შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სატანას გული [ 3 ]


20-04-2018, 15:25
ავტორი MoonLady
ნანახია 500

სატანას გული [ 3 ]

საძინებლის კარი სწრაფად შეაღო და შავი, მოზრდილი კარადისკენ გაემართა. გააღო და კარგად შეათვალიერა. კარადას ჰქონდა ხუთი დიდი უჯრა. შუაში იდო ყოველდღიური მოხმარების თეთრეული, ზედა უჯრაზე მაისურები, ქვემოთ შარვლები.
წამით შეყოვნდა და შარვლების ქვემოთა სექციიდან მწვანე ფერის შორტი გამოაძვრინა. შიშველ სხეულზე მოქნილი მოძრაობით მოირგო და ჯარისკაცის ფორმის შეფერილობის მაისურს დასწვდა. ჩაიცვა და სოფოს გასძახა.
- მოდი აქ, ბუშტო! - წუთზე ნაკლები შეყოვნებით, გამოჩნდა სოფოს საძინებლის კარში არაფრისმთქმელი გამომეტყველებით. - აირჩიე და ჩაიცვი, თუ რამეს იპოვი, შენ რომ მოგერგება. - მოკლედ მოუჭრა მირანდამ და საძინებლიდან გავიდა. სოფო ერთხანს გაშტერებული უყურებდა იმ კარს, რომელშიც წამის წინ არაბული გაუჩინარდა და ვერ ხვდებოდა, როგორ შეიძლებოდა ასე მარტივად გაეკეთებინა ის, რაც მან უთხრა. უბრალოდ აეღო, რომელიც უნდოდა და ჩაეცვა? სხვისი არ იცოდა, მაგრამ თვითონ ასე მარტივად ვერ იზამდა ამას. ხელები გულთან მიიტანა და ღია კარადას ჩააშტერდა. წარბები შეკრა და ტუჩები უკმაყოფილოდ გაბუშტა. ფრთხილი, კატასავით უხმო ნაბიჯებით მიუახლოვდა ტანსაცმელს, თითქოს დანაშაულს ჩადიოდესო. ხელი მაისურების თაროსკენ წაიღო და გაშეშდა. მოზრდილი ნერწყვი გადააგორა საყლაპავში და ყბები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა. კვლავ გაიფიქრა “რომ მითხრა? ე.ი. ჰომ შეიძლება? ჰო? ანუ არაფერი მოხდება, მე რომ ახლა…” მაისური აიღო და გაუაზრებლად სახესთან მიიტანა. ორივე ხელი მაგრად მოუჭირა და ცხვირი ჩარგო, ღრმად ჩაისუნთქა და თვალები სიამოვნებისგან მილულა. კვლავ იგრძნო მირანდას არომატი ასე ახლოს და ნეტარებისგან ოდნავ დაიკრუსუნა. თანდათან ხვდებოდა, რომ კარგავდა აზროვნების უნარს, მაგრამ დიდად არც ადარდებდა. იმდენად იყო ენით აღუწერელი სურნელებით გართული, რომ ოთახში შემოსული მირანდა ვერც კი შეამჩნია.
- რა ძაღლივით ყნოსავ, კარადაში ბინძურ ტანსაცმელს არ ვინახავ, ბუშტო ! - არაბულის ცივმა ტონმა გამოაფხიზლა სოფო. გულგახეთქილმა მაისური ზედა თაროზე შეჩურთა და მირანდას აწითლებული სახით გახედა.
- მე… მე, უბრალოდ… - ენა დაება სოფოს და ტირილამდე სულ ცოტა აკლდა.
- ბაღის ბავშვივით იცრემლები, რომელსაც ძალით აჭმევენ წყალწყალა სუპს. - თქვა მირანდამ ისე, რომ გამეტყველება არ შესცვლია. სოფომ კი თავი ჩახარა და არაფერი უპასუხა. - კარგი რა, ბუშტო. მოდი, ჩემი გემოვნებით გამოგაწყობ. - ოდნავ შერბილებული ტონით წარმოთქვა არაბულმა და კარადას მიაშურა. როგორც თვითონ ვარაუდობდა, შედარებით მცირე ზომის ტანსაცმელი რომელიც ჰქონდა, ის გამოიღო და მიაწოდა. -აი, ბუშტო, პირველ კლასში რომ შემიყვანეს, იმ დღეს მეცვა, დარწმუნებული ვარ კარგად გექნება. - გვერდულად გახედა თავჩაღუნულ სოფოს და ენა ტუჩებს შორის გაათამაშა. წინ დაუდგა და ხელი შუბლზე მიადო. - მგონი სიცხე გაქვს, ბუშტო.
- ა-არა. - თავი გააქნია სოფომ და ქვედა ტუჩის კბილებით წვალება დაიწყო.
- დარწმუნებული ხარ ?
- ჰო. მე უბრალოდ… - წამოიწყო სოფომ და სიტყვა ყელში გაეჩხირა.
- რა “შენ უბრალოდ”, ბუშტო? - ცალყბად გაეღიმა მიმის.
- უბრალოდ, მცხელა. - იპოვა გამოსავალი სოფომ.
- წუთის წინ კანკალებდი.
- მერე რა ? - გაჯავრდა სოფია.
- რამ აგახურა, ბუშტო ?
- მირანდა არაბულო! - კბილებს შორის გამოსცრა სოფომ. ყველა მხრიდან გამოჭერილი იყო. არ ფლობდა იმდენად მახვილ ენას, რომ მიმისთვის წინააღმდეგობა გაეწია. ნაკლებად კომუნიკაბელური ადამიანი გახლდათ, ამიტომაც დიალოგის ხელოვნებას ვერ ფლობდა.
მირანდა საკმაოდ გაღიზიანდა, როცა სოფომ მისი ნათქვამის მიუხედავად, მიმართა მას სახელითა და გვარით. ხელი ხავერდოვანი თმაში შეუცურა, ჩაბღუჯა და ძლიერად მოქაჩა. ამ ჟესტს სოფო აშკარად არ ელოდა. მსუბუქად წამოიკივლა და მირანდას მხარს ჩააფრინდა. მიმი კი მის თმაში ცხვირჩარგული ღრმად სუნთქავდა. საოცრად მოსწონდა სოფოს თმაში ქოქოსის სურნელი. ამშვიდებდა თითქოს.
- ჯერ-ჯერობით მხოლოდ იმიტომ არ მოგკლავ, რომ სისხლი არანორმალურად მაგარარომატიან თმას დასვრის. - უთხრა, ნაჩქარევად მოშორდა და მისაღებში გავიდა.
სოფო რამდენიმე წუთის განმავლობაში სრულიად ინერტული იყო. ენაჩავარდნილი იდგა და იაზრებდა ნათქვამს. იაზრებდა სიტუაციას და მაინც ბოლომდე ვერ. ვერ ხვდებოდა, ვერაფერს ხვდებოდა. მხოლოდ იმას გრძნობდა, რომ მას სურდა ის რამდენიმეწამიანი სიახლოვე ასე მალე დასრულებულიყო. მირანდას მოშიშვლებულ კანთან შეხებისას შთაბეჭდილება დარჩა, რომ მისი სხეულის ტემპერატურა ჩვეულებრივთან შედარებით უფრო მაღალი იყო.
ხმის ამოუღებლად ჩაიცვა ის, რაც მირანდამ გამოუტანა. საწოლზე დაჯდა და ხელები ფეხებს შორის ჩააცურა. უყურებდა ჯერ კიდევ ღია კარადას და ცხვირში კვლავ ის სურნელი უღიტინებდა. პირი მოკუმა და გაუაზრებლად დასწვდა საწოლზე დადებულ ბალიშს. ჩაიხუტა და თავი ჩარგო. ამ სახლში ყველაფერი მირანდას სურნელით იყო გაჟღენთილი. ეს ფაქტი ძალიან მოსწონდა სოფიას, მაგრამ რომ დაგესვათ კითხვა “რატომ”, პასუხს ვერ მიიღებდით. ის იჯდა იმ ქალის სახლში, იმ ქალის საწოლზე, რომელმაც საქმრო გაულანძღა, რომელმაც ძალიან გააბრაზა და გააწვალა. ის აქ იჯდა და წასვლაზე არც დაფიქრებულა. არც ის ანაღვლებდა სად იყო მისი ტელეფონი, არც სხვა ყოფითი პრობლემა ახსენდებოდა. მისთვის არსებობდა “აქ და ახლა”. წამით ტკბობის სიამოვნების შანსს არასოდეს გაუშვებდა, მაგრამ გააზრება იმისა, რომ ეს წამი წარმავალია მას ძალიან არ სიამოვნებდა.
ბალიშს ხელი ძლიერად მოუჭირა და ეგრევე მოიშორა. კუთვნილ ადგილას დააბრუნა და წამოდგა. მტკივან ფეხს დააბიჯა და ტკივილისგან წამოიკვნესა. გემრიელად შეიკურთხა და რის ვაი-ვაგლახით გაემართა მისაღებისკენ.
მირანდა სავარძელში იჯდა და ფეხები დივანზე შემოეწყო. მარჯვენა გადაედო მარცხენაზე და არხეინად უყურებდა ფეხბურთს, თუმცა მის სახეზე ვერანაირი ემოციის ამოკითხვა შეძლო სოფომ.
- ბუშტო, ცოცხალი ხარ? მეგონა ჩემმა სიტყვებმა განგგმირეს. - ისე თქვა არაბულმა, რომ სოფოსკენ არც გაუხედავს. სოფომ თავი უკმაყოფილოდ გააქნია და ის-ის იყო დივნისკენ უნდა გადაედგა ნაბიჯი, რომ მუცელი აუბუყბუყდა. - ჩემს კულინარიულ შესაძლებლობებს შეგიძლია არ დაეყრდნო. - მოკლედ მოუჭრა მიმიმ.
- ქათმის სალათის ინგრედიენტები გაქვს ? - გაახსენდა სოფოს.
- ანუ ? - გვერდულად გახედა არაბულმა.
- ქათმის ფილე, ბრინჯი, მაიონეზი და მწვანილი.
- იქვეა. - უპასუხა და ფეხბურთს მიუბრუნდა.
სოფომ ღრმად ამოიხვნეშა და სამზარეულოს მიაშურა. საჭირო ნივთები და ინგრედიენტები მარტივად იპოვა და მომზადებას შეუდგა. დაახლოებით ორმოც წუთში სალათი მზად იყო და სოფიამაც გადაანაწილა ის ორ თეფშზე. მირანდას გაუწოდა და როგორც კი მიმიმ შეხედა მაშინვე თქვა.
- ამას ქათმის სალათი კი არა, ფილეს სალათი ჰქვია, შეფ.
- არა, ქათმისაა. - წარბი შეკრა სოფომ.
- ფილესია.
- ქათმის.
- ფილე.
- ქათამი. - ან ნებდებოდა სოფო.
- გაჩუმდი, თორე გადავყრი და საერთოდ აღარ იქნება. - ცივად უთხრა მირანდამ.
- დარჩები მერე მშიერი. - ნიშნისმოგებით თქვა სოფიამ და დივანზე მოხერხებულად მოკალათდა.
- ქლიავს ჩავკბეჩ, იქნებ გამიმართლოს და ხორციანი შემხვდეს. - ჭაჭუამ ხელი პირზე აიფარა გულისრევის ნიშნად, მაგრამ არაბულის ხმამ გააჩერა. - ბუშტო, ხალიჩა! - თქვა და იატაკზე მიუთითა. სოფომ თვალები აატრიალა და ერთი ლუკმა გადაუშვა საყლაპავში.
- პური არ გაქვს ? ვერსად მოვკარი თვალი. - სასხვათაშორისოდ ჰკითხა და ისევ მის ცივ თვალებს გადააწყდა. მეორე ლუკმა ძლივ-ძლივობით გადაყლაპა და გულის რიტმი დაერღვა.
- ცომეულს არ ვჭამ.
- რა ? - თვალები გაუფართოვდა სოფოს და ბაგე გაოცებისგან ოდნავ შეაღო. გულწრფელად გაუკვირდა, წარმოუდგენლად ეჩვენებოდა, რომ რაციონიდან ცომეულის მთლიანად ამოღება შესაძლებელი იყო.
- მავნებელ რამეებს არ ვეტანები, ბუშტო. ცომეული ორგანიზმისთვის უსარგებლო ნაგავია, თუმცა შენი ნაგვისკენ მიზიდულობაში, შენი საქმროს ნახვის შემდეგაც დავრწმუნდი. - თვალი თვალში გაუყარა მიმიმ და სოფოს სახეზე ბრაზი ამოიკითხა. არარად ჩააგდო და გააგრძელა. - მე საერთოდ არ ვპასუხობ ასეთ კითხვებს. “როგორ ძლებ? ვაიმე, პურის გარეშე როგორ ძლებ?” და ბლა, ბლა, ბლა. ჩემთვის ჭამა მნიშვნელოვანი არ არის. მხოლოდ იმდენად, რამდენადაც საჭიროა. მაგალითად, ჰაერი. შენ სუნთქავ იმ ჰაერს, რომელიც არის. თუ მტვრიან გარემოში ხარ ეგეთს სუნთქავ, თუ მთაში მთის ჰაერს, ხან წვიმიანს, ხან თოვლიანს. ყველას მოსწონს სასიამოვნო სურნელი, მაგრამ იმის გამო, რომ გარეთ არასასიამოვნო სუნია, არავინ წყვეტს სუნთქვას. იგივეა ჭამაზე. თუ არის რაღაც გემრიელი, რაც ძალიან მოგწონს - იმას ჭამ. მაგრამ თუ საჭიროა ჭამო რაღაც არაგემრიელი, პლუს ფონი, როცა სხვა არცაა, შენ მას ჭამ და იღებ იმ ნივთიერებებს, რომელიც გჭირდება.
- ჰომ არის საკვები, რომელიც შენ მოგწონს ? - დაინტერესდა სოფო.
- რა თქმა უნდა, არის. თუმცა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
- აი, ჰომ ვთქვი. - კმაყოფილი გამომეტყველებით ჩაიცინა სოფიამ.
- რა თქვი, ბუშტო?
- შენ სხვა ხარ.
- შენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს რას შეჭამ ? - ჰკითხა მირანდამ და დააკვირდა. მიხვდა, რაც იგულისხმა, მაგრამ თემის განვრცობა არ სურდა.
- რა თქმა უნდა, აქვს. არაფრის დიდებით არ შევჭამ იმას, რაც არ მომწონს. - გაოცდა სოფო.
- კარგი, ბუშტო. კარგი. - ამოიხვნეშა და ტელევიზორს მიუბრუნდა.

თხუთმეტი წუთი არ იყო გასული, რომ მიმის მშვიდი, რიტმული ფშვინვა შემოესმა. სულისშემძვრელი მზერა სოფოსკენ მიმართა და დივანზე ემბრიონის ფორმაში მოკუნტული დაინახა. მშვიდად, ჩვილი ბავშვივით ეძინა ბალიშთან ჩახუტებულს.
მიმიმ თავი უკმაყოფილოდ გააქნია და ტელევიზორს შეხედა. მეორე ტაიმიც დამთავრებულიყო. წამოდგა და საძინებლიდან პლედი გამოიტანა, სოფოს დააფარა და მის წინ ჩაიმუხლა. საჯდომამდე ჩამოშლილი, წაბლისფერი თმა ახლა უსწორმასწოროდ ეყარა დივნის ფუმფულა ზედაპირზე. საჩვენებელს, შუასა და ცერას შორის მოიქცია და გაეთამაშა. ცხვირთან ახლოს მიიტანა და დაყნოსა.
- ჯანდაბა! - გამოსცრა კბილებს შორის და წამოდგა. სამზარეულოში დადებულ, აწკრიალებულ ტელეფონს დასწვდა და აივანზე გავიდა. - ჰო... რამდენი ხნის წინ ? მოვალ. - თქვა და გათიშა. ღრმად ჩაისუნთქა და სახლში შებრუნდა. გამოიცვალა, შავებში გამოეწყო, ფეხზე ბათინკები მოირგო და ის-ის იყო უნდა გასულიყო სახლიდან, რომ სოფო აწრიალდა და გვერდი იცვალა. მიმი წამით შეყოვნდა, თვალი სოფოსკენ გააპარა და წამოიძახა. - ჯანდაბა !
გამოვიდა სახლიდან და მოტოციკლზე შემოჯდა. ჩაფხუტი გაიკეთა და საოცარი სისწრაფით მოსწყდა ადგილს. მოხერხებულად ძვრებოდა მანქანებს შორის და გვერდს უვლიდა კილომეტრებად გადაჭიმულ საცობებს. სულ რაღაც რამდენიმე წუთში გაჩერდა ერთ-ერთი ბარის წინ და შიგნით შევიდა. სიტუაცია მეტად მყუდრო და მშვიდი გახლდათ. ხის ინტერიერი ჭარბობდა გაფორმებაში. მოჩუქურთმებული სკამები და დახლი უცნაური, დროში მოგზაურობის შეგრძნებას ტოვებდა. მრგვალი მაგიდები კი ჭადრაკისებურად იყვნენ განლაგებულნი.
მოქნილად გაძვრა მათ შორის მირანდა და ბარს მიაშურა.
- კოკა, როგორა ხარ? - სიტყვის მასალად ჰკითხა მიმიმ და მაღალ შავგვრემან ბიჭს თვალი თვალში გაუყარა.
- საქმიანად. შენ ? - მომხიბვლელად გაუღიმა და შეუმჩნევლად გაუცურა პატარა კონვერტი, რომელიც შეუმჩნევლადვე გაუჩინარდა მირანდას ტყავის ქურთუკში.
- უკვე მეც. - თვალი ჩაუკრა ბიჭს და ნელი ნაბიჯით გავიდა ბარიდან. მოტოციკლს დაეუფლა და ღამის სიბნელეში გაუჩინარდა.

დილის ხუთის ნახევარი იქნებოდა, როდესაც არაბული სახლში დაბრუნდა და აბაზანაში შევიდა. ნაჩქარევად გაიხადა და გრილი შხაპის ქვეშ დადგა. სისხლში სიამოვნებასთან ერთად ზიზღი ჩქეფდა. ზიზღი საკუთარი თავის მიმართ. დიდხანს იდგა წყლის ჭავლის ქვეშ. უბრალოდ იდგა და არაფერზე ფიქრობდა. ფიქრი არ იყო მისი საყვარელი საქმიანობა.
ის-ის იყო აბაზანიდან უნდა გადმოსულიყო, რომ ვიბრაციის ხმა მოესმა. ნიჟარასთან დადებულ ტელეფონს მოჰკრა თვალი, რომელიც არა და არ ჩერდებოდა. დახედა და სახელი “დათო” ამოიკითხა. ტუჩები უკმაყოფილოდ გააწკლაპუნა და ტელეფონს დასწვდა. 3 გამოტოვებული ზარი მისგან, 7 კი ვინმე თიკასგან. უემოციოდ გავიდა მისაღებში, სადაც სოფო ეგულებოდა, თუმცა იქ არ დახვდა. ყბები ერთმანეთს დააჭირა და საძინებლისკენ დაიძრა. კარი შეაღო და ბალიშს ჩახუტებული სოფო დაინახა. უსაზღვროდ მოუნდა მისი შეხება.
ახლოს მივიდა, უნდა შეხებოდა მის რბილ თმას, მაგრამ უკან დაიხია და ღრმად ჩაისუნთქა. საკუთარი თავის მიმართ გულისრევის შეგრძნებამ შეიპყრო და სისხლი აუდუღდა. ტელეფონი ლოგინზე დააგდო და ჩაილაპარაკა.
- მაგის დედაც !
….


-ღამით სახლში არ იყავი? - ჯერ კიდევ პლედშემოხვეული სოფო საძინებლიდან გამოვიდა და სამზარეულოში დახლთან დაჯდა.
-არა, საქმეზე გავედი. - მოკლედ უთხრა მირანდამ და სიგარეტი გააბოლა.
-რა საქმეზე? - თვითონაც არ იცოდა რატომ დაინტერესდა სოფო.
-რომ მოგიყვე, გული აგერევა და ხალიჩას დამისვრი. - ცივად მოუჭრა არაბულმა და სკამის საზურგეს მიეყრდნო. ფეხები დახლზე შემოეწყო და გადაბმულად ურტყამდა ნაფაზებს. სოფომ იატაკს შეხედა და რადგან ვერანაირი ხალიჩა ვერ დალანდა მიხვდა, რომ იმ ნაწილს შეეხო, რაც არ უნდა სცოდნოდა და გაჩუმდა. - ბუშტო, ყავა მომიდუღე. - უთხრა მირანდამ ისე, რომ მისკენ არ გაუხედავს.
- მასპინძელი და დაზარალებული ვინაა ვერ გარჩევ. - უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა სოფიამ.
- რამე თქვი, ბუშტო?
- არა, შაქარი რამდენი?
- არც ერთი.
- როგორ ? - გაოცდა სოფო.
- ენას ჩავყოფ და დატკბება, შაქარი საჭირო არაა.
- დღეს გაღიზიანებული ხარ ? - ჰკითხა სოფომ და ყავა გაზქურაზე მოათავსა.
- ვანგას როლის მორგება გინდა ? - უარესად გაღიზიანდა მიმი და თავი უკან მობეზრებულად გადააგდო.
- მე, უბრალოდ… - ენა დაება სოფოს. მიხვდა, რომ იქ ერეოდა, სადაც არაფერი ესაქმებოდა. მაგრამ ის მძაფრი მუხტი, რომელიც მირანდასგან მოდიოდა ვერ დააიგნორა. მთელი სხეულით გრძნობდა იმ საზარელ აურას, რომელიც არაბულის ბინაში ტრიალებდა. განწყობას გრძნობდა ხოლმე, თავად კი ამას მუხტს ეძახდა.
- ნუ იქნები ბურატინო, ბუშტობა უფრო გიხდება. - წარმოთქვა მიმიმ და ყავის ჭიქას დასწვდა. ფანჯარასთან მივიდა და მოიხარა. რაფას იდაყვებით დაეყრდნო და ნაფაზი დაარტყა.
- მე… წავალ. - დამნაშავესავით ჩაილაპარაკა სოფომ და ნაბიჯი გადადგა. მირანდას თითქოს სურდა კიდევ ცოტა ხნით გაეჩერებინა ქალი აქ.
- გუშინ შენი ტელეფონი აფეთქდა.
- რა ? - გაოცდა სოფო.
- ყოველთვის დილის ხუთ საათზე გირეკავს ის ნაგავი ? - ცალყბად გაიღიმა მირანდამ.
- ნუ ამბობ… - განრისხდა სოფო და მისკენ ნაბიჯი გადადგა.
- თორემ რა ? - სწრაფად შებრუნდა მიმი და მის წინ აისვეტა. სიგარეტიანი ხელი კისერში მოუჭირა.
- მიმი. - ვერ დაინახა მათში შიში არაბულმა. ვერ დაინახა და გაღიზიანდა.
- წადი ! - შებრუნდა და მშვიდად თქვა.
- მე…
- წადი, სოფო! - პირველად მიმართა სახელით და სოფია მიხვდა, რომ ყველაფერი იმაზე სერიოზულად იყო, ვიდრე წარმოედგინა.
ჩუმად აიღო თავისი ნივთები და დატოვა მირანდას ბინა. ფეხები უკან რჩებოდა, მაგრამ ვერ ეწინააღმდეგებოდა მას. არც ჰქონდა ამის უფლება.
- ჯანდაბა, მაგის დედაც ! - კბილებს შორის გამოსცრა მიმიმ და ყბები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა.


- აბა, მიმი ! იყო ის პენალტი დასანიშნი ? - გაღიზიანებული ტონით ჰკითხა დანიმ და იატაკზე ფეხმორთხმით დაჯდა. როცა მიმისგან პასუხი ვერ მიიღო თავად გააგრძელა. -პატარა კონტაქტი იყო, მაგრამ პენალტი არ ყოფილა. - და საკუთარი ხედვით კმაყოფილმა ჩაიცინა.
- ჰო, აბა რაა, რა პენალტი? უბრალოდ, ბენატიამ ლუკასს აჩვენა, ნახე, რა მაგარი ბაჩები ვიყიდეო და თვალებთან მიუტანა ფეხები. - ვითომც არაფერი ისე ჩაილაპარაკა ყავით ხელში მდგარმა მირანდამ და ყურადღება არ მიაქცია სიცილით გულშეღონებულ რამდენიმე სპეცრაზმელს.
- დღეს შენი ენა ჩვეულ ფორმაშია. - სიმწრისგან ჩაეცინა დანის.
- შენი ტვინიც.
- რა ? - ვერ მიხვდა დანიმ.
- არა, შევცდი. ის უბრალოდ არ არის.- თქვა მირანდამ და ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა ნახევრად.
- დღეს ბარში მივდივართ, წამოხვალ ? - არ მიაქცია ყურადღება მიმის პასუხს დანიმ.
- სად?
- კოკასთან. - ეს სახელი რომ გაიგონა, წარბი ასწია. ყავა მოსვა და ენა ტუჩებს შორის აათამაშა.
- წამოვალ.
- რვაზე. - არაბულის დადებითმა პასუხმა გააოცა დანი, მაგრამ არაფერი შეიმჩნია. სოც ქსელს მიუბრუნდა, სადაც აქტიურად განიხილავდნენ გუშინდელ თამაშს.

გასაღები მოარგო საკეტს და ნაჩქარევად შევიდა ბინაში. აბაზანაში ჩაიკეტა და წყლის ცხელ წვეთებს მისცა საშუალება ჩამოერეცხათ ის უჩვეულო დაღლილობა, რომელიც წინა დღისა და დღევანდელი დილის შედეგი იყო. ფიქრობდა მირანდა არაბულზე და ვერაფერს ალაგებდა გონებაში. თითქოს მიმი უბრალოდ შემოვიდა მის მყუდრო ბაკანში და მოუშინაურდა მას. ამავდროულად, წინააღმდეგობის სურვილიც მოსპო. ასეთი რამ არასდროს ეგრძნო სოფიას. თუ ბაკანს გარეთ აღმოჩნდებოდა მხოლოდ ისე, რომ მას ძალით შემოაცლიდნენ. მირანდამ კი უბრალოდ შემოაბიჯა აქ. სოფია კი სტუმრებს არ ელოდება ხოლმე, ამიტომაც სახლში საიმედო სამალავი არ გააჩნია, რომ მიმის დაემალოს.
ის-ის იყო აბაზანიდან უნდა გამოსულიყო, რომ ზედ კართანვე შეეჩეხა თინათინი.
- გამისკდა გოგო გული ! - შეშინებულმა წამოიძახა და გაბრაზდა. თინიკოს მიმიკა არ შესცვლია.
- სად იყავი ? - ყინულივით ცივი ტონით ჰკითხა.
- ბატონო? - თვალები გაოცებისგან შუბლზე აუვიდა სოფიას.
- დათომ ამაფეთქა, სად იყავი?
- აგაფეთქა ანუ მაქსიმუმ სამჯერ დარეკა, ჰო? - ირონიამ გადაურბინა სახეზე სოფოს და მეგობარს გვერდი აუარა. საძინებელში გავიდა და ჩაცმა დაიწყო.
- ორჯერ. - უკან გაჰყვა თინათინი და იქვე საწოლზე ჩამოჯდა. მოსწონდა სოფოს წვრილი წელი და სავსე გავა.
- ოჰ, გული ამიჩუყდა, როგორ ინერვიულა! - ხელი გულზე მიიდო და შეწუხებულ სახეზე თვალები მილულა.
- სად იყავი, სოფო? - ჩააცივდა თინათინი. ან ვერ მიხვდა ან არ სურდა მიმხვდარიყო, რომ სოფო განგებ არ პასუხობდა. - სად თუ ვისთან ? - ცინიზმი შეეპარა ხმაში.
- ჯანდაბაში, ეშმაკთან. - ნიშნისმოგებით უთხრა სოფიამ და მისაღებში გავიდა.
- ერთადერთი ადამიანი ხარ, რომელსაც არაფერს ვუმალავ, სოფო. შენგან კიდევ, ასეთი ქცევა ძალიან მწყინს. - წინ მიუჯდა დახლთან მჯდომ სოფოს და სურდა დანაშაულის გრძნობის საფუძველზე აელაპარაკებინა.
- მეც მწყინს, რომ ჩემს თხოვნას არ ითვალისწინებ, მაგრამ რა ვქნათ? - მხრები აიჩეჩა სოფომ და მისი კითხვა მეტად რიტორიკულ შინაარსს ატარებდა.
- მე სიმართლეს ვამბობ!
- შენ ამბობ იმას, რაც მე გთხოვე არ გეთქვა და უკვე მერამდენედ. - სახე უემოციო გაუხდა სოფოს. თინას ეს არ სიამოვნებდა, რადგან ხვდებოდა, რომ ამ დროს სოფოს პრინციპები იმდენად ბასრდებოდა, რომ ლაპარაკს აზრი აღარ ჰქონდა.
- ანუ არ უარყოფ იმას, რომ შეიძლება სიმართლე იყოს? - სხვა მხარეს უხვევდა თიკა.
- ზუსტადაც რომ უარვყოფ, მაგიტომ მაღიზიანებს და მინდა არ თქვა! - აღშფოთდა ქალი და მის სახეზე ემოციების ლაშქარმა გადაირბინა.
- ანუ არ მეტყვი სად იყავი?
- არაა საჭირო.
- კარგი. - წამოდგა თინა და პლაზმური ტელევიზორის წინ დაჯდა, პულტი აიღო და საინფორმაციო არხზე გადართო.
“სერიული მკვლელის, მეტსახელად “სატანა”, მორიგი მსხვერპლი გახდა ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესმენი…”
- სოფო, შეხედე კიდევ ერთი ღიპიანი ბიძია გააგორეს. - კმაყოფილებით ჩაილაპარაკა თინიკომ და გადაიხარხარა.
- აშავებდა რამეს ?
- კონტრაბანდა. - მოკლედ უთხრა თიკამ.
- საიდან ეს ინფორმაცია? - დაეჭვდა სოფო.
- უშუალო შეხება მქონდა. - თქვა თიკამ. თავად იყო ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესვუმენი.
- არის შანსი, რომ შენც… - თქვა სოფომ და გაფითრდა.
- მინუსებშია მაგის შანსი. - გაეცინა თინას.
- ანუ ? - თავი გვერდზე გადახარა სოფიამ.
- ანუ მე სუფთა ვარ, ტვინიკოს.
- იიჰ. - გაიბადრა სოფო და აწკრიალებულ ტელეფონს დასწვდა. თინათინი მიხვდა, რომ დათო რეკავდა, ამიტომ სახე მოეღრუბლა და რეპორტაჟის ყურება განაგრძო.

- გისმენ. - უპასუხა სოფომ.
- სად იყავი გუშინ? - გაბრაზებული ხმა გაისმა ყურმილის ბოლოს.
- გმადლობ, კარგად. შენ ?
- სოფო, ნუ მეთამაშები ?
- ნერვიულობისგან გულმა დაგარტყა, ხო?
- სოფო, სად იყავი? - დათო შეეცადა ხმა დაემშვიდებინა.
- ჯანდაბაში !
- ეშმაკთან ? - ჩაეღიმა დათოს. სოფო გაჩუმდა და მიხვდა, რომ ეს კაცი მას საკმარისად იცნობდა.
- ჰო…
- ეგრე უთხარი თიკას ? - მისი სახელის ხსენებისას გესლი გაურია ხმაში დავითმა.
- კი. - გაეცინა სოფოს და სხვა ოთახში გავიდა. თინათინის დაჟინებული მზერა ზურგს უწვავდა.
- და სად იყავი ? - სოფო ოდნავ შეყოყმანდა და თქვა.
- ნაცნობთან დავრჩი, ფეხი ვიტკინე და შორს ვერ წამოვედი.
- ე.ი. ნაცნობთან. - ჩაილაპარაკა დათომ.
- შენ რა, ჩემი არ გჯერა ? - გაკაპასდა სოფო.
- მჯერა, მჯერა. - დაიწყო დათომ, მაგრამ სოფომ გააწყვეტინა.
- და საერთოდ, გამანებე თავი, დროს ვერ პოულობ დასარეკს და დილის ხუთ საათზე წამს რომ მოიხელთებ მაშინ მირეკავ!
- სოფო, მომისმინე. მოდი, დღეს სადმე გავიდეთ, არ გინდა? - ცდილობდა მოეთაფლა ქალი.
- შენ ცდილობ, შენ, შენ… - ენა დაება ქალს.
- სადმე მყუდრო ბარში, სადაც არავინ შეგვაწუხებს, არც ერთი ჟურნალისტი, რეპორტიორი და ა.შ. რას იტყვი? - ძალიან დამთბარი და ტკბილი ხმა ჰქონდა დავითს, ზუსტად ისეთი, როგორზეც სოფო დნებოდა.
- მთელი საღამო ჩემი იქნები ? - ამოიბუზღუნა სოფომ.
- ჰო, მთელი საღამო. მხოლოდ მე და შენ.
- ჰო, კარგი. არ მომატყუო იცოდე !
- ცხრისკენ გამოგივლი. მიყვარხარ. - ძალიან იშვიათად ამბობდა ამ სიტყვას დათო. როცა ამბობდა, სოფოს გული უფრთხიალებდა, მაგრამ ახლა ისე იყო დაღლილი დათოს დაკავებულობით, რომ მექანიკურად უპასუხა.
- მეც.
- ნუ მიბრაზდები.
- შეხვედრამდე. - თქვა ქალმა და გათიშა.

….
- სენსაცია თუ გინდა, ესაა, რა. - წარმოთქვა დანიმ და ვისკის ჭიქა ჩაცალა. იგულისხმებოდა ის, რომ მირანდა არაბული მათთან ერთად იმყოფებოდა.
თუმცა ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, რომ მიმი აქ იყო, არ შეიძლებოდა. მისი გონება გათიშული იყო. არაფერზე ფიქრობდა, ეზიზღებოდა ფიქრი. როცა იწყებდა, იმდენად ღრმად ჩადიოდა, რომ გაჩერება შეუძლებელი იყო.
რამდენიმე ჭიქა დალია და გაუაზრებლად უყურებდა შემოსასვლელ კარს.
მიმიკა არ შესცვლია, როდესაც ჯერ ათაბაგი, შემდეგ კი სოფია დაინახა. კიდევ ერთი ჭიქა შეივსო და გადაჰკრა.

- სასიამოვნო გარემოა, არა ? - ჰკითხა დათომ, როცა კუთხურ მაგიდას მიუსხდნენ. მიმი სოფოს თავისუფლად ხედავდა, დავითი კი მისკენ ზურგშექცევით იჯდა.
- კი, მომწონს. - მხიარულად ჩაილაპარაკა. - როგორ ხარ, დათო ? - სითბო შეურია ხმაში სოფომ.
- ძალიან, ძალიან ბევრი საქმეა, სოფო. ჰომ იცი, რომ ძალიან მინდა შენთან ყოფნა, მაგრამ ესეც მნიშვნელოვანია. - თქვა მამაკაცმა და სკამის საზურგეს მიეყრდნო.
- ვიცი. მთავარია, დღეს მთელი საღამო ჩემი ხარ. - ტაში შემოჰკრა სოფომ და ბედნიერად გაიღიმა.
- ჰო, მთელი საღამო. - ძლივს გაეღიმა ათაბაგს. მართლა ზედმეტად გადატვირთული იყო და სახეზეც ეტყობოდა დაღლა.
- ახალი რომანის დაწერას ვფიქრობ. - თქვა სოფომ და სტეიკის მცირე ზომის ნაჭერი პირისკენ გააქანა.
- ჰოო, ძალიან კარგი. - მოკლედ უთხრა კაცმა. თავად მხოლოდ სასმელს ეტანებოდა.
- მოიცა, არ მკითხავ რაზეა ? - გაიბუტა სოფო.
- ჰო, გკითხავ. რაზეა, სოფ? - ავტომატურად უპასუხა დავითმა.
- ეგრე არ მინდა ! - შეუბღვირა ქალმა. - არ გეტყვი !
- ნუ ბუტიაობ. - ღიზიანდებოდა დავითი.
- ჰო, რა თქმა უნდა. ნუ ბუზღუნებ, ნუ ბუტიაობ ! სუნთქვის უფლება მაქვს ? - ირონიულად ჰკითხა სოფომ.
- ნუ მეცინიკურები, ძვირად დაგიჯდება! - შეუბღვირა კაცმა.
- ისევ ეს “ნუ”! - თქვა და სასმლის ერთი ყლუპი საყლაპავში გადაუშვა. როგორც კი ბოკალი თავის ადგილას დააბრუნა, ნაცნობი პროფილი დაინახა. წამიერად დააკვირდა და არაბული ამოიცნო. შიგნეულობა შეეკუმშა და თითქოს დაავიწყდა კიდეც, რომ დათოს ეჩხუბებოდა. მაგრამ კაცის გააფთრებულმა ხმამ გამოიყვანა იგი სასიამოვნო ბურანიდან.
- აქ საჩხუბრად მოვედით ?
- ჩემი ბრალია, რომ ვჩხუბობთ ? - აღშფოთდა სოფია.
- ანუ მე მაბრალებ ?
- მე არ გიკრძალავ, ლამის, სუნთქვას, დავით ათაბაგო! - ნერვები მოეშალა სოფოს.
- გაჩუმდი, რეკავენ ! - თქვა კაცმა და ტელეფონს უპასუხა. - ბატონო ! რა ? როდის? რამდენად მწვავეა ? შე’ვეცი! მოვდივარ! - თქვა და წამოხტა.
- შენ… - თვალები ცრემლით აევსო ქალს.
- უნდა წავიდე. - ყბები ერთმანეთს დააჭირა. იცოდა, რომ ეს მათ ურთიერთობას კიდევ უფრო დაძაბავდა, მაგრამ უნდა წასულიყო.
- შენ შემპირდი ! - თავი ჩახარა ქალმა.
- ვიცი, ვიცი, მაგრამ გამიგე რა, როგორც ყოველთვის, გამიგე. - ნაჩქარევად აკოცა შუბლზე მამაკაცმა და სახე ორივე ხელით დაუჭირა.
- ჰო, როგორც ყოველთვის, მესმის. - სოფომ სცადა გაეღიმა.
- მეც მესმის შენი. - თქვა და ბარიდან გავიდა.
- ჰო, როგორ არა, გესმის. - თავისთვის ჩაილაპარაკა სოფიამ და დამნაშავესავით გააპარა თვალი მირანდას მხარეს. იფიქრა, ალბათ ვერ შემამჩნიაო და წამოდგა. ბართან მივიდა და მთელ სამყაროზე გაბრაზებულმა გადაწყვიტა დაელია.
ცხოვრებაში მხოლოდ რამდენჯერმე დამთვრალა და არც ერთი არ დასრულებულა დადებითი შედეგით, თუმცა ის არ იყო ადამიანი, რომელსაც აღელვებდა შედეგი. მას უნდა აქ და ახლა. ამიტომ ზედიზედ რამდენიმე ვისკის ჭიქა გადაჰკრა და სკამის საზურგეს მიეყრდნო. კვლავ გააპარა არაბულისკენ თვალი და მისი ჭიქაში ჩაფრენილი ხელის შემყურეს გუშინდელი მის კისერზე შემოხვეული ხელი გაახსენდა. შემდეგ მოგონების ძაფს მიჰყვა და საკუთარ მაჯას მოუჭირა. ისევ აღმოჩნდა იქ დივანზე, მირანდას ფეხებს შორის ჩამჯდარი. მუხლები გაუაზრებლად შეატყუპა და სკამის საზურგეს მიეყრდნო. თვალები დახუჭა და ბაგე ოდნავ შეხსნა. გაახსენდა, რომ მიმი თითქმის კონტაქტის გარეშე ეხებოდა მის ფეხს მუხლიდან ქვემოთ და ფეხებშუა ფეთქვამ ჭკუიდან გადაიყვანა სოფო. საზურგეს მოსწყდა და მხრებში მოიხარა. შუბლი დახლს დაადო და ცალი ხელი მუხლებს შორის ჩააცურა. სკამის კიდეს ჩააფრინდა და მთელი ძალით მოუჭირა, მეორეთი კი მხრიდან მოყოლებული კისრის გავლით იმ ადგილს შეეხო, სადაც მირანდამ სული შეუბერა. ბაგეს მთელი ძალით ჩაასო კბილები, რათა კვნესა არ აღმოხდომოდა.
სასმელი უკვე კარგა გვარიანად მოეკიდა, მაგრამ მაინც დალია ზედიზედ კიდევ ორი ჭიქა. შიგნეულობა ჩაეწვა და გაბრაზდა. ყოველი სამი წამის შუალედში მისი მზერა მირანდასკენ გარბოდა, მაგრამ არაბული არაფრის დიდებით არ იმჩნევდა მას. თუმცა არც ერთი სოფოს ჟესტი თუ მიმიკა არ გამოჰპარვია.
სასმელით გათამებული სოფია კი ყოველწამ უფრო და უფრო ბრაზდებოდა იმის გამო, რომ მირანდა მას ვერ ამჩნევდა. ამიტომ გადაწყვიტა თავად ჩვენებოდა.
არეული ნაბიჯებით გასწია მაგიდისკენ, სადაც ათიოდე სპეცრაზმის თანამშრომელი ილხენდა და რის ვაი-ვაგლახით მიაღწია მათ მაგიდამდე. გზად ლამის გადმოაყირავა რამდენიმე სკამი, მაგრამ არაბულმა ყურიც არ შეიბერტყა. ამ ფაქტით გამწარებული სოფო თავზე წამოადგა და საუბარი დაიწყო.
...

ვიცი, დავაგვიანე, მაგრამ შედარებით დიდი თავია ^-^скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი tt

rodis dadeb shemdegs?

 



№2 სტუმარი fgh

dade ra dges shemdegi

 



№3  offline მოდერი MoonLady

fgh
dade ra dges shemdegi

დაწერილი არ მაქვს სრულყოფილად, თორემ დავდებდი :დ

 



№4 სტუმარი სტუმარი emili

rodis dadeb

 



№5  offline მოდერი MoonLady

სტუმარი emili
rodis dadeb

დღეს იქნება ^-^

 



№6  offline აქტიური მკითხველი La-Na

ოჰო როგორც გჩვევია საუცხოო ისტორიაა.მალე დადებ იმედია ახალ თავს
--------------------
ლანა

 



№7  offline მოდერი MoonLady

La-Na
ოჰო როგორც გჩვევია საუცხოო ისტორიაა.მალე დადებ იმედია ახალ თავს

გმადლობ, დღეს დავდებ მომდევნოს ^-^

 



№8 სტუმარი tata

rpomel saatze dadeb

 



№9 სტუმარი nia

rodis dadeb ?

 



№10 სტუმარი სტუმარი .....

rodis dadeb?

 



№11  offline მოდერი MoonLady

ხალხო, დავდე მომდევნო :დდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent