შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სატანას გული [ 4 ]


22-04-2018, 00:38
ავტორი MoonLady
ნანახია 453

სატანას გული [ 4 ]

-გამარჯობა მიმი. - ხმადაბლა ამოილუღლუღა და ერთ-ერთი სკამის საზურგეს ჩამოეყრდნო, რომ წონასწორობა შეენარჩუნებინა. წარმოდგენაც არ ჰქონდა, როგორ გაბედა, მაგრამ გაბედა.
- გაგიმარჯოს. - ისე დააბრუნა მირანდამ პასუხი, ზედაც არ შეუხედავს ქალისთვის.
- შეიძლება დავჯდე? - იკითხა სოფიამ, სასმელს აშკარად შეემატებინა თავდაჯერებულობა მისთვის.
- რა თქმა უნდა, დაბრძანდით. - პასუხის დაბრუნება მოასწრო მიმის დანიელმა და სკამი დაუდგა სოფიას. სოფომ მადლობის ნიშნად თავი დაუკრა, იმდენად ნაზად, რამდენადაც სასმელი აძლევდა ამის საშუალებას.
- თქვენ ერთმანეთს იცნობთ? - ამჯერად მიმის მიუტრიალდა დანიელი.
- ჰო, გარე ბიძაშვილები ვართ. - ცივად ჩაილაპარაკა ქალმა და მზერა ისევ ჭიქაზე შეაჩერა.
- რატომ არასოდეს გითქვამს? - აშკარა ცნობისმოყვარეობას შეეპყრო მამაკაცი.
-გუშინწინ პროფილში აღმოვაჩინეთ ერთმანეთი. - მობეზრებით დააბრუნა პასუხი მირანდამ და დანიელს თვალებით ანიშნა გაჩუმდიო.
-სინამდვილეში, ის გუშინ ბრბოსგან თავის დაღწევაში დამეხმარა. - საუბარში ჩაერთო სოფია და ყველას ყურადღება მიიქცია.
-ტელევიზორში ვნახე ტროტუარზე რომ იჯექით, მგონი ყველა არხი მაგ კადრებს გადმოსცემს, გამიკვირდა კიდეც, როგორ დაუძვერით ხალხს და ჟურნალისტებს ისე, რომ ვერავინ გაიგო, სად გაქრით. - საუბარში ამჯერად სოფიას მოპირდაპირედ მჯდომი მამაკაცი ჩაერთო.
- მიმი შენ რომანტიკა დაირღვიე და ქალბატონ სოფიას დაეხმარე? - გაოცება გაერია ხმაში დანის.
- ჰო და ახლა ქალბატონი სოფია ამისთვის გადაიხდის. - ცალყბად ჩაეღიმა. - რას იტყვი? ყავაზე ხომ დამპატიჟებ, ქალბატონო სოფია? - ამჯერად ქალს გადახედა მირანდამ.
-მე, მე, ჰო, რა თქმა უნდა. - მოულოდნელმა წინდადადებამ დააბნია ქალი.
მირანდა ფეხზე წამოდგა, სოფოს ადგომაში მიეხმარა და ოდნავი ძალდატანებით წაიყვანა ბარისკენ.
-გააფრინე გოგო? რა სკოლის ამხანაგივით მომესალმე? - შეუღრინა და დაინახა როგორ გადაუვიდა სახეზე ფერები სოფოს.
-შენი გოგო არ ვარ მე. - გაბუტულის იმიჯი მოირგო, მირანდასგან თავი გაინთავისუფლა და ამჯერად, ბართან მდგომ სკამზე მოკალათდა. დიდი ნებისყოფის ფასად უჯდებოდა თავის შეკავება.
-კითხვაზე არ გიპასუხია, ბუშტო. - ამჯერად მშვიდად მიმართა მირანდამ და გვერდით მიუჯდა.
-ისეთი "ნივიჟუ" ჩამირტყი", საკუთარ არსებობაში ეჭვი შემეპარა. - ამოიბუტბუტა სოფომ და დახლს დაეყრდნო. ცალი ხელი გაშალა, მეორე ბალიშივით თავქვეშ ამოიდო და მიმის აციმციმებული თვალებით შეხედა.
-საკუთარ არსებობაში რომ დარწმუნებულიყავი, ამისთვის მომადექი ძველი დაქალივით? - სკამის საზურგეს მიეყრდნო მიმი და ენა ტუჩებს შორის გადაატარა. ამ ჟესტზე სოფოს გააჟრჟოლა და მზერა აარიდა.
-უბრალოდ მოგესალმე. - ჩაიდუდუნა.
-გამიხარდა შენი ნახვა. - მშვიდად უთხრა მიმიმ.
-მართლა? - ლეკვივით წამოყო თავი სოფომ, მირანდას ეგონა, ცოტაც და აწკმუტუნდებაო.
-ჰო, ყოველდღე კი არ მეძლევა მთვრალი ბუშტის ნახვის შესაძლებლობა. - ცალყბად გაუღიმა და დააფიქსირა სოფოს საყლაპავში გადაშვებული მოზრდილი ნერწყვი.
-მთვრალი არ ვარ. - მოკლედ მოუჭრა ქალმა.
- რა თქმა უნდა, უბრალოდ ის მაგიდები და სკამები არასწორად იდგა და ბარემ მიალაგე ჩემთან მოსვლამდე.
-რას გულისხმობ? - ვერ მიხვდა სოფო.
-სანამ ჩემამდე მოხვედი ყველაფერს დაეჯახე, რაც გზაში შემოგხვდა. - მობეზრებით აატრიალა თვალები მიმიმ.
-ჩემი ბრალი არ არის. - დამნაშავესავით ჩაილაპარაკა სოფომ.
-რა თქმა უნდა, მაგიდებმა როგორ ვერ დაინახეს, რომ მოდიოდი, გზა უნდა დაეთმოთ.
-მოიცა და ანუ შენ მანამდე დამინახე, სანამ შენთან მოვიდოდი? - ძალიან სურდა სოფოს დადებითი პასუხის მიღება.
-ჰო.
-დიდი ხანია?
-რომ შემოხვედი მაშინვე. - ძალიან ესიამოვნა, თუმცა თითქოს ნათურა აენთოო.
-და რატომ თავად არ მოხვედი, რომ მომსალმებოდი? - საყვარლად გაბრაზდა სოფია.
-თუ მუჰამედი არ მივა მთასთან, მთა მივა მუჰამედთანო, არ გაგიგია, ბუშტო? - ცალყბად გაეღიმა მირანდას.
-ანუ გინდოდა მე მოვსულიყავი?
- მე სურვილები არ მაქვს, ბუშტო და რომც მქონდეს, ისინი შენ ნამდვილად არ დაგიკავშირდებიან. მგონი, თავი ძალიან მნიშვნელოვან ვინმედ წარმოიდგინე. - არაფრისმთქმელი ტონით წარმოთქვა მიმიმ და სოფიას მზერას მოარიდა სახე.
-შენი აზრით, ჩემს თავზე დიდი წარმოდგენა მაქვს? - აზრადაც არასდროს მოუვიდოდა, რომ ვინმე მასზე ასე იფიქრებდა.
- მე შენზე არავითარი აზრი არ მაქვს, რადგან შენზე არ მიფიქრია. - აგრძელებდა სიმწარეს მიმი.
-ამით რისი თქმა გინდა? - წყენა შეურია ხმაში სოფომ.
-ბუშტო, შენ ფხიზელი გონებითაც კი ვერ აზროვნებ ისე, რომ ნერვები არ მომიშალო და ახლა ნასვამზე სულაც არ ვაპირებ რამე აგიხსნა, ამიტომ, მგონი, ჯობია სახლში წახვიდე.
-მთვრალი ვარ, მარტო როგორ წავალ? - გაკვირვებით იკითხა სოფიამ და მიმის, ალკოჰოლის მოქმედებისგან აციმციმებული თვალები შეანათა.
-გინდა მე წაგიყვანო? - ტუჩის კუთხე ჩაუტყდა მირანდას.
-ურიგო არ იქნებოდა, კიდევ ერთხელ თუ გადამარჩენდი. -გულუბრყვილო ღიმილით თქვა ქალმა.
-ბუშტო, გუშინ ჩემთან რომ იყავი ზურგის ქავილი შემამჩნიე? - სასხვათაშორისოდ იკითხა არაბულმა.
-არა, მაგრამ რა შუაშია?
-თუ ზურგი არ მექავება ესე იგი ფრთები არ ამომდის, თუ ფრთები არ ამომდის ესე იგი შენი მფარველი ანგელოზიც არ ვარ, ეს ფაქტი კი თავისთავად ბევრ კითხვას სცემს პასუხს. - უდარდელად წარმოთქვა მირანდამ.
-არ მჭირდება შენი წაყვანა, მე თვითონაც გავიგნებ გზას. - გაბრაზებით თქვა და ფეხზე წამოდგა, თუმცა წონასწორობა ვერ დაიცვა და წაბორძიკდა, მირანდამ სასწრაფოდ შეაშველა ხელი და სწრაფი ნაბიჯით გაემართა კარისაკენ.
-მალე დავბრუნდები . -თითქმის კართან მისულმა მიაძახა მაგიდასთან დარჩენილ მეგობრებს და სოფი თითქმის ძალით გაათრია გარეთ.
-გამიშვი, მეტკინა. -სიმწრით ამოიკნავლა სოფომ.
-რომ მინდა გეტკინოს, მაგიტომაც გიჭერ ხელს, შენთვის სიამოვნების მონიჭება რომ მინდოდეს, მოგეფერებოდი. - გაბრაზებულმა მიაყარა და კიდევ უფრო აუჩქარა ნაბიჯს, თუმცა ხელი ოდნავ შეუშვა ქალს.
-სახლში რით უნდა წამიყვანო? -იკითხა სოფომ, როგორც კი ოდნავი თავისუფლება იგრძნო.
-ურემით. - ბრაზით თქვა და იქვე გაჩერებული მანქანის კარი გამოაღო, ჯერ სოფოს მიეხმარა დაჯდომაში შემდეგ, გვერდით მიუჯდა და მანქანა დაძრა.
- მისამართს მეტყვი თუ გამოვიცნო? - შედარებით მშვიდად იკითხა ამჯერად და პასუხის მიღებისთანავე გეზი სოფოს სახლისკენ აიღო.

მირანდა იმდენად სწრაფად მიაქროლებდა მანქანას, რომ ზუსტად 12 წუთში სოფოს კორპუსის წინ აღმოჩნდა. მგზავრობა მდუმარედ მიმდინარეობდა, რადგან სოფოს ხმის ამოღების ეშინოდა. მიმი მხოლოდ გზაზე იყო კონცენტრირებული და საჭეს ჩაფრენოდა მთელი ძალით იმდენად, რომ თითები გაუთეთრდა. სოფო წამით შეეჭვდა, სისხლი ხომ მოძრაობსო მის სხეულში.
როგორც კი ავტომობილი გაჩერდა, მიმი ეგრევე გადმოვიდა მანქანიდან და სოფოს მხრიდან კარი ლამის გამოგლიჯა. მკლავში წვდა სოფოს და ის-ის იყო უნდა მოექაჩა, რომ სოფიამ ხმა ამოიღო.
- ჩემით! - წამოიძახა და სწრაფად გადმოვიდა. მიმის არ გაუპროტესტებია და უფლება მისცა თავად გადაადგილებულიყო. - შენ ისევ კიბით ახვალ? - თაფლისფერი თვალები შეანათა სოფომ, როცა სადარბაზოში შევიდა.
- ჰო, ალბათ.
- მეც წამოვალ ! - წამოიძახა გახარებულმა სოფომ და გვერდით ამოუდგა.
- რატომ ურთულებ თავსაც და მეც ცხოვრებას ? - შეუღრინა მირანდამ.
- უბრალოდ… - თავი ჩაღუნა სოფომ.
- ამოღერღე!
- შენ წახვალ, მე რომ ლიფტში შევიდე. - თითების წვალება დაიწყო ქალმა.
- შედი ლიფტში, ბუშტო. - უემოციოდ უთხრა მირანდამ და ლიფტისკენ ოდნავ უბიძგა სოფიას. ქალს რაღაც ჩაწყდა იქ, შიგნით, მაგრამ არ შეიმჩნია.
- კარგი. - თქვა და ოთხკუთხა მოწყობილობაში შეაბიჯა. მიმი ნახევარი ტანით შეყვა და ჰკითხა.
- სართული?
- მეთერთმეტე. - ღილაკს ხელი დააჭირა და წელში გასწორდა. სოფია მისთვის თვალებში ჩახედვას ვერ ბედავდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სურდა მაგიური ცისფერების ხილვა.
ლიფტი დაიხურა და სოფია მის კედელს მიეყრდნო. დაბლა ჩაცურდა და მუხლებს ჩაეხუტა. თავი მათში ჩარგო და ძალიან გაბრაზდა საკუთარ საქციელზე. იმდენად შეითრია ამ გრძნობამ, რომ ვერც კი შეამჩნია როგორ გაჩერდა ლიფტი.
- კიდევ დიდხანს აპირებ ეგრე ჯდომას, ბუშტო ? - მოესმა ნაცნობი ხმა და დენდარტყმულივით წამოხტა.
- მე… - თვალების ცეცება დაიწყო და იქვე ლიფტის წინ მდგარ, ტუჩებს შორის სიგარეტმოქცეულ მიმის ცისფერებს წააწყდა. ძარღვებში სისხლი გაეყინა, მუხლები ეკეცებოდა ამ მუხტისგან, მაგრამ თავს საოცარი ძალით იკავებდა. დაიფიცებდა, მთელი ცხოვრება შეეძლო ამ არსებისთვის უბრალოდ თვალებში ემზირა და არ დაღლილიყო.
- ისევ თხასავით მე-მეს ძახილი არ დაიწყო, ბუშტო, თორემ წავალ. - თქვა მიმიმ.
- კარგი. - თავი დაუქნია სოფომ და სცადა თავისი სიხარული დაემალა, მაგრამ თვალებმა გასცეს.
- რომელი ბინა?
- #44.
ნელი ნაბიჯებით მივიდნენ რკინის შავ კართან და მირანდამ ზარის ღილაკს დააჭირა თითი.
კარი თიკამ გააღო და სოფო მირანდას ხელს ჩაჭიდებული შებარბაცდა ოთახში.
-გოგო, სად იყავი? - გაოცდა თიკა და დივანზე დაჯდომაში მიეხმარა სოფოს. - რა მთვრალი ხარ? ან ეს ვაფშე ვინაა? -კითხვები ერთმანეთს მიაყარა თიკამ და მისაღებისაკენ მიმავალ მიმის და სოფიას აედევნა.
-ვაუ, დავით, ახლოდან რა სხვანაირი ყოფილხარ. - თიკას კომენტარების პასუხად, თქვა მიმიმ. სოფო კი დუმდა.
-დავითი სად დაინახე ერთი? - მიმისთან ახლოს მიიწია თიკა და სახეში შეაჩერდა. ისეთი ზიზღით უყურებდა, მირანდას გადახარხარება მოუნდა.
-მოიცა, შენ დათო არ ხარ? - შეიცხადა მიმიმ და დივანზე ჩამოჯდა სოფოს გვერდით.
-შენი აზრით, დათოს ვგავარ, თუ შენც მთვრალი ხარ? - უკვე ეჭვი შეეპარა თიკას.
- რა ვიცი, დესპოტი ქმარივით კი შეეგებე და. - ნაფაზი დაარტყა მიმიმ. - ისე მე თუ მკითხავ, მოახლეებს ამდენის უფლება არ უნდა მისცე სოფ. - ამჯერად სოფოს მიუბრუნდა მირანდა. სოფოს კი კუჭის ტკივილი ცოტაც და ჭკუიდან გადაიყვანდა, მაგრამ ორად იყო მოკეცილი და ვერაფერს ამბობდა.
-მოახლე ბებიაშენია. -კბილებში გამოსცრა თიკამ.
-ბებიაჩემზე ასე ნუ ლაპარაკობ. - არაფრისმთქმელი ტონით წარმოთქვა მიმიმ.
-რატო, მკვდარია? - ირონია გაერია ხმაში თიკას.
-არა, "კაი ბიჭია" და ქურდულად მოგთხოვს, "ჩესტზე" რომ შეეხე. - დამცინავად უპასუხა მიმიმ და სოფოსთან დაიხარა.- კარგად ხარ? - კითხვით სავსე მზერა მიაპყრო.
-მგონი, ჰო. -ხმადაბლა ამოილუღლუღა სოფიამ. მაგრამ ცოტაც და კრუნჩხვებში ჩავარდებოდა.
-კარგი მე წავალ, მოახლე მოგივლის. - მოკლედ უთხრა სოფიას და კიდევ ერთი ნაფაზი დაარტყა.
-მე მოახლე არ ვარ და ვერსად ვერ წახვალ, სანამ კითხვებზე არ მიპასუხებ. -სოფოს მაგივრად პასუხი თიკამ დააბრუნა.
-ვგავარ ადამიანს, რომელიც ვიღაცეების კითხვებს პასუხობს? - ფეხზე წამოდგა მიმი. აშკარად არ მოსწონდა თიკა. გაახსენდა მისი შვიდი გამოტოვებული ზარი და კიდევ უფრო ანტიპათიით განეწყო მის მიმართ.
-რამე დასამალი გაქვს? - წარბი ასწია თიკამ.
-შენ როგორ ფიქრობ?
-მე ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომელსაც დასამალი არაფერი აქვს, არ გარბის. -მშვიდად წარმოთქვა თიკამ და მზერა ისევ მიმის გაუშტერა.
-პრობლემაც ეგაა, მე ადამიანი არ ვარ. -გვერდულად ჩაიღიმა გოგონამ.
-აბა ვინ ხარ? - გაღიზიანება ემატებოდა ქალს.
-მოჩვენება.
-გადასარევი იუმორის გრძნობა გაქვს. - მობეზრებით მიაყარა თიკამ.
-შენ სიცოცხლეში უნდა გენახე. -ირონიულად გაუღიმა მიმიმ და კარისკენ დაიძრა.

ის-ის იყო ზღურბლს გადააბიჯა, რომ თინათინის კივილი შემოესმა.
- სოფო, თვალი გაახილე, სოფო! - მთელი ძალით ანჯღრევდა იმის იმედით, რომ სოფო გამოფხიზლდებოდა.
- შენ ხო არ გააფრინე ? ნუ ანჯღრევ ! - ჩქარი ნაბიჯი დაბრუნდა სახლში არაბული და გულწასული სოფიას წინ ჩაიმუხლა. მომწვანო შეფერილობა დაჰკრავდა მთელ სახეზე. - ჯანდაბა ! სოფო ! - თქვა და მსუბუქად შემოარტყა სახეში რამდენჯერმე. - სოფო! გამოფხიზლდი ! - ხმამაღლა დაუძახა და დააფიქსირა, რომ ქალმა თვალები ოდნავ გაახილა. - მაგის დედაც ! კოვზი მოიტანე ! - მიმართა თიკას და მიუხედავად პროტესტისა, თინათინი მექანიკურად გავარდა კოვზის მოსატანად.
მირანდამ სოფო ხელში აიყვანა და აბაზანისკენ აიღო გეზი, თიკას მიერ მოჩეჩებული კოვზი ფრთხილი მოძრაობით შეიყვანა მუხლებზე მდგარი სოფოს ყელში და ხელოვნურად გამოიწვია ღებინება.
- აპ, აპ, ოღონდ თმები არა, ბუშტო! - წამოიძახა მიმიმ და სოფიას თმებს დასწვდა. ყველა ღერი ცალ ხელში მოაქცია და დაიჭირა. შორიდანაც სცემდა ქოქოსის საოცარი სურნელი, რომელიც სასწაულად უხდებოდა ქალის თმას.
თიკა კი მიმართვამ მიალურსმა ადგილს. “ბუშტო? რა ბუშტი?”.
- საძინებელი საითაა? - ჰკითხა არაბულმა, როდესაც ღონემიხდილ სოფოს სახე ცივი წყლით მობანა და გაუმშრალა.
- პირდაპირ და მარცხნივ, პირველი კარი. - თქვა და მიმის გზა დაუთმო.
ლურჯზეწრიან საწოლზე დააწვინა და აკანკალებულს მოყავისფრო შეფერილობის პლედი მოახურა. ცერად გახედა ზღურბლზე მდგარ გაფითრებულ თიკას და ტუჩები უკმაყოფილოდ გააკლაპუნა. თავის მკრთალი მოძრაობით ანიშნა თინას გასულიყო და ლოგინზე დაჯდა. რა თქმა უნდა, თიკა არავის მითითების შემსრულებელი არ იყო, ამიტომაც შემოვიდა და იქვე მდგარ დაწნულ სკამზე დაჯდა.
გვერდულად გადახედა აკანკალებულ სოფოს და კბილებს შორის გამოსცრა.
- ჯანდაბა! მაგის დედაც! - სიტყვის თქმა ვერ მოასწრო მირანდამ, როცა საწოლი შეირხა და სოფოს გატეხილი ხმა გაისმა.
- მიმი… - სახეზე ფითრისფერი ედო, ხოლო სხეული უცახცახებდა.
- ბუშ… - სიტყვა ვერ დასრულა მირანდამ, როცა სოფია სწრაფად მიბობღდა მასთან და წელზე მოეხვია.
- ამაზე სასიამოვნო სიზმარი, ჯერ არ დამსიზმრებია. - ამოიბურტყუნა სოფომ და მიმის წელზე მჭიდროდ შემოეკრო. ის-ის იყო არაბულს უნდა მოეშორებინა სოფო, რომ თიკას ეჭვიანობანარევ, დაბღვერილ მზერას რომ წააწყდა იმდენად ესიამოვნა, რომ საწოლზე კომფორტულად მიწვა და თავადაც მოხვია ხელი ქალს. ლამის გაიგონა კბილები როგორ გააკრაჭუნა თიკამ და ოთახიდან გავიდა.
ახლა თავისუფლად შეეძლო ჩაებღუჯა ხავერდოვანი თმა, რომელსაც ჰქონდა არამიწიერი არომატი. ღრმად შეისუნთქა და რამდენიმე წამით ნეტარებას მიენდო. სოფომ ცახცახი შეწყვეტა და მშვიდად სუნთქვა განაგრძო. მირანდას ჩაეცინა იმაზე, რომ სოფოს შეეძლო დაეშვა ის ფაქტი, რომ არაბული დასიზმრებოდა და ამასთანავე ზესასიამოვნო სიზმრად წარმოედგინა.
მიმიმ ათი წუთი ითმინა, შემდეგ კი გადაწყვიტა ამდგარიყო, მაგრამ სოფოს იმდენად ძლიერად ყავდა ჩაბღუჯული, რომ უბრძოლველად ვერ ადგებოდა.
- ბუშტო, გაიღვიძე ! - თქვა და ხელი ლოყებზე მოუჭირა. უნებურად გაებუშტა სოფიას ტუჩები და მირანდამაც მზერა მათზე შეაჩერა. თვალებდაჭყეტილი სოფო აზრზე ვერ მოდიოდა. - გაიღვიძე, ბუშტო, არ ხარ სიზმარში! - თქვა და წამოდგა.
- სად ვარ, თიკა სადაა, შენ აქ…
- თიკა მოგხედავს. - მოკლედ მოუჭრა მიმიმ და კარისკენ დაიძრა.
- არ წახვიდე, რა… - ამოიბურტყუნა ქალმა.
- რა?
- ყავა დავლიოთ ! - გაახსენდა, რომ მიმი ყავაზე იპატიჟებდა თავს.
- ბუშტო, რატომ არ მომშორდები ? - წარბი ასწია მირანდამ.
- ზედმეტად დამუხტული ვარ და გეწებები. - არაბულს სოფოს გულუბრყვილო პასუხზე ჩაეცინა და უთხრა.
- ხვალ.
- ხვალ?
- ხვალ გამოგივლი და ყავაზე დამპატიჟებ, ბუშტო.
- კარგი. - ლამის ტაში შემოჰკრა სოფომ. - ისა…- დაიწყო და ქვედა ტუჩს კბილები გამოდო.
- ახლა რა? - თვალები აატრიალა მირანდამ.
- ჩემი მეგობარი მოგეწონა? - დიდრონ თაფლისფერ თვალებში გულწრფელი ინტერესი ამოიკითხა მიმიმ.
- ვფიქრობ.
- ფიქრობ მოგეწონა თუ არა ჩემი მეგობარი? - თავი გვერდით გადასწია სოფომ და მირანდას მაგნიტურ ცისფერებში ჩააჩერდა.
- არა, ვფიქრობ, სად ტრ’აკში გქონდა გემოვნება, ჩემს გაცნობამდე.
- რას გულისხმობ ? - წარბი შეკრა სოფომ.
- მართლა ასეთი სულელი ხარ თუ თავს ისულელებ?
- როგორი გოგოა თინა? - ყურადღება არ მიაქცია სოფომ იმას, რომ სულელი უწოდეს.
- საოცარი.
- მართლა? - ვერ მივხვდა სოფია.
- ჰო, ვერ მივხვდი საკმაოდ სიმპათიური ბიჭია თუ მეტისმეტად მახინჯი გოგო… - მხრები აიჩეჩა მირანდამ, სახეზე კი არც ერთი ემოცია არ დასტყობია.
- რას ერჩი თინას? რამე დაგიშავა? - დაინტერესდა ჭაჭუა. ვერ ხვდებოდა, რატომ გესლავდა მიმი მის თხუთმეტი წუთის გაცნობილ დაქალს.
- არა, მართალი ხარ, რა თინას ბრალია, რომ სულელი და ძალად ნაგლი ქალები არ მომწონს. - ირონიულად ჩაიცინა მირანდამ. სოფომ კი ხელები გადააჯვარედინა და წარბი შეკრა.
- გაგებუტები ახლა. - ამოიბუზღუნა.
- ვერ გამებუტები. - მოკლედ მოუჭრა მირანდამ.
- ვითომ რატომ ? - გადიდგულდა სოფო. მირანდა კი სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა ხელი ლოყებზე კვლავ მოუჭირა და გამობურცულ ტუჩებს ჩააჩერდა.
- იმიტომ, რომ მეტისმეტად საყვარელი ვარ იმისთვის, რომ ვინმე გამებუტოს. - ირონიულად ჩაიღიმა და ქვედა ტუჩზე ცერა თითი ჩამოკრა.скачать dle 11.3




№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ძალიან კარგად წერ. საინტერესოდ ავითარებ მოვლენებს.

 



№2  offline მოდერი MoonLady

Anuki96
ძალიან კარგად წერ. საინტერესოდ ავითარებ მოვლენებს.

გმადლობ ❤️

 



№3 სტუმარი tata

rodis dadeb?

 



№4 სტუმარი სტუმარი keti

sofos ki ara mimi iseti sayvarelia egeti rom arsebobdes vinme chems cxovrebashi shemiyvardeboda :D :D :D magram ici ver ifikreb rom qali aris,imdenad mamakacuri tvisebebi akvs cota rtulia shexedo ise rogorc qals, sofo nazi sayvarelia, martla qalia :D mimi ki ufro mamakacis tipajat gyavs warmodgenili, mesmis rom profesia akvs iseti sxvanairi ver ikneba, magram ognav mainc shecvale mimi, cota qaluri mxarec dagvanaxe misi

 



№5  offline მოდერი MoonLady

სტუმარი keti
sofos ki ara mimi iseti sayvarelia egeti rom arsebobdes vinme chems cxovrebashi shemiyvardeboda :D :D :D magram ici ver ifikreb rom qali aris,imdenad mamakacuri tvisebebi akvs cota rtulia shexedo ise rogorc qals, sofo nazi sayvarelia, martla qalia :D mimi ki ufro mamakacis tipajat gyavs warmodgenili, mesmis rom profesia akvs iseti sxvanairi ver ikneba, magram ognav mainc shecvale mimi, cota qaluri mxarec dagvanaxe misi

მაპატიეთ, მაგრამ მიმის შეცვლა გამორიცხულია. ის არის ისეთი, როგორიც არის. შეფასებისთვის გმადლობ ^-^

 



№6 სტუმარი სტუმარი keti

MoonLady
სტუმარი keti
sofos ki ara mimi iseti sayvarelia egeti rom arsebobdes vinme chems cxovrebashi shemiyvardeboda :D :D :D magram ici ver ifikreb rom qali aris,imdenad mamakacuri tvisebebi akvs cota rtulia shexedo ise rogorc qals, sofo nazi sayvarelia, martla qalia :D mimi ki ufro mamakacis tipajat gyavs warmodgenili, mesmis rom profesia akvs iseti sxvanairi ver ikneba, magram ognav mainc shecvale mimi, cota qaluri mxarec dagvanaxe misi

მაპატიეთ, მაგრამ მიმის შეცვლა გამორიცხულია. ის არის ისეთი, როგორიც არის. შეფასებისთვის გმადლობ ^-^
ara shecvla ara, meotxe tavia ukveda raga dros mimis shecvlaa :D Ubralod misi qaluri mxarec dagvanaxee :D magram mgoni vchkaroov da yvelaferi ikneba tandatan :) warmatrbebi shen <4

 



№7  offline მოდერი MoonLady

სტუმარი keti
MoonLady
სტუმარი keti
sofos ki ara mimi iseti sayvarelia egeti rom arsebobdes vinme chems cxovrebashi shemiyvardeboda :D :D :D magram ici ver ifikreb rom qali aris,imdenad mamakacuri tvisebebi akvs cota rtulia shexedo ise rogorc qals, sofo nazi sayvarelia, martla qalia :D mimi ki ufro mamakacis tipajat gyavs warmodgenili, mesmis rom profesia akvs iseti sxvanairi ver ikneba, magram ognav mainc shecvale mimi, cota qaluri mxarec dagvanaxe misi

მაპატიეთ, მაგრამ მიმის შეცვლა გამორიცხულია. ის არის ისეთი, როგორიც არის. შეფასებისთვის გმადლობ ^-^
ara shecvla ara, meotxe tavia ukveda raga dros mimis shecvlaa :D Ubralod misi qaluri mxarec dagvanaxee :D magram mgoni vchkaroov da yvelaferi ikneba tandatan :) warmatrbebi shen <4

ვნახოთ რა იქნება და რა არა ^-^

 



№8 სტუმარი tata

rodis iqneba shemdegi tavi?

 



№9 სტუმარი სტუმარი liliana

zalian magaria. imedia male dadeb

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent