შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სანამ სუნთქავ, იმედი მაქვს (თავი 2)


27-04-2018, 15:09
ავტორი ბიბი
ნანახია 157

სანამ სუნთქავ, იმედი მაქვს (თავი 2)

ანას მადლობა გადავუხადე და შინ დავბრუნდი, რამდენიმე კვირის მანძილზე ვფიქრობდი მათზე რაღაც ნაწილი აკლდა მათ ისტორიას რაღაც მნიშვნელოვანი ასე უბრალოდ არავინ დგება და მიდის. რაღაც უნდა მომხდარიყო, რაღაც მნიშვნელოვანი. ბევრი ჭორაობდა ზოგი ამბობდა სხვა შეუყვარდა ლექსოს და ამიტომ წავიდაო მაგრამ ის სხვა არსად ჩანდა, ზოგიც ამბობდა დაიჭირესო, იმასაც კი ამბობდნენ ლუკა ლექსოს შვილი არ იყოო თუმცა მე ყველა ჭორს გამოვრიცხავდი.
უკვე თითქმის იმედი მქონდა გადაწურული ყველაფრის გაგებაზე როცა ნატა მოვიდა მის დიშვილთან ერთად
-ადექი,ჩაიცვი, წავედით -კატეგორიული გამომეტყველებითა და ტონით მითXრა.
-სად მივდივართ ბავშვთან ერთად?
-ანდრეასთან
-ანდრეა ვინაა?
-ლექსოს უფროსი ძმა.
-და ბავშვი რატო წამოიყვანე უნდა ემათხოვრო?
-ნუ ბოდავ პედიატრია და მიღებაზე ჩავეწერეთ მე და ნინი-ბავშვს სახე მოუჭმუჭნა.
-რათ მინდა ეს ფარული გამომძიებლობანა. ისე მივალ და ვკითხავ რაც მაინტერესებს.
-მოკლედ, არაფრის აზრზე არ ხარ, მივალთ ბავშვს გასინჯავს მე ვითომ მისი დედა ვარ შენ მული და ცოტა გაეპრანჭები ნომერს დაუტოვებ, ვიცი ქალების მუსუსია და აუცილებლად დაგირეკავს.
-აი რა მოიგონე ახლა ? საიდან იცი რო დამირეკავს, მაგას ჯობია სიმართლე ვუთხრა.
-შენ სულ გააფრინე?! გაქცეულის ძმა ეგრე მარტივად დაგიჯდება და ყველაფერს დაფქვავს გგონია?! გამოგაბუნძულებს მაშინვე, მოკლედ გამომძიებელი უნდა გამოვსულიყავი რა.
მევრი მიკიბ-მოკიბვისა და კამათის შემდეგ ნატამ დამითანხმა მის გიჟურ გეგმაზე, რომელიც სრულფასოვნად განხორციელდა, ანდრეა დიდად სიმპატიური ბიჭი აღმოჩნდა. ნატა ისე ასრულებდა დედის როლს ლამის მეც დავიჯერე. ორ დღეში დამირეკა და შეხვედრა მთხოვა, შევხვდი ძირითადად ის ლაპარაკობდა, თავის წარმატებულ კარიერაზე, მაგრამ ოჯახზე სიტყვასაც არ ძრავდა, მე არ ვიცოდი მეცრუა თუ არა, იქნებ უკვე იცოდა რომ მისი ძმის საქმეს ჩავუღრმავდი ამ ქალაქში რომ ყველაფერი ზარის ხმასავით ვრცელდება, და გადავწყვიტე მომეტყუებინა, ვუთXარი ეკონომიკას ვსწავლობთქო. ანდრო ძალიან დამიახლოვდა თითქმის ყოველკვირას ვხვდებოდით, კინოში, თეატრში, კაფეებსა თუ ბარებში ვხვდებოდით და ასე გავიდა რამდენიმე თვე, ოჯახზე არაფერს ყვებოდა და მეც არაფერს ვეკითხებოდი, რამე ეჭვი რომ აეღო დავიღუპებოდი. დამნაშავეს ყოველთვის ეშინია დანაშაულზე არ წაასწრონ.ერთხელ ზამთრის, სუსხიან, ნაცრისფერ დღეს თბილად მოკალათებულნი ვისხედით და ჩაის ვსვამდით როცა ოჯახზე ვკითხე.
-ანდრო, ისე თითქმის ყველაფერი ვიცი შენზე გარდა ერთისა...
-რა ერთის? რა გამომრჩა.- სიცილით მითხრა, მზად იყო ყველა კითხვაზე გაეცა პასუხი და მეც არ დავაყოვნე.
-დედმამიშვილი არ გყავს? შენს ოჯახზე არაფერი ვიცი
-დედმამიშვილი...-ჩაფიქრდა ქუჩას გახედა მეგონა ძეგლად იქვა, დიდხანს გაუნძრევლად უყურებდა ერთ წერტილს. რაღაც უნდა მეთქვა მაგრამ რა?
-მაპატიე... ალბათ არ უნდა მეკითხა... ვწუხვარ...-ისე მივუსამძიმრე თითქოს გარდაცვლილი ყოფილიყო.
-არა, არა, საპატიებელი არაფერია, ძმა მყავს, უბრალოდ დიდი ხანია არ მინახავს.
-რატომ საქართველოში არ ცხოვრობს?-თუითქოს არაფერი ვიცოდი ლექსოზე, ვიტყუებოდი და თან მეშინოდა ვაითუ ყველაფერი სახეზე მაწერიათქო.
-იცი, ეს ძალიან გრძელი და ჩახლართული ისტორიაა, ყველაფერი ისე მარტივად არაა როგორც შორიდან ჩანს.
-კარგი არ არის საჭირო თუ გიმძიმს ნუ მომიყვები.
-მიმძიმს თან ვინ გაიგებს როგორ მიმძიმს. უკვე თითქმის ერთი წელია მასზე არავისთან მისაუბრია, არავის ვენდობოდი იმდენად რომ ყველაფერი რაც ვიცი ვუამბო... და მეც ცოტა განვთავისუფლედე ამ ტვირთისგან.-რამდენიმე წუთით დუმილი ჩამოვარდა, ანდრომ ყველაფერი იცოდა, რატომ და სად წავიდა მისი ძმა. გული გამალებით ამიჩქარდა, თითქოს ერთი ნაბიჯი მაშორებდა სიმართლის გაგებამდე და გადადგმა ვერ გამერბედა. მეშინოდა რომ თავს ვერ შევიკავებდი, რომ არ მოეყოლა შეიძლება ყველაფერი დამელეწა.-შენს გარდა... შენს გარდა არავის ვენდობი... თუ თავს არ მოგაწყენ მოგიყვები, მინდა ამისგან დავიცალო, განვთავისუფლდე. თორე უკვე ფიქრი რომ არაფრის გაკეთება და თქმა არ შემიძლია თავს ფიტულად მაგრძნობინებს.-ახლა თავს უფრო ცუდად ვგრძნობდი, ის მენდობოდა მე კი ვიყენებდი, ინფორმაციას ვძალავდი, წამით ვიფიქრე ავმდგარიყავი და გავქცეოდი, საერთოდ დამევიწყებინა ეს ისტორია და ანდროც, ოღონდ არაფერი მოეყოლა, ოღონდ სიტყვა არ ეთქვა, მაგრამ ჩემი ცნობისმოყვარეობა ორჯერ უფრო ამაღლდა სინდისზე და ნაბიჯის გადადგმასაც კი არ ვაპირებდი.
-შენ როგორც გინდა, თუ გინდა ნუ მომიყვები. -სასხვათაშორისოდ ვუთხარი, ჩემი მოუთმენლობის შეგრძნება კი ბღაოდა, "დროზე მოყევი, მინდა ყველა დეტალი ვიცოდე"
-არა! მინდა რომ მოგიყვე...-გადაჭრით თქვა და დაიწყო- მოკლედ ყველაფერი ბევრად ადრე დაიწყო, ჩემი ძმა ალექსანდრე, 15 წლის იყო როცა პირველად დაჭირდა ფსიქიატრთან კონსულტაცია, მაშინ ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს, მუდმივად მისი ხასიათის კონტროლი და მედიკამენტების დროულად მიცემა იყო საჭირო, მაშინ მომჯობინდა მაგრამ ყოველთვის გულჩათხრობილი იყო, ისე არ ერთობოდა როგროც მისი თანატოლები, ჩემთან ყოველთვის ახლოს იყო თუმცა ბოლომდე მაინც ვერ იხსნებოდა, მეგობრული ხასიათით არ გამოირჩეოდა და არც ყავდა ბევრი მეგობარი., სტაბილურად და დარდიანად ცხოვრობდა. 18 წლის იყო პირველად რომ გოგოსკენ გაიხედა და სხვაგან აღარც გაუხედავს მას შემდეგ. დედას ძალიან მოსწონდა ტასო მალევე დაუახლოვდა, ოთხ წელიწადში ცოლადაც მოიყვანა ასე ახალგაზრდა კიარა, საერთოდ გვეეჭვებოდა შექმნიდა თუ არა ოჯახს. თUმცა ტასო უყვარდა და ალბათ ახლაც უყვარს. მაგრამ ვიცოდი ჩემს ძმას ყოველთვის სხმა მიზნები ქონდა და ამაში დაოჯახება ხელს შეუშლიდა. სად არ სცადა ბედი ხან ოჯახის ბიზნესში ჩაერთო, ხან სასტუმროში მენეჯერად მუშაობდა, საბუღალტრო კურსებიც კი დაამთავრა, მაგრამ მისთვის კაბინეტში ჯდობა არ იყო მიზანი, დედა და მამა არასდროს აკლებდნენ არაფერს, სახლიც კი უყიდეს, თუ გადაწყვეტდა მის ცოლთან ერთად რომ გადასულიყო ცალკე, მაგრამ ამაზეც უარი განაცხადა. რთული ხასიათი ქონდა და ამბობდა ცოლის მოყვანა მე გადავწყვიტე და თვითონვე ვარჩენო მაგრამ როცა გაიგო რომ შვილს ელოდებოდა, გატყდა, სიამაყე დაივიწყა მამას სახლის გასაღები გამოართვა და მარტო გადავიდნენ. არც ტასომ და არც არავინ ჩემს გარდა მისი ხასიათის სიმძიმე ბოლომდე არ იცის. ერთადერთი რაც ყველაზე კარგად გამოდიოდა მუსიკის წერა და შესრულება იყო, მაგრამ ამით ცოშვილს ვერ არჩენდა და ხშირად ამბობდა რომ აქ არ ფასობდა გულიდან წამოსული ხელოვნება. ბავშვი რომ დაიბადა მაშინ საბოლოოდ გატყდა დამირეკა და დახმარება მთხოვა, მიშველეო. ისევ ბიპოლარული აშლილობა და ისევ ფსიქიატრიული. თუმცა ამჯერად პრობლემა უფრო დიდი და ღრმა იყო, ამას კი ვეღარ მოერია...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი მაკო

ეს ყველაფერი კარგი მაჰრამ დაპირებული ექიმები სად არის?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent