შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს მკლავებში დავლევ სულს 10


18-04-2018, 15:53
ავტორი Queenofmoon
ნანახია 1 133

შენს მკლავებში დავლევ სულს 10

ცხოვრება რა თქმა უნდა ისეთი ლამაზი სულაც არ არის,როგორც იოანეს უზარმაზარი სახლი.. არც ეს სახლია წმინდა, სისხლის სუნი აქა-იქ ჯერ კიდევ შემორჩენილია..რაც ლამაზი და მომნუსხველია,ხშირად გვაბრმავებს ადამიანებს,ეს არ ვიცი,სამწუხაროა,თუ საბედნიერო მაგრამ ფაქტია რომ ეს ასეა...
მრვალი მანძილის დაშორებით,ნიკა უკრაინაში იმყოფება,ბინძურ საქმეებს ახლა იქ ხლართავს თავის თანამოაზროვნეებთან ერთად.. რა თქმა უნდა,იოანე და ევა არ გამოკლდებიან მის ბინძურ გეგმებს,და ეს გეგმა პირველ ადგილზეა.
შავებში გამოწყობილი იოანე,დავითი,თორნიკე და ვაჩე მეგობრების სასაფლაოზე არიან.. ახლა იქ წვიმს.. მათ გულებში უფრო თავსხმა წვიმა და ქარიშხალია. ეს ქარიშხალი ჩადგება ოდესმე? იქნებ,უფრო ცივმა ზამთარმა მოიცვას იქაურობა,იქნებ,მეგობრების გვერდით ისინიც აღმოჩნდნენ ვინც მათ სანახავად ახლაა მისული? ბედი ადამიანს რას უმზადებს არასდროს იცის. ვინმე ჩაივლის და ამ ახალგაზრდა ბიჭების სასაფლაოს რომ ჩაუვლის,ვერც კი მიხვდება,რა გამოუვლიათ,როგორ დაღუპულა რომელიმე.. ცხოვრება როგორც ტკბილი,ისე ძალიან მწარეა.
-იოანე,მოკლედ დაგვირეკეს და ამ საქმეზე ვართ წასასვლელები,შენ რას გვირჩევ?ღირს მანდ ჩვენი ჩარევა?
-რას ვიზავთ,წავიდეთ. გიორგი მამაჩემის მეგობარი იყო,ამიტომ ვერ ვაწყენინებ და უარს ვერ ვეტყვი.
-"წავიდეთ?"
-ხო,რაარის?
-შენ აქ დარჩი. ნიკა არასდროს დაგვყვებოდა,რადგან ბოსი არ უნდა დაშავდეს არსად,ის ასეთ საქმეებზე თვითონ არ უნდა დადიოდეს.
თავს საფრთხეში ნუ ჩაიგდებ.
-ჯერ ერთი,წლებია მე თქვენთან ერთად დავდივარ ასეთ საქმეებზე და ჩემი სკამის დაკავება იმას არ ნიშნავს,რომ იმ საქმის კეთებას არ გავაგრძელებ რასაც ვაკეთებდი,რომ ვამბობ მოვდივარ,ესე იგი მოვდივარ. მორჩა აქ ზედმეტი ლაპარაკი.
-ჰო.. მაგრამ...
-არა,ვაჩე. დანარჩენებსაც უთხარი,მანქანა მოიყვანონ და წავედით.
იოანეს ნათქვამს ვინ შეეწინააღმდეგებოდა?საშინლად ჯიუტი იყო,ამიტომ იძულებულნი გახდნენ ისიც გაეყოლათ.. იოანემ ძველი როლი მოირგო ისევ,ისევ ის შავი ტანსაცმელი ჩაიცვა,ნიღაბი გაიკეთა და შავი ტყავის კურტკაც შემოიცვა.
მანქანაში ჩასხდნენ და საქმეს შეუდგნენ.
-ვინმე მათე გელოვანი,ვიღაც ნაბი*ვარი,რომელიც ქალებს და ბავშვებს იტაცებს,საზღვარგარეთ ყიდის და თავის ოჯახს ისე არჩენს ვითომ სუფთა ფულით აჭმევდეს.. სი*ი.
-ახლა სად იმყოფება?
-განდეგილის ტერიტორიაზე,კუჭავას სახლის უკანა მხარეს რომ შენობაა,აი მანდ. რაღაც ბიზნესს აწარმოებს კიდევ ცალკე, რომ ასე დაიფაროს მისი ბინძური კვალი..
-მოიცა,შენობაში არ არის
თორნიკე შეტყობინებას იღებს და მეგობრებს გაკვირვებული უყურებს.
ლოკაცია ახლა სულ სხვა ადგილს გვაჩვენებს,მოიცა,მოიცა,აი ეს არის,მანდ შეუხვიე.
ბიჭები სახლის კარების ანგრევენ და წამიერად შიგნით ჩნდებიან,მათ წინ ახალგაზრდა ქალი ჩნდება მცირეწლოვანი ბავშვით ხელში რომელიც კივილს იწყებს ნიღბიანების დანახვისას.
-მათე სად არის?!! მათე სად არის მეთქი?
-ზევით...ზევით ოთახში... ქალი ტირილით პასუხობს.. რა გინდათ,არაფერი დაუშავოთ გთხოვთ.. გთხოვთ...
-მათეს გაუმარჯოს..
-ვაა ვაა,სასმელი,მოსაწევი,მათე კაია ცხოვრება?ირონიული ღიმილი დასთამაშებს თორნიკეს სახეზე.
-აქ რა გინდათ?რას მერჩით?კანკანლით კითხულობს მათე.
-ღმერთმა შეგინდოს ცოდვები,ნაბი*ვარო.
ის და მისი მეგობრები შეშინებულები იყურებიან,ზოგი იარაღს ჯიბიდან იღებს,ზოგიც ტელეფონს.. მაგრამ
რამოდენიმე წამში გასროლის ხმა ისმის,მათე და მისი მეგობრები ჩაცხრილულები ძირს ყრიან,იისფერი კედლები მთლიანად წითლდება და ოთახში ტყვიებისა და სისხლის სურნელი ერთად იფრქვევა.
ბიჭები კიბეებიდან ჩამოდიან,იოანეს წინ პატარა ბიჭი მოდის სათამაშოთი ხელში,რომელიც აცრემლებული თვალებით უყურებს მათ.
-მამა მომიკალით?
იოანე მძიმედ ყლაპავს ნერწყვს და ნიღაბს ნახევრად იხსნის,ბავშვს უყურებს რამოდენიმე წამით და გარეთ ტყვიასავით ვარდება.
-მკვლელებო,მკველებოოო....ქმარი მომიკალით...ქმარი მომიკალით...ახლა როგორ ვიცხოვრო..როგორ ვარჩინო ოჯახი...მეზიზღებით... წადით აქედან ჩქარა.. წადით.. დაგვანებეთ თავიი... მათე...ჩემი მათე...
ქალი მთელი მოთქმით ტიროდა და ბავშვებს მთელი ძალით ახლოს იკრობდა.
ბიჭები მანქანაში ჩასხდნენ და იქაურობა დატოვეს.
-დღეს რამე მაგარი დავლიოთ. თქვა იოანემ და მზერა უსასრულობაში გადაუშვა.
-დავლიოთ. ერთად შესძახა ყველამ.
******
სად არის ამდენ ხანს.. ღამის ორი საათია..ნერვიულად დავაბიჯებ იოანეს ლოდინში..კარი იღება და იოანე "შემობანცალებს".
ევა ძველ ფორმაში ხედავს მას,იმ ფორმაში რითიც მან პირველად ნახა ის,ყველაფერი ახსენდება,გატაცების დღე,ყოველდღე წამება და ტანჯვა,საშინელი გრძნობა ეუფლება და მუცელი ეწვება ტკივილით. ბურუსიდან გამოდის და იოანესკენ გარბის,
-იოანე...ფრთხილად,ხელს ვუჭერ და ვცდილობ მკლავზე მოვიკიდო მაგრამ ის იმდენად მძიმეა არც კი გამომდის,თავს ვიკავებ რომ მეც არ წავიქცე,დივნამდე მიმყავს და იქვე ვაწვენ.
-ეს რაარის,რა გაცვია.. სად იყავი..ეს..სისხლი?
კურტკაზე სისხლი შევნიშნე და მობრეცილი სახით გავხადე ფრთხილად.
-წამოდი,შენს ოთახში აგიყვანო,დამეყრდენი.
-შენს ოთახში ჯობია... რატომ არ დამხვდი დღეს გამოწყობილი?უაზროდ იცინის, ბურტყუნებს კაცი და საშინელ ღვინის სურნელს აფრქვევს.
-მორჩა.. აღარ შემიძლია შენი თრევა იოანე.. ჩემს ოთახში შევიდეთ,აქ დაწექი..
-ძალა უნდა იხმარო?
-იოანე გეყოფა. რომ გაიღვიძებ აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ.
იოანე თვალებს ატრიალებს და მოღუშული იყურება.
-იმედია მალე არ გამოვიღვიძებ.
მზის სხივები ურცხვად იჭრება ფანჯრიდან და იოანეს ედება სახეზე,იშმუშნება და გაღვიძებას ცდილობს. ყვავილების სასიამოვნო სურნელი ცხვირს უწვავს,რომელიც საბანს და ზეწარს ასდის,ეს ევას სურნელია.. ცდილობს ხარბად შეისუნთქოს და შეიგრძნოს. თვალებს ნელნელა ახელს და აქეთ იქით აცეცებს,ევა აქ არ არარის,წელს ზემოთ შიშველი,ჯინსის შარვლით ქვემოთ ჩადის და გოგონას ეძებს.
ევა სამზარეულოშია,რძეს სვამს და ნაღვლიანი თვალებით იყურება ფანჯარაში. იო მასთან ახლოს მიდის,შუბლზე კოცნის და სიგარეტს უკიდებს.
-კარგად გეძინა იოანე?
-რა ირონიაა ევა,რა გჭირს?
-სად იყავი გუშინ?
-საქმეზე.
-და რა საქმეზე იქნებ ამიხსნა?
-იმ საქმეზე რაზეც მთელი ცხოვრებაა დავდივარ ევა,რა არის?
-მეგონა შეეშვი ამ ყველაფერს!
-რას უნდა შევეშვა??ესაა ჩემი ცხოვრება,ან შეეგუე ან არა.
-დიდი მადლობა. თვალზე ცრემლი ადგება და ცდილობს შეიმშრალოს,იოანე მხარზე ხელს კიდებს და მასთან ახლოს იკრობს.
-კარგი მაპატიე,ზედმეტი მომივიდა. რაც ვარ ეს ვარ,მე ის ვიქნები მთელი ცხოვრება,ვინც შენ გაიცანი ევა.
-გასაგებია..
-მიბრაზდები?
-არა.
-მაშინ მაკოცე. ჩემთვის არასდროს გიკოცნია! გაბუსხული ამბობს და ტუჩებს ბერავს.
-უკაცრავად?კარგად გაიხსენე პირველად როგორ მაკოცე შენთვითონ,გიჟივით რომ მომმვარდი,არც მელაპარაკებოდი და დამტოვე იდიოტივით მარტო.
-კიდე დიდხანს უნდა დამსაჯო?ბოდიში ხომ მოგიხადე.
-ვნახოთ. თვალს ვუკრავ და სამზარეულოს ვტოვებ.
რა საშინელი გრძნობაა,როცა ის ადამიანი გიყვარდება,რომლის სიყვარულიც არ შეიძლება,იმაზე გაფიქრება რომ ის გიყვარს და ამავდროულად გტანჯავს სინდისი,რადგან ეს გრძნობები არ უნდა გაგაჩნდეს..რა იქნებოდა,თუ დავითი არასდროს წამოვიდოდა ნიკასგან,თუ ის ისევ იოანეს ადგილას იქნებოდა,შეიყვარებდა ევა მას ისევე როგორც იოანეს?ალბათ აქ ადამიანების ჩანაცვლებას არ აქვს მნიშვნელობა,როცა საკუთარ სულს სხვის სხეულში პოულობ,თუნდაც მრავალი წელი გავიდეს,თუნდაც მრავალი კილომეტრი იყოს დაშორებული.
დავითი ახლა იმ საწოლზე ზის,სადაც ევამ გაატარა მთელი წელი და მისი სურნელი დატოვა რომელიც ჯერ კიდევ იფრქვევა ოთახში. როგორ გაუძლოს ამ გრძნობას?როგორ უღალატოს მეგობარს რომელმაც მისთვის სიცოცხლე გაიღო? ან როგორ შეიკავოს თავი,როცა ევა იცინის,როცა ევა ეხუტება,როცა იძახის "დათო",როგორ შეუძლია ასეთ მომენტზე სუნთქვა არ შეეკვრას იმის მიუხედავად რომ იოანე იქ არის? დავითი ამ ფიქრებით თავს იტანჯავს და მარტოა.. უჭირს უკვე იოანეს სახლში მისვლა,უჭირს ევას დანახვა და მისი გადაკოცნა,უჭირს უკვე კითხოს "ევა როგორ ხარ" იმის წარმოდგენა კი ყველაზე მეტად სტკივა,რომ ევა ღამეს იოანესთან ატარებს და მის მკლავებშია მომწყვდეული,მას კოცნის და მას ეფერება.. დარდისა და ტკივილის შემდეგ,ეჭვიანობა კლავს,ყველაზე მეტად ეს გრძნობა უტევს და ეს აწვება საშინლად,მისი მუქი ქერა კულულები და თაფლისფერი თვალები,დიდი წითელი ტუჩები,ლერწამივით ტანი,შეიძლება ამ ყველაფრის დავიწყება?არც არანაირი იმედი არ არსებობს რომ ოდესმე სხვანაირად შეხედავს ევა,არც არანაირი შანსი,რადგან იოანეს ვერ გადააბიჯებს.
დათოს ტელეფონი წკრიალებს და ევას ნომერს ხედავს. ხელები უკანკალებს და ენა უვარდება,ცდილობს სუნთქვა დაირეგულიროს და ისე გასცეს ხმა.
-ჰო ევა. როგორ ხარ?
-დათო,ცუდად.. შენ?
-რა გჭირს?
-შეგიძლია მოხვიდე?
-მოვალ,ახლავე.
დათო გაფითრებული შედის იოანეს სახლში,ევა მისაღებში ხვდება და ხელს ჰკიდებს მაშინვე,სამზარეულოში გაჰყავს ჩუმი ნაბიჯებით.
-ევა რა ხდება? დათოს გაურკვეველი მზერა სახეზე დასთამაშებს.
-დათო..გთხოვ,მომისმინე.. იოანე კაბინეტშია,თუ ჩამოვიდა და მოგვისწრო,უთხარი რომ ახლახანს მოხვედი.. არ მინდა იცოდეს,რომ დაგიბარე.
-მეტყვი რა მოხდა?
ევა ცრემლებს ვერ იკავებს და ცდილობს ილაპარაკოს.
-ერთი წელი გავიდა თითქმის.. დათო..დედა და მამა მენატრება,ძალიან მენატრება.. ჩემი სახლი,ყველაფერი...სულ მესიზმრება,რომ მათ გვერდით ვარ,მესიზმრება როგორ ტირის დედა,რომ ჰგონია ცოცხალი არ ვარ.... დათო გთხოვ,მათი ნახვა მინდა.. იოანეს ვერ ვეუბნები იმდენად დაბრმავებულია ნიკასადმი სიძულვილით.. მეშინია.. მეშინია მას რამე ვუთხრა.. მეშინია რომ ნიკას ემსგავსება.. თვალებიდან ცრემლები ახლა უკვე ნიაღვარივით მოსდის და დათოს სხეულს ეკრობა,მაისურს ცრემლებით უსვლებს და კანკალებს ნერვიულობისგან. დათო თავზე უსმევს ხელს და ცდილობს დააწყნაროს,იმედი მისცეს რომ დაეხმარება.
-ევა,არ ვიცი.. მე.. მაპატიე,იოანეს გარეშე ასეთი რაღაც როგორ გავაკეთო?
ევა დათოს იშორებს და იმედგაცრუებული მზერით შეჰყურებს.
-ანუ არ დამეხმარები?
-ევა,იოანეს უნდა სთხოვო ეს.. მე.. არ შემიძლია მის გარეშე ამ გადაწყვეტილების მიღება.. გამიგე გთხოვ.. ხომ იცი,რაც არ უნდა მთხოვო შენ გამო ყველაფერს გავაკეთებ,უბრალოდ იოანეს არ მინდა ვაწყენინოთ..მასზეც ხომ უნდა იფიქრო?
-იოანეს რა ვთხოვო? ჩვენ ჯერ ერთადაც არ ვართ. მზერას აშორებს და ახლა უკვე გულდაწყვეტით ლაპარაკობს ევა..დათოს კი,გულში რაღაც ნაპერწკალი უღვივდება წამიერად მის სიტყვბზე,ერთად არ არიან?კაცი დადუმებულია და ერთ ადგილას დგას ძეგლივით.
-კარგი ვეცდები მე დაველაპარაკო,კაბინეტშია?
-კი,კაბინეტშია.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი nini

ძალიან კარგია <3

 



№2  offline აქტიური მკითხველი grafo

ჯერ ერთადაც არ ვართოოოოო...ა, ქალი და მისი ჭკუა:)))).

 



№3  offline წევრი Queenofmoon

nini
ძალიან კარგია <3

მადლობა საყვარელო <3

grafo
ჯერ ერთადაც არ ვართოოოოო...ა, ქალი და მისი ჭკუა:)))).

ხოო,ოხერი გვყავს ევაა)) joy joy

 



№4  offline აქტიური მკითხველი grafo

მე ევას გონებრივ შესაძლებლობებში უფრო მეპარება ეჭვი:))). თორემ, ქალები რომ ოხრები ვართ არაა ეგ ახალი ამბავი.
მაგრამ, მან იმენა სიდებილე დააბრეხვა.
დავითი-დათო გულისამრევი და გადასაშენებელი ტიპია.

 



№5  offline წევრი Queenofmoon

grafo
მე ევას გონებრივ შესაძლებლობებში უფრო მეპარება ეჭვი:))). თორემ, ქალები რომ ოხრები ვართ არაა ეგ ახალი ამბავი.
მაგრამ, მან იმენა სიდებილე დააბრეხვა.
დავითი-დათო გულისამრევი და გადასაშენებელი ტიპია.

კი,ევას პერსონაჟი ნამდვილად არ არის "ჭკვიანი ქალი" ,მაგრამ გამოსწორდება ნელნელა,ბევრი რამ შეიცვლება და მოუწევს. დავითს რაც შეეხება,მგონი ეგ არავის უყვარს:დდ

 



№6 სტუმარი სტუმარი Chikochiko

სტოკჰოლმის სინდრომი დაემართა ევას:დ. მაგრამ იმაზე უფრო ვიხალისე, ჯერ არ მიუცია იოანესთვის და აბა რამეს როგორ სთხოვს?:დდ დაიწვა ევას ჭკუა, პრინციპში ეგეც არ გააჩნია ამ გოგოს. აი დათოზე რაღა ვთქვა, იმედი გაუჩნდა თურმე ბიჭს, ნამდვილი იდიოტი:დდ

 



№7  offline წევრი Avrora-Gallagher

მომდევნოს როდის დადებ ❤️❤️✌️✌️ძალიან მომწონსსსსსს ❤️❤️❤️გამორჩეულიაა????

 



№8  offline წევრი Queenofmoon

Avrora-Gallagher
მომდევნოს როდის დადებ ❤️❤️✌️✌️ძალიან მომწონსსსსსს ❤️❤️❤️გამორჩეულიაა????

მადლობააა <3 ვეცდები მალე დავდო და არ დავაგვიანო. <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent