შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Blue Neighborhood (10) 18+


23-04-2018, 08:44
ავტორი Nickolson
ნანახია 824

Blue Neighborhood (10) 18+

16.
ლექციების შემდეგ მართლაც დამხვდა უნივერსიტეტის ეზოში. სკამზე იჯდა, ველოსიპედი გვერდით გაეჩერებინა. შესანიშნავად გამოიყურებოდა. ღია ფერის მაისურზე, რომელზეც იაპონური ნეკო გოგონა ეხატა, ლურჯი, ნაქსოვი ჟაკეტი შემოეცვა, შავი ჯინსის შარვალი და მაღალყელიანი კედები ეცვა. შავი კეპი ეფარა, უკან კი შეკრული თმა მოუჩანდა. ღიმილით წავედი მისკენ. ისე მინდოდა ჩავხუტებოდი და მეკოცნა, მაგრამ შეუძლებელი იყო. ისიც კი არ შემეძლო, ხელი ჩამეკიდა.
– გამარჯობა, – მივესალმე მე.
– გამარჯობა, – ფეხზე წამოდგა და ყურებამდე გაღიმებული რამდენჯერმე ფეხის წვერებზე აიწია, – როგორი დღე გქონდა?
– ძალიან კარგი. შენ?
– მეც. ერთი სული მგონდა, როდის გნახავდი. აბა, რას იტყვი? – მკითხა და ველოსიპედზე მიმანიშნა.
ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი და საკუთარი თავი ჩუმად გავამხნევე.
– კარგი.
რეზი ველოსიპედზე დაჯდა და დამელოდა, სანამ მე კიდევ ვყოყმანობდი. ბოლოს, ძალა მოვიკრიფე, უკანა სკამზე დავჯექი. ველოსიპედი შექანდა, მაგრამ რეზიმ გაასწორა. ფეხები ავიკეცე და მას ძლიერად შემოვხვიე ხელები.
– მზად ხარ? – მკითხა ღიმილით.
– კი.
ნელა დაძრა ველოსიპედი. დაძაბული ვიჯექი და თვალებს ვერ ვახელდი. თუმცა, მალევე ვიგრძენი, რა სასიამოვნო იყო სახეზე მონაბერი ნიავი. გამახსენდა ის შეგრძნებები, რასაც განვიცდიდი გადმოვარდნამდე. თვალები გავახილე. ტროტუარზე მივდიოდით. რეზი მოხერხებულად უქცევდა გვერდს ხალხს. დაჭიმული ხელები ოდნავ მოვუშვი.
– კარგად ხარ? – მკითხა მან.
– კი.
ლოყა ზურგზე დავადე. მან მუცელზე შემოხვეულ მკლავზე მსუბუქად გადამისვა ხელი.
– არ გინდა, შენც სცადო? ცოტა ხალხია.
– არა მგონია. ბოლოს ხუთი წლის წინ ვიჯექი, – მარტო რომ ვყოფილიყავი, შეიძლებოდა გამებედა, მაგრამ არ მინდოდა მისთვის რამე დამეშავებინა.
– დარწმუნებული ხარ?
– ხო.
მოულოდნელად რეზიმ მკვეთრად გადაუხვია მარჯვნივ.
– რას აკეთებ? – შევყვირე.
მისი სიცილის ხმა მომესმა.
– ნუ გეშინია.
– სპეციალურად აკეთებ, არა? – აღშფოთებულმა წამოვიძახე. პასუხად კვლავ გაიცინა.
ერთი ხელით კარგად მოვეჭიდე, მეორე ხელი კი ნელა ავუცურე მუცელზე. ვიგრძენი, როგორ შეეკუმშა კუნთები, მკვეთრად ჩაისუნთქა ჰაერი და თითები ველოსიპედის სახელურებს ძლიერად მოუჭრა. უფრო ზემოთ ავუცურე ხელი და ძუძუსთავზე მოვუღიტინე.
– გაჩერდი, – სწრაფად დამიჭირა ხელი, – გინდა, გადავვარდეთ?
– არა.
– მაშინ სახლამდე მოითმინე.
არ ვიცი, გაიაზრა თუ არა რაც მითხრა, მაგრამ ხელი მოვაშორე და ლოყით კვლავ ზურგზე მივეხუტე. მისი თმა სახეზე სასიამოვნოდ მიღიტინებდა.
– ძალიან მომშივდა, – ერთი სული მქონდა, როდის დაამაგრებდა ველოსიპედს, მალე რომ ავუსულიყავით.
– შემწვარი ძეხვია დარჩენილი.
– სხვა არაფერი?
– არა.
– მაშინ, წამოდი მაღაზიაში.
ფეხით გავყევი გზას. კორპუსის გვერდით პატარა მარკეტში შევედით.
– ყველიანი მაკარონი გინდა? – ვკითხე რეზის.
– კი, ძალიან მიყვარს.
მაკარონი გვქონდა, ამიტომ ყველი და ნატურალური წვენი ვიყიდე. უკვე გავდიოდით, რეზიმ რომ გამაჩერა.
– აუ, ესეც იყიდე, რა. საღამოს ფილმს ვუყუროთ, – მან ბატიბუტის სიმინდის ტაროებზე მიმანიშნა, რომლებიც პატარა ყუთში ეყარა ხილ–ბოსტნეულის გვერდით.
– კარგი, – გავუღიმე და რამდენიმე ტარო სიმინდიც ავაწონინე.
რეზი კარგ ხასიათზე დადგა. მეორე სართულის კიბეზე რომ ავდიოდით, ოდნავ შემეხო ხელზე ხელით, თითებზე წამეთამაშა, შემდეგ კი გამასწრო და სახლის კარი გააღო. მეც შევყევი. რეზიმ კარი მიხურა.
– მე მომეწონა გასერინება, – თქვა გამხიარულებულმა.
– მეც, – უახალისოდ დავეთანხმე. ვიცოდი, ახლა მთხოვდა, შენც სცადეო.
– მართლა? – მკითხა გაოცებულმა.
– ჰო, მაგრამ მე არ მინდა ტარება.
– რა პრობლემაა, – გაეცინა მას, – ანუ გამოგიარო ხოლმე?
– ჰო.
– თუ გინდა, ამ შაბათს კუს ტბაზე ავიდეთ. გაიხსენებ ველოსიპედის ტარებას, – შემომთავაზა მან.
– კარგი აზრია, – მასთან ერთად ბუნებაში გასვლა მეც მინდოდა.
– ძალიან კარგი, – ღიმილით მომიახოვდა და ტუჩებზე წამეტანა. ხელები მაისურში ჩავალე, ჩემკენ მოვიზიდე და კოცნაში ავყევი. უეცრად ჩემმა მუცელმა დაიხმაურა.
– ოო, როგორც ჩანს, ერთ სულიერს მართლა ძალიან შია, – ღიმილით მომცილდა და ხელჩაკიდებულმა სამზარეულოში გამიყვანა.
– ძალიან, – დავეთანხმე. დილიდან მშიერი ვიყავი.
– დაელოდები მაკარონს თუ ძეხვს შეჭამ?
– დაველოდები.
რეზი სააბაზანოში გავიდა ხელების დასაბანად, შემდეგ კი საჭმლის მომზადება დაიწყო. მაგიდასთან ვიჯექი, ხელსახოცზე სასაცილო კაცუნებს ვხატავდი და ვუყურებდი, როგორ გახეხა ყველი, მოხარშა მაკარონი, შემდეგ წყალი გამოუცვალა და შეწვა. დრო და დრო ღიმილით გამომხედავდა და თავის საქმეს აგრძელებდა. ბოლოს, ტაფას ცეცხლი გამოურთო და გასარეცხი ჭურჭელი ნიჟარაში ჩააწყო. მაგიდის გაშლა დავიწყე. უგემრიელესი ოხშივარი ავარდა, როცა ტაფას თავსახური მოვხადე.
– ღმერთო, რა კარგია, – ღრმად ჩავისუნთქე და სკამზე ჩამოვჯექი. რეზიც სიცილით დაჯდა ჩემ წინ.
ჭამის მერე ჭურჭელი გავრეცხე, რეზიმ კი გაამშრალა.
– ხვალისთვის ბევრი გაქვს სამეცადინო? – მკითხა მან.
– ბევრი არა. ფილმს ვუყუროთ მერე?
– ჰო.
– კარგი, მაშინ ახლავე დავიწყებ სწავლას. შენ რას იზამ?
– მეც მაქვს სასწავლი.
ტუჩებზე მოწყვეტით ვაკოცე და ჩემს ოთახში შევედი. სავარძელზე რეზის მაისური ეგდო. გამეღიმა. ძალიან მსიამოვნებდა, მისი ნივთები ჩემს ოთახშიც რომ იყო.
თითქმის სამი საათის შემდეგ მოვრჩი სწავლას. ჯდომისგან ხერხემალი ამტკივდა. წამოვდექი და რამდენჯერმე გავივარჯიშე. ტკივილი ოდნავ შემიმსუბუქდა. გარეთ გამოვედი. რეზი ალბათ თავის ოთახში იყო. კარზე მივუკაკუნე და შევაღე. ხატავდა. თეთრი მაისური და საღებავებით მოთხუპნული სამუშაო კომბინიზონი ეცვა. სახე და მკლავებიც საღებავით ჰქონდა დასვრილი.
– მორჩი? – მკითხა თვალებგაბრწყინებულმა.
– კი. შეიძლება ვნახო? – ვკითხე მოლბერტზე, რომელიც ჩემგან შებრუნებული იდგა.
– ჯერ არა, – გამიღიმა მან, – როცა დავასრულებ, მერე.
– კარგი.
რეზიმ ნახატს ტილო გადააფარა.
– წავალ, წყალს გადავივლებ. იცოდე, ნახატი არ ნახო.
– არ ვნახავ, დამშვიდდი, – საწოლს მივუახლოვდი და წამოვგორდი, – ეს შეიძლება? – ვკითხე სახატავ რვეულზე.
– ეგ კი, – მომიახლოვდა, ჩემკენ დაიხარა და ყელში მაკოცა, – მალე მოვალ, – მითხრა მან, – მანამდე მოიფიქრე, რა ფილმი ვნახოთ.
– კარგი, – თავი დავუქნიე და სახატავი რვეული გადავშალე. ფანქრით შესრულებული ქალაქის ხედები იყო.
რეზი გავიდა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი წყლის ჩხრიალის ხმა მომესმა.
ნახატების თვალიერება გავაგრძელე. მის ნახატებზე აბანოთუბანი, თბილისის მეჩეთი, მთაწმინდის ხედი ეშმაკის ბორბლიდან და სხვადასხვა ადგილები ვიცანი, დანარჩენი ძველი შენობები იყო, რომლებსაც ულამაზესი ჩუქურთმები ამშვენებდა. ძალიან კარგად ხატავდა. ბოლო ნახატზე რომ გადავშალე, გაოცების შეძახილი აღმომხდა. ჩვენი ოთახები იყო დახატული. ნახატი ორ ნაწილად იყოფოდა, ერთი ოთახის გაღებული კარიდან ჩემი საწოლის ნახევარი მოჩანდა, მეორე ოთახის გაღებული კარიდან კი რეზის საწოლის ნახევარი. ძალიან მომეწონა. ჩქარა იყო დახატული, ალბათ რამდენიმე წუთში გააკეთა მონახაზე და რამდენიმე წუთში დაამუშავა, მაგრამ ისეთი ინტიმური და ლამაზი გამოუვიდა, სუნთქვა შემეკრა. უცებ ტილოგადაფარებულ მოლბერტს გავხედე. ნეტავ, მე ხომ არ მიკავშირდებოდა? ძალიან მაინტერესებდა, მაგრამ ნახვას არ ვაპირებდი. შემეძლო წარმომედგინა რა რეაქცია მექნებოდა, ვინმეს ჩემი დაუსრულებელი ჩანაწერი რომ წაეკითხა.
ვერც კი გავიგე, ისე სწრაფად გავიდა დრო. რეზი სააბაზანოდან გამოვიდა. ნაცრისფერი აბანოს ხალათი ეცვა.
– აქ ხარ? – რატომღაც გაოცდა, კვლავ მის საწოლზე რომ დამინახა.
არაფერი ვუპასუხე. ჯერ საწოლზე გადაშლილ ბოლო ნახატს დავხედე, შემდეგ კი ბიჭს, რომელიც უჯრაში იქექებოდა. ჩემთვის არ შემოუხედავს, ამიტომ ჩემი აღფრთოვანებული მზერაც ვერ დაინახა. ბოლოს, უჯრიდან საცვალი ამოიღო. საწოლთან, ჩემგან ზურგშექცევით დადგა, ხალათი შეიხსნა და სწრაფად ჩაიცვა. მისკენ გადავბრუნდი, წამოვიწიე და მოხრილ იდაყვს დავაყრდნე თავი. მან წინ ჩამოშლილი სველი თმა ხელის ერთი მოძრაობით გადაიყარა უკან.
– შემობრუნდი.
რეზიმ ჩემი თხოვნა მაშინვე შეასრულა. ჩემკენ შემობრუნდა და აღელვებული მზერა მომაპყრო. წამოვჯექი. ცალ ხელზე დაყრდნობილი მისკენ გადავიხარე და მეორე ხელი ნაზად ჩამოვუსვი მკერდსა და მუცელზე. შემდეგ მკლავზე მოვეფერე და თითებზე წავეთამაშე. რეზიმ თითები ჩემს თითებში ახლართა, ჩემი ხელი ტუჩებთან მიიტანა და ხელის გულზე მაკოცა. ჟრუანტელმა დამიარა. მთელი სხეული სასიამოვნო გრძნობამ მომიცვა. საწოლზე გადავწექი ისე, რომ მისთვის ხელი არ გამიშვია. როგორც კი ცალი მუხლი შეახო საწოლის ზედაპირს, სწრაფად მოვიზიდე ჩემკენ, საწოლზე დავაგდე და ზემოდან მოვექეცი. მოულოდნელობისგან რეზიმ შეჰყვირა და სიცილი აუტყდა. სიცილით ჩავრგე თავი მის ყელში და ხარბად შევისუნთქე მისი სურნელი, შემდეგ კი ოდნავ ვაკოცე. რეზის სიცილნარევი კვნესა აღმოხდა. მაშინვე აუჩქარდა პულსი. საოცარ სიამოვნებას მანიჭებდა იმის გააზრება, რომ ჩემი შეხება ასე მოქმედებდა მასზე. ისევ ვაკოცე, ამჯერად უფრო ვნებიანად. ხელები წელზე შემომხვია და თავი უკან გადასწია. კოცნით ჩავუყევი მის ყელს, ბოლოს წამოვიწიე და აღელვებულ ბიჭს ზემოდან დავაცქერდი.
– გამახსენე, გზაში რას დამპირდი? – ვკითხე ღიმილით და მზერა მკერდისკენ ჩავანაცვლე.
– არა! – სიცილი აუტყდა მას, – არც კი იფიქო, – ხელები მკერდზე მომაბჯინა, რომ გადავეგდე, მაგრამ დავუჭირე და ძლიერად გავუკავე თავს ზემოთ, – არ გაბედო!
– შენ ხომ მითხარი, სახლამდე მოითმინეო? ახლა სახლში ვართ.
– დავით, – თავი გააქნია მან.
ზემოდან დავაცქერდი. ჩემს მკლავებში მოქცეულს აბანოს ხალათი გადაჰღეღვოდა, ბალიშზე მისი გრძელი, არეული თმა მიმოფანტულიყო, ხელებს თავს ზემოთ ვუჭერდი და იმ წამს მთლად დაუცველი, ბოლომდე ჩემზე იყო მონდობილი.
– ახლა გაკოცებ, – დავუჩურჩულე ვნებამორეულმა, – ენით... – რეზიმ ტუჩები გააპო, – ძალიან ღრმად გაკოცებ, – ვიგრძენი, როგორ აერია სუნთქვა, – ძალიან უხეშად. მითხრი, გინდა?
მან ყრუდ ამოიკვნესა და მძიმედ ჩაყლაპა ნერწყვი, შემდეგ კი ტუჩებზე მომაჩერდა. თანხმობად მივიღე. მისკენ დავიხარე და ტუჩებზე დავეწაფე. მაშინვე ამყვა. სწრაფად და მტკივნეულად ვკოცნიდი.
– ხელები, – ამოიკვნესა ჩემს ტუჩებში. მაშინვე გავათავისუფლე. ხელები სახეზე შემომაჭდო და თავისკენ მიმიზიდა. ვიგრძენი, ქვემოდან მთელი სხეულით როგორ მომეტმასნა. მისი ცხელი, სურნელოვანი კანი მწვავდა, ჭკუიდან გადავყავდი. ხელები წელზე შემომხვია და მაისურის გახდა დამიწყო. კოცნა შევწყვიტე და მაისური სწრაფად გავიხადე. მაშინვე მკლავები ჩამავლო და თავისკენ მიმიზიდა. ფეხები წელზე შემომხვია და თეძოების მოძრაობა დაიწყო. სუნთქვა შემეკრა. კოცნით ჩავუყევი მის ყელს, მხრებს, მკერდს, მუცელს. მისი სხეული ისეთი დამუხტული იყო, მეგონა ყოველ წამს აფეთქდებოდა. რეზიმ კისერზე შემომხვია ხელები და წამოჯდა. ისე გამოაძვრინა ხალათიდან ხელები, კოცნა არ შეუწყვეტია. სახე გრძელ თითებში მომიქცია, სულ ოდნავ დაიხია უკან და თვალებში შემომხედა. ვნებისაგან დანისვლოდა მზერა, ტუჩები კო კოცნისგან უპრიალებდა. მისკენ გადავიხარე, ოდნავ გადავუსვი ენა ტუჩებზე. თვალები დახუჭა, ტუჩებზე მომეწება და საწოლზე გადაწვა.
– შარვალი გაიხადე, – ამოიკვნესა სუსტად.
წამოვიწიე. ქამარი გამიხსნა და შარვალი თეძოებზე ჩამომიცურა. სწრაფად გავიხადე საცვალთან ერთად. შევამჩნიე, როგორი აღფრთოვანებით შემომხედა რეზიმ და როგორც კი ზემოდან მოვექეცი, ხელები მკერდზე ამისრიალა. ხელი საცვალში ჩავუცურე, და ნელა დავიწყე მოძრაობა. მან ხმამაღლა ამოიკვნესა, თვალებმილულულმა თავი უკან გადააგდო და ტუჩზე ძლიერად იკბინა. თვალს ვერ ვაშორებდი მისი სახის გამოეტყველებას. თვალებდახუჭლი, ტუჩებგაპობილი და ლოყებაწითლებული მძიმედ სუნთქავდა. ვნებამორეული თეძოებს ამოძრავებდა. მისი სხეული საოცრად ლამაზი იყო მოძრაობაში. სწრაფად გავხადე საცვალი. კვლავ ზემოდან მოვექეცი, მისი ხელი ავიღე და ქვემოთ ჩავაცურე.
– ხელი არ გაუშვა, – ვუთხარი ჩურჩულით.
ნელა დაივწყე მის სხეულზე მოძრაობა. ვგრძნობდი,მისი ს ნაზი კანი ჩემთან ერთად როგორ მოძრაობდა. ტუჩებზე დავეწაფე. მაშინვე ამყვა და ჩემს ტუჩებში ხმამაღლა ამოიკვნესა.
– უფრო სწრაფად, – მითხრა ჩურჩულით, ფეხები ჩემს ქვემოდან გამოაძვრინა და წელზე მჭიდროდ შემომხვია. საწოლს ხელებით დავეყრდენი, აკანკალებულ ბიჭს ზემოდან დავხედე და მოძრაობა ავაჩქარე. მთელი ძალით მიზიდავდა თავისკენ და ქვემოდან მეხვეოდა.
– ვათავებ, ხელი არ გაუშვა... – ამოვიკვნესე ჩურჩულით.
– მეც...
ძლიერი ბიძგი ვიგრძენი, სიამოვნების ჟრუანტელმა სპაზმებად დამიარა სხეულში და ხმამაღალი კვნესით ზემოდან დავემხე. ისევ ვაგრძელებდი მოძრაობას, შემდეგ ისევ ვიგრძენი თბილი სპერმის ახალი ნაკადი. რეზიმ ძლიერად მიკბინა ყელში და ნელ–ნელა აკანკალებული სხეულიც დაუმშვიდდა. როდესაც თავი ავწიე, მას თვალები დახუჭული ჰქონდა და პირით სუნთქავდა.
– კარგად ხარ? – ვკითხე ჩურჩლით.
თავი დამიქნია, შემომხედა და ტუჩებში მაკოცა.
– ხელსაწმენი გვჭირდება, – მითხრა მან სიცილით.
– ჰო, – დავეთანხმე და წამოვჯექი.
– აქ დევს, ან ნახატის უკან, – რეზიმ საწოლზე მოყუდებულ უამრავ სურათზე მიმითითა.
– რომელი ნახატის? – გამეცინა.
– პირველი.
ნახატი გადავწიე და ხელსამწნდების ახალი შეკვრა ავიღე. ფრთხილად გავუწმინდე რეზის თითები და მუცელი. რეზი წამოჯდა, საბანი გადასწია და სწრაფად შეძვრა. ხელით მანიშნა, მოდიო. გვერდით მივუწექი. მან ბალიში ააფუმფულა, ცალ ხელი ბალიშის ქვეშ შეაცურა და ჩემკენ გადმობრუნდა. მეც მისნაირად დავწექი, სახით პირისპირ. გავუღიმე და თმაში შევუცურე ხელი.
– რა მოხდა?
ისე ცნობისმიყვარედ აცეცებდა თვალებს და ტუჩებზე ისეთი ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა, მივხვდი, რაღაცის თქმა უნდოდა.
– არაფერი, – მიპასუხა ღიმილით.
თვალები მოვჭუტე. უცნაურად იქცეოდა.
– როგორ არა... მითხარი, რა მოხდა?
– არაფერი, – გაეცინა მან, – არაფერი მომხდარა, – რეზიმ თვალებში შემომხედა და ენის წვერი ქვედა ტუჩზე გადასვა, შემდეგ კი ჩემკენ გადმოიხარა, ხელით თავი ამაწევინა და ტუჩებზე დამეწაფა. ჩემკენ მოვიზიდე. მკერდზე მომეხუტა.
– მგონი ფილმის ყურება უნდა გადავდოთ.
– უჰუუ, – მან თავი დამიქნია, - რაღაც უნდა გკითხო...
- გისმენ, - გამეცინა მე.
- როგორი იყო... შენი პირველი? - გაუბედავად მკითხა მან.
დავიბენი. არ ვიცოდი, ზუსტად რა აინტერესებდა. საკუთარი თავის შემზადება უნდოდა თუ ისევ რომაზე აპირებდა ეჭვიანობას.
- ძალიან... - შესაბამისი სიტყვის მოძებნა მიჭირდა, - ემოციური.
- ემოციური რას ნიშნავს? - ჩემმა სასაცილო პასუხმა არ დააკმაყოფილა.
- მითხარი, ზუსტად რა გაინტერესებს?
რეზიმ მხრები აიჩეჩა.
- გეტკინა?
- კი.
- ძალიან?
- კი, - არ მინდოდა მისი შეშინება, მაგრამ ვერც მოვატყუებდი.
- მაშინ, რატომ... - რეზი წამით შეყოვნდა, – რატომ გაქვთ სექსი... მასე...?
– გამოიყენე შესაბამისი ტერმინები, სულაც არ არის უხერხული, – გამეცინა მე, – მოდი, მე გკითხავ: შენი აზრით, რატომ შეიძლება ადამიანს ანალური სექსი ჰქონდეს?
– არ ვიცი... ამბობენ, სასიამოვნოაო, მაგრამ... ღმერთო! – რეზიმ ჩემს მკერდზე ებრიონის პოზაში მოიბუზა და სახე ხელებში ჩამალა, – აღარ მინდა მაგაზე ლაპარაკი, – ამოიბუტბუტა მან.
- ჰო, სასიამოვნოა. სიტყვებით ვერ აღგიწერ, თანაც როგორი. ეგ უნდა გამოსცადო, - ღიმილით დავიხარე მისკენ და კისერზე ვაკოცე.
- რომ შემეშინდეს... რომ არ მომეწონოს... - გაუბედავად დაიჩურჩულა მან.
- რეზი, იმის გაკეთებას არავინ გაიძულებს, რაც არ მოგწონს.
- მე იმის მეშინია, რომ გავაკეთოთ და არ მომეწონოს, მერე შეიძლება რაღაც შეიცვალოს...
- რა უნდა შეიცვალოს?
რეზიმ ხმაურით ამოისუნთქა ჰაერი.
- გეშინია, რომ სურვილი გაგიქრება?
- ჰო...
- ანუ ჩემთან ყოფნის სურვილი გაგიქრება? - შევეცადე არ გამცინებოდა.
მან არაფერი მიპასუხა.
- ესე იგი, რეაქცია არ გექნება, თუ ასე ვიზამ? - დავიჩურჩულე ღიმილით და ნელა ჩავუსრიალე ხელი წელზე. რეზის გაეცინა, - ან ასე... - ნაზი მოძრაობით მუცელზე მივეფერე და ხელი ქვემოთ ჩავუცურე.
- გეყოფა, - სიცილით დამიჭირა ხელი.
ხმამაღლა გამეცინა. სწრაფი მიძრაობით მოცექევი ზემოდან. ღიმილით ამომხედა.
- მოეშვი მაგაზე ფიქრს. ტყუილად ნერვიულიობ ამდენს, - მისკენ დავიხარე და ვაკოცე.
რეზიმ ხელები მხრებზე დამაწყო.
– კარგი?
– კარგი? – თავი დამიქნია მან და ტუჩებში მოწყვეტით მაკოცა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი talia

Vaime mamaaa.ar mjera dideba shens dabrunebass. ar vici tavs rogor gaimartleb magram sityvas ra amomagebinebs, aliluia dabrundi.agar daigviano ra,isada shen ra?mulodnelad gamocenebi giyvars.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent