შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაღალი საზოგადოება (თავი 16 )


29-04-2018, 22:20
ავტორი teengirllove
ნანახია 943

მაღალი საზოგადოება (თავი 16 )

პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ძალიან ,ძალიან,ძალიან მიყვარხართ ყველა heart_eyes მადლობას გიხდით იმისათვის რომ ასე მიდგახართ გვერდში, მამხნევებთ ყოველი თავის ბოლოს და შენიშვნებსაც მაძლევთ heart_eyes

მანქანიდან უცებ გადმოვედი,როგორც კი ნაცნობი კორპუსი დავინახე ელდა მეცა,თავიდან ფეხებამდე დამიარა ჟრუანტელმა,გულმა ფართხალი დაიწყო,ღრმად ჩავყლაპე ნერწყვი და ნელა გავემართე სახლისაკენ. კარები შევაღე და პირველი ვინც დავინახე ნუცა იყო,გახარებული მომვარდა და ჩამეხუტა ,თვალები აცრემლევოდა,მაგრად მიჩქმიტა ხელზე,თან შემომიბღვირა -მომავალში ასე გაუჩინარება და ჩვენი ნერვიულობა არ გაბედო თორემ მოგკლავ! ,შემდეგ ისევ ჩამეხუტა და ყურში მიჩურჩულა - და თუ გაბედავ მეც წამიყვან.. გამეცინა , ნელა მოვშორდი,ოთახს მოვავლე თვალი სანდრო არ მოსულა ,ლიზიც აქ იყო (სანდროს და ) ,როგორც ყოველთვის ულამაზესი იყო,მომიახლოვდა ,გამიღიმა და მაგრად ჩამეხუტა -ასე აღარ გვანერვიულო რძალუკა..
,,რძალუკა" არ ვიცი რატომ ,მაგრამ ამ სიტყვამ ძლიერ იმოქმედა ჩემზე ,ეხლაღა გამახსენდა,რომ სანდრო მეჩხუბა ,აუცილებლად უნდა გავარკვიო რა მოხდა,მაგრამ მოგვიანებით.. ამასობაში ზღურბლზე მამაჩემიც გამოჩნდა ,ოთახიდან გამოვიდა და სევდიანი თვალები მომაპყრო,ერთ ადგილას იდგა და მიყურებდა ,ამ დროის განმავლობაში უფრო გამხდარიყო,წვერიც მოეშვა ,თმა გაბურძგნოდა.მის ასეთად დანახვაზე გული მეტკინა ,ხელი პირზე ჩამოისვა და უხმოდ გავიდა სამზარეულოში,გული ჩამწყდა ,დედას გადავხედე რომელმაც ნაძალადევად გამიღიმა და მანიშნა გაყევიო..მეც ნელა წავედი სამზარეულოსაკენ,ფანჯარასთნა იდგა და გარეთ იყურებოდა
-მამა.. როგორც იქნა ამოვთქვი,წამში შემოტრიალდა ,ჯერ გაკვირვებული მზერა მომაპყრო,შემდეგ განადგურებული -მა ,ჩემზე ნაწყენი ხარ? ვიკითხე და გულის ფანცქალით დაველოდე პასუხს , ხმას არ იღებდა ,ჩემმა კითხვამ აშკარად გააკვირვა და დააბნია ,შემდეგ ნელა წამოვიდა ჩემსკენ, ნაზად შემეხო მხარზე,ისე ფრთხილობდა გეგონება თუ შემეხებოდა გავტყდებოდი
-არა მა ,საიდან მოიტანე ,როგორ უნდა ვიყო შენზე ნაწყენი როცა მე ვარ დამნაშავე ..
ვხვდებოდი ცრემლებს ვერ შევიკავებდი,ამიტომ სწრაფად მივვარდი და ჩავეხუტე ,მაგრად მოვუჭირე ხელები,მივხვდი როგორ მტკიოდა უმისობა,როგორ მჭირდებოდა მისი ჩახუტება ,ისევ ის სურნელი ასდიოდა .მანაც მაგრად მომხვია ძლიერი მკლავები -შენ არაფერ შუაში ხარ მა ,შენ მე არ დამტოვე ისე როგორც ლევანმა ,შენ ხარ მამაჩემი..ვუთხარი ჩუმად,მადლიერმა შემომხედა და ნაზად მაკოცა -მაპატიე რომ ასე უხეშად გელაპარაკე ,მაპატიე რომ სახლიდან წავედი და განერვიულეთ..
-შენც მაპატიე ,რომ დაგიმალე კარგი პატარა ? გამიღიმა და თვალი ჩამიკრა.
-კარგი,ოღონდ ერთი პირობით
-ოხ,პირობების წამოყენება გვისწავლია..კაი რა პირობით?
-ბიძია დათოს უნდა შეურიგდე და კიდევ..
-კიდევ?
-მამა..ბებომ მითხრა რომ ბაბუამ წილი დაგიტოვა თავისი კომპანიიდან,მინდა ამ წილს დათანხმდე..
-რა,რა წილი ,მე არაფერი ვიცი
-ბებომ ასე თქვა ,მას სინდისი ქენჯლიდა რომ გააგდო საკუთარი დის შვილი,ამიტომ თავისი კომპანიიდან აქციების 50% შენ დაგიტოვა, მაგრამ შენ გაუჩინარდი,არავინ იცოდა სად იყავი,ამიტომ ბიძია დათო უძღვებოდა ამ ყველაფერს..
-მაგ თემაზე დაველეპარაკები დავითას..
-მა,ხო შეურიგდები?
ცოტახანს ჩაფიქრებულმ მიყურა -კარგი მა ,შენი ხათრით.. გავუღიმე ,შემდეგ გოგონებთან დავბრუნდი,გახარებული შევედით ოთახში და ლოგინზე მოვკალათდით
-აბა ,რიგრიგობით მოყევით ორივემ რა მოხდა ამ დღეების განმავლობაში,დროზე! გადავხედე ორივეს
-მე არაფერი მაქვს მოსაყოლი,აი ნუცას კი... ჩაეღიმა ლიზას
-ნუცა,მითხარი რა ხდებაა..
-არაფერი რა უნდა ხდებოდეს..გადმომხედა ნუცამ,მერე ლიზის შეხედა და თვალები დაუბრიალა
-ნუცა,შენ ახლა შენს ბიძაშვილს ატყუებ? წარბშეკრულმა შევხედე
-არა ,უბრალოდ არაფერია ისეთი
-ხო ისეთი არაფერი ,მხოლოდ ის ხდება რომ ნუცას ნიკუშა უყვარს..ღიმილით დაამატა ლიზამ
-რაა ვიცოდი ,ვიცოდი,ვიცოდი!! ეს არის გოგო არაფერი?
-ხო,ნუ რავი..მხრები აიჩეჩა
-ვიღაც იძახდა არ მაინტერესებს რას იზამს ეგ ბაყაყიო..გამოვაჯავრე უცებ
-ხო ,მეც ეგრე მეუბნებოდა,მაგრამ გუშინ წინ ის ვაჟბატონი ერთ გოგოსთან ერთად დაინახა ჩახუტებული და მაშინ გაახსენდა როგორ ყვარებია..
-ხო,ძალიან არ მესიამოვნა..ჩაილაპარაკა ნუცამ - ნამდვილი იდიოტი,ორი დღის წინ მე დამსდევდა ,მერე მობეზრდა და ახალი გაიჩინა ,ეგ მექალთანე ,ეგ აფერისტი ეგ ..ეგ ..ეგ .. გაბრაზებისგან დაიჭყანა ნუცა ,მე და ლიზის კი სიცილი აგვიტყდა
-ნიტ - დასერიოზულდა უცებ ლიზი - შესა და სანდროს შორის რა მოხდა?
ამ კითხვას არ ველოდი,არც ვიცოდი რა მეპასუხა ,ყველაფერი მოვუყევი რაც მითხრა ,გაკვირვებულები მიყურებდნენ,თვითონაც ვერაფერი გაიგეს ,ბოლოს ისევ ლიზიმ ამოიღო ხმა - არ ვიცი რა გითხრა ,ჩემი ძმა ნამდვილი იდიოტია,იმ დღეს ნინო იყო მოსული,სანდროს ელაპარაკა და კმაყოფილი ღიმილით წავიდა..ერთი კი ვიცი მართლა ძალიან ცუდად არის, ეს ბოლო კვირებია არც ჭამს წესიერად ,ძალიან გახდა,შენი გაუჩინეპარების ამბავი რომ გაიგო მთლად გაგიჟდა იძახდა..
-გაჩუმდი ლიზა ! შეუბღვირა ნუცამ
-არა ,ლიზი გააგრძელე, რას იძახდა?
-რას და..- მორცხვად გადმომხედა ჯერ მე მერე ნუცას
-ლიზი თქვი! აღარ მოვეშვი,უკვე ყველანაირ პასუხს ველოდი
-ასე თქვა ალბათ მასთან ერთად ერთობაო.. ამოღერღა როგორც იქნა
-რაო? -წამოვიყვირე გაკვირვებულმა ,მეგონა მომესმა ,ეს რატომ თქვა ,ან ვისთან ერთად უნდა დავდიოდე,ან ..ან
-მაპატიე ნიტა
-არაუშავს ,დაველაპარაკები სანდროს როგორც საჭიროა...
-ორივე ძმაკაცი ერთნაირია,სიამოვნებით ვცემდი საკუთარი ხელით... კბილებში გამოსცრა ნუცამ
-კარგით გოგოებო მე უნდა წავიდე -ფეხზე წამოდგა ლიზა
-მეც მოვდივარ დამელოდე..ნიტუშ ხვალ სკოლაში ხომ მოხვალ?
-კი ნუც მივალ,ქართულსაც ხომ უნდა დავუწერო ის ჯანდაბა თემა,თან სანდროს უნდა დაველაპარაკო..
-კარგი,გელოდები აბა ,გაკოცე .. გადამკოცნეს და წავიდნენ.. ნელა წამოვდექი ფეხზე,სააბაზანოში შევედი და მთელი დარდი წყალს გავატანე , მსიამოვნებდა თბილი წყალი კანზე რომ დამთამაშებდა ,პირსახოცის ამარა გამოვედი ,თმა გავიშრე ,სწრაფად ჩავიცვი პიჟამა და ლოგინში შევწექი,სანამ შუქს ჩავაქრობდი თვალში საწოლის გვერდით დადებული მელია მომხვდა ,სწრაფად ავიღე,ეს ის მელია იყო სანდრომ რომ მაჩუქა ..მისი საჩუქარი ..წამში ამომიტივტივდა მოგონებები, ის დღე რომ ჩამოვედი, მაშინ სანდროთი იმდენად მონუსხული ვიყავი,სიყვარული რომ ამიხსნა ,პირველი კოცნა რომ მომპარა, მისი გამოხედვა მომენატრა,მისი სიცილი, თბილი თვალები, ის მომენატრა..,რას არ გავიღებდი ეხლა მისი ჩახუტება შემეძლოს , მომხვიოს თავისი ძლიერი მკლავები და ისევ მოვისმინო მისი გულისცემა ..ვიგრძენი როგორ წამომივიდა ცრემლები,მაგრად მივიხუტე მელია,ასე რატომ მექცევა ,რა დავუშავე ? ..დიდი ხნის ტირილისა და ფიქრის შემდეგ,გადავაბიჯე თავმოყვარეობას ,ხელის კანკალით დავწვდი ტელეფონს რომელიც სანამ წასული ვიყავი აწ მქონდა დატოვებული , ეკრანი გავხსენი ,5 შეტყობინება იყო მოსული,არც ერთი სანდროსგან, ყველა იმ უცნობისაგან,არ წამიკითხავს ,სანდროს ნომერი ავკრიფე ,, დავბრუნდი" მივწერე და გულის ფანცქალით დაველოდე პასუხს ,აი ისიც ,, კარგი იყო?" ; ,, რა?" ; ,,კარგად გაერთე? " ; ,,რა გჭირს სან ? " ; ,, რა უნდა მჭირდეს,უბრალოდ შენი ნამდვილი სახე დავინახე " ; ,,რას გულისხმობ?" ; ,,მეგონა იმ ღამეს კარგად აგიხსენი..შენი დანახვა არ მინდა ,საერთოდ არ მაინტერესებ ,ეხლა გაიგე?!" ;ცრემლები წამომივიდა ,ნუთუ სიმართლეს ამბობს ,ნუთუ მართლა აღარ ვაინტერესებ ,,მაგრამ ,ჩვენი ურთიერთობა ,ხომ ყველაფერი კარგად იყო?" ; ,, არაფერიც არ იყო კარგად, ის ყველაფერი სიცრუე იყო..აღარ მომწერო! " .. ჯობდა თავიდანვე არ მიმეწერა,ასე როგორ შეიძლება საყვარელ ადამიანს ელაპარაკო,წესიერად ვერ გავიგე რა მოხდა ,ტელეფონი გადავდე და დაძინება ვცადე რაც ალბათ არ გამომივიდოდა..
ადრე ავდექი, ჯინსის შარვალი, შავი ზედა და დაბალ ყელინი ბათინკები ჩავიცვი,თმა გავიშალე,სწრაფად ვისაუზმე,ქურთუკი მოვიცვი და გარეთ გავვარდი,ყურსასმენები გავიკეთე ,თან ტროტუარს მივუყვებოდი უცებ მხარზე ხელის შეხება რომ ვიგრძენი ,იმ იმედით რომ სანდრო იქნებოდა გაღიმებული სწრაფად შევბრუნდი,მაგრამ ის არ აღმოჩნდა ,მეტიც ისეთი ვინმე აღმოჩნდა სულ რომ არ ველოდი...ლუკა გაღიმებული იდგა და მიყურებდა
-შენ? ამოვილუღლუღე და შავი თვალები მივანათე
-ხო ,მე ..როგორ ხარ?
-მე კარგად, შენ აქ რას აკეთებ? თან ვუთხარი ,თან ისევ ტროტუარს გავუყევი,ისიც წამში გაჩნდა ჩემს გვერდით
-ჩემს მესიჯებს არ პასუხობდი და გადავწყვიტე მენახე ,თან სკოლაში მოვდივარ..
-შენს მესიჯებს?
-მოიცა შენ რა ,არ გინახავს არც ერთი მესიჯი? მკითხა გაოცებულმა
-არა..
-მე ვარ ის უცნობი ნიტა .. სერიოზული სახით შემომხედა
-შენ..როგორ,რატომ?
-გრძელი ისტორიაა, მეგონა სანდროსთან ფულის გამო იყავი, გადავწყვიტე მომეწერა და შენი ნამდვილი სახე გამომემჟღავნებინა, მაგრამ სულ სხვანაირი აღმოჩნდი, შენ იმაზე კარგი ხარ ვიდრე გგონია..მაპატიე გთხოვ
-გპატიობ.. ვუთხარი მხრების აჩეჩვით, ამწუთას სულ არ მადარდებდა ლუკა ,რადგან იქვე მდგარი სანდრო დავინახე, ცივი თვალებით მოგვშტერებოდა,კისერი დაძარღვოდა , მისი დანახვა ისე გამიხარდა გამეღიმა , კიდევ უფრო შეკრა წარბები, ირონიულად ჩაიცინა ,თავი გააქნია და გაუჩინარდა..
-ასე ადვილად?
-ამას საერთოდ რატომ მიყვები ლუკა? მივუბრუნდი სანდროზე გაბრაზებული
-ნინომ ნახა ჩვენი მინაწერები..ფოტოები გადაუღო, ფოტოშოპით გადააკეთა და ისე ქნა თითქოს სიყვარულებს ვუხსნიდეთ ერთმანეთს..მერე წავიდა და სანდროს აჩვენა .. მომახალა სხპასხუპით
-რაა ..ნინომ..მოიცა რა ქნა ?
-ვწუხვარ ნიტა ,მართლა არ მინდოდა ..ვიცი გაბრაზებულ სანდროს რა შეუძლია ,ვიცი ძალიან გატკენს გულს ,ამიტომ ამ სკოლაში ვისწავლი დროებით..
-შენ ..ხვდები რას მეუბნები? ეს,ნინომ ეს როგორ გააკეთა არ მესმის,რაში აწყობდა?
-სანდრო უყვარს..
ხო ეს ხომ ისედაც ვიცოდი,ნუცამ მეორე თუ მესამე დღესვე მომახალა,მაგრამ რატომღაც არ მეჯერა , ახლა ყველაფერს მივხვდი,მაგრამ სანდრო,ნუთუ ის საერთოდ არ მენდობა,ნუთუ ეს სისულელე ისე დაიჯერა ეჭვიც არ შეიტანა?..
-გასაგებია.. ამოვილუღლუღე გულმოკლულმა
-ნიტა გთხოვ დღეიდან მეგობრად მიმიღე,ვიცი შენზე ალბათ ცუდი შთაბეჭდილება დავტივე თავიდანვე მაგრამ ასეთი არ ვარ,მომეცი შანსი დაგიახლოვდე და დაგიმეგობრდე,მინდა ჩემი დისგან და მათგან დაგიცვა..
-ლუკა მესმის რასაც მეუბნები მაგრამ დაცვა არ მჭირდება , მეთვითონაც გავუმკლავდები ამ ყველაფერს,სანდროსაც დაველაპარაკები ,შენთან მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს
-გასაგებია..გისმენ
-ჩვენი მინაწერები არ წაშალო
-კარგი..
ერთად მივედით სკოლამდე, ლუკა ჩვენს პარალელ კლასში გაამწესეს..მეც უხმოდ დავიკავე მონატრებული ადგილი ,ნუცაც მოვიდა გადამკოცნა და რაღაცაზე გამიბა საუბარი,რაღაცაზე რა ნიკაზე,თურმე ყველანაირად ცდილობს დაივიწყოს მაგრამ არ გამოსდის და ჯერაც ვერ ხვდება რამ შეაყვარა ის ამება..ქართულის მასწავლებელიც შემობრძანდა,სათვალის ზემოდან გადმომხედა და დამცინავად გააქნია თავი
-ჯაფარიძე მობრძანებულა ,როგორც მახსოვს თემა გქონდა ჩასაბარებელი..
-დიახ და ჩაგაბარებთ დღეს
-არა-გააქნია ღიმილით ის გასახმობი თავი - მე მაშინ ერთი კვირა მოგეცი,მას შემდეგ ორი გავიდა და მგონი მეტიც
-მე ქალაქში არ ვიყავი,თანაც დროს რა მნიშვნელობა აქვს ,ხომ გითხარით ჩაგაბარებთ.
-თემა აღარ განიხილება ,დაიკავე ადგილი!
-მაგრამ ეს უსამართლობაა თქვენი მხრიდან ,თქვენ დამპირდით!
-რამდენს ლაპარაკობ,ახლავე დატოვე კლასი,დროზე!
-არ ხართ მართალი !
-გადი! დამიღრიალა და კარებისაკენ გაიშვირა საჩვენებელი თითი,მეც უხმოდ ავიღე ჩანთა და დერეფანში გავბოდიალდი.. კარგახანს ვიდექი ,ასე უცებ სანდრო რომ დავინახე , ეხლა მაქვს დრო რომ დაველაპარაკო,გავიფიქრე ჩემთვის
-სანდრო! დავიყვირე ჩემდაუნებურად,სწრაფად შემოტრიალდა ,ჯერ ანთებული თვალები მომანათა,შემდე კი ჩამქვრალი,არვიცი რისთვის მიმეწერა ეს უცაბედი ცვლილება ,მისკენ წავედი,ისიც ჯიუტად გაჩერდა ერთ ადგილას და ნელა მათვალიერებდა -უნდა ვილაპარაკოთ..ვუთხარი მას შემდეგ რაც მივუახლოვდი
-ხომ გითხარი შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს
-მე მაქვს ! -თავი გააქნია და გზა განაგრძო-ნინომ მოგატყუა !-მივახალე უცებ, ჯერ გაკვირვებულმა შემომხედა ,შემდეგ ოდნავ გაეღიმა
-როგორც ვხედავ ლუკაჩოს მოუტანია შენთვის ენა ,ალბათ ეს ახალი გეეგმაა არა?
-სანდრო შენ რა საერთოდ არ მიცნობ?
-ეგ რა შუაშია? უცებ დაიბნა
-მეგონა ისეთი გიყვარდი როგორიც ვიყავი,მეტიც მეგონა მართლა გიყვარდი,მაგრამ ეს სიყვარული არ არის,ის რასაც შენ ეხლა აკეთებ სიყვარული არაა..შენ რომ მართლა გყვარებოდი იმ აბსურდს არ დაიჯერებდი!
ცოტახანს ჩაფიქრებული იყო,შემდეგ ამაყი მზერა მსტყორცნა - მაშინ გამოდის საერთოდ არ მყვარებიხარ ნიტა,შენ კიარა ჩემს მიერ წარმოდგენილი ,,შენ" მიყვარდა ..ვერ დამაბრალებ რომ არ მიყვარდი,მემგონი გრძნობდი ჩემს სიყვარულს შენ მიმართ,მაგრამ ის რაც გამიკეთე
-და რა გაგიკეთე,რა?! უკვე მოთმინება მღალატობდა
-შენ მე მიღალატე,ჩემთან დადიოდი და ლუკას ემესიჯებოდი,ესეც არ იკმარე სიყვარულები აუხსენი, მერე მასთან ერთად გაუჩინარდი,ახლა კი მოდიხარ და მეუბნები რომ ძალიან გიყვარვარ და ჩემი ბავშვობის მეგობარი მატყუებს არა,აქამდე როგორ დაეცი საერთოდ..
-სანდრო ეს ტყუილია,ტყუილი გესმის! -ვცდილობდი ამეხსნა მაგრამ არ მომისმინა,ცივი და უემოციო თვალებით მიყურებდა ,სიცარიელეს დაესადგურებინა მათში
-შენ მე გული გამიტეხე,მიღალატე,ზურგში დანა ჩამარტყი..ამას არ გაპატიებ ნიტა ჯაფარიძე ,არასოდეს გაპატიებ, შენც გატკენ,ისე გატკენ როგორც მე მატკინე ..
სწრაფად შეტრიალდა და წავიდა,მეკი დავრჩი ასე გულნატკენი, გახევებული და გაბრაზებული
-შენ უკვე მატკინე სანდრო .. ჩავიჩურჩულე ჩემთვის,ობლად წამოსული ცრემლი მოვიწმინდე და კლასისაკენ გავემართე , ზარ მალე დაირეკა ,ნუცაც მობუზული გამოვიდა -რა გჭირს ნიტა?
მას ყველაფერი მოვუყევი,ვცდილობდი ცრემლები შემეკავებინა
-ეგ ბიჭი თავს მაცემინებს ,იმ ქათამს უჯერებს და შენ არა?
-როგორც ჩანს მას უფრო ენდობა
-ხოდა დაანებე თავი,გაიგებს ოდესღაც სიმართლეს და თავშიც ქვა იხალოს მერე.. წარბები შეკრა ნუცამ
-არა ,ასე ადვილად ნინოს თავისას არ გავატანინებ,რატომ უნდა იყოს ყველაფერი ისე როგორც მან დაგეგმა? ,სანდროს ვუყვარვარ,ამიტომაც ეტკინა ასე ,კიდევ ერთხელ დაველაპარაკები და ავუხსნი ,სიმართლეს რომ გაიგებს მერე ნახოს ნინომ!
-მოიცა შენ კიდევ სანდროს იცავ?
-პრივეტ გოგონებო -მოგვიახლოვდა თავისი ღიმილით ბატონი ლუკა
-შენ? წამოიკივლა ნუცამ
-მეც გამიხარდა შენი დანახვა ნუციკო
-ნუციკოს ნუ მეძახი,საერთოდაც სულაც არ გამხარებია შენი დანახვა,აქ რა პირით მოხვედი?
-და რა პირით არ უნდა მოვსულიყავი?
-ნუ თვალთმაქცობ !-შეუბღვირა ნუცამ -ჩემს მეგობარს სანდროსთან აწყობილი ურთიერთობა დაუნგრიე,შენს გამო ცუდად არის ,სანდროს შენ და შენმა უტვინო დამ ტვინი გამოულეყეთ ,კიდევ გავაგრძელო?
-ჯერ ეს ერთი ,ნახევარ და - მკაცრად შეუსწორა ლუკამ-მერე მეორე ,მე არაფერი არ ვიცოდი,შემთხვევით ნახა ნინომ და აჩვენა.
-ეს თავისი ჭკუით გვაბოლებს - გაეცინა ნუცას- დავუშვად შემთხვევით ნახა ,შენ საიდანღა გაიგე რომ სანდროს ანახა?
ოო ეს მართლა კარგი კითხვა დასვა ,არა ეს გოგო ნამდვილ გამომძიებლად არის დაბადებული,ლუკას მივაჩერდით,ცოტა დაიბნა,მერე მე გადმომხედა
- იქედან გავიგე რომ იმ დღეს სანდრო მომივარდა ღამე , შენთან მესიჯობას რომ მოვრჩი მას შემდეგ ერთ ორ საათში და კარგადაც მითავაზა
-მერე ვერ აუხსენი ყველაფერი? ისევ ეჭვის თვალით შეხედა ნუცამ
-ვინ გაცადა ,ეგრევე გავარდა ..
-მაგრამ.. დაიწყო ისევ ნუცამ
-კარგით გეყოთ,მორჩი ნუცა გამომძიებლობას , სანდრო თავი დავანებოთ დამშვიდდება და დაველაპარაკები ისევ..
-ჰმ თქვენი საქმის თქვენ იცით ,წავედი მე .. ხელი აიქნია და მარტო დაგვტოვა,მეც ვაპირებდი წასვლას მაგრამ ლუკამ კლავში მომიჭირა ხელი და მისკენ შემაეტიალა
-რას აკეთებ?
-ნიტა მართლა არ ვიცოდი..ნინოსთან პირი არ შემიკრავს
-მჯერა ლუკა ხომ გითხარი,მორჩი ამ თემაზე საუბარს
-ხო მაგრამ მაინც მგონია რომ ეჭვი გაქვს..
-ჰმ.. ხო მთლად ბოლომდე არ გენდობი,მაგრამ
-ეხლა უნდა მენდო,გთხოვ,იმეგობრე ჩემთან
-როგორი სისაყვარლეა-მომესმა ზურგს უკან ნაცნობი ხმა ,ლუკამ სწრაფად გამიშვა ხელი,მეც ნელა მივტრიალდი და სანდრო დავინახე,ხელები გულზე დაებჯინა და ირონიულად გვიყურებდა ,მიუხედავად იმისა რომ სახეზე ღიმილი დასთამაშებდა მე მაინც ამოვიკითხე მის თვალებში სევდა და გულის ტკივლი
-სანდრო მე.. ავლუღლუღდი,მაგრამ ხელის აწევით გამაჩერა და ლუკას გადახედა
-ლამაზია არა? ჩემზე თავით ანიშნა-იცი ამ სილამაზის უკან რა იმალება?
-არ გინდა სანდრო.. წარბებიი შეკრა ლუკამ
-დამაცადე ვთქვა ,ბოლო ბოლო არ მინდა შენც ჩემსავით იყო..აი ამ გოგო ეხლა ბავშვური გამოხედვა და თბილი თვალები რომ აქვს , სიყვარული არ შეუძლია,მისთვის მხოლოდ ფული არსებობს,იცი როგორ სცადა ჩემი გამოჭერა? პრინციპში რა უნდა ეცადა ,არაფერი გაუკეთებია უბრალოდ მაიგნორებდა რითიც ჩემი ინტერესი მის მიმართ გაზარდა ,შემდეგ მეამიტ და საყვარელ გოგონად მომაჩვენა თავი და მე დებილმაც დავიჯერე,შენც იგივეს გიზამს
-სანდრო ,გეყოფა ,თავი დაანებე! კბილებში გამოსცრა ლუკამ
-ხედავ როგორ გიცავს? -ღიმილით გადმომხედა -ესეც დაგიდებილებია,ჩემსავით..
ლუკამ დასარტყმელად მოიმარჯვა მუშტი მაგრამ გავაჩერე
-შენ ვერ დააფასე ნიტა ,ახლა წადი აქედან ,შენ მისი ღირსი არ ხარ დაანებე თავი!
-დანებებული არ მაქვს? მე ეგ აღარ მჭირდება ,შენ თუ გინდა გყავდეს , მაგრამ გამოჩნდება კიდევ ვინმე მდიდარი და წამში მიგაგდებს.. ესღა ჩაიქირქირა და წავიდა ,გაოგნებული ვიდექი ,ის ასეთი არ იყო,იმდენად ზიზღით ლაპარაკობდა ჩემზე.. ხმა ვერ ამოვიღე,ისეთი გამწარებული ვიყავი ერთადერთი სურვილიღა გამიჩნდა ,სწრაფად მოვტრიალდი და გაბრაზებული გავემართე ერთი სულიერისაკენ...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი მარი. ელ❤

ძალიან მაგარი იყოოო:) ერთადერთი რაც გასარკვევია სანდრომ უნდა გაიგოს რომ ნინომ მოატყუაა საშინელებები უთხრა ნიტას და ეს დიდი უსამართლობაა იმედია მალე გამოაშკარავდება სიმართლე მალე დადეე❤❤❤

 



№2 სტუმარი ანნნასტასია

სანდრო ცოტა ძაან დებილობს უკვე))) რამე მწარე უნდა მოუვიდეს და მერე აქეთ ეხვეწოს ნიტას, ზედმეტად მარტივად მოექცა არასწორი ზეგავლენის ქვეშ????

 



№3  offline წევრი Melancholic

ოო სიტუაცია დაიძაბა... მეკი ყოველ წუთს ველოდები რომ ნიტას გული ამდენს ვერ გაუძლებს.
საერთოდ გულის უკმარისობით დაავადებული ამდენ ნერვიულობაზს 99% ცუდადგახდებოდა.
სანდრო კი... ჰ'მჰ მთლად მასეც არ შეიძლება... :დდ იმედია არ გვალოდინებ ❤

 



№4  offline წევრი ლათინო

აუ გეუბნები სანდროს ვესვრი რაღაცას ან ვიღაცას თქო! ვინ უბედურებაა ეს ბიჭი კაცო?! ნიტას ადგილას რო ვიყო ვიცი რასაც ვიზავდი.
პ.ს პირადში გეტყვი თუ გინდა :დდდ

 



№5  offline მოდერი Girl with pretty smile

აი ნიტას ადგილას,რომ ვყოფილიყავი ამოვასხამდი და ბოლო ხმაზე დავუყვურებდი სიმართლეს.მერე ყოფილიყო ხახამშრალი !!
მალე დადე რა,მომეწონა!

 



№6  offline წევრი teengirllove

მარი. ელ❤
ძალიან მაგარი იყოოო:) ერთადერთი რაც გასარკვევია სანდრომ უნდა გაიგოს რომ ნინომ მოატყუაა საშინელებები უთხრა ნიტას და ეს დიდი უსამართლობაა იმედია მალე გამოაშკარავდება სიმართლე მალე დადეე❤❤❤

კიი აღარ დავაყივნებ ,ისედაც ორი თავი დარჩა blush

ანნნასტასია
სანდრო ცოტა ძაან დებილობს უკვე))) რამე მწარე უნდა მოუვიდეს და მერე აქეთ ეხვეწოს ნიტას, ზედმეტად მარტივად მოექცა არასწორი ზეგავლენის ქვეშ????

ვიცი ,მეც ეს მინდიდა ,ასეთი იდეალური ვერ იქნებიდა მათი ურთიერთობა..არაუშავს მალე გამოვასწორებთ wink

Melancholic
ოო სიტუაცია დაიძაბა... მეკი ყოველ წუთს ველოდები რომ ნიტას გული ამდენს ვერ გაუძლებს.
საერთოდ გულის უკმარისობით დაავადებული ამდენ ნერვიულობაზს 99% ცუდადგახდებოდა.
სანდრო კი... ჰ'მჰ მთლად მასეც არ შეიძლება... :დდ იმედია არ გვალოდინებ ❤

კიდე კარგად უძლებს ,მე ნამდვილად იქავე მივაკლავდი დემეტრეს ..არაუშავს დარწმუნებული ვარ შემდეგი თავები მიგეწონებათ heart_eyes

ლათინო
აუ გეუბნები სანდროს ვესვრი რაღაცას ან ვიღაცას თქო! ვინ უბედურებაა ეს ბიჭი კაცო?! ნიტას ადგილას რო ვიყო ვიცი რასაც ვიზავდი.
პ.ს პირადში გეტყვი თუ გინდა :დდდ

მითახარი პირადში smile

Girl with pretty smile
აი ნიტას ადგილას,რომ ვყოფილიყავი ამოვასხამდი და ბოლო ხმაზე დავუყვურებდი სიმართლეს.მერე ყოფილიყო ხახამშრალი !!
მალე დადე რა,მომეწონა!

მეც მასე მოვიქცეოდი ნამდვილად..ვნახოთ ნიტა რას იზამს

 



№7  offline წევრი skida

საწყალი გოგო ნიტას ადგილას რომ ვყოფილიყავი ის ნიტა გავხდებოდი ნინომ რომ დახატა და მერე ნახავდა სანდრო

 



№8  offline წევრი teengirllove

skida
საწყალი გოგო ნიტას ადგილას რომ ვყოფილიყავი ის ნიტა გავხდებოდი ნინომ რომ დახატა და მერე ნახავდა სანდრო

gaxdeba kidec ... albat

 



№9  offline წევრი მარიკუნაა♥️

მგონი დროა, ამ გოგოს გულის ავადმყოფობა შეგვახსენო :)))
წარმატებები????
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№10  offline წევრი teengirllove

მარიკუნაა♥️
მგონი დროა, ამ გოგოს გულის ავადმყოფობა შეგვახსენო :)))
წარმატებები????

magas vapireb zustad...madloba

 



№11 წევრი meocnebe avadmyopi

ის ერთი სულიერი მალე მე შემომელახება თუ ნინაა თუ ნინი დაგიწერე მე შენ წინა თავის კომენტარში ეგ იქნება მეთქი მარა პასუხი არ გამეცი,ხო ვთქვი, არაო არა კიო
მიდი ახლა და ელოდე როდის შერიგდებიან ეგენი,იმ ლუკასაც რა ჯანდაბა უნდოდა ამ სკოლაში
უფ ამ სანდროს გავჯეჯავ თმებიდან იაროს მერე ქუდით,მელოტმა
ასე შეიძლება შენც დიდი სიამოვნებით მოგკლავდი მარა სანამ შენამდე ჩამოვალ დამიღამდება
მიყვარხარ და გკლავ დიდი სიამოვნებით

 



№12  offline წევრი teengirllove

meocnebe avadmyopi
ის ერთი სულიერი მალე მე შემომელახება თუ ნინაა თუ ნინი დაგიწერე მე შენ წინა თავის კომენტარში ეგ იქნება მეთქი მარა პასუხი არ გამეცი,ხო ვთქვი, არაო არა კიო
მიდი ახლა და ელოდე როდის შერიგდებიან ეგენი,იმ ლუკასაც რა ჯანდაბა უნდოდა ამ სკოლაში
უფ ამ სანდროს გავჯეჯავ თმებიდან იაროს მერე ქუდით,მელოტმა
ასე შეიძლება შენც დიდი სიამოვნებით მოგკლავდი მარა სანამ შენამდე ჩამოვალ დამიღამდება
მიყვარხარ და გკლავ დიდი სიამოვნებით

eseigi imdenad shechrilxar rolebshi ukve chems personajebsac klav da chemzec gadmoxvedi :))) mec miyvarxar ;)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent