შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თინეიჯერი მასწავლებელი (6)


20-04-2018, 21:49
ნანახია 1 161

თინეიჯერი მასწავლებელი (6)

დილით თავის ტკივილმა და თებეას მოქნეულმა ხელმა გამაღვიძა. გამიკვირდა როდესაც დავინახე ჩემს გვერძე იწვა და ფშვინავდა. ზლაზვნით წამოვდექი და ხალათი მოვიცვი.ოთახიდან სამზარეულოსკენ ავიღე გეზი რადგანაც ხმაური მესმოდა. ხელები თავზე მქონდა შემოდებული ტკივილის გამო და მოჭუტული თვალებით ვიყურებიდი.
- თქვენ აქ რა გინდათ?ვიკითხე გაკვირვებულმა როდესაც სამზარეულოში გეგა, იო და ეკე დამხვდნენ.
- გუშინ შენ გვეძალავებოდი ჩემთან დარჩით და მაგარი არაყი უნდა დაგალევინოთო - მითხრა გეგამ.
- მეეე? - გაკვირვებულმა ვიკითხე და საჩვენებელი თითით ჩემი თავისკენ ვანიშნე.
- ხო, ხო შენ. 
- არაფერი მახსოვს. ან საერთოდ რატომ დავლიე? მე არასდროს ვსვამ ალკოჰოლს ! 
- აქაოდა იოანეს როგორ ვერ ვაჯობებ დალევაში-ო და რამის მთლიანი ღვინის დოქი გამოცალე.
- ერეკლე მართალს ამბობს?
- ხო ხოო.
-აუ, როგორ მრცხვენია!
- რისი გოგო?
- აბა გოგო რომ გამოტყვრება იმას ნამუსი აქვს? მითუმეტეს ამ ჰომოსაპიენს რომ ავყევი!
- მეც მაგარ პახმელიაზე არ ვიყო ხომ იცი, კარგი არაფერი რომ მოგივიდოდა?
- რას ჭუკ-ჭუკებთ ხალხო? გამოფრატუნდა თებეა.
- შენც დათვერი? ვკითხე დაქალს
- არა, რამის სხვა მაგიდებიდან ავაცალეთ ხალხს ღვინო,იმდენს სვამდით შენ და იოანე, შენი აზრით ჩემი წილი დარჩებოდა? ან პატრონი ხომ გინდოდა?
- ტფუიი! რანაირი დაქალი ხარ! მე იქ იმდენ ხალხში ცანცარა ლოთად გამომაჩინე და შენ კიდევ ასე არხეინად მელაპარაკები?
- აუ მოკეტე გთხოვ!
- ეეე, გოგო! ფრთხილად იყავი შენ, ეგრევე თავით არ გადაგაყუდო აივნიდან.
- გეყოთ!
- აუ გეგა, ბორჯომი არის მაცივარში თუ იცი?
- კი არის, დემეტრემ არ დალია გუშინ, ხოდა დილით ამოგვიტანა.
- აააააააააამ- ამოვიზმუილე და მაცივრიდან გამოღებული ცივი ბორჯომი შუბლზე მივიდე.
- თორნიკე როდის ჩამოდის?მკითხა გეგამ
- დაახლოებით სამ კვირაში-ო
- და მერე სამსახურს რას უშვრები?
- აზრზე არ ვარ! გავეცი პასუხი და თან გაზიანი სასმელის ბოთლის თავსაფარს ლენტი მოვხსენი.
- წამოხვალ?
- არ ვიცი გეგა, ა-რ-ვ-ი-ც-ი !
- აუ მაგრად გაუტყდება რომ მოვატყუეთ.
- ასე იყო საჭირო.
- არა კესანე , არ იყო.
- ისედაც თავი მისკდება და მთლად თავის ქალას ნუ ამხდი გთხოვ! 
- და მთელი ზამთარი ასე უაზროდ ვისხდეთ? იკითხა ერეკლემ
- აბა იდეები შენზე იყოს მაშინ, რახან მოწყენილობამ შემოგიტია.
- ამმ, მოვიფიქრე. გუდაურში ან ბაკურიანში დავგაზოთ!
- დავგაზოთ არა, წავიდეთ! ვუპასუხე და გავუღიმე.
- აუ მზია არ გვეყოფოდა სკოლაში აქაც რომ არ დაიწყო? წარბები შეკრა ერეკლემ.
- ჩუმად ვარ ჩუმად.
- წამოხვალთ ბოლო-ბოლო?
- მე კი.
- მეც
- მეც წამოვალ
- მე ვერა.
- რატომ?
- არ დამითხოვს თამაზა
- საერთოდ წამოხვალ! ისედაც მოგიწევს თორნიკე რომ ჩამოვა. ბოლო-ბოლო მე აქ კაცი ვარ თუ...
- პროპკა - დავამთავრე გეგას ნათქვამი სიცილით. - წამოვალ, წამოვალ !
- ძმა ხარ ბრატ !
- ეეე მამიდაშვიილ, ,,კაი ბიჭს'' ვგავარ მასე რომ მელაპარაკები? 
- გამარჯობაათ ! ღიმილით მოგვიახლოვდა თეკლა.
- შენ სკოლაში არ ხარ? ვკითხე გაბრაზებულმა.
- ჯერ ერთი, როდის აქეთია მარტო მიშვებ სკოლამდე, ან რაღაც არ მახსოვს შაბათს გაკვეთილები ტარდებოდეს.
ჩემი სახის დანახვისას მიხვდა რომ გავბრაზდი და აფერისტულად მაკოცა და ჩამეხუტა.
2 წუთში თორნიკემ მესენჯერში დამირეკა.
- თორნიკე ჩართე კამერა დაგინახოოთ. უთხრა თებეამ
თორნიკემაც ჩართო.
-ეეე რას აკეთებთ ამ დილით ჩემს დასთან.
- შენმა დამ დაგვპატიჟა გუშინ ღამე, ისეთი არაყი მაქვს სახლში ყველას ძირს დაგყრითო.
- ეე გოგო შენ სრულ ჭკუაზე თუ ხარ?! შემომბღვირა თორნიკემ.
- აუუ ტოო შენ თავს ვფიცავარ არაფერი მახსოვს, რატომ დავლიე აზრზე არ ვარ!
- მოგაკლდა შენ ჩემი ხელი!
- აშკარად მოაკლდა! დაისისინა იოანემ.
- ჩარკვიანი! შენ პახმელიაზე იყავი და თავი გისკდებოდა მგონი!
- კი მისკდებოდა და მისკდება ახლაც შენი წყალობით!
- მე რა შუაში ვარ ! გეგა, ეკე და თებე, იო იცით ვის ჰგავს?
- ვიის?
- ბრედს
- ბრედ პიტს ხო? გაიჯგიმა იოანე
- არა, ჩვენი სკოლის დარაჯს ბრედს ვეძახდით რადგანაც ჩვენი დამლაგებელი უყვარდა რომელსაც ანჯელინა ერქვა დაა. გადავიკისკიზე იოანეს გაბრაზებულ სახეზე.
- გეყოთ ახლა, აუცილებელია დილიდანვე კამათი? დაგვაშოშმინდა ჩემმა ძმამ - სხვა რა ხდება აბა?
- გუდაურში ან ბაკურიანში მივდივართ
- კარგიაა
- ხოო კარგია, გოგო კეს, დრეს სავაჭრო ცენტრში გავიდეტ და საჭირო რესურსები ვიყიდოთ.
- აუუ მოგცლია რაა! ხელი ავიქნიე
- აბა იმ სიცივეში ის ფერადი მანტოები გაგათბობს?
- რატო მარტო მანტოები? რამდენი დუტი მაქვს?
- აუ ეს ხო არ ჩუმდება რაა, მე მაინც გამომყევი!
- ვნახოთ
- ვნახოთ! გამაჯავრა და დაიჭყანა ჩემმა ძმამ კი თავი გააქნია ტელეფონიდან რა გეშველებათო.

***
- მზად ხართ? 
- კი გეგა, 2 წუთში სადარბაზოსთან ვართ!
- მასე ამბობდი ნახევარი საათის წინათც!
- ნუ წუწუნებ ერთი შენი ჭირიმე რა! გავუთიშე ტელეფონი.
- ვაიმე კესანე გამოადგი ფეხი თორემ დაგტოვებთ! გამომძახა გასასვლელ კარებთან მისულმა დაქალმა. - არ დაგრჩება არაფერი ჩართული,დაწყნარდი! მერამდენჯერ აშებრუნდი უკვე? გამორთულია ეგ ჯანდასაწვავი გაზი, გამორთული!

***
- რახან გეღირსათ ჩამოსვლა! ხელები ცაში აღაპრო დემეტრემ
- გაიწიე ერთი იქეთ, მიმიშვი ლიკუნასთან!
***
- აუუუ, პირველად ვტოვებ ამდენი ხნით თეკლას ვინმესთან, უკან ხო არ ჩავიდე? ვწუწუნებდი მანქანაში.
- ვაიმეეე! კესანე გაჩუმდი, მიხედავენ ნინო და გოგო თან დაისვენებს ცოტახანი შენგან! დამიბრიალა თვალები საჭეზე მჯდომმა იოანემ მის გვერძე მჯდომს.
- კარგი ხოო, ჩუმად ვარ.
ფანჯარას თავი მივადე და მანქანაში გაჟღერებულ Paul McCartney-ის My Valentine-ს ავყევი.ცოტახანში ლიკაც ამყვა. ჩამეღიმა, შემდეგ კი John Lennon-ის - Imagine ჩაირთო
- უყურე ერთი შენ, კიდევ კარგი გემოვნება მაინც გაქვს კარგი!
- აი ახლა გადაგაბრძანებ მანქანიდან!
- აქამდე არ გაგიკეთებია და გაგიჭირდება თუ რა! ცხვირი ავიბზუე.
- გეგა გაგიტყდება მართლა რომ ვისროლო მანქანდან? სარკეში გახედა ჩარკვიანმა
- ბიჭოო! კოპები შეუკრა გეგამ
- პრაწი რა ბრატ, მაგრამ გადამიყვანა ჭკუიდან!
- ისე არ იყავი რასამბობ. ენა გამოვუყავი.
- რატომღაც ისეთი წინათგრძნობა მაქვს ბაკურიანში რომ ჩავალთ ვიღაცას თოვლი უნდა ვაჭამო და შიგ ჩავაყუდო. დაინტერესებული სახე მიიღო იოანემ მე კი ენა გამოვუყავი.
***
შავი გელენტვაგენით მივუყვებოდით დათოვლილ გზებს და ბედნიერებისგან მაკანკალებდა. თორნიკე და თეკლა მაკლდა მხოლოდ სრული ბედნიერებისთვის. ამ ხალხთან თავს დაცულად და მშვიდად ვგრძნობ. არც კი მინდა წარმოვიდგინო რომ შეიძლება ოდესმე რომელიმე მათგანმა დამტოვოს. ნამდვილად ვერ გადავიტან ჩემი მშობლების შემდეგ კიდევ ვინმე დავკარგო. ღმერთო როგორ მენატრებიან! მენატრება მამაჩემის თვალები, რომლებიც დედას საოცარი სიყვარულით შესციცინებდა, არამარტო დედას მე და ჩემს და-ძმა. ჩემთვის დედაჩემი და მამაჩემი მაგალითები იყვნენ თუ როგორი უნდა იყოს კარგი ადამიანი. აღნაგობით თეკლა დედას ჰგავს, თორნიკე მამას მე კი არცერთს.
- გეგაა.
- გისმენ.
- გახსოვს შენ რომ 19-ის ხდებოდი მამაჩემმა მე შენ და თოკა რომ ბაკურიანში წამოგვიყვანა?
- ეგ მაშინ არ იყო, თოკა რომ თხილამურებით დაეცა და ფეხი იღრძო?
- ხოო ეგ იყო. სევდიანად გავიღიმე.
- რაც მერე მაგან გვაწვალა, ხან რას მომინდომებდა ხან რას!
- ძალიან მომენატრა.
- სულ ცოტაც მოითმინე! ხელები სიდენიის გარშემო გამოყო და შემომახვია.
- აუუ მცივაა- ამოიბუზღუნა თებეამ.
- მე მერე აქ რისთვის ვარ? ხელები შემოხვია ერეკლემ და თებეც გაინაბა. ეშმაკურად ჩავიხითხითე და მხოლოდ გეგას გასაგონად ვთქვი:
- მგონი გრძნობები ხელახლა უღვივდებათ- გავიცინე.
- გავიგეეეთ! შემომღრინა დაქალმა.
- ტყუილი რა თქვა? რა, გინდა მითხრა რომ არ გიყვარვარ? აღიარე რომ სულ გიყვარდი თებროლეეე! თვალი ჩაუკრა ქადარიამ.
- მომაშორე შენი დათვის ტორები! გაგათებროლებ მე შენ!დაიწიკვინა და თვალები დაუბრიალა ჩემმა დაქალმა.
- კარგი ხო, ჩუმად ვარ! მიეწება ერეკლე თებეას
- აუ დავიღალე რაა? როდის გვეშველება ჩასვლა? დავიწუწუნე
- კესანე რა მეორე კლასელი ბავშვივით მოუთმენლობ! არა ისე კი გაქვს ტვინი მაგ ასაკის.
- ზოოპარკი გიყვარს? ვკითხე დაინტერესებულმა.
- რავი კი- მობეზრებულმა გამცა პასუხი.
- არა მეც რა სულელი ვარ, რამ დამავიწყა რომ ყველას თავისი მშობლიური ადგილი უყვარს.
- სულელი მართლა ხარ და თუ ენას არ გააჩუმებ გისვრი თოვლში!
- ნელა ჩემო ,,სიცოცხლე'' ფეხი რამეს არ წამოკრა! თვალი ჩავუკარი.
- აუ ტვინი ნუ შეგვიჭამეთ თქვენი კინკლაობებით რა! შემოგვბღვირა დემეტრემ.
- კესანე მგონი მარტო არ გაგიშვებ აქედან ბაკურიანამდე ფეხით ! ჩარკვიანმა წარბშეკრულმა სარკეში გახედა დემეტრეს .
- კარგით ხალხო, რა დღეში გაქვთ ნერვები- გაიცინა ლიკამ.
***
- უჰჰ ძლივს არ ჩამოვედით? გადავხტი მანქანიდან სასტუმროს როდესაც მიუახლოვდით. ჩემს ჩექმებს იმ ადგილავ ვდგავდი სადაც დაბალი თოვლი იდო.
- ვაიმე შენგელია! იკივლა თვალებგაბრწყინებულმა თებეამ
- აბაააა? თვალების ცეცება დავიწყე.
უცებ ჰაერში აღმოვჩნდი და მაღალ თოვლში ვუღაცამ ჩამაგდო.
ძლივს ამომაძვრეს თოვლიდან და დამნაშავის ძიება დავიწყე თვალებით.
- რა უტვინოც იყავი ის დარჩი! ცხვირი ავიბზუე ლუკას დანახვისას.
- კაი რა იყო ტოო. ლოყები გამიწელა.
მალევე გადამავიწყდა გაბრაზება და ჩავეხუტე. თებეამაც მომბაძა.
- ეე როგორ მომნატრებიხართ! შუბლზე გვაკოცა.
- ჩვენც აქ ვართ! გადაეხვივნენ ეკე და გეგა. - ეს იოანეა, ეს კი ლუკა შენგელია, ჩვენი კლასელი და ,,ტრუსიკის '' მეგობარი მაგრამ რაც ცოლი მოიყვანა სულ დაგვივიწყა. თან აქაოდა მამა ვხდებიო დაა.. იდაყვით დაეყრდნო მხარზე გეგა ლუკას.
- აუუ ხო იცით რამდენი საქმეა სამსახურში და საღამოს ხო მაინც უნდა ვიყო არა სოფისთან?
- ვიცით, ვიცით და მაიმუნობს! თვალი ჩავუკარი. - აქაა ის თხაც?
- კი, სამი საათის წინ ჩამოვედით, დაიღალა და დაიძინა.
- ჩემი გაბერილიი! გაბერილი ყოფილი კლასელის წარმდგენისას გამეღიმა.
- მერე რომ გაიღვიძებს და თქვენც დაისვენებთ აქვე კარგი კაფეა და დავსხდეთ. იდეა მოგვაწოდა შენგელიამ.
- კარგი ლუკ. დაეთანხმა თებეა
- მაშინ ახლა მე წავედი ხო? დავხედავ ქალბატონს.
- კარგი მიდი მიხედე- გავუღიმე და დავემშვიდობეთ საღამომდე.

უნამუსო, არაპუნქტუალური და უმუზო მწვანეთვალება დაბრუნდა ორ კვირიანი გადაკარგვის შემდეგ sleepyскачать dle 11.3




№1 წევრი meocnebe avadmyopi

ეს ორი სიტყვა ცოტაა რაც მე შენ გლანძღე,ჯერ რა იყო ეს პატარა თავი ორკვირიანი პაუზის შემდეგ?
ტფუი შეგირცხვა სახელი,რანაილი ონლაინ მეგობარი შენ ხარ,გაგიხმა თავი,და ის მუხა მეგონა ორისთვის მეყოფოდა,მაგრამ სამზე მაქ გადასანაწილებელი.შენ უნამუსო,არაპუნქტუალურო არსებავ rage rage
ბოდიში ცოტა ავღელდი stuck_out_tongue_closed_eyes stuck_out_tongue_closed_eyes

ისე კაი იყო

 




meocnebe avadmyopi
ეს ორი სიტყვა ცოტაა რაც მე შენ გლანძღე,ჯერ რა იყო ეს პატარა თავი ორკვირიანი პაუზის შემდეგ?
ტფუი შეგირცხვა სახელი,რანაილი ონლაინ მეგობარი შენ ხარ,გაგიხმა თავი,და ის მუხა მეგონა ორისთვის მეყოფოდა,მაგრამ სამზე მაქ გადასანაწილებელი.შენ უნამუსო,არაპუნქტუალურო არსებავ rage rage
ბოდიში ცოტა ავღელდი stuck_out_tongue_closed_eyes stuck_out_tongue_closed_eyes

ისე კაი იყო

neutral_face neutral_face neutral_face neutral_face

 



№3  offline წევრი teengirllove

როგორც ყოველთვის ძალიან მაგარი იყო,იმდენი ვიცინე ზოგ მომენტზე..ვგიჟდები ამათ კინკლაობაზე laughing

 



№4 წევრი meocnebe avadmyopi

მწვანეთვალებაგოგო
meocnebe avadmyopi
ეს ორი სიტყვა ცოტაა რაც მე შენ გლანძღე,ჯერ რა იყო ეს პატარა თავი ორკვირიანი პაუზის შემდეგ?
ტფუი შეგირცხვა სახელი,რანაილი ონლაინ მეგობარი შენ ხარ,გაგიხმა თავი,და ის მუხა მეგონა ორისთვის მეყოფოდა,მაგრამ სამზე მაქ გადასანაწილებელი.შენ უნამუსო,არაპუნქტუალურო არსებავ rage rage
ბოდიში ცოტა ავღელდი stuck_out_tongue_closed_eyes stuck_out_tongue_closed_eyes

ისე კაი იყო

neutral_face neutral_face neutral_face neutral_face


კაი ახლა რამ გაგამწარა,მე ჩემი ენაგრძელი უფრო მომწონს ეს უემოციობაა რაა დღნაშვი?
heart_eyes heart_eyes

 



№5  offline წევრი ლათინო

კაი იყო კიი. მარა ეს პატარა თავი რა არის კაი რაა. მზიკოზე გადავყირავდი,ჩემს შვილს უნდა დავარქვა. sunglasses იმედი მაქვს გეყო ეს ორი კვირა დასვენება და ახალი მალე იქნება yum

 



№6 წევრი meocnebe avadmyopi

ლათინო
კაი იყო კიი. მარა ეს პატარა თავი რა არის კაი რაა. მზიკოზე გადავყირავდი,ჩემს შვილს უნდა დავარქვა. sunglasses იმედი მაქვს გეყო ეს ორი კვირა დასვენება და ახალი მალე იქნება yum


უი შეგირცხვა გოგო სახელი,ან შვილი არ გეცოდება,ან ბიჭი რომ იყოს არ გრცხვენია?ოი რა გაუთვალისწინებელ რაღაცეებს წერ

 



№7  offline წევრი ლათინო

meocnebe avadmyopi
ლათინო
კაი იყო კიი. მარა ეს პატარა თავი რა არის კაი რაა. მზიკოზე გადავყირავდი,ჩემს შვილს უნდა დავარქვა. sunglasses იმედი მაქვს გეყო ეს ორი კვირა დასვენება და ახალი მალე იქნება yum


უი შეგირცხვა გოგო სახელი,ან შვილი არ გეცოდება,ან ბიჭი რომ იყოს არ გრცხვენია?ოი რა გაუთვალისწინებელ რაღაცეებს წერ

ბიჭსაც მშვენივრად დავარქმევ მზიკოს არ ინერვიულო შენ blush

 



№8  offline წევრი blondeangel631

ძალიან მომნატრებიან კარგი იყოეს თორნიკე ჩამოიყვანე მალე და შემდეგსვ ველი heart_eyes heart_eyes

 



№9 სტუმარი Ani gafrindashvili

Dalian kargi iyo cota ar iyos da vinerviule metqi amdeni xani jer ar daugvianiatqo da ra xdebaTqo ra kargia rom dagvibrundii nartla momewona warmatebebiiii

 



№10  offline აქტიური მკითხველი La-Na

დაბრუნდა და ძალიან გაგვახარააააა. იოანეს და კესოს კინკლავი სახალისოა,როდის დაზავდებიან საინტერესოა
--------------------
ლანა

 




La-Na
დაბრუნდა და ძალიან გაგვახარააააა. იოანეს და კესოს კინკლავი სახალისოა,როდის დაზავდებიან საინტერესოა

ჯერ არამგონია მათი დაზავება მოხდეს. მიხარია რომ გაგიხარდათ ამ ისტორიის დაბრუნება❤

 



№12 სტუმარი Ani gafrindashvili

Axals rodis Dadeb?????

 



№13  offline წევრი LaLiDze

შემდეგ თავს როდის დადებ?

 



№14  offline აქტიური მკითხველი terooo

ახალი პერსონაჟების გამოჩენა ყოველთვის კარგია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent