შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არსებობის აზრი ხარ! (სრულად)


22-04-2018, 14:17
ავტორი izabella
ნანახია 3 525

არსებობის აზრი ხარ! (სრულად)

პროლოგი
ადრე თუ გვიან, ყველას ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც შენი გონება და გული შენ აღარ გემორჩილება და მას სხვა ადამიანი ისაკუთრებს. შეიძლება ეს ისე მოხდეს, რომ ვერც მიხვდე, ან მიხვდე, მაგრამ ძალიან გვიან. მაშინ როცა უკვე სიგიჟემდე იქნები შეყვარებული.
როდესაც თავში და გულში ერთი და იგივე ადამიანი გყავს. როცა მასზე ფიქრისას გული აუტანლად გტკივა და ვერანაირი წამალი ვერ გიამებს. ქუჩაში გავლისას თითოეულ გამვლელში მის სახეს რომ ეძებ და ყოველ ჯერზე იმედი გიცრუვდება. როდესაც სადღაც მისი სახელის გაგონებისას გული კრუნჩხვებში გივარდება, სუნთქვა გეკვრება და დაძაბული ელოდები, რომ შეიძლება ის, ის იყოს. ხომ წარმოგიდგენიათ როგორი მძიმე ასატანია, როგორი მოუშუშებელი ტკივიალია. ამ ყველაფერს დრო კი არ გიამებს, არამედ ნელ - ნელა გაცლის მოთმინების ძაფებს და უფრო მეტად გტკენს. გასუსტებს გაუსაძლისი ტკივილი, რომელსაც ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ვეღარ გაუძლო. ძნელია ასე ცხოვრება - არსებობა, ძალიან ძნელია. როცა ყოველ წამს მთელი თავი მისი სახელით გაქვს გამოტენილი და მის იქით არაფერზე და ვერაფერზე ფიქრობ. ვერც კი ხვდები წამებს წუთები როგორ ცვლის, მერე საათები, კვირები, თვეები და უკვე წლებია ეს გრძნობა განადგურებს, ბოლოს გიღებს. სულს ღაფავ და მაინც ცოცხალი ხარ. ცოცხლობ, მაინც ცოცხლობ! ოღონდ წარმოდგენა არა გაქვს ვისთვის ან რისთვის. ცოტა ხანში აცნობიერებ, რომ ცოცხალ მკვდრად იქეცი. აღაც ცოცხლებში ითვლები და აღარც მკვდრებში. ერთი დიდი მოსიარულე ტკივილი ხარ, ასეთი არავის უნდიხარ, არავის ჭირდები. ბოღმისაგან ცრემლები გახრჩობს, მაგრამ ტირილსაც ვერ ახერხებ იმიტომ, რომ სველ წამწამებს თუ შეგამჩნევენ გარშემომყოფები ეს ძალიან ბევრ კითხვებს გამოიწვევს. ზოგს გონია, რომ სასმელით ჩაახშობს ამ ტკივილს, მაგრამ ბოლოს ისე გამოდის, რომ სასმელი აქეთ ახრჩობს ტკივილითან ერთად. გული შეკავებული ცრემლებით და ტკივილით ისე იბერება, რომ გრძნობ, როგორ აწვება სხეულს შიგნიდან გარეთ და გამოგლეჯას ლამობს. მასზე ფიქრისას, სულ პაწაწინა ბედნიერი მომენტების გახსენებისას უაზრო ღიმილი გესახება სახეზე და ასე საათობით ეთიშები გარესამყაროს. გაბედნიერებს მისი არსებობა შენში და ამავე დროს ძალიან გტკენს. მერე გახსენდება რომ დაკარგე, ვერაფერი მოიმოქმედე მის შესანარჩუნებლად და ნატანჯ სახეს ისევ ტკივილი გისერავს და ასე გრძელდება დაუსრულებლად. უკვე წლებია ჩახვეული ლენტასავით მეორდება შენს გონებაში ეს ყოველივე და ბოლო არ უჩანს. ძალიან იღლები, გაუთავებელი ტკივილი გღლის, უფრო მეტად კი საკუთარი უსუსურობის განცდა.
##########
,,ლესავს გული შემორჩენილ კბილებს,
დრო ყველაფერს უმოწყალოდ ნთქავს,
გავა დრო და მოვატყუებთ შვილებს,
რომ სიყვარულს დიდი ძალა აქვს.“
ცამეტი აგვისტოს დილაა, მოგონებები მთელი ძალით ეხეთქებიან გონებას და ერთი - მეორის მონაცვლეობით უკაწრავენ სულს. ყოველი წამი, წუთი, საათი და დღე უდგება თვალწინ. ახსენდება მისი სახე, ღიმილი, რომელსაც ჩუქნიდა. გული ისეთი დამძიმებული აქვს ჰგონია, რომ ზედ უამარავი გირი აქვს ჩამოკიდებული. ყურებში მისი ხმა ჩაესმის, გამუდმებით მის სახელს რომ იძახის სადღაც შორიდან. ბოლო წვეთია, გიჟივით გამორბის ქუჩაში, უმისამართოდ მირბის ჯერ კიდევ ჩაუქრობელი ლამპიონების შუქზე. მზე ჯერაც არ ამოსულა, მეეზოვეებს ხედავს გარშემო, საგულდაგულოდ რომ ასუფთავებენ გარემოს. გრილ ჰაერს ღრმად ისუნთქავს, მაგრამ ჟანგბადი მაინც არ ჰყოფნის. ჯიბიდან მობილურ ტელეფონს იღებს, ყურსასმენებს იკეთებს და რადიოს ვრთავს. თითქოს ცოტათი მშვიდდება სხვადასხვა სიმღერების ფონზე, აზრებიც ნელ - ნელა ლაგდებიან, აფორიაქებას სიმშვიდე ცვლის, სირბილს კი სიარული. ყურსასმენებში ქუჩის ბიჭების - „ერთადერთი ხარ’’ მელოდია ისმის და ისევ მოგონებებში აგდებს მთელი ძალით.
„ და მახსენდები როგორც ყოველთვის, ფიქრი არ მანებებს თავს.
მე ხომ შენამდე ისევ მოვედი და ვერ შევიყვარე სხვა.
როცა გიყურებ შენი თვალები სიყვარულით სავსეა.
ვიცი ვერასდროს ვერ შეგელევი და ეს მართლაც ასეა!
შენ ჩემთვის ერთადერთი ხარ, ეს მინდა რომ იცოდე,
ნამდვილი ანგელოზი ხარ, მე მინდა რომ გიცნობდე.
იცოდე მთელი არსებით მე შენთან მოვდივარ,
არასდროს განმეორდები, შენ უბრალოდ ერთი ხარ. ’’
გულში ისეთ ტკივილს გრძნობს თითქოს ვიღაც ხელს ძლიერად უჭერს გულზე. ტკივა, ძალიან ტკივა, ვეღარ სუნთქავს, ხეს ხედავს, ახლოს მიდის და ცალი ხელით მას ეყრდნობა, ფეხებში სისუსტეს გრძნობს, თვალთ უბნელდება და ძირს მოწყვეტით ეცემა. ფეხის ხმა ესმის, ვიღაც მთელი ძალით ანჯღრევს, სახეშიც ურტყამს და ყვირილს იწყებს.
- სასწრაფოში დარეკეთ ვინმემ, ჩქარა, ძალიან გთხოვთ, დარეკეთ ვინმემ ხალხი არა ხართ? მგონი კვდება. არ წახვიდე გთხოვ, დაბრუნდი, ნუ მიდიხარ, თვალები გაახილე და შემომხედე. -სასწრაფოს ხმა ჩაესმის ყურებში რაღაც დროის შემდეგ, მაგრამ თვალების გახელას ვერ ახერხებს, ვერც ლაპარაკს, მერე ნელ - ნელა ის ხმაც სადღაც იკარგება და ბურუსში ეხვევა.
#######
-დილამშვიდობისა, ხედავთ როგორი მზიანი დილა გათენდა? -პალატაში საშუალო სიმაღლის ახალგაზრდა თეთრხალათიანი ექთანი გოგონა შემოვიდა, პაციენტს გაუღიმა, რომელსაც პალატის კედლების ფერი ედო სახეზე, არანაირი სიწითლე არ დაჰკრავდა მის ლოყებს, არც რამე სხვა შეფერილობა. ტუჩებს სილურჯე შეჰპარვოდა, მისი თვალების ფერი კი ჩამუქებულიყო, თითქოს ვინმეს შავი საღებავი შეესხა თვალებში და საგულდაგულოდ შეერია. ექთანმა ჟალუზები გადასწია და ფანჯარა გამოაღო, ოთახში მზის სხივებმა დაიწყეს ცეკვა - თამაში. კედლები და საწოლი ყვითელმა სხივებმა მოხატეს და გაალამაზეს. წამლების მძაფრი სუნი სადღაც გაქრა, საერთოდ აღარ იგრძნობოდა, ოთახი სუფთა ჰაერით გაივსო, ბიჭმა ღრმად ჩაისუნთქა და ძლივს შესამჩნევად გაუღიმა.
-დილამშვიდობისა.
- ვხედავ მზის სხივებმა კარგად იმოქმედა თქვენს ხასიათზე. სულ დამავიწყდა გაგცნობოდით, მე თამუნა მქვია, მეგობრები თამუნიას მეძახიან.
-კარგი, მაშინ მეც თამუნიას დაგიძახებ.
-როგორც გინდათ. -მხრები აიჩეჩა გოგონამ.
-არავის უთქვამს შენთვის, რომ გვირილას გავხარ? თეთრ კაბიან და მზისგულა გვირილას. თითქოს სხვებისგან არაფრით გამორჩეულია გვირილა, მაგრამ ძალიან ძვირფასი და განსაკუთრებული.
-პირველი ხართ ჯერჯერობით.
-მოდი არ გვინდა ეს თქვენობით ლაპარაკი, რომელი პრეზიდენტი მე მნახე?
-არ გიცნობდი და პირდაპირ შენობით რომ დამეწყო უზრდელურად გამომივიდოდა.
-არაუშავრს. დიდი ხანია აქ ვარ?
-რამდენიმე დღის წინ მოგიყვანეს, გონზე არ იყავი, დრო და დრო ვიღაც ტატის ეძახდი და ისევ გონებას კარგავდი. სუნთქვის აპარატზე იყავი შეერთებული, მადლობა ღმერთს შენი მდგომარეობა უკეთესობისაკენ შეიცვალა.
-დიაგნოზი რა არის?
-მწვავე მიოკარდიუმის ინფაქტი.
-სრული ბედნიერებისათვის ესღა მაკლდა. როდის გამწერთ?
-მე ექთანი ვარ. ექიმი თვითონ გადაწყვეტს, როცა უკეთ იქნები მაშინ.
-ჩემმა მეგობრებმა გაიგეს?
-რა თქმა უნდა გაიგეს, მოსაცდელში ისეთი ამბავი იყო ვეღარ ეტეოდნენ. რაც აქ ხარ სახლში ფეხი არ გაუდგამთ, მხოლოდ დღეს წავიდნენ, ისიც ექიმის დაჟინებული მოთხოვნით და მხოლოდ მაშინ რაც გაიგეს, რომ მდგომარეობა უკეთესობისაკენ შეიცვალა. შეიძლება რაღაც გკითხო? ოღონდ არ გაბრაზდე.
-მიდი მკითხე.
-ტატი ვინ არის? შენი შეყვარებულია?
-იყო. დიდი ხნის წინ.
-მერე, რა ბედი ეწია იმ გოგოს?
-გაათხოვეს.
-მოიცა, არ უყვარდი?
-ვუყვარდი, მაგრამ მშობლებს ვერ შეეწინააღმდეგა.
-ესე იგი არ ყვარებიხარ.
-დღემდე ვუყვარვარ ზუსტად ვიცი, მაგრამ ჩვენ ერთად ყოფნა არ გვიწერია.
-რატომ არ შეეწინააღმდეგა მშობლებს თუ უყვარდი, მე მის ადგილას ყველაფერს დავლეწავდი სახლში და გავიქცეოდი.
-ყველაფერი ძალიან რთულად იყო, ვერაფერს შეცვლიდა ლეწვა - მტვრევა.
-კიდევ გიყვარს?
-რას ქვია კიდევ? მიყვარდა, მიყვარს და ბოლო ამოსუნთქვამდე მეყვარება. თამუნია ოდესმე ვინმე გყვარებია?
-მე? არა. -დაბნეულობა იგრძნობოდა მის ხმაში.
-მაგიტომ დამისვი უადგილო კითხვა. სიყვარული გრიპის ვირუსი არ გეგონოს, რომ ორ - სამ დღეში გაგიაროს, არც სამ თვეში გაგივლის და არც სამ წელში, ეს მთელი ცხოვრება გრძელდება. ხშირად გრძნობები ერთმანეთში ერევათ და მოწონებას არქმევენ სიყვარულს, მერე ამბობენ რომ აღარ ,,უყვართ“ და სხვა შეუყვარდათ. მოწონებით შეიძლება ძალიან ბევრი მოგეწონოს, შეიძლება ისე ძალიანაც მოგხიბლოს ადამიანმა, რომ იფიქრო მიყვარსო, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ აღმოაჩინო, რომ სულაც არ გყვარებია. როცა გიყვარს პატარა შეცდომებს პატიობ და არამარტო პატარა შეცდომებს, ძალიან დიდ შეცდომებსაც. რამდენი წლის ხარ?
-ოცდაერთის.
-შენ?
-ოცდათერთმეტის ვარ, დავბერდი უკვე.
- ამანაც დაიწყო! ეტყობა რამე ვირუსია მოდებული. ყველა მაგაზე რომ წუწუნებთ. ოცდააათს როგორც კი ერთი წუთით მაინც გადასცილდებით მაშინვე წუწუნს იწყებთ, რომ დაბერდით. არ მოგწყინდათ? მარტო შენ კი არა ყველა ჩემი ნაცნობი ასე წუწუნებს. რატომ არ გესმით რომ ბებრები არა ხართ?!
-დამშვიდდი, ნუ ბრაზობ! იმიტომ ვწუწუნებთ ყველა მასე, რომ გვგონია ოცდაათს როდესაც გადავცილდებით მალე გავჭაღარავდებით, ნაოჭები გაგვიჩნდება, ძველებურად ლამაზები და სიმპატიურები აღარ ვიქნებით და ხალხი დასცინებს ჩვენს გარეგნობას. ზოგს ისიც ჰგონია, რომ მალე მოკვდება. თუმცა მე ზუსტად ვიცი რომ დიდი დრო აღარ დამრჩენია. წლების მკვდარი ვარ, მარტო ჩემი სხეული იყო აქამდე ცოცხალი, ახლა ისიც კვდება. ჩემი გული მკვდარია, ჯერ გაიყინა, მერე გაიბზარა, ნამსხვრევებად იქცა და დაიფანტა ისე, რომ მისი ერთად შეგროვება ვეღარ შევძელი. შენ ძალიან ლამაზი გოგო ხარ თამუნია, აუცილებლად გამოჩნდება შენს ცხოვრებაში ადამიანი რომელსაც შეიყვარებ და შეგიყვარებს. ზუსტად შენი ასაკის ვიყავი პირველად რომ ვნახე და მაშინვე მივხვდი, რომ ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება, არა და ყოველთვის დავცინოდი იმათ ვინც ერთი ნახვით სიყვარულზე ლაპარაკობდა. შემიყვარდა და მთელი ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა. ქარაფშუტა ბიჭი ვიყავი, ხან ვინ მომწონდა, ხან ვინ, მაგრამ დიდი ხნით არავინ, მალე მივლიდა მოწონება. მაშინ ზუსტად მივხვდი, რომ ის გრძნობა რაც მისი დანახვისას გამიჩნდა მსგავსი არასოდეს განმეცადა.
გაზაფხული იყო. ძალიან ცხელოდა იმ დღეს. პატარა, სიფრიფანა, ყვითელკაბიანმა გოგონამ ქუჩა გადმოჭრა, თმა ძალიან მოკლედ ჰქონდა შეჭრილი, იცი როგორი ლამაზი იყო? მაშინ პირველად დავინახე. მე მანქანების სამრეცხაოში ვმუშაობდი, მეგობრის მამის ახლადგახსნილი სამრეცხაო იყო და უცნობების მიყვანას მისი შვილის მეგობრები დაგვასაქმა. იცი რა მაგრად ვერთობოდით? ხუთი ძმაკაცი ვიყავით, გოგოების რიგი იდგა სამრეცხაოსთან, იმდენ კაცს არ მოჰყავდა მანქანა გასარეცხად რამდენიც გოგოებს.ზოგი დღეში სამჯერაც მოდიოდა.
-რომ გაიარა იმის შემდეგ რა მოხდა?
-რა აღარ მოხდა, იმის მერე დაიწყო თუ დაიწყო. გადმოჭრა ქუჩა და ზუსტად სამრეცხაოს წინ ჩაიარა. გოგოები და ბიჭები ვიდექით, ვლაპარაკობდით და ვიცინოდით. დავინახე თუ არა გავშტერდი, რაღაცის თქმა მინდოდა, მაგრამ სიტყვა ტუჩებზე მიმეყინა, საერთოდ არ გამოუხედავს ჩვენკენ ისე ჩაგვიარა, არც გამარჯობა არ უთქვამს. ვიდექი და ვუყურებდი სანამ თვალს არ მიეფარა.
-გიო, ბიჭო დაშტერდი ხომ ხედავ? წავიდა, ეეე წავიდა. -მხარზე ხელი წამკრეს.
-ვინ წავიდა? -გზისთვის თვალი არ მომიშორებია, ისე ვიკითხე.
-ვინ და ვინც მასე გამოგაშტერა. აღარ ჩანს, მოგვაქციე ჩვენც ყურადღება. ანეგდოტს გვიყვებოდი და იქნება გვაღირსო დამთავრება.
-რა ანეგდოტი, მოიცა თუ ძმა ხარ. მაგ გოგოს ვინაობა გამირკვიეთ ვინმემ.
-ვიცი ბიჭო ეგ გოგო ვინც არის, ჩემ მეზობელ კორპუსში სტუმრად არის მოსული მამიდასთან.
-რა ჰქვია?
-წამო გვერძე გავიდეთ ძმურად.
-წამო. -იქვე ახლოს მაგიდა და სკამები იყო, სადაც ბიჭები გვიანობამდე ვჩერდებოდით. დავსხედით თუ არა რეზომ ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და ცხვირწინ ამიფრიალა.
-აი, ნახე ერთი ვისი შვილია. კარგად დააკვირდი, ეხლა ეს დაუშვებს რომ მისმა გოგომ შენთან დაიჭიროს საქმე? ხომ იცი ამის ბიჭებს რა სახელიც აქვთ, არავინ ეკარება ყველას ეშინია მაგათი. ბავშვობაში აქ რომ მოჰყავდათ გარეთ არ ახედებდნენ, ერთხელ ეზოში სათამაშოდ დაუკითხავად ჩამოვიდა ჩემ დასთან და მის თანატოლებთან ერთად თამაში დაიწყო, რომ დაინახეს დიდი წივილ - კივილით აიყვანეს ზემოთ. მოკლედ მაგარი ბნელი ხალხია, ერთი გატყლარწული უფროსი და ჰყავს, სადღაც ვიღაც ბებერზე გაათხოვეს, ძმები კიდევ ძველბიჭობენ და რავი ბიჭო. ვერ ვიტყვი რომ ცუდი ადამიანია, ქუჩაში რომ მხვდება სულ მიღიმის და გამარჯობას მეუბნება. ჯერ მაგით შეატყობ, რომ კუდაბზიკა გოგო არ არის, განსხვავდება ოჯახის დანარჩენი წევრებისაგან, მაგრამ დამიჯერე შენ არ შეგეფერება.
-ვითომ რატომ არ შევეფერები? მე რას მიშლის მაგის ძმების ძველბიჭობა? იყვნენ რა, რას დამაკლებენ, არავინ შეაშინონ.
-ვაა, ბიჭო შეეშვი რა.
-რას აგიტეხია ეს შეეშვი, შეეშვი. ძმაკაცი ხომ ხარ?
-ვარ, მერე?
-მერე ის, რომ უნდა დამეხმარო.
-შენ ხარ კიბო, ცოცხალი კიბო.
-სახელი არ გითქვამს.
-ეს ვინ გადავიკიდე, ნეტავ სულ არ გამოევლო, მზექალა ქვია.
-ეე ღადაობას შეეშვი.
-თვითონ გამოიცანი თუ ეგრე გაინტერესებს.
-მართლა ნუ გააჭირე საქმე, სახელი მეთქი!
-ტატი ქვია.
-აჰა ისევ აგრძელებს. სახელი, სა-ხე-ლი!
-მართლა ტატი ქვია, მე გაგაფრთხილე და... -თვალი ჩამიკრა რეზომ და რუხი მგელივით შეერია ქერა გოგოების ფარას.
-ტატი რა სახელია? ეგ საიდანღა მოიგონეს ნეტავ? ვითომ თათია?
-ნუ ბურდღუნებ დათვივით გოგოებს შეაშინებ.
-თუ ძმა ხარ რა? რა პონტში დაარქვეს ეგ სახელი ვერ ვხვდები.
-წადი და ეგ მის მშობლებს კითხე. ტატიანა დაარქვეს და მოფერებით ტატის ეძახიან.
-გავიგე, გავიგე! -სახლში მაშინვე წამოვედი როგორც სამრეცხაო დაიკეტა. ბიჭები დარჩნენ, უნდა დაელიათ, მე იმათი ყაყანის ნერვები არ მქონდა. მთელი ღამე ვერ დავიძინე, სულ ის კადრი მედგა თვალწინ როგორ ჩაგვიარა. გადავატრიალე მთელი სოციალური ქსელები, არსად არ იყო. ხან როგორ ვეძებე, ხან როგორ, მაგრამ ვერ ვიპოვე. მერე ერთი საიტი გამახსენდა რეზომ რომ დამარეგისტრირა, არც კი შევდიოდი, პაროლიც კი არ მახსოვდა, სწრაფი წვდომის პანელში მქონდა დამახსოვრებული და ისე შევიჭყიტავდი წელიწადში ერთხელ, ხან ისიც არა. იქ დავუწყე ძებნა და აღმოჩნდა, რომ საერთო მეგობარი გვყავდა. ვინ იქნებოდა ეს მეგობარი თუ არა ბატონი რეზო. ისე გამიხარდა ჭკუაზე აღარ ვიყავი, მთელი გვერდი გადავქექე, თუ კი რამე ჰქონდა გაზიარებული ყველაფერი წავიკითხე, რომ გამეგო როგორი გემოვნება ჰქონდა. სადაც მისი კომენტარები შემხვდა ისინიც ზედ მივაყოლე. დაახლოვებით მინდოდა მცოდნოდა როგორი ადამიანი იყო. უამრავი ფოტო დამხვდა მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან თუ ცალკე. თავისი ფოტოები ჯერ მარტო სამი ათასი ედო, სად გადაიღო ან მაგდენი. თვალები დავითხარე და იმდენი ხანი ვათვალიერე სანამ კომპიუტერზე არ ჩამომეძინა. დილით ბებიაჩემმა გამაღვიძა, თვალები გადმობრუნებული მქონდა, მგონი ცოტა შევაშინე, ან ძალიან შევაშინე, მეჩხუბა და დამემუქრა გადაგიგდებ მაგ კომპიუტერს თუ მეორედ კიდევ გნახავ ასეთსო. კიდევ ერთი უცნაური რამ აღმოვაჩინე მის გვერდზე, ცალკე ალბომი ჰქონდა დათმობილი ლურჯ ყვავილებს. ენძელადან დაწყებული თუ სადმე ლურჯი ფერის ყვავილი არსებობდა ყველა იმ ალბომში იყო თავმოყრილი. სიმართლე გითხრა ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა ჩემთვის, ბევრი გოგოსგან გამიგია და მინახავს კიდეც, რომ მოსწონთ წითელი ვარდები, ვარდისფერი, თეთრი, მაგრამ ლურჯი? თანაც მარტო ლურჯი ვარდები კი არა თუ სადმე ლურჯი ყვავილი არსებობდა ყველა. სამრეცხაოში რომ მივედი ბიჭები ,,სელოტკა’’ თევზებივით იყვნენ მიწყობილები ერთმანეთზე, მინერალური წყლის ბოთლებით ხელში.
-რაო გიო? თავი რომ ცვითე და გაიპარე, ეგ რა გაგვიჩალიჩე?
-რას გავხარ შე ჩემა სხვა სასტავში დალიე?
-გაგიმარჯოს ნიკა! უძილო ვარ არსად არ დამილევია.
-რა პონტში?
-იმ პონტში! შემეშვით ცოტა გამოვფხიზლდე.
-ააა მივხვდი, მოგარტყა კუპიდონმა ისარი ერთ ადგილას? ჰაჰ, ხომ დამცინოდი მე რომ ნინო გავიცანი და შტერივით დავდიოდი, ახლა შენ იარე.
-შენ ბიჭო რეებს უბერავ, თუ სვამ დალიე ეგ მინერალური თორემ შტერს მოგცემ თუ გამოგიქანე ჩოტკი.
-ნუ იღრინები, ისედაც თავი მისკდება. ვაი თავი, გასკდა კაცო, ეს რა უბედურებაა, ხომ ვამბობდი არ უნდა დაგველია მაგდენი.
-ეგ მაშინ გეფიქრა 25 - ჯერ სიყვარულის სადღეგრძელო რომ დალიე.
-დათა ნუ იბოღმები, შენ რომ შეყვარებული იქნები მაგასაც ვნახავთ რამდენჯერ დალევ სიყვარულის სადღეგრძელოს.
-მორჩით! რეზო სად არის? ჯერ არ მოსულა?
-რეზო წუხელ წავასვენეთ, ისეთი მთვრალი იყო გათიშული ავიტანეთ სახლში, დედამისი გადაირია, ჩვენც აღარ გვიშვებდა, ძლივს დავეხსენით.
-საათები უხალისოდ მისდევდა ერთმანეთს. ძლივს ვიდექი ფეხზე ისე მეძინებოდა, მერე ნელ - ნელა გადავერთე ჩემს საქმეზე. კარგად შებინდებული იყო რეზოსთან რომ ავედი სახლში, კარი დედამისმა გამიღო.
-გამარჯობა ლია დეიდა, როგორ ხართ?
-რეზოს ხელში როგორ უნდა ვიყო შემიკლა ამ ბიჭმა, ხომ არ შეიძლება ყოველ დღე დალევა? თითქოს ეგ არ მყოფნიდა გუშინ ისეთ მდგომარეობაში მოიყვანეს სულ გადავირიე ქალი. ეს რა მსოფლიო რეკორდის მოხსნას აპირებდა? შენ ეტყობა ბევრი არ დალიე როგორი დამშვიდებული სახე გაქვს გიორგი შვილო, მაგრამ უძილობა გეტყობა ძალიან.
-ლია დეიდა მე გუშინ მათთან ერთად არ ვყოფილვარ, სახლში წავედი, მეც იქ რომ ვყოფილიყავი ალბათ რეზოზე უარეს მდგომარეობაში მე ვიქნებოდი.
-ახალგაზრდა ბიჭები ხართ თავს უნდა გაუფრთხილდეთ შვილო, ჩემი ასაკის რომ გახდებით ისე იქნებით სმისაგან დაბერებულები, რომ მომაკვდავ ბერიკაცებს დაემსგავსებით.
-გიო შემოხვალ თუ პატრულს დავურეკო და იმათ შემოვაყვანინო შენი თავი?
-შენ სირცხვილით ხმას როგორ იღებ?!
-დედა თავი მისკდება, შენ კიდევ რაც გათენდა არ მასვენებ. ამიკელი ჩხუბით და გააგებინე მთელ სამეზობლოს რომ დავლიე.
-ვაი, მეტიც არ მინდა დღეს კიდევ ნასვამმი მოხვიდე სახლიდან კინწისკვრით გაგაგდებ და შენი ფეხი არ იქნება სახლში. თავხედი ეს. არა, კიდევ რომ მეპასუხება. - ქალმა კარები გაიხურა და გავიდა.
-ბიჭო რაც გათენდა აღარ და აღარ გაჩერდა, ან რა ენერგია აქვს ან რა იოგები აქვს ასეთი, გაკვირვებული ვარ პირდაპირ. ახლა სახლიდან გაგდებით მემუქრება, წავალ ჩემ სამრეცხაოში და დავიძინებ იქ. -რეზოს ხელში ორი მინერალურის ბოთლი ეჭირა, ერთი შუბლზე ჰქონდა მიდებული, მეორეს ხან ერთ ლოყაზე იდებდა ხან მეორეზე, დრო და დრო თავსახურს ხსნიდა და ყლუპებად სვამდა.
-კაი ბიჭო, ხომ იცი გაბრაზებულია და მაგიტომ იმუქრება, როდის გაუგდიხარ სახლიდან რომ ახლა გაგაგდოს? ისე სჯობს სმას მოუკლო თორემ რაც გვითხრა ლია დეიდამ სიმართლეა. აი, მაგალითად შენ რას იზავდი შენი შვილი გაგლეჯილი მთვრალი რომ მოეყვანათ?
-კარგს არაფერს რომ არ ვიზავდი ეგ ხომ ,,იასნია.’’
-ხო და აცადე გული დაიმშვიდოს შენი ლანძღვით.
-კაი... კაი ...კაი... შენ ის მითხარი რაზეც ხარ მოსული.
-შენ რა იცი საქმეზე რომ ვარ მოსული?
-ისე შენ ჩემთან არ ამოდიხარ თუ რამე სერიოზული არ მოხდა. ესე იგი ისეთი რაღაც მოხდა, რომ უეჭველი უნდა გენახე და როგორც ვხვდები დახმარება გჭირდება. ჰე, დაიწყე გისმენ.
-ტატი უნდა გამაცნო.
-და სეიშელის კუნძულებზე დასასვენებლად გამგზავრება არ გინდა?
-რეზო!
-რა რეზო, სად გაგაცნო გითხარი გარეთ არ უშვებენ. მის მამიკოს ეშინია ვინმემ შურისძიება არ გადაწყვიტოს და ტვინი არ მიასხმევინოს სადმე ქუჩის კუთხეში. მაგათ კისერზე იმდენი კაცის სისხლია არ მიკვირს მასე რომ ეშინია. მაშინაც ეტყობა რომელიმე დაქალთან იყო და ძმებმა რომ დააგვიანეს ფეხით წამოვიდა.
-რამე რომ მოვიფიქროთ?
-მაინც რა რამე? მიდი და მოიფიქრე. ახლა მე ფიქრის თავი ნამდვილად არა მაქვს. -მინერალური წყლის ბოთლს თავსახური მოხადა და მთელი ბოთლი გამოცალა.
-დაილოცოს ამის მომგონი და ჩამომსხმელი, რაც მე მაგათ ვლოცავ.
-კორპუსთან რომ დავხვდეთ და საათი ვკითხოთ, ვითომ ტელეფონები სახლში დაგვრჩა.
-რა სისულელეა, გგონია დაიჯერებს? მოძველდა გოგოს გაცნობის ეგ ხერხი. რომელი საათია? ერდჯერადი ცხირსახოცი ხომ არ გექნებათ? რამე კრეატიული მოიფიქრე.
-აბა რა ვქნათ?
-ხვალ დილამდე მაცოცხლე და მოვიფიქრებ რამეს. დაბადების დღეეებზე ჩემს სანაცნობოში არავისთან დადის იქ რომ გაგეცნო. ვაა ბიჭო, რა გავაჩალიჩოთ ჰა? მოვიფიქრე, სკოლა... სკოლაში ხომ დადის. მაგ სკოლაში ჩემი ნათლული დაჰყავთ ვახუნხულა. სახლში რომ დაბრუნდება მეორე დღეს ჩვენც წავიდეთ ნოდოსთან და ერთი - ორი დღე დავრჩეთ. იქ გაგაცნობ, მაგაზე კარგ ვარიანტს რა ვქნა ძმაო მე ვერ მოვიფიქრებ.
-ძალიან კარგი ვარიანტია, მასე მოვიქცეთ. წამოხვალ ქუჩაში ბიჭებთან? თუ დაელოდები დედაშენის მორიგ წივილ - კივილის სეანსს?
-აუჰ, კიდე მაგის ყვირილის და წუწუნის მოსმენის თავი მაქვს? სპორტულ
ჟაკეტს ავიღებ და წავიდეთ.- ძლივს შეძლო ფეხზე წამოდგომა, ისეთი გათიშული იყო ოთახის ჩუსტების ჩაცმაც კი დაავიწყდა.
-მართლა რამდენი დავლიეთ წუხელ. რა გვინდოდა, რა თავებს ვიხოცავდით.
-წამო...წამო და ჰაერზე რომ გამოხვალ ცოტას გამოფხიზლდები. -სადარბაზოდან გამოვედით თუ არა მაშინვე შევამჩნიე, ლურჯი სპორტულები ეცვა და ვიღაც გოგოს ელაპარაკებოდა, ზურგით იდგა და ვერ გავარჩიე ვინ იყო, რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ.
-რეზო ტატია იქ. -ხელი ვკარი გვერდში და იმანაც გვერდით გაიხედა.
-ვაა თემოს ნინიც. ეტყობა მართლა შეეცოდე იქ ზემოთ ვინმეს, თორემ ასეთი კარგი შანსი ჩვენ დღეს არ მოგვეცემოდა. და და და დაამ. ოპერაცია როგორ გავაცნოთ გიოს აკრძალული ხილი იწყება.
-ნუ აბუქებ. არ გვინდა ახლა, როგორც დავგეგმეთ ისე მოვიქცეთ. რას ვგავართ ორივე სარკეში არ ჩაგიხედავს? კარებში მოტანებულ კატებს ვგავართ.
-რა დროს მაგაზე ფიქრია, ამ შანსის ხელიდან გაშვება შეიძლება? ლამპიონების შუქზე ძალიან გაარჩევენ ჩვენს სიფათებს, ძლივს გხედავ ისედაც.
-შენ ნაბახუსევი ხარ და მაგიტომ.
-ჩუუ და მაცადე. ვაა გოგოებო როგორ ხართ?-რეზო გოგოებს მიუახლოვდა, მიესალმა და გადაკოცნა. ნინიმ მეც გადამკოცნა და მომიკითხა.
-ტატი გაიცანი ეს ჩემი ძმაკაცია გიორგი.
-გამარჯობა. -პირველად გამიღიმა და თანაც საკუთრად მე.
-ნინი შენ და ტატი თუ მეგობრობდით ეგ მართლა არ ვიცოდი.
-რეზი მე და ნინი ბავშვობიდან ვმეგობრობთ, ეზოში რომ არ მიშვებდნენ სათამაშოდ ნინი მოჰყავდათ ჩემთან მის მშობლებს და ასე იქცა ჩემს ერთადერთ საუკეთესო მეგობრად. ერთადერთია ვისთან ერთადაც შემიძლია გარეთ საათობით ვისეირნო, სხვა არავისთან ერთად არ მაქვს უფლება ფეხით ვისეირნო. ისე ეგ როგორ არ იცოდი?
-რავი აბა. ნინი არ გრცხვენია გოგო? ერთხელ არ უნდა მოგეყვანა ჩვენ სამეგობროში? ბოლოს და ბოლოს ამხელა პრივილეგიით სარგებლობ რომ მის სიცოცხლეს განდობენ. აწი შენც გელოდებით ნინისთან ერთად.
-არ ვიცი თუ მოვახერხე სიამოვნებით. -ეჭვნარევი მზერა მესროლა და ისე გასცა პასუხი რეზოს.
-მგონი საიდანღაც მეცნობი. შენ შემთხვევით ის გიორგი ხომ არ ხარ დილას მეგობრობა რომ გამომიგზავნა? კი, კი, შენ ხარ, საერთო მეგობარი რეზი მიჩვენა.
-მე? მე მეგობრობა არ გამომიგზავნია. -მოულოდნელობისგან მეგონა ცივი წყალი გადამასხეს.
-როგორ არა, აი, შეხედე. -ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და განათებულ ეკრანზე შემახედა, მართლა მე ვიყავი მის მეგობრებში.
-დაგიმატე, ვიფიქრე რომ გიცნობდი და შეიძლება არ მახსოვდი ჩემი ცუდი მეხსიერების გამო.
-გამახსენდა, გუშინ ღამე ბიჭებმა ბევრი დავლიეთ და სახლში რომ მივედი თუ ვინმე საერთო მეგობარი გვყვავდა მე და რეზის ყველა დავიმატე.
-არაუშავრს, ხდება ხოლმე. ჩვენ უნდა წავიდეთ უკვე გვიანია, დროებით. -დაგვემშვიდობნენ გოგოები და წავიდნენ.
-რა მთვრალი იყავი, რა დებილობა დაახეთქე?!
-აბა რა მეთქვა? მთელი ღამე შენი გვერდის თვალიერებაში გავატარე, დამეძინა კლავიატურაზე და შემთხვევით მეგობრობა გამომგზავნია თქო?
-სხვა რამეც შეიძლებოდა, მაგრამ არაუშავრს, მიზანი ამართლებს საშუალებებს. ახლა შეგიძლია დამშვიდდე.
-რა დამამშვიდებს გული ამოვარდნაზე მაქვს.
-ბიჭებს მივაკითხოთ და სანამ იქამდე მივალთ სუფთა ჰაერზე მეც გამოვფხიზლდები და შენც ჩაგიდგება გული საგულეში. -ბიჭებთან რომ მივედით რეზომ ყველაფერი უამბო მათ. თემომ მაშინვე ნინისთან გადარეკა.
-ნინი სად ხარ?
-თემო როგორც ყოველთვის, აბა სად ვიქნები? მოხდა რამე? რაღაც შენი ხმა არ მომწონს.
-ხვალ საღამოს მეგობრებიი პარკში ვიკრიბებით და არ დააგვიანო.
-კარგი, მოვალ.
-და კიდევ, გვერძე რომ გიდგას და ჩვენს ლაპარაკს ისმენს ეგეც გამოიყოლე თან.
-მოვალთ... მოვალთ. -სიცილის ხმა გაისმა ტელეფონში. მეორე დღეს ისე ვნერვიულობდი ჭამა ვერ შევძელი. ბებიაც გავანაწყენე საჭმლის თეფშით რომ დამდევდა უკან. მთელი სახლი შემოვატარე და სამსახურში წასულმა ვერც საქმის კეთებას დავუდე გული. მანქანის ნაცვლად კინაღამ დათა და თემო გავრეცხე წყლის ჭავლით და გინებაც არ ამცდა. საღამოს მართლაც წავედით პარკში, გოგოები ჩვენზე ადრე იყვნენ მისულები.
-დააგვიანეთ ბიჭებო.
-ნიი ჩვენ კი არ დავაგვიანეთ თქვენ მოსულხართ ძალიან ადრე.
-ჩემი ნინიკო სად არის? -იკითხა რეზომ და თვალებით დას დაუწყო ძებნა.
-ეჰ, შენ მეტჯერ აღარ დალიო მაგდენი, თორემ მხედველობა ნოლისკენ მიგდის. -ტელეფონის ეკრანს თვალი მოარიდა ნინიკომ და ნაწყენი მზერა ესროლა ძმას.
-კიდევ კარგი შენს თვალებს ჩემი დაწვა არ შეუძლია თორემ აქამდე ჩემი ფერფლიც აღარ იქნებოდა.
-აქ არ გინდათ, სახლში რომ წახვალთ თუ გინდათ დაჭამეთ ერთმანეთი. -გაიკრიჭა დათა და გოგოებს გვერდით მიუჯდა.
-ბიჭებო ტატის ხომ იცნობთ?
-მაგას ვინ არ იცნობს?
-თქვენ კი იცნობთ, მაგრამ თვითონ არ გიცნობთ. გაიცანი ეს თორნიკეა, ლექსო, დათა, თემოს და რეზოს რა გაცნობა უნდა, გიო გუშინ გაიცანი, ნიკა ჯარშია და რომ ჩამოვა იმასაც გაგაცნობთ. მოკლედ ეს არის ჩვენი განუყრელი სამეგობრო.
-ძალიან სასიამოვნოა. -ბიჭებს მორიდებულად გაუღიმა და მზერა ამარიდა.
-აბა ამ ზაფხულს ვინ სად აპირებთ დასასვენებლად წასვლას? -თემა წამოჭრა რეზომ.
-ჩვენ ბათუმში მივდივართ. -თვალებგაბრწყინებულმა ნინიმ და ნინიკომ წამოიყვირეს.
-ეე, მერე მე? -თემომ თვალები ჭყიტა.
-ან მე? -გაიწელა ზურა.
-ჩვენ ტატის მივყავართ თავისთან, რეზო შენ და თემოს თუ გინდათ წამოსვლა სასტუმროშიც მშვენივრად გაათევთ ღამეს.
-მშვენიერია, ბათუმში მივდივართ და მაგარ დროს გავატარებთ.
-სამრეცხაოს ვინ უნდა მიხედოს?
-აუ ბიჭო ეგ სულ არ გამხსენებია, თქვენ წადით ჩვენ ვერ მოვახერხებთ, მე და გიო დავრჩებით, დიდი ამბავი, აუცილებელია ჩვენც იქ ვიყოთ?
-რეზი მაშინ ყველა აქ გავატარებთ ზაფხულს.
-არა, ჩვენ ორის გამო აქ ჩახუთვას აპირებთ?
-მაშინ რა მეგობრები ვიქნებით თუ იქ ჩვენ კარგ დროს გავატარებთ და თქვენ აქ დარჩებით? ან ჩვენ რა დრო უნდა ვატაროთ თუ ყველა ერთად არ ვიქნებით?
-ნინი და ნინიკო ერთი თვე რომ ჩემთან წამოხვიდეთ და მერე მთელი ზაფხული აქ ვიყოთ მგონი ცუდი აზრი არ არის ხომ?
-არა, მე თემოს გარეშე ერთი თვე ვერ გავძლებ. -ბუტბუტებდა ნინი და თან თემოსკენ აპარებდა თვალებს, თემო კიდევ სიცილს ვერ იკავებდა მისი სახის შემხედვარე.
-გადაწყდა, ზაფხულს აქ ვატარებთ. - ტატის ტელეფონი აწკრიალდა, გაბრაზებულმა გათიშა და წასასვლელად მოემზადა.
-მე უნდა წავიდე. აბა, დროებით, გამიხარდა რომ გაგიცანით.
-ნინიკო წამოდი გავაცილოთ ტატი. - რეზომ დას ხელი გადაჰხვია და ბილიკს გაუყვნენ. მე, თორნიკემ, დათამ და ლექსომ ერთად დავაპირეთ წასვლა, სხვა უბანში აპირებდნენ გადასვლას და მეც იქ ვაპირებდი წასვლას, მაგრამ ცოტა რომ გაიარეს რეზომ გამომძახა:
-გიო არ მოდიხარ? აბა შენთან ვრჩებიო დილას რომ მითხარი?
-მე გითხარი? აა ხოო,მოვდივარ. ხვალამდე ბიჭებო. -თემო და ნინი ერთად წავიდნენ. მე, ნინიკო რეზო და ტატი ერთად წამოვედით. დრო და დრო ნერვიულად იწევდა თმას ყურს უკან, მაგრამ იმდენად მოკლედ ჰქონდა შეჭრილი, რომ მისი სწორი და პრიალა თმა ისევ წინ ჯიუტად მოიწევდა შუბლისაკენ და სახეზე ეყრებოდა.
-უკვე ნერვებს მიშლის ეს თმებიც, ლამისაა სულ გადავიპარსო. -გაღიზიანებულმა გადაიწია თმა უკან, მაგრამ ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა წამებში.
-ტატი შენ ხომ ძალიან გრძელი თმა გქონდა ადრე? რატომ აღარ იზრდი თუ კი ასე ძალიან გაღიზიანებს?
-გავიზარდო რეზი? მაგ ბედნიერებას ჩემს ბებიას და დედას არ მივანიჭებ. საოცარია პირდაპირ რძალ - დედამთილი ასე ეწყობოდნენ ერთმანეთს. საკმარისად ვიტანდი და დღემდე ვიტან მათ კაპრიზებს სათამაშოსავით რომ მექცევიან, თითქოს ადამიანი არ ვიყო. სალონიდან სალონში დამათრევდნენ. საათობით ვიჯექი სტილისტებთან, ხან ეს არ მოსწონდათ, ხან ის არ მოსწონდათ. ათას რაღაცას მასხავდნენ თავზე, დღეში შეიძლება მინიმუმ სამჯერ დაებანათ თავი მხოლოდ იმიტომ, რომ ბებომ სტილისტის გაკეთებული ვარცხნილობა ვერ მომახდინა. მე არავინ მეკითხებოდა მინდოდა თუ არა, ყველაფერი ისე უნდა ყოფილიყო როგორც თვითონ მიაჩნდათ სწორად. მეგობრებიც კი მათი შერჩეული მყავდა, პრანჭია კუდაბზიკა თოჯინები. ვერ ვიტანდი ვერც მათ და ვერც ჩემს თავს. ფეხები მქონდა დამტვრეული მაღალქუსლიან ფეხსაცმელებზე სიარულით. ბოტასებს და კედებს არ მაკარებდნენ. ვერ წარმოიდგენთ როგორი ტკბილად მახსენდება 13 წლის რომ გავხდი. ოქროს დაბადების დღისთვის მზადება ერთი თვით ადრე დაიწყო მთელმა ოჯახმა, სალონებში გვიღამდებოდა, რომ ჩემთვის ვიზაჟისტებს და სტილისტებს შესაფერისი ვარცხნილობა და მაკიაჟი გაეკეთებიათ. ისე დავიღალე ბოლოს უკვე ვტიროდი, არავის დანახვა აღარ მინდოდა. 13 აგვისტოს დილა რომ გათენდა ადრიანად მოვიდა სტილისტი და ვიზაჟისტი, საგულდაგულოდ გამიკეთეს თმა და მაკიაჟი, კაბაც მომარგეს და ვიტრინის მანეკენივით დამსვეს ოთახში. გარეთ გასვლის უფლებაც კი არ მომცეს, რომ კაბა არ დამსვროდა. წვეულება დღის მეორე ნახევარში იყო დაგეგმილი, შუა დღეს უკვე სტუმრების პირველი ნაკადი შევნიშნე ეზოში. სარკეში რომ ჩავიხედე იქიდან ცამეტი წლის ბავშვი კი არა ზრდასრული ოცი - ოცდახუთი წლის გოგო მიმზერდა. გასვლა დავაპირე, მაგრამ შევჩერდი, თავში გენიალურმა აზრმა გამიელვა, ნაჩქარევად მოვიშორე მაკიაჟი სახიდან, საგულდაგულოდ მორთული თმის ვარცხნილობაც დავიშალე, ავიღე მაკრატელი და ისე მოკლედ შევიჭერი თმა სარკეში რომ ჩავიხედე საკუთარი თავი ძლივს ვიცანი და ცოტა შემეშინდა, რომ დავინახე რას ვგავდი. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც იქვე კუთხეში მივყარე და ჩემი საყვარელი ბოტასები მოვირგე, კაბას შლეიფი მოვაჭერი და მუხლამდე დავამოკლე, ახლა მართლა ვგავდი 13 წლის ბავშვს და ძალიანაც მომწონდა საკუთარი თავი ასე გამოწყობილი. ცოტახანში კარებზე ბრახუნი ატყდა, ბებია მიხმობდა სტუმრებთან შესახვედრად, კარები რომ გავხსენი და ნათელას ფერდაკარგულ სახეს შევხედე მივხვდი, რომ მიზანი მიღწეული იყო. იქვე ჩაიკეცა და სკამი რომ არ მდგარიყო ზღართანს მოადენდა იატაკზე, ხმის ამოღება ვეღარ შეძლო, მგონი სრული შოკი ჰქონდა. ურეაქციოდ ავუარე გვერდი და და ქვემოთ ჩავედი, უნდა გენახათ თითოეული სტუმრის სახე. დედამ ისეთი შეჰკივლა მიმტანს შამპანურით სავსე ჭიქების ფოდნოსი ხელიდან გაუვარდა და ხმაურიანად დაეცა მოზაიკაზე. მამას ისეთი გაბრაზებული სახე ჰქონდა ალბათ სტუმრები რომ არ ყოფილიყვნენ დამახრჩობდა. ჩემ და - ძმებსაც არანაკლები რეაქცია ჰქონდათ. სტუმრებს შორის იყო დიზაინერი ქალი, რომელმაც აღტაცება ვერ დამალა ჩემი კლასიკურის და სპორტული სტილის ნაზავზე და დიდი ხმით წამოიყვირა, რომ იპოვა შთაგონების წყარო, რასაც ამდენ ხანს ეძებდა და სულ მალე ახალი კოლექციით გააოცებდა ყველას. ამის შემდეგ გავიგე ტაშის ხმა და ცივწყალგადასხმული საზოგადოების სახეებს ღიმილი შეეპარა, ყალბი და ნაძალადევი ღიმილი, რომელსაც ხშირად იკრავენ სახეზე ნიღბად. ეს ჩემი პირველი მასშტაბური პროტესტის გამოხატულება იყო, ძალიან ბედნიერი საღამო გამოვიდა. მე ბედნიერი და გულწრფელი ღიმილით ვუღიმოდი ყველას, დანარჩენები კი სიმწრით იღიმებოდნენ ჩემი შემხედვარე. ამ წლების მანძილზე პირველად ვიგრძენი თავი ასე ბედნიერად.
-აუ ,,საღოლ“ შენ, რა მაგარი ყოფილხარ, ეგ ,,ნაღდად“ არ გამიგია. შანსი არ არის მე მასეთ სიგიჟეს ვერ გავრისკავდი.
-ცოტა კი შემეშინდა, მაგრამ ვიცოდი იმდენი სტუმარი იყო ვერაფერს დამიშავებდნენ. ძალიან დიდი პლიუსი აქვს მოკლე თმას, მას მერე სალონში ფეხი არ შემიდგავს. იმ დღის შემდეგ თავდაყირა დავაყენე ჩემი ცხოვრება, აქამდე თუ დამჯერი გოგო ვიყავი ახლა პირიქით ყველას სისხლს ვუშრობდი, მეუბნებოდნენ ერთს, მე ვაკეთებდი მეორეს და ასე ვაპროტესტებდი იმას რაც ჩემთვის მიუღებელი იყო. უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ მეც ვაზროვნებდი და და არ ვიყავი რობოტი, რომელსაც როგორც უნდა ისე დააპროგრამებდნენ და მერე ყველაფერს შეუსრულებდათ. პირველ რიგში ვიყავი ბავშვი რომელსაც არ ჭირდებოდა ტონა მაკიაჟი იმისთვის, რომ თავი ბედნიერად და ლამაზად ეგრძნო. დიდი ამბავი ახლა თუ ვიღაცას არ მოვეწონებოდი, მეც ისეთი ასაკი ხომ არ მქონდა რომ შემშინებოდა გასათხოვარი არ დავრჩენილიყავი. აი, ასე იყო. მივედით, აბა, დროებით ბავშვებო. - დაგვემშვიდობა და დაგვტოვა ყბადაღებულები.
-ამას ნახეთ რაები ჩაუდენია? აი, ძმაო ეს ყოფილა შერეკილი, მე კიდევ ნინიკოზე ვიძახოდი ვირივით ჯიუტია მეთქი.
-გიო მე ახლა უნდა გავიდე, ამდენი ხანი არ შეიძლება პაციენტთან გაჩერება, მოგვიანებით შემოვალ და მაშინ მომიყევი თუ წინააღმდეგი არ ხარ. თან დღეს ღამითაც მორიგე ვარ და იმედია ისეთს არავის შემოიყვანენ რომ ჩემი დახმარება დაჭირდეთ, თორემ ვერ შევძლებ შემოსვლას.
-არაუშავრს, როცა გეცლება მაშინ გავაგრძელოთ. დღეს მნახველებს შემოუშვებენ ჩემთან?
- დღეს? არ ვიცი, ექიმი როგორც გადაწყვეტს ისე იქნება. გავიქეცი.
- დროებით თამუნია.
##############
პალატის კარი თამუნიამ შეაღო და ღიმილიანმა შემოიპატიჟა მოხუცი ცოლ - ქმარი.
-მობრძანდით და თვითონ დარწმუნდით, რომ თქვენი შვილიშვილი კარგად არის.
-მარიამ ბებო გენაცვალოს შენ, როგორ გვანერვიულე. ჩემო თვალის სინათლევ, ჩემო ერთადერთო სიხარულო. -ქალი თვალცრემლიანი მიუახლოვდა გიორგის საწოლს და სახე დაუკოცნა. კაცმა ხელი ჩამოართვა შვილიშვილს და საწოლის გვერდით სკამზე ჩამოჯდა.
-ძალიან ვინერვიულეთ სახლში რომ არ დაბრუნდი იმ დღეს, მერე ზურიკოს დავურეკეთ და გვითხრა ქალაქიდან გავედით და ვეღარ დაგიკავშირდათო. დღეს გვითხრეს, აქამდე არაფერი ვიცოდით.
- ნუ გეშინია მახო, მე კარგად ვარ და სულ მალე სახლში გამომწერენ.
-ვერ წარმოიდგენ როგორ შეგვეშინდა შვილო შენი დაკარგვის. შენ თუ არ გვეყოლები რად გვინდა თავი ცოცხალი.
-ბებო დამშვიდდი და ნუღარ ტირიხარ.
-ჩემო სიყვარულის ბიჭო. -მარიამ ბებო ხელებს უკოცნიდა და ცრემლებს ცხვირსახოცით იწმენდდა. - ხვალ ბიჭები მოვლენ შენ სანახავად. დღესაც აქ არიან, მაგრამ ყველას არ გვიშვებდნენ და გადაწყვიტეს ჩვენი თავი შემოეშვათ.
-არ ინერვიულოთ, ხედავთ? მე კარგად ვარ, არაფერი მიჭირს.
-შვილო თამუნა, ძალიან ცუდი მჭამელია ჩემი გიორგი, ჩიტივით ცოტას ჭამს, ყურადღება მიაქციეთ, რომ მშიერი არ იყოს.
-ნუ ნერვიულობთ, გავუფრთხილდებით. - ცოლ - ქმარი ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც დანაღვლიანებულები გავიდნენ პალატიდან.
-როგორი თბილები არიან და როგორ უყვარხარ ორივეს.
-შვილივით გამზარდეს, დედას ბებიას ვეძახდი, წარმოუდგენლად დიდი ამაგი აქვთ ჩემზე. თამუნია არ შეიძლება, რომ ბიჭებიც შემოუშვათ?
-დღეს ბევრი მნახველი არ შეიძლება, ხვალ აუცილებლად ნახავ ყველას. ვერ წარმოიდგენ როგორ ელოდებიან. ერთი ბიჭია ადგილზე ვერ ისვენებს, სულ აქეთ - იქით დადის და ერთი სული აქვს გნახოს, შემოპარვას აპირებდა და დაცვამ დაიჭირა.
-ლექსო იქნებოდა, მაგაზე გიჟი და მოუსვენარი სამეგობროში არავინ არ გვყავს. -პალატაში ექიმი შემოვიდა პაციენტი დაათვალიერა, რამდენიმე კითხვა დაუსვა და ნაჩქარევად გავიდა.
-სოსო ექიმი კმაყოფილი ჩანს, ხვალ მნახველების არმია მოგაწყდება, მოემზადე.
-მე დღესაც მზად ვიყავი, მაგრამ არ შეიძლებაო, იმაზეც მადლობელი ვარ ბებო და პაპა რომ შემოუშვით სანახავად.
-შენზე და ტატიზე კიდევ მომიყვები?
-რა თქმა უნდა, მე მასზე ლაპარაკი არასდროს მომბეზრდება.
-ახლა არა, მოგვიანებით შემოვალ, არ მინდა გამიბრაზდნენ. -ექთანმა უხმაუროდ დატოვა პალატა და შუაღამისას ასევე უხმაუროდ შეიპარა პალატაში.
-არ გძინავს?
-როგორც ხედავ არა!
-ჩემ გამო ძილს ნუ გაიმწარებ, მოდი სხვა დროს იყოს, ახლა შენი გადაღლა არ შეიძლება.
-ვერ ვიძინებ, არ შემიძლია სხვა საწოლში ძილი.
-მეც მასე ვარ, სადმე რომ მივდივარ ბუსავით მაქვს მთელი ღამე თვალები დაჭყეტილი, გამთენიისას თუ ჩემიძინება და ისიც მალევე მეღვიძება.
-მე მეგონა მარტო მე მქონდა ეგ პრობლემა.
-მეც მასე მეგონა, რას ვიზამთ მაგასაც მივეჩვევით.
-დაჯექი, დაჯექი, მოგიყვები. - თამუნიამ პლედი გაშალა, შიგ კარგად გაეხვია და მოსასმენად მოემზადა.
-მგონი შენ ძილის წინა ზღაპარი უფრო მოგიხდებოდა.
-ნუ დამცინი! რასაც მიყვები ზღაპარზე ბევრად უკეთესია. დაიწყე მოყოლა სანამ ვინმე შემოსულა და გავუგდივარ პალატიდან.
-ჩემი დიდი ხნის უნახავი ძმაკაცის სახლიდან მოვდიოდი, კარგად შებინდებული იყო. თვალი მოვკარი შორიდან ნინის სახლიდან როგორ გამოვიდა ვიღაც გოგო, ტატის მივამსგავსე და უკან გავყევი, იმის იმედით, რომ დალაპარაკებას შევძლებდი. არ შევმცდარვარ, ის იყო. როგორც თვალს მიეფარა მე ფეხს ავუჩქარე, რომ დავწეოდი და მარტო არ ევლო. როგორც კი კუთხეს მივუახლოვდი და ჩემი თვალისთვისაც შესამჩნევი გახდა მისი სხეული, დავინახე როგორ აედევნა ჩემზე ბევრად დიდი ასაკის მქონე ახალგაზრდა კაცი, რომელმაც ნახევრად ჩამწვარი სიგარეტი იქვე მიაგდო და სირბილით გაედევნა უკან. მუცელში ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ცეცხლი მომეკიდა და მთელს სხეულს მოედო. წამიერად თავში ერთდროულად მილიონმა ცუდმა აზრმა გამიელვა და მეც სირბილით უკან გავყევი.
-ნეტავ რას აკეთებს ასე გვიან, მარტოდმარტო, პატარა მოფარფატე პეპელა? არ ეშინია, რომ ვინმემ შეიძლება შეახრამუნოს?! -მესმოდა კაცის გესლიანი ხმა და სისხლი თვალებში მაწვებოდა. უცებ ტატი გაჩერდა და შემობრუნდა.
-მე არც მოფარფატე პეპელა ვარ და არც თქვენი მეშინია. შემეშვით და თქვენ გზაზე წადით. -ზურგის შექცევა დააპირა, მაგრამ კაცი მაჯაში სწვდა.
-ოპ, ოპ, საით ლამაზო?! მე წასვლის უფლება არ მომიცია!
-ხელი გამიშვი! მეტკინა!
-აბა, არ მეშინიაო, სახეზე სულ სხვა რამ გაწერია. ისეთი შეშინებული ხარ, ერთი სული გაქვს როდის გაიქცევი სახლში და დედიკოს კალთაში როგორ აქვითინდები, რომ ცუდმა ძიამ შეგაშინა.
-გამიშვი ხელი! -ხმაჩამწყდარმა ამოიკნავლა და ცრემლები გადმოსცვივდა.
-შენ მგონი გითხრეს ხელი გამიშვიო, თუ ყრუ ხარ და არ გესმის?!
-მე მეუბნები მაგას?! ნახე მგონი დამცველიც გამოგიჩნდა. -დამცინავად გადახედა ტატის და მზერა ჩემზე გადმოიტანა. - შენ არავინ გკითხავს, ჩვენ გავარკვევთ, მოუსვი აქედან.
-ბოლოჯერ გეუბნები და მეტჯერ აღარ გავიმეორებ, გაუშვი ხელი თორემ...
-რა თორემ?! -აღარაფერი მითქვამს, მოქმედებაზე გადავედი და მთელი ძალით მოქნეული მუშტი კაცს სახეში გავარტყი, ცოტა შეტორტმანდა, ამასობაში ტატიმ თავის განთავისუფლება შეძლო მისი ხელიდან და უკან გახტა. კაცმა თვალებანთებულმა შემომხედა და ჩემკენ გამოიწია. არც მე ვაპირებდი უკან დახევას. იქამდე ვურტყი სანამ ხელი არ მეტკინა და ტატის ყვირილმა არ გამომაფხიზლა.
-შემოგაკვდება, გაუშვი გთხოვ, გაუშვი! -ტიროდა და ხელზე მებღაუჭებოდა. კაცი გათიშული იყო, რომ შევხედე სახე ცემისაგან დასიებული ჰქონდა. ძლივს, ძალაგამოცლილი წამოვდექი ფეხზე, გული ამოვარდნაზე მქონდა.
-კარგად ხარ?
-მეშინია გიო, წავიდეთ სანამ ვინმე მოსულა.
-ეს ვერაფერს ვეღარ დაგიშავებს. -ზიზღით შევხედე, უგონოდ, მიწაზე დაგდებულ სხეულს და გვერძე გადავაფურთხე. -შენც თუ კაცი გქვია შენი ******
-ხელი მოვკიდე და ადგილს მოვშორდით.
-ვაიმე წარბიდან და ტუჩიდან სისხლი მოგდის. -მოულოდნელად ისეთი დაიკივლა ადგილზე შევხტი.
-რა გული გამიხეთქე! დიდი ამბავი. -გაღიზიანებულმა ვეღარ მოვზომე და ისეთი დავუღრიალე, რომ ხმის ამოღება ვეღარ შეცძლო და ჩუმად განაგრძო ტირილი. -კარგი დაწყნარდი, არ მინდოდა შენი შეშინება. წავიდეთ სახლამდე მიგაცილებ და მერე სახლში წავალ.
-მერე, შენ ვინ მიგაცილებს სახლში? -ისეთი გულუბრყვილოდ გამოუვიდა ხმამაღალი სიცილი ვერ შევიკავე.
-ბიჭებს სახლში გაცილება არ სჭირდებათ.
-დიდი მადლობა, შენ რომ არა, არც კი ვიცი, რა უნდა მექნა.
-არ გინდა მადლობები! ჩქარა ადი ზემოთ! სანამ კიდევ რამე შარში გაგიყვია თავი და დაიმახსოვრე, მეორედ ასე გვიან მარტო აღარ გამოხვიდე ქუჩაში.
-კარგი, დროებით.
-მოიცა ტატი. - სადარბაზოში შევედი, საგულდაგულოდ მოვათვალიერე გარემო და საშიში ვერაფერი რომ ვერ შევნიშნე ხელი დავუქნიე, რომ შემოსულიყო. - დაიმახსოვრე რაც გითხარი?
-ღამე აღარ უნდა გამოვიდე ქუჩაში.
-ყოჩაღ! ჭკვიანი გოგო ხარ, წავედი ახლა მე.
-თავს გაუფრთხილდი გიო. -ცალყბად გამეცინა მის ნათქვამზე და სახლისკენ წამოვედი.
- ბებო გენაცვალოს, მოხვედი შვილო? -კარების დაკეტვის ხმა როგორც კი მისწვდა ბებოს ყურებს, მაშინვე სამზარეულოდან გამომეხმაურა. -მოდი შვილო, შენი საყვარელი ბოსტნეულის სალათი მოგიმზადე, მოდი თორემ მახო სულ შეჭამს და არაფერს დაგიტოვებს.
-არ მშია ბებო. -სამზარეულოში შევედი და მაგიდას მივუჯექი.
-მასე ვინ შეგალამაზა? -პაპამ ინტერესით შემათვალიერა.
-ტატის ვიღაც კაცი აეკიდა და ის ვცემე.
-უიმე შვილო, ეს რა დღეში გაქვს სახე. -ბებომ ფუსფუსს თავი ანება, ოთახში გაიქცა და სპირტიანი ბამბით ხელში დაბრუნდა.
-ნელა ბებო, მეწვის.
-რატო იქ არ ვიყავი, სულ ტაფით ავუჭრელებდი გვერდებს და როგორ მოგეკარებოდა მაგასაც ვნახავდი. ერთი რას დაგიმსგავსა ეს ლამაზი პირი - სახე ჩემო ანგელოზო.
-ნუ აზვიადებ ბებო, ისეთი არაფერია, იმას უფრო მეტი მოხვდა.
-ტატი ვინ არის შვილო, შენი მეგობარია?
-ჩემი ტატიანა ბებო, არ გახსოვს რომ გიყვებოდი?
-როგორ არ მახსოვს. შემოგევლოს ბებო უთხარი უკვე, რომ გიყვარს?
-ჯერ ვერა, მაგრამ აუცილებლად ვეტყვი. ძალიან შემეშინდა, კიდევ კარგი დავინახე და უკან გავყევი. საკუთარ თავს ვერასოდეს ვაპატიებდი მისთვის რამე რომ დაეშავებინა იმ კაცს.
-კარგად მოქცეულხარ! იცი რამდენჯერ მიჩხუბია ბიჭებთან ბებიაშენის გამო? ეს რომ ქუჩაში გაივლიდა ყველას თვალები ებრიცებოდა და დღემდე ასეა.
- უჰ, გაჩერდი შენ კაცო, რაებს ლაპარაკობ ბავშვთან. -უხერხულად შეიშმუშნა ბებო და ლოყები აუწითლდა.
-რა იყო შე ქალო, სიყვარული როდიდან გახდა სირცხვილი. -შეუბღვირა კაცმა.
-წავედი ჩემ ოთახში, უნდა დავიძინო, ღამემშვიდობისა. -წამოვხტი სკამიდან, ბებოს ლოყაზე ვაკოცე და საძინებელ ოთახში გავედი. ძილი არაფრით არ მომეკარა. სულ იმაზე მეფიქრებოდა, იმ დროს მე რომ არ აღმოვჩენილიყავი შორიახლოს, რა მოხდებოდა. იმდენი ვიფიქრე, იმდენი, რომ თავი გასკდომაზე მქონდა ისე ამტკივდა. ძილი მინდოდა, მაგრამ ვერ ვიძინებდი და უარესად მეშლებოდა ნერვები. გამთენიისას ჩამეძინა. დილით ტელეფონის ვიბრაციის ხმამ გამომაღვიძა, გვერდით მიგდებული მობილური ტელეფონი ხელის ფათურით ვიპოვე და თვალებდახუჭულმა ვუპასუხე.
-რა ხდება ძმა, როგორ ხარ?
-რაო, ჩიტმა ამბავი მოგიტანა?
-ხო, ბიჭო ვიღაც კაცი გიცემია, ნინიმ მითხრა. ვინ იყო იცი?
-აზრზე არ ვარ, პირველად ვნახე ეგ არაკაცი.
-ხარ დაბეგვილი ხორცივით?
-მე არა და ის კი კარგად არის ნაცემი. წარბი და ტუჩი მაქვს გახეთქილი, ეგეც როდის გამარტყა ვერ გავიგე.
-დღეს გამოხვალ გარეთ თუ სახლში დარჩები?
-მე არავის არ ვემალები, ვისაც რამე პრობლემა აქვს მოვიდეს და გავარკვიოთ.
-კიდევ კარგი იქ იყავი, ბიჭო რა უნდა ექნა მარტოს?
-მეც მაგაზე ფიქრით ლამისაა თავი ამეხადოს, რა უნდა ექნა მართლა? ქუჩის მეორე მხარეს ვიყავი, რომ დავინახე და სანამ დავეწეოდი, გული ლამის გასკდა ნერვიულობით. ისე უჭერდა ხელს, რომ შევხედე მის ხელს სულ დალურჯებული ჰქონდა.
-ვაა, ეს ხალხი შარს ძალით ეძებს. ისეთი შეშინებული ყოფილა ტატი ღამით დაურეკავს მშობლებთან და ბათუმში დაბრუნებულა. კაი, მერე ვილაპარაკოთ. თომა მირეკავს, ამან ხომ წაიღო ტვინი, გინდა თუ არა სვანეთში წამიყვანე სახლი უნდა გავარემონტოო.
-საიდან მოელანდა ახლა რემონტი?
-რავიცი ბიჭო, ამიკლო მთელი კვირაა, არ მასვენებს. ხვალ ავატანინებ იმ სამშენებლო მასალას, მეც დავისვენებ და ეგეც. მერე დადგეს და ლესოს სახლი რამდენიც უნდა. წავედი, წავედი თორემ ააფეთქა ტელეფონი რეკვით.
#########
-გიო! სადა ხარ გელოდები მთელი დღეა, დაღამდა როდის უნდა გავაკეთოთ მანქანა?
-აუფ, ეგ სულ აღარ გამხსენებია. ძმურად ხვალ გავაკეთოთ რა?
-ახლა სად ხარ?
-ბათუმში ვარ ტატი უნდა ვნახო.
-,, ხო, ხო, ქალებმა დაგღუპეს შენ, ქალებმა!“ -სიცილი ატეხა და ტელეფონი გამითიშა. სახლთან ახლოს გავიარე, გამოვიარე, მაგრამ არავინ ჩანდა. იქვე 5 – 6 წლის ბავშვი ველოსიპედით კატაობდა, მშობლები არსად ჩანდნენ ახლო - მახლო, როგორც მივხვდი მეზობელი უნდა ყოფილიყო.
-ბიჭი მოდი ჩემთან!
-მე ბიჭია კი არა დაცი მქვია!
-მე გიორგი ვარ. ამ სახლში რომ გოგო ცხოვრობს იცნობ?
-ტატიანა? ცემი სეყვალებულია. -ამაყად წელში გამართულმა გამომიცხადა და ცალი ფეხი პედალზე შემოდო. ერთი უყურე ამ ღლაპს, როგორი გემოვნება ჰქონია.
-რას მეტყვი, როგორი გოგოა ტატი... ანა.
-ცემთვის ნაყინებს ყიდლობს, დელფინალიუმსი დავყავალ, ლოცა ცუდ ხასიათზეა ცემთან მოდის სათამასოდ, დიდი ხანი რცება ცემთან და ბევრს ვიცინით. ძალიან მიყვალს, დიდი ლომ გავიზლდები ცოლად უნდა მოვიყვანო და მელე უფლო დიდი ხანი ვისეილნებთ ქუცასი, ველოსიპედზეც მაკატავებს და ბევლ ნაყინებსაც მიყიდის.
-უკვე უთხარი რომ გიყვარს?
-კი და მეც მიყვალხალო მითხლა.
-ყოჩაღ! დაგიგეგმავს უკვე მომავალი. აი კაცი, მე კი არ მგავს უთავბოლო. ახლა სად არის იცი?
-ასე მითხლა ალავის უთხლა სად მივდივალო, ალც სენ გეტყვი.
-მე მისი მეგობარი ვარ, ძალიან შორიდან ჩამოვედი და აუცილებლად უნდა ვნახო.
-ლოცა მსობლები ეცხუბებიან ზღვასთან გალბის და იმას ელაპალაკება. მალთლა ელაპალაკება, ალ გძელა? ელთხელ მეც წამიყვანა, ზგვას მოვუყევი, ლომ ცემ პატალა დაიკოს სოსკა დაეკალგა და მე ვუპოვე, მელე ზგვამ კალგი ბიწი ხალო მითხლა და ნიზალა მაცუქა. აი, ნახე. -მაისურიდან პატარა თეთრი ნიჟარა ამოაძვრინა, რომელიც ძაფზე ჰქონდა ჩამოკიდებული.
- ანუ ზღვასთან იქნება?
-დავინახე ტილოდა და იქ გაიქცა.
-ახლა მე წავალ მასთან და შენ არავის უთხრა, რომ მე და შენ ვილაპარაკეთ, ვინმეს თუ ეტყვი შეიძლება კიდევ ატირონ ტატიანა, ხომ არავის ეტყვი, შევთანხმდით?
-სევთანხმდით.
-მაშინ მომეცი კაცური ხელი. -ხელი გავუწოდე და მანაც მთელი ძალით დამირტყა ხელზე თავისი პატარა გაშლილი ხუთი თითი.
-მადლობა დაჩი, კარგი ბიჭი ხარ. ჰმ, რა თაობა მოდის? სად ვიცოდი მე მაგ ასაკში შეყვარებული, ქვიშით მქონდა პირი გამოტენილი და ბურთის გარდა არავინ მიყვარდა. ზღვის ნაპირს გავუყევი, ვერსად მოვკარი თვალი, მარტო ტურისტები დაბოდიალობდნენ აქეთ - იქით და ყველაფერს ფოტოებს უღებდნენ. ცოტა კიდევ ვიარე და მაინც ვიპოვე. როგორ შეიძლება ათას კაცში ვერ ამოიცნო ის ადამიანი ვინც შენს გულში დაიდო ბინა.
-ტანსაცმლით რუჯის მიღება მგონი ძალიან ცუდი იდეაა. -შლიაპა თვალებს მაღლა აიწია და გაკვირვებულმა შემომხედა.
-გიო? შენ აქ საიდან? ან როგორ მიპოვე?
-საქმეზე ვარ ჩამოსული, ვიფიქრე ზღვის ნაპირზე გავივლი ხალხს დავათვალიერებ მეთქი და უცებ შენ დაგინახე.
-როგორ მიცანი?
-შენ ცნობას რა უნდოდა. თვალებზე რა გჭირს იტირე?
-არაფერია ისეთი, მშობლებთან მომივიდა უსიამოვნება.
-რატომ გამოიქეცი თბილისიდან?
-ისეთი შეშინებული ვარ თბილისის ხსენება აღარ მინდა.
-გგონია აქ დაცული ხარ? ღამე თუ გამოხვალ შეიძლება მსგავს სიტუაციაში ისევ აღმოჩნდე, ან შეიძლება უარესშიც. მასეთი არამზადა უამრავია, აქაც ბევრნი არიან და იქაც.
-ჯერ ცოტა გადამიაროს შიშმა და აუცილებლად ჩამოვალ. მამა მირეკავს ისევ.-გაღიზიანებულმა ამღერებულ ტელეფონს დახედა და ხმას ჩაუწია.
-რატომ არ უპასუხე? მასე უარესი არ იქნება?
-უბრალოდ, იცი რა არ მესმის? რატომ უნდა წავიდე მაგის ძმაკაცის შვილის დაბადების დღეზე, როცა იმ გოგოს დასანახად ვერ ვიტან. მამა ამბობს რადგან დაგპატიჟა სირცხვილია თუ არ წახვალო. არაფერიც არ არის სირცხვილი. უნდა მივიდე საჩუქრით ხელში და ყალბღიმილაკრულმა უნდა გავატარო მთელი საღამო. რა კოშმარი იქნება ხომ ხვდები.
-იცი რა ვიფიქრე? ადექი და წადი იმ ვიღაცის დაბადების დღეზე. ასეთი გამოთქმა არსებობს ,,პრობლემებს კი არ გაურბიან, პრობლემებს უმკლავდებიანო’’.
-არ არსებობს! ვერ წავალ.
-წარმოიდგინე, რომ პატარა ბავშვია, რომელიც საზეიმო კაბაში გაპრანჭული ელოდება, როგორ მივა დღეს მის დაბადების დღეზე ძალიან ბევრი სტუმარი და უამრავ საჩუქარს მიუტანს, მათ შორის ხარ შენც. წარმოიდგინე , რომ ეგ ბავშვი ძალიან გიყვარს. აბა, ერთი მითხარი როგორ არ წახვალ?
-არ შემიძლია გიო.
-,,არ შემიძლია, შეგიძლია, არ შეგიძლია - უნდა შეძლო.“ დამიჯერე, ყველაზე კარგი ვარიანტი იქ წასვლაა. მიუტანე საჩუქარი, გულწრფელად მიულოცე და გაუღიმე მთელი გულით, ცოტა ხნით დარჩი, რომ არავინ თქვას მალე გამოიქცაო. ამ შემთხვევაში მშობლებიც კმაყოფილები დარჩებიან, იუბილარიც მიიღებს თავის კუთვნილ საჩუქარს და შენც მშვიდად იქნები.
-რა კარგი აზრია, დღეს ღმერთმა გამომიგზავნა შენი თავი. ზუსტად ისე მოვიქცევი როგორც შენ დამარიგე. -ადგილიდან წამოხტა და სახლისაკენ გაიქცა, მადლობა შორიდან მომაძახა. კმაყოფილმა დავტოვე ბათუმი და თბილისში წამოვედი.
იმ დღის შემდეგ აღარ მინახავს, სკოლაში უნდა ევლო და სანამ არ დამთავრედებოდა სასწავლო წელი ჩამოსვლას ვერ მოახერხებდა. არდადეგები როგორც კი დაიწყო მეორე დღესვე ჩამობარგდა თბილისში მამიდასთან, შეძლებისდაგვარად ვახერხებდი მის ნახვას, ხან მეგობრების წრეში ხან კიდევ ქუჩაში.
################
-გამარჯობა, დათა!
-გაგიმარჯოს! აქ რა ქარმა გადმოგაგდო?
-გიო აქ არის? საქმე მაქვს.
-კი, აქ არის. ახლავე დავუძახებ, დაელოდე და მოვა.
-გამარჯობა, მოხდა რამე?
-შეიძლება ცოტა გავიაროთ? რაღაც მინდა გითხრა. თუ ახლა არ გცალია შემიძლია მოვიცადო, ან სხვა დროისთვის გადავდოთ.
-წავიდეთ რა პრობლემაა. -იქვე საბავშვო ბაღი იყო და სანამ იქამდე მივიდოდით ნაძვების პატარა ხეივანი უნდა გაგვევლო. მის იქით გზის გადაღმა კი დიდი დასასვენებელი პარკი იყო. სწორედ იქ ვიკრიბებოდით დასასვენებლად მეგობრები. სწორედ იმ გზას დავადექით.
-არ ვიცი საიდან დავიწყო, ცოტას ვნერვიულობ.
-რამე სერიოზულია? ვინმე გაწუხებს?
-არა, არა, ჩემი ძმების შიშით ვინ შემაწუხებს.
-აბა, რა მოხდა ისეთი, რომ ვერ მეუბნები?
-ახლა რასაც გეტყვი იცოდე, რომ ამან შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს ჩვენს მეგობრობაზე. ძალიან კარგი ადამიანი ხარ და..... მოკლედ უნდა მაპატიო.
-რა გაპატიო? აბა, ახლა დამშვიდდი და ნორმალურად ამიხსენი რა ხდება.
-მაპატიე, რომ უნდა დაგასველო.
-დამასველო? -გააზრებაც ვერ მოვასწარი, რომ თავზე ცივი წყლის ჭარბი ნაკადი ვიგრძენი და წამებში სულ დავსველდი.
-ბოდიში, ვიფიქრე გაგრილება არ გაწყენდა. -სიცილი დაიწყო ტატიანამ და რომ მოვბრუნდი, ზურგს უკან ნინი და ნინიკო შემრჩნენ. ძალიან გავბრაზდი, მერე მეც სიცილი ამიტყდა.
-გიო არ გაბრაზდე სხვანაირად არ გამოდიოდა. წავიდეთ ახლა სხვები დავასველოთ.
-ნინიკო შენს მეტი ვერავინ მოიფიქრებდა, გიცნობ შენ, პატარა თაგუნია.
-ზურას დასველებაში უნდა დამეხმარო. ხომ გახსოვს მანქანის ნარეცხი ქაფიანი წყალი რომ გადამავლო თავზე?
-მერე გოგო, ჩემზე იყარე ჯავრი?
-არა, მაგრამ პირველი შენ გაები მახეში. ახლა თემოს ჯერია, ნინი არ გვიღალატო იცოდე. წავედით, თემო გამოვიტყუოთ. -წამოვედით და ნინისთან ერთად გეგმების დაწყობა დავიწყეთ. ისეთი სიცხე იყო სანამ სამრეცხაოს მივუახლოვდით ნახევრად გავშრი.
-თემო, თემო! მოდი ჩქარა რაღაც უნდა განახო, შენობის უკან ვარ. -წიოდა ნინი. ჩვენ ხეებს ამოვეფარეთ.
-მოვდივარ ნინი, მოვდივარ. - დავინახე ჩქარი ნაბიჯით მომავალი თემო როგორ გამოჩნდა პერიმეტრზე.
-რა მოხდა?
-თემო იცოდე, რომ ძალიან მიყვარხარ!
-მერე მაგის სათქმელად გამომაქციე?
-მეც მიყვარხარ. -მიუახლოვდა და ჩაეხუტა.
-ჩახუტება ჩვენს გეგმებში არ შედიოდა. რატომ ჩაეხუტა? ახლა ორივეს დასველება მოგვიწევს.
-არა რა, არ გვინდა.
-ჩუ ტატი, ნუ გეცოდება არაფერი მოუვათ. წავედით ჩქარა სანამ დავუნახივართ.
-სიურპრიზი! - წამებში დავასველეთ თემო და ნინიც.
- გიო, რა ქენი ეს?! ნინიკო შენ ბუნტისთავო, ყველაფრის თავი და თავი შენ როგორ უნდა იყო?! ნინი წადი სახლში, არ გაცივდე.
-ქვეყანა იწვის, რა გააცივებს? სხვათა შორის ჩემი წყალობით გაგრილდით და მადლობაც კი არ გითქვამთ.
-მადლობა კი არა მედლები გეკუთვნის.
-ჰმ, უჟმურო.
-შეიძლება გავიგო ტატი შენ და ქალბატონი ნინიკო რატომ ხართ მშრალები?
-ჯერ დანარჩენები დავასველოთ და ჩვენც დავსველდებით.
-წამოდი ჩქარა გიო, წყლის ბოთლები ავიღოთ. -საწყობში შევედით, ცარიელი ბოთლები ავიღეთ და გოგოებს ჩამოვურიგეთ, რომ წყლით გაევსოთ. წყლის ბოთლებით დარაზმულები სამრეცხაოსაკენ დავიძარით.
-ზურა ხომ აქ არის? სადმე არ იყოს წასული და ტყუილი წვალება არ გამომივიდეს, ბოლოს და ბოლოს ამდენი ხალხი დაგასველეთ მაგის გამო.
-მთელი დღეა არ დაუსვენია ისე მუშაობს.
-ახლა მიყურეთ და ხმა არ ამოიღოთ. ზურიკო მიშველე! მიშველე, ვაიმე გველი.
-რას დაბოდიალობ ბალახებში ნეტავ მაცოდინა? მოვდივარ ნუ გეშინია. -თავქუდმოგლეჯილი ზურა ბურდღუნით წინ შეგვეფეთა და ნინიკოსგან დაწვიმებაც არ აცდა. ნინიკო მოგკლავ იცოდე.
-მიშველეთ! ლექსო, დათა, ნიკა. ვინმემ ზურიკო მომაშორეთ ხალხი არა ხართ? ამას უნდა მოაკვლევინოთ ჩემი თავი? არ მინდა სიკვდილი ჯერ ახალგაზრდა ვარ! -ნინიკო წივილ - კივილით აქეთ -იქით დარბოდა და საშველად ბიჭებს უხმობდა, მაგრამ ბიჭებს მისთვის ნამდვილად არ ეცალათ, ზოგი ქაფიანი წყლით იყო გაბანებული, ზოგსაც ახლა აბანებდნენ. გარშემო ისეთი მხიარულება და ხმაური იყო, რომ გავლელ - გამომვლელი ყველა ჩვენ გვიყურებდა.
-ზურიკო! ვინ ალი ცემი დიდი და საკალელი ბიწიო? ვინ ალი ცემი ცუნცულა და პაწუწუნა ძამიკოვო?
-ნინიკო, არ მეცინება, რომ დაგიჭერ ქაფში უნდა გაბანავო! გაჩერდი!
-უჰ, მემუქრები და გგონია გავჩერდები? თუ გგონია, რომ შარშანდელი დამავიწყდა ძალიან ცდები. შენგან განსხვავებით მანქანის ნარეცხი კი არა სუფთა წყალი გადაგასხი. რას ავარდი ვერ გავიგე! დავიღალე, აღარ შემიძლია ამდენი სირბილი. ზურიკო გახსოვს პატარაობაში რა საყვარელი ვიყავი? პატარა კიკინებიანი, ფუფმფულალოყებიანი და დორბლიანი ნინიკო, სულ, რომ თან დამდევდი, რამე არ მტკენოდა, ახლა კიდევ მოსაკლავად დამდევ? როგორ არ გრცხვენია ჰა?
-გაჩერდი აღარ მოგდევ, მეც დავიღალე სირბილით. ანგარიში ერთით ერთია. -ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ძმას და ის - ის იყო რაღაც უნდა ეთქვა, რომ მე და ტატიმ ორივე ბარაქიანად დავასველეთ. ერთით ნოლი ჩვენს სასარგებლოდ.
-ზურიკო ჩქარა, მარჯვნიდან მოუარე, ამათ ეს არ უნდა შერჩეთ. -მთელი ხმით კიოდა ნინიკო და წყლით სავსე ბოთლით დაგვდევდა გასაწუწად. ესეც ერთი ლამაზი, დაუვიწყარი დღე, რომელიც ჩემი და ჩემი მეგობრების მეხსიერებას შემორჩა.
############
12 აგვისტოს, ძალიან ცხელი დღის შემდეგ საღამოს ყველა პარკში შევიკრიბეთ.
-მოდი რამე ვითამაშოთ?
-მაინც რა უნდა ვითამაშოთ? მომბეზრდა ეს ,,ამის პატრონმა რა ქნას“ თამაში.
-დაჭერობანა რომ ვითამაშოთ ან დამალობანა?
-აღუ ლექსო, თითში არ მიკბინო. რაღა დროს ჩვენი ეგენია რეებს უბერავ.
-მაშინ შენ მოიფიქრე თემო უკეთესი, შენ ხომ მყავხარ სიბრძნის ღვთაება და მიდი გელოდებით.
-ჯოკერი?
-პირდაპირ რა სიბრძნეს აფრქვევ ვგიჟდები. გოგოებს არ უყვართ, სხვა რამე მოიფიქრე.
-სხვა, სხვა, სხვა.... მე რავიცი, რაც ვიცოდი გითხარით, თავში სხვა არაფერი მომდის.
-მე ვიცი, ძალიან მაგარი თამაშია. -წამოიძახა ნინიკომ და სკამიდან წამოხტა.
-მოკლედ ხალხო ორ - ორად ვჯგუდებით, ყურსასმენებს იკეთებს ერთი მონაწილე და ბოლოხმაზე უწევს მუსიკას, ხოლო მისი მეწყვილე სიტყვას ეუბნება, ტუჩების მოძრაობით უნდა გამოიცნოს ამ ადამიანმა თავისი მეწყვილის წარმოთქმული სიტყვა, ერთ წუთში რომელი წყვილიც მეტ ქულას დააგროვებს გამარჯვებულიც ის იქნება. ერთი ჩამოწერს მეორე გამოიცნობს, პირველი გუნდი იქნება თემო და ლექსო.
-მე ნინი მინდა მეწყვილედ.
-შენ რა გინდა მე არ ვიცი, როგორც ვთქვი ისე იქნება და ზედმეტი ხმა არ გავიგო! პირველები თქვენ ხართ. მეორე წყვილი დათა და რეზო, ნინი და მე, გიო და ტატი. განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება! გასაგებია ყველასთვის?! თემო გაიკეთე ყურსასმენები და დავიწყეთ.
-პირიქით რომ იყოს და ლექსომ... კარგი ვჩუმდები ნუ მიყურებ მკვლელი მზერით. -ხელები ჰაერში აწია დანებების ნიშნად თემომ.
-აბა, მაჩვენე ბოლომდე აქვს ხმა აწეული? ეს კარგია, იცოდე ხელში არ აიღო და არ დაუკლო ხმას თორემ თითებში ჩაგარტყავ. ლექსო ვეფხის ტყაოსანს კი არ გთხოვთ მორჩი მალე.
-ვიწყებ თემო, ყურადღებით იყავი და თვალებში მიყურე.
-ბიჭო თვალებში კი არა ტუჩებში უნდა გიყუროს სიტყვები რომ გაიგოს.
-დამაცადეთ ვიწყებ. თემო გა - რა - ჟი.
-გადახტი?
-არა. გა-რა-ჟი.
-გამაში? ეს ჟჟჟჟ რაღა უბედურებაა ვერ ვიგებ.
-არა! გა-რა-ჟი
-გარაჟი?
-ძლივს. პი-ა-ნი-ნო.
-რამდარირო?
-არა! პი-ა-ნი-ნო.
-ბურატინო? ნინო მესმის მარტო.
-ვაა, ბიჭო მიყურე რას გეუბნები.
-პი-ა-ნი-ნო.
-გიტარა?
-მორჩა დრო ამოგეწურათ.
-მოვიგეთ?
-კი, მოიგეთ, ერთ წუთში ორი სიტყვა ძალიან ბევრია და ფაქტიურად თქვენ დაწინაურდით.
-ტფუი, გიტარა მოგხვდა შენ თავში, პიანინო როგორ ვერ გამოიცანი.
-შენ თუ ვერ მიხსნიდი რა ჩემი ბრალია. ხომ გითხარით ნინი იყოს მეთქი ჩემი მეწყვილე, თქვენ კიდევ არაო, აჰა, წავაგეთ.
-ნუ წუწუნებ რა? დათას და რეზოს ჯერია. აბა, დათა მოემზადე და დაიწყეთ. რეზო ხელებით მინიშნებებს არ ვართ, გამოეთიშებით ორივე თამაშს იცოდეთ.
-ვიცი... ვიცი. დათა კარგად მიყურე. კან-ფე-ტი.
-პამპერსი? პარკეტი?
-არა. კან-ფე-ტი, კკკ.
-აა კანფეტი?
-სწორია. ტან-კი.
-მარწყვი? ტანი?
-ტან-კი.
-ნარწყევი?
-ფუ, არ არის ეგ.
-ტანკი?
-უიჰ. პე-და-ლი.
-პედალი?
-ჯიგარი ხარ. მა-რი-ლი.
-ვანილი?
-არა. მა-რი-ლი. ნუ მიყურებ ცოტა იაზროვნე, მა-რი-ლი.
-კამა?
-ბიჭო! დამაკვირდი როგორ გამოვთქვამ. -გამწარებულმა რეზომ ფეხების ბაკუნი დაიწყო და მთელი ძალით ცდილობდა მიეხვედრებინა, მაგრამ დრო ამოიწურა.
-წერილი?
-მორჩა. მოიხსენი ყურსასმენები დათა. ახლა ჩემი და ნინის ჯერია, მიდი ნინი.
-შენ კარგად აირჩიე ვინც გინდოდა, ჩვენ რა დავაშავეთ? რეზო ჩუ, თორემ კოღო შეგიფრინდება პირში და ენაზე გიკბენს, მერე ვეღარ ილაპარაკებ საერთოდ.
-შენ ერთხელაც მაგ ენას ამოგაძრობ იცოდე.
-კი აბა, იოცნებე. ნინი სა-ვარ-ცხე-ლი.
-სავარცხელი?
-სწორია. წინ-და.
-წინდა?
-მიყურე, სა-თვა-ლე.
-საქამრე?
-არა! სათვალე, თვალი, თვალი გოგო.
-სათვალე?
-კარგია, ჭიქა. ჭი-ქა
-ჭიქა?
-კი. სისტემა.
-?
-არა, გოგო სი - სი.
-სისტემა?
-სწორია. ნა-ბა-დი.
-ნაგავი? ნადავლი?
-ნა-ბა-დი.
-ნინი ნაბდით უნდა მოგიტაცო დამაცადე.
-არ ესმის მაინც და ხელს ნუ გვიშლი, გვაცადე.
-ნაბადი?
-სწორია. მე-ლა-ნი.
-მელანი?
-სწორია. ყურ-ძე-ნი
-ყურძენი?
-ყოჩაღ. თა-მა-სუ-ქი.
-ვერ ვიგებ.
-მიყურე, თა-მა-სუ-ქი.
-პარაშუტი?
-არა გოგო.
-უი, მივხვდი თამასუქი?
-ძლივს. ას-კი-ლი.
-მწვანილი?
-ას-კი-ლი.
-ასკილი.
-კარგია, ფე-ლა-მუ-ში.
-ფელამუში.
-მან-და-რი-ნი.
-მანდარინი?
-იეს, სწორია, მაგარი ხარ. -სიხარულისგან ხტუნვა დაიწყო ნინიკომ.
-ახლა თქვენ ორის ჯერია, მე და ტატის მოგვიბრუნდა, ყურსასმენები მოვირგე და დაველოდე როდის დაიწყებდა. ყურები დამიგუბდა იმხელა ხმით გაჰკიოდა მომღერალი.
-პი-რა-მი-და. -არაფერი არ მესმოდა რა სიტყვებს გამოთქვამდა. ნეტავ დანარჩენებმა როგორ მოახერხეს გამოცნობა?
-ვერ ვიგებ.
-პი-რა-მი-და.
-პირამიდა?
-კარგია. -პა-რი-ზი.
-მაგნიტი?
-არა. პა - პა, პა-რი-ზი.
-პირველ ასოს ხომ მეუბნები, მერე როგორ მიხსნი ვერ ვიგებ.
-პარიზი, პა-რი-ზი. -ვხედავდი როგორ ცდილობდა მიენიშნებინა სიტყვა, მაგრამ არაფერი მომდიოდა თავში სიტყვა სიყვარულის გარდა და ზუსტად ვიცოდი რომ მაგას ნამდვილად არ მიხსნიდა.
-მორჩა დრო ამოიწურა. -ნინიკომ ხელით მანიშნა რომ ყურსასმენები მომეხსნა და მეც მოვიხსენი.
-წავაგეთ. პარიზი როგორ ვერ გამოიცანი? -საყვედურნარევი ხმით მითხრა ტატიმ.
-მართლა არ მესმოდა რა სიტყვას მიხსნიდი, იმხელა ხმით კაჰკიოდა სიმღერა ყურებში, რომ აზროვნების უნარი დამიქვეითდა საერთოდ.
-კარგი, არაუშავრს.
-მე და ნინიმ მოვიგეთ. მოგიგეთ ყველას. - სიხარულით ადგილზე ხტუნავდა ნინიკო. მალე დავიშალეთ და სახლებში წავედით. იმ საღამოს გავიგეთ, რომ მეორე დღეს მისი დაბადების დღე იყო. გვითხრა, რომ ვერ გვნახავდა რადგან არავინ გამოუშვებდა საღამოს, ბოდიშიც მოგვიხადა, რომ ვერ გვპატიჟებდა, ძალიან ცუდი დღე მელოდებაო ხვალ, დაამატა და წავიდა.
-გიო ხვალისთვის რა გეგმები გაქვს? -მომიბრუნდა ნინიკო და პასუხის მოლოდინში ინტერესით მომაჩერდა.
-არ ვიცი, რა მოვიფიქრო, ან რა ვაჩუქო? ცოტა ადრე მაინც გაგვეგო. სასწრაფოდ რაღაც უნდა მოვიფიქროთ.
-შენ ხომ თქვი ლურჯი ყვავილები უყვარსო, ადექი და ლურჯი ვარდების თაიგული აჩუქე.
-ახლა სადმე ყვავილების მაღაზია იქნება ღია?
-ახლა რად გინდა, აღარ გათენდება?
- თორმეტს რომ გადასცილდება მაშინ მივუტან და ვეტყვი, რომ მიყვარს, სწორედ შესაფერისი დროა.
-კარგი აზრია, მაგრამ მოვასწრებთ ვარდების ყიდვას სანამ დაიძინებს?
-რას ვერ მოვასწრებთ თუ ძმა ხარ რა. -საათს დავხედე, თერთმეტი ხდებოდა უკვე.
-ერთი საათი დაგვრჩა, სად უნდა ვიშოვოთ? -აწუწუნდა ზურა.
-მასე თუ იწუწუნებ ბებიაჩემივით ვერაფერსაც ვერ ვიშოვით. წამოდი შენი მანქანით გავიაროთ. ნინიკო შენ სადაქალოში გადარეკე იქნებ ვინმემ იცოდეს მაღაზია რომელიც გვიანობამდე მუშაობს ან ინტერნეტში მოძებნე, არვიცი რამენაირად გამირკვიე, გოგოებს არ გამოგეპარებათ მსგავსი ინფორმაციები. -რეზომ გარაჟიდან მანქანა გამოიყვანა, ჩავსხედით და ნინიკოს დაქალის მიერ მითითებული ყვავილების სალონს დავუწყეთ ძებნა. ძლივს მივაგენით, საცობებმა შეგვიკლა და შეიწირა ჩვენი ნერვები. ნინიკო ცალკე წუწუნებდა თორმეტამდე უნდა მივუსწროთ სალონს სანამ დაკეტავენო. 45 წუთში უკვე ყვავილების სალონში ვიყავით და ლურჯი ვარდების თაიგულის მოლოდინში ერთ ადგილას ვერ ვისვენებდით. როგორც იქნა საგულდაგულოდ შეფუთული ვარდების თაიგული კონსულტანტმა გოგონამ გამოგვიტანა, ანგარიში გავასწორეთ და ბედნიერები წამოვედით უკან. საათს რომ დავხედე თორმეტს დიდი ხანია გადაცდენოდა. ავნერვიულდი, ცივმა ოფლმა დამასხა, ნერვიულად დავიწყე ფეხის თამაში. ნინიკო მიხვდა ჩემ მდგომარეობას, თაიგული გვერდით გადადო, აქამდე რომ ხელიდან არ გაუშვია, წინა მხარეს გადმოყო თავი და ლოყაზე მაკოცა.
-ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება.
-რა უნდა ვქნა, რომ დამცინოს? იქნებ არ მოვწონვარ?
-მოსწონხარ კი არა გაგიჟებულია შენზე დამიჯერე, ახლა ჯობია დამშვიდდე.
-შენ რა იცი, რომ მოვწონვარ? მე არაფერი შემიმჩნევია.
-კარგი რა? ყველა გატყობთ, ერთმანეთი რომ მოგწონთ.
-აუ, ბიჭო არ ვიცი, არ ვიცი. ვნერვიულობ ძალიან.
-აუ ჩემი, ეს რა მშიშარა და წუწუნა გახდა. ბიჭო რადგან ნინიკო ამბობს რომ მასაც მოწონხარ ესე იგი მასეა. -თამუნია ვერ წარმოიდგენ როგორ მიხაროდა, თან ვნერვიულობდი, რაღაც უცნაური მჭირდა, ვერ დავმშვიდდი. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ჩემმა გულმა ფეხები აიდგა და ჩემზე წინ ის გაიქცა მის კორპუსთან. ადგილზე რომ მივედით მანქანიდან ფეხს ვეღარ ვდგამდი, გათიშული გადმოვედი. უკვე ორის ნახევარი იყო.
-თოკო! გიო ვარ, ლექსო წამოიყვანე და რეზოს კორპუსთან გაჩნდით 10 წუთში, მაქსიმუმ თხუთმეტში, თემოსაც დაურეკეთ და უთხარით, რომ ნინი გააღვიძოს და მოვიდნენ. თუ დათქმულ დროში აქ არ დამხვდებით ძმობას ვფიცავარ ,,ვაბშე“ არა ვარ თქვენი ხმის გამცემი.
-კაი ძმაო, მოვალთ ,,ბაზარი არაა’’.
-ნინიკო წამოდი ბუშტები ვიყიდოთ.
-მე ფეიერვერკებს მოვიტან გარაჟში მაქვს დამალული.- გარაჟის კარებს ეცა რეზო.
-ჩვენც ახლავე მოვალთ. -15 წუთის შემდეგ უკვე ყველამ კარგად იცოდა რისთვის შევიკრიბეთ ასე გვიან. ყველა ერთად ვიდექით კორპუსის წინ, მე ლურჯი ვარდების თაიგულით ხელში, დანარჩენებს ჰელიუმით გაბერილი ფერადი ბუშტები ეჭირათ. რეზო ფეიერვერკებს არჭობდა მიწაში და ამოწმებდა რომ დენის კაბელებს არ მოხვედროდა. როცა უკვე ყველაფერი მზად გვქონდა ნინიმ ტატისთან დარეკა.
-ტატი მაპატიე ასე გვიან რომ გირეკავ, სასწრაფოდ ჩამოდი ქვემოთ საქმე მაქვს.
-რამე სერიოზულია?
-ძალიან სერიოზულია, რაც შეიძლება მალე ჩამოდი გთხოვ.
-ნუ მაშინებ, რა ხდება.
-იცი გიო...
-რა შეემთხვა გიოს?!
-იცი... ჩამოდი მალე და გეტყვი, ასე ტელეფონით არ შემიძლია. -ტელეფონი გათიშა თუ არა მე შემომხედა.
-იცოდე პირველად და უკანასკნელად ვატყუებ და თუ არ ეტყვი რომ გიყვარს, დავივიწყებ რომ ჩემი შეყვარებულის მეგობარი ხარ და სულ ღერა - ღერა დაგაპუტავ თმებს. -სადარბაზოდან გიჟივით გამოვარდა ტატი, ნინიკოს მივარდა და შეკითხვები დააყარა. ნინი საგანგებოდ წინ გყვავდა დაყენებული რომ ჩვენ ვერ შევემჩნიეთ. მაშინ ყველამ დაბადების დღის სიმღერა დავიწყეთ, ფეიერვერკების ხმამაც არ დააყოვნა და ღამის ცა ფერადმა სხივებმა მოხატეს. სათითაოდ ულოცავდნენ დაბადების დღეს გაბრწყინებული სახეებით. ჩემი ჯერიც დადგა სუნთქვა შემეკრა პასუხის მოლოდინში. ნელა მივუახლოვდი, ნინი და ნინიკო ეხუტებოდნენ, რომ შემამჩნიეს ხელები გაუშვეს და გვერძე გადგნენ.
-ტატიანა მიყვარხარ, ყველაზე და ყველაფერზე მეტად. -ვარდების თაიგული გავუწოდე. ხელის კანკალით გამომართვა, ხან ვარდებს უყურებდა ხან მე, როგორც ჩანს არ ელოდა ჩემგან მსგავს ნაბიჯს ან ელოდა, მაგრამ იმ ღამით ნამდვილად არა.
-მეც მიყვარხარ. -ჩამწყდარი ხმით ძლივს ამოთქვა და ცრემლმორეული გადამეხვია. ზურგს უკან სტვენის და ყვირილის ხმა შემომესმა. იმ წამს სამყაროს გამოვეთიშე, ყურები დამიგუბდა და თავში მხოლოდ ორი სიტყვა მიტრიალებდა ,,მეც მიყვარხარ.“ მთელს სხეულში სიყვარული გაბატონდა და სულ მისით გავივსე. ნელ - ნელა სმენის უნარი დამიბრუნდა, სტვენა და ყვირილის ხმა არ წყდებოდა, მერე ყველანი ჩვენკენ წამოვიდნენ, წრე შეკრეს, ჩვენ ორნი შუაში მოგვაქციეს და ჯგუფური ჩახუტება გამოგვივიდა. დაუვიწყარი წუთები იყო. ნინიკომ იმდენი სამახსოვრო ფოტო გადაიღო ეჭვი მქონდა რომ ოთხ გიგაბაიტიანი მეხსიერების ბარათი სანამ კომპიუტერზე შეერთდებოდა დამწვარი და დაბუგული იქნებოდა.
-დღეს გნახავ კიდევ?
-ზუსტად არ ვიცი, ვერ დაგპირდები, შეიძლება ვერც მოვახერხო შენი ნახვა. სანამ ყველანი არ წავლენ რესტორნიდან ცხვირსაც არ გამომაყოფინებენ. ამ ვარდებს ჩემს ოთახში შევინახავ. იცი ცხოვრებაში პირველად მაჩუქეს ლურჯი ყვავილები.
-ძმებს არ უჩუქებიათ?
-კარგი რა? ძმები ფორმალური მოლოცვებით შემოიფარგლებიან და მორჩა. სად სცალიათ ჩემთვის. არავის არასდროს უფიქრია, რომ ჩემ დაბადების დღეზე ლურჯი ყვავილების დანახვა ყველა სხვა საჩუქარზე მეტად გამახარებდა. ყოველ დაბადების დღეზე წითელი ვარდების თაიგულს მჩუქნიან. ეს ყვავილები არ არის სიყვარულით მორთმეული, მე ამას მშვენივრად ვხვდები. ისინი ამ ყველაფერს მოვალეობის მოხდის მიზნით აკეთებენ. იქ შეკრებილ საზოგადოებას მე კი არ ვუყვარვარ წვეულება უყვართ, მუსიკა და ცხელ- ცხელი ჭორების მოსმენა.
-რატომ ფიქრობ ასე? იქნებ რაღაც საკითხებს არასწორად უდგები?
-შენ რომ მათ გარემოცვაში გაზრდილიყავი ჩემზე უკეთ გეცოდინებოდა რას წარმოადგენს თითოეული მათგანი.
-გვიანია უკვე, წადი და დაიძინე.
-თუ დამეძინა კი, ემოციებით ისე ვარ სავსე მგონია ვიფრენ.
-როგორ მაბედნიერებ შენ ხომ არ იცი.
- ვიცი! შენ კიდევ მე მაბედნიერებ.
-ახლა ადი სახლში, უკვე საკმაოდ გვიანია.
-ჩემები ხვალ დილით ჩამოვლენ ადრიანად, ყველაფერი იქიდან მოაგვარეს მამიდას დახმარებით, ნუ გეშინია პრობლემებს არ შემიქმნი. დაბადების დღე მომილოცეს მეგობრებმა, საგანგაშო რა არის? წავალ მე, შენც გჭირდება დასვენება. -წასვლის წინ ერთხელ კიდევ ჩამეხუტა და ლურჯი ვარდებით ხელდამშვენებულმა სადარბაზოში შეირბინა. სახლში რომ მივედი მისი არ ვიცი, მაგრამ მე მართლა ძალიან გამიჭირდა დაძინება. ყველა მომხდარი კადრი გონებაში მეორდებოდა და უაზრო ღიმილს იწვევდა ჩემში. ასე ჩამეძინა, რომ გავიღვიძე ვისაუზმე და სამრეცხაოში წავედი. აგვისტო იყო და თბილისის მოსახლეობის ნახევარი ქალაქიდან იყო გასული, ამიტომ კლიენტების რაოდენობაც ბევრად ნაკლები გვყვავდა, მთელი დღე ვისხედით და ნინიკოს მიერ გადაღებულ ფოტოებს ვათვალიერებდით. საღამოს მე და ტატიმ ვერ ვნახეთ ერთმანეთი, გამთენიისას ვნახე მოწერილი, ბოდიშს მიხდიდა, რომ ვერ მოახერხა ვერც შეხვედრა და ვერც დარეკვა, მოლოდინი არც მქონია, ვიცი მსგავს სიტუაციებში როგორც ხდება და ნამდვილად არ მწყენია. მეორე დღეს ბათუმში დაბრუნდნენ, კონტაქტს მხოლოდ ტელეფონით ვახერხებდით, როცა ძალიან მომენატრებოდა ბათუმში ჩავდიოდი და შორიდან ვუყურებდი როგორ შედიოდა სკოლის ეზოში კლასელებთან ერთად, ერთხელ შემამჩნია და ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს ქურდობაზე წამასწრეს. ცოტა ხნით შეჩერდა, დამაკვირდა და რომ მიხვდა ნამდვილად მე ვიყავი ხელი დამიქნია, გამიღიმა და სკოლაში შევიდა. ძალიან ბედნიერი დღე იყო, ისეთ სიხარულს და სიყვარულს ვგრძნობდი ვერ აღგიწერ, იმის გაცნობიერება რომ შორიდანაც კი მცნობდა სასიამოვნო იყო.
############
-მთვარიან ღამეს მე შენს გულს სიყვარულის ნოტებზე ავამღერებ.
-გიო მთვრალი ხარ? რა არის რატომ დალიე ამდენი? -მომესმა საყვარელი ნაცნობი ხმა.
-კი მთვრალი ვარ, სულ ცოტა დავლიე ბიჭებთან ერთად, მაგრამ უფრო მეტად სიყვარულით მთვრალი ვარ და ეს ისეთი სიმთვრალეა, რომლისგანაც არ უნდა გამოფხიზლდე. წამოხვალ ჩემთან ერთად?
-შუაღამეა, საათისთვის არ შეგიხედავს? კლუბში რომ მნახონ ჩემმა ძმებმა ან ვინმე ნაცნობმა დამინახოს ტყავს გამაძრობენ.
-წამომყევი და გპირდები ისინი ვერაფერს გაიგებენ. თანაც კლუბში კი არა სასეირნოდ გეპატიჟები.
-გიჟი ხარ!
-ვიცი! მალე ჩამოდი.
-ახლავე ჩამოვალ.
-აბა სად მივდივართ? -ჩემ წინ აისვეტა და მოუსვენრად ცქმუტავდა.
-თბილისის ქუჩებში სასეირნოდ გპატიჟებ. გვიანი შემოდგომაა, ქუჩაში ამ დროს ხალხის მცირე ნაკადი მოძრაობს და თავისუფლად შევძლებთ ლაპარაკს, ისე, რომ ხელს არავინ შეგვიშლის.
-რომ დამირეკე მეგონა საცეკვაოდ მპატიჟებდი კლუბში და ძალიან გამიკვირდა, ვიცი რომ კლუბური გართობა არ გიტაცებს.
-რა პრობლემაა თუ გინდა ვიცეკვოთ, მთელი ქუჩა ცარიელია და ჩვენს განკარგულებაშია, ერთი - ორი მანქანა თუ გაივლის დრო გამოშვებით.
-აჰაჰა. არა იყოს, არ მინდა. - ქუჩას გავუყევით, ციოდა, მაგრამ ერთმანეთის ახლოს ყოფნა გვათბობდა და შემოდგომის სიცივეს გვავიწყებდა. ხიდან ჩამოცვენილი ძალიან ლამაზი ჭრელა - ჭრულა ფოთლები შევნიშნე ძირს, ერთმა გენიალურმა იდეამ გამიელვა თავში და ფოთლების აკრეფა დავიწყე, გამახსენდა როგორ მიყვებოდა მახო, დედას ძალიან უყვარდა შემოდგომა და მამას ხშირად მიუმართავს მსგავსი ხერხისთვის, რომ გაეხარებია დედა.
-რად გინდა ეგ ფოთლები? არ მითხრა, რომ ჰერბარიუმის გაკეთება გადაწყვიტე.
-უკეთესი რამე მოვიფიქრე, მაგრამ ჯერ ვერ გეტყვი, რომ არ გამომივიდეს დამცინებ.
-არ დაგცინებ.
-მოიცადე და ნახავ. -ხან რაზე ვისაუბრეთ ხან რაზე, ამასობაში ხელში ჩაბღუჯული ფოთლები გაჭირვებით ავკინძე ჟაკეტიდან გამოძრობილი თასმით და მის თავზე მოვათავსე. -ესეც შენი გვირგვინი.
-რა ლამაზია, ძალიან დიდი მადლობა, მე ახლა შემოდგომის დედოფალი ვარ. - სიხარულისაგან ხტუნვა და ტრიალი დაიწყო. თვალებგაბრწყინებული მიყურებდა და ხელს მალ - მალე თავის ,,სადედოფლო’’ გვირგვინს კიდებდა.
-გინდა მართლა ვიცეკვოთ?
-მე რომ ცეკვა არ ვიცი.
-მე ხომ რას ამბობ ჩემპიონი ვარ ცეკვაში, არც მე ვიცი ცეკვა.
-კარგი, თანახმა ვარ. მუსიკა?
-უმუსიკოდ არ შეიძლება?
-მოიცა, შენ არ იცი რა განძი მაქვს ტელეფონში. -მობილური ტელეფონი ხელში მოიმარჯვა და ფილმიდან ,, ქალის სურნელი’’ ალ პაჩინოს ტანგოს მუსიკამ შემოდგომის ცივი ღამე ზღაპრულ ღამედ გადააქცია. ვცეკვავდით და მთელს სამყაროში ჩვენზე ბედნიერი ვერავინ წარმოგვედგინა. რამდენჯერაც ერთმანეთს ფეხზე დავაბიჯეთ იმდენი სიცილი აგვიტყდა, არცერთს არ გამოგვდიოდა ცეკვა, მაგრამ მაინც ვაგრძელებდით. ასე ცეკვა - ცეკვით, თუ იმასაც ცეკვა ერქვა, ნელ -ნელა ერთ - ერთი კორპუსის წინ გავჩერდით და სასიამოვნო მუსიკის ფონზე მოღრუბლულ ცას მივაპყარით მზერა.
-მგონი იწვიმებს, შეიძლება თოვლიც მოვიდეს, რას გაუგებ ბუნებას.
-შეხედე მთვარე როგორი მარტოსულია, იცი როგორ მეცოდება? გვერდით არავინ ყავს, საერთოდ არავინ. შეყვარებულიც არ ყავს რა ცოდოა საწყალი.
-ვინ გითხრა რომ არ ყავს? აბა შენ მზე ვისი შეყვარებული გგონია?
-ეგ როგორ მართლა შეყვარებულები არიან?
-არ იცოდი?
-აქამდე არ მიფიქრია მაგაზე. გამოდის მზე ოქროსთმიანი გოგოა და მთვარე შევერცხლილთმიანი ბიჭი? ვაუ, რა მაგარია, მაგარამ მოიცა შევერცხლილი თმები თუ აქვს გამოდის რომ ბებერია?
-აუფ, ახლა რა მოიგონე ეს? რა ბებერი ახალგაზრდა სიმპატიური ბიჭია, უბრალოდ შავი თმა ჰქონდა სარკეში რომ ჩაიხედა არ მოეწონა და სალონში შეიღება.
-ჰა ჰა ჰა ჰა. ცუდად ვარ ოღონდ მართლა. - ხმამაღლა სიცილი დაიწყო, მუცელზე იჭერდა ხელებს, სული რომ მოეთქვა ბორდიურზე ჩამოჯდა და უფრო ხმამაღლა გააგრძელა სიცილი.
-ჩუ, მაგხელა ხმაზე ნუ იცინი, ხალხს გავაღვიძებთ და ცუდი დღე დაგვადგება.
-მეცინება და რა ვქნა. წარმოვიდგინე მთვარე სალონში რომ ზის და სტილისტს რომ ეუბნება თუ ძმა ხარ თმა თეთრად შემიღებეო? ჰა ჰა ჰა.
-კარგი გაჩუმდი სირცხვილია მართლა. მგონი ვიღაც გავაღვიძეთ! ადექი ჩქარა წავიდეთ. -სადარბაზოდან ნაბიჯების ხმა მოისმა, ეზოში თეთხალათიანი თმააბურძგნული ბებო გამოვიდა, რომელსაც სიჩქარისაგან ოთახის ჩუსტები აერია და ერთ ფეხზე ლურჯი ჩუსტი ეცვა, მეორეზე წითელი, სავარაუდოდ ლურჯი ქმრის და წითელი თავისი.. ხელში ეზოს ცოცხი ჰქონდა მომარჯვებული და ასფალტს უტყაპუნებდა ჩვენი შეშინების მიზნით.
-თქვე უსირცხვილოებო, როგორ შეიძლება ამდენი ხანი რომ გღვიძავთ და სხვებსაც არ გვაძინებთ ხმაურით? უიმე, ბავშვები ყოფილან, რა დროს თქვენი შეყვარებულობანაა? თითისტოლებს პირზე რძე არ შეგშრობიათ. დაიკარგეთ აქედან, დამაცადეთ ერთი, სად წამიხვალთ ვნახავ, დაგეწევით და გვერდებს აგიჭრელებთ ამ ცოცხით. -ხელი კარგად ჩავჭიდე ტატის და გავიქეცით, იქამდე ვირბინეთ და არ შევჩერდით სანამ ბებოც უკან არ ჩამოვიტოვეთ და მისი უბანიც.
-ვაიმე ჩემი გვირგვინი, გვირგვინი დავკარგე გიო. -თავზე ხელი იტაცა და ნაწყენმა შემომხედა.
-არაუშავრს, ახალს გაგიკეთებ ახლავე.
-არ მინდა, სახლში წავიდეთ.
-გეძინება?
-ცოტა!
-მაშინ წავიდეთ. -როგორც კი მივაცილე ადგილამდე უკან წამოვედი, თუ სადმე რამე ლამაზი ფოთოლი შევნიშნე მოვაგროვე, სახლში წამოვიღე და ახალი გვირგვინი გავაკეთე მისთვის. მეორე დღეს, საღამო ხანს ჩვეულებისამებრ პარკში შევიკრიბეთ მეგობრები, ხელში ფოთლებისაგან შეკრული გვირგვინი რომ დამინახა კივილი დაიწყო და სიხარულისაგან არ იცოდა რა გაეკეთებინა. ყველა მხრიდან აპოზიორა გვირგვინი და იმდენი ფოტო გადაუღო ბოლოს ტელეფონმა გაჭედა.
ჩემ დაბადების დღეზე რა გააკეთა იცი? გოგოებმა რომ იციან ყველაზე ბოლო ულოცავენ, მეც მსგავს შემთხვევას ველოდი. რატომღაც ჩემს შემთხვევაში სულ სხვანაირად მოხდა, ახლა რომ ვიხსენებ მეცინება. სახლში ასე უთქვამს რომ მამიდასთან ბეჭედი დარჩა რომელიც ძალიან უყვარდა და ატყდა ერთი გადარეკვები, იმ ქალმა დამლაგებლები ჩახოცა ძებნაში, რომ ვერ იპოვეს იძულებულები გახდნენ თბილისში გამოეშვათ.
-ბეჭედი სად იყო?
-ჯიბეში ედო. ისე არ გამოუშვებდნენ და რაც მოახერხა ის მოიფიქრა. როგორც გავიგე საღამოს ჩამოვიდა ისე, რომ მე არაფერი ვიცოდი. მირეკავს 23 ნოემბერს ზუსტად პირველის ხუთ წუთზე.
-სუფთა ჰაერს ხომ არ ჩაყლაპავდი გარეთ ცოტა ხნით?
-ახლახანს შემოვედი სახლში, რაღა სუფთა ჰაერი მინდა გავიყინე გოგო. წელს ზამთარი ნაადრევად დაგვიდგა, მინუსებშია გადსული ტემპერატურა, მზის სხივს ვნატრობთ და შენ კიდევ ამბობ სუფთა ჰაერიო. მოიცა აქ ხარ?
-კი და აივნიდან თუ გადმოიხედავ შემიძლია სერენადაც გიმღერო.
-ახლავე ჩამოვალ. -კისრისტეხით ჩავირბინე კიბეები, არც ის მახსოვდა რომ ჩემი დაბადების დღე იყო და არც ის, რომ ლიფტი მუშაობდა და მეათედან ისე შემეძლო დაბლა ჩასვლა. გავდივარ სადარბაზოდან და ვხედავ მობუზული ჩიტივით დგას ხესთან იმ ყინვაში და მელოდება, რომ დამინახა სახე გაუნათდა და თვალები მზესავით გაუხდა. თამუნია არ მკითხო ახლა საიდან დაინახეო მართლა მასე იყო არ ვაჭარბებ, ლამპიონების შუქზე კარგად ჩანდა მისი თვალები.
-არაფერს არ ვამბობ, რას მერჩი?
-მოვიდა და ისე ჩამეხუტა მეგონა ძვლებში დამამტვრევდა. ერთი წუთით ეჭვიც კი შემეპარა ბიჭი ხომ არ იყო ქალად გადაკეთებული, მერე ჩემს ნაფიქრალზე თვითონვე გამეცინა გულში. ფიქრებიდან მისმა სიტყვებმა გამომარკვიეს.
-ჩემი სულის ნაწილი ხარ, ჟანგბადი რომელსაც ფილტვები ვერ იტევს. გილოცავ და მინდა, რომ ძალიან ბედნიერი იყო. შენ ის დაკარგული ერთი ცალი ხარ რომელიც ვიპოვე, უფრო სწორად თვითონ მიპოვა. მავსებ და მაბედნიერებ, ერთადერთ ნათელ წერტილად იქეცი ჩემ ცხოვრებაში, რომელიც ჩემ გულში მუდამ იკაშკაშებს რაც არ უნდა მოხდეს.
-შენ ყოველ ნახვაზე უფრო და უფრო მეტად რომ მიყვარდები არ მითქვამს ხომ?
-ჯერ არა.
- მაშინ ახლა გეუბნები. ყოველ ჯერზე ვხდები რომ უფრო ძლიერად მიყვარდები და ისეთი ბედნიერი ვარ და თან ისეთი შეშინებული, მეშინია სიზმარი არ იყოს.
-რეალობაა, ბედნიერი რეალობა რომელსაც ხელს ვერავინ შეუშლის. -თამუნია ალბათ იმ წამს ეგ იყო ჩემი სამოთხე. არ ვიცი რამდენი გრადუსი ყინვა იყო იმ ღამეს, მაგრამ გეფიცები სხეულზე ცეცხლი მეკიდა, ისე დამცხა სპორტულიც კი გავიხადე.
-რას აკეთებ გაგიჟდი? ჩაიცვი ახლავე.
-მცხელა.
-რა გცხელა, ჩაიცვი გაცივდები, ვერ ხედავ ყველაფერი გაყინულია?
-ნუ ნერვიულობ, არ გავცივდები.
-ჩაიცვი გთხოვ. არა? მაშინ აღარ გელაპარაკები. -გაიბუტა და ზურგი მაქცია. -სანამ არ ჩაიცვამ ხმას არ გაგცემ.
-აი, ვიცმევ, ნუ იბუტები. ბატარა ბავშვი ხომ არ ხარ?
-თუ საჭიროა ვიქნები კიდეც. ჩაიცვი გთხოვ.
-ჩავიცვი. -შემობრუნდა და გამიღიმა.
-ოოო,შენ რა შანტაჟისტი ყოფილხარ და არ ვიცოდი.
-უი, სულ დამავიწყდა, ეს შენ. -შავი, საშუალო ზომის კოლოფი მომაჩეჩა ხელებში.
-დიდი მადლობა. ჩემთვის ჩვენს სიყვარულზე ძვირფასი საჩუქარი არ არსებობს.
-მაგას უკვე მივხვდი, მაგრამ დაბადების დღის მილოცვა უსაჩუქროდ ვის გაუგია? -ხელები მოვხვიე და იმდენი ხანი ვიდექით უხმოდ სანამ ყინვამ არ გამოგვაფხიზლა.
-მგონი წასვლის დროა, გცივა.
-არ მცივა.
-ხელები გაყინული გაქვს, აუცილებელია გალურჯდე? წავედით! -სადარბაზომდე მივაცილე და სანამ აივნიდან არ გადმოიხედა იქამდე არ წამოვედი სახლში. დილით ისევ უკან დაბრუნდა. საუკეთესო დაბადების დღე იყო. რაც ჩემი მშობლები გარდაიცვალნენ მას შემდეგ სულ თავს ვიდანაშაულებდი, მე რომ არ დავბადებულიყავი დედა ცოცხალი იქნებოდა და მშობიარობას არ გადაჰყვებოდა. დედას შემდეგ მამაც გარდაიცვალა მალევე და ბებია და პაპა მზრდიდნენ. ბავშვობაში ყოველთვის ვღნიშნავდით ჩემ დაბადების დღეს, რომ წამოვიზარდე გამოვაცხადე, რომ მსგავსი რამ აღარ იქნებოდა. ყოველთვის მილოცავდნენ, მაგრამ ყოველგვარი აღნიშვნის გარეშე, ამ დღეს მხოლოდ წმინდა გიორგის ხსენების დღეს დღესასწაულობდა ჩემი ოჯახი. ტაძარში მივდიოდი და სულის მოსახსენიებელ პარაკლისს ვუკვეთავდი მშობლებისთვის. რამდენადაც სადღესასწაულო იყო ის დღე ჩემთვის, იმდენად სამგლოვიარო იყო ჩემი ობლობის გამო.
-შენ არაფერ შუაში ხარ და თავს ნუ იდანაშაულებ გიო, არაფერი ბრალი არ მიგიძღვის მათ სიკვდილში, არ შეიძლება ასე ფიქრობდე. იმ კოლოფში რა იდო? რა გაჩუქა?
-საათი მაჩუქა წყალგაუმტარი, იმ დღის შემდეგ ხელიდან არ მომიხსნია. მხოლოდ ელემენტის გამო თუ ვიხსნიდი, როცა მეძინა მაშინაც კი მეკეთა.
###############
-გიო, იცი ქორწილში მივდივარ. რა მაგარია არა? ისე მიხარია ჭკუაზე არ ვარ. მთელი ღამე არ მძინებია, თვალი ვერ მოვხუჭე. მერე როდის ჩამეძინა არ ვიცი, დილით ყველაზე პირველმა მე გავიღვიძე და უკვე მზად ვარ. იცი რა ლამაზი კაბა ვიყიდე? ზუსტად ისეთია როგორზეც ვოცნებობდი. ახლა ვზივარ და მოუსვენრად ველოდები როდის მოვლენ სალონიდან, რომ წავიდეთ ქორწილში.
-ჩართე კომპიუტერი და დამენახე, როგორ გამოიყურები მაინტერესებს.
-ახლავე, ორ წუთში დამინახავ.
-ვისი ქორწილია?
-მამას ბიძაშვილის შვილმა ცოლი მოიყვანა, 33 წლისაა, იცი რა ბიჭია? ძლივს გამოჩნდა მაგის შესაფერ - მოსაწონი გოგო. აი, გხედავ. -ტელეფონი გათიშა, ხელი დამიქნია და ჰაეროვანი კოცნაც გამომიგზავნა. ისეთი ლამაზი იყო გავშტერდი და ხმის ამოღება ვეღარ შევძელი.
-თქვი როგორ გამოვიყურები, რას გაჩუმებულხარ? -წრეზე დატრიალდა და მომლოდინე მზერით მოაჩერდა ეკრანს.
-ქორწილში არ წახვიდე!
-რა? -თვალები ლამის ბუდეებიდან გადმოუცვივდა გაოცებისგან და ბედნიერი ღიმილი სახეზე მიეყინა. -როგორ თუ არ წავიდე? შენ, ხომ არ გაგიჟდი?!
-გითხარი არ წახვიდე მეთქი!
-რატომ არ უნდა წავიდე? ერთი მიზეზი მაინც დამისახელე.
-იმიტომ, რომ ძალიან ლამაზი ხარ და არ მინდა შენში ვინმე შემეცილოს.
-სულ გააფრინე ხომ? აბა, კლოუნის ფორმით ხომ არ წავალ, რომ არავის მოვეწონო? გემუდარები, უაზრო ეჭვიანობას მოეშვი.
-არ წახვალ და ეგ იქნება!
-წავალ! წავალ და შენ ვერ დამიშლი!
-არ წახვალ! მილიონჯერ ნუ მამეორებინებ! -გამწარებულმა დავუყვირე და მუშტი მაგიდას დავარტყი.
-რა გაყვირებს, ყრუ კი არა ვარ. წავალ! სასმელსაც დავლევ! უცნობ ბიჭებსაც ვეცეკვები და მიკროფონში ბოლო ხმაზეც ვიმღერებ მთვრალი.
-მასე, ხომ?! კარგი! ვნახოთ მაგ ჯიბრობით რას მოიგებ. ერთი რაღაც გთხოვე და ჩემი გულისთვის ეგეც არ გინდა, რომ გაკეთო?! ვხედავ, როგორც გიყვარვარ.
-გიო! რა შუაშია ეგ? აი, რა სისულელეზე მეჩხუბები. გაიგე ადამიანო, ძალიან ახლობელია, უძვირფასესი ადამიანის ქორწილია, როგორ არ წავიდე?! -ოთახში წინ და უკან დადიოდა, ტიროდა და ცდილობდა როგორმე დავეყოლიებიე, რომ გამეშვა.
-არა! არა და არა!
-მაინც წავალ! -ლეპტოპს ეცა და გამწარებულმა მთელი ძალით დაკეტა. ისეთი ლამაზი იყო იმ წითელ კაბაში, რომ წარმოვიდგინე რამდენი უცხო თვალი მოიხიბლებოდა მისი სილამაზით ეჭვიანობამ დამაბრმავა და მართლა სისულელეზე ავუშარდი. ბიჭებს დავურეკე და ლუდის დასალევად წავედით. ბრაზისგან და ეჭვიანობისგან დაბრმავებული ვუყვებოდი როგორ არ გაითვალისწინა ჩემი თხოვნა და როგორ წავიდა ქორწილში. ერთი საათიც არ იყო გასული რაც ლუდს ვსვამდით, მოულოდნელად გაიღო კარები, ტატი შემოვიდა და ისე წამოვიდა ჩვენი მაგიდისკენ არც უძებნია. მეგონა თვალი მატყუებდა, ვერ დავიჯერე, მართლა ვერ დავიჯერე. საკუთარ თვალებს არ ვენდე. ყურებამდე გაკრეჭილი მიესალმა ბიჭებს და ჩემს მოპირდაპირედ ლექსოს გვერდით მიუჯდა.
-რა იყო გიო, მოჩვენება დაინახე? რა სახე გაქვს?
- შენ ქორწილში არ უნდა იყო ახლა?
-გეთანხმები! უნდა ვიყო, მაგრამ გზაში გამახსენდა, რომ ჩემმა ძალიან უჟმურმა და უზომოდ ეჭვიანმა შეყვარებულმა არ გამიშვა და უკან დავბრუნდი.
-მერე შენები არ გაბრაზდებიან?
-ჩემები ნიკა? ალბათ გამიბრაზდებიან, მაგრამ მიჩვეული არიან ჩემ არაპროგნოზირებად ხასიათს და შეიძლება არც გაბრაზდნენ. ჩემი შეყვარებული რომ გამენაწყენებინა მაგაზე უფრო ვიდარდებდი. სხვათა შორის მეც მინდა ლუდი, რატომ არავინ უკვეთავთ ჩემთვის?
-შენ, რომ არ სვამ?
-ლუდი მინდა! ესე იგი ვსვამ!
-კარგი, მოგიტან ახლავე. -ავდექი და ერთი კათხა ლუდი მისთვისაც ჩამოვასხმევინე ბარმენს, მივუტანე და წინ დავუდგი.
-გმადლობ! -გაიღიმა, ბედნიერმა ამომხედა და ლუდით ტუჩები დაისველა.
-ლუდის მასე დალევას თუ აპირებ მთელი კვირა აქ მოგვიწევს ყურყუტი.
-ყველამ თავის კათხას მიხედოს თუ შეიძლება! -გამეცინა მის საქციელზე და ლუდი მოვსვი, მაგრამ ლუდის გარდა ყველაფერი იყო, ის რაც მე დავლიე. ტკბილი სითხე ყელში გადამცდა და ისეთი ხველა ამიტყდა კინაღამ დავიხრჩე. იმის ნაცვლად, რომ ვინმეს ჩემთვის ეშველა და ჭიქა წყალი მოეწოდებინა სიცილი ატეხეს და ვეღარ ჩერდებოდნენ, ისევ მიმტანმა გადამარჩინა და ჭიქით წყალი მომიტანა სასწრაფოდ.
-ფუჰ, ვინ ჩაყარა ლუდში შაქარი? რა საშინელი გემო ჰქონდა. ტატი იცოდე ზედმეტი მოგდის.
-მასე მოგიხდება, იქნებ შაქარმა დაგატკბოს და აზრზე მოგიყვანოს, რომ ხალხს ნერვები აღარ გვიშალო. ყავას უშაქროს სვამ, ჩაიც უშაქრო, ტკბილეულს პირს არ აკარებ, მარტო ხილი გიყვარს, იქიდან რა იმდენი შაქარი უნდა მიიღო რომ შენი მწარე ენა დატკბეს? ამდენი მჟავე - მწარეს ჭამით კაცი შენიდან ტკბილ სიტყვას ვეღარ გაიგებს. ძალიან გინდოდა არა ლუდი? მეც მასე ძალიან მინდოდა იმ ქორწილში წასვლა, სადაც არ გამიშვი. არაუშავრს მაგასაც გადავიტან.
-მგონი გასაგებად აგიხსენი რატომ არ უნდა წასულიყავი!
-კი, ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი იყო. ძალიან გთხოვ ნუ მიბღვერ, ჩემი ლუდი დალიე, არ ვსვამ სასმელს ხომ კარგად იცი. -თავისი კათხა გამომიცურა და ჩაიღიმა. -წავედი მე, მაგრამ სად წავიდე? ნინი ქორწილშია. უი, ზურა ნინიკო სახლშია?
-მაგას სახლში რა გააჩერებს? რეაქტიულზეა ჩართული და სანამ მთელ ქალაქს არ შემოივლის სახლში არ მივა. დაურეკე და გაიგებ სად არის.
-მიდიხარ უკვე?
-დარჩიო არავის უთხოვია. -ნიშნისმოგებით გადმომხედა და წასვლა დააპირა.
-დარჩი! - სიტყვა დავაწიე უკან.
-არა, იყოს! ნინიკოს ადგილსამყოფელს გავიგებ და მასთან წავალ, იმედია მისი საწინაარმდეგო არაფერი გაქვს.
-წადი რამე ტკბილი შეჭამე, თორემ ჩემი სიმწარე შენც გადმოგედო.
-,,ხარი ხართან დააბიო“ ტყუილად კი არ არის ნათქვამი. დროებით ბიჭებო. -დაგვემშვიდობა და წავიდა.
-ასეთი გამწარებული ტატიანა მე ჯერ არ მინახავს, რას ერჩოდი გაგეშვა იმ ქორწილში. -სიცილით კვდებოდა თემო.
-არ იყო საჭირო და არ გავუშვი. -ამაზე უფრო მეტად ატეხეს სიცილი.
-სასაცილოს ხედავთ რამეს?!
-რაო, ეჭვიანობამ დაგრია ხელი?
-ჰა ჰა ჰა.
###########
-,,დუქნი ლომებო“ მოხვედით?
-ვაა, რა კაცი. მძინარე მზეთუნახავივით, რომ გააბი ძილი, ჩვენზე აღარ ფიქრობდი ბიჭო? -პალატაში რიგ - რიგობით შემოლაგდნენ ბიჭები.
-გიო, ცელიანი კაცი ნახე თუ ვერა?
-მოიცა, ვინ ცელიანი კაცი, რომელი ბაში - აჩუკი.
-გვირაბში სინათლეო და ,,პონტები ეძრობაო“ არა?
-არა! დათა რა სინათლე.
-ეეე, არადა რა იმედი მქონდა.
-ხუმრობა იქით იყოს და რაც ცხოვრებაში არ გვილოცია, ორ დღეში ვილოცეთ.
-მაგრად გვანერვიულე ხომ იცი.
-აბა, უდარდელა ვარო ვინ იძახოდა?
-ეგ, თემო იქნებოდა, მე ხომ იცი ძალიან სუსტი გულის პატრონი ვარ.
-ლექსო ხმას დაუწიე, თორემ გაგვყრიან პალატიდან.
-გაჩუმდი ნიკა შე ქალაჩუნა, ეკლესიაში ვინ იწმენდდა ცრემლებს ჩუმად.
-მე ჩუმად მაინც ვტიროდი და შენ ბღაოდი. აუ, ეს იყო მაგარი ტაძარში რომ შევარდა და მამაოს რომ ეხვეწებოდა რამე ისეთი ილოცე ძმაკაცი გვიკვდება და გადარჩესო.
-ვაა, როგორ გყვარებივარ ბიჭო. -თავი გააქნია გიორგიმ და სიცილი ვერ შეიკავა.
-შენ მოგვისწრაფე ყველას სიცოცხლე ნაადრევად.
-ბიჭო, რა დღეში ჩაგვყარე, ორ დღეში დავბერდით.
-კაი, კაი, კაი. ნუ დაიწყეთ აქ მითქმა - მოთქმა, მოხუცი ბებოებივით. ხომ ხედავთ, რომ ხაშლამა და ჟარკოვი არ იქნება, წადით ახლა სახლებში.
-გაჩუმდი, შენ იმ ქვეყნიდან გამოგდებულო. ხომ ხედავ იქაც არავის უნდიხარ და დაეტიე ქალაქში. მოუნდა ბიჭს იმ ქვეყნად გულავი.
-ახლა როგორ ხარ? ხომ ხარ მგელივით თუ ჯერ ვერა?
-რა მგელივით ზური, მასე, რომ ვიყო რაღა მიჭირს. ხან სუნთქვა მიჭირს, ხან გულში აუტანელ ტკივილს ვგრძნობ, მეც არ ვიცი ცოცხალი თუ გამოვალ აქედან.
-თუ ძმა ხარ, რა დროს სიკვდილია? ჯერ გამოკეთდი და მერე ერთი კარგი ქორწილიც ჩავატაროთ.
-ვისი ქორწილი, რამე გამოვტოვე?
-ვისი და შენი. ყოველ დღე ამდენი ლამაზი გოგო დაგტრიალებს თავს და ერთი მაინც არ მოგეწონა?
-მორჩი სისულელეებს.
-რა იყო ბიჭო მშვენიერი ექთანი გყავს, რა ცუდი გოგოა?
-ბავშვია! შეეშვით და ზედმეტი არაფერი უთხრათ.
-ნუ ავარდები ხოლმე პატარა რამეზე, ხუმრობაც აღარ შეიძლება?
-გააჩნია რაზე იხუმრებ.
-დაიწყო ისევ. ტატიანა ტყუილად კი არ გეძახდა უჟმურს, მართლა ხარ.
-ხო, მართლა თემო, რამე ახალი ხომ არ იცი ტატიზე.
-არა! დიდი ხანია აღარ შეგვხმიანებია.
-მე უკვე ბევრჯერ გითხარი, რომ ჯობია მაგ გოგოზე ფიქრს მოეშვა. დაკარგულს უკან ვეღარ დააბრუნებ.
-მე, კიდევ ერთხელ გიმეორებ, რომ ჯერ არაფერი არ არის დაკარგული და შევეშვათ მაგ საკითხზე უაზრო კამათს.
-ძმაო კარგად იყავი, დიდი ხანი არ შეიძლებაო გაჩერება და სანამ მართლა გაგვყრიან ჩვენი ფეხით გავალთ.
-მალე გამოჯანმრთელდი ნუ გვიხეთქავ გულებს. კიდევ მოვალთ გიჟო.
-დათა შენ, რომ ენა არ გქონდეს რა გეშველებოდა. მადლობა ბიჭებო, გამიხარდა, რომ მოხვედით.
-მეორედ რომ მოვალ პენუარს წამოვიღებ საყვარელო და ღამით შენთან დავრჩები, თორემ დიდი ხნით უშენობას ხომ იცი მე ვერ ვიტან.
-ტფუი, გადი ჩემი პალატიდან შე იმნაირო.
-აქამდე არ ვიყავი იმნაირი? რა დამავიწყებს შენს თავთან გათეულ უძილო ღამეებს. განსაკუთრებით ჩემი ყვითელყვავილებიანი პენუარი მოგწონდა. ეეჰ, რა ბედნიერი წუთები გვაქვს ერთად გატარებული.
-ვაა, ბიჭო ეს ვინ არის. გაიყვანეთ ვიღაცას მართალი არ ეგონოს.
-ფეხი გამოადგი, ნუ მაიმუნობ. ლექსომ ძალით გაიყვანა დათა და ახლა კორიდორში ისმოდა ბიჭების როხროხი.
-ესენი ვინ არიან, აიკლეს მთელი ჰოსპიტალი. -სიცილით შემოვიდა თამუნა პალატაში და გიორგის საჭმელი შემოუტანა.
-პატარა ბავშვებივით არიან, ვეღარ გაიზარდნენ.
-ეს საჭმელი იცოდე სულ უნდა შეჭამო, თორემ ექიმი მე გამლანძღავს შენ გამო. იმედია მათმა დანახვამ მაინც გამოგიკეთა ცოტა გუნება და ჭამის მადაც მოგემატა.
-სიმართლე გითხრა ჭამის გუნებაზე სულ არა ვარ.
-კარგი რა? თუ არ შეჭამ როგორ გამოკეთდები, ახლა ძალიან სუსტად ხარ და ძალების აღდგენა გჭირდება. აუცილებლად უნდა ჭამო.
-ჩემი ხათრითაც შეჭამე ცოტა, ცოტა ბებიას და პაპას ხათრით, ცოტა ბიჭების ხათრითაც და ყველას ერთიანად გაგვახარებ.
-თამუნია ისევ პატარა კი არ ვარ ნათესავების და მეგობრების ხათრით მოვასუფთაო თეფში.
-მერე რა, გულის სიღრმეში ყველანი პატარები ვართ.
################
ახალი წლის წინა დღეებში ჩამოვიდა ქალაქში. დღესასწაულის მოახლოვებასთან ერთად სამრეცხაოში კლიენტების რეკორდული რაოდენობა შემოდიოდა, საქმეს ვეღარ აუდიოდით და ორი ბიჭი კიდევ დავიმატეთ. დილის ექვსზე რომ მივდიოდი ღამის თორმეტ - პირველამდე ვიყავით და სახლში რომ მოვდიოდი ხან ჭამის თავიც არ მქონდა ისე ვიძინებდი. ვერ ვახერხებდი მის ნახვას, მხოლოდ დარეკვით შემოვიფარგლებოდი და ისიც მალევე ვწყვეტდით საუბარს. ოცდათერთმეტში საღამოს ექვსზე უნდა დაგვეკეტა და შვიდ იანვრამდე არ გავხსნიდით. დატვირთულმა რეჟიმმა ყველა ძალიან დაგვღალა და რამდენიმე დღე დასვენებას და გართობას ჩვენც ვაპირებდით. ჩვენი კლიენტების უმეტესობას გოგოები შეადგენდნენ. ერთი გოგო მოდიოდა ძალიან ხშირად, ნია ერქვა, თითქმის ყოველ დღე, ხან დღეში რამოდენიმეჯერ მოჰყავდა მანქანები. კარგად მახსოვს პირველად რომ მოვიდა, მაშინ ახლად მქონდა მუშაობა დაწყებული მანქანა რომ მომიყვანა გასარეცხად, მერე მამის მანქანაც მომიყვანა, წავიდა და ახლა მეზობლის მანქანა შემოაყენა. ბიჭებმა იმდენი ვიცინეთ აღარ შეგვეძლო. ძმაკაცისაგან გავიგე რომ მოვწონდი და მანქანები მიზეზი იყო რომ ვენახე. უცნაური გოგო იყო, ერთი კვირა ერთი მოწონდა, მეორე კვირა მეორე და ასე შემდეგ. გარეგნობა კი ჰქონდა კარგი, მაგრამ მარტო ეგ ხომ არაა. ვერ გარკვეულიყო საერთოდ გრძნობებში, დარიგებითაც არავინ არიგებდა. მერე წუწუნებდა, რომ ყველა ბიჭი ერთნაირია, რომ ცხოვრებამ აზრი დაკარგა და სიცოცხლე აღარ უნდოდა. გამოჩნდებოდა ისევ ახალი ვიღაც და მერე დაფრინავდა სიხარულით შეყვარებული ვარო. საერთოდაც მგონია, რომ ასეთმა არეულმა ადამიანებმა არ იციან სიყვარული რა არის. რომ გავიგე რაშიც იყო საქმე ვცდილობდი ნაკლებად დავლაპარაკებოდი, ნამდვილად არ მომწონდა მასეთი გოგოები და დროის დაკარგვასაც არ ვაპირებდი მასთან. ერთი საღამოსაც წასვლას ვაპირებდი, რომ ტატი მენახა, რამდენი დღეა ქალაქში იყო და თვალის მომკვრელი არ ვიყავი. ბიჭები გაფრთხილებულები მყავდა. გამოსული არ ვიყავი ნიამ მანქანა რომ შემოაყენა.
-გიო გამირეცხე რა? ნახე სულ დავსვარე, ხან სად მაგზავნიან საყიდლებზე და ხან სად.
-ლექსო მოდი და მიხედე ძმურად.
- ვერ ხედავ ჯერ ერთის გარეცხვას არ მოვრჩენილვარ და ორი ერთად როგორ გავრეცხო? პატრონი მალე უნდა მოვიდეს, თორემ უარს არ გეტყოდი.
-თოკო სადღა გაქრა ახლა აქ არ იდგა?
-,,ანტიფრიზზე“ გავარდა, იყიდის და მოვა.
-ახლა მაგის დროა? თქვენ ხომ კაცი ვერაფერში გამოგიყენებთ, როცა მჭირდებით ან ყველა რაღაცით ხართ დაკავებული ან საერთოდ არ ხართ.
-მოგცლია რა. რა უნდა მაგის გარეცხვას უცებ მოამთავრებ.
-ნია ნეტავ მაცოდინა სად ჭუჭყავ ასე მანქანას, რომ ყოველ დღე ტალახიანი მოგყავს გასარეცხად? -ისეთი გაღიზიანებული ვიყავი ნამდვილად არ მქონდა თავი მისი ტალახში ამოთხვრილი მაქანა გამერეცხა.
-ძალიან ყოჩაღი გოგო ვარ, თუ რამე საქმეა სახლში თითქმის ყველაფერს ვაკეთებ და საყიდლებზეც სულ მე დავრბივარ. -საღეჭი რეზინის ღლაჭუნს მოჰყვა და თმის გრეხვა დაიწყო.
-გეტყობა ძალიან ყოჩაღი რომ ხარ, ვის ოჯახშიც შენ შეხვალ, ცეცხლი და ნავთი ხარ პირდაპირ.
-ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა, შენგან ამ კომპლიმენტს ნამდვილად არ ველოდი. -სახე გაუბრწყინდა და პრანჭვა - გრეხვა გააგრძელა. მობეზრებულმა დავიწყე მანქანის გასუფთავება, წებოვანი ტალახი ძლივს მოვაცილე ბორბლებს. რაც შემეძლო ვჩქარობდი, მაგრამ ნახევარ საათზე ადრე ვერ მოვახერხე საქმის მოთავება.
-გიო ,,პროსტა“ შენ რომ არ იყო, არ ვიცი ჩვენს ქალაქს რა ეშველებოდა.
-აჭარბებ!
-რატომ? მართალს ვამბობ. შენ ,,ვაბშე„ ძაან მაგარი ტიპი ხარ, ძაან გულიანი და აი, როგორ გითხრა არ ვიცი.
-არ მცალია უნდა წავიდე, სხვა დროისთვის გადადე ჩემი ქება - დიდება, თუ გინდა ბიუსტიც დამიდგი ოღონდ ახლა თავი დამანებე.
-ალბათ თავი მოგაბეზრე ხომ? დღეს იმდენი საქმე მქონდა ძალიან დავიღალე. ეს საახალწლო სამზადისი ხომ ძალიან მღლის, დედას ყველაფერში ვეხმარები, მთელი დღე აქეთ - იქით დავრბივარ, როგორ ვასწრებ ამდენს თვითონაც არ....
-მიდიდოდი შენ მგონი! -სიტყვა გავაწყვეტინე და გაბრაზებულმა შევხედე.
-ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. - მოვიდა და უცერემონიოდ მაკოცა ლოყაზე. ჩახტა მანქანაში და მიმავალი მანქანიდან ხელების ქნევა დაიწყო.
-ეეჰ ნია, ამხელა გოგოს გრამი ტვინი არ გაქვს საერთოდ. - სიცილი ამიტყდა მის სულელურ საქციელზე. მივტრიალდი უკან და ვხედავ ტატი მიყურებს გაცეცხლებული თვალებით, უფრო სწორად ნიას მანქანას უყურებდა და კიდევ კარგი მის მზერას არ შეეძლო რამის დაშავება ნიასთვის, თორემ ვინ იცის მანქანას რა ბედი ეწეოდა. - აუჰ, შარიდან შარში. -შემამჩნია თუ არა, რომ მეც დავინახე უკანმოუხედავად გაიქცა.
-ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის. -გაღიზიანებული უკან დავედევნე. -გაჩერდი... დამელოდე! გაჩერდი! -ისეთი არაადამიანური ხმით დავუყვირე საიდან ამომივიდა ეს ხმა თვითონაც არ ვიცი. -არ გესმის რომ გეძახი?!
-ყრუ ნამდვილად არ ვარ!
-მერე რატომ არ გაჩერდი?! არც ბრმა ვარ, კარგად რომ იცოდე!
-თვითონაც იცი, რომ ტყუილ - უბრალოდ მიბრაზდები.
-ვითომ?!
-შენთან ჩხუბი არ მინდა ვიღაც ქარაფშუტა გოგოს გამო.
-არც მე.
-მაშინ ნუ გაქვს გაბუტული სახე. თვითონ მაკოცა, ლოყაზე თან. რა მექნა მივვარდნოდი და თმით მეთრია? ვერ დაინახე უცერემონიოდ რომ მეტაკა? გააზრებაც კი ვერ მოვასწარი, რომ შემეჩერებინა. დაფიქრდი და მიხვდები, რომ სისულელეზე გაბრაზდი.
-,, სისულელეზე გაბრაზდი“ როცა ვხედავ რომ ჩემს შეყვარებულს ვიღაც გატყლარწული გოგო კოცნის შენი აზრით არ უნდა გავბრაზდე?
-ლოყაზე!
-დიახ, ლოყაზე. შენ რომ დაგენახა უცნობმა ბიჭმა მაკოცა ლოყაზე რას იზავდი ძალიან მაინტერესებს.
-ძვლებში დავამტვრევდი და ცხვირ - პირს გავუერთიანებდი.
-ააა, აბა მე რაღატომ მარიგებ ჭკუაზე, რომ არ ვიეჭვიანო?!
-შევრიგდით?
-ჯერ წითელი პომადით მოთხვრილი ლოყა გაიწმინდე და მერე კი შეგირიგდები.
-აბა, სად?
-მარცხენა მხარეს. -ერთჯერადი ცხვირსახოცი ამოიღო ჯიბიდან და საგულდაგულოდ გამიწმინდა მარცხენა მხარე.
-მოიწმინდე ცრემლები და ჩამეხუტე, იცი როგორ მომენატრე? -ხელები გაშალა და მთელი ძალით მომეხვია.
-მე უფრო მეტად მომენატრე.
-ვარჯიშობ?
-რა მოიგონე ახლა, ხომ იცი რომ არა.
-კი, ვიცი, რომ არა, მაგრამ ლამისაა ძვლებში დამამტვრიო და ვერ გამიგია საიდან გაქვს ამდენი ძალა.
-მორჩი, ნუ მაცინებ.
-ღრუბელმა გადაიარა?
-კი!
-მაშინ წავიდეთ. -ხელი კარგად ჩავჭიდე და ჩაბნელებულ ქუჩას გავუყევით.
-როგორ მოხდა რომ მამიდას ციხესიმაგრიდან მოახერხე გამოსვლა? გველეშაპები დააძინე თუ სხვა კოშკს შემოეხვივნენ რომ მძინარე მზეთუნახავთან პრინცი არ მიუშვან?
-სახლში არავინაა, სადღაც წავიდნენ როგორც ყოველთვის, უხასიათობა მოვიმიზეზე და დამტოვეს. საახალწლო სამზადისით არიან დაკავებულები, ვის სცალია ჩემთვის? რომც შეამჩნიონ ჩემი არ ყოფნა მაინც არაფერს იტყვიან. ჩემზე ადრე თუ მივიდნენ სახლში ვიტყვი რომ წამალზე გავედი აფთიაქში. ძალიან არ მსიამოვნებს მათი მოტყუება მაგრამ, მაიძულებენ, სხვანაირად ვერ გნახავდი.
-ნუ გეშინია რამეს მოვიფიქრებთ.
-რა უნდა მოვიფიქროთ, არ იცნობ ჩემს ოჯახის წევრებს და ასე მაგიტომ ლაპარაკობ.
-შენ ოჯახს ვინ არ იცნობს.
-რომ გავიპაროთ?
-სად მთაში? კავკასიონზე დავსახლდეთ თუ ქვესკნელში ჩავძვრეთ და იქ დავიმალოთ? შენ წარმოიდგინე იქაც მოგვაგნებენ.
-გამოდის სასწაულის იმედი უნდა გვქონდეს?
-სხვა რა გზაა. არ გაგვახარებენ, ყველგან მოგვწვდებიან და ცხოვრებას ჯოჯოხეთად გვიქცევენ.
-არ გინდა მაშინებ.
-რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ.
-მწარეა რეალობა სხვა თემაზე ვილაპარაკოთ.
-მითხარი რაზე ვილაპარაკოთ.
-მაგალითად ახალ- წელზე, ნახე როგორი ლამაზია ქუჩები, თოვლი აკლია და ზღაპრული ახალი წელი იქნება.
-აუცილებელი არ არის რამეზე ვილაპარაკოთ, ზოგჯერ სიჩუმე უფრო ბევრის მთქმელია.
-ხვალ გერმანიაში მივფრინავთ, გადაწყვიტეს ახალ - წელს იქ შევხვდეთ, საქართველოში რომ შევხვდეთ ეტყობა სხვანაირად დადგება ახალი - წელი.
-კარგ დროს გაატარებ, ყველა ქვეყანას განსხვავებული ტრადიციები აქვს, უნდა გიხაროდეს.
-გამიხარდებოდა შენთან ერთად და არა იმათთან. რა ვაკეთო, სულ უცნობები, სულ ფორმალური გარემო, გულიანად ვერ გაიცინებ და ვერაფერი, ყალბი ღიმილი აქვს ყველას აკრული და მარიონეტებს გვანან.
-წინასწარ გულს ნუ იხეთქავ, რა იცი იქნებ კარგი სიტუაცია დაგხვდეს?
-ვიცი გინდა გამამხნევო და მაგიტომ ამბობ, თვითონ ჩემზე კარგად იცი ყველაფერი.
-როდის გნახავ? თუ ვეღარ სანამ ახალი წლის ციებ - ცხელება არ ჩაივლის?
-ალბათ სანამ არ ჩაივლის. ვინ იცის გერმანიიდან სად მოინდომებენ წასვლას, რას გაუგებ ჩემებს.
-რომ ჩახვალ დამირეკე ან მომწერე.
-ჩემი ძმა.
- სად?
-წინ გაიხედე, იქ დგას საბა. წავალ მე, არ მინდა შეგამჩნიონ.
-შენ ჩემი ბედნიერება ხარ, ყოველთვის გახსოვდეს ეს.
-ვიცი... ვიცი... -გამიღიმა და გაიქცა. ახალი წელი ისე კარგად გავატარეთ ყველამ ვერც კი დაგვესიზმრებოდა. ჯერ ყაზბეგში ავედით, მერე გუდაურში წავედით, ბათუმშიც ჩავედით, ბორჯომსაც ვესტუმრეთ და შვიდი იანვრის ნაცვლად თბილისში 19 იანვარს ნათლისღებას ჩამოვაღწიეთ და მაშინაც გვარიანად გამოვთვერით. დაუვიწყარი მოგონებები ჩამოვიტანეთ და უამრავი ფოტო მასალა დავაგროვეთ. ახალი წელი მომილოცა და მის მერე ვერაფერი ვეღარ გავიგე. იმდენი შეტყობინება გავუგზავნე ერთი კვირა არ ეყოფოდა წასაკითხად. ქალაქში სანამ ჩამოვიდოდით იმდენად არ ვნერვიულობდი, ყურადღება გადამქონდა, რომ ჩამოვედი ძალიან ცუდად გავხდი. არავინ არაფერი იცოდა, თემოს ნინის ვკითხე, მანაც არაფერი იცოდა, არ ეკონტაქტებოდა საერთოდ, ჭკუიდან გადავდიოდი მის პროფილზე ბოლო შემოსვლის თარიღი ისევ პირველი იანვარი რომ ფიქსირდებოდა. ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი, რომ ფეხებზე დამიკიდა და მორჩა. თებერვალი პირველ რიცხვებს ითვლიდა დილის შვიდ საათზე ჩემი ტელეფონი რომ ამღერდა.
-გისმენ.
-გიო როგორ ხარ?
-როგორ ვარ? მთელი თვეა შენზე არაფერი მსმენია, ცოცხალი ხარ თუ მკვდარი ეგეც არ ვიცი. უამრავი შეტყობინება გამოგიგზავნე ინტერნეტში, მაგრამ არ შემოსულხარ და წაკითხვაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. მესმის, რომ საზღვარგარეთ ძალიან კარგია, მესმის, რომ ისე გაერთე საერთოდ არ გაგხსენებივარ, მაგრამ ხომ შეიძლებოდა ერთხელ მაინც დაგერეკა და გეთქვა როგორ იყავი. ამ ყველაფრის შემდეგ უსინდისოდ მირეკავ და მეკითხები როგორ ვარ. მოდი შევთანხმდეთ იმაზე, რომ შენ მე არ გჭირდები, შენც მათნაირი ხარ ვისაც ასე ვერ იტან. შენ შენი სამყარო გაქვს სადაც ჩემი ადგილი ნამდვილად არ არის, მე შენი შესაფერისი არა ვარ, არ ღირს ზედმეტი პრობლემების შექმნა. არ მინდა შენს ცხოვრებაში სათადარიგო სკამის როლი მერგოს, როდესაც დასჭირდებათ მაშინ რომ დგამენ მაგიდასთან. ყველაზე კარგი ვარიანტია რომ დავშორდეთ, შენ შენთვის, მე ჩემთვის.
-არაფერი გესმის, საერთოდ არაფერი! იმის ნაცვლად რომ მოგესმინა.... ახსნას აზრი არ აქვს, კარგად იყავი. - გაბრაზებულმა გამითიშა, მეც ძალიან გაბრაზებული და ნაწყენი ვიყავი. მთელი თვე ვერაფერი გავარკვიე, სად იყო, როგორ, იყო, აღარ ვიცოდი რა მეფიქრა. ხან ვამართლებდი ხან არა, თავში ბევრი უპასუხო კითხვა დამიგროვდა რომლებზეც პასუხი მჭირდებოდა, ეს პასუხები კიდევ არსად იყო. თამუნია გამამტყუნე სხვა რა უნდა მეფიქრა? ვიფიქრე რომ ძალიან კარგად იყო. იქ, ჩემგან ძალიან შორს, არ ვახსოვდი, ჩამოვიდა და დავჭირდი, მეტი არაფერი. ძილი აღარ მომეკარა მოშხამული წავედი სამრეცხაოში, ბიჭებს ყველაფერი ვუამბე, რეზომ მაშინვე მომახალა ხომ გაფრთხილებდიო. მთელი დღე ავი ძაღლივით ვუღრენდი ყველას, არავინ ხმას აღარ მცემდა.
-სად არის შენი ძმაკაცი?! -ნინის გამწარებული ხმა შემომესმა.
-ნინი რა მოხდა?
-სად არის გიორგი ახლავე დაუძახეთ!
-ნინი რა მოგივიდა შემომხედე.
-თემო დამანებე თავი! -სკამზე ვიჯექი სამრეცხაოს უკან, ჩემი სახელი რომ გავიგონე, გამოვედი.
-შენ საერთოდ აზროვნებ?! -დამინახა თუ არა მაშინვე შეტევაზე გადმოვიდა.
-რა გინდა ნინი?! მარცხენა ფეხზე ხარ ამდგარი? დამანებე თავი ისედაც ცუდად ვარ. თემო მიხედე რა ძმურად.
-ნინი არ გინდა ისედაც ძალიან ცუდად არის მთელი დღე.
-ცუდად არის თურმე, რას მელაპარაკები. აბა, იკითხე ტატი როგორ არის, მთელი დღეა ტირილით თავს იკლავს. ოთახში ჩაიკეტა და არავის უშვებს. რა მოხდებოდა რომ მოგესმინა?! სახლში მისულიც არ იყო პირველი შენ დაგირეკა და შენ რა გააკეთე? გალანძღე და დაამცირე.
-ნინი დაწყნარდი გთხოვ, ჩვენ პრობლემებს თვითონ მივხედავთ, შენი ჩარევა საჭირო არ არის.
-გგონია მარტო შენ ნერვიულობდი?! ჩემი ბავშვობის მეგობარია, სანამ შენ გაიცნობდი მე ვიცნობდი. შენზე კარგად ვიცი მისი ცუდიც და კარგიც, ბევრჯერ ყოფილა, რომ ტელეფონი ჩამოურთმევიათ და კვირობით არ გამიგია მისი ხმა, მაგრამ როცა დაურეკავს შენნაირად არ გამილანძღავს, მომისმენია და შემდეგ მითქვამს თუ რამის თქმა მდომებია. პირველი შენ დაგირეკა, მე კი არა მის ბავშვობის მეგობარს არამედ შენ, მას ვინც ყველაზე მეტად ეიმედებოდა და რა მიიღო, ლაძღვა და შეურაცხყოფა. იცი რისი ღირსი ხარ? მართლა ფეხებზე უნდა დაეკიდე, გაჰყოლოდა იმ გერმანელს ცოლად და აღარ მოუწევდა შენ გამო გატეხილი ნეკნით და მოტეხილი ხელით სიარული. ამხელა ბიჭს თავში გრამი ტვინი არ გაქვს! -რაც ხმა ჰქონდა მიყვიროდა, თემო ვეღარ აწყნარებდა ნინის. ძლივს დასვეს სკამზე, თემო გვერდიდან არ ცილდებოდა, თავზე დატრიალებდა, დათამ საიდანღაც ბოთლით წყალი მოიტანა და ხელებში მიაჩეჩა რომ დაელია. თავში დამარტყა ნინის სიტყვებმა გატეხილი ნეკნი და მოტეხილი ხელიო. ძლივს მივედი ნინის სიახლოვეს და მის წინ ჩავიმუხლე.
-ნინი რა ქორწინებაზე ლაპარაკობ, ან რა მოტეხილობებზე?
-ახლა დაინტერესდი ხომ? რომ მოგესმინა თვითონ გიამბობდა ყველაფერს დაწვრილებით.
-თემო უთხარი ყველაფერი მოგვიყვეს, ნერვებს ვეღარ ვიმორჩილებ. -გამწარებულმა ასფალტზე მთელი ძალით დავარტყი მუშტი და სიმწრისგან სახე დავმანჭე გადატყავებულ მუშტს რომ შევხედე.
-თემო შენ არასოდეს მომექცე ასე გემუდარები. ყოველთვის მომისმინე და ისე გამოიტანე დასკვნები. სანამ ბოლომდე არ გეტყვი სათქმელს იქამდე ნუ განმსჯი.
-დაწყნარდი და მოგვიყევი რა მოხდა.
-სანამ წავიდოდა მითხრა რომ გერმანიაში აპირებდა მისი ოჯახი ახალი წლის აღნიშვნას.
-ეგ მეც მითხრა.
-ვიცი, რომ გითხრა. გგონია ნამდვილად ახალი წლის აღსანიშნავად წაიყვანეს? არა, ვიღაც გერმანელისთვის უნდოდათ მისი თავი გაეცნოთ და მასზე ექორწინა. მიუხედავად მისი უარისა ნიშნობის დღე მაინც დათქვეს, ვერაფერი რომ ვერ მოახერხა ღამით ყველას რომ ეძინა მანქანით გაიპარა, ქალაქიდან უნდოდა გაღწევა და აქ ჩამოსვლა.
-ტარება რომ არ იცის.
-საქმეც მაგაშია რომ არ იცის, სწორედ მაგიტომ მოყვა ავარიაში, ნეკნი გაუტყდა და ხელი მოიტეხა.მთელი ეს დრო მკურნალობდა, როგორც კი სახლში გამოწერეს, აღარ გაჩერდა იქ და ჩამოვიდა.
-ახლა როგორ არის?
-სიარულით დადის საშიში არაფერი იყო, ნეკნი მალე შეუხორცდა, ხელი ისევ თაბაშირში უზის, მანქანა რომ ამობრუნდა ხელი დაუზიანდა ძალიან. შენ რომ არ ჰყვარებოდი ასეთ საფრთხეში ჩაიგდებდა თავს და გაქცევას მოინდომებდა? ადგებოდა იქორწინებდა გერმანელზე და საერთოდ აღარ გაგიხსენებდა. საღამოს მატარებლით მივდივარ, დამირეკა და აუცილებლად უნდა წავიდე.
-მეც მოვდივარ. რამდენ ხანში გადის შენი მატარებელი?
-დაახლოვებით ერთ საათში რკინიგზის სადგურში უნდა ვიყო.
- თემო შენ არ წამოხვალ?
-რა თქმა უნდა, მარტოებს ხომ არ გაგიშვებთ ამხელა გზაზე? ეგეც რომ არ იყოს გაბრაზებულმა გოგოებმა ცხელ გულზე რამე რომ დაგიშავონ ხომ გჭირდება მომხედი, გვამს მაინც ამოვიცნობ. -თვალი ჩამიკრა და ცალყბად გამიღიმა. ერთ საათში უკვე მატარებლის ვაგონში ვისხედით და ბათუმისაკენ მივქროდით. ნერვიულობისაგან იმდენჯერ ავდექი და დავჯექი ორივე შევაწუხე ჩემი ყურებით.
-როგორ ვაპირებთ მის სახლიდან გამოყვანას?
-ჯერ უნდა მივიდე და დაველაპარაკო, ვეტყვი რომ შენც ჩამოხვედი და მერე ერთმანეთს სადაც თვითონ იტყვის იქ შევხვდებით.
-ეს ლურჯი ვარდები რომ შენ მიუტანო კარგი იქნება, იფიქრებენ რომ შენი ნაყიდია, თანაც თქმა აღარ დაგჭირდება, თვითონვე მიხვდება ყველაფერს. მოგვიანებით რომ მიიტანოს ახსნა - განმარტება მოუწევს ვისგან არის.
-სწორია გიო, ნინი შენ უნდა წაიღო. -შუადღით უკვე ბათუმში ვიყავით. ლურჯი ვარდებით ხელდამშვენებული ნინი გზას გავუყენეთ და მე და თემომ გადავწყვიტეთ კაფეში შეგვევლო, მანამ სანამ ნინი დარეკავდა. ორივე ისეთი მოშიებულები ვიყავით ერთ კამეჩს შევჭამდით.
###########
ნინიმ პატარა ხეივნის გავლით სახლში შეაბიჯა.
-ჩვენი გოგო მოსულა, როგორ ხარ დედი? შენ უნდა გვიშველო, რაც ჩამოვედით მას შემდეგ ოთახში ჩაიკეტა და აღარ გამოდის, არაფერს ამბობს, ტირილის ხმა ისმის, პასუხსაც არ გვცემს ნორმალურად. საყვარელო როგორი ყურადღებიანი გოგო ხარ, იქნებ ყვავილებმა მაინც გამოუკეთოს გუნება - განწყობილება.
-ჩემი იმედი გქონდეთ. -ნინი სწრაფად გაშორდა ქალს და ოთახის კარზე დააკაკუნა.
-რა ვერ გაიგეთ რომ არავის დანახვა არ მინდა!
-ნინი ვარ გამიღე. -საკეტის ხმა გაისმა და კარი თვალებდაწითლებულმა ტატიანამ გააღო.
-კიდევ კარგი შენ რომ მყავხარ, არ ვიცი უშენოდ რა მეშველებოდა.
-ყველაფერი კარგად იქნება, ნუ ნერვიულობ.
-იცი რისი გადატანა მომიხდა? საშინელება იყო. ეს ვარდები... აქ არის?
-კი, აქ არის. თემო და ის ჩამოვიდნენ ჩემთან ერთად. არც ის იყო შენზე ნაკლებ მდგომარეობაში, თემო ამბობდა გაგიჟებას არისო. მე ხომ ვნერვიულობდი შენზე და ის საერთოდ ჭკუიდან გადადიოდა.
-მე რომ ვყოფილიყავი, მასე ნამდვილად არ მოვიქცეოდი როგორც თვითონ მომექცა.
-კი, რა თქმა უნდა, შენ ისეთ დღეში ჩააგდებდი გაჩენის დღეს აწყევლინებდი.
-მასე მიცნობ?
-იმაზე კარგად ვიდრე შენ გგონია. მორჩი ტირილს და თავს ნუ იკლავ, ცრემლების ღვრით სიტუაციას ვერ გამოასწორებ, მოწესრიგდი და წავიდეთ. შენ წარმოდგენაც არ შეგიძლია როგორ ენატრებოდი, რომ ვერ გნახოს გააფრენს.
-მეშინია, მცხვენია და არ მინდა წამოსვლა.
-დარწმუნებული ხარ რომ არ გინდა მისი ნახვა?
-არ ვიცი.
-ანუ, გინდა ნახო თუ არ გინდა ნახო?
-მორჩი ჩემს წამებას, მოვდივარ.
- თუ არ გინდა დავრეკავ და წავლენ არ არის პრობლემა. - ნინიმ ტელეფონი მოიმარჯვა.
-არა! გაგიჟდი შენ თუ რა გჭირს? იცი როგორ მენატრებოდა?
-რა უნდა მჭირდეს, შეგეძლო ერთხელ მაინც დაგერეკა და გეთქვა როგორ იყავი, მითუმეტეს თუ გენატრებოდა.
-როგორ დამერეკა როგორ, არ გესმის? გითხარი გვერდიდან არ მცილდებოდნენ, ჩემს ოთახში ხან დედას ეძინა ხან ბებიას. ტელეფონს არავინ მაძლევდა ხელში. აი, როგორ... როგორ უნდა მომეხერხებინა დარეკვა?
-შენ რომ გდომებოდა აუცილებლად მოახერხებდი და რაც მოხდა იმაში მშვენივრად იცი, რომ თვითონ ხარ დამნაშავე. ძალიან ცუდად მოიქეცი, ძალიან. გიო შენგან მასეთ მოქცევას ნამდვილად არ იმსახურებდა.
-ვერ გავიგე შენ ჩემი მეგობარი ხარ თუ მისი?!
-მე სიმართლის მეგობარი ვარ. როდესაც დამნაშავე ხარ ვალდებული ვარ თვალები აგიხილო და სიმართლე დაგანახო, ეს შენ არ უნდა გეწყინოს.
-ვაღიარებ, რომ ჩემი ბრალიც არის, უნდა დამერეკა, ის ძალიან კარგია მე? მე განებივრებული, გათავხედებული და საერთოდაც მას მე არ ვიმსახურებ. -ისტერიული ტირილი აუტყდა და თავი ხელებში ჩარგო. - მე მას არ ვიმსახურებ! არა! ის ჩემი ღირსი არ არის! არა და არა.
-შემომხედე! ნუ ამბობ ასე.
-ის მართალი იყო, რომ მითხრა დანარჩენებს გავხარო.
-ეგ ყველაფერი გაბრაზებულ გულზე გითხრა.
-სწორედ ის მითხრა რასაც ფიქრობდა და ის მართალია. არ წამოვალ ჯობია დავშორდეთ, იფიქროს რომ არ მიყვარს.
-ახლა ზუსტად შენი ოჯახის წევრების მსგავსად იქცევი, იმას გინდა გული ატკინო ვინც ყველაზე მეტად გიყვარს? გთხოვ ნუ მოიქცევი ისე როგორც ისინი, წამოდი და ბოდიში მოუხადე. ხომ გიყვარს? ხომ გინდა რომ კარგად იყოს?
-ყველაზე და ყველაფერზე მეტად.
-მაშინ მეორედ ასე ცუდად და უპასუხისმგებლოდ აღარ მოიქცე. გიორგის ცხოვრებაში ძალიან ბევრი ტკივილის გადატანა მოუხდა და ის დღემდე იტანჯება ამით. 14 წლიდან მუშაობს, არ უნდოდა ბებიას და პაპას ტვირთად დაწოლოდა და მათი პენსია თვითონ მოეხმარა. შენ არ იცი როგორი ძნელია მშობლების გარეშე ცხოვრება, არ იცი რისი გადატანა უხდება დღემდე, ერთადერთ ნათელ წერტილად იქეცი მის ცხოვრებაში და გულს ნუ ატკენ ძალიან გთხოვ. თემოს ბევრი ისეთი რამ აქვს ჩემთვის მოყოლილი რაც შენ არ იცი. დაფიქრდი და კარგად გააანალიზე გიღირს თუ არა მის გამო ყველაზე დაყველაფერზე უარის თქმა ისე, რომ მერე არ ინანო. ამაზე პასუხს ახლა ვერ გამცემ, მაგრამ იფიქრე და პასუხს შენი გული გეტყვის.
-მე ის მთელი გულით მიყვარს და რომ არ მყვარებოდა კარგად იცი მსგავს ნაბიჯს არავის და არაფრის გულისთვის არ გადავდგამდი.
-მოგიწევს ყველას დაუმტკიცო რამდენად ძლიერია შენი გრძნობა მის მიმართ. ახლა მე თემოს დავურეკავ და სადაც შენ იტყვი იქ შევხვდეთ.
-ზღვასთან. იქ ჩემი ძმები არასდროს დადიან, ორ წუთში მზად იყავი. -ნინიმ ტელეფონი მოიმარჯვა და თემოს დაურეკა.
-თემო ზღვასთან შევხვდეთ. ტატიანა მზად ხარ?
-წავიდეთ.
-ფეხით შორი არ იქნება?
-ტაქსით წავიდეთ. -გოგოებმა ტაქსი გააჩრეს და რამდენიმე წუთში დათქმულ ადგილას აღმოჩნდნენ.
-იცი ცოტა ვნერვიულობ.
-ცოტა თუ ძალიან?
-მეტყობა ხომ?
-ფერი არ გადევს.
-ვხედავ. ვაიმე მეშინია, რომ მივბრუნდეთ ვითომ შეამჩნევენ?
-გოგო!
-ვიტირებ ახლა.
-ვის გააკვირვებ შენი ცრემლებით მე? ღამღამობით შენზე მეტს მე ვტირივარ.
-რა სასტიკი ხარ ნინი.
-არა, უფრო სამართლიანი. ერთი შეხედე რა სიყვარულით გიყურებს, შენ კიდევ არ გინდოდა წამოსვლა, არ მინდა ნახვაო. ახლა რომ ვუფიქრდები ჩემ დას უფრო მეტი ტვინი აქვს და გაზრდილია ვიდრე შენ.
-ესე იგი სამი წლის ბავშვზე მეტი ტვინი არ მაქვს?
-არა! ეგეც რომ არ იყოს მშიშარა ხარ.
-ვარ და ამ ბიჭსაც არ ვიმსახურებ.
-ვაიმე, ახლა თუ არ გააჩუმებ ენას ჯერ თმით გათრევ და მერე ზღვაში გისრიალებ, რას აგიჩემებია ეს ,,არ ვიმსახურებ.“ შენი ხმა აღარ გავიგო ახლოს ვართ უკვე. -მაჯაში უჩქმიტა ნინიმ და თვალები დაუბრიალა.
-ვაი, მეტკინა გოგო.
-ჩუუ, ღირსი ხარ.
-გამარჯობა.
-გაგიმარჯოს, როგორ ხარ ტატი?
-აი ასე.-თემოს მოტეხილ ხელზე მზერით ანიშნა რომელიც კისერზე ჰქონდა ჩამოკიდებული.
-კარგი დრო რომ გიტარებია გეტყობა. არ იდარდო მალე შეხორცდება, მე ოთხჯერ მქონდა მოტეხილი, ახლა ხომ ხედავ მშვენივრად მაქვს. წამოდი ნინი. ჩვენ აქვე ფეხით გავივლით და მალე მოვალთ. -ნინის ხელი გადახვია თემომ და ზღვის ნაპირს გაუყვნენ.
-მე...ბოდიშს გიხდი, ძალიან ცუდად მოვიქეცი.
-მე გიხდი ბოდიშს, რომ არ მოგისმინე და ათასი საშინელება გითხარი. მთელი თვე არაფერი ვიცოდი შენზე და უკვე ჭკუიდან გადავდიოდი, ყველაფერი გაბრაზებულ გულზე გითხარი, მაპატიე.
-ყველაფერი ჩემი ბრალია, არ მოვინდომე, არა და შემეძლო დარეკვა. ძალიან უპასუხისმგებლოდ მოგექეცი, ვხვდები მაგდენს. ვიფიქრე თუ გაიგებდი ავარიის შესახებ ძალიან ინერვიულებდი და რომ ჩამოვიდოდი ყველაფერის თქმა მაშინ ჯობდა. ვიცი დამნაშავე ვარ და თავის მართლება გამომდის. -თვალები ცრემლებმა დაუბინდა და ატირდა.
-ნუ ტირიხარ, დაწყნარდი და ცრემლები მოიწმინდე. ხანდახან ჩემზეც უნდა იფიქრო და ასე აღარ გაგიბრაზდები. - ჩემსკენ მოვიზიდე და გულში ჩავიკარი, მივხვდი როგორ მომნატრებია და დილანდელი ჩხუბი და გაბრაზებაც ამის ბრალი იყო.
-მე შენ ძალიან მიყვარხარ.
-ვიცი რომ გიყვარვარ. ხელი ძალიან გტკივა? არც ისე, ექიმმა მითხრა თუ მათ მითითებებს დავუჯერებ და გავითვალისწინებ მალე მომხსნიან თაბაშირს. მადლობა ვარდებისთვის, როგორც კი დავინახე მაშინვე მივხვდი რომ აქ იყავი.
-ნინის გამოვატანე სხვა გზა არ იყო.
-კარგად მოიქეცი ჩემგან განსხვავებით. მე ერთი გაუზრდელი ბავშვი ვარ და მეტი არაფერი. მე შენ არ გიმსახურებ. -მოწყვეტით დაეშვა ქვიშაზე კენჭებით თამაში დაიწყო.
-რატომ გგონია რომ არ მიმსახურებ? იქნებ პირიქითაა?
-არა! შენ ძალიან კარგი ხარ, მე ძალიან ცუდი. ცუდი რომ არ ვიყო რაც გაგიკეთე მაგას ვიზამდი?
-დაივიწყე და მორჩი მაგაზე ფიქრს და ნერვიულობას.
-მართალი ვარ და იმიტომ.
-გეყოფა, მე უკვე გაპატიე.
-ნახე შენ რა კარგი ხარ მეუბნები გაპატიეო, მე კიდევ ალბათ არ გაპატიებდი.
-ვითომ?
-არ ვიცი, ალბათ არა.
-რატომღაც ეჭვი მეპარება.
-ანგელოზი ნამდვილად არ ვარ.
-ჩემთვის ანგელოზიც ხარ.
-კარგი რა?
-უფრო ბევრი რამ ხარ, მაგრამ ჩამოთვლა ბევრ დროს წაიღებს. თბილისში როდის ჩამოხვალ?
-ზუსტად ვერ გეტყვი, სკოლაში წასვლას აზრი არ აქვს, მაინც ვერაფრის ჩაწერას ვერ მოვახერხებ, თუ დავითანხმე მშობლები ჩამოვალ. იქ რომ ჩამოვდივარ ვსუნთქავ, აქ რომ ვარ ვიხრჩობი. მამიდა ბევრ თავისუფლებას მაძლევს, სულ გასულია და ჩემს ნებაზე ვარ, მთლად უყურადღებოდაც არ მტოვებს. როცა დედა და ბებია ჩამოდიან მაშინ ნინი მოდის ჩვენთან და ისე მიშვებენ სახლიდან გარეთ. ჩემი ძმები რომ ჩამოდიან სულ გასულები არიან, როდის მიდიან როდის მოდიან არავინ იცის, მაგ დროს მე და ნინის თავისუფლად შეგვიძლია სადაც გვინდა იქ წავიდეთ, მაგრამ მაინც შეზღუდულები ვართ. ფაქტიურად მარიონეტი ვარ მათ ხელში, რომელსაც თავისუფლად არ აძლევენ სუნთქვის საშუალებას. რომ იცოდე ეს ყველაფერი როგორი დამღლელია. ხანდახან მინდა სხეული გავიგლიჯო და სივრცეში გავიფანტო ჰაერივით, რომ როგორმე თავისუფლად სუნთქვა შევძლო. ამას სიცოცხლე არ ქვია, ჩემს ცხოვრებას ცხოვრება არ ქვია. ცუდად ვარ ძალიან ცუდად.
-ყველაფერი დროებითია და ეგეც გაივლის.
-ვითომ? ჩვენ რა გველოდება? ვფიქრობ და ისეთი ბუნდოვანი მეჩვენება ჩვენი მომავალი, ისეთი ბურუსით მოცული, რომ ყველაფერი უკეთესის იმედი მიქრება და პანიკაში ვვარდები.
-ბავშვებო წასვლის დროა, უხსენებელმა შეგვამჩნია. -თავზე ნინი და თემო წამოგვადგნენ.
-გიო, წავიდეთ სანამ ამის ძმები წამოგვდგომიან თავზე და ჩვენი გვამები ზღვისთვის უსაჩუქრებიათ.
-უხსენებელი ვინ არის?
-არ იცნობ, ან შეიძლება იცნობ კიდეც. მოკლედ მაგას არ აქვს მნიშვნელობა ახლა უნდა წავიდეთ. -ფეხზე წამოდგომაში დავეხმარე და ოთხივე ბულვარს გავუყევით.
-შეხვედრამდე, რომ ჩავალთ დაგირეკავთ. -ნინი ბათუმში დარჩა მე და თემო თბილისში წამოვედით, მაგრამ ჩემი გული იქ დარჩა. ჩასვლიდან მეორე დღეს სამრეცხაოსთან ვიყავი მისული უკვე, რომ უკნიდან ვიღაცამ მხარზე ხელი ისე დამკრა კინაღამ ჩავმუხლე.
-ლექსო! შენ როგორ ვერ ისწავლე ძალების კონტროლი? -მივბრუნდი და ჩემი ცალხელა ვეტერანი შემრჩა.
-იცი რამდენი ხანია მოგდევ და ვერ გეწევი? ერთი არ მოგიხედავს უკან.
-როდის ჩამოხვედი?
-დღეს დილით. ბავშვები ოთხასმეორე ოთახიდან გახსოვს? იმასავით გამოგივიდა.
,,-ოოო ნენ როდის ჩამოხვედი?
-დღეს დილით.
-როდის მიდიხარ?
-შემდეგ კვირას. –
- დღეს დილით, შემდეგ კვირას, ძალიან კარგი.“
-მართლა შემდეგ კვირას ხომ არ აპირებ წასვლას?
-სანამ ხელიდან თაბაშირს არ მომხსნიან აქ ვარ.
-ანუ სადღაც ორი კვირა აღარ მომენატრები?
-ეგ უკვე შენზეა დამოკიდებული, მაშინდელივით თუ ნიაკოსნაირებს არ ვნახავ შენს კისერზე ჩამოკონწიალებულებს შეიძლება ცოტა დიდი ხანიც დავრჩე.
-მაინც წამკბინე ხომ? გულმა არ მოგისვენა.
-წამოდი ბიჭებს მივესალმოთ.
-როგორ უცებ შემიცვალე თემა.
-ბიჭებს გაუმარჯოს.
-ვაა, მესამე მსოფლიო ომი დაიწყო?
-არა დათა, საღამოს მერსოთი გონკაობა მომინდა და გავფრინდი ჩემი მანქანიანად ტრასაზე.
-მალადეც, კარგი ფრენა გცოდნია.
-გმადლობთ. ახლა გავიქეცი სახლში, უბრალოდ მოსასალმებლად შემოგიარეთ, დროებით.
##############
სახლში ვბრუნდებოდი, ისეთი დაღლილი ვიყავი სიარულის თავიც არ მქონდა და ერთი სული მქონდა სახლში მივსულიყავი რომ დამეძინა. საკუთარი სახელი რომ მახსოვდა და მისამართი ეგეც გასაკვირი იყო. ჩემ უბანს რომ მივუახლოვდი მანქანამ გზა გადამიჭრა და დავინახე როგორ გადმოვიდნენ მანქანიდან საბა და თომა.
-რაშია საქმე?
-რაღაც ხმებმა მოაღწია ჩვენამდე, მერე დაგინახეთ კიდეც ჩემ დასთან ერთად როგორ დასეირნობდი შუა ქუჩაში შუაღამისას, როცა მას წესით უნდა ძინებოდა.
- რას ჩალიჩობ ბოლოს და ბოლოს გვეტყვი?
-არაფერსაც არ ვჩალიჩობ!
-თუ არაფერს არ ჩალიჩობ შეეშვი.
- თქვენ რა მეღადავებით? რა უნდა შევეშვა მიყვარს.
-კი, დაგიჯერეთ როგორ არა. ერთი მე მიყვარს უელსის პრინცესა და მეორე კიდევ შენ ჩემი და.
-მე თქვენი შეხედულებები არ მაინტერესებს! გითხარით მიყვარს და არანაირი ცუდი ზრახვები არ მამოძრავებს.
-ბაღის ბავშვებს ვგავართ?! რას გვაბოლებ ბიჭო! გიყვარს არა იხვი. შეეშვი და მის შორიახლოს არ გნახოთ, თორემ რაც მოგივა შენ თავს დააბრალე.
-შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ სიყვარულს რომ მიშლი?!
-საბა ერთი ამ ნაგავს უყურე რამდენს ბედავს.
-ბიჭო შენ ყურებში მგონი ცუდად გესმის. -მაიკის საყელოში მწვდა, ხელზე ხელი ვუტაცე, გავაშვებინე და ორჯერ მთელი ძალით მოვუქნიე მუშტი, წაბარბაცდა თომა და თავი რომ ასწია დავინახე თვალთან გადამსკდარი კანი.
-უხ შენი....-საბამ მუცელში ძლიერად გამარტყა მუშტი, სანამ ამოვისუნთქე კისერში რაღაც ჩამარტყეს და გავითიშე. არაფერი მესმოდა, მარტო აუტანელ ტკივილს ვგრძნობდი მუცლის და წელის არეში, მერე ფეხი ძალიან მეტკინა. თვალები რომ გავახილე პალატაში ვიწექი, ფეხი თაბაშირში მქონდა ჩასმული და გაფითრებული ძმაკაცები თვალებგაფართოვებულები და ფერდაკარგულები მიყურებდნენ. მისი ნაჩუქარი საათი ხელზე აღარ მეკეთა.
საავადმყოფოდან რომ გამომწერეს სახლში ისეთი ჟრიამული იყო ყურთასმენა აღარ იყო. გაშოტილი ფეხით საგანგებოდ სასტუმრო ოთახში მომათავსეს და გაშლილ სუფრასთან რომელიც ბებოს და ჩემს მეგობრებს მოემზადებინათ ვინ რას ილოცებოდა ვერ გაიგებდი, ყველა თავისას უბერავდა. ძალიან მხიარულად ვატარებდით დროს. შევამჩნიე რომ ტატი ძალიან ხშირად უყურებდა საათს და რაც დრო გადიოდა მით უფრო ნაკლებად ერთვებოდა მხიარულებაში, ეს მე ნამდვილად არ გამომპარვია. ბოლოს საერთოდ შეწყვიტა სიცილი, ჩემს გვერდით მოიკალათა პატარა შეციებული ფისოსავით და გვერდიდან არ მომშორებია, იქამდე სანამ ბოლო სტუმარიც არ წავიდა. ოთახში ჩვენ ორნი დავრჩით, ბებია და პაპა სამზარეულოში ფუსფუსებდნენ, ვიგრძენი როგორ დამძიმდა ჰაერი, როგორ გაგვიჭირდა ორივეს სუნთქვა უთქმელობაში.
-მეტყვი რას აპროტესტებ? ღიმილიც შეწყვიტე უკვე რამდენიმე საათია და ლაპარაკსაც მგონი აღარ აპირებ. ისეთი სახე გაქვს, რომ გიყურებ მგონია რომ მე კი არა წინ მიცვალებული გიდევს და იმას გლოვობ.
-მაპატიე თუ განწყობა გაგიფუჭე, მაგრამ უკვე გვიანია და უნდა წავიდე.
-შენ მე რაღაცას მიმალავ.
-არაფერს არ გიმალავ, ძალიან დავიღალე.
-შტერს ვგავარ?
- ამ დღეების განმავლობაში იმდენი რამე მოხდა აღარ ვიცი რა ვიფიქრო, ყველაფერმა ძალიან იმოქმედა ჩემზე და მაგის ბრალია.
-საავადმყოფოდან გამომწერეს, უკვე კარგად ვარ და მალე ფეხზეც დავდგები, რისი გეშინია? ნუ ხარ ასეთი მოწყენილი თორემ ამტკივდა ფეხი.
-მეშინია შენი დაკარგვის, ძალიან მეშინია. -ცრემლები გადმოსცვივდა და თავი მხარზე დამადო.
-ნუ ნერვიულობ, ყველაფერს მოვაგვარებთ, როგორც კი ფეხზე დავდგები შენ ძმებს დაველაპარაკები და მამაშენსაც.
-არ ღირს, ისინი არ მოგისმენენ.
-ეგ უკვე მე ვიცი, როგორ მოვაგვარებ ყველაფერს. შენ ნუ ნერვიულობ და მეორედ ასეთი სახით არ გნახო. როგორც კი კასტილებით ფეხზე დგომას ვისწავლი ბათუმში ჩამოგაკითხავ. გაიღიმე რა, რა სახე გაქვს ერთი შენი თავისთვის შეგახედა, სულ წაშლილი ხარ. გინდა გიმღერო?
-კარგი რა?
-რა, არ გჯერა? გგონია სიმღერას ვერ შევძლებ შენ გამო?
-ვაიმე სულ გაგიჟდი შენ, ახლა სიმღერა არ დაიწყო და პაპა - ბებიას გულები არ გაუხეთქო გაგიჟებულაო.
-დამცინე, დამცინე და შენზე უკეთ მაინც გამომდის სიმღერა.
-კი, როგორ არა მჯერა. კარგი, გვიანია უკვე, წავალ მე, ხვალ ვერ გნახავ სახლში ვბრუნდები.
-არ არის პრობლემა დაგირეკავ.
-მიყვარხარ. -ხმაჩამწყდარმა ამოთქვა და წავიდა. რომ მცოდნოდა მაშინ ბოლოჯერ ვხედავდი საერთოდ არ გავუშვებდი და საავადმყოფოდან სახლში კი არა აეროპორტში წავიდოდით და სადმე შორს გავიპარებოდით. იმ ღამეს ისე ტკბილად მეძინა ვერც კი წარმოვიდგენდი მეორე დღეს რა მელოდა. დილით ფოსტალიონმა წერილი მოიტანა და იმ წერილის გახსნის შემდეგ მივხვდი როგორ დაიმსხვრა ჩემი ოცნებები. როგორ წამგლიჯეს გულის ნახევარი, როგორ დავცარიელდი, როგორ გავიყინე დროში, როგორ მოვკვდი და დამემხო თავზე ყველაფერი. მთელი სიცხადით შევიგრძენი როგორი მტკივნეული ყოფილა როცა უსუსური ხარ, როცა ხვდები რომ შენმა სიცოცხლემ აზრი დაკარგა და არ იცი გამოსავალი რაში ან ვისში ეძებო. წერილი იმდენჯერ გადავიკითხე ზეპირად ვისწავლე თითოეული წინადადება.
„როდესაც შენ ამ წერილს მიიღებ მე უკვე საქართველოში აღარ ვიქნები. საფრანგეთში მივდივარ. ცრემლები მახრჩობს ამის წერისას, ვცდილობ თავის შეკავებას, მაგრამ მაინც გადმომდის თვალის ჯებირებიდან ცრემლების ნაკადი. არ იფიქრო რომ არ მიყვარხარ, შენ ძალიან კარგად იცი ჩემი გრძნობების შესახებ, იცი რომ მე ისეთს არაფერს გავაკეთებ შენ რომ რამე დაგიშავდეს. არ დავუშვებ, რომ კიდევ ერთხელ გნახო სასიკვდილოდ ნაცემი და დამტვრეული. უნდა მაპატიო, მშიშარა ვარ და სხვა გამოსავალი ვერ ვნახე, შენ გადასარჩენად. მე მინდა რომ იცოცხლო, არ მინდა ისეთი სიცოცხლე თუ მეცოდინება, რომ შენ მიწის ქვეშ ხარ და მე მის ზემოთ ამაყად დავაბიჯებ. თუ ჩემი წასვლით შენ კარგად იქნები მე ერთი წუთით აღარ გამოვიხედავ საქართველოსაკენ. თბილისის ჰაერი შენით არის გაჟღენთილი, ყველა კუთხეში თუ ქუჩაზე ჩემი და შენი მოგონებები სახლობენ ჩვენზე. მაპატიე, რომ საერთოდ გამოვჩნდი შენ ცხოვრებაში. ნეტავ იმ დღეს ფეხი მომტეხოდა და იმ ქუჩაზე არ გამევლო, არ დაგენახე და არ შეგყვარებოდი. მე ვერ ვიცხოვრებ საქართველოში უშენოდ ისე, რომ ვერ გნახო და ყოველ დღე შენი ხმა არ გავიგონო. ვერ გიყურებ შორიდან როგორ მიდიხარ ქუჩაში და მე ამ დროს არ მაქვს უფლება მოვიდე და მოგეხვიო. ჰაერი დამახრჩობს, ვერ ვისუნთქებ, ის ჰაერი დამახრჩობს და არ მაპატიებს ღალატს რომელსაც მე და შენ ვსუნთქავდით. შენ, ჩემი სულის ნაწილი ხარ, ჩემი მეორე მე. ისე მიყვარხარ რომ სულით გეხუტები. არ ვიცი როგორ მოახერხებ უჩემოდ ცხოვრებას, მაგრამ უნდა შეძლო ჩემო სიცოცხლე, უნდა შეძლო და ბედნიერი იყო თუნდაც უჩემოდ. მე შენ ბოლო ამოსუნთქვამდე მეყვარები, შენ ის ადამიანი ხარ ვინც სიცოცხლე შემაყვარა, არსებობა შემაყვარა. შენ ჩემი არსებობის აზრი ხარ. ვწუხვარ, რომ ნამდვილ სიყვარულს ყოველთვის ძალიან ბევრი მტერი ჰყავს. ვწუხვარ, რომ ჩვენ ერთად ყოფნა არ გვიწერია. ვწუხვარ, რომ საერთოდ ვარსებობ. მე რომ არა შენ ასე ცუდად არ იქნებოდი ახლა, მაპატიე ჩემო ერთადერთო სიყვარულო, მაპატიე გთხოვ. აქამდე ვერ გავბედე შენთვის მეთქვა როდესაც კლინიკაში მოვდიოდი, არ მინდოდა უფრო ცუდად გამხდარიყავი. საფრანგეთში ქორწინება მელის, სამწუხაროდ ოჯახის გამო მომიწევს წამებულის როლი მოვირგო, მე არავინ მეკითხება რა მინდა, მამამ კონტრაქტი გააფორმა და საიმედო დასაყრდენი თურმე ჩემით უნდა მოიპოვოს. სხვაგვარად არ გამოვა, მხოლოდ ამაზე დათანხმების შემდეგ დამრთეს ნება რომ ყოველდღე მენახე. შენი მოკვლით დამემუქრნენ. შენი უსაფრთხოების გამო დავთანხმდი ჩემს მშობლებს. შენ ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფს ვიცი მხოლოდ ჩემი ნახვა გაძლებინებდა საავადმყოფოში და რომ არ მენახე ალბათ გავგიჟდებოდი, არ შემეძლო სახლში მშვიდად ჯდომა. არ შემეძლო გესმის? ვერ დაველოდებოდი როდის გამოგწერდნენ და მაშინ შეგხვედროდი სადღაც ჩუმად ისე, რომ ჩემებს არაფერი სცოდნოდათ, ამიტომ მოვდიოდი ასე თამამად და არ მეშინოდა, რომ ვინმე გაიგებდა. გგონია ადვილი იყო ჩემთვის ამ გადაწყვეტილების მიღება? გგონია არ ვიფიქრე შენზე? ვიფიქრე, ვიფიქრე და მე სხვა გამოსავალი ვერ ვნახე. ჩემო ძვირფასო ეს ყველაზე მძიმე წუთები იყო ჩემთვის. ალბათ გემახსოვრება თვალებდაწითლებული რომ მოვედი შენთან, შენ მკითხე რა მჭირდა, მე მთელი ღამის უძინარს მაკიაჟმაც ვერ დამიფარა ნამტირალევი და ჩასისხლიანებული თვალები, მაშინ გითხარი რომ საშიში არაფერი იყო, შენ ჩემს ნათქვამში ერთი წუთით ეჭვი არ შეგპარვია. შენ მე საკუთარ თავზე მეტადაც კი მენდობი. უკვე შუაღამეა, ჩემი თვითმფრინავი დილით ხუთზე მიფრინავს, იმის წარმოდგენაც არ მინდა როგორ გამიჭირდება უშენოდ, როგორი მტანჯველი იქნება ის მოგონებები ჩემთვის რომელიც შენთან იქნება დაკავშირებული. ახლა ვტირივარ, ვტირივარ იმიტომ, რომ უსუსური აღმოვჩნდი, ვერ დავიცავი ჩვენი სიყვარული, ვერ დაგიცავი შენ და სწორედ ჩემ გამო კინაღამ მოგკლეს, მეორედ აღარ დავუშვებ, რომ ვინმემ ხელი დაგაკაროს. ისიც კი ვიფიქრე თავს მოვიკლავდი და ყველაფერი დამთავრდებოდა, მაგრამ საკითხავია რა დამთავრდებოდა, ან თუ დამთავრდებოდა საერთოდ. შენ ხომ იცი, რომ გამოსავალი არ არის და არც პრობლემების გადაჭრის გზაა. შენ ვერ გაგიკეთებდი ასეთ საშინელებას და გულს ვერ გატკენდი, ჩემს თავს ვერასდროს ვერ ვაპატიებდი რომ ჩემს საფლავზე გაგეთენებინა უძილო ღამეები. სხვები არ მაინტერესებს, ჩემ ოჯახს როგორც ვხედავ არ ვაინტერესებ, არ ადარდებთ ჩემი მდგომარეობა. მათ არ იციან არც სიყვარული და არც ის, თუ რას ნიშნავს იყო ბედნიერი. ძვირადღირებულ ნივთებში ეძებენ ბედნიერებას, მაგრამ იქ ვერ იპოვიან. სულ უფრო და უფრო მეტ ნივთს ყიდლობენ და მაინც უბედურები არიან. უკვე არ მადარდებს არც ისინი და არც ჩემი თავი, მთავარია შენ მყავდე კარგად, შენ ჩემო ერთადერთო, შენ რომელმაც სიყვარული მასწავლე. სადამდეც შენი გული იფეთქებს ჩემთვის მეც იქამდე შევძლებ შენთვის ვიარსებო, მხოლოდ შენთვის, ჩვენ სიყვარულში და ჩვენ მოგონებებში. როდესაც ჩვენ აღარ ვიქნებით და ყველა დაგვივიწყებს ხეებს მაინც ემახსოვრება ჩვენი ბედნიერი სახეები, იმ ხეებს რომლებსაც ხელიხელჩაკიდებულები ჩავუვლიდით ერთად, იმ ხეებს რომელთა ჩამოცვენილი ფოთლებით გვირგვინები შეკარი ჩემთვის და თავზე დამადგი. ღამის ქუჩებს არასოდეს დაავიწყდება ჩვენი ბედნიერი სიცილის ხმები, გაიგონებენ შეყვარებული წყვილები, რომლებიც ჩვენსავით დაიწყებენ ღამღამობით ხეტიალს და ჩვენს ჩრდილებთან ერთად აცეკვდებიან შუა ქუჩაში, ისე როგორც მე და შენ. გახსოვს? ჩვენი ტანგო მთვარის შუქზე, შუა ქუჩაში. ვიღაც ბებო რომ გამოგვივარდა ეზოს ცოცხით და გვიყვიროდა, რა ტკბილი გასახსენებელი იქნებოდა სხვა დროს და სხვა სიტუაციაში და ახლა რომ ვიხსენებ ეგ ტკბილი მოგონება როგორ მისერავს გულს. ყველაზე ბედნიერი წუთები გვაქვს ერთად გატარებული. ეს არ შეიძლება ადამიანმა უბრალოდ ადგე და დაივიწყო. მე შენ მიყვარხარ და მეყვარები იქამდე, სანამ ჩვენ ორნი ვიარსებებთ დედამიწაზე. ჩემო ტკივილიანო სიყვარულო გმადლობ, შენ მე სიყვარული მასწავლე.
სიტყვები, ფიქრები, სიტყვები,
ფერები, ნათელი მზეები.
იმედი, იმედი, იმედი,
ღამდება, მტკივდები, ვიღლები.
სიზმრები, ფიქრები, ვიშლები,
თვალები მევსება ცრემლებით...
მტკივდები, მტკივდები, მტკივდები...
თენდება, სიცოცხლით ვივსები.
მჭირდები, მტკივდები, მჭირდები.
ვერ იგებ! შორსა ხარ! ვიშლები!
სიტყვები, ფიქრები, სიტყვები.
გაიგე! მიყვარხარ! მჭირდები!
შენა ხარ ღიმილის მიზეზი.
გულში, რომ ტკივილად მიჩნდები.
მაკლიხარ! მჭირდები! მჭირდები!
იმედი, სიტყვები, ფიქრები,
გრძნობები მერევა, ვიშლები!
მიყვარხარ! ვერ იგებ?! მჭირდები!
იმედი მიქრება იმედი...
შორსა ხარ! არ გესმის?! მჭირდები!
ფიქრები, ფიქრები, ფიქრები,
გულში ტკივილებად მიჩნდები!
სიტყვები, მზეები, ფიქრები,
თენდება, ღამდება, მჭირდები!

მერე რა მოხდა არაფერი აღარ მახსოვს, ტვინი გადამეკეტა. მეორე დღეს გამომეღვიძა, ჩემი მშობლების ოთახში ვიწექი, ორივე ხელი დაბინტული მქონდა, ფეხებთან ლექსოს ეძინა, დანარჩენებს ზოგს სკამებზე, ზოგს დაბლა ხალიჩაზე. ყველაფერი მტკიოდა საწოლიდან რომ წამოვჯექი, ფეხათრეული ძლივს გავედი ჩემ ოთახში, საშინელება დამხვდა, ყველაფერი დამტვრეული და დალეწილი დამხვდა. ფანჯარას მინები აღარ ქონდა, ჩარჩოებიც და ოთახის კარებიც ჩამომტვრეული იყო, ვერ ვიხსენებდი ვერაფერს, მარტო ის ვიცი ისიც მათი მონაყოლიდან, რომ გამძვინვარებულ მხეცს ვგავდი, რომელიც ყველაფერს ანადგურებდა და სანამ დამამშვიდებელი არ გამიკეთეს ვერაფრით შეძლეს ჩემი შეჩერება.
ეს განვლილი ცხრა წელიწადი ჩემს ცხოვრებაში კოშმარად იქცა. ქუჩაში შეყვარებულ წყვილებს რომ ვხედავდი ყელში ბურთი მეჩხირებოდა, ვნატრობდი დავბრმავებულიყავი. მათ დანახვაზე ჭრილობები ახლიდან მეხსნებოდა და იმდენად მტანჯველი იყო, რომ ვერ ვუძლებდი და სიკვდილი სანატრებელი მიხდებოდა.
,, მინდა რომ გულის იარები კალმით ვისერო
რაც ვერ დასრულდა დასრულდება ალბათ ამაღამ.
აფხაზეთივით შემიყვარდი ანუ ისე რომ
ჩემი ხარ, მაგრამ არასოდეს ჩემთან არა ხარ.“
დავით სულთანიშვილი
##############
-გიო, როგორ ხარ?
- არამიშავრს, დინებას მივყვები.
-დინებას მკვდარი თევზები მიყვებიან. ძლიერი ადამიანები ყოველთვის დინების საწინააღმდეგოდ მიცურავენ და მიზანსაც აღწევენ. ყურსასმენები აქ ხომ არ დამრჩენია?
-არამგონია. მაინც მოძებნე, იქნებ აქ არის.
-რა არის, რა უყურადღებო ვარ, სად დავდე არ მახსოვს. არა და დღეს მორიგე ვარ, მთელ ღამეს რა გაიყვანს. როცა ძილი მერევა მაშინვე მუსიკის მოსმენას ვიწყებ და მშვიდობით ძილო, მშვენიერ ხასიათზე ვდგები.
-ძალიან გიყვარს მუსიკა?
-რას ამბობ, მიყვარს კი არა ვგიჟდები. ძველი ქართული სიმღერები ჩემი სისუსტეა. მუსიკის სიყვარული მამისგან მერგო, ბავშვობაში როდესაც ჩვენ სახლში მამას მეგობრები იკრიბებოდნენ დიდი ზეიმი იმართებოდა. მღეროდნენ, უკრავდნენ სხვადასხვა საკრავებზე, ცეკვავდნენ და ეს იმდენად ამაღელვებელი იყო, რომ გაფაციცებით ვადევნებდი თვალს, არ მინდოდა რამე გამომრჩენოდა. მაგიდაზე შემომსვავდნენ, ისინი მღეროდნენ მე კი ტაშს ვუკრავდი და ფეხებს აქეთ - იქით ვიქნევდი სიხარულით. ვოცნებობდი დიდი რომ გავიზრდებოდი მომღერალი გამოვსულიყავი, სამწუხაროდ ხმამ ხელი არ შემიწყო და კონსერვატორიის ნაცვლად სამედიცინოზე ჩავაბარე. სიმართლე გითხრა დიდად გული არ დამწყვეტია, ალბათ კარგიც არის ექთანი რომ გავხდი იმდენი კარგი ადამიანი აღმოვაჩინე და გავიცანი, ბედნიერებისგან გაბერილი დავდივარ. აქ ისეთი გარემოა, ისეთი თბილები და ყურადრებიანები არიან როგორ შეიძლება ისინი არ მიყვარდნენ. მერე რა რომ მომღერალი არ ვარ მშვენივრად ვერკვევი მუსიკალურ ინსტრუმენტებში და თვითონ მუსიკაშიც. მამა ყოველთვის იმას მასწავლიდა, რომ მუსიკა არ არის მარტო მელოდია, რომელსაც მოუსმენ და კარგ ხასიათზე დაგაყენებს. ის ამბობს, რომ მუსიკა სიცოცხლის სულია, რომელიც ადამიანში ბუდობს. კარგ მუსიკას მკვდის გაცოცხლება შეუძლიაო. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაც შემთხვევაში მართალია. როდესაც ცუდ ხასიათზე ვდგები კარგ მუსიკას შეუძლია განწყობა გამომიკეთოს. რატომ არის, რომ როცა ბედნიერები ვართ მუსიკას ვუსმენთ? იმიტომ, რომ მუსიკა სიცოცხლეა, სიცოცხლე კი ბედნიერებაა. დედამიწის ზურგზე არ შეიძლება არსებობდეს ადამიანი რომელსაც მუსიკა არ ეყვარება. მიცვალებულსაც კი მუსიკით ვაცილებთ სამუდამო სამყოფელში.
-მართალი ხარ! მეც არ შემიძლია მუსიკის გარეშე. თავისუფალ დროს ყოველთვის რამეს ვუსმენ, განწყობას გააჩნია.
-მე მარტო ქართული მიყვარს, ისე კი მოსმენით თითქმის ყველაფერს ვუსმენ.
-რომელიმე ინსტრუმენტზე შეგიძლია დაკვრა?
-პიანინოზე და გიტარაზე ვუკრავ ძალიან კარგად. დედამ პიანინოზე დაკვრა მასწავლა, მამამ გიტარაზე. ბედნიერი ბავშვობა მქონდა მუსიკის თანხლებით. დღემდე ასე ვცხოვრობთ, სიძნელეების მიუხედავად ერთმანეთისადმი სიყვარული არ უნელდებათ ჩემ მშობლებს, მათი სიყვარულით და ბედნიერებით კი მე ვსაზრდოობ და ვიზრდები. შენ მშობლებს უყვართ ქართული ხალხური ფოლკლორი?
-მე მშობლები არ მყავს ხომ მოგიყევი.
-ვაიმე, გიო ბოდიში, დამავიწყდა. შენი წყენინება არ მინდოდა. -ძალიან შეწუხდა თამუნა და უხერხულობისაგან არ იცოდა რა ექნა.
-შენგან რა უნდა მეწყინოს დაიკო? არაფერია ხდება ხოლმე -სიტყვა დაიკო თამუნას ყურებში ექოსავით გაისმა, გული უსიამოვნოდ, სიმწრისაგან ხმა ჩაუწყდა და ვერაფერის თქმა ვეღარ შეძლო. თვალებზე მომდგარმა ცრემლემბა თვალები დაუბინდეს და გიჟივით გავარდა პალატიდან.
-მოიცა, სად გარბიხარ? თამუნა... თამუნა... -ყურადღება აღარ მიუქცევია მისი ძახილისთვის, მაშინვე საპირფარეშოში შევარდა, სახეზე ხელები აიფარა და კედელს მიეყრდნო. -დაიკო. ფუჰ, რაშინელი სიტყვაა. რა დაიკო, რა დაიკო, ადამიანო, ბრმა ხარ მომწონხარ და დაიკოვო. გაგიჟება შეიძლება. რა გულმა უნდა გაუძლოს ადამიანს, ასეთი დამცირება, ასეთი საშინელი დღე ჯერ არ გამთენებია. ისე, ბიჭებს რომ კითხო დიდად ტრაბახობენ, რომ მაგრები არიან და გოგოს თვალებში ყველაფრის წაკითხვა შეუძლიათ, ეს როგორ ვერ მიხვდა, რომ მის დანახვაზე უკვე სუნთქვა მეკვრის? ბრუციანი, ბატი, იდიოტი, ქათმისტვინა, ვერ გიტან! ვერა. რას მიხვდები სხვა გიყვარს და...ესეც გაივლის, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ არაფერიც არ გაივლის არა? გავგიჟდები! აი, მართლა გავგიჟდები.
-თამუნია რა მოხდა? -აღელვებულმა ჟანამ შეაღო საპირფარეშოს კარები.
-ნუ მეძახი თამუნიას!
-კარგი და აბა, რა დაგიძახო?
-თამო.
-შენ სულ გააფრინე თუ რა ხდება? რაც გიცნობ ჩემი თამუნია ხარ და პრეტენზია არასდროს გამოგითქვამს, ახლა რა გეტაკა? რა მოხდა აღარ იტყვი? ისე, რაკეტასავით ჩამიქროლე გვერდით არც კი მოგიხედავს, რომ გეძახდი.
-მაპატიე ვერ შეგამჩნიე. ანდა როგორ შეგამჩნევდი, იცი რა დამიძახა? დაიკო, რა დაიკო, ფუჰ. ჟანა, მიშველე გთხოვ ძალიან ცუდად ვარ, არ ვიცი რა ვქნა, როგორ მოვიქცე?
-ჩემი ფისუნია, რა გატირებს, მაგის გამო ტირილი შეიძლება? იცი რამდენი ბიჭი გამოჩნდება შენ ცხოვრებაში? უამრავი და მერე შენ ყველას გამო ასე თუ იტირე რა გამოვა?
-და შენ რას ამბობ, რომ ყველა მომეწონება მე?
-ყველა არა, მაგრამ უმეტესობა კი.
-სისულელეა! არავინაც არ მომეწონება. ერთი მომეწონა და იმასაც სხვა უყვარს.
-მორჩი წუწუნს და ადექი დაბლიდან, გაცივდები, რამე არ დაიმართო. ვერ ვიგებ მაინც რამ გადაგრია ასე, დიდი ვერაფერი ბიჭია.
-იცი როგორი სხვანაირია? სულ სევდიანი მზერა აქვს და მე როცა მიყურებს რაღაცნაირად უთბება.
-რად გინდა გოგო ნევროზიანი ბიჭი, ხომ არ გადარეულხარ?!
-არ არის ნევროზიანი!
- კი, როგორ არა. 9 წელი მოიკლა თავი იმ ვიღაც თავისი ყოფილის გამო და ლამის მასზე ნერვიულობას თან გაყვა. ფსიქიატრთან რომ გავწეროთ პირდაპირ ურიგო არ იქნება.
-ნუ ამბობ მასეთ რაღაცას და ნუ მაშინებ. მართლა კარგი ადამიანია. უკვე ცუდად ვხდები თუ ვერ ვნახე. ხანდახან ჩუმად ვიპარები ღამით მის პალატაში და მძინარეს ვუყურებ, თან მეშინია ვინმემ არ შემომისწროს ან არ გაიღვიძოს.
-ვაი, საწყალო რა დღეში ყოფილხარ.
-ვხვდები, რომ მე არ მეკუთვნის, სხვისი საკუთრებაა და ისე არასდროს შემომხედავს როგორც იმ ქალს. გახსოვს? მასხრად რომ გიგდებდი ლაშას გამო, როგორ გაბრაზებდი, რას აღარ გეძახდი. სიყვარულის გამო ტანჯული ოცდამეერთე საუკუნის ჟანა დარკიც კი შეგარქვი. ახლა ვხვდები რა ძნელი ყოფილა და მე მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა შენ რა მდგომარეობაში იყავი და რისი გადატანა გიხდებოდა. მაპატიე, გთხოვ.
-დაწყნარდი, ჩემო ლამაზო გოგო. როგორც ლაშას და ჩემი ურთიერთობა აეწყო ისე აეწყობა შენიც, ჯერ 21 წლის ხარ, აუცილებელია მაგ გიორგის შეუყვარდე? შენ გული არ გაიტეხო თამუნია, აქ თუ ვინმე შესაფერისი არ გამოგიჩნდა ჭიკაანში წაგიყვანთ მე და ლაშა, ნაზუქივით გოგოები ყავთ და შენი მოსაწონი ერთი ნაზუქივით ბიჭი როგორ ვერ მოიძებნება? -ჩაიხითხითა ლანამ.
-საძაგელო!
- რაო მე თუ ჭიკაანიდან ვარ ვერ ვარ ნაზუქივით გოგო?
-მართლა? ეგ ჩემთვის არასოდეს გითქვამს. ნაზუქის რა გითხრა, მაგრამ კი ხარ თონის ფიჩხივით. -გადაბჟირდა თამუნია.
-ერთი ამას დამიხედეთ, დამცინის კიდეც, წამოდი ახლავე! პაციენტები გველოდებიან. -მაჯაში წაავლო ხელი ჟანამ, ფეხზე წამოაყენა, და ძალით გააგდო კორიდორში. -პატარა მტირალა კნუტი ხარ, ლამაზ თვალებს რომ აბრიალებ და პალატიდან პალატაში დაძვრები.
-ახლა ვგავარ მე კნუტს?
-როგორ არ გავხარ, ჩაიხედე სარკეში და დაინახავ. -ჟანამ ლოყაზე აკოცა და მერე გვერდებში შეუღიტინა. თამუნამ სიცილი და ხელების ქნევა დაიწყო.
-გეყოფა! მოვკვდები ახლა, ხომ იცი ვერ ვიტან ასე რომ მიკეთებ. სირცხვილია, ამხელა გოგო ხარ და როგორ იქცევი?!
-გამოყო ბრჭყალები კნუტმა. ფისო, ფისო, რაო ფისო, არ დამკაწრო იცოდე! ლაშა მოგკლავს.
-არ მომკლავს! დაგავიწყდა ჩემი ძმაკაცი რომ არის?
-აჰა, ესე იგი შენი ძმაკაცი?
-და მე ვინ ვარ?
-ძმაკაცის ცოლი.
-რაო? ვინ ძმაკაცის ცოლი, მე გაგაცანით ერთმანეთი შე კუდიანო. მაცადე დაგჭირდები და მოკრუტუნდები შენი ფეხით.
-არაფერიც! -დაეჭყანა თამუნია და პირველივე შემხვედრ პალატაში შევარდა.
##############
მოგონებები ყველაზე მეტად გტკენს ისედაც დასახიჩრებულ გულს.
##############
შუაღამისას გიორგის მდგომარეობა უარესობისაკენ შეიცვალა. თამუნია ცრემლიანი თვალებით შედიოდა გიორგის სანახავად და მერე ტირილით გადიოდა უკან. გიორგიმ ექიმს ბევრჯერ სთხოვა არ შეეშვათ მის სანახავად, მაგრამ ის მაინც თავისას არ იშლიდა. გულის არეში დრო და დრო ჩხვლეტებს გრძნობდა და ტკივილი უფრო უძლიერდებოდა, უცნაურმა მოუსვენრობამ შეიპყრო. ტკივილისაგან თვალები დახუჭა, პირი გააღო და ღრმად დაიწყო სუნთქვა, სულ ცოტათი შვება იგრძნო, მაგრამ მაინც ძალიან ტკიოდა გულის მხარე. მოულოდნელად კარის სახელურმა დაბლა დაიწია და დაბინდული თვალებით დაინახა როგორ შემოვიდა ნელი ნაბიჯებით ტატიანა.
-ესეც სიკვდილი, არ მეგონა სიცოცხლის ბოლო წუთები ასეთი ბედნიერი თუ იქნებოდა. ლურჯი ფერის კაბა აცვია, თმაც საკმაოდ გაზრდია, როგორც ყოველთვის ძალიან ბზინავს მისი სწორი და მუქი წაბლისფერი თმა.
-გიორგის გულმა გაასმაგებული ძალით დაიწყო ფეთქვა, საერთოდ ვეღარ შეძლო სუნთქვა, თვალები დახუჭა და პირი გააღო, ჰაერი ისე ჩაისუნთქა როგორც შეეძლო. 9 წელი გავიდა, 9 ჯოჯოხეთური წელი მის გარეშე, ახლა კი სიკვდილის ბოლო წუთებში მას ხედავს. თვალები გაახილა, ტატიანა უკვე მის გვერდით იდგა, უცებ გიორგის თვალთ დაუბნელდა, სუნთქვა შეწყვიტა და წამიერად გულიც გაუჩერდა.
-გიორგი გაახილე თვალები, გთხოვ შემომხედე. მე აქ ვარ, შენთან ვარ, ჩამოვედი, გესმის? ჩამოვედი. ექიმი... ჩქარა ექიმს დაუძახეთ. არ დამტოვო გემუდარები. -ტატიანა საწოლთან ჩაიკეცა, გიორგის ხელი ისე ჰქონდა ჩაბღუჯული შემოსულმა ექიმებმა და ექთნებმა ძლივს გააშვებინეს. გაჭირვებით წამოაყენეს ფეხზე და გარეთ გაიყვანეს.
-ჟაკ დავაგვიანეთ... დავაგვიანეთ... ის მოკვდა, აღარ არის, გესმის?! მოკვდა ჟაკ! ახლა როგორ ვიცოცხლო მის გარეშე? აქამდე მხოლოდ ის მაძლებინებდა რომ შორს, ჩემგან ძალიან შორს,საქართველოს ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე ჩემი ერთი ცალი სუნთქავდა და ახლა როცა სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში მე მასთან უნდა ვყოფილიყავი დავაგვიანე გესმის?! ეს...ეს.. ეს უსამართლობაა, არ შეიძლება ის მოკვდეს და მე ცოცხალი ვიყო. -ძალა გამოცლილი დაეშვა მოსაცდელის სკამზე, თავი ხელებში ჩარგო და ისტერიული ტირილი აუვარდა. გაბრუვდა, ყურები დაუგუბდა და სკამიდან გადმოვარდებოდა გონდაკარგული ჟაკს რომ არ დაეჭირა.
-ტატიანა გაიღვიძე. -ჟაკმა ფრთხილად შეანჯღრია და მის გაღვიძებას დაელოდა. ტატიმ გვერდით გადაგდებული თავი გაასწორა და თვალები ნელა გაახილა.
-ჟაკ, გიორგი...-თვალები ისევ ცრემლით აევსო, ყელში ბურთი გაეჩხირა, სახეზე ხელები აიფარა და ტირილი დაიწყო.
-შეწყვიტე ტირილი და დამშვიდდი, გიორგი ცოცხალია.
-ნუ მატყუებ ძალიან გთხოვ და ნუ ცდილობ ჩემ დამშვიდებას.
-არ გატყუებ, მართლა ცოცხალია. ხელები ჩამოიღე სახიდან და თვალებში შემომხედე, შენ ხომ ყოველთვის ხვდები როდესაც გატყუებენ. -ტატიანამ ტირილი შეწყვიტა, სახიდან ხელები ჩამოიხსნა და ჟაკს თვალებში შეხედა, რომ მიხვდა სიმართლეს ამბობდა მთელი ძალით შემოჰხვია გახარებულმა მის მხრებს ხელები.
-მე ხომ ჩემი თვალით დავინახე როგორ შეწყვიტა სუნთქვა, აპარატზეც დავინახე სწორი ხაზი.
-ექიმმა თქვა, რომ შეტევა ჰქონდა, ოღონდ იოლ ფორმებში, სწორედ მან გამოიწვია, რომ წამიერად გაუჩერდა გული.
-ახლა სად ჰყავთ, ან როგორ არის? მისი ნახვა მინდა.
-ჯერ ისევ ძინავს, არავის უშვებენ სანახავად.
-თამუნა სად არის? ჩქარა დაუძახე. -ჟაკი პალატიდან გავიდა და უკან ექთანთან ერთად შემოვიდა.
-როგორ ხართ?
-მე კარგად ვარ. გიორგი უნდა ვნახო და შენი დახმარება მჭირდება.
-არ შემიძლია, ექიმმა ექთნებსაც აგვიკრძალა მისი შეწუხება. ახლა მას სიმშვიდე და დასვენება ჭირდება, ხვალ დილამდე ვერაფერს მოვახერხებ. ექიმმა იცის აკრძალვების მიუხედავად ჩუმად რომ ვიპარები და დამემუქრა სამსახურიდან გაგანთავისუფლებო.
-ძალიან გთხოვ, აუცილებლად უნდა ვნახო, შეტევა კიდევ რომ გაუმეორდეს მერე რა მეშველება? თუ ვერ ვნახავ შეიძლება ხვალ დილით უკვე გვიანი იყოს. -ტატიანა საწოლიდან წამოდგა და თამუნას ფეხებთან დაიჩოქა.
-ოოო არა, ახლავე ადექით, სირცხვილია რას აკეთებთ, თქვენ ასე არ უნდა დაიმციროთ თავი ჩემ წინაშე. გთხოვთ ფეხზე წამოდგომაში დაეხმარეთ. -შეწუხებულმა თამუნამ ჟაკს შეხედა და ძირს დაიხარა, ჟაკმაც არ დააყოვნა და ტატის წამოდგომაში დაეხმარა.
-თქვენ აქ დამელოდეთ, ვეცდები როგორც კი ექიმი შემოვლას დაასრულებს მაშინვე გიორგის პალატაში შეგიყვანოთ, ისე, რომ ექიმმა ვერაფერი გაიგოს. ექთნებსაც გავაფრთხილებ. უჩემოდ აქედან არ გახვიდეთ, ვინმემ რომ გაიგოს გეხმარებით სამსახურს დავკარგავ და დიდი შანსია საერთოდ უმუშევარი დავრჩე. ორ საათში ექიმი შემოვლას დაიწყებს, ახლა უნდა გავიდე თქვენის ნებართვით.
-შენ ცოტახნით დაისვენე სანამ ექთანი მოგაკითხავს, მე იქამდე წავალ და უკან მალევე დავბრუნდები.
- სად მიდიხარ?
-რაღაც საქმე მაქვს. -ჟაკმა პალატის კარი გაიხურა და წავიდა, ტატიანა პალატაში მოუსვენრად მიმოდიოდა, ხან ჯდებოდა ხან დგებოდა. ბოლოს ისე შეწუხდა და დაიღალა, რომ სკამზე ჩამოჯდა და ჩაეძინა. ხელზე შეხებამ გამოაღვიძა, თამუნია უღიმოდა.
-წავიდეთ, დროა უკვე. -ფეხაკრეფით გაიარეს გრძელი დერეფანი და პალატასთან შეჩერდნენ.
-არავინ შემოვა, მაგრამ თუ ექიმი შემოვიდა უთხარით რომ წესებს არ დაემორჩილეთ და თქვენით შემოხვედით.
-ვერ წარმოიდგენ შენი როგორი მადლიერი ვარ, პირდაპირ ღმერთმა გამოგვიგზავნა მე და გიოს შენი თავი, ეს სიკეთე არ დაგეკარგება.
-შედით, სანამ ვინმეს დავუნახივართ.
############
ყურებში ჩურჩულის და ტირილის ხმა ჩაესმა.
- არ ვიცოდი მიცვალებულებს ხმები თუ ესმოდათ. -ხელზე შეხება იგრძნო, შემდეგ შუბლზე ტუჩების შეხება, ცხელი სუნთქვა მთელს სახეზე მოედო, ახლა უკვე ცრემლიც დაეცა შუბლზე.
-მგონი ცოცხალი ვარ. -ტირილის ხმა ეცნო, მაგრამ თვალების გახელას არ ჩქარობდა, ცოტა შეშინდა ეს ყველაფერი უბრალოდ ილუზია არ ყოფილიყო.
-გთხოვ, გაახილე თვალები,არ დამტოვო, ჩემი გულისთვის იცოცხლე, გევედრები. -მისმა გულმა ისე დაიწყო ფეთქვა ეგონა მარცხენა მხარეს გაუგლეჯდა. სუნთქვა გაუხშირდა და თვალები ფართოდ გაახილა.
-არ მჯერა, ნუთუ მართლა შენ ხარ? აქ, ჩემ გვერდით. -პასუხის ნაცვლად ტატიანას ცრემლები წამოუვიდა და კიდევ ერთხელ იგრძნო გიორგიმ მისი ტუჩები შუბლზე. სახეზე მისი ცხელი ცრემლები დაეცა, გაყინული ხელით მოაშორა ცრემლები სახიდან, სკამი საწოლთან მისწია და დაჯდა, თავი გულზე დაადო და მისი ხელები თავისაში მოიქცია.
-რომ იცოდე როგორ უსასრულოდ მტანჯველი იყო უშენოდ გატარებული თითოეული წამი. ცხრა წელია ცოცხალ მკვდრად ვიქეცი, ჯოჯოხეთური ცხრა წელი. მთელი ეს დრო მე მხოლოდ ვარსებობდი, მე მაშინ მოვკვდი როცა თვითმფრინავის ტრაპზე ავდგი ფეხი და აქედან წავედი. მას შემდეგ ჩემ სიცოცხლეს სიცოცხლე აღარ ერქვა. უშენოდ ყველაფერი უფერული იყო ჩემ გარშემო. არავის ესმოდა ჩემი ტკივილის, არავინ იყო ვინც მანუგეშებდა მძიმე წუთბში.
-გგონია მე ნაკლებ დღეში ვიყავი? პირველ ხანებში სიკვდილს ვნატრობდი, ბიჭები ძალ - ღონეს არ იშურებდნენ მდგომარეობიდან რომ გამოვსულიყავი, ტკივილი შეუხორცებელ ჭრილობად მექცა, ნელ - ნელა ვისწავლე ტკივილთან ერთად ცხოვრება და არსებობა გავაგრძელე. თითქოს მთელი სამყარო ჩვენ ბედნიერებას ებრძოდა. ქუჩაში რომ გამოვდიოდი ყველა კუთხეში შენი სახე მედგა თვალწინ, შენი ხმა ჩამესმოდა ყურებში, გამუდმებით ჩემს სახელს რომ იძახდა. ყოველ სავსე მთვარეობისას გავდიოდი ქუჩაში ღამით, იმის იმედით, რომ სადმე შენ გადაგეყრებოდი შუა ქუჩაში, მაგრამ არსად არ ჩანდი. უშენობა ყველაფერს დაეტყო, ყველაზე მეტად კი მე, თითქოს ვინმემ გულის ნახევარი ამომგლიჯა და ძალიან შორს მოისროლა.
-შენმა მონატრებამ ჩემი ცხოვრების ყოველი დღე ერთფეროვნად აქცია. შენი სახელი ყოველ წამს თავში მიტრიალებდა, მოგონებები კი თავზე უმოწყალოდ მიჭერდნენ და ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა სადაცაა თავი გასკდებოდა.
პალატაში რომ შემოვედი და გაითიშე მეგონა სამუდამოდ დაგკარგე, ეს ისეთი მძიმე წუთები იყო ჩემთვის, რომ ვერ წარმოიდგენ. ახლა აქ ვარ, შენთან ვარ და არ მოგცემ სიკვდილის უფლებას, ერთხელ დაგკარგე და არ ვაპირებ ეს მეორე ჯერზე კიდევ განმეორდეს.
-მერე შენი ოჯახი? შენი ქმარი? ვინ მოგვცემს ჩვენ ერთად ყოფნის უფლებას?
-სიყვარული! სიყვარული მოგვცემს ბედნიერების უფლებას. მე ჟაკს ერთი დავშორდი. ახლა ჩვენ ბედნიერებას ხელს ვეღარავინ შეუშლის.
-ეს ყველაფერი ილუზია მგონია, მეშინია თვალებს რომ დავხუჭავ არ გაქრე და ცივი უსიცოცხლო კედლების გარემოცვაში არ აღმოვჩნდე ისევ. -თავზე ხელი გადაუსვა და მისი გრძელი თმები ხელში დაიკავა. -სულ მაინტერესებდა როგორი იქნებოდი გრძელი თმებით.
-მერე რას ფიქრობ მიხდება?
-ძალიან.
-შენ უფრო სიმპათიური გამხდარხარ.
-ნუ მაცინებ, რომელ სიმპათიურობაზეა ლაპარაკი რას დავემსგავსე, მომაკვდავზე ვინ ამბობს მაგას?
-გიორგი! - ტატიანამ თავი ასწია და გიორგი მის განრისხებული მზერას წააწყდა. თვალებში ცრემლები აუბრჭყვიალდა და მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა.
-მაპატიე. -ძლივს შეძლო ოდნავ წამოწევა და მისთვის თავზე კოცნა. ტატიანამ ცრემლიანი თვალებით ახედა და უფრო მაგრად აეკრო.
,,შენთან ვარ, მაგრამ მაინც დაგეძებ,
როგორც დაეძებს საჭმელს მშიერი,
და ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე
შემაძრწუნებლად ვარ ბედნიერი.“
ოთარ ჭილაძე

-არ გეძინება? სადაცაა გათენდება, დასვენება არ გინდა?
-არ მინდა ძილი, შენ თუ გეძინება დაიძინე. ალბათ ძალიან შეგაწუხე და დაგღალე, ექთანმა მითხრა, რომ შენთვის გადაღლა არ შიძლება, მე კიდევ რამდენი ხანი გავჩერდი, ვერც კი ვიფიქრებდი ასე მალე თუ გავიდოდა დრო. -სკამიდან დააპირა წამოდგომა, გიორგიმ ხელი არ გაუშვა და ქვემოთ მოქაჩა.
-დარჩი!
-დასვენება გჭირდება, შენ გულს გადაღლა ნამდვილად არ მოუხდება, დღე ისედაც ძალიან დატვირთული იყო შენთვის.
-არ დავღლილვარ, მაინც ვერ დავიძინებ, დარჩი!
-ექიმმა აქ რომ მნახოს თამუნას პრობლემები შეექმნება.
-ნუ გეშინია რამეს მოვიფიქრებთ. -უცებ პალატის კარი გაიღო და მაღალი მამაკაცი შემოვიდა.
-ჟაკ მოხვედი? რა კარგია, შემოდი ნუ დგახარ, შეგამჩნევენ. -ტატიანა მისკენ შეტრიალდა და გაუღიმა. გიორგის უსიამოვნო შეგრძნებამ დაუარა მთელ სხეულში.
-გამარჯობა. -ჟაკმა გულწრფელად გაუღიმა და იქვე სკამზე მოკალათდა.
-გიორგი ეს ჟაკია. ჟაკ შენ ხომ იცნობ გიორგის ამიტომ წარდგენა არ ჭირდება. -გიორგის დაბნეულობა დაეტყო ფრანგი მამაკაცისგან ქართული მისალმება რომ გაიგონა. ჟაკმა ინტერესით შეათვალიერა გიორგი და მზერა ტატიანაზე გადაიტანა.
-ასეთი ბედნიერი მე ჯერ არ მინახიხარ.
-ეს შენი დამსახურებაა ჟაკ.
-გეშლება! ეს მისი დამსახურებაა. -ჟაკმა თითი გიორგის მიმართულებით გაიშვირა და გაუღიმა.

-არასოდეს შემოუხედავს ჩემთვის ასეთი სიყვარულით სავსე ბედნიერი თვალებით. ახლა თვალები უბრწყინავს და მე ძალიან მიხარია. წლებია მის ცრემლიან და სევდით სავსე თვალებს ვუყურებ და ვერც ერთხელ ვერ შევძელი მის თვალებში სულ პატარა სინათლის სხივი მაინც დამენახა. ყველანაირად ვცდილობდი მისი კეთილგანწყობის მოპოვებას მაგრამ ვერაფერს გავხდი.
-მეტად მნიშვნელოვანი კითხვა მებადება თავში, საიდან იცის ამ კაცმა ასე კარგად ქართული ენა? აქცენტი კი აქვს, მაგრამ მგონი ჩემზე კარგად საუბრობს.
-გვერდით რომ გიზის მაგის დამსაახურებაა, მიუხედავად იმისა, რომ ფრანგული შესანიშნავად იცის, რაც ჩემი ცოლი გახდა ერთი სიტყვაც არ უთქვამს ფრანგულად, ძლივს შევძელი შეთანხმების მიღწევა მასთან, მართალია ძლივს ვისწავლე ქართული ენა მაგრამ ეს მისი ძალისხმევის შედეგად მოხდა და უზომოდ მადლიერი ვარ . ახლა, რომ არ მცოდნოდა თქვენი ენა ჩვენი საუბარიც არ შედგებოდა.
-წავიდეთ ჟაკ, დავღალეთ გიორგი, ჩვენც დასვენება გვჭირდება. -ჟაკი წამოდგა და ნაჩქარევად გავიდა პალატიდან. ტატიანა ერთხანს მაღლიდან დაჰყურებდა გიორგის და უცინოდა, მერე მისკენ დაიხარა და ფრთხილად აკოცა.
-ახლა კარგად დაგეძინება. -უთხრა ჩურჩულით და პალატიდან გავიდა.
-ახლა სულ აღარ დამეძინება, სად მიდიხარ. -უკვე კარგად გათენებული იყო და გიორგის ისევ არ ეძინებოდა. აფორიაქებულმა, ჯერ კიდევ ვერ შეძლო გააზრება, რომ ცოცხალია და ტატი ჩამოვიდა, მის გამო ჩამოვიდა. წარმოუდგენელია, ბედნიერებისაგან უნდოდა ეყვირა, მაგრამ უადგილობის გამო თავს იკავებდა. თვალებს ერთმანეთზე მთელი ძალით აჭერდა რომ როგორმე დაეძინა, მაგრამ მაშინვე ტატიანას მომღიმარი სილუეტი დაჰყურებდა თავზე, როგორც კი თვალებს ახელდა მაშინვე ქრებოდა, ხუჭავდა და იგივე მეორდებოდა. მოშივდა და წყალიც მოწყურდა. პალატაში ექიმი შემოვიდა.
-ოჰო, რატომ არ გძინავს?
-ვერ ვიძინებ ექიმო.
-რას იზამ შვილო სიყვარული არავის არ გვაძინებს. -ექიმმ ეშმაკურად გაუღიმა, მერე საგულდაგულოდ გასინჯა პაციენტი და კმაყოფილმა ჩაინიშნა რვეულში რაღაც. შენი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესებულია, ცოტა ფერიც მოგსვლია, როგორც ვხედავ მოლურჯო ფერი აღარ გადევს, წნევაც ნორმალურია, გულის ცემა აჩქარებულია, მიზეზი ვიცით ვისი ბრალიც არის და ამიტომ საშიში არაფერია. პირდაპირ სასწაულთან გვაქვს საქმე, ამდენი წელია ექიმი ვარ და პრაქტიკაში მსგავსი შემთხვევა ჯერ არ მქონია, პაციენტი რამდენიმე საათში ასე გარდაიქმნას და სიცოცხლისკენ შემობრუნდეს... ეჰ სიყვარულო, სიყვარულო, რა ყოფილხარ შე ეშმაკუნა შენ ჰა? რამე ხომ არ გინდა მოგიტანოს ექთანმა?
- ექიმო ძალიან მშია.
-ღმერთო შენ მიშველე, აქამდე გრამს არ ჭამდა ახლა თვითონ ითხოვს. თამუნას ვეტყვი საჭმელი შემოგიტანოს, ვიცი რომ ძმაკაცობთ თქვენ ორი. სუნთქვით როგორ სუნთქავ კიდევ გიჭირს?
-საერთოდ აღარ.
-სასწაული პირდაპირ. -ექიმმა ხელები ჰაერში ააფრიალა, პირჯვარი გამოისახა და პალატიდან ექთანთან ერთად გავიდა. ცოტახანში თამუნია შემოვიდა თვალებგაბრწყინებული, ფოდნოსზე საჭმელი ედო.
-აი, გამომართვი და სულ შეჭამე, რამდენია დღეა ლუკმა არ გადაგსვლია ყელში ნორმალურად.
- იფ, იფ, იფ რა გემრიელი სუნი აქვს, მგონი ამაზე გემრიელი არაფერი მიჭამია. ან მართლა გემრიელია, ან მე მეჩვენება რაღაც.
-ჭამე, ჭამე, შენნაირ მშიერ ადამიანს ხის ფოთლებიც გემრიელად მოეჩვენება.
-მოვრჩი უკვე.
-ყოჩაღ შენ, წავიღებ ამას და მეც რამეს შევჭამ, შენ ისე მადიანად გადასანსლე ყველაფერი მომშივდა. დაიძინე თორემ გადაიწვები.
-არ მეძინება, ძალით როგორ დავიძინო? თვალებს რომ ვხუჭავ ტატიანას მომღიმარი სახე დამყურებს თავზე, მოდი და დაიძინე როგორია?
- გშიოდა და მაგიტომ ვერ იძინებდი, რამდენი დღის უჭმელი ხარ. თვალები დახუჭე და დაგეძინება, არაუშავრს გიყუროს ტატიანამ ზემოდან. - თამუნას პალატიდან გასვლის შემდეგ ცოტა ხანში დაღლილობამ თავისი გაიტანა, იგრძნო როგორ დაუმძიმდა თვალები და თავი ძილმა წაართვა.
###############
გიორგიმ თვალები რომ გაახილა და გამოფხიზლდა მის გვერდით მჯდომი ტატიანა დაინახა.
-დილამშვიდობისა გიო, როგორ გეძინა?
-კიდევ მეძინება.
- 16 საათი გეძინა, არ გეყო?
-რომელი საათია?
-უკვე თორმეტის თხუთმეტი წუთია.
-ამდენი ხანი მეძინა? შენ რა ქენი დაისვენე თუ არც კი გძინებია?
-ვერ მოვახერხე, მაგრამ არაუშავრს.
-რა რაუშავრს? ახლავე წადი და დაისვენე.
-არ მინდა, არ მეძინება, მირჩევია შენთან დავრჩე და გელაპარაკო.
- ისეთი გადაღლილი სახე გაქვს თითქოს მთელი დღე მშენებლობაზე უმუშავიაო.
-არ მეძინება.
- სახეზე სულ სხვა რამე გაწერია, სადაცაა გადავარდები. წადი სახლში და კარგად გამოიძინე, მე არსად არ გავიქცევი, კარგად ხედავ საწოლიდან ვერ ვდგები.
-არ მინდა!
-გინდა! წადი სახლში. -ხმა მკაცრი და შეუვალი გაუხდა. -არ შეიძლება გამოუძინებელმა იარო აქეთ - იქით. სულ არ მინდა ასეთი მზრუნველობა თუ კი თვითონ დაზარალდები. შენი ნებით წადი სანამ დროა, ჩემი ნერვიულობა დაგავიწყდა რომ არ შეიძლება?!
-გთხოვ, გიო.
-მერამდენედ უნდა გაგიმეორო ერთი და იგივე?!
-ნუ მექცევი სასტიკი ადამიანივით.
-ჟაკი სად არის?
-არ ვიცი.
-დაურეკე მოვიდეს!
-რატომ?
-გითხარი დაურეკე მეთქი!
-კარგი ვრეკავ. -ხელში ტელეფონი მოიმარჯვა და დარეკა, ცალი ხელით ცრემლები მოიწმინდა.
-ჟაკ, მოდი და სახლში წამიყვანე. ახლა კმაყოფილი ხარ?! -გაბრაზრბული ხმით მიუბრუნდა გიორგის და ნაწყენმა შეხედა.
-სავსებით. -არანაკლებ გაბრაზებული ხმა ჰქონდა გიორგის. თავი გვერდით მიაბრუნა და ფანჯარას მიაშტერდა. პალატის კარის გაჯახუნების ხმა გაისმა, ცოტა ხანში თამუნია შემოვიდა.
-რა მოხდა გიო?
-ცოტა გამაბრაზა.
-იმან გაგაბრაზა თუ შენ გააბრაზე?
-იმან და ცოტა მეც გავაბრაზე.
-ცოტათი გაბრაზებულზე პალატიდან ტირილით არ გამორბიან.
-რაც ჩამოვიდა არ ძინებია, უძილოა და კიდევ მაინც აქ დარჩენას ითხოვდა, რომ გადავარდეს და რამე დაემართოს მერე რა ვქნა? ახლა მირჩევია იტიროს, ვიდრე მერე მე ვინერვიულო მაგის ცუდად ყოფნის გამო. -თამუნია მალევე გავიდა პალატიდან. შუაღამისას უცნაურმა შეგრძნებამ არ მოასვენა გიორგი, თითქოს ვიღაცას თოკებით ჰყავდა შეკრული, გულზეც რაღაც მძიმე აწვებოდა. უნდოდა გაღვიძება მაგრამ ძილიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა, ისევ ჩაეძინა. დილით მზის სხივებმა დაიწყეს თამაში მის სახეზე.თვალები გაახილა თუ არა ჟაკი დაინახა. ჟაკმაც შეამჩნია და მისალმების ნიშნად თავი დაუქნია. საწოლში ოდნავ შეირხა და თვალები რომ დახარა დაინახა როგორ ეძინა ტატიანას. თავი მის გულ - მკერდზე ედო და ხელებით მის ხელებს ჩაბღაუჭებოდა. მისი გაოცებული სახის შემყურე ჟაკს სიცილი აუტყდა.
-როდის მოვიდა? -ეცადა რაც შეიძლება ხმადაბლა ეთქვა, რომ მას არ გაღვიძებოდა.
-არ ვიცი რა უთხარი ასეთი, მაგრამ აქედან რომ წავიყვანე მოიკლა თავი ტირილით, მერე გაბრაზებული სახლში ყველას დაერია და ეჩხუბა, არავინ დატოვა ისე, რომ არ გაელანძღა. ყველასთან რომ მორჩა საქმეს და დასაძინებლად წავიდა, რამოდენიმე წუთის შემდეგ ჩემი ოთახის კარზე კაკუნის ხმა გავიგე, რომ გამოვაღე კარები აცრემლებული დამხვდა, შენთან მოყვანას მთხოვდა, უარს ვერ ვეტყოდი. რაც მოვედით მას შემდეგ ძინავს.
-არ უნდა წამოგეყვანა.
-რას ვიზამ, ასეთია.
-დამაძინეთ ხალხი არა ხართ? რას დუდუნებთ ამ დილაადრიანად. - ბუტბუტი დაიწყო და ბალიშივით სწორება დაუწყო გიორგის.
-გუშინ გადაირიე, არ გეძინებოდა, გიორგისთან გინდოდა წამოსვლა, ახლა კიდევ წუწუნებ, რომ არ გაძინებთ.
-ჟაკ, ქათველი კაცებივით დაიწყე შენც?
-უკაცრავად ქალბატონო ძილი რომ დაგიფრთხეთ, მაგრამ მგონი ჩემზე გძინავთ.
-შენ ჩუუ, მე შენზე ძალიან გაბრაზებული ვარ და ხმას ნუ იღებ.
-ჟაკ, ერთი შეხედე ამას, კიდევ მე რომ მაჩუმეს.
-ყავა მინდა.
-შეზლონგი რომ გაგიშალოთ და ზაგარი მიიღო არ გინდა?
-გავალ და მოგიტან ყავას. -ჟაკი სავარძლიდან წამოდგა და პალატიდან გავიდა.
-სულ ასე გისრულებს ყველა სურვილს თუ ჩემთან თამაშობს კარგი ქმრის როლს?
-რა შეატყვე რომ თამაშობს? ეს რაც გავიცანი სულ ასეთია, იცის ქალის პატივისცემა.
-მეც ასე მომთხოვ ყოველ დილა ყავის მოტანას?
-რა არ გეკადრება? თუ შენი ქართული მენტალიტეტი შეილახება ერთი ჭიქა ყავის მოდუღებით?
-ნწუ.
-მაშინ რა პრობლემაა? -ჟაკმა ყავა შემოიტანა და ტატის მიაწოდა, მან კი წამებში გამოცალა ჭიქა.
-უჰ, რა მსმელი დაგებოდა შენგან?
-შენ და რეზოს მაინც ვერ გაჯობებდით. წავალთ ჩვენ, ექიმსაც უნდა დაველაპარაკო, იმედია ხვალ ან ზეგ მაინც გაგწერენ სახლში.
-იმედია, თორემ ნაწოლები გამიჩდა ამდენი წოლით. ვეღარ ვისვენებ აქ, სუფთა ჰაერზე გასეირნება მინდა.
-ყველაფერი იქნება, უბრალოდ ცოტა მოცდა მოგიწევს. -რამდენიმე დღეში გიორგი ჰოსპიტალიდან სახლში გაწერეს. სულ ტაშფანდურით მიიყვანეს სახლამდე. ყველა ისე უფრთხილდებოდა და დასტრიალებდა თავზე როგორც ჩვილ ბავშვს.
############
-ტატიანა მთელი გზაა ხმას არ იღებ. ისიც ვერ გავიგე რატომ გადაწყვიტე ბათუმში წამოსვლა, ტელეფონიც გამორთე. გიორგის რას ეტყვი შენთან დაკავშირება რომ მოინდომოს?
-არაფერია ჟაკ, რამდენიმე დღით დასვენება მჭირდება, გიორგი გამიგებს. სულ რამდენიმე დღე დავრჩეთ და მერე თბილისში დავბრუნდეთ.
-რამეზე ნერვიულობ?
-არა! გთხოვ ნუ გამაბრუებ კითხვებით, ისედაც ძალიან არეული ვარ.
-თბილისში რომ დავბრუნდებით მერე საფრანგეთში წავალ. გიორგი უკვე კარგად არის, შენც ოჯახთან ურთიერთობა ასე თუ ისე მოაწესრიგე, ჩემ აქ ყოფნას აზრი აღარ აქვს. -ჟაკმა ემოციების დასაფარად მზის სათვალე მოირგო.
-შენ ხომ ჯერ არც კი გინახავს საქართველო, მინდა რომ ყველაზე ლამაზი ადგილები განახო. ხომ დამპირდი მთელ თვეს დავრჩებიო ახლა რა მოხდა?
-სამსახურში ბევრი საქმეა, უყურადღებოდ ვერ დავტოვებ.
-შვებულება ხომ აიღე დარჩი ჟაკ.
-სხვადროს ჩამოვალ და მაშინ დავათვალიერებ.
-ვგრძნობ რაღაც რიგზე ვერ არის და არ ამბობ.
-ყველაფერი კარგად არის. შენ, გიორგიზე და შენზე უნდა იფიქრო, ახლა ვერაფერი ვეღარ დაგაშორებთ.
-მართალია, სიყვარულს ვერავინ დაუდგება წინ, მაგრამ ყველას ჩემსავით არ უმართლებს.
-ეგეც მართალია.
-მეძინება, ძალიან დამღლელი იყო, ჯერ მგზავრობა, მერე რამდენი ვინერვიულე, კიდევ რამე რომ მოხდეს მეტს ვეღარ გავუძლებ.
-გაუძლებ! შენ იმაზე ძლიერი ხარ ვიდრე გგონია.
-ვითომ? შენი გვერდში ყოლა მაძლებინებდა მთელი ეს დრო. სულაც არ ვარ ძლიერი, შენ ხარ ძალიან კეთილი. -ტატიანა სავარძელზე გადაწვა და თვალები დახუჭა. -მომენატრება ჩვენი სახლი. -გაიღიმა და ფანჯარაში გაიხედა.
-მე, შენ. -ჩუმად, თავისთვის წაიბუტბუტა ჟაკმა.
-რამე მითხარი?
-არაფერი, დაიძინე. ლამაზი ბუნება გაქვთ მეთქი საქართველოში.
-ააა, კი მართლა ლამაზია, მაგრამ არ ვიცით ქარველებმა ბუნების მოვლა - პატრონობა. საერთოდაც არ ვუფთხილდებით და არ ვაფასებთ იმას რაც ძვირფასია, იქამდე სანამ არ დავკარგავთ.
#################
გიორგი დასაძინებლად ემზადებოდა ოთახში დათა რომ შეუვარდა, საწოლში შეძვრა და საბანი გადაიფარა.
-აქ რას აკეთებ?
-ხომ იცი შენი გულის ბაგა - ბუგი ჩემთვის იავნანასავითაა და თუ არ მოვისმინე ისე რა დამაძინებს?
-ნუ ცანცარებ თუ ძმა ხარ. -გიორგიმ საწოლის შუაში ბალიში ჩადო და საზღვარი გაავლო.
-იცოდე ამას არ გადმოცდე.
-,,ჩემო გულის ტარხუნავ და წიწმატო’’ მაგის ღირსი ვარ შენგან?
-დათა! მეძინება და დასვენება მინდა. მარიამმა ხომ გაგიშალა ოთახში საწოლი შედი და იქ დაიძინე. საერთოდაც რას დარჩი, რომელი ექთანი შენ მყავხარ, რომ რამე დამჭირდეს და შენ მომიარო?
-რატომ მტკენ გულს ჩემო ერთადერთო? მე შენ კუბოს ფიცრამდე უნდა გიერთგულო.
-შენ ისეთი ხარ იქაც შიგ ჩამიხტები.
-ასეთი გაყინული ფეხები თუ გექნება რა გამაჩერებს იქ? მე ხომ იცი სითბოს და სიყვარულს ვარ მიჩვეული.
-გაწიე ბიჭო ფეხები. -მთელი ძალით ჰკრა ფეხი და დათა საწოლიდან ძირს გადავარდა.
-ვაიმე ჩემი საწყალი გვერდები. მხეცო, ხვალ დალურჯებები არ ვნახო თორემ მთელ ქალაქს მოვდებ რაც ბრძანდები.
-ნუ წიკვინებ ქალივით, გადი და დასვენების საშუალება მომეცი.
-თუ გაპატიო. -ხალათი მჭიდროდ შემოიხვია წელზე და ოთახი დატოვა.
-ნეტავ ამის დაჭკვიანებას მომასწრო ღმერთო და მეტს არაფერს არ მოგთხოვ.
-გავიგონე ყველაფერი ჩემო ბარტყუნია. -მოისმა კარს უკან დათას სიცილნარევი ხმა.
-ვიღაცას ვუთხარი მგონი, რომ მეძინება.
-ძილინებისა ჩემო გიჟო, იმედია მე დაგესიზმრები. -იმ ღამეს გიორგის დათა არა, მაგრამ თამუნია დაესიზმრა, ტრიალ მინდორში თეთრ გვირილებს კრეფდა და ვიღაცას უღიმოდა, ვინ იყო ვერ დაინახა, რადგან მისგან ზურგით იდგა. გამოეღვიძა, ჯერ კიდევ შუაღამე იყო საათს რომ შეხედა, გადაბრუნდა და ძილი გააგრძელა. ისევ თამუნა ესიზმრა, ერთი განსხვავებით, ახლა ის ტიროდა და უცნობს დაბრუნებას სთხოვდა. გიორგი რამდენჯერმე დაუძახა კიდეც , მაგრამ მან ვერაფერი გაიგონა. გაიქცა, კლდის წვერზე დადგა და იქიდან გადავარდა.
-არა!თამუნია დაბრუნდი, დაბრუნდი. -მთელი ხმით უყვიროდა გიორგი. საიდანღაც შავებში ჩაცმული ჭინკა გამოხტა, ჯერ სახეში გააწნა სილა, მერე გვარიანად შენჯღრია.
-გამიშვი, მომშორდი, კუდიანო.-შეშინებული ჭინკას მოგერიებას ცდილობდა, ამასობაში კიდევ ერთხელ მოხვდა სახეში და ლოყა, რომ აეწვა თვალები გაახილა. ჭინკას ნაცვლად დათა შერჩა ხელში, მარიამი და მახო შეშინებული თვალებით მიჩერებოდნენ.
-რა მოხდა ბებო რა გაყვირებდა, ასეთი რა ნახე სიზმარში?
-ხმამაღლა ვყვიროდი?
-ყვიროდი კი არა ღრიალებდი.
-თამუნია დამესიზმრა კლდიდან გადავრდა.
-ჩემ გარდა ყველა დაგესიზმრა, შეურაცხყოფილი ვარ უზომოდ. -ტუჩები დაბრიცა დათამ.
-შენ თუ ვინმე არ გაგაცანი უკვე სერიოზულად მეპარება ეჭვი შენ ორიენტაციაში.
-წავედი მე მარიამ ბებიას გამომცხვარი ბლინები უნდა ვჭამო.
-წადი, წადი ჭამე, მუცლის მონა.
-შენ ხომ აკლებ და...
-არაფერი შემარჩინო, ყველფერზე გამომეკიდე აბა, შენ იცი.
-დიახაც!
-ვააა.
-ვააა და ვუუ.
-დათა!
-უჟმურო, გეცლები მორჩა. -გიორგიმ სააბაზანოს მიაშურა, არც კი დაუხედავს ისე სტაცა კბილის ჯაგრის ხელი, ზედ კბილის პასტა დაადო და კბილების გაწმენდა დაიწყო.
-რა მაგარი ჯაგრისია, გუშინ ასეთი მაგარი არ იყო. -ხელში შეათვალიერა და აყვირდა.
-რა მოხდა გიორგი, მშვიდობაა? -მახომ კარზე მიუკაკუნა.
-მახო, შენი კბილის ჯაგრისით გავიწმინდე კბილები. უხ ამისი.
-რა ხდება, როდიდან ვეღარ არჩევ ფერებს? -სიცილი ვერ შეიკავა კაცმა.
-შენი დაცინვა მინდა კიდევ?
-ტატიანაზე თუ ფიქრობ დაურეკე კიდევ რამე არ აგერიოს.
-ტატიანაზე კი არა თამუნაზე ვფიქრობდი, იმედია კარგად არის და რამე ცუდი არ ჭირს. საიდან მომელანდა, როდის იყო მკურნალი ექიმები და ექთნები მესიზმრებოდნენ?
-აბა, რა გითხრა შვილო, ყოველ დღე რომ ხედავდი მიეჩვიე და სავარაუდოდ მაგის ბრალია.
-ხო ალბათ. -გამოვიდა და ტელეფონს დაუწყო ძებნა.
-ჩემი ტელეფონი არავის გინახავთ?
-მე მაქვს.
-შენ როდის უნდა მოეშვა სხვისი შეტყობინებების კითხვას? ტელეფონი ხელიდან ააცალა დათას და ტატიანას დაურეკა.
-არ იღებს?
-შენც ხომ ხედავ, რომ არა.
-კიდევ სცადე იქნებ არ ესმის.
-დათა, უკვე ნერვებს მიშლი. აი, ვრეკავ, მაგრამ მაინც არ იღებს, ოპერატორი ამბობს, რომ გამორთული აქვს ტელეფონი, ალბათ ბათუმში წავიდნენ, დაიღალა და დაისვენებს. ადამიანია ბოლოს და ბოლოს, რობოტი ხომ არ არის.
-რა ადვილად ლაპარაკობ? ვითომც არაფერი.
-თუ ძმა ხარ ჭორიკანა თედოსავით ნუ დაიწყე, ერთი ის ვერ აჩერებს მთელი დღე ენას და მეორე კიდევ შენ, ჩადი ეზოში ქვემოთ იჯდება, მიუჯექი და ელაპარაკე რამდენიც გინდა, სალაპარაკო არ გამოგელევათ.
-კარგი ხო, წავედი სამსახურში დამაგვიანდება, არ მინდა დილიდან აძმარებულ განწყობაზე ვიყო ზოგიერთივით.- ჯინსის მოსაცმელი მხარზე მოიგდო დათამ, პირთან მიტანილი ყველი და პური ხელიდან ააცალა გიორგის და სანამ აზრზე მოვიდოდა სწრაფად გაიხურა კარი.
##############
-გიორგი როგორ ხარ?
-ტატიანა, სად დაიკარგე?! რამდენი დღეა შენთან დაკავშირებას ვცდილობ.
-გიო, ბათუმში ვიყავით ჩასულები ჩემებთან.
-ტელეფონი რაღატომ გამორთე, ვის გაურბიხარ?
-ცოტა ხნით სიმშვიდე მჭირდებოდა, მინდოდა ბევრ რამეში გავრკვეულიყავი.
-მერე გაერკვიე?
-გავერკვიე და სწორედ მაგიტომ გირეკავ, მინდა ვილაპარაკოთ. შეგიძლია პარკში მოხვიდე?
-სადმე რესტორანში ან კაფეში არ ჯობს წასვლა? ბავშვები ხომ აღარ ვართ პაემნები პარკში მოვაწყოთ.
-ნაკლები ხმაური და ფორმალურობა მინდა, რომ თავისუფლად შევძლოთ ლაპარაკი. ჩვენ პარკზე მყუდრო ადგილი არსად მეგულება. შეძლებ მოსვლას?
-მოვალ!
-არ დააგვიანო.
-ახლავე წამოვალ. -გიორგი რომ მივიდა ტატიანა უკვე იქ იყო. მოუსვენრად იმტვრევდა თითებს და ერთ ადგილას მიმოდიოდა. ტატიანამ როგორც კი შენიშნა გიორგი მაშინვე მისკენ წამოვიდა და მოეხვია.
-გავგიჟდებოდი დღეს, რომ არ მენახე.
-რა მოხდა, ძალიან აფორიაქებული ხარ და სულ გაყინულხარ.
-ეს დღეები ნორმალურად არ მძინებია, ფიქრისაგან გამისკდა თავი. ისიც არ ვიცი როგორ დავიწყო ლაპარაკი, მეშინია რასაც ახლა გეტყვი, ისევ ცუდად არ გახდე.
-რაც არ უნდა იყოს პირდაპირ მითხარი.
-დავსხდეთ, თორემ მუხლები მიკანკალებს, ცივი ოფლი მასხამს და მეშინია არ გადავვარდე.
-ასე ნუ ნერვიულობ. დაიწყე, მე ყურადღებით გისმენ.
-დამპირდი, რომ არ გამაწყვეტინებ და ბოლომდე მომისმენ.
-გპირდები. -გიორგიმ მისი ხელები თავისაში მოიქცია, აკოცა და თბილად გაუღიმა. ტატიანამაც სცადა გაეღიმა მისთვის, მაგრამ ისე ნერვიულობდა მხოლოდ მისმა ტუჩის კუთხეებმა გაიწიეს განზე.
-უმძიმესი დღეები იყო ჩემთვის როდესაც საქართველოდან წავედი. ყველაზე და ყველაფერზე გაბრაზებულს ჩემი ოჯახის წევრებიდან არავის დანახვა აღარ მინდოდა. მათთან საბოლოოდ გავწყვიტე კონტაქტი. მშობლები ჯალათებად მიმაჩნდნენ, ძმები კი ყურმოჭრილ მონებად, რომლებიც უსიტყვოდ ასრულებდნენ მათ მითითებებს. მთელ დღეებს ტირილში ვატარებდი, ბოღმას კი ჟაკზე ვანთხევდი. ძალ - ღონეს არ იშურებდა ჟაკი ჩემი გულის მოსაგებად, მაგრამ ტყუილი ცდა იყო მისგან ყოველივე. მას ჩემი არ ესმოდა, რადგან ქართული არ იცოდა, მე კიდევ მათ ენაზე არ მინდოდა ლაპარაკი. ბოლოს ისე შეწუხდა ჟაკი, რომ ჩემთან კონტაქტის დასამყარებლად გადაწყვიტა ქართული ესწავლა. ბორდოში ოკეანესთან ახლოს სახლიც კი შეიძინა, სადაც ხშირად მივყავდი და თვეობით მტოვებდა მარტოს. ხმაურიანი ქალაქიდან გაღწევა და მყუდრო ადგილას სიმშვიდის პოვნა ნებისმიერ წამალზე უკეთ მოქმედებდა ჩემზე. ჩემ დაბადების დღეზე ალბომი მაჩუქა სადაც შენი ფოტოები იყო ჩაკრული. ამ ყველაფრის მიუხედავად, მის მიმართ უნდობლობა მაინც მქონდა. დღეები, თვეები, წლები ერმანეთს მისდევდა და დეპრესიული ფონი უფრო და უფრო მიმწვავდებოდა, ამის გამო ხშირად მიწევდა ექიმებთან ვიზიტი. ასე ვიქეცი საავადმყოფოს ხშირ სტუმრად. გაუთავებელი ისტერიკების და ჩემ პალატაში გათენებული უამრავი უძილო ღამის მიუხედავად მის პირს ერთხელაც არ დაცდენია საყვედური ან მსგავსიც კი. ნებისმიერ კაპრიზს უსიტყვოდ მისრულებდა.
,,ადვილია გიყვარდეს მისი გასწორებული, ლამაზი თმა, ლამაზი მაკიაჟი. ადვილია გიყვარდეს, როცა მისი მთავარი პრობლემა მხოლოდ და მხოლოდ გაძლიერებს, ადვილია ახალი ყურსასმენის ან შოკოლადის ჩუქება, ადვილია
მისთვის კომპლიმენტის თქმა. ადვილია, მისი სიყვარული როცა ყოველთვის კარგ ხასიათზეა. როცა, სუნამოს სუნი ასდის. ადვილია, გიყვარდეს მისი
ზუსტად შერჩეული ფრაზები და ადვილია გიყვარდეს როცა ისე
გეხმარება, რომ არც გაგრძნობინებს. ადვილია? ახლა სცადე გიყვარდეს, როცა
ოთახში, იატაკზე იკეცება მუხლებში და მწარედ ტირის ისეთი პრობლემების
გამო, რომლების საკუთარ მხრებზე აღებას კი არა გადადგმასაც ვერ შეძლებ. სცადე გიყვარდეს, როცა დილით სარკეში იყურება და არც კი ეღიმება. სცადე,
გიყვარდეს მთლიანად მისი პრობლენებიანად და მინუსებიანად. სცადე, გიყვარდეს როცა ყვირის და ისტერიკაშია... როცა ეჩხუბება მშობლებს და თავს
მარტოსულად გრძნობს. როცა, მარტოსულად კი არა საკუთარ არსებობასაც კი ვერ გრძნობს. ადვილია? “
დღევანდელი გადასახედიდან ჩვენ მაშინდელ ურთიერთობას, რომ ვუყურებ აკრძალულ ხილს გავდა, რომლის ჭამასაც რაც უფრო გიკრძალავენ მით მეტად გკლავს მისი გასინჯვის სურვილი. ორივეს ბოლომდე გვჯეროდა, რომ მას დასაასრული არ ექნებოდა. ჩვენ შევცდით, ის დიდი ხნის წინ დასრულდა. დარჩა მხოლოდ ლამაზი მოგონებები. ერთი თვის წინ, როდესაც ჟაკმა განქორწინება შემომთავაზა სიხარულისაგან კინაღამ გული წამივიდა. ისეთი ბედნიერი ვიყავი ცოტაც და ვიფრენდი. მოუთმენლად ველოდი როდის გნახავდი. წამოსვლის წინა დღეებში შევამჩნიე ჟაკს თვალებში როგორ ჩაგუბებოდა სევდა. ამდენი წლის ერთად თანაცხოვრების განმავლობაში პირველად ჩავხედე თვალებში, თვალებიდან გულში და სულამდეც მივაღწიე, სადაც დიდი ტკივილს მეტი ვერაფერი დავინახე. უცნაურმა გრძნობამ შემიპყრო, სინდისის ქენჯნას გავდა, მაგრამ ეგ ნამდვილად არ იყო. ყურადღება აღარ გამიმახვილებია, დავაიგნორე ყოველგვარი უარყოფითი ემოცია და მხოლოდ კარგზე ფიქრი დავიწყე. ჰოსპიტალში შენი გადაყვანის შესახებ რომ გავიგე ძალიან შემეშინდა, მეგონა ცოცხალს ვეღარ მოგისწრებდი, მაგრამ მაინც იმედს არ ვკარგავდი. როდესაც უკვე შენი მდგომარეობა უკეთესობისაკენ შეიცვალა და საბოლოოდ ჩემად აღგიქვი, სწორედ მაშინ გავაცნობიერე, რომ შენ ჩემი აღარ გერქვა. ისევე, როგორც მე შენი. ამიტომ წავედი ბათუმში მშობლებთან, საკუთარი თავის გამოცდა მინდოდა გავძლებდი თუ არა შენს უნახავად, ასე გავიდა რამდენიმე დღე საკუთარ თავთან ჭიდილსა და გამოცდაში. აღმოვაჩინე ერთი მნიშვნელოვანი რამ, საერთოდ არ მენატრებოდი, ხანდახან შენი არსებობაც კი მავიწყდებოდა ისე გადვერთვებოდი სხვა რამეზე. დაყოვნება აღარ შეიძლებოდა, ეს ყველაფერი შენთვის უნდა მეთქვა, მაგრამ არ ვიცოდი ამას შენ როგორ მიიღებდი და ყველაზე მეტად მაგის მეშინოდა.
-ჩემო ძვირფასო ტატი, იცი? შენმა ამ ნაბიჯმა მეც დამანახა სიმართლე, ბევრი რამის გაცნობიერება მომიხდა. ვხედავ, ჩვენი პირვანდელი გრძნობები სადღაც დროში გაიყინა, მოგონებები კი უცვლელი დარჩა. ერთადერთი ვისზეც ამ დღეების განმავლობაში გამუდმებით მეფიქრებოდა ეს თამუნია იყო, ჩემი ექთანი. იცი როგორ ვგრძნობდი მასთან თავს? როგორც მყუდრო სახლში, თბილად და ტკბილად. სულ, მინდოდა მასთან ლაპარაკი, არა ჰქონდა მნიშვნელობა რაზე ან ვისზე, მნიშვნელოვანზე თუ უმნიშვნელოზე, მთავარია გველაპარაკა. რაც ვეღარ ვხედავ მას, ვგრძნობ როგორ მაკლია, როგორი ცუდად ვარ მის გარეშე. სერიოზული ცუდად ვარ, აზრზე ხარ?
-მგონი შეყვარებული ხარ.
-შენ ასე გგონია?
-მგონია კი არა მართლა შეყვარებული ხარ.
-ჯერ დრო მჭირდება, რომ საკუთარ გრძნობებში გავერკვიო, სიჩქარე კარგს არაფერს მომიტანს. იქნებ უბრალოდ მომწონს ან საერთოდაც აკვიატებაა? უჰ, ძალიან დავიბენი ხომ იცი. შენ, უთხარი ჟაკს სიმართლე?
-ჯერ არ მითქვამს.
-რადგანაც ყველაფერი გავარკვიეთ მგონი დროა ჩვენი საუბარი დავასრულოთ და ყველაზე მნიშვნელოვანს მივხედოთ. სიმართლე გითხრა ყოველთვის მინდოდა საფრანგეთის დათვალიერება, თანაც თუ ოკეანესთან გაქვთ სახლი მით უკეთესი. იქნებ ერთ დღესაც გესტუმროთ.
-რატომაც არა? სიამოვნებით გიმასპინძლებთ.
-მომავალ შეხვედრამდე ტატი. -ბოლოჯერ აკოცა მის გაყინულ ხელებს და წასასვლელად მოემზადა.
-ბედნიერად გიო. -ჟაკი შორიდან ადევნებდა თვალყურს ორივეს, როგორც კი დაინახა როგორ დატოვა გიორგიმ ტატიანა, მაშინვე მათკენ გაემართა.
-ჟაკს გაუმარჯოს.
-გაგიმარჯოს! რა მოხდა?
- დავშორდით. ტატის გაუფრთხილდი ძმაო. -გიორგიმ მხარზე ხელი დაუტყაპუნა ჟაკს და წავიდა. გაოცებული მიუახლოვდა სკამზე მჯდომ ტატიანას, ურეაქციოდ რომ უყურებდა.
-ტატიანა გიორგიმ იხუმრა თუ მართლა დაშორდით?
- აბა, ტყუილად? თამუნია შეუყვარდა, წარმოგიდგენია?
-მერე შენ?
-მე? -ნელა წამოდგა ფეხზე, ხელები მის კისერზე შემოაწყო და თვალი თვალში გაუყარა. -მე აღმოვაჩინე, რომ უკვე დიდი ხანია ჩემი ქმარი მიყვარს, მაგრამ ამას ახლა მივხვდი, როცა საქართველოში ჩამოვედი. მიყვარხარ ჟაკ! მინდა ისევ ვიქორწინოთ, არა იძულებით, არა რაღაც კონტრაქტის საფუძველზე, არამედ ნამდვილი სიყვარულით.
-ეს სიზმარია?
-არა, ეს სიზმარი ნამდვილად არ არის. წარმოუდგენელია, მართლა შემიყვარდი ჟაკ.
-იმედია ქორწილში ისევ შავი კაბის ჩაცმას არ მომთხოვ და დამჭკნარი ყვავილების თაიგულს არ დაიჭერ. მინდა თოვლივით თეთრ კაბაში გამოწყობილი გნახო. წარმოიდგინე გრანდიოზული ქორწილი ბორდოში, ოკეანის სანაპიროზე. თანახმა ხარ?
-ისე, როგორც არასდროს. სიყვარული ნამდვილი მაშინ კი არ არის როდესაც ხანგრძლივ განშორებას უძლებს, არამედ მაშინ, როდესაც ხანგრძლივი თანაცხოვრების შედეგად მაინც პირვანდებურად გაბედნიერებს ყოველდღე მისი დანახვა. უსიტყვოდ იტან ზოგჯერ მის უმიზეზო გაბრაზებას, უხასიათობას და ბევრი ნაკლის მიუხედავად, რომელზეც თვალის დახუჭვა გიწევს, იმიტომ, რომ ურთიერთობას ბზარი არ გაუჩნდეს მაინც მადლობელი ხარ ღმერთის, რომ ის გარგუნა ცხოვრების თანამგზავრად.
-ერთადერთი ქალი ხარ, რომელსაც ჭკუიდან გადავყავარ და მაინც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს.
#########
საძინებელი ოთახის კარი დაღლილმა შეაღო. მთელი ღამის უძილოს ახლა ყველზე მეტად ძილი და დასვენება უნდოდა, ჭამის თავიც კი არ ჰქონდა. ჩანთა იქვე მიაგდო და საწოლზე ჩამოჯდა.
-ნეტავ სულ არ გამოჩენილიყავი ჩემ ცხოვრებაში. რაც გაგიცანი მას შემდეგ მოსვენება დავკარგე. ღამით ნორმალურად აღარ მძინავს, ჭამის მადა ხომ საერთოდ დავკარგე. თავი სულ შენი სახელით მაქვს გამოტენილი, როცა მძინავ მაშინაც კი მახსოვხარ. ყოველ შენ გახსენებაზე თვალზე ცრემლი მადგება, ყელში ბურთი მეჩხირება და მინდა ხმამაღლა ვიტირო, ვიყვირო, რომ როგორმე მოგაწვდინო ხმა და მოხვიდე ჩემამდე. გულის ჩხვლეტები დამეწყო ნერვიულობისგან, სრული ბედნიერებისთვის ესღა მაკლდა. არ ვიცი, არ ვიცი, უკვე აზროვნების უნარს მაკარგვინებ. შენზე ფიქრს როგორც კი ვიწყებ ან რაღაც მივარდება ხელიდან და ტყდება, ან კიდევ იწვება. რამდენი მაისური დავწვი დაუთავებისას უკვე ვეღარ ვითვლი. სამზარეულოში შესვლა უკვე მრცხვენია, ნახევარზე მეტი ტაფები გადასაყრელია ისეა დამწვარი. სამსახურში თითებში ნემსი იმდენჯერ ვიჩხვლიტე საცერი უფრო მაქვს ვიდრე თითები. ეს რა მჭირს, რომ ვერ გივიწყებ და სულ შენზე ვფიქრობ? თავიდან რა ვეღარ ამოგიგდე.
,,არ ვარ კარგად!“
გეფიცები, არ ვარ კარგად!
უსაშველო ტკივილს სული ვეღარ იტევს.
ხან დროს, გული ისე მეყინება,
მგონია, რომ გულის ნაცვლად ყინვა მიდევს.
მზე არ ყოფნის გაყინულ გულს გასათბობად,
თვალებს ცრემლი მოწოლია ვეღარ იტევს,
სული მტკივა, უსაშველოდ მენატრები.
აზრი არ აქვს, შენ ხომ მაინც ვერ გაიგებ.
-სიმწრისგან ცრემლები გადმოცვივდა, ბალიშზე თავი დადო თუ არა მაშინვე ჩაეძინა. სიზმარშიც კი ის ნახა, აფორიაქებულმა გაახილა თვალები, უკვე კარგად გათენებულიყო, წვიმდა. მზერა ფანჯრის რაფაზე მოხტუნავე წვიმის წვეთებს გაუსწორა და ატირდა.

შორიდან გეტრფი,
მეშინია და
ვერ ვბედავ მოსვლას.
გულში ტკივილად გადამექეც,
ეგეც არ იცი.
რა ვქნა, რომ თურმე
სიყვარული ყოფილა ძნელი,
ცრემლს ვერ ვიკავებ თვალებიდან,
ისე განვიცდი.

ეეჰ, ესეც შენი ,,ზღაპრული“ სიყვარული თამუნია. მიდი ახლა და იტანჯე. ვის ჭირდება ასეთი სიყვარული? თანაც ცალმხრივი? ჰმ, ბედის ირონიაა. -გაბრაზებული სწრაფად წამოხტა საწოლიდან, აბაზანაში შევარდა, ონკანი მოუშვა და პირი კარგად დაიბანა. რაც მეტ წყალს ისხამდა სახეზე ცრემლები მით უფრო მეტად ჩამოსდიოდა, გულშიც რამდენჯერმე მწარედ იგრძნო ჩხვლეტა. როგორც იქნა თავი ხელში აიყვანა, მოწესრიგდა და სამზარეულოს მიაშურა.
-დილამშვიდობისა დედა, მამა.
-დილამშვიდობისა დედიკოს და მამიკოს მზეთუნახავო.
-როგორი გადაღლილი სახე გაქვს თამო, აიღე რა ეს შვებულება, რატომ ჯიუტობ? ცოტა ხნით დაისვენებდი, გადაიწვები შვილო ამდენი მუშაობით.
-თამილა მართალია შვილო, აუცილებლად გჭირდება დასვენება, თვალებიდან ვეღარ იყურები.
-არ მინდა! მამა, ახალი წლისთვის ავიღებ შვებულებას და მაშინ წავიდეთ დასასვენებლად.
-შენ როგორც გინდა.
-უი, ის ბიჭი როგორ არის შვილო, ამას წინათ რომ მელაპარაკებოდი უგონოდ იყო და ძლივს გამოკეთდაო. გაწერეს თუ ისევ მანდ გყავთ? რა ერქვა? ჰო, გიორგი.
-კარგი დედა! კარგი რა?! თითქოს საკმარისი არ იყოს სულ ის რომ მახსენდება და ახლა შენც დაიწყე? - თამუნია გიჟივით წამოხტა სკამიდან და საწოლ ოთახში გაიქცა.
-ანზორ რა ვთქვი ახლა ასეთი?
-თამილა, ბავშვი მგონი შეყვარებულია, ამხელა ქალი აქამდე როგორ ვერ მიხვდი? დედა ხარ თუ მეზობელი ვერ გავიგე, წამოდი დაველაპარაკოთ. -ფეხაკრეფით შევიდნენ ოთახში, თამილა საწოლზე ჩამოჯდა, ანზორი კი საწოლის წინ ჩაიმუხლა.
-თამუნა გადმობრუნდი შვილო და დაგველაპარაკე.
-არ მინდა ლაპარაკი!
-რა მოგივიდა შვილო, ნუ გრცხვენია, არაფერი დაგვიმალო, ჩვენ ხომ შენი მშობლები ვართ.
-არ ვიცი რა ხდება ჩემს თავს, არ ვიცი, აუხსნელი რაღაც მჭირს, ძალიან ცუდად ვარ. -თავი ბალიშში კარგად ჩამალა და ქვითინს უმატა.
-შეყვარებული ხარ შვილო?
-ცალმხრივი სიყვარული ვის რად უნდა მამა.
-არ იცის იმ ბიჭმა?
-არ იცის და ვერც გაიგებს.
-იქნებ მასაც მოწონხარ შვილო.
-არა! არ მოვწონვარ.
-შენ რა იცი?
-მე როგორ შემომხედავს როცა სხვა უყვარს. თავისი პირველი სიყვარული. ის ქალი გათხოვილი იყო, ქმარს დაშორდა და ახლა თბილისშია. ჰოსპიტალშიც სწორედ მის გამო მოხვდა. ალბათ რამდენიმე კვირაში იქორწინებენ კიდეც. რატომ მოიყვანეს ჩვენთან, რატომ? სხვაგან წაეყვანათ არ შეიძლებოდა? ასე ხომ აღარ დავიტანჯებოდი ახლა. სულ მასზე მეფიქრება, ცუდად ვარ, ვეღარ ვაზროვნებ. სიყვარული თუ ასეთი მტანჯველია და ამდენი ტკივილის მოტანა შეუძლია მირჩევია არასოდეს შემიყვარდეს. არ მჭირდება უპასუხო სიყვარული! არ მჭირდება! არ მჭირდება! -ცრემლებისგან დაბინდულ თვალებს ხელის გულებით იწმენდდა და გულამომჯდარი ხმამაღლა ტიროდა. იმდენი იტირა სანამ არ დაიღალა და არ ჩაეძინა. თამილამ საბანი კარგად გადააფარა და ქმარს შეხედა, უხმოდ თვალებით თხოვდა შველას, მაგრამ არც კაცის თვალებში ჩანდა რაიმე გამოსავალი ამ უიმედო მდგომარეობიდან.
##################
-თამო, მოდი ჩქარა და მომეხმარე. -კარებში შესულ თამუნას ანერვიულებული ჟანა მიეჭრა.
-დამაცადე! ლაშას მაინც მივულოცო დაბადების დღე და საჩუქარი მივცე.
-რა დროს ეგ არის ბიჭები წუთი - წუთზე მოვლენ, მე კიდევ სუფრაც არ მაქვს გაწყობილი, თანაც სახლში არ არის, ღვინის მოსატანად არის წასული. -საჩუქარი ხელიდან ააცალა და იქვე დადო. სამზარეულოდან თეფშები გამოიტანა და ხელებში მიაჩეჩა. -ჩქარა გაშალე, სანამ მოსულან და სირცხვილი მიჭამია.
-ნუ ნერვიულობ ასე, მოგეხმარები და ყველაფერს მოვასწრებთ.
-ვაიმე, გოგო ნუ ლაპარაკობ მაგდენს ჩქარა გაშალე.
-კარგი, კარგი ვშლი.
-ჩანგლების დაწყობა არ დაგავიწდეს.
-ჟანა, ყველაფერი მზად გაქვს, ახლავე გავშლი. რა გჭირს?
-როგორ თუ რა მჭირს? ჯერ არ იხდიდა ეს ვაჟბატონი, მერე იხდიდა, მერე ფული არ მაქვსო და დილას ჩამოყალიბდა როგორც ჩანს, რომ უნდა აეღნიშნა დაბადების დღე, მოიტანა ბაზრიდან ყველაფერი და ბრძანება გასცა მოამზადეო, კინაღამ გავგიჟდი, რომელ ერთი უნდა მომესწრო, მეზობლის ქალი დამეხმარა, თორემ მე მარტოს რა უნდა მექნა? უპასუხისმგებლოდ როცა იქცევა ვერ ვიტან. ტორტისთვისაც კი არ დამრჩა დრო, რომ მომეტანა.
-რა პრობლემაა, მე მოვიტან.
-წაბრძანდეს თვითონ ეს ვაჟბატონი და მოიტანოს, შენ რა ვალდებული ხარ, მოიცა დავურეკავ ახლავე. თვითონ რა ედარდება მე უნდა ვიფიქრო ყველაფერზე.
-კარგი ახლა, ნუ ლანძღავ, მასეთი ცუდიც არაა.
-უჰ, გამოუჩნდა დამცველი. შენღა აკლდი, დილიდან გადავწყდი წელში.
-გავშალე უკვე ყველაფერი. შეხედე, რამე ხომ არ აკლია?
-ეს არის, ისიც არის, ღვინო აკლია და მაგასაც მოიტანს. უი, თამო იცი რა კარგი ძმაკაცები ყავს ლაშას, ნეტავ რომელიმეს მოეწონო.
-გაჩუმდი! სანამ წავსულვარ. ბიჭები აღარ მიხსენო.
-კარგი რა? რა ბებოსავით ლაპარაკობ.
-იმედია, ისეთი მახინჯები იქნებიან, რომ შეხედვისაც შემეშინდება.
-ჰაჰ, პირიქით მაღლები და სიმპატიურები არიან. კარზე ზარია, მგონი მოვიდნენ. -ეშმაკურად აათამაშა წარბები ჟანამ, კარებს მიაშურა და მილოცვების მხიარული ხმებიც გაისმა ოთახში. -ბიჭებო გაიცანით ეს ჩემი დაქალი თამუნაა. თამო ეს ლაშას ძმაკაცები არიან.
-სასიამოვნოა. -ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა ბიჭებს და მათ უკან მდგარ ლაშას ტორტი გამოართვა.
-ისევ შენ დაიკო, თორემ ჩამომწყდა ხელები. აქეთ ღვინო და ლიმონათები, იქით ტორტი, ვეღარ გავიგე მე შივა ვარ თუ ლაშა. უკვე გაგაცნო ჟანამ ჩემი მეგობრები?
-კი, მერე.
-რა მერე? ნახე რა ბიჭები არიან.
-გირჩევია ენა გააჩერო, სანამ დამვიწყებია, რომ იუბილარი ხარ და ფანჯრიდან გადამიგდიხარ.
-ბუზღუნა, დარჩები შინაბერა.
-ხოდა დავრჩე!
-მაგასაც ვნახავ! თვალები შვებულებაში კი არ აქვთ ჩემ ძმაკაცებს. -ლოყაზე უჩქმიტა და მისაღებში ძმაკაცებს შეუერთდა ლაშა. მთელი საღამო თამუნა ვიღაცის დაჟინებულ მზერას გრძნობა და ფერები გადასდიოდა. მხოლოდ საყვარელი მეგობრების გამო ჩერდებოდა სუფრაზე, გული კი დიდი ხანია სახლში უკანმოუხედავად გაქცევას ითხოვდა. ისე შეაწუხა და დააკომპლექსა უცნობის მზერამ რომ ლუკმის გადაყლაპვაც ვეღარ შეძლო, ადგა და გამოვიდა. ჟანაც უკან გაჰყვა.
- რა მოხდა თამო?
-ის ბიჭი ვინ არის თვალებით რომ შემჭამა? ძალიან შევწუხდი.
-რომელი ის?
-სოფოს გვერდით რომ ზის.
-პავლე? არ შემიმჩნევია. მაგ უჟმურ ხევსურს მოეწონე? არ მჯერა.
-არ ვიცი შენ რისი გჯერა და რისი არა. საერთოდ არ მაინტერესებს ხევსურია, სომეხი თუ ჩეჩენი. მე სახლში უნდა წავიდე და არ დაიწყო ახლა წიოკი.
-თამო გთხოვ, შენ არ დაიწყო ახლა. ხომ დამპირდი მოგეხმარებიო?
-სოფო და მარი ხომ აქ არიან და ისინი მოგეხმარებიან. უნდა წავიდე, არ შემიძლია, მთელი საღამოა მისი მზერა მწვავს.
-მოიცადე, ლაშას ვეტყვი და გაგიყვანს, მარტომ ამ შუაღამისას რატომ უნდა იარო?
-არ გინდა! ფეხით წავალ, არც ისე შორს არის, თან ლაშა სვამს, როგორ დაჯდება საჭესთან?
-თოთხმეტი გამზრის გავლას ეხუმრები ფეხით? კარგი ჯანდაბას დღისით შეიძლება, მაგრამ ღამით? არავითარ შემთხვევაში, არსად არ გაგიშვებ.
-ჟანა, მოხდა რამე? რატომ ადექით?
-ლაშა, თამოს წასვლა უნდა.
-დარჩი რა? თუ გინდა დაგიჩოქებ.
-ნუ ხარ აფერისტი, რას დამიჩოქებ.
-ზოგი არ სვამს, ვეტყვი რომელიმეს და გაგიყვანს სახლში.
-არ მინდა თვითონ წავალ.
-სად წახვალ გოგო ამ შუაღამისას. დამელოდე, ახლავე მოვალ. -ლაშა ოთახში შევიდა და იმ ბიჭთან ერთად დაბრუნდა, ვისი დანახვაც ახლა თამუნას ყველაზე ნაკლებად უნდოდა.
-ეს პავლეა თამო, სახლამდე მიგიყვანს.
-კარგი, დროებით. - თამუნა ჟანას დაემშვიდობა და ლაშას ხელით ანიშნა თავს მოგაჭრიო, რაზეც ლაშასგან მხოლოდ გულიანი ხარხარი მიიღო. მთელი გზა ისეთი დაძაბული იჯდა მანქანაში, სუნთქვისაც კი ეშინოდა.
-მოვედით! -მოულოდნელად უცნობის ხმის გაგონებაზე თამუნა შეხტა.
-ნუ გეშინია, არ ვიკბინები, მთელი გზა ისეთი დაძაბული ზიხარ, ლაპარაკი რომ დამეწყო ალბათ მანქანიდან გადამიხტებოდი.
-გმადლობთ, რომ მომიყვანეთ, მაგრამ უნდა წავიდე. -უხერხულობის დასაფარად გაუღიმა, მანქანიდან გადავიდა და უკანმოხედავად აირბინა სადარბაზოს კიბეები.
###########
რა არის, როგორ აცივდა! ყინვა ერთიანად ატანს ძვლებში. ნეტავ საიდან მოდის გვირილების სუნი ამ შუა დეკემბერში? ალბათ მომეჩვენა. –ცხვირზე თითები მოიჭირა და მერე ღრმად ჩაისუნთქა. - ყველაფერი მის თავს როგორ უნდა მახსენებდეს. ღმერთო, როგორ დავიღალე ამ უაზრობით. მგონი ვგიჟდები! კი, თამუნია ჯერ გვირილების სურნელი, მერე გიორგი გამოგეცხადება და გეტყვის, რომ ტატიანა გადაუყვარდა და შენ შეუყვარდი, მერე იტირებ სიხარულისგან და ეტყვი, რომ შენც გიყვარს, მერე მეტი რომანტიულობისთვის ციდან ფიფქები წამოვა, მერე შეგცივა და თავის ქურთუკს მოგახურებს, მერე გათბები და სიყვარულით თავბრუდახვეული მასთან ჩახუტებული სამყაროს გამოეთიშები და მერე, მერე, მერე, ვაი ჩემ თავს უბედურს. რა სისულელეა! ზღაპარი! არადა რა მაგარი იქნებოდა არა? ვატყობ ცოტა ხანში საგიჟეთში გამაქანებენ მშობლები. ნეტავ შეიძლებოდეს ამ გულის ამოგლეჯა და სადმე შორს, ძალიან შორს გადაგდება, მაშინ მაინც ხომ აღარ მატკენდა მისი გახსენება ასე ძლიერ? ვიცხოვრებდი მშვიდად და უდარდელად, მაგრამ მე მაგის ბედი ვინ მომცა. ოხ, როგორ ვწუწუნებ, უმადურო ჩემო თავო, მშობლები მყავს, მეგობრები რომლებსაც ვუყვარხარ, მეტი რაღა მინდა ყველა თავს მევლება. მაგრამ გიო? კარგი დავივიწყებ! ნუ, შევეცდები მაინც, იქნებ გამომივიდეს. არა, რამენაირად უნდა ამოვიგდო თავიდან, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, მართლა ძალიან დავიღალე, თავს ხომ ვიტანაჯავ და ჩემი შემყურე სხვებიც ცუდად არიან. ნეტავ ეს ვინაა ამ შუაღამისას ჩვენ გარაჟთან რომ მიუყენებია მანქანა და ზედ წამოსკუპებულა?! ვაიმე, მგონი შემამჩნია. ახლა ვიღაც გიჟის გადაკიდება მინდა კიდევ? - მზერა სწრაფად მოარიდა და ფეხს აუჩქარა.
-თამუნია, გამარჯობა!
-გაგიმარჯოს! გიო, შენ? აქ რა გინდა ამ შუაღამისას?
-შენ სანახავად მოვედი. ხო მართლა, ეს გვირილები შენ მოგიტანე.
-რა ლამაზია. გმადლობ, აი, თურმე საიდან მომდიოდა მისი სუნი. -ათრთოლებული ხელებით გამოართვა ბუკეტი თამუნამ.
-როგორ მომაგენი?
-დამცინი? რა უნდოდა შენი მისამართის გაგებას.
-რავიცი აბა... ტატიანა ხომ კარგად არის?
-მგონი. ცუდად ნამდვილად არ იქნება.
-მოხდა რამე?
-იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ მას თავისი ქმარი შეუყვარდა ასე გამოდის.
-ძალიან ცუდად გამოიყურები, ალბათ ძალიან ბევრს ნერვიულობ, რამე არ დაგემართოს კიდევ.
-ცუდად მის გამო კი არა შენ გამო ვარ.
-მე რა შუაში ვარ?
-როგორ თუ რა შუაში ხარ? შუაში კი არა თავში ხარ! თავში! გათენდება შენზე ვფიქრობ, დაღამდება შენზე ვფიქრობ, ვჭამ შენზე ვფიქრობ, მძინავ შენზე ვფიქრობ, ტელევიზორს ვუყურებ შენზე ვფიქრობ და ჩემ გარშემო, ყველგან შენ მელანდები, ყველაში შენ მსგავსებას ვეძებ. ქუჩაში გავდივარ და იქაც შენ მელანდები. სულ შენით ვარ მოცული. ყოველ წამს, წუთს მახსოვხარ. გასკდა თავი შენზე ფიქრით. იცი რა მომივიდა უკვე ორჯერ? მახოს კბილის ჯაგრისით გავიხეხე კბილები და იცი რატომ? იმიტომ, რომ მაშინაც შენზე ვფიქრობდი და ფერები ვეღარ აღვიქვი.
-მახო, შენი პაპა, მაგის ჯაგრისით? ვაი. -თამუნამ სიცილი ვეღარ შეიკავა და გულიანად გასაიკისკისა.
-იცინე, იცინე და აბა, მკითხე რა ცუდ დღეში ვარ. გათიშული დავდივარ სამსახურში, ვერაფერზე ვეღარ ვახდენ ყურადღების მოკრებას. მანქანას დაპროგრამებულივით ვმართავ. ახლა რომ არ მოვსულიყავი და არ მენახე ალბათ საავადმყოფოში გნახავდი, შეტევით რომ გადმომიყვანდა სასწრაფო. ასეთი არეული არაოდეს ვყოფილვარ, თუმცა როგორ არა, ვიყავი. ისიც მხოლოდ ერთხელ ტატიანა რომ წავიდა მაშინ დავკარგე საკუთარ თავზე კონტროლი, ისიც რამდენიმე საათით. ახლა? ახლა საერთოდ უკონტროლოდ ვარ, რას ვაკეთებ არ ვიცი, რას ვჭამ ან რას ვსვამ არ ვიცი. ყველაფერი თავდაყირა დადგა. ვერ ვიგებ ჩემი შენდამი ეს გრძნობა უბრალო გატაცებაა, მოწონება, თუ სიყვარული, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, მე რომ ხვალ, ზეგ და კიდევ ბევრჯერ არ გნახო და არ დაგელაპარაკო ჭკუიდან შევიშლები, გესმის? მთელი ჩემი გული და გონება შენ გეკუთვნის. ყოველი შენი გახსენება უაზრო ღიმილს იწვევს ჩემში. არ ვიცი საერთოდ რამე თუ გამოგვივა, ან ერთად თუ ვიქნებით მომავალში, მაგრამ ახლა ნუ მკრავ ხელს, შენ გვერდით ყოფნის უფლება მომეცი.
-როგორ დავიჯერო, რომ ასე მალე გადაგიყვარდა? იმ ლამაზ მოგონებებს რას უზამ ასე, რომ გტანჯავდა მთელი ეს წლები?
-არაფერი დამვიწყებია, ლამაზი მოგონებები ყოველთვის დარჩება ჩემ გონებაში. ვგრძნობ, რომ ახლა სულ სხვა გრძნობები მაკავშირებს შენთან, რაღაც აუხსნელი, რაღაც დაუჯერებელი. მეც და ტატიანამაც, ორივემ გავაცნობიერეთ, რომ წარსულს ვებღაუჭებოდით, მისით ვცხოვრობდით და არც აწმყო გაგვაჩნდა და არც მომავალი. ორივე მივხვდით, რომ ძალიან გავიზარდეთ, შევიცვალეთ და სულ სხვა ადამიანებად ჩამოვყალიბდით. თამუნია აღარ მინდა წარსულით ცხოვრება, ძალიან დამღალა. წინ მომავალია, ახალი, სუფთა ფურცელი, მე მინდა ეს ახალი ფურცელი შენთან ერთად მოვხატო. რა თქმა უნდა შენც თუ ამის სურვილი გექნება. -თამუნიამ, ცალხელში ყვავილებჩაბღუჯულმა, გიორგის ხელები მაგრად შემოჰხვია და ჩაეხუტა.
-გიორგი, იცოდე! მე მაგ ფურცლის გაფუჭების უფლებას არ მოგცემ.
-შენ, რა მე მუქრები?
-არა! უბრალოდ გაფრთხილებ. -თვალებზე მომდგარი ცრემლები ვეღარ შეიკავა და ატირდა.
- ტირიხარ? აუ, არ გინდა რა? რა გატირებს კი არ მოვმკვდარვარ.
-სად იყავი, რატომ აქამდე არ გამოჩნდი? როცა მჭირდებოდი, როცა უსაშველო ტკივილს ვგრძნობდი, მაშინ შემთხვევითაც კი ვერსად მოგკარი თვალი. ექიმთან კონსულტაციაზეც კი არ მოხვედი, რომ იქ მაინც მენახე. ახლა, როცა გადავწყვიტე, რომ სამუდამოდ დამევიწყებინე ზუსტად მაშინ გამოჩნდი და სულ ამრიე, თავდაყირა დამაყენე.
-ჩემი პატარა ბავშვი ხარ, ჩემი გვირილა.
-ბებერი!
-თამუნია, იცოდე მესმის!
-არც მე ვარ სმენადაქვეითებული. -მოგუდული ხმით ჩაიბურდღუნა და თავი მის მხარში ჩამალა.
წამო... გავიპაროთ მთაში,
ფიქრებს ავედევნოთ ჩქარა,
ტყეში ერთად ვკრიფოთ მარწყვი,
მინდორში გვირილების დავწნათ ფარდა.
ცის ქვეშ გავათიოთ ღამე,
ვარსკვლავები ვთვალოთ ანცად,
დილას მზის ამოსვლას შევხვდეთ,
სითბო მოვიხუროთ საბნად.
ჩიტებს დავუკრიფოთ კენკრა
ყველა დავაპუროთ კარგად.
მერე წამოვიდეთ ბარში,
ღიმილი ვარიგოთ გზა - გზა.
სახლში შემოვუსხდეთ ჩაის,
დღეს არ დავანახოთ დაღლა,
ერთად გავიხსენოთ კარგი,
ცუდი არ მოვუშვათ კართან.
დასასრულიскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი blondeangel631

ძალიან მომეწონა ცხოვრებაშიც ბევრია ამგვარი შემთხვევა კარგი იყო heart_eyes heart_eyes

 



№2  offline წევრი goddess

ვაუ უმაგრესი იყო.დიდი ხანია ასეთი კარგი ისტორია არ წამიკითხავს,ველოდები შენს ახალ ისტორიას heart_eyes

 



№3  offline წევრი izabella

blondeangel631
ძალიან მომეწონა ცხოვრებაშიც ბევრია ამგვარი შემთხვევა კარგი იყო heart_eyes heart_eyes

მადლობა heart_eyes

goddess
ვაუ უმაგრესი იყო.დიდი ხანია ასეთი კარგი ისტორია არ წამიკითხავს,ველოდები შენს ახალ ისტორიას heart_eyes

მადლობა,აუცილებლად იქნება ახალიც heart_eyes

 



№4  offline მოდერი zia-maria

მართლა ძალიან მომეწონა,კარგი იყო.

 




სასიამოვნო წასაკითხი იყო :-) მომეწონა

 



№6  offline წევრი Lindemann

ფოტოზე ვინ არიან ?
--------------------
Aus den Augen, aus dem Sinn.

 



№7  offline წევრი თ.მ

უჰ გულს ესიამოვნაა❤️❤️

 



№8  offline წევრი izabella

Lindemann
ფოტოზე ვინ არიან ?

რუსი მომღერალი მეუღლესთან ერთად

 



№9 სტუმარი სტუმარი Lika

Ai shoki piki panikaaa es ra iyo daviwyot iqidan rom tatianass da giorgis magati mogonebebi aq xelebi mikankalebs ver vwer emocias dzaan magaria bevri vitire tatis werilze ro sherigdgen da datunia ar gamochnda mewyina da vai chemi tamuniatqo magram ro dasizmra sixarulisgan avkankalldi da uazro gamecina au ramagri iyo prosta shoki xar Ai shoki dzaan momewona bevri vixalise yochag

 



№10  offline წევრი izabella

სტუმარი Lika
Ai shoki piki panikaaa es ra iyo daviwyot iqidan rom tatianass da giorgis magati mogonebebi aq xelebi mikankalebs ver vwer emocias dzaan magaria bevri vitire tatis werilze ro sherigdgen da datunia ar gamochnda mewyina da vai chemi tamuniatqo magram ro dasizmra sixarulisgan avkankalldi da uazro gamecina au ramagri iyo prosta shoki xar Ai shoki dzaan momewona bevri vixalise yochag

მადლობა, მიხარია ასე ძალიან რომ მოგეწონათ ❤

 



№11 სტუმარი სტუმარი Nikolozi

Bravoo dzalian momewona aseti lamazi sityvebi ar vici rogor vtqva emociebit var savse yochag ase gaagrdzele bravo

 



№12  offline წევრი izabella

სტუმარი Nikolozi
Bravoo dzalian momewona aseti lamazi sityvebi ar vici rogor vtqva emociebit var savse yochag ase gaagrdzele bravo

მადლობა heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent