შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წამის მეასედში, ანუ მოულოდნელად (სრულად)


1-05-2018, 22:52
ავტორი მემე O.H
ნანახია 2 373

წამის მეასედში, ანუ მოულოდნელად (სრულად)

„რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს"
არ ვიცი რა არ მკლავს და მით უმეტეს, ამის შემდეგ როგორ ვძლიერდები.
სტანდარტული ფრაზები ყოველთვის მომაბეზრებლად მიმაჩნდა, ყოველ მეორეს პირზე აკერია და უმნიშვნელოდ იყენებს. მე მათი ჩემეული ვერსია მერჩია ყოველთვის.
„რაც არ მკლავს, მაშინებს“ ასე უკეთესია, ნამდვილად! და ამ შემთხვევაში არც „შიში შეიქმნის სიყვარულს“
შიშს საერთოდ არაფრის შექმნა არ შეუძლია, არაფრის მომცემი, ჩვეულებრივი სიტყვაა და ლექსიკონში არც მომეპოვება, რადგან უსარგებლო ნივთებისთვის არ გამაჩნია ადგილი.
არც სიძულვილს ვაღიარებ, არ დაგიმალავთ. გძულს, ნიშნავს გიყვარდა, ოღონდ ძლიერად. მომიტევეთ, აქ მე თვითონ დავუშვი შეცდომა. რატომღაც, ჩემებურად, არა, უფრო - ჩემდა უნებურად, სიყვარულს საზომი დავუწესე. აქვე სტილისტურადაც შევცდი, სიყვარულია თვითონ სიძლიერე და აღარ სჭირდება რომელიმე ზედსართავი.
დავასრულე საკუთარი წიგნის პრეზენტაციაზე ნაწყვეტის ამოკითხვა, დავხურე წიგნი და მზერა შევაგებე ჩემ წინ მოდუდუნე მსმენელს. იყვნენ ღიმილიანი სახეებით, ზოგნი თვალში ცრემლჩამდგარი, ზოგიც - გაცისკროვნებული მზერითა და იყო დადვანი.
დადვანი, რომელსაც, რატომღაც ყველაზე გვიან მისწვდა ჩემი მზერა. ჩვეული დგომის მანერითა და გამომეტყველებით ჩემიდან არც თუ ისე ახლოს მდგომი, თვალს არ მაშორებდა, ან ჩემს წიგნს ვერ აშორებდა; ეს ყოველივე უკვე მეორე ხარისხოვნად მიმაჩნდა, რადგან აქ იყო, რაც მთავარია იყო, და ვიცი რომ მისმენდა, თან ისე მისმენდა, რომ თითოეული ჩემი ნათქვამი სიტყვა მის გონებაში ზედმიწევნით ტრიალებდა.
წიგნი ვერტიკალურად, წინა ყდით ხელში დავიკავე, ჩავახველე და მცირე მონოლოგის სათქმელად თავი შევამზადე:
-კიდევ ერთხელ მინდა გადაგიხადოთ მადლობა აქ მობრძანებისთვის, დაფასებისთვის და თანადგომისთვის. იცით როგორი მნიშვნელოვანია ეს წიგნი ჩემთვის, დღეს აქ, ჩემი პირველი რომანის „წამის მეასედში“ დებიუტი შედგა. მე, როგორც ლიტერატურული კონკურსის, „გახდი ბესცელერის ავტორის“ გამარჯვებულს, მომეცა საშუალება გამეცნო საკუთარი წიგნი და თავი თქვენთვის.
კიდევ და კიდევ უამრავი მადლობა თქვენ, თქვენი მხარდაჭერით ვდგავარ დღეს აქ.- დავასრულე მონოლოგი და ღრმად ამოვისუნთქე. დღე, რომელზეც იმ მომენტიდან ვნერვიულობდი, რაც გამარჯვების შესახებ შევიტყვე თითქმის მიიწურა. აპლოდისმენტების დასრულების შემდეგ, რომელიც უკვე მცირედი ხმაურით ჩამესმოდა, წამოვდექი სავარძლიდან, ჩემი ფრიალა კაბა გავისწორე და ოდნავ შემაღლებული ადგილი ქუსლების კაკუნით დავტოვე. დღეს სულ სხვა ადამიანად ვგრძნობ თავს; ქუსლები, კაბა, მაკიაჟი, ნამდვილად არ მგავს. ასე მის მერე არ ვყოფილვარ გამოწყობილი, რაც სკოლა დავამთავრე, ანუ არც თუ ისე დიდი ხნის წინ.
ხალხში გავერიე და ყრუდ ჩამესმოდა მათი „ლილე, როგორ მომეწონა“ , „გოგო გილოცავ, ეს ერთი და სხვა მრავალი“, „გილოცავ“. და მეც, დაღლილი და არაქათ გამოცლილი ვემადლობებოდი მათ.
ჩემი მეგობრებისკენ მიმავალს გვერდიდან დაჟინებული მზერა მწვავდა. ზუსტად ვიცოდი ვინც იყო, და საკუთარ თავს უხმოდ ვუმეორებდი „ლილე არ მიიხედო. არ მიიხედო-მეთქი!“ ჯანდაბა, მიმეხედა მაინც.
-გილოცავ...- მისი ხმა არა მხოლოდ ყურს, არამედ გულსაც მკაფიოდ მოხვდა.
-მადლობა.-ძლივს, დიდი გაჭირვებით გადავუხადე მადლობა და წამიერად უხერხული სიჩუმე ჩამოწვა ჩვენ შორის. თვალებს უგზო-უკვლოდ ვაცეცებდი. აღარ ვიცოდი რა უნდა მეთქვა ან გამეკეთებინა. შორიდან ნაცნობი ხმა მომესმა, რომელიც თავისთან მიხმობდა, და გულში ათასი მადლობა ერთად გადავუხადე ღმერთს, რომ არასოდეს არ მტოვებს გასაჭირში.
-უნდა წავიდე,-უხერხულად შევიშმუშნე და ზურგი ვაქციე, ნაბიჯი გადავდგი თუ არა ისევ უკან შემოვბრუნდი.-მადლობა მოსვლისთვის.
ის კი ადგილიდან არ იძროდა, უხმოდ დამიკრა თავი, მე კი, რაც შემეძლო სწრაფად გავეცალე მას. ღმერთო, ერთ დღეს აუცილებლად მომინელებს ეს ბიჭი!

***
-ხვდები რომ გადამარჩინე?- ჯიქურ მივაჭერი ინასთან.
-ჰო, თორემ იქვე ჩაადნებოდი ხელებში დადვანს, ისეთი გამომეტყველება გქონდა.-მზერა ჩემს უკან გადაიტანა.-არ მიიხედო ლილე, იყურება.
-აი, თურმე სად ყოფილა ჩვენი მწერალი, მოკლედ ერთ ადგილას ხომ ვერ დაგიჭირე, ცნობილი ხდები და გვივიწყებ, არა?- ტუჩებდაპრუწული ფრუტუნებდა კესანე.
წარბ აწეულმა გავხედე თუ არა, მაშინვე ხელები დანებების ნიშნად აღმართა.-მითხარით რომ არ მეჩვენება და ის სიმპათიური მამრი ნამდვილად სანდრო დადვანია.-ეშმაკური მზერით შემომციცინებდა კესანე.
-არა კეს, არ გეჩვენება.
-რისთვის მოვიდა, რა უნდა...-გაკაპასებული სისინებდა და თან მზერას დადვანისკენ აპარებდა.
-რისთვისაც შენ, ინა, და კიდევ აქ შეკრებილი საზოგადოებაა, კეს. უადგილო კითხვები ნუ გჩვევია.


დროთა განმავლობაში ხალხი ნელ-ნელა შეცოტავდა, და როდესაც ბიბლუსის გალერეაში ჩემი და ჩემი მეგობრების გარდა, მხოლოდ თანამშრომლებიღა შემორჩენილიყვნენ, დავიშალეთ.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმაოდ გვიანი იყო, მაინც ფეხით გადავწყვიტე გავლა. სველ ასფალტზე მივაბიჯებდი ქულებითა და მივასეირნებდი საკუთარ მარტოობას. მარტოობა საუკეთესო გამოსავალია საკუთარ თავთან დასარჩენად; აანალიზებ მომხდარს და არ ფიქრობ მომავალზე.
მიმავალს გზად პატარა სკვერი შემხვდა, ლამპიონები აქა-იქ ანათებდა და პარკის მცირე ნაწილი იყო მხოლოდ ჩაბნელებული. ბევრი ხე და დაბალი ბალახი დამხვდა, რომელიც ხალიჩასავით იყო გართხმული მიწაზე. უყოყმანოდ დავჯექი ხის ძირას, ქუსლები დავიხადე და ღრმად შემისუნთქე სისველით გაჟღენთილი ჰაერი. დავჯექი თუ არა მაშინვე ვიგრძენი დაღლა. თავი უკან გადავაგდე და ვარსკვლავებით სავსე ცას მივაშტერდი.
ბავშვობის მოგონებები ამომიტივტივდა და ჩემდაუნებურად ჩამეღიმა; ყოველთვის მეგონა-ხოლმე, რომ ცაზე ვარსკვლავები კი არა, ციცინათელები იყვნენ და ციმციმელებს ვეძახდი. ბავშვობაში გაცილებით ადვილია ყველაფერი; საკუთარ წარმოსახვაში ცხოვრობ, ყველაფერს თავად არქმევ სახელს. იქ ტკივილიც თავისებურია, წყენაც. არავინ ტირის იმის გამო, რომ გული ატკინეს, იმედი გაუცრუეს, მოატყუეს;
-წესიერ გოგოებს ამ დროს სძინავთ.
შევკრთი, როდესაც მოულოდნელად ყურთან ბოხი ბარიტონის ბუტბუტი გავიგონე. რა თქმა უნდა, ვინ თუ არა დადვანი. ეს ბიჭი ჩემი ღამის კოშმარივით არის.-აქვე ვიყავი, და დაგინახე.-დაამატა დაუყოვნებლივ, როდესაც მიხვდა, რომ ხმის ამოღებას არ ვაპირებდი.
ჰო, რა თქმა უნდა, სულ ასე შემთხვევით დაძრწის დადვანი.
-მოწმენდილ ცაზე გამოჩენილი შავი ღრუბელივით ხარ, სანდრო.-ამოვიბურდღუნე, ისე რომ არც შემიხედავს მისთვის.
-მიატოვე ეგ შენი მწერლური სამყარო ცოტახნით და აქეთ გადმოერთე ადამიანებისკენ.-მზერას არ მაშორებდა.
-შენი სვანური სიბრძნეები შენთვის შეინახე დადვანო,-ფეხები მოვკეცე და თავი მუხლებს დავადე.
ყველაფერი ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ დაიწყო, მაშინ, როდესაც გვერდით არავინ, მათ შორის საკუთარი თავიც არ მყავდა. მას შემდეგ სამი წელი გავიდა და, დღეის იქით სამი წინადადება არ გვითქვამს გადაბმულად ერთმანეთისთვის. ყოველთვის მაშინ ჩნდებოდა, როცა არ ველოდი. ყოველთვის შორიდან ვხედავდი, ვაკვირდებოდი. ისიც ანალოგიურად. სამი წლის განმავლობაში იყო უამრავი მზერა, მაგრამ არც ერთი სიტყვა, რომლის მოსმენაც მსურდა. მალევე მივხვდი, რომ მიყვარდა, მიყვარდა მაგრამ ჩემთვის. ვხედავდი-ხოლმე როგორ ახლოს იყო, და ეს სიახლოვე როგორი შორეული იყო ჩემთვის. ბოლო პერიოდში იმდენად ახლოს იყო, ვიდრე გასული ორი წელი ერთად.
-რაზე ფიქრობ?-ფიქრებში შემომეჭრა.
-სამყაროს უწონადობაზე.-აბა იმას ხომ არ ვეტყოდი, შენზე-მეთქი. პირველი რაც ამომიტივტივდა გონებაში და ენაზე მომადგა ის ვუპასუხე.
-არა მგონია ეგ მწერლის საფიქრალი თემა იყოს.
-ბევრი რამაა ისეთი, რაზეც არ უნდა ვფიქრობდეთ, მაგრამ ვფიქრობთ.-რას წარმოიდგენს, რომ ეს წინადადება მისთვის არის განკუთვნილი.
-ნახე, როგორ ელავს! ალბათ მალე გაწვიმდება.-მზერა მის თითს გავაყოლე.
-კარგია.
-კარგია, რომ ელავს, თუ წვიმას რომ აპირებს?-არა, ნამდვილად ჩემს მოთმინებას სცდის. როდიდან გახდი ასეთი ყბედი, დადვანო!
-ორივე.
-ადექი, მივდივართ!-ჯიქურ წამოფრინდა და ხელი დამავლო.
-ჯანდაბა! რას აკეთებ სანდრო?!
-მიმყავხარ, ფეხზე ჩაიცვი, არ მინდა წვიმამ მოგვისწროს.
-სად მიგყავარ? მე არსად არ მოვდივარ!-ადგილიდან დაძვრას არ ვაპირებდი.
-გაიგებ. ფეხზე ჩაიცვი-მეთქი!-ბოლო წინადადება დააიგნორა,
-ვერ გაიგე? არსად არ მო-ვდი-ვარ!
-ლილე, ნუ მაიძულებ ძალა გამოვიყენო და მხარზე მოკიდებული წაგიყვანო.-ჯანდაბა, მართლა იზამს.
ფეხსაცმელები ხელში ავიღე და ფეხშიშველი უკან მივყევი დასჯილი ბავშვივით.
-ფეხშიშველი რატომ ხარ?
-ფეხი მატკინა და ვერ ვიცვამ.-ნამიანი ბალახის შეხება საოცრად მსიამოვნებდა ტერფებზე.
დადვანი დაიხარა და კეტების თასმების გახსნა დაიწყო. რა ჯანდაბას აკეთებს?
ფეხსაცმელები გაიხადა და გამომიწოდა.
-ჩაიცვი!
-რა? არა, ხომ არ გაგიჟდი?!
-ლილე ჩაიცვი, გაცივდები.-წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა. მეც მისი მონა-მორჩილივით მაშინვე შევასრულე „ბრძანება“.


გზა მოკლე იყო, ან უბრალოდ მე მომეჩვენა ასე, რადგან დადვანს მთელი გზა ენა არ გაუჩერებია და მეტიც, ისე ქნა, რომ მეც ამიყოლია.
-მორჩა, მოვედით.-დადვანი გვერდით დამიდგა და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი გადაჰყურებდა სივრცეს, სადაც ქალაქი იყო გაშლილი ხელისგულივით.
ლამაზი იყო, ან უბრალოდ ისევ მე მეჩვენება რაღაცები ასე.
ბალახზე დავსხედით, დაღლილობამ მძლია და ზურგი ბალახს შევაგებე.
ცაზე ბევრი ციმციმელები იყო, ვაკვირდებოდი და არ მყოფნიდა ეს სილამაზე.
-უნდა გამოგიტყდე ერთ რამეში ლილე, ოღონდ მშვიდად უნდა მიიღო.-გული ამოვარდნას მქონდა, როდესაც მცირედი სიჩუმის შემდეგ მისი საუბარი გავიგონე.-უნივერსიტეტის პირველ დღეს საშინელი კაბა გეცვა.-ჩაეცინა.
-კარგი მახსოვრობა გქონია, არც კი მახსოვდა პირველ დღეს რა მეცვა.-გამოვუტყდი გულწრფელად.
-ჰო, იმდენად საშინელება იყო, ბევრიც რომ ვეცადო მაინც ვერ დავივიწყებ.-ახლა უკვე ხმა მაღლა გაეცინა.
-შენ კი რა იდიოტიც მაშინ იყავი, ახლაც ის ხარ!-ვალში არც მე დავრჩი.-და.. ზოგადად, ადამიანები ივიწყებენ იმას, რაც უნდათ, რომ სულ ახსოვდეთ და ახსოვთ ის, რის დავიწყებასაც მთელი ცხოვრება ცდილობენ.
-ჰო, როგორც შენ.-მის ნათქვამს ვერ მივხვდი და, სიმართლე გითხრათ არც ვაპირებდი ჩაძიებას.-ცდილობ დამივიწყო, მაგრამ რატომღაც სულ გახსოვარ..-დაამატა მას შემდეგ, რაც პასუხად დუმილი მიიღო.

გეფიცებით, ასეთი რამ არასოდეს მიგრძვნია. ვგრძნობდი როგორ მეყინებოდა სისხლძარღვებში სისხლი. როგორ მიგუბდებოდა რაღაც ყურებში და როგორ მეფარებოდა ბინდი თვალებში.
„იცის“ მხოლოდ ეს ერთი სიტყვაღა ჩამესმოდა.
-რას გულისხმობ?-ამოვიბურდღუნე ისე, რომ საკუთარი ხმა მე თვითონ ძლივს გავიგონე.
-იმას, რასაც შენ ფიქრობ.
-და აქ რისთვის მომიყვანე სანდრო?!-ხმა გაბზარული და ხელში ბურთგაჩხერილი წამოვდექი.-ჩემი გრძნობების აბუჩად აგდება გინდა?! მიდი, გისმენ! ამოანთხიე. -დუმდა, და როდესაც ეს დუმილი უსაშველო იყო, უკან გაბრუნებას ვაპირებდი რა წამსაც დახშულ სმენადობას მისი ხმა მოგუდულად ჩაესმა:
-დაჯექი!-ადგილიდან არ დავძრულვარ.-დაჯექი-მეთქი, ლილე.-საოცრად მშვიდი იყო მისი ხმა, და ამას უფრო გადავყავდი ჭკუიდან. დავჯექი, მაგრამ რატომ ვერ ვიგებდი. განა იყო ისეთი რამე, რის მოსმენასაც ასე ძლიერ ველოდი? თუ უბრალოდ მის გვერდით ყოფნის ჟინი მქონდა.
-არ მინდა ეს გაცვეთილი ტექსტები, არც წინადადებები და არც სიტყვები ლილე. სიყვარულზე არ ლაპარაკობენ, მას უბრალოდ გრძნობენ, მაგრამ ხანდახან საჭიროა ამაზე საუბარიც, ოღონდ, არა ისე, რომ ფასი დაეკარგოს. მიყვარხარ და მინდა ეს იცოდე.
მომესმა ალბათ.. თვალი თვალში გაყრილი სიყვარულს დადვანი მიხსნის? არა, აშკარად მომესმა.
ორი წუთის წინ მის ბაგეს ის სიტყვები მოსცილდა, რომელზე ოცნებისაც კი მეშინოდა ყოველთვის.
-დიდი ხანია ეს გრძნობა ნელ-ნელა იზრდებოდა, და სანამ საბოლოოდ არ დავრწმუნდი მის სიმყარეში, დუმილი ვარჩიე, და თან შენც მეცოდებოდი უკვე,-ჩაეცინა.-ვხედავდი, როგორ აპარებდი-ხოლმე თვალს ჩემკენ, დალაპარაკებისას ხმა როგორ გიკანკალებდა.
-სულაც არ არის ეგ სასაცილო.
წამის მეასედში გადმოიხარა და საფეთქელზე მაკოცა მოულოდნელად. ეს იყო პირველი შეხება, პირველი ემოცია, და ეს იყო ყველაზე უცნაური რამ.
-სანდრო?
-ჰო..
-ხო ნამდვილად ცხადია?-ვერ ვიჯერებდი.
-ცხადია, ლილე. გინდა უფრო დაგარწმუნო?-ეშმაკურად ჩაიცინა.
-დამარწმუნე.-მთელი ძალით ჩამაფრინდა ლოყაზე და მიჩქმიტა.-უხეში, ხეპრე სვანი.

____
ერთი ამოსუნთქვით მიჟღაბნილი ისტორია.
იმედია ისიამოვნებთ! <3скачать dle 11.3




№1  offline წევრი N1penguin

საყვარლობა იყო heart_eyes blush აი პატარა ისტორია როგორიც უნდა ყოფილიყო, ზუსტად ისეთი

 



№2  offline წევრი მემე O.H

N1penguin
საყვარლობა იყო heart_eyes blush აი პატარა ისტორია როგორიც უნდა ყოფილიყო, ზუსტად ისეთი

უღრმესი მადლობა! heart_eyes

 



№3  offline წევრი Lindemann

ო, რა დიადი სათაურია.
--------------------
Aus den Augen, aus dem Sinn.

 



№4  offline წევრი მემე O.H

Lindemann
ო, რა დიადი სათაურია.

მადლობა <3

 



№5 სტუმარი სტუმარი თათა

აუ,ძალიან საყვარლობა და კარგობა იყო.
დახვეწილი გამართული და სიყვარულით სავსე

 



№6  offline წევრი მემე O.H

სტუმარი თათა
აუ,ძალიან საყვარლობა და კარგობა იყო.
დახვეწილი გამართული და სიყვარულით სავსე

უღრმესი მადლობა თათა <3 ♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent