შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სატანას გული [ 5 ]


27-04-2018, 00:11
ავტორი MoonLady
ნანახია 752

სატანას გული [ 5 ]

- ვინ ჯანდაბაა ? - ოთახში შემოვარდა თინათინი, როგორც კი კარი საიმედოდ ჩარაზა, მირანდას წასვლის შემდეგ. სოფო ვარსკვლავის ფორმაში იწვა ფუმფულა საწოლზე და ჭერს მიშტერებოდა. სახეზე უმისამართო ღიმილი დასთამაშებდა და ცდილობდა დარღვეული გულისცემა დაერეგულირებინა. მხოლოდ მირანდაზე ეფიქრებოდა და აშკარად არ მოსწონდა თიკას უხეში კითხვა, რომელიც არაბულს ეხებოდა.
- ჯანდაბა ნამდვილად არ არის ! - გაბრაზებული მზერა შეანათა მეგობარს და მის დაბღვერილ მიმიკას წააწყდა.
- შენ ხვდები, მე რას ვგულისხმობ.
- სპეცრაზმელია, ხალხისგან გადამარჩინა. - თითქოს, არ სურდა პასუხი სოფოს.
- ჰოო? ბუშტო? - ირონია გაურია ხმაში თინათინმა.
- ის უფრო გაინტერესებს მიმი რას მეძახის თუ ჩემი უსაფრთხოება ? - წითელი აენთო სოფოს.
- უეჭველი შენი დავითას მოწინააღმდეგეები იქნებოდნენ. - ტუჩები უკმაყოფილოდ გააწკლაპუნა ქალმა.
- ნერვებს მიშლი ახლა. - თვალები დაქაჩა სოფიამ.
- შენ გეგონა, რომ დაგესიზრა და ჩაეხუტე. - ცივად თქვა თიკამ და მის თვალებში ბოღმის ამოკითხვა თავისუფლად შეიძლებოდა.
- თიკა, შემეშვი. - ყბები დაეჭიმა სოფოს. არ იცოდა, თიკამ თუ შეამჩნია ეს სცენა. ისიც სირცხვილით სწვავდა, რომ მირანდამ გაიგო ეს.
- მის დასიზმრებაზე სასიამოვნო სიზმარი არ გინახავს ე.ი. - ცინიზმი გამოკრთა თინათინის ხმაში. საწოლზე წამოჯდა და სოფოს სახეში ჩააშტერდა. მაგრამ სოფო იმდენად გართული იყო რამდენიმე წუთის წინანდელი შეგრძნებებით გართული, რომ სამყარო ავიწყდებოდა. თიკას ხმა კი სასიამოვნო ემოციებისგან სიამოვნების მიღებას აფერხებდა.
- რა გინდა, თიკა? - გაღიზიანება ეტყობოდა ხმაზე.
- ჯანდაბა ! არ ფიქრობ, რომ ქალის კვალობაზე, ზედმეტად მამაკაცურია ? - გაკაპასდა თინა.
- ის არის ის, ვინც არის. და საერთოდ, როდის მერე ყოფ ხალხს ფემინურ და მასკულინურ ინდივიდებად? - ბრაზისგან სახე აუწითლდა სოფოს. არასდროს ყოფდა ხალხს ე.წ. ქალურ და მამაკაცურ პიროვნებებად, ვერ იაზრებდა, რატომ უნდა ყოფილიყო ეს ასე.
- უხეში და ზედმეტად ნაგლია. - პოზიციას არ თმობდა თინათინი. - საერთოდ რა იცი, ვინ არის და ვინ არა ? რამდენი საათია რაც იცნობ 48 თუ 72 ?
- მაგას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, შენ მაინც რა დაგემართა? - გაოცდა სოფო. არასდროს ფიქრობდა, რომ თიკა ამ კრიტერიუმებზე გაამახვილებდა ყურადღებას.
- რა დამემართა კი არა, არ ვენდობი მე მაგ უტაქტოს.
- პირდაპირია და ამბობს იმას, რასაც ფიქრობს. თქმის ტრ’აკი აქვს, სხვებისგან განსხვავებით. - ნიშნისმოგებით მიუგო სოფომ და გაწბილებულმა თიკამ ოთახი დატოვა.
“რას ნიშნავს სხვებისგან განსხვავებით, ნუთუ მიხვდა და არაფერს ამბობს? სოფო, რა თამაშს თამაშობ ?!” ფიქრობდა თიკა და ბრაზისგან აწითლებული გასცქეროდა ჰორიზონტს.

ცხელი შხაპი მიიღო და ნელი ნაბიჯით გამოვიდა სააბაზანოდან. იატაკზე წვრილი ნაკადით ეცემოდნენ წყლის წვეთები და მისი მოძრაობის მიმართულებით ტოვებდნენ ნაკვალევს. შიშვლად მიესვენა საწოლზე და ჭერს გაუშტერა თვალი. მისი გონება სრულიად ცარიელი იყო, ფიქრი არ გახლდათ მისი საყვარელი საქმიანობა. ერთადერთი, რაც თვალწინ ედგა სოფოს თვალები იყო. ვერ ხვდებოდა რატომ ღიზიანდებოდა, როცა წარმოიდგენდა, რომ სოფოს ეხებოდნენ. შეხება ? ყველა სულიერისა თუ არასულიერის მიმართ აგრესიას გრძნობდა, როცა საქმე სოფიას ეხებოდა. ყბები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა და სველი თმები აიჩეჩა.
საათს შეხედა. პირველის ნახევარი იყო, წარბები ოდნავ შეჭმუხნა და კარადისკენ გასწია.
შავებში გამოეწყო და მოტოციკლზე დაჯდა. ჩაფხუტი გაიკეთა და ნაცნობი ბარისკენ გასწია.
შეაბიჯა თუ არა თვალში ხალხის ნაკლებობა მოხვდა. კვლავ მოხერხებულად გაძვრა მაგიდებს შორის და დახლს მიუახლოვდა.
- ერთი შოტლანდიური ვისკი. - მიმართა კოკას და სკამზე დაჯდა.
- დღესაც გინდა? - ჰკითხა ბარმენმა და ვისკი წინ დაუდო. მიმიმ თითები მოხვია ჭიქა და ცოტა მოსვა.
- ჰო, ძველს ამაღამ. - მოკლედ უთხრა არაბულმა და კოკას მიერ უჩუმრად გამოცურებული კონვერტები ტყავის ქურთუკის შიდა ჯიბეში ჩააწყო. ის-ის იყო წასვლა დააპირა, რომ მას გვერდით ოცდაათიოდე წლის სოლიდური მამაკაცი მიუჯდა.
-ჰეი, რას შვრები? - ალკოჰოლის მძაფრმა სუნმა მიმის ცხვირი აუწვა. ცერად გახედა მამაკაცს.
-მატარებელს ველოდები, შენ? - მობეზრებულად მიუგდო პასუხი და თვალები აატრიალა. ყველაზე უაზრო კითხვა იყო, რისი დასმაც ბარში შეიძლებოდა.
-მე ვსვამ, როგორი მხიარული ყოფილხარ. - ხუმრობად მიიღო კაცმა და ახლოს მიიწია.
-ეს იუმორი არ ყოფილა, ეს ერთჯერადი მისალმებაა და ნიშნავს შემეშვი თუ არ გინდა, ეგ ჭიქა გადაგაყლაპო. - წარმოთქვა მირანდამ და ცისფერი თვალები ჩაუმუქდა.
-მგონი ძალიან აგრესიული ხარ. - წარბები შეჭმუხნა კაცმა.
-ჩემი ფსიქიატრიც მაგას ამბობდა, ამიტომაც გამოვექეცი.
-მგონი, მართლა ძალიან მხიარული ხარ. - გულიანად გადაიხარხარა. ალკოჰოლი ტვინის უჯრედებს აზროვნების საშუალებას არ აძლევდა.
-მგონი მართლა არ უნდა იყოს უგემური ეს ბროლის ჭიქა. - კბილები გააღრჭიალა არაბულმა.
- მარტო ხარ ? - არ მიაქცია ყურადღება მირანდას ბრაზნარევ ტონს კაცმა.
- არა, ორი მეგობარი მახლავს და თუ არ დაახვევ, გპირდები, გაგაცნობ. - წარმოთქვა ქალმა და ორივე მუშტი ცხვირწინ აუთამაშა კაცს. პირში ჩამაგამოვლებული მოშორდა მიმის და ახალი საკბილოს ძებნა დაიწყო.
- ჩვეულებრივზე მეტად ? - ჰკითხა კოკამ ზურგშექცევით მდგარ მირანდას. მაგრამ ქალს არაფერი უპასუხია. სწრაფი ნაბიჯებით გაეცალა ბარს და მოტოციკლზე შემოჯდა.

- ბუშტო, დიდი ხანი უნდა მალოდინო ? - საღამოს შვიდი საათი იყო, როდესაც მირანდამ სოფოს დაურეკა.
- შენ ? საიდან გაქვს ჩემი ნომერი? - თვალებგაფართოებული და ყბაჩამოვარდნილი სოფო ნახევრადშიშველი იდგა ყავისფერი კარადის წინ და ფიქრობდა რა ჩაეცვა.
- ჩემი მეთოდები მაქვს, ბუშტო. გაფრთხილებ, წითელი არაფერი ჩაიცვა, არც ვარდისფერი.
- საიდან იცი, რომ მე… - დამფრთხალი სოფო აქეთ-იქით იყურებოდა და ლამის საწოლის ქვეშაც შეიხედა, მიმი ხომ არ იმალებაო.
- შეშინებული შვლის თვალებით ნუ იყურები, ბუშტო. ჩაიცვი, დაბლა გელოდები. - ჩაეცინა მირანდას და ტელეფონი გათიშა.
თხუთმეტი წუთი ალოდინა სოფომ მირანდა და როდესაც მისი მანქანის კარი გააღო, მაგიური ცისფერებიდან წამოსული ბრაზი მარტივად შეამჩნია.
- მაპატიე, გალოდინე? - დარცხვენით ჩაილაპარაკა სოფომ და თავი ჩახარა. შავი მომდგარი შარვალი და ზედატანი მოერგო სხეულზე. არც ისე ღრმა დეკოლტეთი, თუმცა მადის აღმძვრელით. ხელში მცირე ზომის კლატჩი ეჭირა და მოთმინებით ელოდებოდა, როდის ეტყოდა მიმი, რომ ჩამჯდარიყო ავტომობილში.
- რას დამდგარხარ სარგაყრილივით ? ჩაჯექი. - მიუგო ქალმა და სოფოც თვალებგაბრწყინებული წინა სკამზე მოკალათდა. ვერ ხვდებოდა რას მართებდა მირანდა ასეთს. სხვა შემთხვევაში აუცილებლად, უკვე დიდი ხნის წინ, ჩამოშორდებოდა. მაგრამ მიმის ჰქონდა რაღაც ამოუხსნელი, ის არ აძალებდა სოფოს არაფრის კეთებას, უბრალოდ რაღაც საოცარი მეთოდით მირანდას სურვილების იდენტური სურვილები უჩნდებოდა სოფიას და დამუხტულივით სურდა მისწებებოდა მას. არასდროს უგრძვნია მსგავსი რამ, ის უბრალოდ მიჰყვებოდა ინსტინქტებს, რომლებიც აქტიურად უკიოდნენ, რომ არაბულისთვის არაფრის დიდებით ხელი არ უნდა გაეშვა.
- სად მივდივართ? - ინტერესი კრთოდა დიდრონ თაფლისფერ თვალებში. მირანდამ თავი ვერ შეიკავა და საჭეს მთელი ძალით ჩააფრინდა. ცდილობდა არ შეეხედა მისთვის და შეძლებისდაგვარად გამოსდიოდა.
- ჯანდაბაში.
- ეშმაკთან ? - გადაიკისკისა სოფომ და საზურგეს მიეყრდნო.
- დაახლოებით. - ღიმილი აუთამაშდა ტუჩებზე არაბულს. ძალიან სიამოვნებდა, როცა სოფო იცინოდა.
- ანუ ? - საჩვენებელი თითით სიცილისგან მომდგარი ცრემლი მოიწმინდა სოფომ.
- ანუ იმისგან შორს. - თქვა და სოფიას კორპუსისკენ მიუთითა.
- ვისგან?
- რა ქვია იმ შენს გოგოს? - ტუჩები უკმაყოფილოდ გააწკლაპუნა მიმიმ.
- ვინ ჩემს გოგოს?- ვერ ხვდებოდა სოფო, რითაც აღიზიანებდა მირანდას.
- აი, შენთან რომ ცხოვრობს.
- შენ რა სკლეროზი გაქვს? - წარბი შეკრა ჭაჭუამ და კლატჩი გვერდით დადო.
- რა შუაშია? მე მშვენივრად ვიმახსოვრებ სახელებს. უბრალოდ, ვერ ვიხსენებ შენი მეგობრის რომელია… - მხრები აიჩეჩა არაბულმა და მანქანა გააჩერა.

-მაინც ვერ მივხვდი, რას ერჩით ერთმანეთს შენ და თიკა! - სწრაფი ნაბიჯით შეყვა აწ უკვე ნაცნობ ბარში. ერთ-ერთ კუთხურ მაგიდას მიუჯდა და საზურგეზე მიყრდნობილ მირანდას თვალი თვალში გაუყარა. ჟრუანტელი უვლიდა ყოველ ჯერზე, როცა პირდაპირი მზერით ეჩეხებოდა მიმის.
- ვერ ვიტან თიკასნაირ ტიპებს. - წარბი ასწია არაბულმა.
- მაგალითად, როგორებს? - ჩაეკითხა სოფო და მაგიდას დააწვა ორივე ხელით. ფალანგები იდაყვებს მოჰხვია და გაიტრუნა.
- აი, მეორადებში რომ არასოდეს იყიდიან სამოსს და მიზეზად გეტყვიან, რომ შესაძლოა ამ ტანსაცმლის პატრონი ახლა მკვდარი იყოს, სამაგიეროდ, ფეხზე ნიანგის ტყავისგან შეკერილი ფეხსაცმელი აცვიათ და მხრებზე მელიის ქურქი აქვთ მოგდებული, რა თქმა უნდა ისინი გატყავების შემდეგ ცოცხლები რჩებიან. - ცივი ხმით და მონოტონურად უთხრა.
- ამით რისი თქმა გინდა? - ნესტოები დაებერა სოფოს. ვერც ერთ სიტყვას ვერ უკუაგდებდა, სურდა, მაგრამ ზედმეტად კარგად იცნობდა მირანდა ადამიანებს.
- თიკასნაირები ზედაპირულად იხედებიან და სიღრმეში ვერასოდეს უყურებენ. თიკასნაირები ცდილობენ განსხვავებულები იყვნენ, მაგრამ თუ დანას გამოუსვამ ყელში, სისხლი ისევე წასკდებათ, როგორც დანარჩენებს. - თქვა და სიგარეტი მოიქცია ტუჩებს შორის. თვალი ვერ მოსწყვიტა მის ბაგეს სოფომ. თავისი ოდნავ შეხსნა და ღრმად ჩაისუნთქა. რამდენიმე წამიც და ფანტაზია მოჰხვევდა თავის ძლიერ მარწუხებს და გააქანებდა თავის სამფლობელოში, მაგრამ მიმის ხმამ იგი გამოაფხიზლა. - აი, ყავაც, ბუშტო. ჩამოფრინდი, დედამიწა გიხმობს.
- ა? ჰო, მე… - დაიბნა სოფო.
- დაგწვ… - სიტყვის დასრულება ვერ მოასწრო მირანდამ, როდესაც სოფომ მსუბუქად წამოიკივლა და სახე დამანჭა. პირი ოდნავ გააღო და სცადა ჰაერის ნაკადით დათუთქი ენის განეიტრალება. - ეჰ, ბუშტო, არავინ გყავს, რომ მაგ ენას სათანადოდ მოუაროს.
- როგორ არა… - ენის მოჩლექით დაიწყო სოფომ, მაგრამ როგორც კი წინ წამოწეულ და ცივი თვალებით მომზირალ მირანდას წააწყდა, მაშინვე გაჩერდა.
- დარწმუნებული ხარ?
- მე…
- ბუშტო, ყავა. - გულგრილად მიუგო და ნაფაზი დაარტყა. სოფოს აღარ უყურებდა. სადღაც სივრცეში იმზირებოდა. ხვდებოდა, რომ სოფო მას თვალს ვერ წყვეტდა და ეს სიამოვნებდა.
- მირანდა ვინ დაგარქვა? - საუბრის წამოწყება სცადა სოფიამ.
- დედამ, როცა სამშობიარო ბლოკში შეჰყავდათ, მამას უთხრა, თუ გოგო დაიბადება მირანდას დავარქმევო. - არც ამჯერად შეუხედავს ქალისთვის, ისე უპასუხა.
- რატომ?
- ძალიან ამაღელვებელი ისტორიაა. - ტუჩის კუთხე ჩატეხა მიმიმ.
- მართლა? მომიყვები? - თვალები უფართოვდებოდა ყოველ ჯერზე, როდესაც ინტერესი ინთებოდა მასში. მიმი ვერ ხვდებოდა, რატომ აკვირდებოდა ამას.
- კი. დედა მშობიარობას გადაყვა და სამუდამო საიდუმლოდ დარჩა, რატომ დამარქვეს - მირანდა. - მხრები აიჩეჩა და ნამწვავი საფერფლეში ჩააგდო.
- მართლა ამაღელვებელია და ყველაფერზე ნუ მაიმუნობ. - გაიბუტა სოფო და ხელები გადააჯვარედინა. სკამის საზურგეს მიეყრდნო და მიმის კისერს დააკვირდა. ახლაღა შეამჩნია ტატუ, რომელიც ძალიან უხდებოდა. წარწერა - Be Strong.
- ჰო, კურცხალი მომადგა მეც. - ირონიულად გაიღიმა მიმიმ და გაგრილებულ ყავას დასწვდა.
- დაქორწინებაზე გიფიქრია? - ფრთხილად ჰკითხა სოფომ.
- მე სიკვდილის რამდენიმე ათეული ხერხი ვიცი, რატომ ავირჩევდი ყველაზე ნელსა და მტანჯველს? - თავი გვერდით გადააგდო მიმიმ და სოფიას ის მეტად გულწრფელი ეჩვენა. ამ ფაქტმა ოდნავ შეაშფოთა, თუმცა იმის ფონზე, რომ მირანდა სპეცრაზმელი იყო, დამშვიდდა. - მგონი, შენი ტვინი მხოლოდ აბსურდულ თემებზე ფიქრობს. - მირანდა ნელ-ნელა ტკბებოდა უშაქრო ყავის სიმძაფრით.
- მე კიდევ მგონია, რომ სიტყვა აბსურდის მნიშვნელობაც არ იცი წესიერად. - ბრაზი ერეოდა სოფოს.
- აი, მაგაზე ფიქრში რომ ხარჯავ შენს ძვირფას დროს, ეგეც დიდი აბსურდია. - ირონიული ღიმილი შეანათა სოფოს სახეში. სოფოს კი წამით მეტყველების უნარი წაერთვა. ვერ ხვდებოდა, რატომ მოსწონდა ირონიული ღიმილი.
- აბა, თქვი, რა არის აბსურდული შენი გაგებით? აი, ერთი აბსურდული სიტუაცია მაინც მითხარი.
- მაგალითად, დიდი აბსურდია ის, რომ სამყაროში რაც უფრო მეტი თვითმკვლელია, მით უფრო ნაკლები თვითმკვლელია. - უდარდელად ჩაილაპარაკა არაბულმა და ყავის ბოლო ყლუპი მოსვა.
- შენ საერთოდ ნორმალური ხარ? - ვერაფერს მიხვდა ჭაჭუა.
- არ ვიცი, მეცნიერები ასეთ საინტერესო რამეებს არასდროს იკვლევენ. - თქვა მირანდამ და ფეხი ფეხზე გადაიდო.

“დღევანდელი რეპორტაჟი ეძღვნება ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მკვლელს, რომელსაც მსოფლიო სატანას სახელით იცნობს. ამჯერად მისი რიგითი მსხვერპლი გახდა ბიზნესმენი მათე დადიანი, რომელსაც არალეგალური გზით ფულის შოვნას აბრალებდნენ. მკვლელობა მოხდა დაახლოებით ღამის სამიდან ხუთის ნახევრამდე, როგორ შეაღწია მის სახლში სატანამ უცნობია, რადგან ბოლო დროის განმავლობაში მსხვერპლი გაძლიერებული დაცვის ქვეშ იმყოფებოდა. სასიკვდილო ტყვია დადიანს შუბლში აქვს მიყენებული. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტყვია სნაიპერის იარაღის გახლავთ.”

- რა საშინელებაა! მათე! - აღმოხდა სოფოს.
- იცნობდი?
- მე, ზედაპირულად, ჰო ვიცნობდი.
- ვინ იყო ?
- ჩემი და თიკას ბიზნესპარტნიორი, წარმოდგენაც არ მქონდა, რომ… - თვალები გაფართოებოდა სოფოს. - ვინაა ეს სატანა? რატომ კლავს ?! რა საშინელებაა!
- შენი აზრით, ვინ შეიძლება იყოს ?
- არ ვიცი, შეშლილი, მანიაკი, ჯანდაბა! - კბილები ერთმანეთს ძლიერად მიაჭირა სოფომ.
- შეშლილი და მანიაკი განსხვავდება ერთმანეთისგან, ბუშტო. - გაეცინა მირანდას.
- რით ?
- შეშლილს არ აქვს პასუხი კითხვებზე. მანიაკს კი შეუძლია გითხრას შედეგის მიზეზი.
- ბევრს ფიქრობ? - დაინტერესდა სოფო.
- საერთოდ არ ვფიქრობ, ბუშტო. მგონი, ჩვენი წასვლის დროა.
….
ძალიან გაუჭირდა მირანდასთან დამშვიდობება, მაგრამ არ აგრძნობინა და მედგრად იდგა. მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, მიმი ხვდებოდა ყველაფერს. ძალიან მოსწონდა, რომ არაბულს შეეძლო მისი გამოცნობა, თუნდაც 72 საათის გაცნობილი ყოფილიყო.
ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა.
- გისმენ! - მიმართა დავითს.
- სოფო… - კაცს დაღლილი ხმა ჰქონდა.
- მოიცალე ? - ცივად ჰკითხა სოფიამ.
- მოდი, სახლში ვარ.
- როგორ მოხდა?
- სოფო, უბრალოდ მოდი, რა. ნუ გამიტრ’აკებ ახლა.
- დათო ! - კბილებში გამოსცრა სოფომ.
- კარგი, მაპატიე და მოდი. ძალიან დაღლილი ვარ.
- ოც წუთში მანდ ვიქნები.

რატომღაც ვეღარ გრძნობდა თავს დავითთან ისე, როგორც ადრე. აღარ იზიდავდა მას მამაკაცი, არც მისი სითბო სურდა, ხმაც კი აღიზიანებდა, მაგრამ მაინც მივიდა.
დიდ, თეთრ სახლში ცხოვრობდა ათაბაგი. ძალიან ბევრჯერ სთხოვა სოფოს გადმოსულიყო მასთან, მაგრამ სოფომ არ დაანება. თვითონაც არ იცოდა რატომ. ალბათ, გრძნობდა, რომ რაღაც ბოლომდე ვერ იყო რიგზე.
შევიდა თუ არა სახლში მაშინვე ნაცნობი სურნელი იგრძნო. დათოს სუნმა ლამის გულისრევამდე მიიყვანა ქალი, მაგრამ გზა მაინც განაგრძო. გონებაში კი იხსენებდა იმ სურნელს, რომელმაც თავბრუ დაახვია და სამყაროს მოსწყვიტა ქალი. ახლა თითქოს მირანდას ოთახში იდგა და მის ტანსაცმელს იხუტებდა. ღრმად სუნთქავდა და არომატს ხარბად ეწაფებოდა.
- ძალიან მომენატრე, სოფია. - ლეპტოპთან იჯდა დათო, როცა სოფო მასთან შევიდა. სათვალე მოეგდო ცხვირზე და დაბერებული ჩანდა. წამით თითქოს შეეცოდა კიდეც ჭაჭუას კაცი.
- როგორ მოხდა, რომ სახლში ხარ ? - ყურადღება არ მიაქცია გამოვლენილ სითბოს.
- ის უფრო გაინტერესებს როგორ მოხდა თუ რომ მოხდა? - გაღიზიანება გაურია ხმაში კაცმა.
- გაღიზიანებული ხარ! - მაგიდასთან მივიდა ქალი და კლატჩი დადო. იქვე სკამზე დასკუპდა და არაფრისმთქმელი თვალები შეანათა კაცს.
- უბრალოდ, ძალიან დავიღალე. - ამოიხვნეშა და სოფოს ხელი ჩასჭიდა. - მოდი აქ. - თქვა და სოფოს ტუჩებისკენ გასწია, მაგრამ ქალმა თავი გაიქნია და დავითმა ლოყაზე აკოცა. სწრაფად ჩაცოცდა ტუჩები ქვემოთ და კისერში ეამბორა. ზიზღს გრძნობდა მის მიმართ სოფო, მაგრამ ვერ თმობდა ურთიერთობას.
მაგრამ როცა კაცმა იგი საძინებელში გადაიყვანა და ზემოდან მოექცა, ძალიან დაფრთხა. ეგრევე მირანდას სახე და ფრაზა გაახსენდა. “ნაგავი არ შეგხებია, ბუშტო.” და პანიკურმა შიშმა მოიცვა.
რომ შემეხოს? რომ შემეხოს? რომ შემეხოს? რომ შემეხოს მაშინ მიმი…
წამოიკივლა და სწრაფად გაშორდა კაცს. მთელი სხეულით ცახცახებდა და ტუჩი ზიზღის ნიშნად აზიდა. დავითი შეცბა, მაგრამ სცადა დაემშვიდებინა ქალი. ცდილობდა მოფერებოდა, მაგრამ სოფო სულ უკან-უკან იწევდა. ბოლოს წამოხტა და საძინებლიდან გავარდა. ხელი დაავლო თავის კლატჩს და მყისიერად შეამჩნია, რომ მისი ფლეშკა გადმოვარდნილიყო, იქ კი მას მთელი თავისი ავლადიდება, ჩანაწერები ჰქონდა. სწრაფად ჩაჩურთა და ფეხშიშველი გავარდა გარეთ. პირველ შემხვედრ ტაქსიში ჩაჯდა და სახლისკენ გასწია. გულგატეხილი იჯდა და ვერ ირეგულირებდა გულისცემას. რა მოხდა ? რატომ იმოქმედა ამან ასე ?

- მიმი, ეს რა ჯანდაბაა? - ჰკითხა წინა სავარძელზე მჯდომმა გოგომ და ხელში ფლეშკა აათამაშა.
- რა? - გვერდულად გახედა და დანახვისას წარბები შეჭმუხნა.
- შენია? ცისფერი? - გაოცდა 25 წლის შავგვრემანი, ლამაზი გოგო.
- არა, არაა ჩემი.
- აბა ვისია?
- არავის.
- თქმა არ გინდა? კარგი, ნუ მეტყვი. - უთხრა და მსუბუქი მოძრაობით ესროლა. მოქნილად დაიჭირა მირანდამ და ტუჩები უკმაყოფილოდ გააწკლაპუნა.

ჯანდაბა, სოფო, მაგის დედაც! скачать dle 11.3




№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

საინტერესოა სოფოს და მიმის ფლეშკა აერიათ?გამიხარდა ახალი თავი რომ დადე.კარგი იყო

იმედია დათოს მოკვლასაც მიმის არ დაავალებენ
--------------------
ლანა

 



№2  offline მოდერი MoonLady

La-Na
საინტერესოა სოფოს და მიმის ფლეშკა აერიათ?გამიხარდა ახალი თავი რომ დადე.კარგი იყო

იმედია დათოს მოკვლასაც მიმის არ დაავალებენ

ვნახოთ რა მოხდება :დდ ❤️

 




შემდეგი როდის დაიდება ????

 



№4  offline მოდერი MoonLady

მაიკო ჯამასპაშვილი
შემდეგი როდის დაიდება ????

ზუსტად ვერ გეტყვი, თუმცა ვეცდები მალე იყოს.

 



№5 სტუმარი ციცვიძე

კაი რა . არ შეიძლება ესეთი აზარტულად საინტერესო ისტორიის წერა დაიწყო და მერე დაინტრიგებული მკითხველი ალოდინო . ცოდვებში გეთვლება იცოდე :დ

 



№6 სტუმარი დიკო

უმაგრესია შენც უმაგრესი ხარ .მაგრამ ნუ გვალოდინებ რა ამდენს . ❤❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent