შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სეზამი -1-


18-04-2018, 20:31
ავტორი sopiko
ნანახია 803

სეზამი -1-

''სეზამი''

[თავი 1]

---
ალი ბაბა სამალავიდან გამოვიდა, მთას მიუახლოვდა და დაიძახა: ''სეზამ, გაიღე!'' კარი გაიღო და ალი ბაბა ოქროთი და ძვირფასეულობით სავსე გამოქვაბულში აღმოჩნდა.



საბრინამ ზიზღითა და სიბრალულით სავსე მზერა შეავლო საწოლში უზრუნველად მძინარე ქმარს და ყავისფერი, თხელი კაბა ტანზე გადაიცვა. ქალაქს უკვე ეღვიძა. ქალმა ფარდები გადაწია და სულაც არ მორიდებია მეუღლის რეაქციას, რომელიც შეიშმუშნა და გვერდი იბრუნა.
''უკვე გათენდა! დროა გაიღვიძოს!''-გაიფიქრა ისე, რომ სრულებით არ უდარდია.
საძინებლიდან რომ გადიოდა, კარები ძლიერად გაიჯახუნა და ჯოზუემაც ამოიღმუილა. სასიხარული იქნებოდა, ცოლის მოპყრობის ასეთ მიზეზს და ქმედებების გამიზნულობას რომ ჩაწვდომოდა, მაგრამ საბრინას იმის იმედი არ ჰქონდა, რომ ეს დღე ოდესმე დადგებოდა. ჯოზუე მხოლოდ და მხოლოდ კლიენტებზე ფიქრობდა და მათ ყოველ მოძრაობას აკვირდებოდა, რათა ვინმეს რაიმე არ აეწაპნა მისთვის. ამაზე კი საკმარისზე მეტადაც იყო ორიენტირებული. თავისი საქმე. თავისი საქმე. აჩემებული ჰქონდა ეს საქმე. გული უკანკალებდა, რომ ვინმეს არ მოეტყუებინა და თვითონ რომ ყოველ წუთას აცურებდა კლიენტებს, ეს სულაც არ ანაღვლებდა.
ნეტავ, გამოიჭირონო, სულ ამას ნატრობდა საბრინა, მაგრამ მისდა საუბედუროდ ყველა სულელი მანაროლას სტუმრობდა. ვერავინ ხვდებოდა, რომ ჯოზუე ღვვინოს ორმაგ ფასს ადებდა და სხვა პროდუქტებსაც ფასს უმატებდა ვითომ იმიტომ, რომ განსაკუთრებული ინგრედიენტებით ამზადებდა, სინამდვილეში კი სხვა ვაჭრისა და მის საქონელს შორის განსხვავება ოდნავადაც კი არ არსებობდა.
-საბრინა!-ახროტინდა ვიღაც საძინებელში.
საბრინამ კბილები გააღრჭიალა. არ განძრეულა. ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი, რომ ეს ხმა ჩაწყდებოდა და მასაც არ მოუწევდა ვალდებულებების გამო ქმრისთვის საწოლთან ხლება.
-საბრინა!-კვლავ უხმო ჯოზუემ მას.
-მოვდივარ!-გასძახა საბრინამ, მტვრის გადასაწმენდი ქსოვილი იქვე მიაგდო და საძინებლისკენ ნელი ნაბიჯებით გაემართა. ფეხები უკან რჩებოდა, თუმცა იმ აზრსაც შეგუებული იყო, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.
ჯოზუე საწოლში იყო წამომჯდარი და ისე ამთქნარებდა, თითქოს ამ ქვეყანაზე დარდი არ ჰქონოდა. სანამ რამეს იტყოდა, ერთიც გაიზმორა და შესიებული სახე ხელებით მოიქავა.
-საუზმედ რა გვაქვს?-ნამძინარევი ხმით შეეკითხა იგი საბრინას და გადასაფარებელი ზანტად გადაიხადა.
საბრინამ ცხვირი აიბზუა და თვალი მის თმებით დაფარულ ფეხებს აარიდა. ვერ წარმოედგინა, როგორ უნდა ელაპარაკა საჭმელზე იმ შეგრძნებების შემდეგ, რაც ახლა ამ სანახაობამ მოჰგვარა.
-საჭმელი... საჭმელი არ გვაქვს. ახლა მოგიმზადებ რამეს.-ჩაიბურტყუნა მან და გაბრუნება დააპირა, მაგრამ ჯოზეიმ შეაჩერა.
-რატომ არ გვაქვს? გუშინ მგონი საკმარისი დრო გქონდა. მთელი დღე არსად არ უნდა წასულიყავი. რამე საქმე გქონდა?-ბღვერით ჰკითხა კაცმა და წამოჯდა.-მგონი ისე იყო, როგორც მე ვამბობ, არა?
საბრინას მხრები მოეწურა. ენას პირში ვეღარაფრის სათქმელად ატრიალებდა. არ იცოდა, როგორ ეთქვა ქმრისთვის, სად იყო გუშინ და იცოდა, ლაპარაკი რომც დაეწყო, ჯოზუე ახსნას ბოლომდე არ დააცდიდა. ხო, ახლაც ტყუილის გარდა არაფერი დარჩენოდა. შეჩვეოდა კიდეც ასეთ სიტუაციებს. ხდებოდა ხოლმე, როცა უნდა ეცრუა, თუ არ უნდოდა, რომ სიმართლის გამო მოხვედროდა.
-ვერონიკას ტოტო ავად გაუხდა, წამლებზე წავიდა თვითონ და მე მთხოვა, ბავშთან დავრჩენილიყავი. უარი ვერ ვუთხარი, ხომ გესმის...-წაიჩურჩულა ძლივსგასაგონად და კითხვით ახედა ქმარს.
-ჰმმ...-ამოიბზუილა კაცმა.-მათია ჯერ არ ჩამოსულა?
-მგონი არა.-ყოყმანით მიუგო საბრინამ, რადგან უკვე რამდენიმე დღე იყო ვერონიკასთან ნორმალურად არ ელაარაკა და დაზუსტებით არ იცოდა მათიას ამბავი.
-რადგან ბავშვი შენ დაგიტოვა, ალბათ, ასეა.-გამოიტანა დასკვნა ჯოზუემ და მუცელი ხმაურით მოიფხანა.-კარგი, კარგი! წადი და გამიკეთე რამე.
საბრინამ თავი დაუქნია და გამოტრიალდა. როგორც კი ოთხი დატოვა, შვებით ამოისუნთქა. მოეჩვენა, რომ საძინებელში ძალიან ცხელოდა, მისაღებში კი მისგან განსხვავებით სასიამოვნი სიგრილე სუფევდა. საბრინა სასწრაფოდ სამზარეულოში შევარდა, რათა ჯოზუეს კიდევ რომ გახსენებოდა რამე და დაეძახა, მას ურეაქციობის გასამართლებელ საბუთად სამზარეულოში ყოფნა დაესახელებინა.
''მშვენიერი დილაა, რა გინდა!''-მწარედ გაივლო თავში და მსუბუქი საუზმის მომზადებას მიჰყო ხელი.

ჯოზუემ ჭუჭყიანი ხელები პირსახოცზე შეიწმინდა, საკიდიდან საყვარელი მოსაცმელი ჩამოხსნა და ღიღინით დატოვა სახლი. საბრინა მანამდე არ დაძრულა ადგილიდან, ვიდრე არ დაინახა ფანჯარაში, რომ კაცი გამვლელებს შეერია. პირსახოცს მივარდა, ჩამოგლიჯა, დაბლა დააგდო, შემდეგ თვითონაც იატაკზე დაეშვა და გულამოსკვნილი აქვითინდა. ქმრისადმი ზიზღი და უსუსურობის შეგრძნება ყელში აწვებოდა და არ იცოდა, ეს განცდა როგორ მოეშორებინა.
შვება რომ იგრძნო, წამოდგა, ნიჟარაში წყალი მოუშვა, ჩააგუბა, შიგნით პირსახოცი ჩააგდო და უკვე მერამდენედ შეუდგა მის რეცხვას მხოლოდ იმიტომ, რომ მისმა ქმარმა დღემდე ვერ გაიგო, რომ ეს პირსახოცი ხელ-პირის დაბანის შემდეგ უნდა გამოეყენებინა.
-საბრინა! საბრინა!-მოესმა შემოსასვლელიდან ვერონიკას დახშული ხმა.
საბრინამ ხელები გადაიბანა, წინსაფარი შეეიხსნა და სამზარეულოდან გავიდა. ფანჯარაში ვერონიკა იჭყიტებოდა და თან აკაკუნებდა. საბრინას თავის მოუსვენარ, ცნობისმოყვარე მეზობელზე გაეცინა, სახელური ჩამოწია და კარი გამოაღო.
-შეგეძლო ჯერ გესინჯა, ღია იყო თუ არა.-ღიმილით მიუგო უკვე სახლში შემოჭრილ ქერათმიან ქალს და უკან მიყვა მას.
-ეგ არ გამხსენებია!-საჩვენებელი თითი ზემოთ აწკიპა ვერონიკამ და სკამს კაბის ფრიალით მიუახლოვდა.-ძლივს დავიჭირე მათია სახლში ეს ორი დღეა და ტოტო დავუტოვე. დავიტანჯე. მთელი კვირაა სახლში ვზივარ.
საბრინას ელდა ეცა. როგორც ჩანდა, მატია უკვე აქ იყო. საბრინა რომ წინა დღეს მათთან ყოფილიყო, მათიას ჩამოსვლის შესახებ ეცოდინებოდა, მაგრამ ეს ხომ სიცრუე იყო. ჯოზუეც თუ გაიგებდა ამას, ყველაფერს მიხვდებოდა და საბრინას კარგი დღე არ დაადგებოდა.
-ანუ... გუშინ მთელი დღე სახლში იყო?-დაეკითხა მაინც.
-ხო, რა იყო? რატომ გაფითრდი? ნუ მაფიქრებინებ, რომ შენ და ჩემი ქმარი რაიმეს მიმალავთ...-კვლავ ლაღად გადაიკისკისა ვერონიკამ, მაგრამ რომ შენიშნა, საბრინას გამომეტყველება არ შეეცვალა, თვითონ წამოდგა, იმავე სკამზე კი მეგობარი დასვა.
-მაგას ჩემს ქმარს ხუმრობითაც კი ნუ გააგონებ, ძალიან გთხოვ!-მოსალოდნელი რისხვით გულშეღონებულ საბრინას თვალები აემღვრა, მაგრამ ვერონიკას თვალწინ ტირილის და თავის გასაჭირზე ალაპარაკების შერცხვა და შურით შეხედა მას.
ალბათ, როგორი კარგი იყო მათიასნაირი ქმარი. ვერონიკა ახლა კი წუწუნებდა, მაგრამ ისე, რაც საბრინა იცნობდა, მადლიერი იყო მეუღლის. მათია მას დიდად არ ზღუდავდა, ის კი არა ცოლთან ერთად ათას ახალაგაზრდულ სისულელეს სჩადიოდა და ყველანაირად ცდილობდა მისი გული მოეგო. საბრინას შორიდან რომ შეეხედა სხვა ადამიანის თვალით საკუთარი თავისთვის და ვერონიკასთვის, საშინელ ზიზღს იგრძნობდა, რადგან ამ ხალისიანი, სიცოცხლით სავსე ქალის გვერდით არარაობა იყო.
-საბრინა, რაზე ჩაფიქრდი? მე აქ მოვედი, ვიფიქრე შენთან საუბრით თავს შევიქცევდი, შენ კი...-წყენით შეახსენა არსებობა ვერონიკამ და კარს გახედა.-თუ მარტო ყოფნა გინდა, შემიძლია მარტო დაგტოვო.
საბრინამ მეგობარს თვალი გაუსწორა. თავს მის წინაშე დამნაშავედ თვლიდა. ვერონიკას უნდოდა მისთვის გაეგო, მაგრამ საბრინა არაფერს ეუბნებოდა, რის გამოც ქალის სურვილს ასრულება არ ეწერა. საბრინამ თბილი ხელი თავის თითებში ჩაბღუჯა და ვერონიკას სევდიანად გაუღიმა.
-მირჩევნია დარჩე.-ჩაიჩურჩულა მან და ვერონიკასაც უმალ მოეფინა სახეზე ღიმილი.

ვერონიკა ჯერ წასული არ იყო, პატარა ბიჭუნამ რომ მოაკაკუნა კარებზე და საბრინას ჯოზუეს დანაბარები გადასცა. ამ უკანასკნელს დღესაც დავიწყებოდა საჭმლის წაღება მაღაზიაში და საბრინას სთხოვდა რაიმეს მიტანას. ქალს თვითონ არაფერი ეჭამა. საუზმედან რაც ყო შემორჩენილი, ხელსახოცში შეახვია და ვერონიკასთან ერთად სახლიდან გამოვიდა.
ქუჩები, როგორც ყოველთვის, ბრწყინავდა. მოზრდილ, შავთმიან ბიჭს ხელში დიდი, ლამაზად მოწნული კალათა ეჭირა ვარდისფერ ყვავილებით და ხმამაღლა გაიძახოდა მის ფასს. საბრინას ის-ის იყო მის გვერდით უნდა ჩაეარა, რომ ბიჭი კალთაზე ჩაებღაუჭა და ხელში ყვავილის შეჩეჩება სცადა.
-იყიდე, რა, სენიორა, შენს შავ თმას ძალიან მოუხდება!-შესთხოვა მოზარდმა.
საბრინას მის მიმართვაზე გაეცინა. მაშინვე ჯიბეები მოიქექა, მაგრამ ფული ვერსად აღმოაჩინა. ტუჩი დანანებით მოიკვნიტა და ბიჭს მიუბრუნდა. საშინლად ესირცხვილებოდა უარის თქმა. ბიჭი ისე გულწრფელად ეუბნებოდა კომპლიმენტს და თან ეტყობოდა ერთი სული ჰქონდა როდის გაყიდიდა ყვავილებს და დაღლილი სულს მოითქვამდა.
-მაპატიე, მაგრამ ფული არ მაქვს. მე... არც კი გამხსენებია.-დაბნეულმა ჩაილუღლუღა და თვალები გააფაციცა.
-შეგიძლია სენიორას ყვავილები მისცე, ფულს მე გადაგიხდი.-მოესმა უეცრად გვერდიდან და შემცბარმა მიიხედა იმ მხარეს.
როცა მისი თვალები თეთრ პერანგსა და რუხ შარვალში გამოწყობილ მაღალ, სპორტული აღნაგობის მქონე მამაკაცს შეეჩეხა, გაშეშდა და აფორიაქებულმა დაუწყო თვალით ქმარს ძებნა. ეჭვობდა, რომ ჯოზუე სუნით გრძნობდა იმ მომენტებს, როცა საბრინას მისი გამოჩენა ჭირივით არ უნდოდა. გადაწყვიტა უკან დაეხია და საერთოდ გაქცეულიყო, მაგრამ უსიტყვოდ ასე მოქცევა ეუხერხულა და პირი რაღაცის სათქმელად გააღო.
-არა, არ არის საჭირო, ეს...
სიტყვის დასრულებაც ვერ მოასწრო, რომ ყვავილი უკვე ხელში ეჭირა, ბიჭი კი ბედნიერი უღიმოდა.
-თმაში გაიკეთეთ!-თმაზე ანიშნა ბიჭმა და აღარ დალოდებია, ახლა სხვა მხარეს წავიდა, რომ ყველა ყვავილი ასე იღბლიანად გაეყიდა.
საბრინა მამაკაცს მიუბრუნდა, რომ მადლობა გადაეხადა, მაგრამ ის თითქოს ქალის ფიქრებს მიხვდაო, მაშინვე ალაპარაკდა:
-მადლობის გადახდა საჭირო არაა, უბრალოდ ბიჭს დავეხმარეთ!
მამაკაცს სახეზე არც ერთი ნერვი არ უტოკავდა. საკმაოდ მშვიდად გამოიყურებოდა და თან სერიოზული ადამიანის იერს არ იშორებდა. საბრინამ წამით უემოციობის გამო მასა და მის ქმარს შორის პარალელები გაავლო, მაგრამ მყისვე უარყო თავისი ასეთი ფიქრები. ეს კეთილშობილი მამაკაცი ჯოზუესგან სრულებით შორს იდგა და საბრინას ის ისე არ უნდა დაემცირებინა, რომ ასეთი აზრები გაევლო თუნდაც მხოლოდ თავის გონებაშიც, რომელზეც ძალაუფლება სწორედ მას გააჩნდა.
-კეთილი ადამიანი ბრძანდებით!-აღნიშნა საბრინამ და წინ წაიწია, რადგან მიხვდა, რომ მამაკაციც მის გზაზე მოდიოდა.
-ეს უკვე ზედმეტია! მხოლოდ და მხოლოდ სიხარბე თუ შემიშლიდა ხელს იმაში, რომ ცოტაოდენი ფული პატარა ბიჭის ღიმილის სანაცვლოდ დამეთმო, რაც საბედნიეროდ თავზე არ დამბერტყვია!-გულგრილად უკრა ხელი კომპლიმენტზე საბრინას მამაკაცმა.
საბრინამ თავი უხერხულად იგრძნო. ისიც კი იფიქრა, იქნებ ჯობდა საერთოდ არაფერი მეთქვაო, მაგრამ შემდგომ თავი იმით დაიმშვიდა, რომ ამ კაცს პირველად ხედავდა და შესაძლო იყო უკანასკნელადაც, სწორედ ამიტომ ამაზე ნერვიულობცა არ ღირდა.
-ფუნთუშები! იყიდეთ ცხელ-ცხელი ფუნთუშები!-იძახდა თეთრი, გახამებული ქუდის მქონე მცხობელი და ხელებს, რომლებშიც ცხელი ფუნთუშები ეჭირა, წინ იშვერდა.
''საჭმელი ცოტაა. ჯოზუესაც წავუღებ და ცოტას მეც შევჭამ.''-გაიფიქრა საბრინამ და თავისივე აზრი თვითონვე ჩაუჯდა ჭკუაში.
-იაკოპო, თუ შეიძლება სამი ფუნთუშა მომეცი და ფულს მოგვიანებით ჩამოგიტან.-თავაზიანად სთხოვა კაცს და დახლთან ჩამოდგა.
-ეგ რა სალაპარაკოა, ჩემო საბრინა!-დაშაქრული ენით მიუგო იაკოპომ.-ყველაზე ლამაზ ქალს ყველაზე ცხელსა და გემრიელ ფუნთუშას მივართმევ.
იაკოპომ სამი ფუნთუშა დახლიდან აიღო, ქაღალდში შეახვია და საბრინას გაუწოდა, მაგრამ ქალმა შეაჩერა.
-ისეთები არ გაქვს, ის... ის... ხორბლისფერი ფიფქებით?-სახელი ვერაფრით დაარქვა იმას, რაც გონებაში ჰქონდა და რომ გაიაზრა, როგორ სასაცილოდ ლაპარაკობდა თანაც იმ ბატონის წინაშე, რომელიც ისევ მის გვერდით იდგა, ყურებამდე გაწითლდა.
-აჰ, ამას გულისხმობ, არა?-დახლიდან ზუსტად ისეთი ფუნთუშა აიღო იაკოპომ, როგორიც საბრინას სურდა.-ამ ბოლო დროს ყველა ასეთს ითხოვს! მგონი ბიზნესს სახე უნდა შევუცვალო.
კაცმა გადაიხარხარა და ჩვეულებრივი ფუნთუშები ისეთებით შეცვალა, თეთრი ფანტელები რომ ეყარა ზედ.
-ეს შირბახტია და ლათინურად წარმოითქმის, როგორც სეზამი.-მათ საუბარში ჩაერია მამაკაცი და იაკოპოს მიმართა.-ერთ ფუნთუშას მეც ავიღებ, ბატონო იაკოპო.
იაკოპომ სკეპტიკური მზერით შეათვალიერა ის, თუმცა შემდგომ გაახსენდა, რომ საბრინამ მისი სახელი ლაპარაკში ახსენა და ეჭვები გაუქრა. ერთი ფუნთუშაც აიღო დახლიდან და უცნობ კლიენტს გაუწოდა.
-სეზამი? სეზამი ახსენეთ?-გვიანღა გაიხსენა მამაკაცის ნათქვამი საბრინამ და ჩაფიქრდა.
-დიახ, ასეა. ის, რაც ასე მოგწონთ, სეზამია, იგივე შირბახტი.-დაემოწმა მყისვე.
-ეს სიტყვა საიდანღაც მაგონდება და არ ვიცი, საიდან.-ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა საბრინამ და თან რაღაც ღრმად დავიწყებულის გახსენებას შეეცადა.-ხო, აღმოსავლური ზღაპარი იყო. დედა მიკითხავდა ხოლმე. ერთ ღარიბ კაცზე და მის წინ გადაშლილ მდიდრულ, ახალ და ლამაზ სამყაროზე.
-რომელიც უზრუნველსა და საინტერესო მომავალს უწინასწარმეტყველებდა!-დააკონკრეტა მამაკაცმა და ფუნთუშა მოხერხებულად დაიჭირა ხელში.
-გემრიელად მიირთვით!-გულღიად გაუღიმა მყიდველებს იაკოპომ და ჩვეული სიტყვებით უხმო ხალხს:
-ფუნთუშები! ცხელი, გემრიელი ფუნთუშები...

^^^
თუ გახსოვთ, ეს რომანი 2017 წლის ზაფხულში დავიწყე, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების გამო შევწყვიტე.
მგონი ჩემს ცხოვრებაში დადგა ის ეტაპი, როდესაც უკვე შემიძლია, რომ წერა განვაგრძო და იმედია თქვენ ისევ ჩემთან იქნებით და ამ პაუზამ ინტერესი არ გაგინელათ.
უყვარხართ სოფიკოს!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი Shorena kiladze

Saertod AR velodi am istorias SOP me vkitxulobdi da isev davicye zalian gamaxare chemo tkbilo .maxsovs zaluan kargad da veli shemdegi tavs isev ROM cavikitxo

 



№2  offline მოდერი sopiko

Shorena kiladze
Saertod AR velodi am istorias SOP me vkitxulobdi da isev davicye zalian gamaxare chemo tkbilo .maxsovs zaluan kargad da veli shemdegi tavs isev ROM cavikitxo

შორე, შენ რომ ისევ ჩემთან იქნებოდი, ეჭვიც არ მეპარებოდა <3
ძალიან მიყვარხარ და გაფასებ!

 



№3 სტუმარი Qeti qimucadze

DEs istoria adrec ido aq da cavikitxe, shemdeg gacydaa, zalian mixaria rom gaagrzelet cera, carmatebebii da didixans nu gvalodenebtt

 



№4  offline მოდერი sopiko

Qeti qimucadze
DEs istoria adrec ido aq da cavikitxe, shemdeg gacydaa, zalian mixaria rom gaagrzelet cera, carmatebebii da didixans nu gvalodenebtt

მიხარია, რომ გახსოვს, ქეთი <3
შევეცდები არ გალოდინოთ...

 



№5 სტუმარი სტუმარი მოცინარი

ოჰჰჰ ამას ვის ვხედაავ heart_eyes მახსოვს ეს ისტორია <3 გული დამწყდა რომ შეწყვიტე, მაგრაამ! ახლა როგორ მიხარია არ იცი <3
ეს ფუნთუშები კიდე მომინდა, ისე გემრიელად ლაპარაკობდი მაგათზე :დდდ მამაკაცს მგონი მიქაელი ჰქვია ხომ? თუ მიქელე თუ რაღაც. მე ყველა შემთხვევაში ძალიან, ძალიან მომწონს <3
ეს ჯოზუე არის საქონელი! ვოტ. ძალიან არ მომწონს! ვერონიკა ძალიან საყვარელია! კიდევ კარგი საბრინას ის მაინც ყავს. საბრინაზე რა გითხრა. კარგი გოგოა კი, მაგრამ... თირზას გავს. იმედია მასავით არ დაასრულებს pensive წავალ მეორე თავს წავიკითხავ, მგონი დაიდო <3

 



№6  offline მოდერი sopiko

სტუმარი მოცინარი
ოჰჰჰ ამას ვის ვხედაავ heart_eyes მახსოვს ეს ისტორია <3 გული დამწყდა რომ შეწყვიტე, მაგრაამ! ახლა როგორ მიხარია არ იცი <3
ეს ფუნთუშები კიდე მომინდა, ისე გემრიელად ლაპარაკობდი მაგათზე :დდდ მამაკაცს მგონი მიქაელი ჰქვია ხომ? თუ მიქელე თუ რაღაც. მე ყველა შემთხვევაში ძალიან, ძალიან მომწონს <3
ეს ჯოზუე არის საქონელი! ვოტ. ძალიან არ მომწონს! ვერონიკა ძალიან საყვარელია! კიდევ კარგი საბრინას ის მაინც ყავს. საბრინაზე რა გითხრა. კარგი გოგოა კი, მაგრამ... თირზას გავს. იმედია მასავით არ დაასრულებს pensive წავალ მეორე თავს წავიკითხავ, მგონი დაიდო <3

თირზას ჰგავსო, რომ თქვი, გული მომიკვდა, თუმცა საბრინა ნამდვილად განსხვავდება თირზასგან. თირზა ფიცხი, დაუფიქრებელი და პირდაპირი იყო, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, სუსტ არსებად იქცეოდა ხოლმე, საბრინა კი ტრადიციების მიმდევარი, მშვიდი, გულჩახვეული და თავმოყვარე გოგოა, რომელსაც სპონტანურადაც შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება.
ვიმედოვნებ, ერთნაირად არ დაასრულებენ ;დდ
დიდი მადლობა შენ ამ სიტყვებისთვის!

 



№7 სტუმარი სტუმარი ლიკკა

დამაინტრესდა და ვკითხულობ, მეც შენთან ვარ )

 



№8  offline მოდერი sopiko

სტუმარი ლიკკა
დამაინტრესდა და ვკითხულობ, მეც შენთან ვარ )

მიხარია, ლიკა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent