შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაკარგული კათედრალების ქალაქი (დასაწყისი)


25-04-2018, 21:05
ავტორი lukakhati
ნანახია 338

დაკარგული კათედრალების ქალაქი (დასაწყისი)

დახურული კათედრალების ქალაქი

შვიდ თვეზე მეტია ქალაქიდან ქალაქში დავეხეტები. ხშირად მიფიქრია, რომ ერთი გამოთაყვანებული ახალგაზრდა ვარ, რომელმაც რაღაც უხილავი გამოიგონა და მის ძიებას შეალია თვეები. არ არის გამორიცხული, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა და მეც ისეთივე ზიზღით მიყურებენ, როგორც მე ვუყურევ სხვა ჩემნაირ გზააბნეულებს, მიზანდაკარგულებს. ასე ხდება, როდესაც მხოლოდ დაკარგული ანარეკლი ხდები. ხო, სწორედ ანარეკლს შემიძლია შევადარო საკუთარი თავი. ანარეკლი, რომელიც არ არის მთელი, გაბნეულია უამრავ ნაწილად მრუდე სარკეში. ყოველი მათგანი ერთმანეთისაგენ მიისწრაფის, უამრავ ფერად დაშლილ სიბნელეში იცრიცება. ხელებს შლის, საკუთარ ნაწილს ეძებს და ,მაინც, მთლიანს ვერ ქმნიას. გარბის, ერთი სარკისებრიდან მეორეში და მხოლოდ ერთადერთ კითხვას უმეორებს საკუთარს თავს - ვუახლოვდები თუ ვშორდები?
...სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რას ვეძებ და ისიც არ ვიცი, თუ რატომ ვწერ ამ ყველაფერს. ბევრი ვნახე, მაგრამ ყველგან თავს დაუპატიჟებელ სტუმრად ვგრძნობდი. არა, სულით მოგზაური არ ვარ და არც არასდროს მიზიდავდა ქალაქიდან ქალაქში ხეტიალი. სადღაც შორს არის ადგილი, რომელსაც ქვია სახლი. იქ, სადაც ცხოვრობენ ჩემი მშობლები.
სასაცილოა, მაგრამ ოდესღაც მართლაც მქონდა სახლი. მაშინ, როდესაც ჩემს ცხოვრებას უამრავ ფერით დახატულ ტილოს ვადარებდი. არც ერთ ფერს არ ჰქონდა ფორმა, მაგრამ ერთი მეორეს სასიამოვნოდ ერწყმოდა და ყველაზე ლამაზ, ბუნდოვან, მაგრამ სიხარულით სავსე ამბავს მიყვებოდა. ასე გრძელდებოდა წლები მანამ, სანამ შემისრულდა ოცდახუთი წელი:
ნხშირად, რეალობაში სწორედ რომ არ არის ფერების ადგილი. ერთი თეთრი ლაქა დაეშვა ჩემს ცხოვრებაში, რომელიც გაიზარდა და ყველა სხვა დანარჩენი შთანთქა. სიცარიელეში იკარგებოდნენ ნელა, მდუმარედ, ლამაზად, მაგრამ უსიხარულოდ. ეს წვეთი არ იყო სპეტაკი, მას მხოლოდ ერთი სახელი აქვს - ცარიელი.
ასე აღმოვჩნდი თეთრი, ცარიელი ტილოს პირსპირ და შემიჩნდა აზრი, რომ ყოველი ფერი უბრალო სინათლის სხივია, რომელიც გამჭვირვალე პრიზმაში გავლის შემდეგ მიმართულებას იცვლის. ყოველი გაღმერთებული ნაპერწკალი დეფორმირებულია. როგორც არ უნდა იყოს, მე ცხოვრებას ასე ვხედავ - მიმართულება შეცვლილ სხივად.
...მეც ვიცვლი მასსავით მიმართულებას. რამდენიმე საათში ბრუგეს საზღვრებსაც გავცდები. რამდენი დღე გავატარე აქ... ოთხი? ხუთი? არ მახსოვს. ეს დღეები უბრალო საათი იყო. მშურს ადამიანების, რომლებიც ყოველი წარუმატებელი საათის დასასრულს ელოდებიან და არ უცხრებათ იმედი, რომ შემდეგს მშვიდობიანი ერქმევა. მატარებელში ყოფნა კი ამ ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან შემიყვარდა. აქ თავს ყოველთვის დაცულად ვგრძნობ. ჩემი არჩევანი, რომ ყოფილიყო სწორედ ორთქმავალს ვუწოდებდი ჩემს სახლს. გავყვებოდი უსასრულოდ, სიხარულით. გავიცნობდი ახალ ხალხს, გამოვკითხავდი მათ ამბებს. და მაინც, როგორი სასოდაკარგულიც არ უნდა მოგეჩვენოთ, მატარებელში ვემსგავსები მას, ვინც შემდეგ საათს იმედით ელოდება. ხო,მეც ველოდები. შემდეგ გაჩერებას მოუთმენლად ველოდები.
ბათე მეტრეველი
***
ბალთაზარ მეტრეველი, ოჯახის ერთადერთი შვილი იყო. ოდესღაც, მეტრეველები პატარა, ლამაზად მოწყობილ იტალიურ ეზოში ცხოვრობდნენ. ბალთაზარს სახელით არავინ მიმართავდა, აღარც ახსოვდა რატომ, მაგრამ ბავშვობაში ბათე შეარქვეს - ბათე მეტრეველი. არც თვითონ უყვარდა, როდესაც დავიწყებული ნათესავები ბალთაზარით მიმართავდნენ. თვითონაც დააქვა საკუთარ თავს ბათე და ასე გაექცა ბალთაზარი პირველად საკუთარ თავს, ისევე, როგორც საკუთარ წარსულს, რომელმაც სამუდამოდ დაღი დაასვა.
...სად იქნებოდა შემდეგი გაჩერება? ბოლო ხუთი დღე ბელგიაში, ნაქებ ბრიუგეში, ფერად ფოლებში დაკარგულ ქალაქში გაატარა. სწორედ, ეს სახელი შეურჩია - ფერად, ფოთლებში დაკარგული. ოთხი სეზონის გასაყარზეა გაშენებული ეს ქალაქი. არც ერთს ეკუთვნის, ვერ აურჩევია, რომლისაკენ უნდა წავიდეს და იძირება სილამაზეში, რომელსაც თვალწარმტაცი ფერების მრავალფეროვნება და ლაბირინთად გაშლილი გზები ქმნიან. იძირება ნაცრისფერში ბათეს მსგავსად, რომელმაც მთელი ცხოვრება დანაშაულისა და უდანაშაულობის გასაყარზე გაატარა. არავინ იცის ბოლოს რა გადაწყვიტა და რა დაარქვა საკუთარ თავს - დამნაშავე თუ უდანაშაულო, მაგრამ ერთი ყველამ იცოდა. ბათეს დაბერებულმა მშობლებმა იცოდა, რომ გაქცეული შინ აღარ დაბრუნდებოდა.
...ხო, ბათე გაურბოდა. ქალაქებს, რომლებიც საკუთარ თავს ახსენებდნენ ბათე მთელი ძალით გაურბოდა.
პირველად, როდესაც ბრიუგეში ჩავიდა მისი ყურადღება წითლად შემოსილმა ხეებმა მიიპყრეს. შემოდგომა უყვარდა, როგორც ოქტომბერი, რომლის დაწყებაც მისი ცხოვრების კიდევ ერთი წლის დასრულებას აუწყებდა. მატარებლის სადგურის გვერდით ლამაზად მოწყობილ სკვერში პატარა ტბის მაყურებელ, წითელფოთლებიან ხეს უცქერდა და მშვიდად სუნთქავდა. ყოველთვის, როდესაც გახუნებულ, შემოდგომის, ჩალისფერ ფოთლებს უყურებდა, გული სევდით ევსებოდა. გამწვანებული ფოთლის გახუნება, საკუთარ თავს აგონებდა. ისიც მის მსგავსად ქარის მკლავებში გახვეული ნელ-ნელა ქვევით ეშვებოდა, გზააბნეული მიწაზე ეცემოდა.
...ოცი წლის ასაკში გადაწყდა ბათეს ოჯახის შექმნა. სწორედ ხუთი წლის წინ პირველ დეკემბერს დაემსგავსა მისი სახე ამ გაყვითლებულ ფოთოლს, რომელიც ლამობდა, რომელიც ქარის მკლავებში გახვევას ძლიერ ლამობდა. ეს გადაწყვეტილება არც მისი ყოფილი მეუღლისათვის, ნიტა აბაშიძესათვის აღმოჩნდა სასიხარულო. ნიტა გაზაფხულის პირველი სხივით, ახალგაცოცხლებულ ხეზე აყვავებული ნუშის კვირტს ჰგავდა. მისი მოკლედ შეჭრილი მუქი ყავისფერი თმა ბათეს მომავალ სიცოცხლეს წამართმეველი სეზონის მოსვლას აგონებდა. გარიგება ასეთი იყო - მეტრეველები გახდებოდნენ ნიტას ქონების წილხვედრნი, ხოლო აბაშიძეები მიიღებდნენ იმ პატიოსან და კეთილშობილ სახელს, რომლითაც ბათეს მამა ასე ამაყობდა.
...ორივე ცდებოდა, ქორწინების დღეს მომავალი კეთილდღეობის აღნიშვნისას ორივე ოჯახი ძალიან ცდებოდა
ნიტასა და ბათეს არ უყვარდათ ერთმანეთი. თუმცა საკუთარი ცხოვრებისა და ცოლის სილამაზით დაბრმავებულმა ბათემ ვერ შეამჩნია, როგორც გაიარა გაზაფხულმა. ვერც მადლიერებითა და პატივისცემით სავსე ნიტამ შეამჩნია, როგორ გაიარა ზაფხულმა, მაგრამ ორივემ შეამჩნია, თუ როგორ მოვიდა შემოდგომა და დამთავრდა. წარმოსახვითი კეთილფღეობა, ზამთრის მოსვლასთან ერთად სამუსამოდ დამთავრდა.
...მატარებლის გაჩერებამ ბათე გამოაღვიძა. მოსაღამოვებულიყო. ექვსი გრძელი საათი მატარებელში მოხეტუალესათვის მხოლოდ რამდენიმე წუთის ტოლფასი იყო. ციოდა.
გამოსვლამდე, გამოსაფხიზლებლად სახეზე წყლის შესხმა მოასწრო. დააკვირდა, საკუთარ ღია თაფლისფერ, ამოშავებულ თვალებს, რომლებიც ახსენებდნენ ყოველ დღეს, როდესაც თავს დამნაშავედ თვლიდა, შეისწორა წითური წვერი, რომელიც ახსენებდა ყოველ ღამეს, როდესაც საკუთარ გარდაცვლილ მეუღლეზე ფიქრობდა და დაისველა შავი, ჭაღარა შეპარული თმა, რომელიც აგონებდა, ყოველ წუთზე, როდესაც დაკარგულმა გაატარა. ამ სამი ფერში დაიკარგა მისი ცხოვრება, როგორც ფერად ფოთლებში დაკარგული ბრუგე, რომელიც სძულდა, მთელი არსებით სძულდა.
-გამარჯობათ. ცენტრისაკენ მიმართულებას ხომ ვერ მიმასწავლით. - მოხუცი კაცის ბოხმა ხმამ ჩაფიქრებული გამოაფხიზლა.
-სამწუხაროდ, მეც ტურისტი გახლავართ. ვერ დაგეხმარებით, მაგრამ ავტობუსის გაჩერება ახლოსაა. შეგიძლიათ იქ იპოვოთ ვინმე.
-გმადლობთ.ძალიან სასიამოვნოა. საიდან მოდიხართ?
-ტიფლისიდან. - მშობლიურ ქალაქს ყოველთვის ასე ეძახდა.
-დიდხანს დარჩებით?
-არ ვიცი. ალბათ, რამდენიმე დღე.
-თუ მოიცლით ქალაქის ბოლოს სამ მხარეს სამი, მაღალი კათედრალია. დროის გამონახვა მათ სანახავად ნამდვილად ღირს. მშვიდობიან საღამოს გისურვებთ.
-დიდი მადლობა. მშვიდობიანი დასვენება.
…პარალელუ ქუჩაზე, ავტობუსის სადგურისაკენ მიეშურებოდა ბათუ, საკუთარ გამოკვეთილ სუნთქვას აკვირდებოდა და ფიქრობდა, სამ ცისკენ მიმავალ კათედრალზე ფიქრობდა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი Qeti qimucadze

Zalian magrad cer, ai sigrmiseulad, titqos tvinshi gvizvrebi, sindis agvizeb da gvafiqreb chvens raobaze, darcmunebuli var bolomde aseti magari kiara, bevrad uketesi iqneba, satauric ki mravlismtqmeli aqvsss

 



№2  offline წევრი lukakhati

Qeti qimucadze
Zalian magrad cer, ai sigrmiseulad, titqos tvinshi gvizvrebi, sindis agvizeb da gvafiqreb chvens raobaze, darcmunebuli var bolomde aseti magari kiara, bevrad uketesi iqneba, satauric ki mravlismtqmeli aqvsss

უღრმესი მადლობა <3 <3 შევეცდები იმედი არ გაგიცრუოთ <3

 



№3  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

ლუკა ცოტა დავაგვიანე მემგონი ხო?
ჩემი ბრალი არააა
რემარკის ჰუგოს და ფრედერიგის ბრალია
ასეეევე ჩემი დაბადების დღის
დააააა ფრანგების როგორც ყოველთვის
ჰოდა მაპატიე
მე მჯერა რომ შენზე წლების მერე
აუცილებლად ილაპარაკებენ
ტიფლისში...
არა მარტო საქართველოში .. აუცილებლად საფრანგეთში და ყველა ქვეყნებში ...
შენ ხარ ჩვენი დროის ერთ ერთი საუკეთესო მწერალი
და არ მომბეზრდება ამის გამეორება
ა რ ა ს დ რ ო ს..
ვერ დავწერ ვერაფერს
იმიტომ რომ შენ მოთხრობებში არასდროს არ ვიცი რა მოხდება ხოლმე
ხოდა
გ ე ლ ო დ ე ბ ი
ბათეს პერსონაჟი უკვე იმდენად საინტერესოა წარმომიდგენია შემდეგში რა იქნება ...
ხანდახან გამოცდებსაც და დამწვრობასაც აქვს პლიუსები თურმე :D

 



№4  offline წევრი lukakhati

LuckyGirl
ლუკა ცოტა დავაგვიანე მემგონი ხო?
ჩემი ბრალი არააა
რემარკის ჰუგოს და ფრედერიგის ბრალია
ასეეევე ჩემი დაბადების დღის
დააააა ფრანგების როგორც ყოველთვის
ჰოდა მაპატიე
მე მჯერა რომ შენზე წლების მერე
აუცილებლად ილაპარაკებენ
ტიფლისში...
არა მარტო საქართველოში .. აუცილებლად საფრანგეთში და ყველა ქვეყნებში ...
შენ ხარ ჩვენი დროის ერთ ერთი საუკეთესო მწერალი
და არ მომბეზრდება ამის გამეორება
ა რ ა ს დ რ ო ს..
ვერ დავწერ ვერაფერს
იმიტომ რომ შენ მოთხრობებში არასდროს არ ვიცი რა მოხდება ხოლმე
ხოდა
გ ე ლ ო დ ე ბ ი
ბათეს პერსონაჟი უკვე იმდენად საინტერესოა წარმომიდგენია შემდეგში რა იქნება ...
ხანდახან გამოცდებსაც და დამწვრობასაც აქვს პლიუსები თურმე :D

კი ფრანგების ბრალი რა თქმა უნდა ყველაფერის :დ
ისიც რომ ვიგვიანებ იმიტომ რომ მომავალ კვირას 2 ფინალური მაქვს, მაგრამ , მაგრამ, და კიდევ ერთხელ მაგრამ დასტრესილი უფრო უკეთ და სწრაფად ვწერ :დ მადლობა შენ გულშემატკივრობისთვის არც ამის გამეორებით დავიღლები მე ^^ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent