შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს მკლავებში დავლევ სულს 11


20-04-2018, 22:11
ავტორი Queenofmoon
ნანახია 1 160

შენს მკლავებში დავლევ სულს 11

კიბეებს დავითი ჩამოუყვება,სახეზე გაფითრებული და შეშინებული ევასკენ მიემართება.
-ევა,იოანემ თქვა ამოვიდესო.
-რა ხდება?!
-კაბინეტში გელოდება.
ეს თქვა და კაცმა სახლი მაშინვე დატოვა. ევა გაურკვევლობაში ჩავარდნილი თვალებს აქეთ იქით აცეცებს და მასაც შიში იპყრობს.
ზევით ადის და კაბინეტში მძიმედ შედის,იოანე მის საპირისპირო მხარეს ზის,სავარძელი ფანჯრისკენ აქვს მიმართული და მხოლოდ მისი სიგარეტის კვამლი მოჩანს.
საშინელი სიჩუმეა ჩამოწოლილი,ხმის ამოღებას ევა ვერ ბედავს,მაგრამ არც იოანე იღებს ხმას,ისე ელოდება,თითქოს მისგან მოელის რაიმე პასუხს.
-იო... მასთან ახლოს მივდივარ და მხარზე ხელს ვადებ,ხელს მაშინვე მაშორებინებს და ჩემკენ ისევ არ ტრიალდება.. ტანში საშინელი სიმხურვალე მივლის და მუცელი მეწვება.
-ესე იგი შენი მშობლები გენატრება,მათი ნახვა გინდა..და ამ ყველაფერს დავითს ეუბნები..საერთოდ არ გრცხვენია?ტონს ნელნელა უწევს,ჩემკენ ტრიალდება და მის მწვანე თვალებს ახლაღა ვუყურებ როგორი ბრაზითა და ზიზღითაა სავსე,რაც მეტ და მეტ შიშს იწვევს ჩემში..
-იოანე მაპატიე...გთხოვ..
-გაჩუმდი!!! დავითს რომ ეთქვა,წაგიყვანო ასე ჩუმად ივლიდი აქეთ იქით არა??
-არაა არა.... ცრემლები მსკდება და ყოველ წამში თვალებზე ხელებს ვიფარებ.
-შენ გამო რა არ გავაკეთე??სიცოცხლე გაჩუქე,ჩემთან მოგიყვანე...შენ? შენ რას აკეთებ? ჩემს ძმაკაცს ეხვეწები რო შენები ნახო!!!თან ისე რომ ვერ გავიგო ვერაფერი არა???
-ხოო! ამდენი რამ გააკეთე ჩემთვის.. მრცხვენოდა იოანე.. მრცხვენოდა ეს მეთხოვა.. ვიცოდი ისედაც უარს მეტყოდი.. შენ შემპირდი ყველაფერი რომ ჩაივლიდა მშობლებთან წამიყვანდი მაგრამ იმ ყველაფრის მერე არაფერი არ გითქვამს.. სიტყვაც არ დაგცდენია..როგორ მეთხოვა?როგორ მეთქვა?
-ხო,როგორ გეთხოვა,როცა ერთადაც არ ვართ,არა? იქნებ ესაა მიზეზი,შენი სულელური მიზეზი??
რა?ნუთუ დათომ ესეც უთხრა??
-იონე...
-გაჩუმდი,გადი აქედან,შენი დანახვა აღარ მინდა..
-ჯანდაბა!!!!ოდესმე გითქვამს რომ გიყვარვარ???გითქვამს ოდესმე?? იმის გარდა რომ ათასნაირ საჩუქარს მიკეთებდი,ყველაფერს აკეთებდი ჩემთვის.. გითქვამს?? არასოდეს!! შენგან არასდროს მახსოვს ეს სიტყვები იოანე... და მე ეს გულს მტკენდა და მტკენს თანაც ძალიან...
-სისულელეებს ნუ ლაპარაკობ,ევა, გაფრთხილებ
-არასდროს არ გითქვამს ჩემთვის ის სიტყვები რომელიც ასე ძალიან მინდოდა მომესმინა..ნუთუ ასეთი დაუჯერებელია?
-ევა გადი აქედან!!!!
მისკენ მივდივარ,ვცდილობ შევეხო მაგრამ მხოლოდ მისი მკაცრი მზერა მხვდება და ცივი ხელები,რომელიც ცდილობენ მომიშორონ.
-ნუ მეხები!!არ გაბედო!
კარს უახლოვდება,აღებს და მანიშნებს რომ გავიდე,სხვა გზა არ დამრჩენია.. გავდივარ და ზურგს უკან კარის ხმამახალ მიჯახუნებაზე ისევ მუცელი მეწვება.. მგონია მიწა ფეხქვეშ მეცლება..სამყარო გაჩერდა ჩემ გარშემო და ვეღარაფერს ვგრძნობ,მხოლოდ ის მინდა რომ გავქრე... რადგან სირცხვილი და საშინელი ტკივილი ერთდროულად მერევა და ამ გრძნობას ვერ ვუმკლავდები. ჩემს ოთახში შევდივარ , საწოლზე ვეხეთქები და მთელი ძალით ვტირი.
ორი დღე გავიდა რაც იოანე არ მინახავს,ვერ ვხვდები სახლში საერთოდ არის თუ არა.. მის კაბინეტში ან ოთახში ასვლას ვერ ვბედავ.. ძალიან მრცხვენია მას შევხედო თვალებში...მაგრამ ამავდროულად საშინლად მენატრება მისი ნახვა..მშობლების და საკუთარის სახლის მონატრებით იმდენად დავბრმავდი,ვერც გავიაზრე ჩემი საქციელი,მაგრამ ამას მიხვდება?ამას მაპატიებს?ღმერთო,ალბათ რა საზიზღარი და აუტანელი ვგონივარ...ჩემი იო...გთხოვ დაბრუნდი ჩემთან..გთხოვ..
-ქალბატონო ევა,ვახშამი მზად არის.
-ლილი,იოანე სადაა?
-მე..მე არ..
-მითხარი ლილი,გთხოვ მითხარი..
-უბრალოდ დამაბარა რომ გვიან მოვიდოდა.. მეტი არაფერი ვიცი..
-კარგი,შეგიძლია წახვიდე.
ტელეფონს ვიღებ და თორნიკეს და ვაჩეს ნომერს ვეძებ.. დათოს არ ვურეკავ, რადგან არანაირი სურვილი არ მაქვს მასთან ლაპარაკის იმ ყველაფრის შემდეგ.
თორნიკეს ნომერს ვკრეფ და გულამოვარდნილი ველოდები მიპასუხოს.
-გისმენთ
მუსიკის,ქალების და კაცების სიცილის ხმაში ძლივს ვარკვევ მის საუბარს.
-თორნიკე ევა ვარ..
-ევა? ხო მშვიდობაა??
-მმ კი. კი. იოანეც მანდ არის?
-
-თორნიკე?
-კი აქარის დაგალაპარაკო?
-არა არა
ჩემი ხმა ვერც გაიგო,ტელეფონი იოანეს გადააწოდა,იოანესთან კი ვიღაც ქალი კისკისებდა,იოანეც თან ჰყვებოდა,ამ ყველაფრის მოსმენა აღარ შემეძლო და მაშინვე გავთიშე.
არა,არ ვიტირებ. არ ვიტირებ. ვცდილობ თავი ხელში ავიყვანო და ეჭვიანობამ არ ამიტანოს მაგრამ ამ საშინელ გრძნობას ვერ ვეწინააღმდეგები.
საშინლად ვბრაზდები და მინდა ყველაფერი დავლეწო.
კამოდზე დალაგებულ ძვირფასეულობებს ერთი ხელის მოსმით ვყრი,სარკეს ძირს ვაგდებ და აქეთ იქით იფანტება მისი ნატეხები მარგალიტის მძივებთან ერთად. ხმაურზე გაფითრებული ლილი შემოდის და ძირს იხრება
-ლილი თავი დაანებე..
-არა ქალბატონო ევა,დავალაგებ ახლავე.
*******
-შენ ყველას გვიღალატე ევა..ყველანი დაგვივიწყე,ნუთუ არ გრცხვენია?შენი საქმროც კი ვიღაც მკვლელში გაცვალე..
-დედა??მამა?აქ რას აკეთებთ? დედა!! როგორ მენატრებოდი..დე...დედიკო..
-დედას ნუ მეძახი.. მრცხვენია შენნაირი შვილი რომ მყავდა..
-მეც მრცხვენია,შენნაირი საცოლე რომ მყავდა...გიორგის ბარიტონი ისმის უკნიდან მაგრამ მხოლოდ მისი ლანდი მოჩანს..
-გიო?შენ აქ ხარ?
-რა უცებ გამცვალე მკვლელში?
-არა.არა....ყველაფერი ისე არ არის როგორც თქვენ გგონიათ.. დედა,გთხოვ შემომხედე,ასე არ არის გეფიცები..გიო...გთხოვ დამიჯერე..აგიხსნით ყველაფერს.. არ წახვიდეთ..გთხოვთ....დედა....დედა...
საშინელი სიზმრიდან რეალობაში ვხვდები,ოფლში ვცურავ და გული ძალიან სწრაფად მიცემს,უკუნით სიბნელეში ვცდილობ ჭიქას დავწვდე წყლის დასალევად მაგრამ ცარიელია,შუქს ვანთებ,ხალათს ვიკრობ სხეულზე და სამზარეულოში ჩავდივარ. საათს ვუყურებ,ღამის ოთხი საათია,მისაღებში სუსტად მოჩანს სინათლე,ნელნელა ვუახლოვდები,სავარძელში იოანე ზის ვისკით ხელში და ლეპტოპში თავის საქმეებს აგვარებს. ძალას ვიკრებ რომ ახლოს მივიდე და დალაპარაკება გავბედო,მაგრამ მაინც ვერ ვბედავ და უკან ვბრუნდები.. ამ დროს კი ტანში ჟრუანტელი მივლის ერთიანად.
-რატომ არ გძინავს. ისე კითხულობს რომ ჩემკენ სახესაც არ ატრიალებს.
-წყლის დასალევად ჩამოვედი..ლამის კანკალით ვპასუხობ და თვალებს ვერ ვაშორებ..დაჟინებით ვუყურებ იმის იმედით რომ გამომხედავს.
-იმდენად შეგძულდი,რომ სახლშიც გვიან მოდიხარ?
წარბებს კრავს და ნელნელა მზერას მაპარებს გაკვირვებული...რამ გააკვირვა?რა,ასე არ არის?
-შენს თავს ძალიან დიდ უპირატესობას ანიჭებ,იმიტომ ვაგვიანებ,რომ საქმეები მაქვს..
-რა თქმა უნდა,ძალიან დაკავებული იქნებოდი დღეს ქალებთან გართობით..დიდი საქმეები გქონია!!!
-წადი დაიძინე
-დიდხანს უნდა ვისჯებოდე?თუ უკვე ფეხებზე გკიდივარ?ისიც არ კმარა რომ არ მელაპარაკები,არაფრად მაგდებ,ახლა ქალებთან ერთობი,იმიტომაც აგვიანებ!! ყველაფერი აგიხსენი,შენ კიდე მაინც როგორ მექცევი იოანე!!!
-ევა წადი მეთქი.
ისევ დავაბიჯებ სახლში უაზროდ..დღეები იწელება ისე როგორც არასდროს,იოანე საშინლად მსჯის,ეს უკვე ზედმეტია..ხმას არ მცემს,ვერც სახლში ვხედავ ხშირად,კაბინეტში ასვლას საერთოდ ვერ ვბედავ,რადგან უკან გამომაგდებს და ჯერ ჩემი თავმოყვარეობა ისევ მაქვს შემორჩენილი საბედნიეროდ.
საშინლად მკაცრი ზამთარი დადგა,თოვლი ყველაფერს ფარავს ირგვლივ. ფანჯრის გაღებისას სიცივე სახეზე მელამუნება და მისი შეგრძნება მსიამოვნებს. ჩემი საყვარელი ხედი აღარ მოჩანს თოვლის გამო,თუმცა ეს სითეთრეც ულამაზესია...ჩემს გულშიც ცივა,საშინლად ცივა როგორც ამ დეკემბერს,მინდა ყველაფერი უკან დავაბრუნო,მინდა მაგრამ არ გამოდის.. არც მაძლევს ის ამის საშუალებას. ყავის ფინჯანს თაროზე ვდებ და გარდერობს ვაღებ ფუმფულა ჯემპრის გამოსაღებად. ვცდილობ რაიმე მოსახერხებელი მოვძებნო,გარდერობის კუთხეში კი პატარა ყუთს ვხედავ.
ესეც იოანეს დატოვებულია? ჰმმ.იატაკზე ვჯდები,ცნობისმოყვარეობა არ მასვენებს და ყუთს სწრაფად ვიღებ, ვცდილობ გავხსნა,თუმცა ასეთი მარტივი არ არის,რადგან არც ეს ყუთი ჰგავს იოანეს დატოვებულს ან რაიმე საჩუქარს.
ამდენი წვალების შემდეგ როგორც იქნა გავხსენი და ხელში ძველი ალბომები შემრჩა.
პირველ მეორე გვერდზე უცნობი ხალხი მოჩანს,ფოტოები შავ-თეთრია და ვერც ვცნობ ვერავის,ალბომს იქამდე ვშლი სანამ რაიმე საინტერესოს ან ვინმე ნაცნობს არ შევხდები თუმცა ამაოდ. ერთი ალბომი გადავდე და მეორე ალბომის თვალიერება დავიწყე.სურათზე მამაკაცი მეცნო,ეს მგონი იოანეს მამაა,რომელიც კაბინეტში ვნახე იოსთან... ნამდვილად ისაა,ზუსტად იოანესნაირი მკაცრი მზერა აქვს,ჩამეცინა.
მეორე გვერდზე კი იოანეს მამა და ვიღაც ძალიან ლამაზი ქალი დგას დიდი მუცლით,მომღიმარი სახით,შავ-თეთრ ფოტოშიც კი ჩანს რომ თვალები უბრწყინავს,ეს იოანეს დედაა?ღიმილით ვშლი ისევ შემდეგ გვერდს,ისევ კონსტანტინე და ის ლამაზი ქალი არიან,კოტე სავარძელში ზის გვერდს კი ლამაზი ქალი უმშვენებს ისევ უზარმაზარი მუცლით.. ახლა მხოლოდ ამ ქალის ფოტოა,სკამზე ზის მოკლე კაბით,ხელი ნიკაპთან აქვს მიდებული და ჩაფიქრებული ზის,ფოტოზე ვცდილობ წარწერა წავიკითხო რადგან ძალიან გაცვეთილია და როგორც იქნა ასოებს ვარჩევ, "კოტეს ,ალექსანდრასგან"
მესამე ალბომის თვალიერებას ვიწყებ,სურათს კარგად ვაკვირდები..ღმერთო... არ არსებობს?ეს ხომ..
კარზე კაკუნი მესმის,ალბომებს სწრაფად ვხურავ და საწოლის ქვეშ ვაცურებ,ლილი კარს აღებს და გაშტერებული მიყურებს.
-ქალბატონო ევა,ალბათ გენდომებოდათ გცოდნოდათ,ბატონი იოანე ბარგს ალაგებს და წასვლას აპირებს ოღონდ სად ზუსტად არ ვიცი..
-რაა????თვალებს ვაფართოებ და პირველ სართულზე მთელი სისწრაფით ჩავრბივარ,იოანეს ვხედავ,ფეხები მებლანდება კიბეებზე და მაშინვე ძირს ვეცემი.
იოანე ჩემკენ მოდის,ხელს მკიდებს და ფეხზე მაყენებს.
-ასეთი სისწრაფით სად მირბიხარ,მოგსდევს ვინმე?
-სად მიდიხარ?ახლა უკვე მარტო მტოვებ??
-მარტო არ იქნები,ლილი აქაა,დაცვის ბიჭები აქ არიან,რა გინდა მეტი?
-შენ!! შენ მინდა რომ იყო.. შენ მჭრიდები..არ წახვიდე იოანე,გთხოვ.
-მორჩი ეხლა ჭირვეულობას,საქმეზე მივდივარ.
-საქმეზე კიარა ისევ გასართობად მიდიხარ ალბათ!
-თუნდაც გასართობად მივდიოდე,მერე?
-იოანე გულს მტკენ...საკმარისია გთხოვ..აღარ შემიძლია ასე ყოფნა..გემუდარები მაპატიე..გთხოვ..აღარასდროს მოვიქცევი ისე სულელურად როგორც იმ დღეს.. მჭირდები,მინდა რომ ჩემ გვერდით იყო.. ძალიან მიყვახარ იოანე,სიგიჟემდე მიყვარხარ
მონუსხული და ხარბი მზერით მიყურებს,სუნთქვა უხშირდება,ვერც კი ვხდები რა ემართება ან საერთოდ რაზე ფიქრობს,მოულოდნელად ხელებს მავლებს,ფეხებს ვხვევ და ისევ დაჟინებით მიყურებს,ხელს ყელში მავლებს და მიჭერს, თავს ზევით მაწევინებს,თვალებში მიყურებს და ჩუმად მეკითხება,უფრო სწორედ მიბრძანებს.
-გაიმეორე
მე ნერწყვსაც ძლივს ვყლაპავ იმდენად მტკივა ყელი და კისერი მაგრამ თავს ძალას ვატან და ვლუღლუღებ
-მიყვ..მიყვარხარ ძალიან მიყვარხარ
მოულოდნელად ტუჩებზე მვარდება და ხარბად მკოცნის,ხელს ნელნელა მიშვებს ყელზე და ხალათს ერთი ხელის მოსმით მხდის,ხელს მკერდზე მავლებს და მისრესს,კისერში კოცნას აგრძელებს და ჩემს სურნელს ხარბად ისუნთქავს,წელზე ხელებს მიჭერს და იქვე დივანზე მაწვენს.
-კიდევ გაიმეორე!
-მიყვარხარ,სიგიჟემდე...მითხარი რომ შენც!!
-მეც მიყვარხარ!!!სიგიჟემდე მიყვარხარ!!
მთელ სხეულს მიკოცნის და თან საროჩკის ღილების შეხსნას ცდილობს,მეც ვეხმარები და კოცნას არ ვწყვეტთ,მინდა მეც ისევე მოვეფერო და ვაკოცო მაგრამ საშუალება არ მეძლევა რადგან სიამოვნებისგან ბურუსში ვარ გახვეული,ნელი აუჩქარებელი სიამოვნებით მავსებს,ვნებას აყოლილები ორივეს ხვნეშა ისმის ერთდროულად.
აქოშინებული ზემოდან შიშველ სხეულს დაჰყურებს და მათვალიერებს,ტუჩები ღიმილით ეპობა და ტუჩზე მოწყვეტით მკოცნის.
-საოცრად გემრიელი ქალი ბრძანდებით ქალბატონო ევა..იკრიჭება და თმაზე მეფერება.
ხელებს მის სახეში ვაქცევ და ლამაზ მწვანე თვალებში ვუყურებ.
-იოანე.. მაინც მიდიხარ?გთხოვ..არ წახვიდე..
-საქმე მაქვს ევა.. აუცილებლად უნდა წავიდე,რამოდენიმე დღეში მოვალ გპირდები..
-მეც წამოვალ,შენთან ერთად წამოვალ გთხოვ..
-ასეთ საქმეზე ვერ წაგიყვან ჩემო პატარა..მალე დავბრუნდები,მანამდე ჭკვიანად მოიქეცი,დაგირეკავ ან მოგწერ ხოლმე კარგი?
-კარგი..
-მიყვარხარ,წავედი.
-მეც..
სამოსს ისწორებს,ბარგს ხელს ავლებს და სახლიდან გადის.

________________
იმედია მოგეწონათ ახალი თავი<3скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი Qeti qimucadze

Ki magram patar!aa, dacyebuli ar mqonda da damtavrdaaa, damacyvitet nervebii(vxumrob) naxevrad ogond, male dade raa

 



№2  offline წევრი meocnebe avadmyopi

სასწაული იყო,ძლივს არ გვეღირსა კაცო,თავიდან ცოტა გავბრაზდი მარა მალე მომთაფლე,ძააააააააააააააააააააააააააააააააანნნნნნნნნნნნნ კაი თავი იყო

 



№3 სტუმარი ლია

საუკეთესო ისტორიაა

 



№4  offline წევრი Queenofmoon

Qeti qimucadze
Ki magram patar!aa, dacyebuli ar mqonda da damtavrdaaa, damacyvitet nervebii(vxumrob) naxevrad ogond, male dade raa

ვეცდები რომ მალე დავდო kissing_heart blush

meocnebe avadmyopi
სასწაული იყო,ძლივს არ გვეღირსა კაცო,თავიდან ცოტა გავბრაზდი მარა მალე მომთაფლე,ძააააააააააააააააააააააააააააააააანნნნნნნნნნნნნ კაი თავი იყო

მადლობააა დიდიიი relaxed relaxed heart_eyes heart_eyes

ლია
საუკეთესო ისტორიაა

მადლობაა,მიხარია რომ მოგწოონთ heart_eyes heart_eyes heart_eyes

 



№5 სტუმარი Araaaaaa

Ai erti sulis amosuntkvit tu rogorcaaa wavikitxeeee kvela tavi gavatene mgoniii momwonssssss dzalian dzaliannnnn. Male dade ra gtxov da meti vneba meti sigije gagvagijeee midi

 



№6  offline წევრი Queenofmoon

Araaaaaa
Ai erti sulis amosuntkvit tu rogorcaaa wavikitxeeee kvela tavi gavatene mgoniii momwonssssss dzalian dzaliannnnn. Male dade ra gtxov da meti vneba meti sigije gagvagijeee midi

ვაიმეე,თქვენ არ იცით როგორ მაბედნიერებთ რომ მოგწონთ! heart_eyes აუცილებლად,ძალიან ბევრი სიგიჟე,ვნება და დრამა იქნება, ვეცდები მალე დავდო და ბევრი არ გალოდინოთ heart_eyes

 



№7  offline წევრი richirichi

ძლივს ეღირსა ევას 11 თავში სექსი:)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent