შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფოტოგრაფი (თავი 1)


29-04-2018, 22:30
ავტორი ლიდია
ნანახია 474

ფოტოგრაფი (თავი 1)

მილა სააკაძე ვერ იტანს კაბებს, მაგრამ მათი ჩაცმა ყოველთვის უწევს.
ახლაც გრძელ, წითელ საღამოს კაბაშია შემოსილი და სარკეში იყურება. იმას ნამდვილად აღიარებს, რომ უხდება, მაგრამ თავს ძალიან არაკომფორტულად გრძნობს, ჰგონია, რომ საცაა რაიმე გამოუჩნდება, ან ქსოვილზე ფეხი დაედგმება და გაეხევა. მის ზურგს ლამაზ კულულებად ეყრება გრძელი, თაფლისფერი თმა. მოსწონს საკუთარი სქელი წარბები და არასდროს იწვრილებს. წარბების სისქეს არც მისი მუდმივად წითელი ტუჩები ჩამოუვარდება. როდესაც თაფლისფერ თვალებზე მზის შუქი ეცემა, თითქოს გარემოს ანათებს.
პატარაობაშიც არ უყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა და არც ახლა გიჟდება, მაგრამ მაინც სიამოვნებს, როდესაც ვიღაც კომპლიმენტს ეუბნება, ან თუნდაც თავაზიანად უღიმის. მილაზე ნამდვილად ვერ იტყვი, რომ უმშვენიერესია, მაგრამ გარეგნობა ყოველთვის მთავარი ვერ იქნება. ის ძალიან თბილი, ერთგული და მზრუნველია. საყვარელი ადამიანისთვის ეშმაკს სულს მიყიდის. ძალიან გულჩვილია და მშობლების ერთ პატარა შენიშვნაზეც კი ტირდება. მაშინაც ტირის, როდესაც უგუნებოდაა და ვინმე ეკითხება რა გჭირსო. შეიძლება სწორედ მისი ამ თვისებების გამოა, რომ მეგობრები არ ჰყავს. რამდენჯერაც ვინმეს ენდობა, იმდენჯერ ყველა იმედს უცრუებს, ამიტომ იმ გადაწყვეტილებამდე მივიდა, რომ არასდროს არავის ენდოს და არ გაუმხილოს საკუთარი გულის ტკივილი.
მილა ახლა 22 წლისაა. თეატრალურზე აბარებს, უკვე მესამე კურსზეა. თავისუფალ დროს წიგნს კითხულობს. უყვარს კითხვა, მისი ყველაზე საყვარელი საქმიანობაა. რა ჯობს წვიმიან ამინდში ფანჯარასთან ჯდომას ცხელი ყავითა და წიგნით ხელში.
გოგონას მშობლებთან განსაკუთრებული ურთიერთობა არასოდეს ჰქონია. არც დედას და არც მამას არასდროს აინტერესებდათ მილას ნიშნები, მეგობრები, პირადი ცხოვრება.. მამამისის ფულის გარეშე მოაგვარა ყველაფერი და ცალკე გადავიდა საცხოვრებლად, ინსტიტუტთან ახლოს. ერთადერთი “წესი” მილას ცხოვრებაში, რომლებიც მშობლების გამო უნდა დაეცვა, იყო ის, რომ არაფერი გაეკეთებინა სამარცხვინო, რათა მამა უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავარდნილიყო. ამას ადვილად ართმევდა თავს, რადგან არც ჰქონდა რაიმე შარში გახვევის თავი.
სკოლა რომ დაამთავრა ერთი წელი მუშაობდა, ფულს აგროვებდა ბინისთვის. ახლაც აქვს გარკვეული დანაზოგი.
-მილა სად ხარ ამდენ ხანს? სადარბაზოსთან ვართ, ჩამოდი! - ბრძანა მკაცრად მილას მამამ.
-თქვენ გამო ჩემხელა კაბებს ძლივს ვიცვამ და ორი წუთით დაგვიანების უფლებაც არ მაქვს?!
ნერვებმოშლილმა გათიშა ტელეფონი, პატარა ჩანთა აიღო და სახლი დატოვა.
ვერ იტანს უმადურ ხალხს.
მილას მამა- გიგა და დედა - სალომე კლასელები იყვნენ და ახლა კლასელების შეხვედრაზე მიდიან რესტორანში, სადაც ყველას თავის შვილი მოჰყავს
გოგონას სულ არ ეპიტნავება ახლა გიგას ლიმუზინში ჯდომა და ყალბ ღიმილზე ვარჯიში, ვერ იტანს ამპარტავან მაღალ საზოგადოებას და ვერც იმას, რომ სხვების თვალში მისი ოჯახი ყოველთვის თბილი და ერთიანია.
-მილა, შენ საყურადღებოდ ვამბობ! ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, ვის წინაშეც მაგრად უნდა გამოვჩნდეთ მურმან ლიჩელია. ბავშვობის მოსისხლე მტერი.. და არა მარტო ბავშვობის. ახლაც ყველანაირად ცდილობს გზიდან ჩამომიცილოს და მილიარდები იშოვოს ჩემი კომპანიისგან, მაგრამ ამას ვერ დავუშვებთ.
-თბილი ოჯახის თამაში ამაში დაგეხმარება? - იკითხა გოგონამ ირონიულად.
-რათქმაუნდა! პრესის ყურადღება ჩვენკენ იქნება მომართული. მე ხომ ასეთი ლამაზი ცოლ-შვილი მყავს.
-და იქნებ მასაც ლამაზი ცოლ-შვილი ჰყავს?
-ცოლს დიდი ხანია გაშორდა. შვილი ჰყავს, დემნა ჰქვია. მაგრამ არა მგონია მოვიდეს, ძალიან ჯიუტი და თავხედი ვიღაც ყოფილა. მურმანს ის არსად დაჰყავს.
-მალე შემეძლება სახლში წასვლა? - უკმაყოფილოდ გაბუსხა ტუჩები მილამ.
-მილა! იცოდე… რომ გაიპარო…
-რომ გავიპარო რა მამა? 22 წლის ვარ, ვერაფერს მიზამ.
-რომ გაიპარო არასოდეს დაგეხმარები, არაფერში.
-აჰ ახლა ხომ მეხმარები.. - ხმადაბლა ჩაიცინა გოგონამ.
მალევე მივიდნენ დიდ რესტორანთან. შიგნით ყველაფერი ოქროსფერი იყო. მილა ვერ იტანს ამ ფერს და ახლაც თვალები დააწყდა. მისი მშობლების კლასელები უკვე მიმსხდარიყვნენ მაგიდას.
-ჩემო მეგობრებო! გაიცანით ჩემი მეუღლე სალომე და შვილი მილა.
მილამ თავაზიანად დაუკრა თავი ყველას და დაჯდა.
მაგიდას თვალი მოავლო და ეცადა როგორმე მურმან ლიჩელი ამოეცნო, მაგრამ არ იცოდა როგორ გამოიყურებოდა.
-ოჰ! მურმან, როგორ ხარ? - იკითხა გიგამ და მის პირდაპირ მჯდომ კაცს მტრული მზერა სტყორცნა, არც კაცმა დააკლო.
მურმანის ჭაღარები შერეოდა და მეტად მკაცრი იერსახე ჰქონდა.
“საწყალი მისი შვილი” გაიფიქრა გოგონამ.
-გიგა, გაიცანი ჩემი შვილი დემნა . - მურმანიმ მის გვერდზე მჯდომ ბიჭზე მიუთითა. მილამ ის აქამდე ვერ შეამჩნია.
გოგონას მზერა გაუშტერდა დემნაზე. ბიჭი ეშმაკურად იღიმოდა და ლოყები “უნაოჭდებოდა”. ღია ყავისფერი თმა და მუქი ფერის თვალები ჰქონდა, მილამ ვერ გაარკვია მისი თვალები ყავისფერი იყო თუ შავი. დემნას ცხვირზე და ყურზე პირსინგები ეკეთა. ყელზე ფრთებგაშლილი ბუს ტატუ ჰქონდა. პერანგის სახელოები აეკეცა და ასევე ტატუთი დაფარული ხელები მოუჩანდა.
“ახლა გასაგებია რატონ არ დაჰყავს მამამისს არსად”.
დემნას გოგონასავით სქელი წარბები და ტუჩები ჰქონდა. სახეზე ალაგ-ალაგ ღია ფერის ხალები ეყარა. ლურჯ შარვალ-კოსტიუმში ბიჭი ძალიან სიმპატიური და სექსუალური იყო.
მილა მიხვდა, რომ დიდხანს მიაშტერდა და მას მზერა მოარიდა. თვალის კუთხიდან შეამჩნია, თუ როგორ ჩატეხა ბიჭმა ტუჩის კუთხე და თავი ჩახარა.
მაგიდასთან ჯდომა იმაზე მოსაწყენი აღმოჩნდა ვიდრე მილას წარმოედგინა. წამდაუწუმ საათზე იხედებოდა და ნატრობდა, რომ დრო მალე გასულიყო.
მაშინ როდესაც უფროსებმა საუბარი და ჭამა დაასრულეს, საცეკვაოდ წამოიშალნენ.
გოგონას არ უნდოდა ცეკვა და მაგიდასთან დარჩა. წამებს ითვლიდა და ფიქრობდა, როგორ გაპარულიყო შეუმჩნევლად, მაშინ, როდესაც დემნა თვალს არ აშორებდა. ბოლოს გოგონას მიუახლოვდა.
-როგორც ვხვდები ვერც შენ იტან მსგავს ადგილებს. - დაიწყო ლიჩელმა.
-სწორად მიმხვდარხარ. - ამოიხვნეშა მილამ.
-შენი სახელი ვერ გავიგე, ცოტათი დავიგვიანე და…
“აჰა, გასაგებია მაშინ რატომაც ვერ შევამჩნიე”.
-მე მილა მქვია.
-არც მე მიყვარს აქ ყოფნა.
-მაშინ რატომ წამოხვედი?
-სულ მამაჩემის ბრალია. არსად დავყავარ, მაგრამ ახლა მოუნდა. არ მოვყვებოდი, მაგრამ მითხრა სახლს გიყიდიო.
-მოგრთამა და შენც გაები?
-ასე გამოდის. სახლი ნამდვილად მჭირდებოდა. შენ მშობლებთან ცხოვრობ?
-ღმერთმა დამიფაროს! გიგას და სალომეს იმ დღეებშიც ძლივს ვიტან, როდესაც ერთად ვართ ხოლმე და ყოველ დღე რა გაუძლებდა მათ. არ გეგონოს, რომ ცუდები არიან… უბრალოდ ვერ ირგებენ მშობლის როლს. მე ცალკე ვცხოვრობ.
-მესმის შენი. აი მე კი მურმანის ვერ ვიტან. დედა მიატოვა და მას შემდეგ ის გარდაიცვალა. მთელი ბავშვობა მამასთან გავატარე, ნამდვილად არაა კარგად გასახსენებელი წლები…
-ვწუხვარ.
-მადლობა. ინსტიტუტში დადიხარ?
-ჰო შეიძლება ასეც ვუწოდოთ. სამსახიობო ფაკულტეტზე. შენ?
-ფოტოგრაფი ვარ.
-კარგ ფოტოებს იღებ?
-გინდა განახო?
-აქ გაქვს?
-არა. ფოტოაპარატიბ მაქვს მანქანაში. წამო, მოვშორდეთ აქაურობას. წავიდეთ სადმე და ფოტოები გადავიღოთ.
-არ მიყვარს ფოტოების გადაღება…
- კარგი რა მილა! ნუთუ არ გინდა აქედან წასვლა?
-იცი, ერთი დღის გაცნობილ ბიჭს ვერსად გავყვები…
-რამდენი წლის ხარ? - გაეცინა დემნას.
-22-ის.
-მე 24 წლის ვარ და ნუ გეშინია. არ ვიკბინები.
მილა ჩაფიქრდა.
ნუთუ მართლა უარს ამბობდა ამ წყეული წვეულებიდან წასვლაზე? ეგ კი არა ერთი სული ჰქონდა როდის გაიხდიდა ტანზე და თავისი თბილი პიჟამებით ფაფუკ ლოგინში მოთავსდებოდა.
-კარგი. წავიდეთ.
დემნა და მილა ჩუმად გაიპარნენ შენობიდან.
-ძალიან გთხოვ ჯერ ჩემ სახლთან მივიდეთ, რომ ეს საზიზღრობა გავიხადო. - თქვა მილამ მანქანაში ჩაჯდომისთანავე.
-ჰმმ… სულაც არ ვთვლი რომ საზიზღრობაა! ძალიან გიხდება.
-მადლობა.. - გოგონას ლოყები აუწითლდა. - მაგრამ მაინც არ ვარ კომფორტულად.
-კარგი, მითხარი მისამართი.
მილას სახლამდე ჩუმად მივიდნენ. გოგონა უცებ ავიდა სახლში და კაბა შვებით გაიხადა. დაჭიმული კუნთები მოადუნა, ფეხებიც დაასვენა მაღალქუსლიანებისაგან. სპურტულები და თავისი საყვარელი ნაცრისფერი ბოტასები ამოიცვა, ვაზელინი გადაისვა ტუჩებზე და დემნას მანქანაში ჩაჯდა.
-ამოვისუნთქე! აბა, სად მივდივართ? – იკითხა მილამ.
-ერთი ძალიან მაგარი ადგილი ვიცი, მერწმუნე, მოგეწონება.
დიდი ხანი არ გასულა, როდესაც დემნამ მანქანა გააჩერა. ნამდვილად ლამაზ ადგილას იყვნენ, აქაურობა პარკს ჰგავდა. ხეები, ლამაზი ბუჩქები. ლამპიონები და სკამები, რომლებიც ნათურებით მოურთავთ.
-ფოტოებს ძირითადად აქ ვიღებ. გაიღიმე! - უცბად გადაუღო დემნამ გოგონას ფოტო. - ნახე რა კარგი ფოტო გამოვიდა!
ფოტო მართლაც ძალიან ლამაზი იყო.
-აბა, რატომ ვერ უძლებ მშობლებს? - იკითხა დემნამ და მუქი თვალები გოგონას მიაპყრო.
-უბრალოდ არ მიყვარს მაღალი საზოგადოება, მდიდრობა და მუდამ ყურადღების ცენტრში ყოფნა. მირჩევნია ვიცხოვრო დამოუკიდებლად, ჩემი ნაშოვნი ფულით და არა მამიკოს გათამამებული შვილივით ვიყო. არც ასეთი წვეულებები და კაბები მიყვარს…
-მეც ეგრე ვარ. საშინლად არ მიყვარს წვეულებები და ამპარტავანი მდიდრები. მამაჩემი… როგორ გითხრა… ძალიან თავისებური კაცია. ვიცი, რომ ვუყვარვარ, მაგრამ სიყვარულს არ გამოხატავს და მეც დამღალა. ხოდა სამი წლის წინ დავიწყე დამოუკიდებლად ცხოვრება. ახლა ფოტოგრაფი ვარ, როგორც გითხარი და ფოტოებს ვყიდი. საკმაო ფულს ვშოულობ, იმისთვის რომ გადავრჩე. - უცებ დემნამ ტუჩზე და ყურზე გაკეთებული პირსინგები ერთი ხელის მოსმით მოიძრო და გადააგდო. პერანგის ღილების შეხსნა დაიწყო, როდესაც მილა დაიბნა.
-რას აკეთებ? - ჰკითხა ბიჭს გაფართოებული თვალებით.
დემნამ გულიანად გაიცინა.
-ეს პირსინგები და ტატუები სინამდვილეში არ მაქვს. მხოლოდ და მხოლოდ იმ დროს ვიკეთებ, როდესაც მამას ვხვდები, რომ უფრო შერცხვეს.
დემნამ პერანგი სკამზე მიაფინა და ხელებიდან ტატუები აიძრო, რომლებიც სინამდვილეში მხოლოდ და მხოლოდ სტიკერები ყოფილა.
-ყელზე ვერ ავიძრობ, ვერ ვხედავ. მომეხმარები? - შეხედა გოგონას უცნაურად მოელვარე მუქი თვალებით და საყვარლად გაიღიმა.
მილა მისკენ გადაიხარა. ბიჭის მათრობელი სურნელი აბრუებდა. ხელისკანკალით ააძრო ბიჭს ყელზე ბუს სტიკერი და მის ლამაზად გამოკვეთილ ჩიყაყვს ხელი დაუსვა. მთელ ტანში ბუსუსებმა დაუარა. დემნამ ისევ გაიღიმა.
მილამ ხელები მოაშორა და უხერხულად შეიშმუშნა.
-იქნებ ჩაგეცვა… გაცივდები.. - ამოიხრიალა დაბინდული ხმით.
-ხომ სულ მაგაზე დარდობ, რომ მე არ გავცივდე.
გოგონა უარესად გაწითლდა და ამ დროს დემნამ კიდევ ერთი ფოტო გადაუღო.
-მოგკლავ! - წამოიყვირა მილამ.
ამასობაში დემნამ პერანგი ისევ ჩაიცვა. ბოლო ღილის შეკვრამდე უცქერდა გოგონა მის იდეალურ სხეულს და ნერწყვს ნერწყვზე ყლაპავდა. თან წარსული ახსენდებოდა და გული უარესად უჩუყდებოდა, ახლა ძალიან მოუნდა ტირილი, მაგრამ ლიჩელის თვალწინ ამას არავითარ შემთხვევაში დაუშვებდა!
დემნამ შეამჩნია გოგოს ხასიათის ცვლილება, მის გვერდით ჩამოჯდა სკამზე და ლამაზად მოელვარე ცას ახედა. შემდეგ ლაპარაკი დაიწყო.
-მახსოვს, როდესაც პატარა ვიყავი, დედას აქ მოვყავდი და ერთად ვუყურებდით ღამის ცას. მასწავლიდა ვარსკვლავებს და მიყვებოდა საინტერესო ამბებს კოსმოსზე. მეც ძალიან ყურადღებით ვუსმენდი. ახლაც კი 17 წლის შემდეგ ყველაფერი მახსოვს. აი იმ ვარსკვლავზე იცი რა თქვა? - ბიჭმა ყველაზე დიდად მნათობ ვარსკვლვზე მიუთითა და მილას თაფლისფერ თვალებში შეხედა.
-რა თქვა? - დაინტერესდა გოგონაც.
-როდესაც მე აღარ ვიქნები.. აქ მოდი და იმ ვარსკვლავს უყურეო. გახსოვდეს, რომ ის მე ვარ და სულ შენ გვერდით ვიქნებიო. ეს ჩემთვის ძვირფასი ადგილია.
-რატომ მომიყვანე მე აქ?
-არ ვიცი…
ცოტახანი ორივე დუმდა. შემდეგ მილას გაახსენდა, რომ უკვე საკმაოდ გვიანი იყო და მეორე დღეს ადრე უნდა ამდგარიყო.
-ჩემი წასვლის დროა. - თქვა და ადგა.
-წამო, წაგიყვან.
მილას სახლამდე უხმოდ მივიდნენ.
-ძალიან გამიხარდა, რომ შენნაირი ადამიანი გავიცანი მილა.. - თბილად გაიღიმა ბიჭმა.
-მეც მიხარია. - უთხრა სააკაძემ ლიჩელს და მანქანიდან გადავიდა.
დემნა მხოლოდ მაშინ დაიძრა ადგილიდან, როდესაც დარწმუნდა, რომ გოგონა უსაფრთხოდ ავიდა სახლამდე.
***
სახლში დაბრუნებული ლიჩელი გოგონას ფოტოების დამუშავებას შეუდგა. შემდეგ უცნაური რამ გადაწყვიტა.
სახლში ერთი თავისუფალი ოთახი ჰქონდა.
შევიდა და კედელზე მილას ორი ფოტო გააკრა. გადაწყვიტა სულ გაევსო ოთახი გოგონას ფოტოებით, ის ხომ ასეთი ფოტოგენური და მშვენიერი იყო…
კიდევ დიდხანს უცქერდა ფოტოებს, შემდეგ თავის ოთახში შევიდა, ბევრი იფიქრა დედაზე და ცრემლმორეული გადაეშვა სიზმრების სამყაროში.
***
გადატვირთული დღის შემდეგ მილას ცხელი შხაპი ესიამოვნა. უნებურად ეფიქრებოდა დემნაზე და ეღიმებოდა. ბიჭის ლამაზი ყელი, ყბები და სხეული ახსენდებოდა. მისი ლამაზი ნაოჭები, რომლების ლოყებს უმშვენებდნენ გაღიმებისას. მაინც რა ლაღი და ამავდროულად რა სევდიანი იყო დემნა ლიჩელი!
ამოუცნობი ობიექტი გოგონასთვის. ბიჭი, რომელიც თავის სევდას “კაი ბიჭობით” ფარავდა და ყველანაირად ცდილობდა მამამისი დაემცირებინა.
მილა იმაზეც ფიქრობდა, რომ იქნებ დემნა მურმანისავით ცუდი იყო?
მაგრამ არა…
ბიჭი სხვა იყო.
დემნა კარგი იყო.
არაჩვეულებრივი ფოტოგრაფი.
გოგონას ცხოვრების ფოტოგრაფი…
საკუთარ ფიქრებში ჩაეძინა მილას.
რა იცოდა ამ დროს რა ხდებოდა მის ზურგს უკან… რა იმალებოდა და რა ინტრიგები იხლართებოდა.
არცერთმა იცოდა რა ელოდათ წინ.
მაგრამ აწმყოში, ახლა, ორივეს ტკბილას ეძინა.
ორივე ერთმანეთის სიზმრებში დათარეშობდა.


___________________________
დავბრუნდი ახალი ისტორიით და ბევრრიიი ბევრიი ინტიგით ????❤️
მომენატრეთ ://
იმდენად უაზროდ ვიყავი ეს კვირები, მარტო ამ თავს ორი კვირაა ვწერ
ასე რომ არ ვიცი შემდეგს როდის დავდებ
ვეცდები არ დავიგვიანო და მაქსიმუმ სამი დღის ინტერვაით დავდო
მიყვარხართ, შემიფასეთ ❤️❤️❤️скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი LaLiDze

კარგი დასაწყისია <3

 



№2  offline წევრი ლიდია

LaLiDze
კარგი დასაწყისია <3

madloba ❤️❤️

 



№3  offline წევრი Barbare ❤

მოხიბლული ვარ ❤️ გააგრდზელე აუცილებლად. ველოდები შემდეგ თავს ❤️❤️

 



№4 სტუმარი სტუმარი keta

Martla saintereso da intrigebit datvirtuli motxroba ikneba, gelodebiit

 



№5  offline წევრი ლიდია

Barbare ❤
მოხიბლული ვარ ❤️ გააგრდზელე აუცილებლად. ველოდები შემდეგ თავს ❤️❤️

გამიხარდა ძალიან ^_^ დღეს ავტვირთავ ❤️❤️

სტუმარი keta
Martla saintereso da intrigebit datvirtuli motxroba ikneba, gelodebiit

მადლობა დღეს დავდებ ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent