შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თინეიჯერი მასწავლებელი (7)


2-05-2018, 00:02
ნანახია 1 419

თინეიჯერი მასწავლებელი (7)

სასტუმროში მომუშავე ახალგაზრდამ ჩვენი ოთახები გვაჩვენა. მე, ლიკა და თებეა მეორე სართულზე ვიყავით. ასევე ბიჭებიც, ჩვენს მოპირდაპირე ოთახში. ჩვენი ამოვალაგეთ და საწოლზე დავწექით დასასვენებლად. ძილი არ მინდოდა ამიტომაც ტელეფონში ყურსასმენები შევაერთე და მუსიკა ჩავრთე. გოგოებმა დაიძინეს. ცოტახანში თორნიკემ მომწერა მესენჯერში. მომიკითხა როგორ ვიმგზავრე, ხომ კარგად ვიყავი და ხომ არაფერი მჭირდებოდა. მეც მივწერე რომ ყველაფერი კარგად იყო და მერე დავურეკავდი , რადგანაც გოგოებს ეძინათ. 1 საათში გაიღვიძეს, ცოტა ვისაუბრეთ და კაფეში წასასვლელად მოვემზადეთ. ბიჭების ოთახის კარზე დავაკაკუნეთ და როდესაც თანხმობა მივიღეთ შევედით. მე გეგას გვერდზე საწოლზე მივუსკუპდი.
-მზად ხართ?
-კიი
-ხო და წავედით პირველ სართულზე, გავუაროთ ლუკას და სოფის, მერე კი წავიდეთ კაფეში! ტაში შემოვკარი.
ოთახი დავტოვეთ და ჩავკეტეთ. პირველ სართულზე ჩავედით , ლუკას გავუარეთ და წავედით კაფეში. მე როგორც სეზონის გიჟს მხოლოდ თხელი ცისფერი, მუხლს ცოტა ჩაცილებული კაბა მეცვა. ასევე თხელი თეთრი მოსაცმელი. როგროც კი შენობა დავტოვეთ ზამთრის სუსხი მეცა სხეულზე და უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა. ავიბუზე და მანქანამდე უკანმოუხედავად გავიქეცი. არც მანქანაში იყო სითბო რადგან გამათბობელი გამორთული იყო, ნუ თოვლში გაყინვას კი ჯობდა. დანარჩენებიც ჩასხდნენ მანქანაში. გეგამ დამტუქსა თბილად ჩაცმა შენ რით ვერ ისწავლეო. 5 წუთში ვარდისფერი, ლამაზი კაფის წინ ვიყავით. მანქანა დავტოვეთ და შენობაში შევედით. მესიამოვნა აგიზგიზებული ბუხრის სითბო. მეგობრებს ვთხოვე ბუხრის ახლომახლო დავმსხდარიყავით. ბავშობიდანვე მიყვარდა შეშის ტკაცა-ტკუცი. ბებიასთან რომ მივდიოდი ბუხართან დიდ ბალიშს დავიგდებდი და ზედ მოვთავსდებოდი. წიგნების კითხვა სულ მიყვარდა ამიტომაც წიგნებს სულ თან დავატარებდი. ერთიდაიმავე წიგნის კითხვა არსოდეს მყვარებია მაგრამ სოფელში მხოლოდ შერლოკ ჰოლმსს ვკითხულობდი. ბუხრის წინ კითხვას დიდი ხანი ვერ ვახერხებდი რადგან სითბო თვალებს მიმილულავდა და ძილს მგვრიდა. 
მიმტანს ცხელი შოკოლადი და ნამცხვრები შევუკვეთეთ რომელიც მალევე გაგვიმზადეს და მოგვიტანეს. ისევე როგორც ადგილი მომსახურებაც კარგი ჰქონდათ. ცხელ ჭიქას ჩემი გრძელი თითები შემოვხვიე და მოვსვი. 
-კესანე
-გისმენ გეგა.
-ეს ადგილი არ გეცნობა? დაინტერესებულმა მკითხა
-არა, საიდან უნდა მეცნობოდეს?
-თითქოს ვართ აქ ნამყოფები.
-შეიძლება... კი კი ვართ! მე რომ ჩუტყვავილა მქონდა 7 წლისას მაშინ ავიჩემე ბაკურიანში წამოსვლა. მერე უფროსება აქ მოგვიყვანეს. თითქმის ისევი ისეთია ეს შენობა როგორიც მაშინ- სევდიანად გავიღიმე. რა სასიამოვნო დრო იყო. ყველა საყვარელი ადამიანი გვერდით მყავდა. არაფერზე სანერვიულო მე არ მქონდა. გეგას მამაც როგორ ძალიან მიყვარდა! კარგი აღნაგობის კაცი იყო. არამარტო აღნაგობის: კეთილი, პატიოსანი, მზრუნველი და მშრომელი 
-მეც გამახსენდა. მაშინ არ გადაისხი ჩაი და რომ მორთე ჯღნავილი?
-არაფერიც არ მომირთავს!
-კი როგორ არა! მიმტანმა რომ გადაგასხა რამის სახე აუთქვიფე
-მოდი გვეყოს ბავშობაზე საუბარი! შევუბღვირე
- კარგი- გამიცინა
სკამით მის გვერდზე მივჩოჩდი და მხარზე თავი ჩამოვადე. მან ხელი გადამხვია,შემდეგ კი შუბლზე მაკოცა.
-სოფი როდის ელოდები საყვარელო ბავშვს? გავუცინე
- აპრილის შუა რიცხვებში- ბავშვის ხსენებაზე სახე გაუნათდა და თავის გაბერილ მუცელს სიყვარულით დახედა.
ტელეფონს დავწვდი და თეკლეს დავურეკე. მოვიკითხე და ვკითხე რამე ხომ არ სჭიდებოდა. კარგად ყოფილა და ძალიან მოსწონდა იქ ყოფნა. შემდეგ თორნიკეს დავურეკეტ მესენჯერში
-თქვენ ძალიან ცუდად დაგულაობთ ჩემს გარეშე- საყვარლად გაგვიღიმა
-მომონატრე ძალიან თოო
-მეც ჩემო ლამაზო. ცოტაც მოითმინე და ჩამოვალ. ეე სოფი, როგორ ხარ აბა გოგო.
-კარგად ვარ- გაუცინა. -შენ როგორ გიკითხოთ?
-მეც რა მიშავს. მოიცა, თეკლე სადაა? 
-იოანეს სახლში.
-მერე მარტო რომ დატვე გოგო, ცოდო არაა?
-რატომ არის მარტო? დედაჩემი მთელი დღე სახლშია, ტასოც მისი მეგობარია და კარგად ერთობა. ჩემმაგივრად გასცა პასუხი იოანემ
-კარგი, არ მომკლა- გაეკრიჭა. -თქვენ როგორ გიკითხოთ ბატონო იოანე
- ბატონო არა ის თუ ძმახარ! ხელი აიქნია.
- ბავშვებო უნდა გაგითიშით, ხვალ დილით ადრე უნდა ავდგე.
- კარგი მიდი. დავემშვიდობეთ.
უცებ ხის კარები გაიღო და არასასიამოვნო სიცივე შემოვარდა რომელიც კარების დახურვიდან მალევე გაქრა. ლევანი, თამარი, ლანა და ბექა იყვნენ. ლანასთან და ბექასთან ცუდი ურთიერთობა არ გვქონია ასერომ გადავკოცნეთ (ლეო და თამარი მათ არჩეულ მაგიდაზე დასხდნენ)და მოვიკითხეთ. ისინიც შეუერთდნენ მეგობრებს. აშკარად ვგრძნობდი თამარის საცოდავ მზერას მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. ღმერთო! 4 წელია არ მენახა. მაინც რა რთულია იყო ბავშობის მეგობართან ნაჩხუბარი და ძალიან ნაწყენი, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც გიყვარდეს. გაგიკვირდათ? მიყვარს, მაინც მიყვარს. აი ასეთი ვარ მე. უბრალოდ არ შემიძლია ბოლომდე გულში ჩადება წყენის. არ შემიძლია დავივიწყო ის თბილი, ტკბილი და სასიამოვნო მოგონებები რომლებიც მე თამართან მაკავშირებს.
- რაზე ფიქრობ? გამაწყვეტინა ფიქრი თებეამ.
- არაფერზე.
- ამათ გამო დადექი ცუდ ხასიათზე? კარგი რაა!
.- არ დავმდგარვარ, გეჩვენება.
დაქალმა ერთი ამოიოხრა.
როგორც ღორმა გოგომ კიდევ შევუკვეთე შოკოლადის ნამცხვარი რომელიც მიმტანს ხელიდან გაუარდა და ჩემს შუბლსა და ცხვირზე აღმოჩნდა. იოანესაც მეტი რა უნდოდა. ჯერ კარგად დამცინა, მერე კი ეგრედწოდებულ მის ,,დეიზე'' დადო ჩემი დაკრემილი სახე.
ძლივძლივობით მოვიშორე საპირფარეშოში შოკოლადი. გამოსვლისას თამარი შემეჩეხა.
- კესანე..
- არა, თამარ! არაფერი მითხრა.
გამოვეცალე იქაურობას და მეგობრებს შევუერთდი.
- ხვალ სათხილამუროდ წავიდეთ? იკითხა ლიკამ.
- რავიცი კი. დაეთანხმა გეგაც.

ძალიან გაგვიგრძელდა ჭორაობა და გართობა ამიტომაც სასტუმროში ღამის პირველ საათზე დავბრუნდით და მაშინვე მშვიდად დაგვეძინა.
***
დილით ათ საათზე გამეღვიძა. საწოლიდან ნელა წამოვდექი რათა გოგოები არ გამეღვიძებინა. საბნიდან გამომძვრალს შემაკანკალა. თბილად ჩავიცვი და სასტუმროს სასადილოში ჩავედი. იოანეს და ერეკლეა უკვე გაეღვიძათ და ისინიც იქ დამხვდნენ. მათთნ მივფრატუნდი ჩემი ყავით და კრუსანით
- ლოთს ღვინო, მწერალს კალამი, კარგ ბიჭებს ჩემგან სალამი! ვუთხარი და ყავის სმით დავჯექი სკამზე
- გაგიმარჯოს!
- აბა დღეს რა გეგმები გვაქვს? ვიკითხე
- შუადღით მივდივართ სათხილამუროდ. მანამდე სხვადასხვა რამეებზეც დავსხდეთ
- კარგიი. აბა ბატონი იოანიკო როგორ გრძნობთ თავს? დიდსულოვნად ვუთხარი.
- მშვენივრად! მოკლედ გამცა უხეში პასუხი
- ასკარად დღეს მარცხენა ფეხზე ადექი. ნუ თუმცა შენ სულ მარცხენასე არ დგები? წავედი მე თეკლეს დავურეკავ, შესვენება აქვთ სკოლაში.
ჩემი და მოვიკითხე. ცოტახანში გოგოები გავაღვიძე და მათთან გავაბი ჭორაობა.
***
-გოგოებო მზად ხართ? შემიგვძახა ოთახში გეგამ.
-კიი. დავეთანხმეთ და ოთახი დავტოვეთ. ბევრი ვიბოდიალეთ თუ ცოტა ვიბოდიალეთ.. ნუ ვიბოდიალეთ. როგორც იცით ზამთარში მალე ბნელდება. ვინაიდან და რადგანაც შუადღისას კაფეში დიდი ხანი ვისხედით ვეღარ მოვასწრებდით დიდხანს თხილამურობას რადგან ბნელდენოდა და სადმე გადავიჩეხებოდით ან რაიმეს მოვიტეხავდით. ნელ-ნელა მანქანებში ვსხდებოდით მაგრამ მე ხომ უცნაური წიკები მჭირს და რაღაც ცუდი ვიგრძენი. სასწრაფოდ დავურეკე თეკლეს მაგრამ კავშირი არ იყო ამიტომაც დავიეყე ბოდიალი. ზუსტად ამ ბოდიალოს გამო დავიკარგე! ბნელოდა და ვერაფერს ვერ ვხედავდი. ამ ტელეფონსაც მაშინ მოუნდა დაჯდომა როცა ,,ფლეშლაითი'' მესაჭიროებოდა. ფართხუნის ხმა გავიგე შემდეგ კი ჩემი სახელი. ვინ იყო? იოანე!
არა რაა, რაღა ეს ვაჟბატონი გამომიგზავმე ღმერთო მშველელად?
სად არის გეგა?
დემეტრე?
ლუკა? ან ერეკლე?
ჩემი თებე?
არა მე ხომ ყველაზე უიღბლო ვარ! ყ-ვ-ე-ლ-ა-ზ-ე!
- გოგო შენ ნორმალური თუ ხარ, რას დაბიდიალობ როცა უტვინო ხარ და გზაც არ იცი? დამჩხავლა.
- არ მჭირდება შენი შველა! ცხირი ავიბზუე და გზა გავაგრძელე როდესაც ძირს დაგდებულ ტოტს ფეხი წამოვკარი და ძირს გავიშოტე.
იცით?!..... ფეხი ვიღრძე!
ღირსი ვარ!
რას მივინდომე აქ ცხვირის აბზუება და თავის დაფასებები?
ცრემლები ჩემდაუნებურად გადმომცვივდა თვალებიდან
- ოხ, კესანე, ოხ! რა დაბდურა ხარ!
- მტკივაა! ამოვიკრუსუნე
- მივხვდი! ხელში ამიტაცა
- რას აკეთებ?
- რაღაც არამგონია სიარული შეგეძლოს ! შემომბღვირა, მე კი ახლის მივეხუტე. საუბარი განაგრძო:
-ახლა ძალიან ჩამობნელდა, გზაც არ მახსოვს. ვთხოვოთ ვინმეს ერთი ღამით ჩვენი შეფარება. სხვა გზა არ გვაქვს.
***
მივადექით ერთ პატარა საყვარელ სახლს. დავაკაკუნეთ და მოხუცმა ბებომ გაგვიღო კარი.
- გისმენთ შვილებო
- იცით, დავიკარგეთ და შეგიძლიათ ერთი ღამე თქვენთან გაგვათენებინოთ?
- რათქმაუნდა, რათქმაუნდა! აქოთქოთდა ქალი და სახლში შეგვიძღვა. მისი მეუღლე მეტად სასიამოვნო მოხუცი იყო. ქალი გაგვიმასპინძლდა მისი ხაჭაპურებით.
- როგორ უხდებით ერთმანეთს შვილებო! გამოიპარეთ არა? ეშმაკურად გაგვიღიმა
- იცით... ვაპირებდი ყველაფრის მოყოლას როდესაც იოანემ გამაწყვეტინა.
- დიახ გამოპარულები ვართ, ვეღარ დაველოდე ქორწილს და მოვიტაცე ჩემი ლამაზი გოგო.
გაცხარებულმა შევხედე.
გავამაგისლამაზგოგოებ!
იდიოტი!
სულ რომ ერთადერთი კაცი იყოს დედამიწაზე ამას არ გავყვები ცოლად!
- შენ მერე მოგხედავ! გამწარებულმა ჩავჩურჩულე ყურში.
***
- ბავშვებო, გავამზადე საწოლი. კიდევ კარგი სიძე-პატარძალი ხართ თორემ მარტო ერთი ოთახი მქონდა ცარიელი.
რაო?
ამმ...ამმ... ამ აბორიგენთან უნდა მეძინოს? თან ერთ ოთახში კი არა ერთ საწოლში!
***
- შენთან ერთად არ დავიძინებ.
- კარგი! შეგიძლია იატაკზე მოთავსდე. მხრები აიჩეჩა.
- შენ..შენ..
- მე...მეე
***
- ახლა არ ამაყენო ამ საწოლიდან ადექი და დაიძინე აქ, არ მომიშალო ნერვები! ბოლოს ვეღარ გაუძლო იომ კესანეს ტანჯვას და მაინც გატყდა.
კესანესაც აღარ უწუწუნია. გვერდზე მიუწვა .
- აუუ მცივაა! ამოიკრუსუნა გოგომ. იოანე ახლოს მიჩოჩდა და ხელები შემოხვია.
- რას აკეთებ? აფართხალდა გოგო.
- მეც ძალიან მცივა, ხოდა გაყინვას არ ვაპირებ როცა გვერდით ადამიანი მყავს ხოდა გაჩუმდი და ჩამეხუტე!
- ბიჭსაც ჩაეხუტებოდი გეეჟოო? გაიცინა კესომ.
- შენ ნუ ხარ ეგეთი მაიმუნი! გაუცინა იოანემ და მიუღუტინა ჯემპრზე. გოგონამ კისკისი დაიწყო.

აი ასე დაეძინათ ორ არანორმალურს რომლებიც რაღაცას ვერ ხვდებიდნენ...მაგრამ ადამიანები ხომ ყველაფერს გვიან ვიგებთ...ღმერთმა იცის წინ რა ელოდებათ....ცუდს ყოველთვის მოსდევს კარგი, კარგს კი ცუდი...


ეს თავი ეძღვნება girl with the prettie smile-ს because დაბადების დღე აქვს. აბა ვულოცავთ ჩემ ლამაზ თვალება გოგოს ევრიბადიიიიი sunglasses stuck_out_tongue_winking_eye blush heart_eyesскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი meocnebe avadmyopi

ესწეიგი იყო პატარა თავი
მეოერე დააგვიანე
თავი მომეწონა მაგრამპატარა იყო და მნიშვნელოვანი მოვლენები არ იყო შიგნით heart_eyes heart_eyes

 




meocnebe avadmyopi
ესწეიგი იყო პატარა თავი
მეოერე დააგვიანე
თავი მომეწონა მაგრამპატარა იყო და მნიშვნელოვანი მოვლენები არ იყო შიგნით heart_eyes heart_eyes

მაპატიეთ, ყოველ თავში ვერ მოგართმევთ შრეკის ტორტს innocent სხვათაშორის 3 საათზე მეტი ვწერდი ბუზღუნა ჩოჩორო

 



№3  offline მოდერი Girl with pretty smile

ვუჰჰ ჩემო გოგო.ჯერ დავიწყებ იმით,რომ საშინლად მომეწონა ახალი თავი.ბოლო ნაწილი ყველაზე მეტად (დაკარგვის) ისეთი საყვარლები არიან იო და კესუსი,რომ რავი...მიხარიხა როცა ახალ თავს ვხედავ,წაკითხვაც სიამოვნებას მანიჭებს
დაა მადლობაა მოლოცვისთვის და ამ თავის მოძღვნისთვისს ))) ყველაზე მეტად შემიყვარდაა ^^

 



№4 სტუმარი Ani gafrindashvili

Dzalian momewona warmatebebiii

 



№5  offline წევრი ლათინო

ზე-თავი იყო blush კაი გოგო ხარ ასეთ ისტორიას რო წერ,მარა დაგაგვიანდა და პატარაც იყო,ისე უცებ შემომეკითხა როგორც დაგიბარებია. no_mouth
ხო კი მე ვიზე ვლაპარაკობ smirk

 




სტუმარი shalo
lezbebis shekrebaa

აუ იდი ნამორე შენიჭირიმე რაა

Girl with pretty smile
ვუჰჰ ჩემო გოგო.ჯერ დავიწყებ იმით,რომ საშინლად მომეწონა ახალი თავი.ბოლო ნაწილი ყველაზე მეტად (დაკარგვის) ისეთი საყვარლები არიან იო და კესუსი,რომ რავი...მიხარიხა როცა ახალ თავს ვხედავ,წაკითხვაც სიამოვნებას მანიჭებს
დაა მადლობაა მოლოცვისთვის და ამ თავის მოძღვნისთვისს ))) ყველაზე მეტად შემიყვარდაა ^^

მადლობა ჩემო გოგო heart_eyes

Ani gafrindashvili
Dzalian momewona warmatebebiii

ანი, დიდი მადლობა heart_eyes

ლათინო
ზე-თავი იყო blush კაი გოგო ხარ ასეთ ისტორიას რო წერ,მარა დაგაგვიანდა და პატარაც იყო,ისე უცებ შემომეკითხა როგორც დაგიბარებია. no_mouth
ხო კი მე ვიზე ვლაპარაკობ smirk

მე ვაგვიანებ კაი, შენ რას აგვიანებ?
შენ რომ არ დაიგვიანებ და დიდ თავებს დადებ მაშინ დავდებ მეც!
უყურეთ ერთი როგორ გამითამამდა! rage (პ.ს ჩვენ ასეთი თბილი ურთიერთობა გვაქვს yum )

 



№7  offline აქტიური მკითხველი terooo

უფრო მეტი დიალოგი ჩართე რა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent