შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Lost Minds (9, 10)


26-04-2018, 09:16
ავტორი Moonlight Sonata
ნანახია 1 253

Lost Minds (9, 10)

9 თავი
ცხოვრება ერთი დიდი ლაბირინთია. სწორედ ის ლაბირინთი, რომელშიც დაუსრულებლად დადიხარ და ისიც კი არ იცი, ეს გზა საბოლოოდ სად მიგიყვანს. ფაქტობრივად შეუძლებელ ამოცანას წარმოადგენს, გამოიცნო რას გიმზადებს ბურუსით მოცული მომავალი. იგი ყოველ ადამიანს სხვადასხვაგვარად ეპყრობა-ზოგი ბედნიერების მწვერვალზე აჰყავს და აიძულებს ცხოვრების მთელი სიტკბოება ერთბაშად იგემოს, ზოგისთვის კი, ტანჯვისა და უბედურების მეტი იშვიათად თუ ემეტება.
ხანდახან ასეც ხდება . . .
გგონია, საკუთარი წილი ბედნიერება უკვე ნაპოვნი გაქვს და ცხოვრებისგან მეტს აღარაფერს მოელი, თუმცა საბოლოო ჯამში, იმედს გიცრუებს იმის აღმოჩენა, რომ რასაც ეს სიტყვა აერთიანებს, შენგან ჯერ კიდევ ძალიან შორსაა. და საერთოდაც, როგორია მისი ზუსტი განმარტება? რას მოიცავს იგი? თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია და, ბუნებრივია, ამაზეც ყველას განსხვავებული მოსაზრება გააჩნია, მაგრამ, მგონი, ყველაზე მიახლოებულად, მაინც შემდეგი არგუმენტი უნდა ჩაითვალოს:-ეს არის ის, რისი მეშვეობითაც ადამიანი სრულყოფილების მწვერვალებს იპყრობს და სიხარულს მხოლოდ იქედან გადაშლილი გარემოს ხილვის შემდეგ გამოხატავს
მართლაც რომ რთულია, იპოვო ისეთი პიროვნება, ვინც ამ ჯადოსნურური მწვერვალიდან ჩამოსვლას, საკუთარი ნებით მოინდომებდა.
ფაქტობრივად შეუძლებელიც კი . . .
სწორედ ამ ყველაფერზე და კიდევ სხვა მრავალ წვრილმანზე ფიქრით გამოტენილიყო მისი გონება. ცხოვრებაში პირველად ჰქონდა ისეთი მომენტი, როდესაც ყოველგვარ სერიოზულ საკითხზე ფიქრი ერთ დღეში უწევდა და თან არც ის იცოდა, რას უმზადებდა მომდევნო დღე. კვლავ ტელეფონზე მოსულ შეტყობინებას დაჰყურებდა. როგორც ელოდა, მისი შინაარსი არც თუ ისე სასიამოვნო იყო, ხოლო SMS-ის ადრესატი მეგი გახლდათ და ატყობინებდა, რომ მას და საბას, როგორც სიტუაციიდან გამოჩნდა, უკვე აღარანაირი შანსი აღარ ჰქონდათ. მართალია, ბიჭი მეტად რბილი ხასიათით იყო დაჯილდოებული და ნაცნობ-მეგობრებშიც ძალიან დიდი სიყვარულით სარგებლობდა, მაგრამ არსებობდა ისეთი რამები, რისი პატიებაც მასაც კი, არ შეეძლო და ალბათ, ეს სწორედ ერთ-ერთი მათგანი იყო.
რთული სათქმელია, თუ რას გრძნობდა ამ დროს ბეა. ალბათ იმას ნამდვილად არა, რასაც საყვარელი ადამიანისგან მიტოვებული უნდა გრძნობდეს. ეს რაღაც სხვა იყო. უფრო სინდისის ქენჯნას ჰგავდა, რომ ასე კარგ პიროვნებას აწყენინა და გული ატკინა. სიტყვებითაც კი, რთულია იმის გამოხატვა, როგორ უნდოდა რაიმე სხვაც განეცადა. რაიმე, რაც გულის ტკივილს ჰგავდა, მაგრამ არ გამოსდიოდა. ჯანდაბა, რატომ ხდებოდა ასე? ნუთუ ამდენხნიანი ურთიერთობა სიყალბე იყო და მხოლოდ დროებით გატაცებად შეიძლებოდა ჩათვლილიყო?! და ბეამ, მხოლოდ იმ წამს გააცნობიერა, რომ საბასთან არასდროს ულაპარაკია იმაზე, თუ რას გრძნობდა მის მიმართ. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამის სურვილი არც არასოდეს გასჩენია.
თუ ადამიანი გიყვარს, მაშინ სულ გინდა ამ სიტყვას უმეორებდე და მერე მის გაბრწყინებულ თვალებს აკვირდებოდე, რომელიც შენს ნათქვამს აუცილებლად მოჰყვება ხოლმე. თუ ასეა, მაშინ მის შემთხვევაში რატომ მოხდა განსხვავებულად? იქნებ არც არასდროს ჰყვარებია? იქნებ ამ ლამაზ გრძნობას, ჯერაც არ მოუცავს მთელი მისი არსება?
რაც არ უნდა ყოფილიყო და რა ძლიერაც არ უნდა გასჭირვებოდა, ახლა ამაზე ფიქრი თავიდან უნდა მოეშორებინა. ალბათ, როგორც ყოველთვის, ხასიათის გაფუჭებას ერიდებოდა. ცხოვრებაში პირველად გადაწყვიტა დინებას მიჰყოლოდა და თავისი თავი ბოლომდე მისთვის მიენდო. სწორედ ეს დინება გადაწყვეტდა გოგონას ხვალინდელ დღეს და აგრეთვე იმას, თუ სად უნდა მიეყვანა იგი უახლოეს მომავალში.
ბეამ ტელეფონი ჯიბეში ჩაიბრუნა და სარწეველა სავარძელში უფრო მოხერხებულად მოკალათდა. მარჯვენა ფეხი აკეცილი ჰქონდა, ხოლო მარცხენა ძირს ჩამოეშვა და აქეთ-იქით აქანავებდა. უკვე მოსაღამოვებულიყო და ეს ცასაც ნათლად ეტყობოდა. აღარც ძლიერი ქარი ქროდა, რაც, ბუნებრივია აქაურობას უფრო მშვიდს ხდიდა და მდუმარების ბურუსში სძირავდა. თვალებდახუჭული და დამშვიდებული, უწინდებურად მოთენთილი მიწოლილიყო, უკვე თავის საყვარელ სავარძელზე და ის-ის იყო, ძილ-ბურანში უნდა დაეწყო ხანგრძლივი და სასიამოვნო მოგზაურობა, რომ ზემოთა სართულზე, კარის ხმამაღალმა დაჯახუნებამ ერთბაშად გამოაფხიზლა. მერე კიბეებზეც მოესმა მკაფიო ნაბიჯების ხმა და აქედან რამდენიმე წამში, აივანზე გამოსასვლელი კარიც ამეტყველდა, ხმადაბალი ჭრიალით. ბეას უკან არც მიუხედავს. რა თქმა უნდა, იცოდა, ვინც იქნებოდა და უნებლიეთ გაეღიმა კიდეც. ახლა უკვე ვეღარანაირი ძალა ვერ აიძულებდა თვალები დაეხუჭა.
-ამდეხანს სად იყავი? -მხოლოდ მაშინ გამოელაპარაკა, როდესაც ანდრეა მის გვერდით მდგარ სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა და თავი საზურგეს ჩამოადო
-ყვავილებს ვკრეფდი შენთვის
"ამაზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდი"-გაიფიქრა. ხმამაღლა კი თქვა: -კარგი რაა, სერიოზულად გელაპარაკები. ამდენი დრო მართლა მაგიდის ალაგებას მოანდომე?
-ჭურჭელიც დასარეცხი იყო -გვერდულად გახედა კანდელაკმა -დღეს სტუმარი ხარ და მე გემსახურები, შეგიძლია მადლობა რაიმეთი გადამიხადო. არ ვიცი, რამე მოიფიქრე
-მადლობა გადაგიხადო? კარგი, იდეები მომაწოდე და დავფიქრდები
კანდელაკი წამით დუმილმა მოიცვა. მხოლოდ თვალებში უყურებდა და ეჩვენებოდა, რომ მის ცხოვრებაში რაღაც იცვლებოდა. რაღაც, რაც მასშტაბურ აფეთქებას უქადდა და მთელ ყოველდღიურობას, ერთიანად ამოაყირავებდა. იქნებ უკვე დროც იყო ასე მომხდარიყო?
-ახლა, მე რაც ძალიან მინდა იმას გავაკეთებ, შენ კი ხმას არ ამოიღებ, კარგი? -მის პასუხს არ დალოდებია, ფეხზე ელვის უსწრაფესად წამოახტუნა და კედელს ზურგით ააკრა -ნუ გეშინია, არაფერი ზედმეტი უბრალოდ . . .
-უბრალოდ, რა? -სიტყვებს ძლივს წარმოთქვამდა მამაკაცის მკლავებში მოქცეული ბეა. მისდა გასაოცრად, გრძნობდა, რომ ანდრეას რომ არ სჭეროდა, ამდენი ემოციებისგან ფეხზე დგომასაც კი, ვერ შეძლებდა
-უბრალოდ მინდა შენს თმებს შევეხო -ხმადაბლა, შემპარავი ხმით წარმოთქვა და სამაგრი ზედმეტად ნაზად მოაშორა. გოგონას შავი, გრძელი თმა ამჯერად მხრებზე დაეფინა, რამაც კანდელაკის ისედაც დაძაბულ სახეზე, უფრო მეტად იმოქმედა. ეგონა ეს მხოლოდ წამიერი შეხება იქნებოდა, მაგრამ თავს ვერაფრით იკავებდა-ნელა, ფაქიზი მოძრაობებით ეთამაშებოდა თმაზე, აბურდულ ნაწილებს ფრთხილად უსწორებდა, თან მზერას წამითაც არ აშორებდა. უკვე იმდენად იზიდავდა ეს გოგო, რომ მზად იყო ფეხებზე დაეკიდა თავისი პრინციპები და მის ტუჩების შეხებისგან გამოწვეული გრძნობით, ბოლომდე ესიამოვნა. მხოლოდ ერთი რამ აკავებდა, არ უნდოდა ბეას წყენინება და არც, ის, რომ გოგონა საკუთარი ქმედებებით შეეშინებინა. რა იცოდა, რომ სინამდვილეში იგიც მისი კოცნის უდიდეს სურვილს ებრძოდა და ყველანაირად ცდილობდა აზრები მოეთოკა? მართლაც, რომ რაღაც ამოუხსნელი ხდებოდა ამ ორ ადამიანს შორის. ისეთი ამოუხსნელი, რომ მცირედი შეხებაც გრძნობების მთელ ფეიერვერკს იწვევდა და სხეულის თითოეული უჯრედი მწყობრიდან გამოჰყავდა -ბეა მაგიჟებს შენი თმა -ამჯერად ყურთან უჩურჩულა ანდრეამ და იმაში დარწმუნებული, რომ კიდევ რამდენიმე წამიან სიახლოვეს ვეღარ გაუძლებდა, გოგონას ერთბაშად მოშორდა. არეულ-დაეული ფიქრების დასამშვიდებლად, გადაწყვიტა აივნის კიდესთან მისულიყო და მის მოაჯირს, მთელი ძალით ჩასჭიდებოდა. მაინც რა დაემართა? ასე რამ ააფორიაქა? ანასთან ყოფნის დროსაც კი, არ გამოუცდია მსგავსი შეგრძნებები. იქნებ ცუდად მოიქცა, როცა ეს გააკეთა? ზედმეტი ხომ არ მოუვიდა? როგორ უნდოდა ახლა ამაზე ფიქრი შესძლებოდა, მაგრამ ისეთი გრძნობა ჰქონდა, რომ მის გონებაში ვიღაც ხელს ურევდა და აზრების დალაგების საშუალებას არ აძლევდა. გადაწყვიტა ისევ ბეას მზერიდან ამოეკითხა პასუხი. პასუხი, რომელიც ახლა მისთვის ყველაფერს წყვეტდა.
ალბათ, კიდევ რამდენიმე დაძაბულობით სავსე წამი გავიდა, დუმილსა და სივრცის უაზროდ ყურებაში. სუსტი ქარი კვლავ უწინდებურად ქროდა, თან აივნისკენ, პატარა, თეთრი ყვავილების ფურცლები, ნაზი ფარფატით მიჰქონდა, რომელიც საბოლოო ჯამში, ხის იატაკს, ლამაზი, თოვლის ფიფქებივით ფაქიზად ეფინებოდა. მარტის ცელქი, გამოუცნობი ამინდიც, თითქოს მორიგ უჩვეულო ცვალებადობას ამჟღავნებდა და სწორედ მაშინ, როდესაც სადღაც შორს, ძლივსძლივობით ჩაწყნარებული ცა, ელვის მკვეთრმა ნათებამ, ერთბაშად გაანათა, აივნის მოაჯირს ხელებით ჩაჭიდებული ანდრეა, თითქოს ამას ელოდაო, უკან სერიოზული გამომეტყველებით მიტრიალდა, ჯერ კიდევ კედელს მიყრდნობილ გოგონას მიუახლოვდა და მის ხელს, მეტისმეტად ფრთხილად შეეხო.
-წამოდი შიგნით შევიდეთ, უკვე აცივდა. თუ შენთთვის ასე უფრო ადვილი იქნება, რაც ცოტა ხნის წინ მოხდა, უბრალოდ დაივიწყე -თქვა და გამომცდელად ჩახედა თვალებში სიჩუმეში ჩაძირულს. გოგონას აჩქარებული სუნთქვა ჯერ კიდევ ვერ დაერეგულირებინა და შესაბამისად, ხმის ამოღებაც უჭირდა -შევიდეთ, ბეა . . .
აივანი ისევ მდუმარებამ მოიცვა. დაბნეულმ და გამოუთქმელი ემოციებით სავსემ, მხოლოდ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ გააცნობიერა, რომ იქ სრულიად მარტო დარჩენილიყო. კანდელაკის ნაბიჯების ხმა, უკვე კიბეებზე მოისმოდა, რომელიც მეორე სართულზე ადიოდა. იმ სართულზე, რომელიც ბეას რატომღაც, ჯერ კიდევ არ ენახა.
"ეს რა იყო?" -ხმადაბლა შეეკითხა თავის თავს და როდესაც მიხვდა, რომ პასუხს ვერ იპოვნიდა, იქვე, კედელთან უღონოდ ჩაიკეცა. მთელი ძალით ხვევდა მკლავებს, ძალაგამოცლილ ფეხებს, ნიკაპი მარჯვენა მუხლზე ჰქონდა შემოდებული და ერთ წერტილს უაზროდ მიშტერებოდა, თითქოს მის მიღმა ცდილობდა რაღაცის დანახვას. თითოეული ის ადგილი უხურდა, სადაც ცოტა ხნის წინ, ანდრეას თითები ეხებოდა. ეჩვენებოდა, რომ თმას, რომელსაც იგი ასეთი სინაზით ეფერებოდა, ცეცხლი ეკიდა და მამაკაცის თითოეული გამოხედვის, მისი სხეულის სითბოს გახსენებაზე, ძარღვებში სისხლი უდუღდებოდა. შეეძლო დაეფიცა, რომ აქამდე მსგავსი არაფერი გამოეცადა. ეს რაღაც ახალი შეგრძნებების კორიანტელს ჰგავდა. ამოუხსენელი ამოცანასავით ჩახლართულსა და აკრძალული სიყვარულივით სასიამოვნოს.
სიტუაციას, რომ ცივი გონებით მივუდგეთ და ყველაფერი კარგად ავწონ-დავწონოთ, ისეთი არც არაფერი მომხდარა, მაგრამ ხანდახან სულ მცირედი ნაპერწკალიც ხომ კმარა გულისა და გონების მწყობრიდან გამოსაყვანად?! არა, არა, ასე არაფრით არ შეიძლებოდა. რადაც არ უნდა დასჯდომოდა, თავს უნდა მორეოდა და როგორც უწინ გადაწყვიტა, გარეგნულად არაფერი შეემჩნია. ახლა იგი, უბრალოდ ადგებოდა, დამშვიდდებოდა, ზემოთ ჩვეულებრივი გამომეტყველებით ავიდოდა და თავს ისე დაიჭერდა, თითქოს ცოტა ხნის წინ მომხდარი, მხოლოდ წამიერი ილუზია ყოფილიყო. სხვა გამოსავალს ახლა ან ვერ ხედავდა, ან არეული გონება არ აძლევდა საშუალებას იგი დაენახა. რომ გეკითხათ, თავადაც ვერ გეტყოდათ, იმას, თუ საიდან მოახერხა თავის თავში იმდენი ძალის პოვნა, ფეხზე ამდგარიყო და მეორე სართულისკენ მიმავალი, დახვეული კიბის პირველ საფეხურზე ფეხი შეედგა. ალბათ ესეც მისი გამბედავი ბუნების ბრალი იყო, რაც ყველანაირი დაბრკოლების გადალახვაში მუდამ კარგ სამსახურს უწევდა. წამითაც კი არ მიუქცევია ყურადღება, ჯიბეში ჩადებული ტელეფონის ვიბრაციისთვის, კიბეები წამებში აირბინა და სულ მალე, თავი პატარა, მყუდრო ოთახში ამოჰყო, სადაც მთელი მარჯვენა მხარე, წიგნების თაროებს დაეკავებინა, ხოლო ოთახის შუაგულში, უამრავი ფერადი ბალიშით გადავსებული ტახტი იდგა, აგრეთვე ფერადი გადასაფარებლით. საძინებლის კედელზე, საწოლისგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით, დიდი, სამკუთხედის ფორმის სარკმელი ამოეჭრათ, რომელიც ახლა ბოლომდე იყო გაღებული და სწორედ მისი მეშვეობით გადიოდა ოთახიდან იმ სიგარის კვამლი, რომელსაც ახლა კანდელაკს თითებს შორის დაეკავებინა ადგილი და თითქმის ნახევრამდე დასულიყო. ბეას ნაბიჯების ხმა კიბეებზევე გაიგონა, მაგრამ რატომღაც არ შემოტრიალებულა. ალბათ იმიტომ, რომ სათქმელი აღარაფერი დარჩენოდა. ოცდაექვსწლიანი ცხოვრების მანძილზე, პირველად ჰქონდა ისეთი მომენტი, როდესაც უკან მიხედვა და ადამიანისთვის თვალებში შეხედვა ასე ძალიან უჭირდა. რატომ ხდებოდა ეს, თავადაც ვერ ხვდებოდა.
-ლამაზი ოთახია -ისევ ბეამ დაარღვია მდუმარება და მაქსიმალურად შეეცადა, სიტყვებისთვის თავისუფალი ტონი მიეცა. როგორც ჩანს გამოუვიდა კიდეც, რადგან წამიც არ იყო გასული, რომ კანდელაკმა სიგარა ფანჯრიდან მოისროლა და ოდნავ გაოცებული მზერით გახედა. აშკარად არ მოელოდა ბეას ასეთ უეცარ ცვლილებას.
-თუ მოგწონს შეგიძლია აქ დაიძინო, მე კი ქვედა სართულზე ჩავალ
-ანდრეა -ღრმად ჩაისუნთქა და მიაუხლოვდა -მგონი დროა რაღაც გაგიმხილო. იმედია, სწორად გაიგებ.
-მოდი, დაჯექი -საწოლისკენ მშვიდად ანიშნა და თვითონაც გვერდით მიუჯდა. რატომღაც ელოდა, რომ კვლავ უწინდელ სიტუაციაზე მოუწევდათ ლაპარაკი, თუმცა როგორც ჩანს შეცდა:-
-მოდი, მიკიბ-მოკიბვას არ დავიწყებ და პირდაპირ გეტყვი-ბავშვობიდან საშინლად მეშინია ოთახში მარტო ძილის. არ ვიცი, რა აღარ ვცადე, მაგრამ ამ გრძნობას ვერაფრით მოვერიე -თავი ოდნავ დახარა -ხომ ხვდები რისი თქმაც მინდა?
-მოიცა, მოიცა -ოდნავ წამოზრდილ წვერზე, ხელი ჩამოისვა -შენ რა, მთელი ეს დღეები . . .
-ჰო ასეა. თქმა ვერ შევძელი, მეგონა სხვანაირად გაიგებდი და ასე შემდეგ ...
-აი თურმე რატომ გქონდა ყოველ დილას გამოუძინებელის გამომეტყველება. უნდა გეთქვა ბეა -თბილად გაუღიმა მამაკაცმა და მხარზე ხელი დაადო -არაუშავს იატაკზე დავიძინებ, ან რაიმეს ვიზამთ. მარტო აღარ დაგტოვებ
პასუხად უბრალო, გულწრფელი ღიმილი დაუხვედრა. მთელი არსებით გრძნობდა, თუ რამხელა ლოდი მოშორდა გულიდან ანდრეასთვის სიმართლის თქმით. მერე რა თუ ერთ ოთახს გაინაწილებდნენ? ეს ხომ არ ნიშნავდა იმას, რომ მათ შორის მაინდამაინც რაიმე უნდა ყოფილიყო?
-რამდენი წიგნი გქონია -მოულოდნელად შეცვალა საუბრის თემა და საწოლიდან წამომდგარმა, რატომღაც, ზუსტად ესპანურ-ქართული სასაუბრო ჩამოიღო -ლაპარაკობ ამ ენაზე?
-ჰო. შეიძლება ითქვას, თავისუფლად
-მართლა? -კვლავ გვერდით მიუჯდა და ლექსიკონის ფურცვლას მოჰყვა -ასე კარგად სად ისწავლე?
-უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამებით ესპანეთში მომიწია წასვლა. ერთი წელიწადი საკმარისი აღმოჩნდა
-კარგი, მაშინ რაღაც მეც მასწავლე -საწოლზე ფეხები აიკეცა ბეამ და თმა მარჯვენა მხარეს გადაიყარა -მაგალითად, მითხარი, როგორ იქნება ესპანურად მიყვარხარ
ანდრეას ტუჩის კუთხეში ღიმილი გაუკრთა. თავის თავს, უკვე აშკარად გამოუტყდა, რომ ამ ადამიანთან ურთიერთობა ძალიან სიამოვნებდა.
-Te Amo. აი ასე ჟღერს
-ძალიან ლამაზი ენაა. კიდევ მასწავლი?
-ოო, ეს რთული იქნება -ჩაეღიმა -გამოცდილი რეპეტიტორის დაქირავება ძვირი სიამოვნებაა
-მაგრამ თუ ეს რეპეტიტორი შენი ქმარია? -აჰყვა ხუმრობაში -მგონი მე უფასო გაკვეთილების პრივილეგია მეკუთვნის
-კარგი, გნებდები -ამჯერად საწოლის კიდეს ზურგით მიყრდნობილიყო -მითხარი, რა გაინტერესებს?
-როგორ უნდა ვთქვა, დარჩი ჩემთან?
-Quedate Conmigo
იმდენად სასიამოვნო ხმით და აქცენტით წარმოთქვა, რომ ბეას წამით სუნთქვაც კი შეეკრა. მისი მწვანე თვალების მომხიბვლელობას უკვე ვეღარ უძლებდა და იძულებული გახდა მზერა აერიდებინა. შექმნილი უხერხულობის განსამუხტავად, რატომღაც თავის სვირინგზე ჩამოაგდო ლაპარაკი. ალბათ იმ მიზეზით, რომ თავში აზრად მეტი არაფერი მოუვიდა.
-ამას რა ეშველება? -მკლავზე თვალებით ანიშნა და არც შეწუხებული სახის მიღება დავიწყებია
-არ ვიცი, მოშორება შეიძლება, მაგრამ გაკეთებაზე ბევრად უფრო მტკივნეულია. თუ გინდა დაიტოვე, გიხდება
-კარგი რაა, ნუ დამცინი. ისიც კი ვერ დამიჯერებია, რომ ადამიანს ასე დათრობა შეეძლო. როგორ მოხდა, რომ არცერთს არ გვახსოვს არაფერი?
-ელამ დაგინახა, თუ როგორ გამოდიოდი ჩუმად ჩემი ოთახიდან და შენსაში ჩადიოდი -უეცრად შეიცვალა საუბრის თემა -თურმე არ ეძინა. მოკლედ ყველაფრის თქმა მომიწია. არ გამოგვივიდა იმის ინსცენიერება, ვითომ ერთ ოთახში გვძინავს
-მერე? -ხმა საგრძნობლად დაეძაბა ბეას. მოეჩვენა, რომ ოთახში ჰაერის უკმარისობა იყო
-მერე არაფერი -მხიარული მზერით უყურებდა კანდელაკი -იმდენი იცინა, ძლივს გავაჩერე. ყველაფერს ველოდი, ასეთი რეაქციის გარდა, მაგრამ ეს ხომ ელაა? ვერასდროს გამოიცნობ რა სიტუაციაში, როგორ მოიქცევა
-შენს მშობლებს ხომ არაფერს ეტყვის? -კვლავაც ვერ წყნარდებოდა გოგონა. ნერვები ეშლებოდა, რომ ეს ბოლო დღეები ზედმეტად ემოციური იყო
-შეგიძლია ამაზე არ ინერვიულო, საიდუმლოს შენახვა ისე ეხერხება, რომ ბევრს შეშურდება კიდეც -კვლავ მორიგ ღერს მოუკიდა და ფანჯარასთან მივიდა. მხოლოდ მაშინ ეწეოდა, როდესაც მოუსვენრად იყო, სხვა შემთხვევაში ნიკოტინს ახლოსაც არ ეკარებოდა.
-მოდი იცი რა ვქვნათ? -გაცნობიერებაც ვერ მოასწრო, ისე ამოუდგა გვერდით გოგონა, სიგარეტის ნამწვავი ხელიდან ააცალა და ფანჯრიდან მოისროლა
-გისმენ -ღიმილი არ შორდებოდა მის ბავშვურ საქციელზე
-სადღაც გამიგია, თუ ადამიანის კარგად გაცნობა გინდა, მისი საყვარელი ფილმი უნდა ნახოო. ჰოდა წამოდი, ზუსტად ეს გავაკეთოთ -იმისგან დამშვიდებულს, რომ ელას მხრიდან საფრთხე არ მოელოდათ, თავში ახალი იდეა მოუვიდა
-ანუ გინდა ჩემი საყვარელი ფილმი ნახო? ხომ სწორად გავიგე?
-ჰო მინდა. თანაც აქ ხვალამდე ვრჩებით და მანამდე რაიმეთი ხომ უნდა გავერთოთ? -თვალებში მისთვის ჩვეული სიხარულის ნაპერწკლები აკიაფდნენ -მე წავალ პოპ-კორნს გავაკეთებ, შენ კი მანამდე ყველაფერი მოამზადე, გრძელი კინო-მარათონი გველის
-რომ მცოდნოდა 3D სათვალეებსაც წამოვიღებდი, ერთს შენთვის და ერთსაც, ჩემთვის
-ნუ ცანცარებ და ამდენსაც ნუ ეწევი. სუნზეც კი ალერგია მაქვს
-სამი დღეა, რაც ცოლად მოვიყვანე და უკვე ჭკუის დარიგებას მიწყებს -სიცილს ძლივს იკავებდა -კარგი მიდი მოამზადე შენი პოპ-კორნი. ფილმების ყურება მაინდამაინც არ მიყვარს, მაგრამ ამ ერთხელ გამონაკლისს დავუშვებ.
მეორე სართულის პატარა, მყუდრო ოთახში, მეტი აღარაფერი თქმულა. ანდრეამ კიბეები სწრაფი ნაბიჯებით ჩაათავა და ტელევიზორის წინ მდგარი დივანი, ბალიშებითა და პლედებით, შეძლებისდაგვარად მოამარაგა. სწორედ ამ დროს, ბეა სამზარეულოში, გამოცდილი შეფ-მზარეულის, ამაყი იერით დააბიჯებდა და სანამ სპეციალურ ღუმელში შედებული პოპ-კორნი მზადდებოდა, მაცივრიდან ტკბილეულის გამოლაგებასაც მოჰყვა. არც წვენები და თავისი საყვარელი შოკოლადები დავიწყებია. მოსალოდნელი წუთები, რატომღაც იმდენად უჩვეულოდ და სასიამოვნოდ ესახებოდა, რომ დაახლოებით თხუთმეტწუთიანი, საერთო საქმიანობის შედეგად, ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი, უკვე მოხერხებულად გაწყობილი დივნის პირდაპირ მდგარ, ოთხკუთხედ მაგიდაზე ეწყო, ხოლო ტელევიზორის ეკრანზე ჯერ-ჯერობით მხოლოდ მსახიობების სახელები და გვარები ეწერებოდა, რაც ყოველი ეკრანიზაციისთვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო.
-ფილმის სახელს არ მეტყვი? -ფერად, ფუმფულა ბალიშებში მოხერხებულად მოიკალათა ბეამ და ცივი ანანასის წვენი ოდნავ მოსვა
-"შეუფასებელი". ფრანგული ფილმია, დრამის და კომედიის ნაზავი. მოკლედ შენ თვითონ შეაფასე
-ესე იგი, ახლა შენს საყვარელ ფილმს ვნახავ არა? -ოდნავ შესამჩნევი ღიმილით უმზერდა
-ტექნიკურად ასეა -ხმადაბლა გამოეპასუხა, მისგან უკვე, ორი სანტიმეტრის მოშორებით მჯდომი ანდრეა, თან მაგიდაზე დაწყობილ, სხვადასხვაგვარ ტკბილეულს, ამოუცნობი მზერა გადაავლო
-არაფერს აიღებ? ნახე რამდენი რამეა, მარტო ძალიანაც რომ მინდოდეს, მაინც ვერ მოვერევი
-აქედან ვერაფერს შევჭამ, შეუძლებელია
-რატომ? -გაკვირვება გაისმა მის ტონში -დიეტაზე ხომ არ ხარ?
-ჩემთვის აკრძალულია. ბავშვობდან დიაბეტი მაქვს და ხომ იცი ამ დროს . . . -სათქმელის დამთავრება საჭიროდ აღარ ჩათვალა. იცოდა, რომ ამის გარეშეც აუცილებლად მოეფინებოდა ნათელი მისი თავშეკავების მიზეზს
-მაპატიე, არ ვიცოდი. მე, რომ ამის ჭამა მეკრძალებოდეს, ალბათ ჭკუიდან გადავიდოდი
-კარგი ტკბილეულის გიჟო, ფილმი იწყება და მოდი მასზე მოახდინე კონცენტრირება
-სიამოვნებით -დივანზე უფრო მოხერხებულად მოიკალათა ბეამ და გვერდით მიდებული, ცისფერი ბალიში გულში ჩაიხუტა.
კინომარათონი ოფიციალურად დაიწყო. გოგონას სახეზე ეტყობოდა, რომ შინაარსმა ძალიან დააინტერესა, რასაც ისიც მოწმობდა, რომ ეკრანს თვალს წამითაც არ აშორებდა. როგორც ანდრეამ დასაწყისშივე უთხრა, მართლაც კომედიის და დრამი ნაზავი იყო, რაც კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას სძენდა მის ისედაც საკმაოდ ორიგინალურ სცენარს. ყველაფერთან ერთად, დასასრულიც მეტად მხიარული და განსხვავებული გამოდგა. მუდამ პოზიტიური ენერგიით სავსე ბეასთან ერთად, ისევე როგორც სხვა რაღაცები, არც ტელევიზორთან ჯდომა იყო მოსაბეზრებელი, ამიტომ ერთ ფილმს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და სწორედ ამ მესამეს დროს აჩვენეს დიდმა და პატარა ისრებმა თორმეტი საათი. დამთავრებას ჯერ კიდევ საათ-ნახევარი ჰქონდა დარჩენილი, რომ ეკრანს მიშტერებულმა მამაკაცმა, უეცრად მხარზე რაღაც სიმძიმე იგრძნო. თავიდან ვერ მიხვდა რა ხდებოდა, მაგრამ როდესაც გვერდით გაიხედა და მის მკლავზე ჩამოდებული, ბეას თავი დაინახა თავისთვის ჩაეღიმა. გოგონას შუა ფილმის დროს გამოთიშვოდა რეალობას და ისე ტკბილად და უშფოთველად ეძინა, რომ ანდრეამ მისი ზემოთ აყვანაც გადაიფიქრა. ამის მაგივრად, ჯერ კიდევ მანათობელი ტელევიზორის ეკრანი, დისტანციური მართვის პულტზე თითის ერთი დაჭერით დააბნელა, გოგონა უფრო მოხერხებულად მიიხუტა მკერდზე, თავის მის თავს ფრთხილად ჩამოადო და თვალები ინსტიქტურად დაეხუჭა.
აქედან რამდენიმე წამიც არ იყო გასული, რომ უკვე მკვდარივით ეძინა.




10 თავი
ქალაქში დაბრუნების შემდეგ, ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ აგარაკზე გათენებული ერთმა ღამემ, რომელმაც, თან ყველაფერი შეცვალა და თან არაფერი, ორივეს აზრები, ამოუხსნელი განტოლებასავით ჩახლართა. ამ განტოლებაში იქსი ანდრეა იყო, იგრეკი კი, ბეა, ან შეიძლება პირიქით. ამას არც ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა, მთავარი ის იყო, შექმნიდა თუ არა ეს ორი უცნობი ერთ მთლიანობას განტოლების ამოხსნის შემდეგ და აგრეთვე ისიც, თუ როგორი იქნებოდა მომავალი, რომელიც ყოველ ჩვენგანს ესეოდენ აღელვებს და აფორიაქებს.
ორშაბათის მოქუფრული დილა იდგა. ახალ ნაწვიმარი ქალაქი, თავისი პირქუში ფერებით, თითქოს პროტესტს გამოთქვამდა მზის სხივების ნაკლებობის გამო. ამას ნაცრისფრად შეფერილი, უკიდეგანო ცაც ადასტურებდა, რომელიც მაღალ კორუსებსა, თუ უბრალო საცხოვრებელ სახლებს ზემოდან მედიდური იერით გადმოსცქეროდა. აშკარა იყო, მალე ისევ იწვიმებდა. ამას ყველაფერი მოწმობდა-თუნდაც პერიოდული გაელვება ჯერ კიდევ ღრუბლიან ცაზე და საზარელი გრუხუნის ხმა, რომელიც თავისი სიმძლავრით, თითქოს ტრასაზე მოსიარულე მანქანებსაც კი აზანზარებდა. ეტყობოდა, რომ მარტი იყო. ასეთი არეული და ცვალებადი ამინდები, სწორედ გაზაფხულის ამ თვისთვის იყო დამახასიათებელი. თვისთვის, რომელიც ზოგს უყვარდა, ზოგს კი ალბათ, ეზიზღებოდა კიდეც.
საათის ისრები, უკვე ცხრის ნახევარს უჩვენებდა. მანქანებისგან გადაჭედილ გზატკეცილზე, სადაც დიდი საცობი იდგა, გაუთავებელი სიგნალების ხმა არ წყდებოდა, რაც უკვე მძღოლებთან ერთად, ფეხით მოსიარულეთაც უქმნიდა დისკომფორტს. ზოგიერთი ამ ხმაურს, სასმენ ორგანოში გარჭობილი ყურსასმენებით ებრძოდა, ხოლო ზოგიერთი, უბრალოდ ცდილობდა იქაურობას მალე გასცლოდა და სახიდან უკმაყოფილო გამომეტყველება არ სცილდებოდა. ამ გაუთავებელ ავტომობილებს შორის, ორ რიგად, რომ გამწრიკვებულიყვნენ თეთრად დახაზულ გზატკეცილზე, კარგად დაკვირვების შემთხვევაში, ვერცხლისფერ BMW-საც დალანდავდით, რომლის მუქი მინების მიღმა, საჭესთან მჯდომი კანდელაკი, უკვე ვინ იცის მერამდენედ დაჰყურებდა თავის მაჯის საათს და მიუხედავად მოუთმენლობისა და ბრაზისა, ცდილობდა იმ ტიპურ მძღოლებს არ დამსგავსებოდა, რომლებიც საცობში ყოფნის დროს, შვებას ლანძღვა-გინებაში პოულობდნენ და ბრაზს ამით იქარვებდნენ.
აშკარა იყო ძალიან აგვიანდებოდა. უკვე თხუთმეტი წუთის მისული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჯერ ნახევარი გზაც არ ჰქონდა გავლილი. აგარაკიდან წამოსვლის შემდეგ, ბეასთან ერთად სახლში შეირბინა, რის მერეც საჩქაროდ ისაუზმეს, გუშინ სახლში უპატრონოდ დარჩენილ და მივიწყებულ ელას, მოყვანილ პაწაწინა ლეკვსაც აჭამეს და ორივენი თავ-თავიანთ საქმეებზე გაიქცნენ. გოგონა მამას უნდა შეხვედროდა დედამისისგან მალულად, ხოლო შემდეგ კი აპირებდა მეგისთან შეევლო, რათა თავისი ახალი სამსახურის შესახებ ეკითხა. იმედი ჰქონდა, რომ რაიმე მძიმე და დამღლელი არ იქნებოდა. გზაში განუწყვეტლივ იმაზე ფიქრობდა, რომ ანდრეა, ანასთან განცდილი ინციდენტის შესახებ ვერაფერს გაიგებდა და იმით გახარებული, რომ წყლიდან მშრალად გამოსვლას შეძლებდა, ახალ ნაწვიმარი ქალაქის ქუჩებს ნელი სვლით მიუყვებეოდა. მამას ქალაქის მთავარ პარკში უნდა შეხვედროდა. სამი დღეც არ იყო, რაც არ ენახა და უკვე საშინალად მონატრებოდა. თან ყველაფერთან ერთად, გუშინდელ ამბებზეც ეფიქრებოდა. ახლაც თვალწინ ედგა მასთან ზედმეტად ახლოს მდგომი კანდელაკის დამაბნეველი მზერა, აგონდებოდა მისი ნაზი შეხება, რომელმაც კინაღამ გონი დააკარგვინა და რეალობას საბოლოოს გამოთიშა. თავადაც კი ვერ ხვდებოდა, თუ როგორ მოაჩვენა თავი ასე უემოციოდ, მაგრამ იმ დროს, მთელი არსებული და არარსებული ძალები მოიკრიბა, რათა გარეგნულად მაინც არ შესტყობოდა, ის, რაც შინაგანად მთელს ორგანიზმს უწვავდა და თითოეულ უჯრედს უფორიაქებდა.
ანდრეა კანდელაკი-ეს ახალი გამოწვევა იყო მის ცხოვრებაში, გამოწვევა, რომელსაც არც კი იცოდა გაუძლებდა თუ არა. პირველად ჰქონდა ისეთი შემთხვევა, რომ ადამიანის ოდნავი მოახლოებაც კი, ესოდენ აფორიაქებდა. რაც თავი ახსოვდა, ყოველთვის სკეპტიკურად იყო განწყობილი და არ სჯეროდა ამგვარი რამეების-"მის" შეხებაზე აჩქარებული გულის ცემის, წყობიდაან გამოსული ფიქრების, ძარღვებში სისხლის ადუღების და არეული სუნთქვის. ამ ყველაფერს, რომანებსა და ფილმებში გამოგონილ სისულელედ მიიჩნევდა და სერიოზულად არასდროს აღიქვამდა, მანამ, სანამ თავადაც არ მოექცა ზემოთ ხსენებული, ამოუხსნელი გრძნობების გარემოცვაში. ნუთუ ამდენად მოქმედებდა მასზე ეს ადამიანი? რა თქმა უნდა მოქმედებდა და ამის ნათელი მაგალითი გუშინდელი დღე იყო. დღე, რომელმაც თან ყველაფერი შეცვალა და თან, არაფერი.
რა საოცარია არა?
ზოგჯერ, საკუთარი ფიქრები იმდენად გვიტაცებს, რომ დროის შეგრძნებას ვკარგავთ, ხოლო ფეხებს თავისით, ინსტიქტურად მივყავართ ჩვენ მიერ არჩეული ადგილისკენ. ამ დროს ვერც ვაცნობიერებთ, როგორ ენაცვლებიან ერთმანეთს ქუჩაში მოსიარულე სახეები, როგორ ცვლის ერთ უბანს მეორე, მეორეს მესამე და გონს მხოლოდ მაშინ მოვდივართ, როდესაც სრულიად მოულოდნელად, ჩვენ თავს, დანიშნულების ადგილას აღმოვაჩენთ.
მასაც სწორედ ასე დაემართა. ამ ფიქრებსა და ჩახლართულ აზრებთან ერთად, ვერც კი გაიგო როგორ გადაიშალა თვალწინ მისთვის სასურველი ადგილი, სადაც ბავშვობაშიც ხშირად მოდიოდა მამასთან ერთად. ბაღი სულ რაღაც, ათიოდე ნაბიჯის მოშორებით იწყებოდა და ხალხის სიმრავლე აღინიშნებოდა. ძირითადად, იქ მყოფთა უმეტესობას, ერთმანეთს ჩახუტებული წყვილები წარმოადგენდნენ, რომლებსაც, თითქოს დედამიწის ბრუნვის შესახებაც კი, დაევიყებინათ და ერთმანეთის გარდა, მართლაც, რომ ვეღარაფერს ამჩნევდნენ.
ბეამ, ნაცნობი გარემო დაკვირვებით შეათვალიერა. თვალებით ლევანს ეძებდა და იმედი ჰქონდა, რომ უკვე მოსული იქნებოდა, რადგან თავად ზედმეტადაც კი დააგვიანდა. თუმცა ეს ხომ ბუნებრივი იყო? ბეა და დაგვიანება საუკეთესო მეგობრებად ითვლებოდნენ, რომელთაც ერთმანეთს ვერანაირი ძალა ვერ დააშორებდათ.
ადგილის თვალებით დაზვერვა რამდენიმე წამის განმავლობაში გრძელდებოდა. რაღაც დროის განმავლობაში ისიც იფიქრა, რომ მამას მოსვლა დაასწრო, თუმცა საბედნიეროდ, შეცდა-ბატონი ლევანი, ბაღის ბოლოში მდგარ სკამზე, გვერდულად ჩამომჯდარიყო და იქვე მოთამაშე პატარა გოგონას, ღიმილიან მზერას არ აშორებდა. შეიძლება ითქვას, შვილის მიახლოება არც კი გაუგია. ბეასაც სწორედ ეს უნდოდა:
-ვინმეს ხომ არ ელოდებით სიმპათიურო ახალგაზრდავ? -უკნიდან ჩუმად მიეპარა, ყურში ჩასჩურჩულა, შემდეგ კი, გვერდით მხიარულად მიუჯდა და ლოყაზე ნაზად აკოცა. ბავშვის ცქერაში გართულმა კაცმა, მაშინვე მოაბრუნა უკვე გაჭაღარავებული თავი და ქალიშვილის დანახვაზე თალებში სითბო ჩაუდგა
-შენ არც იცვლები და არც იზრდები შვილო. არ ვიცი რა მოგიხერხო -კაცს ახლა ერთი ხმამაღალი გაცინება ყველაფერს ერჩივნა, მაგრამ არ ავიწყდებოდა, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას იყო -დედაშენს ძლივს გამოვეპარე. რომ გაიგოს სად ვარ, ალბათ შენც მოგკლავს და მეც ზედ მიმაყოლებს
-ჯერ კიდევ არ გადაუვლია? ნეტავ როდის დამთავრდება ეს ყველაფერი? -ნირი წაუხდა და ეს ხმაზე ისე აშკარად დაეტყო, რომ კაცს სევდა შემოაწვა
-ხომ იცნობ შვილო? -სცადა გაემხნევებინა -იწუწუნებს, გაბრაზდება და გადაუვლის, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანებისგან განსხვავებით, მისგან ასეთი ნაბიჯები ყოველთვის იგვიანებს
-მაქსიმე ჯერ არ ჩამოსულა? ერთხელაც არ შემხმიანებია -რატომღაც გადაწყვიტა სასაუბრო თემის შეცვლის მიზეზი გამხდარიყო. ალბათ იმიტომ, რომ ნანაზე ლაპარაკი ძალიან თრგუნავდა. მართლაც, ადვილი როდია, როდესაც საკუთარ დედას შენი დანახვაც კი, არ უნდა?
-არა, არ ჩამოსულა. ისეთ ადგილას არიან, რომ ტელეფონიც კი არ იჭერს და ბუნებრივია არ წაუღია -აქ წამით დაფიქრდა -ჩემი ვარაუდით, კიდევ ორი კვირა არ გამოჩნდება
-კარგია. მაგის რისხვას მაინც ავიცილებ თავიდან ცოტა ხნით. შენზე მომიყევი, შენ როგორ ხარ? -მკლავზე მიეხუტა საყვარელ მამას
-ბეა, შვილო -ლევანს თავიდანვე ეტყობოდა, რომ რაღაცის თქმა უნდოდა, თუმცა ლაპარაკის წამოწყება მხოლოდ მაშინ გაბედა, როდესაც ნანაზე ლაპარას მორჩნენ და სიტუაცია ცოტათი განეიტრალდა -იქნებ ამ დღეებში მოახერხო და ის ბიჭი გამაცნო? თუნდაც დღეს, რას იტყვი? -ოდნავ მოშორდა და გვერდულად გახედა
-ვინ ბიჭი?
-შენი ქმარი შვილო -მის დაბნეულობაზე გაეცინა ლევანს
-ჰო, ჰო -შუბლზე ხელი ნერვიულად მოისვა -ის ახლა სამსახურშია და . . .
-არაუშავს, საღამოს საათებშიც შემიძლია, გესტუმროთ. მამა ვარ და მაინტერესებს ვის ხელშია ჩემი პატარა გოგონა, თანაც უხერხულია, რომ მაგ ადამიანს აქამდე არ დავლაპარაკებივარ. ხომ იცი, ესეც დედაშენის გამო, თორემ ამდეხანს უკვე დამეგობრებასაც მოვასწრებდით
-მართალი ხარ -გაუბედავად გაიჟღერა მისი პირიდან ამ სიტყვებმა. ნეტავ შეძლებოდა დაწვრილებით მოეყოლა, თუ რა ვითარებაში შედგა მათი ქორწინება. ეთქვა ყველა დეტალი და წვრილმანი, მაგრამ არ შეეძლო. რაღაც უხილავი ძალა ხელს უშლიდა და ალბათ ყოველთვის ასე იქნებოდა. ბოლოს და ბოლოს, ყველა ადამიანს ხომ აქვს საიდუმლო? ეს კი, სწორედ ის საიდუმლო იქნებოდა, რომელსაც სამუდამოდ შეინახავდა და ოჯახს არასდროს გაუმხელდა.
-ანუ დღეს მაგ ბიჭს გავიცნობ, არა? -რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ლევანის ხმაში ბევრად მეტი მღელვარება იგრძნობოდა. ალბათ იმის შიში ჰქონდა, ანდრეა უარყოფითი პიროვნება არ აღმოჩენილიყო, თუმცა მისი უფრო დიდი ნაწილი, ბეას არჩევანს ენდობოდა და გული დამშვიდებული ჰქონდა
-გავაფრთხილებ, მამა. მოიცადე მისამართს მოგცემ -ჩანთიდან კალამი და ფურცელი ამოაძვრინა, რომელზეც ოდნავ ათრთოლებული და გაკრული ხელით გააკეთა საჭირო წარწერა -შვიდზე უკვე სახლშია ხოლმე
-მჯერა, რომ კარგი ადამიანია, მაგრამ ერთ რამეზე გული ძალიან მწყდება. შენი ქორწინება სულ სხვანაირი წარმომედგინა შვილო -როგორც ჩვეოდა, თმაზე ხელი ჩამოუსვა -მეგონა თეთრ კაბაში გამოწყობილს და თაიგულით ხელში დაგინახავდი და . . .
-კარგი, მამა ძალიან გთხოვ. ვიცი, რომ ნაბიჯის გადადგმა ვიჩქარე, მაგრამ ახლა ამას უკვე აღარაფერი ეშველება. ანდრეასთან მართლა კარგად ვარ და მინდა, რომ ჩემი დარდი არ გქონდეს. გაიცნობ და ამაში თავადაც დარწმუნდები
-იმედი მაქვს, ასე იქნება -ყველანაირად სცადა გულში დაბუდებული შიშის პატარა ნაპერწკალი, ღიმილით გადაეფარა და ფეხზე ზანტად წამოიმართა -კარგი, მოდი ახლა სამსახურამდე მიგაცილებ და წავალ, თორემ დედაშენი რაღაცას იეჭვებს, ხომ იცნობ? რთულია მას რაიმე გამოაპარო
-არა, მამა, ჯერ სამსახურში არ მივდივარ. მეგის უნდა შევუარო რაღაც საქმე მაქვს. შენ შეგიძლია წახვიდე -თბილად გაუღიმა და თვითონაც წამოდგა
-კარგი, მაშინ შვიდისთვის . . .
აქ ბეამ გააწყვეტინა:
-ძალიან გთხოვ ისე ქენი, რომ დედამ ვერაფერი გაიგოს, თორემ საშინელება მოხდება.
-ნუ გეშინია რამეს მოვიფიქრებ. თუ მოსვლა ვერ მოვახერხე, ამასაც გაგაბებინებ. ახლა კი წადი შენს საქმეებზე, ნუღარ აყოვნებ -ღიმილით შეაგულიანა ქალიშვილი და გრძელ თმაზე ხელი ნაზად ჩამოუსვა
-იმედია ვერაფერს გაიგებს. მაშინ საღამომდე მამა . . .
დამშვიდობებისას, როგორც ყოველთვის, ერთმანეთს სიყვარულით გადაეხვივნენ და დიდ ქალაქში, რომელის ხმაურიც უკვე პიკს აღწევდა, კვლავ მარტონი დარჩნენ. ახლა მთავარი ის იყო, თუ როგორ ეტყოდა ანდრეას ამ ამბავს. საოცარია, მაგრამ თუ უწინ უპრობლემოდ შეეძლო კანდელაკისთვის თავისი მშობლების გაცნობა მოეთხოვა, ახლა ეს საშინლად ეუხერხულებოდა. უბრალოდ მამას ხათრი ვერ გაუტეხა, ან კი, რას დაასახელებდა უარის მიზეზად? იმას ხომ არ ეტყოდა, რომ მათი ქორწინება გაუწონასწორებელ გარემოებაში მოხდა და ერთმანეთი მხოლოდ ხელის მოწერის შემდეგ გაიცნეს? არა, არა, ამას ვერასოდეს იზამდა, ამიტომ ჯობდა ისევ ანდრეასთან მოეგვარებინა სიტუაციები. აღარც გაუჭიანურებია, ლევანის წასვლიდან ხუთი წუთის შემდეგ, ისევ იმავე პარკში მჯდარმა, სენსორზე კანდელაკის ცხრა ციფრიანი ნომერი აკრიბა და ტელეფონი ყურზე მიიდო. რამდენიმე წამი გავიდა, მაგრამ ანდრეა პასუხს აგვიანებდა. მხოლოდ გაბმული სიგნალების ხმა მოისმოდა და ის, ის იყო, დარეკვის მცდელობზე ხელი უნდა აეღო, რომ უეცრად, პერიოდული ზუმერი, ნაცნობმა ხმამ ჩაანაცვლა, რომლის გაგონებმაც, მთელ სხეულში თბილ ტალღებად დაუარა:
-გისმენ, ბეა
-გცალია? ცუდ დროს ხომ არ ვრეკავ?
-არა, სულაც არა -წამით დუმილი ჩამოვარდა. ყურმილში მხოლოდ მამაკაცის სუნთქვა ესმოდა -მოხდა რამე?
-ანდრეა მამაჩემს უნდა შენი გაცნობა და დღეს შვიდზე ჩვენთან აპირებს მოსვლას -ბეამ თვალები მაგრად დახუჭა და რეაქციას დაელოდა. არც კი იცოდა, ასე ძალიან რატომ რცხვენოდა, მაგრამ ფაქტი იყო, ამას მთელი სხეულით გრძნობდა
-გზად კრივის ხელთათმანები ხომ არ ვიყიდო? არ ვიცი, მაინც თავს დავიზღვევდი
მამაკაცის უბრალო, მხირულმა ტონმა, მორიგი სიმპათიაც კი აღუძრა მისდამი. დაძაბულობა, რომელსაც ცოტა ხნის წინ განიცდიდა, სადღაც უკვალოდ გამქრალიყო და როგორც ჩანს, დაბრუნებას არც აპირებდა.
-არა მგონია დაგჭირდეს. როგორც გითხარი, მხოლოდ მამა მოვა, მასავით მშვიდობიანი ადამიანი კი დამიჯერე მეორე არ მოიძებნება
-მეც მაქვს შენთვის რაღაც სათქმელი
-გისმენ
-ზეგ ელას დაბადების დღეა. ქალაქის ერთ-ერთ ბარში აპირებს აღნიშვნას და ხომ გესმის? ხვალისთვის იქნებ მოახერხო და რაიმე კაბა შეიძინო? თუ გინდა მეც გამოგყვები და საჩუქარიც ამარჩევინე, ამ ქალურ ამბებში მაინდამაინც ვერ ვერკვევი -ტელეფონიდანაც კი იგრძნო როგორ იღიმოდა მამაკაცი
-კარგი, სიამოვნებით. ხომ არ გეწყინა მამაჩემის გაცნობა რომ გთხოვე? -სკამიდან ნელა წამოდგა და ბაღიდან გასავლელ ბილიკს გაუყვა
-მართლა ძალიან ვხალისობ შენს ბავშვურ ხასიათზე -გაეცინა -მოვალ ბეატრის და ყველანაირად ვეცდები მამაშენმა უმაღლესი შეფასება დამიწეროს
საპასუხოდ აღარაფერი თქმულა. გოგონამ ყურმილი დაკიდა და ღიმილიანი სახით გაუყვა გზას ტაქსების გაჩერებისკენ, რათა მეგისთან დროულად მისულიყო. მაინც რამდენი გამოტოვებული ზარი ჰქონდა მეგობრიგან? ეს მხოლოდ მაშინ ნახა, როდესაც უკვე მანქანა დაიძრა, თუმცა გადარეკვაზე არც უფიქრია. ფიქრობდა, რომ მეგი სუპერ-მარკეტიდან ათასი რამის წამოღებას აიძულებდა და საშინლად ეზარებოდა მისი გაუთავებელი ლაქლაქის მოსმენა, რომელიც ნახევარ საათზე ნაკლებს არ გასტანდა. ვინ იცის, კიდევ რამდენი ზარი შემოვიდა ამის შემდეგ. გოგონა მათ კვლავ უპასუხოდ ტოვებდა. ყურმილის აღება მხოლოდ მაშინ გადაწყვიტა, როდესაც ტაქსის მძღოლს, დანიშნულების ადგილას მიყვანისთვის ფული გადაუხადა, თუმცა, ბედის ირონია ის იყო, რომ ზარი სწორედ ამ დროს შეწყდა და მანაც, გამოტოვებულთა სიაში დაიკავა საპატიო ადგილი.
ნარინჯისფერ კორპუსში ლიფტი, როგორც ყოველთვის არ მუშაობდა. საინტერესოა, საერთოდ რატომ არსებობდა, თუ აქ მცხოვრებთ მუდამ ფეხით ასვლა უდნა დასჭირვებოდათ? თუმცა ახლა რა დროს ეს იყო? ბეას გული უგრძნობდა, რომ მეგი ამდენი იგნორისგან უკვე ცოფებს ყრიდა. არაუშავს როგორმე ამასაც მოაგვარებდა. მთავარია ყველაფერს ისე მოაწყობდა რომ მისი და ანას ინციდენტის შესახებ, ანდრეას ყურამდე არაფერი მივიდოდა და ეს ძალიან ახარებდა. იმდენად მოეცვა კმაყოფილების გრძნობას, რომ დამღლელი საფეხურების დამთავრებაც კი არ უგრძვნია. როგორც კი გააცნობიერა, რომ უკვე მეგის სართულზე ასულიყო და მისი კარის წინ იდგა, ზარი გაბადრული სახით დარეკა, თან როგორც ჩვეოდა, მაჯის საათს დახედა, რათა კარის საკეტის ხმის გაგონებამდე წამები დაეთვალა. რატომღაც ყოველთვის ასე იქცეოდა და ტრადიციას არც ამჯერად უღალატა. მისი და ციფერფლატის, დაახლოებით ათ-წამიანი ურთიერთობის შემდეგ, ნანატრი ჩხაკუნის ხმა მთელს სადარბაზოში ექოდ გავარდა, რომელმაც რა თქმა უნდა, ბეას ყურამდეც მიაღწია. პირველი, რაც გოგონას თვალებში შეეფეთა, ეს მეგის დამფრთხალი მზერა იყო, თუმცა რატომღაც ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. გაღებული კარის დანახვისთანავე ზღურბლს გადააბიჯა და მოსაცმელი, გასავლელთან დამაგრებულ საკიდზე ჩამოკიდა.
-აბა როგორაა საქმე? საღამომდე შენს განკარგულებაში ვარ და გისმენ
-ბეა მოიცა აქ . . .
-ცოტა ხნის წინ მამაჩემი ვნახე პარკში -გააწყვეტინა და მისაღებისკენ გაემართა. ერთი სული ჰქონდა როდის დაჯდებოდა -უნდა, რომ ანდრეა გაიცნოს, შვიდ საათზე აპირებს მოსვლას. თავიდან უარის თქმა მინდოდა, მაგრამ . . . -აქ სიტყვები პირზე მიეყინა. რაღაც ძალამ აიძულა ერთ ადგილს, უძრავად მიწებებოდა და ნაბიჯიც კი ვერ გადაედგა. რთული იყო მისი სახის გამომეტყველებიდან მაინც გაგერკვიათ, რას ფიქრობდა, მაგრამ ერთი რამ მეტად აშკარა იყო-ბეას აფორიაქება სახლში კიდევ ერთი, დამატებითი პირის დახვედრას კი არ გამოუწვევია, არამედ თავად ამ პირის ვინაობას. დივანზე, რომელიც უამრავი პატარ-პატარა ბალიშით იყო მოფენილი, თვით საბა იჯდა და ვისკისგან ნახევრად ჩაცლილ ჭიქას, ხელში ისე ათამაშებდა, რომ მისი ნახვისგან დაბნეული გოგონას მზერას, თვალს არ აშორებდა. ოთახში მოუსვენრად მოფარფატე დაძაბულობის ნაწილაკებისგან, ოთახი თითქოს გახურდა, ხოლო დუმილი, რომელიც ამგვარ სიტუაციებში ყველაზე საზარელ და ამაფორიაქებელ მომენტად შეიძლება ჩაითვალოს ჯერ კიდევ სისლისმღვრელი დიქტატორივით მბრძანებლობდა და ამით თითქოს ყველას აფრთხილებდა, რომ მისი დამარცხება არც თუ ისე იოლი საქმე იყო.
ჩამოვარდნილ სიჩუმეში, სადღაც სამი წუთის შემდეგ გაჟღერებული, მეგის ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები, რომლებსაც სასოწარკვეთის ელფერი დაჰკრავდა, მხოლოდ ბეასთვის იყო გასაგონი, რადგან მეგობარი მასთან ძალიან ახლოს იდგა და ტუჩები ფაქტობრივად ყურთან მიუატანა:
-აი ამის თქმას ვცდილობდი, როდესაც გირეკავდი. ამიერიდან გეცოდინება, რომ ჩემი ზარები არ უნდა დააიგნორო
გასაკვირი ნამდვილად არ იყო, რომ პასუხად არაფერი თქმულა. გოგონა კვლავ ერთ ადგილას იდგა, ისევ იმავე ადამიანს უყურებდა და სახეზეც იგივე დაბნეულობა ეხატა, რომელიც ნელ-ნელა უხერხულობაში გადაიზარდა. როგორც ჩანს, მისგან განსხვავებით, საბას უთქმელი სიტყვების დიდი ნაკადი ახრჩობდა და აშკარა იყო სიჩუმეს დიდი ხნის განმავლობაში ვერ აიტანდა.
საბედნიეროდ თუ საუბედუროდ ასეც მოხდა-ბიჭი ფეხზე ნელა წამოიმართა, უკვე ბოლომდე დაცლილი ჭიქა მაგიდაზე ხმაურიანად შემოდგა, ბეას მიუახლოვდა და სასმელისგან ამღვრეული თვალებით შეაცქერდა, რომელშიც დაუფარავი ბრაზიც იკითხებოდა და კიდევ ბევრი სხვა რამეც.
-გილოცავ, ბეა. დიდ ბედნიერებას გისურვებ!
-საბა თავი დაანებე -მაშინვე შენიშნა მისი უზღვავი ირონია მეგიმ და გადაწყვიტა სასწრაფოდ ჩარეულიყო
-თავი დავანებო? ქარაფშუტა გოგოსავით მე მოვიქეცი, თუ ის? -საბა, ამჯერად, ასაფეთქებლად გამზადებულ ნაღმს გავდა,რომელიც წუთი-წუთზე ყველას ზიანს მოუტანდა -როდემდე უნდა იყოს ასეთი უპასუხისმგებლო? მითხარი როდემდე? -ამას რომ ამბობდა, მეგის მაგივრად ბეას უყურებდა და ხმასაც ნელ-ნელა უწევდა
-მისი ბრალი არაა საბა. ეს შემთხვევით მოხდა და თუ შეიძლება ხმას დაუწიე, უკვე ყურები ამტკივდა
ოთახში ხმამაღალი სიცილი გაისმა. ბეა ამ ხმამ იმდენად შეაკრთო, რომ მუხლები მოეკვეთა და იქვე დივანში ჩაეშვა მოწყვეტით. წამით მოეჩვენა, რომ დედამიწა თავის ორბიტასაც კი ასცდა და უკუღმა დაიწყო ტრიალი.
-ყველაფერზე გადის ეს ფრაზა-აი, მაგალითად ლარნაკის გატეხვა შემთხვევით მომივიდა, ტექნიკის გაფუჭება შემთხვევით მომივიდა, მაგრამ გათხოვება შემთხვევით მომივიდა, ეს, პირველად მესმის და არანაირ სტანდარტში არ ჯდება. ერთი ეს მითხარი, ასეთი რა დაგალევინეს? როგორ მოახერხა შენი ისე გათიშვა? იქნებ მასთან იწექი კიდეც და აღარ გახსოვს?
თუ გოგონა აქამდე ჯერ ჩუმად იდგა, შემდეგ კი იჯდა, ეს სიტყვები უკვე ბოლო წვეთი აღმოჩნდა მის მოთმინების ფიალაში. არა, ამას ნამდვილად ვერ აიტანდა. საბას არ ჰქონდა უფლება მასთან ასეთი ტონით ელაპარაკა და ამას ახლავე გამოასწორებდა:
-შენ თავი ვინ გგონია?! -ამის თქმა და მისი ფეხზე წამოდგომა ერთი იყო. გაოგნებული მეგი, ხან ერთს უყურებდა, ხან მეორეს და მოკამათე წყვილის იდილიაში ჩარევას უკვე ვეღარ ბედავდა. ალბათ იმიტომ, რომ ყველაფერმა იმაზე სერიოზული სახე მიიღო, ვიდრე ამას თავდაპირველად ელოდა.
-საერთოდ რა უფლებით მეუბნები ამ ყველაფერს? თუ მომინდება დავწვები კიდეც მასთან და ამაზე უარესსაც ვიზამ. შენ ეს აღარ გეხება, იმიტომ რომ დაშორება თავად გადაწყვიტე. არ იფიქრო, რომ რამეში გადანაშაულებ -აქ ტონი ოდნავ შეარბილა -შენს ადგილას ამას ბევრი ვერ აიტანდა, მაგრამ მარტო ეს არ არის. არასდროს გაინტერესებდა მე რას ვგრძნობდი, როდესაც ორი და სამი კვირით გადაიკარგებოდი და არც კი მეხმიანებოდი. მართალია ჩვენი ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ შენგან ის არასოდეს მიგრძვნია, რაც მინდოდა, რომ მეგრძნო
-მეტი რაღა უნდა გეგრძნო? სიგიჟემდე მიყვარდი!!! -გამწარებული სახით, მკლავებში ხელი ჩაავლო გოგონას -მაგრამ შენ ეს ყოველთვის გეცოტავებოდა. არ მესმის რა გინდა, ამიტომ გათხოვდი იმ იდიოტზე?
-ასე ნუ მოიხსენიებ -კანდელაკის მსგავსი სიტყვით დახასიათებამ, თანაც მისგან, რატომღაც საშინლად გააბრაზა და ეს ტონზეც ნათლად დაეტყო. თავადაც ვერ მიხვდა, ასეთი რეაქცია რამ გამოიწვია -შენ არჩევანი უკვე გააკეთე. ხომ გინდოდა ჩემთან ურთიერთობა გაგეწყვიტა? ხომ არ მოინდომე ჩემი მოსმენა? არ ვამბობ, რომ უდანაშაულო ვარ, მაგრამ იმოდენა სიამაყეა შენში, რომ აქ რომ ერთმანეთს შემთხვევით არ შევხვედროდით, ჩემთან ლაპარაკსაც კი არ დათანხმდებოდი. მეგიმ კიდევ -მეგობარს გახედა და ხმას ოდნავ დაუწია -იმის თქმაც კი ვერ გაბედა, რომ მალე აქ მოვიდოდი, რადგან ჩემი სახელის შენთან ხსენებისაც კი შეეშინდა. მითხარი რამეში ვტყუი? მოინდომებდი ჩემთან დალაპარაკებას? გეკთხები!
-შენთან დალაპარაკებას? -დამცინავად იერით, ლამის შუბლი გაუხვრიტა საბამ და ხელი კიდევ უფრო მაგრად მოუჭირა -და რა თემები უნდა განგვეხილა? შენი ახალი სახლის დეკორაციები თუ პირველი ღამის შთაბეჭდილებები?
-წესიერად მელაპარაკე! არ გაქვს უფლება ასე მომმართო გესმის?! -თავი ძლივს შეიკავა, რომ მოთმინებიდან არ გამოსულიყო და გრძნობები ეკონტროლებინა -ახლა კი, ხელი გამიშვი თუ შეიძლება, მკლავებზე სილურჯეები მაინდამაინც არ მიხდება
-საკმარისია, გეყოფათ! -მათგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით მდგარმა მეგიმ, როგორც იქნა მოიფიქრა, პაუზით ისარგებლა და მეგობარი საბას ხელიდან გამოგლიჯა. არ მოელოდა, ასეთი ცუდი რეაქცია თუ ექნებოდა და უკვე თვითონაც საშინლად ბრაზობდა.
-იცოდე, თუ მას კიდევ რამეს ატკენ, ჩემი სახელიც დაივიწყე. გესმის საბა? და ასე ნუ მიყურებ, მთვრალი ხარ, სახლში წადი და გამოიძინე -მის პასუხს აღარ დალოდებია, ისე აიღო შოკოლადისფერი დივნიდან რომელიღაც, ცნობილი ბრენდის ტყავის ქურთუკი, ხელებში სწრაფად შეაჩეჩა და კარისკენ დასჯილი ბავშვივით წაათრია. მისდა გასაკვირად, წინააღმდეგობა არ შეხვედრია, ამიტომ კარამდე უხმოდ მივიდნენ და მხოლოდ გასვლამდე რამდენიმე წამით ადრე სთხოვა მეგიმ, სახლში მისლისთანავე დაერეკა, ხოლო საკუთარი მანქანის მაგივრად შინ ტაქსით მისულიყო.
-გესმის რასაც გეუბნები? -კიდევ ერთხელ შემოატრიალა თავისკენ და თვალები დაუბრიალა
-ამას არასდროს ვაპატიებ მეგი! არასდროს
-სახლში წადი საბა. თუ რაიმე დაგჭირდეს დამირეკე და კიდევ ერთხელ გეუბნები შენს მანქანაზე დაჯდომა არც იფიქრო, თორემ თუ მოკვდი, მოვალ და მეორეჯერ მოგკლავ, იმიტომ რომ არ დამიჯერე
-დროებით -ჩვეული სიტყვით დაემშვიდობა გოგონას და რადგანაც ლიფტი არ მუშაობდა, პირდაპირ კიბეებისკენ გასწია
-ფრთხილად იყავი საბა. და ეს ბოლოა, როდესაც ჩემს სახლში თვრები -ბინა ნომერი ოცდაათის, ხის კარები სწორედ ამ სიტყვებით დაიხურა. ამჯერად დიასახლიის სხვა საქმე ჰქონდა- მეორე საუკეთესო მეგობარი უნდა გაემხნევებინა, რომელსაც ნუგეში და მხარდაჭერა, საბაზე მეტად თუ არა, ნაკლებად მაინც არ სჭირდებოდა.
მისაღებში რომ დაბრუნდა, ბეა კვლავ იმავე დივანზე ჩამომჯდარიყო და პერიოდულად, ნატკენ და ალბათ უკვე დალურჯებულ მკლავებს, ხელებით იზელდა. მიუხედავად იმისა, თუ რა გამოიარა, სულ რაღაც რამდენიმე წუთის წინ, მაინც ისეთ შვებას და თავისუფლებას გრძნობდა, თითქოს კისრიდან ორმოცდაათ ტონიანი გირა ჩამოხსნესო. ახლა უკვე ყველაფერი დამთავრებული იყო და ერთადერთი, რაც დაზუსტებით იცოდა ის იყო, რომ საბასთან ურთიერთობის აღდგენა ვეღარ მოხერხდებოდა. არა იმ ინციდენტის გამო, რაც მეგის სახლში გადახდათ, არამედ იმიტომ, რომ დღეს, აქ და ამ წუთად, პირველად დარწმუნდა ასი პროცენტით, რომ ბიჭის მიმართ არაფერს გრძნობდა და ამ აღმოჩენამ ცოტათი გააოცა კიდეც.
-კარგად ხარ? -თავის ფიქრებში ჩაკარგულმა, მეგის გვერდით მიჯდომა მხოლოდ მაშინ გაიგო, როდესაც გოგონამ დაილაპარაკა და მომენტალურად თავი მისკენ მიატრიალა. თვალებში ცრემლები ჩასდგომოდა, რომლებიც აუცილებლად უნდა დაღვრილიყვნენ
-დღეს შენთან ვრჩები, მეგი -თქვა და სწორედ იმ წუთას ლოყაზე პირველი წვეთი ჩამოუგორდა, მას მეორე მოჰყა, მეორეს კი მესამე . . .
-მაგრამ ხომ ამბობდი, რომ დღეს მამაშენი მოვიდოდა ანდრეასთან და . . .
-მეგი, გაჩუმდი -სასწრაფოდ გააწყვეტინა და თავი კალთაში ჩაუდო -ამას უჩემოდ მიხედავენ, ახლა სიმშვიდის გარდა არაფერი მინდა. არც კი ვიცი რატომ ვტირი, მაგრამ უნდა ვიტირო. ამწუთას ისე ვარ, რომ კარიდან თუ გამაგდებ, ფანჯრიდან შემოვალ და შენი სახლიდან მაინც არსად წავალ
გოგონას ისე ჩაეცინა, თითქოს ცოტა ხნის წინ, მისთვის ვინმეს ფერიების არსებობა დაემტკიცებინოს.
-გაიხსენე, როდის გამიგდიხარ? დარჩი რამდეხანსაც გინდა და იმის უფლებასაც გაძლევ, თუ ღამით შეგეშინდება, მაგრად ჩამეხუტო
-რა საყვარელი ხარ, დიდი მადლობა -წამით დუმილი ჩამოვარდა. ბეა ერთხანს თავისას ფიქრობდა, შემდეგ კი ჰკითხა:
-შენ რატომ ვერ გპოულობენ პრობლემები მეგი? ყოველთვის მე რატომ დამსდევენ? -ქვემოდან პატარა ბავშვივით უყურებდა და თავს ძლივს იკავებდა, რომ არ გაღიმებოდა
-როგორ ვერ მპოულობენ, ბეა? შენ ხომ მიპოვე?
-რამოდენა სარკაზმია შენში -როგორც ასეთ სიტუაციებში სჩვეოდა, თვალები მობეზრებულად აატრიალა -შენც ანდრეას ჰგავხარ
-ანდრეას? -თვალები ჭყიტა მეგიმ -რაღაც ამ ბოლო დროს, ძალიან ხშირად ლაპარაკობ მასზე. თან საბასთანაც როგორ თავგამოდებით დაიცავი
-მაგით რისი თქმა გინდა? -აშკარა იყო დაძაბულობამ იმატა, თუმცა მხოლოდ ბეას გულში
-მე არაფრის, მაგრამ შენ ხომ არაფერი გაქვს სათქმელი? აი ეს მაინტერესებს
არა, ახლა ამაზე საუბარი არ უნდოდა. ჯერ თავად უნდა გარკვეულიყო ყველაფერში, აზრები დაელაგებინა და მხოლოდ შემდეგ მოახერხებდა იმ კითხვებზე პასუხების გაცემას, რომელიც მეგის ასე ძალიან აინტერესებდა. დაჟინებული მზერის ასარიდებლად, რომელიც ახლა მხოლოდ მისკენ იყო მიმართული, ჭერზე დაკიდებულ, ყვავილებიან ჭაღს ახედა და ღრმად ამოიხვნეშა. ასე მხოლოდ მაშინ იქცეოდა, როდესაც რაიმეზე საუბარს გაურბოდა.
-მე ახლა მარტო ერთი რამის თქმა მინდა-საშინლად მეძინება და თუ შეიძლება ცოტა ხნით ხმა არ ამოიღო -ამ კატეგორიული სიტყვების ფონზე, გოგონა მოხერხებულად მოკალათდა მეგობრის მუხლებზე, ამდენი ემოციისგან გადაღლილი, თვალები დახუჭა და ისე გაინაბა, გეგონებოდათ, წამებში მოახერხა სიზმრების სამყაროში გადაბარგებაო. მეგი ერთხანს, უხმოდ იჯდა და მის კალთაზე მისვენებულ, ბავშვობის მეგობარს, რომელიც მისთვის დაზე მეტიც კი იყო, ზემოდან სიყვარულით დასცქეროდა, მერე კი, იქვე, ტუმბოზე, ერთი ხელის გადაწვდენაზე დადებულ მობილურს ყურსასმენები მიუერთა, თავი დივნის საზურგეს ჩამოადო და რომელიღაც წყნარი მუსიკის ჯადოსნურ ჰანგებში მიიკარგა . . .скачать dle 11.3




№1 სტუმარი Qeti qimucadze

Saocrad kargad agcer shinagan emociebs, yochagg, imedia zalian ar gacelav da droze moagvareb urtiertobebss,

 



№2 სტუმარი მარი. ელ❤

ოო მაგარი განვითარებაა ამ მოულოდნელ შეხვედრას არ ველოდიიი თუმცა თავიდანვე მივხვდი რომ მეგისთან საბა იქნებოდაა:დდ კარგია კარგია კარგიააააა❤❤❤

 



№3  offline წევრი Moonlight Sonata

Qeti qimucadze
Saocrad kargad agcer shinagan emociebs, yochagg, imedia zalian ar gacelav da droze moagvareb urtiertobebss,


ვეცდებიი ❤❤❤ არც მე მიყვარ ძალიან რომ ვწელავ

მარი. ელ❤
ოო მაგარი განვითარებაა ამ მოულოდნელ შეხვედრას არ ველოდიიი თუმცა თავიდანვე მივხვდი რომ მეგისთან საბა იქნებოდაა:დდ კარგია კარგია კარგიააააა❤❤❤


❤❤❤❤❤

 



№4 სტუმარი სტუმარი Strawberry

Dges ar deb axal tavs?:/

 



№5  offline წევრი Moonlight Sonata

სტუმარი Strawberry
Dges ar deb axal tavs?:/


გაგზავნილი მაქვს უკვეე, ადმინისტრაციას არ აუტვირთავს ჯერრ ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent