შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს მკლავებში დავლევ სულს 12


28-04-2018, 21:01
ავტორი Queenofmoon
ნანახია 1 020

შენს მკლავებში დავლევ სულს 12

საფრანგეთი,პარიზი.
იოანე,ვაჩე და თორნიკე აეროპორტიდან გამოდიან შავ სამოსში გამოწყობილნი,გრძელი,შავი პალტოები აქვთ შემოცმული,შავი სათვალე და შავი ქუდი აფარია სამივეს,რომელიც სახეებს ნახევრად უფარავს,სწრაფი ნაბიჯებით სხდებიან მანქანაში და სასტუმროსკენ მიემართებიან. მიზანმიმართლად შეუმჩნეველი,მაგრამ საკმაოდ შესამჩნევები არიან თავიანთი ჩაცმულობით. სამი,მაღალი საკმაოდ სიმპათიური ახალგაზრდა მამაკაცები,რომლებიც სასტუმროს ჰოლის მთელ ყურადღებას იპყრობენ.
მათთან ახალგაზრდა გოგონა მიემართება,ნომრების გასაღებს აწვდის და იღიმის.
-Bonjour!
-Ou est ma chambre?
-Troisieme etage!
-Merci ma belle!
იოანე გასაღებებს აწვდის თავის მეგობრებს და ლიფტში შედიან,მესამე სართულისკენ იღებენ გეზს და საქმეებს უბრუნდებიან.
-რა ლამაზი გოგოები ყოფილან ფრანგები ჰა? თვალს უკრავს თორნიკე ვაჩეს და იოანეს და ცალყბად იცინის.
-ჯერ საქმე,მერე გართობა. პასუხობს იოანე თითქოს მშობელი მამასავით ტუქსავდეს,გასაღებს კარებს არგებს და ნომერში შედის.
ვაჩე სიცილით იფხრიწება და თორნიკეც მას ჰყვება.
-რა გაცინებს ბიჭო?გაშტერებული უბრუნდება იოანე ვაჩეს
-ძაან დაუნდობელი ხარ შე*ემა,მაგაზე მეცინება.
-ჰაა ეხლა,უფროსი არ გააბრაზოთ,ამბობს და თვითონაც სიცილს იწყებს.
-დღეს ანტონიოს ვხვდებით?
-ჰო.
სასტუმროს პირველ სართულზე,როგორც ფრანგებს სჩვევიათ,წვეულება იყო გამართული. ზოგადად,ასე იციან ფრანგებმა და იტალიელმა მაფიოზებმა,როცა საპატიო სტუმარი ეწვევათ ხოლმე,ასე უმასპინძლდებიან,ახვედრებენ ძვირადღირებულ სასმელებს,არნახულ სუფრას და ლამაზ სტრიპტიზიორებს.
ანტონიო დიდი პატივით მიეგება იოანეს და თავის მაგიდასთან მიიპატიჟა.
-როგორ ხარ იოანე,როგორ მიდის საქმეები?ხომ არაფერი გიჭირს?
-არა,რა თქმა უნდა.. მე რა უნდა მიჭირდეს,ახლა თქვენ მითხარით რა საქმე გქონდათ..
-მამაშენივით სულსწრაფი ხარ.. ჩაეცინა კაცს.. ცოტა დავლიოთ,განვიტვირთოთ,ის საქმე მოიცდის ხვალამდე ნუ ნერვიულობ..
-მთავარია მამაჩემის სახელი არ შევარცხვვინო,მე მხოლოდ ამისთვის ვიბრძვი.
-ვიცი,შენ ძალიან კარგი ახალგაზრდა ხარ..კოტეს ძალიან ჰგავხარ,ამიტომ სულ მწყდებოდა გული შენზე.. მაგრამ მთავარია ახლა შენ ხარ აქ და არა ნიკა.
-ალექსანდრა გახსოვთ?
-რა თქმა უნდა..მე,კოტე,მონიკა და ალექსანდრა ყოველთის არაჩვეულებრივად ვატარებდით დროს.. ნეტავ ისევ ახალგაზრდა ვიყო,ნეტავ ისევ კოტეს გვერდით ვიჯდე ახლა.. მაგრამ მეც მალე შევხდები მას იმ ქვეყნად,არა?!იცინის და ჭიქას მაღლა სწევს.
-ჯერ ადრეა ანტონიო,ადრე. იოანეც ჭიქას სწევს და ორივე ერთდროულად სვამს.
იოანესთან მაღალი,ჟღალთმიანი გოგონა მირბის ქუსლების კაკუნით და უკნიდან ეხვევა,იოანეს ლამის ღვინო გადასცდა და ოდნავ კოსტუმიც დაუსველდა. გაბრაზებული მოტრიალდა მაგრამ სახე მალევე შეეცვალა ქალის დანახვისას.
-მელისა??
-იოო!!როგორ მომენატრეე! საძაგელო,ისე ჩამოხვედი,რომ არც კი გამაფრთხილე?! ქალმა ტუჩები მოკუმა და "ცრემლი ჩამოაგორა".
-მოკლედ,არ შეცვლილხარ..
-მე რა შემცვლის?! გადაიკისკისა,მხრებზე ხელები მოხვია და კალთაში ჩაუსკუპდა.
-მართლა,რატომ აღარ მირეკავ? გეთქვა რომ ჩამოდიოდი!
-საქმეზე ჩამოვედი მელისა,მაინც ადრე უნდა წავიდე..
-მერე რა?! ჰმმ.. ქალი ჩაფიქრდა და უცბად ისევ ლაპარაკი წამოწყო.
-დანაშაული უნდა გამოისყიდო.
-ოჰ,კარგი ერთი?
-ჩემთან ხომ ამოხვალ დღეს?! უარს თუ მეტყვი თავს მოვიკლავ..
იოანემ გადაიხარხარა მის სულელურ საქციელზე და ქალი კალთიდან მოიცილა.
-ამოვალ,უკანალზე ხელი მოარტყა და თვალი ჩაუკრა,მზერა ისევ ანტონიოსკენ მიმართა და ლაპარაკი განაგრძეს.
-ის გოგო როგორ არის?
ანტონიომ იკითხა და ნაფაზი ჩაარტყა,იოანე შეცბა მის კითხვაზე,ამას ნამდვილად არ ელოდა,ჭიქა ვისკით აავსო და პასუხი არ დააყოვნა.
-კარგადაა. თქვა და ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა ევას გახსენებისას,მათ დამშვიდობებაზე კი ეკლებმა დააყარა და მაშინვე ტელეფონს დახედა.
-იოანე,როგორც მამა,ისე გირჩევ..ახლოს მიიწია იოანესკენ და საუბარი დაიწყო.
-ჩვენი ცხოვრება იმდენი რისკითაა სავსე,ღმერთმაც არ იცის როდის რა მოხდება..მკვლელებს და მაფიოზებს არ გვაქვს ის ცხოვრება,როგორიც ჩვეულებრივ ხალხს..იცი შენ.. ამიტომ,უნდა გავუფრთხილდეთ იმათ,ვინც გვიყვარს. მხარზე ხელი დაარტყა და კონვერტი გაუწოდა,იოანეს ეგონა კონვერტში ის ეწერებოდა,რა საქმესაც ანტონიო სთხოვდა შესასრულებლად,თუმცა ამაოდ, ფურცლის ნაკეცები გაშალა და მისთვის უცნობი მისამართი ამოიკითხა.
-ანტონიო,ეს რა არის?
-ეს.. ეს შენი ნახევარძმის მისამართია.. ნიკას მისამართი.. იოანე,შენი გადასაწყვეტია რას იზავ,ცოცხლად დატოვებ თუ არა,მაგრამ მინდა ისე მოიქცე,არასდროს არ ინანო შენი გადაწყვეტილება.. ახლა კი დაგტოვებ,მონიკა მელოდება ბავშვებთან ერთად,არ უყვარს გვიან რომ მივდივარ სახლში.. აბა შენ იცი.კაცმა ქუდი დაიხურა და ჰოლი დატოვა. იოანეს ხელში ფურცელი რამოდენიმე წუთი ეჭირა და ასე გაშტერებული შესცქეროდა,მას,ვისაც ამდენი ხანი ეძებდა,იპოვა.. ახლა რას იზავს?მოკლავს ნიკას?შეარჩენს თავისი მეგობრების სიკვდილს?ახლა,ზუსტად ის დღე უტივივტივდება გონებაში,სისხლით გაჟღენთილი სასახლე,მეგობრების გვამები აქა-იქ "გაბნეული", უტას სახე და საფეთქელიდან მჩქეფარე სისხლი,მისი მეგობრების საფლავები..ტანში სიცივე უვლის ერთიანად და ხელები უკანკალებს ამ ყველაფრის გახსენებაზე,შუბლზე ძარღვი ებერება და მთელი სხეული ეძაბება,თითქოს ვულკანი იყოს და სადაცაა იფეთქებდეს. ანტონიოს სიტყვები გონებაში უტრიალებს "მინდა ისე მოიქცე,არასდროს არ ინანო შენი გადაწყვეტილება" იოანესთვის კი ორივე გადაწყვეტილება სანანებელი იქნება.. ნიკას ცოცხლად დატოვება და ამავდროულად მისი სიკვდილიც..მაგრამ იოანე თავის საყვარელ ადამიანებს ვეღარ ჩააგდებს საფრთხეში,ამიტომ იმ რთულ არჩევანს მიუყვება,რომელიც ყველაზე სამართლიანი და ამავდროულად ძალიან რთულია.
იოანე ნომერში შედის და პალტოს ქალი ხდის..
-დაიღალე საყვარელო? კითხულობს მელისა და ვნებაამღვრეული თვალებით შეჰყურებს.
-ძალიან,თვალებს ხუჭავს და სავარძელში ეშვება,მელისა მასთან ახლოს მიდის და საროჩკის ღილებს ხსნის.
-გინდა დაგავიწყო ყველა პრობლემა?კითხულობს და კოცნას არ წყვეტს.
იოანეს ჩაეღიმა და თვალებში შეხედა..
-თუ შეძლებ,რატომაც არა?
იოანემ ღრმად ჩაისუნთქა,როდესაც ქალის ტუჩები იგრძნო მის ასოზე.. ხელი თმაზე დაქაჩა და ჩუმად ამოიკვნესა. როდესაც ქალი თავის საქმეს მორჩა,კაცმა მჭიდროდ მოჰკიდა ხელები და საწოლზე დაახეთქა,ცხოველივით ეცა და ჟინი დაიკმაყოფილა. სიმართლე კი მხოლოდ ის იყო,რომ ყოველი ქალის შეხებაზე,მხოლოდ ევა ახსენდებოდა,მხოლოდ იმას წარმოიდგენდა, რომ ევას დიდი , ნაზი ტუჩები ეხებოდნენ მას,მის სხეულზე მხოლოდ ევას გრძელი,ნატიფი თითები მოძრაობდნენ,მხოლოდ მისი მუქი ქერა კულულები ეხებოდა მკერდზე,ის კი იმასაც აცნობიერებდა,რომ ევაზე ტკბილი არავინ შეხვედრია და ყოველი სექსის შემდეგ ხვდებოდა თუ როგორ განსხვავდებოდა ევა სხვა ქალებისგან.
-ტელეფონი გადმომაწოდე,თქვა იოანემ და სიგარეტს მოუკიდა.
მელისა ტელეფონს დასწვდა და წარბშეკრულმა გახედა საყვარელს.
-ეს გოგო ვინ არის?
-არაა ეგ შენი საქმე,ადექი რა ჩაიცვი,საქმეები მაქვს.
-სხვა საყვარელია???
-მელისა!!! იოანეს თვალები აენთო და გაავებულმა შეხედა მას.
-ხომ იცი რომ ჩემსავით უსაზღვრო სიამოვნებას ვერავინ მოგანიჭებს,რატომ არ აღიარებ?
-ადექი სანამ აქვე მოგკალი.
ქალმა გადაიკისკისა,იოანემ კი გაკვირვებული მზერა მიაპყრო,ანუ ჰგონია არ იზავს?!კაცმაც თავი გააქნია და ირონიულად ჩაიცინა.
-ჰო კარგი,კარგი...როდის მიდიხარ?
იოანეს სარკიდან გახედა და თან ჩაცმას შეუდგა.
-ამ დღეებში..
-აღარ მნახავ?
-გნახავ,როცა ჩამოვალ ხოლმე.
-კარგი,იმედია პატარა გოგოებში არ გამცვლი! საჩვენებელი თითი დაუქნია და სასაცილოდ ბრაზიანი სახე მიიღო.
თბილისი.
-ხომ იცი,ამას არ შევარჩენ... შენ ჩემს გვერდით უნდა ყოფილიყავი,დღეს,გუშინ.. სულ.. შენი ძმების,თორნიკეს,ვაჩეს გვერდით..ვიცი ახლა რამეს იტყოდი,ისევ ღადაობას დამიწყებდი სრუილად სერიოზულ თემაზე და ამაზეც მეტყოდი დაიკიდეო,მხარზე ხელს შემომარტყავდი , მაგრამ მე არ ვარ ასეთი.. ხომ იცი არა?შენი სისხლის სუნი ჯერ კიდევ ჩემს სახლში ტრიალებს.. მე კი ამ სისხლის დამღვრელს არ ვაპატიებ,არ დავტოვებ ცოცხლად..ზუსტად იმ ადგილას ვესვრი,სადაც შენ გესროლეს, ბოთლს იკიდებს და ერთიანად ცლის იოანე,უტას საფლავს ხელს უსმევს და თვალებზე ცრემლი ადგება.. აი,შენი ძმებიც აქ არიან,იოანე თვალს ავლებს მეგობრებს რომლებიც დგანან და სინანულით დაჰყურებენ ძმების საფლავებს,განსაკუთრებით კი უტასას.
იმედია,სადაც ხარ,მშვიდად ხარ და არ გტკივა...მე გპირდები,რომ ნიკას საფლავიც კი არ ექნება..გპირდები,შენს სისხლს არავის შევარჩენ უტა...ჩვენ,არცერთი არ შევარჩენთ... შურისძიების დრო დგება.
******
-ქალბატონო ევა,ბატონი იოანე ჩამოვიდა.
-რაა???? ევას სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა,ყავიანი ფინჯანი ხელიდან გაუვარდა და მთელი სისწრაფით ჩაეშვა კიბეებზე,სადაც იოანე იდგა,მაშინვე ზედ მიეკრო და ძლიერად ჩაეხუტა.
-იოო!
-რამდენჯერ გითხარი ასე სწრაფად ნუ ჩამორბიხარ თქო! ქაჯი ხარ? ჩაეცინა და მის ტუჩებს დაეწაფა.
-ხო,ამდენი ხნით მარტო დამტოვე ხოლმე და კიდევ მე ვიქნები ქაჯი!
-ეს შენ მოგიტანე,პატარა კოლოფი გაუწოდა და ევამ თვალები გააფართოვა.
-ეს რაარის??
-მოდი,გაგიკეთებ,ოღონდ მომეხმარე და თმა აიწიე.
-კისერზე ულამაზესი კულონი შემოახვია პატარა ბრილიანტის თვლით რომელიც გულის ჩარჩოში იყო ჩასმული.
-იოო,რა ლამაზიააა... თან ისეთი მძიმე და ბებრული არაა,რაც გიჩუქებია.. გემოვნება დაგეხვეწა??ენა გამოყო და დაიჯღანა.
-ამას უყურე ერთი! ესე იგი არ მოგწონდა ჩემი საჩუქრები ქალბატონო?!
-ნუუუუ... მმმმ...ისე რააა...
-აჰაა,ესე იგი ისე რაა?!!
ევას კისკისი ბოლო ხმაზე ისმოდა,როცა იოანემ მხარზე გადაიგდო და უმაწყალოდ იქნევდა ფეხებს აქეთ-იქით.
-გასწავლი ჭკუას!
-ხელს ხომ არ გიშლით? "მყუდროება" თორნიკემ დაარღვია,მის უკან მდგომ ვაჩეს კი ლოყები ებერებოდა სიცილის შეკავებისგან.
"ჭკუას გასწავლი,დამაცადე!" თითის ქნევით მზერა გააყოლა ევას რომელიც კიბეებზე ასვლას აპირებდა.
-სალაპარაკო გვაქვს..
-კარგი..დაგტოვებთ, თქვა ევამ,და კიბეები აირბინა.
-რაც მალე გვეცოდინება,მით უკეთესი. საქმეს როდის შევუდგეთ?
-დღეს დავისვენოთ. ხვალ დილით კი გეგმის განხორციელებას შევუდგეთ... იარაღები სარდაფშია,გადაათვალიერეთ,მეც მოგვიანებით ჩამოვალ.
-კაი,წავედით მაშინ.
********
კარები გაიღო და იო შემოვიდა,ღიმილი ყურებამდე ამივიდა და ძლიერად ჩავეხუტე,მისმა სურნელმა თავბრუ დამახვია და არაამქვეყნიური გრძნობებით ავივსე.
-ძალიან მოგენატრე? იკითხა დიდი ინტერესით იოანემ და მწვანე თვალები მოჭუტა.
-არა თქო,რომ გითხრა ღირსი ხომ ხარ?
-არც მე,საერთოდ არ მომნატრებიხარ. ერთი წამითაც არ მიფიქრია შენზე,თქვა და თავი გაატრიალა. წამიერად გავბრაზდი და შუბლი შევკარი,ჩემს რეაქციაზე სიცილი წასკდა და გადაიხარხარა.
ლოყებზე ხელი მომიჭირა და ჩემს ტუჩებს ეძგერა.
-როგორ მომენატრა ეს გემო... აი ამ კანის და თმის სურნელი... თითები კისერზე ჩააცურა და სველი კოცნა დამიტოვა.
-კიდევ რა მოგენატრათ ბატონო იოანე?!
-კიდევ?ჰმმმ.. თვალები ქვევით დახარა და ღილები შეხსნა,მკერდს ხელით შეეხო და მოუჭირა,მე კი ამას ვერ გავუძელი და ამოვიკვნესე.
-კიდევ აი ეს ხმა მომენატრა.. თქვა და ისევ ტუჩებზე მწვდა..
ხელი ნელნელა ქვევით ჩააცურა და წამებში ტანსაცმლის გარეშე დავრჩი.
მთელ სხეულზე ვიგრძენი მისი ცხელი და რბილი ტუჩები,მკერდზე,მუცელზე,ფეხებზე,ყელში. მისი ტუჩებითა და ენის სრიალით ვნეტარებდი.. მის ზემოთ მოვექციე და მთლიანად შევიგრძენი ის,მისი ხელები ჩემს მკერდზე მოვათავსე და თავი გადავწიე უკან,ნელა და აუჩქარებლად ვტკბებოდით ერთმანეთით,ერთმანეთში ვიყავით ჩაფლულები და ამ სამყაროს მოწყვეტილები.
-იო,შენთვის საჩუქარი მაქვს... გულამოვარდნილმა ძლივს ამოვილუღლუღე.
ინტერესით სავსემ მზერა მომაპყრო და თქმის გარეშე მივხვდი,ელოდებოდა რას ვუპასუხებდი.
ზეწარი მოვიხვიე და კარადა გავაღე,ის პატარა ალბომი ავიღე ,რომელიც იმ დღეს შემთხვევით ვიპოვე და ალბომიანად საწოლში ჩავხტი. იოანეს მკლავებში მოვექციე და ალბომი მის წინ გავშალე,სადაც ალექსანდრას,დედამისის ულამაზესი ფოტო იყო.
-მახსოვს მეუბნებოდი,დედის ფოტოები არ მაქვსო,მე კი აქ,ამ ოთახში სრულიად შემთხვევით ვიპოვე იო..
იოანე საწოლზე წამოჯდა და მომღიმარი სახით დაიწყო ალბომების შლა.. დედის ფოტოებს განცვიფრებული უყურებდა,შემდეგ იმ ფოტოს,სადაც კოტესთან ერთად ორსული იდგა,პატარა ბავშვივით იღიმოდა და ბედნიერებისგან თვალები უნათებდა.
-ევა ეს როგორ იპოვე?
-აქ იყო...ამ კარადაში..გაგიხარდა?
-რა თქმა უნდა... მადლობა ევა...მადლობა...ვერასდროს წარმოვიდგენდი აქ თუ იქნებოდა.. მადლობა საყვარელო... ტუჩზე მოწყვეტით მაკოცა ისე, რომ ალბომისკენ თვალი არ მოუწყვეტავს.
-ევა..
-ჰო? სახე ხელებში მოვუქციე და მისი ყურებით ვეცადე მაქსიმალურად დავმტკბარიყავი.
-ხვალ უნდა წავიდე.. მოსკოვში..
ხელები ნელნელა თავისით გამეშვა,მომღიმარი სახე გასწორდა და თვალებმა ციმციმი შეწყვიტა..
-რაა.. ისევ მიდიხარ? არაფრის მთქმელი და უიმედო მზერით გავხედე
.. პასუხს არ დაველოდე,მის საპირისპიროდ გადავტრიალდი და თვალებზე ცრემლი მომადგა..
-ევაა... კარგი რა,მომისმინე გთხოვ.. საქმე მაქვს ძალიან სერიოზული..
-რა საქმე იოანე? კიდევ ვინმე უნდა მოკლა?
მისი პასუხი არ გამიგია და უკვე ყველაფერს მივხვდი,მაგრამ მსხვერპლი ვინ იყო,იმას არა , რა თქმა უნდა..
-ვეცდები დავბრუნდე.
თვალები გავაფართოვე და შეშინებულმა გავხედე
-ეცდები?
-უფრო სწორედ,ვეცდები..მალე რომ დავბრუნდე... ამის თქმა მინდოდა..
-იოანე მაშინებ...არ წახვიდე,გემუდარები..
-ევა ხომ იცი მაინც რომ წავალ..
-მაშინ მეც წამიყვანე!ასე მშვიდად ვიქნები.
-ევაა არ შემიძლია!
-იოანე გთხოვ,წამიყვანე. შენს გარეშე არ მინდა ,გთხოვ.
იოანემ ღრმად ამოისუნთქა, თავი კედელს მიადო და მზერა უსასრულობისკენ მიმართა. მე ვერც კი გავაანალიზე,როგორ სწრაფად ჩამეძინა მის მკლავებში.
******
ყველაფერს ბუნდოვნად ვხედავ,თვალებს რამოდენიმეჯერ ვახამხამებ რომ უფრო კარგად შევძლო რეალობის ასახვა,ხელები მტკივა,ფეხებიც,რადგან ვხვდები რომ გაკოჭილი ვარ,პირზე კი წებოვანი ლენტი მაქვს აკრული,ვფორიაქობ,ისტერიკა მეწყება,სახე ცრემლებისგან სულ მისველდება და ვცდილობ ამ საშინელი ლენტის მიუხედავად ვიყვირო და ვინმემ რამენაირად გაიგოს ჩემი ხმა,ვყვირი,ძალას ვატან თავს,ყვირილი ღმუილს უფრო ჰგავს,ყველაფერი მახსენდება,გასული ღამე...იოანე...ღმერთო,არა...
ისევ ხმები,ისევ საშინელი ხმები,პოლიციის სირენა,არა...არა..არა.. მადლობა ღმერთს,ეს იოანეს ხმა მესმის...მეჩვენება? არა..ის არის.. იოს ხმა მესმის როგორც იქნა...იო გთხოვ მოდი.. იო.... ბოლოს კი,შემზარავი გასროლის ხმა,რომელიც სიჩუმის წყვდიადს ასადგურებს გარეთ,თვალებს ვაფართოებ,არც კი ვახამხამებ,ვეღარ ვყვირი,ვეღარ ვინძრევი..ერთ ადგილზე ვარ გაყინული,თითქოს ლოყაზე ჩამოვარდნილი ცრემლიც მახმება,მისი ხმა აღარ მესმის.. ის..არა..იოანე!!!!არა!!!არ დამტოვო!!!იოანეე.....скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი ანი

ფოტოებიც როგორ გემოვნებით შერჩეულია..
რომანიც და, ზოგადად, წერის მანერა,მიმდინარეობა და სიუჟეტი გამორჩეულია, დამაფიქრებელი და დღევანდელ რეალობას მორგებული.მომწონს,მომწონს,მომწონს.....!!!!!

 



№2  offline წევრი Queenofmoon

სტუმარი ანი
ფოტოებიც როგორ გემოვნებით შერჩეულია..
რომანიც და, ზოგადად, წერის მანერა,მიმდინარეობა და სიუჟეტი გამორჩეულია, დამაფიქრებელი და დღევანდელ რეალობას მორგებული.მომწონს,მომწონს,მომწონს.....!!!!!

უღრმესი მადლობა,ასეთი შეფასებისთვის,არც კი ვიცი რა ვთქვა,სიტყვები არ მყოფნის...heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent