შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სანამ სუნთქავ, იმედი მაქვს (თავი 1)


25-04-2018, 12:34
ავტორი ბიბი
ნანახია 288

სანამ სუნთქავ, იმედი მაქვს (თავი 1)

ხალხამდე მისასვლელი ტექსტები პირველად ჩემს ხელში ხვდეა, ყველაფერი ისე უნდა დაიწეროს რომ არც გაბრაზდნენ და არც ძლიერ გაუხარდეთ. შვიდი დატვირთული წლის მანძილზე დამიწერია ყველაფერზე, ბუნებრივ კატასტროფებზე, ხელოვნებაზე, პოლიტიკაზე, წარმატებულ თუ წარუმატებელ ადამიანებზე. სწავლის პირველივე წლიდან ვმუშაობ და დღემდე უამრავი ისტორია მომისმენია, დაშორებული წყვილების, შვილმკვდარი დედების, ომში დაღუპული გმირების, სიყვარულის, მეგობრების და კიდევ მრავალი, თუმცა დღემდე გულს მიღრღნის ერთი დაუსრულებელი ისტორია, რომლის ნაწილიც დაუფიქრებლად სრულიად შემთხვევით გავხდი და დღესაც ამ ისტორიის გმირები ჩემს ირგვლივ ისე ტრიალები თითქოს არც არასდროს წასულან სხვაგან.
"დილამშვიდობისა საქართველო, დღეს მზიანი ამინდია..." მეზიზღება დილის გადაცემები, ყალბი ღიმილით მამცნობენ როგორ უნდა გამოვიყურებოდა მცივა თუ მცხავს. ან ვის სცალია გარეთ სასეირნოდ და მზეზე მისაფიცხებლად. თუმცა უნდა ვაღიარო ერთ დროს მეც მინდოდა დილის გადაცემიდან მომეთხრო ადამიანებისთვის ისტორიები რომლებიც ტვინში შეუძვრებოდათ და მათი ნაწილი გახდებოდნენ როგორ მე ვიყავი წარუშლელი კვალი ჩემი რესპოდენტების ცხოვრებაში. ყველაფერი 2012 წელს ზაფხულის ცხელ დღეს დაიწყო. იმ ქალაქში სადაც მე ვცხოვრობ ყველა, ყველას იცნობს და აინტერესებს თითოეული მათგანის ცხოვრება, აქ არაფერია დამალული აბაზანაშიც კი გგონია გამჭვირვალე მინებით ხარ შემოსილი. ქალაქს არაფერი ეპარება არც ბედნიერი წყვილები, არც ახალბედა შეყვარებულები, არც მიტოვებული ობლად დარჩენილი სატრფოები, ასეთი იყო ანასტასიასა და ალექსანდრეს ისტორიაც. ყველამ იცოდა ყველა ლაპარაკობდა მაგრამ არცერთი იყო რეალური.

*** 2012 წელი
მესამე კურსს ვამთავრებდი სწავლის ბოლო კვირები იყო, საგამოცდო საკითხები და დასაწერი სტატიები თავზე მეყარა ჩემი ყველაფრის მცოდნე და ჭკუამხიარული მეგობარი დამადგა თავზე, საკმაოდ შეწუხებული სახით.
-მშვიდობა გაქვს?თავი არც ამიწევია ისე ვკითხე ნატას, ვიცოდი ან მოტეხილ ფრჩხილს გლოვობდა ან ცუდად შეღებილ თმას.
-მე კი, ისე მომესალმებოდი მაინც იქნებ რა მიჭირს.
-კარგი რა, რამე რომ გჭირდეს ასე ჩუმად არ შემოიპარებოდი, ვერ ხედავ საქმე თავზე მაყრია.
-ჰო ვხედავ, ვხედავ, მაგრამ ცოტახნით უნდა მომისმინო დაიშოკები ისეთი ამბები მაქვს.
-რატო რა მოხდა? წერეთელი გათხოვდა?
-ვინ წერეთელი... უიმე, ჰო გამახსენდა, არა ! და არც უწერია კიდე კარგახანს. გახსოვს რომ წუწუნებდი საინტერესო ამაღელვებელი თემა მინდაო? ჰოდა გიპოვე.
-ჰო კარგი, ვატყობ არ მომასვენებ-წიგნი გადავდე და ნატასკენ შევბრუნდი
-კარგად მოკალათდი, გახსოვს ჩვენი სკოლელი ჩვენზე ორი წლით წინ იყო ანასტასია სტურუა? ულამაზესი მთელი სკოლა მაგ გოგოზე გიჟდებოდა.
-კი მგონი მახსოვს
-და მაგის შეყვარებული ალექსანდრე დადიანი? ბაზაძე რომ ცემა რასქვია და ანასტასიას სახლში მიაკითხე ყვევილებითო. ეს ბიჭი ყოველდღე ორი წელი რომ მოდიოდა და სიყვარულს უხსნიდა.
-მახსოვს, ანასტასიამ ბევრი კი აწუწუნა და ბოლოს ცოლადაც გაყვა დიდი ამბები იყო მაშინ, გრანდიოზული ქორწილი, მგონი ყველაზე კარგი წყვილი იყო, ვცადე მაგათი ისტორიის დაწერა მაგრამ არაფერი გამოვიდა.
-ჰოდა ახლა გამოვა
-რატო ვითომ?
-თურმე ეს შენი ალექსანდრე ამდგარა დაუკრავს ფეხი და წასულა, ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ ვერავინ გაიგო.
-ანასტასია მაშინ ვერ დავითანხმე და ახლა მითუმეტეს. ეგაა მაგარი ამბავი? საქმე არ გაქვს რა...
-მოკიდე ამ თემას ხელი გამოვიძიოთ და წარმოიდგინე ანასტასიას ქმარს დავუბრუნებთ, ბავშვს მამას და ისტორიაში შევალთ, როგორც ოჯახის გადამრჩენლები.
-ნი ბოდავ, სულ გაგაგიჟა ამ დეტექტივებმა, სამეცადინო მაქვს მაცადე ერთი რა.
გამოცდები დასრულდა და საქმეც ბევრი არაფერი იყო ზაფხულში საკითხავად არავის სცალია, ნატას ნათქვამი გამახსენდა ანასტასია და ალექსანდრე, საინტერესო იყო მათი ამბავი მაგრამ ბანალური, სანამ უსაქმურობისგან არ გავგიჟდი. თითქოს გონება გამინათდა და ნიკა მახარაძე გამახსენდა. მაშინვე დავურეკე და შეხვედრა დავუთქვი. ცოტა გაუკვირდა მაგრამ დამთანხმდა საუბარი მოკითხვითა და ბანალურად განვითარდა სანამ საქმეზე არ გადავედი.
-მთავარი მიზეზი რატომაც შენი ნახვა მინდოდა ანასტასია და ალექსანდრეა.
-შენც გაიგე ჰო? გეფიცები არაფერი ვიცი, უკვალოდ წავიდა არავინ იცის რატომ ან სად.
-შეგიძლია მომიყვე როგორ გაიცნეს ერთმანეთი?
-კი მაგრამ ეგ რაში გჭირდება? იცოდე სადმე არ გამოაქვეყნო, ანასტასია გაგიჟდება.
-არა, უბრალოდ მგონია თუ ფაზლის ყველა ნაწილს ვიპოვი მიზეზიც ნათელი გახდება.
- კარგი მოგიყვები, ერთმანეთი ჩემი წყალობით გაიცნეს ლექსო და მე ერთად გავიზარდეთ ტასოსთანაც როგორც ძმა ისე ვიყავი, ჩემს დაბადებისდღეზე გაიცნეს ერთმანეთი. ლექსო ბავშვობიდან გულჩათხრობილი იყო ჩვენ რომ გოგონებზე ვლაპარაკობდით სულ დაგვცინოდა. მუსიკა უყვარდა უკრავდა და უნდოდა დიდ სცენაზე მდგარიყო, წარმატებას მიეღწია, მაგრამ ტასოსთან შეხვედრის შემდეგ მომენტალურად შეიცვალა მუდამ აფორიაქებული დადიოდა ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა მუდმივად მასთან შეხვედრის გზებს ეძებდა. ტასოც მოიხიბლა მაგრამ დიდად არ გაგიჟებულა ლექსომ იმდენი ქნა თავი შეაყვარა, ისე რომ სხვა ბიჭს ვეღარ ამჩნევდა , ბევრი თაყვანისმცემელი ყავდა მაგრამ ლექსომ ყველა მოაშორა, ცოტა კომპლექსიანი იყო ყურადღების ამბებში. 2010-ში დაქორწინდნენ კიდეც, შვილი შეეძინათ. ლექსომ სამუდამოდ აიღო მუსიკაზე ხელი, აქ გასაქანი არ მაქვსო ამბობდა სხვაგან წასვლა კიდე ტასოს არ უნდოდა. და დარჩა ასე ამ ორი თვის წინ კიდე ადგა და წავიდა, გაგიჟებულია ყველა, როგორ მიატოვა ცოლი რომლისთვისაც ყველაფერი დათმო, და ოჯახი რომელსაც მასზე მზე და მთვარე ამოსდიოდა.
-როგორ ფიქრობ, კარიერის ასაწყობად ჰომარ წავიდა?
-არა მანდ ბევრად იდუმალი და ამოუცნობი მიზეზია, ტასო არც იმჩნევს ამ თემას სხვამ კი არ იცის. ლექსო ის კაცი არასდროს ყოფილა ამდგარიყო და ცოლი სიმღერისთვის მიეტოვებინა.
-ბოლოს როდის ესაუბრე ან რაზე ხოარგახსოვს.
სანამ წავიდოდა ორი დღით ადრე დამირეკა ლუდი დავლიოთო, ცოტა შეზარხოშდა და გულიც გადამიშალა მაგრამ წასვლაზე არაფერი უთქვამს შეიძლება არც დაუგეგმავს, მითხრა თავის კონტროლი მიჭირს ხანდახან გრძნობები რომ მომერევაო, მთელი საღამო ტასოს აქებდა და პატარა ლუკას მათზე მშვენიერი ცხოვრებაში არაფერი ყოფილა ჩემთვისო.
-შეიძლება რაიმე შეემთხვა, ამას არავინ უშვებს?
-არა, გააზრებულად წავიდა, ნივთები ჩაალაგა რა წავიდა, შეიძლება ტასომ რამე იცის მაგრამ არ ამბობს, ცხოვრებას ისე აგრძელებს თითქოს ლექსო არასდროს ყოფილა.
სახლში წამოვედი, მთელიგზა მათზე ვფიქრობდი, რატომ უნდა წასულიყო ალექსანდრე იქნებ მართლა არ არის საკმარისი მხოლოდ სიყვარული თუნდაც ეს ღვთიური იყოს. იქნებ უფრო მეტი ჭირდებოდა ვიდრე მხოლოდ საყვარელი ადაიამიანის გვერდით ყოფნაა. თუმცა ეს მხოლოდ ალექსანდრეს მხარე იყო ანასტასიასთან უფრო ახლოს უნდა მივსულიყავი და მაშინვე ნატას დავურეკე ვთხოვე მოეძებნა ვინმე ანასტასიას მეგობარი და მანაც არ დააყოვნა, ანა დევდარიანი ტასოს უახლოესი მეგობარი, ნატამ შეხვედრა დამინიაშნა.
-გამარჯობა, ლიკა არა?-მწვანე თვალები შემომანათა ფაიფურის თოჯინას, ისეთი გამხდარი იყო შემეშინდა ცოტაც და გაქრებათქო.
-კი მე ვარ, დაბრძანდი. მგონი უკვე იცი რაზეც მინდა საუბარი არა?!
-კი ვიცი და ცოტა გაკვირვებული ვარ არ მესმის ახალგაზრდა ჟურნალისტს ან საერთოდ ჟურნალისტს რატომ აინტერესებს ეს თემა.
-ხოიცი, ჩვენს ქალაქში თითოეული სიტყვა ყველას ყურამდე მიდის და მერე ყველაფერი გადასხვაფერდება ხოლმე, მინდა ყველა დეტალი ვიცოდე პირველი თუარა, მეორე პირისგან მაინც, თუ წინააღმდეგი არ იქნები იქნებ მომიყვე როგორ შეუყვარდა ანასტასიას ლექსო.
-ყველაფერი მარტივად იყო მგონი ტასოს უფრო ადრე შეუყვარდა ლექსო ვიდრე მას. მაგრამ ზედმეტად ამაყია რომ პირველივე შეთავაზებაზე დათანხმებოდა, იოლად არ დანებდა ყოველი უარის მერე ღამეებს ათენებდა დარდში იქნებ ეს ბოლო იყო და უნდა გავმტყდარიყავიო, სხვა შანსის დაკარგვის ეშინოდა, თუმცა გაუმართლა ალექსანდრე არ დანებდა და მიიღო კიდეც ის რასაც იმსახურებდა. ერთად საოცრად ლამაზი სანახავები იყვნენ. ძალიან ცოტა პოულობს ცხოვრებაში თავისთვის შექმნილ მეორე ნახევარს, ისინი კი, თითქოს ერთი მთლიანი ორგანიზმი იყვნენ. ულამაზესი ქორწილი ქონდათ გემახსოვრება, მთელი ქალაქი მასზე ლაპარაკობდა. ტასო ძალიან ბედნიერი ჩანდა სულ ქმარს შესციცინებდა თვალებში. მის გარდა ვეღარავის ამჩნევდა.
-ამბობენ ლექსო ეჭვიანი იყოო, ეს არ აწუხებდა?
-ეჭვიანი იყო, მაგრამ ეს ტასო ამის საბაბს არ აძლევდა, ბრაზობდა ხშირად თუმცა ეს ბრაზი ტასოსკენ არასდროს მიუმართავს. უფრო იმ ბიჭებისკენ ვისაც ტასო მოსწონდა, დამიჯერე ასეთი ბევრი იყო.
-ბოლო დროს მათ შორის არაფერი უცნაური შეგიმჩნევია?
-ბოლო დროს კი არა, არასდროს, მე არ მახსოვს მომენტი როცა მათ შორის რაიმე უთანხმოება ყოფილიყო, მეტის მე მათთან ვიყავი წინა დღეს სანამ ლექსო წავიდოდა და არაფერი მსგავსი არ შემინიშნავს, მუდმივი იდილია სუფევდა მათ სახლში.
-ტასოს მას შემდეგ არაფერი უთქვამს?
-არა, ლექსოზე თითქმის არასდროს ლაპარაკობს, თუმცა ერთხელ თქვა, ლექსო რომ არ წასულიყო ბედნიერი ვერასდროს ვიქნებოდიო, მაგრამ მასთან უბედური ცხოვრება მირჩევნია ასეთ ბედნიერებასო.
-რატომ იყო უბედური?
-არვიცი მე ეს არასდროს შემიმჩნევია, პირიქით ვოცნებობდი ნეტა მეც ასე გამიმართლოს სიყვარულშითქო, ჩავეკითხე თუმცა არაფერი მიპასუხა თითქოს ესეც გაუაზრებლად თქვა.
-ბოლოს რა უთხრა ან როგორ წავიდა ხომ არ იცი?
-სავარაუდოდ ღამე წავიდა ტასომ დამირეკა და მითხრა გავიღვიძე და არც ის დამხვდა და არც მისი ნივთებიო, საწერი კალამიც კი წაიღო. თითქოს არც არასდროს უცხოვრია იმ სახლში.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი Lindemann

ოოოოოოოოოო ლივ ტაილერი და ჯეიმზ დინიიიიიიიიი
უაუუუუუუ
საკაიფო ფოტოა
--------------------
Aus den Augen, aus dem Sinn.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent