შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის დემონი (თავი III)


1-05-2018, 16:56
ავტორი Mariam Akhalkatsishvili
ნანახია 123

სიყვარულის დემონი (თავი III)

მანქანაში ჩავსხედით, მორცხვად ვიყავი, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან მსიამოვნებდა, თითქოს ყველა ტკივილს მიმსუბუქებდა და ყველა ცუდს მავიწყებდა. მისი ყველაფერი მაბედნიერებდა. ჩემთვის ვიყავი ფიქრებში გართული, ვიჯექი წყნარად და გაბრწყინებული სახით გავყურებდი გზას. სიჩუმე გრეიმ დაარღვია.
-მომიყევი შენზე რამე, მითხრა ჩუმი და სასიამოვნო ხმით.
-ვფიქრობ არაფერია განსაკუთრებული, ჩვეულებრივი გოგო ვარ, ვუთხარი და სახეზე მკრთალი ღიმილი შემეტყო.
-არადა არც კი იცი რამდენად საინტერესო ხარ, ყველასგან განსხვავებული, განსაკუთრებული.
-ჩემს განსაკუთრებულობას რაში ხედავ? მივუგე ინტერესით.
-იცი, არ ჰგეხარ სხვებს, მოდი ყველაზე უმნიშვნელოს გეტყვი: -შენს თვალებში მუდმივად არეულობას ვხედავ, მაგრამ თავად ყოველთვის წყნარად ხარ, განსხვავებულად იცვამ, განსხვავებული მანერები გაქვს, გარეგნობაც კი ამტკიცებს შენს განსხვავებულობას, შენ სულ სხვა ხარ- რაღაც არაამქვეყნიური.
არ მოვიტყუები, ეს სიტყვები მართლაც მესიამოვნა, თანაც ძალიან, იმდენად რომ სახემ ღიმილი ვეღარ დამალა.
-მომიყევი შენზე, შენს ოჯახზე, კვლავ ეს მთხოვა.
-კარგი, თუ ასე დაჟინებით მთხოვ... ერთი უბრალო გოგონა ვარ, ნამდვილი გრძნობებით და ბუნებრივი ქცევებით, ვფიქრობ შენც ამან მოგიზიდა, რადგან დღეს ხომ ყველა ხელოვნურია. ვუთხარი და ირონიულად გავიღიმე. სახლში მე და დედა ვართ, მამა იშვიათად არის ჩვენთან, ქალაქგარეთ მუშაობს.
-ქალბატონი დედისერთა ყოფილა, ალბათ ყველაფერი გისრულდება , რაც გსურს ყველაფერი გაქვს, აი თურმე რატომ ხარ ასეთი თავნება და ამაყი. მითხრა სიცილით, მაგრამ მან ხომ არ იცოდა რეალობა. ყველაფერი კარგი და ფერადი შავ-თეთრი გახდა. გრეის ამ სიტყვებმა ცუდად გამხადა, გავქვავდი და შეგრძნება დავკარგე. ეს საშინელება იყო, ვერაფერს ვამბობდი, ყელში ბურთი გამეჩხირა და ვცდილობდი ცრემლები როგორღაც შემეკავებინა. მან ჩემი მოცრემლილი თვალები როგორც კი დაინახა ესევე მანქანა გააჩერა, გაკვირვებულმა და აღელვებულმა მითხრა:
-ვიქტორია, შემომხედე... რაიმე გაწყენინე?.. ვიქტორია... რამე მითხარი.
საკმაოდ განერვიულებული იყო. ხმის კანკალით მივუგე,
-არაფერია, გთხოვ მაპატიე, განვაგრძოთ გზა.
-ვიქტორია, არ მოგეშვები, მინდა გავიგო რა გახდა შენი ცრემლების მიზეზი, ასე რატომ გატკინე, იქნებ გამოვასწორო.
-გრეი განაგრძე, არაფერია ხომ გითხარი, გთხოვ!. ხმა ისევ ისეთი აკანკალებული მქონდა.
-ისევ ჯიუტობ ხო? მაშინ ვისხდეთ აქ, სანამ არ მეტყვი რა მოხდა არსად არ წავალთ. თავი მაღლა ასწია და მანქანის სავარძელს მიეყუდა. ცოტახანს ჩუმად ვისხედით, მაგრამ მერე მივხვდი რომ სანამ არ ვეტყოდი რა დამემართა, გზას ნამდვილად არ გააგრძელებდა.
-კარგი მოგიყვები, ვუთხარი ნაღვლიანად, გრეი სავარძლიდან წამოიწია და მთელი ყურადღება ჩემზე გადმოიტანა. - 4 წლის წინ, ადამიანი რომელიც ჩემთვის ყველაფერს ნიშნავდა, ჩემი პატარა ძმა, ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა, ის მხოლოდ და მხოლოდ 6 წლის იყო. თავი ვეღარ შევიკავე და ლოყაზე ცრემლები ჩამომიგორდა. ამაზე საუბარს ვერ ვიტანდი ვერასოდეს, ეს ჩემთვის ყველაზე მტკივნეული თემაა. გრეის სახე შეუწუხდა, მანქანის კარი გახსნა, მანქანიდან გადმოსვლისთანავე ჩემს მხარეს გაჩნდა, კარი გამიღო და მითხრა:
-გადმოდი!
არ მიფიქრია, ესევე დავუჯერე მის სიტყვებს. როგორც კი მანქანიდან გადმოვედი, პირისპირ დამიყენა, სახიდან ცრემლები მომწმინდა, ხელი ხელზე ძლიერად მომჭიდა, ტუჩებთან მიიტანა და ნაზად მაკოცა.
მოწყენილმა, წყნარი ხმით მითხრა:
-მაპატიე, ნამდვილად არ ვიცოდი, ამისთვის დიდ ბოდიშს გიხდი.
- შენი ბრალი არ არის, თავს ნუ იდანაშაულებ. ვუთხარი წყნარად.
-გთხოვ არ იტირო, ეს ჩემთვის მტკივნეულია, გულში ჩამიკრა, ხელები მჭიდროდ მომხვია წელზე, მე კი გავშეშდი, ვერაფერს ვაკეთებდი, ეს ყველაფერი ჩემთვის უცხო იყო. მან საუბარი განაგრძო.
-იცი, ზოგჯერ ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვსურს. ყოველთვის ვერ რჩებიან ის ადამიანები ჩვენს გვერდით ვინც ჩვენ ძალიან გვიყვარს, ვინც ჩვენ სიცოცხლის სურვილს გვინარჩუნებს. დარწმუნებული ვარ შენს ძმას ნამდვილად არ სიამოვნებს ასეთს რომ გხედავს, რადგან მასაც ძალიან ენატრები. მას ხომ შენი ასეთი მდგომარეობა დატანჯავს. ახლა კი ნუ მორცხვობ, ვიცი შენც გინდა ჩამეხუტო, თავს ნუ იკავებ. არ ვარ ისეთი თავი შეგაყვარო და სხვასთან გავიქცე. არ მინდა გაწვალო რადგან ვიცი რომ შენთანაც იმალება რაღაც გრძნობა, სადღაც აი აქ, გულის სიღრმეში. ძალიან მომწონხარ, ან უფრო მეტიც... არ დაგთმობ, რა თქმა უნდა თუ თავად არ მოისურვებ ამას. სუნთქვა უხშირდებოდა, აფორიაქდა, შესაძლოა შორიდან არ ეტყობოდა, მაგრამ მე ეს შევნიშნე.
სიმართლე გითხრათ მე უარესად ვღელავდი მის ნათქვამზე, არ ვიცოდი რა მეპასუხა. ტვინი მეთიშებოდა, თავი სულ ამერია, ვერ ვიგებდი რას ვაკეთებდი. გრეი ჩემზე საკმაოდ მაღალი იყო, არა დაბალი არ ვიყავი, მაგრამ გრეისთან შედარებით... ძალიან დაბალი. თითის წვერებზე ავიწიე, ხელები კისერზე მოვხვიე და ჩავჩურჩულე
- უბრალოდ დინებას მივყვეთ, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ, დამალვას უკვე აზრი აღარ აქვს, შენ ყველაფერს მიმიხვდი. მგონი ასე შევძლებთ გავერკვეთ საკუთარ გრძნობებში კარგად.
-ვფიქრობ შესანიშნავი გადაწყვეტილებაა. სხვა ვერაფერი თქვა, გაუბრწყინდა თვალები სიხარულისაგან, შუბლზე მაკოცა და მითხრა: -მოდი ახლა დავუბრუნდეთ ჩვენს ადგილებს და გზა განვაგრძოთ.
- სად მივდივართ? ვკითხე ინტერესით.
-ამას მალე გაიგებ. იქ ხშირად დავდივარ, საბარგულში პლედები, ტკბილეული და ყავა მაქვს, შესაძლოა ცოტა გაცივდა მაგრამ... ვფიქრობ მთლიანობაში კმაყოფილები დავრჩებით.
ამან ძალიან გამახარა, მგონი ერთნაირი გემოვნება გვაქვს, მიხვდა რაც მიყვარს. დიდხანს აღარ გვივლია, ერთ დიდ გორაზე ავედით, საიდანაც მთელი ქალაქი მოჩანდა, თანაც უკვე მოსაღამოვდა და საოცარი სანახავი იყო ეს ყველაფერი. აღშფოთება ვეღარ დავმალე და ვთქვი,
-ღმერთო, ზრაპარია, რომ მცოდნოდა ეს ადგილი აქედან ხომ აღარც წამოვიდოდი.
-დღეიდან აქ მოსვლა ყოველ დღე შეგვეძლება ერთად.
ეს ყველაფერი ისეთი კარგი და ზღაპრული იყო, სასწაული. საკმაოდ დიდი დრო გავატარეთ ერთად, დამავიწყდა ყველაფერი, დრო, ჰანა, დედა, საერთოდ ისიც აღარ მახსოვდა რომ დედამიწაზე ვიყავი. როდესაც გრეიმ სახლში მიმიყვანა ღამის ორი საათი ხდებოდა. დამშვიდობებისას ლოყაზე ტბილი კოცნა დამიტოვა და სიბნელეში გაუჩინარდა. გამიმართლა რომ დედა აქ არ იყო, რადგან სახლში ჩაკეტვა მინიმუმ 2 კვირით არ ამცდებიდა. მთელი ღამე ბედნიერეისაგან თვალი ვერ მოვხუჭე. სიხარულს ვერ გამოვხატავდი, მაგრამ შიგნიდან რა ხდებოდა არავინ იცის. ასეთი ბედნიერი ბოლოს ალბათ 5 წლის წინ თუ ვიყავი. ვერა და ვერ ვივიწყებდი ვერაფერს. მისი სურნელი, მისი ჩახუტება, მისი სითბო. ეს უზარმაზარ სიხარულს მგვრიდა. დრო სასწაულად გადიოდა: წამები, წუთები, საათები, დღეები... მე კი ყოველდღიურად უფრო ბედნიერი ვხდებოდი, ნელ-ნელა მიყვარდებოდა მისი სათითაო საქციელი თუ მისი სათითაო ნაწილი. ჩემი სახე ყოველ დილით სიხარულისა და სიყვარულისაგან ბრწყინავდა. სრულიად შევიცვალე, მაგრამ ერთი ფაქტი მაყოვნებდა, დედა და ჰანა. როგორ მეთქვა ეს ყველაფერი მათთვის. უზარმაზარი კითხვის ნიშანი გახდა ეს ორი უსაყვარლესი ადამიანი ცემთვის, მაგრამ ეს მაინც მოგვარდება. მე და გრეიმ ძალიან ტკბილი დღეები გამოვიარეთ, საინტერესო და უინტერესოც კი, მაგრამ...
ტკივილი... გულის ძალიან დიდი ტკივილი...
მოხდა ის რამაც ჩემი ცხოვრების ახლანდელი ვითარება ძალიან ცუდად შეცვალა...


III თავის დასასრული


ძალიან დიდ ბოდიშს ვუხდი ამ მოთხრობის მკითხველ ადამიანებს დაგვიანებისათვის.
ნამდვილად ვერ ვწყვეტდი გამეგრძელებინა თუ არა. მგონი რომ სწორი არჩევანი გავაკეთე :/скачать dle 11.3




№1 სტუმარი lexy..p

გააგრძელე...ველოდები შემდეგ თავს, კარგია.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent