შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაღალი საზოგადოება ( თავი 14 )


19-04-2018, 19:58
ავტორი teengirllove
ნანახია 1 162

მაღალი საზოგადოება ( თავი 14 )

დილით ადრე მეღვიძება ,იმდენად ადრე რომ წესიერად გათენებულიც არ არის,ვცდილობ ძილი შევიბრუნო მაგრამ არ გამომდის,კიდევ უფრო მაგრად ვეხვევი საბანში ,ფანჯრისკენ ვაბრუნებ პირს:ცას უცნაური ფერი დაჰკრავს ,ნახევრად ბნელია ,ნახევრად ნათელი ,დღისა და ღამის შერწყმასავითაა..ჩემი ამჟამინდელი ყოფა მახსენდება და ამ ფერებს ვუკავშირებ,ნახევარი გავარკვიე ,ნახევარი კი ისევ ბნელს აქვს მოცული..სიმართლე ,რომ ვთქვა არასოდეს მდომებია დეტექტივობა ,ყოველთვის წყნარი ცხოვრება მქონდა ,ისეთი როგორიც ვიყავი ,მშვიდად მივდიოდი სკოლაში ,ვესწრებოდი გაკვეთილებს ისე რომ არავის ველაპარაკებოდი ,მერე წყნარად ვაღამებდი ოთახში.ახლო მეგობარიც არ მყოლია,განა იმიტომ ,რომ მათ არ უნდოდათ,არა,უბრალოდ ეს მე ვიყავი ყოველთვის ჩაკეტილი,წიგნებთან და ფანქრებთან მერჩივნა ჯდომა ,სულელურ ჭორაობასა და ხეტილას. აქ რომ ჩამოვდიოდი მეგონა აქაც ყველაფერი ესე იქნებოდა,მაგრამ უარესი მოხდა,თან ვინ აღმოჩნდა მტყუანი,ჩემი ოჯახი,ოჯახი რომელსაც ყველაზე მეტად ვენდობოდი. ადამიანების ნდობა თურქეთში დავკარგე,მაშინ როდესაც -ერთმა ბიჭმა შუა ქუჩაში სცემა თავისი შეყვარებული ,მხოლოდ იმიტომ რომ მან მოლარეს გაუღიმა ,თავად ეს ბიჭი კი წინა ღამით სხვა გოგოსთან ერთობოდა სკვერში..მაშინ დავრწმუნდი ,რომ ადამიანი სასტიკი არსებაა,არავის ნდობა არ შეიძლება შენი ოჯახის წევრის გარდა.დედაჩემი და მამაჩემი ჩემთვის ყველაფერია,სწორედ ამიტომ ვერ ავიტანე რომ მატყუებენ ,ამიტომ მაქვს სურვილი გავარკვიო სიმართლე ,მინდა ბნელი წარსული სინათლით შევცვალო და სამუდამოდ ჩამოვაშორო მათ მატყუარას იარლიყი,რომელიც ჩემს თვალში აქვთ მიმაგრებული..რაც შეიძლება მალე უნდა გავიგო ყველაფერი რომ მშვიდად გავაგრძელო ცხოვრება ,რაც აქ გადმოვედი თითქოს სხვანარ სამყაროში მოვხვდი,აქ არ შეიძლება იყო უჩინარი,აქ ყველამ ყველაფერი იცის შენზე ,ყველა გაკვირდება ,ჭორაობს .ეხლა რომ ავდგე და სადმე წყნარ ადგილას მოვინდომო წასვლა ვერ წავალ,განა იმიტომ რომ შემეშინდება ,არა ,უბრალოდ ასეთი ადგილი აქ არ მოიძებნება,ყველგან ხალხია,ყველგან საფრთხეა,ყველგან ნაცნობია ,აქ ფეხით და ველოსიპედით ნორმალურად ვერ ივლი,შეიძლება ვინმე შეგასკდეს და აქეთ დაგადანაშაულოს ,ასეთია რეალური სამყარო,მას მე ჭუჭყსა და სიბინძურეში გახვეულს ვხედავ,ჰაერიც კი მოწამლულია ადამიანების სისაძაგლით..
ხელს ვყოფ და საათს ვაკვირდები 7:30 ,ცოტახანს კიდევ ვჩერდები ლოგინში,შემდეგ ვდგები,სწრაფად ვიცვავ შავ შარვალს,ვარდისფერ ზოლებიან მაისურს,თბილ ბატინკებსა და ჟაკეტს ,უკვე ნოემბერია ,რა მალე გავიდა დრო,მოუთმენლად ველოდები თოვლს,პატარა ბავშვივით მიხარია როცა ვხედავ ...სწრაფად გავდივარ სამზარეულოში,ჩემდა გასაკვირად მამა მხვდება სკამზე ჩამომჯდარი ,გაზეთი უჭირავს და კითხულობს ,სათვალე ცხვირსე დაუკობსია ,თმა ოდნაბ გაჩეჩილი აქბს..ნელა ვუახლოვდები და მის წინ ვჯდები,მოთმინებით ვაკვირდები მის სახეს ,როგორი შავი თვალები აქვს ,რომ შეხედავ და ერთი წამით ელდა გეცემა ისეთი, ამავე ფერის თმა ,რომელსაც ჭაღარის ნასახი არ აქვს ,სწორი ცხვირი და ზომიერი ტუჩები,ხორბლისფერი კანი,მას ვგავარ,ძალიან ვგავარ,ზუსტად მისი ასლი ვარ ,მაგრამ ხასიათი სხვადასხვა გვაქვს ,ხასიათით დედას ვამსგავსებ ჩემს თავს ,ყველაფერში არა ოღონდ,მამას გულჩათხრობილობით ვგავარ,დედას კი სიმტკიცითა და სიჯიუტით..
-რამე ხდება ნიტა? მისი ხმა ოდნავ ჩახლეჩილი მომეჩვენა ,სიგარეტის კოლოფი გახსნა და მოუკიდა,გაზეთი მაგიდაზე ხმაურით დადო,თვალებში ჩამაცქერდა და გამიღიმა
-არა მა ,არაფერი,უბრალოდ გაკვირდებოდი
-მერე ,რა გადაწყვიტე?
-ის რომ ძალიან გგავარ...ვუთხარი ღიმილით,მასაც გაეღიმა ,თვალები აუციმციმდა
-მგავხარ მა ,აბა როგორ ,ჩემი გოგო ხარ..მომახლოვდა და აკანკალებული ხელი გადამისვა თავზე
-დედასიც ვარ მაგრამ არ ვგავარ ...მწუხარებით წარმოვთქვი
-ოო ეგ უკვე გენების ბრალია,ჩვენ ვერაფერსა შევცვლით...მხრებში გასწორდა და თვალი ჩამიკრა
-მა შეიძლება რაღაც გკითხო? დავიწყე შეპარვით
-აბა რა გაინტერესებს კიდევ ჩემი წარსულიდან? ამოიგმინა და ღიმილითვე მომმართა
-წარსულიდან? გამიკვირდა ასე მალე რომ მიხვდა
-ხო სულ მაგაზე მეკითხები ამ ბოლო დროს..
-აა ხო..მა ,შენ დედისერთა ხარ?
ცოტახანს სახეზე ვაკვირდებოდი,იმდენად დაჟინებით რომ არ გამომპარვია როგორ გადაურბინა გაკვივებამ,ტკივილმა და იმედგაცრუებამ ერთდროულად ,ქვედა ტუჩი აუთამაშდა ,სათვალე მოიხსნა და მაგიდაზე დადო
-არა..მყავდა ძმა ,ლევანი ერქვა ,ჩემზე ერთი წლით პატარა იყო
-მე რატომ არ ვიცი ამაზე?გუშინ დედას ვკითხე და არაო,რატომ მომატყუა,ბიძია თუ მყავდა არ უნდა გემგო?
-მომისმინე შვილო. ლევანი -ვიგრძენი როგორ გაუჭირდა ამ სახელის წარმოთქმა-ის ,დიდი ხნის წინ გარდაიცვალა,ჯერ კიდევ არ იყავი დაბადებული შენ ,დედაშენიც არ იცნობდა ,მისი გახსენება ტკივილს მაყენებდა ყოველ ჯერზე,ამიტომ დავმალე ,უფროსწორედ აღარ ვახსენებდი..
-გასაგებია...ჩავილაპარაკე ჩემთვის
-ხოო,ისე ბიძიასაც გავხარ..მითხრა ღიმილით
-მართლა,რითი?
-ხო,ყველაფრით,მე და ის ძალიან ვგავდით ერთმანეთს,თითქმის ვერ გვარჩევდნენ,უბრალოდ მე უფრო გამხდარი ვიყავი ყოველთვის..კაი მა წავედი მე ჩავიცვა და სამსახურში გავვარდე..მითხრა და ღიმილით გავიდა სამზარეულოდან.
მეც გასვლას ვაპირებდი ტელეფონი რომ აწკრიალდა ,, დილამშვიდობისა" ,მომდის უცნობისგან მესიჯი,ეს კიდევ ცოცხალია? ვფიქრობ ჩემთვის,პასუხს არ ვცემ.
,,რატომ არ მპასუხობ?" ,როგორც ჩანს უცნობი არ ნებდება ,,არ გინდა გაიგო ვინ ვარ?",აი აქ კი უკვე გადავწყვიტე მეპასუხა ,,ვინ ხარ?" , ,,ნაცნობი"
,,ეგ რა პასუხია?" , ,, იმეგობრე ჩემთან და მალე გაიგებ ,, ,აღარაფერი მიმიწერია , ,,დუმილი თანხმობის ნიშანია " , მივხვდი ასე ადვილად არ მომეშვებოდა ,,კარგი ჯანდაბას " , ,,ძალიან კარგი,დღეს სკოლაში მიდიხარ?" ,,არა" ,, მე კი" ,,ასეთი სულელური კითხვებით უნდა მისვა სულ? " ,,ოხ ,როგორი მკაცრი და უკარება ხარ" ,,,შენ არ იცი მე როგორი ვარ " , ,,ვიცი ,ვიცი...რა ფერი გიყვარს ნიტა? " ,, წითელი" ,,ოხ შენ ვარდები გეყვარება" ,,კი ,რაიყო ჩუქებას ხომარ აპირებ?" ,,ვნახოთ :)) "
ტელეფონი გავთიშე , ჩანთაში ჩავაგდე ,მიკვირს დედას ამდენი ხანი რომ სძინავს , მამა უკვე წავიდა ,მეც ქურთუკს ვიცვავ,ხელებს ჯიბეებში ვყოფ და სწრაფად გავდივარ სახლიდან . კორპუსთან უკვე დგას ნუცას მანქანა ,სწრაფად ვჯდები და ვეხვევი
-აბა წავედით.. ღიმილს მაგებებს წამში
-ხო,ოღონდ მალე ჩამოვიდეთ კინოშიც მივდივართ ხომ იცი
-აა ხო ,სულ დამავიწყდა...ისე ჩაილაპარაკა ვითომც არაფერიო
-ხოო,ამიტომაც ხარ ასე გამოპრანჭული..ავათვალიერე :შავი ტყავის შარვალი,ლამაზი ოდნავ ამოღებული თეთრი ,თვლებით გაფორმებული ზედა ,შავი ტყავის ქურთუკი და დაბალყელიანი ბათინკები ეცვა . თმა დაეხვია ,სახეზე კი მსუბუქი მაკიჟი
-სულაც არ გამოვპრანჭულვარ, უბრალოდ ბებოსთან მივდივარ და მინდა კარგად გამოვიყურებოდე ,თან არ მადარდებს ნიკა რას იფიქრებს.
-მე ნიკა არც მიხსენებია.
-ბბბბ..მერე მე ვახსენე? ხო კარგი მალე მივალთ ,შენ რომ გაგიცნობს გაეხარდება ალბათ
-ცოტას ვნერვიულობ ,რომ არ მიმიღოს?
-მიგიღებს,ბებია ეგეთი არ არის...
მხრები ავიჩეჩე ,თავი ფანჯარას მივადე და გზას დავაკვირდი, ქალაქიდან უკვე გავედით ,წყნეთში მივდიოდით აგარაკზე,კიდევ ერთი საათი ვიმგზავრეთ ,შემდეგ უზარმაზარი შავი ჭიშკრის წინ გავჩერდით , ნელა გადმოვედი მანქანიდან, კარები დაცვამ გააღო,ნუცას მიესალმა და შიგნით შეგვიშვა . უზარმაზარი სამსართულიანი სახლი წამოჭიმულიყო შუაგულ ეზოში,უამრავი მცენარე და გაშიშვლებული ხეები ამშვენებდა ამ ეზოს,კარებში მალევე გამოჩნდა შუახნის ქალბატონი,თეთრი თმითა და ცისფერი თვალებით,ეხლა მივხვდი ვის ჰგავდა დათო ბიძია.მხიარულად წამოვიდა ჩვენსკენ ,ნუცას მაგრად ჩაეხუტა ,მოიკითხა და გადაკოცნა .შემდეგ მე მომიბრუნდა ,პირი გავაღე იმის სათქმელას თუ ვინ ვიყავი მაგრამ თვითონ დამასწრო -ნიტა,შენ ალბათ ნიტა ხარ ხო?
-დიახ .. ვუთხნარი წყნარად ,უცებ ცრემლები წამოუვიდა ,აკანკალებული ხელები მომხვია და მაგრად მიმიხუტა -როგირ გავხარ შვილო მამაშენს ,ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული..
ამ სიტყვების გაგონებაზე ელდა მეცა ,წამში მოვშორდი -რა თქვით?-ნუცას გადავხედე ,გაკვირვებული თვალებით მიყურებდა
-წამოდი შიგნით შევიდეთ ბებო ,არ მინდა გაცივდეთ. მორჩილად შევყევი სახლში ,ულამაზესი სახლი იყო,სუფთა და მყუდრო ,ბუხართან დაგვსვა ,დამხმარე ქალს ჩაისა და ტკბილეულის მოტანა დაავალა ,თვითონ კი წინ ჩამოგვიჯდა
-აბა ,ნუცა ბებო რამ გაგახსენა ჩემი თავი?
-კაი რა ბე ,ხომ იცი სულ მახსოვხარ ,უბრალოდ ვსწავლობ,ახლა არდადეგებზე აუცილებლად ჩამოვალ ..
-კარგი ხო,შენ და შენს ძმას მიზეზები არ გელევათ ..ხელი აიქნია მოხუცმა -შენ ნიტა ,მომიყევი შენზე,ისე მიხარია რომ ჩამოხვედი,მეგონა მაშინდელის შემდეგ ვეღარ გნახავდი ბებო,ისეთი პაწუკა იყავი ,ლევანი ისეთი ბედნიერი.
სახელის გაგონებაზე შევცბი-ლევანი?
-ხო ,მამაშენი ...აი აქ უკვე გული ხელით მეჭირა ,ათასი რამ ვიფიქრე და წარმოვიდგინე,ცრემლები ძლივს შევიკავე ,მერე ვიფიქრე მოხუცია და ალბათ სახელი შეეშალათქო
-იცით გეშლებათ მამაჩემს რატი ქვია ..ლევნი მისი გარდაცვლილი ძმაა..მოხუცმა წარბაწეულმა შემომხედა ჯერ მე ,შემდეგ ნუცას .კარგახანს გვიყურებდა ასე ,შემდეგ ნაძალადევად გაიღიმა -ხო რათქმაუნდა ,დავბერდი და ალბათ ამერია.
გულზე მომეშვა ,ამასობაში ცხელი ჩაიც შემოიტანეს ,ის კანფეტებიც მე რომ მიყვარს :რძითა და შოკოლადით ..ჭიქას დავწვდი ,ხელები შემოვხვია ,სითბო ჩამეღვარა ორგანიზმში,ეხლაღა მივხვდი როგორ შემცივნია გარეთ..

-ბე შენთან საქმ გვაქვს ..ღიმილით მიმართა ნუცამ
-გისმენ ჩემო ლამაზო გოგონავ
-ბე ,ჩვენ ახლახანს გავიცანით ერთმანეთი,კლასელები ვართ.შემდეგ გა ვიგეთ რომ თურმე ბიძაშვილებიც ..იცი წესიერად არავინ არაფერს გვიყვება ბე ,შენღა დაგვრჩი იმედად..მოგვიყევი რა ,რატომ იჩხუბეს ბაბუამ და ბიძია რატიმ?
ქალმა ჯერ ნერვიულად გადმოგვხედა ,შემდეგ ხელების წვალებას მოჰყვა.მივხვდი ორჭოფობდა რა ექნა ,გვერდით მივუჯექი და ხელი მოვხვიე
-ბები..ხომ შეიძლება ასე დაგიძახოთ?-აცრემლიანებულმა დამიქნია თავი-ჩვენ უბრალოდ გვინდა მამა და ბიძია დათო შევარიგოთ.იცით ისინი ორივე ძალიან დარდობენ..
მოხუცმა ნაზად გადამისვა თავზე ხელი -რაკარგი ჰყავხარ გამზრდელს შვილო.ნუცა ბებო მიდი შენ აქედან მომიჯექი,ორივეს მოგეხვიოთ ..ნუცა მორჩილად გადმოვიდა და თავი დაადო -ბე ,ხომ გვეტყვი ?
-კი შვილო ,გეტყვით აბა რას ვიზამ ..-ჩაი მოსვა ,შემდეგ ჩაახველა და მოყოლა დაიწყო-2002 წლი იყო,თითქოს ყველაფერი კარგად იყო,საღამოობით როგორც ყოველთვის მთელი ოჯახი შევიკრიბეთ,ერთად უნდა გვევახშმა .თითქოს ყველა მოვიდა ,რატი აგვიანებდა რატომღაც ,მაშინ ლევანი ახალი გარდაცვლილი იყო,ნათელში ამყოფოს ღმერთმა მისი სული,ხოდა ვიფიქრეთ იქ წავიდა ..სასაფლაოზეთქო,დიდხან ველოდეთ მაგრამ არ მოვიდა ,ნუცა მაშინ შენ ძალიან პატარა იყავი,დედაშენმა ვერ გაგაჩერა ,ბევრს ტიროდი,ამიტომ დათომ დარჩენა გადაწყვიტა.დიდხანს ველოდეთ რატის,ზუსტად 1:00 საათზე მოვიდა ,გამოგვიცხადა ცოლი მოვიყვანეო
-ცოლი?! ვერ დავმალე გაკვირვება
-ხო შვილო ცოლი
-მაგრამ ამ დროს მე დაბადებული ვიყავი უკვე ,ანუ დედაჩემი..
-დედაშენი მისი ცოლი არ იყო მაგ დროს,სწორედ იმ დღეს მოიყვანა. ჩემი ქმარი გაბრაზდა ,ცოლი თუ მოგყავდა კეთილი გენება და გეთქვა ,ქორწილი გადაგეხადა ან გოგო გაგეცნო ჩვენთვისო,არ ვიცოდით ვინ მოჰყავდა . როცა გვითხრა ,გურამი გაბრაზდა ,დედაშენი კი კარგი გოგო იყო ნიტა ,მაგრამ ხომ ხვდები დაბალი ფენიდან ,თანაც..-აქ გაჩერდა-ხოდა არ აპატია,ხალხი რას იტყვისო,მაშინ სხვა დრო იყო ,ასე დაბალი ფენის ადამიანის მაღალ ზაოგადოებაში მოხვედრა არ ხდებოდა,ოჯახს სასაცილოდ აიგდებდნენ. გოგო არც უნახავს ისე გააგდო..
-ანუ მამა დედას გამი გააგდეთ სახლიდან?
-გურამიმ გააგდო,დიდხანს ვეხვეწე ეს არ ექნა,თან შენც 1 წლის იყავი ,მაგრამ არ დამიჯერა ..იმ ამბის შემდეგ ძალიან შეიცვალა,უფრო მკაცრი გახდა ,დათოს მიმართ მომთხოვნი,კომპანიის საქმე მთლიანად თვითონ ჩაიბარა ,ანგარიშებსა და ყველაფერს თვითონ აკონტროლებდა..მერე გულმა შეაწუხა ,სიკვდილის წინ რატის ნახვას ითხოვდა ,მაგრამ მამაშენმა ვერ აპატია .არ აოატია ბავშვთან და ცოლთან ერთად ქუჩაში დატოვება.
ჩაი ისევ მოსვა ,ცოტახანს ვიაყვი ესე დამძიმებული,მაგრამ შემდეგ სიამაყე ვიგრძენი მამის გამო, მან ხომ ჩვენს გამო ოჯახი დათმო.
-ნუცა ,შვილო ბექა როგორ არის?
-კარგად არის ბე ,მუშაობს ჩვენს ფირმაში,მთავარ იურისტად
-დედა!! -თავში წამოირტყა ბებომ ხელები-ჩვენს ფირმაში იურისტად,სულ გაგიჟდა მამაშენი შვილო,საკუთარ ფირმაში შვილი უფროსად არ დასვა?!
-ბებო ეს ბექას გადაწყვეტილება იყო,ჯერ იურისტად უნდა რომ იმუშაოს ,მერე მამა რომ მოხუცდება ,თავად გაუძღვება ფირმას ..
-ხო,ჩემი ჭკვიანი ბიჭი,კარგად მოუფიქრებია...ნიტა რატი რას საქმიანობს ბები?
-მამა არქიტექტორია ,დაკვეთებს იღებს უცხოელი ინვესტორებისაგან.
-ხო სულ უნდოდა ამ პროფესიით ემუშავა ,მაგრამ გურამმა საშუალება არ მისცა ,გინდათუარა ჩვენს კომპანიაში უნდა იმუშავოო.მიხარია თუ აუხდა ოცნება .. ცრემლი მოადგა ქალს თვალზე
-კარგი ბე ,უნდა წავიდეთ ეხლა მე და ნუცა ..დღეიდან ხშირად ამოვალთ ხოლმე გპირდები..
-ასე მალე ბებო გენაცვალოთ?
-ხო რა ბე ,სხვა საქმეებიც გვაქვს ..მხარი ამიბა ნუცამ
-ნუციკო ბებო,ბექამ გამომიაროს..გადაგვეხვია ორივეს ბებო ..ჩვენს გახარებულები ჩავჯექით მანქანაში და თვილისისკენ გამოვეშურეთ,უკვე 3 საათი სრულდებოდა
-რა მალე გავიდა ბებოსთან დრო არა? დუმილი დაარღვია ნუცამ
-ხო ,რა სასიამოვნო ქალია და რა ლამაზი
-ხო,ბებია ყველაზე მეტად მიყვარს,ყოველთვის მიხარია ზაფხულში მასთან ჩასვლა.
-ხოო...მე ,რა არ მესმის იცი?
-რა?
-დიდი არაფერი მიზეზი ყოფილა ამ ჩხუბის,რატომ გვიმალავდნენ ასე გულმოდგინედ? რა სისულელე იყო ეს, ან აქამდე მოვსულიყავით ბებოსთან როგორ ვერ მოვტვინეთ,ან დედამ რომ მითხრა შენ უფრო გეტკინებაო,ამაზე მითხრა?საერთოდ არ მტკენია,პირიქით მამაჩემი საქციელი მეამაყება..
-ხო ეგ მეც მაფიქრებს,ასეთი რაიყო ეხლა ..მოკლედ ,ეს უფროსები ძაან სისულელეებს მალავენ რა ..სიცილი აუტყდა ნუცას ,მას მეც ავყევი..
ტელეფონზე ზარი შემოვიდა,სანდრო იყო
-გისმენ სან..
-რაგჭირს ,რა მხიარული ხმა გაქვს
-არაფერი,კარგ ხასიათზე ვარ უბრალოდ
-ხოო..აბა რას შვებით?
-არაფერს რას უნდა ვშვებოდეთ
-ხომ მოდიხართ?
-სად? თავი გამოვიშტერე
-ნიტა ,ეხლა არ გამაბრაზო!
-სანდრო ,ვერ ვხვდები ,რა გინდა?... ნუცას გადავხედე,სიცილს ძლივს იკავებდა
-კინოში წასვლა ,რომ დავგეგმეთ დაგავიწყდა?
-აა ხო,კი კი მანდ მოვდივართ...ვუთხარი და სიცილი ავტეხე
-მოიცა მოხვალ შენ ,დაგსჯი მაგ ტყუილისათვის
-ვიცი მე შენი დასჯის ხერხები..
-რა ფილმზე წავიდეთ?
-ჯერ არ მოგიფიქრებია?
-ნწ ..გოგოებმა გადაწყვიტონო ნიკამ
-მოიცა..ნუცა ნიკამ ფილმი გოგოებმა მოიფიქრონო -მივუბრუნდი გაღიმებულ ნუცას
-ოხ ,ტვინი ქონია ვაჟბატონს..უთხარი ,მმ..,,ზოოტოპია"-ზე წავიდეთთქო
-,,ზოოტოპიაზეო" ქალბატონმა
-კაი..მოიცა რა? აუ კაით რა ,რა ზოოტოპია რამდენი წლისები ხართ ტოო!!
-კიბატონო მაშინ თქვენ შედით რაზეც გინდათ ,რაღას გვპატიჟებდით
-კაი ხო კაი,ვიყიდი მაგის ბილეთებს
-დაძალებული არ მინდა ,მადლობა...ცხვირი ავიბზუე
-არა რას ამბობ,ეხლა ბანერს შევხედე და მეც დამაინტერესა... მის ტყუილზე გამეცინა
-კაი ხო,მოვალთ მალე..
-კაი უკარებავ...კოცნის იმიტაცია გააკეთა ტელეფონში და გამითიშა.
კმაყოფილმა გადავხედე გაბღენძილ ნუცას -გოგო ეგ ხომ ნანახი გვაქვს ,რათ გინდოდა კიდე მაგაზე წასვლა?
-მე კი მაქვს ,მაგრამ მაგათ არ აქვთ,ხოდა დღეს დავტკბები მათ სახეებზე ,ნახონ როგორია სროლების და დეტექტივების შემდეგ,მულტფილმის ყურება..
-ხო ,სასაცილო ნაღდად იქნება..სიცილითვე დავეთანხმე.
მალე ჩამოვედით თბილისში,ეგრევე კინოთეატრისკენ ავიღეთ გეზი,ფილმი 1 საათში დაიწყებოდა ,ბიჭები უკვე აქ იყვნენ და გველოდებოდნენ..მანქანიდან გადმოვედი თუარა სანრო მომიახლოვდა ,ჯერ თავი გააქნია ,შემდეგ ჩამეხუტა,მეც უყოყმანოდ მივადე თავი გულზე,ხარბად შევისუნთქე მისი სურნელი,შემდეგ მოვშორდი . ფრთხილად გადავხედე იქვე მდგარ ნუცას რომელიც ცხვირაწეული იყურებოდა სადღაც,შემდეგ ნიკასკენ გამექცა თვალი,ნუცას მორცვად უყურებდა ,აშკარა იყო რამის თქმა უნდოდა მაგრამ ვერ ბედავდა..ბოლოს მაჯნც გაბედა,ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა
-ნუუც !!
-...
-ნუციი!!
-...
-ნუციკო!!
-ნუ მეძახი ნუციკოს! ..წამში შემოტრიალდა ნუცა
-მაპატიე რა ,არ მინდოდა გაგბრაზებოდი იმის გამო ,რომ ცხვირში მითავაზე ხელი და კინაღამ ჩამიმტვრიე..
-ნეტა მართლა გაგტეხვოდა ეგ სწორი ცხვირი..
-მერე აღარ მოგეწონებოდი დაგრეხილი ცხვირით
-ეხლა ხო რას ამბობ ,მომწონხარ..
-რა არა?
-ეგ რომ ვაღიარო ისიც უნდა ვთქვა ბაყაყები მომწონს შეყვარებულადთქო..
-ანუ ბაყაყი ვარ? წარბები შეკრა ნიკამ
-არა !
-აბა ?
-უარესი,გრძელცხვირა ბაყაყი..დაეჭყანა და ჩემს მხარეს გადმოინაცვლა
-ხო მართალი ხარ,ეგ ვარ..ისევ ნუცას გვერდით გაჩნდა და გაუღიმა
-ოხ ,რა მალე დამთანხმდი
-ხო,აბა რა გეგონა,შენ პრინცესა ხარ,რომელიც მაკოცებს და პრინცად გადამაქცევს..
-იოცნებე ჩემს კოცნაზე ბაყაყო..წარბები შეკრა ნუცა
-შემირიგდები? -იმწუთას ისეთი სახით შეხედა ,მე შევურიგდებოდი ,რომ ეთხოვა
-კაი ხო,მე კი ვიყავი დასვენებული მაგრამ როგორც ვატყობ შენ ვერ ძლებ უჩემოდ,ხოდა ცოდვის დადება არ მინდა..ამიტომ გირიგდები..ცხვირი აიბზუა ნუცამ
-ხო,ცოდვაში ფეხის ჩადგმა არ ღირს..ღიმილით მოხვია ხელები და მიიხუტა,ნუცა თავიდან წყნარად იყო,მერე ეტყობა გონს მოეგო და ჯიჯგილაობა დაუწყო..
ცოტახანში დარბაზშიც შევედით და ადგილები დავიკავეთ
-ისე ჩვენთვის ბოლო რიგში ხომ არ აგვეღო ადგილი? გადმომიჩურჩულა სანდრომ
-რატომ აქედან კარგად არ ჩანს?
-კი ,მაგრამ იქ არ ჯობია?
-არა რატო ,ვიჯდეთ აქ ,იქ უკან გადაკარგულში რა გვინდა.
-ვერ ხვდები რატომ გეუბნები?
-კი,გინდა რომ შორიდან უყურო..ვუთხარი და ბატი-ბუტი ავაცალე
სანდროს სიცილი აუტყდა -რა გაცინებს?
მკლავები მაგრად შემომხვია და გულზე ამიკრა, -მართლა რა გულუბრყვილო და სუფთა მყავხარ..
-ჰმ,ხო ყოველ დღე ვიბან.. ვთქვი და სიცილი ძლივს შევიკავე,სამაგიეროდ სანდრომ გადაიხარხარა ისე ,ნახევარი დარბაზი ჩვენსკენ შემოტრიალდა
-რა თქვი? მკითხა დაწყნარების შემდეგ
-კაი ვიხუმრე..ჩუ იწყება..
მთელი ფილმის განმავლობაში ბიჭებს ვაკვირდებოდი სახზე,თავიდან ძაან გაჭირვებული სახით უყურებდნენ,აშკარად ძალით წამოყვანილებს გავდნენ,შემდეგ აზარტში შევიდნენ,ბოლოს კი სიცილით იხეოდნენ,მათი კარგი ხასიათი მეც გადმომედო,იმდენი ვიცინე ,თან ისეთ სისულელეებზე ლამის მოვკვდი
-ისე ის მელია შენ გგავს..გადმომიჩურჩულა უცებ
-მე?მე რითი?
-შენსავით ამაყი და უკარებაა..მის ირონიულ სიცილზე გავბრაზდი
-აჰა ,ესეიგი მე ვარ ამაყი და უკარება ხო?
-კიი და კიდევ მელიასავით ჯიუტი და სულელუკა
-ხოდა იყავი ეგრე..
ტუჩები გამოვბერე და საპირისპირო მხარეს მივიჩოჩე,
-გეწყინა?
-...
-კაი რა გეხუმრე
-...
-ნიტაა,საყვარელია ეს მელია და იმიტომ შეგადარე
-ამაყი და უკარება სისაყვარლეს სულ არ ნიშნავს
-რახან შენი ხმა გავიგე რას დავეძებ..კაი რა შემომხედე,ნიტა,შენსავით ჭკვიანიათქო უნდა მეთქვა.
-ყურება მაცადე.
-გამიღიმე და გაცდი
-არა!
-ნიტა!!
-..
-კარგი მაშინ ..ესღა თქვა და თავი დამანება..


-ნუც ,ნუცა,ნუციი!!
-რაგინდა ნიკა ,მაცადე ვუყურება
-ბაჭია ხომ საყვარელია?
-აუ კი ძალიან,მინდა ეგეთი
-ხოდა გაჩუქებ
-შეენ?
-ხო,მაგრამ ორი ეგეთი რა საჭიროა?
-ორი რატომ?
-შენ ხარ ზუსტად მისნაირი
-მოიცა ,ესეიგი კურდღელი ვარ?
-მე თუ ბაყაყი ვიყავი
-შენ გავხარ ბაყაყს,მეკი კურდღელს არ ვგავარ
-არა კურდღელი არა,ბაჭია ხარ,საყვარელი პატარა ბაჭია
-ჰმ..,,ნუციკო" არ მეყოფოდა ეხლა ბაჭიაც გავხდი
-ნუცა ,ნუუც,ნუციი..მეძახდა და თან ხელზე მეჯაჯგურებოდა
-რაა?!!!
-იცი რა ლამაზი ხარ?...ნუცამ ცოტახანს უყურა ,შემდეგ ამოვარდნილი გული დაიმშვიდა და ისევ ეკრანს შეხედა.
მულტფილმი ,რომ დამთავრდა ყველანი მშვიდად ავდექით და გარეთ გამოვედით.სანდროს მთელი ამ დროის განმავლობაში ხმა არ ამოუღია,ზეადც არ შემოუხედავს,რაც ნამდვილად არ მესიამოვნა, რაარი ნიტა ,განა ასეთი რა გითხრა,დიდი ამბავი მელიას თუ შეგადარა,უკარებას ხომ ისედაც გეძახდა ..კიდევ ერთხელ გავაპარე მისკენ თვალი,წინ იყურებოდა და ისე მომყვებოდა გვერდით,შერიგების მიზნით ხელი შევახე,მინდოდა მტევანზე მომეკიდა მაგრამ აწია,რამაც გული დამწყვიტა ,ხელები გადავაჯვარედინე და თვალები მაგრად მოვხუჭე ცრემლი ,რომ არ წამომსვლოდა.
-მანქანა სად არის სანდრო?
-მალე მოვა ,ჯერ გოგოები დავტოვოთ ხო?
-ხო ძმაო აბა რა..
ვიდექით ასე ტროტუარზე ოთხივე ,ერთმანეთისაგან შორს და ვიყურებოდით სადღაც შორს ,გული დამწყდა ასეთი კარგი დღე ასე რომ უნა დასრულებულიყო,სანდროსთან ჩხუბი ნამდვილად არ მინდოიდა..
-გოგონებს მიხედე! დაუბარა ნიკას და სადღაც გაუჩინარდა ,ალბათ ჩემთან ერთად წამოსვლაც არ უნდოდა,ეხლა ნამდვილად ვერ შევიკავე ცრემლები,ნუცასა და ნიკასგან ზურგით შევბრუნდი და ჩუმად მოვიწმინდე,შემდეგა ისევ მოვტრიალდი და კინაღამ შევხტი მოულოდნელობისაგან,ჩემს წინ სანდრო იდგა დიდი ვარდების თაიგულით ხელში,შემდეგ ნელა გაწია და ყურებამდე გაღიმებული სახეც გამოჩნდა ,სულელივით ვაცეცებდი აქეთ-იქეთ თვალებს,ვერ მივხვდი წესიერად რაც მოხდა,მხოლოდ ის ვიცოდიზ რომ ძალიან გამიხარდა.ვარდები გამომიწოდა 50-მდე მაინც იქნებოდა
-სანდრო ეს..არ ვიცი რა ვთქვა
-ჩჩჩ..ტუჩებთან მიიტანა საჩვენებელი თითი და უფრო მომიახლოვდა-მაპატიე რა
-კაი ხო არაუშავს,ისეთი არაფერი გითქვამს
-ხოდა მაშინ ეს შენ ..მითხრა და მეორე ხელი ,რომელსაც აქამდე უკან მალავდა გამოწია ,ხელში სათამაშო მელია ეკავა ,მის დანახვაზე გამეცინა,გამოვართვი და მაგრად ჩავეხუტე,ბედნიერებისგან სულელივით ვიღიმოდო,მაგარ სხეულზე მივადე თავი,ისეთი თბილი იყო ,მისი სურნელი ხარბად შევისუნთქე,თვითონაც ჩამომადო ნიკაპი თავზე და უფრო მაგრად შემომხვია მკლავები.


-რა საყვარლები არიან არა? გაღიმებულმა ჰკითხა ნიკამ ნუცას
-ხო,ძალიან..
-ხოდა ჩვენც ასეთები ვიქნებით..თქვა და ხელი შემოხვია
-ხო..მოიცა რა ,მომაშორე შენი ხელები,რამდენს ბედავ ?!
-კარგი ხო ,ბოდიში ბაჭია, წამო მანქანა მოვიდა
-ნუ მეძახი ამ ბაჭიას!
-კარგი ნუციკო ბაჭია..
-სანდრო მომაშორე შენი ძმაკაცი თორემ მოვკლავ !
-ნიკა!
-კაი ხო..ხელები აწია ნიკამ და მანქანაში მოკლათდა,ჩვენც მას მივბაძეთ..
მალე მივედი სახლში,ყველანაირად გახარებული ვიყავი,ძლივს ავათრიე კიბეებზე ჩემი ყვავილები და მელია,კარები დედამ გამიღო ,მხიარული ჩანდა ,ვარდები ვაზაში ჩააწყო,იმდენი იყო ყველა კუთხეში იდო ნაწილ-ნაწილ,მელიას განსაკუთრებული ადგილი მივუჩინე,ჩემი საწოლის გვერდით.შემდეგ სამზარეულოში გამოვედი,მშობლებთან ერთად ჩაის დასალევად,წამალი დავლიე და შემდეგ მათ შევუერთდი..ორივეს გადავხედე,დედა რაღაცას ეტიკტიკებოდა მამას ,ისიც მშვიდად და ყურადღებით უსმენდა ,თან ჩაის სვამდა
-დღეს ბებიასთან ვიყავი..სწრაფად ჩავუგდე სიტყვა,ორივემ გაფართოებული თვალებით გადმომხედა,
-შენ ვინ წაგიყვანა ბებიასთან დე?ან მე რატომ არ ვიცი?
-ნიტა ,შენ ძალიან ბევრი აიღე ამ ბოლო დროს საკუთარ თავზე,ვეღარ გცნობ და მე ვფიქრობ მოუწევს სანდროს ლაპარაკი.
-მამა სანდრო რა შუაშია? მე და ნუცა ვიყავით
-მოიცა დედაჩემთან ნუცას რაღა უნდოდა? გაკვირვებულმა შემომხედა დედამ
-არა დე ქეთინო ბებოსთან ვიყავით,მამას ბიცოლასთან..ამის თქმა და მამის ხველება ერთი იყო,ჩაის ჭიქა უცებ დადო მაგიდაზე
-იქ რა გინდოდა?! გაბრაზებულმა ამომხედა
-სიმართლე გავიგე ,წარსულზე
-რის მიღწევას ცდილობ ამით,რა გინდოდა ,რატომ უკირკიტებ სულ ამ წარსულს ნიტა!! ყვირილით წამივარდა მამა
-დამშვიდდი რატი
-რანაირად დავმშვიდდე მაკა,რანაირად ..რაგინდა შვილო თავს რატომ იზარალებ ამიხსენი
-თავს ამით არ ვიზარალებ,მე ვამაყობ შენი საქციელით მა
-რა?-კანკალებული ხმით მითხრა დედამ,ორივე შეშინებული მიყურებდა
-ვერ ვხვდები ,ამ სისულელეს მიმალავდით?
-მოიცა შენ ეს სისულელე გგონია?ნიტა ხო კარგად ხარ დე..
-სისულელეა აბა რა ,მხოლოდ იმიტომ გააგდეს მამა ,რომ შენ მოგიყვანა ცოლად და ამის გამო მე რატომ უნდა გავბრაზებულიყავი?
-ნიტა ბებომ რა გითხრა,როგორ მიგიღო? ამჯერად მშვიდ ტონს ინარჩუნებდა მამა
-ძალიან თბილად მიმიღო მა ,თავიდან ლევანის შვილი ვეგონე ,შენი გარდაცლილი ძმის ,მაგრამ მერე ავუხსენი და სკლეროზს დააბრალა ყველაფერი..
-ხოო,რაგითხრა მაინც? არ მეშვებოდა დედა
მათ ყველაფერი მოვუყევი რაც ბებომ მითხრა,ორივე გაკვირვებული მიყურებდა,შემდეგ ერთმანეთს გადახედეს..მამა ნელა მომიახლოვდა და თავზე მაკოცა -წადი ეხლა შენს ოთახში დაიძინე,ხცალ გავაგრძელოთ.
მორჩილად ავდექი,ძილი ნებისა ვუსურვე და ოთახისაკენ გავეშურე,დაღლილი დავვარდი საწოლზე ,დაძინებას ვაპირებდი ტელეფონზე იმ უცნობისაგან მესიჯი რომ მომივიდა:
,,აბა რას შვები ნიტა?"
,,რავი აბა დაძინებას ვაპირებდი"
,,ხოო ,დღეს დაიღლებოდი კინოში"
,,შენ რაიცი?"
,,რამდენჯერ გითხრა მე ყველაფერი ვიცითქო,სხვათაშორის იმაზე ლამაზ ვარდებს გაჩუქებ ვიდრე შენმა სანდრომ"
,,სანდრომ სულ რომ ჭაობის მცენარეები მაჩუქოს მაინც საუკეთესო იქნება ჩემთვის,ასე რომ ტყუილად ნუ ეცდები"
,,ხელები ამიწევია,რას აკეთებ ხოლმე თავისუფალ დროს ნიტა?"
,,ვკითხულობ,"
,,კარგია,მეც მიყვარს კითხვა ..ეხლა სანრო რომ აღმოვჩნდე რას მომწერდი?"
,,სანდრო ,შენ ხარ? იცოდე თუ მართლა შენ ხარ მოგკლავ!"
,,არა ..მიპასუხე რას მომწერდი?"
,,იმას რომ ,ძალიან მიყვარხარ"
,,ასე ძაან გიყვარს?"
,,კი ,ძალიან"
,,კარგი და საყვარელი გოგო ხარ შენ ნიტა,წადი დაიძინე"
,,კარგი,ტკბილი ძილი"
ტელეფონი გვერდით მოვისროლე,ეს თუ მართლა სანდროა ნამდვილად ვერ გადამირჩება,მაგრამ სისულელეა ის იყოს,რაში დასჭირედებოდა ეს ფარული მოწერა..მელია ავიღე ცოტახანს ვუყურებდი,სათამაშოები დიდად არ მიზიდავდა არასდროს,მაგრამ ეს სხვა იყო,სანდროს საჩუქარი .. გახდას და პიჟამოს ჩაცმას ვაპირებდი კარზე ზარის და ცოტახანში დედაჩემის კივილის ხმა რომ გავიგე..

ესეც 14 თავი,იმედი მაქვს მოგეწონებათ..скачать dle 11.3




№1 სტუმარი მარი. ელ❤

როგორ ველოდებოდიიი რაღაცეები გავიგეთ მაგრამ ბოლომდე არაფერი გარკვეულა იმედია მალე ახდი ფარდას ამ საიდუმლოს ძალიან მომწონს ველი შემდეგს მოუთმენლად❤❤❤

 



№2  offline წევრი teengirllove

მარი. ელ❤
როგორ ველოდებოდიიი რაღაცეები გავიგეთ მაგრამ ბოლომდე არაფერი გარკვეულა იმედია მალე ახდი ფარდას ამ საიდუმლოს ძალიან მომწონს ველი შემდეგს მოუთმენლად❤❤❤

madloba :)

 



№3 სტუმარი ana

ვინაა ეს ,,უცნობი"? აუ ეხლა ეს თუ ლუკაა აქვე გავაფრენ!! და მდიეთ მერე დასაჭერად.

 



№4  offline წევრი teengirllove

ana
ვინაა ეს ,,უცნობი"? აუ ეხლა ეს თუ ლუკაა აქვე გავაფრენ!! და მდიეთ მერე დასაჭერად.

:))

 



№5  offline წევრი talia

Six zaan magaria,me sawyali vegar wavikitxav internet I momikles sob

 



№6  offline წევრი teengirllove

talia
Six zaan magaria,me sawyali vegar wavikitxav internet I momikles sob

მადლიბა...რაოო რატომ სიხ?

 



№7  offline მოდერი zia-maria

როდის დადებ შემდეგ თავს.

 



№8  offline წევრი teengirllove

zia-maria
როდის დადებ შემდეგ თავს.

ხღეს დავდებ აუცილებლად

 



№9  offline წევრი Tushma19

Dzan magari iyo male dade haa❤️

 



№10  offline წევრი teengirllove

Tushma19
Dzan magari iyo male dade haa❤️

madloba

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent