შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სეზამი -4-


2-05-2018, 18:38
ავტორი sopiko
ნანახია 909

სეზამი -4-

''სეზამი''

[თავი 4]

საბრინა იქამდე იყო ჩუმად, ვიდრე არ იგრძნო, რომ საკუთარ უბანს მეტისმეტად ჩამოშორდა და ბანდიტს, რომლის თითებიც მკლავზე სალტესავით შემოსჭეროდნენ, მისი მოკვლა რომ მოენდომებინა, ქალი დახმარებას ვერავის სთხოვდა. სავარაუდოდ, მაღაზიის შეშინებული და დამფრთხალი პატრონიც ვერ მოახერხებდა იმას, რომ დროზე შეეტყობინებინა ვინმესთვის ძარცვის ამბავი. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ საბრინა ახლა მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე უნდა ყოფილიყო, თუ არ სურდა, რომ სული ნესტიან და ბინძურ მიწაზე ტკივილით ამოხდომოდა. ან ახლა უნდა ემოქმედა, ან არასდროს. ან აქ, ან არსად.
-ხელი გამიშვი!-უკივლა წყვდიადით შენიღბულ მძარცველს, დაბლა დაიხარა და ხელზე კბილები წაავლო. მისი ხორცი პირში მოიქცია და მთელი ძალით მოუჭირა.
-რას სჩადი... გაგიჟდი?-იღრიალა სიმწრისგან მამაკაცმა და საბრინას მკლავს ხელი მოაშორა.
საბრინამ დაქანცულ ფეხებს ძალა დაატანა და გაიქცა. ირგვლივ ბნელოდა. მთვარეც კი არსად ჩანდა. ქალმა იმედი მაინც არ დაკარგა. უმისამართოდ გარბოდა და თან უკან გახედვასაც ვერ ბედავდა იმის შიშით, რომ ბანდიტს შეეჩეხებოდა. იცოდა, ქოშინითა და ხვნეშით თავის ადგილსამყოფელს სცემდა, მაგრამ თავს მაინც ვერაფერს უხერხებდა.
მოულოდნელად ფეხი რაღაცას წამოჰკრა, წაბარბაცდა და მიწაზე გაიშხლართა. უკვე ფიქრობდა, რომ ზუსტად ისე მოკვდებოდა, როგორც მოელოდა. წამოდგომა სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ფეხი ან ნაღრძობი ჰქონდა ან მოტეხილი. ყოველ შემთხვევაში ერთი ნაბიჯის გადადგმასაც ვერ მოასწრებდა, რომ ისევ მიწას დაასკდებოდა. უიმედობა ყელში მტკივნეულად გაეჩხირა. თვალებს პატარა, მახეში გაბმული წრუწუნასავით აფაციცებდა. ჰქონდა დრო, რომ მოსალოდნელი თავდასხმისთვის მომზადებულიყო, მაგრამ ხვდებოდა შიშველი ხელებით ვერაფერს გაახერხებდა. მხოლოდ ის სურდა, რომ ყველაფერი მალე დამთავრებულიყო და უცნობს ხანგრძლივი ტანჯვისთვის არ გაემეტებინა.
ამაზე ფიქრი არ დაესრულებინა, რომ ვიღაცის ხელი მხარზე უხეშად ჩაებღაუჭა. დიდი გამოცანა არ იყო, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ის. საბრინამ თავი ჩაქინდრა და ცრემლები უნებურად გადმოსცვივდა.
-გიპოვე.-წასჩურჩულა ყურთან მძარცველმა და იღლიებში ხელები ამოსდო, რომ აეყენებინა.
-გთხოვ, ნუ მტანჯავ. მალე გააკეთე, რისი გაკეთებაც გინდა.-ამოილუღლუღა ქალმა და მარილიანი სითხით დასველებული ტუჩები გაილოკა.
საბრინას ბევრიც რომ მოენდომებინა, ვერ წარმოიდგენდა იმას, რაც რამდენიმე წუთში მოხდა. სასტიკმა ბანდიტმა მას შემდეგ, რაც მიხვდა, რომ მის მძევალს სიარული აღარ შეეძლო, საბრინა ხელში აიტაცა და მისი ხელები კისერზე შემოიხვია. საბრინა გაკვირვებისგან ვეღარ მოძრაობდა. მის არეულ გონებას არ შეეძლო იმის გაანალიზება, თუ რისთვის შეიძლებოდა მიეწერა ბანდიტის უჩვეულო საქციელი. ნუთუ ისეთ ადამიანს, რომელმაც უსუსური, მარტოდ მყოფი ადამიანის მდგომარეობით ისარგებლა, სიბრალული შეეძლო? დაქანცულსა და ემოციებისგან დაცლილ ქალს აღარც კი სურდა ამაზე ფიქრი. ხელები ნელ-ნელა ჩამოუშვა მამაკაცის მხრებიდან და მის მკერდთან დასუსტებულმა ჩაჰკიდა თავი.

იმ უსიამოვნო დღის დასაწყისში საბრინა მიხვდა, რომ ასეთი უბედური ადრე არასოდეს ყოფილა.
თავი სასოწარკვეთილმა რომ ჩარგო ხელებში, ზუსტად იმ თივასავით გამხმარი და უხეში თმა შეიგრძნო, რაზეც სულ ცოტა ხნის წინ თავი ედო და უშფოთველად ფშვინავდა.
ისე, როგორც სახლში. მისსა და ჯოზუეს სახლში. შეიძლება უკეთესადაც კი.
გაღვიძებამ ყველაფერი შეცვალა. საბრინამ ჯოზუე და მისი ბინძური ხელებით დასვრილი პირსახოცი ინატრა. მისი გარეცხვა ყველაზე საინტერესო და შვებისმომგვრელ პროცესად ესახებოდა ახლა და არაფერი იყო იმაზე მეტად შემაწუხებელი, რომ მისი უბედურება ამ საქმიანობის თანმდევი მოვლენებსაც კი გამცდარიყო.
საბრინამ ფეხზე წამოდგომა სცადა, მაგრამ ძალიან გაუჭირდა. ფეხი გაუსაძლისად ტკიოდა, სადღაც ქვემოთ, კოჭის მიდამოებში. ძვლები მტკივნეულად უმოძრავებდა. თავში კი რაღაც კვერცხის გულივით რბილი და სლიპინა ულაყლაყებდა. ფარ-ხმალი მაინც არ დაუყრია. იცოდა, როგორც არ უნდა ყოფილიყო, ყველაფრის ფასად უნდა გაეღწია ამ ჯურღმულიდან. ტკივილს წაუყრუა და ფეხზე წამოიმართა. ფეხის გულებში გავლილმა დენმა სახე დაუღრიჯა. სიმწრით დაფარა მანძილი კარებამდე და ფრთხილად შეეხო მას.
ხე? საბრინას თავბრუ დაეხვა და კინაღამ გადაიქცა. უკვე აღარ ახსოვდა, ასეთი დაბნეული ბოლოს როდის იყო. როგორ შეიძლებოდა ბანდიტს, ქურდს, მძარცველს, არამზადას იმისთვის, რომ თავისი ტყვე არსად გაქცეოდა, ის ხისკარებიან ოთახში გამოემწყვდია? განა როგორი რთული უნდა ყოფილიყო ამ კარის გაღება? ვითომ ამ ხარახურით სავსე სარდაფში საბრინა ვერ იპოვიდა ისეთ ნივთს, რითაც სახელურის ირგვლივ ხეს გამოჩორკნიდა? ამის შემდეგ ხომ ის უკვე შეძლებდა მზის სინათლის კიდევ ერთხელ ხილვას?
უცებ შეცბუნდა. ახალმა შიშმა გაიფრთხიალა მასში. იქნებ ეს ხაფანგი იყო? იქნებ მძარცველს სურდა, საბრინას გარეთ გაეღწია, იქ კი სხვა, ახალ უბედურებას უმზადებდა? საბრინას ტანში სიცივემ დაუარა. სუსხმა ნერვები აუწეწა. თავი ვეღარ შეიმაგრა და კედელთან ჩაიკეცა.
-რა ვქნა? რა მოვიმოქმედო?-აღმოხდა საგონებელში ჩავარდნილს და ცრემლებიც თავისით, დაუკითხავად ჩამოეკიდნენ წამწამებზე. საბრინას მათი შეკავება არც უცდია. პირიქით, გულიანად აღრიალდა. საერთოდ არ რცხვენოდა იმის, რომ ასეთი სუსტი იყო, რომ ძალა არ ჰქონდა, საღი გონებით ემსჯელა და თავს დამტყდარ გასაჭირს თვითონვე, სხვისი დახმარებიის გარეშე გამკლავებოდა. ერჩივნა ვინმე ჰყოლოდა გვერდით, ვინმე უფრო ჭკვიანი და ღონიერი, ვინმე დასაყრდენი, ისეთი მნიშვნელობის, როგორიც ხის უბრალო ხელჯოხია მოხუცი ადამიანისთვის.
გარედან ნაბიჯების ხმა რომ მოესმა, გვერდით გახოხდა. ისე გაუფრთხილებლად და დაუდევრად მოძრაობდა, რომ კაბა გაეხა და გაშიშვლებული მუხლი ლითონის ნატეხზე გაეფხაჭნა. მაინც არ შეჩერებულა . კუთხემდე მიხოხდა და თავი სიბნელეს შეაფარა. მხოლოდ მას შემდეგ შემოხვია ფეხებს ხელები და ასლუკუნებულმა მოცახცახე, მარილიანი სითხით დასველებული ნიკაპი ზედ დააბჯინა.
წინანდელი გაკვირვება გადაავიწყდა, გასაღების ხმა რომ ვერ გაიგონა. კარი მის გამოუყენებლად გააღეს. საბრინა ნესტიან კედელს უფრო მეტად მიეკრო. გაუაზრებლად დაიწყო ლოცვა. დამსკდარი ტუჩები ძლივს დააშორა ერთმანეთს და შეეცადა გაეხსენებინა, რას ამბობდა ეკლესიაში მოძღვარი. საბრინა ხომ, როგორც ერთობ პატიოსანი, განათლებული და პატივსაცემი ქალი ყოველ კვირას ესწრებოდა დილის წირვას. როგორც იქნა, რამდენიმე სიტყვა ამოუტივტივდა გონებაში, ერთმანეთთან დააკავშირა და ღმერთს შესთხოვა, უმტკივნეულოდ მომკლან და ჩემი ქალური ღირსება და თავმოყვარეობა არ შელახონო.
არც კი სჯეროდა, რომ ამას ითხოვდა...
რომ იმდენად უჭირდა, ამას აკეთებდა...
კარები შეინძრა და კედელს გამოეყო.
საბრინას ლოდინისთვის ნერვები არ ეყო და ხმამაღლა შეკივლა.
კარში მდგომი მამაკაცი, რომლის სახესაც საბრინა გასული დღის მსგავსად ვერ არჩევდა, ადგილიდან ავისმომასწავებლად დაიძრა.
საბრინამ თვალებზე ხელები აიფარა და კივილს უმატა. ისე ხმამაღლა ყვიროდა, რომ სახმო იოგები დააეჭიმა და ბოლოს უკვე ხავილიღა ამოსდიოდა ყელიდან, თანაც ისე მტკივნეულად, ისე მფხაჭვნელად, რომ საბრინა ფიქრობდა, მალე საუბარს საერთოდ ვეღარ შევძლებო, თუმცა მიუხედავად ამ საშინელი პროგნოზისა ყვირილი იქამდე არ შეუწყვეტია, ვიდრე ფეხზე არ წამოახტუნეს და პირზე ხელი არ ააფარეს.
-გამმმიშვი-ი-ი... მომმშორდი-ი-ი...-ღმუოდა დასაკლავად მომზადებული ხბოსავით საბრინა და უცნობის ხელებს უძალიანდებოდა. არც კი იცოდა, საიდან მისცემოდა ამხელა ძალა ან სად იყო გამქრალი კოჭის გაუსაძლისი ტკივილი. მხოლოდ ის ახსოვდა, რომ თუ ბრძოლას შეწყვეტდა, დაიღუპებოდა. სწორედ ამიტომ უშედეგო ფართხალს არ წყვეტდა და თან თავისი მუდმივად მოვლილი, ლამაზი ფრჩხილებით მამაკაცის მკლავებს შეუბრალელბლად კაწრავდა.
-რას აკეთებ? დამშვიდდი! დამშვიდდი, უტვინო არსებავ! არაფრის დაშავებას არ ვაპირებ!-კედელს მსუბუქად შეანარცხა ზურგით ხმის პატრონმა და საბრინაც ძალაგამოცლილი ჩაცურდა დაბლა.
-მაშ, რა გინდა?-ამოიბლუყუნა და გახშირებული, ნორმიდან ამოვარდნილი სუნთქვის დარეგულირებას შეეცადა. მეხსიერებას არ უჩიოდა და ხმის დახმარებით ახლაც შეძლო ამოეცნო მოძალადეში ის მძარცველი, რომელმაც აქ მოიყვანა.
ბანდიტმა არაფერი უპასუხა. მხოლოდ ჩაიჩოქა და საბრინამ ასე მისი დანახვა მოახერხა. მამაკაცს ნიღაბი ახლა უკვე აღარ ეკეთა. ქალურმა და ზედმეტად უადგილო ცნობისმოყვარეობამ საბრინას ენერგია შესძინა. ქალმა კისერი წაიგრძელა და მამაკაცს დაჟინებით შეაცქერდა. პირველი რაც თვალში მოხვდა, ეს მძარცველის მოგრძო სახე, მაღალი შუბლი და მოკლედ, უსწორმასწოროდ, ულაზათოდ, სავარაუდოდ მისივე ხელით შეკრეჭილი ფერფლისფერ-ყავისფერი თმა იყო. იგივე ითქმოდა მის სუფთად გაპარსულ წვერზე, მაგრამ ლოყებზე დარჩენილი ნაიარევები და სისხლშერჩენილი ნაკაწრები იმაზე მიუთითებდა, რომ ამ შედეგის მისაღწევად მამაკაცს საუკეთესო გზის გამოყენების შესაძლებლობა არ ჰქონდა. ბანდიტმა სულ რამდენიმე წამით შეატრიალა თავი გვერდით, თუმცა საბრინამ მისი გრძელი და სწორი, მომრგვალებული წვერის მქონე ცხვირის გონებაში აღბეჭდვა მაინც მოასწრო. ფართო, ღია ფერის ტუჩების ბოლოებში პატარა ღრმულებიც არ გამორჩენია. მხოლოდ თვალებში ჩახედვა ვერ გაებედნა. იჯდა მოკუნტული, თვალები აღელვებისგან ანთებოდა და თითქოს თავად მისი მზერის ობიექტისგან ლამობდა პასუხის მიღებას, თანხობასა და ნების დართვას.
მთელი სხეული შეუკრთა, მამაკაცის ხელი საკუთარ ტერფზე რომ იგრძნო. პირი ფართოდ გააღო და ჰაერი ჭარბად შეისუნთქა. ბანდიტს ცივი, ყინულივით ცივი და უხეში ხელები ჰქონდა. მისმა თითებმა მტკივანი, დაშავებული ადგილი მოძებნეს. თავდაპირველად საბრინამ შვება იგრძნო, ტკივილი დაუამდა, მაგრამ როცა მძარცველმა უდიერად, ძლიერად მოუჭირა ხელი, თანაც გაუფრთხილებლად, საბრინამ მას ხელი ჰკრა და მოიშორა, ეს ყოველგვარ აუტანელი წუთები რომ დაესრულებინა.
-დაჭიმული გაქვს. ვფიქრობ, ეს დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს.-თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა ბანდიტმა. ძალიან მშვიდი და თავაზიანი ჩანდა. საერთოდ არ ჰგავდა იმ პიროვნებას, რომელმაც გასულ ღამეს ჯერ მაღაზია გაძარცვა, შემდეგ კი მარტოდ მყოფი ქალი იარაღით დააშინა.
-მირჩევნია შინ დავბრუნდე და ექიმისგან შევიტყო, რა მჭირს! უფრო მშვიდად ვიქნებოდი...-პრეტენზიული ხმით აღნიშნა საბრინამ და შესიებულ ფეხს, რომელსაც სიწითლე გადაჰკრავდა, შეწუხებული გამომეტყველებით დახედა.
-ნამდვილად კარგი იქნებოდა, მაგრამ საინტერესოა, ამას როგორ აპირებ.-სრულებით სერიოზულად გაეპასუხა ბანდიტი სიბნელიდან.
საბრინამ ვერ დაინახა მის ნათქვამში ირონიის სულ მცირე ნაგლეჯიც კი. არა, ის არ ხუმრობდა, არც საბრინას დაცინვას ცდილობდა. განა კი დასაწყისშივე ასე არ უთხრა, დროებით მჭირდებიო? მაშ, მართლაც თანახმა იყო. საბრინას გაშვებას აპირებდა. თუმცა უკანასკნელმა სიტყვებმა ყველაფერი გააფუჭა. ვითომ რატომ იყო შეუძლებელი, რომ საბრინა სახლში დაბრუნებულიყო? ამით მისთვის რის თქმას ცდილობდნენ?
-რას გულისხმობთ? თქვენ ხომ შემპირდით, რომ...-დაიწყო შიშშეპარულმა, მაგრამ სიტყვის დამთავრება არ დააცადეს.
-შეგპირდი? როგორც ჩანს, არ იცი, ბანდიტები პირობებს არ იძლევიან, არც ფიცს აქვს მათთვის რაიმე მნიშვნელობა! კარგი იქნება, თუ შემდეგში მათ ნდობას არ დააპირებ, თორემ ასეთი ისტორიები კარგად არასდროს სრულდება, ეს დაიმახსოვრე...-ზიზღით აღსავსემ გააფრთხილა მამაკაცმა საბრინა, დაიხარა და ნიკაპზე ხელი წაავლო.
საბრინამ თავი გააქნია და ბანდიტის ხელი მოიშორა. იმედგაცრუებული იყო. თვითონაც არ იცოდა, რას ელოდა მამაკაცისგან, სევდიან აღიარებას მის მძიმე წარსულთან დაკავშირებით თუ სინანულს, რომელიც არც ისე ლოგიკური იქნებოდა ამ სიტუაციისთვის. საბრინას ძალიან გაუჭირდა იმ ნერწყვის გადაყლაპვა, რომლის პირიდან გადმოსროლის სურვილიც განუზომელი იყო. ეგონა დაიხრჩობოდა, მაგრამ მხოლოდ მწკლარტე გემო იგრძნო და მუცელშიც გულისრევის ნაცნობი შეგრძნება აუფუთფუთდა.
-მაშ, რას აპირებთ?-შეჰყვირა მოთმინებაგამოლეულმა და ცალი ხელი უნებურად გაიწვდინა მამაკაცისკენ, რომ წამომდგარიყო.
ხელის უკან წამოღება დააპირა, მის მტევანს ბანდიტის თითები რომ ჩაებღაუჭნენ, შემდეგ ამ უკანასკნელის ხელის სიმძიმე წელზეც იგრძნო. საბრინამ თავი დაუცველად იგრძნო, ტირილი და მარტო დარჩენა მოუნდა. გრძნობდა ყურადღებითა და სიფრთხილით აღსავე თვალებს მის ყელთან და სურდა დამალულიყო, ისევე აუღელვებლად ეგრძნო თავი, როგორც მის ქუჩაზე, მისი ქმრის მაღაზიიდან ოდნავ მოშორებით, სადაც ასეთი ურცხვი, შეურაცხმყოფელი მიშტერება დანაშაულად ჩაითვლებოდა და საბრინაც ბედნიერად იგრძნობდა თავს, რომ ვერავინ გაბედავდა ბილწი აზრის გაფიქრებას მის შესახებ, მაგრამ ახლა ის იდგა, იდგა უცნობი მამაკაცის წინ გაშეშებული, მოჩვენებად ქცეული და მოსვენებაწართმეული და მის უსიამოვნო მზერას ვერსად გაჰქცეოდა.

^^^
აი, ჩვენც მოვედით.
ეს თავი კი ნამდვილი ექსკლუზივია ;დდ ჯერ არავის წაუკითხავს...
პირველი სამი თავი საიტზე ადრეც იდო, ეს კი სულ ახლახანს დავწერე და თქვენც წაკითხვის საშუალება პირველად გეძლევათ...
შესაბამისად, როგორც თქვენ მსაყვედურობთ დაგვიანების გამო ;დდ ისე მე გისაყვედურებთ პასიურობის გამო და თუ ამჯერადაც დაგენანებათ ჩემთვის იმის თქმა, რა არ მოგწონთ და რისი გამოსწორება გსურთ, თქვენს საყვედურს არც მე გავითვალისწინებ ;დდ
ეს შანტაჟია? შესაძლოა ასეც იყოს ;დდ მაგრამ რეალობა ისაა, რომ...
უყვარხართ სოფიკოს!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი Shorena kiladze

Siyvaruloba da ancoba da magvarakoba cava axla xo.maimunebi eseni uyure amat.rogorr miyvars rom icode aci axali tavebi ikneva da upro saintereso darcmunebuli var.

 



№2  offline მოდერი sopiko

Shorena kiladze
Siyvaruloba da ancoba da magvarakoba cava axla xo.maimunebi eseni uyure amat.rogorr miyvars rom icode aci axali tavebi ikneva da upro saintereso darcmunebuli var.

მართალი ხარ, შორე, წინ დიდი თავგადასავლები გველოდება...
თანაც როგორი თავგადასავლები...
მიყვარხარ და გაფასებ!

 



№3  offline წევრი izabella

მშვენიერია, ველოდები ახალ თავს.

 



№4  offline მოდერი sopiko

izabella
მშვენიერია, ველოდები ახალ თავს.

მადლობა, იზაბელა <3
ახალი თავი მალე იქნება...

 



№5  offline წევრი ბიბი

ყველაზე განსაკუთრებულია <3 ძალიან დიდხანს აკეთებ პაუზებს ცოტა არ მომწონს. ;დ

 



№6  offline წევრი teddy))

სოფო, ეს დეტექტივია, ახალს რომ წერდი? წავიკითხო ანუ? ;დ heart_eyes blush

 



№7  offline მოდერი sopiko

ბიბი
ყველაზე განსაკუთრებულია <3 ძალიან დიდხანს აკეთებ პაუზებს ცოტა არ მომწონს. ;დ

უღრმესი მადლობა, ბიბი <3
ჰო, პაუზებზე რა გითხრა, ვცდილობ ნაკლებად დავიგვიანო.
teddy))
სოფო, ეს დეტექტივია, ახალს რომ წერდი? წავიკითხო ანუ? ;დ heart_eyes blush

ნწ, ის არაა ;დდ იმას “დანაშაული” ჰქვია და ჯერ წერის რეჟიმშია.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent