შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამერიკელი მკვლელი დასასრული


29-04-2018, 22:51
ავტორი gogona migraciidan
ნანახია 689

ამერიკელი მკვლელი დასასრული

- მიხარია რომ დაბრუნდი. კართან მდგომი ერეკლე მომაჯადოვებლად მიღიმის.
- რაღაც არ გეტყობა.
მალევე ეცვლება მამომეტყველება ერეკლეს და თვალებს ქაჩავს.
ვცდილობ როგორმე ღიმილი დავმალო, მის გაოგნებული სახის დანახვისას.
- რას ამბობ?
- აბა იდიოტივით რომ აყუდებულხარ მაგ კართან მოდი ჩამეხუტე.
ტკივილის მიუხედავად ბოლო ხმაზე ვხარხალებ მე.
- დებილო. ენას მიყოფს ის და ჩემკენ მოდის, მის გრძელ ხელებს შლის და გულში მიკრავს.
- ნეტავ იცოდე როგორ მენატრებოდა შენს სახეზე ეგ ღიმილი.
- ერეკლე. მის ხელებს ვიშორებ და ვცდილობ საწოლზე წამოვჯდე.
- ჰო.
- ამდენი ხნის განმავლობაში რატომ არასდროს შემოსულხარ ჩემს პალატაში?
ბრაზით ვუყურებ.
- რა იცი?
- იმ დროის მანძილზე რაც მე კომაში ვიყავი, თითოეული მათგანის ყველა სიტყვა მესმოდა რასაც მეუბნებოდნენ.
გავიგე რასაც ამბობდა ლაშა, ისიც მესმოდა როგორ მთხოვდა პატიებას იოანე.
თუმცა შენ, შენ ერთხელაც არ მოსულხარ.
ნუთუ არ გინდოდა ჩემი გადარჩენა?
ცრემლიანი თვალებით შევხედე მას.
- ნეტა იცოდე რა დებილი გოგო ხარ. ხარხარით ამბობს და გულში.
- მე ყოველ დღე აქ ვიყავი, მთელი ღამე შენს საწოლთან ვინეჯი. ხმას არ ვიღებდი უბრალოდ შენი გულის ცემას ვუსმენდი, შენი სახის ყველა ნაკვთს ვიმახსოვრებდი.
ხმის ამოღების მეშინოდა იცი რატომ?
- რატომ?
- პატარა რომ ვიყავი ბებო მიყვებოდა, როდესაც ადამიანი სიკვდილის პირასა ის ელოდება ვიღაცას.
ძმას, დედას მამას ან საუკეთესო მეგობარსო.
მას ვინც მთელი გულით უყვარსო, მეგონა  მე ვიყავი ის ვისაც შენ ელოდი. ამიტომაც არ ვიღებდი ხმას, მეშინოდა თუ ჩემს ხმას გაიგებდი შენც ისევე დამტოვებდი როგორც ეს მარიმ გააკეთა.
შეცვლილი ხმით ამბობს ის.
- მიხარია რომ შენ მყავხარ.
- ძალიან მიყვარხარ ჩემო დებილო. მხიარული გაუხდა ხმა.
- მეც მიყვარხარ ჩემო იდიოტო.
- ერეკლე.
- ჰო.
- აქედან რაც შეიძლება მალე უნდა გამწერონ, ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი გიკთხვები მაქვს.
ლაშას უნდა ველაპარაკო, იცი საერთოდ რა მითხრა?
- ის რომ ალეკო მამაშენია?
- შენ, შენ ეს საიდან იცი?
- ხედავ ამას. ჩემს პირდაპირ ჭერში დამონდაჟებული ვიდეო კამერისკენ მიმანიშნა.
- მოიცადე შენ ყველაფერს იწერდი?
- რათქმაუნდა, ვერ დავუშვებდი კიდევ ერთხელ ეცადა ვინმეს შენი მოკვლა.
მან ყველაფერი ჩაიწერა არინო, ჩვენ იოანეს აღიარება გვაქვს.
მან თქვა რომ საბუთებს გადმოგცემდა, თუ ის დაგვეხმარება შანსი გვექნება ერთხელ და სამუდამოდ გამოვკეტოთ ალეკო.
- მეშინია. ცხოვრებაში პირველად ვთქვი რომ რაღაცის მეშინოდა.
- რატომ?
- მეშინია რომ ალეკოს იქ გამომწყვრევა არ შეაჩერებს. მგონია რომ ის დაწყებულს ბოლომდე მიიყვანს, ჩემს გამო არ მეშინია არმინდა მან ჩემს საყვარელ ადამიანებს რაიმე დაუშაოს.
- ნუ გეშინია ის ვერავის ვერაფერს დაუშავებს.
- ღმერთმა ქნას.
- არინო.
- ჰო.
- იოანეს მას შენ მართლა უყვარხარ.
- არავარ დარწმუნებული მის გრძნობებში, მგონია ისევ რაღაცას თამაშობს.
- და შენ, შენ რას გრძნობ მის მიმართ?
- არვიცი. დაბნეული ვამბობ მე.
- გაქვს მის მიმართ გრძნობები?
- შეიძლება მაქვს მაგრამ ეს არაფერს ცვლის, ის დაისჯება იმ ყველაფრის გამო რაც გააკეთა.
როგორ უნდა ვენდო ადამიანს რომელმაც ჩემი მოკვლის სანაცვლოდ დიდძალი თანხა აიღო?
- მან ხომ არ იცოდა რა ხდებოდა, მან მხოლოდ ალეკოს სიმართლე იცოდა.
- ეს არაფერს ნიშნავს, მთავარი აქ ფაქტია და არა ის რა იცოდა მან და რა არა.
 - არი.
- არავითარი არი. ჩვენს შორის არაფერი მოხდება ერეკლე, მერე რა რომ მე მის მიმართ გრძნობები მაქვს. მას მისია ქონდა გესმის?
მისია რომელიც მას ჩემი ოჯახის დახოცვალს ავალდებულებდა. მართალია მან არაფერი იცოდა,
მაგრამ მან არც კი გამოიძია რა ხდებოდა, მან თანხმობა განაცხადა.
არ შემიძლია ამ ყველაფერს ვერ დავივიწყებ.
- შენ ის არ გინახავს არინო, მე კიდევ ის დავინახე მე ვიგრძენი მისი ტკივილი.
მე დავინახე რა ხდებოდა მის თვალებში, ისინი პატიებას ითხოვდნენ.
მის თვალებში დანაშაულის გრძნობა ამოვიკითხე, დავინახე როგორ ტიროდა ის შენი პალატის კართან.
- შენ მას არ იცნობ ერეკლე, არ იცი მას რისი ვაკეთება შეუძლია.
- და შენ იცნობ?
- იცი მე.
დავიბენი არ ვიცოდი რა მეპასუხა.
- რა შენ?
- არა არც მე ვიცნობ მას.
თავი დავხარე.
- მე დაგტოვებ დაისვენე, ხვალ დილით შემოგივლი.
- ერეკლე.
კართან მისულს ვაჩერებ.
- რამოხდა?
- ნია როგორ არის?
- არვიცი რახანია არ მინახავს, ეხლა სწორედ მასთან მივდიოდი.
- რომ ნახავ მომიკითხე, აკოცე ჩემს მაგივრად და უთხარი რომ ძალიან მიყვარს.
- რათქმაუნდა.
ერეკლეს წასვლის შემდეგ წვალებით წამოვდექი ფეხზე, იქვე სავარძელზე დადებული ჩემი ტანსაცმელი და ჩანთა ავიღე.
მალევე გადავიცვი, შევეცადე რაც შეიძლებოდა ფრთხილად გავსულიყავი პალატიდან, და საავადმყოფო დამეტოვებინა.
ესეც მოხდა, გასვლა უკანა გასასვლელიდან მოვახერხე, ვიცოდი შემოსასვლელში ერეკლეს ვიღაც ეყოლებოდა.
 მეგონა კართანაც ვინმეს დამახვედრებდა მაგრამ იქ არავინ დამხვდა.
ჩანთაში თანხა მოვიძიე რათა გამეგო შევძლებდი თუ არა ტაქსისთვის გადახდას.
ტაქსი გავაჩერე და იქ წავედი სადაც ეხლა ჩემი გამოჩენა არც ისე კარგი გადაწყვეტილება იქნებოდა.
მიუხედავად იმისა რომ ეხლა ღამის თერთმეტი საათია ვიცოდი ის იქ დამხვდებოდა.
- მიუხედავად იმისა რომ შენი განადგურება მინდა, ეხლა მაგისთვის არ მოვსულვარ.
არვიცი საიდან მაქვს ამდენი თავდაჯერებულობა მის წინაშე.
- აქ რას აკეთებ?
- ძალიან ბევრი პასიხგაუცემელი კითხვები მაქვს, მინდა ყველაფერი გავარკვიო.
რაშიც დარწმუნებული ვარ შენ დამეხმარები.
- მე. ბოლო ხმაზე ხარხარებს ის.
- ალეკო. ბრაზით ანთებული თვალებით ვუყრებ მას.
- თუ გირჩევნია მამა დაგიძახო.
ჩემს ამ ნათქვამს არ ელოდა და მალევე შეახმა ღიმილი სახეზე.
- რა? შეცვლილი ხმით ამბობს ის.
- როდესაც შენს მიერ მოწყობილ მახეში გავები, როდესაც შენ ჩემი მოკლა შეუკვეთე და როდესაც მე არ მოვკვდი მაგრამ კომაში ჩავარდი. ჩემთან ვიღაც მოვიდა, მას ეგონა რომ მე არაფერი მესმოდა, სწორედ ამ დროს მითხრა რომ მე სინამდვილეში შენი შვილი ვარ.
როდის აპირებდი ჩემთვის ამ ყველაფრის თქმას?
- იცი მე.
- არ მაინტერესებს შენი გულის ტკივილი, მე უბრალოდ მაინტერესებს რატომ ხარ შენ მამაჩემი?
რატომ დამწყევლა ღმერთმა ესე?
- არინო.
პირველად მოვისმინე მისი პირიდან ამოსული ჩემი სახელი რომელსაც არა ზიზღით არამედ სიყვარულით წარმოსთქვამდა.
- თუ ისევ რაიმე ტყუილის თქმას აპირებ სჯობს არაფერი მითხრა.
- თვრამეტი წლის წინ დედაშენი ჩემთან მოვიდა, ის ნაცემი იყო.
საშინელი ჩალურჯებები ემჩნეოდა, ხელზე სახეზე მთელს სხეულზე.
ისინი უკვე ხუთი წლის ცოლქმარი იყვნენ თუმცა მათ შვილი არ უჩნდებოდათ, არ ვიცი რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი.
როგორც ანასტასიამ მითხრა ჩემს ძმას რაღაც პრობლემები ჰქონდა, იმ დღესაც სწორედ ამ მიზეზის გამო იჩხუბეს.
- შემდეგ.
- ის ტიროდა, პირველად ტიროდა ჩემს წინაშე.
ესეთი ანასტასია არასოდეს მენახა, მის დამშვიდებას ვცდილობდი მაგრამ არ გამომდიოდა.
შემდეგ სასმელი შევთავაზე, მის სულს გეფიცები არანაირი ცუდი განზრახვა არ მქონია.
მე უბრალოდ მისი დამშვიდება მინდოდა, როდესაც სასმელი მოეკიდა ვთხოვე მეტი აღარ დაელია.
თუმცა სასმელმა ის ძალიან თამამი გახადა, შემდეგ მოხდა ის რაც მოხდა.
არ მიმდოდა გეფიცები, არ მინდოდა მასთან კავშირი მქონოდა.
მაგრამ მეც ხომ კაცი ვარ ვერ მოვითმინე, ჩემი საყვარელი ქალი ჩემთან მოვიდა თავი ვეღარ შევიკავე.
შემდეგ გავიგე რომ ის ორაულად იყო, ჩემმა ძმამ ყველაფერი იცოდა.
იცოდა  რომ ბავშვი რომელსაც ანასტასია ატარებდა მისი არ იყო მაგრამ მან შენ საკუთარი შვილივით მიგიღო.
მე კიდევ დამარწმუნეს რომ შენ არ იყავი ჩემი შვილი, მითხრეს რომ შენ ნამდვილად ჩემი ძმის შვილი იყავი.
როდესაც შენ თხუთმეტი წლის ხდებოდი ჩემთან  ერთი ქალი მოვიდა, დედაშენის საუკეთესო მეგობარი მან მითხრა რომ შენ ჩემი შვილი ხარ.
სწორედ ეს ვერ ვაპატიე ჩემს ძმას, სწორედ შენს გამო გავიმეტე მე ისინი სასიკვდილოდ.
მე არ ვიყავი მისგან ამ ყველაფრის ღირსი, მართალია მე შეცდომა დავუშვი, მის ცოლთან ვიწექი მაგრამ მე ეს უნდა მცოდნოდა გესმის?
უნდა მცოდნოდა რომ კიდევ მყავდა შვილი გოგონა რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი.
მის თვალებიდან წამოსულ სინანულის ცრემლს ვაიგნორებ და ფეხზე ვდგები.
- ეს ყველაფერი გასაგებია, შესაძლოა ეს სიმართლეც იყვეს მაგრამ.
- რა მაგრამ?
- რატომ შეუკვეთე ჩემი მკვლელობა?
- მე.
- მე ყველაფერი ვიცი ალეკო, დებილი არვარ.
ყველაფერი გავარკვიე გამოვიძიე და გავიგე რომ შენ ისევ დაიქირავე მკვლელი ჩემს მოსაკლავად.
რადგან ავარიის დღეს საქმე ბოლომდე  ვერ მიიყვანე შენ გადაწყვიტე საქმე დაასრულო.
- მე უბრალოდ შეშინებული ვიყავი, შემეშინდა რომ სიმართლის გაგებისას ისევ შენს ოჯახს აირჩევდი.
- სწორედაც რომ მე ისევ ჩემს ოჯახს ვირჩევ.
მე შენი შვილი ვარ გესმის შვილი? იცი მაინც რას ნიშნავს ეს ყველაფერი ჩემთვის?
შენ ის კაცი მოკალი რომელმაც მე საკუთარივით გამზარდა, შენ დედაჩემი მოკლი. ქალი რომელზეც ამბობენ რომ გიყვარდა, შენ ჩემი ძმები დახოცე.
როგორ ფიქრობ ამ ყველაფრის შემდეგ როგორ ვარ მე?
მძულს მეზიზღება ჩემი თავი იმის გამო რომ მე შენი შვილი შეიძლება ვიყვე.
რომ შემეძლოს ჩემი ხელით მოგკლავდი, მაგრამ მე შენგან გასხვავებით ადამიანი ვარ რომელსაც ღმერთის შიში აქვს.
- მაპატიე.
კაბინეტის დატოვებას ვაპირებდი როდესაც მისი ხმა გავიგე.
- ღმერთისთვის მიმინდია შენი პატიება.
კარი გავაღე გასვლას ვაპირებდი როდესავ უეცრად მოვბრუნდი.
- მიუხედავად იმისა რა მოვისმინე დღეს, მინდა იცოდე რომ მე არ შევიცვლი აზრს შენზე.
მე შევასრულებ პორობას რომელიც შენს წინაშე თვეების წინ დავდე, მე გაგებინებ პასუხს იმის გამო რაც ჩემს ოჯახს და მამაჩემს გაუკეთე.
- არ გააკეთო ეს.
- მე რომც მომკლა იცოდე ჩემს მაგივრად სხვა გაგებინებს პასუხს, მე თუ რაიმე მომივა ის საბუთები რომელოც მე მაქვს, მას ჩაუვარდება ხელში ვინც  თვალის დახამხამების გარეშე გაგანადგურებს.
ჩქარი ნაბიჯებით გავშორდი კაბინეტს და მალევე დავტოვე კომპანია.
ჩაბნელებულ ქუჩას გავუყევი, ვიგრძენი როგორ მომყვებოდა უკან ვიღაც.
არ შემშინებია რადგან ვიცოდი ის ვინც იყო, მე მისი აღარ მეშინოდა.
მიუხედავად იმისა რა ვუთხარი ერეკლეს, მე დანამდვილებით ვიცოდი რას გრძნობდა ის ჩემს მიმართ.
- შენსას მაინც არ იშლი არა? როდემდე უნდა მზდიო უკან?
 - მანამ სანამ არ დავრწმუნდები რომ საფრთხე აღარ გემუქრება.
მესმის მისი ბოხი ხმა.
- საფრთხე? ვისგან უნდა ველოდო საფრთხეს?
ვითომც არაფერი არ ვიცი.
- იმ აფეთქების შემდეგ.
დაიბნა.
- ეს უბრალოდ უბედური შემთხვევა იყო.
ცინიკურად ჩავიცინე მე.
- არინო.
მისმა ნათქვამმა არინომ  გამაშეშა.
- ეს შენ. მალევე ჩნდება ჩემს წინ, ხელში რაღაც საბუთებს მაჩეჩებს.
- რა არის ეს?
- ის რაც დაგეხმარება შენი ოჯახის საქმის დასრულებაში.
- ამას რატომ აკეთებ?
- არ მინდა თავი საფრთხეში ისევ ჩაიგდო. უბრალოდ მინდა დაგეხმარო, მეტი არაფერი.
- არ არის საჭირო.
- როგორ თუ არ არის საჭირო?
- მე ყველაფერი ვიცი იოანე.
- რა იცი. მალევე ანერვიულდა.
- საფრთხეს არა მხოლოდ ალეკოსგან არამედ შენგანაც უნდა ველოდო.
მე ყველაფერი გავიგე, მესმოდა როგორ მიყვებოდი ჩემი და შენი ოჯახის ამბებს.
მიუხედავად იმისა რომ შენ არ მოგიკლავს ჩემი ოჯახი, შენ ამ ყველაფერში გარეული ხარ.
შენ შეგეძლო აგერიდებინა ეს საფრთხე მათთვის, შეგეძლო გაგეფრთხილებია მამაჩემი.
შენი ბრალია ოჯახი რომ დავკარგე, შენი ბრალია ჩემი ძმა ხელებში რომ ჩამაკვდა.
გესმის მაინც რამხელა ტკივილია ეს?
იცი მაინც რა რთულია როდესაც ძმა ხელებში გაკვდება შენ კი ვერაფერს აკეთებ ამისთვის?
- ვიცი, ვიცი რადგან მეც განმიცდია ეგ.
მისი ხმა ისეთი შეცვლილი მეჩვენა, დამეფიცება რომ ის ამ წამს ტირის.
- მაპატიე მე, მე უბრალოდ.
მის წინ მთელი ხმით ავტირდი.
- არ მინდოდა ამის თქმა, ვიცი რაც გამოიარე.
- შენ მართალი ხარ, მე შემემეძლო შენი ოჯახის დახმარება თუმცა ეს ვერ მოვახერხე.
- შენ არ შეგეძლო მათი დახმარება, მე უბრალოდ ნერვებს ავყევი.
შენ რომ ისინი გადაგერჩინა ალეკო მათ მაინც მოკლავდა.
- არინო.
- ჰო.
- შეიძლება ჩაგეხუტო?
ნაღვლიანი თვალებით ამომხედა.
მისკენ წავედი და მე თავად ჩავეხუტე.
- მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს რომ შენ უდანაშაულო ხარ.
- იცი რას ვერ მივხვდი?
- რას?
- რა გახდა მამაშენის და ბიძაშენის დაპირიაპირების მიზეზი?
ისინი ხომ ძმები არიან, არცერთ საბუთში მათი მტრობის ზუსტი მიზეზი არ წერია.
ვიცი რომ ალეკოს დედაშენი უყვარდა მაგრამ რატომ მოკლა ისიც.
მისი მოკვლის მიზეზი მაინც რა იყო?
- მე.
- შენ?
- მე ვარ ყველაფრის მიზეზი.
- რატომ შენ?
- სინამდვილეში ალეკო მამაჩემია.
მას მოვშორდი და გზა განვაგრძე.
 
გვიანი იყო სახლში წასვლა არ მინდოდა, ამიტომ გეზი ბატონი კაკოს სახლისკენ ავიღე.
მიუხედავად იმისა რომ ხერხემლის საშინელი ტკივილი მაწუხებდა გზა ფეხით განვაგრძე.
- რა მოხდება შემდეგ?
მესმის ჩემი ეგოს ხმა.
- არ ვიცი.
- აღიარე რომ ის გიყვარს.
- ეს არ არის სიყვარული, ეს უბრალოდ გატაცება.
- ეს არ არის გატაცება არინო, შენ შეგიძლია ყველა მოატყუო ჩემს გარდა.
-როგორ მივხვდები, რომ მიყვარს?
-მის გარეშე ვეღარ აიტან სიცოცხლეს, უცებ მიხვდები, რომ შენში ყველა ნაპრალი შეივსო.
- ეგ არასოდეს მოხდება.
ცინიკურად ჩავიცინე მე.
- " არასოდეა თქვა არასოდეს"
მანაც ისევე ცინიკურად ამომძახა როგორც ეს მე გავაკეთე.

- აქ რას აკეთებ? გაკვირვებული მიყურებს კარში მდგომი ბატონი კაკო.
- თქვენი ნახვა მინდოდა, მაპატიეთ თუ შეგაწუხეთ.
- რასამბობ შვილო რა შეწუხება, უბრალოდ შენ ხომ ეხლა საავადმყოფოში უნდა იყვე?
- გამოვიქეცი. ღიმილით ვამბობ მე და კარში შევდივარ.
- როგორ თუ გამოიქეცი?
უკან ამეკიდა კაცი.
- გრძელი ამბავია.
მოკლედ ეს ის საბუთებია რაც იოანემ მომცა, არვიცი რა არის ან საერთოდ გამოგვადგება თუ არა. მინდა ყველაფერი დეტალურად წაიკითხოთ.
- არინო ეს ხომ, ეს გასაოცარია.
გახარებული დაჰყურებს კაცი საბუთებს.
- რახდება?
მდივნის საზურგეს მივეყრდენი მე.
- აქ ყველაფერი წერია, გაყალბებულ ექსპერტიზაზე, მოწყობულ ავარიაზე.
არინო ხვდები მაინც ეს რას ნიშნავს?
- იმას რომ ალეკოს გა*დო.
- ზუსტადაც რომ და*ედო.
ღიმილოთ ამბობს კაცი.
- მოიცადე. მალევე შეშდება.
- რა ხდება?
- ახალმა პროკურირმა ამ საქმის თავიდან გამოძიება დაიწყო.
- რასამბობ? მალევე წამოვარდი ფეხზე.
- ერთი წუთუთ. აწრიპინებულ ტელეფონს დაწვდა.
- გისმენ ლაშა.
-...
- რასამბობ.
- ..
- ეხლავე მოვალ.
-...
- ის ჩემთანაა, მასაც წამოვიყვან.
- რა მოხდა?
- ალეკო თავის ფეხით ჩაბარდა.
- რაქნა?
- ადგა და თავის ფეხით მივიდა პროკურატურაში, დანაშაული აღიარა არინო.
- მას შენთან საუბარი სურს.
შენობაში შესვლის თანავე მეუბნება ლაშა.
- ჩემთან?
- დიახ შენთან.
- გინდა წამოგყვე?
- არა იყვეს მარტო ვნახავ.
-მიხადია რომ მოხვედი.
ღიმილით მეუბნება ალეკო.
- რატომ მგონია რომ შენს უეცრად ჩაბარებაში რაღაც საფრთხეს უნდა ველოდო?
- ნუ გეშინია მე შენ არაფერს დაგიშავებ.
- ალეკო მიუხედავად იმისა რომ ასაკით პატარა ვარ, ცხოვრებამ იმდენი დარტყმა და ტკივილი მომაყენა ერთი რამ ვისწავლე.
- რა?
- ის რომ შენნაირი მკვლელები არ გამოსწორდებიან, ვიცი შენ ისევ ეცდები ჩემი ოჯახისთვის რაიმეს დაშავებას.
ერთს გეტყვი თუ რომელიმე ჩემს საყვარელ ადამიანს საფრთხე დაემუქრება, ღმერთს ვფიცავ ჩემი ხელით გამოგჭრი ყელს.
- მე შენ მიყვარხარ არინო. ყველაფრის მიუხედავად რაც დავაშავე იმის მიუხედავად შენი მოკკვა რომ შევუკვეთე, მე ეს ყველაფერი სიყვარულით გავაკეთე.
ლაშას და შენს თავს ვფიცავარ არცერთ შენს გულით საყვარელს საფრთხეს აღარ შევუქმნი.
- რატომ ჩაბარდი?
- მინდა შენი სიყვარული დავიმსახურო, მინდა იცოდე რომ არავარ ისეთი როგორიც გგონია.
-იცი მანამ სანამ ჩემს ოჯახს ამოხოცავდი, შენ რომ ჩემთან მოსულიყავი.
სიმართლე რომ გეთქვა მე შენთან წამოვიდოდი, მივატოვებდი ყველაფერს და ნამდვილი მამა შვილი გავხდებოდით.
მიუხედავად მამაჩემის ჩემდამი დამოკიდებულებისა მე მაინც მაკლდა რაღაც, მას მე საკუთარ თავზე მეტად ვუყვარდი.
მან ჩემ გამო მისი საყვარელი შვილების სიცოცხლეც კი დათმო, იმის გამო რომ მე გადავერჩინე.
შენ მამაჩემი ხარ ნამდვილი მამა და შენ მე სასიკვდიოლოდ გამიმეტე.
შენ ის წამართვი რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა იყო, შენ მე ოჯახი წამართვი.
ამის შემდეგ იცოდე რომ მე ყველაფერს ვიღონებ რათა აქედან, პირდაპირ ფსიქიატრიულში მოხვდე.
- არინო მაპატიე შვილო.
მის ვედრებით ნათქვამ სიტყვებს ყურადღებას არ ვაქცევ და იქაურობას ვშორდები.
- უკაცრავად. მესმის ზურგს უკან ბიჭის ხმა.
- გისმენთ.
- მაიორი  სანდრო თაბაგარი.
ხელს მიწვდის ის.
- არინო გიორგობიანი. მის ხელს ჩემიც შევაშველე.
- პროკურორმა მამათქვენის გვამის ეგსგუმაციას ხელი მოაწერა, ეხლა მხოლოდ თქვენი ოჯახის თანხმობა გვჭირდება.
- ოჯახის? ოჯახი ძალიან ხმამაღალი ნათქვამია.
ირონიით გავიცინე მე და გასასვლელთან მდგომ ერეკლეს გავხედე. ხელი დამიქნია და გამიღიმა.
- ეხლავე მოვალ. 
- გელოდები. მესმის მისი ხმა და ვმშვიდდები, მაიორისთვის რაღაცის თქმას ვაპირებდი როდესაც ერეკლეს გვერდით დათას მოვკარი თვალი.
- დათა. ეს შენ ხარ, ეს შენ გააკეთე.
სწორედ შენ გააკეთე.
- რა ხდება? ბუნდოვნად ჩამესმის მაიორის ხმა.
- მე შენ დაგინახე, ეს შენ იყავი.
მასთან მივარდი და ყელში ვწვდი
- მოგკლავ გეფიცები მოგკლავ არ გაცოცხლებ.
- რა გჭირს არინო? დაბნეული მიყურებს ის
- მე ყველაფერი ვიცი დათა, მე დაგინახე გესმის? დაგინახე როგორ ესროდი მამაჩემს.
ბოლო ხმაზე ვყვირი მე.
- არინო. მესმის ერეკლეს ღრიალი.
- ერე გეფიცები ის იყო, ღმერთს და მართას ვფიცავ ის იყო.
მან ესროლა მამას, მისგამო დაიღუპა მარი. ყველაფერში ისაა დამნაშავე.
- რეებს ბოდავ არინო? დათას ყელიდან ხელები მომაშორებია ერეკლემ.
- არ გჯერა არა? მითხარი ჩემი არ გჯერა ჰო?
- არინო შენ უბრალოდ შოკირებული ხარ, კომიდან ეხლახანს გამოხვედი და არ იცი რას ლაპარაკობ.
- გიჟი არავარ ერეკლე, მე ის დავინახე ღმერთს გეფიცები ის დავინახე.
- არინო გეყოს.
სასოწარკვეთილი მიყურებს ერეკლე.
ჩანთიდან ტელეფინი ამოვიღე და ბებოს დავურეკე.
- არინო. მესმის ქალის ნამძინარევი ხმა.
- ეხლავე მიეცი ტელეფონი მართას.
ყვირილით ვეუბნები ქალს.
- კარგად ხარ?
- ეხლავე მეთქი.
- არი. რამოდენიმე წამში მესმის მართას ხმა.
- შენ ის დაინახე, ვიცი რომ დაინახე.
იოანემ მითხრა მართამ დაინახა და არაფერს ამბობსო.
- ვიზე ამბობ?
- ვინიყო ის ვინც მამას ესროლა.
ტელეფონი ყურიდან მოვიშორე და სპიკერზე ჩავრთე.
- არი მე.
- მართა ღმერთს ვფიცავ თუ ეხლა არ მეტყვი ვინ დაინახე არვიცი რას გიზავ.
- მისი სახელი არ ვიცი თუმცა მას ერეკლე იცნობს.
- მართა ვის ვიცნობ მე? ანერვიულებულმა ჩასძახა ერეკლემ
- მერომ ყვირილი დავიწყე მკვლელი ის არისთქო გახსოვს?
- კი მახსივს.
- ის ბიჭი შენს გვერდით იდგა, იოანეზე რომ გითხრა აფეთქება მან მოაწყოვო.
შემეშინდა არისთვის რაინე არ დაეშავებინა და გავჩუმდი.
- ეხლაც არ გჯერა?
ანთებული თვალებით გავხედე ერეკლეს.
თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი როდესაც ერეკლემ, დათა ძირს დაანარცხა.
- ეს როგორ გააკეთე შე ნაბ**ვარო?
გამწარებული ურტყავდა მუჭებს.
- ერეკლე გაჩერდი ესე მოკლავ.
მის გაჩერებას ცდილობს ლაშა.
- უნდა მოვკლა ეს ნა***ვარი.
- მეტის ღირსია. მარცხენა მხარეს მჯდომი ეშმაკივით დავქირქილებ მე.
- არინო სულ გააფრინე. თვალების ბრიალით მიყურებს "ბიძაშვილი"
- რაც დააშავა იმისთვის საკადრის მიიღებს. ღიმილით ვეუბნები ლაშას.
- არინო შენ მგონი შურისძიებამ ისე დაგაბრმავა, ვერც კი ხვდები რომ შენი ესეთი საუბრით შეიძლება თავად ერეკლე გახადო მკვლელი.
გონს მომიყვანა ბატონი კაკოს ხმამ, ერეკლესკენ გავიხედე რომლის გაკავებასაც ორი პოლიციელი ცდილობდა.
- ერე დამშვიდდი. მის გვერდით მყოფ ბიჭებს ვანიშნე მარტო დავეტოვებინეთ.
- უნდა მოვკლა არი. ამღვრეული თვალებით მიყურებს ის.
- ვიცი ერე მისი მოკვლა მეც მინდა, მაგრამ იცი რა მაჩერებს?
-  რა?
- რატომ უნდა დავტოვოთ მართა და ნია გარეთ მარტო და რატომ უნდა ვიჯდეთ ჩვენ ციხეში ვიღაც ნაბი***ების გამო.
ბოლო ხმაზე ავხარხარდი მე რაშიც ერეკლეც ავიყოლიე.
- რა დებილი ხარ. მისი ამღვრეული თვალები მალევე შეცვალა ბედნიერებამ.
- ეხლა მხოლოდ ერთი დარჩა. შეცვლილი ხმით ვთქვი მე.
- არი იქნებ არ ღირს?
ეჭვისთვალით გადმომხედა მან.
- ღირს, ღირს.
- დაკითხვა უნდა დავიწყოთ.
მალევე გვიხლოვდება ერთერთი პოლიციელი.
- მეც შენს გვერდით ვიქნები.
მხარზე ხელს მისვამს ბატონი კაკო.

დაკითხვა სამი საათი გაგრძელდა, ყველაფერი ვთქვი რაც გამოძიებას დაეხმარებოდა.
საბუთები რომლებიც ბატონ კაკოს ქონდა პოლიციელებს გადასცა.
რათქმაუნდა მისი ასლები შევინახეთ ყოველი შემთხვევისთვის.
იქაურობა მარტო დავტოვე.
ეხლა მხოლოდ ჩემი მართას ჩახუტება მინდოდა, ვიცი მას ჩემი საუბარით გული ვატკინე, ისიც ვიცი როგორ განიცდის ის ეხლა.
როგორც ყოველთვის აივნიდან გადავძვერი, მძინარე მართას ჩავეხუტე   და მისი ქერა თმის სურნელი მთლიანად შევისუნთქე.
- ყველაფერი დასრულდა მართ, ხომ შეგპირდი რომ ყველას ვაზღვევინებდი.
- ძალიან მიყვარხარ არი. ჩემკენ გადმობრუნდა და მისი სუსტი ხელები მომხვია.
- მეც მიყვარხარ ჩემო სულელო.
ღიმილით ვეუბნები დას.
- არი.
- ჰო ჩემო ცხოვრებავ.
- დავბრუნდეთ რა სვანეთში აქ აღარ მინდა.
ტუჩები სატირლად დამანჭა მან.
- გპირდები სასამართლოს შემდეგ სვანეთში დავბრუნდებით.
მინდა მამის გვამის ეგსგუმაცის შემდეგ ჩვენი ოჯახი სვანურ მიწას მივაბაროთ, აღარ მინდა თბილისთან რაიმე საერთო გვქონდეს.
ჩემი დის მკლავებში მოქცეულს გემრიელად დამეძინა.
დილით თვალები ადრიანად ვჭყიტე, ფეხზე წამოვდექი შყალი გადავივლე მოკლე შორტი და უბრალო ტოპი გადავიცვი, ფეხზე ბალეტკები ამოვიცვი მართას ვაკოცე და სახლი სასწრაფოდ დავტოვე.
- არინო სახლიდან გამოგაგდეს?
ღიმილით მეუბნება სასაფლაოზე მყოფი ბატონი კაკო.
- მინდოდა დღეს მათ გვერდით ვყოფილიყავი. ღიმილით გადავკოცნე კაცი.
- ის შენით სულ ამაყობდა, ეხლა კი ორმაგად იამაყებს.
მამის საფლავისკენ მანიშნა ძია კაკომ.
- მიხარი ყველაფერი რომ დასრულდა.
- შენ ყველაფერი გააკეთე რაც შეგეძლო.
- გუშინდელ დღემდე მარის გარდაცვალებაში მამას ვადანაშაულებდი, ეხლა კი მიხარია რომ ნამდვილი დამნაშავე დავიჭირეთ.
- როდესაც გაკვეთის ახალი შედეგები მოვა სასამართლო გაიმართება.
- რამდენი ხანი სჭირდება?
- ბალესტიკურ ანალიზი საკმაო დრო ჭირდება, მაგრამ პროკურორმა საქმე დააჩქარა და პასუხები დღესვე იქნება.
- ძალიან კარგი. ბატონო კაკო შეიძლება რაღაც გთხოვოთ?
- რაც გინდა.
- მინდა გაკვეთის შემდეგ მამას გვამი ვნახო, ხომ იცით დაკრძალვას ვერ დავესწარი ვერ მოვახერხე მასთან დამშვიდობება.
- პროკურორს ვთხოვ მგონი არ იქნება პრობლემა.
- არ ვიცი რომ არა თქვენ რა მეშველებოდა.
- ეგ მეორედ არ თქვა. მამაშენისგან იმდენი პატივისცემა მახსოვს, ეს დახმარება არაფერია.
- მოგესალმებით. ღიმილით გვიახლოვდება მაღალი შავგრემანი 35 წლამდე მამაკაცი.
- არინო გაიცანი ეს ახალი პროკურორი  გიორგი კუხიანიძეა.
- არინო გიორგობიანი. ხელს ვუწვდი კაცს.
- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.
- ჩემთვისაც.
- იცით იოანე ქავთარაძის დაპატიმრებაში თქვენი დახმარება გვჭირდება.
- ჩემი?
გაკვირვებული ვუყურებ კაცს.
- დიახ მან განაცხადა რომ ჩაგვბარდებოდა მაგრა.
- რა მაგრამ?
- მას თქვენთან საუბარი სურს.
- მე მასთან სალაპარაკო აღარაფერი მაქვს.
- არინო შენი ტელეფონი რეკავს.
- ის არის.
- დიახ იოანე მირეკავს.
- გისმენ.
- უნდა გნახო.
- ჩემთან ლაპარაკს სჯობს პოლიციას ჩაბარდე.
- შენ თავს ვფიცავ ჩავბარდები, მხოლოდ მას შემდეგ რაც დავილაპარაკებთ.
- ნუ იფიცებ ჩემ თავს. ყვირილით ჩავძახე მე და როდესაც მივხვდი იქ მარტო არ ვიყავი წიმწრით გავიღიმე.
- რა ჯანდაბა გინდა? ყვირილიდან ჩურჩულზე გადავედი.
- მხოლოდ ერთი ღამე შენთან.
ვითომც არაფერიო ისე მეუბნება.
- შენ სულ გაგიჟდი არა?
- არა რატომ? უბრალოდ მინდა სვანეთში მომხდარი განმეორდეს, ესარის და ეს.
- რა ჯანდაბამ გაგახსენა სვანეთი?
რაც სვანეთში მოხდა იქვე უნდა დარჩეს, არარის საჭირო მაგ ამბის გახსენება.
- დამეფიცება რომ ეხლა გაწითლდი.
ვხვდები როგორ იღიმის , მე კი სიწითლის დასაფარავად ისევ სიმწრით მეღიმება. მათ ვშორდები ეხლა კი თავისუფლად ვლაპარაკობ.
- სვანეთის აბავი აღარ განმეორდება, მაგდროს უბრალოდ ვნებებს ავყევი.
- არინო როდესაც შენს თვალებს ვუყურებ იქ ვნებაზე მეტს ვკითხულობ.
- მეგონა მე ვიყავი გიჟი თურმე შენ ჩემზე უარესი ხარ.
- ორი გიჟი ერთმანეთს ავსებს.
ვნებიანად ჩამძახა მან.
- არავინ არავის ავსებს, ეხლა კი გირჩევნია მითხრა სად ხარ? პოლიციას გამოვგზავნი.
- მარჯვენა მხარეს გამოიხედე.
იმ მხარეს ვიხედები სადაც ის მითითებს, დავინახე მოტოციკლეტზე მიყრდნობილი იოანე რომელიც ხელს მიქნევს.
- აქაც კი ვგრძნობ როგორ გიცემს გული ჩემი ხმის გაგებისას.
- არ გეშინია რომ პოლიციას დავუძახებ?
- არა.
- რატომ?
- როდის უნდა აღიარო რომ გიყვარვარ?
- არ მიყვარხარ.
- გიყვარვარ.
- არა.
- მე მიყვარხარ.
- გასაგებია.
- მიყვარხარ.
- მადლობა.
- გეუბნები მიყვარხარ თქო და შენ მეუბნები მადლობაო?
- დიდი მადლობა.
- არინო მიყვარხარ.
- უღრმესი მადლობა.
- მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ.
-  ყ ვ ე ლა ზ ე დ ი დ ი მ ა დ ლ ო ბ ა.
ჩემს საქციელზე ეღიმება და ხელს მიქნევს რათა მისკენ წავიდე.
 - მაინც არ მშორდება შენზე ფიქრები , ვიცი რომ ჩვენ ორნი სულ ერთად ვიქნებით ....
- რამდენი გაკლია.
ღიმილით ვამბობ მე და ტელეფონს ვთიშავ.
- არინო მე პროკურორთან ერთად უნდა წავიდე.
- შეიძლება მე მოგვიანებით მოვიდე?
- რათქმაუნდა.
იქ მყოფებს ვემშვიდობები და იოანესკენ მივდივარ.
- ვიცოდი რომ მოხვიდოდი.
ღიმილოთ იახლოვდება ის.
- უბრალოდ ეს გამოსამშვიდობებელი საღამო იქნება.
- რათქმაუნდა.
მოტოციკლის სათავსოდან ერთ ჩაფხუტს იღებს და მე მარგებს.
- მოიცა ჩვენ რა ამით უნდა წავიდეთ.
იმის გაფიქრებისა რომ მოტოციკლზე უნდა მოვთავსდე თვალები მიფართოვდება.
- ნუ გეშინია მეც შენს გვერდით ვიქნები.
- არ მეშინია უბრალოდ.
დავიბენი.
- შეგიძლია ერთხელ მაინც აღირო რამე?
- კარგი ჰო, მეშინია მოტოციკლზე არასო არ ვმჯდარვარ.
- ნუ გეშინია.
მოტოცილკზე მის გვერსით მოვკალათდი, შიშისაგან ვერ ვათვიცნობიერებდი რას ვაკეთებდი.
ხელები ძლიერ მოვხვიე და თავი დავადე, სიჩქარის მომატებასთან ერთად ხელს უფრო ვუჭერდი.
- თუ არ გამგუდავ მადლობას გეტყვი.
მესმის მისი სიცილნარევი ხმა.
- ჰა.
- უკვე მოვედით.
- ეს რა ადგილია?
დამწვარი სახლისკენ ვიხედები მე.
- ეს ჩემი ბავშვობის სახლია, აქ ვცხოვრობდი მანამ სანამ ის ამბავი მოხდებოდა.
 ნაღვლიანი თვალებით გამომხედა.
- აი იქ დედას ყვალილების ბაღი ჰქონდა.
ხელით მანიშნებს მარჯვენა მხარეს დიდი მინდორისკენ.
- ძალიან უყვარდა შავი ვარდები.
- მართლა?
ღიმილით  ვეკითხები.
- ჰო. მამა სულ ეუბნებოდა შავი სიკვდილის მომასწავლებელიაო, მაგრამ დედა სულ ეჩხუბებოდა.
შავი ვარდი ჩემთვის სიცოცხლის ახალი ეტაპის საწყისიაო, თუ გაბედავ და შავის გარდა რომელიმეს მაჩუქებ გაგშორდებიო.
ჩაეღიმა.
- მეც მიყვარს შავი ვარდები.
- ვიცი.
ქვემოდან ამომხედა.
- შენ, შენ რომელი გიყვარს?
- მეშენ მიყვარხარ.
მარცხენა ტუჩის მხარე ჩატეხა მან.
- ვიცი.
გავუღიმე.
- აი აქ პირველად დავეცი.
ღიმილით გაჰყურებს ძველ საქანელას.
- ბავშვიბაში ძალიან სუსტი ვიყავი, ამიტომ სულ ვეცემოდი.
შემდეგ დედა მოდიოდა მაკოცებდა და მალევე კარგად ვხდებოდი.
თვალები აუწყლიანდა.
- როგორი ბავშვი იყავი?
- ძალიან მშვიდი, წყნარი ვიყავი ბებო მეუბნებიდა რომ დედას ვგავდი.
ისიც ჩემსავრთ გაწონასწორებული და მშვიდი ყოფილა.
- ეხლა როგორი ხარ?
- ეხლა, ეხლა შევიცვალე. ადრე ძალიან მიმდობი ვიყავი, ყველას ვენდობოდი ყველასი მჯეროდა. თუმცა ცხოვრებამ მასწავლა რომ არავის არ უნდა ვენდო.
- არავის?
ცოტათი მეწყინა.
- შენ, შენ მე საკუთარ თავზე მეტად გენდობი არინო.
მე შენი ყიველი მოძრაობა, მიმიკა და მოქმედება ვიცი.
ვიცი რიდის რას მოიმოქმედებ.
როდესაც ტყუილს ამბობ თვალები გიფართოვდება, თუ ვინმეს სახალისოდ მოტყუებას აპირებ გეღიმება.
როდესაც რაიმეზე ბრაზდები სუნთქვა გიხშირდება და თავს ძირს ხრი.
ხოლო როდესაც ტირილის დაწყებას აპირებ შენი ცხვირი საყვარლად გითამაშებს.
ცხვირზე ხელს მადებს და იქვე მკოცნის.
- ამიტომ შეიძლებელია შენ არ გენდობოდე.
- გასაგებია.
მესიამოვნა მისი დაკვირვებულობა.
- ეს ჩვენი სათამაშო ადგილი იყო.
ძველი სათამაშო მოედნისკენ მიმითითა მან.
- მე სალომე და შაკო სულ აქ ვთამაშობდით.
მისი დაძმის ხსენებისას ისევ დანაღვლიანდა.
- იოანე.
- ჰო.
- მამაშენი ის როგორი იყო?
როგორც ჩანს ჩემგან ამ კითხვას არ ელოდა და მალევე შეეცვალა გამომეტყველება.
- მამა ის ძალიან მკაცრი იყო, ჩვენს მიმართ იშვიათად გამოხატავდა სითბოს. ხშირად გვცემდა ხოლმე, თუ რაიმე არ მოეწონებოდა სამივეს ერთნაირად გვცემდა.
დედა უყვარდა დედის მიმართ სულ თბილი იყო მაგრამ ჩვენს მიმართ არა.
- გასაგებია.
- მამაშენი როგორი იყო?
- მამა ძალიან თბილი და მოსიყვარულე იყო, ყველანი ერთნაირად ვუყვარდით.
მიუხედავად იმისა რომ ცდილობდა შვილები არ გავერჩიეთ, ჩემს მიმართ მაინც სხვანაირი იყო.
ყველგან დავყავდი სულ ჩემს გვერსით იყო, რაც არ უნდა დამჭირვებოდა მამა სულ გვერდით მედგა.
მახსოვს ძალიან პატარა ვიყავი ცხენზე რომ დამსავა.
ისეთი ბედნიერი ვიყავი მეგონა სამყარო ჩემს გარშემო ტრიალებდა.
დედა მკაცრი იყო მაგრამ ძალიან თბილი, მიუხედავად მისი სიმკაცრისა ის ძალიან მეგობრული იყო ჩვენს მიმართ.
თუ დედა რაიმეს კეთებას დაგვიშლიდა, მამა თვალს ჩაგვიკრავდა და დედის "დაკერვას" დაიწყებდა.
მამის საქციელზე გამეღიმა.
მე ძლაიან მიყვარდა შავი ვარდები, მამასაც უყვარდა.
დედა კი ვერ იტანდა, ჩემი ოთახი ყოველთვის სავსე იყო შავი ვარდებით.
როდესაც დედა ოთახში შემოვიდოდა, ვარდებს ხელს მოკიდებდა და აივნიდან ისროდა.
რა სამგლოვიარო დარბაზი გამიხსენითო იტყოდა და მთელი დღე ქოთქოთობდა.
- შენი ძმები?
- ნიკუშა ძალიან მშვიდი და წყნარი იყო დედას გავდა ხასიათებით.
მათე ის მე მგავდა, მაგრამ ჩემგან განსხვავებით მას არ უჭირდა გრძნობების გამხელა.
ძალიან თბილი იყო, ცოტა ხმაურიანიც.
სულ ჩემთან ეძინა, მის ბუთქუნა ხელებს მომხვევდა და მთელი ღამე ესე იყო.
ზამთარში როდესაც ყველას სამი ან ოთხი გადასაფარებელი ეფარა მე საღამურების ამარა ვიწექი.
არ მჭირდებოდა რაიმის დაფარება რადგან მათე ისეთ სითბოს გადმომემდა რომ ამით ვთბებოდი.
- მართა.
- მართა ეს ძალიან რთული თემაა.
მეცინება მართას ხასიათზე.
- ის ბაბუას გავს, მამის მამას.
ვერ ვიტყვი ამაყიათქო, მაგრამ ძალია ჯიუტია ასევე "სწერვა".
სიამაყისკენ მიდრეკილება აქვს, თუ რაიმე ამოიჩემა რთულია გადააფიქრებინო.
უყვარს როდესაც ყველაფერს ისე აკეთებენ როგორც მას უნდა.
ყველაფერს იღონებს იმისთვის რომ მის ჭკუაზე გაიარო, ჩემი დამორჩილება უჭირს. რადგან მე არავარ დამთმობი მის მიმართ განსაკუთრებით, არასოდეს გავატანინებ მისას.
- მახსოვ ერთხელ როგორ გაწვალა.
ახარხარდა.
- თავისი მაინც ხომ არ გავატანინე.
მის ხარხარზე მეც ავხარხარდი.
- შენც ძალიან ჯიუტი ხარ.
- სიჯიუტე გენში გვაქვს გიორგობიანებს.
კიდევ დიდიხანი ვიხსენებდით ბავშვობის ამბებს, შემდეგ იქაურობა დავტოვეთ და ზღვაზე წავედით.
- გახსოვს.
- როგორ არ მახსოვს.
ღიმილით ვეუბნები მე.
- იცი როდესაც ჩემი ოჯახი უბედურ შემთხვევას შეეწირნენ, მე დავკარგე ღვთის რწმენა.
მაგრამ როდესაც შენ გაგიცანი, როდესაც შენ მესაუბრე.
მე ისევ ვიწამე ღმერთის არსებობა, მიუხედავად იმისა რომ შენ ვერ ხვდებოდი შენი გაცნობის შემდეგ მე ძალიან შვიცვალე.
- მიხარია ჩემი გაცნობა ღვთის რწმენის დაბრუნებაში თუ დაგეხმარა.

საოცარი საღამო იყო, იქვე ნაპირთან ახლოს კოცონი დაანთო და კარავი გაშალა.
წითელ ღვინოს ნელნელა ვწრუპავდით და უბრალოდ ერთმანეთის გულის ხმას ვუსმენდით.
- ძალიან ლამაზი საღამოა.
სიმყუდროვე მე დავარღვიე.
- ეს იმიტომ რომ შენ ალამაზებ ამ საღამოს.
ხელი მომხვია მან და ჩემკენ მოიწია.
- იოანე.
- ჰო.
- მოგიკლავს ვინემ შენი ოჯახის მკვლელების გარდა?
- არა.
- საერთოდ არავინ?
- არა მხოლოდ ისინი ვინებმაც ჩემი ოჯაცის წევრები დახოცა.
- გასაგებია.
- ძალიან მიყვრხარ. ღვინის ჭიქა გვერდით გადადო და ჩემს ტუჩებს დაეძგერა.
პირველ ღამესთან შედარებით დღეს ძალიან ფრთხილი იყო.
ვნებიანად მიკოცნიდა ჯერ ერთ ხოლო შემდეგ მეორე ტუჩს.
ერთი ხელის მოძრაობით მომათავსა მის კალთაში, მაისური გამხადა და ლავიწზე სველი კოცნა დამიტოვა.
ისეთი ნაზი იყო რომ მის სინაზეს ჭკუიდან გადავყავდი.
ესეთი რამ ჯერ არასოდეს განმიცდია, მე მიყვარდა ის თუმცა მისთვის არაფრის თქმას არ ვაპირებდი.
- ჩემი საოცრება ხარ.
ვნებისგან ჩამქრალი ხმით ამომძახა მან და გვერდით გადაბრუნდა.
გულზე თავი დავადე და მისი აჩქარებული გულის ცემის მოსმენისას ჩამეძინა.
დილით მზის სხივებმა მომჭრა თვალი, მარჯვენა ხელით თვალები მოვისრისე.
თვალდახუჭული დიდხანს ვერ გავჩერდი ამიტომ წამოდგომა ვცადე, თუმცა სულ ტყუილად.
იოანეს ისე ძლიერ ვყავდი ჩაბღაუჭებული რომ სუნთქვის საშვალებასაც არ მაძლევდა.
როგორღაც მოვახერხე და მისკენ შემოვბრუნდი, საიცარი სანახავი იყო მძინარე იოანე.
ვარდისფერი ტუჩები პატარა ბავშვივით გამობურცვული ჰქონდა.
მინდოდა დამემახსოვრებია მისი სახის ფორმაბი, ამოტომ ფრთხილად ვუსმევდი ხელს და გონებაში ვიმახსოვრებდი.
ძალიან უხდებოდა ყელზე ტატუ რომელიც მე ძალიან მიყვარდა.
წამწას მქვემოთ პატარა ჯვარი ეხატა, რომელიც ჩვენი გაცნობის შემდეგ აქვს განაკეთები რადგან მაქამდე არასოდეს შემინიშნავს.
გამობურცვულ ტუჩებზე მოწყვეტით ვაკოცე, მისი ხელი ფრთხილად მოვიშორე და ფეხზე წამოვდექი.
იქვე მიყრილ ჩემს ტანსაცმელს დავწვდი, მალევე გადავიცვი.
მძინარე იოანეს კიდევ ერთხელ დავხედე, ჩანთიდან ტელეფონი ამოვიღე და პოლიციაში დავრეკე.
ჩანთიდან პატარა ბლოკნოტი ამოვიღე,  შავი ფანქარით დიდი ასოებით მაპატიე დავწერე და იქვე დავუტოვე.
იქედან პორდაპირ მორგში წავედი, სადაც მამის გვამი უნდა მენახა.

-იოანე დაიჭირეს.
იქ მისულს ბატონმა კაკომ "ახალი"
ამბავი მახარა.
- ვიცი მე დავრეკე პოლიციაში.
შეიძლება ვნახო.
- შეგიძლია შეხვიდე.
მორგის მაგიდაზე მოთავსებულ მამის გვამს გადასაგარებელი გადავხადე.
- როგორ მენატრებოსი მა.
მის ცივ სახეს ხელი ჩამოვუსვი.
- ყველაფერი დასრულდა.
ჩვენ გავიმარჯვეთ, მე ეს შევძელი მა.
თბილი ტუჩები მივაწებე მის გაინულ შუბლს.
- რაც არ უნდა მოხდეს შენ ყოველთვის ჩემი მამა იქნები, მიუხედავად იმისა რომ მე შენი ნამდვილი შვილკ არავარ.
შენ ისე აღმზარსე როგიც საკუთარი, ამას არასოდეს დაგვიწყებ ჩემო ერთადერთო.
მის გაშეშებულ სხეულს ხელები მოვხვიე.
- ძალიან მაკლიხარ მა, გახსოვს სულ მეუბნებოდი რომ არასოდეს დამტოვებდი.
მაგრამ შენ პორობა არ შეასრულე მა, შენ იმ დროს დამტოვე როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდი.
თვალებიდან წამოსულ ცრემლს უფლება მივეცი გადმოსიყო.
- ყველაფერ დავთმობდი თუნდაც ერთი წამით, კიდევ ერთხელ რომ გაახილო თვალები და მითხრა თუ როგორ ამაყობ ჩემით.
- არინო. შევკრთი როდესაც ვიღაცამ დამიძახა.
- ჰო დიახ, რახდება? დაბნეული ვშორდები მამის სხეულა.
- დღეს სასამართლოა.
- სასამართლო?
- დიახ.
- იქ.
- იოანეც იქ იქნება.
- გასაგებია.
თეთრი ნაჭერი მამის ცივ სხეულს გადავაფარე და იქაურობა დავტოვე.
- ბატონო კაკო, მინდა ჩემი ოჯახის წევრების ცხედრები სვანეთში გადავასვენოთ.
რადგანაც ოჯახში ბებოა უფროსი მისი თანხმობა არის საჭირო, ძალიან გთხოვთ ამ საკითხშიც დამეხმარეთ და აღარ შეგაწუხებთ.
დარცხვენით ვეუბნები კაცს.
- დახმარება რომ დაგჭირდეს და არ მითხრა იცოდე ძალიან მეწყინება.
განაწყენებული მეუბნება კაცი.
მორგის ტერიტორია ბატონ კაკოსთან ერთას დავტოვე და სასამართლოსკენ გავემართეთ.
სასამართლო სხდომა მალევე დაიწყო, მოსამართლემ ყველას აზრი მოისმინა და განაჩენის გამოსატანად გავიდა.
- რატომ გააკეთე ეს?
ყველანაირი ძალა მოვიკრიბე და დათასკენ წავედი.
- ეს ყველაფერი დედაჩემის გადასარჩენად გავაკეთე, მას სიმსივნე ქონდა.
ოპერაცია დიდძალია თანხა სჭირდებოდა მე კიდევ საკმარისი არ გამაჩნდა, ამიტომ დავთანხმდი ალეკოს შემოთავაზებას.
- დედაშენის გადასარჩენად ჩემი ოჯახი გაწირე არა?
- ძალიან ვწუხვარ არინი.
- არ ფიქრობ რომ წუხილო გვინაა?
- კი.
მისთვის აღარ მომისმენია სასამართლო დარბაზი ერეკლესთან ერთად დავტოვე, მოსამართლემ განაჩენი გამოიტანა.
შიგნით აღარ შევსულვარ არ მინდოდა იოანესთვის შემეხედა, ამიტომ პასუხები ბატონი კაკოსგან გავიგე.
ყველაფერი ისე წავიდა როვორც მინდოდა, ალეკოს ფსიქოლოგიური აშლილობა დაუდგინეს და სიცოცხლოს ბოლომდე ფსიქიატრიულში მოუწევს ცხოვრება.
დათას განზრახ მკვლელობის გამო სამუდამო მიუსაჯეს, რადგან მის სახელზე ხუთი ადამიანი გვამია.
იოანეს კი თანამზრახველობის გამო 5წელი მიესაჯა, რადგანაც მე მის წინააღმდეგ ჩვენება არ მიმიცია მოსამართლე მხოლოდ ალეკოს და იოანეს ჩვენებას დაეყრდნო.
ალეკოს მთლიანი ქონება კი მოსამართლემ მე მომაკუთვნა, რადგანაც ის მამაჩემის კომპანია იყო.
თუმცა მე მისი არაფერი მჭირდებოდა ამიტომ ყველაფერი გავყიდე და სვანეთში ბებოსთან და მართასთან ერთად დავბეუნდი.
ბატონი კაკო ძალია  დამეხმარა, ჩემი ოჯახის ცხედრები სვანეთში გადამასვენებია.

ყველაფერი ჩეულ რითმს დაუბრუნდა რაღა ჩვეულს, მე მართამ და ბებომ ცხოვრება თავიდან დავიწყეთ.
დღეს თხუთმეტი საქტემბერია მართას პირველი დღე ახალ სკოლაში, ჩემი პატარა ძალიან ბედნიერია.
მიხარია მას ესეთ გახარებულს რომ ვხედავ, მართა სკოლაში დავტოვე და სახლში დაბრუნებას ვაპორებდი როდესაც გზაში თავბრუ დამეხვა და საშინელი გულისრევა დამეწყო.
არ მახსოვს სახლში როგორ მოვედი, მხოლოდ ის მახსოვს რომ ჩემს ოთახში ავედი შემდეგ კი გავითიშე.
როდესაც გონს მოვედი თავზე ლაშა, ერეკლე, მართა და პატარა ნიაკო მადგნენ.
- მოვკვდი?
გაკვირვებული ვუყურებ მათ.
- არა.
- აბა რა ჭირისუფლებივით დამადექით თავზე.
- ჯალიან მომენათლე. თავზე დამახტა ნიაკო.
- მეც ძალიან მომენატრე ჩემო პატარავ.
- ჩენთან დავჩები ლა.
ჩლიფინით მეუბნება პატარა.
- რათქმაუნდა საყვარელო.
პატარა ბუთქუნა ლოყები დავუკოცნე, ერეკლესთვის რაღაცის თქმას ვაპირებდი როდესაც ისევ გული ამერია.
ნიაკოს სასწრაფოდ გავუშვი ხელი და სააბაზანოსკენ გავიქეცი.
- რა გჭირს?
- არაფერი ერე ეხლავე გამოვალ.
ღებინებით გული რომ ვიჯერე, თავი მოვიწესრიგე და უკან დავბრუნდი.
- რა გჭირს?
შეშინებული მომვარდა ლაშა.
- ალინო ოლსულადაა.
გახარებულმა წამოიყვირა ნიაკომ.
- რაააა?
იმხელა ხმაზე იყვირა ერეკლემ შემაშინა.
- მე და ბებომ შელიალშ ვუკულეთ, იქ გოგოშ გული აელია და ოლსულად იყო.
- არინო მართლა ორსულად ახარ?
ეხლა ლაშამ შეიცხადა.
- არა რასამბობ რა ორსულად. დაეჭვებით გავხედე ძმას.
- ტესტი რომ გაიკეთო?
- არმინდ ატესტი ერე არავარ ორსულად.
- რასქვია არგინდა? ეხლავე მოვიტან.
თავქუმოჯლექილი გავარდა ოთახიდან.
ათ წუთში უკვე აფთიაქის სავსე ცელოფნით დაბრუნდა.
-ეს რა არის?
- ყველა ტესტი წამოვიღე რაც კი ჰქონდათ.
ტესტებს ხელში მაჩეჩება და აბაზანისკენ მითითებს.
გაოგნებული დავყურებ უკვე მეშვიდე ტესტს, ყველანი ერთიდა იგივეს აჩვენებს.
მათ მაინც არ დავუჯერე და მერვეც გავიკეთე. მანაც იგივე რომ აჩვენა შეშინებული გამოვედი გარეთ.
- რა ხდება? ერთხმად შემომძახეს ოთხივემ.
- მე, მე იცით.
დავიბენი.
- რა შენ?
- ისა ორსულად ვარ. თავდახრილი ვამბობ.
- არ არაებობს. ბოლო ხმაზე ღრიალებს ლაშა და მალევე ხელში მიტაცებს.
- მალე დიშვილი მეყოლებაა.
- დამსვი შე დებილო დამეხვა თავბრუ.
ბეჭზე ხელს ვურტყავ, ისიც მალევე მსვავს და სახეს მიკოცნის.
- გილოცავ არი. ეხლა ერეკლე მომვარდა ჯერ არ გაზრდილ მუცელზე მაკოცა.
- ნეტა ბიჭი იქნება?
- რადროს ეგა ლაშა. გავუნაწყენდი ძმას.
- ეხლა არ მითხრა რომ ბავშვი არ გინდა თორემ აივნიდან გისვრი. ბრაზით გამოცრა კბილებში.
- რასამბობ ბავშვი როგორ არ მინდა, უბრალოდ რომ გაიზრდება და მამას იკითხავს რა ვუთხრა?
- რა უნდა უთხრა? რაცაა ის უნდა უთხრა.
- არ ვიცი.
- შენ ეხლა შოკში ხარ, დამშვიდდი დაისვენე, ყველაფერი გაანალიზე და შემდეგ გადაწყვიტე.
- არი ბავშვი გეყოლება. ტირილით ამომძახა მართამ.
- ჰო საყვარელო.
- მე აღარ გეყვარები? ტირილიდან ბღავილზე გადავიდა.
- რასქვია არ მეყვარები? შენ მე ყოველთვის მეყვარები მართ.
მისკენ დავიხარე და ხელები მოვხვიე.
- ჩემი ეგოისტი.
მის საქციელზე მეღიმება.
- ჩემი პატარა გოგო, როგორ მიყვარხარ ნეტა იცოდე.
- მეც ძალიან მიყვარხარ არი.
ოთახი მალევე დაცარიალდა დავრჩი მარტო ჩემს თავთან.
არ ვიცი რა გავაკეთო, ბავშვს რომ არ მოვიშორებ ეს ნამდვილად ვიცი.
- მიუხედავად იმისა რომ შენი არსებობის შესახებ დღეს გავიგე ძალიან მიყვარხარ ჩემო სიხარულო.
ნეტავ მამაშენი რას შვება ეხლა?
მუცელზე ხელი მოვისვი და ბედნიერებით აღვივსე.

ძალიან კარგი ორაულობა მაქვს, ექიმთან გამოკვლევებზე ყოველ მეორე კვირას დავდივარ.
უკვე ხუთი თვის ორსული ვარ, ჩემი პატარა ძალიან აქტიურია.
მოსვენების საშვალებას არ მაძლევა.
სქესი ჯერ არ ვიცი, ექიმმა მიიხრა თუ გინდა გეტყვიო მაგრამ მინდა მის დაბადებამდე ყველაფერი უცნობი იყოს.
მაგრამ გული მიგრძნობს გოგო იქნება, ძალიან მინდა პატარა კიკინებიანი გოგონა.
რომელსაც საყვარელ ფრიალა კაბებს ჩავაცმევ.
უკვე იანვარია სვანეთში საკმაოდ აცივდა, მეძინებოდა თუმცა ბავშვი ისე აქტიურობდა დაძინების საშვალებას არ მაძლევდა.
ამიტომ პლედი ავიღე და აივანზე გავედი, სარწეველა სავარძელში ჩავჯექი და დათოვლილ მთებს გავხედე.
თვალები დავხუჭე თუ არა ეგრევე იოანეს სახე წარმოვიდგინე, თვალწინდამიდგა ჩვენი ბოლო შეხვედრა.
უკვე ხუთითვეა არ მინახია და ძალიან მომენატრა.
არ მეგონა თუ ესეთი სიყვარული შემეძლო მაგრამ თურმე შემძლებია.
მახსოვს ერეკლეს რომ ვუთხარი არასოდეს არაცინ შემიყვარდება თქო.
მან კი მიპასუხა " არასოდეს თქვა არასოდეს" თურმე მართალი ყოფილა.
ჩემი ერეკლე როგორ მომენატრა, ერეკლეს გახსენებისას თვალები ცრემლებით ამევსო.
ის და ნიაკო რამოდენიმე თვით ინგლისში წავიდნენ, რადგანაც ერკლემ იქ ბიზნესი წამოიწყო მისი წასვლა სავალდებულო გახდა.
მეგონა მას და ვიკას რაღაც გამოუვიდოდათ თუმცა, ის მარის შემდეგ ახლოს არავის იკარებს.
მე მხოლოდ ერთხელ შემიყვარდა და არ ვაპირებ მარის შემდეგ ისევ შევიყვარო ვინმეო.
ბატონი კაკო ყოველ დღე მირეკავს, ალეკოს ახალ ამბებს მატყობინებს.
ბოლო დარეკვაზე მითხრა რომ მას ჩემი ნახვა სურს თუმცა მე ალეკოს ნახვის არანაირი სურვილი არამაქვს.
ჩემი ძმა კი ჩემს გვერდით არის, ამბობს ბავშვი პიეველად მე უნდა დავიკაო ხელშიო.
ისეთი საყვარელია ლაშა ჩემს წინ რომ დაიმუხლება და ბავშვს რაღაცეებს ეჩურჩულება.
ამ ბოლო დროს კი მთელს სახლში ბეთჰოვენს აღრიალებს ამბობს ბავშვი ცუდი აურისგან უნდა გაიწმინდოსო.
აქედანვე უნდა შეეჩვიოს სიმშვიდეს და სიწყნარესო, ამიტომ არცერთ თვენ მეზობელს სახლში არ უშვებს, არ მინდა მათი თვალი ჩემს დას ან დიშვილს ეცესო.
მართა ცოტათი ეჭვიანობს, ვცდილობ არც ზედმეტი და არც ნაკლები ყურადღება არ გამოვიჩინო მის მიმართ.
ამ ბოლო დროს ხასიათი გამომისწორდა, ყველას მიმართ დამთმობი და ძალიან თბილი გავხდი.
ჩემი სიჯიუტე სადღაც ჯანდაბაში მოვისროლე და გულჩვილი გავხდი.
როგორც ჩანს ესეც ორსულობის დამახასიათებელი ნიშანია.
კომპანის გაყიდვის შემდეგ საკმაო თანხა ავიღე, ნაწილი მართას ანგარიშზე შევიტანე ნაწილით კი მამას საყვარელი ბაღი აღვადგინე და მთლიანად შავი ვარდები დავრგე.
თითოეული ვარდი ჩემი ხელით დავრგე რაშიც ძალიან მომეხმარა ლაშა, ვერასოდეს ვიფიქრებდი თუ ლაშა ესეთი შრომისმოყვარე იქნებოდა.
დილით მამალზე ადრე იღვიძებს და ბებოს სოფლის საქმეში ეხმარება, შემდეგ გამოიცვლის მოწესრიგდება და მართას სკოლაში დატოვებს.
იქედან კი შოკოლადებით დატვირთული ჩემს ოთახს ადგება.
მგონი ამას ჩემი გასუქება უნდა  და ვერ გამიგია.
წერას ისე შევყევი ვერც კი გიგრძენი როგორ მომერია ძილი, აივნის მოაჯირიდან ფეხები ჩამოვაწყვე და ოთახში შევედი.
ბალიშზე თავის დადება და ჩემი გათიშვა ერთი იყო.

ძილბურანში მყოფმა ვიგრძენი როგორ მეხებოდა ნაცნობი თითები, ცხვირიც რომ ნაცნობმა სურნელმა ამიწვა ცოტა შევშფოთდი.
ნამდვილი შოკი იყო რედესაც თვალები გავახილე და ნაცნობ თვალებს შევეჩეხე.
- შენ? შეშინებულმა წამოვიყვირე მე.
-  მოსაკლავად არა შენს ცოლად მოსაყვანად მოვედი.
ღიმილით მეუბნება ის.
- აქ რას აკეთებ? შენ ხომ, შენ.
- ჰო ციხეში უნდა ვიყვე მაგრამ, კარგი მოქცევისა და ჩემი უფროსების დახმარების გამო გამანთავისუფლეს.
- მართლა?
- ჰო აბა აქ როგორ მოვიდოდი?
- მოიცადე ანუ უკვე თავისუფალი ხარ? და აქ რას აკეთებ?
- შენს ცოლად მოსაყვანად მოვედი.
- ცოლად?
- ჰო აბა მაგ პატარას მამა ხომ უნდა?
- პატარას? შენ საიდან იცი? იქნებ შენი არარის?
- ეხლა ნერვებს ნუ მიშლი, ერეკლემ ყველაფერი მითხრა.
- ერეკლეს რომ გრძელი ენა აქვს იცი?
- ვიცი.
- ჰე ეხლა გამომყვები ცოლად.
- უნდა დავფიქრდე დრო მჭირდება.
მის ნერვებზე თამაშს არ ვწყვეტდი მე.
- მთელი ხუთი თვე გქონდა დრი საფიქრად, ეხლავე დამთანხმდი თორემ მოგიტაცებ.
- არვიცი.
- არინო.
- კარგი ჰო თანახმა ვარ.
- ვერგავიგე?
- თანახმა ვარ.
- როგორ მომენატრე რომ იცოდე.
ბეჭედი მალევე მომარგო და ჩემს ტუჩებს დაეძგერა.
- მიყვარხარ. დავიჩურჩულე მის ტუჩებთან.
- მადლობა.
- მიყვარხარ მეთქი.
- დიდი მადლობა მეთქი.
- იოანე მიყვარხარ.
- უღრმესი მადლობა.
ეხლა ის თამაშობს ჩემს ნერვებზე.
- აღარ მიყვარხარ.
გავებუტე.
- ჩემი გოგო მეც ძალიან მიყვარხარ.
- იოანე.
- ჰო.
- თუ გოგო მეყოლება მას სალომე უნდა დავარქვა.
წამიერი სიჩუმის შემდეგ ხელები ძლიერ მომხვია.
- ღმერთს ძალიან დიდ მადლობას ვუხდი შენ რომ გაგიცანი.
ვიგრძენი როგორ წამოუვიდა თვალიდან ცრემლი და მუცელზე დამეცა.
- რომ მოგეკალი ეხლა აქ ხომ არ იქნებიდი.
ბოლო ხმაზე ავხარხარდი მე.
- ნუ ცუღლუტობ.
- ძალიან მენატრებოდი.
  - მაინც არ მშორდება შენზე ფიქრები , ვიცი რომ ჩვენ ორნი სულ ერთად ვიქნებით ....

----------
არ ვიცი ეს ის არის თუ არა რასაც ელოდით ,მაგრამ მე რომ ნერვები დამაწყდა ეგ კი ვიცი.
მოკლედ გიტოვებთ ბოლო თავს მე კი დროებით გემშვიდობებით, არ ვიცი ახალ ისტორიას როდის დავწერ.
თუ მოგეწონწბათ დასკვნითი თავი ველოდები თქვენს კომენტარებს, მაინტერესებს გავამართლე თუ არა თქვენი იმედები.
კოცნოთ გეხვევით თქვენი გოგონა მიგრაციიდან ❤скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი Qeti qimucadze

Vaime ra sayvarloba iyo, bodishi shenishvnis micema armiyvars, magram iyves araa, scori formaaa iyo, zalian cudad xvdeba tvals. Didi xania gelodebi, rogorc iqna dasruldaaa, kargi epilogi iyo, momeconaaa, imedia male ahemogvtavazeb axal istorias

 



№2  offline წევრი gogona migraciidan

Qeti qimucadze
Vaime ra sayvarloba iyo, bodishi shenishvnis micema armiyvars, magram iyves araa, scori formaaa iyo, zalian cudad xvdeba tvals. Didi xania gelodebi, rogorc iqna dasruldaaa, kargi epilogi iyo, momeconaaa, imedia male ahemogvtavazeb axal istorias


მიხარია რომ მოგეწონა, ჰო ვიცი ეგ იყვეს ვერ გამოვასწორე რა.
მიხარია რომ გოგეწონა, ძალია დიდი ხანი ვწერდი ბოლო თავს მინდოდა კარგი გამოსულიყო და მგონი ის დავდე რაც უნდა დამედო ❤

 



№3  offline წევრი talia

Miyvarxar umagresi iyo male dabrundii.

 



№4  offline წევრი gogona migraciidan

talia
Miyvarxar umagresi iyo male dabrundii.

მეცმიყვარხართ თქვენ ❤

 



№5  offline წევრი meocnebe avadmyopi

ამას ველოდი სწორედ რომ ამას ველოდი
ძალიან მაგარი იყო
მართლა რომ საოცრება ისეთივე როგორიც შენ
მიყვარს შენი ისტორიების კითხვა
იმიტომ რომ ყოველთვის არის რაღაც განსაკუტრებული მათში
უბრალოდ ვერ გავიხსენე ვინ იყო დათა და ერთს გეტყვიი თუ იმ კაცს შვილები არ უჩნდებოდა დანარჩენი სამი როგორ ჰა?
მარა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს
სასწაული,იყო,არ მინდოდა დამტავრებულიყო მაგრამ ახლა გაწელვაც არ იყო კარგი


მიყვარხარ გოგონავ მიგრაციიდან (დეიდა) joy joy heart_eyes heart_eyes

 



№6  offline წევრი gogona migraciidan

meocnebe avadmyopi
ამას ველოდი სწორედ რომ ამას ველოდი
ძალიან მაგარი იყო
მართლა რომ საოცრება ისეთივე როგორიც შენ
მიყვარს შენი ისტორიების კითხვა
იმიტომ რომ ყოველთვის არის რაღაც განსაკუტრებული მათში
უბრალოდ ვერ გავიხსენე ვინ იყო დათა და ერთს გეტყვიი თუ იმ კაცს შვილები არ უჩნდებოდა დანარჩენი სამი როგორ ჰა?
მარა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს
სასწაული,იყო,არ მინდოდა დამტავრებულიყო მაგრამ ახლა გაწელვაც არ იყო კარგი


მიყვარხარ გოგონავ მიგრაციიდან (დეიდა) joy joy heart_eyes heart_eyes

დათა ერეკლეს ბავშვობის მეგობარი იყო, თუ გახსოვს რამოდენიმეჯერ ვახსენე კიდეც.
რაც შეეხება არინოს მამას, აღარ გავამახვილე ყურადღება შემდეგ მკურნალობაზე და ამბებზე.
მიხარია რომ მოგეწონა, ვეცადე რაც შემეძლო " ქუ" გამოსულიყო :დდ
ძალიან მიყვარხარ მე შენ ჩემო პატარავ ❤

 



№7  offline წევრი მოცინარი

ცემი გოგოოოოო ვაიმე როგორ მიყვარხააარ ♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡ ვგიჟდები შენზე ♡ ეგი რა იყო გოო :დდ
აი ვის არ ველოდი მარა დათააააა?! მეორე შერლოკა ხარ ♡ ყბაჩამოვარდნილი ვკითხულობდი :დ ალეკო არის მამა ეგი იმის და ეგი იმის ქვისლი და ნუუუ მაგააარ ♡♡♡ არა ნუ შენს მეტი ამას ვინ მოიფიქრებდა ტკბილოო♡♡♡ ჩემი შოკოლადის მარწყვი ხარ ♡ ვგიჟდები ამ ისტორიაზე ♡ ჩემი ფავორიტია ეს ♡ (ნუ სუსუსულ ფავორიტი შენ შენ არ ხარ- არის მარა :დდ)
მაგრამ ახლა რა ვქნა? როგორ ვიყო შენი გიჟმაჟი ქალი პერსონაჟების გარეშე? :( მალე დაბრუნდი იცოდე!
მარწყვო, მიყვარხარ ♡ ოფიციალურად მიყვარხარ ♡ ნუ ცოოოოტა უჟმურობ ხოლმე და ცოტა (ცოტა არა მაგრამ :) ) მაეჭვიანებ ხოლმე (ეგოისტი მე) მაგრამ მე უარესებს ვშვები ხოლმე :დ
მიყვარხარ ძალიან ძალიან!

პ. ს. არ შეიმჩნიო აღტკინებული ვარ :დდ

პ. ს. ს. მე შტერს ფეისბუქის პაროლი დამავიწყდა და ვეღარ გწერ :დდდ

 



№8  offline წევრი gogona migraciidan

მოცინარი
ცემი გოგოოოოო ვაიმე როგორ მიყვარხააარ ♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡ ვგიჟდები შენზე ♡ ეგი რა იყო გოო :დდ
აი ვის არ ველოდი მარა დათააააა?! მეორე შერლოკა ხარ ♡ ყბაჩამოვარდნილი ვკითხულობდი :დ ალეკო არის მამა ეგი იმის და ეგი იმის ქვისლი და ნუუუ მაგააარ ♡♡♡ არა ნუ შენს მეტი ამას ვინ მოიფიქრებდა ტკბილოო♡♡♡ ჩემი შოკოლადის მარწყვი ხარ ♡ ვგიჟდები ამ ისტორიაზე ♡ ჩემი ფავორიტია ეს ♡ (ნუ სუსუსულ ფავორიტი შენ შენ არ ხარ- არის მარა :დდ)
მაგრამ ახლა რა ვქნა? როგორ ვიყო შენი გიჟმაჟი ქალი პერსონაჟების გარეშე? :( მალე დაბრუნდი იცოდე!
მარწყვო, მიყვარხარ ♡ ოფიციალურად მიყვარხარ ♡ ნუ ცოოოოტა უჟმურობ ხოლმე და ცოტა (ცოტა არა მაგრამ :) ) მაეჭვიანებ ხოლმე (ეგოისტი მე) მაგრამ მე უარესებს ვშვები ხოლმე :დ
მიყვარხარ ძალიან ძალიან!

პ. ს. არ შეიმჩნიო აღტკინებული ვარ :დდ

პ. ს. ს. მე შტერს ფეისბუქის პაროლი დამავიწყდა და ვეღარ გწერ :დდდ


არაუშავს ჩემო სიხარულო მთავარია აქ მწერ, რაც შეგეხება შენ შენ ხარ ჩემი ჩემი ყველაზე დიდი საოცრება, აი ძალიან ძალიან რომ მიყვარს ის.
არ ვიცი შენს გარეშე რა მეშველებოდა ჩემი აღმოჩენა ხარ.
რაც შეეხება ახალ ისტორიას უკვე დავიწყე მაგრამ ჯერ ვერ ავტვირთავ, არ მინდა შემდეგ დავაგვიანო ამოტომ რამოდენიმეს დავწერ ერთად ❤
მიხარია რომ მოგეწონა და მიხარია რომ აგაღფრთოვანა ❤

 



№9 სტუმარი Gamaferkmtale

Umagresia. dzaan magaria. agrfrtovanebulivar

 



№10  offline წევრი gogona migraciidan

Gamaferkmtale
Umagresia. dzaan magaria. agrfrtovanebulivar


მიხარია რომ მოგეწონათ ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent