შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე მას დავარქვი ჩემი (მეოცე თავი)


22-04-2018, 00:55
ავტორი MaaiKoo
ნანახია 539

მე მას დავარქვი ჩემი (მეოცე თავი)

მე და ალექსმა რესტორნის შენობა დავტოვეთ.
-მომწონს შენი გადაწყვეტილება-კვლავ ხარბად ამათვალიერა და რასაც ჰქვია თვალებით გამაშიშვლა. ცალტვინა იდიოტი.
-და რა გადაწყვეტილებას გულისხმობ?-ირონიულობა ავიკარი სახეზე და თვალი თვალში გავუყარე
-რომ ცალკე ყოფნის საშუალებაზე უარი არ თქვი-ხელები ჯიბეში ჩაიწყო და ვნებამორეული მზერა მტყორცნა. მისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი,ხელები გადავიჯვარდინე,მისკენ წავიწიე და ყურში ჩავჩურჩულე
-მომისმინე თვითდაჯერებულო იდიოტო, ის დამფრთხალი,შეშინებული გოგო არ გეგონო,რომელსაც შენი დანახვისას შიშის ზარი ეცემოდა. მე ნატალი გრძელიძე ვარ, მომიახლოვდები? სიცოცხლეს გაგიმწარებ! შემეხები? არ დაგინდობ! ადგილზე 'მოგკლავ' და იმდენს ვიზამ რომ ეგ ერთი ადგილი ისეთ მდგომარეობაში დაგრჩეს გამრავლება ვეღარ შეძლო და სიამოვნების მომნიჭებელი ურთიერთობები სხვა ნაშებთან ვეღარ გააჩაღო. მიფრთხილდი,ენა დაიმოკლე და დაიმახსოვრე, აქ იმიტომ გამოვედი რომ თამაშის წესისთვის არ გადამეხვია და არა იმიტომ რომ შენი ხილვა მსიამოვნებს! ახლა კი შესვლის დროა-მას ნელა მოვშორდი,ალმაცერად შევხედე და გაშტერებული დავტოვე ერთ ადგილას გაშეშებული. მომწონს ჩემი თავი და ამ მომენტში გამოჩენილი გაბედაობა.როდესაც შენობაში შევედი ალექსი უკან მომყვებოდა,მას მკაცრი და ღიმილნარევი მზერა ვტყორცნე და ადგილს დავუბრუნდი.მაშინვე შევნიშნე სანდროს გაცოფებული თვალები,რომლებიც მე და ალექსს გვეკუთვნოდა,საფერფლე კი თამბაქოს ნამწვავებით იყო გავსებული. იმედია კარგად არის, ნუ ნამწვავების რაოდენობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ კვამლში უნდა იხრჩობოდეს და ფილტვები უნდა გადაეწვას. ჩავიღიმე და თამაში განვაგრძეთ. თამაშის შემდეგ ვცეკვავდით,ვსვამდით და ერთი სიტყვით კარგად ვერთობოდით. როდესაც ნელი,სასიამოვნო ჟღერადობის სიმღერა გაისმა ჩემს ზურგს ვიღაცის თლილი ხელები შეეხო.ეს სურნელი,მტევნები..მაშინვე მივხვდი თუ ვინ იდგა ჩემს უკან,მათ მოშორებას სრულებითაც არ ვაპირებდი,პირიქით უფრო გავთამამდი და მისკენ შევტრიალდი.
-რატომღაც მეგონა რომ თავიდან მომიშრებდი-მითხრა ირნიულად სანდრომ,მე ცალი ხელი მხარზე დავადე,მეორე კი თავის მტევანში თავად მოიქცია. უნდა ვაღიარო რომ ძალიან კარგად ცეკვავს. ნელა,რიტმულად,სინქრონულად...ისე როგორც მე მსიამოვნებს.''შენ ზოგადად სანდრო გსიამოვნებს'' შემახსენა ჩემმა მეორე ''მემ''.
-შევიცვალე-არც მე დავაკელი ირონიულობა,თვალი თვალში გავუყარე-გერჩივნა შენთვის ხელი მეკრა?-კითხვით მივმართე
-ყოველშემთხვევაში არ გამიკვირდებოდა მაინც-მის სახეზე სევდამ დაისადგურა,თუმცა ცალყბად მაინც ჩაიღიმა
-მიყვარს მოულოდნელობები-ტუჩის კუთხე ჩავტეხე-ისა და შენი გოგო არ გიბრაზდება მე რომ მეცეკვები? ისეთი სახის ზის ვგონებ ფიქრებში 100-ჯერ ამკუწა-სიცილი ძლივს შევიკავე
-მეც მიყვარს მოულოდნელობები-სახე ჩემს ყურთან ახლოს მოიტანა-ულამაზესი ხარ,შეიფერე და დაივიწყე ლილი, ამ წამს-ჩავიღიმე,თუმცა ეს გულწრფელი ღიმილი იყო. დღეს ბევრმა აღნიშნა რომ კარგად გამოვიყურები,თუმცა მისი ბაგედან წარმოთქმული ეს სიტყვები ყველაზე დიდი სიამოვნების მომტანი აღმოჩნდა ჩემთვის
-შევიფერე-ახლა მე მივიტანე ჩემი სახე მასთან ახლოს და ყურში ჩავჩურჩულე-ისე ბევრმა აღნიშნა დღეს ჩემი სილამაზე-გავთამამდი
-ნაკლებად ამოღებული კაბაც შეგეძლო შეგერჩია-ისევ ეს ირონია..
-როგორიც მინდოდა ისეთი შევარჩიე-არც მე ჩამოვურჩი-და მერე რა?ეგ რაში მიშლის ხელს? სრულებით არ ვგრძნობ დისკომფორტს
-ამ მდროს მხოლოდ შენს მოთხოვნილებაზე კი არ უნდა ფიქრობდე ისიც უნდა გაითვალისწინო რომ სხვების ყურადღების ცენტრში ყოველთვის მოხვდები ასეთი სექსუალური კაბით-ბრაზნარევი ხმით მითხრა.
-ოჰოოო ბატონო სანდრო არ მითხრა რომ ეჭვიანობ-მესიამოვნა მისი ყურადღება,მაგრამ მაინც ირონიულობა ავიკარი სახეზე-და სწორედ რომ ყურადღების ცენტრში მიყვარს ყოფნა, ეს რა ცუდია?
-ზოგჯერ ცუდია იმიტომ რომ თავის გაკონტროლებას ვერავინ შეძლებს
-რას გულისხმობ?-კითხვნარევი მზერა მივაპყარი,როდესაც ცალი ხელი ჩემს სრულიად მოშშვლებულ ზურგს ჩამოატარა,ბუსუსებმა დამაყარა,ასეთი სიამოვნება ბოლოს როდის განვიცაე არც კი მახსოვს
-აი ამას. ხედავ?ისეთი გულუბრყვლო ხარ რომ იმასაც ვერ ხვდები ყველა როგორ შემოგციცინებს, ეს კი მხოლოდ შენი უნაკლო სახის გამო არ ხდება...თუმცა შენით ტკბობის სასუალება მხოლოდ მე შემიძლია. ეს დაიმახსოვრე! არ მინდა წვეულება ჩავშალო,არავინ უნდა შეგეხოს-მკაცრად მითხრა.
-შენ ხოარ გაჟუჟუნებს?-სიცილი ძლივს შევიკავე-რას მეუბნები,რომ შენ გარდა სხვა ბიჭს არ უნდა შევხედო?და შენ რომ ლილისთან ერთობი ეგ არაფერი? მე შენს ცხოვრებაში არ ვერევი ასე რომ უკანალი დააყენე-ადგილის დაკავებას ვაპირებდი როდესაც მასთან ახლოს მიმიზიდა და ყურში ჩამჩურჩულა
-ჩემ მოთმინებას ნუ ცდი ნატალი გრძელიძე! შენ ჩემი ხარ!-ეს ბარიტონი უსაზღვრო სიამოვნებას მანიჭებდა თუმცა როდესაც სანდროს ნათქვამის აზრს ჩავწვდი გავცოფდი, რა უფლებით მეუბნებოდა ჩემი ხარო? იდიოტი.
-რა უფლებით მეუბნები რომ შენი ვარ? შენი ცოლი ვარ? შეყავრებული? ვინ ვარ შენთვის? როგორც კი დამშორდი მაშინვე ლილი ჩაიწვინე ლოგინში, ახლა მე მთხოვ პასუხს? მომშორდი-მისი მკლავებიან თავი დავიხსენი და ადგილს დავუბრუნდი. ლილი კი ხელებგადაჯვარედინებული გამომწვევად იჯდა და მკვლელ მზერას მე მაპყობდა, როგორ მსიამოვნებდა მისი ასეთ მდგომარეობაში დანახვა ვერც კი წარმოიდგენთ
-რას მომშტერებიხარ ჩემი მეზობელი ქსენიასავით, დაგევასე?-მისკენ გადავიხარე და ირონიულად ვუთხარი,ამ დროს კი სიცილს ძლივს ვიკავებდი, თიკამ კი გულიანად გადაიხარხარა
-ღმერთმა დამიფაროს-ამოილაპარაკა წრიპინა ხმით,რომელიც თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა
-ეგ შენ კიარა მე უნდა ვთქვა. ბარბი-საზურგეს მივეყრდენი და თიკას თვალი ჩავუკარი რომელიც კინაღამ იატაკზე გაწვა ისე ჩაბჟირებულიყო
-რა მითხარი?-ვითომ ვერ გაიგო. სწორედ ამ დროს სანდრო დაგვადგა თავს და ადგილი უნდა დაეკავებინა როდესაც ლილის ვუთხარი
-არაფერი საყვარელო ვთქი რომ ''ფიფქია და შვიდი ჯუჯაში'' ერთ-ერთ პერსონაჟს მახსენებ...
-ალბათ ფიფქიას-თქვა თავმომწონედ
-აჰჰჰ, ფიფქია მე ვარ,შენ ბოროტ ჯადოქარს უფრო მახსენებ,რომელიც ჩემს განადგურებას მხოლოდ სიზმრებში ახერხებს-დავეკრიჭე, სანდრო კი სანამ დაჯდომას მოახერხებდა ჩემი პასუხის გაგონების შემდეგ წაბარბაცდა და იატაკზე გაიშოტა. მე და თიკა ავხარხარდით თუმცა სანდროც არანაკლებ მდგომარეობაში იყო, მუცელზე ხელები დაეწყო და გულიანად იცინოდა
-საყვარელოო კარგად ხარრ??სანნნ-წამოაყენა ლილიმ,სანდრო კი თვალებს ისრესდა
-ლილი ტორტის ნაჭერი ვეღარ შევჭამე და არ გინდა?-ვუთხარი თითქოს შეწუხებულმა და ჩემი თეფში გავუწოდე
-რაა???რა ჯანდაბად მინდა შენი მორჩენილი ტორტი? მათხოვარი კი არ ვარ-ცხვირი აიბზუა
-რავი შენ ყოველთვის ჩემ ნარჩენებს დასდევ და ვიფიქრე არც ამაზე იტყოდი უარს-ირონიულად ვუთხარი და კმაყოფილებით აღსავსე მზერა სანდროსკენ მივმართე,რომელსაც სახე სიცილისგან მოღრეცოდა,ლილიმ კი ვეღარაფერი მითხრა და გაიბუსა. ფუ იდიოტი ძუ*ნა.
********
დილით 8 საათზე გავიღვიძე, მოვწესრიგდი და უნივერსიტეტში წავედი,გზაში იოანემ დამირეკა
-რას შვრება ჩემი თხა?-მისი გამაყრუებელი სიცილი ნახევარი წუთის შემდეგაც მესმის
-რავი იმის კვალობაზე რომ ამ თხას მისი ვირი ძმა ასე ტკბილად მოიკითხავს გადასარევად-ახლა მე ავჭიხვინდი,თუმცა მალევე დავშოშმინდი როდესაც მგზავრების ყურადღება ჩემკენ გადმოვიდა
-ხოდა ამ ვირს მისი თხა როგორ უყვარს ისიც ხომ იცი?
-რავი აბა, ვირის და თხის სიყვარული ძნელი წარმოსადგენია-გავიკვირვე და სიცილისგან თავი ძლივს შევიკავე
-გოგო ''შრეკში'' ვირსა და დრაკონს ყავთ შვილები და ეგ ვეღარ წარმოგიდგენია?? შენ ხომ ფანტაზიის უნარი არ გაქვს რააა-გაბრაზდა ბიჭი
-იოანე რა ჯანდაბა გინდა, ამ დილასაც უნდა მომიშალო ნერვები? მალე ავტობუსიდან გადამაგდებენ გადამეტებული სიცილის გამო
-ოოჰჰჰ შენ კი არ იცინი ჭიხვინებ-ნუ ვერ შევეწინააღმდეგები
-ხოდა შე ოჯახ აშენებულო და მზე არ მოკლებულო იცი რომ სიცილის მაგივრად ვჭხვინებ და რაღა გინდა? გინდა უნივერსიტეტში დამაგვიანდეს როდესაც ავტობუსის მძღოლი ჩამომაქვეითებს?
-გადავწყვიტე რომ დილით შენთვის ნერვები მომეშალა და მშვიდობიანი დღე მესურვებინა, მგონი გამომივიდა-დარწმუნებული ვარ ამ დროს ბოლო დონის სულელის სახე აქვს და არანორმალურივით იცინის
-ნებითა შენითააა დამანებებ თავს თუ??
-გეტყოდი ძალითა შენითა-მეთქი მაგრამ რას მიზამ რო? აქ მაინც არ ხარ, ასე რომ ნებითა ჩემითა ნატსონ-გადაიხარხარა
-ეს ნატსონ რაღა ქვესნკელია?
-ჰმმ მართალია თხა გირჩევნია შენ-იცინის-გკოცნი სულელო-ტელეფონი გათიშა. გიჟია ეს ბიჭი რაა. არადა როგორ გამახალისა ამ დილით, ჰმმ.
******
უნივერსიტეტში შესვლისას ვლოცულობდი რომ სანდრო და ლილი სადმე არ შემხვედროდნენ, თუმცა მე ხომ ბედი დამცინის და მასხრად მიგდებს?!
-პრივეტ ნატალიი-გულში ჩამიკრა სალომემ,რომელიც მათ გვერდით იმყოფებოდა
-პრივეტ სალიი-გადავკოცნე
-როგორ ხარ, რას შვრები?-მის ხმასა და თვალებში დიდ ყურადღებასა და სიხარულს ვგრძნობდი
-რავი სალ ძველებურად, სწავლა,სახლი,მეგობრები,ზოგჯერ გართობა-ც-დავეკრიჭე
-ააუ ვერც კი წარმოიდგენ გუშინ როგორ მინდოდა თქვენთან ერთად წამოსვლა,მაგრამ ძალიან შეუძლოდ გავხდი,სუსტად ვიყავი და მუცელი მტკიოდა-სანდროს გადახედა
-სალომე დღესაც არ უნდა წამოსულიყავი უნივერსიტეტში,ახლაც არ გაქვს კარგი ფერი-უთხრა დამწუხრებულმა სანდრომ
-კარგი რა სანდრო მუცლის ტკივილის გამო ვინ აცდენს უნივერსიტეტს-გაუღიმა თავისმა დამ, სანდრომ კი ამოიოხრა. მის დას არასდროს ეწინააღმედეგება, ვიცი როგორც უყვარს ის.
-სალომე მართალს ამბობს სანდრო-ხელი მხარზე მოხვია ლილიმ სანდროს,რაზეც სალომემ თვალები აატრიალა
-შენი დახმარება არ მჭირდება, პასუხს ჩემს ძმას მშვენივრად გავცემ-უხეშად მიმართა სალომემ
-მე უბრალოდ...-ამოიხავლა ლილიმ
-სან წავედით ორივეს ინგლისური გვაქვს-სალომ მზერა გაუსწორა თვაის ძმას და ხელმკლავი გამოდო-თანმხლების გარეშე,თუ შეიძლება-ახლა კი მკვლელი მზერა ლილის ესროლა. შემეცოდა კიდეც ეს გოგო,ისეთი სახით უყურებდა სალომეს ბრაზს და წყენას აშკარად ვერ მალავდა. ჰმმ გენაცვალო მულო..მულო კი არადა სალომე
-კარგად ნატი, კიდევ შევხვდებით-გამიცინა სალომემ
-აბაა კარგად,აუცილებლად-თბილად გავუღიმე
-მერე გნახავ სანდრო-თქვა ლილიმ
-კარგი ლილი-უთხრა სანდრომ უემოციოდ
********
სალომეს თვალთახედვით
-სალომე ეს რა საქციელი იყო, რას ერჩოდი იმ გოგოს?!-მკაცრად მითხრა სანდრომ
-შენ სულელი ხარ თუ თავს ისულელებ?
-ვერ გავიგე?წესიერად მელაპარაკე-შემომიბღვირა და ხელი შემიშვა
-და რომ არა?? ვინაა ეს გოგო, რას წარმოადგენს შენთვის? ნატალი ასე მალე დაივიწყე?-გავმწარდი
-ნატალის ლილისთან ნუ ადარებ თუ ღმერთი გწამს-გაიცინა
-რა გაცინებს არ ხარ შენ ნორმალური-ხელების უაზროდ ქნევა დავიწყე
-ოოოო სალომე არავინ არ არის, ჩემთვის არაფერს წარმოადგენს, თუ დააკვირდი თვითონ დამსდევს და ხომ არ ვეტყვი თავი დამანებე-მეთქი? გაოცდა ბიჭი. ჰმმმ
-და რომ უთხრა რა სასიკვდილო განაჩენს გამოუტან საკუთარ თავს თუ თავმოყვარეობა შეგელახება?-დოინჯი შემოვირტყი
-და რატომ უნდა ვუთხრა უარი? რა შავდება თუ ხელს გადამხვევს? და საერთოდ ამ თემასს რატომ განვიხილავთ?-თქვა მობეზრებით
-სანდროო!!!!მარტო ხელის გადახვევა არ მგონია გაკავშირებდეთ თქვენ-შევეწინააღმდეგე და თვალებში ჯიქურად შევხედე
-ეგ უკვე შენ აღარ გეხება პატარა დაიკო-თავზე ხელი გადამისვა და გამიცინა
-პატარა არ ვარ სანდრო. მე რომ შეყვარბეული მყავდეს, ვეჩხუბო და თუნდაც დავშორდე, ნამდვილად არ მესიამოვნება რომ იმ ბიჭმა მეორე დღეს სხვა გოგოსთან ერთად იაროს!
-მაგას ვერც ვერავინ გაგიბედავს! შენ გულის ტკენას არავის შევარჩენ და ვაპატიებ! მათ შორის არც ჩემ თავს, ეს საიმახსოვრე-ჩემი სახე მის ხელებში მოიცია და ლოყაზე მაკოცა
-შენ იგივეს რომ უკეთებ ნატალის? ღირსი არ ხარ იოანემ ეგ სახე დაგილეწოს?-ვუთხარი ოდნავ სიცილით
-მომისმინე ქალბატონო სალომე, ჯერ შეგახსენებ იმას რომ მე და ნატალი მისი ინიციაატივით დავშორდით და რავიცი იოანეს ვერ ვხედავ რაღაც...საჭირო რომ იყოს მოვიდოდა და მცემდა-გამიცინა
-საან...-ჩავეხუტე-კითხვა მაქვს
-გოგო მე მასწავლებელი ხომ არ ვარ? სულ პასუხებს როგორ უნდა გცემდე-ზუსტად ვიცი რომ თვალები აატრიალა-ახლა რაღა გაინტერესებს?
-ნატალი აღარ გიყვარს?-ვიცი რომ უყვარს, მაგრამ მინდა რომ ეს თავად მითხრას
-მიყვარს-ამოიხვნეშა და თავზე მაკოცა, მე კი ძლიერად მოვხვიე წელზე ხელები
-არ დათმო ის, მასეთ გოგოს იშვიათად შეხვდები
-ოჰჰ ქალბატონო 3 ნახვით როგორ შეაფასე ეს ქაჯი გოგო?-გაიცინა
-ჩემთვის ისიც საკმარისია რომ შენ შეგაყვარა თავი. ანუ სხვა გოგოებს არ ჰგავს და განსხვავებულია.თან ზრდილობიანი,მხიარული,ჯიუტია მე კიდევ ასეთი ხაიათის გოგოები ძალიან მომწონს
-ჰმმმ სიჯიუტით არც შენ ჩამოუვარდები რაღაც ამ ბოლო დროს- გაკვირვებულმა შემომხედა
-გამეცალე ახლა აქედან ინდაურო-ხელი მხარე დავარტყი და გავიცინე
-ინდაუროო?? მე ვარ ინდაური?! ბატო-გამაჯავრა და ორივემ გადავიხარხარეთ. როგორ მიყვარს ჩემი ძამიკო და როგორ ვერ ვიტან რომ ასე იტანჯება საყვარელი ქალის გარეშე. არა რაა როგორმე უნდა შევარიგო ეს ორი.
*******
ნატალის თვალთახედვით
უნივერსიტეტის შემდეგ სახლში ძალიან დაღლილი და მშიერი მივედი. არაფრის გაკეთების თავი არ მქონდა ამიტომ პიცა გამოვიძახე და გემრიელად მივირთვი. როდესაც შიმშილი მოვიკალი მეცადინეობას შევუდექი. მართალი ყოფილან მდენად შრომატევადი პროფესია ავირჩიე,რომ ძალიან დატვირთული ვარ. მაგრამ მე ხომ ეს მინდოდა? რა თქმა უნდა! მე მიყვარს ჩემი მომავალი პროფესია და სამეცადინოსაც სიამოვნებით ვასრულებ. დღეს განსაკუთრებით დატვირთული ვიყავი, 5 საათი წიგნებთან და რვეულებთან გავატარე, ხელი მტკიოდა ამდენი წერისგან. ტელეფონი აწრიალდა, ეკრანს დავხედე და სალომე იყო.
-პრივეტ სალი, რამ შეგაწუხა ქალბატონო ღამის 11 საათზე?-დავასწარი და ჩავიხითხითე
-პრივეტ ნატი. ხომ არ გაგაღვიძე? რა ხმა გაქვს ქალაო?-ისიც იცინოდა
-არა, ახლახან მოვრჩი მეცადინეობას და ძალიან დაღლილი ვარ
-უიიი მაშინ ხვალ დაგელაპარაკები უნივერსიტეტში-შეიცხადა
-რა სულელი ვარ, მაგიტომ არ მითქვამს სალო-თავზე ხელი შემოვირტყი,რას წამოვაყრანტალე რომ ძალიან დაღლილი ვარ?-რამე საქმე გაქვს?
-ხვალ ჩემთან გამოხვალ?-მკითხა გაუბედავად
-შენსა და სანდროს სახლში??იციი....-უარის თქმა მეუხერხულებოდა,თუმცა იმ სახლში სანდროს სიახლოვეს ვერ გავჩერდებოდი-ვიფიქრე სადმე კაფეში ხომ არ შევხვდეთ?
-გთხოოვ რაა ნატი, იცი ხვალ სანდროს დაბადების დღე აქვს, დარწმუნებული ვარ გამიბრაზდება რომ გაიგებს, მისთვის სახლის მორთვას რომ ვაპირებ, ამ დროს სრულ სიწყნარესა და სიმყუდროვეში უყვარს დროის გატარება.აი სულ შინაურები ვიქენებით, მე, შენ,ზურა ბიძა, სანდროს 2 ძმაკაცი,რომელებიც გუშინ ჩამოვიდნენ გერმანიიდან და თიკასა და იოანესაც უთხარი გთხოვ-მე მხოლოდ ის გავაანალიზე რომ ხვალ სანდროს დაბადების დღე აქვს, ეს კი არ ვიცოდი. არასდროს გამხსენებია რომ სანდროსთვის ეს მეკითხა, რა სულელი ვარ.
-სალო არ მგონია სანდროს ჩემი დანახვა გაუხარდეს...რავი-ვთქვი დარდიანად
-როგორ თუ არ გაუხარდება, როგორც მეგობარი გთხოოვ-შემევერდა
-ჩვენ დავშორდით სალომე-ვთქვი მტკიცედ
-ვიცი...მაგრამ მხოლოდ ეს დღე მაჩუქე, გთხოვ
-კარგი, მხოლოდ ეს ერთი დღე
-მიყვარხარ, იოანე და თიკა არ გამომიტოვო იცოდე-ჩაიცინა
-ააჰჰ, არა მათაც ვეტყვი, ნახვამდის სალი-ჩავიღიმე
-კარგად ნატი
საწოლში შევწექი და როგორც კი ბალიშზე თავი დავდე სანდროსა და ხვალინდელ დღეზე ფიქრი დავიწყე. რა უცნაურია ეს ცხოვრება? ცდილობ რომ დაივიწყო ის ადამიანი რომლის არებობა თან გახარებს და თან სევდას გგვრის,რადგან მას ვერ უახლოვდები,ვერ ეხხები,ვერ შეიგრძნობ.მიუხედავად ამისა მისი დანახვაც კი გაკმაყოფილებს და სხეულში გცრის. ფიქრში 1 საათი გავტარე,უკვე 12 სრულდებოდა, ტელეფონი მოვიმარჯვე, სანდროს ნომერს შევხედე და ვფიქრობდი რომ უკვე 1 წლით გაიზარდა. თან მეცინებოდა ჩემს თავზე პატარა ბავშვივით რომ თითს ვუსვამდი მის ნომერს,თითქოს მას ვეფერებოდი. ასეც იყო, მის ყოფნას ახლაც კი შევიგრძნობდი, აი აქ, ჩემ გვერდით. ტელეფონი კარგად მოვიმარჯვე და ვიფიქრე ''რა დაშავდება თუ დაბადების დღეს სმს-ის სახით მივულოცავ? არც არაფერი, ის ხომ ჩემი უკვე კარგი მეგობრის და ალბათ მალე ჩემი დაქალის ძმა არის? თან ჩემი კურსელია''. ''ვის ატყუებ ერთი? თითქოს მარტო არ იყო შენს თავთან, ახლა მაინც გამოტყდი რომ სანდრო ისევ თავდავიწყებთ გიყვარს'' მამცირებდა ჩემი მეორე მე.
''გილოცავ 1 წლით დაბერებას.''
დიდი ძალისხმევა დამჭირდა რომ სმს-ი გამეგზავნა,თუმცა საბოლოოდ ასეც მოვიქეცი,თითქოს რაღაც სიმძიმე მომეხსნა გულიდან და სიმსუბუქე ვიგრძენი. არც ისეთ ძნელი ყოფილა როგორიც წარმოგედგინა ნატალი გრძელიძე არა? მეშინია, ნუთუ ეს ნაბიჯი ჩვენი კვლავ ერთად ყოფნის მიზეზი შეიძლება გახდეს?არა, ამისთვის მზად არ ვარ. ყველაფერი ასე იოლად რომ იყოს არავინ დაშორდებოდა ერთმანეთს და სიცოცხლის ბოლომდე ეყვარებოდათ ერთმანეთი. რას იფიქრებს როდესაც ჩემს სმს-ს წაიკითხავს? არაფრად ჩააგდებს? გაუხარდება? მიპასუხებს? არ ვიცი, უკვე აღარაფერი ვიცი. ფიქრებიდან ტელეფონის წრიალმა გამომიყვანა. სმს-ი მომივიდა, რაღაც უცნაური გრძნობა დამეუფლა.ნუთუ სანდროა?!!! მაშინვე გავხსენი.
''მოგესალმებათ ელით-ელეტქრონიქსი. შეიძინეთ მიკროტალღური ღუმელი მხოლოდ ჩვენთან ძალიან დაბალ ფასად,სულ მცირე 499.99 ლარად.''
ელიტ-ელექტრონიქსი და ჯანდაბა თქვენ. ადამიანს ხომ არაფერს შეარგებენ. თქვენ შევარდით მაგ მიკროტალღურ ღუმელში და დაიწვით ჯოჯოხეთის ცეცხლში.იმდენად მომეშალა ნერვები ტელეფონი დივანზე მოვისროლე. საბედნიროდ გადარჩა.
P.S. მადლობა რომ ჩემს ისტორიას კითხულობთ.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი blondeangel631

ძალიან კარგი იყო იმედია სანდრინიო მალე დაიბრუნებს თავის სიყვარულს შემდეგს ველოდები heart_eyes heart_eyes

 



№2 სტუმარი მარი. ელ❤

ვგიჟდები ამათ დიალოგებზეე სასწაული ენებით:დდ ყოჩაღ შენ საყვარელოო კარგად წერ და ანვითარებ მოვლენებს:) სანდრინიოს რეაქცია ფიქრები არ გამომიტოვო დაბიდუბზეე:დ ველი შემდეეგს❤❤❤

 



№3 სტუმარი სტუმარი ლიკა

გთხოვ მალე დადე შემდეგი თავებიც ძან მაგარი ისტორიაა შესანიშნავად წერ და დიალოგი ხონ გასაგიჟებელია მოუთმენლად ველი შემდეგ თავებს :*

 



№4  offline წევრი meocnebe avadmyopi

ვაიმე მოვკვდი ბოლოზე ნაცინები.,ძალიან კარგი იყო,თან ისე არ დააგვიანე როგორც გჩვევია stuck_out_tongue_closed_eyes stuck_out_tongue_closed_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent