შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Lost Minds (5,6)


24-04-2018, 07:42
ავტორი Moonlight Sonata
ნანახია 1 238

Lost Minds (5,6)

5 თავი
ანდრეამ სპორტ-დარბაზის მამაკაცი თანამშრომლებისათვის განკუთვნილ გასახდელში ნამძინარევი სახით შეაბიჯა და კარი ფრთხილად მოხურა. სამუშაო დღის დაწყებამდე კიდევ თხუთმეტი წუთი ჰქონდა. საბედნიეროდ გუშინდელისგან განსხვავებით არ დაუგვიანია, რადგან ბეამ ამჯერად "ქმრის" მანქანით სამსახურში მისვლაზე უარი განაცხადა და სამგზავროდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამჯობინა. დიდი ალბათობით ეს წინა დღეს შექმნილი უხერხული სიტუაციის გამო იყო. იქნებ საერთოდაც არ ღირდა იმის თქმა, თუ რას ნიშნავდა მკლავზე დახატული სვირინგი? ან იქნებ პირიქით-ღირდა, რათა იმ დროს მისი სახის გამომეტყველებისგან სიამოვნება მიეღო? მამაკაცს თავისთვის გაეღიმა და ზურგ-ჩანთის შესანახად კარადა გამოაღო. რამდენი რამ ჰქონდათ კიდევ მოსაგვარებელი. მარტო დღეს საღამოს ბეას მშობლების გაცნობა რა იყო? თან როგორც "ცოლისგან" იცოდა დედამისი ამ ამბავს ძალიან ცუდად შეხვედრია და დიდი ალბათობა იყო იმისა, რომ ყველაფერი არც ისე კარგად წასულიყო. თუმცა იმედი ხომ ბოლოს კვდება? მთავარი ახლა ეს იყო . . .
კანდელაკმა კარადის გასაღები ორჯერ გადაატრიალა. შეამოწმა კარგად იყო დაკეტილი თუ არა და ის-ის იყო, გარეთ გასასვლელი კარები უნდა გამოეღო, რომ მოულოდნელად რაღაცამ შეაჩერა. ეს რაღაც, ჯიბეში ჩადებული მობილურის გაბმული ვიბრაცია იყო, რომელმაც მთელს სხეულში უსიამოვნო ტალღებად დაუარა. სწორად მიხვდა-ისევ თავისი და ურეკავდა. იგი ერთადერთი იყო მისი ოჯახიდან, ვის ზარებსაც ანდრეა არ აიგნორებდა. უფრო სწორად ვერ აიგნორებდა. იგი ხომ ელა იყო? ეს არგუმენტი ყველაფერს ხსნიდა . . .
-გისმენ
-ანდრეა დედას და მამას ზარებს რატომ არ პასუხობ? გამუდმებით მე მირეკავენ და სიმართლე გითხრა უკვე ნერვებს მიშლიან -უმცროსი კანდელაკი გაბრაზებული ჩანდა -მეგობრებთან ვარ ბზზზ . . . დავხედავ დედა რეკავს, შეყვარებულთან ვარ ბზზზ . . . ახლა მამა აწერია ეკრანს. გეფიცები მართლა დავიღალე!
-კარგი ნუ ყვირი, დაწყნარდი. გპირდები ამ დღეებში მე თვითონ დავურეკავ -ხის გრძელ, წითელი ფერის სკამზე ჩამოჯდა მამაკაცი -შენ როგორ ხარ?
-დარეკვა აღარც არის საჭირო. ხვალ მოფრინავენ და შეგიძლია პირდაპირ აეროპორტში დახვდე. როგორც კი გამოცდებს მოვრჩები, მეც გინახულებთ და ერთ მაგარ სილას გაგაწნი!
-მეც ძალიან მომენატრე დაიკო. ახლა უნდა წავიდე ბევრი საქმე მაქვს. აბა შენ იცი. -და ყურმილი მანამ დაკიდა, სანამ ელასგან საპასუხო დარტყმას მიიღებდა.
მობილურის სენსორი ჩაქრა. მან კვლავ ანდრეას მარჯვენა ჯიბეში დაიკავა საპატიო ადგილი და გასახდელიდან გასასვლელი ცისფერი კარიც, ხმაურიანად გაჯახუნდა.
"ესეიგი ხვალ აპირებენ ჩამოსვლას" -გაიფიქრა თავისთვის. ბოთლიდან ცივი წყალი მოსვა და სიცხისგან შეწუხებულმა მისი ნაწილი სახეზეც გადაივლო. საერთოდ არ ჰქონდა დღეს ვარჯიშის ჩატარების თავი, მაგრამ რა უნდა ექნა? სამუშაო სამუშაო იყო. აქ თავისი სურვილისამებრ ვერ იმოქმედებდა.
დიდ დარბაზში გავიდა. ჯგუფი უკვე შეკრებილიყო. მათი ნაწილი დიდი სარკის წინ, ფოტოების გადაღებით ირთობდა თავს, ნაწილი მრგავლ დიდ ბურთებზე გაწოლილიყო და ტრენერის მოსვლამდე მარტივ ვარჯიშებს აკეთებდა, ხოლო დანარჩენები, იატაკზე ფეხმორთხმით ისხდნენ და რაღაცაზე გაცხარებული ლაპარაკობდნენ. ანდრეას შემოსვლა და ყველას წამოდგომა ერთი იყო. ჯგუფს სამი ახალგაზრდა გოგონა შემატებოდა, რომლებიც კანდელაკს თვალებით ჭამდნენ და ერთმანეთს რაღაცებს ეჩურჩულებოდნენ.
-აბა ყველანი მზად ვართ? -მხიარულად იკითხა მამაკაცმა
-მზად ვართ! -ერთხმად უპასუხა ჯგუფმა და ამასობაში ის "სამეულიც" გამოვიდა წინ. მიზნად, რა თქმა უნდა, მწვრთნელის ყურადღები მიქცევა ჰქონდათ დასახული
-როგორც ვხედავ ახლებიც გვყოლია -მხოლოდ ახლა შეამჩნია ისინი დიდი სარკის წინ ზურგით მდგარმა კანდელაკმა. გოგონების მიზანიც ხომ ეს იყო? -თუ ჯგუფის გაცნობა ვერ მოასწარით, მაშინ წინ გამოდით და თქვენი სახელები ყველას უთხარით. ახლებმა ერთმანეთს გადახედეს. სახეზე იდუმალი ღიმილი დასთამაშებდათ.
-მე ლიზა ვარ -პირველად მათ შორის ყველაზე მაღალი მიუდგა ტრენერს გვერდით. -ძალიან მიხარია, რომ თქვენს ჯგუფში მოვხვდი -ამჯერად მხოლოდ ანდრეას უყურებდა, თან გამომწვევად უღიმოდა. შეუმჩნევლად თვალიც კი ჩაუკრა და მზერა კვლავ წინ მიმართა. მალე ისიც გაირკვა, რომ დანარჩენებს, რომლებიც ლიზასთან შედარებით ნაკლებად თამამები ჩანდნენ, ანი და ნინი ერქვათ. თითოეული ახლადმოსული, ჯგუფმა საკმაოდ თბილად მიიღო. რა თქმა უნდა არც "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება"-ს თქმა დავიწყებიათ და ბოლოს, ანდრეამაც გოგონებს თავაზიანი ღიმილით სთხოვა თავიანთ ადგილს დაბრუნებოდნენ.
ვარჯიში დაიწყო.
მამაკაცი მთელი ძალით ცდილობდა საქმეზე გადდართულიყო და იმაზე არ ეფიქრა, რაც საუბედუროდ დღეს მის თავს ხდებოდა. ყველაზე მეტად, მაინც ის უმძიმდა, რომ აქედან მოყოლებული, უამრავი ტყუილის თქმა მოუწევდა იმ ხალხსთვის, ვინც მისთვის ძალიან ძვირფასი იყო. მაინც როგორ მოხდა ეს ყველაფერი? ჭკუიდან გადაყავდა იმ გარემოებას, რომ სამი დღის წინანდელი ამბები, მისი მეხსიერებიდან ძირფესვიანად ამოშლილიყო. ნუთუ მცირე ფრაგმენტული მოგონებები მაინც არ უნდა დარჩენოდა იმ ღამიდან? ასეთი რა დალია? რა გააკეთა? იქნებ მეორე ცოლის მოყვანაც მოასწრო და დღე-დღეზე მასაც შემოეღო მისი სახლის კარი?
მხოლოდ ესღა აკლდა . . .
ისედაც ყოველთვის რთული ცხოვრება ჰქონდა. დედა და მამა გვერდით არ ჰყავდა მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა. თავისი დის ერთადერთი პატრონიც ის იყო. აბა რა უნდა გაეკეთებინა მათთვის მოხუც ბებიას, რომელიც თავის თავსაც კი ძლივს უვლიდა? ამ ყველაფრის გამო, ბავშვობა ფაქტობრივად არც უგრძვნია. ის ბედნიერი წლები, რომელსაც სხვები ეზოში თამაშში ატარებდნენ და ქვეყნად არაფერი ჰქონდათ სადარდებელი, მისთვის საკმაოდ დაძაბული გამოდგა. თუმცა ვერც იმას იტყოდით, რომ ანდრეა სევდიანი იყო, ან მის სახეზე ღიმილი დიდ იშვიათობას წარმოადგენდა. პირიქით, სხვების თვალწინ მუდამ მხიარულებას ინარჩუნებდა და ცდილობდა თავისი შინაგანით გარშემომყოფები არ შეეწუხებინა. რაღაც მხრივ, ბედნიერიც იყო. რაღაც მხრივ, უბედურიც, მაგრამ ამ უბედურებას, საბოლოო ჯამში, ბედნიერება სჭარბობდა. ეს ბედნიერება კი, იმის შეგრძნნება იყო, რომ სადღაც, თუნდაც ძალიან შორს, არსებობდნენ ადამიანები, რომლებსაც იგი სიცოცხლეზე მეტად უყვარდათ და ამ შემთხვევაში, მანძილი უკვე მეორე ხარისხოვანი მცნება იყო . . .

დრო გადიოდა . . . ანდრეა იზრდებოდა, ელა თანდათანობით უფრო და უფრო ლამაზდებოდა და მისი თაყვანისმცემლების გამო უფროს კანდელაკსაც მოსვენება ჰქონდა დაკარგული. არც ის უნდოდა დის პირად ცხოვრებაში უხეშად ჩარეულიყო და არც ის, რომ ვინმეს მისთვის გული ეტკინა. ამიტომ ყოველთვის ფარულ კონტროლს მიმართავდა ხოლმე. გულახდილად რომ ვთქვათ ეს არც კი იყო საჭირო. ელა საკმაოდ ჭკვიან გოგოდ ითვლებოდა და მისგან ცუდი არაფერი იყო მოსალოდნელი. გულის სიღრმეში ამას, თვითონ ანდრეაც ხვდებოდა. ერთადერთი პრობლემა მხოლოდ ის იყო, რომ როგორც ძმა, მაინც ვერ ისვენებდა და თავის დაზე მუდმივად ნერვიულობდა. ელას ადგილას ეს ბევრს გააღიზიანებდა კიდეც, თუმცა გოგონა ამას მისდამი დიდი სიყვარულის გამოვლინებად მიიჩნევდა და სხვანაირად ვერც წარმოედგინა. მათ ხომ რაღაც უჩვეულო, ყველასგან გასხვავებული დაძმობა ჰქონდათ? მუდმივად მხარში დგომას, რომ თავი დავანებოთ, ორივეს დაუფიქრებლად შეეძლოთ ერთიმეორის გულისთვის სიცოცხლე გაეწირათ, თანაც ისე, რომ ამაზე წამიერი დაფიქრებაც კი არ დასჭირვნოდათ.
სასიამოვნო იყო ეს მოგონებები. იმდენად სასიამოვნო, რომ დიდი სიხარულით დაბრუნდებოდა უკან და ყველაფერს თავიდან გამოივლიდა. ოღონდ ერთი რამის გამოკლებით. ამ ერთ რამეს ანა ერქვა და მას მამაკაცი თავისი ცხოვრების ყველაზე დიდ შეცდომად მოიხსენიებდა.
-ყველაფერი გასაგებია? -ფიქრებით წარსულში მოხეტიალე ანდრეა როგორც იქნა მორჩა ჯგუფის ახალი წევრისთვის-ლიზასთვის სარბენი ბილიკის გამოყენების სწავლებას. რაღა თქმა უნდა გოგონამ ამის შესახებ ყველაფერი თავიდანვე იცოდა. უბრალოდ ეს ერთგვარი საბაბი იყო კანდელაკთან ახლოს ყოფილიყო და მისთვის თავის მოწონება შესძლებოდა. ყველა კარგად ამჩნევდა, თუ როგორ ხარბად ათვალიერებდა მის ყველა მოძრაობას, მიხრა-მოხრასა თუ რეპლიკას. დარბაზი რომ სავსე არ ყოფილიყო, ალბათ კისერზეც დაუფიქრებლად ჩამოეკიდებოდა, მაგრამ როგორც ვთქვით, აქ, ახლა მეტად ბევრ ადამიანს მოეყარა თავი, რაც ზემოთ ხსენებულის განხორციელების საშუალებას უკარგავდა.
-კი ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მეშინია რომ გადმოვვარდები. შეგიძლია აქვე იყო და რომ ჩავრთავ ხელი მომკიდო?
-მისმინე, ამ ტრენაჟორზე ვარჯიშის დროს, პროცესში ყველა კუნთი უნდა იყოს ჩართული. არ შეიძლება ერთი რომელიმე ნაწილის მოდუნება -კანდელაკი ჩართვის ღილაკს დააწვა და თავდაპირველად ნელ რეჟიმზე დააყენა -სიჩქარეს მაშინ აუწიე, როცა ტემპს კარგად აჰყვები და ნელ-ნელა უმატე, გასაგებია?
-მე მინდა, რომ აქ იყო -მუდარით სავსე მზერა შეანათა ლიზამ. მამაკაცი გაღიზიანდა, თუმცა შეეცადა ეს გარეგნულად არ შესტყობოდა.
-როცა რაიმე დაგჭირდება, აქვე ვიქნები და დამიძახებ. ახლა კი, მიდი ივარჯიშე
-მეგობარი გოგო გყავს ანდრეა? -ურცხვად დააწია სიტყვა წასასვლელად მიბრუნებულ ტრენერს -შეყვარებული ვიგულისხმე
კანდელაკი წამით შედგა. გააბრაზა ასე თავხედურად და გამომწვევად დასმულმა შეკითხვამ, რომელსაც პასუხს არავითარ შემთხვევაში არ გასცემდა, რომ არ ჰქონოდა ის, რასაც ზრდილობა ერქვა და რაც მას არასდროს და არანაირ სიტუაციაში არ დაუკარგავს.
-ჰო მყავს მეგობარი გოგო. ოღონდ ის ჩემს სახლში ცხოვრობს და ჩემს ცოლს ვეძახი. ახლა კი, შენის ნებართვით სხვებსაც მივხედავ -და მანამ განაგრძო გზა, სანამ ბოღმისგან გასიებული და შეურცხყოფილი ლიზა რაიმეს თქმას მოასწრებდა...
დღემ, როგორც ყოველთვის, ერთფეროვნად ჩაიარა. დილის შემდეგ კიდევ სამ ჯგუფთან მოამთავრა დამღლელი ვარჯიში. საბედნიეროდ მეხუთე ბოლო იყო და სანამ მათი წევრები გამოჩნდებოდნენ, ანდრეას ერთ საათიანი შესვენება ჰქონდა. ამ პერიოდში შეეძლო სადმე წასულიყო და რაიმე ეჭამა. მართალია სპორტ-დარბაზსაც ჰქონდა საკუთარი სასადილო, მაგრამ იქ თითქმის არასდროს დადიოდა. რაც ამ ადგილას მუშაობა დაიწყო, მას შემდეგ, ქუჩის მეორე მხარის კუთხეში, ერთი პატარა კაფე ჰქონდა ამოჩემებული. პერერივის დროს ყოველთვის იმ ადგილს სტუმრობდა ხოლმე და რა თქმა უნდა, ტრადიცია არც დღეს დარღვეულა.
ანდრეამ სწრაფად, მაგრამ გულმოდგინედ მიიღო შხაპი გასახდელის ერთ-ერთ კაბინაში, სველი სხეული დიდი, თეთრი პირსახოცით შეიმშრალა, სავარჯიშო ტანსაცმელი ზურგ-ჩანთაში მოათავსა და საათს დახედა. ისრები ხუთის ნახევარს უჩვენებდნენ. რატომღაც ბეასთან დარეკვა გადაწყვიტა. აინტერესებდა რას აკეთებდა და მისთვის პატარა წინადადებაც ჰქონდა.
ზარი გავიდა. დაახლოებით ოცი წამიანი ლოდინის შემდეგ, რომლის დროსაც კანდელაკი გასახდელში წინ და უკან დაიარებოდა, ყურმილში გოგონას ნაზი და დაღლილი ხმა გაისმა. აშკარად ეტყობოდა, რომ დასვენება შეაწყვეტინეს.
-ცუდ დროს ხომ არ დავრეკე? მუშაობას უკვე მორჩი?
-ჰო სახლში ახლახანს დავბრუნდი -წამით სიჩუმემ დაისადგურა -რამე მოხდა?
-მაინტერესებს აპირებენ თუ არა დღეს მოსვლას შენი მშობლები და კიდევ . . . -ბეამ საუბარი შუა გზაზე გააწყვეტინა
-აპირებენ რა თქმა უნდა. მამას არ დაურეკავს, მაგრამ ჩემი აზრით რვისთვის აქ იქნებიან. იცოდე გონებაში რეპეტიციები გაიარე, თუ რა უნდა თქვა და რა არა. კიდევ ეცადე . . . -თუმცა ამჯერად კანდელაკმა არ აცალა ფრაზის დასრულება
-ბეა დაწყნარდი კარგი? ახლა შესვენების წუთები მაქვს. კაფეში ვაპირებ გასვლას და მაინტერესებს შენც ხომ არ მოხვიდოდი?
-სიმართლე გითხრა ძალიან მშია და სახლშიც საჭმელი არაფერია. რომელ კაფეში ხარ?
-მისამართს შეტყობინებით გამოგიგზავნი. ჩვენი სახლიდან მაინდამაინც შორს არაა
"ჩვენი სახლი" ყურებში ექოდ გაუმეორდა გოგონას ეს სიტყვები და რაღაც სასიამოვნოდ ეუცნაურა. ანდრეა ნამდვილად სიახლე იყო მის ცხოვრებაში. უნდა ეღიარებინა, რომ ეს სიახლე ძალიან მომხიბველი და ზედმეტად სიმპათიურიც კი იყო.
-კარგი გელოდები -მხოლოდ ამის თქმა შეძლო დაბნეულმა
კავშირი გაწყდა . . .
კანდელაკი მობილურის ეკრანის ქვედა ზოლზე გამოსახულ კონვერტს, ცერა თითით დააწვა და ბეასთან გადასაგზავნი შეტყობინება წამებში აკრიბა. ახლა მხოლოდ ქუჩის მეორე მხარეს გადასვლა და ლოდინიღა იყო დარჩენილი. ამჯერადაც გაუმართლა. მისი საყვარელი ადგილი, ფანჯრის კუთხესთან თავისუფალი იყო და თითქოს ახლაც, როგორც წინა დღეებში, ანდრეას მისვლას ელოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ერთი განსხვავება აშკარად შეიმჩნეოდა-მამაკაცს იქ ჯდომა უწინდელივით მარტოდმარტო აღარ მოუწევდა.
ეს კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე იყო . . .




* * *
-გთხოვ, არ მითხრა რომ დავაგვიანე -უკნიდან მიადგა ბეა მაგიდასთან მარტოდმარტო მჯდარ კანდელაკს და მის გვერდით მდგარი სკამი ხმაურიანად გამოსწია
-მოსვლის დრო არც დამითქვამს, თორემ სხვა შემთხვევაში არ გაპატიებდი -გაეღიმა -რას დალევ?
-იყოს, ყავა
-ორი ყავა თუ შეიძლება -თითებით ანიშნა დახლთან მდგარ ახალგაზრდა მიმტანს და კვლავ გოგონას მიუბრუნდა -ყავასთან ერთად არაფერს შეჭამ? გამიგია რომ აქ კარგ კექსებს აცხობენ
-დასაწყისისთის, ერთი რამ უნდა გითხრა -მაგიდას მკლავებით დაეყრდნო ბეა. ნათელი იყო, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ადგა ენის წვერზე -მოდი ჯერ ამ შეკითხვით დავიწყებ-ანა ვინ არის?
ერთი შეხედვითაც კი მიხვდებოდით, თუ როგორი უსიამოვნო განცდები აღუძრა მამაკაცს ამ სახელის გაგონებამ და ეს გამომეტყველებაზეც აშკარად დაეტყო.
-ამ კითხვას რატომ მისვამ? და ანას შესახებ საიდან იცი?
-კარგი აღარ გავაჭიანურებ. მოკლედ დღეს სამსახურში მომაკითხა. აქამდე მტერი არ მყოლია, ახლა კი გამოდის, რომ მყავს
-რა გითხრა ბეა? -ბრაზის ნაპერწკლები ათამაშდა კანდელაკის მწვანე თვალებში
-ჯერ შენ მიპასუხე, ვინ არის ეს ქალი? რაიმე ურთიერთობა გქონდათ? ცუდად არ გამიგო, ამას იმიტომ გეკითხები რომ მაინტერესებს ვინ გადავიკიდე
-ჩემი ყოფილი ცოლია. ახლა შენ მიპასუხე
-ყოფილი ცოლი? -გუგები საგრძნობლად გაუფართოვდა -არც კი ვიცოდი ცოლს გაშორებული თუ იყავი -ბეამ თვალები დახარა. მიხვდა რომ სისულელე თქვა და სიტუაციის გამოსწორებას შეეცადა:-თუმცა საიდან უნდა მცოდნოდა, მხოლოდ ორი დღეა, რაც გიცნობ
-დაველაპარაკები და ამიერიდან აღარ შეგაწუხებს. ახლა კი, მითხარი რისთვის მოვიდა. არაფერი დამიმალო გესმის?
-მგონი არ ღირს. მისი არ მეშინია. თავის დაცვას დამოუკიდებლადაც შევძელებ, თანაც . . .
-ბეა გისმენ! -მომთხოვნი ტონი გაურია ხმაში მამაკაცმა
-მითხრა თუ ანდრეას არ გაშორდები და თავს არ დაანებებ, შენს მიმართ საკმაოდ დაუნდობელი ვიქნებიო. მერე ისიც დაამატა მას მხოლოდ მე ვუყვარვარ და რაც არ უნდა ქნა, მუდამ ასე იქნებაო. მისი სიტყვებიდან მეტი აღარაფერი მახსოვს.
-მეტისმეტად ღრმად შეუტოპავს -ბრაზისგან ხმას აუწია ანდრეამ და ოფიციანტის მიერ იმწამს მოტანილი ყავის ფინჯნები სიმწრისგან კინაღამ დაამსხვრია. -ანას მაგივრად მე გიხდი ბოდიშს. ეს ყველაფერი არ უნდა მოგესმინა.
-საბოდიშო არაფერი გაქვს, ანდრეა
-არა მაქვს და გპირდები, რომ ეს აღარ განმეორდება -კანდელაკი მის ხელს ნაზად შეეხო და თვალებში ჩახედა. რაღაც უცნაური ჟრუანტელი მოჰგვარა ორივეს ამ მოულოდნელმა და დაუგეგმავმა შეხებამ. თითქოს იმწამს პულსაციაც კი შეიცვალა. მიუხედავად ამისა, ყველანაირად შეეცადნენ ეს გარეგნულად არ შესტყობოდათ.
-კარგი, თემა შევცვალოთ. ტელეფონში მომეჩვენა რომ აქ რაღაცის სათქმელად დამიბარე -ბეამ ყავის ფინჯანს თითები ლამაზად შემოაჭდო და სანამ იქედან ცხელ სითხეს მოსვამდა "ქმარს" მზერა თამამად გაუსწორა
-ჰო, სწორად მიხვდი. ხვალ ჩემი მშობლები ბრუნდებიან და მინდოდა ეს გცოდნოდა. ვაპირებ აეროპორტში დავხვდე და მინდა, რომ იმ დროს შენც ჩემს გვერდით იყო
ბეას ყავა კინაღამ გადაცდა. ამას აშკარად არ მოელოდა.
-ანუ ხვალ მე მომიწევს შენს მდგომარეობაში ყოფნა? -ძლივს მოახერხა კითხვის დასმა ჩახლეჩილი ხმით -არა, არა რაღაც სისულელე წამომცდება და მათთან თავს შევირცხვენ. ანდრეა გთხოვ ოღონდ ხვალ არა. უკეთესად მოვემზადები, ფურცელზე დავწერ რა უნდა ვთქვა და რა არა. კიდევ . . .
-მოიცა, მოიცა -გულიანად გაეცინა მას -შენ რა ამ ყველაფერს სერიოზულად ამბობ?
-ნუ დამცინი!
-არ დაგცინი უბრალოდ იმაზე ვფიქრობ რომელი დამამშვიდებელი საშუალება უფრო მოგიხდება
ბეამ წარბები ბრაზიანად დაწკიპა. სკამის საზურგეს მოხერხებულად მიყრდნობილი, "ქმარს" მობღვერილი მზერით მანამ უყურებდა, სანამ მის წინ, მაგიდაზე დიდი ნაჭერი შოკოლადის ნამცხვარი არ დაიდო.
-ეს ვინ შეუკვეთა? -გაკვირვებული სახით ახედა ოფიციანტს კანდელაკმა
-აქცია გვაქვს -ღიმილიანი გამომეტყველებით დაიწყო მიმტანმა გოგონამ, რომელსაც კაფის ლოგოთი გაფორმებული, შავი წინსაფარი ეკეთა -ორი ფინჯანი ყავის შეკვეთის შემთხვევაში, ნამცხვარი საჩუქრად გერგებათ
-გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა
ოფიციანტმა წყვილს დამშვიდობებისას, ამ დაწესებულების ეტიკეტის მიხედვით, თავი ღიმილით დაუკრა და სწრაფი ნაბიჯებით გაემართა მორიგი შეკვეთის მისაღებად. "ცოლქ-მარი" მაგიდასთან ისევ მარტონი დარჩნენ. პატარა კაფედან, რომლის ფანჯრებშიც ნელ-ნელა იჭრებოდა ნაცრისფერი ბური, ხალხი ნელ-ნელა იფანტებოდა და სასიამოვნო სიწყნარე ისადგურებდა.
ერთი შეხედვით რომანტიული გარემოც კი იყო . . .
-იცი რომ ამქვეყნად შოკოლადის ნამცხვარზე გემრიელი არაფერია? -სიამოვნებისგან თვალებდახუჭულმა დასვა ბეამ რიტორიკული შეკითხვა და მორიგი ლუკმა პირისკენ ისე წაიღო, ანდრეას ღიმილიანი მზერა არც კი შეუმჩნევია.
-ალბათ დაძაბულობამ უკვე გადაგიარა. ცოტა ხნის წინ კი, ძალიან ნერვიულობდი
-შოკოლადი ყოველთვის მეხმარება მდგომარეობიდან გამოსვლაში. შენ რას მოყავხარ ხასიათზე? ვარჯიშს? თუ როცა მოიწყენ ყოველთვის დასალევად მიდიხარ და თითო ცოლი მოგყავს?
-ჰო, ბოლო დროს ასეთი ჰობი ამეკვიატა -აჰყვა ხუმრობაში ანდრეა -მოკლედ თუ მოგწონს, აქ სხვა დროსაც წამოგიყვან
-დიდი სიამოვნებით. წინ მთელი ერთი წელი გვაქვს. შენც ხომ არ შეჭამ? -პირთან ახლოს მიუტანა "ქმარს" ჩანგალზე წამოცმული, მოზრდილი, შოკოლადის სიროფში ამოვლებული ლუკმა
-არა, არა. ნამცხვარს არ ვჭამ. შეგიძლია ბოლომდე დატკბე შენი საჩუქრით
-რა უცნაური ადამიანი ხარ -წარბები გაკვირვებისგან შეჭმუხნა -როგორ შეიძლება ეს არ გიყვარდეს?
-კარგი, მაგაზე მერე ვილაპარაკოთ -უკანასკნელად მოსვა ყავა თეთრი ფაიფურის ფინჯნიდან და იგი ისევ მაგიდაზე დადებულ, ყვავილებიან თეფშზე დააბრუნა -მგონი შენი ტელეფონი რეკავს, არა?
-ჩემი? -ბეამ ჭამა მაშინვე შეწყვიტა და თავის ჩანთაში, გამალებული მოჰყვა ქექვას. დიდი ხნის ძებნის შემდეგ, მობილურს, შუანა, ელვაშესაკრავით დაცულ ჯიბეში მიაგნო. აციმციმებულ ეკრანს დახედა თუ არა, სახეზე ბედნიერი ღიმილი გადაეფინა. ალბათ ზარი სასურველი ადამიანისგან შემოდიოდა -მამაჩემია, ალბათ უნდა მოსვლის დრო გაგვაგებინოს. წავალ გარეთ ვუპასუხებ.
-თუ მეტი არაფერი გინდა, ანგარიშსაც მოვითხოვ
-კარგი მოითხოვე. ნამცხვრის ჭამას მოვრჩები და წავიდეთ . . .

კაფის კარი უხმაუროდ გაიღო და ასევე უხმაუროდ დაიხურა. მაგიდასთან დარჩენილი კანდელაკი, ამჯერად "ცოლს" ვიტრინის ფანჯრიდან ადევნებდა თვალ-ყურს. აკვირდებოდა ყველა მის მოძრაობას, მიხრა-მოხრას, ტანსაცმელს, თმას და თითებსაც კი, რომლითაც ტელეფონი ეჭირა. რაღაც შეუცნობელი გრძნობებით ივსებოდა მთელი მისი არსება. ჯერ ისიც კი ვერ გაეცნობიერებინა ბოლომდე, რომ ბეა მისი ცოლი იყო, თუმცა ეს ფაქტი, უწინდებურად დისკომფორტს და უსიამოვნებას აღარ უქმნიდა. თითქოს ნელ-ნელა რაღაცეები იცვლებოდა და გვარდებოდა. მართლაც რომ საოცარი იყო . . .
კანდელაკი წამით მაგიდის პრიალა ზედაპირს დააცქერდა. გაურკვევლობაში მყოფმა მის ზედაპირზე, მარჯვენა ხელის თითებით, წარმოსახვითი წრეების ხაზვა დაიწყო. ყოველთვის ასე იქცეოდა, როდესაც რამეზე ღრმად ჩაფიქრდებოდა. ამჯერად, მისი აზრები, მხოლოდ და მხოლოდ ბეას დასტრიალებდნენ. სწორედ იმ დროს, როდესაც მამაკაცი თავის იდუმალებით მოცულ გონებაში იქექებოდა და როდესაც ცოტა ხნის წინ ლურჯი ცა, თანდათან იფარებოდა ავისმომასწავებელი ნაცრისფერი ღრუბლებით, მოპირდაპირე ადგილიდან ერთდროულად წამოდგა მოხუცი ცოლ-ქმარი და გასასვლელი კარისკენ გზა, მათი ასაკისთვის შესაფერისი, ნელი ნაბიჯებით გაიკვლია. ქუჩის კუთხეში მდებარე კაფეში ახლა მხოლოდ სამი ადამიანიღა დარჩენილიყო. არა, არა უკვე ოთხი. ერთმა, სწორედ იმ წუთას შემოაღო კარი და იქ მდუმარედ მჯდომ პირებს დაემატა. მოსულს სახეზე დაძაბულობა, ხოლო თვალებზე ცრემლების ნაკვალევი ემჩნეოდა. ერთი შეხედვითაც კი მიხვდებოდით, რომ რაღაც ცუდი მოუვიდა.
-ანდრეა წავიდეთ აქედან -ტირილით მიუახლოვდა თავის მაგიდას აფორიქებული გოგონა და შავი, ტყავის ჩანთა მარცხენა ბეჭზე გადაიკიდა
-რამე მოხდა? რა გატირებს?
კანდელაკი ყავისფერი, მრგვალი სკამიდან, სწრაფად წამოდგა. არანორმალურმა სურვილმა წამოუარა ატირებული გოგონა გულში ჩაეკრა და ისე დაემშვიდებინა, თუმცა ხვდებოდა, რომ ამის უფლება არ ჰქონდა.
-არ მაპატიებს. არასდროს მაპატიებს ანდრეა -ტირილს თანდათან უმატებდა იგი -დღეს არავინ მოვა. ყველაფერი ჩაიშალა -სიტყვებს ნაწყვეტ-ნაწყვეტ და ძლივსძლივობით ამბობდა. წინანდელი პოზიტივი თითქოს სადღაც, უკვალოდ გამქრალიყო -მამამ მითხრა რომ დედას დათანხმება ვერ შეძლო. მორჩა ეს უკვე დასასრულია. ძალიანაა გაბრაზებული. მითხარი რა უნდა ვქვნა? ეს როგორ მოვაგვარო?
-წამომყევი. ახლა მე შენ ერთ ადგილას წაგიყვან
-სად?
-არაფერი მკითხო. უბრალოდ მენდე. დარწმუნებული ვარ იქ ყოფნა დაგამშვიდებს -მზრუნველად დაადო მხარზე ხელი და ფული მაგიდაზე, თავისი ფინჯნის გვერდით დატოვა
-მაგრამ შენ ხომ შესვენება გქონდა? სამსახურში არ უნდა დაბრუნდე?
-არაუშავს, ვინმეს დავურეკავ და შემცვლის. ახლა ჩემთვის სხვა რამე უფრო მნიშვნელოვანია. ასეთ მდგომარეობაში მარტო არ დაგტოვებ
-გმადლობ ანდრეა -ვერც კი გაიაზრა ისე ჩაჰკიდა ხელი "ქმრის" მარჯვენას და ცრემლიანი თვალებით ახედა.
პატარა, მყუდრო კაფეს კიდევ ორი ადამიანი გამოაკლდა . . .














6 თავი
აეროპორტის მოსაცდელში, რიგით მესამე სკამზე იჯდა და გრძელ, ლამაზ თითებს ნერვიულად იმტვრევდა. ვერაფრით ახშობდა დილიდან მოვარდნილ აღელვებას. ეს მისთვის რაღაც ახალი იყო და სწორედ ამიტომ უჭირდა ყველაფრის აღქმა და გადახარშვა. რამდენი რამ უნდა გადაეტანა მანამ, სანამ ყველაფერი დალაგდებოდა?! გამუდმებით უნდა ეცრუა, ეთვალთმაქცა და ეს ყველაფერი ერთი სულელური ღამის გამო, რომლიდანაც საბედნიეროდ თუ საუბედუროდ სრულიად არაფერი აგონდებოდა.
და მაინც რა კომიკური იყო ეს სიტუაცია?! მხოლოდ ფილმებში თუ წარმოედგინა მსგავსი ტიპის სიუჟეტი, მაგრამ გამოდიოდა, რომ ახლა თავად იყო ზემოთ ხსენებული ფილმის პერსონაჟი, ხოლო რაც შეეხება, ამ სცენარში მეორე მთავარი როლის შემსრულებელს, ამწუთას გოგონას გვერდით უხმოდ ჩამომჯდარიყო და მხოლოდ შიგადშიგ თუ გამოხედავდა სკამზე დაძაბულად მჯდარ "ცოლს", რომელიც ყველანაირად ცდილობდა მღელვარება გარეგნულად არ შესტყობოდა. როგორც ჩანს, ეს არც ისე კარგად არ გამოსდიოდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ მისი დამფრთხალი მზერაც საკმარისი იყო იმისთვის, რათა მიმხვდარიყავით თუ რა აწუხებდა ბეას გულს. გოგონა ამწუთად მართლაც რომ გადაშლილი წიგნივით იკითხებოდა.
ანდრეამ ვეღარ მოითმინა და მისკენ მთელი ტანით მიტრიალდა :
-თუ ასე ინერვიულებ, საბოლოოდ ნერვოზს აიკიდებ -ხმამაღლა უთხრა, რადგან ყოველი კუთხე-კუნჭულიდან ლაპარაკისა და ჩემოდნის ბორბლების პრიალა იატაკზე გორვის ხმა მოისმოდა.
აეროპორტი ხმაურობდა.
-ჰა? რამე მითხარი? -ახლად გაღვიძებული ბავშვის სახით გამოერკვა ბეა ღრმა ფიქრების ბურუსიდან. პარალელურად შეეცადა თითების მტვრევისთვის თავი დაენებებინა. არ უნდოდა თავისი თავი გაეცა
-ცოტა დამშვიდდი კარგი? შენს ლომის გალიაში შეგდებას არ ვაპირებ -გაეცინა და გვერდზე გაიხედა -აი შეხედე, მოდიან კიდეც -ხელით საბარგო განყოფილებიდან მომავალი შავკანიანი წყვილისკენ ანიშნა ანდრეამ -ესენი არიან. წამოდი მივესალმოთ
ბეას "ქმრის" სიტყვებზე თვალები გაუფართოვდა და ანდრეას კანის ფერს საგულდაგულოდ დააკვირდა. მისმა გამომეტყველებამ მიახვედრა, რომ ეს უბრალოდ ხუმრობა იყო, თავი ვეღარ შეიკავა და გაეცინა.
-როგორც იქნა, რაღაც პროგრესი გვაქვს -ანდრეაც გაახარა მისმა გამხიარულებამ -გიხდება ღიმილი იცი?
-შენ რა მეფლირტავები? -გვერდულად და ვითომ გაბრაზებულმა გამოხედა -მგონი არ გეყო გუშინ რაც თავბრუ დამახვიე -და მაშინვე ენაზე იკბინა.
"რამდენს ლაპარაკობ ბეა, რა სულელი ხარ" -გამოლანძღა თავისი თავი გონებაში
-გუშინ? -კანდელაკი საზურგეს კმაყოფილი ღიმილით მიაწვა -სახეზე გატყობ, რომ ისეთი რაღაც წამოგცდა, რაც არ უნდა წამოგცდენოდა. და შენი შეკითხვის პასუხია არა.
-რომელი შეკითხვის? -ძლივს მოახერხა სიტყვების ერთმანეთზე გადაბმა სირცხვილისგან აწითლებულმა
-მკითხე ხომ არ მეფლირტავებიო. მე კი გპასუხობ, რომ არა
-თუ ასეა ეს რა იყო?
ანდრეამ მხრები აიჩეჩა. გოგონას თვალი თვალში ისე გაუყარა, თითქოს მის მიღმა ცდილობს რაღაცის დანახვასო.
-არის ასეთი რამ, კომპლიმენტს ეძახიან და ქალების უმეტესობას, როგორც ვიცი მისი მოსმენა სიამოვნებს. არც ეჭვის თვალით იყურებიან როგორც ამას შენ აკეთებ. ამომწურავი პასუხი გაგეცი? -ირონიული ღიმილი გამოესახა სახეზე კანდელაკს და გოგონას გულუბრყვილო მზერის დანახვაზე, მეორედ მოუნდა მაგრად ჩახუტებოდა.
-იცოდე . . . -ბეამ რაღაც მუქარის მაგვარის მოფიქრება დაიწყო, თუმცა თავისდა საუბედუროდ, ყველაზე სულელური რამ მოიფიქრა, რაც კი შეიძლებოდა -იცოდე თუ ასეთი ტონით დამელაპარაკები ხოლმე ცუდ საჭმელებს მოგიმზადებ და შენი ერთგული არ ვიქნები
ერთხანს თვალებში უყურა. ეტყობოდა, რომ რაღაცის თქმა უნდოდა, თუმცა შემდეგ ვეღარ მოითმინა, თავი ჩაღუნა და გოგონას სიტყვებზე ჩუმი სიცილი აუტყდა. მთელი ამ დროის მანძილზე, ბეა გაშტერებული უყურებდა მის გევრდით მჯდომ მამაკაცს და თავში მხოლოდ ის აზრი უტრიალებდა, რომ ანდრეას ღიმილი არაამქვეყნიურად უხდებოდა.
უეცრად, გუშინდელი დღეც წარმოუდგა თვალწინ. მდინარე, მწვანე ხეები, ფოთლების მელოდიური შრიალი, საოცარი სიმშვიდე, გრილი ნიავი და ნაპირზე მჯდარი ორი სილუეტი.
ჰო, სწორედ ეს იყო ის ადგილი, სადაც კანდელაკმა ბეა წაიყვანა. და მართალიც აღმოჩნდა. იმ გარემომ გოგონაზე იმდენად დადებითად იმოქმედა, რომ ლამის ყველაფერი გადაავიწყა. მან თავის გონებაში, ზემოთ ხსენებულ ადგილს "ჯადოსნური სამეფოც" კი უწოდა და კარგად დაიმახსოვრა იქ გატარებული თითოეული წამი. ყველაზე უფრო, მაინც მის გვერდით მჯდარი ანდრეას გამომეტყველება ჩარჩა მეხსიერებაში, რომელიც იმაზე მეტად აჯადოებდა, ვიდრე ამას თვითონ წარმოიდგენდა.
რა იყო ეს? რა ემართებოდა? წარმოდგენა არ ჰქონდა.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საბას მოტყუებას სადამდე გააგრძელებდა? დღე-დღეზე იგი სამსახურის საქმეებს მორჩებოდა, ქალაქში დაბრუნდებოდა და როცა ბეას ნახვას მოისურვებდა რა გაეკეთებინა?
ჯერჯერობით საქმე არც ისე ცუდად იყო. გოგონას საუკეთესო მეგობრის, მეგის წყალობით, საბას ყურამდე არაფერი მიდიოდა. ისინი ერთად მუშაობდნენ რომელიღაც ტურისტულ სააგენტოში და ქვეყნის დასათვალიერებლად ჩამოსულ უცხოელებს, სხვადასხვა კუთხის მონახულებისას გიდობას უწევდნენ. ახლაც ასეთი ტური ჰქონდათ შესასრულებელი გერმანელ და ამერიკელ ტურისტებთან. მეგი გერმანულს ფლობდა კარგად, ხოლო საბა, როგორც ინგლისურის კარგად მცოდნე გიდი უწევდა მათ ექსკურსიამძღოლობას.
ბეას თხოვნით, მეგიმ ბიჭი მთელ სოციალურ ქსელებსა და სატელეფონო კავშირებს მოსწყვიტა, თანაც საკმაოდ ბოროტი მეთოდით-მისი ტელეფონი სპეციალურად დაამსხვრია, შემდეგ კი ისეთი სახე მიიღო, თითქოს ეს ყველაფერი შემთხვევით მოხდა.
თვალთმაქცობა მართლაც რომ კარგად გამოსდიოდა. ნებისმიერის დარწმუნება შეეძლო საკუთარ სიმართლეში. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ამ სასტიკი სვლით საბასა და ტელეკომუნიკაციას შორის კავშირი გაწყდა. ბეასთან ხანდახან თუ ახერხებდა დარეკვას და ისიც მეგის მობილურით. იმისთვის, რომ საბას ახალი ტელეფონის ყიდვა ვერ მოეხერხებინა, მას ათასი ხრიკის მოფიქრება უწევდა და, რა თქმა უნდა, ამას წარმატებითაც ართმევდა თავს. შეიძლება ითქვას, რომ მთელი დღე გვერდიდან არ სცილდებოდა და მხოლოდ ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლადღა თუ ტოვებდა მარტო.
ბუნებრივია, ვერ იტყოდით, რომ საბას ეს ყველაფერი არ უკვირდა და არ აოცებდა გოგონას გადაჭარბებული ყურადღება, თუმცა მეგი ხომ, მის საუკეთესო მეგობრად ითვლებოდა? მისგან ასეთი სიგიჟეები საბასთვის ნაცნობიც იყო და ამას დიდი ხანია მიეჩვია კიდეც. აბა საიდან უნდა სცოდნოდა, რომ ეს სინამდვილეში სიგიჟე კი არა, დიდი ტყუილის დაფარვის მცდელობა იყო? შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ისმოდა ერთი დიდი და დამაინტრიგებელი შეკითხვა -როგორ უნდა ეთქვათ მისთვის ეს ყველაფერი?
ბეას ამდენი ფიქრისგან უკვე თავი სტკიოდა. დაკვირვებით ადევნებდა თვალს აეროპორტში აქეთ-იქით მოსიარულე ხალხს, რომელთაგან თითოეული თავის საქმეებზე მიიჩქაროდა და გულში ნატრობდა, რომ ყველაფერს კარგად ჩაევლო. ბოლოს და ბოლოს ადვილი საქმე ხომ არ იყო "ქმრის" მშობლებისთვის თავის მოწონება? თან არც ის იცოდა როგორი ხასიათის ადამიანები იყვნენ, რა მოსწონდათ და რა არა? იყვნენ თუ არა კაპრიზულები სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში და ა.შ. რაც იყო იყო, ამისთვისაც უნდა გაეძლო.
ბეამ ირგვლივ მიმოიხედა, ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა, ჩანთიდან უხმოდ ამოაძვრინა თავისი საყვარელი შოკოლადი, რომელიც მისი ნერვების დასაწყნარებელი საუკეთესო საშუალება იყო და ერთი ფილა ჩამოტეხა.
-ხომ არ გინდა? -რა თქმა უნდა, არც მის გვერდით მჯდომისთვის შეთავაზება დავიწყებია
-შოკოლადს არ ვჭამ, მაგრამ შემოთავაზებისთვის გმადლობ -თბილად გაუღიმა მამაკაცმა, პარალელურად ტელეფონზე შემომავალი ზარი უსიამონვო გამომეტყველებით გათიშა. როდის დაანებებდა თავს ამ ქალის აჩრდილი? უკვე მოთმინება აღარ ჰყოფნიდა. საბედნიეროდ გოგონას არაფერი შეუმჩნევია, ისევ თავისას განაგრძობდა :
-ნამცხვარს არ ჭამ, შოკოლადს არ ჭამ. საერთოდ რაიმე გიყვარს?
-გითხრა, რა მიყვარს?
-მითხარი -ჭამა შეწყვიტა, რაც იმის ნიშანი იყო, რომ მოსალოდნელმა პასუხმა ძალიან დააინტერესა
ანდრეამ საათს დახედა, გაეღიმა და როგორც კი რაღაცის სათქმელად პირი გააღო, იმწამს, ნაცნობმა ხმამ მისი სახელი დაიძახა, თანაც საკმაოდ ხმამაღლა. მამაკაცმა, თავი გვერძე, მაშინვე მიაბრუნა და როგორც კი, გორგოლაჭებიანი ჩემოდნებით მომავალ, შუა ხნის მამაკაცს მოჰკრა თვალი, რომელსაც უკან ჩანთნაგადაკიდებული და გაღიმებული ქალი მოსდევდა, მაშინვე ბეას გადახედა გამამხნევებელი მზერით.
-ნუ გაქვს ასეთი დამფრთხალი სახე -ხელი ჩაჰკიდა და ფეხზე წამოაყენა -წამოდი წავიდეთ -და მერე ისეთი რაღაც წამოცდა, რომლის არსი თავადაც ვერ გაიაზრა. სიტყვები ასე ჟრერდა :-მე შენ გვერდით ვარ. ნუ გეშინია . . .
სიტყვებით ძალიან ძნელია იმ ემოციების და სიხარულის გადმოცემა, რომელიც ამწუთას იქ და იმ დროს დატრიალდა. მშობლებს თავისი ერთადერთი ვაჟი, მისი პირველი ქორწინების შემდეგ არ ენახათ და, ბუნებრივია, მოფერება და დედის გულწრფელი სიხარულის ცრემლებიც ბევრი იყო. ბეას კი, როგორც ჩანს, სულ ტყუილად ეშინოდა. იგი იმდენად თბილად მიიღეს ანდრეას მშობლებმა, რომ თავის წინანდელ საქციელზე ბევრსაც იცინებდა საშუალება რომ მისცემოდა. ამ ყველაფერმა ბედნიერებასთან ერთად სევდაც მოჰგვარა. თუ ანდრეას მშობლებმა ასე კარგად მიიღეს ეს ყველაფერი, მაშინ ნანას რატომ არ შეეძლო მისთვის ეპატიებინა? იმედია ამასაც დრო სჭირდებოდა და მალე ყველაფერი გადაივლიდა. ამაზე საფიქრელად ბევრი დრო არც ჰქონია. მათი ჩამოსვლის წუთიდან მთელი გზა აეროპორტის შენობიდან მანქანამდე და შემდეგ სახლამდე იმაზე საუბარს მოანდომეს, თუ როგორ გაოცებით შეხვდნენ ამ მოულოდნელ ამბავს და როგორ გაუხარდათ ყოველივე ეს. საქმე საქმეზე რომ მიდგა, ვერც იმ კითხვას აარიდეს თავი, თუ როგორ გაიცვნეს ერთმანეთი ანდრეამ და ბეამ. ამას ანდრეას დედის დაჟინებული თხოვნაც დაემატა. მორჩა, როგორც არ უნდა სდომოდათ, კითხვას თავს უკვე ვეღარ აარიდებნენ და სწორედ ამ დროს, ამწუთას შეიქმნა უხერხული სიტუაცია. კითხვაზე, თუ სად შეხვდნენ ისინი ერთმანეთს პირველად, ორივეს განსხვავებული და ერთდროული პასუხი ჰქონდა. ბეამ საერთო მეგობრის დაბადების დღე დაასახელა, ხოლო ანდრეამ თქვა, რომ იგი პირველად აგარაკზე დასვენების დროს ნახა. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მანქანის სალონში რამდენიმე წამით, უხერხულმა და დაძაბულმა სიჩუმემ დაისადგურა. "ცოლ-ქმარმა", რომელთაც წინა სიდენიებზე დაეკავებინათ ადგილი, ერთმანეთს უხერხულად გადახედეს და ორივემ იმაზე დაიწყო ფიქრი, თუ როგორ შემოებრუნებინათ სიტუაცია თავისდა სასიკეთოდ.
-ბოლოს და ბოლოს, რომელი ამბობთ სიმართლეს? -სიცილით იკითხა ანდრეას მამამ და უკანა საქარე მინა ნახევრამდე ჩამოსწია
-ჰო, ჰო რა თქმა უნდა -სახეზე უხერხული ღიმილი გადაეფინა ტყუილში გამოჭერილ გოგონას -დაბადების დღეზე მეორედ შევხვდით. რატომღაც ამერია
-არ გინდათ თქვენზე უფრო მეტი მოყვეთ? -ახლა დედამისი ჩაერთო საუბარში -როგორ მოხდა ყველაფერი, როგორ ააწყვეთ ურთიერთობა, პირველი რომელი თქვენგანი გამოუტყდა გრძნობებში?
ბეას სახე გაებადრა, თმა გევრძე გადაიყარა და კანდელაკს გამომწვევად გახედა. აშკარა იყო, რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული.
-იცით? ანდრეა გიჟდება ამის მოყოლაზე. მოდით არ ვაწყენინოთ და ყველაფერი მან თქვას
რთული სათქმელია, რას ნიშნავდა იმ დროს კანდელაკის გამომეტყველება. ერთბაშად იღიმოდა კიდეც, მაგრამ თუ კარგად დავუკვირდებოდით ამ ღიმილიანი თვალების მიღმა ბრაზის ნაპერწკლებსაც დაინახავდით და შურისძიების სურვილსაც.
-იცი ბეა? ასეთ ისტორიებს ყოველთვის ქალბატონები ყვებიან -მე შენ გიჩვენებ სეირი-ს მზერით გახედა -მათ უფრო ლამაზად გამოსდით და მოდი ტრადიციას ნურც დღეს დავარღვევთ
-კარგი, როგორც შენ გინდა. მე მოვყვები -"დედამთილ-მამამთილს" ღიმილიანი სახით მიუბრუნდა გოგონა. ნამდვილად რაღაც მზაკვრული ჰქონდა მოფიქრებული. ეს მის სახეზე ისე ნათლად იკითხებოდა, რომ დაკვირვებაც კი არ იყო საჭირო -მოკლედ ექვსი თვის წინ გავიცანი, როგორც უკვე იცით, აგარაკზე დასვენების დროს. მეორედ ერთმანეთს მეგობრის დაბადების დღეზე შევხვდით. იმ დღიდან მოყოლებული, სულ კუდში დამდევდა, მოსვენებას არ მაძლევდა, ყოველ დღე კარებთან ას წითელ ვარდს მიტოვებდა, რომელშიც საყვარელი, დათუნიებით გაფორმებული ბარათები იდო და მათში ცდილობდა გულები თავისი ხელით დაეხატა. მართალია, ეს გულების გარდა ყველაფერს ჰგავდა, მაგრამ ამას არაუშავს, ხატვის ნიჭი არ აქვს. მთავარია, რომ ცდილობდა -გოგონამ საჭესთან მჯდომს გამომწვევად გახედა და მისმა გამომეტყველებამ ლაპარაკის გაგრძელების სურვილი აღუძრა -აღარაფერს ვამბობ იმ სასიყვარულო მესიჯებზე, რომელსაც წუთში ათჯერ მაინც მიგზავნიდა. იცით? ერთხელ ლექსიც კი მომიძღვნა და როცა აივანთან, მუხლებზე დაჩოქილი მიკითხავდა, ჩემ ქვემოთ მცხოვრებ მეზობელს გაეღვიძა და საწყალს თავზე ცხელი წვნიანი გადმოასხა.
სალონში ხმამაღალი სიცილი ატყდა. ერთადერთი, ვინც მოღუშული მზერით იჯდა, ეს ანდრეა იყო. აშკარად ნანობდა სიტყვა, რომ ბეას გადააბარა.
-ერთხელ იცით რა ქნა? -კვლავ განაგრძობდა მასზე გაბრაზებული ვიყავი. ხომ იცით შეყვარებულები რა ხშირადაც კინკლაობენ? ჰოდა ერთ-ერთი ასეთი ჩხუბის მერე, შინ მომადგა -ხელები გულზე გადაიჯვარედინა. იმდენად სწრაფად ლაპარაკობდა, რომ ძალიანაც რომ სდომოდათ, სიტყვას ვერ ჩააკვეხებდნენ -მეც რა თქმა უნდა, შიგნით არ შემოვუშვი და საწყალმა მთელი ღამე ჩემი სახლის წინ, წვიმაში დამდგარმა გაათია. მეორე დღეს ფილტვების ანთება ჰქონდა და მაინც ჩემი მოსავლელი გახდა. აი ასე შევრიგდით და . . . . -გოგონას ლაპარაკი მკვეთრმა და ხმამაღალმა დამუხრუჭებამ გააწყვეტინა. მანქანის სალონში სიცილი მაშინვე შეწყდა და წამით მდუმარებამ დაისადგურა. სანამ ვინმე რაიმეს იკითხავდა, ანდრეამ ჯიბიდან საფულე ამოიღო და უკან მიტრიალდა:
-მამა ჩვენ ცოტა ხნით მარკეტში გადავალთ -მერე "ცოლს" მიუბრუნდა და თვალებით ანიშნა ახლავე გადმოდიო. ეს "რომანტიული ნოველა" დაუყოვნებლივ უნდა დაესრულებინა.
"ცუდადაა ჩემი საქმე" -აკივლდა გოგონას შინაგანი ხმა. თუმცა ბეა რისი ბეა იყო, ამ შიშის მიუხედავად, ავტომობილიდან მაინც მტკიცე და ამაყი მზერით, რომ არ გადასულიყო, ისე, თითქოს არავისი და არაფრის დარდი არ ჰქონდა. მისი სიტყვებისგან ნერვებმოშლილი კანდელაკი, რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით, მზისგან გახურებულ ტროტუარზე ელოდა, სახეზე კი, აშკარა მოუთმნელობა ეწერა, რომელიც სულაც არ იყო ორმხრივი მოძრაობის გზაზე, აქეთ-იქით მოსრიალე ავტომობილების გაუთავებელი სიგნალების ბრალი, რის გამოც, ქუჩაში მოსიარულეთ, ჩვეულებრივზე ერთი ტონით მაღლა უწევდათ საუბარი . . .
-ხომ ვერ ამიხსნი ეს რა იყო?
-რაზე ამბობ?
-რა სისულელეები ილაპარაკე? აივანთან დჩოქილი ლექსებს მიკითხავდაო, არა? -გაეცინა -კიდევ კარგი დროზე გაგაჩუმე, თორემ ალბათ შენს გამო ოკეანის გადაცურვასაც დამწამებდი
-გამოტყდი, რომ ძალიან რომანტიულ ადამიანად გამოგიყვანე -მანქანაში დარჩენილებს გაუღიმა და მარკეტისკენ აიღო გეზი გოგონამ. მას ანდრეაც უკან მიჰყვა
-რომანტიულ ადამიანად? მე სულელს უფრო ვიტყოდი. იცოდე ამ წუთიდან ხმის ამოღება გეკრძალება, მხოლოდ მე ვილაპარაკებ, რადგან შენ პირიდან ჭკვიანური არაფერი ამოგდის
-ამას მე მეუბნები? -წარბები დაწკიპა -შენ არ მითხარი ასეთ ამბებს ქალბატონები უფრო ლამაზად ყვებიანო? ჰოდა მოვყევი ისე, როგორც მინდოდა. ახლა ის მითხარი, მართლა აპირებ რაიმეს ყიდვას თუ ჩემს გასაჩუმებლად მეტი ვერაფერი მოვიფიქრე?
-არა, მართლა ვაპირებ -მინის კარი შეაღო კანდელაკმა -ისეთი წებოვანი ლენტი მინდა, რომ მაგ პირზე გადაგაკრა და ვეღარასოდეს მოიხსნა
-ძალიან სასაცილოა -როგორც ჩვეოდა, თვალები მობეზრებულად აატრიალა -მოდი რამე გამაგრილებელ სასმელებს ავიღებ, შენ კი ტკბილეული წამოიღე, გუშინ რაც იყო გათავდა
-რა? -სახეზე აშკარა გაოცება აღებეჭდვოდა -უამრავი ტკბილეული მქონდა ნაყიდი და ხელი არ მიხლია? სად წაიღე?
გოგონა, მზერის ასარიდებლად, დახლთან მჯდარ გამყიდველს უაზროდ შეაცქერდა. მოულოდნელად გამოჭერილმა, ქვედა ტუჩს ისე მწარედ უკბინა, რომ ცოტაც და სისხლი წასკდებოდა. ანდრეას სიტყვებმა გუშინდელი ღამე გაახსენა, როდესაც თავისი საძინებლიდან, სამზარეულოსკენ ფეხაკრებით მიიპარებოდა და მამაკაცს დამნაშავეს მზერით ახედა.
-არ თქვა, რომ სულ შენ შეჭამე
-კარგი, მერე რა მოხდა? -თავდაცვის მიზნით, აქეთ შეუტია -მთელი ღამე ვერ დავიძინე და აბა რა მეკეთებინა? სხვათა შორის, როცა შენ ასე ტკბილად გძინავს შენ ზემოთა სართულზე, მე ვერაფრით ვისვენებ ხოლმე და . . .
-დახმარება ხომ არ გჭირდებათ? -სიტყვები კონსულტანტი გოგონას მოახლოებამ გააწყვეტინა. იგი შეუმჩნევლად და სახეზე ღიმილ აკრული დასდგომოდა თავს ჩუმად მოკამათე წყვილს. მაღაზიაში მართლაც, რომ უამრავი ხალხი ირეოდა. მათი უმეტესობა ბოსტნეულის სექციის ახლომახლო დააგორიალებდა დიდ, ლითონის ურიკას, რომელშიც პროდუქტების რაოდენობა თანდათანობით მატულობდა.
-დიახ, შეგიძლიათ -წინ საქმიანი გამომეტყველებით გამოვიდა ბეა -აი ამ ბიჭს სურს თქვენთან მუშაობა, მართალია სალაროსთან მათემატიკის არცოდნის გამო არ მიიშვება, მაგრამ არაუშავს ბოსტნეულს დაახარისხებს და აი იმ ბანანებს -თითით დიდ, შავ კალათში ჩაწყობილ ტროპიკულ ხილზე ანიშნა -ეტიკეტებს მოაშორებს ხოლმე. ძალიან მშრომელია, იმედებს არ გაგიცრუებთ. იატაკის მოხეხვაც კარგად შეუძლია, სახლში ყველაფერს ეს აკეთებს. სხვათა შორის . . .
მის მკლავში ჩავლებულმა კანდელაკის ხელმა, გოგონას ფრაზის დასრულების საშუალება აღარ მისცა. ამდენი ხნის განმავლობაში ჩუმად მყოფმა მამაკაცმა "ცოლს" ტუჩები ყურთან ისე ახლოს მიუტანა, რომ ბეას ტანში ჟრუანტელმა დაუარა და მთელ ტანზე ეკლებმა დააყარა.
-გეყოფა, თორემ ამაღამ ქორწინების პირველ ღამეს მოგიწყობ -უჩურჩულა ისე, რომ მხოლოდ მას გაეგონა და მეტს არავის
-მოიცა, მოიცა, რა თქვი?
-რაც გაიგე. წადი გამაგრილებელი სასმელები აარჩიე, გველოდებიან
-კარგი მაპატიე -შიშისგან ნერწყვიც კი გაუშრა -იმედია ეს სერიოზულად არ გითქვამს -და მხოლოდ ახლა შეამჩნია ჯერ კიდევ იქ მდგარი კონსულტანტი გოგონა, რომელიც გაკვირვებული მზერით ჯერ ერთს შეხედავდა, შემდეგ კი მეორეს. ორივენი გაჩუმდნენ, მაღაზიის თანამშრომელს თავაზიანად უთხრეს უარი დახმარებაზე, რის შემდეგაც, ბეამ გამარილებელი სასმელების სექციისკენ აიღო გეზი, ხოლო ანდრეა ტკბილეულის ძებნას შეუდგა და გზაში ანას შეტყობინება გახსნა.
"ამაღამ სახლში მარტო ვარ და გელოდები" -სწერდა გოგონა. მამაკაცს პასუხიც კი არ დაუბრუნებია ისე ჩაიდო ჯიბეში მობილური. მაინც რა უცნაური იყო ეს ცხოვრება? ქალის მიმართ, რომლისთვისაც ეგონა, რომ ყველაფრის პატიება შეეძლო, არანაირი გრძნობა აღარ დარჩენოდა. ახლა მთავარი იყო ანასაც გაეგო ეს და შემდეგ ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდებოდა.
ალბათ . . .
მაღაზიაში დაახლოებით ათი წუთი დაყვეს. ქუჩაში პარკებით გამოსულებს, მანქანა ისევ იმავე მდგომარეობაში ელოდათ, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ აქამდე ჩრდილში მდგარ ავტომობილს, ახლა თავს მზის მცხუნვარე სხივები დასდგომოდა, რომელიც მასში მჯდომ მგზავრებს საშინელ დისკომფორტს უქმნიდა.
-მორჩა, ყველაფერი ვიყიდეთ და შეგვიძლია წავიდეთ -საჭის მხარეს კარი გამოაღო ანდრეამ და თავისი ადგილი მოხერხებულად დაიკავა. მას ბეაც გვერდით მიუჯდა, რა თქმა უნდა, არც უსაფრთხოების ღვედის შეკვრა დავიწყებია
-რახან მოხვედი გეტყვი, რომ დედაშენს შენთვის ერთი სასიამოვნო სიურპრიზი აქვს -სანამ მანქანას დაქოქავდა მამის მარჯვენა ხელის მხარზე შეხება იგრძნო ანდრეამ
-ამჯერად რა ხდება ბატონო გიორგი? ხომ იცი, რომ სიურპრიზები არ მიყვარს? -გასაღები გადაატრიალა. ძრავა მაშინვე ამუშავდა.
-ბავშვობაშიც ასეთი იყო -ახლა დედამისი ჩაერთო საუბარში, თან ბეას შეაცქერდა -შენ წარმოიდგინე ისიც არ მოსწონდა დაბადების დღეზე შეფუთულ საჩუქრებს რომ ვჩუქნიდით, ერჩივნა ყოველთვის გახსნილი მიგვეცა. მოთმენა არასდროს შეეძლო
-კარგი ელენა ისეც ნუ იზამ, რომ ეს გოგო დღესვე გაშორდეს -სიცილნარევი ხმით შეაწყვეტინა ცოლს ბატონმა გიორგიმ, რომელმაც სწორედ იმ დროს, ბოლომდე ჩამოსწია უკანა საქარე მინა და ქარმაც არ დააყოვნა- მოკლესახელოიანი პერანგი მაშინვე აუფრიალა
-არც შენ იყავი იდეალური ქმარი, მაგრამ ხომ ხედავ რამდენი ხანი გაგიძელი? კარგი იქნებოდა, ამის გამო, ერთხელ მაინც რომ გადაგეხადა მადლობა, მაგრამ არა!
-მე არ ვიყავი იდეალური ქმარი? -იწყინა -მითხარი ერთი რა გაკლდა და ხმას არ ამოვიღებ
უკანა სავარძელზე სიტყვა-პასუხი არ წყდებოდა. ანდრეამ "ცოლს" ღიმილით შეხედა და თვალებით ანიშნა არ ჩაერიოო. იცოდა თავისი მშობლების ამბავი, ასე ხშირად კინკლაობდნენ და მათი ერთი შეხედვით-კამათი სასაცილო მოსასმენიც კი იყო.
ქალაქი კვლავ ხმაურობდა . . .
ავტომანქანების გამონაბოლქვი ისედაც ცხელ ჰაერს, უფრო მეტად ათბობდა და ქუჩაში მოსიარულე ხალხი, მხოლოდ იმის ცდაში იყო, რაც შეიძლებოდა მალე შეეფარებინა თავი რაიმე გრილი ადგილისთვის. გაზაფხულის კვალობაზე, მართლაც რომ უჩეულოდ ცხელი ამინდი იყო. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ წუთი-წუთზე ასფალტს ბოლიც კი აუვიდოდა.
ანდრეამ მანქანაში კონდინციონერი ჩართო. მთელი იმ ხანგრძლივი დროის მანძილზე, რაც ავტომობილი გზატკეცილზე მისრიალებდა და უკანა ფანჯრიდან მონაქროლი ნიავი გოგონას თმებს უწეწავდა, იგი დაჟინებით მიშტერებოდა ანდრეას ყველა ჟესტს, მოძრაობას, საჭეზე დადებულ მის ხელს, ალაგ-ალაგ მამაკაცის ჭაობივით მწვანე თვალებს და ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ჰაერი არ ჰყოფნიდა. ჯანდაბა რა სიმპათიური იყო, რა მომხიბვლელი. მხოლოდ მისი მომაჯადოებელი გამოხედვა რად ღირდა?
არა, არა თუ ვინმე ჭკუიდან გადაიყვანდა და დააჰიპნოზებდა, სწორედ ის იქნებოდა და სხვა არავინ. თუმცა ბეა რისი ბეა იყო, რომ თავისი ფიქრები ვერ დაემალა? არაფრის დიდებით არ აგრძნობინებდა იმ ყველაფერს, რაც შინაგანად აფორიაქებდა და ყოველთვის ნეიტრალურ პოზიციას დაიჭერდა. ბოლოს და ბოლოს ისინი ხომ მხოლოდ ერთ წელზე შეთანხმდნენ? მერე კი ორივენი თავისი გზით წავიდოდნენ და ამ დაუგეგმავ ქორწინებასაც სამუდამოდ დაივიწყებდნენ. ორივესთვის ასე აჯობებდა, ისინი ხომ ნორმალურად არც კი იცნობდნენ ერთმანეთს? ადამიანები ჯერ ახლოვდებოდნენ, ურთიერთობას აწყობდნენ, ნელ-ნელა წინ მიიწევდნენ და მხოლოდ კარგად გაცნობის შემთხვევაში დგამდნენ ისეთ სერიოზულ ნაბიჯს, რომელსაც ქორწინება ერქვა. მათ შემთხვევაში კი ყველაფერი პირიქით მოხდა. სწორედ ამიტომ ერქვა ამ ყველაფერს სიგიჟე და ამ სიგიჟს შემქმნელებიც რაღაც მხრივ არანორმალურებად ითვლებოდნენ.
თუმცა, მერე რა? ამ ცხოვრებაში ხომ არავინაა ბოლომდე სრულყოფილი? არც ისინი იყვნენ . . .
ახლა, ამდენი რამის გამოვლისა და გადაწყვეტის შემდეგ, მხოლოდ ერთი მთავარი პრობლემა რჩებოდა მოსაგვარებელი. შიში იმისა, რომ ეს სიმპათია რაიმე სხვაში გადაიზრდებოდა ნამდვილად არ იყო საფუძველს მოკლებული. ეს კი უკვე ცეცხლთან თამაშს ჰგავდა და დიდი ალბათობა იყო იმისა, რომ ამ ცეცხლში ან ერთი დაიწვებოდა, ან მეორე, ან უარეს შემთხვევაში, ორივე ერთად.
ჰო, ეს მართლაც შესაძლებელი იყო . . .
-ბეა, გესმის? -კანდელაკის მსუბუქმა შეხებამ გამოაფხიზლა. მამაკაცი მას მზერას არ აშორებდა. თეთრი ზოლის მარჯვნივ მდგარი ავტომობილი, სვეტაფორზე გაჩერებულიყო და მოთმინებით ელოდა ნანატრი მწვანე შუქის ანთებას, რათა გზა გაეგრძელებინა
-რა? რამე მითხარი?
-კარგი შვილო, თავი დაანებე -მუდამ კეთილი და მოსიყვარულე ელენა, ამჯერადაც თბილად გამოესარჩლა თავის ფიქრებში ახლართულ გოგონას. ქმართან კამათს ეს-ესაა მორჩენილიყო -ხომ ხედავ დაბნეულია? მისთვის ეს ბუნებრივიცაა -და მათთან ახლოს მიიწია -ახლა ორივემ კარგად მომისმინეთ. რადგან ხელის მოწერას არცერთი ოჯახის წევრი არ დასწრებია, ძალიან გვინდა უახლოეს მომავალში ქორწილი გადაიხადოთ. მე და მამაშენმა ამაზე უკვე ვილაპარაკეთ, როცა თვითმფრინავში ვიჯექით ...
და აი, როგორ იქნა, ნანატრი მწვანე შუქი აციმციმდა. მანქანამ სვლა განაგრძო, ხოლო რამდენიმე ფეხით მოსიარულემ, ქუჩა სირბილით გადაჭრა და კინაღამ რომელიღაც ავტომობილის მსხვერპლი გახდა.
-რატომ არცერთი არ ამბობთ არაფერს? -თითქმის ერთდრულად იკითხა უკანა სიდენიაზე მჯდარმა ცოლ-ქმარმა. ისინი, რა თქმა უნდა, ვერ ხედავდნენ გოგონას აკანკალებულ ხელს, რომელსაც ანდრეა თავისას გამეტებით უჭერდა, რათა როგორმე დაემშვიდებინა. მართლა რა სახიფათო ხდებოდა ის თამაში, რომელში ჩაბმასაც ისინი აპირებდნენ.
აშკარა იყო, რომ დუმილი, რომელიც იმწუთას, ერთსაც და მეორესაც ყველას და ყველაფერს ერჩია, დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. აუცილებელი იყო დასმულ კითხვას პასუხი გასცემოდა და რადგან გოგონას ახლა ლაპრაკის თავი ნამდვილად არ ჰქონდა, ისევ ანდრეას მოუწევდა მშობლების ცნობისმოყვარეობა დაეკმაყოფილებინა:
-იცით? ქორწილის გადახდა არ გვინდა. ვფიქრობთ, რომ მხოლოდ ხელის მოწერაც საკმარისი იყო, თანაც ბეას დედა ჯერაც არ შერიგებია და ახლა ამაზე ლაპარაკი ცოტა ნაადრევია
-ჰო, ეგ არცაა გასაკვირი -ჩაფიქრებული სახე მიიღო ბატონმა გიორგიმ -ისე მოულოდნელად და უცნაურად დაქორწინდით, რომ ასეთი რეაქცია გოგოს ნათესავების მხრიდან მოსალოდნელი იყო. ნუ გეშინია შვილო -თავზე ხელი მზრუნველად გადაუსვა კაცმა -მშობლებს თავისი შვილები ყველაფრისდა მიუხედავად, ძალიან უყვართ. ადრე თუ გვიან, წყენა აუცილებლად გადაუვლით და ყველაფერი ისევ ძველებურად იქნება. აი ნახავ.
ერთი შეხედვით ხომ არაფრით განსხვავებული სიტყვები იყო? თითქოს ძალიან უბრალოდაც ჟღერდა, მაგრამ გოგონას სხეულში, იმედის ფერად სხივებად ისე გაიფანტა, რომ საბოლოოდ, მთელი მისი არსება მოიცვა და აიძულა გაღიმებოდა. უკვე უყვარდა ეს ადამიანები. უცნაურია, მაგრამ თავისი ოჯახის წევრებადაც კი მიაჩნდა.
და მაინც, რა საოცარია არა? ზოგჯერ ერთი დღის გაცნობილ პიროვნებათა მიმართ გვიჩნდება, ისეთი დამოკიდებულება, რაც არასდროს გვიგრძვნია, მათდამი, ვინც მთელი ცხოვრებაა ჩვენს წრეში ტრიალებენ და ერთვარ ყოველდღიურობას წარმოადგენენ.
ჰო . . . მართლაც რომ პარადოქსია . . .
ვერცხლისფერი BMW კვლავ საშაულო სიჩქარით მისრიალებდა მსუბუქი ავტომობილებითა და სატვირთოებით გადაჭედილ გზატკეცილზე. ქუჩაში, უწინებუდად, საშინელი სიცხე ტრიალებდა. ერთადერთი პლუსი ის იყო, რომ გაბმული სიგნალები ნელ-ნელა წყნარდებოდა და ამის პარალელურად, მანქანაში მსდომთა გაუთავებელი საუბარი, თანდათანობით უფრო და უფრო ხალისიანი ხდებოდა. დისკომფორტს მხოლოდ ერთი რამ ქმნიდა-პერიოდული, შემაწუხებელი ვიბრაცია ანდრეას ტელეფონზე, რომელიც მხოლოდ მას ესმოდა და ზარის ადრესატს, ამჯერადაც პასუხის გარეშე ტოვებდა.
უკვე მერამდენედ . . .







* * *
დაახლოებით თორმეტი საათი იყო, როდესაც ავტომობილი დიდი, ორსართულიანი სახლის წინ გაჩერდა. თითქოს არც არაფერი შეცვლილიყო, მაგრამ აქაურობას მაინც რაღაც სჭირდა. ქვაფენილის მარჯვნივ და მარცხნივ ლამაზი, ფერად-ფერადი ყვავილები კვლავაც უწინდებურად იწონებდნენ თავს, სალხსაც არანაირი ცვლილება არ ეტყობოდა, მაგრამ ეს რა იყო?
ანდრეა კიბესთან უხმოდ მივიდა და თვალი ერთ წერტილზე გაუშტერდა. არავის გამოლაპარაკებია. მისმა მზერამ ძალიან მარტივად შეამჩნია, რომ კართან მდგარი, დიდი ქოთანი, შიგ ჩარგული ლამაზი მცენარით, რომელსაც ბავშვობაში ანდრეა და ელა ერთად უვლიდნენ, რატომღაც, ადრინდელივით მესამე საფეხურზე აღარ იდგა. მისთვის ვიღაცას ადგილი შეეცვალა.
კანდელაკს ჩაეღიმა. თავისი უმცროსი და, ყოველთვის ასე აგებინებდა მის სტუმრობას, იმ შემთხვევაში, თუ ანდრეა სახლში არ აღმოჩნდებოდა. და-ძმის ბავშვობის ყვავილი, ახლა ფანჯრის წინ აშრიალებდა დიდ, ლამაზ ფოთლებს, რაც იმას ნიშნავდა, რომ ელა აქ იყო. ამაზე მეტად დღეს მართლა ვერაფერი გაახარებდა. თურმე როგორ მონატრებია.
-ეს იყო თქვენი სიურპრიზი, არა? -სანამ კარში შევიდოდნენ მშობლებს თვალი ერთიანად გადაავლო და ბოლოს ბეას გაკვირვებულ მზერასაც წააწყდა. მათ შორის, მხოლოდ ის ვერ ხვდევოდა ვერაფერს და თვალებს დაბნეულობისგან ახამხამებდა
-ჩამოსვლას ხვალ აპირებდა, მაგრამ ხომ იცი, მისი ამბავი? ერთს იტყვის და მეორეს აკეთებს -თბილი ღიმილით ლაპარაკობდა მამა ქალიშვილზე -კარგი, რაღაც ვდგავართ? მოდი შიგნით შევიდეთ და იქ ვილაპარაკოთ. ელა ალბათ უკვე თავის სავარძელში ზის და ცივ ყავას მიირთმევს
ბატონმა გიორგიმ სახელური თეატრალურად ჩამოსწია და როგორც კი, მთელი თავისი ოჯახი შიგნით დაიგულა, გამოცდილი შვეიცარის ჟესტით, კარი კვლავ საწყის პოზიციას დაუბრუნა. საკეტმა გაიჩხაკუნა, შემოსასვლელში პირველად ანდრეამ გაიარა და როგორც კი, გოგონას კითხვით სავსე მზერას ხელმეორედ გადააწყდა, ყურში ჩუმად, ისე რომ სხვას არავის გაეგო ჩასჩურჩულა :-ელა ჩემი უმცროსი დაა.
ელა კანდელაკი, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ადამიანი -იმ იშვიათი გოგონების რიცხვს განეკუთვნებოდა, რომლებიც უარს ამბობდნენ ქალის ტანსაცმელზე და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საპირისპირო სქესის სამოსი იზიდავდათ. მისი სტილი საკმაოდ განსხვავებული და ორიგინალური იყო. თითქმის ყოველთვის თავის სხეულზე ორჯერ დიდი ზომის, დახეულ ჯინსებში, რომელიც ქამრით საგულდაგულოდ იმაგრებდა, მამაკაცის პერანგი ჰქონდა ჩატანებული და ერთადერთი, რაც მის სამოსში ქალურად ჩაითვლებოდა, ეს ფეხსაცმელი იყო. აი აქ კი მისი გემოვნება ყველანაირ ჩარჩოებს სცდებოდა. მაღაზიაში შეძენილ ნებისმიერ ფეხსაცმელს, საკუთარი ფერად-ფერადი მძივებით აფორმებდა და მხოლოდ ამის შემდეგ თუ გახდიდა ღირსს მისით ქუჩაში ესეირნა. ამას გარდა, კიდევ ერთი უცნაურობა ჰქონდა გოგონას. იგი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელსაც საწოლში დაძინება არ შეეძლო და ღამის მოსასვენებელ ადგილად, ყოველთვის იატაკზე გაშლილ ლეიბს ამჯობინებდა. რამდენს არ ეცადნენ მისთვის ეს მავნე ჩვევა ბავშვობაშივე მოესპოთ. ყველაზე მეტად ამაში მისი და ანდრეას გამზრდელი ბებია აქტიუობდა, რომელიც ახლა გარდაცვლილი იყო, მაგრამ მას, ისევე როგორც სხვა დანარჩენს არაფერი გამოუვიდა. ელა დღემდე ასე ამჯობინებდა "ღამეულ სამყაროში მოგზაურობას" და გოგონასთვის ეს არანაირ დაბრკოლებას არ წარმოადგენდა.
ჰო, რაღაც მხრივ მართლა უცნაური ჩანდა, მაგრამ ეს ყოველთვის ცუდი როდია? არც ამ შემთხვევაში იყო . . .
უმცროსი კანდელაკის სტუმრობა, ისევე როგორც ყოველთვის, ახლაც დიდ სიხარულის მომტანი აღმოჩნდა. კიბეზე უკვე მოისმოდა აჩქარებული ნაბიჯების ხმები. ალბათ, გოგონას მანქანის ხმა გაეგო და ახლა, გახარებული მორბოდა მშობლების და ძმის შესაგებებლად. რამდენიმე წამიც და ანდრეა უკვე საფეხურების დასაწყისში იდგა, გაღიმებული ელოდა, მისკენ მხიარული ღიმილით გამოქცეულ დას, რომელსაც, როგორც შეჰპირდა მაგარი სილის გაწვნა საერთოდ არ ჰქონდა გეგმაში.
-ანდრეააა! -ჩვეულებრივ, ახლაც ბავშვივით შეახტა გოგონა და ხელები მაგრად მოხვია -როგორ მომენატრე! -პარაელურად მშობლებიც მოიზიდა და მათაც გადაეხვია. მართლაც რომ ემოციური სცენა იყო. ბეას სახეზე ღიმილიც კი მოადგა, თანაც ისე, რომ ეს თავადაც ვერ გააცნობიერა
-ესე იგი ეს არის ის უბედური არა? -სამწუთიანი ხვევნა-კოცნისა და ჩახუტების შემდეგ, როგორც იქნა, ოჯახს მოშორდა უმცროსი კანდელაკი და ბეას ხელი მეგობრულად გადახვია -გამოდის, რომ ჩემმა უჟმურმა ძმამ, არჩევანი შენზე შეაჩერა
-ელა, იმედია, დღესვე არ დააფრთხობ -გაფრთხილებასავით გაისმა ანდრეას სიტყვები. უმცროსი კანდელაკის გარდა ყველას გაეცინა. არასდროს უყვარდა, როდესაც მის ბავშვურ ხასიათზე ისმენდა ხუმრობებს და მშობლებიდან, რომლებიც ჩემოდნებს მისაღები ოთახისკენ მიაგორებდნენ, მოღუშული მზერა ანდრეაზე გადაიტანა.
-შენ გაჩუმდი და თუ შეიძლება, დაგვტოვე -შეუბღვირა -ქალებს განმარტოებით გვინდა ლაპარაკი
-დიდი სიამოვნებით დაგტოვებთ -ტუჩის კუთხეში შეპარული ღიმილით გაეცალა მამაკაცი. მისაღები ოთახისკენ მიმავალმა მხოლოდ ის გაიგონა, თუ როგორ ეკითხებოდა უმცროსი კანდელაკი ბეას "რამ მოგხიბლა ჩემს უტვინო ძმაშიო". გოგონას პასუხი არ გაუგონია. თავისთვის ჩაეცინა და დედას, ჩემოდნის დროებით დაბინავებაში დახმარება შესთავაზა. გზაში, აქეთკენ მომავალმა, სამწუხაროდ, ვერაფრით გადააფიქრებინა სასტუმროში გაჩერება. ანდრეას უნდოდა ის ერთი კვირა, რაც თავისი მშობლები აქ იქნებოდნენ, მათ გარემოცვაში გაეტარებინა, მაგრამ თავის მხრივ მათაც არ სურდათ ახალდაქორწინებულ წყვილს ტვირთად დასწოლოდნენ. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ასე მოქცევა და გადაწყვეტილებას უკვე ვერავინ და ვეღარაფერი შეაცვლევინებდათ.
-იცი, ბეა? მე შენთვის საჩუქარი მაქვს -კიდევ ერთხელ გაუღიმა ელამ ძმის ცოლს. სახეზე ეტყობოდა, რომ იგი ძალიან მოსწონდა. საერთოდ იშვიათად ხდებოდა, რომ გოგონას კეთილგანწყობას ვინმე ასე მარტივად იმსახურებდა. ეს უკვე რაღაცას ნიშნავდა
-რა საჩუქარი? -გვერდულად გახედა და თვითონაც გაეღიმა -იმდენად უყვარდა საჩუქრები, რომ ემოციების დამალვას ვერაფრით ახერხებდა
-წამოდი, ამათ ცოტა ხნით გავეპაროთ, თქვენს საძინებელში ავიდეთ და საჩუქარიც იქ გელოდება -სანამ დაბნეული ბეა რაიმეს თქმას მოასწრებდა, უმცროსმა კანდელაკმა მას ხელი ჩაავლო და კიბისკენ პატარა ბავშვივით წაიყვანა -სადილი თვითონ გაამზადონ და მერე დაგვიძახებენ. წამოდი, წამოდი.
გოგონები კიბეებს ფეხაკრებით აუყვნენ, საძინებლის კარი უხმოდ შეაღეს და როგორც კი ანდრეას საძინებელში შეაბიჯეს, მუდამ მხიარულმა ელამ, საწოლის მხარეს ხელები თეატრალურად გაიშვირა.
-აი შენი საჩუქარიც. შეხედე რა საყვარელია!
და მართლაც, ყავისფერ, ატლასის გადასაფარებელზე, დაახლოებით ორი კვირის, ფუმფულა, თოვლივით თეთრი ლეკვი წამოწოლილიყო, რომელიც ახალი პატრონის მოლოდინში, პატარა, სასაცილოდ აპრეხილ კუდს, აქეთ-იქით აქიცინებდა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი Qeti qimucadze

Vaime rasayvarlobaaa, momcons me es istoria, kiarada shemiyvarda kidecc, amitom arunda daagviano xolmee, martla magaria, yochaggg

 



№2  offline წევრი blondeangel631

ძალინ კარგი იყო შემდეგსვ ველოდები მაე დადე და ბეა და ანდრეა როდის მიხვდებიან რომ ერთმანეთი უყვართ heart_eyes heart_eyes

 



№3  offline წევრი Moonlight Sonata

Qeti qimucadze
Vaime rasayvarlobaaa, momcons me es istoria, kiarada shemiyvarda kidecc, amitom arunda daagviano xolmee, martla magaria, yochaggg


ყოველ დღე დაიდება დილის საათებში ❤ მადლობა, რომ კითხულობ : **

blondeangel631
ძალინ კარგი იყო შემდეგსვ ველოდები მაე დადე და ბეა და ანდრეა როდის მიხვდებიან რომ ერთმანეთი უყვართ heart_eyes heart_eyes


მიხვდებიაან ნაბიჯ-ნაბიჯ :დდდ შემდეგი ხვალ იქნებაა ❤

 



№4 სტუმარი მარი. ელ❤

საყვარლობა ისტორიაა დღეს წავიკითხე ყველა თავიი მიყვარს ორივე უკვე ძალიან❤❤❤

 



№5  offline წევრი Moonlight Sonata

მარი. ელ❤
საყვარლობა ისტორიაა დღეს წავიკითხე ყველა თავიი მიყვარს ორივე უკვე ძალიან❤❤❤


მადლობაა დიდი ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent