შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე მას დავარქვი ჩემი (მეცხრამეტე თავი)


20-04-2018, 03:21
ავტორი MaaiKoo
ნანახია 548

მე მას დავარქვი ჩემი (მეცხრამეტე თავი)

-როგორ გავხარ სანდროს...-ხელების ფათურს ვუწყებ ამ საყვარელი გოგოს თვალებსა და ტუჩებს,ის კი მათ ფრთხილად იშორებს და წელზე ხელს მიცურებს,რომ წონასწორობა არ დავკარგო
-უპპსს, თუ თვალებსა და ტუჩებს არ ამომთხრი კარგს იზამ-გადაიკისკისა
-ბოდიში-ხელებს ზევით ვწევ დანებების ნიშნად,სირცხვილის გრძნობა საერთოდაც არ მაწუხებს,ალბათ დაცლილი ემოციებისა და ალკოჰოლის ბრალია...მოიცა,მოიცა რაზე ვბრაზობ? ახლავე გეტყვით. ვბრაზობ ჩემს იდიოტურ ვითომდა გამოსავალზე,რომლის საშუალებითაც ახლა გალეშილი მთვრალი ვარ ტროტუარზე,ღამის 10 საათზე კლუბის წინ,სანდრო საბოლოოდ დავკარგე,რადგან ეს თავად მოვისურვე..მაგრამ მხოლოდ ჩემი ბრალია??ნურას უკაცრავად,მან თავად გამწირა. ეს სიმართლეა! ''შეიგნე ერთხელ და სამუდამოდ მან შენ გადაგარჩინა. ვინ არის ეს ჯიუტი თხა ჭაკი ჯუა''-აბუჩად მიგდებდა მეორე ''მე''. ''ვაი აქედან გამსწარი ახლავე,თორემ დაგშალე მარტივ მამრავლებად'' არც მე დავაკელი.
-არაუშავს..ამ მდგომარეობაში სახლში როგორ წახვალ....მოვიფიქრე,ერთი წუთით აქ ჩამოჯექი კარგი?-თბილი მზერით გამომხედა,თუმცა მის სახეს ორად...ოთხად...და უკვე ასად ვხედავდი, ბოლოს თვლა დამეზარა და უაზრო ფიქრებისგან დაცლის მიზნით,თვალები ძლერად დავხუჭე,როდესაც გოგონას ხმა მომესმა
-ჰოო სანნ...გელოდები-ახლა მე გამომხედა-როგორ გრძნობ თავს?
-ვის ველოდებით??? მე ტაქსის უნდა გავყვე,გამაჩერებინე გთხოვ-ახლაღა მოვედი გონს,თუმცა ამას თუ გამოფხიზლება ერქვა,როგოც კი ფეხზე წამოვდექი,წავბარბაცდი და გოგოს ჩავუვარდი ხელებში
-რას შვრებიი ნატალი?დაჯექი მანდ..მიდი....მოგვაკითხავენ ნუ ღელავ-მან ჩემი სახელი იცის. სანდრო უნდა მოვიდეს? აქ? არ არსებობს, მას ასეთ მდგოამრეობაში ვერ შევხვდები,თან რას იფიქრებს? იმდენად ვუყვარვარ და ვერ მივიწყებს,რომ დარდის ჩაკვლა მხოლოდ ალკოჰოლით მოახერხაო? რას ვაკეთებ? რა ჯანდაბა მინდა აქ?ღმერთო გამომიგზავნე ვინმე რომ გადამარჩინოს სანდროსთან სიახლოვეს. უნივერსიტეტი?სამეცადინო? რას ვაპირებ? ასე ვაპირებ გაგრძელბას? არა არა..ეს არ მოხდება. ფიქრებიდან მანქანის მოახლოებამ გამომიყვანა.დამერხა.... თუ სანდროს გამომეტყველებიდან ვიმსჯელებთ,რადგან ''მამის მკვლელ'' თვალებს არ მაშორებდა
-სალო შენ დაჯექი, ამას მე წამოვიყვან-ჰმმ ''ამას''???!!! ვინ არის საერთოდ ასეთი ტონით რომ მელაპარაკება?
-მომიმსინე! ტაქსით მივდივარ, გამაჩერებინე.. და ჰო კიდევ მე სახელი მაქვს!-შევუბღვირე,სალო მომშორდა და მანქანაში ჩაჯდა,მასთან მარტო დამტოვა
-ტაქსი მომინდომა ქალბატონმა, ლიმუზინს ხომ არ ინებებთ?-ირონიულობის გარეშე სანდრო დადიანი წარმოუდგენელია
-ტაქსიც მაკმაყოფილებს-არც მე დავაკელი
-ახლა არ გამაბრაზო, წამოდი დროზე, მაგაზე დილით გესაუბრები საღ გოებაზე რომ იქნები-თვალები მრისხანებით ჰქონდა სავსე,ცოტა არ იყოს შემაშინა
-ხომ გითხარ რო...-სიტყვის დასრულება არ მაცადა, მკლავში ხელი ჩამავლო და მხარზე გადამიკიდა,მუშტებს ზურგზე ვურტყამდი,თუმცა ამაოდ. არა რა იოანე მეუბნებოდა,რომ კარატეში შევსულყავი,რადგან მასთან ჩხუბში ყოველთვის მე ვიმარჯვებდი და დიდი პოტენციალი მქონდა.მიუსედავად იმისა,რომ შემდეგ მივხვდი ძალით მნებდებოდა,რომ გული არ დამწყდომოდა. შევსულიყავი მეც კარატეში,ხომ მოვასკუპებდი სანდრო დადიანს ასფალტზე? მაგრამ არა!!მე ხომ ვირზე ჯიუტი ვარ. ხოდა იარე ახლა ამ სიჯიუტით ხელში და ატარე მთელი გზა მანქანით სანდროსა და მის დასთან ერთად. მისი და ისეთი საყვარელია, ეს კიდევ...ვირი და კრეტინია
-ვიროოო,კრეტიინოო,დეგენერაატოოო-ვუკიოდი,როდესაც მანქანაში შემაგდო და სალომეს გევრდით მოვთავსდი,აღარც შვწინააღმდეგებივარ,არაქათი გამომეცალა,თან სალომესი შემრცხვა არ იფიქრებდა ვინ არის ეს ქაჯიო???ანდა იფიქროს, არ ვარ თუ??!
-იდიოტი გამოგრჩა-დაამატა ნიშნისმოგებით და იორნიული მზერა მტყორცნა
-დიახხ ეგეცც ხარ!!! რა მიხვედრილი ხარ შენ-არც მე დავაკელი-შენ რაღა გაცინებს??-ვუთხარი ცოტა არ იყოს აგრესიულად სალომეს
-მე თქვენზე მეცინება-თეთრი კბილები გამოაჩინა
-მერედა რას ხედავ სასაცილოს?-ცალი წარბი ავუწიე, აშკარად შარს ვეძებდი და პასუხიც მივიღე
-ეი შენ მომისმინე გოგონი, წესიერად ელაპარაკე სალომეს, არ დაგავიწყდეს რომ ის რომ არა ახლა სადღაც მთვრალი ქუჩის ქალივით ეგდებოდი...-მკაცრად მითხრა. გულში რაღაც ჩამწყდა, მან მე ქუჩის ქალად მომიხსენია...სალომესთან მმართებაში მართალი არ ვიყავი,მაგრამ მეტკინა, მისი გულგრილობა გულს მიკლავს, აი რატომ არ მინდა მასთან სიახლოვეს ყოფნა! ის მკლავს და სიცოცხლეს მისწრაფებს, ირგვლივ ყველა და ყველაფერი უფერულდება,როდესაც მას ვხედავ, მე კიდევ მრავალფეროვნება და ფერადობა მიყვარს.
-სანდროო რა ლაპარაკიაა ეს?? არაუშავს, მთვრალი ბევრი შეიძლება იყოს-მხარზე ხელი დაადო ძმას ,როდესაც წინ გადაიწია. მის ხმაში აღელვებას ვკითხულობდი
-ამხელა გოგომ ლაპარაკი უნდა ისწავლოს და კარგი და ცუდი უნდა გაარჩიოს-კბილებში გამოსცრა-შენს უპატივცემულობას არავის ვაპატიებ...არავის!-დაამატა ბოლოს
-მართალია, ბოდიში სალომე-თავი დავხარე თითქოს პირველ კლასელი ვყოფილიყავი და მასწავლებელი საშინაო დავალების არ ქონის გამო მსაყვედურობდა. ხელების ფშვნეტა დავიწყე
-არა რას ამბობ ნატალი,არაუშავს-გამიღიმა. თავი მინას მივადე და ცრემლებს საშუალება მივეცი ჯებირიდან გადმოცვენილიყვნენ და ღაწვებზე გზა გაეკვალათ,ისინი შეუმჩნევლად მოვიშორე.თურმე ავტომობილში ჩამეძინა,როდესაც გავიღვიძე თავი საშინლად მტკიოდა. ბუნდოვნად მახსოვდა ყველაფერი. მაგრამ სად ვარ? აქ რა მინდა? ვერ ვიხსენებდი აქ როდის მოვხვდი,სანამ სალომემ კარი არ შემოაღო. ერთ დიდ კარგად მოწყობილ ოთახში არსებულ ფუმფულა საწოლში ვიყავი მოკალათებული.
-როგორ გეძინათ ქალბატონო?-გამიღიმა
-უკეთესადაც ვყოფილვარ...-გავუღიმე
-ჩამოდი ვისაუზმოთ., უფროსწორად უკვე ვისადილოთ-ჩაიღიმა- დღეს უნივერსიტეტში არ წავსულვარ., არაუშავს თუ ერთ დღეს გავაცდენ, ავანაზღაურებ,თან საპატიო სტუმარი მყავს..-სიტყვა გავაწყვეტინე
-სამაგიეროდ მე უნდა წავიდე...დიდი მადლობა ყველაფრისთვის...სააბაზანო მიმასწავლე გთხოვ-ლოგინიდან წამოვხტი,ტანზე თბილი პიჟამა მეცვა,რომელზეც საყავრელი პანდა იყო გამოსახული, მივხვდი,რომ სა;ლომესი იყო
- რა???უნდა ვისადილოთ. მაგას რომ თავი დავანებოთ უკვე 1 საათია, რა დროს უნივერსიტეტიაა?-შემომხედა გაკვირვებულმა და სიცილი დაიწყო
-რააა??? მართლაა??? სირცცხვილო-თავზე ხელი შემოვირტყი და ლოგინზე მოწყვეტით დავჯექი- ძალიან დიდი ბოდიში თქვენს სივრცეში შემოვიჭერი,თან...უნივერსიტეტში გუშინ პირველად ვიყავი 2 კვირის შემდეგ...-თავი დანანებით გავაქნიე-რა დალევა ამიტყდა?სად მაქვს ტვინი-ემოციების ზღვა ნაკადი შეიჭრა ჩემს ორგანიზმში და ტირილი დავიწყე
-ეიი, შენ რა ტირიი??-მომიახლოვდა აღშფოთებული და მიმიხუტა. თვალები მოვისრისე
-რა არ მაქვს სატირლად საქმე? ალკოჰოლიკობაღა მაკლდაა რაა დანარჩენი ხომ ყველაფერი მოგვარებული მაქვს ჩემს ძაფივით არეულ ცხოვრებაში. თან უნივერსიტეტი გავაცდინე-თავი ხელებში მოვიქციე
-კარგი რა, 1 დღეს გაპატიებენ,აანაზღაურებ ბოლოსდაბოლოს. ადვილი არ იქნება,თუმცა დარწმუნებული ვარ შრომისმოყვარე გოგო ხარ. დალევით კიდევ ყველას დაულევია, ნუ ღელავ
-ნუ ღელავ.. რა იოლი სათქმელია სალომე.. მადლობა ყველაფრისთვის-ჩავეხუტე
-ახლა კი გამოიცვალე და სამზარეულოში ჩამოდი
-სახლში რატომ არ წამიყვანეთ? აქ რატომ ვარ?-ახლაღა გამახსენდა ამის კითხვა
-სანდრომ მოისურვა ასე, თან მეც ვერ დავუშვებდი,რომ ბინაში მარტო დამეტოვებინე-გამიღიმა და დამტოვა. თურმე სანდრომ მოისურვა ასე. ჰმმ... ახლა მასთან ვალში ვარ? არაფერიიც!!! ბარი-ბარში ვართ. მის მიერ მოყენებული ტკივილი არც ახლა გამნელებია..''შენ მასზე მწარე ტკივილი მიაყენე'' ჩამძახოდა ჩემი მეორე მე. ნუთუ მართალია? არ ვიცი რა ვიფიქრო.
მალე მოვწესრიგდი და სამზარეულოში ჩავედი. მე და სალომემ ვისადილეთ,როდესაც წასასვლელად მოვემზადე და სალოს დავემშვიდოდე სანდრომ კიბიდან დამიძახა
-ნატალი ჩვენ სალაპარაკო გვაქვს-უემოციო ხმა ჰქონდა
-ჩვენ სალაპარაკო არ გვაქვს-ფეხზე მყარად ვიდექი
-რომ გეუბნები უნდა გელაპარაკო მეთქი, ესეიგი გვაქვს-გაბრაზდა
-რაში გჭირდება ''ქუჩის ქალებთან'' საუბარი?-ირონიულობა ავიკარი სახეზე
-მე დაგტოვებთ-ჩაგვეჭრა სალომე და ბრძოლის ველს გაეცალა
-წესიერად ილაპარაკე შენ-სანდრო ჩემკენ მოიწევდა. გული გამალებით მიცემდა
-რა არ მოგეწონა? მე მხოლოდ შენი სიტყვები გავიმეორე-შევუტიე
-შენ მხოლოდ იმას იგებ რისი გაგებაც გსურს! მე არ მიგულისხმია რომ ქუჩის ქალი ხარ! ამას არც გეტყოდი. ან საერთოდ ამაზე რატომ ვდაობთ? ხმა არ გაქვს ამოსაღები, ჩხუბის შეემდეგ წადი და ალკოჰოლით გამოილეშე-ყვირილზე გადავიდა, მომიახლოვდა, მის 2 დაკუნთულ ხელს შრის მომაქცია,როდესაც კედელთან ამაყუდა-სალომე რომ არა რას აპირებდიი???!! ჰააა???? მიპასუხე-შევცბი როდესაც ცალი ხელი კედელს ძლიერად დაარტყა,ნუთუ არ ეტკინა?სიმწრისგან თვალები დავხუჭე. ასეთი გაცეცხლებული სანდრო პირველად ვნახე. ეს შემატყო და ხელები მალევე მომაშორა,ასე გამათავისუფლა თავისი მარწუხებისგან
-მე არ ვარ ვალდებული რომ ანგარიში ჩაგაბარო-სახეში არ შემიხედავს ისე ვუთხარი. უბრალოდ ძალა არ მქონდა მასთან საუბრისა.
-რას ნიშნავს ვალდებული არ ხარ??-კბილებში გამოსცრა, მომიახლოვდა და ნიკაპთან ხელი მომკიდა, თავი ამაწევინა-თვალებში შემომხედე
-აი ასე ჩვეულებრივად. ჩვენ ერთად აღარ ვართ. მე ჩემთვის ვარ, შენ შენთვის-გული მეწვოდა ასეთ სიტყვებს რომ ვეუბნებოდი,მაგრამ მე ის ნატალი აღარ ვარ...რაღაც შეიცვალა ჩემში,რასაც უნდა შევგუებოდი,რადგან მას ვერ ვეწინააღმდეგებოდი. სანდროსთან სიახლოვე მკლავს, ეს კარგს არაფერს მომიტანს
-ნატალი მე შენთან ლაპარაკი მინდა... არ მინდა გავბრაზდე და გატკინო-თვალებში თხოვნით შემომხედა
-და რაზე უნდა ვისაუბროთ ვერ ვხვდები-თვალები ავატრიალე,როდესაც ხელი მკლავში ჩამავლო. ხელის დახსნა ვცადე მისი მარწუხებიდან,თუმცა ამაოდ.
-გამიშვი მტკენ-ამოვიხავლე. მანაც სწრაფად შემიშვა ხელი,ხელები თმაში შეიცურა და დივანზე ჩამოჯდა
-ნატი...მე შენ მიყვარხარ. ეს ხომ იცი? მე მხოლოდ 1 შანსს ვითხოვ. მინდა ეს შანსი მომცე,რომ ერთმანეთისთვის ვიცხოვროთ, შენს გარეშე არარაობა ვარ. ნუთუ არ გესმის? მე შენ ჩემი დაგარქვი. ასე მწარედ რატომ მსჯი?-თვალები აუწყლიანდა
-მე შენ არ გსჯი სანდრო-თვალებიდან ცრემლები წამომცვივდა,მვუახლოვდი-უბრალოდ ერთად ვერ ვიქნებით,ყოველთვის გაუგებრობები გვახვევია თავს,ცხოვრება კი გვირთულდება
-ცხოვრება ისედაც რთულია ნატალი, ნუთუ ეს არ იცი? ჩვენ ყველაფერს შევძლებთ ნატი-ჩემი სახე მის თლილ ხელებში მოიქცია
-''ჩვენ'' არ არსებობს სანდრო....-მისი ხელები მოვიშორე-მე ვერადროს დავივწყებ იმას რომ შენ გამწირე-მოვიტყუე, მწარედ ვიცრუე. სინამდვილეში ასე იმიტომ მოვიქეცი,რომ მასთან სიახლოვე ჩემთვის გაუსაძლისად მძიმეა,ის იმდენად მიყვარს რომ მასზე დიდხანს გაბრაზება არ შემიძლია.დავუჯერე, ვიცი რომ სხვა გზა არ ჰქონდა,უბრალოდ არ შემიძლია მას ცხოვრება წავართვა. ის ჩემთან ბედნიერი ვერ იქნება, ვიცი რომ თავს ყოველთვის დამნაშავედ დაიგრძნობს ამ შემთვხვევის გამო.
-მე კი მჯეროდა რომ გამიგებდი...მე ხომ ეს ორივეს გადასარჩენად გავაკეთე- გაიღიმა,სახეზე ცრემლი სდიოდა,რომელიც მალევე მოიშორა
-ეგ შეიძლება შენს დაიკოს დააჯერო,მაგრამ მე ვერ დამაჯერებ, მუდამ შიშში ვერ ვიცხოვრებ-ისევ ვაგრძელებდი. ღირსი ხომ ვარ რომ სახეში გამილაწუნოს? თუმცა ვიცი რომ ამას არასოდეს გააკეთებს, ის მე თვითნებურად არასოდეს მატკენს, თავსაც კი გასწირავს ჩემს გამო
-ჩემს დაზე ასეთი საუბარი აღარ გაბედო-უეცრად ჩემკენ წამოიწია და დამიყვირა,მოულოდნელობისგან შევხტი-იცი რაა?? ძალიანაც კარგი რომ ერთად აღარ ვიქნებით,არ მჭირდება ისეთი ადამიანი გვერდით რომელიც ვერ გამიგებს, არ მენდობა და არ მაფასებს, ჯანდაბამდეც გზა გქონია. გაეთრიე ჩემი სახლიდან-ხელი მკლავში კვლავ ძლიერად ჩამავლო და კარისკენ გამაბუნძულა
-სანდროოო!!!!!!!!!-სალომეს ხმა გავიგე,თუმცა უკვე გვიანი იყო, სანდრომ გარეთ გამომიძახა,მე კი უკანმოუხედავად გავიქეცი სახლისკენ
********
სანდროს თვალთახედვიდან.
-ახლავე გააღე კარი სანდრო, რას აკეთებ? გოგო გარეთ გააგდეე??-მიყვიროდა სალომე. გული მტკიოდა ნატალის გამო, რომელიც ჩემი აღარ იყო და სული მიწიოკდებოდა ჩემს დას ასეთ მდგომარეობაში რომ ვუყურებდი
-სალომე მე და ნატალი დავშორდით გესმის??? ის აქ აღარ დავინახო. მან ერთი შანსიც კი არ მომცა-ხელი ჩავიქნიე და ლარნაკი კედელს ვესროლე. სალომე უეცრად დაიკლაკნა და ხელი მტევანზე დაიდო
-აუუჩჩჩ-წამოიკნავლა-მადლობა სანდრო-აცრემლებული და სევდიანი თვალებით ამომხედა, გული მომიკვდა. ლარნაკის ნამსხვრევი ხელში შეერჭო და სისხლი წასკდა
-სალლ...მაპატიე ჩემო ლამაზო-მისკენ წავიწიე,თუმცა მან უკან დაიხია
-არ აქვს მნიშვნელობა ნატალისთან როგორი ურთიერთობა გაქვს, მე მინდა რომ მასთან ვიმეგობრო. არ მაქვს ამის უფლება? თუ შენ უნდა დაგემონო მთელი ცხოვრება?-მის თვალებსა და ხმაში წყენას ვამჩნევდი, მას 10 თითივით ვიცნობდი. მისი სახე ჩემს ხელებში მოვიქციე და ლოყები და შუბლი დავუკოცნე, შემდეგ ხელი დავუმუშავე
-არ გაბედო და არასდროს არ მითხრა ეგეთი სისულელე, შენ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ-ძლიერად ცავიკარი გულში
-ნატალი?-ცრემლიანმა შემომხედა,რომელსაც ცრემლები ცერა თითით შევუმშრალე
-ტირილი არ გაბედო.ვარდივით თვალებს ნუ ნამავ, თორემ გავბრაზდები-ვუთხარი თბილად და თავზე ვაკოცე-მე და ნატალი დავშორდით, თავად მოისურვა ასე.. იქნებ ასე უფრო უკეთესია?! მის გვერდით რომ ვყოფილიყავი ალბათ თავს დამნაშავედ ვიგრძნობდი,რომ ის განსაცდელში ჩაგადე,თუმცა მას რომ ეპატიებია, როგორმე გავუმკლავედბოდი ამ დანაშაულის გრძნობას და მხოლოდ იმას გავითავისებდი რომ ის მიყვარს... ამიერიდან თავისუფალი ვარ-ნაძალადევად გავიღიმე- შეგიძლია რა თქმა უნდა ჩემო პატარა მისი მეგობარი იყო,უბრალოდ ჩვენს სახლში მისი დანახვა...ნამდვილად არ მინდა- სალოს გვერდით დივანზე დავაწვინე და მეც მივუწექი.
-მიყვარხარ-მითხრა ტკბილი ხმით
-მეც ჩემო სიცოცხლის აზრო-ხელი მოვხვიე
ტკბილად დავიძინეთ. გული მეწურებოდა,რომ მახსსენდებოდა ჩემი ერთადერთი სიყვარული,მაგრამ მან ეს გრძნობა ფეხქვეშ გათელა.
***********
ნატალის თვალთახედვიდან
ერთმა თვემ ჩვეულებრივად ჩაიარა. ასე თუ ისე მივეჩვიე სანდროს გარეშე ცხოვრებას. უნივერსიტეტში შესვლისას თიკა დავინახე,რომელიც იოანესთან ერთად მიაბოტებდა აუდიტორიისკენ
-ოჰჰ აქ ვინ ყოფილა-დავეღრიჯე იოს და ორივე გადავკოცნე
-რას შვრები ნატი?-მითხრა თიკამ
-რავიცი ლექციაზე ვაპირებ შესვლას თქვეენ??
-რავი შემოგიარეთ, ხომ ხართ ჭკვიანად?-ცალი წარბი აწია იოანემ. გადავიხარხარეთ
-ააბაა რაა ძამიკოო, ჩვენ დაა ქაჯობა გაგიგია აბაა??-ვუთხარი ნიშნისმოგებით და თიკას გადავხედე
-აბააა ისეთი წყნარები ხართ, ცხრა მთას იქით რომ ვიყო ვიღაც მაინც მეტყვის შენი და და შეყვარებული თავზე იმხობენ ყველაფერსო
-ვერ ვიტან ენატლიკინა ხალხს-პიტალოები-ცხვირი ავიბზუე და გავიცინე
-ჰე აბა ჭვიანად ახლაა თორემ მოგხვდება ენაგრძელო-იოანემ შემიბღვირა და შემდეგ ორივე ჩაგვკოცნა
-5 წლის ნატალი ხომ არ გგონივარ ბიჭო შენ ერთი თქმით რომ მატირებდი?!-შევხედე ალმაცერად-თუ პრობლემაა ბრატ გამო ჩავიცუცქოთ დაა....-ვეღარ დავამთავრე რადგან იატაკზე გაწოლილი თიკა დავინახე ისე ჩავბჟირდი ძლივს მომაბრუნეს,თიკა იოანემ წამოაყენა
-თორემ 5 წლის ასაკში ხომ რას ამბობ სულ გულჩვილი იყავი და ვითომ ტირილით ჩემს ულუფა ნუტელასაც არ მიითვისებდი ''პატარა ვარ და ჩემი გაბრაზება არ შეიძლებაო''. მსახიობო-ენა გამომიყო ახლა კი თიკას მიუბრუნდა
- ეიი თიკუუ პატარავ რა ხდება იატაკს რომ მიეალერსე მე აქ არ ვარ?-თვალებში ჭინკები აუთამაშდა იოანეს,რაზეც თიკამ ხელი კრა,იომ კი ძლიერად ჩაიხუტა და თავზე აკოცა. როგორ მიყვარს ეს წყვილიი
-ვაიმე ჩემი ტკბილი ჟელიბონებიიი.....
-ჟელიბონი ისედაც ტკბილია სულელო-გამაჯავრა თიკამ
-კაი ხოარ მატყუებ თიკსოონ??-ვითომ გავიკვირვე-პირჯვარი გადავსახე ორივეს-ჰეიიი ვატყობ მე მურმანის ეკალი ვარ და არ მინდა დაგჩხვლიტოთ-ხელები ავწიე და ორივე დავტოვე,რაზეც დამეჯღანენ
-მაგდენს თუ მიხვდიიი.....-გამაჯავრა იომ
აუდიტორიაში შესვლისას ერთმანეთზე მიტმანსული ლილი და სანდრო დავნახე. ჰმმ ორი ერთნაირი. ასე მალე დავუვიწყებივარ ბიჭს. კი მაგრამ სხვას რას ველოდი? მასზე უარი თავად ვთქვი, ახლა იჯექი და უყურე როგორ ეალერსება ლილი მას. თითქოს ეს 1 თვე არც არსებობდა, და ჯერ კიდევ გუშინ ამიხსნა სანდრომ სიყვარული. უნდა დავივიწყო! სანდრო დადიანი მხოლოდ ჩემი კურსელი და ძველი მეგობარია....რა ცუდია რომ მეგობარიც აღარ არის. ან როგორ შეიძლება ჩემი საყვარელი ადამიანი მეგობრად დავიყენო და რჩევები მივცე,თუ როგორ ასიამოვოს თავის ნაშას?ნუთუ მართლა ასე მალე დამივიწყა? ცალყბად გავიღიმე და ადგილი დავიკავე. ყურადღება არცერთს მოუქცევია. ისინი სულ დამავიწყდა,როდესაც აუდიტორიაში შემომავალი ალექსი შევნიშნე,რომელიც გვერდით მომიჯდა. წარსული ამომიტივტივდა,კანკალი დავიწყე,წამოდგომას ვაპირებდი,როდესაც ლექტორმა შემაყოვნა
-რა ხდება ნატალი?
-ლექტორო შეიძლება გავიდე?შეუძლოდ ვარ
-კარგი,შეგიძლია გახვიდე
-უკაცრავად,შეიძლება,რომ გავყვე?-მომესმა ნაცნობი ამაზრზენი ხმა
-რატომ მარტო ვერ შეძლებს სიარულს?-ნიშნისმოგებით უთხრა მასწავლებელმა. უჰჰ როგორ მიყვარს ეს ქალი
-არ არის საჭირო-ვთქვი მკაცრად და მრისხანებით აღსავსე მზერა ვიგინდარა ალექსს ვტყორცნე. საპირფარეშოში შევვარდი ტირილი დავიწყე. ვბღაოდი,სხეული არ მემოჩილებოდა და ჩავიკეცე. ნახევარ საათიანი საპირფარეშოში ყოფნის შემდეგ აუდიტორიაში დავბრუნდი, ამ იდიოტის გამო ლექციაზე დასწრებაზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდი! სანდრომ ჩემი ჩაწითლებული თვალები შეამჩნია და მომუშტული ხელები, დაჭიმული ყბა და მრისხანებით აღსავსე თვალები შევნიშნე,რომლითაც ალექსს უცქერდა. ის მალევე დავაიგნორე, ფიქრები ვუკუაგდე და ადგილს დავიჯექი.ყურადღება არ მივაქციე ბუნების შეცდომის ჩემს გვერდით ყოფნას და მთელი ყურადღება ლექტორსა და ლექციაზე გადავიტანე. სხვათა შორის გამომივიდა კიდეც. ნამდვილად გავიზარდე და უფრო ძლიერი გავხდი,თუმცა ეს რის ფასად დამიჯდა მხოლოდ მე ვიცი. ''და სანდრომ'' კვლავ არ მაძლევდა მოსვენების საშუალებას მეორე ''მე''.

*****
და აი დადგა ეს დღეც. უნივერსიტეტის პირველ კურსს ვამთავრებთ,ამიტომ სტუდენტებმა გადავწყვიტეთ ფართი გვექირავა და ეს სიახლე აღგვენიშნა. თიკამ შავ ერთიან ტანზე მომდგარ მოკლე კაბასა და სადა ხორცისფერ მაღალქუსლიანებზე შეარჩია არჩევანი, თმა ჩამოიშალა და დაილოკონა,მაკიაჟიც ძალიან მოუხდა და საბოლოოდ საოცრად გამოიყურებოდა. კაბის ზურგი მთლიანად ამოღებული იყო,რაც ძალიან სექსუალურს ხდიდა. მე კი მუქი შინდისფერი წელში გამოყვანილი გრძელი კაბა ავარჩიე,რაც წელსა და გრძელ ფეხებს კარგად მიკვეთდა,ზურგი ისევე როგორც თიკას ჩემს კაბასაც არ ჰქონდა,ხოლო არჩევანი მეც ''შპილკებიან'' შავ ფეხსაცმელზე შევარჩიე. თმა ავიწიე და ''აბიომი'' გავიკეთე, მაკიაჟი კი მეზობელმა გამიკეთა,რომელსაც ეს საქმე კარგად გამოსდიოდა.მე და თიკამ ერთმანეთი შევათვალიერეთ და რესტორანში წავედით.
-გამეცნობით ლამაზოო?-კისკისებდა თიკა
-მაპატიეთ დაკავებული ვარ,თაყვანისმცემლების რიგს ვერ ავუდივარ და.. აიი ერთ-ერთიც-გადავიხარხარეთ და მზერა კარში აყუდებულ იოანეს მივაპყარით
-აბაა დატრიალდიითთ-შემოგვეგება იო
-ოოხხ თქვენ უნდა მომკლათ მე ეჭვიანობისგან-თავი გააქნია-არა რაა რა უბედურებაა არ შეიძლება მეც წამოვიდე? მერე რა თქვენი უნივერსიტეტის სტუდენტი და პირველკურსელი რომ არ ვარ?-გაბრაზდა
-ჩემი დათვისს ბელიიიი-ლოყაზე ვაკოცე და ჩავეხუტე
-ჩემიი კნუუტიიი, ნუ გეშინია იო არ მოგვიტაცებენ-თიკაც ჩაეხუტა
-მასე აღარ იხუმრო-იოანემ სერიოზული ტონით უთხრა. სამივეს ჩემი გატაცების ამბავი გაგვახსენდა
-აბაა ახლაა მოწყენაა არ იყოსს, წავდით თიკსონ, კარგად ძამიკო, მიყვარხარ,გეფერები,გკოცნი
-შენი აფერისტი თავი რა იქნა-ხელი გადამხვია იოანემ და თავზე მაკოცა, თიკა კი მერე მხარეს მოიქცია და ხელზე აკოცა
უნდა ვაღიარო რომ ორივე კარგად,უფროსწორად სექსუალურად და ქალურად გამოვიყურებოდით,ეს ბევრმაც აღნიშნა და ჩვენც დიდ მადლობას მოვახსენებდით მათ. ირგვლივ მიმოვიხედე და სანდრო დავლანდე,რომელიც თითქმის ბიუსჰალტერის ამარა მჯდომ ლილისთან ერთად ალკოჰოლურ სასმელს მიირთმევდა. მათ ირგვლივ ხალხმრავლობა იყო.
-თიკა მოდი იქ წავიდეთ-ვანიშნე თიკას და ავღელდი
-ნატი, სანდროსთან სიახლოვე რომ მოგიწევდა ხომ იცოდი?-თვალებში შემომხედა
-ვიცოდი,მაგრამ მერე რა?-ვთქვი უდარდელად
-არაფერი,ისე-მხრები აჩეჩა-ისე ძალიან სიმპატიურია,თუმცა ეს ძუ*ნა გვერდს უმყრალებს-ჩამიცინა
-გეტყობა ჩემი დაქალი რომ ხარ-მხარი გავკარი და გავუცინე
-ეს....ვაააუუუუუ გოგეებოო-წამოიძახა ერთ-ერთმა ბიჭმა-კეთილი იყოს თქვენი მობრძანება
-მადლობაა-მე და თიკამ ერთხმად წამოვიძახეთ,სანდროს მზერას შევჩეხე,რომლის თვალები ხარბად მათვალიერებდნენ თუმცა მალევე მომშორდნენ.
-აბა გოგონებო ''სიმართლე და მოქმედება''-ს ხომ ითამაშებთ?-გვკითხეს
-კი რატომაც არა-ვთქვი მხრის აჩეჩვით
-მეც თანახმა ვარ-თანხმობის ნიშნად ხელი ასწია თიკამ და გაიცინა
-ძალიან კარგიი-თქვეს კმაყოფილი სახით.ბოთლი დაატრიალეს.
-ალექს, სიმართლე თუ მოქმედება?-უთხრა ლუკამ.ალექსი თვალს არ მაშორებდა და ხარბად მათვალიერებდა,სხვათაშორის დისკომფორტს არ ვგრძნობდი იმის კვალობაზე რომ ლილიმ სანდროს სხეულშც კი შეაღწია ისე ეტმანსებოდა არაფერი დაშავდებოდა თუ ბიჭი ალექსისავით შემომხედავდა, მეტს მაინც ვერ მიიღებდა, ამის უფლებას აღარ მივცემდი.
-სიმართლე ჩემო ლუკიტო-ხელები ერთმანეთს გაუსვა და ცალყბად ჩაიცინა
-ყველაზე მეტად რას ნანობ?-ჰმმმ ამანაც დასვა რააა. ჩამეცინა. რას უნდა ნანობდეს ეს ველური?!
-ერთხელ ჩემმა ყოფილმა ძმაკაცმა თავისი შემთხვევვის შესახებ მიამბო,რომ კლუბთან ახლოს ერთი გოგო ძალადობას გადაარჩინა. ის მას მსუბუქი ყოფაქცევის გოგოდ მიიჩნევდა, მას ჩვენც კარგად ვიცნობთ...-ცალყბად ჩაიცინა. გულისყურით ვუსმენდი-სწორედ ერთ დღეს გადავწყვიტე ამ გოგოსთვს მესიამოვნებინა და მოხდა ისე,რომ ეს ჩემი ძმაკაცი ანეგელოზის როლში მომევლინა მე კიდევ მტყუანი გამომიყვანა. არადა თავადაც ისე კარგად აშიშვლებდა თავისი აზრებით იმ გოგოს რომ....მოკლედ ყველაფერი მე დამბრალდა, ახლა კი ის გოგო დასანახად ვერ მიტანს, სწორედ ამას ვნანობ. ვნანობ რომ ამ გოგომ მხოლოდ ჩემი ველური მხარე დაინახა, მე შევცდი რომ მას სიმართლე მაშინვე არ ვუთხარი და ვითომ მისი გადამრჩენელის ნამდვილი სახე დღესაც არ იცის. დავასრულე-ნაამბობის დასრულება და სანდროს გაცეცხლებული სახის დანახვა, ალექსისთან მისი მივარდნა და მუშტებით ცემა და ჩემი სუფთა ჰაერზე გამოვარდნა ერთი აღმოჩნდა.
-ნაბი*ვაროოო, მატყუარაა-უყვიროდა
ცრემლები ღაპაღუპით მცვიოდა. სანდრო იმ დროს ჩემზე ფიქრობდა რომ მსუბუქი ყოფაქცევის ვიყავი?? ''თავადაც ისე კარგად აშიშვლებდა თავისი აზრებით იმ გოგოს რომ..'' თავში ყველაფერი ამომიტრიალდა.ეს აზრი მოსვენებას არ მაძლევდა.ჩავიმუხლე და ავბღავლდი. თუმცა რა მიკვირს? განა იმ დროს ყოველთვის ირონიით არ მესაუბრებოდა?? სხვას რას იფიქრებდა? იდიოტი, კრეტინი, თავხედი. არა არავის მივცემ უფლებას რომ სულიერად ხელახლა გამტეხოს.შიგნით არეულობა იყო, უეცრად ფეხის ხმა გავიგე და სანდრო შემეჩეხა
-გამატარე-რესტორანში შესვლას ვაპირებდი
-უბრალოდ მინდა გითხრა რომ ეს ამბავი ასე არ არის, მე თავიდან ვფიქრობდი რომ მასეთი იყავი,ხოლო შემდეგ არა, პირიქი ალექსის ვუყვებოდი თუ როგორი თავნება და უკარება იყავი..არ დაიჯერო ეს ტყუილი.
-ახლა მესმის რატომ გითხრა ალექსიმ მაშინ ''შენი თავი ანგელოზად გამოიყვანე და მე მტყუანი გამომიყვანეო. ნატალის უთხარი რასაც მასზე ფიქრობო?'' მე კითხვა დაგისვი თუ რას გულისხმობდა ალექსი. გახსოვს???არ მგონია. შენ მიპასუხე მენდობი თუ არაო. მე სულელმა კი ბატივით დაგიჯერე-ხელები ცაში ავღმართე და სიმწრით გავიცინე
-მომისმინე...
-რაა უნდა მოგიმსინო რაააა. წადი შენს ნაშას მიხედე რააა
-ძალიან კარგად იცი რომ თავიდან შენთან კარგი ურთიერთობა არც მქონდა, თავიდან მართალია ასე ვფიქრობდი, მაგრამ შემდეგ ყველაფერი შეიცვალა... იმ სი*მა ბევრი რამ გადააჭარბა, ჩემი აზრებით შენ არასდროს გამიშიშვლებიხარ!!მე შენ არასდროს მომიტყუებიხარ ნატალი
-კარგი დავივიწყოთ. შევიდეთ-ვთქვი უემოციოდ
ალკოჰოლისა და თამბაქოს სუნი ერთმანეთში გაჟღენთილიყო.
-სანდრომ მითხრა რომ ის გამოგყვებოდა და აღარ გამოვედი, კარგად ხარ?-ანერვიულებული თიკა შემომეფეთა
-კარგად ვარ საყავრელო, ნუ ღელავ-გადავეხვიე
იქვე წამომჯდარი ტუჩგახეთქილი ალექსი დავლანდე, რომელიც თვალს არ მაშორებდა. როგორ მსიამოვნებდა მისი ასეთ მდგომარეობაში ხილვა ვერც წარმოიდგენთ.მალე სანდრომაც დაიკვა ადგილი,რომელიც ალექსს უბღვერდა. ოხხ ეს 2 ეთრად მაინ სხვა განზომილებაა. ''სიმართლე და მოქმედებას'' თამაში კვლავ განვაგრძეთ. საინტერესო არაფერი მომხადარა,სანამ ნიკა არ შემხვდა. ეს იდიოტი ლაწირაკი ბიჭი.
-ნატალი სიმართლე თუ მოქმედება?
-მოქმედება-ვთქვი მტკიცედ. ადრე მოქმედებას არ ავირჩევდი,რადგან შემეშინდებოდა რამე ისეთი არ ეთხოვათ რაც შეურაცხმყოფელი იქნებოდა ჩემთვის. ახლა კი ეს კომპლ;ექსი აღარ მაქვს
-შენ და ალექსი 5 წუთით ცალკე გადით...-ალექსს ჩაუღიმა.ოხხ ესს თვითდაჯერებული 2 იდიოტი
-კარგი, თანახმა ვარ-ვთქვი მტკიცედ და ფეხზე წამოვიჭერი
-მანდ დაჯექი არსადაც არ წახვალ-სანდრომ შემომიბღვირა,შემდეგ კი ნიკასა და ალექსს გადახედა-ასეთი სურვილები მიზანშეწონილი არ არის-მუშტებს ერთმანეთს ძლიერად უჭერდა
-კარგი საანნ დაიკიდეე რააა-ტუჩის კუთხესთან აკოცა ლილიმ
-მართალი ხარ ლილი, ეს მხოლოდ მე და ალექსს გვეხება. ალექსს ხელი ჩავკიდე და გასასვლელისკენ გავიყვანე. ასე დავტოვე გაცეცხლებული და დაშტერებული სანდრო დადიანო თავის ნაშასთან ერთად.
P.S. ბოდიშით დაგვიანებისთვის. ვფიქრობ რომ მაქსიმუმ 4-5 თავში დავასრულო მოთხრობა. არც ძალიან გაწელვა მინდა და არც მიფუჩეჩება. კომენტარების კითხვა ჩემთვის სტიმულია. ასე აღარ დავიგვიანებ, მაგრამ ახლ მქონდა მიზეზი. ალბათ ისიც გამიხარდებოდა ვინმეს რომ გავეკიცხე რომ აქამდე ახალ თავს რატომ არ ვდებდი. მაგრამ არა.... ნუთუ ასე მალე დაივიწყეთ ჩემი ისტორია? ბოლო თავის ნახვების რაოდენობა მცირე,მაგრამ არაუშვას ვიმედოვნებ რომ იმედები ამ თავით არ გაგიცრუეთ. მადლობა ყველას.скачать dle 11.3




№1 სტუმარი დფფ

ნატალის ნაიტი დებილი გოგო ჯერ არ მინახავს ახლა ღირსი იქნება ალექსმა ისევ რომ სცადოს ძალის მარება და სანდტომაც რომ ვერ გადაარჩინოს ღირსი არ არი სანდროსიი ვითომ ვირზე შეჯდა არ უნდა და ეგდოს ისე მე სანდროს ადგლზე ზედაც აღარ შევხედავდი რაც უნდოდა ის ეფიქრა, სანდრო უფრო შემეცოდა რადგან მან ორმაგად განოცადა საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიში.

 



№2  offline წევრი meocnebe avadmyopi

სასწაული იყო,მიყვარს ეს დაძაბულობა და რა ვქნა,შენ ნახვების სიცოტავე ნუ გაშინებს კაცო,მთავარია მე მომწონს დანარჩენი დაიკიდე
ძაან კაი იყო

 



№3 სტუმარი Qeti qimucadze

Nuambobt ese, sxvisi gansja iolia isini jer chamouyalibebeli pirovnebebi arian, sanam tkivilisgan ar shecuxdebian, manam simartles ver dainaxaven, vfiqrob shishebi unda gadalaxos da aleqsis arunda eshinodes, ai rac sheexeba sandros, umtkicebs miyvarxaro da meore dges lilistan estadaa, me armjera aseti siyvarulis, mitumetes roca tavad monaciilebi ganicdian grznobebs, manac unda daanaxos rom misi sutyvebi simartlea, imedia agar daagvianebb

 



№4 სტუმარი მარი. ელ❤

ვგიჟდები ორივეზეე უფროდაუფრო საინტერესო ხდება ვიცი ყველაფერს გადალახავენ მეც მიყვარს ეს დაძაბულობა ყველაფერი ზომიერად უნდა იყოს ნატიმ ალექსს ჭკუა უნდა ასწავლოს მისი აღარ უნდა შეეშინდეს შიშის დამარცხებას შეძლებს ვიმედოვნებ მომწონს სანდროს თვალთახედვითაც რომ წერ და ასე გააგრძელეე უფრო მომწონს ველი შემდეგს მოუთმენლად❤❤❤

 



№5  offline წევრი blondeangel631

ჩემი აზრით სანდროსაც მიუძღვის ამ ყველაფერში ბრალი იმედია შერიგდებიან ძალიან მიყვარან ორივენი და მათი ბედნიერება გამახარებს heart_eyes heart_eyes heart_eyes ველი შემდეგ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent