შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაღალი საზოგადოება (თავი 15 )


27-04-2018, 00:17
ავტორი teengirllove
ნანახია 1 092

მაღალი საზოგადოება (თავი 15 )

სწრაფად ჩავიცვი ჩუსტები და ოთახიდან გავვარდი..დედა კარებთან იდგა შეშინებული სახით,ზღურბლზე კი მაღალი ,შავგვრემანი კაცი ,შავი თვალებითა და ირონიული ღიმილით,არ ვიცი რატომ მაგრამ ძალიან მეცნო,კაცი ნელა შემოვიდა სახლში დედასთვის არც შეუხედავს ისე ,პირდაპირ ჩემსკენ წამოვიდა ,გაოგნებული ვიდექი და ვუყურებდი მამაკაცს რომელიც ჩემს წინ გაჩვერდა ,ჩაიმუხლა და ნაზად მომისვა სახეზე ხელი -როგორი დიდი და ლამაზი გოგო ხარ .. კისერზე მომხვია ხელი და გულში ჩამიკრა ,წინააღმდეგობა ვერ გავუწიე ,ჩემდაუნებურად მოხდა ხელები რომ შემოვხვიე და მივეხუტე ,მენთოლის სუნი ასდიოდა ,მისი წვერი სახეზე მეხუხავებოდა ,შემდეგ სველი კოცნა ვიგრძენი ლოყაზე ,თმაზე ჩამომისვა ხელი და გამიღიმა ..
-ბავშვს ნუ ეხები! კივილით მოვარდა დედა ,ჩემი ხელი გამოგლიჯა და თავისკენ მიმიხუტა.კაცი ნელა წამოდგა ,ოდნავ გაეღიმა
-შენ არ შეცვლილხარ მაკა, ისევ ისეთი ხარ :ლამაზი ,ახალგაზრდა და ჯიუტი..ნიტაც შენ გგავს..
გაოგნებულმა შევხედე კაცს ,ძალიან ნაცნობი ხმა ჰქონდა ,ბოხი და ამ დროს ნაზი.
-დედა რა ხდება? ავხედე ჩემს უკან მდგომ გაფითრებულ დედაჩემს
-ლევან?! კართან მამაჩემი იდგა , თვალები ორმაგად გაფართოებოდა ,ნელი ნაბიჯებით წამოვიდა ჩვენსკენ
-ლევანი? ბიძია ლევანი შენ ხარ? მივბრუნდი და მხიარულად შევეკითხე
-ბიძია?
-ხო,მამაჩემის ძმა ,მიხარია თქვენი გაცნობა ,მე მკვდარი მეგონეთ..წამომცდა უცებ,მან ჯერ მე შემომხედა ,შემდეგ დედას და მამას ,გაოცებული იყურებოდა
-როგორ მან არ იცის? მიაშტერდა დედაჩემს
-რა ხდება? მეც მას გავხედე ,დედა კი იდგა ამღვრეული თვალებით ,გაშტერებული მისჩერებოდა ბიძას ,მამამ სახეზე გადაისვა ხელი,მანაც ამღვრეული თვალებით ამომხედა ნელა გამიღიმა და თვალი ჩამიკრა ,საპასუხოდ მეც გავუღიმე
-მე გეტყვი! გაისმა ოთახში ლევანის მკაცრი ბარიტონი -როგორც ჩანს ჩემი ,,სიკვდილის" შემდეგ არავის გაუჩნდა სურვილი რაიმე აეხსნა შენთვის ჩემო გოგო ..ნელა ავხედე , თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა ისეთი გაბრაზებული იყო-წამოდი ნიტა ,უკვე დიდი გოგო ხარ,უნდა ვილაპარაკოთ..ნელა შემახო მხარზე ხელი
-არა ,ლევან არა გთხოვ, ოდნავ მაინც თუ მცემ პატივს იყოს ისე როგორც არის...ვედრებით მოგვვარდა დედა ,ლევანს ხელზე შეეხო და ცისფერი თვალები შეანათა,მაგრამ მან უხეშად მოიშორა
-თქვენ მეცით მაშინ პატივი? ჯერ დედას შეხედა შემდეგ მამას,მერე ისევ მე დამავლო ხელი და სამზარეულოსაკენ წამიყვანა
-არა გთხოვ..უკან აგვედევნა დედა
-მაკა!! გაისმა აქამდე ჩუმად მყოფი მამის ბარიტონი-შეეშვი,ის იმსახურებს სიმართლე იცოდეს..
-მაგრამ..ვედრებით გახედა დედამ
-შეეშვიი!! კიდევ დაუბრიალა თვალები და ოთახში გავიდა ...
ანერვიულებული დავჯექი ,გვერდით ლევანი მომიჯდა ,ღიმილითა და სიყვარულით გადმომხედა ,
-რა ხდება ბიძია? ვეცადე გამეღიმა,მან ხელი ხელზე დამადო ,ნელა გადამისვა ცერი და შავი თვალები შემომანათა
-ბიძია არა..მოკლედ მე ეხლა ნელა მოგიყვები ყველაფერს ,შენ მომისმენ ,დამპირდი რომ არ ინერვიულებ კარგი ? -თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე-კარგი: მაშინ 24 წლის ვიყავი,ახალი წელი იწურებოდა ,ბიჭებთან ერთად ავღნიშნე დღესასწაული წყნეთის აგარაკზე,მერე ავიჩემე თბილისში უნდა დავბრუნდეთქო, გაუკვირდათ ასე გვიან ,თანაც ნასვამი როგორო,მაგრამ არ დავუჯერე ,დავჯექი მანქანაში და წამოვედი,ძალიან ბნელოდა ,გზაზეც არავინ იყო ,უცებ ვიღაც გადმომიხტა მანქანის წინ ,ძლივს დავატორმუზე , რომ შევხედე ახალგაზრდა გოგონა იდაგა და ცისფერი გაფართოებული თვალებით მიყურებდა ,შემეცოდა ,გადავედი ბოდიში მოვუხადე და მანქანით წაყვანა შევთავაზე, ისიც დამთანხმდა ,გზაში ბევრი ვისაუბრეთ, მერე შემთხვევით შევხვდი თბილისში ,ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს,ძალიან მომეწონა და სიყვარული ავუხსენი, ისეთი მხიარული, ლამაზი და ამავდროულად ჯიუტი იყო ,მაგიჟებდა..მისი ყველაფერი მაგიჟებდა ..ამასობაში ერთი წელიც გავიდა , როცა გამომიცხადა რომ ორსულად იყო, რათქმაუნდა ძალიან გამიხარდა ,უზომოდ ბედნიერი ვიყავი, მაგრამ შემდეგ შემეშინდა ..-ნელა ამომხედა ,მეც ინტერესით ვუსმენდი,მაგრამ ჯერ ვერ ვხვდებოდი საით მიყავდა საუბარი - მე შეცდომა დავუშვი, რატის დავურეკე ,ეს ამბავი მოვუყევი, ვუთხარი პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ მეთქი,უნდა გავქრე ,მისამართს გეტყვი და ჩემს შვილს მიხედეთქო, მოკლედ მეხვეწა ასე არ მოიქცე ინანებო,მაგრამ თავში მიქროდა და წავედი,ამერიკაში გავგაზე ,ორი თვე ვიყავი იქ ,ისე რომ საერთოდ არ დავკავშირებივარ არცერთს,თან ექიმთან დავდიოდი,რაღაც მაწუხებდა და..ამ ორ თვეში ძალიან ვინანე ჩემი საქციელი,არ შემეძლო წარმომედგინა რა დღეში იქნებოდა ჩემი საყვარელი ქალი, რატის დავურეკე ,მითხრა ყოველ დღე ვნახულობ ,ძალიან განიცდისო, მეც ავდექი და ერთ თვეში ჩამოვედი, მაგრამ უკვე გვიანი იყო, რატის რომ შევხვდი -ვუთხარი რომ მოკვდიო, პანიკებში ჩავარდა და სხვა გზა არ მქონდაო, ეხლა არ დაენახვო თორემ ისევ ინერვიულებს ისედაც სუსტადაა ,შეიძლება მოეშალოსო..მეც გადავწყვიტე რომ დაიბადებოდი მერე ჩამოვსულიყავი, მაგრამ მანამდე ანალიზები მოვიდა ,8 თვეღა მქონია დარჩენილი,მერე შენც დაიბადე , სანახავად ვიყავი მოსული,ისეთი პაწუკა იყავი,მინდოდა მაკას ნახვა მაგრამ პალატასთან რატი და ის დავინახე ,ერთმანეთს...ერთმანეთს კოცნიდნენ ,ძალიან გავბრაზდი, გავბრაზდი და წავედი, ორ თვეში ვიმკურნალე ,გამოვჯანმრთელდი მაგრამ გული ისევ მტკიოდა , ცნობა გამოვაგზავნე და საკუთარი სიკვდილი გავითამაშე ,მინდოდა ჩემს გამო სინდისის ქენჯლა ეგრძნოთ, ერთი წელი არ გამოვჩენილვარ, მერე გავიგე რომ დაქორწინდნენ...-წამოდგა და წყალი მოსვა ,ხელი უკანკალებდა...მე ჩუმად ვიჯექი ცოტახანს ,ვერ ვაანალიზებდი რა მოხდა ,კანკალმა ამიტანა ,ცრემლები ისე წამომივიდა ვერც მივხვდი, გული საშინლად მეტკინა ,ლამის ამომგლიჯესო, ფეხზე წამოვდექი .. მისაღებში დედა დავინახე , კედელთან ჩამჯდარიყო და ქვითინებდა ,რომ შევედი თავი ასწია,თვალები სულ ჩასწითლებოდა ,ნელა წამოდგა ფეხზე , მასზე საშინლად გაბრაზებული ვიყავი,ოთახიდან მამა გამოვიდა ,ორივე მომიახლოვდა ,
-შვილო მომისმინე ...მშვიდად დაიწყო მამამ,თუმცა რა მამა ,რის მამა
-შვილოს ნუ მეძახი!..უხეშად მივმართე და კარისკენ წავედი
-ნიტა ,ჩემო ლამაზო-ხელები მომხვია და თავი ამაწევინა- მისმინე პატარავ ,უნდა ვილაპარაკოთ
-მე არ მინდა იმ ადამიანებთან საუბარი ,რომლებიც მთელი ცხოვრებაა მატყუებენ ..
-ნიტა რანაირად იქცევი! დამიყვირა დედამ
-რანაირადაც თქვენ მომექეცით...სწრაფად დავავლე ქურთუკს ხელი და გარეთ გავვარდი ..სიბნელე იყო,მივდიოდი მაგრამ სად არ ვიცოდი, სადმე უნდა წავსულიყავი, გული მტკიოდა , ცრემლები თვალებს მიბინდავდა , ფეხებში ძალა აღარ შემრჩა ,ისეთი შეგრძნება მქონდა სიტყვით რომ ვერ აღწერ ,ფეხით ავიარე აღმართი, ნაცნობი სახლის წინ გავჩერდი და ზარი დავრეკე ,ჭიშკარი დაცვამ გამიღო,ეტყობა მიცნო რადგან გამიღიმა
-მობრძანდით..
-არა ,სანდროს თხოვეთ რომ გამოვიდეს თუ შეიძლება, საქმე მაქვს ..თავი დამიქნია და შიგნით შევიდა, ახლა მხოლოდ სანდრო თუ დამაწყნარებდა ,მისი ჩახუტება ,მოფერება და დამშვიდება მჭირდებოდა თორემ გავნადგურდებოდი..აი ისიცი გამოჩნდა ,შავი სპორტული შარვალი და პერანგი ეცვა , თმა აჩეჩვოდა ,არც გამიღიმა ,არც გადამკოცნა ,ასე ცივად ჩამომიდგა წინ
-რამ შეგაწუხა? ისე ცივი ხმა ჰქონდა გავშრი
-სანდრო რა გჭირს,რა ტონია?
-აი ეგრე მინდა და გელაპარაკები რა ..ვაფშე რატო მოხვედი?
-ძალიან ცუდად ვიყავი და მინდოდა მენახე ,მაგრამ ,როგორც ჩანს ცუდ დროს მოვედი...ცრემლი მოვიწმინდე და თვალებში ჩავხედე..ცალყბად გაეღიმა
-ხო ,ნაშა მელოდება ზევით,მალე უნდა ავიდე,დროზე თქვი რაც გინდა და წადი..
ბოლო ძაფიც გაწყდა მოთმინების, ისე წამომივიდა ცრემლები ვეღარ შევიკავე,
-რაა,სანდრო ასე რატომ იქცევი,გულს მტკენ!
-ჰმ...გულს გტკენ არა ? გულს..თურმე გულს ვტკენ ,სად გაქვს შენ გული,შენ ხომ მხოლოს ფული გადარდებს
-რას ამბობ?
-რას და აქ დამთავრდა შენი თამაში,აღარ მადარდებ ,მორჩა,მეამიტი და კეთილი გოგოს როლს ნუ თამაშობ ,მაგ სახის დანახვა უკვე გულს მირევს..ცივად შემომხედა ,შემდეგ თავი გააქნია
-შენ ჩემი სანდრო არ ხარ..ვუთხარი გულკმოკლულმა
-ხო არ ვარ,ვერ გაიგე არ ვარ,ან როდის ვიყავი?წადი აქედან და აღარ დამენახო...ცივად აიქნია ხელი და შიგნით შევიდა..ცოტახანს ვუდექი ასე გაკვირვებული ,გაბრაზებული და გულნატკენი..შემდეგ ნელა წამივჩანჩალდი,ტაქსს ხელი დავუქნიე და წყნეთისკენ ავიღე გეზი..

****
ტირილით გული რომ ვიჯერე ,ნელა წამივდექი ფეხზე,პიჟამოს ამარა ჩავედი ქვევით,ქეთო ბებო უკვე აქ იჯდა და მიირთმევდა ,მორცხვად გავუღიმე და წინ ჩამოვუჯექი
-დილამშვიდობისა..
-ნინაა ,ნიტას საუზმე მოუტანე..გასძახა დამხმარე ქალს ,შემდეგ შემომხედა და გამიღიმა -დილამშვიდობისა შვილო
-გუშინ ისე დამამშვიდეთ..
-ძალიან გაღიზიანებული იყავი შვილო,ჯერაც არ მჯერა რაც მომიყევი,მაგრამ მაინც არ მოიქეცი სწორად სახლიდან რომ წამოხვედი ალბათ როგორ ნერვიულობენ,უკვე ერთი კვირა გავიდა ,არ გინდა დაურეკო მაინც?..
-არვიცი...ცოტა გადამიარასავით,მინდა დაველაპარაკო და მათგანაც მოვისმინო სიმართლე.. ვუთხარი და ჩემს წინ დადებულ ტოსტს დავწვდი
-ჭამე ბებო,ჭამე ,რას გიგავს თვლები,ისევ იტირე? შეშფოთებულმა შემომხედა ქალმა
-არა...ვცდილობდი მომეტყუებინა მაგრამ ისე შემომხედა აშკარად არ დაიჯერა
-საღამოს ჩაის საფენებს დაგადებ რომ ეგ ჩაშავებები და შეშუპებები მოგირჩეს ..
-არ შეწუხდეთ რა ,თავისით მორჩებიან,ორი დღის წინაც ხომ ასე იყო
-რას ლაპარაკობ, ბავშვისთვის ვერ მიგიხედავსო მეტყვის მერე საყვედურს ჩემი ბიჭი...
ნაზად გავუღიმე ,საუზმობას რომ მოვრჩი ისევ ოთახში ავბრუნდი და ფანჯარასთან მდგარ დივანზე ჩამოვჯექი,ხეები გაშიშვლებულიყო,გარეთ ცივი ქარი ქროდა ,უკვე ერთი კვირაა რაც აქ ვარ, იმ ღამის შემდეგ არავის დავლაპარაკებივარ, მათ არ იციან სად ვარ და რას ვაკეთებ, ყველამ ერთად მატკინა გული,ყველამ დიდი ტკივილი მომაყენა ,ერთადერთი ნუცაა ვინც ერთგულად მიმეგობრა ,დღეს აუცილებლად დავურეკავ მას ,ალბათ როგორ ნერვიულობს ..სანდრო?-აი სანდროს გხსენება მზარავს ,გონებიდან არ ამომდის ის ცივი თვალები რომლითაც მიყურებდა იმ ღამით,ასეთი რა მოხდა ასე რომ მომექცა,ვერაფერი გავიგე ,ხომ კარგად გავატარეთ დღე,ბედნიერები ვიყავით,საღამოს რაღა დაემართა,რანაირად მელაპარაკა..ყველაზე მეტად მისი თანადგომა მაჭირდებოდა მაგრამ ზურგი მაქცია რითიც უფრო გამანაწყენა..ფიქრებში ვიყავი კარზე კაკუნის ხმა ,რომ გავიგე ,არ გამიხედავს ისე დავუძახე შემოსულიყო,კარები გაიღო და ნელი ნაბიჯებით შემოვიდა ვიღაც,ალბათ ბებო
-როგორი ცივი ამინდია არა,ალბათ ბუნებაც გლოვობს ჩემს უბედურებას ,ხანდახან მგონია რომ ამინდი ჩემი გრძნობების მიხედვით იცვლება,დღეს ცივი ამინდია..ჩემი სულიც და გულიც გაცივებულია-ბებო ხმას არ იღებდა-ბებო თქვი რამე ..ვუთხარი წყნარად
-ნ..ნიტა...მომესმა ნაცნობი ხმა ,ამ ხმას კი მთელი ორგანიზმის დატრიალება და შეძვრა მოჰყვა ,ცხრაჯერ მოვკვდი სანამ თავს მივატრიალებდი
-დედა..ამოვილუღლუღე ,როდესაც კარებთან მდგარი დედაჩემი დავინახე,გაუბედურებული და ნატანჯი სახე ჰქონდა ,თვალები ჩემსავით ჩაშუპებოდა,თმა ალბათ ერთი კვირის დაუვარცხნელი ,ტანზე უსწორმასწოროდ ემოსა ყველაფერი,მისი შეხედვისას მივხვდი რამხელა ტკივილი მივაყენე ჩემი წასვლით,გულმა ვეღარ მომითმინა, მონატრებამ თავისი ქნა ,ფეხზე წამოვხტი და მაგრად მივეკარი,მთელი სხეულით,გულზე მივადე თავი,ისევ შევიგრძენი მისი სხეული,მისი სურნელი,ხელები მაგრად მომიჭირა ,გული აუჩქარდა ,მივხვდი ტიროდა ,მეც მას ავყევი
-დედიკო,დედა,როგორ მომენატრე..თან ვტიროდი თან ვეკვროდი
-ასე როგორ გამიმეტე შვილო,არ ვიცოდი სად წახვედი ,რას აკეთებდი,უკვე მეგონა რომ რაღაც დაგემართა,ეს როგორ გამიკეთე! შენს გარდა არავინ მყავს ,შენ ხარ ჩემი ცხოვრების აზრი
-მაპატიე დე ,უბრალოდ მაშინ ძალიან მეტკინა,იმედგაცრუებული ვიყავი,მშობლებმა მომატყუეს
-ყველაფერს აგიხსნი, მომისმინე გთხოვ..ვედრებით შემომხედა,მეც თავი დავუქნიე ,მერე ნაზად მაკოცა და დივანზე ჩამივჯექით
-უკვე ორი კვირის დაშორებულები ვიყავით მე და ლევანი ,როცა გავიგე რომ ორსულად ვიყავი,ძალიან გამიხარდა ,მაგრამ თან შემეშინდა ,ლევანს რომ ვუთხარი მეგონა არ გაუხარდებოდა მაგრამ შევცდი,სიხარულისაგან დაფრინავდა ,ყველაფერს მისრულებდა ,თავზე დამფოფინებდა ,ძალიან ბედნიერები ვიყავით,შემდეგ რაღაც შეიცვალა გაქრა ,რატი მოდიოდა,ყოველ დღე მნახულობდა ,ცივ ნიავს არ მაკარებდა,მაგრამ ის მაინც მაკლდა ,მახსოვ პანიკაში ჩავვარდი,ვყვიროდი თუ არ მოვა თავს მოიკლავ ასე როგორ დამტოვათქო,მერე მითხრა რომ ლევანი გარდაიცვალა,ძალიან ცუდად გავხდი,ისე ვინერვიულე კინაღამ დაგკარგე ,მართალია მასზე ნაწყენი ვიყავი გაქრობის გამო მაგრამ მაინც მიყვარდა ..მოკლედ რატი მთელი 9 თვის განმავლობაში მივლიდა ,ძალიან დავახლოვდით,ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმოდა ,ხო მართლა ამ თვეების განმავლობაში მამაჩემს არ ველაპარაკებოდი,ალბათ ხვდები რატომაც ,მაინც ძველი დრო იყო..ამასაც განვიცდიდი,ბავშვით ხელში სულ მარტო დავრჩი ,რატიმ შემომთავაზა ბინას გიქირავებო მაგრამ უარი ვუთხარი,არ მინდოდა კისერზე დავწოლოდი,ორი კვირა აღარ გამოჩნდა ,მერე დაბრუნდა და მითხრა ლევანს აქ ბინა ქონია იქ იცხოვრეთო,მეც დავთანხმდი და იქ გადავედით საცხოვრებლად ,ერთი წელი ისე გავატარეთ არაფერი მოგვკლებია,რატის მიმართ სიმპათია გამიჩნდა , 1 წლის და 9 თვის იყავი მე და რატი რომ დავქორწინდით,ახალი წლის ღამე იყო ,მეორე დღეს გავიგე რომ რატის ოჯახი არ მიღებდა რძლად , რათქმაუნდა მათ ყველაფერი იცოდნენ ,მაგრამ მაინც არ მიმიღეს ,რატის ბიძამ სახლიდან გამოგვყარა ..შემდეგ არქიტექტორად დაიწყო მუშაობა და დღეს აქამდე მოვედით..ზუსტად იმ ღამეს გავიგე ლევანი ცოცხალი,რომ იყო რაც შენ გამოგვიცხადე ოპერაციის ფული ვიღაცამ დაფარო..თურმე ლევანს დაუფარავს -ბოლო სიტყვები თავისთვის ჩაილაპარაკა.
-მისმინე ნიტა,უსამართლოდ ექცევი მამაშენს ,მერე რა რომ შენს ძარღვებში ლევანის სისხლია ,ეს სისხლი რატისიცაა,მამობა ლევანიმ კიარა რატიმ გაგიწია,მას ძალიან უყვარხარ,არ იცი როგორ დარდობს ამ ყველაფერს,უნდა წამოხვიდე და მასაც მოეხვიო..გთხოვ შვილო,ჩვენ გვჭირდები..
უხმიდ ვუსმენდი და ყვალეფრის გაანალიზებას ვცდილობდი,ბოლოს ფეზე წამივდექი დედას გადავხედე ,იმედით მიყურებდა
- წავიდეთ!

როგორც იქნა დავწერე ,ბოდიშს გიხდით დაგვიანებისათვის..გაგრძელებას აღარც ვაპირებდი ,მაგრამ ბოლოს მაინც გადავიფიქრე...ველოდები თქვენს კომენტარს,ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი...скачать dle 11.3




№1 სტუმარი Qeti qimucadze

Vaime rogor gelodwbodi, ras qvia gagrzwlwbas arapirebdi, chagvagdw intrigashi da ase unda dagvtovo, zalian kargad ceer da daasrule gtxov, sandros saqcieli moulodneli iyo, sxva kargad ganvitarebuli, yochagg, moutmenlad gelodwbiii

 



№2 სტუმარი მარი. ელ❤

რამდენი ხანი ველოდებოდიიი აუცილებლად გააგრძელეე და ბოლომდე მიიყვანეე თორემ არ გაპატიებ:) ვიცი სანდროს ვიღაცამ ტყუილებით გამოუტენა თავიი და იმედია მალე გაირკვევა რა მოხდა სინამდვილეში.... ნიტა კი მანამდე მშობლებს შეურიგდება მალე დადე რა შემდეგიი❤❤❤

 



№3 სტუმარი sopo

Au ese shua gzashi ar miatovo am motxrobis wera ra bolomde dagvamtavrebine dZalian kargad wer <3 ????

 



№4 სტუმარი სტუმარი მაკო

რას ქვია არ გააგრძელებ რატომ?ჩვენ მოგვწონს და ვკითხულობთ და საერთოდ რაიმეს რომ დაიწყებ არა მარტო წერას ეცადე ბოლომდე მიიყვანო საქმე ეს ძალიან გამოგადგება მიზნის მისაღწევად

ან ამმსანდროს რა ეტაკა ხომ უნდა გავარკვიოთ და კიდევ ცოტა მალე დადე თორემ აღარ მახსოვს კარგად რა მოხდა წინა თავებში????

 



№5  offline წევრი Melancholic

ძაან მომწონს კარგია მაგრამ ამდენი ხნით აღარ დააგვიანო. შეწყვეტას რაც შეეხება საშინელებააა არ ქნა ეგ სისულელეა, ისე წერ რომ არ გაქ მიზეზი რომ შეწყვიტო. და კიდევ კომენტარების სიმრავლე დაიკიდე, ყველა ხომ არ აკომენტარებს მაგრამ ნახვები გაქვს ბევრი მაგის გამო ნუშეწყვეტ. წარმატებებიი ❤

 



№6  offline წევრი meocnebe avadmyopi

ეეეეეეეე ახლა დაიწყე იმ მარმარილოს პროექტის მომზადება sweat_smile sweat_smile გიჟი ხხარ შენ რაა ეს
ან იმ ბიჭს რა ეტაკა არადა თავიდანვე ვხვდებოდი ეს იმის შვილიი რომ აღმოჩნდებოდა მარა ლევანო რომ თქვა მერე გავკიოდი მთელ სახლში ხო ვამბობდი ხო ვამბობდითქო
კიდე კაი მარტო ვიყავი,თორე ვინმე ჩამქოლავდა
ძაან მაგარი თავი იყო არა იმას არ ჭირს ვერ მივხვდი მარა ორი ვარიანტი მაქ ვინ ვისგაუჩალიჩებდა
ან ნინი იქნება ან განცა არაუშავს მაინც ვერც ერთს ვერ ვიტან

ძაან კაი თავი იყო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! kissing_heart kissing_heart სანამ ეს გული შენამდე ჩამოაღწევს

 



№7  offline წევრი teengirllove

Qeti qimucadze
Vaime rogor gelodwbodi, ras qvia gagrzwlwbas arapirebdi, chagvagdw intrigashi da ase unda dagvtovo, zalian kargad ceer da daasrule gtxov, sandros saqcieli moulodneli iyo, sxva kargad ganvitarebuli, yochagg, moutmenlad gelodwbiii

kii davasruleb :)) xo egre mindoda sandrostan dakavshirebit,ase mattivad xom ici siyvarulshi ar xdeba yvelaferi :))

მარი. ელ❤
რამდენი ხანი ველოდებოდიიი აუცილებლად გააგრძელეე და ბოლომდე მიიყვანეე თორემ არ გაპატიებ:) ვიცი სანდროს ვიღაცამ ტყუილებით გამოუტენა თავიი და იმედია მალე გაირკვევა რა მოხდა სინამდვილეში.... ნიტა კი მანამდე მშობლებს შეურიგდება მალე დადე რა შემდეგიი❤❤❤

madloba , ki male gairkveva yvelaferi iqax:))

sopo
Au ese shua gzashi ar miatovo am motxrobis wera ra bolomde dagvamtavrebine dZalian kargad wer <3 ????

kargii..madloba :))

სტუმარი მაკო
რას ქვია არ გააგრძელებ რატომ?ჩვენ მოგვწონს და ვკითხულობთ და საერთოდ რაიმეს რომ დაიწყებ არა მარტო წერას ეცადე ბოლომდე მიიყვანო საქმე ეს ძალიან გამოგადგება მიზნის მისაღწევად

ან ამმსანდროს რა ეტაკა ხომ უნდა გავარკვიოთ და კიდევ ცოტა მალე დადე თორემ აღარ მახსოვს კარგად რა მოხდა წინა თავებში????

ara gavagrdzeleb ,martali xar ...xoo sandrozec albat male gaigeb ,ufro shemdeg tavshi

Melancholic
ძაან მომწონს კარგია მაგრამ ამდენი ხნით აღარ დააგვიანო. შეწყვეტას რაც შეეხება საშინელებააა არ ქნა ეგ სისულელეა, ისე წერ რომ არ გაქ მიზეზი რომ შეწყვიტო. და კიდევ კომენტარების სიმრავლე დაიკიდე, ყველა ხომ არ აკომენტარებს მაგრამ ნახვები გაქვს ბევრი მაგის გამო ნუშეწყვეტ. წარმატებებიი ❤

madloba..ar davagvianeb :))

 



№8  offline წევრი ლათინო

კიდევ კარგი! კიდევ კარგი ამდენი ვილაპარაკეთ მე და ვიღაც-ვიღაცეებმა და არ შეწყვიტე. რო შეგეწყვიტა ეს ამბები მერე საიდან მოფრინდებოდა? კაი იყო,მარა სანდროს უთხარი გამასწროს ????????????

 



№9  offline წევრი teengirllove

ლათინო
კიდევ კარგი! კიდევ კარგი ამდენი ვილაპარაკეთ მე და ვიღაც-ვიღაცეებმა და არ შეწყვიტე. რო შეგეწყვიტა ეს ამბები მერე საიდან მოფრინდებოდა? კაი იყო,მარა სანდროს უთხარი გამასწროს ????????????

მადლობა ,გადავცემ სანდროს :)))

 



№10  offline წევრი talia

Cemo princess celo knuto zalian miyvarxar,es istoria sheudarebelia.cemo knuto ragac mizezebis gamo very vaxerxeb piradshi moweras imedia mapatieb.gkocni bevrs.

 



№11  offline წევრი teengirllove

talia
Cemo princess celo knuto zalian miyvarxar,es istoria sheudarebelia.cemo knuto ragac mizezebis gamo very vaxerxeb piradshi moweras imedia mapatieb.gkocni bevrs.

mec dzalian miyvarxar, madloba mixaria tu mogwons , araushavs ,imedi maqvs male moaxerxeb :)))

 



№12  offline წევრი Tushma19

Au ar gawyvito raa gtxoov:((
Aagrdzele da am sandros ra jandaba etaka vergavige
Male dade shemdegi warmatebebi ❤️

 



№13 სტუმარი სტუმარი tamta

Daan magarixaar sheudarebeli velodebi shemdeegs kissing_heart

 



№14  offline წევრი teengirllove

Tushma19
Au ar gawyvito raa gtxoov:((
Aagrdzele da am sandros ra jandaba etaka vergavige
Male dade shemdegi warmatebebi ❤️

madloba ,ar gavwyvet ..amjerad martla :)))

სტუმარი tamta
Daan magarixaar sheudarebeli velodebi shemdeegs kissing_heart

madloba :)))

 



№15  offline მოდერი Girl with pretty smile

ღმერთო ეს რა იყოო!!
გადავირიე,ყვაფერს მოველოდი და ამას არა.
არავიზე ისე არ გავბრაზებულვარ როგორც სანდროზე.ნეტა ვინ უქირქილა სისულელე?! ახსნის უფლება მაინც მიეცა!!
არ ვიცი,იმედია გამოსწორდება!!
ეს თავი კი სსოცრება იყოო!!

 



№16  offline წევრი teengirllove

Girl with pretty smile
ღმერთო ეს რა იყოო!!
გადავირიე,ყვაფერს მოველოდი და ამას არა.
არავიზე ისე არ გავბრაზებულვარ როგორც სანდროზე.ნეტა ვინ უქირქილა სისულელე?! ახსნის უფლება მაინც მიეცა!!
არ ვიცი,იმედია გამოსწორდება!!
ეს თავი კი სსოცრება იყოო!!

madlobaa ,mixaria tu mogewona :))

 



№17  offline წევრი teengirllove

meocnebe avadmyopi
ეეეეეეეე ახლა დაიწყე იმ მარმარილოს პროექტის მომზადება sweat_smile sweat_smile გიჟი ხხარ შენ რაა ეს
ან იმ ბიჭს რა ეტაკა არადა თავიდანვე ვხვდებოდი ეს იმის შვილიი რომ აღმოჩნდებოდა მარა ლევანო რომ თქვა მერე გავკიოდი მთელ სახლში ხო ვამბობდი ხო ვამბობდითქო
კიდე კაი მარტო ვიყავი,თორე ვინმე ჩამქოლავდა
ძაან მაგარი თავი იყო არა იმას არ ჭირს ვერ მივხვდი მარა ორი ვარიანტი მაქ ვინ ვისგაუჩალიჩებდა
ან ნინი იქნება ან განცა არაუშავს მაინც ვერც ერთს ვერ ვიტან

ძაან კაი თავი იყო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! kissing_heart kissing_heart სანამ ეს გული შენამდე ჩამოაღწევს

madlobaaa , dzalian miyvarxar shen gamxnecebebit :)))) xoo ninoa eg chasaqoli eg :) mixaria ase tu mogwons da sheni molodini tu gamartlda <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent