შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Lost Minds (13)


29-04-2018, 08:24
ავტორი Moonlight Sonata
ნანახია 983

Lost Minds (13)

შუაღამეს უკვე კარგა ხნის გადაცილებული იყო. კედელზე დამაგრებული საათის ისრები, განუწყვეტლივ წიკწიკებდნენ, ხოლო ლამპიონებით გრძელი რიგით განათებულ ქუჩებში, ჯერ კიდევ, უხვად მოძრაობდნენ სხვადასხვა მარკის ავტომობილები, რომლებიც ამჯერად ვინ იცის, რა მნიშვნელოვან საქმეებზე მიიჩქაროდნენ თეთრი ზოლებით, ლამაზად დახაზულ გზატკეცილზე. სწორედ იმ გზატკეცილზე, ვენის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასტუმრო Suite Hotel 200m zum Prater, რომ გადმოჰყურებდა.
ტურისტებისა თუ უბრალოდ, ერთდღიანი სტუმრებისთვის განკუთვნილ, ხუთ სართულიან შენობაში, სრული სიწყნარე და იდილია სუფევდა. ფანჯრების უმეტესობა მთლიანად ჩაბნელებული იყო, რაც იმას მოასწავებდა, რომ სასტუმროში გაჩერებული ადამიანები, ან სიზმრების იდუმალებით მოცულ სამყაროში მოგზაურობდნენ, ან ცდილობდნენ ეს მოგზაურობა, რაც შეიძლებოდა მალე დაეწყოთ. თავისთავად, არც მომსახურე პერსონალი დაძრწოდა სართულიდან სართულზე, თავისი ცნობილი შეძახილით-"დასუფთავებაა" და არც ოფიციანტები დააგორიალებდნენ საჭმლით გადავსებულ, ოთხბორბლიან ურიკებს სხვადასხვა ნომერში, რათა შემდეგ ფეხის ქირა მიეღოთ და ბედნიერი სახეებით გაბრუნებულიყვნენ თავიანთი სამუშაო ადგილისკენ, სადაც დაბრუნება, მაინდამაინც არ ეხალისებოდათ . . .
სასტუმროს მესამე სართულზე მდებარე, ოთახ ნომერ 309-ში ჯერ კიდევ ენთო კაშკაშა სინათლე. როგორც ჩანს, იქ დაბინავებულ ტურისტებს, ძილი არ ეკარებოდათ და სანამ მათ სულებშიც ჩასახლდებოდა სიზმრების ანგელოზი, რომელიც ფუმფულა, შავ-თეთრი ფერებით გაწყობილი ბალიშებისკენ უბიძგებდა, დროის გაყვანას სხვადასხვა ხერხებით ცდილობდნენ.
-აბა, მაჩვენე, რა მოიტანე -აივანზე დადგმულ პატარა სავარძელს, გვერდით მეორე მიუდგა ანდრეამ და შიგ, მოწყვეტით ჩაესვენა. პარადოქსი იყო, მაგრამ მთელი დღის სეირნობას, რომლის დროსაც თითქმის ყველაფერი მოინახულეს შონბურნის სასახლით დაწყებული, ბელვედერის პარკით დამთავრებული, სადაც გაშენებულმა, ავსტრიის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილმა მცენარეებმა, ბეაზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა, გადაღლილის ნაცვლად, ენერგიაზე მოსულიც კი, ჩანდა. ამ გასეირნებას, ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილების მონახულება ჰქონდა მიზნად. რა თქმა უნდა, სამახსოვრო ფოტოც უამრავი შემორჩა, რომელშიც ვენის ყველაზე ლამაზი ხედები იყო აღბეჭდილი.
ოთხი დღე გასულიყო მას შემდეგ, რაც ეშმაკის ბორბალზე, ამ უჩვეულო წყვილმა ერთმანეთს პირველად აკოცა. გასაკვირი იყო, მაგრამ ამაზე სიტყვა ერთხელაც კი, არ დაუძრავთ. თითქოს წინასწარ შეთანხმდნენ, რომ მოცემულ, პატარა ეპიზოდს, ქვეცნობიერის ყველაზე ღრმა კუნჭულში დამარხავდნენ და მიწის სქელ ფენასაც დააყრიდნენ ზემოდან. არა, ვერ იტყოდით, რომ ამაზე საუბრის წამოწყების სურვილი არ ჰქონდათ, პირიქით ეს ორივეს ძალიან უნდოდა, მაგრამ საფიქრალი ის იყო, თუ როგორ გაგრძელდებოდა ყოველივე ამის შემდეგ მათი ურთიერთობა. ბეას, მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრება ჰქონდა. მართალია, არაფერს ნანობდა, მაგრამ რა გარანტია იყო იმის, რომ ანდრეა უბრალოდ წუთიერ სისუსტეს არ აჰყვა და ეს კოცნაც ამის ბრალი არ იყო? შეიძლებოდა მამაკაცს არც ჰქონდა დაგეგმილი მასთან სხვა სახის ურთიერთობა. ის ურთიერთობა, რომელზეც ბეა, გულის სიღრმეში ალბათ ფიქრობდა კიდეც. მაგრამ ამაში თავის თავსაც კი, არ უტყდებოდა.
გოგონა ოთახში სულ რაღაც წამების შემოსული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ, მორიგი სიგიჟე ჰქონდა შემატებული თავისი კოლექციისთვის, მაინც ისე გამოიყურებოდა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს და სახეზეც უდარდელი ღიმილი დასთამაშებდა.
-ის, რაც მოვიტანე, დღევანდელ დღეს აშკარად დააგვირგვინებს -მხიარულად წარმოთქვა, სანამ სავარძელში ჩაჯდებოდა და ჩანთიდან კონიაკის ბოთლი ამოაძვრინა -მგონი კარგი უნდა იყოს, არა?
-მაჩვენე -ანდრეა ახლა მართლა ძლივს იკავებდა სიცილს. იმ მწარე გაკვეთილის შემდეგ, ბეას კვლავ ალკოჰილით ხელში დანახვა, ნამდვილად სასაცილო იყო. მაგრამ რომ დავფიქრდეთ, ამაზე მეტი სისულელე რაღა უნდა გაეკეთებინა? -სერიოზულად? ეს საიდან იშოვე? -გაკვირვების შეძახილი აღმოხდა, როდესაც ბოთლზე კონიაკის სახელწოდება -Hennesy Ellipse ამოიკითხა.
-რა მოხდა? ასეთი რა არის?
-ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული კონიაკია მსოფლიოში. ამის ერთი ბოთლი, 8 000$ ღირს. მაღაზიაში ნამდვილად ვერ შეიძენდი, შეზღუდული რაოდენობით გამოდის -ეჭვით გახედა, უკვე სავარძელში ჩამჯდარ გოგონას, რომელსაც ფეხი, ფეხზე გადაედო და სივრცეს უმისამართოდ გაჰყურებდა -ბეა, საიდან მოიტანე ეს სასმელი?
-კარგი, გეტყვი ოღონდ მორალის კითხვას ნუ დამიწყებ -სახე ამჯერად ლამპიონების შუქით განათებული ქუჩიდან, მონაქროლ ნიავს დაუხვედრა -ვიღაც მდიდარი არაბი იყო ფოიეში და იმას ამოვაცალე ჩანთიდან. იმ ადგილას კამერები არ იყო და ვერაფერი დამაფიქსირებდა -ბეამ ქვედა ტუჩი უხერხულად მოიკვნიტა -კარგი რა, ასეთი სახე ნუ გაქვს, ამის გარდა, კიდევ ბევრი ჰქონდა, თან მე ხომ არ ვიცოდი, რომ ასეთი ძვირადღირებული იყო. სხვა შემთხვევაში, ხელსაც არ ვახლებდი
-ნამდვილი შეშლილი ხარ, ბეა -ახლა უკვე თავშეუკავებლად იცინოდა. ჯანდაბა, როგორ არაამქვეყნიურად უხდებოდა ეს ყოველივე. თითქოს, ამ დროს, სრულიად სხვა ხდებოდა და თავის თავს აღარ ჰგავდა -მე კი, ვიფიქრე მხოლოდ სასტუმროს მარკეტში ჩახვიდოდი ესპრესოს საყიდლად
-როგორც ხედავ, სიურპრიზებით ვარ სავსე -როგორც ასეთ მომენტებში ჩვეოდა, წარბები ეშმაკურად აათამაშა და ზურგჩანთიდან ორი პლასტმასის ჭიქაც ამოაძვრინა -აბა, შენ დაასხამ, თუ მე დავიწყო? სხვათა შორის, დღევანდელი დღე ძალიან მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ მხატვრობა არ გიყვარს და მუზეუმებში ვერ შეგიტყუე. ხვალ სად წავიდეთ? სამი დღე დაგვრჩა და მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ
-ძალიან ხარ აზარტში შესული -ჯერ ბეას შეუვსო, ხოლო შემდეგ, თავისთვისაც დაისხა. ძვირადღირებული სასმელის ბოთლმა, ცოტა ხნით, პატარა, მინის მაგიდაზე დაიკავა ადგილი, სადაც მასთან ერთად ლამაზად მოხატული, ყვავილების ქოთანი იდო, შიგნით ჩარგული ლამაზი ორქიდეებით
-რომ იცოდე, ხვალინდელი მარშრუტი უკვე შევადგინე. მინდა ოპერის თეატრი ვნახო შიგნიდან, რადგან ამბობენ, რომ ნამდვლი საოცრებაა და მერე სადმე შნიცელიც ვჭამოთ. ყველაზე ცნობილ ავსტრიულ კერძებში შედის. აქაურები მასზე გიჟდებიან -პატარა ჭიქა, ხელში მხიარულად შეათამაშა. სახეზე იმ ცელქი ბავშვის გამომეტყველება ჰქონდა, რომელიც რაღაც მზაკვრულს გეგმავდა -აბა, რას გაუმარჯოს? მამაკაცი შენ ხარ და სადღეგრძელოც შენ უნდა თქვა
-რას გაუმარჯოს? -ისეთი გამომეტყველება დაედო, თითქოს პასუხი მზად არ ჰქონოდა -იმ პატარა ეპიზოდს, რომელზეც არცერთი კრინტს არ ვძრავთ, მაგრამ ამის გაკეთება ძალიან გვინდა
-ჩვენს კოცნას გულისხმობ? -ნახევრამდე ჩაცლილი სასმისი მარჯვენა მუხლზე დაედო და ისე უყურებდა. ბოლომდე გამოცლას, მხოლოდ მაშინ გეგმავდა, როდესაც ანდრეასგან პასუხს ეღირსებოდა.
-ნანობ ამას? თუ ასეა უნდა ვიცოდე, რადგან უკვე აღარ ვიცი შენთან როგორ მოვიქცე. ისიც არ ვიცი, ჩემთის ვინ ხარ, მაგრამ ერთ ძალიან ბანალურ რაღაცას გეტყვი-როდესაც ვაცნობიერებ, რომ დადგება დრო, როდესაც ჩვენი ერთად ცხოვრება დასრულდება, როდესაც ვეღარასდროს ვიხილავ შენს სიგიჟეებს . . . -მამაკაცმა კონიაკი ბოლომდე გამოცალა. სათქმელის დასრულება, რატომღაც არ მოისურვა. მთელი თავისი ცხოვრებიის განმავლობაში, გულწრფელობის პრობლემა ჰქონდა და ახლაც, სწორედ ეს ხდებოდა
-მინდა, რომ სათქმელი დაამთავრო. გთხოვ გააკეთე ეს -ბეას ნაცრისფერი თვალები მუდარას გამოხატავდა, ხოლო სხეული ერთიანად თრთოდა
-არ ვარ დარწმუნებული, რომ ერთი წლის შემდეგ, განქორწინების ფურცლებს ხელს ღიმილიანი სახით მოვაწერ და ასეთივე გამომეტყველებით დაგემშვიდობები - ღრმად ამოსუნთქვას, თითქოს მთელი გრძნობა ამოაყოლა. კიდევ ერთხელ შეათვალიერა გოგონა. ამჯერად, ბეა მოკლე შორტებსა და უმკლავო ნაცრისფერ მაისურში გამოწყობილიყო. იმდენად უხდებოდა თავისუფალი სტილი, რომ კანდელაკმა რამდენიმე წამით თვალი ვერ მოწყვიტა. ჯანდაბა, რას უკეთებდა ეს გოგო? თავის თავს, თვითონაც კი, ვერ სცნობდა. ყოველთვის ეგონა, რომ ანას შემდეგ, სერიოზულად აღარავისზე იფიქრებდა და მხოლოდ ერთდღიანი ურთიერთობები იქნებოდა მისი ცხოვრების სტილი, მაგრამ ბეა არც ერთდღიანი იყო და არც ერთ საათიანი. გოგონას გაცილებით უფრო დიდი ადგილი ეკავა და სწორედ ეს აშინებდა. აღარ უნდოდა მსგავსი რამ კიდევ გამოეცადა. აღარ უნდოდა ყვარებოდა და იმის შიში ჰქონოდა, რომ ყველაფერი წინანდელივით დასრულდებოდა.
-ამას რატომ აკეთებ, ანდრეა?
-რას ვაკეთებ?
-თავგზას მიბნევ. ყოველ წუთს, ყოველ წამს, შენი ყოველი სიტყვით, გამოხედვით და მიმიკით თავგზას მიბნევ. მაშინაც კი, როდესაც იღიმი თითქოს შენკენ მიბიძგებ და მითრევ -ბეამ თვალები დახუჭა და თავი გადააქნია. თითქოს ასე იმ ქაოსის მოშორებას ცდილობდა, რომელიც მის თავში, ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული -ახლა კი, დროა გავჩუმდე და აღარაფერი ვთქვა. ისედაც ზედმეტი ვილაპარაკე
-კითხვაზე არ გიპასუხია. პასუხი მჭირდება, ბეა, თანაც ძალიან
-რომელ კითხვაზე? -ჭიქა კიდევ ერთხელ შეივსო და ბოლომდე გამოცალა, მანამ, სანამ კანდელაკი აზრებს თავს მოუყრიდა და რაიმეს იტყოდა
-ნანობ იმას, რაც ეშმაკის ბორბალზე მოხდა? გულწრფელად მიპასუხე და არაფერი დაამატო
-მოდი, გულახდილი ვიქნები -ჩაფიქრებული სახით დაიწყო გოგონამ და წამით გაჩუმდა. ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, რომ ვინმე იფიქრებდა, აღარაფრის თქმას არ აპირებსო, მაგრამ ასე ნამდვილად არ იყო. უბრალოდ ცდილობდა სიტყებისთვის თავი მოეყარა. მართლაც რთული იყო ბეასთვის ამ ყველაფერზე ემოციების გარეშე ლაპარაკი -არა, არ ვნანობ. უსამართლობა იქნება ჩემი მხრიდან, რომ საპირისპიროში დაგარწმუნო და ამას არც ვაპირებ. დღემდე ამ თემაზე საუბარს ორივე გავურბოდით და შენ რომ არ წამოგეწყო, ალბათ ხმასაც კი ვერ ამოვიღებდი, მაგრამ . . .
-მაგრამ, რა?
-არაფერი . . . -დუმილი სამი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. მხოლოდ მანქანების მოძრაობა ეჯახებოდა სიჩუმის ნაწილაკებს და მათ გაბატონების საშუალებას არ აძლევდა. თითქოს ატმოსფეროც კი დაძაბულად შესცქეროდა ამ ორის საუბარს და მოვლენების განვითარებას გაფაციცებით ელოდა, 3D სათვალით და პოპ-კორნით ხელში
-სვირინგს რას უპირებ? მოიშორებ?
ამის გაგონებაზე, გოგონას, მარჯვენა ხელში დაჭერილი ჭიქა კინაღამ ძირს დაუვარდა. რატომღაც არ ელოდა, სასაუბრო თემის ასეთ მკვეთრ და მოულოდნელ ცვლილებას, თუმცა ეს ალბათ, უკეთესიც იყო.
-ა . . . არ ვიცი, ალბათ ოდესმე მოვიშორებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ძალიან მტკივნეული იქნება -ეს, რომ თქვა, პარალელურად თავის ბეჭს ზემოდანაც დახედა და რატომღაც, სახეზე ღიმილი გამოესახა -ნეტავ ჩემს მობილურშიც ხომ არ არის რაიმე ვიდეო იმ დღიდან? გინდა შევაწმოწმოთ?
-იმედია, ის ჩანაწერი არ დამხვდება, სადაც სხეულზე შენს სახელს ვიწერ -შეწუხებული სახე მიიღო და ასეთივე გამომეტყველებით დააკვირდა, თუ როგორ იღებდა გოგონა ჯიბიდან მობილურს
-თუ ასეა, გპირდები, რომ ძალიან ბევრს ვიცინებ -თან სენსორებს აჭერდა ხელს, თან კანდელაკს ესაუბრებოდა. ჯერ გალერია გახსნა, შემდეგ ვიდეოებს დაუყვა რიცხვების მიხედვით და რამდენიმე წამში, რომელიც თითქოს უსასრულოდ გაიწელა, თვალიერება შეწყვიტა. აშკარა იყო, რომ რაღაც ისე ვერ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო -მგონი არ მეცნობა. ნეტავ რა უნდა იყოს?
-თუ გახსნი, ამ კითხვას პასუხი თავისით გაეცემა -და რგოლში ჩასმულ სამკუთხედს, ხელი მანამ დააჭირა, სანამ ამის გაკეთებას, თავად მობილურის პატრონი მოიაზრებდა
პირველი, რაც დიდ ეკრანზე გამოჩნდა, ბეას გამოსახულება იყო, უკანა ხედით. ზუსტად იმ დროს, როდესაც მდინარეში, მხოლოდ შიდა თეთრეულით შედიოდა.
<<ანდრეა შემოდი! წამოდი ჩემთან ერთად>> -ხმამაღლა ყვიროდა ბეა და უფრო და უფრო ღრმად მიცურავდა. ამ ყველაფერთან ერთად, კადრებიც იბურებოდა და როდესაც მხოლოდ წყალი და სავსე მთვარით განათებული ტალღები გამოჩნდა, ბეას ხმამაღალი ყვირილის ფონზე, ვიდეოს გადაღების ხარისხიც გაფუჭდა. უკვე შეუძლებელი იყო რაიმეს გარჩევა, სულ რაღაც თხუთმეტი წამის განმავლობაში შეიძლებოდა მისთვის თვალის დევნება, ხოლო დანარჩენი წუთები, მხოლოდ გაურკვევლობას ტოვებდა და მეტს არაფერს. იმ გაურკვევლობა, რომლის ამოხსნასაც ვერც ერთი შეძლებდა და ვერც მეორე.
-აი, ეს იყო შოუ -მხოლოდ ამით დააკომენტარა, ცოტა ხნის წინ ნანახი, სავარძელში მოხერხებულად მჯდარმა, თან ბეას ღიმილიანი სახით გახედა -ნასვამი ყოველთვის ასეთი გიჟი ხარ?
-რატომ არაფერი მაგონდება? ამის მერე რა მოხდა? რა გავაკეთეთ? იქნებ სექსიც გვქონდა და აღარ გვახსოვს? -ბოლო წინადადებაზე, ლამის მკვდრის ფერი დაედო. არ უნდოდა იმის დაჯერება, რომ ეს მართლა გააკეთა
-თუ ასეა, აუცილებლად დაგამახსოვრდებოდი. ჩემთან გატარებულ ვნებიან ღამეს ვერცერთი სასმელი ვერ დაგავიწყებდა
-ანდრეა ახლა აივნიდან გადაგაგდებ! -სიბრაზისაგან აწითლებულმა კინაღამ მართლა მოიყვანა სისრულეში თავისი სიტყვები
-გეყოფა რა, ნუ ღელავ არაფერი გვქონია. იმდენად ვიყავით ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, რომ ალბათ ამ სიტყვის მნიშვნელობაც აღარ გვახსოვდა. ისიც კი ვერ გავიაზრეთ, რომ ნასვამ მდგომარეობაში წყალში შესვლა სიცოცხლისთვის სახიფათოა
-კარგი შევეშვათ -რამდენიმე წამით ჩუმად იყო, შემდეგ კი, კვლავ განაგრძო, თანაც ისეთი უდარდელი სახით, თითქოს წამის წინ, შიშისგან ლამის გული არ წასვლოდეს -არ მესმის რატომაა ეს კონიაკი ასეთი ძვირადღირებული. სრულიად ჩვეულებრივი გემო აქვს, არაფერი განსაკუთრებული. თუმცა ალბათ ის არაბი მაინც გიჟს ჰგავს
-ამდენს ნუ სვამ, თორემ შეიძლება შენი გაკონტროლება გამიჭირდეს. ხომ გესმის?
-არა არ მესმის. რას გულისხმობ?
-ნასვამზე ყველას ვუნდები ხოლმე -ირონიულად ჩაეცინა -მგონი შენც მათ ბედს გაიზიარებ და შეეცდები საწოლში შემიტყუო
სიტყვები საკმაოდ თამამად ჟღერდა და სწორედ ამიტომ გამოიწვია გოგონას რამდენიმე წუთიანი დადუმება. უკვე საკმაოდ ჰქონდა დალეული და სხეულიც საგრძნობლად უხურდა. მართლა იყო რისკი იმისა, რომ ალკოჰოლისგან გაბრუებულს, სისულელეების კეთება დაეწყო, თუმცა ახლა ანდრეას გვერდით იყო, ამ ადამიანს კი საკუთარ თავზე მეტადაც კი ენდობოდა. იცოდა, რომ სიტუაციით არასდროს ისარგებლებდა. სწორედ ამიტომ იყო ასე თავისუფლად. საოცარია, მაგრამ ბეას ნდობა ისე მარტივად არავის მოუპოვებია, როგორც კანდელაკს და ეს თავადაც ზედმეტად აკვირვებდა.
-ძალიან დიდი წარმოდგენა გაქვს შენ თავზე. ამას ვერასდროს ეღირსები
-მართლა? -კვლავ ირონია იგრძნობოდა მის ტონში -მე კი, მგონია, რომ ახლა რომ შენი კოცნა ვცადო, წინააღმდეგობასაც კი, ვერ გამიწევ. თუ გინდა ვცდი
ბეას უცნაურმა ჟრუანტელმა დაუარა. იგრძნო, რომ მისი საქმე მართლა ცუდად იყო.
-ასე სასმელმა გაგათავხედა, თუ რაიმე განსაკუთრებული დღეა? -ეჭვიანი მზერით უყურებდა, თან სკამს შეუმჩნევლად გვერდით სწევდა, რათა ანდრეას დაშორებოდა
-კარგი, კარგი -კვლავ მომაჯადოებელი ღიმილი გადაეფინა ოდნავ წვერწამოზრდილ სახეზე. სწორედ ის ღიმილი, რომელიც ბეას ასე ძალიან უყვარდა და აგიჟებდა -უბრალოდ მიყვარს შენი გაბრაზება, ამ დროს ცხვირს ძალიან საყვარლად ჭმუხნი და ამის ყურება მომწონს
-შენ რატომ არ სვამ? გეშინია სიმთვრალეში კიდევ ვინმე შენნაირი დარტყმული არ შეირთო ცოლად?
-ცოლად სრულიად უცხო ადამიანს მიყვები და დარტყმულს მე მეძახი? -აშკარა იყო, ეს სიტუაცია ძალიან ართობდა
-ცოლად სრულიად უცხო ადამიანი მოგყავს და ამბობ, რომ დარტყმული არ ხარ?
-მოდი, ერთ რამეზე შევთანხმდეთ -სავარძლის კიდეს იდაყვით დაეყდრდნო, თან არც საქმიანი ადამიანის მზერა დავიწყებია -ორივენი დარტყმულები ვართ და მორჩა
-კარგი, ასე იყოს, მაწყობს -წინანდელისგან განსხვავებით, აღარ ითვლიდა მერამდენე ჭიქას სვამდა. მართალია კონიაკის გემო თავდაპირველად მაინდამაინც არ მოეწონა, მაგრამ ახლა სულ სხვაგვარად ფიქრობდა და ამ საკმაოდ გრადუსიან სასმელს, ისეთი ტემპით სვამდა, თითქოს მის წინ ფორთოხლის წვენით სავსე ბოთლი იდო და არა თვით Hennesy Ellipse, რომელიც ასე ძვირად ფასობდა და ყველასთვის ხელმისაწვდომი არ გახლდათ
-კარგი, მართლა ნუღარ სვამ ამდენს. უკვე ძალიან მოგეკიდა
-რაზე შეატყვე? -არაფრად ჩააგდო მისი ნათქვამი და მორიგი დოზა შეივსო. ანდრეას უნდოდა მანამ წაერთმია, სანამ დალევას მოასწრებდა, მაგრამ ბეამ სასმელი ისეთი სისწრაფით გამოცალა, რომ თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო. ბოთლის ნახევარი უკვე ცარიელი იყო, ხოლო გოგონა, ისევ იგივეს იმეორებდა.
-საკმარისია, დროა წყალზე გადახვიდე -ამჯერად უკვე მოახერხა ჭიქის ჩამორთმევა და ბოთლიც გვერძე გადადო -მეტს აღარ დალევ და არ შემეკამათო, მაინც ვერაფერს გახდები
-ანდრეა მომეცი -სცადა წაერთმია, თუმცა მამაკაცი ფეხზე წამოდგა, მოაჯირს მიუახლოვდა და ყოველგვარი ცერემონიის გარეშე, სასმელი ქვემოთ გადაღვარა, ისე, რომ არც უფიქრია, თუ იგი ვინმეს თავზე დაესხმებოდა. ახლა ამისთვის ნამდვილად არ ეცალა
-შენ ხომ არ გაგიჟდი? ხომ იცი ეს კონიაკი რაც ღირს?
-ვიცი, მაგრამ ახლა მის ფასზე მეტად, ის მადარდებს, რომ ფეხზე ძლივს დგახარ. მორჩა ბეა, იძინებ!
-ჭიქა მომეცი, ბოლოჯერ გეუბნები! იცოდე, არ ვხუმრობ!
-რა არაპროგნოზირებადი ხარ ნასვამი -გაეცინა -კარგი, თუ არ მოგცემ, რას იზამ?
-ანდრეა მომეცი -მარჯვენა ხელში სწვდა გოგონა და მას ფაქტობრივად, სხეულით აეკრო, რადგან კანდელაკს ჭიქიანი ხელი ზემოთ ჰქონდა აწეული და ბეა მთელი ძალით ცდილობდა მას მისწვდენოდა
-ნეტავ იცოდე, ახლა რა სასაცილო ხარ. რა ცუდია, რომ ვიდეოს არავინ გიღებს და ეს კადრები არ ინახება
-ვიდეო არ მიხსენო -ღიმილი ვერ შეიკავა წინანდელის გახსენებაზე -კარგი რა, მომეცი, ცოტას კიდევ დავლევ და მორჩა. ასე რატომ ჯიუტობ?
-ბეა, ძალიან გთხოვ, ერთხელ მაინც დამიჯერე -სახეზე ხელი ჩამოუსვა კანდელაკმა და ჭიქა, აივნის მოაჯირზე შემოდგა. ესიამოვნა მისი შეხებისას, ბეას შეკრთომის ხილვა. ეს იმას ნიშნავდა, რომ გოგონაზე მისი სიახლოვე ძალიან მოქმედებდა -უკვე საკმაოდ ნასვამი ხარ და თუ არ გინდა, მთელი ღამე გულის რევის შეგრძნებამ შეგაწუხოს, გაჩერდი. ეს სასმელი ძალიან ძლიერია იმისთვის, რომ ამდენად დიდი დოზა მიიღო
-კარგი, კარგი, გემორჩილები -თავისდა გასაკვირად დანებდა გოგონა და ამის ნიშნად, არც ხელების აწევა დავიწყებია. უკვე სულ სხვა რამეზე ფიქრობდა. ბეას მხრიდანაც უცნაური იყო აზრების და სიტუაციის ასეთი მკვეთრი ცვლილება, მაგრამ ახლა ეს, რომ არ ეთქვა, ალბათ გაგიჟდებოდა და თავის შეკავებაზე არც უფიქრია:
-ვგიჟდები შენს ტუჩებზე ანდრეა -მის სავსე ბაგეებზე, თითები ისეთი სინაზით გადაატარა, რომ ჟრუანტელმა თავადაც დაუარა -შენს თვალებზეც ვგიჟდები, შენს არაამქვეყნიურ ღიმილზეც, შენს სარკაზმზეც. საშინლად მიზიდავ -მზერას საკმაოდ თამამად უსწორებდა გოგონა და ამჯერად უკვე, მისი სახის ნაკვთებს ეფერებოდა. პირველად იყო ანდრეასთან ასეთი გახსნილი და გულწრფელი, თუმცა ახლა ხომ თავის თავს არ ჰგავდა? ალბათ, ხვალ ამას გააცნობიერებდა კიდეც.
-ნუ აკეთებ ამას -თითქოს, განწირული ადამიანის, შესაბრალებელი ვედრებასავით გაისმა, ჩურჩულით ნათქვამი, ანდრეას სიტყვები, რომელიც ახლა თავს ასაფეთქებლად გამზადებული ყუმბარასავით გრძნობდა და ყველანაირად ცდილობდა ხანძარი არ გამოეწვია -ისედაც თავს ძლივს ვიკავებ შენთან. გთხოვ, ნუღარ გააგრძელებ. არ გინდა . . .
-მოიცა, გთხოვ, არ წახვიდე -ოთახისკენ გაბრუნებულ კანდელაკს, მკლავში დაქაჩა და სახეზე ხელის გულები დაადო. აქ უკვე, ვეღარც ანდრეამ შეიკავა თავი და გოგონა თავისკენ მიიზიდა. მათი გახშირებული სუნთქვა, ალბათ მთელ ქალაქს ესმოდა და ძილის საშუალებას არ აძლევდა.
მერე რაც მოხდა, ერთისთვისაც ბუნდოვანი იყო და მეორესთვისაც. გოგონამ, რომელიც უკვე ზედმეტად გრძნობდა ალკოჰილის ზემოქმედებას, მასთან საკმაოდ ახლოს მდგარი ანდრეას მაისურის ბოლოებს ხელი გაუბედავად ჩაავლო და მალევე იატაკზე მოისროლა კიდეც. ახლა, ანდრეა მხოლოდ ჯინსის შარვლით იდგა და მის მიმზიდველ, ნავარჯიშებ სხეულს, მხოლოდ მთვარის და ლამპიონების შუქი ანათებდა.
-იცი, ახლა რა მინდა?
-დაახლოებით ვხვდები -მიუგო უკვე ზედმეტად აგზნებულმა. ახლა სუნთქვაც კი არ ახსოვდა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ჯანდაბა, რა ემართებოდა?
-არა, არა. ცუდად გამიგე -ცხოვრებაში პირველად, სახეზე სიწითლე დაეტყო -უბრალოდ მინდა, დღეს ღამით შენთან ერთად დავიძინო. არ მინდა იატაკზე დაწვე, როგორც ადრე
-ამისთვის ჩემი გაშიშვლება აუცილებელი იყო? -ცდილობდა ნათქვამისთვის უდარდელი ტონი მიეცა
-წელს ზემოთ გაშიშვლება არ ითვლება -გამომწვევი ტონით მიუგო ბეამ და მაისური თავადაც გადაიძრო. მანაც ანდრეას ზედატანის ბედი გაიზიარა და იატაკზე, მის გვერდით აღმოჩნდა -ხედავ, სოლიდარობას გიწევ. ახლა ორივე ერთნაირად გამოვიყურებით
-შეშლილი ხარ, ბეა -ყელში მოზრდილი ნერწყვი გადააგორა. ეს უკვე მართლა მეტისმეტი იყო. ანდრეას ნებისყოფა თანდათან იბზარებოდა, მაგრამ ბეა მისთვის იმდენად ძვირფასი იყო, რომ ასეთ მდგომარეობაში, თითსაც კი არ დააკარებდა. სიტუაციით ვერ ისარგებლებდა, ამას არავითარ შემთხვევაში არ იზამდა -ალბათ, ამ ყველაფერს ხვალ ძალიან ინანებ. თუ რა თქმა უნდა, გემახსოვრება
კანდელაკი ფრთხილად დაიხარა და მწვანე, პრიალა კაფელიდან ბეას მაისური აიღო. უნდოდა, იგი გოგონასთვის საკუთარი ხელით ჩაეცმია, თუმცა, რა თქმა უნდა, ამჯერად ჭირვეულობასთან მოუწია შეჯახება
-არ ჩავიცვამ. იმიტომ გავიხადე, რომ მინდა ამაღამ შენთან ჩახუტებულმა დავიძინო და შენი სხეულის სითბო საკუთარზე ვიგრძნო. სულ ფეხებზე ხვალ როგორ ხასიათზე გავიღვიძებ. ახლა ასე მინდა და მორჩა!
-არა, ეს ღამე ნამდვილად ჭკუიდან შემშლის... კარგი, წამოდი დავწვეთ, უკვე გვიანია
ამჯერად, ბეა არ შეწინააღმდეგებია. მხოლოდ ის ითხოვა, რომ კომოდზე მდგარი, ღამის სანათი ანთებული დაეტოვებინათ და დაწოლისთანავე ანდრეას მაგრად მოეხვია. მართლაც უჩვეულო სურათი შექმნილიყო, სასტუმროს მათთვის განკუთვნილ ნომერში. ბეას თავი კანდელაკის მკერდზე ჩამოედო, მას მთელი ტანით ეკვროდა და მშვიდი და თანაბარი სუნთქვით არღვევდა ოთახის სამარისებურ სიჩუმეს, რომელშიც აივნის კარის წყალობით, უკვე ვეღარანაირი ხმა ვერ აღწევდა. როგორი სასამოვნო იყო მისთვის ეს წუთები. როგორი თბილი და ჯადოსნური. ცხოვრებაში პირველად გრძნობდა, რომ ადამიანის ყოველი ამოსუნთქვა დიდ ბედნიერებას ანიჭებდა და ეს ადამიანი, ახლა სწორედ მის გვერდით იწვა. ნეტავ მუდამ ასე შესძლებოდა ყოფნა. ახლა ეს ყველაზე ძალიან უნდოდა.
-ანდრეა
-გისმენ
-გღვიძავს?
ბეამ შეუხედავადაც კი იგრძნო, თუ როგორ გაეღიმა კანდელაკს. ამ დროს, მამაკაცის გონება ქაოსით იყო მოცული. იგი, ყველანაირად ცდილობდა აზრების დალაგებას და თავისი თავის მწყობრში მოყვანას, თუმცა ბეას ამგვარი სიახლოვე ხელს უშლიდა და გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის ყველა კარს უკეტავდა.
-რახან გელაპარაკები, გამოდის ასეა
-აჰ, ჰო. კარგი და შეიძლება რაღაც გკითხო? -არ ეშვებოდა გოგონა. ნეტავ ხვალ რას იტყოდა, როდესაც ეს ყველაფერი მის გონებაში ამოტივტივდებოდა?
-კითხვის დასმა გინდა? კარგი, დამისვი
-ოღონდ დამპირდი, რომ გულწრფელად მიპასუხებ -ოდნავ წამოიწია და მის მწვანე თვალებს ზემოდან დააცქერდა. ლურჯი განათების ფონზე, ისინი უფრო საოცარნი ჩანდნენ და ბეას, იმწამს საშინლად მოუნდა ანდრეასთვის ეკოცნა
-კარგი, ჩავთვალოთ, რომ გპირდები -უნდოდა თვითონაც წამოწეულიყო, მაგრამ გადაიფიქრა. ალბათ იმიტომ, რომ გოგონას სიახლოვე მასზე უკვე ზედმეტად ძლიერ მოქმედებდა
-მაშინ, მოდი, აღარ გავაჭიანურებ და პირდაპირ გკითხავ. ოდესმე გიფიქრია იმაზე, თუ როგორი მამა იქნებოდი?
-როგორი მამა? -ახლა მართლა წამოიწია და ბალიშს ზურგით მიეყრდნო. კითხვა ძალიან მოულოდნელი იყო, თუმცა ბეასგან ხომ არაფერი უნდა გაგკვრვებოდათ? რატომ? პასუხი საკმაოდ მარტივად ჟღერდა, ეს ხომ ბეა იყო?
-მგონი პამპერსების გამოცვლაში, მაინდამაინც დახელოვნებული არ ვარ, თუმცა სხვა მხრივ . . .
-ზღაპრების მოყოლა თუ შეგიძლია? -გააწყვეტინა
-მოყოლა არა, მაგრამ მგონი, წაკითხვა უნდა შევძლო -აქ, ანდრეა წამით ჩაფიქრდა და გონებაში გაჟღერებული კითხვა, წამებში სიტყვებად აქცია -ამ ყველაფერზე რატომ ვსაუბრობთ?
-უბრალოდ დამაინტერესა. ვცდილობ მამის ამპლუაში წარმოგდგინო, მაგრამ არ გამომდის. ალბათ იმიტომ, რომ მთვრალი ვარ . . . თუმცა რატომ ვარ მთვრალი? სულაც არ ვარ. უბრალოდ ცოტა დავლიე და მორჩა. ასე ნუ მიყურებ, მერე რა, რომ მაისური არ მაცვია. ხომ შეიძლება ადამიანს დაცხეს და გაიხადოს? -ბეას სახეზე აშკარა წყენა იკითხებოდა, ანდრეა კი მის გაჩუმებას ცდილობდა, რათა თავისი ხმამაღალი "გამოსვლით" ყველა არ გაეღვიძებინა.
-აქ მუსიკა არ არის? წადი უთხარი მუსიკა ჩართონ, ცეკვა მინდა -ამის თქმა იყო და გოგონას მორიგი სიგიჟის შემოტევა დაემართა-ფეხზე ელვის უსწრაფესად წამოხტა, ოთახის ბოლოსკენ ფეხის წვერებით გაიქცა, შუქის ჩამრთველს ხელი აჰკრა და ოთახი წამებში გაანათა. მას ადევნებული ანდრეა, უკვე ერთი ნაბიჯის მოშორებით იდგა და ცდილობდა მისთვის ხელი შეეშველებინა, რათა არ წაქცეულიყო -სად არის მაგნიტოფონი?
-ბეა, შეწყვიტე და ახლავე დაწექი. აღარ შემეწინააღმდეგო! -ხელში ბუმბულივით მსუბუქად აიტაცა კანდელაკმა და საწოლისკენ დასჯილი, პატარა ბავშვივით წაათრია, პარალელურად იქვე მიგდებული, თავისი თეთრი მაისური ტანზე ძალის გამოყენებით გადააცვა -ესეც ასე. ახლა ბალიშზე თავი დადე და დაიძინე!
-არა, არ დავიძინებ. მუსიკა უნდა ჩავრთო -ამჯერად, ჯიბიდან თავისი ტელეფონი დააძრო და პლეილისტის გახნიდან სულ მალე, რომელიც ასზე მეტი სიმღერისგან შედგებოდა, ოთახი Loreena Mckennit-Tango To Evora-ს წყნარი და სიმშვიდის მომგვრელი ჰანგებით გაივსო
-ახლა კი, მეცეკვე
-ბეა, მე არ ვიცეკვებ -მაშინვე გააპროტესტა ანდრეამ
-რა თქმა უნდა იცეკვებ. ხელი წელზე მომხვიე და შეეცადე ფეხი არ დამაბიჯო კარგი? -ისე უხსნიდა, როგორც მასწავლებელი პირველკლასელს განტოლების ამოხსნას, თანაც თვალს წამითაც არ აშორებდა -გახსოვს ის სცენა ფილმიდან მისტერ და მისის სმიტები, სადაც ბრედი და ანჯელინა ცეკვავენ? შეგიძლია იქიდან რამდენიმე ილეთი გადმოიღო. საკმაოდ ვნებიანი ცეკვა შეასრულეს
-ვიღაცას სასმელი ზედმეტად თამამად ალაპარაკებს -მზერა გაუსწორა მის ბავშვურ თვალებს და ღიმილი ამჯერადაც მოერია -ანუ ბრედი და ანჯელინა, არა? დარწმუნებული ხარ?
-არა, არა -სახეზე შიშის ფერი დაედო, რამაც აიძულა უკან დაეხია -ეს ისე, უბრალოდ ვთქვი ხომ იცი, ხანდახან სისულელეებს ვამბობ?
-მხოლოდ ხანდახან? -რიტორიკული შეკითხვა დაუსვა და დატრიალების შემდეგ, მკლავზე გადაიწვინა. მართალია ცეკვას ვერ იტანდა, მაგრამ როცა ეს ბეასთან ხდებოდა, მაშინ იმდენად ნეგატურად აღარ იყო განწყობილი. პირიქით, პროცესი სიამოვნებდა კიდეც
-ანუ შენც სხვებივით თვლი, რომ გიჟი ვარ, თავში ყველაფერი რიგზე ვერ მაქვს და როგორც მაქსიმე იტყოდა, ჩემი ბოლო გაჩერება ფსიქიატრიულია, არა?
-მაქსიმე ვინაა?
-ჩემი ძმაა. გახოსვს, ერთხელ მოგიყევი მის შესახებ -თავი დახარა -კარგი რა, შეჩერდი. თვალებში დიდხანს ყურება არ შემიძლია
-არ შეგიძლია? -ნიკაპ ქვეშ ხელი ამოსდო და მორცხვად ჩახრილი თავი, ფრთხილად ააწევინა. როგორ მოსწონდა მისი ბავშვური ხასიათი და ცელქი თვალები. ცხოვრებაში პირველად ხვდებოდა, რომ ადამიანით აღფრთოვანებული იყო და მასთან თავს საოცრად თავისუფლად გრძნობდა
-ნუღარ გავაგრძელებთ ამაზე საუბარს
-აბა რაზე ვისაუბროთ? შენ მოიფიქრე
ბეა წამით ჩაფიქრდა, შემდეგ კი, ისეთი რამ თქვა, რასაც მხოლოდ ის თუ იტყოდა და სხვა არავინ.
-იაპონიის ეკონომიკაზე
-მგონი საინტერესო თემაა -ყველანაირად სცადა სერიოზული გამომეტყველება დაეჭირა, თუმცა აშკარა იყო, ძალიან უჭირდა
-მართლა ასე ფიქრობ? მე კი, მეგონა ისეთი სისულელე ვთქვი, რომ მომიწევდა
-სიმართლე გითხრა თქვი კიდეც -უფრო ახლოს მიიზიდა და მათ შორის მანძილი, ერთ სანტიმეტრზე ქვემოთ დაიყვანა -ისეთი მნიშვნელოვანია შენთვის მე რას ვიფიქრებ, რომ ამის გამო ც შეგიძლია?
მუსიკა დასასრულს მიუახლოვდა და ამჯერად, სხვა მელოდიაზე გადავიდა. ღია ნაცრისფრად შეღებილი ოთახის შიგნით, რომელიც გემოვნებით მოეწყოთ თანამედროვე სტილის ავეჯით, შედარებით უფრო წყნარი ჰანგები გაიფანტა და მოძრაობებიც უფრო შენელდა, უფრო კონტროლირებადი გახდა. მხოლოდ გრძნობებს არ ეშველათ არაფერი, ისინი კვლავ უწინდებურად ბობოქრობდნენ და ჩაწყნარებას არც აპირებდნენ.
-მეძინება ანდრეა. იქნებ დავწვეთ? -ბეამ ოთახს თვალი მოატარა და იგრძნო, როგორ უხურდა სხეული. ახლა, სადმე ბასეინი, რომ დაენახა, შიგ დაუფიქრებლად გადაეშვებოდა და იქიდან ამოსვლაზე, უახლოესი ორი საათის მანძილზე, არც იფიქრებდა.
მუდამ ერთ წრეზე მოძრავი ისრები, ამჯერად უკვე ღამის სამს უჩვენებდნენ. ცაზე, რომელსაც სავსე მთვარის ვერცხლისფრად გაბნეული შუქი ანათებდა, აქა-იქ მიწებებულიყვნენ ლამაზად მბრწყინავი ვარსკვლავები. ისინი თითქოს ბრილიანტებად აჩნდნენ უკიდეგანო, შავ სივრცეს და მას უფრო მომაჯადოებელ იერს სძენდნენ, ისე, როგორც ქალის კისერს, მასზე დაკიდებული ძვირფასი სამკაული.
-თუ გინდა მთვარის ქვეშ ლექსი წაიკითხე -ცის კაბადონს თვალი მოსწყვიტა ანდრეამ და მზერა ბეასაც მასზე გადმოატანინა
-რატომ? ეს რამე ოინია, თუ?
-არა უბრალოდ ერთი მითი გამახსენდა მთვარეზე. დიდი ხნის წინ, ბავშვობაში, ელამ წამიკითხა. მახსოვს უკვე დაძინებას ვაპირებდით და ოთახის ფანჯრიდან მხოლოდ სავსე მთვარე ჩანდა -მოგონებებზე ღიმილი მოადგა კანდელაკს. მიუხედავდ მცირედი სირთულეებისა, ბავშვობა მაინც ზღაპრულად აგონდებოდა. ეს იყო დრო, როდესაც ფეხბურთის თამაშის დროს, ყოველი დახეული მაისურის დანახვაზე, ბებია ბუზღუნით ტუქსავდა, ხოლო ელა ამ სანახაობით ტკბებოდა და უფროს ძმას დასცინოდა, რადგან იცოდა საათ-ნახევრიანი გამოსასწორებელი ლექციები არ ასცდებოდა
-არ გინდა ეგ მითი მეც მომიყვე? ცოტა არ იყოს, დამაინტერესა
ორივენი გრძელ, ფართო აივანზე გავიდნენ და მარმარილოს მოაჯირს მიუახლოვდნენ. ღამის ქალაქის ნიავს ნელ-ნელა სუსხი ემატებოდა, თუმცა ახლა ამას ვერც ერთი გრძნობდა და ვერც მეორე. ბეას ერთი სული ჰქონდა, როდის დაიწყებდა კანდელაკი მისთვის სასურველი ისტორიის მოყოლას, ამიტომ, როდესაც მამაკაცმა ცას მზერა მოსწყვიტა და მას შეაცქერდა, თავიდან ბოლომდე სმენად იქცა.
-მოკლედ, ჩინური ლეგენდის მიხედვით, არის ერთი მოხუცი სახელად იელ-ლაუ -ამ სახელის ხსენებაზე, რატომღაც ღიმილი მოადგა -იგი მთვარეზე ცხოვრობს და განწირულ წყვილებს აერთიანებს. ზოგიერთ ქალს სჯეროდა, რომ თუ ახალი მთვარის ქვეშ წარმოთქვამდა ლექსს, მას ძალიან მალე ეწვეოდა ნამდვილი სიყვარული
- „ახალო მთვარევ!.. ახალო მთვარევ!..
მივესალმები შენს ძლიერებას,
გთხოვ ამიხდინო სურვილი ჩემი,
გამომიგზავნო ნამდვილი გრძნობა“. -ჩუმად წარმოთქვა ბეამ, პატარა ლექსის სიტყვები და ღიმილიანი მზერით მიაჩერდა კანდელაკს, რომელიც აშკარა გაოცებას ვერ მალავდა. ამას ნამდვილად არ მოელოდა.
-ანუ, შენც იცი?
-ჰო ვიცი, მაგრამ ერთ რამეში ცდები -მოაჯიერზე ორივე მკლავით დაყრდნობილმა, კვლავ ზემოთ აიხედა და მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი, ცის მნათობისკენ გაიშვირა -ეს ახალი მთვარის დროს უნდა გააკეთო, ახლა კი სავსე მთვარეა
-მართალი ხარ. ეს რატომღაც ვერ გავთვალე. იქნებ სასმელმა იმოქმედა?
-შენ ხომ, არ დაგილევია? -იკითხა გულუბრყვილოდ და მოულოდნელად კიდევ ერთი სიგიჟის ჩადენა გადაწყვიტა. გიჟურმა სურვილმა წამოუარა, მოაჯირზე ასულიყო და ღამის ცა, უფრო ახლოდან დაენახა. რა თქმა უნდა, ამაში Hennesy Ellipse-ს წვლილიც დიდი იყო, რომელმაც ბეას საღად აზროვნების უნარი წაართვა და როგორც კი, გეგმის სისრულეში მოყვანა განიზრახა, რაღაც ძლიერმა, ამის გაკეთების საშუალება არ მისცა. ეს რაღაც, მასთან საკმაოდ ახლოს მდგარი კანდელაკის ხელი იყო, რომელიც ბოლო წამს, მკლავში ძლიერად ჩაავლო და ზედ მრისხანე მზერაც დაურთო:
-შენ რა სულ გაგიჟდი? სად მიძვრები?
-გამიშვი, მხოლოდ ორი წუთით ავალ. არაფერი მომივა და ნუ ნერვიულობ -ესიამოვნა მისი შეკრთომა გოგონას. ხვდებოდა, საკუთარი რომ შიშის დამალვას ბრაზით ცდილობდა და ამაზე უფრო მეტად ერთობოდა
-ბეა ძალიან გთხოვ ჩემს ნერვებს ნუ ცდი. ნამდვილად არ მინდა, ასფალტზე მიბრტყელებული გიხილო. გააკეთე, რასაც გეუბნები!
-კარგი რა, შენ რა დედაჩემივით მებუზღუნები -თვალები აატრიალა -თუ ასე ძალიან გეშინია, ხელი არ გამიშვა და ასვლაში დამეხმარე
-არა, მე ამაში მონაწილეობას არ მივიღებ. ახლავე ჩამოდი, მორჩა ეს აღარ განიხილება!
-არ ჩამოვალ! და გირჩევნია დამეხმარო -თუმცა, როდესაც იგრძნო, რომ ანდრეას ვერ დაიყოლიებდა, გადაწყვიტა ტონი შეერბილებინა -უბრალოდ ასე ვარსკვლავებს უფრო მკვეთრად დავინახავ. მხოლოდ ორი წუთით, გპირდები ხელს არ გაგიშვებ და არც ზედმეტ მოძრაობებს გავაკეთებ.
გოგონას ნაცრისფერი თვალები, ამჯერად მუდარით შესცქეროდნენ. იმდენად საყვარელი და ბავშვური იყო ბეა იმწუთას, უარის თქმის შანსი ფაქტობრივად ერთ პროცენტზე დაბალი იყო. ბუნებრივია, ამას ვერც კანდელაკი შეძლებდა, რადგან ნებისმიერი სულიერი უძლური იქნებოდა ამ თვალებისთვის უარი ეთქვა.
-ძალიან გთხოვ ანდრე, მხოლოდ ორი წუთით და მერე ჩამომიყვან. როგორც დაგპირდი, ხელს არ გაგიშვებ
-კარგი, კარგი -დანებების ნიშნად, უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა -მოდი დაგეხმარები. ოღონდ ძალიან ფრთხილად . . . ფეხი აი აქ დადგი . . . ხელი მაგრად მომკიდე და გაიმართე . . . აი ეგრე . . . ფრთხილად ბეა და ხელი არ გამიშვა . . .
ღამის ქალაქი, რომელშიც ავტომობილთა ნაკადი არ წყდებოდა, კვლავ განაგრძობდა ღამეულ ხმაურს. მას თავის მხრივ, ანდრეას ხმამაღალი სიტყვებიც ერთვოდა, რომლის ტონშიც კი ნათლად იგრძნობოდა, თუ როგორი დაძაბული იყო ამ დროს და ამ წუთას. ეს არც იყო გასაკვირი. მან ხომ მთვრალ გოგონას, მოაჯირზე ასვლის უფლება მისცა? თავადაც არ სჯეროდა, რომ ეს გააკეთა.
-საოცრებაა! რა სილამაზეა! მგონია, რომ მივფრინავ -სიხარულისგან გაბრწყინებულ ბეას სახეს, რომელსაც სუსტად უნათებდა სავსე მთვარის, ვერცხლისფერი შუქი, ღამის სიო ასკდებოდა და გრძელ თმას, ლამაზად უფრიალებდა. რა ლამაზი იყო მამაკაცისთვის იგი ამ წამს. რა ლამაზი და სასურველი. უკვე ზრდასრულ გოგონას, რომელშიც ჯერ კიდევ ცოცხლობდა ხუთი წლის ბავშვი, მთელი თავისი პოზიტივითა და უჩვეულოდ გიჟური ხასიათით, ანდრეა ჭკუიდან გადაჰყავდა. ბეასთან გატარებული ყოველი დღე, გოგონას სულ სხვა კუთხით აჩვენებდა. ნეტავ კიდევ რა სიურპრიზებით იყო აღსავსე ეს გამოუცნობი არსება? ნეტავ კიდევ რას მალავდა მისი გიჟური ხასიათი და ბავშვური ბუნება? ამაზე ჯერჯერობით პასუხი არ ჰქონდა.
-უკვე დატკბი თუ ნერვიულობა გავაგრძელო? -ბოლოს ვეღარ მოითმინა და მაინც გამოთქვა საყვედური, თან მაჯის საათს დახედა და მიუხედავად იმისა, რომ ზედ ვერაფერი დაინახა, მაინც დარწმუნებით წარმოთქვა -ორი წუთი უკვე გავიდა
-არ ვიცოდი, ასეთი მგრძნობიარე თუ იყავი -როგორც იქნა, თავისი ინტერესის ობიექტს, თვალი მოწყვიტა და ზემოდან გამომწვევი სახით დააცქერდა -ახლა აქედან რომ გადავვარდე, რას იზამ?
-ბეა, ნუ სულელობ და ჩამოდი. როგორც მახსოვს გეძინებოდა
-სანამ არ მიპასუხებ არ ჩამოვალ. ხომ იცი, ჩემთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, შენზე ბევრად უფრო ჯიუტი ვარ
-იცოდე გადმოგაგდებ -არც მამაკაცმა დათმო პოზიცია და მეტი დამაჯერებლობისთვის, ხელში ოდნავ დაქაჩა
-ამას ვერ იზამ!
-დარწმუნებული ხარ?
-კარგი, რა -მზერაში გადაჭარბებული დოზის ირონია გაურია. იცოდა, რომ ამ გზით ანდრეას გააბრაზებდა, თუმცა ეს ყოველივე, უკან დახევის მაგივრად, წინსვლისკენ უბიძგებდა -მხოლოდ ლაპარაკი შეგიძლია და მეტი არაფერი
-ოო, აი ეგ კი, არ უნდა გეთქვა. აბა ახლა მიყურე -და სანამ, ცის კაბადონის თვალიერებაში გართული რომანტიკოსი, რამის გააზრებას მოასწრებდა, უკვე ანდრეას მკლავებში იყო მოქცეული. მერე რაც მოხდა, სრულიად გაუთვალისწინებელი და კომიკური იყო. მამაკაცმა, რომელსაც მოაჯირიდან ძალის გამოყენებით გადმოგდებული ბეა ხელში ჩაუვარდა, რაღაც მომენტში, თავი ვეღარ შეიმაგრა, ინერციით უკან გადაქანდა და თითქოს კაფელზე დავარდნა საკმარისი არ იყოო, ბეაც მას დაეცა ზემოდან. ეს ყველაფერი სულ რაღაც სამ წამში მოხდა. კანდელაკს ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ყველა ძვალი ჩაემტვრა და ვერც თვალების გახელას ახერხებდა. ეგონა, რომ თუ ამას გააკეთებდა თავი გაუსკდებოდა. იმ წამს , მხოლოდ ის იგრძნო, როგორ სწრაფად მოშორდა ბეას სხეული მისას და სიმსუბუქე ოდნავ ესიამოვნა.
-ანდრეა, ანდრეა ცოცხალი ხარ? ხმა ამოიღე! ანდრეა! -გოგონა მის წინ მუხლებზე დამდგარიყო და მაგრად ანჯღრევდა
-გეყოფა, კარგად ვარ. ყვავივით ნუ დამჩხავი -როგორც იქნა, ცალი თვალის გახელა მოახერხა, პარალელურად შეამოწმა მართლა ცოცხალი იყო თუ არა. პირველი, რაც იმწამს დაბინდულ მზერაში მოხვდა, ეს მასთან ჩამუხლული, შეშინებული გოგონა იყო, რომელიც ამისდა მიუხედავად, ზემოდან გაღიმებული სახით დასცქეროდა და აშკარად ეტყობოდა, რომ სიცილის შეკავებას, მთელი ძალით ცდილობდა
-მიდი, მიდი გაიცინე არ მეწყინება -თვალები, მარჯვენა ხელის თითებით მოისრისა მამაკაცმა, რის შემდეგაც, ფეხზე ადგომა განიზრახა, თუმცა თავბრუდახვეულმა მხოლოდ წამოჯდომა მოახერხა და იქვე მდგარი მაგიდის ფეხს, ზურგით მიეყრდნო
-მე კი, მეგონა მოკვდი და უკვე იმქვეყნად მიმავალ გზაზე მისეირნობდი -წუთიც არ იყო გასული, რომ გვერდით მიუჯდა გოგონა და უნებურად, მკლავზე, მკლავით შეეხო -თუ გინდა ექიმს გამოვიძახებ. ნუ გეშინია, ნემსს არ გაგიკეთებს
-თუ არ ვიტირებ, კანფეტსაც მომცემს? -აჰყვა ხუმრობაში, თუმცა თავის ტკივილმა იმდენად შემოუტია, რომ სიმწრისგან თვალები დახუჭა. მერე კეფაზე ხელი მიიდო რაღაცის გადასამოწმებლად და როდესაც იგი ძირს ჩამოიღო, დაინახა, რომ თითები წითელ, ბლანტ სითხეში ჰქონდა ამოსვრილი
-ჯანდაბა ეს რა არის? -ხელი შეშინებული მზერით გამოსტაცა გოგონამ და ფეხზე წამოვარდა -ახლავე სასწრაფოში ვრეკავ!
-მოიცა სად გარბიხარ? არაფერია, ამას თავად მივხედავ. უბრალოდ წამოდგომაში დამეხმარე და მორჩა.
-ანდრეა თავი გაქვს გაგტეხილი და ამასთან ხუმრობა არ შეიძლება -ცალი წარბი მაღლა ასწია ბეამ, იმის ნიშნად რომ ამ კამათში გამარჯვებული მაინც თვითონ გამოვიდოდა. ცდილობდა არ შეემჩნია, თუმცა შიშმა, რომელიც კანდელაკის ამ მდგომარეობაში დანახვამ გამოიწვია, იგი სასმელის ზემოქმედებიდანაც გამოიყვანა და ერთიანად გამოაფხიზლა კიდეც. სხვა გზა არ იყო, უნდა ეიძულებინა და ექიმთან წაეყვანა, ან პირიქით ექიმი მოეყვანა აქ. რა მნიშვნელობა ჰქონდა? მთავარი იყო, ამ ყველაფერს სამედიცინო ჩარევის გარეშე არ ჩაევლო და ის-ის იყო, კვლავ მამაკაცის დარწმუნებას უნდა მოჰყოლოდა, თავისი დამაჯერებელი საუბრით, რომ კარზე ძლიერმა და ცოტა არ იყოს, უხეშმა კაკუნმა, ყველანაირი ხმა გადაფარა. რამდენიმე წამში, ზღურბლის მეორე მხრიდან, შემდეგი სიტყვებიც გაისმა:
-Öffnen Sie die Tür, das ist die Polizei! . . . (კარი გააღეთ, პოლიციაა!)скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი Moonlight Sonata

წაკითხვის დროც შეამჩნევთ ალბათ, რომ რაღაც სიტყვები და ფრაზები აკლიაა. არ ვიცი რა ჭირს საიტს, მაგრამ ხშირად "ყლაპავს' ცალკეულ სიტყვებს და მონაკვეთებს... მოკლედ ამას იმიტო ვამბობ, რომ არ იფიქროთ ნასვამზე ვწერდიი ან რამე ამდაგვარიი :დდ

 



№2 სტუმარი მარი. ელ❤

შესანიშნავია❤ ვგიჟდები ამ ორზეე❤❤❤

 



№3 სტუმარი Qeti qimucadze

Vaime ra magariaaa

 



№4 სტუმარი ლეა

აუუ რა საყვარლობაა ❤ ძაან განსხვავებულიაა ❤❤

 



№5  offline წევრი Baby-Nikoleta

damburdzglaa im scenazeee andre ro ambobs aramgoniaa ro erti wlis shemdeg gamqorwinebis furclebs xels gimiliani saxit movawero ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤ saocrebaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent