელოში გაბნეულ მთვარის სხივს ჰგავს. იატაკზე წევს და მკრთალ სინათეს თვალს ადევნებს. სახლში არავინ არის - არც მამა, არც დედა, ყველა წასულია. ლარისაც ბებიის სახლში იყო, უკანასკნელად ნახა. არ უყვარს მიცვალებულების ყურება. როგორ შეიძლება ყველაფრის ასე გაწელვა?- ფიქრობდა მთელი დღე, ჭირისუფლის მაყურებელი ლარისა. რატომ არის ამდენი ხალხი? რატომ გადაიქცა ეს დღე, რომელიც ნაწილებად მშლის, დღესასწაულად? დაუსრულებელ ღრეობად? - ეს კითხვები იმდენად საშინელი მოსასმენი იყო, რომ ერთადერთი შვილიშვილი ცრემლებს ვერ იკავებდა. ყველას თავს არიდებდა და ტიროდა. ლარისა ყველასაგან მალულად, თავჩაღუნული ტიროდა.
…გრძელი, ტალახში ამოსვრილი შავი კაბა არ ანაღვლებდა. სახლისაგან მოშორებით, ბოსტანში ხის ძირს ჩამოჯდა. სწორედ იმ ხის ძირში, სადაც ბებია გაუჩერებად საკუთარი ახალგაზრდობის შესახებ უყვებოდა. წვიმდა. მთელი ეზო ატალახებულიხო. ლარისა ფოთლებს გრძელ თითებში ათამაშებდა და ფიქრობდა. უნდა გადაწყვიტო ვინ გინდა იყო ლარისა! მართლაც იხლიჩებოდა თვალებჩაწითლებული ტალახსა და სასიამოვნო ნესტის სურნელს შორის. ბაგეებს ერთმანეთს მაგრად უჭერდა. ყოველი სიტყვა დაეკარგა. ეშინოდა ლარისას და აკანკალებულ ხელებში ფოთლებს ათამაშებდა - თუ ხმამაღლა აღიარებდა, რომ ბებიის სიკვდილმა მასშიც რაღაც მოკლა, ტალახში, ხის ფესვებთან ერთად ჩაიძირებოდა, მაგრამ ესეც არ იყო ბოლომდე სიმართლე - ბებია საკმაოდ მოხუცი იყო. დაღლილს ხშირად წამოცდენია, რომ აღარ შეეძლო ცხოვრება. იქნებ ასე იყო უკეთესი? - ვერც ამას ამბობდა ხმამაღლა, რადგან მისი ბაგეებიდან წამოსულ სიტყვებთან ერთად ცვრიან ბალახში დაიკარგებოდა.
…არ ახსოვს როგორ შევიდა ბებიის საძინებელში, როგორ გამოემშვიდობა შეკრებილ სტუმრებს, რა მოიმიზეზა სახლში წასასვლელად, როგორ დაბრუნდა შინ- საერთოდ არაფერი ახსოვს მძიმე წვეთებისა და ჭექის გარდა.
…მხოლოდ მაშინ მოეგო გონს, როდესაც ხელი ასწია და იატაკზე დაცვენილი მარგალიტების ხმა გაიგონა. კვანძი უეცრად გაიხსნა. აკვირდებოდა, უყურადებდა როგორ იბნეოდა იატაკზე და თითქოს ყოველი დაცემის ხმა მოხუცის ჩავლილი დღის შესახებ უყვებოდა. მას შეეძლო სამუდამოდ დაევიწყებინა ყოველი ნაწილი და სწორედ ასე გადაწყვიტა, როდესაც ოთახიდან გავიდა.
ცრუწმენების ნაკლებად სწამდა, მაგრამ რატომღაც ბებიის ნაჩუქარი სამაჯურის გაწყვეტა სწორედ ბედის ნიშნად ჩათვალა. ხო, სწორედ მოხუცის ძველ სკივრში აღმოაჩინა რამდენიმე წლის წინ ლარისამ მტვერით დაფარული სამაჯური. იმ დღის შემდეგ ხელიდან აღარ მოუხსნია და ახლა, როდესაც სამუდამოდ მოიშორა საოცარი სიმსუბუქე იგრძნო. არ მოეწონდა, ლარისას ცარიელი ხელის ყურება არ მოეწონა.
…ოთახში რამდენიმე წუთში შავი ძაფით დაბრუნდა. დანამდვილებით არ ვიცი, რამდენი ხანი მოანდომა ყველა მარგალიტის შეგროვებას, მაგრამ მანამ არ შეუდგა სამკაულის აწყობას, სანამ არ დარწმუნდა, რომ არც ერთი არ გამორჩა. ხო, ცნობისმოყვარემ მათი რაოდენობა დიდი ხნის წინ გადაითვალა - სამაჯური ას სამოცდათოთქმეტ მარგალიტს ითვილდა.
განერვიულებულს, გრძელი დღის შემდეგ აკანკალებული ხელების დამორჩლება უჭირდა, მაგრამ მაინც მთელი ღამის განმავლობაში მარგალიტებს ძაფს უყრიდა, წმენდდა, ითვლიდა და ერთს ოცნებობდა არც ერთი დაეკარგა, ყველა შეეგროვებინა. ხო, ლარისამ მისი გაშვება არ გადაწყვიტა. ის ყოველვის იქნებოდა მისი მეგზური და გაჰყვებოდა თან მანან თვითონ ასე მოისურვებდა.
…თუმცა ამ ლამაზი გადაწყვეტილების მიღმა კიდევ ერთი რამ იმალებოდა- ლარისამ პირველად მოინდომა საკუთარი საულის პატრონი მხოლოდ თვითონ ყოფილიყო და შეცდა, დაბნეული ლარისა ძალიან შეცდა.
-ას სამოცდა თხუთმეტი - ხმამაღლა წარმოთქვა და შეცბა. ნუთუ შეეშალა? არა, შეცდომა გამორიცხული იყო. ზუსტად ახსოვდა, რომ რამდენჯერმე ას სამოცდათოთხმეტი მარგალიტი დაეთვალა. ალბათ, უბრალოდ შეცდომა იყო. ყოველ შემთხვევაში, ასე უნდოდა, რომ ყოფილიყო.
…ამ დღის შემდეგ ლარისა კისრის გარშემო შემოხვეული სიმძიმით ცხოვრობდა და ამბობდა, ლარისა ყოველ უთქმელ, დაკარგულ სიტყვას უშიშრად ამბობდა.

176-177
ას სამოცდამეთექვსმეტე მარგალიტი ლარისამ სიზმარში ნახა, მაგრამ არ იცოდა. ისრები ღამის სამ საათს აჩვენებდნენ. შიში არ უგრძვნია. უბრალოდ თვალები გაახილა და გაიღვიძა. რამდენიმე წამი, შეიძლება წუთიც იწვა გაუნძრევლად. მშვიდად, გაწონასწორებულად სუნთქავდა. რატომღაც არ შორდებოდა შეგრძნება, რომ საკუთარ თავს ზევიდან უყურებდა. მართლა გამოფხიზლდა? დროში დაიკარგა. გაუნძრევლად იწვა და სიზმრიდან გადმოსული ბურუსის გაფანტვას თვალს ადევნებდა.
ადრე სულ სხვანაირად იქცეოდა - გრძელი სიზმრის შემდეგ საბანში ეხვეოდა და ყველაფერზე ფიქრობდა ნანახის გარდა.
...დღეს, ქუჩებში დაკარგვის შემდეგ, სახლში დაბრუნებლმა გრძელი სამკაული მოიხსნა და მარგალიტები თავიდან გადათვალა.
-ას სამოცდათქევსმეტი - დამარცვლა, მშვიდად თქვა, ამჯერად ზედმეტი მარგალიტის აღმოჩენამ აღარ გააკვირვა, მაგრამ, როდესაც კვლავ გაიკეთა უცნაური შეგრძნება დაეუფლა. სამკაული ჩვეულზე მძიმე ეჩვენა. თითქოს არ უნდა მოშორებოდა. ამ ღამეს არ უნდა მოეხსნა -ჩვეულად მსუბუქი, ჰაეროვანი ქსოვილის მსგავსი ქცეულიყო ჯიუტ სახრჩობელად. რაც უფრო ცდილობდა მოეხსნა, მით უფრო ძლიერ ეხვეოდა. შეეშვა. ახლა ამ ყველაფერზე არ ფიქრობდა. მხოლოდ დღე ნანახი ანაღვლებდა.
…გამოღვიძების შემდეგ მარგალიტების დათვლა აღარ სჭირდებოდა, ამჯერად იცოდა ლარისამ, რომ კისერს ას სამოცდაჩვიდმეტი მარგალიტი უმშვენებდა.
ხო, ჯანღის გაფანტვის შემდეგ ლარისა მიხვდა, რომ ას სამოცდა მეთექვსმეტე მარგალიტი სიზმარში ნახა, სახლში დაბრუნების შემდეგ აღმოჩენილი კი ნომრად ას სამოცდამეჩვიდმეტე იყო და რეალობამ აჩუქა. ამჯერად ის კვლავ დაიკარგა რეალობასა და სიზმარს შორის და გაება, ლარისა მარგალიტებით მოჭედილი ობობის ქსელში გაება.
რეალობა ასეთი იყო-
შუადღე გრილი, დეკემბრის შუა რიცხვები.
ვაჭრები ჩვეულზე აღელვებულნი ჩანდნენ. ნაცნობი სახის მოახლოვება არც კი შეემჩნიათ. ყველა ყურადღებას მხოლოდ ვიღაც მაღალ,უცნობი მამაკაცს აქცევდა. ცოლისათვის საჩუქრად ნახატის შეძენა განეძრახა. უეჭველი მყიდველის გამოჩენამ კი ყველა ააფორიაქა.
მაღალ, უცნობს, გარშემო ვაჭრები ეხვეოდნენ. ზოგი იღიმოდა, ზოგი თავს აბრალებდა. ყველა ყურადღები მიქცევას ცდილობდა და ერთმანეთს შურით უყურებდა.
…როგორი იყო ეს ყველაფერი? - ამაზრზენი. ქერა, წითელ კაშნიან ლარისას ებრალოებოდა ყოველი ვაჭარი, მაგრამ ვერაფერს გააწყობდა, ამიტომ მოშორდა და ნახატების დათვალიერებას შეუდგა.
-როგორ მოგწონს ეს ყველაფერი? - ჩაფიქრებული უცნობის ბოზმა, მჭექარე ხმამ გამოაფხიზლა.
-რას გულისხმობ? - რა თქმა უნდა, იცოდა, რაზეც ლაპარაკობდა.
-დაივიწყე.
-კეთილი. - თავაზიანად სცადა საუბრის დასრულება.
-აქ, ხშირად დადიხარ.
-ნახატების დათვალიერება მიყვარს.
-კარგია, შენნაირი აქ ცოტა დადის.
-მე კი სულ მეგონა, რომ აქ არასასურველი სტუმარი ვიყავი.
-რატომ?
-თითქმის ყოველ დღე მოვდივარ. ალბათ, ბევრი ფიქრობს, რომ სადაცაა რაიმეს შევიძენ. მე კი კვლავ მივდივარ და მოვდივარ. მორიგ იმედგაცურებასთან ერთად - უცნობი ვერ ხვდებოდა ამ სიტყვების თქმისას ლარისას თავისი თავი ეზიზღებოდა თუ უყვარდა.
-რა გქვია?
-ლარისა. შენ?
-ალექსანდრე. ლარისა,შეიძლება ერთი ამბავი გიამბო?
-რა თქმა უნდა.
-ხატვა ყოველთვის მიყვარდა და სულ ვფიქრობდი, რომ შემეძლო დაუსრულებლად მეხატა. ბავშვი ვიყავი. მშვიდი ცხოვრება მიზიდავდა და მუდამ დავფრინავდი, ნახატიდან, ნახატში, ფერიდან- ფერში - აშკარა იყო, რომ დიდხანს ეძებდა ადამიანს, რომელსაც ამ სიტყვებს გაანდობდა. ყოველი ბგერა გულწრფელი იყო. სასიამოვნოდ ლაპარაკობდა. - ერთ დღეს ჩემი მშობლების ლაპარაკს შევესწარი. რამდენი წლის ვიყავი? არ მახსოვს ჩვიდმეტის, თვრამეტის. რა მნიშვნელობა აქვს… მაშინ გავიგე სიტყვები, რომელმაც გული ძალიან მატკინა - მაგის მხატვრობა არავის სჭირდებაო… ვერ აგიღწერ რა ვიგრძენი, როდესაც ეს გავიგონე. იცი რა იყო ყველაზე მტკივნეული? გაცნობიერება იმისა, რომ ჩემს ოცნებას არავინ იზიარებდა.
-მიწაზე მძიმედ დაეცი. - თავისდაუნებურად წამოცდა. მოსაუბრე ლარისას ბაგეებს ვერ ხედავდა. სახის გარშემო შემოხვეული, წითელი, შალის კაშნე მალავდა. მხოლოდ გრძელ ქერა თმასა და თვალებს უყურებდა.
-ასეც შეიძლება. მოკლედ ამ ამბის შემდეგ აქ ვარ. არ ვცდილობ ვინმეს კეთილ განწყობა ან სიბრალული მოვიპოვო. - არ ტყუოდა, ყოველი სიტყვა წყალზე კამკამა იყო - უბრალოდ მინდა… - სიტყვა გაწყვიტა. შესაფერისი წინადადება ვერ მონახა.
-გინდა დაამტკიცო, რომ მხატვარი ხარ.
-მართალი ხარ.
-იცი, ჩემი აზრით შენი მშობლები მართლები ივყნენ. შენი მხატვრობა არავის არ სჭირდება. - უცნობს, თვალებში ელვა აენთო, თითქოს ისევ ის ახალგაზრდა ბიჭი იყო და მიწაზე მეორედ დაეცა, ლარისამ კაშნე სახისაგან მოიშორა. ლაპარაკი მშვიდად განაგრძო - ხატვა შენ გჭირდება! ეს შენი ცხოვრებაა. ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებ, რომ შენი სამყარო შექმნა. არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვიან სხვები. ვიცი, მესმის რთულია გააცნობიერო, რომ არავინ იზიარებს შენს ოცნებას. მაგრამ შეხედე შენს ნახატებს - თავის ფრთხილი მოძრაობით საკუთარი ტილოებისაკენ მიანიშნა - ისინი მართლაც ძალიან კარგები არიან. თითქოს შენი ცხოვრების შესახებ ყვებიან.
…უცნობი თითქოს თავიდან დაეცა, მაგრამ დაცემის შემდეგ ადგა, ლარისას გაწოდებული ხელის წყალობით კვლავ ფეხზე დადგა.
-ჩემი წასვლის დროა. იმედია კიდევ შევხვდებით - ლარისამ იგრძნო, რომ უცნობი მადლიერების გამოხატვას ცდიდა და უხერხულობისათვის თავის არიდება ამჯობინა.
-დროებით შეხვედრამდე. დიდი…
-არ არის საჭირო - სიტყვა გააწყვეტინა.
…ლარისა სახლის გზას კმაყოფილი დაადგა.
-შეჩერდი! - შეცბა - სამკაული მომყიდე. - მოხუცი ზანტი ვაჭარი ლარისას დაეწია.
-არ ვყიდი.
-გემუდარები. რაც გინდა წაიღე. ორი კვირაა არაფერი გამიყიდია.
-ვწუხვარ, მაგრამ არ შემიძლია.
-წყეულო! ახლავე მომეცი. . -მოხუცი სამკაულის წართმევას აპირებდა, როდედაც ალექსანდრე გამოჩნდა და ხელის ძლიერი მოძრაობით მოიშორდა.
-დიდი…
-არ არის საჭირო. არ გაბრაზდე. არავის უთხრა ამ ამბის შესახებ. - ალექსანდრემ სიტყვა გააწყვეტინა.
-მესმის. არავის ვეტყვი - სქელი კაშნით სახე კვლავ დამალა.
…ორივე თავის გზას გაუყვა.
…სახლისაკენ მიმავალმა ლარისამ ორი რამ იცოდა - აქ დღე აღარასდროს მოვიდოდა, სახლში მისულს კი ყელზე კიდევ ერთი მარგალიტი დახვდებოდა.
ამ ამბავრმა ლარისას ას სამოცდამეჩვიდმეტე მარგალიტი აჩუქა, რომელიც სავსე იყო ყოველი ალქსანდრეს ბაგიდან ამომავალი ბგერით, რომელიც ლარისას ესმოდა, მაგრამ ,რომელიც იმარხებოდა, ილოს სხეულსი ძალიან ღრმად იმარხებოდა.
სიზმარი ასეთი იყო :
დღე თბილი, ივლისის მიწურულს წააგავდა.
ამჯერად გრძელ დერეფანს დაუსრულებელ ლაბირინთამდე არ მიუყვანია. სწორედ იმ ნახატებით სავსე ქუჩაში აღმოჩნდა, რომელსაც ყოველთვის ათვალიერებდა. ვაჭრები ჩვეული თავაზიანობით მიესალმნენ, თუმცა ლარისა, როგორც დღე, ასევე ღამე ხედავდა, თუ რა იმალებოდა ამ ღიმილის უკან - სასოწრაკვეთილი ვედრება. ბევრი ნახატი მართლაც დამამახსოვრებელი იყო, მაგრამ მათ, ვინმე იშვიათად თუ ყიდულობდა. რატომ? მიზეზი მარტივი იყო- არავინ თვლიდა, რომ აქ რაიმე ღირებულის ნახვა იყო შესაძლებელი. რამდენიმე კეთილსინდისიერი თუ მიაქცევდა ყურადღებას ოფლიან, მზისაგან სახე აწითლებულ ვაჭრებს. ათვალიერებდნენ მათ და თავს ვალდებულად თვლიდნენ რაიმე შეეძინათ.
…ლარისა სიზმარში სწორედ იმ ვაჭარს გამოელაპარაკა, რომელმაც დღე შეაშინა. დანამდვილებით ვეღარ იხსენებს რა უთხრა ან რა ჰკითხა. ერთი ახსოვდა, რომ მისი სახელი ილო იყო და გაყოლა შესთავაზა. მანაც დაუფიქრებლად, უშიშრად მის ნახატში შეაბიჯა.
ნახატი უცნაური იყო - ფერები მუქი, შტრიხები გამოკვეთილი, დეტალები დახვეწილი, მაგრამ მას რაღაც აკლდა. აკლდა ის, რაც ალექსანდრეს ჰქონდა და ილოს ვერასდროს ექნებოდა. სიტყვას ვერ პოულობდა ამ თვისების აღსაწერად, მაგრამ ნახატში შეხვლის შემდეგ უკან დასაბრუნებელი გზა აღარ ჩანდა. ლარისამ კვლავ ახალი ადგილი იპოვა, რომელიც მისი არ იყო, არც ილოსი იყო და იმედია, ოდესღაც, რომელიმე კეთილსინდისიერი ადამიანის იქნებოდა.
…ამ სიზმარმა ლარისას ას სამოცდამეთქვსმეტე მარგალიტი აჩუქა, რომელიც სავსე იყო ყოველი მუნჯი სიტყვით, ყრუ ხმაურით, რომელიც ილოს უნდოდა მისი ყოფილიყო, მაგრამ ვერასდროს იქნებოდა.
…სხეულის დამორჩილება შეძლო. ბურუსი გაიფანტა. სამკაულის მოხსნა და გადათვლა აზრადაც აღარ მოსვლია. ამჯერად ყოველი მოძრაობის დროს ყოველი მარგალიტი ხმაურობდა, ყაყანებდა და ვერ ლაგდებოდა.
წყალი შეისხა. გამოფხიზლდა, მაკრატელი აიღო და დაგრძელებული, ქერა თმა დაიმოკლა. ყოველ თმის ღერთან ერთად თითქოს უფრო თავისუფლად სუნთქავდა. ასე გააგრძელა მანამ, სანამ არ დარწმუნდა, რომ შემსუბუქდა.
…დაიძინა.
…ლარისა კისრის გარშემო შემოხვეული სიმძიმით ცხოვრობდა და უსმენდა, დაუსრულებელი, ქაოტური ხმებს უსმენდა.

178-179
…რაც უფრო მძიმდება ყელსაბამი, მით უფრო ძლიერდებიან ხმები. ლარისას ავიწყდება ვინ არის. ის მთლიანია და აღარ ახსოვს არაფერი საკუთარ თავის შესახებ. იმდენად ძლიერია ხმა, რომ გარშემო სხვა ყველაფერს აყრუებს. “რისი თქმა უნდათ” “რას მეუბნებიან” “მე რატომ ამირჩეს?” - ეს თავში შემოჭრილი კითხვები ბასრ ნამსხვევებს ჰგავანან. სხეულს ესობიან, მაგრამ ბოლოს არ უღებენ. უბრალოდ, რაღაც ნაწილს ართმევენ. ისინი არ წააგავდნენ ლეშის გარშემო შემოხვეულ მწერებს, რომლებიც მხოლოდ სხეულის ნარჩენებით იკვებებოდნენ, არამედ მომაკვდავი სხეულის გარშემო მოხვეულ ყვავებს, რომლებიც მტაცებელი ცხოველებივითთ, ელოდნენ, სხეულის დაცარიელებას მოუთმენლად ელოდნენ.
…მოსაღამოვდა. ქუჩები ცარიელია. დეკემბრის თვე იწურება.
უყვარდა ლარისას, როდესაც საკუთარ სუნთქვას ხედავდა. ლამაზად თოვდა. ოდესღაც თოვლიც უყვარდა მაშინ, როდესაც თვითონ იყო და არა მარგალიტებით მოჭედილ ქსელში გაბმული მსხვერპლი. გაუგრძელდა ქუჩაში სიარული. ძველებურად განათებულ ლამპიონებს ყურადღებას აღარ აქცევდა, გაფანტულ ჩრდილებს ცეკვა-ცეკვით არ მიჰყვებოდა. ცხვირს სქელ, შალის წითელ კაშნში სამკაულს კი -ხაკისფერი ლაბადაში მალავდა.
არც გახსენებია, თუ რა დღე იყო დღეს, სად იყვნენ წასულები მისი მშობლები. ნუთუ მართლა წყევლაა ეს სამკაული? დღეს, ლარისას ბებიას დაასაფლავებენ. ჯერ მხოლოდ რამდენიმე დღე გასულიყო, მაგრამ ესეც დაივიწყა. უგზო-უვლოდ დაკარგული ხმებით გაბრუებულმა ლარისამ ყველაფერი დაივიწყა.
…მის გონებაში ყველაფერი ასე დაიხატა :
მგლოვიარეები ჯერ დაშლას არ აპირებდნენ. დაესწრებოდნენ ადამიანის მიწასთან შერწყმას. თოვლი მიწასთან ერთად დაეშვებოდა ახალ მომზადებულ საფლავში, მიცვალებულს გამოემშვიდობებოდა, შეახსენებდა, რომ ის მისი შვილი იყო და მუდამ ემახსოვრებოდა. საფლავის ადგილი ბებიას დიდი ხნის წინ შეერჩია, როგორც საფლავის ქვაზე გამოსახული სურათი, როგორც სიკვდილი, რომელზეც წლების განმავლობაში ოცნებობდა. ბებიას საყვარელი მეუღლის გვერდით ასაფლავებენ. შეხვდებიან კი ისინი ერთმანეთს? არავინ იცის.
საფლავის ქვას ახალაყვავებული თეთრი ყვავილებით რთავს ასაკთან შედარებით ახალგაზრდა დედა. ტირის დაკარგულ მშობელს და ყოველი ნიჩბის დარტყმის დროს ფიქრობს ყოველ დღეზე, რომელიც დედასთან ერთად გაატარა და ყოველ ღამეზე, როდესაც უნდოდა მის გვერდით ყოფილიყო. თუ დღეზე ფიქრობდა ცრემლი თოვლში სწრაფად ეშვებოდა, მაგრამ თუ კი ღამეზე - მაშინ თვალებიდან წამოსული გამომშრალ ლოყაზე იკარგებოდა. - ასე გაუშრა ცრემლი შავებში ჩაცმულს.
… რეალობა ლარისას დახატული სურათისაგან განსხვავებული იყო:
ლარისას დედა მესაფლავეს შორიდან უყურებდა, სახეზე ცრემლებშემშრალი დაკარგულ მშობელზე ვეღარ ფიქრობდა. არ თოვდა. სიჩუმეში იჯდა ტანჯული და რამდენიმე წუთის წინ გაგონილი სიტყვები მოსვენებას არ აძლევდა. “ჯობს შვილმა ნახოს მშობლის სიკვდილი”. - ამ ყველაფერზე არასდროს უფიქრია და თვითონაც არ იცის რატომ დაფიქრდა.
მოსიყვარულე დედას საკუთარი თავი შეზიზღდა, როდესაც გააცნობიერა, რომ ფიქრობდა, რომ ლარისას სიკვდილზე ფიქრობდა.
ხო, დედის შფოთვამაც იპოვა ლარისას კისერზე ადგილი. ას სამოცდა მეთვრამეტე მარგალიტის სახით, რომელიც სავსე იყო ყოველი მისი შიშით, შფოთვით, რომელიც არ იყო კეთილშობილი. დედასაც ეშინოდა, სულის კიდევ რამდენიმე ნაწილად გაყოფის ძლიერ ეშინოდა.
…მიდიოდა ნაცრისფერ საღამოს სახლში ლარისა და ვერ აცნობიერებდა, რომ მას არავინ ელოდებოდა.
-ლარისა - პასუხი არ ისმის - ლარისა!-უცნობი ხმას უმატებს. ხმებში დაკარგულ ლარისას საკუთარი სახელი ესმის, მაგრამ ვერ ხვდება ნაცნობია თუ არა ეს ხმა მისთვის.
-გაბრიელ. - გაბრიელის თვალებისაგან მომავალი სითბო ზამთრის სიცივეში გამოკვეთილად ჩანდა. ყოველთვის სავსენი იყვნენ მისი მწვანე თვალები. გაოცებულ ლარისას ნელი ნაბიჯით უახლოვდებოდა და იღიმოდა.
…გაბრიელს ეამა, ნაცრისფერ საღამოს წითელ კაშნიანი ლარისას პოვნა ძლიერ ეამა.
-რა სასიამოვნოა შენი აქ ნახვა. წლებია ერთმანეთს აღარ შევხვდერივართ.
-სკოლის შემდეგ.
-არ შეცვლილხარ. რამდენი წელი გავიდა.. ოთხი? ხუთი?
-ექვსი. - გაეღიმა.
-ხომ გახსოვს, რიცხვებს ვერასდროს ვიმახსოვრებდი. ისევ იქ ცხოვრობ?
-კი.
-მიგაცილებ.
-სეირნობა ძველებურად გიყვარს? - გაუღიმა და თავით ანიშნა გაჰყოლოდა.
-რა თქმა უნდა, განსაკუთრებით შენთან სეირნობა.
…წამიერად დაავიწყდა ყოველი ხმა, დაავიწყდა ლაბადაში დამალული მარგალიტი. ალბათ, რამდენიმე წლის შემდეგ ეს დღე, რომ გაეხსენებინა იტყოდა - დამავიწყდა ვინ ვიყავიო. არა, სინამდვილეში. სწორედ გაბრიელის დანახვისას გაახსენდა ვინ იყო და თუნდაც რამდენიმე წუთით გახდა ის ალალი, სიცოცხლით სავსე გოგონა, რომელიც ლამპიონებით განათებულ, ჩაბნელებულ ქუჩებში წვიმასა და თოვლს ეალერსებოდა.
-ლარისა, როგორ ხარ?
-კარგად გაბრიელ. შენ?
-არამიშავს.
-იცი ხშირად ვფიქრობ სკოლაზე. მახსოვს, თუ როგორი შეკრული კლასი ვიყავით. ერთხელ მითხრეს ერთმანეთს სკოლის დამთავრების შემდეგ დაკარგავთო. არ დავიჯერე. პატარა, მეამიტი გოგო ვიყავი და შევიძულე, შევიზიზღე ის ბაგე, რომელმაც ეს სიტყვები წარმოთქვა.
…გაბრიელი რამდენიმე წამის განმავლობაში დუმდა.
-ბოდიში უნდა მოგიხადო.
-შენ დამნაშავე არ ხარ.
…გაბრიელი ამ შეხვედრას დიდხანს ელოდა. დიდი ხნის განმავლობაში შენახული სიტყვების გასანთავისუფლებლად მოემზადა. ღრმად ამოისუნთქა :
-მახსოვს, ყოველთვის ყველა საკუთარ გულის ტკივილს გიყვებოდა. ყველაზე ერთგული მეგობარი იყავი, მაგრამ ყოველთვის მინდოდა მეკითხა. შენ რა გაწუხებდა?
-გაბრიელ..
-სულ ვფიქრობდი, რომ შენც გინდოდა, რომ ერთ დღესაც შენთან მოსულიყო ვინმე და ეკითხა, რამე ხომ არ გაწუხებდა… რამის თქმა ხომ არ გინდოდა… მაგრამ ყოველთვის თვლიდი, რომ ამის დრო არ იყო და ბოლოს რა მოხდა. ეს ყველაფერი შენც დაგავიწყდა. მე არასდროს დამივიწყებიხარ და არც არასდროს დაგივიწყებ. ჩემო მოუშორებელი ჭრილობა იქნები - გაბრიელს საუბარი უჭირდა, კანი უხურდა, მისი ყოველი სიტყვა გულწრფელი იყო
-საკმარისია.
-მინდოდა მოვსულიყავი. მენახე, მაგრამ არ ვიცოდი რა მოხდებოდა. ყოველთვის ძლიერი ვერ იქნები.
-შეწყვიტე.
-ბევრჯერ მინახავს, როგორ იღვრებოდა ცრემლებად სხვა შენს პირისპირ, მაგრამ შენ? შენ არასდროს არავინ გეკითხებოდა რას მალავდი. მაპატიე. - გაბრიელი თვალს ვერ უსწორებდა - მაპატიე, რომ შენს გვერდით არ ვიყავი, რომ არ გამოვჩნდი, როდესაც . არ შემეძლო. დამსხვრეულს ვერ გნახავდი.
..მუჭი შეკრა. პასუხს ელოდა და ,როდესაც სიჩუმის შემდეგ ლარისას დაბნეული, უგრძნობი სახე ნახა, შეეშინდა.
-არ მესმის.რაზე ლაპრაკობ.
…გაბრიელი შეცბა. მან არ იცოდა რომ ლარისა კისრის გარშემო შემოხვეული სიმძიმით ცხოვრობდა, არც ლარისამ იცოდა, რომ ახლა ლაბადის ქვეშ ას სამოცდაცხრამეტი მარგალიტი ამშვენებდა. სავსე სიბნელედ ქცეული სინათლითა და სიცარიელეში დაკარგული ხმებით, თუმცა მას ახლა კისრის გარშემო მოხვეული სიმძიმე ნაკლებად ადარდებდა. მუცლის ღრუში შეუჩერებელ, დაუნდობელ ტკივილს გრძნობდა.
არ იცოდა გაბრიელმა რა ეპასუხა…
-ლარისა. სამი წლის წინ შენი შვილი, ივანე, მშობიარობისას გარდაიცვალა.

180
***
…ლარისა კისრის გარშემო შემოხვეული სიმძიმით აღარ ცხოვრობდა ისევე, როგორც ივანეს, რომელიც არასდროს დაბადებულა და ,როგორც მოხუც ბებოს, რომელსაც არასდროს ეცხოვრა.
***
…დღე თბილი, ივლისის მიწურული:
- გამარჯობა.
-მშვიდობიანი დღე. - უცნობ, წარმოსადეგ მამაკაცს ალექსანდრე თავაზიანად მიესალმა.
-ამ ნახატს რამდენად აფასებთ? - საჩვენებელი თითით ახალდასრულებული, ჯერაც გაუმშრალი ტილოსაკენ მიუთითა.
...ალექსანდრემ არ იცოდა რა ღირდა ეს ნახატი ან შეელეოდა თუ არა მას ოდესმე. გრძელ ტილოზე გამოსახულ მუქ,ქერათმიანი ქალის ტუჩები და ცხვირი წითელ კაშნში იყო დამალული. კისერს მარგალიტებით შემკული სამკაული უმშვენებდა. დიდხანს ხატავდა ალექსანდრე ყოველ მარგალიტს და გაუკვირდა, როდესაც შეამჩნია, რომ ყოველი მათგანი ერთმანეთისაგან განსხვავებული იყო. ერთი კი განსაკუთრებით მოსწონდა. ის ნომრად ას მეოთხმოცე იყო და საოცრად ჰგავდა, ას მეოთხმოცე მარგალიტი ლარისას მკრთალ თვალებს საოცრად ჰგავდა.
-მაპატიეთ. ეს ნახატი არ იყიდება.
-სამწუხაროა. ლამაზი ნამუშევარია. - უცნობმა სიგარეტს სიამოვნებით მოქაჩა -რა ქვია?
-ას ოთხმოცი. ას ოთხმოცი მარგალიტი.
დასასრულიскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

გუშინ უკვე ყველაფერი გითხარი რასაც ვფიქრობდი
მაგრამ
ვერმოვითმინე და ისევ წავიკითხე
ჩემთვის ერთ ერთი ფავორიტი მოთხრობაა უკვე!
მიხარია ლუკა შენი გამოჩენა
ლარისა ძალიან შემეცოდა
კი გითხარი გუშინაც მაგრამ რამდენჯერაც ამ მოთხრობაზე დავიწყებთ ლაპარაკს ყოველთვის გაგიმეორებ ალბათ :))
გაბრიელის გამოჩენა ძალიან უცნაური იყო და საერთოდ ივანეს სიკვდილმა ძალიან გამაკვრივა
დასასრულზე კი ისევ და ისევ გაგიმეორებ რომ ძალიან კარგი და განსხვავებული იყო
ძალიან შემიყვარდა ალექსანდრე
ერთი ამოსუნთქვით რომ წაიკითხავ ისეთი მოთხრობა
უამრავ ემოციას რომ დაგიტოვებს
და ძალიან ბევრ რამეზე რომ დაგაფიქრებს...

 



№2  offline წევრი lukakhati

LuckyGirl
გუშინ უკვე ყველაფერი გითხარი რასაც ვფიქრობდი
მაგრამ
ვერმოვითმინე და ისევ წავიკითხე
ჩემთვის ერთ ერთი ფავორიტი მოთხრობაა უკვე!
მიხარია ლუკა შენი გამოჩენა
ლარისა ძალიან შემეცოდა
კი გითხარი გუშინაც მაგრამ რამდენჯერაც ამ მოთხრობაზე დავიწყებთ ლაპარაკს ყოველთვის გაგიმეორებ ალბათ :))
გაბრიელის გამოჩენა ძალიან უცნაური იყო და საერთოდ ივანეს სიკვდილმა ძალიან გამაკვრივა
დასასრულზე კი ისევ და ისევ გაგიმეორებ რომ ძალიან კარგი და განსხვავებული იყო
ძალიან შემიყვარდა ალექსანდრე
ერთი ამოსუნთქვით რომ წაიკითხავ ისეთი მოთხრობა
უამრავ ემოციას რომ დაგიტოვებს
და ძალიან ბევრ რამეზე რომ დაგაფიქრებს...

გუშნაც გითხარი და მეც დღესაც გეტყვი მიხარიხარ ^^ <3

 



№3  offline ადმინი მწარე

სასწაულია ეს ისტორია და სასწაული ბიჭი ხაარ შენ ეს ისტორია კი დაიდებს ადგილს საუკეტესო ისტორიებს შორის დამამძიმაა მატირაა გამანადგურა მაგრამ მაინც სიამოვნება მომანიჭა მადლობა შენ ❤
--------------------
ბედნიერება წვრილმანებშია

 



№4  offline მოდერი zia-maria

განსხვავებული და ემოციური,ლარისა თავისი მარგალიტით რომელიც ჟღარუნით გამოცემდა ხმას.ლარისა რომელიც ყველას უსმენდა,მაგრამ მისი არ ესმოდა არავის.და ბოლოს,ნახატზე საოცრად ლამაზი ქალი მისი ასოთხმოცი მარგალიტით.კარგი ნაშრომია,მომეწონა და წარმატებები შენ. kissing_heart kissing_heart

 



№5 სტუმარი Qeti qimucadze

Saocrad msoflmxedvelobit savse istoriaa, arvici ramdeni clis xarr, magram udavod nichieri adamiani xar, siujeti sainteresod da lamazad iyo ganvitarebuli, yochagg, satauri xom saertodd, am saitze ishviatia aseti mravlismomcveli istooriis naxva

 



№6  offline წევრი maryem

აი ასეთი კარგი რამ კარგა ხანია არ წამიკითხავს. და საოცრად ლამაზად იკითხება

 



№7  offline წევრი lukakhati

maryem
აი ასეთი კარგი რამ კარგა ხანია არ წამიკითხავს. და საოცრად ლამაზად იკითხება

ძალიან მიხარია რომ მოგეწონა <3

Qeti qimucadze
Saocrad msoflmxedvelobit savse istoriaa, arvici ramdeni clis xarr, magram udavod nichieri adamiani xar, siujeti sainteresod da lamazad iyo ganvitarebuli, yochagg, satauri xom saertodd, am saitze ishviatia aseti mravlismomcveli istooriis naxva

უღსმესი მადლობა <3
მწარე
სასწაულია ეს ისტორია და სასწაული ბიჭი ხაარ შენ ეს ისტორია კი დაიდებს ადგილს საუკეტესო ისტორიებს შორის დამამძიმაა მატირაა გამანადგურა მაგრამ მაინც სიამოვნება მომანიჭა მადლობა შენ ❤

ძალიან მიხარია რომ მოგეწონა <3 <3 პირიქით მადლობა შენ რომ წიაკითხე

zia-maria
განსხვავებული და ემოციური,ლარისა თავისი მარგალიტით რომელიც ჟღარუნით გამოცემდა ხმას.ლარისა რომელიც ყველას უსმენდა,მაგრამ მისი არ ესმოდა არავის.და ბოლოს,ნახატზე საოცრად ლამაზი ქალი მისი ასოთხმოცი მარგალიტით.კარგი ნაშრომია,მომეწონა და წარმატებები შენ. kissing_heart kissing_heart

დიდი მადლობა <3

 




ძალიან უცხო და ღრმა იყო.მარტივად ვერ გასაგები და ვერ აღსაქმელი..თვითონ ლარისა უნდა გამხდარიყავი და უნდა გეგრძნო იმ მარგალიტების სიმძიმე თორემ ვერ გაიგებდი.ისეთია ყოველი წინადადების წაკითხვის შემდეგ კარგად,რომ უნდა დაფიქრდე.მეტაფორებით და ორაზროვანი სიტყვებით სავსე.მომეწონა შენი წერის სტილი,სტრუქტურა,საერთოდ ყველაფერი.ასეთი არაფერი წამიკითხავს აქ,განსხვავებულ სათქმელს ამბობს და სასიამოვნოდ აღფრთოვანებული დავრჩი blush blush ყოჩაღ! heart_eyes

 



№9  offline წევრი lukakhati

შემოდგომის-ფერი
ძალიან უცხო და ღრმა იყო.მარტივად ვერ გასაგები და ვერ აღსაქმელი..თვითონ ლარისა უნდა გამხდარიყავი და უნდა გეგრძნო იმ მარგალიტების სიმძიმე თორემ ვერ გაიგებდი.ისეთია ყოველი წინადადების წაკითხვის შემდეგ კარგად,რომ უნდა დაფიქრდე.მეტაფორებით და ორაზროვანი სიტყვებით სავსე.მომეწონა შენი წერის სტილი,სტრუქტურა,საერთოდ ყველაფერი.ასეთი არაფერი წამიკითხავს აქ,განსხვავებულ სათქმელს ამბობს და სასიამოვნოდ აღფრთოვანებული დავრჩი blush blush ყოჩაღ! heart_eyes

მიხარია რომ ისიამოვნე <3 <3 უღრმესი მადლობა ასეთი სიტყვებისათვის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent