შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Lost Minds (18,19)


2-05-2018, 08:18
ავტორი Moonlight Sonata
ნანახია 1 256

Lost Minds (18,19)

18 თავი

ბეა ფანჯრის რაფაზე, ანდრეას პერანგში გამოწყობილი იჯდა და გამჭვირვალე მინის მიღმა გადაშლილი, დილის ნისლში გახვეული ქუჩის მაგივრად, საწოლზე მწოლიარე, ჩაძინებულ კანდელაკს ათვალიერებდა დაჟინებული მზერით. საათის ისრები, უკვე დილის რვას უჩვენებდნენ, ღრუბლიანი ამინდის გამო კი, ნორმალურად ჯერ კიდევ არ გათენებულიყო, ამიტომ უკიდეგანო ცას, უღიმღამო და ერთი შეხედვით შემზარავი ნაცრისფერი გადაჰრავდა.
კანდელაკს ჯერ კიდევ მშვიდად ეძინა საკუთარ საწოლში და თეთრი ზეწრიდან ამოღებულ, მარჯვენა ხელის საჩვენებელ თითზე, ზუსტად ძვალთან ახლოს, საკმაოდ გამოკვეთილად ჩანდა მისი სვირინგი, რომელზეც ორსახოვანი ადამიანი იყო გამოსახული. ერთი შეხედვითაც ნათელი იყო, რომ ამ ნახატს სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა და უაზროდ შესრულებულს არ ჰგავდა. ზოგადად ანდრეა იყო ასეთი, ადამიანი, რომელიც ყველაფერს რაღაცის გამო აკეთებდა და თითოეული მისი მოქმედება, გარკვეულ შიფრს შეიცავდა, რომელსაც ვერავინ მიხვდებოდა, თუ ამას თავად არ მოინდომებდა.
ბეას მართლა ძალიან აინტერესებდა, თუ რა იყო ამ სვირინგის დანიშნულება, ან იქნებ ის, ჰქონდა თუ არა ამას ანასთან რაიმე კავშირი, თუმცა ამისთვის საჭირო იყო ანდრეას გაღვიძებას დალოდებოდა, ამიტომ დროის გასაყვანად, ფანჯრის რაფიდან უხმაუროდ ჩამოძვრა, იქიდან საწოლამდე გზა ფეხის წვერებზე აწეულმა გაიკვალა, რადგან იატაკის სიცივე მასზე უსიამოვნოდ მოქმედებდა და საბოლოოდ, მძინარე კანდელაკს გვერდით მიუწვა. მისი სახის ამდენად ახლოს დანახვამ და სუნთქვის შეგრძნებამ უწინდელი დღე მოაგონა. გაახსენდა მამაკაცის თითოეული შეხება, კოცნა, მისი სხეულის სითბო და გულში კვლავ სასიამოვნო გრძნობები ჩაეღვარა. ჯერ კიდევ არ სჯეროდა, რომ გუშინდელი ღამე რეალური იყო და არა მისი წარმოსახვის ნაყოფი. თუმცა ახლა ამაზე ვერ იფიქრებდა. ამ წუთას საშინლად უნდოდა, ანდრეას ჭაობისფერი თვალები კვლავ დაენახა, ამას თითქოს სხეულის თითოეული ორგანო სთხოვდა. სურვილი იმდენად ძლიერი იყო, რომ ბეამ ვეღარ მოითმინა, მძინარე ანდრეას ზურგზე დააწვა, ხელები წელზე შემოხვია და ლოყაზე ფრთხილად აკოცა. ჯერ ერთხელ, მერე მეორედ. მესამე კოცნამ თითქოს რაღაც შედეგი გამოიღო, თუმცა ბოლომდე ვერ იმოქმედა, ხოლო როდესაც მეოთხედაც სინჯა ამ მეთოდით მისი გაღვიძება, ბავშვივით მიძინებული ანდრეა ოდნავ შეიშმუშნა და თვალები რამდენჯერმე დაახამხამა.
რამდენიმე წამი დასჭირდა მამაკაცს, რათა საბოლოოდ მიხვედრილიყო რა ხდებოდა მის თავს, ხოლო როდესაც სრულიად მოფხზილდა და ბოლოს და ბოლოს ამის გაცნობიერება შეძლო, სახეზე კმაყოფილების ღიმილი გადაეიფინა.
-რა კარგია, როდესაც ასე სასიამოვნოდ გაღვიძებენ -ძილისგან დაბოხებული ხმით ამოთქვა კანდელაკმა და მსწრაფლ, ბეას ზემოდან მოექცა, მაჯები კი, თავისი ძლიერი ხელებით დაუჭირა და კიდევ ერთხელ დააგემოვნა მისი ტუჩები
-მაღვიძარამ ვერ გაგაღვიძა და გადავწყვიტე მისი ფუნქცია მე შემესრულებინა -უპასუხა მისი საქციელით დაბნეულმა გოგონამ, რომელიც ჯერ კიდევ ვერ მოსულიყო გონზე. კანდელაკის შეხება, მასზე კვლავაც ჰიპნოზივით მოქმედებდა და ეჭვი ჰქონდა, რომ მუდამ ასე გაგრძელდებოდა
-იცი, რომ ძალიან ტკბილი ხარ? -ამჯერად უკვე თავისი მრგვალი, მწვანე ბურთებით უყურებდა მამაკაცი და ბეას სახეზე თითებს განსაკუთრებული სინაზით დაატარებდა, თითქოს უფრთხილდებოდა და ეშინოდა მისთვის რაიმე არ ეტკინა
-ვიცი, და შენ ვინ გითხრა?
-მე თვითონ მივხვდი, ძალიან მახვილი გონება მაქვს -კანდელაკმა საფეთქელზე საჩვენებელი თითი სიცილით მიიკაკუნა -შენი სურნელი ჭკუიდან მშლის ბეა. შენი შოკოლადის სურნელი -ანდრეამ გადასამოწმებლად ბეას ყელთან დაიხარა, მისი არომატი კვლავ ხარბად შეისუნთქა და უკვე დამოწმებით წარმოთქვა :-ჰო, ნამდვილად შოკოლადისაა
-მე კი მაინტერესებს შენი სვირინგი რას ნიშნავს -იმ ადგილზე, სადაც პატარა ნახატი იყო გამოსახული, ცერა თითი გადაატარა და იგრძნო, როგორ შეაჟრჟოლა ანდრეას მის მცირედ შეხებაზეც კი
-ასე ძალიან დაგაინტერესა?
-ჩემის მნიშვნელობა უკვე იცი -მიუგო ბეამ და მაშინვე ის დღე გაახსენდა, როდესაც კანდელაკმა პირველად "ახარა", თუ რას ნიშნავდა მისი ჩინური იეროგლიფები -ახლა შენი მაინტერესებს
-კარგი, მოკლედ -ანდრეა საწოლიდან წამოიწია და ბეას მკლავები ისე მოხვია, რომ გოგონას მის გულზე, თავი მარტივად დაედო -ეს, ძველი რომაული ღმერთის, გამოსახულებაა. მას ორი სახით გამოსახავდნენ, რადგან ერთი მათგანი წარსულისკენ იყურება, ხოლო მეორე მომავლისკენ -ისე უხსნიდა კანდელაკი ამ ყველაფერს, თითქოს მათ შორის მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა ყოფილიყო -თანამედროვეობაში კი, ამ სახელით ორპირ ადამიანსაც მოიხსენიებენ
-ასეც ვიცოდი, რომ რაღაც სიმბოლური იქნებოდა, თუმცა მე, რომ ეს სვირინგი მქონდეს, სულ სხვა დატვირთვას მივცემდი -ჩაფიქრებული სახით ამოთქვა და როცა ანდრეას თვალებში კითხვის ნიშნები დაინახა, განაგრძო -ორპიროვანი ღმერთის გამოსახულებას, იმის სიმბოლოდ ჩავთვლიდი, რომ ჩვენთვის საყვარელი ადამიანების ორივე მხარის მიღება უნდა შეგვეძლოს, დადებითისაც და უარყოფითისაც, რომელიც ყველა ჩვენგანს აქვს -დაასრულა თავის მონოლოგი და წამით ფანჯარას შეხედა, საიდანაც მაშინვე ცივი, ნაცრისფერი ატმოსფერო ეგებებოდა თვალს
-ადამიანის უარყოფით მხარეებზე საუბრობდი, შენი რომელია? -ნიკაპქვეშ ხელი ამოსდო მამაკაცმა და თავი ისე ააწევინა, რომ მისთვის თვალებში ჩაეხედა
-მგონი ისეთი არაფერია, რის გამოც გილიოტინაზე ამიყვანდნენ, თუმცა ვაღიარებ ოდნავ არანორმალური ნამდვილად ვარ. მოდი ახლა ამ კითხვას თავად ანდრეა კანდელაკმა უპასუხოს -გამომწვევი მზერა ესროლა და მომუშტული მარჯვენა ხელი, ტუჩებთან ისე მუტანა, რომ მიკროფონის იმიტაცია გააკეტა -გთხოვთ გვიპასუხოთ, რა არ მოგწონთ თქვენ თავში?
-ინტერვიუს მიცემაზე უარს ვამობობ, გთხოვთ მიკროფონები და კამერები მოაშოროთ -აჰყვა თამაშში კანდელაკიც
-თუ დაგვთანხმდებით ჯილდოს მიიღებთ ჩემი სახით. გპირდებით არ ინანებთ
ანდრეას, ღიმილისგან მარჯვენა ლოყაზე ჩაღრმავება გაუჩნდა და გოგონას თითები თავისაში გადახლართა.
-კარგი, თუ ჯილდო თქვენ ხართ, მაშინ ავლაპარაკდები -აქ მზერა სერიოზული გაუხდა და ბეამ შეამჩნია, რომ მისი გონება დასმულ შეკითხვაზე ჩაფიქრდა. პასუხმა სულ რამდენიმე წამს დააყოვნა, საბოლოოდ კი ასე გაიჟღერა -საკუთარ თავში ის არ მომწონს, რომ ადამიანების მიმართ ნდობა მაქვს დაკარგული. ძალიან ცოტაა ისეთი, ვისაც შემიძლია ბოლომდე ვენდო
-მათ რიცხვში მეც ვარ? -"მიკროფონი" ძირს ჩამოიღო ბეამ და მის თავში ინტერესის წითელმა ღილაკმა დაიწყო ციმციმი.
ამჯერად კანდელაკს, პასუხის გასაცემად არანაირი ფიქრი არ დასჭირვნია, გოგონას მკლავები უფრო მაგრად მოხვია, სახე სახესთან ახლოს მიუტანა და ზედმეტად თავდაჯერებული, სერიოზული ხმით მიუგო: -ხარ, ბეა . . .
-მართლა?
-ვიცი ეს რატომაც მკითხე და უკვე გითხარი, რომ ყველაფერს მოგიყვები -წამოდი წასვლამდე რაიმე ვჭამოთ, დღეს ჩემთან მოდიხარ სპორტ-დარბაზში
-შენთან? ანუ ვნახავ როგორ ავარჯიშებ შენ ჯგუფს? საინტერესოა -უკვე საწოლიდან წამომდგარ ანდრეას მიუახლოვდა, რომელსაც სწორედ იმ წამს გადაეცვა თავისი უმკლავო, სპორტული მაისური და მარჯვენა ხელის მაჯაზე საათს ირგებდა
-იმედია სავარჯიშო ფორმა შენც გაქვს -წელზე ხელები მოხვია თავის პერანგში გამოწყობილ გოგონას და კისერში ნაზად აკოცა -შენც უნდა დაგღალო ისე, როგორც სხვები
გოგონას კანი აუწვა მამაკაცის შეხებამ და სიამოვნებისგან, ამჯერადაც თვალები დაეხუჭა. მეტად გააოცა იმ გარემოებამ, რომ იმ დროს, ხმის დამორჩილება და პასუხის გაცემა შეძლო
-ალბათ იქ ბევრი გოგო გესევა -ეჭვით გახედა ბეამ და უფრო მეტად მიუახლოვდა, თან კედელზე ხელები ისე მიადო, რომ ანდრეა მათ შორის აღმოჩნდა და გოგონას ველურმა საქციელმა, ეშმაკური ღიმილიც მოჰგვარა -ალბათ ყველა მხრიდან გახტებიან და ასე შემდეგ, არა? -ცდილობდა ვითომ უდარდელი სახე მიეღო, მაგრამ რომ ეჭვიანობდა ეს ნამდვილად აშკარა იყო
-შეგიძლია შენც შემომახტე, ჩემი ცოლი ხარ და ამის უფლება ყველაზე მეტად შენ გაქვს. თუ კარგად მოიქცევი, შესაძლოა ურიგოდაც გაგიშვა
-კარგად დაუფიქრდი რას ამბობ -ღიმილი ძლივს შეიკავა ბეამ, მის მორიგ სარკაზმის შემოტევაზე -შენს ადგილას, სიტყვებს ასე თამამად არ წამოვისროდი!
-მაპატიე, მაგრამ ასეთ ინტიმურ გარემოში აზროვნება ჩემთვის ადვილი ნამდვილად არაა -თვალებით, თავის ირგვლივ შემოწყობილ ხელებზე ანიშნა და ამჯერად, მარტივი მოძრაობით, გოგონა თავად ააკრა კედელს

-შენზე რომ ვგიჟდები უკვე გითხარი?
-არ მახსოვს, ალბათ კი
ბეა ამ წუთას დიდ ბედნიერებას გრძნობდა. მას წინ საყვარელი მამაკაცი ედგ, სითბოთი აღსავსე მზერით უყურებდა და მისი კანის მხურვალება გოგონას სხეულზე გადადიოდა. გრძნობდა ანდრეას თავბრუდამხვევ სურნელს, იმ სურნელს, რომელიც უკვე ჰაერზე აუცილებელი გამხდარიყო და მის გარეშე უკვე ცხოვრება აღარ შეეძლო.
ჰო, სიყვარული უეცრად მოვარდნილი ქარბორბალასავითაა. ეს შეგრძნება, მზიან ამინდში, ნელი ნაბიჯებით სიარულს ჰგავს, რომლის დროსაც, მოულოდნელად ძლიერი ქარი ამოვარდება და მთელი შენი სხეულით აურზაურში გითრევს, მერე კი უკვე აღარაფერია შენ ნებაზე. ბედის განმკარგველი ქარბორბალა, თავად გადაწყვეტს საით წაგიყვანოს, რა სახის სირთულეს შეგაჯახოს, გატკინოს თუ უბრალოდ თავის შიგნით, დაუსრულებლად გატაროს, ყველანაირი პრობლემისა და გართულებების გარეშე.
ბეაც ზუსტად ასე გრძნობდა თავს. ხვდებოდა, რომ ეს ადამიანი სჭირდებოდა, სჭირდებოდა მთელი გულით და სულით, რათა თავისუფლად ეცხოვრა, ესუნთქა და ეარსება. ეს რაღაც სიგიჟეს ჰგავდა. სწორედ იმ სიგიჟეს, რომელშიც თავისი თავი, თავისივე სურვილით გახვია. ამან აპოვნინა ადამიანი, რომელთან ერთადაც სიამოვნებით გაიღვიძებდა ყოველ დილით, დაითვლიდა მის თითოეულ ამოსუნთქვას, ადევნებდა თვალს მის მძინარე სახეს და თავს ყველაზე იღბლიან ადამიანად ჩათვლიდა, რადგან ასეთ მამაკაცს, იგი გაგიჟებით უყვარდა და მისი თითოეული შეხება, სხეულის ყველა უჯრედს უფეთქებდა.
-მეც ასე ვიფიქრე -ჩვეული ღიმილით მიუგო და ყველანაირი შესავლის გარეშე, გოგონა ხელჩაკიდებული წაიყვანა სამზარეულოსკენ. ბეას, კანდელაკის ხაკისფერ პერანგზე, მოკლე ჯინსის შორტები ამოეცვა და ღილებიც ბოლომდე შეეკრა. წესით ამ დროს არასდროს საუზმობდა ხოლმე, მაგრამ ახლა, რატომღაც საშინლად მოშიებოდა, ამიტომ, სამზარეულოში გასვლის თანავე, მაცივართან მიირბინა და შიგთავსი დაკვირვებით შეათვალიერა. რაიმე ისეთი უნდოდა, რის ჭამასაც ანდრეაც შეძლებდა, ამიტომ ტკბილეული მაშინვე გამორიცხა და იქიდან თხელ ნაჭრებად დაჭრილი ბეკონი გამოიღო, რომელიც თვალის დახამხამებაში აღმოჩნდა დიდი ზომის ტაფაზე
-მგონი რაღაც გავიწყდება -ღიმილით უმზერდა ანდრეა სამზარეულოში აქეთ-იქით მოსიარულე ბეას, ვისაც მისი პერანგის ბოლოები, საგულდაგულოდ გადაენასკვა და თხელი მატერიიდან, მკვრივი მუცელი მოუჩანდა. რა საყვარელი და სასურველი იყო კანდელაკისთვის ეს ადამიანი. ვერასოდეს იფიქრებდა, რომ ბეა მის ცხოვრებაში ესოდენ დიდ ადგილს დაიკავებდა, თუმცა ფაქტია, ასე მოხდა და ამ არსებამ მთელი მისი დუნე ცხოვრება ერთიანად გამოაცოცხლა. თითქოს თავიდან დაიბადა და ცხოვრების აღქმაც სულ სხვანაირად დაიწყო.
-მართლა? რა დამავიწყდა? მგონი არაფერი
-შემწვარი ბეკონი მართალია გემრიელია, მაგრამ თუ მას ამასაც დავუმატებთ -სპეციალური მრგვალი სათავსოდან, ორი საშუალო ზომის კვერცხი ამოაძვრინა, რომელთაც წითელი მარკერით, ნუმერაციის აღმნიშვნელი ციფრები ეწერათ. ერთ-ერთ მათგანს, სამიანის გამოსახულება ამშვენებდა, ხოლო მეორეს ოთხიანის
-მოიცა, მოიცა ეს შენ გააკეთე? -ღიმილი მოჰგვარა კანდელაკს ამ ყველაფრის დანახვამ
-კარგი რა, ამაზე მაინც ნუ დამცინე. ჰო, ვნომრავ ხოლმე, რატომღაც ეს ჩვევა ბავშვობიდან ამეკვიატა -ქვედა ტუჩი კბილებში მოიქცია და ანდრეას მიწოდებული პროდუქტი, გატეხვის შემდეგ, ტაფაზე ოსტატურად დაახალა, ხოლო შემდეგ კარგად ათქვიფა და მარილიც მოაყარა
-მორჩა, ახლა მხოლოდ ლოდინი დაგვრჩენია
მათი მარტივი საუზმე, სულ რაღაც ხუთ წუთში უკვე მზად იყო. ბეას შეეძლო დაეფიცა, რომ თავის ცხოვრებაში ასეთი სასიამოვნო დილა არასოდეს ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ თაყვანისმცემლების ნაკლებობას, ყველაზე ნაკლებად განიცდიდა და არც მისდამი სიყვარულით განწყობილი მამაკაცების რიცხვი იყო მცირე, ანდრეა მაინც მიუწვდომელ ვარსკვლავად ესახებოდა. იცოდა, რომ ისიც ზუსტად იგივეს გრძნობდა მისდამი, თუმცა იმდენად იდეალური იყო ამ ადამიანის თითოეული ქცევა, სიტყვა, მიმიკა თუ საქციელი, ბეას ხანდახან ეჭვიც კი ეპარებოდა, რომ იგი ნამდვილად ამ პლანეტიდან იყო და არა რომელიღაც, ადამიანის ცივილიზაციისთვის მიუწვდომელი სამყაროდან დროებით გამოგზავნილი ობიექტი, რომელიც მხოლოდ დროებით იყო მის ცხოვრებაში და ადრე თუ გვიან, სიზმარივით გაქრებოდა
გოგონას საბოლოოდ აგიჟებდა მისი უზომოდ მომხიბვლელი ვიზუალი. თავის წარმოდგენებში იგი ხშირად შეუდარებია რომელიღაც ჟურნალის ყდაზე ნანახი მომხიბვლელი მამაკაცებისთვის. სუნთქვას უკრავდა მისი ტუჩების მოყვანილობა, მწვანე თვალები, რომელსაც განწყობისდა მიხედვით, სხვადასხვა სხივები გადაჰკრავდა და განსხვავებულ ემოციებს ასხივებდა.
-ჩემი წამოსვლა აუცილებელია? ვარჯიში ბავშვობიდან მეზარებოდა -ჭირვეული ბავშვივით დაიწუწუნა ხელში ყავის ჭიქით მდგომმა ბეამ, რომლიდანაც სასიამოვნო სურნელი იფრქვეოდა
-ასეც ვიცოდი, ყველა ტკბილეულის მოყვარული ზარმაცია. ეს მათემატიკასავით ზუსტია -ანდრეამ გოგონას ხელს, რომელშიც ფინჯანი ეჭირა, თავისი ხელი შემოხვია და იქიდან ოდნავ მოსვა ცხელი, უშაქრო სითხე. მართალია ბეა ტკბილეულობების დიდი მოყვარული იყო, თუმცა ყავას ყოველთვის უშაქროს ამჯობინებდა
-ესე იგი ასე არა? ანუ ზარმაცი ვარ. კარგი მაშინ ყველანაირად ვეცდები, რომ ეს სიტყვები უკან წაიღო!
-ძალიან მაინტერესებს ამას როგორ იზამ -ცალი წარბი მაღლა ასწია მამაკაცმა და მაგიდაზე დადებული, დიდი, წითელი ვაშლი გემრიელად ჩაკბიჩა . . .
კანდელაკს სამუშაო საათების დაწყებადე სულ რაღაც ნახევარი საათი ჰქონდა. დღეს ბეამ ცხოვრებაში პირველად დაუშვა გამონაკლისი და ჩაცმას რეკორდულ დროში-ზუსტად ხუთ წუთში მორჩა, შემდეგ კი, ორივენი მანქანაში ჩასხდნენ და გზას გაუდგნენ. საჭესთან ამჯერად ბეა იჯდა და სიჩქარის მოყვარულობის მიუხედავად ცდილობდა სპიდომეტრზე ნაჩვენები სიჩქარისთვის არ გაგდაეჭარბებინა. წინააღმეგ შემთხვევაში ჯარიმას ვერ აიცილებდა, ხოლო ეს უკანასკნელი, კანდელაკს მის ხელში ნამდვილად არ აკლდა.
-კარგი, ახლა მგონი შესაფერისი დროა იმისთვის, რომ ყველაფერში გამარკვიო -თავდაჯერებულად წარმოთქვა გოგონამ და მაგნიტოფონში აჟღერებული მუსიკა, მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის პაწაწინა ღილაკზე მიჭერით გამორთო. სალონში სიჩუმემ დაისადგურა. რამდენიმე წუთით, პერიოდულად, მხოლოდ მათი სუნთქვის ხმა ანცალკევებდა, ერთმანეთს მჭიდროდ მიტყუპებულ, მდუმარების ნაწილაკებს.
მართალია ბეას საშინლად ეჩქარებოდა ყველაფრის მალე შეტყობა და სიდენიაზეც ვერ ისვენებდა, თუმცა ხვდებოდა, რომ ანდრეა საუბრის დასაწყებად სიტყვებს ეძებდა და მას ამის საშუალებას აძლევდა. პირველად ხდებოდა ისე, რომ გოგონა თავის მოუთმენლობისა და ცნობისმოყვარეობის გრძნობასთან ბრძოლაში გამარჯვებული გამოდიოდა და ეს გარემოება თავადაც ზომაზე მეტად აოცებდა.
-საბას ჩემი თხოვნით უთვალთვალებდნენ -აუტანელი ლოდინის შემდეგ, თითქოს ექოსავით გაიჟღერა კანდელაკის თავდაჯერებულად თქმულმა სიტყვებმა და ბეამაც წამით სუნთქვა შეწყვიტა. ვერ გაეგო რა ხდებოდა და საითკენ მიდიოდა ეს საუბარი, თუმცა სმენას მაქსიმალურად ძაბავდა, რომ თანამოსაუბრის მონათხრობიდან, ერთი სიტყვაც კი არ გამორჩენოდა.
-სანამ ავსტრიაში წავიდოდით -ისეთი სახით განაგრძო ანდრეამ, თითქოს თავის წარმოსახვით მეგობარს ესაუბრებაო -სახლი ჩემ მეგობარს დავუტოვე. მასთან სარემონტო სამუშაოები ტარდებოდა და სანამ ვმოგზაურობდით, ჩვენს სახლში ის ცხოვრობდა. უბრალოდ, ამის შენთვის თქმა გადამავიწყდა. სამი დღის გამგზავრებულები ვიყავით, როდესაც ალექსანდრემ დამირეკა და მითხრა, რომ ეჭვი ჰქონდა სახლს ვიღაც უთვალთვალებდა. ამბობდა ყოველ დღე ვიღაც ბიჭი მოდის, აქაურობას ზვერავს, თითქოს ვიღაცას ან რაღაცას ჩაუსაფრდაო. პროფესიით პოლიციელია და ამ კუთხით გამოცდილება ნამდვილად აქვს. თავიდან ისიც ვიფიქრე, რომ ეს ვიღაც არა ჩვენ სახლს ან ჩვენ, არამედ თავად მას უთვალთვალებდა, თუმცა როდესაც მისი ფოტოსურათის გამოგზავნა და ვინაობის დადგენა ვთხოვე ყველაფერი მაშინვე ნათელი გახდა. ეს მოთვალთვალე შენი ყოფილი აღმოჩნდა და მაშინვე აშკარა გახდა, რომ რაღაც რიკზე ვერ იყო. სწორედ ამიტომ ვთხოვე ალექსანდრეს მისთვის თავადაც ეთვალთვალა და ყველაფერი დეტალურად გაერკვია -კანდელაკმა წამით ბეას შეხედა. გოგონა უკვე კარგად ხვდებოდა, თუ რაშიც იყო საქმე. ამაში, მისი გამომეტყველება არწმუნებდა, ამიტომ სანამ შუა გზაზე გაწყვეტილ საუბარს მიუბრუნდებოდა, გასამხნევებლად მუხლზე ხელი დაადო და მხოლოდ ამის შემდეგ განაგრძო -იმ ყველაფერს, რასაც საბაზე მოიძიებდა ფაქსის სახით მიგზავნიდა ხოლმე. საბოლოოდ, ამ ინფორმაციებმა მთელი დოსიე შექმნა და შენც სწორედ ეს ნახე.
-მაგრამ . . . -ბეას ენა დაება და თვალები უფრო მეტად აემღვრა -საბას ეს ყველაფერი რაში სჭირდება? და ის ზარი, მაშინ რომ ნომრიდან გამომიშვი . . .
-ჰო, ამ თემას ეხებოდა -სიტყვა შეაშველა კანდელაკმა, რადგან იგრძნო, თუ როგორ დაძაბვოდა ხმა გოგონას -არ მინდოდა ეს ყველაფერი გაგეგო და გენერვიულა. ვაპირებდი ჯერ თავად დამეზუსტებინა საქმე რაში იყო, მაგრამ ქვეყნის დატოვებამ ხელი შემიშალა და ეს ყველაფერი ალექსანდრეს ვთხოვე. ვიცი, სულ გიკვირდა ეს გასაიდუმლოებული ზარები და შეტყობინებები და დაახლოებით იმასაც ვხვდები, მაშინ რასაც ფიქრობდი, მაგრამ სანამ არ დავრწმუნდებოდი და არ გავერკვეოდი არაფრის თქმა არ შემეძლო ბეა.
-კარგი მესმის შენი -გოგონას ხმა იმდენად დაძაბვოდა, რომ ანდრეამ წამით იფიქრა საჭეს ვეღარ დაიმორჩილებდა და რაიმეს შეასკდებოდა -მერე? საბოლოოდ რა გაარკვიე? ანდრეა გამიგია, რომ გაბოროტებულ და განაწყენებულ ადამიანს ნებისმიერი რამის ჩადენა შეუძლია. ჩემ თავზე არც ვდარდობ, მეშინია შენ არ დაგიშავოს რაიმე. ამა ვერ გავუძლებ გესმის? -თავის მუხლზე დადებული, კანდელაკის ხელი აიღო და თავისი მარცხენა მაგრად მოუჭირა, ხოლო მეორე კვლავ საჭეზე ედო და ავტომობილს მართავდა
-ამაზე ნუ ფიქრობ, გესმის? მე და დიმა უკვე დაველაპარაკეთ, შეგიძლია მშვიდად იყო
-ფიქრობ, რომ ყოფილი შეყვარებულის ტიპური რეაქციაა და მეტი არაფერი? -თავი ეჭვით გადააქნია მან -ანდრეა საბას დიდი ხანია ვიცნობ, ის და მეგი საკმაოდ ახლო მეგობრები არიან, თუმცა მიუხედავად ამისა, მხოლოდ მე ვიცი, რა ფიცხიც ხდება, როდესაც ვინმეზე ძალიანაა გაბრაზებული. ყველას ჰგონია, რომ თავშეკავებული პიროვნება, მაგრამ არის რაღაცები, რასაც წყობიდან გამოჰყავს და ამ დროს, უმართავი ხდება. გთხოვ, მისგან თავი შორს გეჭიროს კარგი? გული ცუდს მიგრძნობს
-ხომ გითხარი სანერვიულო არაფერია და ასეთი სახე ნუ გაქვს -ყურზე თმა ორი თითით გადაუწია ანდრეამ, თავისი ხელი ბეას მარჯვენაში ახლართა და ამ ჟესტით, თითქოს თავისი დადებითი ენერგეტიკა, უხილავი მუტებით უწილადა მის სხეულს.
-კარგი, ეს თემა დავხურეთ. ახლა ის მითხარი შენ და მაქსიმეს ერთმანეთთან რა პრობლემა გაქვთ. შევამჩნიე როგორი მზერით გიყურებდა და იმდენს მივხვდი, რომ გუშინ პირველად არ გინახავს
-მე და შენ ძმას, მართალია კარგად გასახსენებელი ურთიერთობა არ გვაქვს, მაგრამ არც მტრებად ვითვლებით -კანდელაკმა ღრმად ამოიოხრა. არ სიამოვნებდა ამ ყველაფრის გახსენება და წარსულში ქექვა, რომელსაც უკვე დიდი ხნის წინ მოუხურა დიდი, რკინის კარები და საიმედო ბოქლომიც დაადო, თუმცა ხვდებოდა, რომ ბეას უფლება ჰქონდა ეს ყველაფერი გაეგო და მის გამო ამას აუცილებლად გააკეთებდა.
-მაქსიმეს პირველად მაშინ შევხვდი, როდესაც იმ ფირმაში მოვიდა, სადაც ადრე ვმუშაობდი. ის და ჩემი დეიდაშვილი, ირაკლი მეგობრობდნენ და ვინაიდან, ორივეს ერთ ოფისში გვიწევდა მუშაობა, ხოლო მაქსიმე მას ხშირად აკითხავდა დასვენების საათებში, შენ ძმასთანაც მიწევდა ურთიერთობა. მერე კი . . . -ანდრეამ სწორედ იმ წუთას გააცნობიერა, რომ განვლილი ცხოვრების ამ დეტალების გახსენება, უბრალოდ უსიამოვნო შეგრძნებას უტოვებდა და მასში ერთი წვეთი ტკივილიც კი აღარ ერია.
-შენ იცი, რომ ადრე დაქორწინებული ვიყავი -განაგრძო მან ისევ -ანა სტაჟირებას გადიოდა ჩვენ ფირმაში და მოხდა ისე, რომ საბოლოოდ ჩემი ცოლი დაერქვა, თუმცა, ალბათ, საქორწინო ცერემონია უფრო დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე თავად ცოლ-ქმრობა. ერთ მშვენიერ დღეს, სახლში ჩვეულებრივზე ადრე დავბრუნდი. მახსოვს, ძალიან მაღალი სიცხე მქონდა და ფაქტობრივად ვერაფერს ვაკეთებდი. ანასთვის არ დამირეკავს, გზაში მობილური დამიჯდა, ამიტომ ჩემი უდროოდ წამოსვლის შესახებ არაფერი იცოდა. არც კარზე დამიკაკუნებია, საკუთარი გასაღები მქონდა, კლიტე იმით გავაღე და პირველი, რაც მზერაში მომხვდა, ძირს მიმობნეული მამაკაცის ტანსაცმელი იყო, რომელიც ნამდვილად არ ჰგავდა ჩემსას. იქვე ანას კაბაც ამოვიცანი, ქვედა საცვალიც და ბიუსჰალტერიც. ყველაფერი ეს, იატაკზე იყო მოფენილი და საძინებლისკენ მიდიოდა. მერე უბრალოდ კარი შევაღე, უკვე კარგად მქონდა გააზრებული იქ რა სიტუაციაც დამხვდებოდა, თუმცა როდესაც ჩემი შემცვლელის სახე დავინახე, დედამიწამ თითქოს მეორედ შეწყვიტა ბრუნვა. ჩემს ცოლთან, თავად ჩემი დეიდაშვილი იწვა და ორივე გაოცებული სახით მიყურებდა -ირონიულად ჩაეცინა კანდელაკს -აშკარად არ ელოდნენ ჩემს იქ დანახვას. მერე თითქმის აღარაფერი მახსოვს, თავს და მოქმედებებს კონტროლს ვერ ვუწევდი, არც ის ვიცოდი რას ვაკეთებდი. მხოლოდ ერთი კადრი ჩამრჩა მეხსიერებაში, ის თუ როგორ ამაცალეს ირაკლის დასისხლიანებულ სხეულს. ორი კვირა კომაში გაატარა, მე კიდევ, სრულ აგონიაში ვიყავი. საჩივარი არავის შეუტანია, რადგან ყველამ გაიგო საქმე რაშიც იყო და მხოლოდ მის გადარჩენას ნატრობდნენ.
-მოიცა, მოიცა -ხელის აწევით შეაწყვეტინა გოგონამ -ანუ მაქსიმეს მეგობარი ირაკლი, შენი დეიდაშვილია? მაპატიე, იმდენ ახალ ინფორმაციას ვიღებ, რომ მათი ერთმანეთთან დაკავშირება მიჭირს
-ჰო, ასეა
-ვიცოდი, რომ საავადმყოფოში იწვა და რამდენჯერმე მოსანახულებლადაც მივედი, თუმცა მისი იქ აღმოჩენის ზუსტი მიზეზზე, დღემდე წარმოდგენა არ მქონდა. მაქსიმეს ჩემთვის ამაზე არაფერი უთქვამს და დიდად აღარც მე ჩავძიებივარ
-არ მიკვირს, რომ ასე მოიქცა. მოკლედ, მე და შენ ძმას, მომხდარის შემდეგ ერთმანეთი აღარ გვინახავს. ამ ჩხუბის გამო, სამსახურიდანაც დამითხოვეს, რადგან ფირმის დირექტორი, ირაკლის ბავშვობის მეგობარი იყო და ანაც საბოლოოდ ამოვშალე ჩემი ცხოვრებიდან.
-მართლა არ ვიცი რა უნდა გითხრა -როგორც კი გააცნობიერა, რომ კანდელაკმა თავისი გრძელი ისტორიის მოყოლა დაამთავრა, მხოლოდ მაშინ ალაპარაკდა -ამ ყველაფერმა ბრაზილიური სერიალის შინაარსი მომაგონა. ჯანდაბა, რას ვბოდავ!
-არ ბოდავ -ჩაეღიმა კანდელაკს -შენ ადგილას, ალბათ მეც ასე ვიფიქრებდი. იცი ახლა რა მინდა?
-მითხარი -წითლად ანთებულ შუქნიშანზე სვლა შეანელა ბეამ და მას გვერდულად გახედა
-მინდა დღევანდელი გეგმები ფეხებზე დავიკიდო და შენთან ერთად განვმარტოვდე. ადგილს მნიშვნელობა არ აქვს
-მაგრამ დღეს ხომ სამუშაო დღე გაქვს, თანაც ჩემთვისაც უნდა ჩაგეტარებინა ვარჯიშები -ეშმაკურად გახედა ბეამ და მიუხედავად თავისი სიტყვებისა, სახეზე ნათლად შეეტყო, რომ ანდრეას ახალ იდეას დიდი მოწონებით შეხვდა
-ამის გაკეთება მხოლოდ შენთანაც შემიძლია. მე მეტი არავინ მჭირდება, თანაც -წამით შეიცადა და შემდეგ განაგრძო -რომც არ მივიდე, არავინ არაფერს იტყვის, ცვლას კი, ვინმეს გადავუცვლი
-რას ნიშნავს არავინ არაფერს იტყვის? -ეჭვით გახედა გოგონამ -რაიმეს მიმალავ?
მის სიტყვებსა და ტონზე, ისევ თავისი ჩვეული ღიმილით გაეღიმა ანდრეას, თუმცა წამებში დასერიოზულდა და გამორთულ მაგნიტოფონს, ცერა თითი მიაჭირა.
-იქაურობის მეპატრონე მე ვარ, უბრალოდ ხანდახან ვარჯიშებსაც ვატარებ ხოლმე. ალბათ, ეს ისაა, რაც არ იცოდი
-კარგი რა ანდრეა კანდელაკო -როგორც კი, სვეტაფორზე კვლავ მწვანე შუქი აციმციმდა, ავტომობილი დაძრა -კიდევ რა არ ვიცი შენ შესახებ?
-თუ ჩემ ორ შვილს არ ჩავთვლი, რომელსაც შენგან ვმალავ, დანარჩენი ყველაფერი იცი -იმდენად სერიოზული სახით წარმოთქვა, რომ წამით ბეამ მართლა დაიჯერა, თუმცა, როგორც კი, მისი სახის შემხედვარე კანდელაკს სიცილი აუტყდა, მკლავში მუშტი გაბრაზებულმა ჩასცხო
-ასე ნუ მეხუმრები, თორემ შურს ვიძიებ!
-მართლა? საინტერესოა რას იზამ -მისი გამომწვევი ტონი ადვილი შესამჩნევი იყო
გოგონას, ამ დროს და ამ მომენტში, ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, დარწმუნებით შეიძლებოდა იმისი თქმა, რომ რაღაც უკვე ჰქონდა ჩაფიქრებული. ამაზე მისი კმაყოფილი და ამასთანავე ირონიული მზერაც მეტყველებდა.
-მოდი ჯერ ერთ კითხვაზე მიპასუხე -და მანამ განაგრძო, სანამ ანდრეა პასუხის გაცემას მოასწრებდა -რას ვერ იტანთ კაცები ყველაზე მეტად?
-ჯანდაბა, არა! -კანდელაკის ღიმილიანი სახე მაშინვე შეცვალა, ტანჯულმა გამოხედვამ -საყიდლებზე უნდა წავიდეთ, არა?
-სწორედაც! -ნიშნის მოგებით გასწორდა ბეა სავარძელში და მაგისტრალზე გასვლისას, სიჩქარეს ათი კილომეტრი საათი სიჩქარით მოუმატა.
მანქანის სალონში კი, კვლავ ნელა, ჰაეროვნად და სასიამოვნოდ იღვრებოდა დაბალ ხმაზე ჩაწეული Sam Smith- Im Not The Only One-ს მშვიდი ჰანგები . . .


19 თავი

ბეა წყლით სავსე აბაზანაში ჩაწოლილიყო, მუხლები მუცელთან ახლოს მიეტყუპებინა, თმა იაპონური თმის ჯოხებით ჰქონდა აწული, ხელში წითელი ღვინით სავსე, მაღალფეხიანი ჭიქა ეჭირა და სივრცეში უმისამართოდ იყურებოდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მთლიანად ცარიელი იყო, არც წარსული გააჩნდა, არც მომავალი და მთელი დარჩენილი ცხოვრება ბურუსში უნდა გაეტარებინა.
უკვე მესამე დღე სრულდებოდა, რაც იგი ქალაქგარეთ, ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში, მარტოდმარტო გამოკეტილიყო და გარე სამყაროსთან ყველანაირი კავშირი გაეწყვიტა. არავინ იცოდა, თუ სად იყო, რას აკეთებდა ან იყო თუ არა საერთოდ ცოცხალი. ერთადერთი, რისი საშუალებითაც შეიძლებოდა მისთვის მიეგნოთ, ეს მობილური იყო, რომელიც ახლა საწოლის გვერდით, იატაკზე, ნაწილებად დაშლილი ეგდო, ხოლო იქიდან ამოვარდნილი პატარა სიმ-ბარათი, ძლივსძლივობით მოჩანდა ტორჩერის ვერცხლისფერი განათების ფონზე.
ბეა კვლავ მაღალ ჭიქაში ჩასხმულ, სისხლისფერ სასმელს აგემოვნებდა. მთელი სხეულით გრძნობდა, რომ თავდაპირველად ცხელ წყალს, ტემპერატურა ნელ-ნელა ეცვლებოდა და ცივდებოდა, თუმცა აბაზანიდან ამოსვლა და თბილ, ფაფუკ ხალათში გახვევა, როგორც ამას ჩვეულებრივ აკეთებდა ხოლმე, აზრადაც არ მოსდიოდა. ამ წუთას ყველა და ყველაფერი ფეხებზე ეკიდა, ერთი რამის გარდა. ეს რაღაც, მის გონებას მოსვენებას არ აძლევდა, გულს ათას წვრილ ნაწილად უგლეჯდა და მთელი ორგანიზმით აგრძნობინებდა იმ გაუსაძლის ტკივილს, რომელიც კოსმიური სიჩქარით ვრცელდებოდა თითოეულ უჯრედში, ადიოდა მაღლა, ეხებოდა მფეთქავ ორგანოს, მას თავის მდუღარე კვალს უტოვებდა და საბოლოოდ, ტვინამდე მიღწეული, ქარბორბალასავით ატრიალებდა აუტანელ, სულისშემძვრელ ტანჯვას, რომელსაც ვერანაირი ძალა ვერ შველოდა.
არც ერთი ცრემლი, არც ერთი წვეთი მლაშე, მბრწყინავი ბრილიანტი არ გადმოვარდნილა ბეას თვალებიდან. იმდენად იყო მოცული უმწეობის შეგრძნებით, რომ ტირილსაც ვერ ახერხებდა. უბრალოდ მზერა კედელზე ჩამოკიდებული დიდი სარკისთვის გაესწორებინა და ზიზღით უმზერდა საკუთარ ანარეკლს, რომელიც ცხოვრებაში პირველად გულს ურევდა. ეზიზღებოდა ის გულუბრყვილო, მიამიტი გოგონა, რომელიც რამდენიმე დღის უკან მოისროლა სანაგვე ყუთში. ეზიზღებოდა, რადგან სწორედ ამ გოგონამ აურია ცხოვრება, სწორედ ის ენდო არასწორ ადამიანს და სწორედ მისმა ამ ნაბიჯმა განაცდევინა ისეთი ტკივილი, რომლის მსგავსი აქამდე არასდროს გამოეცადა.
კარგად ახსოვდა ბავშვობაში, როდესაც უნებლიედ რაიმეს იტკენდა, ან მოიტეხდა, მამა ტკივილის ათ ბალიანი სისტემით შეფასებას სთხოვდა. პასუხი ხან ექვსი იყო, ხან შვიდი, ხანაც რვა და ხანაც ცხრა, თუმცა არასდროს ათი. ამ რიცხვს მხოლოდ უკიდურესი შემთხვევისთვის ინახავდა, იმისთვის, როდესაც ყველაზე მეტად ეტკინებოდა და აჰა, სწორედ ეს იყო ის საზარელი ათიანი, სწორედ ახლა შეეძლო მისი გამოყენება, თანაც ყველანაირი ყოყმანის გარეშე.
ბეამ შამპანური ჩაცლილი ჭიქა, აბაზანის გვერდით მდგარ, პატარა მაგიდაზე შემოდო დიდი ბოთლის გვერდით, შემდეგ ჯოხებით აკრული თმა, მარჯვენა ხელით ჩამოიშალა , ერთი ღრმად ჩაისუნთქა და წყლით სავსე აბაზანაში, ნელ-ნელა იწყო ჩაშვება.


3 დღის წინ
ანდრეა სავაჭრო ცენტრში, დიდ ურიკას მიაგორებდა და შიგ ჩამჯდარ ბეას, რომელსაც ფეხები ლითონის გორგოლაჭებიანი ყუთის ზედაპირზე გადმოელაგებინა, ზემოდან პროდუქტებს აყრიდა.
სავაჭრო ცენტრში ხალხმრავლობა შეინიშნებოდა. მრავლად მოკრავდით თვალს პატარა ბავშვებით მოსიარულე მშობლებს, რომლებსაც თავიანთი პატარებისთვის ხელი მაგრად ჩაეჭიდათ და თაროებზე შემოწყობილ სასუსნავებს, მათთან ერთად დაკვირვებით ათვალიერებდნენ. შორიდან აპარატების წრიპინიც მოისმოდა, რომელიც ამ ხმას, თითოეული ნაყიდი პროდუქტის სალაროში გატარებისას გამოსცემდა. ირგვლივ ნათლად იგრძნობოდა, რომ თითოოეულ იქ მყოფს, თავისი, საქმე, საზრუნავი და ცხოვრება ჰქონდა, რომლის ერთ-ერთ, აუცილებელ შემადგენელ ნაწილს, ყოველდღიური თუ არა, ყოველკვირეული საყიდლები და სუპერმარკეტში გატარებული წუთები შეადგენდა.
-აი ესეც ავიღოთ, კარგი? -ხელი ბოლო თაროზე შემოდებული, შოკოლადის ბურთულებისკენ აიშვირა გოგონამ და ტელეფონზე მოსულ შეტყობინებას დახედა. გამომგზავნი მეგი იყო და სწერდა, რომ ამ საღამოს დიმასთან ერთად უნდა ევახშმა მისივე სახლში, თან ბოლოში, სპეციალურად შერჩეულ, აღფრთოვანებული სახის მქონე სმაილებსაც ამატებდა.
ბეას ამის წაკითხვამ, სახეზე გულწრფელი ღიმილი მოჰგვარა. მართლა ძალიან უხაროდა, რომ მას ასეთ ბედნიერს ხედავდა, ამიტომ პასუხი სასწრაფოდ დაუბრუნა და ანდრეს მოუტრიალდა.
-მგონი ჩვენი მეგობრები დროს არ კარგავენ. შეიძლება მალე ქორწილშიც კი მოგვიწიოს წასვლა, ამიტომ ის კაბა ტყუილად არ მიყიდია
ბეა ცოტა ხნის წინ შეძენილ, ზურგ ამოღებულ კაბას გულისხმობდა, რომელშიც მისმა დანახვამ კანდელაკს სუნთქვაც კი შეუკრა და წამით მეტყველების უნარი წაართვა. მაშინ პირველად მიხვდა, რომ ბეას შავი ფერი ყველაზე მეტად უხდებოდა და ამ აღმოჩენით კმაყოფილმა, კვლავ დაკვირებით განაგრძო მისი თვალიერება.
-დიმაზე და მეგიზე ამბობ?
-ჰო, მათზე. მეგონა შენც საქმის კურსში იყავი. დავიჯერო დიმას საერთოდ არაფერი უთქვამს?
ანდრეა პასუხის გაცემის გარეშე მიუახლოვდა დიდ ლითონის კალათას, სადაც ბეა იჯდა, ერთი ხელი მუხლებს ქვემოთ ამოსდო, მეორე წელზე მოხვია და იქიდან პატარა ბავშვივით ამოიყვანა
-შემთხვევით ხომ არ ცდილობ ინფორმაცია დამტყუო და შემდეგ ყველაფერი მეგის აცნობო?
-ასე ძალიან მეტყობა? -კისერზე ხელები მოხვია გოგონამ და მის მკლავებში უფრო მოხერხებულად მოკალათდა. სულ არ ადარდებდა ახლა სად იყო და რა სიტუაციაში. არც ის აწუხებდა, რომ მათგან შორიახლოს, სადღაც ხუთიოდე ნაბიჯის დაშორებით, ფოტოაპარატი გაჩხაკუნდა. ანდრეამ და ბეამ მხოლოდ ამის შემდეგ მოაბრუნეს თავი და პირველი, რაც თვალში მოხვდათ, ღიმილიანი სახეებით მომზირალი ტურისტების ჯგუფი იყო, რომელთა ნახევარს კისერზე ფოტოაპარატი ჰქონდა ჩამოკიდებული.
პროდუქტების სატარებელი ურიკა, უკვე მთლიანად სავსე იყო. საყიდელი ფაქტობრივად აღარაფერი დარჩენოდათ, ამიტომ დრო იყო დღევანდელი დღის მთავარი გეგმა შეესრულებინათ. ეს გეგმა კი, მთის სახლის კიდევ ერთხელ მონახულება და იმ ადგილას რამდენიმე დღის გატარება იყო. გოგონა უკვე მთელი არსებით გრძნობდა, თუ მონატრებოდა იქაურობა, ხის სარწეველა სავარძელი და სამზარეულო, სადაც მან და ანდრეამ პირველი ერთობლივი კერძი მოამზადეს.
ეს სახლი და ზოგადად მისი აურა, მეტად დადებით გრძნობებს აღძრავდა ბეაში. ამიტომაც იყო, რომ მანქანაში ჯდომისას ერთ ადგილას ვერ ისვენებდა და ანდრეას მუდამ სიჩქარის მომატებას სთხოვდა. ზოგადად ადრენალინის მოყვარული ადამიანი იყო, თუმცა ახლა სულ სხვა რამის გამო უნდოდა, სპიდომეტრზე 100კმ/სთ სიჩქარეზე მეტი დაენახა და ამას კანდელაკიც მშვენივრად ხვდებოდა. მასზე ნაკლებად, არც თვითონ ეჩქარებოდა დანიშნულების ადგილამდე მისვლა და საყვარელ ადამიანთან განმარტოება.
-კარგი, ბეა უკვე საკმარისია, ძალიან სწრაფად მივდივართ. კიდევ თხუთმეტი წუთიც და იქ ვიქნებით
-მორჩა ვჩუმდები -ხელები დანებების ნიშნად ასწია მან და თავში უეცრად ერთი იდეა მოუვიდა
-ანდრეა ზემოთა ფანფჯარა ახადე
-რად გინდა? -გაეღიმა მამაკაცს
-მიდი გთხოვ, ახადე ძალიან მინდა -ერთ ადგილას ვერ ისვენებდა იგი
ბავშვივით აწკმუტუნებული გოგონას დანახვაზე, კანდელაკს ბევრი აღარ უფიქრია, მანქანას ხუფი სპეციალურ ღილაკზე თითის დაჭერით გადაუწია და გააზრებაც ვერ მოასწრო ისე აღმოჩნდა ბეას ხელები და თავი მანქანის ზემოთ.
ავტომობილი კვლავ აგრძელებდა იგივე სიჩქარით სვლას, ხოლო გზად შემხვედრი ქარი, ბეას სახეში ეცემოდა და გრძელ თმას ლამაზად უფრიალებდა. გოგონას თვალები ჰქონდა დახუჭული, მკლავებით მანქანის სახურავს დაყრდნობოდა და უბრალოდ იღიმოდა. ამ წუთას, რაღაც არანორმალურ, უზღვავვ ბედნიერებას გრძნობდა. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ მისი ცხოვრება ერთი დიდი ზღაპარი იყო, სადაც მცირეოდენი ტკივილი და ცრემლიც კი არ ერია, ხოლო თავად ის, ამ ზღაპრის მთავარი პერსონაჟი, რომლის მოვალეობაც მხოლოდ ცხოვრების თითოეული დღით ტკბობა იყო.
-ანდრეა, იცი რა კარგი შეგრძნებაა? -გოგონას აღფრთოვანებული ხმა, ზემოდან მისწვდა საჭესთან მჯდომ კანდელაკს და ბეას თბილი მზერით ახედა. როგორ უნდოდა ახლა საჭესთან არ მჯდარიყო და მისი ჩახუტება შესძლებოდა. ისე ჩახუტება, რომ მთელი სხეულით ეგრძნო მისი კანი, სითბო და გულისცემა. როგორ სურდა კიდევ ერთხელ მოფერებოდა მისი უნაკლო სხეულის თითოეულ უჯრედს და ფილტვები გოგონას გამაბრუებელი სურნელით აევსო.
ანდრეა მოწოლილი ფიქრების მოსაშორებლად, საჭეს მთელი ძალით ჩააფრინდა და კონცენტრაცია მანქანის ტარებაზე გადაიტანა. არ გასულა დიდი ხანი, რომ ბეაც დაუბრუნდა თავის კუთვნილ სავარძელს. გოგონა მკლავებზე ხელებს ისვამდა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ ზემოთ ყოფნისას, ოდნავ შემცივნოდა.
-რა მოხდა გაიყინე? -მისი ხელი თავისაში მოიაქცია მამაკაცმა და პირიდან გამოშვებული ორთქლით გაუთბო. ბეას სიამოვნების ჟრუანტელმა მთელ სხეულში მღელვარე ტალღებად დაუარა. შეეძლო დაეფიცა, რომ სიცივე მისთვის ასეთი სასიამოვნო არასოდეს ყოფილა.
-ჰო, მგონი წვიმას აპირებს, თან ცაც ღრუბლიანია ნახე -მეორე ხელის საჩვენებელი თითი ზემოთ აიშვირა მან
-მოდი მომეხუტე გაგათბობ
ბეამ წამებში აასრულა ანდრეას თხოვნა და იგრძნო როგორ გადაედო კანდელაკის სხეულიდან წამოსული სითბო მისას.
-უკეთესია?
-ჰო, თანაც ბევრად -ხმადაბლა მიუგო მან და მამაკაცს უფრო მეტად მიეხუტა
-მახსოვს, რომ წვიმა ძალიან გიყვარს
-მართალია, განსაკუთრებით, როდესაც მანქანით მივდივარ. თითქოს ასე უფრო მეტი ხიბლი აქვს. შენ თვითონ მოუსმინე -მის მკლავს ოდნავ მოშორდა ბეა და სახეში შეხედა -როდესაც წვიმა დაიწყება, გონებაში ყველა ხმა ჩაახშე და მხოლოდ ქვაფენილზე წვეთების წკაპუნს დაუგდე ყური. უყურე როგორ სველდება საქარე მინა პაწაწინა წვეთებით და მიხვდები, რომ ეს ყველაფერი ერთად აღებული, იდეალურ კონტრასტს ქმნის
ბეას თვალებში სიამოვნების ნაპერწკლები აუკიაფდა და კვლავ კანდელაკის მკლავს მიეხუტა. დარჩენილი გზა, ასე განვლეს. არც ერთი ხმას არ იღებდა. მხოლოდ ავტომობილის ბორბლების ქვაფენილზე ხახუნის და ციდან უეცრად წამოსული მსხვილი წვეთების ხმამაღალი შხაპუნი არღვევდა შექმნილ მდუმარებას, რომელსაც ანდრეა ყურადღებით უსმენდა, გონებაში როგორც ბეამ უთხრა ყველანაირი სხვა ხმა ჩაეხშო და უბრალოდ გზას მიუყვებოდა.
და კვლავ დუმილი. ზოგჯერ ის ხომ უფრო მეტყველია, ვიდრე უბრალო, სულელური სიტყვები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არცაა საჭირო. არც ახლა იყო...


* * *
სახლში, რომ შევიდნენ, უკვე კოკისპირულად წვიმდა. გარეთ ყველაფერი ატალახებულიყო, ამიტომ დასვრილი ფეხსაცმელი ორივემ შემოსასვლელში გაიხადეს და შიგნით მის გარეშე შეაბიჯეს. წვიმის გამო ზომაზე მეტად აციებულიყო, ბეას კი ძალიან თხლად ეცვა და ამაზე, მისი მკლავებზე შემოჭდობილი ხელებიც მეტყველებდა, რომელთაც გაყინული მხრების გასათბობად, ზემოთ ქვემოთ დაატარებდა.
-მოგშორდი და მაშინვე შეგცივდა, არა? -მისაღებში შესულს, უკნიდან მოეხვია ანდრეა და კისერში მაგრად აკოცა
-რა სასიამოვნოდ თბილი ხარ. წამებში მოქმედებ, იცი?
-მთლად ჩემს იმედზეც ნუ იქნები -გაეცინა -მიდი, ზემოთა სართულიდან თბილი პლედები ჩამოიტანე, მე კი მანამდე შევეცდები ბუხარში ცეცხლი დავანთო
-კარგი -სიხარულით დაეთანხმა ბეა -თან ცხელი შოკოლადიც დავლიოთ. ჰო მართლა, ის ტკბილეულიც ამოალაგე დღეს, რომ ვიყიდეთ ძალიან მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა
-ამდენ ტკბილეულს ჭამ და ასეთი იდეალური ფიგურა როგორ გაქვს? -თავიდან ფეხებამდე აათვალიერა კანდელაკმა მისი სხეული, ისე, როგორც ფოტოგრაფი ათვალიერებს მოდელს, ფოტოსესიის დაწყების წინ
-ეგ ჩემი საიდუმლოა და მის გამხელას არ ვაპირებ -ამ სიტყვებს, ბეამ ეშმაკური ღიმილიც დაუმატა და ზემოთა სართულზე ამავალი მუხის კიბეებისკენ გაემართა
ზემოთა სართულზე მდებარე, პატარა ოთახში, რომელიც გოგონასთვის უკვე კარგად იყო ნაცნობი, თითქოს არაფერიც შეცვლილიყო და ყველაფერიც. საუკუნის წინ მომხდარად ეჩვენებოდა, თუ როგორ იჯდა ამ საწოლზე ანდრეასთან ერთად, ის კი, ესპანურად ცალკეული ფრაზების გამოთქმას ასწავლიდა. ბეას ამ მოგონებებმა სახეზე ღიმილი მოგვარა და რაიმე თბილის მოსაძებნად, დიდ, მუქი შოკოლადისფერ კარადას მიუახლოვდა, რომელსაც ორივე კარზე, დიდი სარკეები ჰქონდა ჩამაგრებული. გოგონამ ორივე მათგანი ერთდროულად გამოაღო, თუმცა შიგნით, მხოლოდ ერთი პლედის პოვნა მოახერხა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ორთავეს მისი გამოყენება მოუწევდათ.
-მით უკეთესი -კმაყოფილმა ჩაილაპარაკა გოგონამ, გადასაფარებელი სწრაფად გამოიღო და ოთახიდან გასასვლელი კარი, ხმაურიანად გამოიხურა. კორიდორში ბევრად უფრო მეტად ციოდა, ვიდრე საძინებელში. ბეამ ეს მხოლოდ ახლა იგრძნო და ინსტიქტურად თბილი, შალის ქსოვილი, მთელ ტანზე მაგრად შემოიხვია.
ქვედა სართულზე, უკვე მოესწროთ მარმარილოთი მოპირკეთებული ბუხრის დანთება და ამჯერად, დაპირებული ცხელი შოკოლადი მზადდებოდა სამზარეულოში. გოგონა კიბეებზე სირბილით დაეშვა, გაზქურასთან მდგარ ანდრეას, რომელსაც ცხელი, აშიშინებული წყლით სავსე ჩაიდანი ძირს უნდა გადმოედგა, უკნიდან ზურგზე შეახტა და კისერზე ხელები შემოხვია. ეს იმდენად სწრაფად მოხდა, რომ ანდრეამ გააზრებაც ვერ მოასწრო, თუმცა გაზქურა მაინც გამორთო და ბეა უფრო მოხერხებულად შემოისვა ზურგზე.
-აბა მაიმუნო, რა ქენი მოიტანე პლედები? თუ ჩემ გათბობას საკუთარ თავზე იღებ? -ეშმაკურად გახედა მამაკაცმა ზურგზე მომხტარ გოგონას და ტუჩებში მოწყვეტით აკოცა
-მხოლოდ ერთი იყო, მოგვიწევს ეს გავინაწილოთ -ბეა მისი ზურგიდან სწრაფად ჩამოხტა და რამდენიმე ნაბიჯი აივნისკენ გადადგა -ცხელი შოკოლადი იქ გამოიტანე, კარგი?
-მგონი ვხვდები რაც ხდება. შენი სარწეველა სავარძელი მოგენატრა
-ჰო, ასეა -თვალები სიხარულისგან გაუბრწყინდა -თან წვიმის ყურება მომწონს. ბუხართან გათბობა სხვა დროისთვის გადავდოთ
გოგონამ ტანზე პლედი უფრო მოხერხებულად შემოიხვია და პირდაპირ დიდი აივნისკენ გაემართა. გარეთ მართლაც, რომ კოკისპირულად წვიმდა. სახლთან მდგარი, დიდი, ალვის ხეები, რომელთა ტოტები, თითქოს ცას სწვდებოდა, წვიმის სურნელით გაჟღენთილიყო და ნისლში გახვეულ არე-მარესთან იდეალურ კონტრასტს ქმნიდა. მართლაც, რომ საოცარი იყო იქაურობა. თითოეული ხე, ბუჩქი თუ ბალახის წვეთებდაკიდებული, მწვანე ღერო, გოგონას სიგიჟემდე უყვარდა და თავის საყვარელ სავარძელში ჩამჯდარი, ახლაც თბილი მზერით ათვალიერებდა აივნიდან გადაშლილ ჰორიზონტს.
თითქოს დეჟავუს შეგრძნება გაუჩნდა, როგორც კი, თავის უკან კარის ფრთხილი გაღების ხმა გაიგონა. თავი არც ამჯერად მიუბრუნებია. მხოლოდ ის იგრძნო, თუ როგორ მოეხვია უკნიდან თავისთვის საყვარელი მკლავები და მალე ანდრეას ტუჩების შეხებაც იგრძნო მარჯვენა ლოყაზე. კანდელაკს ლურჯი ფინჯნები, აივანზე მდგარ, პატარა, ხის, მოწნულ მაგიდაზე შემოედო. ერთი თავისთვის, ხოლო მეორე რა თქმა უნდა, ბეასთვის, რომელმაც ზედმეტად სურვილმორეულმა შეისუნთქა ცხელი სასმელის ორთქლი და სავარძელში ოდნავ გვერდზე მიიწია, რათა ადგილი კანდელაკისთვისაც გაენთავისუფლებინა.
-მოგწონს აქაურობა?
-ძალიან -ჰორიზონტისთვის თვალი არ მოუშორებია ისე მიუგო გოგონამ და ფინჯნიდან კიდევ ერთხელ მოსვა. მხოლოდ ახლა იგრძნო, რომ ცოტათი ვიწროდ ისხდნენ და თავში კიდევ ერთი იდეა მოუვიდა-ფეხზე ელვის უსწრაფესად წამოდგა, პლედი გაშალა, ანდრეას კალთაში მოხერხებულად მოკალათდა და თბილი ქსოვილი მასაც შემოხვია.
-ასე უკეთესია, შენც გათბები. ხედავ? ცხელი შოკოლადი უფრო მზრუნველს მხდის, შეგიძლია ხშირად მომიმზადო ხოლმე
-ჰო, მაოცებს შენი მზრუნველობა -სიცილოთ მიუგო ანდრეამ, თავისი ფინჯანი გვერდზე გადადო და ბეას გრძელ თმას წაეთამაშა. სიგიჟემდე მოსწონდა მისი შეხება და ამ შეხებაზე ჟრუანტელ მოგვრილი გოგონას დანახვა, რომელსაც მის მსგავსად გადაედო თავისი ჭიქა პატარა მაგიდაზე და დამფრთხალ მზერას არ აშორებდა. თვითონაც არ იცოდა, რისი ეშინოდა, ალბათ, იმ ბედნიერების დაკარგვის, რასაც ახლა განიცდიდა .
ადამიანები ხომ ასეთები ვართ? როდესაც ჩვენ ცხოვრებაში რაიმე კარგი ხდება, სულ გვეშინია, რომ ამას აუცილებლად ცუდიც მოყვება და ეს შიში ზოგჯერ იმდენად ჯდება ჩვენს არსებაში, მშვიდად სუნთქვის შესაძლებლობასაც გვიკარგავს. ბეაც ასე იყო, რაღაც შიგნიდან ჭამდა და არ ასვენებდა. ეს თვალებშიც ნათლად ეტყობოდა, ამიტომ ამის გადასაფარად, ანდრეას მთელი ძალით მოეხვია და მკლავები მაგრად შემოაჭდო. ისე ძლიერად ეხუტებოდა, თითქოს იგი სადმე აპირებდა გაქცევას, გოგონა კი, მის შეკავებას ცდილობდა.
-ბეა, ასე თუ გააგრძელებ დამახრჩობ -სიცილით გადაუსვა ხელი მის თმას და საფეთქელზე ნაზად აკოცა -თვალებში შემომხედე, გესმის? მე მიყურე
მართალია გოგონას საშინლად არ უნდოდა მისი ეს თხოვნა შეესრულებინა, თუმცა მიუხედავად ამისა, თავი მაინც წამოსწია და კანდელაკს თვალი თამამად გაუსწორა. მამაკაცი თბილი მზერით უყურებდა და მის რბილ სახის კანს, ხელის გულებით ეფერებოდა. სადღაც, გულის სიღრმეში ხვდებოდა ბეას დაძაბულობის მიზეზს და უნდოდა ძირფესვიანად და სამუდამოდ ამოეგდო მისი თავიდან ეს სულელური აზრები.
-ერთი რამ დაიმახსოვრე, კარგი? -ყურზე თმა ორი თითით გადაუწია, რათა მისი სახე უფრო კარგად დაენახა -ამ ცხოვრებაში შენზე საოცარი არავინ შემხვედრია, ამიტომ არავისზე და არაფერზე არ გაგცვლი, არასდროს. ჰო, ვიცი არ ვარ რომანტიული, არ მიყვარს ბევრი საუბარი, გრძნობების გამომჟღავნება და მათი სიტყვებად გადაქცევა, თუმცა იცოდე, რომ მიყვარხარ! ვერც კი გავაცნობიერე ისე გახდი ჩემი ცხოვრების აზრი, ჩემი დარტყმული ბეატრისი -ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც გოგონას ამ სახელზე რეაგირება არ ჰქონია. უბრალოდ სუნთქვაშეკრული უსმენდა კანდელაკის თითოეულ სიტყვას და ხმასაც კი ვერ იღებდა -არ მინდა შენ თვალზე ცრემლის და შენ სახეზე შიშის დანახვა. ჩვენ ყველაფერი კარგად გვექნება. ვიცი, რომ ურთიერთობა ცოტათი უცნაურად და პარადოქსულად დავიწყეთ, მაგრამ ეს ახლა საერთოდ არ მაინტერესებს. მთავარი ისაა, რომ ის ქალის გარეშე, ვინც ახლა ჩემ კალთაში ზის ვერცერთი დღე ვეღარ წარმომიდგენია. არ მინდა იმ სამყაროში ვცხოვრობდე სადაც ის არ იქნება, გესმის? უბრალოდ . . . -ანდრეას მეტის თქმა აღარ დასცალდა. სიტყვები ბეას ტუჩების შეხებამ გააწყვეტინა და რამდენიმე წამში იგრძნო, როგორ შეცურდა გოგონას თხელი თითები მის თმაში.
მთელ გრძნობას აქსოვდა ამ კოცნაში ბეა, მთელ თავის სიყვარულსა და განცდებს. უზომოდ სიამოვნებდა თავის წელზე მარწუხებივით შემოხვეული ანდრეას მკლავები, რომელშიც თავს საოცრად კომფორტულად გრძნობდა. კანდელაკსაც ნელ-ნელა სურვილი ემატებოდა. სწრაფად, თითქმის ნახევარ წამში წამოიმართა ფეხზე, ბეაც წამოაყენა და ისე, რომ კოცნა არ შეუწყვეტია, აივნიდან გასასველი კარისკენ მასთან ერთად დაიძრა. მხოლოდ წამით მოწყდნენ ერთმანეთს, სწორედ მაშინ, როდესაც აგიზგიზებული ბუხრის წინ აღმოჩნდნენ. კანდელაკმა ბეას თვალებში გამომცდელად ჩახედა. მის ნაცრისფერ ირისებს, ცეცხლის ენები ანათებდა, რაც კიდევ უფრო იდუმალს ხდიდა ბეას გამოხედვას. ახლა გოგონა მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობდა-უნდოდა კიდევ ერთხელ ეგრძნო ანდრეა, სხეულის თითოეული უჯრედით, მონაკვეთითა თუ სანტიმეტრით. ამიტომ ბევრი ფიქრით თავი არც გადაუღლია, სხეულიდან პლედი მოიშორა, იატაკზე დააგდო, ანდრეას მიუახლოვდა და პერანგის ღილებიი ერთმანეთის მიყოლებით შეუხნა . . .
გარეთ კვლავ კოკისპირულად წვიმდა. ციდან წამოსულ მსხვილ წვეთებს, სახურავზე ხმამაღალი კაკუნი გაჰქონდა, ხოლო არე-მარე სქელ ნისლის ბურუსში გახვეულიყო.
იმ მიდამოებში წამომართულ ერთადერთ სახლში, რომლის ფანჯრებსაც ბრილიანტისფრად ჩამოჰკიდებოდა ცის კამკამა ცრემლები, მხოლოდ ერთი ბუხარი ათბობდა. ამ ბუხრის წინ, სპეციალურად მიდგმულ შოკოლადისფერ დივანზე, ანდრეა ჩამომჯდარიყო და მძინარე ბეას, რომელსაც თავი მის კალთაში ედო და სხეულს მხოლოდ კანდელაკის პერანგი უფარავდა, თმაზე ნაზად ეფერებოდა. უყურებდა მის მშვიდ ძილს, ლამაზი მოყვანილობის თითებს, ტუჩებს და თავისთვის ეღიმებოდა.
ჰო, ალბათ სიგიჟე იყო ეს ყველაფერი. ერთი დიდი სიგიჟე, რომელიც ანდრეამ და ბეამ ერთად შექმნეს და რომელსაც იმაზე ლამაზი გაგრძელება ჰქონდა, ვიდრე ამას რომელიმე მათგანი წარმოიდგენდა . . .
ახლა ზუსტად ასე იყო . . .
ახლა ყველაფერს ცისარტყელას ფერადი სხივები ანათებდა და ზღაპრული სამყაროს ილუზიას ქმნიდა, თუმცა მოულოდნელობებითა და უსიამოვნო თუ სასიამოვნო სიუპრიზებით სავსე ცხოვრებას, ჩვენთვის ბედნიერებაც ისეთივე დოზით ემატება, როგორც დაბრკოლებები, სირთულეები და უბედურება.
ადამიანები მიდიან და მოდიან. ზოგჯერ გვგონია, რომ ისინი სამუდამოდ, მარადიულად იქნებიან ჩვენ ცხოვრებაში, რადგან მათ გარეშე, ყოველდღიურობა უბრალოდ ვერ წარმოგვიდგენია, თუმცა საბოლოოდ იმ რეალობას ვეჯახებით, რომ გზის გაგრძელება მათ გარეშე გვიწევს. ყველაზე მტკივნეული სწორედ ამის გაცნობიერებაა. იყო შორს მისგან ვინც შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, უფერულ სამყაროში მოგზაურობას ჰგავს, სადაც ყველაფერი ძველი კინო-კადრივით შავ-თეთრია და არსებობის ხალისს გვაკარგვინებს. თითქოს ჰაერიც კი გვეცოტავება ასეთ სამყაროში, ზოგჯერ გვიჩნდება ილუზია, რომ ვიხრჩობით, რომ მეტის ატანა უკვე აღარ შეგვიძლია, რომ კარგი უკვე აღარაფერი მოხდება და სამუდამოდ ამ უბედურებითა და ქაოსით მოცულ სამყაროში ჩავრჩებით.
ტკივილი?
ეს სწორედ ის იყო, რაც ანდრეას მრავალჯერ განეცადა, თუმცა საბოლოოდ, მაინც მოუხერხებია მისგან თავის დაღწევა და ცხოვრების გაგრძელება. ამაში ყველაზე დიდი როლი, მის სამყაროში ბეას უეცარმა შემოჭრამ ითამაშა. სწორედ ის დაეხმარა კანდელაკს საბოლოოდ დაევიწყებინა წარსულის საზარელი მოგონებები და კვლავ სრულფასოვნება შეეგრძნო. მართლა ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ გოგონა ოდესმე მისი თვალთახედვის არეალიდან გაქრებოდა. ალბათ იმიტომ, რომ უმისობა არასდროს უგრძვნია და ბეასთან ერთად, ყოველი დღე მხიარულად, ორიგინალურად და აქამდე შეუცნობელი სიგიჟეების კეთებაში ილეოდა. ზოგადად გოგონა იყო ასეთი, როდესაც ადამიანი მასთან ატარებდა დროს, გამორიცხული იყო წამით მაინც ეგრძნო მოწყენილობა. ყველაზე მეტად, ადნრეას სწორედ ეს იზიდავდა. აგიჟებდა ის მოსიარულე პოზიტივი, რომელიც მის ცხოვრებას თავისი არსებობით აფერადებდა და ყოველ წამს, დღესასწაულად აქცევდა . . .
კედელზე მიმაგრებული ანტიკვარული საათის ისრები, ამჯერად უკვე ღამის სამს უჩვენებდნენ. როგორც ჩანდა, თავსხმა წვიმა გადაღებას საერთოდ არ აპირებდა, ამიტომ სუსხი უფრო მკვეთრად იგრძნობოდა, ვიდრე ეს აქამდე იყო. ანდრეას მეორე სართულზე, თავის საწოლში, ბავშვივით მშვიდად ეძინა და მის გვერდით სიცარიელეს ვერც კი ამჩნევდა. იქვე, ხის მაგიდის ფეხთან, იატაკზე კანდელაკის ის პერანგი ეგდო, რომელიც ცოტა ხნის წინ ბეას ტანს ამშვენებდა, ხოლო ამ მაგიდის ზედაპირზე, ერთადერთი გაკეცილი ფურცელი შემოედოთ, მასზე გაკრული ხელით წაწერილი, მხოლოდ ოთხი სიტყვით. ეს სიტყვები ზუსტად ასე ჟღერდა -"თამაში დამთავრდა, შენგან მივდივარ".
და კვლავ მდუმარება . . .
მდუმარება, რომელსაც მხოლოდ სახლიდან გასასვლელი, ღიად დატოვებული კარის ჭრაჭუნი არღვევდა ქვედა სართულიდან . . .скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი Qeti qimucadze

Vaime es raiyoo, gtxov ardaashoro andrea da bea, imedia mizezebs gavigebt xvall, ramoicdis xvalamdeee, vgijdebi meshenzee

 



№2  offline წევრი Moonlight Sonata

Qeti qimucadze
Vaime es raiyoo, gtxov ardaashoro andrea da bea, imedia mizezebs gavigebt xvall, ramoicdis xvalamdeee, vgijdebi meshenzee


მიზეზი ყველაფერს აქვს ❤ ვიცი ბევრს გააღიზიანებდა ასეთი გაგრძელება, მაგრამ დრამაც თუ არ შევურიე, სულ მგონია, რომ რაღაც დააკლდა გულს :დდ ვისაც არ მოეწონა ასეთი გაგრძელება შეუძლია ესეც გამოხატოს. კრიტიკასაც კი სიამოვნებით ვიღებ ❤ კრიტიკა იმას ნიშნავს, რომ მივიდა იმ ადამიანამდე შენი ნაწერი და პროტესტის გრძნობა გაუჩნდა .... ❤

 



№3 სტუმარი diana

დრამის თავიი იყოო ძალიაა <33 მარა ვერ გეტყვი რომ არ მოუხდაა. მალე შეარიგეე რაა და მიზეზიც მაინეტრესებსს ბეას წასვლისს worried

 



№4  offline წევრი მეDina

...და მიზეზიი? ყველაფერი ისე კარგად მიდიოდაა, ველოდი კი ანა ან საბა ჩაერეოდა, აურევდათ, მაგრამ რა ბზიკმა უკბინა ბეას? გავაგრძელო აბა :\
--------------------
☆NaT☆

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent