შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაკარგული [სრულად]


23-04-2018, 19:35
ავტორი ელპინი
ნანახია 3 076

დაკარგული [სრულად]

ლუკა, ჩემო ლუკა!
რისთვის?! - ასე გინდოდა!
რატომ?! - გჭირდებოდა!
როგორ?! - ჩვეულებრივ, დაუფიქრებლად!
სამი შეკითხვა დაგისვი და პასუხი ისევ ჩემს თავში ვიპოვე, წამიც არ დამჭირდა ისე, თან. მე ხომ ყოველთვის კარგად გიცნობდი, ლუკა?! მე ხომ ყოველთვის მესმოდა შენი?! მე ხომ წამიც არ მიფიქრია უშენობაზე?!
და მაინც, რატომ ხდება ასე, ლუკა?
აი, ასე რატომ ხდება?
არც მე რომ არ მინდა და არც შენ, ასე რატომ მოხდა?
მე არ მინდა...
შენ არ გინდა...
და აღარ, ჩვენ არ გვინდა...
მე, მაინც, ისევ მენატრები!
მე, მაინც, ისევ მიყვარხარ!
მე, მაინც, ისევ მჭირდები!
მე, მაინც, მეჩემები, ლუკა!

***
-თათუ, ჩამოდი ძირს, რა. სადარბაზოში ვარ.
ტელეფონში ისე განერვიულებული ხმა ჰქონდა, წამითაც არ დავფიქრებულვარ და სტუმრები დავტოვე. გიჟივით გავვარდი, იმიტომ რომ ვიცოდი, ვჭირდებოდი. მე ხომ ვგრძნობდი. იქვე იჯდა, სკამზე, ხელები მუხლებზე დაედო და თავი ჩამალული ჰქონდა.
-ლუკა.
ჩემი შიშისგან ჩამწყდარი ხმა და მისი აბსოლუტურად სხვა სახის დანახვა იმდენად ერთდროულად მოხდა, რომ ჩემი გულის ცემა მაქსიმალურად აჩქარდა და სისხლის მოძრაობას გაცხოველებულად ვგრძნობდი კაპილარებში.
-მჭირდები, თათუ...მჭირდები...
ვუყურებდი ლუკას და ვიღაც სხვას ვხედავდი! აღარ იყო ჩემი ლუკა, მგონი. შემიცვალეს, ან იქნებ, მეჩვენება...ან არ ვიცი...
-აქ ვარ, ლუკა. აქ, შენთან ვარ!
გვერდით ჩამოვუჯექი და თავი ჩემს მუხლებზე დადო. წამით მის თვალებსაც დავაკვირდი და იმ თვალებს, მთვარის შუქზეც რომ მკაფიოდ ანათებდნენ, ახლა ჩამქრალიყვნენ.
-თვალებზე შემომხედე.
მის ნათქვამს ვასრულებდი და რამდენიმე წუთით, შეჩერებული კადრივით ვუყურებდი მის სფეროებს. საშინლად შავი და ავისმომცველი ჩანდა.
-ახლა ხელებზე შემომხედე, თათუ.
მისი ხელის მტევანი ჩემკენ წამოიღო, ხელი მომკიდა და კარგად შევხედე მის ხელზე არტერიები როგორ აჩნდა. თითქოს, გასკდესო.
-შუბლზე დამაკვირდი. ცივი ოფლი მასხამს.
ყველაფერს ვაკვირდებოდი და ეტაპობრივად, რამდენიმე წუთი მჭირდებოდა აღსაქმელად. ყველაფერს ვგრძნობდი ზუსტად ისე, როგორც თვითონ და ამაში დარწმუნებული ვიყავი!
-მთელი სხეული მიკანკალებს, თათუ. ხომ იცი რატომაც?
სასოწარკვეთილი ხმით მელაპარაკებოდა. ყველაფერს ვიაზრებდი და ვხვდებოდი. მხოლოდ იმის გამო, რომ მე დამპირდა, პირობას არ არღვევდა და მის თავს ამ დღეში ჩასაგდებად იმეტებდა ჩემ გამო.
-ხომ არ დანებდები, ლუკა? ჩემთვის?
არ მიფიქრია იმაზე, როგორ და რამდენად უჭირდა, მაგრამ ის, რაზეც აქამდე დამოკიდებული იყო, ჩემ გამო უნდა მიეტოვებინა.
-არა, თათუ. მაგიტომ მოგიყვანე აქ. შენ რომ გხედავ, ვმშვიდდები შენს თავს გეფიცები.
ხელის გულზე მკოცნიდა. ტუჩები ცივი ჰქონდა და ისე როგორც აქამდე, თბილი აღარ! ვხედავდი როგორ იცვლებოდა მიმიკები მის სახეზე და მიუხედავად ამისა, წამითაც არ ვეტყოდი იმ სიტყვებს, რაც ძველი ლუკას დაბრუნებას ჭირდებოდა.
-ჩუმად, ლუკა. არ ილაპარაკო. მე მომისმინე და ჩემი ხელი გეჭიროს, ხო? როგორც ყოველთვის, დრო და დრო, ხელზე მაკოცე ხოლმე. ასე ხომ მშვიდდები?
-გისმენ, თათუ, გისმენ.
შუბლი სულ დაცვარული ჰქონდა და სხეული ისევ უკანკალებდა. არ შემშინებია. მზად ვიყავი ყველაფრისთვის.
-ვორონცოვზე, ჟუჟუნადან რომ გამოვედი და მეშვიდე კლასელი ბიჭივით, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი სკვერთან მელოდებოდი, გახსოვს? როგორ ნერვიულობდი, მეცინება ხოლმე ახლა, მაგრამ მაშინ შეშლილი მეგონე, შენ თავს გეფიცები. თან, სიგარეტსაც რა სასაცილოდ ეწეოდი, ხოლმე. თათუ შეჩერდი ერთ წუთს-ო, რომ დამიძახე, მანდ გულმა რამდენი დარტყმა გამოტოვა ახლაც არ მახსოვს.-მიღიმოდა და ლოყებზე ფოსოები მკრთალად მაინც აჩნდა. ტუჩები ოდნავ უთრთოლავდა და ჩემი ხელი ლოყაზე მიედო.-ჩვენს პირველ შეხვედრას რა დამავიწყებს, ლუკა. რა ბავშვი იყავი, ღმერთო ჩემო. იმ წამს რომ დაგინახე, აზრად მაინც გავივლე-მორჩა, შენ ჩემი მომავალი ქმარი გახდები-მეთქი, მაგრამ ჩვენ, გოგოებმა თავის დაფასება ვიცით, ხომ იცი?-ამ მომენტში მეც გამეღიმა. თავის დაფასება ცოტა დიდ ხანს გამომივიდა და მთელი ცხრა თვე მაინც არ ნებდებოდა ლუკა.-იმ დღის დიალოგიც არ დამავიწყდება და საერთოდ, არც ერთი მომენტი, ლუკა, რაც არ უნდა მოხდეს. აი, გამუდმებით ერთი კვირა რომ მხვდებოდი ისევ ვორონცოვზე, სკვერთან, მერე სერიოზულად დავფიქრდი და საბოლოოდ დავასკვენი, რომ მართლა გიჟი იყავი.-მისმენდა ყურებამდე გაღიმებული და დრო და დრო ხელის გულზე მკოცნიდა. თმებზე ხელს მატარებდა და ყურადღება გადაჰქონდა, მაგრამ ფიზიკურად მაინც ისევ ისე იყო, როგორც ცოტა ხნის წინ.-ჩვენიყველაზე მაგარი მომავალი გვაქვს, ლუკა და შენ რომ დანებდე, არ შეიძლება, ხომ გესმის? მარტო ჩემ გამო უნდა შეძლო და იმ დამპალ ნარკოტიკზე უარი თქვა. არ მომწონს მე ასეთი ლუკა, ძველებური დამიბრუნდი, რა!-მე თვითონვე ვგრძნობდი ჩემს ხმაში მუდარას და ყველაზე მეტად არ უყვარდა ლუკას, რამეს რომ მუდარიანი ხმით ვეუბნებოდი. სულ იმას მეუბნებოდა-მეშინია რამეს, რომ მთხოვ და ვერ შეგისრულო, შეიძლება მოვკვდე-ო.-ჩვენი ბინა ცოტაც და დასრულდება უკვე. ერთად უნდა ვიცხოვროთ და ჩვენი ოთახი იასამნისფერშია მაინც. რამდენი ვიჩხუბეთ მაგაზე გახსოვს? მაგრამ შენ მაინც დამთანხმდი და როდის ვნახავ დასრულებულს შენთან ერთად, ერთი სული მაქვს. დილით ყავას მოგიმზადებ, ხოლმე და მიუხედავად იმისა, რომ საშინელ ყავას ვაკეთებ, შენ მაინც მეტყვი, რომ მსოფლიოში საუკეთესო ყავას ვაკეთებ.-გაიცინა ისე ლაღად და ბედნიერად, მეგონა, მიბრუნდებოდა ჩემი ძველი ლუკა და გაბრწყინებული თვალებით ვუყურებდი.-ჯანდაბას, კარაქსაც წაგისვამ პურზე, ნუსასაც და ხო, ფორთოხლის წვენსაც გაგიკეთებ, შენ რომ ძალიან გიჟდები. და ჩვეულებრივი ცოლივით, "საროჩკასაც" დაგიუთოვებ, ხოლმე ან, რა ვიცი. სხვას რას აკეთებენ ცოლები?-ჩემ თავზე მეცინებოდა და ლუკაც დამცინოდა. ზოგადად, ჩემს ბავშვურობაზე სულ იცინოდა და მერე მეუბნებოდა-ჩვენი შვილი შენზე ჭკვიანი იქნება პატარა ასაკშიც-ო.
-ვახ, თათუ, შენ საერთოდ არ იცვლები, ბავშვო.
სხეული აღარ უკანკალებდა და მგონი, გადალახა. დაძლია. შეეცადა და გამოუვიდა. აშკარად ეტყობოდა სახეზეც, რომ დამშვიდებულიყო და მიღიმოდა.
-შენ ხომ ასეთიც გიყვარვარ? მერე რა.
გავეკრიჭე პატარა ბავშვივით. წამოჯდა, ცხვირზე თითი დამკრა და შუბლზე მაკოცა. მერე, ერთ ხანს თვალებში მიყურებდა და მის თვალებსაც დაბრუნებოდა სიკაშკაშე.
-იმდენად ეგოისტი ვარ, ჩემს თავს უფლება მივეცი ასეთ მდგომარეობაში გენახე, დაგემშვიდებინე და ჩემთან ყოფილიყო. ეგ კითხვა შენ აღარ, მე უნდა დაგისვა, თათუ.-სევდიანად გამიღიმა და ისევ ხელის გულზე მაკოცა.-ასეთიც ხომ გიყვარვარ, თათუ?-თვალები აცრემლებული ჰქონდა. რამდენჯერ მინახავს დასევდიანებული, საშინელ ხასიათზე, მოწყენილიც, მაგრამ თვალებაცრემლებული არასდროს და გული მომიკვდა. ჩემ გამო, რომ ტიროდა...
-ყველანაირი მიყვარხარ, ლუკა. ხედავ, ჩემ გამო დაძლიე და შეძელი.
სახეზე მოვეფერე და წვერი ოდნავ დაბალზე ჰქონდა, იღიმოდა და ფოსოები ისევ აჩნდა ლოყაზე. ლოყას ჩემს ხელის მტევანს ადებდა და ხელის გულზე მკოცნიდა. ყველაზე მეტად ხელის გულზე კოცნა უყვარდა და მეც შემაყვარა.
-იასამნისფერ ოთახს, მერე მაინც გადავღებავთ, იცოდე და ხო, არც ისე საშინელ ყავას ადუღებ.
სიგარეტი ამოიღო და მომაწოდა მეც. თავი გავაქნიე, ახლა არ მინდოდა, მართლა, თორემ ლუკასთან ერთად მოწევა სულ სხვა სტიქია იყო, გეფიცებით. მშვიდი გამომეტყველება დაბრუნებოდა სახეზე. ახლა ისევ ძველი ლუკა იყო! ჩემი ძველი ლუკა! სიგარეტი ტუჩებს შორის მოიქცია და მოუკიდა. ღრმა ნაპასი ჩაურტყა და გამომხედა. იმ წუთს, იმდენად არარეალური იყო, სანამ თითებით არ შევეხე და დავრწმუნდი, რომ მართლა დაბრუნდა ჩემი ძველი ლუკა, მანამდე ვერ დავიჯერე რეალურად!
-შეგეშინდა, თათუ? სიმართლე მითხარი, რა.
ქვემოდან ამომხედა და აქამდე რომ არასდროს უთქვამს, ისეთი მუდარიანი ხმით მითხრა.
-შენი არა. ახალი ლუკა-სი შემეშინდა.
თვალები დავხარე და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს, ადამიანი მოვკალი. მერე, ოდნავ გავაპარე თვალი და დავინახე ისევ როგორ აუცრემლდა თვალები.
-ოდესმე იფიქრებდი, რომ ვიტირებდი? როგორ შეგაშინე, ჩემო თათუ.
თითებით ცრემლები მოვწმინდე და იმდენად მეამიტი მეჩვენა, ისევ მეშვიდე კლასელი ლუკა გამახსენდა.
-ლუკა, წამოდი ჩემთან. ზურაბმა გიკითხა დღეს, სად არის სიძე, სულ რომ დამეკარგა-ო.
აღარ მინდოდა კიდევ გამეგრძელებინა. მის აცრემლებულ თვალებს ვეღარ ვუყურებდი. ფეხზე წამოვდექი და ხელი მოვკიდე.
-არა, თათუ, რა. ახლა, ასეთ მდგომარეობაში სად წამოვიდე.
ისე მეუბნებოდა, თითქოს, ქორწილში მიმყავდა და უნდა გამოპრანჭულიყო პატარძალივით.
-წავედით.
ხელი მოვკიდე და ძალით წავიყვანე. მამაჩემს განსაკუთრებულად უყვარდა ლუკა და ჩემს მერე, მეორე შვილად თვლიდა. ყოველთვის თბილი ურთიერთობა ჰქონდათ და თავიდანვე იცოდა ყველამ, ჩემი და ლუკას ურთიერთობის შესახებ. პირიქით, ზურაბი იმას მახსენებს სულ-ეს ჩემი სიძე, მთელი ცხრა თვე რომ აწამე და მაინც შენთანაა, ძეგლი უნდა დავუდგა-ო. როგორც კი, გაიგო ლუკაზე და პირველად ის თქვა-ჩემი სასიძო, რომ დამათრობს, მერე ვაღიარებ წლის სიძედ-ო. მართლა დაათრო და მას მერეა, სასიძოს აღარ, სიძეს ეძახის და სულ მეცინება ხოლმე. იყო მომენტები, უხერხულად რომ ვიგრძენი თავი ამის გამო.
-გამარჯობა.
ნუ, მამაჩემი და მისი ძმაკაცები, ლუკასთან ერთად თემა იყო და თუ ერთად მოხვდებოდნენ სადმე, ლუკა ყველას ბოლოს უღებდა და ყველას გათიშვამდე ათრობდა. ზურაბი სულ ამაყობდა ამის გამო ლუკა-თი და ბევრს იცინოდა, ხოლმე.
-სიძეს ვახლავართ. ეს ჩემი გოგო, რომ გამოიძახე სასწრაფო სამედიცინო დახმარებასავით და დამტოვეთ მარტო, არ გაპატიებთ.
სიცილით გვითხრა ზურაბმა ორივეს და ჩაგვეხუტა. ეტყობოდა უკვე, კარგად ნასვამი რომ იყო.
-აბა, ესე იგი, დღეს ლუკა უნდა დავათროთ და ჩვენ ფხიზლები ვიყოთ.
არაკომფორტულად არასდროს ვგრძნობდი თავს მამას მეგობრებთან და თუ ლუკა იყო, მითუმეტეს საერთოდ. მაგიდას მივუსხედით და წავიდა მამა-პაპური სუფრა. მაია ძლივს აკავებდა ზურაბს და მერამდენე ცდა კრახით დაუსრულდათ, ლუკას დათრობას, რომ აპირებდნენ.
-სიძე, ხო მომიღე ბოლო და შემარცხვინე ამ ჩემს მეგობრებთან, მაგრამ კიდევ კარგი, ხვალ არც ერთს არ გვემახსოვრება წესიერად არაფერი.
ბოლოს, მაიამ აიღო და გაიტანა ოთახში ზურაბი. სტუმრებიც გავაცილეთ და მე და ლუკა დავრჩით. არც ლუკა იყო ნაკლებ დღეში, მაგრამ არ იმჩნევდა.
-აი, შენი პოტენციური საქმრო რა გმირი გყავს, ხომ ხედავ?
გაკრეჭილმა მითხრა და დივანზე ჩამოჯდა. გვერდით მივუჯექი მეც.
-კარგი, რა, ლუკა. აღარ გრცხვენია? მერამდენედ უნდა დაათრო ესენი?
სიცილით და ჯუჯღუნით ვუთხარი და მივეხუტე.
-არაუშავს, ეგ არაფერი. დაე იცოდნენ, ვისთან ექნებათ საქმე.
ცხვირზე ხელი დამკრა და ხუთი წუთიც არ იყო გასული მგონი, ჩემს მხარზე, რომ ჩამოეძინა. ოთახამდე მივიყვანე და მერე, მაიას ვეხმარებოდი დალაგებაში.

***
ჩვენს ბინაში ვიდექით და ბედნიერებისგან, სად წავსულიყავი აღარ ვიცოდი. ზუსტად ისეთი იყო, როგორიც გვინდოდა და ყველაფერი იდეალურად იყო.
-თათუ, ხო მოგწონს?
ყველაფერს ვათვალიერებდი და სანამ ლუკამ არ დამიძახა ბოლო ხმაზე, მანამდე არაფერი გამიგია ისე ვიყავი გართული.
-ღმერთო, ლუკა, როგორი ლამაზია ყველაფერი!
ვხვდებოდი, რომ ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყებოდა ლუკასთან ერთად, ჩვენს ახალ სახლში და არც იმდენად რთული ყოფილა ამის გააზრება.
-თათუ, წამოდი, ჩვენი ლურჯი ოთახი ვნახოთ.
წარბები აათამაშა და ლურჯი ცუდად მომხვდა ყურში.
-დაიცა, როგორ თუ, ლურჯი?
დოინჯი შემოვირტყი წელზე და წარბაწეულმა შევხედე.
-თათუ.
გამეკრიჭა და კატის თვალებით მომაჩერდა. ჩემი ხელი დაიჭირა და ხელის გულზე მაკოცა. სწრაფად შევბრუნდი და ოთახისკენ წავედი. კარები ნელა შევაღე, აი, ისე შენელებული კადრები რომ არის, ზუსტად ეგრე და ჩემს თავზე მეცინებოდა.
-ლუკა, თუ არ გინდა მოგკლა, მითხარი, რომ სხვა ბინაში ვართ ახლა და აგვერია სართული შემთხვევით.
ინტერიერს დავაკვირდი. არა, ყველაფერი ისე იყო, როგორც მე მინდოდა ოთახის ფერის გარდა. გაბრაზებული ხმით დავუძახე ლუკას და საწყალი თვალებით ვუყურებდი ლურჯ კედლებს იასამნისფერი, რომ უნდა ყოფილიყო.
-არ ვართ სხვა ბინაში. არც სართული აგვრევია. ნახე, რა ლამაზი ფერია.
კარებთან იდგა დოინჯშემორტყმული, კმაყოფილი ღიმილით მიყურებდა და ჯანდაბა, ყველაფერი მავიწყდებოდა. რომ უნდა გავბრაზებულიყავი, ეგეც.
-იცოდე, იასამნისფრად გადავღებავთ ამ ოთახს და არ შემეწინააღმდეგო!
გამაფრთხილებლად დავუქნიე ხელი და ჩემკენ წამოვიდა. უკან დავიხიე და კედელს რომ მივეკარი, იმ წუთს მომინდა გავმქრალიყავი იქედან. გულისცემა ამიჩქარდა.
-ლუკა.
საწყალი თვალებით ავხედე. ხელები ჩემი სახისკენ წამოიღო და თვალები მაშინვე დავხუჭე. ჩემი ხელი მის ხელის მტევანში მოიქცია და ისევ ხელის გულზე მაკოცა, მერე შუბლზე.
-თათუ, მთავარია ჩვენ ვიცხოვრებთ აქ, ერთად და ფერს რა მნიშვნელობა აქვს?
თბილად გამიღიმა და იმ წუთს მართლა დავფიქრდი ამაზე, მაგრამ იასამნისფერი მაინც მინდოდა!
-ხო...ხო...კარგი...იყოს ლურჯი.
მისი სიახლოვისგან ყველაფერი მეწვოდა მთელ ორგანიზმში. ჩემი ხელი ლოყაზე მიიდო, თავი ჩამოადო და თვითონაც დახუჭა თვალები. ერთ ხანს ასე ვიდექით...
-თათუ, მალე გადმოვიდეთ, რა.
აივანზე ვისხედით და ამჯერად, მის მოდუღებულ ყავას ვსვამდით. აშკარად ჩემზე უკეთ გამოსდიოდა და უგემრიელესი იყო!
-ხვალ გადმოვიტანოთ რაღაცები, რაც მნიშვნელოვანია და დანარჩენს მერე მივხედოთ.
მივეხუტე და მის გულისცემას ვუსმენდი. არანაკლებ აჩქარებული ჰქონდა. ისევ მეშვიდე კლასელ ბიჭს დამსგავსებოდა ჩემი ლუკა.
-ლუკა, გახსოვს სიყვარული როგორ ამიხსენი?
სიცილით ვუთხარი, რომ გამახსენდა და თან, ახლა რატომ გამახსენდა არ ვიცოდი.
-აუ, შენ გინდა, რომ სულ დამცინო, მგონი.
იმ წუთს ისე საყვარელი მომეჩვენა, სიყვარული როგორ ამიხსნა არც მაგ მომენტზე გავიცინებდი.
-აი, ეგ სისულელე რამ მოგაფიქრა ჩემს თავს გაფიცებ.
თავი მხარზე ჩამოვადე და ყელში ვაკოცე.
-მეშვიდეკლასელ ბიჭს, რომ მეძახდი სულ, მაგის ბრალია.
-კარგი ახლა!
ცხვირი ავიბზუე პროტესტის ნიშნად.
-ხოდა, მეც მეშვიდეკლასელი ბიჭი გავხდი ამხელა აყლაყი და ერთი ვარდით ხელში, სკოლის ეზოში დაგიჩოქე.
-ვაღიარებ, ორიგინალური იყო, მაგრამ ზედმეტად სისულელე.
-ხომ გითხარი, ისევ შენი ბრალი იყო. სულ რომ მეუბნებოდი, ჩემთან ნუ იბნევი და პატარა ბიჭი ხდები-ო, ვბრაზდებოდი და სამაგიერო გადაგიხადე.
-ვაღიარებ, პირველ წუთს მინდოდა მომეკალი. მერე, გოგოები რომ გაშტერდებოდნენ, ნერვები მომეშალა. იხტიბარი არ გავიტეხე და ძალიან ჩვეულებრივად დავიჩოქე მეც შენ წინ.
-გიჟი ხარ, რა, თათუ!
გახსენებისას მასაც ისეთივე ღიმილი გამოესახა სახეზე, როგორიც მე რამდენიმე წუთის წინ.
-რატომ ვითომ? აი, მაგ სისულელე სიყვარულის ახსნის დროსაც, რომ მოსწონდი გოგოებს, მაგან გამაგიჟა და მე არაფერ შუაში ვარ.
ხელები დანებების ნიშნად ავწიე.
-მეთქი-აი, ახლა ხელს გაგარტყამს ლუკა და მაგიტომ დაიჩოქა შენს წინ-თქო, მაგრამ ვარდი რომ გამომართვი და მიყვარხარ-ო მითხარი, მანდ ცოტა შევტოკდი. ისიც ვიფიქრე, ხომ არ მეღადავება-მეთქი, მაგრამ თვალებმა მაინც გაგცა, თათუ.
ბოლოს თბილად მითხრა და გამეღიმა. ჩემს თვალებს რომ შეხედავდა, ლუკამ ყოველთვის იცოდა, რა დროს, რა სიტყვა მჭირდებოდა და ამას ისე ცხადად ვგრძნობდი, ხანდახან გული სიხარულისგან გასკდომას მქონდა.
-შენ ყოველთვის შეგეძლო, ჩაგეხედა ჩემს თვალებში და გეთქვა თუნდაც ჩემი სახელი-თათუ-ო და მე, იმ წუთასვე ვმშვიდდებოდი. სხეულში რაღაცას იმპულსივით ვგრძნობდი და წუთიც არ მჭირდებოდა დასამშვიდებლად.
მის სახეზე ჩემი სიტყვებით გამოწვეულ ბედნიერებას, აშკარად ვხედავდი. ფეხები ამიკანკალდა. აზრად წამით გამირბინა, რომ შეიძლებოდა თავი დაეკარგა და კადრებივით აღმებეჭდა თვალწინ ყველაფერი.
-შენ გეშინია, თათუ! ყველაფრის და მიუხედავად, ჩემთან ხარ, მაგრამ ასეთ ყოფნას, მირჩევნია არ ვიყო შენთან და არ გტკენდე...თავი მხნედ გიჭირავს, ცდილობ დამალო, მაგრამ მე რა უნდა გამომაპარო, თათუ? ჩემს თავზე კარგად შენ გიცნობ და ეს ყველაფერი, თვალებში გეტყობა. მე ვხედავ, თათუ! მე ხომ შენთვის სარკე ვარ. ზოგადად, ხომ ასეა, როცა საყვარელ ადამიანებს ერთმანეთის ესმით. მე არ მესმის, მე ვხედავ და ვგრძნობ, თათუ. ამასაც ხომ ნიჭი უნდა?!-გაიღიმა ამაყად.-შენი ხელით რომ მიკეთებდი ნემსს, მაშინ პირველად დავინახე შენში მამაცი ქალი და ჩვენი ოთხწლიანი ურთიერთობიდან, პირველად მომეჩვენე ამდენად მდგრადი და შეუვალი. მაშინ წარბიც არ შეგიხრია, იმიტომ რომ იცოდი, შენს საყვარელ ადამიანს სჭირდებოდი და სხვაზე ფიქრის საშუალებას არ აძლევდი თავს. მაშინ ისე მამაცი იყავი, თათუ. ახლა, თითქოს, დაგაჭკნე და დაგღალე. მე ხომ ვხედავ და ვგრძნობ, არა? მაგრამ შენ მაინც არ ნებდები და როცა მე შენს გვერდით ვარ, ძველი ლუკას სახით, მაშინ სახეზე მშვიდი გამომეტყველება გაქვს. ახლა, იცი ამაზე ლაპარაკი რატომ დავიწყე? იმიტომ, რომ წამიერად აზრმა გაგიელვა ჩემი დაკარგვის და ისე ცხადად გამოგეხატა, მარტო მე რომ უნდა დამენახა! შენ მაინც სხვა ხარ, თათუ! მე ვცდილობ. დანარჩენზე არ მომენდო, გამოვა თუ არა...
იმ წუთს, ლუკა არც ძველი იყოო. არც ის, საშინელ მდგომარეობაში, რომ ვნახე. ვიღაც სხვა იყო! თვალები აწყლიანებოდა ჩემს ლუკას და მთელი მონოლოგი თავის შეკავებას ცდილობდა, რომ არ ეტირა და მასშ დაეგუბებინა ყველაფერი! მისი ამჟამინდელი ლაპარაკით დარწმუნებული ვარ, მინიმალურადაც არ უმსუბუქდებოდა ტკივილი. პირიქით, თავს უფრო ცუდად გრძნობდა, რადგან იცოდა, ყველა სიტყვა ჩემზე როგორ იმოქმედებდა. მასზეც!
-ლუკა, ჩვენ ყველაფერს გადავიტანთ, თუ დამეხმარები. ერთად შევძლებთ, მე გპირდები! იბრძოლე! ჩემთვის ხომ გიღირს ბრძოლა, ლუკა? მიპასუხე, ხომ გიღირს?
-კი, თათუ, კი!
-მაშინ არ დანებდე და მე შენთან ვიქნები! და გპირდები, ის შიშიც, ჩემს თვალებში რომ შენიშნე, გაქრება, თუ მოინდომებ, ლუკა.
ჩემს ხმაში სასოწარკვეთა ვიგრძენი და კიდევ უფრო შემეშინდა. იმის შემეშინდა, რომ ვერ გავუძლებდი და ვერ გადავიტანდი.
-ცხოვრებაში უამრავრჯერ დავნებდი, მაგრამ უშენობას ვერ გადავიტან და ვიბრძოლებ, თათუ. გპირდები, მართლა!
-ისე, როგორც მე ვიფიქრე შენს დაკარგვაზე წამიერად ბედნიერების მიუხედავად, შენ ეგრე არ უნდა იყო, ლუკა! შენ დანებება არა, ფიქრადაც არ უნდა გაივლო და ჩემზე უკეთ იცი!
თვალები ამიცრემლდა და რა საზიზღარია შიში მაინც. ისეთ დროს გესტუმრება ხოლმე, რომ არაა საჭირო!
-თათუ, ჩემო ლამაზო გოგო! ტირილი შვებისმომგვრელია, ვიცი. მეც ხომ მიყურებ, თვალებში ცრემლები მაქვს ჩამდგარი და გასაქანს მაინც არ ვაძლევ. არ იტირო, გთხოვ, თათუ. შენს ლამაზ თვალებს არ უხდება, ხომ იცი?! ჩვენს სახლში პირველი საათები ასე არ უნდა გაგვეტარებინა, თათუ. მაპატიე. მაპატიე, ჩემო ლამაზო.
ჩემი სახე ხელებში ჰქონდა მოქცეული და აცრემლებულ თვალებზე მკოცნიდა. მისი სურნელი სახეზე მეფრქვეოდა და სუნთქვა მეკვროდა.
-გაპატიებ მხოლოდ მაშინ, როცა ჩემს თვალებში შენით გამოწვეულ შიშს ბოლომდე გააქრობ!
ვინ იცის, რამდენად მიჭირდა ამ სიტყვების თქმა. ყველაფერს ვპატიობდი ახლაც, მაგრამ ვიცოდი, ჩემი სიტყვები არ მისცემდა დანებების საშალებას!
-ძლიერი ქალი ხარ ჩემთან ყოფნისთვის, თათუ! ყველაზე ძლიერი!
ჩემი ხელი აიღო და ხელის გულზე მაკოცა. ახლა უფრო დიდი გრძნობით. ისე, როგორც აქამდე არ!

***
ჯეჯელავას ლექცია ყველაზე საშინელება იყო დედამიწის ისტორიაში! და ამას ვაღიარებდი თამამად! და მითუმეტეს, ჯეჯელავას შუალედური იყო კატასტროფა!
-თათუ, ღამის ორი საათია და დაისვენე ახალა. გამოიძინე, თორემ ხვალ ეგ კაცი თავს წაგაჭრის, რომ ჩამოგეძინება.
ლუკაზე ვიყავი მიხუტებული და მერამდენე კონსპექტს ვსწავლობდი, აღარც მახსოვდა. ტვინი უკვე სანახევროდ გათიშული მქონდა.
-საშინლად მეძინება.
დაღლილი ხმით ამოვთქვი და თვალები ნახევრად დავხუჭე. ფაქტობრივად, ტყუილად მეჭირა ხელში ამდენი ფურცელი ისე მეძინებოდა.
-დაიძინე, რა, თათუ. ცოდო ხარ, მართლა.
ლუკასაც ხმაზე ეტყობოდა დაღლა. აბა, როგორია უსმინოს ჩემ გამო არტიკულაციის ლექციას სამი საათი და დინჯად მიკრავდეს თავს მერე. მეცინებოდა ისეთი თვალებით მიყურებდა.
-ყავა გამიკეთე, თუ გიყვარვარ. კიდე ცოტა ხანს ვისწავლი და მერე, დავიძინოთ.
მუდარიანი ხმით ვუთხარი და მაშინვე ფეხზე წამოდგა. სანამ მოვიდოდა, უაზროდ ვუყურებდი ერთ წერტილს ტვინგათიშული.
ხუთ წუთში ყავა, რომ შემოიტანა ლუკამ თვალები გამიბრწყინდა და ყავის დალევა და გამოცოცხლება ერთი იყო.
-რა ენერგიული ხარ, უნამუსო ვიყო.
სიცილით მითხრა.
-დაიძინე შენ თუ გინდა, ვისწავლი მე ცოტას და მორჩა.
-არა, მიდი დაიწყე, გისმენ.
ისე გულმოდგინედ მისმენდა, მეგონა, ჯეჯელავა იდგა ჩემ წინ და პირდაპირ თვალებში მიყურებდა.
მთელი ნახევარი საათი მედგრად იჯდა ლუკა და მისმენდა. ბოლოს, სანამ მე ვკითხულობდი, ჩასძინებოდა და დივანზე ოთხად მოკეცილი იწვა. პლედი მივაფარე და ისევ მეცადინეობა გავაგრძელე.
დილის ხუთი საათი იყო, სიცივემ რომ შემაწუხა და გამეღვიძა. მის მერე, ახლაც ნერვიულად დავდივარ და ლუკას ისევ მშვიდად სძნავს. ასე არც ერთ შუალედურზე მინერვიულია, მაგრამ ეს კაცი ყველას ბოლოს უღებდა და ყველას სისხლიანი ჯეჯელავა ეკერა პირზე!
-თათუ, ნუ ნერვიულობ. რატი უნდა მოვიდეს და სახლში ვიქნებით ჩვენ. იმდენი იმეცადინე და აღარ ინერვიულო, რა. ჩემი მაგარი გოგო ხარ შენ! წარმატებები, თათუ!
ლუკას სიტყვებმა ცოტა დამამშვიდა და მანქანიდან გადმოვედი. მშვიდად მივდიოდი, მაგრამ ჩემი შესვლა და ჯეჯელავას სახის დანახვა ისე წამებში მოხდა, უკან მიბრუნებაც გადავწყვიტე. ცხვირზე სათვალე დაეკოფსებინა და ულვაშები იმ სიგრძე ჰქონდა, კარებამდე წვდებოდა, მგონი. როგორც ყოველთვის, ყელს ჰალსტუხი უმშვენებდა და შარვალი ლამის მუცლის ზემოთ ჰქონდა ატანილი. ჩემი ჯერი რომ დადგა, სიხარულისგან ლამის ცას ვეწიე ზუსტად ის საკითხი რომ შემხვდა, რაც მინდოდა.
პირველი ერთი საათი ისე გავიდა, ვერც შევამჩნიე და გამალებით ვწერდი. ტელეფონის ხმა რომ გავიგე, გულმა რეჩხი მიყო და სწრაფად გავხსენი შეტყობინება.
"თათუ, მალე მოდი, რა. მჭირდები."
ლუკა იყო. უჭირდა. უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა და თვალებზე ბინდი გადამეკრა წამით. ყველაფერი დამავიწყდა და ფეხზე წამოვხტი. საერთოდ აღარ მახსოვდა არც ჯეჯელავას შუალედური და არაფერი. ვიცოდი, ლუკას ვჭირდებოდი და უნდა წავსულიყავი. არც ერთი ჩემზე მოშტერებული გაოცებული თვალისთვის მიმიპყრია ყურადღება.
სწრაფი ნაბიჯებით გავედი აუდიტორიიდან და ტაქსში ჩავჯექი. მისამართი ვუკარნახე და ათ წუთში უკვე ჩვენს სახლთან ვიდექი. ფეხებაკანკალებული მივდიოდი და სხეულიც მიკანკალებდა, თან.
ოთახი არეული დამხვდა და ფეხებში ძალა სულ წამერთვა. ასე, რამდენიმე საათში ისე გაუაზრებლად მოხდა ყველაფერი, რომ ვერც აღვიქვამდი...ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა.
-თათუ, რატი ვარ. საავადმყოფოში ვართ.
მაშინვე გავუთიშე და სწრაფად გავვარდი სახლიდან.
გაგიჟებული ავრბოდი სართულებზე და რატის მოვკარი თვალი იქვე, კუთხეში ჩამჯდარს.
-რატი, სად არის ლუკა? როგორაა? მითხარი, ხომ კარგადაა?
მივვარდი რატის და ზედაზე ვებღაუჭებოდი.
-დამშვიდდი, თათუ. დაწყნარდი! ხომ იცი, ლუკას ასეთ მდგომარეობაში მყოფი არ მოეწონებოდი.-მკაცრად მელაპარაკებოდა რატი და არაფერი მესმოდა. მხოლოდ ლუკას მდგომარეობა მაინტერესებდა.
-რატი, როგორ არის ლუკა? მიპასუხე!
სასოწარკვეთილი ვლაპარაკობდი და ფეხზე დგომის ძალაც აღარ მქონდა უკვე.
-ზედმეტი დოზა გაიკეთა, თათუ და ცუდა გახდა. აპატიე, რა. მე გთხოვ, რომ აპატიო, თათუ. ხომ შეგიძლია? მან ვერ შეძლო, მაგრამ შენ პატიება შეძელი, რა, მისი ხათრით, თათუ.
კედელთან ჩავიკეცე და წამით ვიფიქრე, რომ ყველაფერი დამთავრდა. ჩემს თავს წამით იმის უფლება მივეცი, რომ ლუკასთან დამესრულებინა ყველაფერი. მან ხომ არ შეძლო! ვერ შეძლო კი არა, არ შეძლო! მისი თათუს გამო მაინც არ შეძლო და არ გაუმკლავდა! ვაპატიებდი, ოღონდ ისევ მეშვიდეკლასელი ბიჭივით მდგარიყო ჩემ წინ და ბოდიში მოეხადა, მეტს აღარ ვიზამ-ო. ზურაბი დავინახე მაიასთან ერთად მკრთალად. არც ის მესმოდა როგორ მამშვიდებნენ უბრალოდ, არაფრის მომცემი სიტყვებით. ფეხზე წამოვდექი და რატისთან მივედი.
-სად არის? რომელ პალატაშია?
თვალით მიმანიშნა წინ კარისკენ და შევაღე. ექთანი იყო და ჩუმად შემოდი-ო, თვალით მანიშნა. ლუკას გვერდით, სკამზე ჩამოვჯექი და მისი ხელი ავიღე.
-ლუკა, სად არის შენი დაპირება? შენს ჩაშავებულ ხელზე? სადაა ჩვენი ნათელი ფერებით სავსე მომავალი? აქ, ამ თეთრ ოთახში? სად არის ჩემი ძველი ღიმილიანი ლუკა? შენს თვალებჩაცვენილ სახეზე? არა, ლუკა, არა! შენ...შენ რა გააკეთე, ლუკა? მითხარრი სად წაიყვანე ჩემი ძველი ლუკა, ჩემი მეშვიდეკლასელი ლუკა...
რატომ, ლუკა?
რისთვის?
ჩემთვის?
შენთვის?
თუ ჩვენთვის?
არა, არა და არა! ჩემ გამო მაინც რატომ არ გაუძელი? რამდენიმე საათი დაგტოვე მარტო და რა ჩაიდინე, ლუკა? ასეთი სისუსტე, როგორ შეიძლება? შენ ხო ჩემი ძლიერი ბიჭი იყავი ყოველთვის? გაიღვიძე, რა. ჩემო ლუკა!
ხმაწართმეული ვლაპარაკობდი, ძალაგამოცლილი და მხოლოდ განსხვავებულ ლუკას სახეს აღვიქვამდი. თვალები ჩაშავებოდა, წუთებიც კი საკმარისი გახდა მისი სხეულის დასასუსტებლად. ხელის გულზე ვაკოცე ისე, როგორც მან იცოდა. სხეულში სითბო ჩამეღვარა.
-თათუ...
ხრიალა ხმით თქვა ჩემი სახელი, აქამდე რომ არასდროს უთქვამს ისე. თვალებში შევხედე და იმხელა სინანული ამოვიკითხე, გული მომიკვდა. ნანობდა, რომ ვერ შეძლო და თვალებში შემოხედვაც რცხვენოდა. ახლა ისევ მეშვიდეკლასელი იყო ლუკა.
-მაპატიე...თათუ...
ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამბობდა. ჩემი ხელი აიღო ისე თითქოს, რამე მძიმე ტვირთს იღებდა და სახე დაემანჭა. ხელის გული გამაშლევინა და მაკოცა.
-ახლა, ამის უფლებაც აღარ მაქვს ალბათ, თათუ...მაპატიე, გთხოვ.
ხმა დამძიმებოდა და მე ვერაფერს ვეუბნებოდი. მხოლოდ ვგრძნობდი, როგორ ტკიოდა და განიცდიდა...
-ლუკა, მე გაპატიე.
-შენს თვალებში შიშს აღარ, იმედგაცრუებას ვხედავ, თათუ. შენმა თვალებმა ისევ გაგყიდა და ასე ძალიანაც ნუ მატკენ, გთხოვ. დახუჭე თვალები, რა. იმდენად დამნაშავე ვარ, შენს თვალებს ვეღარ ვუყურებ და ჩემი თავის სიძულვილს ვერ ამოვიკითხავ შენს ლამაზ სფეროებში.
ოდნავ წამოჯდა, ძალა მოიკრიბა და სიტყვებს ატანდა ძალას. ღრმად სუნტქავდა, აჩქარებულად და მის ათრთოლებულ ტუჩებს ვგრნობდი.
-ლუკა, მე ისევ შენთან ვარ!
იმდენად მტკიცედ ვთქვი, ჩემი თავის მეც გამიკვირდა.
-მართლა ჩემთან ხარ, თათუ? გიღირს ამ ყველაფრის მიუხედავად?
იმედიანი თვალებით მიყურებდა. პასუხს ელოდებოდა. სხვანაირად ისედაც არ შემეძლო!
-კი, ლუკა. შენთან ვარ!

***
უნივერსიტეტიდან მოვედი სახლში და ჩვენს ოთახში შევედი. კედლები იასამნისფერი იყო. იქვე, საწოლზე წერილი შევნიშნე.
"თათუ, მაპატიე, რომ ჩემს არაკაცურ ცხოვრებაში შენ იბრძოდი და მე არ!"
თეთრზე ლურჯით იყო დაწერილი. მისი საყვარელი ფერით.
წამერთვა ყველანაირი ძალა, რაც გამაჩნდა და ამ სამ დღეში მოვიკრიბე.
გაელვებასავით იყო.
თითქოს, ტყვია პირდაპირ შუბლში დამიმიზნეს და ლუკას ხელით დამასრულებინეს სიცოცხლე.
ფეხქვეშ ძალა გამომეცალა და ეს იასამნისფერი კედლებიც, წამით გალურჯდა!
მე დავკარგე!
ვიბრძოლე არღირებულისთვის, ალბათ.
წავიდა - ვერ გაუძლო!
დამტოვა - არ ვუღირდი!
ისე გაშავდა ყველაფერი, აზრიც აღარ ჰქონდა რამეს.
აქამდე იყო და ახლა აღარ!
არც ძველი და არც სახეშეცვლილი ლუკა იყო.
მე ვაპატიე, მაგრამ თვითონ მის თავს ვერა!
მე მოვკვდი არა ფიზიკურად, არამედ სულიერად!


დავბრუნდები-მეთქი, წინაზე ვთქვი და მოვედი...
საშინლად მომენატრეთ!
რავი, მაპატიეთ, თუ გადავუხვიე ზედმეტად და ავცდი რაღაცებს.
თქვენთვის მომინდია ყველაფერი!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი ივერი

memememe pirveli mee

 



№2  offline მოდერი ელპინი

ივერი
memememe pirveli mee

სიყვარულოოოო!
<33333333

 



№3 სტუმარი lile

Es ro ar gaagrdzelo gavapren ????????????

 



№4  offline წევრი მარიკუნაა♥️

აუ რა იყო ეს...

მოკლედ...
ჩემთვის ნარკომანები ყველაზე სუსტი ადამიანები არიან.
ისინი კი, ვინც მათთან ყოფნას განაგრძობენ,
სულელები.

მაგრამ რაღაც იყო აქ სხვანაირად.
ისე, რომ არც ერთი იყო სუსტი და არც მეორე სულელი.
:)
რაღაც ვიბოდიალე მარა its okay.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№5 სტუმარი ივერი

sheveshvebi shensicocxles vficavar

 



№6  offline მოდერი ელპინი

lile
Es ro ar gaagrdzelo gavapren ????????????

ვაიიჰ, არც მიფიქრია გაგრძელება საერთოდ, გეფიცები და არა მგონია, ღირდეს, თან. მადლობა რომ წაიკითხე და დრო დამითმე❤❤❤❤

მარიკუნაა♥️
აუ რა იყო ეს...

მოკლედ...
ჩემთვის ნარკომანები ყველაზე სუსტი ადამიანები არიან.
ისინი კი, ვინც მათთან ყოფნას განაგრძობენ,
სულელები.

მაგრამ რაღაც იყო აქ სხვანაირად.
ისე, რომ არც ერთი იყო სუსტი და არც მეორე სულელი.
:)
რაღაც ვიბოდიალე მარა its okay.

როცა ახლობელია ნარკომანი, მაშინ მის სისუსტეს აზრადაც ვერ ივლებ.
ასეა ეს!
ნუ, ჩემთვის შეიძლება...
მადლობა დიდი, მარიამ და ჩემთვის ბევრს ნიშნავს შენი სიტყვები.
:))) <33333

ივერი
sheveshvebi shensicocxles vficavar

დაუკავშირე ისტორია შენს თავს და სწორიც აღმოჩნდი.
ასე რომ....
❤❤❤

 



№7 სტუმარი blue girl

ვაიმე ვაიმე ვაიმეეე არ გაპატიებ. მერამდენედ უნდა მატირო? არხარ შენ ნორმალურიი რააააა. ასე მგონია გსიამოვნებს,რომ გვტკენნ. ჩემიცხოვრების არცერთი ნაწილი არ განმიცდია ესე როგორცეს ისტორია, რააუბედურება რააა, უფფფფ. მაგრამმაიმც რაბედნიერებაა შენისტორიებს,რომ ვკითხულობდა შენრომ გიცნობდაააი საერთოდდ,რომ გიპოვეეე. რაცშეეხება ლურჯს რაღაცნაირად მგონია მე გაგახსენდიდა იმიტომ ჩააკვეტე ლურჯი. თავიდან,რომ წავიკითხე იასამნისფერკედლებზე აიი სანამ ლურჯს წავიკითხავდი გეფოცები ვიცოდიი, მჯეროდა,რომ მაგფერს ახსენებდი.
უხხხხ რააა როგორი კარგიი ხარ შენ ჩემო ელოო პროსტა ამდენი ადამიანის დახოცვისთვის ყოველ ისტორიაში დაა ჩემიგანადგურებისთვის პირადად ვიზრუნებ,რომ პირდაპირი რეისით ჯოჯოხეთში გაგიშვან(,,ვუხუმრესავითაქ''). მაგრამ რავქნა,რომ ისე წერ,რომ ესიც მსიამოვნებს? დამიმსგავსე, გამაეგოისტე.
ვგიიიჟდეეებიიიიიიშენზეეეეერაააააა.

 



№8  offline მოდერი ელპინი

blue girl
ვაიმე ვაიმე ვაიმეეე არ გაპატიებ. მერამდენედ უნდა მატირო? არხარ შენ ნორმალურიი რააააა. ასე მგონია გსიამოვნებს,რომ გვტკენნ. ჩემიცხოვრების არცერთი ნაწილი არ განმიცდია ესე როგორცეს ისტორია, რააუბედურება რააა, უფფფფ. მაგრამმაიმც რაბედნიერებაა შენისტორიებს,რომ ვკითხულობდა შენრომ გიცნობდაააი საერთოდდ,რომ გიპოვეეე. რაცშეეხება ლურჯს რაღაცნაირად მგონია მე გაგახსენდიდა იმიტომ ჩააკვეტე ლურჯი. თავიდან,რომ წავიკითხე იასამნისფერკედლებზე აიი სანამ ლურჯს წავიკითხავდი გეფოცები ვიცოდიი, მჯეროდა,რომ მაგფერს ახსენებდი.
უხხხხ რააა როგორი კარგიი ხარ შენ ჩემო ელოო პროსტა ამდენი ადამიანის დახოცვისთვის ყოველ ისტორიაში დაა ჩემიგანადგურებისთვის პირადად ვიზრუნებ,რომ პირდაპირი რეისით ჯოჯოხეთში გაგიშვან(,,ვუხუმრესავითაქ''). მაგრამ რავქნა,რომ ისე წერ,რომ ესიც მსიამოვნებს? დამიმსგავსე, გამაეგოისტე.
ვგიიიჟდეეებიიიიიიშენზეეეეერაააააა.

ვააააააიიიიიიჰ!
მოდი, ესე დავიწყებ.
ჯერ, სანამ ამ კომენტარს ვნახავდი და იქეთ მომწერე, გულმა ხო მძეძგვა (დამევასა ახლა ეს სიტყვა :დდდდდდდდ) და გითხარი, რომ ასეთ რაღაცას რომ მიმზადებ, უნდა შემაპარო წინასწარ! თორემ ეს ჩემი საწყალი გული, სადაცაა გასკდეს და მოვკვდე ტირილით შენსავით ოქრო სიტყვებს რომ მეუბნები!
მეც ვიტირე, ხომ გითხარი და ამ ისტორიასაც ტირილით ვწერდი სულ რამდენიმე საათში. არ ვთვლიდი "რამედ", ეგეც ხომ გითხარი და ასე რომ მოგეწონა, მითუმეტეს შენ, უზომოდ მიხარია, ლურჯოოოოო!
მაპატიე ცრემლებისთვის, რა და მიხარია, თუ ამდენად ემოციური გამოვიდა. შენ ყველაფერს ისე გრძნობ და ყველა სიტყვას ისე გულწრფელად მეუბნები, ეს ჩემი გული ვეღარ დაიტევს და მართლა გამისკდება ერთ დღეს ვფიცაააავ!
როგორ შეიძლება ასე?!
არ გეცოდები?!
ნუ, ძაან რომ მევასები ეგ, ხომ იცი, ლურჯო და აქამდე რომ არ მიპოვე, ეგ მაგრად მიტყდებოდა საერთოდ :დდდდდდ კაი, ეს დავიკიდოთ, ჯანდაბას. (მაგრამ ოდესმე მაინც მოგთხოვ პასუხს :დდდდდ)
ნუ, ლურჯის ასოციაცია შენთანაა, რა თქმა უნდა და არ მიფიქრია საერთოდ, რომ უნდა ჩამერთო, მაგრამ მომენტალურად წერის დროს ისე გამახსენდი შენს ლურჯთან ერთად, მაინც დავწერე და რა ვიცი :დდდ
შენ ჯერ მე კი არა, ერთი გყავს მისახედი და ჯოჯოხეთში გასაშვები, ხომ იცი. ის მომაცილე და მერე ერთ ლურჯ ისტორიასაც გაჩუქეეეეებ (დაგპირდი და იქნება აუცილებლად!) :დდდდდდდ
ეგოისტი ვარ და ვერ ვიტან ჩემზე კუთვნილ სიტყვებს, სხვას რომ ეუბნებიან, ასე რომ, ეს იცოდეეე <3333333
ძააან მევასები, ლურჯოო!
გაკოცე ბევრიიიი!
<3333333

 



№9 სტუმარი სტუმარი shalo

shurs vidzieb tqve arasworebo

 



№10  offline წევრი ფერადიი...

ქალაუუუუუუუუუ
შე დაკარგულოოოოო
რავა ძააან მამენატრეეეი
ჩემიიი ნესკვიკიიი გოგოოოო
ჩემიიი ელიიი ჩემიი ელკუკუ
საოცრებააა სიგიჟეეე ფანტასტიკააა
ოოო გეჟოოოო
შეე ზეგზოოო
ნუუუუუუ რაიააა ხარ ასეეეთიი გოგოოო
ერთი რამეე'ი' მომიძღვენი მეცააა რაიქნება ჰაა:დდდდ
ნუ გვანაატრებ თავს ოღონდაცა რაა
ნუ თემააა შენი ისტორიეები
რაიყო გოგო შენ ივერის სახში იყავი და მოინახულეე მისი ელეკტრიკი ლურჯი ოთახიი თუ დეემთხვაა რამეიიი:დდდდდ
გელიი ახალი ისტორიებით უფრო კარგებით და გიჟოოებით ესეც კარგი იყოო ნუ ცოტა რაღაც აკლდა მაგრამ ეგარაფერი მთავარია იმას მოსწონს :დდ
აღარ გეტყვი მიყვარხართქოო მხვდება მაგაზე მერეე
გაკოცე ბევრიიიიი
ჩემოო ელლლ
ჩემი იასამნისფერი გოგო ხარ!
ჩემიი და იმისიიი "ჩვენი იასამნისფერი გოგო"-ხარ
ასე გააგრძელეე ელლ


პ.ს 'ი' და 'ა' სპეციალურადაა დამატებულო კილოს არ ვიმჩნევთ რათქმაუნდა ეგეც სპეციალურად ვიცი მიხვდებოდი მარა ისე მაინც:დდდდ

 



№11  offline მოდერი ელპინი

ფერადიი...
ქალაუუუუუუუუუ
შე დაკარგულოოოოო
რავა ძააან მამენატრეეეი
ჩემიიი ნესკვიკიიი გოგოოოო
ჩემიიი ელიიი ჩემიი ელკუკუ
საოცრებააა სიგიჟეეე ფანტასტიკააა
ოოო გეჟოოოო
შეე ზეგზოოო
ნუუუუუუ რაიააა ხარ ასეეეთიი გოგოოო
ერთი რამეე'ი' მომიძღვენი მეცააა რაიქნება ჰაა:დდდდ
ნუ გვანაატრებ თავს ოღონდაცა რაა
ნუ თემააა შენი ისტორიეები
რაიყო გოგო შენ ივერის სახში იყავი და მოინახულეე მისი ელეკტრიკი ლურჯი ოთახიი თუ დეემთხვაა რამეიიი:დდდდდ
გელიი ახალი ისტორიებით უფრო კარგებით და გიჟოოებით ესეც კარგი იყოო ნუ ცოტა რაღაც აკლდა მაგრამ ეგარაფერი მთავარია იმას მოსწონს :დდ
აღარ გეტყვი მიყვარხართქოო მხვდება მაგაზე მერეე
გაკოცე ბევრიიიიი
ჩემოო ელლლ
ჩემი იასამნისფერი გოგო ხარ!
ჩემიი და იმისიიი "ჩვენი იასამნისფერი გოგო"-ხარ
ასე გააგრძელეე ელლ


პ.ს 'ი' და 'ა' სპეციალურადაა დამატებულო კილოს არ ვიმჩნევთ რათქმაუნდა ეგეც სპეციალურად ვიცი მიხვდებოდი მარა ისე მაინც:დდდდ

თაკოიაააა, შე ძველოო :დდდდ
გიჟი ხარ დედი, გიჟიი და მე რა გიშველო?! ვერავინ გიშველის შენ, როგორც ვატყობ.
მეც მომენატრე, შე მოსასპობო და ერთხელ შეგიძლია მომიკითხო, რას ვშვები, როგორ ვარ, რა მიჭირს, რა მილხინს :დდდდდ ( ნუ, კარგი. მეც შემიძლია ბააათ....)
ჩემს ბიჭს ნუ დასცინი შენ ოთახზე
-_______-
თავს გაგიტეხაააავ!
მეც გაკოცე ბევრიიიიიი!
:))))))❤❤❤❤❤

 



№12 სტუმარი სტუმარი shalo

axirebuli var

 



№13 სტუმარი მარი. ელ❤

რას დამთუთქე და გამაცამტვერეე რა იყო ეეს ცუდად ვაარ ნარკომანობა ეს ზედმეტად რთული თემაა იშვიათობაა როცა ასე ცდილობენ საყვარელი ადამიანის გამო და ძვრებიან ამ სიტუაციიდან თითქმის ზღაპარია ნარკოტიკზე დამოკიდებული მის სიყვარულზე რომ ხდება დამოკიდებული და მის გამო იბრძვის..... თუმცა იმედს არ ვკარგავ რომ მაინც ახერხებენ ის ადამიანები ვინც მარტო არ არიან ამ ბრძოლაში გამარჯვებას:) მჯერა სიყვარულს მაინც ყველაფერი შეუძლია..... ძალიან მიყვარხარ საყვარელო ამატირე მაგრამ გაპატიებ სასწაული ხარ❤❤❤

 



№14  offline წევრი Mtirala

მძულს ყველა ნარკომანი!
არ აქვს მნიშვნელობა ეს ძმა იქნება, მამა, ბიძაშვილი, შეყვარებული თუ მეზობელი.
ყველა ნარკომანი მძულს!
ვერანაირად ვერ შევიყვარებ, ვერც ვაპატიებ.
მადლობა ღმერთს, ნარკომანებთან შეხება არ მაქვს.
კარგი, ეს ძალიან რთული თემაა ჩემთვის, უბრალოდ ტაბუდადებული :))))
დაკარგული!
დაკარგული!
დაკარგული!
ვერ ვიტან ამ სიტყვას, ორგანულად მძულს!
ლურჯი ფერი ჩემი ფერია :დდდ თუ ეგ მწვანეა? :დდდდდდდ
თუ მახსოვდეს :დდდდდდ
მიყვარხარ, ელპინო, ყველაფრის მიუხედავად :) ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



№15  offline მოდერი Girl with pretty smile

თათუსთან ერთად მეც მოვკვდი.შეიძლება ისე ძლიერ არ მეტკინა,მაგრამ ჩემი გულჩვილობის ამბავი ხომ იცი?!
რომ ვთქვა ისევ შეძელი-მეთქი არ გაგიკვირდება!
ისევ მოახერხე და ამაფორიაქე,ამატირე და ოდნავ მატკინე.
მაგრამ შენი გამოჩენა მუდამ მიხარია !
შენც იცი,რომ არ მიყვარს ისეთი ისტორიები რომლებიც თვალებზე ცრემლს მიჩენს,მაგრამ შენ?!
არა,შენ სხვა ხარ!!
რომც მინდოდეს თვალს ვერ მოგწყვეტ!!
ვერასდროს შვეძლებ ისე აგიარო გვერდი,რომ არ წავიკითხო!!
სხვა ხარ!
განსხავევბული!
მოულოდნელი!
მრავალფეროვანი!
ერთადერთი!
და აი ამიტომაც მიყვარხად !!

 



№16  offline მოდერი ელპინი

მარი. ელ❤
რას დამთუთქე და გამაცამტვერეე რა იყო ეეს ცუდად ვაარ ნარკომანობა ეს ზედმეტად რთული თემაა იშვიათობაა როცა ასე ცდილობენ საყვარელი ადამიანის გამო და ძვრებიან ამ სიტუაციიდან თითქმის ზღაპარია ნარკოტიკზე დამოკიდებული მის სიყვარულზე რომ ხდება დამოკიდებული და მის გამო იბრძვის..... თუმცა იმედს არ ვკარგავ რომ მაინც ახერხებენ ის ადამიანები ვინც მარტო არ არიან ამ ბრძოლაში გამარჯვებას:) მჯერა სიყვარულს მაინც ყველაფერი შეუძლია..... ძალიან მიყვარხარ საყვარელო ამატირე მაგრამ გაპატიებ სასწაული ხარ❤❤❤

შაქარყინულო, პირველ რიგში, უდიდესი ბოდიში რომ დაგვიანებით გპასუხობ და ჩემი გიჟური გრაფიკიდან გამომდინარე, სუნთქვასაც როგორ ვახერხებ მიკვირს, უნამუსო ვიყო :დდდდდდ
მოვედი და რა საოცრება დამხვდა აქ? გოგოოოოოოოი! ვინ ხარ შენ?! მერამდენედ უნდა გამიხეთქო გული სიხარულისგან?! არ გეცოდები მაინც?!
როგორ მიხარია, რომ ჩემი გადაკარგვების მიუხედავად, მაინც გახსოვარ და არ მივიწყებ. მერე და, როგორი საოცარი სიტყვებით მიბრუნდები, ხოლმე! ჩემი შაქარყინული ხარ! უდიდესზე უდიდესი მადლობა და გაკოცე ძაააან ბევრიიიიიი!❤❤❤❤❤❤❤

Mtirala
მძულს ყველა ნარკომანი!
არ აქვს მნიშვნელობა ეს ძმა იქნება, მამა, ბიძაშვილი, შეყვარებული თუ მეზობელი.
ყველა ნარკომანი მძულს!
ვერანაირად ვერ შევიყვარებ, ვერც ვაპატიებ.
მადლობა ღმერთს, ნარკომანებთან შეხება არ მაქვს.
კარგი, ეს ძალიან რთული თემაა ჩემთვის, უბრალოდ ტაბუდადებული :))))
დაკარგული!
დაკარგული!
დაკარგული!
ვერ ვიტან ამ სიტყვას, ორგანულად მძულს!
ლურჯი ფერი ჩემი ფერია :დდდ თუ ეგ მწვანეა? :დდდდდდდ
თუ მახსოვდეს :დდდდდდ
მიყვარხარ, ელპინო, ყველაფრის მიუხედავად :) ❤

წინაზე არ გიპასუხე შეგნებულად.
მიმიხვდი, ხო?
კი, აუცილებლად მიხვდებოდი!
თუ არადა, არც ეგაა პრობლემა, გავატაროთ...
ან, მერე ვილაპარაკოთ, სოუ ოოოოონ....
ნარკომანობა ვიცი შენთვის, რასაც ნიშნავს და უამრავჯერ ვილაპარაკეთ ამაზე.
ხო, დაკარგული, მე ამ სიტყვაზე ვგიჟდები ზედმეტად და ვფიქრობ, ზუსტადაც შევურჩიე, ნუუუ...
მწვანეა ეგ, მწვანე :დდდდდდდდ
გაკოცე ბევრიიიიი! <3333333

Girl with pretty smile
თათუსთან ერთად მეც მოვკვდი.შეიძლება ისე ძლიერ არ მეტკინა,მაგრამ ჩემი გულჩვილობის ამბავი ხომ იცი?!
რომ ვთქვა ისევ შეძელი-მეთქი არ გაგიკვირდება!
ისევ მოახერხე და ამაფორიაქე,ამატირე და ოდნავ მატკინე.
მაგრამ შენი გამოჩენა მუდამ მიხარია !
შენც იცი,რომ არ მიყვარს ისეთი ისტორიები რომლებიც თვალებზე ცრემლს მიჩენს,მაგრამ შენ?!
არა,შენ სხვა ხარ!!
რომც მინდოდეს თვალს ვერ მოგწყვეტ!!
ვერასდროს შვეძლებ ისე აგიარო გვერდი,რომ არ წავიკითხო!!
სხვა ხარ!
განსხავევბული!
მოულოდნელი!
მრავალფეროვანი!
ერთადერთი!
და აი ამიტომაც მიყვარხად !!

ანი, შენ რომ მაინც, ოდნავ ფიქრობდე ჩემზე, რა დამემართებოდა ამ სიტყვების მერე, გამაფრთხილებდი წინასწარ!
აბა, ახლა სწორია ის, რომ მე ვზივარ და შენი ჩემს მიმართ ნათქვამი საოცარი სიტყვების გამო ვტირი? ხომ იცი, სიხარულის ცრემლები ყველაზე მაგარი რამეა, მაგრამ ჩვენი შეთანხმებაც მახსოვს ცრემლებზე. იმედია, შენც!
შეიძლება ასე?!
აი, ასე, ადგე და ჩვეულებრივად დაწერო და მითხრა ეს სიტყვები მე.
ყველანაირი სიგიჟის საზღვრებს რომ სცდება და ჯანდაბა, ისე საშინლად ვარ გახარებული, მგონი, სიტყვებსაც ვეღარ ვპოულობ...
მე ტირილით ვწერდი მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემთან ახლოსაა! ზედმეტად ახლოს და სხვა დანარჩენი იცი შენც...
შენ ხარ სიგიჟე!
ჩვეულებრივი კი არა, ისე, როგორც ყველა მოკვდავი, არაჩვეულებრივი სიგიჟე ხარ!
და მიკვირს, ამ პატარა გოგოს როგორ შეგიძლია გული ისე გამიხარო, რომ ტირილისგან გავსკდეეეეე!
იცი შენ ყველაფერი და აღარ დავიწყებ იმას, რამდენს ნიშნავ ჩემთვის...
გაკოცე ძააან ბევრი, ჩემო გოგო!❤❤❤❤❤❤

 



№17 სტუმარი მარი. ელ❤

ჩემი ბრილიანტი ხარ! ტკბილო თბილო და საყვარელოო❤ და რა ბოდიშს მიხდი ერთი კარგი რაა:) მეც ბევრს გკოცნიიი❤❤❤

 



№18  offline მოდერი ელპინი

მარი. ელ❤
ჩემი ბრილიანტი ხარ! ტკბილო თბილო და საყვარელოო❤ და რა ბოდიშს მიხდი ერთი კარგი რაა:) მეც ბევრს გკოცნიიი❤❤❤

ვაიიჰ, რა საყვარელი ხარ შენ! ჩემო შაქარყინულოოოოო!
მადლობა დიდი, კიდევ ერთხელ <3333333

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent