შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Lost Minds (20,21)


3-05-2018, 09:59
ავტორი Moonlight Sonata
ნანახია 1 192

Lost Minds (20,21)

20 თავი

-რა უნდა ვქვნათ? უკვე თავში ერთი იდეაც არ მომდის -თავზე ხელები განერვიულებულმა შემოიწყო დიმამ და გევრდით, დაახლოებით ორი სანტიმეტრის მოშორებით მჯდომ მეგის გახედა, რომელიც კვალვ მობილურს აწვალებდა და უკვე ვინ იცის, მერამდენედ ცდილობდა ბეასთან დაკავშირებას,
მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მისი მცდელობა მარცხით სრულდებოდა.

უკვე მესამე დღე იყო, რაც გოგონას ასავალ-დასავალი არავინ იცოდა და წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ სად შეიძლებოდა ყოფილიყო ახლა და ამ წუთებში. ეს ყველაფერი, რაღაც დიდ გაუგებრობას ჰგავდა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ბეასგან მსგავსი საქციელი არავის ახსენდებოდა და მეგიც კი, ვერ იფიქრებდა, რომ მას ასე უბრალოდ, ერთ დღეს, შეეძლო ამდგარიყო და გადაკარგულიყო, თანაც ისე, რომ ბავშვობის დროინდელი, საუკეთესო მეგობრისთვისაც კი არ შეეტყობინებინა თავისი ადგილსამყოფელი. სადღაც გულის სიღმეში, ალბათ მეგიც აცნობიერებდა, რომ ბეას ასეთ აორთქლებას, თავისი მიზეზი ჰქონდა, თუმცა ერთი ვერსიაც კი არ გააჩნდა იმის შესახებ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო ისეთი, რომ გოგონას ერთადერთი გამოსავალი, სწორედ ამგვარ გადაწყვეტილებაში ეპოვნა.

-ეს ბეას საქციელს არ ჰგავს, დიმა. სწორედ ამიტომ მეშინია. რაღაც მოხდა და ეს ჩვენ არ ვიცით. ანდრეაც მეცოდება, უკვე მესამე დღეა შეუსვენებლად ეძებს, საქმეში პოლიციაც ჩაერთო და სიახლე მაინც არაფერია. ეს ყველაფერი ჭკუიდან მშლის, გესმის? -ბოლო სიტყვებზე საკმაო ნერვიულობა დაეტყო გოგონას, რამაც დიმა აიძულა მას დასამშვდებლად ჩახუტებოდა და ასეც მოიქცა

-კარგი დაწყნარდი. დარწმუნებული ვარ მას არაფერი სჭირს და ყველაფერი კარგად აქვს. მე ერთი რაღაც მაფიქრებს . . . -აქ, დიმამ გააცნობიერა, რომ ზედმეტი წამოროშა, თუმცა უკვე გვიანი იყო სიტყვების უკან წაღება
-რა გაფიქრებს? რაიმეს ბოლომდე არ მეუბნები?
-არა, მსგავსი არაფერი. ისე, უბრალოდ ვთქვი
-დიმა ტყუილის თქმა არ გამოგდის -გამომცდელად ჩახედა მეგიმ შავ, ღამის წყვდიადივით ბნელ თვალებში და ოდნავ გვერდზე მიიწია-დაიწყე, ახლა რაც ჩემ მეგობარს ეხება, ყველაფერი უნდა ვიცოდე. იქნებ, ეს მის მოძებნაში დაგვეხმაროს
-ვფიქრობ მართალი ხარ. კარგი, ჯერ იმას ვიტყვი, რომ . . . -მეტრეველი ისე ალაპარაკდა, თითქოს შვილს ძილის წინ, ჯადოსნურ ზღაპარს უყვება და მოთმინებით ელის მის დაძინებასო -ეჭვი მაქვს, რომ ბეამ ანდრეას და ანას ურთიერთობის შესახებ გაიგო
-მოიცა, მოიცა, სტოპ. რას ნიშნავს ანას და ანდრეას ურთიერთობის? ის რა, იმ მუტანტს კიდევ ხვდება და ამის მერე რაიმე უკვირს? ეს ხომ . . .
-მეგი, გთხოვ გაჩუმდი -პირზე ხელი ააფარა დიმამ და თვალები აატრიალა. გოგონამ ზუსტად ისეთი რეაქცია გამოამჟღავნა, როგორიც მოსალოდნელი იყო, მეტრეველს საუბარში ჩაეჭრა და სანამ ისტორიის დასასრულს მოისმენდა, ანდრეას გამოლანძღვაც მოასწრო
-ყველაფერი სრულიად სხვაგვარადაა. თუ მთელი ეს დრო სიჩუმის გარანტიას მომცემ, ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვები, კარგი?
მეგიმ უბრალოდ თავი დაუქნია. ერთი სული ჰქონდა დიმა თხრობას როდის დაიწყებდა, რადგან უკვე მშვენივრად ხვდებოდა, რომ ამ ყველაფრის უკან რაღაც დიდი და მისთვის ამოუცნობი იმალებოდა.
-ანას მამა, დიმიტრი მთელ ქალაქში განთქმული ქირურგია -როგორც კი საუბრის გასაგრძელებლად შესაფერისი მომენტი შეარჩია და სიტყვები გონებაში მწყობრად დაალაგა, კვლავ დაწყებულ თემას მიუბრუნდა იგი -მას და ანდრეას, თავიდანვე ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, რასაც ისიც დაემატა, რომ ერთ დღეს ანდრეას მამა სერიოზულ ავტოკატასტროფაში მოყვა და მხოლოდ ამ ადამიანის წყალობით გადარჩა სიკვდილს. გადარჩენის შანსი მართლაც რომ ძალიან დაბალი იყო, თუმცა მან ეს მაინც მოახერხა. ამ ამბის შემდეგ ანდრეა და იგი, კიდევ უფრო დაახლოვდნენ. დიმიტრი ფაქტობრივად მისი მეორე მამა იყო და საკუთარ შვილთან არ ჰქონა ისეთი ახლო ურთიერთობა, როგორიც ანდრეასთან.
რამდენიმე თვის წინ, ანამ ვიღაც საშიშ ტიპებთან დაიჭირა საქმე, კაზინოებში დაიწყო თამაში და დიდძალი თანხაც წააგო. ის ტიპები იმუქრებოდნენ, რომ თუ ფულის გადარიცხვას მათ მიერ დათქმულ თარიღს გადააცილებდა, ანას სასიკვდილოდაც კი გაწირავდნენ. თანხას ანდრეას გარდა ვერავის სთხოვდა, რადგან მამამისი ერთი წლის წინ გარდაიცვალა, მის გარდა კი, არავინ ჰყოლია -დიმამ ღრმად ამოისუნთქა, ცოტა ხნით შეისვენა და კვლავ წამოწყებულ თემას მიუბრუნდა -ანას და ანდრეას, მართალია, ურთიერთობა ძალიან აქვთ გაფუჭებული, თუმცა დიმიტრის ხათრით, რომელმაც ოდესღაც მამამისი სიკვდილისგან იხსნა, გადაწყვიტა დახმარებოდა და ამ თანხის გადახდა, თავის თავზე აეღო.
მარტო ეს არ ყოფილა. ანას გამუდმებით ურეკავდნენ, ემუქრებოდნენ და აშინებდნენ. ამ ზარებით აფორიაქებული, ხშირად ურეკავდა ანდრეას და მასთან ცოტა ხნით დარჩენას სთხოვდა, რათა დამშვიდებულიყო. ამასობაში ანდრეა ფულს აგროვებდა, თანხა მართლა დიდი იყო და მის შოვნას ცოტაოდენი დრო სჭირდებოდა.
არასდროს მჯეროდა, რომ ანა ამ სიტუაციას თავის სასარგებლოდ არ გამოიეყენდა და ანდრეასთან დაახლოებას არ ეცდებოდა -მეტრეველმა დაძაბულად ჩაახველა. როგორც ჩანს, რაღაც დასკვნები უკვე გაკეთებული ჰქონდა და ახლა მათ გამომზეუებას ცდილობდა, რადგან სურდა თავისი ეჭვები ვინმეთვის გაეზიარებინა და თანსამოსაუბრის აზრიც მოესმინა ამ საკითხთან დაკავშირებით.
-საკმაოდ ლოგიკური იქნებოდა ანას მხრიდან, თუ ანდრეასთან სიახლოვეს, რომელსაც უბრალოდ სიკვდილამდე შეშინებული ადამიანისთვის უარის თქმა არ შეეძლო, ბეას და მის დასაშორებლად გამოიყენებდა. დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მე ანას ერთი სიტყვისაც არ მჯერა და ბეას გაუჩინარების მიზეზი, სწორედ ამ ადამიანის დადგმული სცენარი მგონია, რომელშიც ყველა პერსონაჟს, თავის ჭკუაზე ატარებს და მათი ცხოვრებით თამაშობს
ოთახში დაძაბულობა და დუმილი ჩამოწვა. თითქოს სიჩუმის პაწაწინა ნაწილაკებმა, გადაულახავი ბარიერი შექმნეს და გარშემო ყველა ხმა ჩაახშეს.
-ანუ . . . ანუ იმის თქმა გინდა, რომ ბეამ ამ ამბის ანასებური ვარიანტი მოისმინა, ანდრეას მასთან ვიზიტების შესახებ როგორღაც გაიგო და ამ გველმაც ტვინი გამოურეცხა, რომ ყველაფერი ისე იყო, როგორც მხოლოდ მის ფანტაზიებში მოხდებოდა და არასოდეს რეალობაში? -მეგი ფეხზე ნერვიულად წამოხტა და ცხოვრებაში პირველად მოუნდა მოეწია, თუმცა იცოდა დიმას თამბაქო არ ექნებოდა და თავისი სურვილი მომენტალურად დათგუნა -კი მაგრამ, იმ ალქაჯის სიტყვებს როგორ დაუჯერა, მას როგრ აჰყვა?
-მეც ეგ მაფიქრებს. თუმცა მგონია, ანას ყველაფერს ისე მოაწყობდა, რომ დამამტკიცებელ საბუთებსაც მოიპოვებდა, ყველაფერს თავის სასარგებლოდ შემოატრიალებდა და ტყუილს სიმართლეს ისე დაამსგავსებდა, რომ გამოცდილ სიცრუის დეტექტორსაც კი შეაცდენდა
-რა უნდა მათგან? -გოგონას სახეზე დიდი იმედგაცრუბა და ტკივილი გამოისახა. ვერასდროს იტანდა, როდესაც ცდილობდნენ სხვისი ცხოვრება დაენგრიათ და როცა ეს მის საუკეთესო მეგობრის თავს ხდებოდა, ორმაგი სევდა უტევდა. ხანდახან ისიც კი უკვირდა რატომ იყო ცხოვრებაში ამდენი ბოროტი ადამიანი, რომელსაც სხვისი გრძნობები ფეხებზე ეკიდა და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობდა
-მითხარი, დიმა, იმ ქალს ანდრეა ჯერ კიდევ უყვარს? თუ ასეა, მაშინ რატომ უღალატა? ასე რატომ მოექცა?
-არ ვიცი, მეგი. ანას ფსიქოლოგიის წინაშე, თვით ფროიდიც კი უძლური იქნებოდა. ის ადამიანების იმ კატეგორიაში გადის, რომელთაც ვერანაირ სურვილს ვერ მიუხვდები, თუ თავად არ გითხრეს ამის შესახებ
წამით დუმილი ჩამოვარდა. დიმას კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ის-ის იყო საუბრის განსაახლებლად პირი გააღო, რომ ხელი კარზე გაბმულმა ზარის ხმამ შეუშალა. გაუკვირდა, ნამდვილად არავის ელოდა. ერთადერთი, ვისაც შეიძლებოდა მიეკითხა, ეს ანდრეა იყო, თუმცა იგი ახლა იმდენად იყო დაკავებული ბეას ძებნით, რომ მისი ვიზიტი ყველანაირად გამორიცხა, მეგის "ვინმეს ხომ არ ელოდები"-მზერას თავის გაქნევით უპასუხა და კარის გასაღებად ჰოლისკენ გაემართა.
ეს სწორედ ის მომენტი იყო, როდესაც მოგონებები ერთმანეთის მიყოლებით გეშლება და მიუხედავად ამისა, მათ ერთმანეთთან დაკავშირებას ვერაფრით ახერხებ. ამ დროს გინდება გაფერმკრთალებული სურათები უფრო ნათლად წარმოიდგინო, მათში შენი წარსული გააცოცხლო და ყველაფერი აღიდგინო, რაც მასთან იყო დაკავშირებული.
მართლაც რომ დიდხანს უყურებდა დიმა, კარის მეორე მხარეს მდგარ, დაუპატიჟებლად მოსულ სტუმარს, იცოდა რომ მისი სახე, თვალები, მზერა ადრეც ნანახი ჰქონდა, მაგრამ ვერაფრით იხსენებდა სად, როდის და რა სიტუაციაში.
ზღუბრლის მეორე მხარეს, ახალგაზრდა გოგონა იდგა. საშუალო სიმაღლის იყო, თუმცა სანტიმეტრებს მისი ძვირადღირებული, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მატებდა. საკმაოდ მოდურად ეცვა-ტანზე წითელი, ერთიანი კაბა შემოტმასნოდა, რაც ნათლად უსვამდა ხაზს მის ფიგურას და კანის ფერსაც საოცრად უხდებოდა. ტუჩზე ამავე ფერის, მბზინავი საცხი ესვა, ხოლო ცეცხლისფერი, დატალღული თმა, ცხენის ძუასავით ჰქონდა აკრული. გოგონას კაბაზე შინდისფერი, გრძელი პალტო მოეცვა, მაღალ კისერზე ამავე ფერის შარფი მოეხვია, რომელშიც სიცვისგან აწითლებული ცხვირი ბოლომდე ჩაერგო და ხელთათმანის შესაკრავს მარჯვენა ხელით აწვალებდა. გაგიკვირდებოდათ და გაზაფხულის სეზონზე ისე ეცვა, თითქოს შუა ზამთარი ყოფილიყო.
-ვინმეს ხომ არ ეძებთ? -როგორც იქნა მოახერხა დიმამ ხმის ამოღება და გოგონა კიდევ ერთხელ შეათვალიერა. არა, ნამდვილად სადღაც ჰყავდა ნანახი და მისი გონება მთელი ძალით ცდილობდა, წარსულის მოგონენებში გახუნებული, ამ მიივიწყებული კადრებისთვის სიკაშკაშე მიეცა
-კარგი რა დიმა, ახლა არ მითხრა, რომ ვერ მიცანი -ცოტა არ იყოს ნაწყენი ხმით მიუგო გოგონამ, შარფი კისრიდან მოიხსნა, ბიჭს უცერემონიოდ შემოახვია, მისი ბოლოებით თავისკენ მიიზიდა და თაფლისფერი თვალები მის შავ ირისებს გაუშტერა, შემდეგ კი მის მარჯვენა ყურთან ტუჩები ფრთხილად მიიტანა და შემდეგი სიტყვები ჩასჩურჩულა:-შეუძლებელია დაგვიწყებოდი ჩაპლინ!
ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია, რომ ის, რაც ჩვენი მეხსიეერების ყველაზე ღრმა ნაწილებში გვაქვს შენახული, მოულოდნელად ზედაპირზე ამოტივტივდეს და ყველაფერმა თვალწინ წამებში გაგვირბინოს. სწორედ ეს დაემართა დიმას, როდესაც გოგონას მიერ წარმოთქმული "ჩაპლინ" გაიგონა. ასე მხოლოდ ერთი ადამიანი მიმართავდა, სკოლის პერიოდში და ეს ადამინი ახლა, მას სახლში ესტუმრა. მართლაც რა უცნაურია ეს ცხოვრება?!
მოუდლონელი სტუმარი-ლოლა მახარაძე მისი სკოლის ამხანაგი, კარის მეზობელი და მუდმივი თავის ტკივილი იყო. ლოლა და დიმას მუდმივი კონფლიქტი მუდამ ყელში ჰქონდათ ამოსული მათ მშობლებსაც, კლასელებსაც და უბნის ბავშვებსაც. პირველად ერთმანეთი მაშინ გაიცვნეს, როდესაც სკოლის პირველ დღეს მასწავლებელმა ერთ მერხთან დასვა და სხვა ბავშვების ადგილების დასანაწილებლად გაემართა. მაშინ ლოლამ, ახლადგაცნობილი თანაკლასელი, შავ-თეთრი სამოსისა და ყელზე მოხვეული, შავი, სასაცილოდ შეკრული ყელსახვევის გამო "ჩაპლინად" მონათლა. მას შემდეგ, ეს სახელი აღარც მოშორებია. თავის მხრივ, არც დიმა ჩამორჩა და გოგონას, მისი ჟღალი თმის გამო, მუდამ "შუქნიშნად" მოიხსენიებდა.
დიმას და ლოლას შოროის პირველივე დღიდან უთახმოება ჩამოწვა. ყველაზე დიდ უბედურება ის იყო, რომ სკოლის მორიგეობაც სწორედ ერთ დღეს უწევდათ. მესამე კლასის, დამამთავრებელ თვეს, სწორედ ერთ ასეთ კვირას, ხუთშაბათ საღამოს, როდესაც "მსუქანი ჩაპლინი" და "შუქნიშანი", გაკვეთილების შემდეგ, ჩვეულებრივ, საკლასო ოთახს ალაგებდნენ, ლოლა ფანჯრის გასაწმენდად, რაფაზე იყო ასული. დიმა იქვე, ნაგვის ურნას ცლიდა, რომ თავში ერთი მზაკვრული იდეა მოუვიდა-მზერა მასწავლებლის მაგიდაზე შემოდებულ, ქაღალდის საჭრელ მაკრატელს დაასვა და ფეხზე საიდუმლო აგენტისთვის დამახასიათებელი მიხრა-მოხრით წამოდგა.
ლოლა იმდენად იყო გართული თავის საქმეში და ისე საყვარლად ღიღინებდა ცნობილ სიმღერას "ყვავილები თოვდა, თოვდა-ს" რომ ვერც კი შენიშნა, როგორ ოსტატურად მიეპარა დიმა, მისი მოკლე, ფრიალა კაბის ბოლოს ხელი მოჰკიდა და თხელი მატერია მაკრატლით ტანზე ისე სწრაფად შემოაჭრა, რომ გოგონამ აზრზე მოსლაც ვერ მოასწრო. გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა და ფანჯრის წმენდაც მაშინ შეწყვიტა, როცა კარიდან გარეთ გავარდნილ დიმას მოჰკრა თვალი, რომელსაც მისი დაჭრილი კაბა ხელში ეჭირა ხმამაღლა იცინოდა.
ლოლას ძალიან შერცხვა, როდესაც ტანზე დაიხედა და მხოლოდ თავის გვირილებიანი საცვალი დაინახა. იმ წუთას, დიმაზე საშინლად გაბრაზდა, თუმცა ამაზე მეტად ის ადარდებდა სახლში როგორ წავიდოდა. გარეთ მეოთხე და მეხუთე კლასელი ბიჭები შეკრებილიყვნენ. ზოგი ერთმანეთში საუბრობდა, ზოგი ქვის სკამ-მაგიდაზე ბანქოს თამაშობდა, ზოგიც კი, კლასელ გოგონებს ელაზღანდარებოდა და დრო ასე გაჰყავდა.
როდესაც გარეთ შეკრებილმა ბიჭებმა, ფანჯარაზე ასული, ნახევრად შიშველი პატარა გოგონა დაინახეს, სიცილი დააყარეს. დიმას დაჭრილი კაბის ნაჭრით ხელში ეზოში გავარდნამ, ისინი უფრო მეტად გაამხიარულა. ზოგმა ტაშიც კი დაუკრა. იმ წუთებიდან ლოლას, ყველაზე მეტად დიმას ირონული მზერა დაამახსოვრდა, რომელიც გამომწვევად აფრიალებდა მის წითელ ქვედა ბოლოს და გამაღიზიანებლად უკრავდა თვალს.
-მეზიზღები ჩაპლინ, ამქვეყნად ყველაზე მეტად მეზიზღები! -ახლაც ყურებში ჩაესმოდა ლოლას, თუ როგორ გამწარებულმა დაჰკივლა თავზე ქვემოთ მდგარ მეტრეველს და ფანჯრის რაფიდან ისე ჩამოხტა, რომ კინაღამ ორივე ფეხი მოიტეხა.
სხვა ბევრი მოგონებაც აკავშირებდათ დიმას და ლოლას. მეცხრე კლასის ჩათვლით, ორივე თითქოს იმისთვის არსებობდა, რომ ერთმანეთის ცხოვრება დაენგრიათ და ყოველდღიურობა გაემწარებინათ. ეს ბავშვური კატა-თაგვობანა მხოლოდ მაშინ შეწყდა, როდესაც ერთ წელსაც დედამისმა ლოლა საფრაგეთში სასწავლებლად გაგზავნა. სკოლის დამთავრების შემდეგ, გოგონამ სორბონის უნივერსიტეტში ჩააბარა, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე და იქ სამსახურიც იშოვა. თბილისში მხოლოდ რამდენიმე დღით იყო ჩამოსული, შვებულების გასატარებლად და გადაწყვიტა თავისი ბავშვობის მტერიც მოენახულებინა. თუმცა მიზეზი მხოლოდ ეს არ იყო . . .
-გასაგიჟებელია, შენ უკანასკნელი ხარ, ვის ნახვასაც ჩემ სახლში და ახლა ველოდი -სიცილით ჩამოართვა პალტო მეტრეველმა და იგი კართან მიმაგრებულ საკიდზე ჩამოკიდა. მართლა ძალიან უკვირდა ლოლას სტუმრობა, ყველაზე მეტად კი, ის, რომ მისი ცნობა ვერ შეძლო. მეტიც, თავის ზედმეტსახელიც გაგონება, რომ არა, კიდევ დიდხანს ვერ მიხვდებოდა უეცარი სტუმრის ვინაობას.
-არ ველოდი, რომ მოგენატრე. აქ სულ სხვა საქმეზე ვარ -მისაღებში გასულ გოგონას, მზერა დივანში მჯდომ მეგიზე გაუშტერდა, რომელიც მათ უყურებდა -მეგონა მარტო იყავი, თუ დაკავებული ხარ, მაშინ მე წავალ
-არა, არა -მომენტალურად შეაჩერა დიმამ. მეგი, კი ფეხზე წამოდგა -გაიცანი, ლოლა ეს მეგია, მეგი ეს ლოლაა, ჩემი ბავშვობის მეგობარი
სიტყვა მეგობარზე, გოგონამ ჩუმად ჩაიფხუკუნა, თუმცა თქმით არაფერი უთქვამს, მეგის გულწრფელად გაუღიმა და მეტი თავაზიანობისთვის, ხელიც ჩამოართვა.
დიმა და მეგი გვერდიგვერდ დასხდნენ, ლოლა კი, მათ პირდაპირ, ტყავის წითელ სავარძელში მოთავსდა, რომელიც მისი კაბის ფერის, ზუსტი ანალოგი იყო. აქედან ათი წამი ძლივს იქნებოდა გასული, რომ ყველასთვის მოულოდნელად, დიმას გვერდით, დაახლოებით ორი სანტიმეტრის დაშორებით ჩამომჯდარი გოგონა, ფეხზე, სტადიონზე მყოფი გულშემატკივარივით წამოხტა, დაიბარა ყავას მოვადუღებო და ისე რომ პასუხისთვის არ დაუცდია, სამზარეულოსკენ სწრაფი ნაბიჯებით გაემართა. არ იცოდა ვინ იყო ეს მოულოდნელი სტუმარი, თუმცა მისთვის, როგორც მეტოქისთვის ნამდვილად არ შეუხედავს, რაც ქალების ოთხმოცდაათ პროცენტს ახასიათებს. ლოლა და დიმა მისაღებში მარტონი დარჩნენ, გოგონამ დრო იხელთა და ბავშვობის "მეგობრის" სახლში, თავისი უეცარი ვიზიტის მიზეზის შესახებ დაიწყო საუბარი:
-აქ სერიოზულ საქმეზე ვარ, დიმა -დაიწყო მან -გავიგე ანდრეა დაქორწინებულა. ამაზე მინდოდა ლაპარაკი
-თუ იმაზე ღელავ, რომ ქორწილში არ დაგპატიჟა, არ ინერვიულო, საქორწინო მოსწვევი არც მე მომსვლია. -გოგონას დაბნეულ სახეზე დიმას გაეღიმა, გრძელი ამბავიაო დაამატა და ლოლას ანიშნა საუბარი განეგრძო
-უკვე ერთი კვირაა რაც აქ ვარ. ყველასთან მისასვლელად ვერ მოვცალე, მშობლებს უნდათ, რომ სანამ შვებულების ვადა დამიმთავრდება სულ მათთან ვიყო, ხომ გესმის? -თავის ჟღალი თმის ბოლოებს კეკლუცად წაეთამაშა ლოლა და განაგრძო -იმის გამო, რომ მეგობრებს ხშირად ვერ ვნახულობ, ისინი თავად მსტუმრობენ ხოლმე. ვიკა ხომ გახსოვს? კარატეზე და ფორტეპიანოზე შენთან ერთად დადიოდა
დიმამ თავი დაუქნია. ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა რატომ წამოიწყო ლოლამ ეს საუბარი.
-ჰო და სამი დღის წინ, აი ეგ მესტუმრა. აიჩემა დავლიოთო და ცოტა ზედმეტი მოუვიდა. კონიაკს და არაყს ერთმანეთში აზავებდა და ისე სვამდა, წარმოგიდგენია? სანამ მთავარ სათქმელზე გადავიდოდე, გეტყვი, რომ ახლა ანდრეას პირველ ცოლთან, ანასთან მეგობრობს. ჰოდა, ამ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფს, გულახდილობის კაპილარები გაეხსნა. ატირდა, ძალიან ცუდი რამ ჩავიდინე, ანას ამაში არ უნდა დავმხმარებოდი, ცუდი ადამიანი ვარო. რა თქმა უნდა დავინტერესდი ასეთი რა გააკეთა და ყველაფერი დეტალურად გამოვკითხე -ლოლამ თითები ერთმანეთს გადააჭდო. მთავარის მოყოლას ახლა იწყებდა, ამიტომ ერთი ღრმად ჩაისუნთქა-ამოისუნთქა, თმას კიდევ ერთხელ წაეთამაშა და დიმას მომლოდინე მზერას, თავისი გაუსწორა.
-თურმე ანას გეგმა შეუდგენია, ანდრეას ატყუებს, რომ ვიღაც ტიპების დიდი ვალი აქვს და ასე შემდეგ. ისიც ვიცი, რომ ანდრეას ხშირად ურეკავს და მასთან მისვლას სთხოვს, რადგან ვითომ აშინებენ და მარტო დარჩენა არ უნდა
-ლოლა მთავარ სათქმელზე გადადი -მოუთმენლობა დაეტყო დიმას. რაღაცას უკვე ხვდებოდა, თუმცა ბოლომდე კვანძის გახსნა რთული იყო.
მანამ სანამ, ლოლა დაწყებულ საუბარს მიუბრუნდებოდა და დიმას ცნობსმოყვარეობის დიდ შავ ხვრელს ბოლომდე ამოავსებდა, წყვილს მესამე პირიც შემოუერთდა. მეგიმ მაგიდაზე სურნელოვანი ყავის ჭიქები შემოდგა და სინი გვერდზე გადადო. იგი მთელი ეს დრო, ცალი ყურით ისმენდა მათ საუბარს და როგორც კი გაიგო საქმე რას შეეხებოდა, თავისი ყავის მოდუღებისთვის აღარ დაუცდია ისე გამოვიდა სამზარეულოდან, თან გზაში მაქსიმალურად ცდილობდა, სიჩქარეში ჭიქებიდან ცხელი სითხე არ გადმოღვროდა.
-რამდენიმე დღის წინ, ანას მისთვის კლუბში მისვლა უთხოვია. უთხრა ძალიან მთვარალი ვარ, სახლამდე ვერ მივალ და არც ტაქსის ფული მაქვსო. მის ადგილას ალბათ ნებისმიერ კაცს შეაწუხებდა სინდისი და ასეთ მდოგომარეობაში, თავისთვის საძულველ ქალსაც კი არ მიატოვებდა. მოკლედ, როდესაც ანდრეა დანიშნულების ადგილას მისულა, იქ დიდი ხაფანგი დახვედრია. ანა სულაც არ იყო ნასვამი, მისი მეგობარი ვიკა კი, კუთხეში მდგომ მაგიდასთან იჯდა და ფოტოების გადაღება ევალებოდა მათთვის. ანდრეას დანახვისთანავე, თურმე ანა მას კისერზე ჩამოკიდებია და ისე, რომ არ ელოდა, უკოცნია კიდეც. ეს წამიერი კადრები, მთლიანად ვიკამ დააფიქსირა და საბოლოოდ ყველაფერი ისე მოაწყვეს,ნებისმიერი იფიქრებდა ანა და ანდრეა ისევ ერთად არიანო. შემდეგ ეს ფოტოები, თურმე იმ გოგოსთვის გადაუგზავნიათ, მოიცა რა ჰქვია . . .
-ბეა ჰქვია -სიტყვა შეაშველა მეგიმ და დაბნეულობისგან გაფართოებული თვალები რამდენჯერმე დაახამხამა. ვერც კი წარმოიდგენდა, ადამიანს ამდენი ტყუილის თქმა თუ შეეძლო, მაგრამ ანასგან მართლა არაფერი იყო გასაკვირი.
-ჰო, ბეა. მოკლედ ვიკამ ეს ყველაფერი ნასვამმა აღიარა, მე კი გადავწყვიტე შენთვის მომეყოლა. პირდაპირ ანდრეასთან მივიდოდი, მაგრამ არც სახლში დამხვდა და ვერც მობილურზე ვუკავშირდები. სულ ავტომოპასუხე ირთვება და შეტყობინების დატოვებას მთხოვს. მოკლედ, თუ რაიმე უთანხმოება აქვთ და ამის გამო იჩხუბეს, შემიძლია ეს სიტყვები იმ გოგოსაც გავუმეორო. მართალია, შენ მაინდამაინც გულზე არ მეხატები, მაგრამ ანდრეასთან ცუდი ურთიერთობა არასდროს მქონია და მისი უბედურება არ მახარებს
-ახლა ამ ყველაფერს აზრი არ აქვს -პასუხი მის მაგივრად მეგიმ გასცა -ბეა მესამე დღეა დაკარგულია და მისი ადგილსამყოფელი არავინ ვიცით. საქმეში პოლიციაცაა ჩართული, სიახლე კი ჯერ არაფერია.
ოთახში დუმილი ჩამოწვა . . .
როგორც ჩანს, თითოეული იქ მყოფი, თავის საფიქრალს მიეცა. მაგიდაზე შემოდებული, კოფეინით სავსე ჭიქები, რომელიც ნელ-ნელა ემშვიდობებოდა თბილ ტემპერატურას, ფაქტობრივად არავის გახსენებია . . .





* * *
ქალაქგარეთ მდებარე, დიდი ლამპიონებით განათებული, უზარმაზარ ავტოდრომი ხალხით გადავსებულიყო. იქაურობას ნეონის ლამპიონები და დაახლოებით თხუთმეტი ავტომობილის შუქი ანათებდა, რომლებსაც შეჯიბრის დაწყების წინ, საგულდაგულოდ ამოწმებდნენ საგანგებოდ მოწვეული სპეცილისტები, ვის მოვალეობაშიც, ტექნიკური ასპროცენტიანი გამართულობის გადამოწმება შედიოდა.
ორშაბათი იყო. ცივი, სუსხნიანი ღამე. მთელი ეს სამზადისი, არალეგალურ ავტორბოლას ეძღვნებოდა, რომელიც სულ რაღაც თხუთმეტ წუთში დაიწყებოდა. შეჯიბრებაში მონაწილეთა ერთი ნახევარი, თავის მანქანებთან ახლოს იდგა, დამკვირვებლის თითოეულ ნაბიჯს აკონტროლებდა და წინ ის დოლარის კუპიურები უტრიალებდა, რომელიც შეიძლებოდა ამ დღის ბოლოს მისი გამხდარიყო. მეორე ნაწილი, შედარებით მოშორებით, ავტოდრომის მთავარ შესასვლელთან რამდენიმე მეტრში იდგნენ, მოკლე შორტებსა და ტოპებში გამოწყობილი, გამომწვევად მომღიმარი გოგონებისთვის წელზე ხელი შემოეხვიათ და ამდენი ხალხში თანდასწრებით, საკმაოდ თამამად კოცნიდნენ.
ირგვლივ შეძახილები არ წყდებოდა. ბევრი იყო სასმელი, ნარკოტიკი, დაბოლილი ახალგაზრდა ბიჭები, რომელთაც თვალის უპეები ჩასწითლებოდათ, უაზროდ იცინოდნენ და ფსონებს სხვადასხვა მანქანაზე დებდნენ, რათა შესაძლო მოგების შემთხვევაში, ეს თანხა კოკაინად ან დ გადაექციათ. იქვე, ახლომახლო, პატარა, ჩალით გადახურული ლუდის ჩამოსასხმელი ბარი დაედგათ, ზუსტად ისეთი, როგორიც სანაპიროებზე იციან ხოლმე. სწორედ ამ ბარის დახლთან, რომელიც ახლა, თითქოს ყველას დავიწყდებოდა, საშუალო ხნის, მკლავებდასვირინგებული, პირსინგიანი მამაკაცი ქანდაკებასავით ჩამომდგარიყო, საკმაოდ ცივი, არაფრისმთქმელი გამოხედვით. კაცს ერთ ხელში ლუდის კათხა ეჭირა, მეორეში მსხვილი, კუბური სიგარა და ამ ორს, ერთმანეთს განცხრომით უთავსებდა.
ხომ არსებობენ ადამიანები, რომელთაც გარეგნობაში ისეთი განმასხვავებელი ნიშანი აქვს, რომლის საშუალებითაც ყველასგან ერთი შეხედვით გამოარჩევ? ამ ძლიერი აღნაგობის, თავზე ბენდენაწაკრულ მამაკაცს, რომელსაც მელოტი თავი ოდნავ მოუჩანდა, სახეზე უზარმაზარი, ერთი შეხედვით საზარელი შრამი დამჩნეოდა. ეს ფიზიკური ნაკლი, მის გამომეტყველებას უფრო სასტიკს, დაუნდობელს და ცივს ხდიდა, ვიდრე იგი სინამდვილეში იყო.
კაცმა ნახევრად დაცლილი ლუდის კათხა, პრიალა დახლზე შემოდგა და ტყავის ქურთუკი ბოლომდე შეიკრა. ეს ადამიანი, ამ შეჯიბრის ორგანიზატორი, მეტსახელად "დანტე" გახლდათ. სწორედ მას ხვდებოდა დღის დასასრულს მოგების ყველაზე დიდი წილი. ვერავინ იტყოდა, რომ ამ საკითხში საკმაოდ დიდი გამოცდილება არ ჰქონდა. დაახლოებით თვრამეტი წლიდან დაიწყო ისეთი საქმეების კეთება, რომელიც კანონს ეწინააღმდეგებოდა და დღევანდელ დღემდე ისე მოაღწია, პოლიციას ხელში ერთხელაც არ ჩავარდნია. არც ეს არალეგალური რბოლები იყო გამონაკლისი. ზემოთ ხსენებული შეჯიბრები, დანტეს ყველაზე საყვარელი კანონდარღვევა იყო, რადგან საკმაოდ შემოსავლიანთან ერთად, გასართობი და სანახაობრივიც იყო. ძალიან ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც რბოლების დროს დაღუპული ახალგაზრდები საკუთარი თვალით უნახავს, თუმცა მასში ეს არანაირ ემოციას არ აღძრავდა. თითქოს ამ დროს, ქვა იყო, რომელიც ყველა ადამიანურ ემოციას ისხლიტავდა და თავისთან არ უშვებდა. ზოგი იმასაც ამბობდა ნამდვილი დემონიაო.
დანტემ სიგარის ნამწვავი, დახლზე დადებულ დიდ საფერფლეში ჩაასრისა და ბარმენს ამჯერად, არაყის დასხმა სთხოვა. შეჯიბრი სულ მალე დაიწყებოდა, გარეთ ძალიან ციოდა, ამიტომ ცოტაოდენი შეხურება არ აწყენდა. მონაწილეები უკვე ჩაფხუტებს ირგებდნენ და თავიანთ პოზიციას იკავებდნენ. ზოგიერთმა ადრენალინის მოყვარულმა გოგომ, მანქანაში, მბრბოლელის გვერდითა სავარძლის დაკავების სურვილიც კი გამოთქვა. ეს საკმაოდ გაბედული ნაბიჯი იყო, რადგან ისინიც სწორედ ისე რისკავდნენ თავიანთ სიცოცხლეს, როგორც რბოლის მონაწილეებიი.
-შენი აზრით, რომელი მათგანი გადაკვეთს პირველად ფინიშის ხაზს? -ბარმენ ახალგაზრდა ბიჭს, რომელსაც მარჯვენა ყურზე საყურე დაემაგრებინა და კისერზე რაღაც გაურკვეველი სვირინგი მოუჩანდა თავის მიუბრუნებლად ჰკითხა დანტემ და ახლახანს ჩამოსხმული არაყი ერთი სულის მოთქმით გამოცალა
-არ ვიცი, წინასწარ არაფერს ვამბობ. მე ის ვერ გამიგია მე-15 მანქანის მბრბოლელი რატომ არ ჩანს? რაიმე პრობლემა ხომ არ შეექმნა? ან იქნებ პოლიციაში ჩაგვიშვა და ახლა აქ მათთან ერთად მოდის? -ბოლო სიტყვები, აკანკალებული ხმით წარმოთქვა ბიჭმა. თინეიჯერისთვის, რომელიც ცხოვრებას ახლა იწყებდა, ციხე ნამდვილი ჯურღმული იყო და იქ მოხვედრას ყველაფერი ერჩივნა. ბიბლიოთეკის მთელი წიგნების მარაგის წაკითხვაც კი
-სისულელეს ნუ ბოდავ! მე ამას ვერავინ გამიბედავს, რადგან იციან, რომ ღალატი არავის რჩება. თუ თვითონ არა, ჩემი უახლოესი მეგობრები, ჩემს მაგივრად იძიებენ შურს, თანაც საკმაოდ სასტიკი მეთოდებით
ბარმენს აღარაფერი უპასუხია. კვლავ თავის საქმეს, მინის ჭიქების გაპრიალებას მიუბრუნდა და ამ საქმის კეთებისას, არც ის გამორჩენია, თუ როგორ გამოემართა ბარისკენ, მაღალი, ტყავის ქურთუკში გამოოწყობილი, მზის სათვალიანი ახალგაზრდა, რომელიც ხელში მანქანის გასაღებს ათამაშებდა და აშკარად არ ჰგავდა იმას, ვინც აქ შოუს სანახავად იყო მოსული.
-ეს ტიპი ვინ არის? პოლიციიდან ხომ არაა?
-რას დაიჩემე ეს პოლიცია? -გაბრაზებულმა უღრიალა დანტემ, მსწრაფლ უკან მიტრიალდა და უცნობს თვალი გაუშტერა. მხოლოდ რამდენიმე წამის განმავლობაში აკვირდებოდა მას დანტე სრულიად უემოციო მზერით, შემდეგ საკმაოდ კმაყოფილს ჩაეღიმა ბენდენა თავზე უფრო მაგრად გაინასკვა და ბარმენ ბიჭს, ოვაციით გადაულაპარაკა :-მგონი დღეს დიდი ამბები გველის. ჩიტი კვლავ თავის გალიას დაუბრუნდა.
მართლა გაურკვეველი იყო, თუ რას ნიშნავდა დანტეს სიტყვები. ბარმენი ამას არც ჩაძიებია, ახალი სტუმრის მოსვლამ ბარის ეტიკეტი გაახსენა, რომლის მიხედვითაც, ახლად მოსულ კლიენტს ერთი ჭიქა ამერიკული ვისკი უფასოდ ეკუთვნოდა და სასმელი სასწრაფოდ ჩამოასხა ორასგრამიან, მინის ჭიქაში.
-არც კი მჯერა, რომ ისევ აქ გხედავ -დანტემ უცნობს ხელი მხოლოდ მაშინ ჩამოართვა, როდესაც მან მზის სათვალე მოიხსნა და დახლზე, რბოლის ორგანიზატორის სასმისის გვერდზე შემოდო
-ყვეელაფერი ხდება დანტე. შენ ის მითხარი ჩემი ადგილი თუ გაქვს, დღეს აუცილებლად უნდა მივიღო მონაწილეობა -უფასო სასმელი სწრაფად გადაკრა მან -ჩათვალე, რომ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
-შეგვიძლია იზეიმო, ჩემი დიდსულოვნების წყალობით, უკვე სიაში ხარ. ხომ იცი, შენნაირი მონაწილისთვის ადგილი ყოიველთვის მომეძებნება, ანდრეა? -დანტეს საზარელმა ღიმილმა, მისი შრამი უფრო ღიად გამოკვეთა -მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებს
-მკითხე -მისი კუბური სიგარების კოლოფიდან, ერთი ღერი დაუკითხავად ამოიღო კანდელაკმა და ინიციალებიანი სანთებელათი მოუკიდა
-ამდენი ხანი პაუზა გქონდა და ახლა, ასე უეცრად რატომ გადაწყვიტე შეჯიბრებებში ჩართვა? დეპრესიამ შემოგიტია და გართობა მოგინდა?
ანდრეას მწარედ ჩაეცინა.
-არა, პირიქით ძალიან ბედნიერი ვარ და ეს იმდენად მაწუხებს, რომ მინდა ზედმეტი ენდორფინი ორგანიზმიდან ადრენალინის სახით გამოვდევნო
-შენ სარკაზმს ისევ არ ღალატობ. ყოველთვის ასეთი იყავი, საკუთარ თავზე ლაპარაკი არ გიყვარდა და ბოლომდე არავისთან იყავი გულახდილი. არადა ჩემთან ყველა გულახდილია
-ძველ მეგობარს სასმელზე არ დაპატიჟებ? -მოჩვენებითი ღიმილით გახედა კანდელაკმა
-მე და შენ მეგობრები არ ვართ, ანდრეა
-მაშინ ჩემი მანქანა მაჩვენე, დღეს ერთიანად უნდა დავიცალო. ჩაფხუტი და დამცავი ჟილეტები არ მჭირდება
-სულ გაგიჟდი? -რაც ანდრეა მოვიდა, პირველად ამოიღო ხმა ბარმენმა ბიჭმა. აშკარად ვერ წარმოედგინა თუ რომელიმე მონაწილე ამხელა რისკზე წასვლას შეძლებდა
-ეს ყოველთვის გიჟი იყო, ჩემსავით კარგად რომ იცნობდე, ამას შენც მიხვდებოდი.
დანტე კანდელაკს მანქანასთან პირადად მიუძღვა და წითელი შეფერილობის, ახალთახალი BMW აჩვენა, რომელსაც ნუმერაციის აღმნიშველ ციფრად, 15 ჰქონდა მიმაგრებული. ეს სწორედ ის მანქანა გახლდათ, რომლის მფლობელმაც დღეს გაურკვეველი მიზეზების გამო, გამოცხადებაზე უარი თქვა. მონაწილეები უკვე ჩამსხდარიყვნენ თავიანთ ავტომობილებში და შეჯიბრების დაწყებამდე დარჩენილ სამ წუთს, მოწევასა და გოგონებთან ლაზღანდარობაში ხარჯავდნენ. თითოეული აქ მყოფი, პოტენციური გვამი იყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, სახეზე არავის არაფერი ერყობოდათ.
ანდრეას, როგორც ითხოვა ყველანაირი დაზღვევის გარეშე მონაწილეობის უფლება მისცეს. ამან ბევრის ყურადღება მიიქცია, ზოგს უკვირდა, ზოგი ამბობდა ფსიქიურად აშლილია, არც კი იცის რას აკეთებსო, ზოგიც კი იმ აზრზე იდგა, რომ ძალიან გამბედავი იყო და ყველაფერი ფეხებზე ეკიდა საკუთარი სიცოცხლის ჩათვლით.
იქვე, რბოლისთვის გამწკრივებული მანქანებიდან რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით, ოთხიოდე გოგო შეკრებილიყო. ყველანი ანდრეას უყურებდნენ და ერთმანეთს რაღაცებს ეჩურჩულებოდნენ. კანდელაკი მათ ვერც კი ამჩნევდა, შეჯიბრის დაწყებამდე ცდილობდა მანქანის ყველა დეტალს, სიჩქარის გადამრთველი იქნებოდა ეს თუ მუხრუჭები, ძირფესვიანად გაცნობოდა და შეესწავლა.
-როგორც ყოველთვის ახლაც ყურადღებას იქცევ -მხიარულად გადაულაპარაკა დანტემ კანდელაკს და ცალი თვალით გოგონებისკენ ანიშნა. ერთ-ერთ მათგანს, რომელიც მათ შორის ყველაზე ლამაზი იყო, ქერა თქმა წელამდე ჩამოეშალა, თავზე კეპი გვერდულად დაეხურა და მოკლე ტყავის კაბაში გამოწყობილი ცდილობდა გაესვა ხაზი თავისი ლამაზი, გრძელი ფეხებისთვის
-ნახე რა სხეული აქვს -კვლავ განაგრძობდა ენის ჭარტალს დანტე -დარწმუნებული ვარ უნდიხარ. აი შეხედე, უკვე აქეთ მოდის
ანდრეამ თავი მხოლოდ ზრდილობის გულისთვის ამოსწია. დანტეს კომენტარები უკვე ნერვებს უშლიდა, ამიტომ ერთი სული ჰქონდა რბოლა როდის გაიხსნებოდა.
-გამარჯობა, დანტე -ღიმილით მიესალმა გოგონა. მართალია რბოლის ორგანიზატორი ყველას ვერ იმახოვრებდა, თუმცა თავად მას, იქ შეკრებილთა უდიდესი ნაწილი იცნობდა და არც ეს გოგონა იყო გამონაკლისი -ამ ლამაზმანს არ გამაცნობ? -თავით ანდრეასკენ ანიშნა მან, თან ქვედა ტუჩი გამომწვევად მოიქცია კბილებში
-რა თქმა უნდა, საყვარელო -კვლავ ნერვებისმომშლელად ჩაუკრა თვალი ორგანიზატორმა კანდელაკს -ეს ანდრეაა, ყველაზე გიჟი მონაწილე, რომელიც ყველანაირი დაზღვევის გარეშე აპირებს საჭესთან დაჯდომას
-მომწონს მისი ოპტიმიზმი. გინდა შენთან ერთად წამოვიდე? -პასუხისთვის არ დაუცდია ისე მიუახლოვდა კანდელაკს, ხელი თმაში ვნებიანად შეუცურა და ქვედა ტუჩზე მსუბუქად უკბინა
-არ შეგეშინდება? არა მგონია ბოლომე გამიძლო -იმდენად თავდაჯერებულად ჟღერდა ანდრეას სიტყვები, რომ გოგონა წამით მართლა შეკრთა, თუმცა მხოლოდ წამით. კანდელაკთან ერთად, მანქანაში ჯდომას ნამდვილად არ დააკლდებოდა, მერე კი, ალბათ სახლშიც დაპატიჟებდა, რათა გაცნობა იქ დაესრულებინათ
-სულაც არა, ადრენალინის მონა ვარ, ანდრე!
"ადრენალინის მონა ვარ ანდრე!", "ადრენალინის მონა ვარ ანდრე!", "ადრენალინის მონა ვარ ანდრე!" -წამდაუწუმ მეორდებოდა კანდელაკის გონებაში და ბეას სიტყვები ახსენდებოდა. მანაც ზუსტად ეს უთხრა, როდესაც პირველდ დაჯდა მის მანქანაზე. ამის გახსენებამ, ანდრეას თითქოს გული შეუკუმშა, მოუნდა ბოლო ხმაზე ეყვირა, თუმცა თავი დროულად შეიკავა, გოგონას გაუღიმა და მარჯვენა კარი გამოუღო.
-დაჯექი
-დიდი სიამოვნებით -ისედაც მოკლე კაბა უფრო მეტად აიქაჩა მან და სანამ სავარძელში ჩაჯდებოდა კანდელაკს ღიმილით შეხედა -მე ნატა მქვია
-აბა თქვენ იცით -სიცილით გაეცალა მათ დანტე, კვლავ ლუდის ბართან დაიკავა კუთვნილი ადგილი, სიგარა გააბოლა და თანაშემწეს ანიშნა, რომ რბოლა ოფიციალურად გახსნილად გამოეცხადებინა.
ავტოდრომი ერთდროულად მოიცვა მანქანების გამაყრუებელმა ხმაურმა, მაყურებლების ხმამაღალმა შეძახილებმა და Remix-ის სტილის მუსიკამ, რომელიც სპეციალურად შეჯიბრისთვის იყო არჩეული. თითოეული მბრბოლელი ცდილობდა მაქსიმალური სიჩქარე აეკრიბა და მთელი არსებული და არარსებული ძალებით წინ გაჭრილიყო.
ყველასთვის სანატრელი პირველობა, ჯერჯერობით ყვითელი კაბრიოლეტის ხელში იყო, რომლის მძღოლიც, მონაწილეებს შორის ყველაზე ახალგაზრდა, ჩვიდმეტი წლის ბიჭი გახლდათ და რაკი დანტე არასრულწლოვნებს შეჯიბრში მონაწილეობის უფლებას არ აძლევდა, ყალბი პასპორტით, მოტყუებით იყო შემოპარული. პასპორტში ბიჭს ცხრამეტი წელი ჰქონდა მითითებული. ეჭვი მართლაც არავის აუღია, რადგან გარეგნულად ისეთი იყო, უცხო ადამიანი უფრო ასაკოვნადაც კი ჩათვლიდა.
რიგით მეორე, უკვე ანდრეას მანქანა იყო. კანდელაკი მთელი ძალით ცდილობდა, ბოლო დღეებში ნაგროვები ბრაზი, ტკივილი და ტანჯვა ამ წუთებისთვის გაეტანებინა. არ ესმოდა ნატას შეძახილები, არ აქცევდა ყურადღებას მის გამომწვევ სამოსს, ლამაზ ფეხებს და არც იმას, რომ რბოლის დაწყებიდან ორი წუთის შემდეგ, თავისი ზედატანი მანქანიდან მოისროლა. უბრალოდ მიდიოდა, პედლებს ფეხს მთელი ძალით აჭერდა და თითქოს თავისუფლდებოდა.
ის დღეები, რაც ბეა მისგან წავიდა, სრულ აგონიაში გაატარა. ყველგან და ოცდაოთხი საათის განმავლობაში ეძებდა. თითქმის მთელ მის სამეგობროსა და სანათესაოს გადასწვდა, თუმცა გოგონას ადგილსამყოფელის შესახებ მართლა არავინ არაფერი იცოდა. უკვე გაგიჟებას იყო მისული. სჯეროდა, რომ ბეას უბრალოდ მისგან წასვლა უნდოდა, კითხვებისთვის თავიდან ასარიდებლად რამდენიმე კვირა ან თვე გაუჩინარდებოდა და მერე კვლავ დაბრუნდებოდა უკან, გააგრძელებდა ცხოვრებას ისე, როგორც ადრე და მათ ერთად გატარებულ წუთებს სამუდამოდ ჩაკეტავდა უსიამოვნო მოგონებების ყუთში. მხოლოდ ერთი რამ არ ესმოდა კანდელაკს, როგორ შეიძლებოდა ის წუთები, ის სინაზე და სიამოვნება, რასაც ერთად ყოფნის დროს განიცდიდნენ, ბეასთვის იმდენად გაუფასურებულიყო, რომ მისგან გაქცევა მოსდომებოდა? ამაზე პასუხი არ ჰქონდა. ახლა მხოლოდ ერთი რამ იცოდა, თავის ცხოვრებაში უკვე აღარავის შემოუშვებდა. ასე ბევრად უფრო მარტივი იყო . . .
შეჯიბრი კვლავ გრძელდებოდა. ხუთი მანქანა რბოლას ავარიის გამო გამოეთიშა. პირველობას კვლავ ახალგაზრდა მძღოლი ინარჩუნებდა. ანდრეამ წამით გზას თვალი მოსწყვიტა და სპიდომეტრს დახედა. სიჩქარის მომატება კიდევ შეიძლებოდა.
-კიდევ აპირებს მომატებას? -ნატა კვლავ უწინდებურად იღიმოდა, თუმცა მის ხმას რიხი დაჰკარგვოდა. სავარაუდოდ, უკვე ამოპარულიყო მის კანზე შიშის ნაწილაკები და ნელ-ნელა მთელ ტანზე აცოცდებოდა
-ვუმატებ -მხოლოდ ერთი სიტყვით შემოიფარგლა ანდრეა
მანქანა თითქოს დედამიწას მოსწყდა და მთელი ძალით გაიჭრა წინ. ახლა უკვე, კაბრიოლეტის გადასწრება საკმაოდ რეალური იყო და დაახლოებით თხუთმეტ წამში, გაყალბებული პასპორტით შემოპარულმა ბიჭმა, სანატრელი პირველობაც დაკარგა და ჯილდოც, რომელიც შეჯიბრის ბოლოს უნდა მიეღო.
ანდრეა ისევ იმავე სიჩქარით მიიწევდა წინ. უკან ხმამაღალი ღმუილით მოჰყვებოდა ავტომობილთა დიდი ნაკადი. ფინიშის ხაზამდე სულ რაღაც სამასი მეტრი რჩებოდა. ერთი შეხედვით გამბედავ და უშიშარ ნატას, უკვე ეტყობოდა, რომ ასეთი მაღალი სიჩქარის, ძალიან შეშინებოდა, თუმცა მხოლოდ ის ამშვიდებდა, რომ დასასრული ახლოს იყო და მაქსიმალურად ცდილობდა, ეს არ შეემჩნია.
კიდევ ერთი მანქანა აყირავდა. ანდრეამ დროულად მოასწრო მკვეთრად გადახვევა, თორემ ჰაერში ავარდნილი პორშე, პირდაპირ მისი BMW-ს სახურავს დაეცემოდა.
-ბეწვზე გადავრჩით! რა გიჟური დღეა! -გამაყრუებელი ხმაურის გამო, მთელი ხმით დაუყვირა ნატამ და ანდრეას კისერში აკოცა
-მოისვენე, კონცენტრირებაში ხელს მიშლი! -ცალი ხელით მოიშორა იგი მამაკაცმა და გონებაში გაიფიქრა "შენი აკიდებაღა მაკლდაო". მართალია ნატა ძალიან მომხიბველი და ზედმეტად სექსუალური იყო, მაგრამ კანდელაკს არც მისი გრძელ ფეხები აინტერესებდა და არც სხვა რამ. უბრალოდ უნდოდა აქ მოსვლის მთავარი მიზანი აესრულებინა, დაცლილიყო იმისგან, რაც შინაგანად აწუხებდა და ეს ყველაფერი გარეთ გამოედევნა.
ცხრამეტი წლის იყო, როდესაც მსგავს რბოლაში პირველად მიიღო მონაწილეობა. მიზანი ფული არ ყოფილა. ბავშვობიდან ასეთი იყო, უყვარდა სიახლეები, რისკი, თავგადასავლები, რასაც ადამიანთა უმეტესობა უფრთხის, ეშინია ან ვერ ბედავს. იმის გამო, რომ პირველივე მონაწილეობაზე, პირველი ადგილი დაიკავა, დანტეს ყურადღების მიქცევა მაშინვე შეძლო. ამის შემდეგ, დანტე ფაქტობრივად მისი ლობისტი გახდა, ფსონებსაც ყოველთვის მასზე დებდა და უამრავ ფულს იგებდა. მიუხედავად იმისა, რომ ანდრეას და დანტეს თანამშრომლობა დიდხანს გაგრძელდა, ისინი მეგობრები არასდროს გამხდარან. კანდელაკმა იცოდა, რომ ორგანიზატორი მასში მხოლოდ ფულის ტომარას ხედავდა, თუმცა ეს სამწუხარო ფაქტი, მართლაც რომ ფეხებზე ეკიდა. ამას საკუთარი სიამოვნებისთვის აკეთებდა და არა დანტესთვის სიამოვნების მისანიჭებლად ან მისი ჯიბის გასასქელებლად. ერთ დღეს კი, უბრალოდ მობეზრდა და შეეშვა. მიზეზი არავსითვის უთქვამს. მათ შორის არც დანტესთვის . . .
ფინიშამდე სულ უფრო და უფრო პატარა მანძილი რჩებოდა. პირველობას კვლავ კანდელაკის ხელში იყო, ნატა კი უკვე გამარჯვებას ზეიმობდა და როგორც კი შორ მანძილიდან ფინიშის წითელ ხაზს მოჰკრა თვალი, მაშინვე აკივლდა.
-მიდი პატარავ, ცოტაც! ცოტაც და ფინალში ვართ! გოგონამ ფანჯრიდან თავი გაყო და მთელ ხმაზე ოვაციურად იკივლა. ხალხი უკვე გამარჯვებულ მანაქანას ასახელებდა, ხოლო დანტე ისევ ბარის დახლთან, კმაყოფილი სახით იდგა და ბარმენ ბიჭს უკვე მეათედ უმეორებდა "ხომ გეუბნებოდი, ნამდვილი ჩემპიონიაო".
კიდევ რამდენიმე წამი. ხმაური უფრო და უფრო იზრდებოდა და როგორც კი, კანდელაკმა უკანასკნელი სიჩქარე აკრიბა, წინ ორმაგად უფრო სწრაფად გაიჭრა და ფინიშის წითელი ლენტი თავის შტორებიანად გაიტანა, ბრბო მთლიანად ღრიალმა და აპლოდისმენტებმა მოიცვა. დანტე თავის წარმოსახვებში უდიდესი სიამოვნებით ხარჯავდა იმ ფულს, რომელიც ანდრეაზე ფსონის დადებით მოიგო და ფეხებზე ეკიდა ის ახალგაზრდები, რომლებიც სასწრაფო მანქანებს (რომელსაც ფული გადაუხადეს, რათა პაციენტებისთვის ისე ემკურნალათ, რომ პოლიციის ყურამდე არაფერი მისულიყო) საავადმყოფოებში გადაჰყავდათ.
-შენში ეჭვიც არ მეპარებოდა. როგორც კი დაგინახე მაშინვე მივხვდი, რომ დღევანდელ შეჯიბრს მოიგებდი -ნატა ენას არ აჩერებდა და ცდილობდა ის გოგონები მოეგერიებინა, რომლებიც კანდელაკთან მიახლობას და მილოცვას ცდილობდნენ
-გამარჯვება არ აღვნიშნოთ? -ხელკავი გამოსდო მამაკაცს ნატამ და თავი მისკენ მიაბრუნებინა -თუ გინდა ჩემთან წავიდეთ, ღამითაც დარჩი. დანტე წინააღდეგი არ იქნება
ამ სიტყებით, გოგონამ დანტეს გაუღიმა და თვალებით ანიშნა დღეს მასთან ერთად დასალევად წასვლა არც კი მოინდომო, მთელი ღამით ჩემიაო.
-აბა რას იტყვი, წამოხვალ?
-ცუდი იდეაა, ძალიან დავიღალე და გამოძინება მჭირდება -სცადა თავი აერიდებინა, თუმცა ნატა ასე იოლად არ დანებდებოდა
-კარგი რა, რა დროს ძილია. ცხოვრება ახლა იწყება, ამას მე არ უნდა გასწავლიდე. ახალგაზრდა ხარ, მიმზიდველი -მის ბაგეებს თითი გადაუსვა გოგონამ და თვალებში ვნების ცეცხლი ჩაუდგა -გამოგიტყდები და ძალიან მინდიხარ. ასეთი სურვილი არასდროს გამჩენია. არარეალურად სიმპათიური ხარ პატარავ
ბოლო სიტყვაზე ანდრეამ სიცილი ძლივს შეიკავა. ყოველთვის ფიქრობდა, როგორ შეიძლებოდა მამაკაცისთვის ასე მიგემართა და მას ეს მოსწონებოდა.
-ერთი წამით ნატა, მობილურზე მირეკავენ -ანდრეამ ისე, რომ გოგონას პასუხისთის არ დაუცდია, მას ზურგი აქცია, რამდენიმე ნაბიჯით მოშორდა და ჯიბიდან აზუზუნებული ტელეფონი ამოაძვრინა. ელოდა, რომ კვლავ დიმა ურეკავდა, თუმცა ამჯერად ეკრანს ალექსანდრე ეწერა.
-გისმენ
-როგორც იქნა მიპასუხე -გაბრაზებული ჩანდა იგი -სად ჯანდაბაში ხარ მთელი დღე? დიმამ და მეგიმ ათასჯერ მაინც დაგირეკეს
-მითხარი რა ხდება, ახლა არ მცალია
-ისეთი ამბავი მაქვს აუცილებლად მოიცლი
ანდრეას გულმა წამით ფეთქვა შეწყვიტა. თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ბეაზე გაარკვიეს რაიმე და კითხვის დასმისაც კი ეშინოდა. ვაითუ რაიმე ცუდი ან ისეთი ეთქვათ, რასაც თავის საყვარელ ადამიანს ყველაზე ნაკლებად უსურვებდა, მიუხედავად გულის ტკენისა
-რა მოხდა? მითხარი, ახლავე! ბეა იპოვე? სად არის? როგორაა?
-ანდრეა დამშვიდდი. ბეას ტელეფონი განყოფილებაში კონტროლზე მყავდა აყვანილი. ჩართვისთანავე მისი ადგილსამყოფელის გარკვევას შევძლებდით და ზუსტად დღეს, არც მეტი არც ნაკლები ხუთი წუთით, მისი მობილური ჩაირთო. მისამართს შეტყობინებით გამოგიზგავნი, მინდოდა პირველს შენ გაგეგო. მიაკითხე, ილაპარაკეთ და ყველაფერი თავად გაარკვიეთ
-მისამართი ახლავე გამოუშვი ალექსანდრე, ახლავე გესმის?
ანდრეამ მობილური გათიშა, ავტოდრომის პარკინგზე დაყენებულ თავის ავტომობილს თვალი შეავლო და ყველანაირი შესავლისა და დამშვიდობების გარეშე იქაურობას გაეცალა. თითქოს შორიდან ჩაესმოდა ნატას ყვირილი სად გარბიხარ,დამელოდეო, ფეხებზე ეკიდა დანტეს ძახილიც, რომლიდანაც ვერც ერთი სიტყვა ვერ გაარჩია. ახლა მისთვის მხოლოდ ერთი ადამიანი იყო მთავარი და ახლა, სწორედ მის სანახავად მიდიოდა . . .










თავი 21
ბეა სასტუმროს შიდა ბარში, მაღალ სკამზე ჩამომჯდარიყო, კოქტეილ "ლურჯი მთვარის" მესამე ჭიქას აგემოვნებდა და თავის გამორთულ მობილურს ზემოდან სევდიანი მზერით დაჰყურებდა. დიდ, საკმაოდ გემოვნებიანი დეკორაციებით მორთულ, ბუნდოვნად განათებულ დარბაზში, ხალხის სიმრავლე ნამდვილად არ შეიმჩნეოდა. დროის ამ მონაკვეთში, სასტუმროს ყველა სტუმარს, თავის ნომერში ყოფნა, დასვენება ან ტელევიზორის ყურება ერჩივნა. სწორედ ამიტომ სკამებისა და მაგიდების დიდი ნაწილი, მარტოსული და ცარიელი გახლდათ.
გოგონა სპორტულ სტილში გამოწყობილიყო. ქვემოთ ჯინსის, დახეული შარვალი ამოეცვა, რომელისთვისაც ამავე ფერის კედები ჰქონდა შეხამებული, ხოლო წელს ზემოთ ტერიტორია, ორი ზომით დიდი, კაპიუშონიანი მაისურით დაეფარა, რაზეც ცნობილი ფილმის Suicide Squad-ის მთავარი პეროსნაჟი, ჰარლი იყო გამოსახული. გოგონას ეს პერსონაჟი ყველაზე მეტად მოსწონდა, ალბათ იმიტომ, რომ რაღაცით თავის ხასიათს აგონებდა და მასავით მეამბოხე იყო.
სასტუმროში ყოფნის შემდეგ, პირველი შემთხვევა იყო, როდესაც თავისი ნომრიდან ფეხი გამოადგა. აქამდე საუზმის, სადილის და ვახშმის ოთახში მიტანას ითხოვდა და მთელი დღეების განმავლობაში, ან ტელევიორს უყურებდა ან ლეპტოპს ჩაშტერებოდა. ახლა არავისთან არ უნდოდა საუბარი და კონტაქტი. მას შემდეგ, რაც ჯადოსნური ღამე, თავის იმეილზე მოსულმა შემზარავმა სურათებმა ჩაუშხამა, მხოლოდ მარტო ყოფნა იყო ის, რაც ამქვეყნად ყველაზე ძალიან სურდა. თავდაპირველად, როდესაც ეს ფოტები მის ტელეფონში ამოხტა, ბეამ იფიქრა, რომ ანა ძველი ფოტო-სურათებით ცდილობდა მის პროვოკაციაზე წამოგებას, თუმცა როგორც კი, ანდრას მაჯაზე, თავის მიერ ნაყიდი სამაჯური ამოიცნო, რომელიც მას ვენიდან ჩამოსვლის შემდეგ აჩუქა, ყველანაირი იმედი და ცხოვრების ხალისიც დაკარგა.
ოდესმე გამოგიცდიათ, როგორი შეგრძნებაა, როცა შიგნიდან ყველაფერი გეწვის, ჰაერი არ გყოფნის და გულიც არანორმალური ტკივილით გიცემს? სწორედ ამ ყველაფერს განიცდიდა ბეა, როდესაც მთის სახლის კიბეებზე ჩარბოდა და ანდრეასგან სამუდამოდ მიდიოდა. იმ წუთას თავი ყველაზე უბედურ ადამიანად წარმოედგინა, რომელიც ვეღარასოდეს შეძლებდა სრულფასოვან ცხოვრებას და კვლავ ისე გულღიად გაღიმებას, როგორც ადრე. ახლაც ასე ფიქრობდა, ეჩვენებოდა, რომ მხიარული, სიცოცხლით სავსე გოგონა წარსულში მოიტოვა და მისმა სხეულმა ახალი სული შეიძინა. ეს კი, ლამპარში გამომწყვედული ჯინივით უბედური და შებოჭილი იყო.
დარბაზში კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა შემოვიდა. იისფერ-ვარდისფერი მკრთალი განათების ფონზე, შოპენის გაზაფხულის ვალსი უკრავდა, რაც კიდევ უფრო მშვიდსა და სასიამოვნოს ხდიდა იქაურ გარემოს. თეთრ პერანგებსა და ლამაზად განასკვულ, შავ ბაბთებში გამოწყობილი ოფიციანტები, შეკვეთებს მაგიდიდან მაგიდაზე დაარბენინებდნენ. ძირითადად, კლიენტებს თავი ბარის მარჯვენა კუთხეში მოეყარათ, ხოლო მარცხენა, მასთან შედარებით, შესამჩნევად დაცარიელებულიყო. უმეტესი მათგანი, ამ დაწესებულების აივანზე, მოსაწევად იყო გასული, რადგან შიგნით შემოსვლისას მაშინვე მოგხვდებოდათ მრგვალ აბრაზე გამოსახული გადახაზული თამბაქოს სურათი, რომლის ქვეშაც წითელი ასოებით მიეწერათ No Smoking!
-კიდევ ერთი დამისხით თუ შეიძლება -ცარიელი ჭიქა დანარჩენ ორს გვერდით მიუდგა ბეამ და დახლთან მდგომ ახალგაზრდა ბიჭს დააკვირდა. გოგონაზე დაახლოებით სამი ოთხი წლით იქნებოდა უმცროსი. საშუალო სიმაღლის იყო, ლაქით დაყენებული წაბლისფერი თმა და ამავე ფერის თვალები ჰქონდა. მასზე ნამდვილად ვერ იტყოდით ძალიან სიმპათიურიაო, თუმცა, მიუხედავად ამისა, თავისებური მომაჯადოებელი შარმი მაინც გააჩნდა, რის გამოც გოგონების მხრიდან უყურადღებობას ნამდვილად არ განიცდიდა.
-ისევ იგივე?
-ისევ იგივე -თავდაჯერებით დაუმოწმა გოგონამ, თან სწორედ იმ წუთას შეამჩნია, რომ შოარიახლო მაგიდიდან, ერთი ბიჭი დაჟინებულ მზერას არ აშორებდა და თვალებით ჭამდა კიდეც
-რატომ მაინდამაინც "ლურჯი მთვარე"? უკვე მეოთხე ჭიქა ითხოვ, ვფიქრობ ამ კოქტეილს რაღაც მოგონებასთან აკავშირებ, ასეა?
-გონივრული დასკვნაა, მაგრამ ცდები -ისე მიუგო ბეამ, თითქოს იმ წუთებში თავში ის მომენტები არ უტრიალებდა, როდესაც სასტუმრო Suite Hotel 200m zum Prater-ის აივანზე ანდრეამ მთვარის ერთ-ერთ ლეგენდას უამბობდა, ის კი დიდი ყურადღებით უსმენდა
-სამწუხაროა, ზოგადად არ ვცდები ხოლმე -ოფიციანტმა წინ სასურველი კოქტეილით სავსე, მორიგი, მაღალი ჭიქა დაუდგა და დახლთან უეცრად მოახლოებულ, კიდევ ერთ კლიენტს, თავის დაკვრით მიესალმა. ახლად მოსული სწორედ ის ახალგაზრდა, საკმაოდ გემოვნებით ჩაცმული ბიჭი იყო, რომელიც ცოტა ხნის წინ, ბეას თავისი მზერით, ფაქტობრივად, რენტგენზე ატარებდა და აშკარა იყო, რომ ადგილის მონაცვლება ბარმენის მოსაკითხად არ გადაუწყვეტია
ბიჭმა დასაწყისისთვის საფულე ამოიღო და რამდენიმე წამიანი ფიქრის შემდეგ, თავის მოსაწონებლად ერთი ჭიქა, ყველაზე ძვირადღირებული შოტლანდიური ვისკი შეუკვეთა. თავისი მეგობრები, რომელიც ბარის მარცხენა კუთხეში მდგარ მაგიდასთან დატოვა, რაღაცაზე გაცხარებით ლაპარაკობდნენ და ირგვლივ არავინ და არაფერი აინტერესებდათ. თქვენ წარმოიდგინეთ არც ის, შეაბამდა თუ არა მათი უეცრად გაპარული თანამოსაუბრე მარტოსულ, ლამაზ გოგონას, ვისაც ახლა ერჩივნა მთელ სამყაროში მარტო ის ყოფილიყო და სხვა არავინ.
-აქ მარტო ხარ, არა? -ბიჭი ბეას, პირველად მხოლოდ მაშინ დაელაპარაკა, როდესაც ოფიციანტმა შეკვეთა შავ, პრიალა დახლზე, პირდაპირ ცხვირწინ დაუდო და მას, გასაგრილებლად სამი ნატეხი ყინულიც დაამატა
-ჩემ გარდა ვინმეს ხედავ? -"შენღა მაკლდის" მზერით გახედა გოგონამ. როგორ არ უყვარდა ასეთი სიტუაციები. ამ დროს აუცილებლად უწევდა თავხედ უცნობებთან ეუხეშა, უხეშობა კი, საშინლად არ უყვარდა. მიუხედავად ყველაფრისა, როდესაც მამაკაცის თვალებში მხოლოდ შენთან დაწოლის სურვილს ხედავ, სხვა გამოსავალი მართლა არ გრჩება
-ძალიან კარგია, რომ ვერ ვხედავ. თუ გინდა სასმელზე დაგპატიჟებ. დალევ რამეს?
-არა, ცხოვრებამ უკვე საკმარისად დამათრო
-საინტერესო ხარ -ეშმაკურად გაეღიმა უცნობს -შენ სახელს არ მეტყვი? მე რატი მქვია
გოგონამ არაფერი უპაუხა. უბრალოდ თვალები მობეზრებულად აატრიალა და კოქტეილის მორიგი ჭიქის დაგემოვნება განაგრძო. იმ წამს მხოლოდ ერთ რამეს ნატრობდა, აბეზარი უცნობი რაც შეიძლებოდა მალე გასცლოდა მის სამყაროს და კვლავ მარტო დაეტოვებინა.
ნაზი, სასიამოვნო ტონალობის მუსიკა, რომელიც თითოეულ იქ მყოფს მოსწონდა, წამით შეწყდა. სწორედ ამ წუთას, ხის, პრიალა იატაკზე რაღაც პატარა, მაგრამ მძიმე გაგორდა. ამას ბარმენი ბიჭის ჩუმი ჩაგინებაც მოჰყვა და დახლის ქვეშ, მობეზრებული გამომეტყველებით შეიხედა. მერამდენედ უნდა დამართნოდა ასე? ახლაც თავის ანტიკვარული ბეჭედი მოძვრა, რომლის დაკარგვაც არანაირად არ შეიძლებოდა, რადგან ოჯახური რელიქვია იყო და ამის გამო შეიძლებოდა მშობლებს, უკიდურეს შემთხვევაში გილიოტინაზეც კი აეყვანათ.
ახალგაზრდა ოფიციანტს ნადვილად აღარ გაუგონია, თუ რა უპასუხა ბეამ, აბეზარ უცნობს. ისე, რომ ნებართვა არც უთხოვია მის ტელეფონს დასწვდა ფანრის ჩასართველად და დაკარგული ნივთის მოსაძებნად, რადგან ბარის მბჟუტავი განათება საკმარისი არ იყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ გოგონას მობილური გათიშულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
"რისთვის ჩამოიტანა ნომრიდან ტელეფონი, თუ მაინც გათიშული აქვს?" -გაიფიქრა მან და ჩართვის ღილაკს, ცერა თითი დააჭირა. ბეას საერთოდ არაფერი გაუგია, ნახევრად ჩაცლილ კოქტეილს სვამდა, რატის უაზრო ლაპარაკს აიგნორებდა და თავისი დაუსრულებელი ფიქრების სამყაროში მოგზაუროიბდა.
რამდენიმე წუთის განმავლობაში ეძებდა ბარმენი თავის დაკარგულ ნივთს, ზოგიერთი კარადა მისწი-მოსწია კიდეც, შემდეგ კი, იმედგაცრუებულმა ისევ თავის ადგილას დააბრუნა. მართლა ვერ გაეგო, სად უნდა წასულიყო, მოეჩვენა, რომ ეს ყველაფერი თანდათან თივის ზვინში ნემსის ძებნას ემსგავსებოდა და საბოლოოდ, როდესაც უკვე მისი პოვნის ყველანაირი იმედი ჰქონდა გადაწურული, თანაც დარწმუნებული იყო, რომ საკმაოდ ფასეული, ანტიკვარული ბეჭედი მიწამ ჩაყლაპა, სწორედ მაშინ მის თვალწინ, რაღაცამ სუსტად გაიბრწყინა. ბიჭს ჯერ ეგონა, რომ ბარის ჭერზე მიმაგრებული ვერცხლისფერი, ტრიალა ბურთი თამაშობდა და რაღაც ეჩვენებოდა, თუმცა როდესაც ძირს უფრო მკვეთრად დაიხარა და ფანარიც კარგად მიანათა, დახლის მარჯვენა კუთხეში, საკმაოდ ძნელად მისაგნებ და თვალს მიფარებულ ადგილას, თავის დაკარგულ საკმაულს მოჰკრა თვალი.
"ესეც ასე" -კმაყოფილმა გაიფიქრა მან, ტელეფონი სწრაფად გათიშა, წელში გასწორდა და კვლავ დახლზე დააბრუნა. ბამ მხოლოდ ახლა შეამჩნია თავისი მობილურის სხვის ხელში აღმოჩენა და ბიჭს ეჭვის თვალით გახედა.
-რად გინდოდა ჩემი ტელეფონი?
-რაღაცაში დამჭირდა. ბოდიში, დაუკითხავად არ უნდა ამეღო
-არ მითხრა, რომ ჩართე -ბეას სახე იმდენად დაუსერიოზულდა და ნაცრისფერ თვალებში, ბრაზის ისეთი ნაპერწკლები აუკიაფდა, ბარმენმა იფიქრა ამასთან ჩხუბი არაფერში მაწყობს, შეიძლება სამსახურის დაკარგვამდეც კი მიმიყვანოსო და თავი უარის ნიშნად გადააქნია.
-არა, უბრალოდ ჩემს უმცროს დასაც ასეთი მოდელი აქვს. რამდენიმე დღის წინ ბატარეა გაუფუჭდა, ახალი ვუყიდე და ერთმანეთს ვადარებდი. მაინტერესებდა სხვა მოდელის ბატარეაში ხომ არ შემშლია-მეთქი
-და ამის გადასამოწმებლად დახლის უკან დამალვა აუცილებელი იყო? -ისევ ვერ ისვენებდა ბეა
-დახლის უკან არ ვიმალებოდი, უბრალოდ რაღაც დამივარდა და ვეძებდი. კიდევ გააგრძელებ ჩემ დაკითხვას?
-არა, უკვე მოვრჩი -მობილური, ამჯერად ჯიბეში ჩაიდო მან და ოფიციანტის დამფრთხალი სახის დანახვაზე, უნებურად ჩაეცინა
დაუპატიჟებელი სტუმარი, გოგონას ისევ არ ეშვებოდა. ბეას უკვე მოთმინების ფიალა აევსო. დედამიწაზე მეტეორი რომ ჩამოვარდნილიყო, ისურვებდა, რომ პირველ რიგში იმ ადამიანს დასცემოდა, რომელიც ახლა მის გვერდით ჩამომჯდარიყო და მოსვენებას არ აძლევდა.
-კარგი, უკვე მივხვდი, რომ ლაპარაკი დიდად არ გიყვარს. იქნებ ცეკვამ მაინც მოგანიჭოს სიამოვნება, რას იტყვი? -ბიჭმა პასუხს კიდევ რამდენიმე წამი უცადა, თუმცა როცა ამჯერადაც იგნორი მიიღო, სასმელის ნახევრად ჩაცლილი ჭიქა დახლზე დააბრუნა, ბეას წელზე ხელი უხეშად მოხვია, სკამიდან ჩამოიყვანა და სხეულზე ისე აიკრა, როგორც ამას ანდრეა აკეთებდა
-ახლავე გამიშვი, შენ რა სულ გაგიჟდი?!
-არსად არ გაგიშვებ ფისუნია. მარტოსულ გოგონებს უყურადღებოდ არასდროს ვტოვებ, ამ მხრივ ძალიან კეთილი ვარ
-თუ არ გინდა, რომ ეს დღე შენთვის უკანასკნელი იყოს, ეგ ბინძური ხელები მომაშორე -უკვე ბრაზი ახრჩობდა გოგონას. საშინლად აღიზიანებდა მისი ზღვარს გადასული თავხედობა და თითოეული მცირედი შეხებაც კი, უსიამოვნო გრძნობებს იწვევდა მთელს მის არსებაში
-ბევრს ნუ ლაპარაკობ, დარწმუნებული ვარ ჩემზე უკეთესი არავინ შეგხებია -სახეზე ცინიკური მზერა გამოისახა და ყველანაირი შესავლისა და სიტყვების გარეშე, თავხედურად დაიხარა მისი ტუჩებისკენ
აქ კი, მართლა მოთმინების ფიალა აევსო, ისედაც ნერვებმოშლილ ბეას. სწორედ ამიტომ, სანამ ბიჭი კოცნას მოასწრებდა, ერთი მტკივნეული, მაგრამ საკმაოდ ეფექტური ხერხი გამოიყენა-აბეზარ უცნობს, ფეხებშუა მაგრად ამოსცხო, შემდეგ, ბონუსად სილაც გააწნა და სანამ იგი ტკივილისგან გამწარებული, დაჭრილი ცხოველივით ღრიალებდა იატაკზე ჩამუხლული, საიდანაც მისი მეგობრები ერთობლივად ცდილობდნენ როგორმე წამოეყენებინათ, გოგონამ ლიფტის გამოძახებაც მოასწრო, ღილაკებს შორის თავისი სართულის არჩევაც და ერთსაწოლიან, მყუდრო ნომერში დაბრუნებაც.
ოდესმე გიგრძვნიათ, რა საშინელი განცდაა, როდესაც ამ სამყაროში თავს სრულიად მარტო, გარიყულად და ყველასგან მოშორებულად გრძნობთ? უყურებთ თქვენს თავშესაფარს, ცარიელ საწოლს, რომელშიც მარტო თქვენ გძინავთ, ნივთებს, რომელთაც თქვენს გარდა არავინ ეხება და იატაკს, სადაც თქვენს გარდა არავინ დააბიჯებს?!
სწორედ ამ განცდებმა შემოუტია ბეას, როდესაც თავისი ოთახის კარში, ლურჯი ვიზიტ-ქარდი გაატარა და შიგნით ყველაფრისგან დაღლილმა შეაბიჯა. ვერ იტანდა მარტოობას, მდუმარებას, გულის გამაწრვრილებელ წივილს, რომელიც სამარისებურ სიჩუმეს ახლავს ხოლმე თან და ტვინსა და გონებაზე, ზედმეტად გამაღიზიანებლად მოქმედებს. თუმცა, ამ საზარელი ხმის გადაფარვა ფიქრების ხმაურითაც ხომ შეიძლება? იქნებ ადამიანები, მარტოობის დროს სწორედ ამიტომ ვფიქრობთ ამდენს, რათა ზემოთ ხსენებული გამაღიზიანებელი წივილი გონებამდე არ მივუშვათ? იქნებ სწორედ ამ მიზეზით დაფიქრდა ბეაც, თუ რა მოხდებოდა მაშინ, ყველაფერი სხვანაირად რომ ყოფილიყო? როგორ წარიმართებოდა მოვლენები, რომ იმ ღამით კლუბში არ წასულიყო, ანდრეას არ შეხვედროდა და მათი გზები, ერთმანეთისაში არ გადახლართულიყო?!
რომ დაფიქრებულიყო, უნდოდა კი ეს? მიუხედავად იმ ტკივილისა, დიდი იმედგაცრუებისა და ცრემლებში გათენებული ბოლო რამდენიმე ღამისა, შეეძლო დაეფიცა, რომ არ უნდოდა. ამ ადამიანმა ხომ ყველაზე დიდი რამ განაცდევინა, რაც კი ოდესმე უგრძვნია? მან ხომ, ასწავლა რას ნიშნავს, როდესაც ვინმე საკუთარ სიცოცხლეს გირჩევნია და მის გამო მზად ხარ ყველას და ყველაფერს დაუპირისპირდე?
პარადოქსად შეიძლებოდა ჩათვლილიყო ის ფაქტი, რომ სწორედ ანდრეა იყო ის ადამიანი, ვინც ბეას ყველაზე დიდი ბედნიერებისა და ამავდროულად, ყველაზე დიდი უბედურების მიზეზად ითვლებოდა. თუმცა რატომ პარადოქსი? უზარმაზარ ტკივილს, სწორედ ის ადამიანები გვაყენებენ, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანნი და ძვირფასნი არიან, სწორედ ასეთებისგან გვწყინს ყველაზე მეტად და არა მათგან, ვინც ჩვენთვის უბრალო ნაცნობი ან გამვლელია.
ბეამ ტანზე ყველაფერი გაიხადა, დაუდევრად შეყარა კარადის პირველ უჯრაში და ამჯერად, თავისი საზაფხულო პიჟამათი შეიმოსა, რომელიც მოკლე შორტსა და ასევე მოკლე, წითელ ზედატანს აერთიანებდა. საშინლად იყო დაღლილი და უკვე თვალებსაც ძლივს ახელდა. უნდოდა ამ სამყაროს რამდენიმე საათით გამოთიშვოდა, ყველაფერი დაევიწყებინა და უბრალოდ დაეძინა. ბოლო დროს ხომ ისიც კი აღარ ახსოვდა ეს რა იყო?
გოგონამ საწოლს, ყვავილებიანი გადასაფარებელი გადააძრო, ზემოთ აკრული თმა ჩამოიშალა, საწოლში ფრთხილად შეძვრა და აივნის გაღებულ კარს, საიდანაც გრილი სიო, გამჭვირვალე, თეთრს ფარდებს ლამაზად აფრიალებდა, მზერა გაუშტერა. გარედან ჩამიჩუმიც არ ისმოდა, მხოლოდ ალაგ ალაგ გავლილი მაქანების ხმა თუ არღვევდა მყურდროებას და საბოლოოდ, ისიც სადღაც შორს, უსასრულობაში იკარგებოდა.
ბეამ ხელი ტუმბოსკენ გადასწია. იქ, თავისი განუყრელი წითელი Mp3 და ამავე ფერის ყურსასმენები ეგულებოდა. როგორც ყოველთვის აკეთებდა, ამჯერადაც მხოლოდ ერთი მათგანი მოირგო, დაღლილობიისგან დამძიმებული თავი ბუბმულის, ფაფუკ ბალიშებში ერთიანად ჩარგო და Yiruma-River Flows In You-ს ნაზ, სიმშვიდის მომგვრელ ჰანგებში, ვერც კი გაიგო ისე გადაეშვა ძილის იდუმალებით მოცულ სამყაროში.
ამინდი კვლავ გაუარესდა . . .
კოკისპირულ წვიმას, რომელიც ამ ღამეს უფრო სასტიკსა და პირქუშს ხდიდა, სუსხიანი ქარიც ერთვოდა. გარეთ აყუდებული, სველი ალვის ხეები, გრძელ ტოტებს აქეთ-იქით აშრიალებდნენ და ამაზრზენ, კივილის მაგვარ ხმებს გამოსცემდნენ. ხეებისგან ცოტა მოშორებით, მთელ სასტუმროს ირგვლივ დაბალი, მრგვალი მოყვანილობის ლამპიონთა ჯარი ჰქონდა შემოვლებული, რომელებიც ძლიერი წვიმის გამო, შეთანხმებულად ჩაბნელებულიყვნენ და აქაურობას სრული წყვდიადისთვის იმეტებდნენ.
სიცივე და უამინდობა, რომლითაც ის დღე დაასაჩუქრა განგებამ, გახდა მიზეზი იმისა, რომ სასტუმროში გაჩერებულმა თითოეულმა დამსვენებელმა თუ უბრალოდ ერთი დღით თავშეფარებულმა, დასაძინებლად დაწოლა ჩვეულებრივზე ადრე გადაწყვიტა. ჰოტელის სამივე სართულზე, უცნაური მდუმარება გამეფებულიყო. მხოლოდ ბარიდან თუ ამოდიოდა ხმადაბალი მუსიკის ხმები, თუმცა ნახევარ საათში ეს დაწესებულებაც ოფიციალურად დახრულად გამოცხადდებოდა და მის კარზე მიკრული აბრა, საპირისპირო მხარეს შემოტრიალდებოდა, რომელზეც წარწერა Closed-ს წითელი, მოკაშკაშე ნათურები ჰქონდა შემოვლებული.
ბეას კვლავ გათიშულს ეძინა. ძალიან მოუსვენრად იყო, წუთში ადგილს ათჯერ მაინც ინაცვლებდა და აფორიაქებული ბორგავდა. ვერ იტყოდით, რომ ეს მის პლეერში აჟღერებული მელოდიის გამო ხდებოდა, რომელიც ყოველი დამთავრებისას, ხელთავიდან აგრძელებდა ბრუნვას და იგივე ჰანგების დაკვრას. გოგონას მუსიკის თანხლებით ადრეც ბევრჯერ დაუძინია, თუმცა მთელი ღამე მშვიდად და უშფოთველად გაუტარებია. თუ ასეა, ახლა რა ხდებოდა? რატომ ჰქონდა ისეთი შეგრძნება, რომ იქ მარტო არ იყო? რომ მის ნომერში ერთი კი არა, ორი ადამიანი სუნთქავდა და ერთდროულად ორი ადამიანის გული ცემდა?!
გოგონამ კიდევ რამდენჯერმე იცვალა გვერდი. ამდენ მოძრაობაში, მარჯვენა ყურში გარჭობილი ცალი ყურსასმენი, უნებურად გამოსძვრა და რბილ ბალიშზე დაეცა. ახლა უკვე, თავისუფლად შეეძლო გაეგონა, თუ როგორ იმატებდა ნელ-ნელა ქუჩაში წვიმა. ასეთი ამინდის შემყურე, ზოგი იმასაც კი იფიქრებდა, სამყარო წარღვნის წინაშე დგასო. ალაგ-ალაგ ყრუ ქუხილიც სწვდებოდა ძილისგან დახშულ ყურთასმენას. როგორც კი, ცამ დანარჩენ გაელვებებთან შედარებით, ყველაზე მკვეთრად გაანათა, ამას გამაყრუებელი გრუხუნიც მოჰყა. კლაკნილმა ელექტროობამ და მისმა სიძლიერემ, სასტუმრო წამით ერთიანად შეანანზარა, თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა, რომ ისედაც მოუსვენრად აწრიალებული ბეა, რომელიც სანახევროდ უკვე მოფხიზლებული გახლდათ, საწოლიდან კოშმარნანახივით წამოვარდნილიყო და შეშინებული, აფორიაქებული და დამფრთხალი მზერა მიწისქვეშა სარდაფივით ჩაბნელებული ოთახისთვის მოეტარებინა.
რამდენიმე წამში, ყველაფერი მიწყნარდა . . .
თითქოს ცოტა ხნის წინ არაფერი მომხდარაო. მხოლოდ რამდენიმე ქვემოთ დაყენებულ მანქანას ჩაერთო სიგნალიზაცია ელვისგან გამოწვეული ძლიერი ხმაურის გამო, თუმცა ესეც ძალიან მალე მიყუჩდა.
დიდი ხნის განმავლობაში ისმოდა ოთახში ბეას დაძაბული სუნთქვა. თავიდან ისიც იფიქრა, რაიმე კოშმარი ხომ არ მესიზმრაო, თუმცა ასეთი რომ ვერაფერი გაიხსენა, ყოველივე ზემოთ ხსენებული, ბოლო დროინდელ დაძაბულობას დააბრალა და აივნის ღია კარს გახედა. თეთრი ფარდა ისევ ისე შრიალებდა, როგორც მის ჩაძინებამდე, თუმცა რაღაც ნიუანსი მაინც შეცვლილიყო. გოგონა კარგად დააკვირდა, ხომ არაფერი მეშლებაო, თან პარალელურად შინაგანმა კანკალმა აიტანა. არა, ნამდვილად არ ცდებოდა, აივანზე მდგარ სავარძელში, ვიღაცის სილუეტი საკმაოდ მკრთალად იკვეთებოდა. ფიგურა უძრავად იჯდა, თავი ხის საზურგეზე ჰქონდა ჩამოდებული და წინ გადაშლილ, რძისფერ ნისლში გახვეულ ალვის ხეებს, თანდათან უფრო და უფრო, რომ იჟღინთებოდა წვიმის და სიგრილის სურნელით, თვალმოუშორებლად მიშტერებოდა. ბეამ მართლა არ იცოდა რა ექნა. იქნებ ეს ყველაფერი ესიზმრებოდა? ამის გადასამოწმებლად მკლავზეც კი იჩქმიტა, თუმცა როდესაც ტკივილი საკმაოდ ცხადად იგრძნო, დარწმუნდა, რომ რეალობაში იმყოფებოდა და გადაწყვიტა, რაც არ უნდა მომხდარიყო, აივნამდე მისვლა გაებედა.
გოგონა საწოლიდან ფეხაკრებით წამოდგა. უკვე იმ მოსაზრებაზე იდგა, რომ ბარში გაცნობილმა, თავხედმა ბიჭმა, რომელიც სავარაუდოდ უშვილოდ დატოვა, სამაგიეროს გადახდა გადაწყვიტა, თუმცა სწორედ მაშინ, როდესაც კარამდე მისასვლელად, სულ რაღაც სამიოდე ნაბიჯი ჰქონდა დარჩენილი, ნაცნობი, საყვარელი და ყველაზე სასიამოვნო სურნელი იგრძნო, ის სურნელი, რომელსაც იგი ათას კაცშიც კი გამოარჩევდა. ბეა ერთ ადგილს ქანდაკებასავით მიეწება. დიდხანს იდგა აფრიალებულ ფარდასთან და გონებაში ორწამიანი შუალდებით იმეორებდა "ანდრეას სურნელი", "ანდრეას სუნრელი", "ანდრეას სურნელი".
გული ლამის ამოჯდომაზე ჰქონდა. თითქოს ყველა იარა თავიდან განუახლდა ან მასზე ვიღაცამ დიდი რაოდენობით მარილი მოაყარა და კიდევ ერთხელ გააცდევინა ის, რის დავიწყებასაც მთელი ეს დრო მთელი მონდომებით ცდილობდა. რა უნდა ექნა? გასულიყო? თუ უბრალოდ უკანმოუხედავად გაქცეულიყო აქედან და შედეგებზე წამითაც არ ეფიქრა? პირველად იდგა ასეთი დიდი დილემის წინაშე. მასში ერთმანეთს ორი პიროვნება ებრძოდა. ერთს უნდოდა კანდელაკს მივარდნოდა, მთელი ბრაზი ამოენთხია და ეყვირა, მეორეს კი უბრალოდ იქიდან წასვლა და უფრო საიმედო თავშესაფრის პოვნის დაუოკებელი სურვილი კლავდა. რომელი გაიმარჯვედა მათ შორის? ვინ მოიპოვებდა უპირატესობას და გამარჯვებული გვირგვინს დაიდგამდა? ეს მხოლოდ ბეას გადასაწყვეტი იყო.
-კარგია, რომ გაიღვიძე -ფიქრების ლაბირინთიდან, მომენტალურად უკან დააბრუნა აივნიდან გამოვარდნილმა ხმადაბალმა სიტყვებმა, რომლებმაც ყოველგვარი ზედმეტი ფიქრის გარეშე აიძულეს, აფრიალებული ფარდის მეორე მხარეს აღმოჩენილიყო. ანდრეა კვლავ რძისფერ უსასრულობაში იყურებოდა, მისი მზერა არაფერს გამოხატავდა ან გამოხატავდა და ამას ღამის წყვდიადი საიმედოდ ნიღბავდა, როგორც კარნავალის სტუმარს, საგანგებოდ შერჩეული, იდუმალი ნიღაბი
-აქ როგორ აღმოჩნდი?
-ჩათვალე, რომ ბედის საჩუქარი ვარ -ისევ იმავე ტონით მიუგო მამაკაცმა. მთელი ეს დრო, აივანზე მხოლოდ იმიტომ გაატარა, რომ გოგონას გაღვიძება არ სურდა, თუმცა ერთი სული ჰქონდა აზრზე როდის მოვიდოდა, რათა მასთან დალაპარაკება და ყველაფრის გარკვევა მოეხერხებინა
-ანდრეა კითხვა დაგისვი და ნორმალურად მიპასუხე. აქ როგორ აღმოჩნდი-მეთქი?
-კითხვა დამისვი, არა? -ფეხზე მომენტალურად წამოხტა კანდელაკი, გოგონა ოთახისკენ დასჯილი პატარა ბავშვივით წაათრია, შუქის ჩამრთელს ხელი ჩამოჰკრა და ბეა კედელზე ისე ააკრა, რომ მათ შორის დაშორება ერთი სანტიმეტრიც არ დარჩენილიყო -არ ფიქრობ, რომ აქ და ახლა კითხვები მე უნდა დავსვა?
მამაკაცმა ჯიბიდან ოთხად გაკეცილი ქაღალდი ამოღო და გოგონას ცხვირინ დოლარის კუპიურასავით აუფრიალა.
-ხომ არ გგონია, რომ ამ დაწყევლილ წერილს რაღაც აკლია? მგონი იმას მაინც ვიმსახურებდი, რომ შენი უეცარი წასვლის მიზეზი აგეხსნა. ის მაინც თუ იცი ეს დღეები რა გადავიტანე? მთელ დრო შენს ძებნაში ვატარებდი და იმის წარმოდგენაც კი მზარავდა, რომ შეიძლებოდა რაიმე დაგმართნოდა -თანდათან ხმას უწევდა ანდრეა და მისი მწვანე თვალებიც, ბრაზისგან ნელ-ნელა მუქდებოდა. მიუხედავად ამისა, ყველანაირად ცდილობდა მრისხანებისას კონტროლი არ დაეკარგა და გოგონასთვის უნებლიედ რაიმე არ ეტკინა. ბეასთვის ტკივილის მიყენება ყველაზე ნაკლებად სურდა და ამას არასდროს გააკეთებდა
-ჩუმად რატომ ხარ? სათქმელი არაფერი გაქვს?
-მე უნდა მქონდეს სათქმელი? -მთელი იმედგაცრუება ჩააქსოვა ბეამ ამ მზერაში -ბოლო დროს მომხდარიდან დავრწმუნდი, რომ ერთმანეთის ცხოვრებაში ზედმეტები ვართ და ჯობს არსებობა ისე განვაგრძოთ, ვითომ ერთად გატარებული მთელი ეს დრო არც ყოფილა
-გაცნობიერებული გაქვს რას ამბობ? -მორიგი სიმწრის ღიმილი გამოისახა ანდრეას სახეზე -შენ ეს მართლა გინდა? თვალებში შემომხედე და მითხარი!
-მე მხოლოდ ერთი რამ მინდა, სიმშვიდე! დავიღალე იმ ქალებთან ბრძოლით, რომლებიც გარს გახვევია. მეტი ძალა აღარ მაქვს, გესმის? აღარ!!! მითხარი როგორი რეაგირება უნდა მქონდეს, როდესაც ჩემ გვერდით წევხარ და უეცრად მეილზე, შენი ყოფილი ცოლისგან სურათების კოლაჟი მომდის, სადაც კლუბში ერთობით და ერთმანეთს კოცნით? უდარდელად უნდა გავიღიმო და ვთქვა, რომ ეს ნორმალურია?!
-რას ამბობ? რა სურათები? არაფერი მესმის -აშკარა დაბნეულობა იკითხებოდა კანდელაკის მზერაში
-ახლავე გაჩვენებ რა სურათებიც, სხვათა შორის ძალიან უხდებით, ალბათ ერთმანეთისთვის ხართ შექმნილები, რადგან ამდენ ხნიანი დაშორების შემდეგ ისევ აგრძელებთ ურთიერთობას -თან ლაპარაკობდა, თან ახლახანს ჩართულ მობილურში სურათებს ეძებდა ბეა და გამოტოვებულ ზარებსა და შეტყობინებებს უბრალოდ აიგნორებდა -აი, აიღე და დატკბი. დარწმუნებული ვარ ძალიან ისიამოვნებ!
მთელი ის დრო, რაც კანდელაკი ფოტოების თვალიერებით იყო გართული, ბეა აივნის კართან იდგა, წვიმის ხმას უსმენდა და თვალებიდან წამოსულ ცხელ ცრემლებს ვერაფრით იკავებდა. ჩუმად ტიროდა, არ უნდოდა ეს ანდრეას გაეგო და ხელის გულებით ლოყაზე ჩამოგორებულ მლაშე წვეთებს, რაც შეეძლო შეუმჩნევლად იწმენდდა.
-მიზეზი უკვე იცი. ახლა კი, წადი და აღარ დაბრუნდე, არასოდეს. ყველაფერი აქ მთავრდება -თითქოს მთელი გული ამოაყოლა გოგონამ ამ სიტყვებს. ვერასდროს იფიქრებდა, რომ ანდრეას ასეთ რამეს ეტყოდა, თუმცა ახლა სხვანაირად არ შეეძლო. ერჩივნა სასტიკ რეალობაში ეცხოვრა და ძველ, მხიარულ ბეას სამუდამოდ გამომშვიდობებოდა, ვიდრე ტკბილ, სიმართლის პარკში კარგად შეფუთულ ტყუილში
-ბეა, ეს ფოტოები არაფერს ნიშნავს -სულ ახლოს, ზუსტად ყელთან იგრძნო კანდელაკის სუნთქვა და მხოლოდ მაშინ გააცნობიერა, თუ რამდენად მიახლოებოდა მას მამაკაცი -შემომხედე -წინ დაუდგა ანდრეა და მისი სახე ხელის გულებში მოიქცია -შემომხედე-მეთქი!
-არ მინდა შენი დანახვა. წადი ანდრეა. ჩხუბს და აყალმაყალს არ ვაპირებ, ადამიანს თუ შენი ჩანაცვლება სურს, ეს მისი უფლებაა და აქ ყველანაირი ყვირილი და კამათი უაზროა. უბრალოდ გთხოვ, გამათავისუფლე და ნუღარ მომძებნი. შენ მიმართ აღარაფერს ვგრძნობ, სრულიად აღარაფერს. ყველაფერი დამთავრდა!
-მისმინე, მანამ სანამ ჩემი ყოველი შეხებისას სხეული ასე აგითრთოლდება, დამთავრებულად არაფერი ჩაითლება. არც ჩვენ დავმთავრდებით, ბეა. მენდე, ეს ფოტოები არაფერს ნიშნავს. არ ვამბობ რომ ყალბია, მასზე მე არ ვარ გამოსახული და ასე შემდეგ. არც ბრაზილიური სერიალებიდან ნასესხებ სულელურ ფრაზას მოვიშველიებ, რომ ეს ის არაა, რაც შენ გგონია, რადგან ყველაფერი ზუსტად ისეა როგორც დაინახე. ამ ფოტოში ნამდვილად მე ვარ და ეს ყველაფერიც ნადვილად მოხდა, მაგრამ ამ მომენტის გაგრძელება არავის გადაუღია -ანდრეას ბრაზი მოერია. იმ წუთას უკვე კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რომ ეს "ძალიან მეშინია ანდრეა ჩემთან მოდი" მხოლოდ ხაფანგი იყო და მეტი არაფერი.
-და როგორ გაგრძელდა ეს მომენტი? -ცინიზმით ახედა გოგონამ -იქნებ სასტუმროს ნომერში რომანტიული ვახშმითაც დაგვირგვინდა, სადაც ვარდის ფურცლებით გაწყობილი საწოლი გელოდათ?
-ბეა, უნდა მენდო -მხოლოდ ამ სამი სიტყვით შემოიფარგლა კანდელაკი. ერთხანს გოგონას ნაცრისფერ თვალებს შეჰყურებდა, შემდეგ კი, ყურზე თმა ორი თითით გადაუწია და კვლავ განაგრძო -ანა დიდი ხანია წარსულში დავტოვე. მშვენივრად იცი ჩვენი ურთიერთობა როგორც დასრულდა და ამის მერე ფიქრობ, რომ ამ ადამიანთან რაიმე ისევ მაკავშირებს? ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვები, ამის უფლება ნამდვილად გაქვს, უბრალოდ საშუალება უნდა მომცე
-არ მინდა შენი მოსმენა! არაფრის გაგონება არ მინდა, გესმის? -ხელიდან მოქნილად დაუსხლტა გოგონა. რაც აქ ჩამოვიდა, თავის თავს შეჰპირდა, რომ ანდრეას რომც დალაპარაებოდა, მის ერთ სიტყვასაც არ დაიჯერებდა. ალბათ სულელურია, მაგრამ ადამიანებს ცუდს უფრო მარტივად იჯერებენ, ვიდრე კარგს. ჩვენ სუსტები და დაუფიქრებლები ვართ! ბეას შემთხვევაშიც ეს ფენომენი იყო პრობლემა.
-გთხოვ წადი, ძალიან დაღლილი ვარ და უნდა დავისვენო. რამდენიმე დღეში უკან დავბრუნდები და გპირდები ჩემებსაც დავურეკავ. უშენოდაც ვიცი, რომ ნერვიულობენ
-არსად არ წავალ, გესმის?! კიდევ ბევრი რამ არის სათქმელი. ის, რაც ახლა სიმართლე გგონია, დიდი ტყუილის მეტი არაფერია . . .
-გითხარი აღარაფრის გაგონება არ მინდა-მეთქი! შენი ერთი სიტყვისაც არ მჯერა, ნამდვილი თვალთმაქცი და მატყუარა ხარ. ვნანობ შენთან გატარებულ ყოველ დღეს, ყოველ კოცნას, ყოველ ნათქვამ მიყვარხარ-ს, რადგან ვიცი, რომ ეს ყველაფერი შენთვის არაფერს ნიშნავდა. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, არ გაგაჩნია ის თვისება, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ, არ შეგიძლია ერთგული იყო, არ შეგიძლია რაიმე თქვა და ზუსტად ამას გრძნობდე. გინდოდა მეც შენს მრავალრიცხოვან კოლექციას შევმატებოდი და აჰა, ხომ აგიხდა ოცნება? სულელი გოგოსავით წამოვეგე მაგ ფერად ანკესზე. ახლა კმაყოფილი ხარ?
-ბეა, მართლა ასე ფიქობ? -თითქოს თავზე ცა ჩამოექცაო, ისე იმოქმედა გოგონას სიტყვებმა -შენი აზრით, მნიშვნელოვან სიტყვებს, სარეკლამო ბუკლეტებივით ვისვრი და მათი არსი არ მესმის? ამას ამბობ? გგონია, თავიდანვე შენთან დაწოლა მქონდა გეგმაში და მეტი არაფერი? სხვა ჩემგან ვერაფერი იგრძენი?
-სწორედაც რომ ასეა! შენ ჩემს ცხოვრებაში უკვე ზედმეტი ხარ, მე საბასთან ვბრუნდები! ვხვდები, რომ ცუდად მოვექეცი და ამას არ იმსახურებდა. არ ღირდი იმად, რომ შენ გამო მასზე უარი მეთქვა. ნამდვილი არარაობა ხარ, აქ მოდიხარ და ჯავრს ჩემზე იყრი, თავად კი ორმაგი თამაშებით ერთობი და ვინ იცის, კიდევ რამდენ ქალთან გძინავს
ანდრეას აღარაფერი გაუგონია. მისი გონება იქ დაპაუზდა, სადაც ბეამ თქვა "საბასთან ვბრუნდებიო". თითქოს ამ სიტყვებმა მის თავში გაფუჭებული რადიოფირივით იწყო ბრუნვა, თავიდან და თავიდან, სანამ საბოლოოდ არ ჩაილექა, როგორც ყველაზე მტკივნეული ეპიზოდი და არ მიახვედრა, რომ იქ უკვე აღარაფერი ესაქმებოდა.
კანდელაკმა წამის მეასედში კიდევ ერთხელ გადაავლო გონების თვალი ბეასთან განვლილ მომენტებს, მასთან პირველ შეხვედრას, კოცნას ეშმაკის ბორბალზე, მომენტებს სააბაზანოში, გოგონას ბავშვურ ღიმილს, რომელიც ახლა საოცრად უცხოდ ეჩვენებოდა, ყოველ დილას, რომელიც ბეას კოცნით და ლამაზი სახის დანახვით იწყებოდა.
მერე კი, უბრალოდ იყო წუთები, რომელმაც გოგონას გული საბოლოოდ გააჩერა და სუნთქვაც კი დაავიწყა. ყველაფერი ზუსტად ასე მოხდა -ანდრეა ნელი, არეული ნაბიჯებით მიუახლოვდა დიდ, სარკიან ტრილიაჟს, მარჯვენა ხელი, მარცხენა ხელის არათითზე მოიკიდა, ოქროსფერი მბრწყინავი რგოლი თითზე ფრთხილად ჩამოასრიალა, მის ზედაპირზე შემოდო და ოთახი ისე დატოვა, ერთი უბრალო სიტყვაც არ დასცდენია . . .
უდიდესი, გიგანტური, გალაქტიკისოდენა ტკივილი დატრიალდა ოთახის თითოეულ ნაწილში. ეს რაღაც არარაელურად მტანჯველ გრძნობა გახდლდათ. გაშტერებული, უმეტყველო მზერა, რომელიც ბეას ეკუთვნოდა, სარკის წინ შემოდებული ბეჭედისკენ იყო მიმართული, ალაგ ალაგ კი, დახურულ კარზეც გადადიოდა.
ირგვლივ სრული სიცარიელე გამეფებულიყო . . . სიცარიელე იყო ყველგან, ყველა კუთხე-კუნჭულში და მონაკვეთში. ისეთი შეგრძნება დაუფლებოდა, თითქოს სული ნაწილი ამოაცალეს, გულში ასი ხანჯალი ერთად გაუყარეს და შიგნითვე ჩატოვეს. ახლა არანაირი აზრი აღარ ჰქონდა ცრემლების შეკავებას და არც შეუკავებია. ნელა, ფრთხილი ნაბიჯებით მიუახლოვდა კარადის ერთ-ერთ თაროს, იქიდან ანდრეას საყვარელი წიგნი ჩამოიღო, რომლის ეპიზოდებსაც ხშირად უკითხავდა ხოლმე ძილის წინ და რომელიც სამახსოვროდ ჰქონდა წამოღებული მთის სახლიდან. სწორედ ეს სახსოვარი ჩაიხუტა გულში გულში, კართან განადგურებული ჩაიმუხლა და ბოლო ხმაზე ატირდა.
არც კი ახსოვდა ასე ზუსტად რამდეხანს იყო. სადღაც მოუსავლეთში სამოგზაუროდ წასულმა აზროვების უნარმა, მხოლოდ მაშინ მოაკითხა, როდესაც წვიმის წვეთების ზომა საგრძნობლად დაპატარავდა, შედარებით სიჩუმემ დაისადგურა და ჭექა-ქუხილიც ოდნავ მიწყნარდა. ბეას ტირილისგან დაბინდულ მზერაში, იმ დროს და იმ წუთებში, სრულიად შემთხვევით მოხვდა კანდელაკის წითელყდიანი წიგნიდან გადმოვარდნილი, რაღაც გაკეცილი ფურცელი, რომელიც ხის პრიალა იატაკზე იყო მიწებებული და შიგნიდან გაკრული ხელით ნაწერი მოჩანდა.
ახლა მისი ყველა სახსოვარი, თითოეული პატარა დეტალი, მნიშვნელოვანი და საყვარელი გახლდათ. იქნებ სწორედ ამიტომ იყო, რომ გოგონას ზედმეტი ფიქრით თავი არ დაუღლია, უბრალოდ წიგნი დროებით გვერდზე გადადო, ქაღალდს აკანკალებული ხელით დასწვდა და როდესაც გახსნა, მისმა თვალებმა შემდეგი რამ ამოიკითხა :
დაწყება ვერ მოვიფიქრე, ამიტომ უბრალოდ ბეა . . .
იცი ყველაზე ლამაზი როდის ხარ? სააბაზანოდან პირსახოცშემოხვეული რომ გამოდიხარ, სველი თმა რომ მკლავებზე გაყრია, კანზე ისევ წყლის წვეთები გიბზინავს და მთელს ოთახში შენი ტანის გელის სურნელი ტრიალებს. ამ დროს მინდება მთლიანად შეგისრუტო, ფილტვები შენი არომატით ავივსო და ისე ჩაგეხუტო რომ მთელი სხეულით გიგრძნო. ზოგჯერ, როდესაც გიყურებ, ვაკვირდები შენს მიხვრა-მოხვრას, იმას თუ როგორ გიყვარს ცხოვრების ყოველი დღე, როგორი სიცოცხლით სავსე და არარეალური ხარ, მიკვირს კიდეც რით დავიმსახურე ამხელა ბედნიერება, რომ შენი თავი სწორედ მე მერგო?
გეფიცები, ბევრჯერ მიფიქრია, რომ შენთვის საკმარისად კარგი არ ვარ, რომ ჩემნაირზე ბევრად უკეთესს იმსახურებ. მე ხომ არსდროს მიჩუქნია შენთვის ყვავილები, არასდროს მომიტანია სასიყვარულო ბარათები და თბილი სიტყვებით არ გამინებივრებიხარ, არც იმას გიმეორებ ხშირად, რომ მიყვარხარ, მაგრამ ვცდილობ საქცელით დაგიმტკიცო, რომ ჩემთვის შენზე ძვირფასი არავინაა.
იცი რა ვიფიქრე, როდესაც პირველად დაგელაპარაკე? ბოლომდე მეც არ ვიცი რა, მაგრამ მაშინ ერთ რამეს მივხვდი. მივხვდი, რომ ჩემ ცხოვრებაში რაღაცას შეცვლიდი და დიდ გადატრიალებას მოახდენდი. სწორედ ასე მოხდა. გამაგიჟე, ბეა, უკვე პანიკური შიში მაქვს, რომ ოდესმე სიზმარივით აორთქლდები და მხოლოდ ფერმკრთალ მოგონებებს დამიტოვებ. არ მინდა უშენოდ, შეიძლება სისულელეა ახლა ამ ყველაფრის წერა, თუმცა მხოლოდ ის მანუგეშებს, რომ ჩემ ნაჯღაბნს ვერასდროს ნახავ. სასაცილოა არა? წერდე წერილს, რომელსც არავინ წაიკითხავს და უძღვნიდე იმას, ვის ხელშიც ეს ქაღალდი არასდროს აღმოჩნდება. გეფიცები, მართლა მეცინება. შეიძლება უბრალოდ ვიცლები და ვთავისუფლდები იმისგან, რაც ჩემ შიგნიდან მოდის.
ბეა . . .
ყველაზე კარგი რამ ხარ, რაც კი თავს გადამხდენია. რამდენჯერ მაქვს წარმოდგენილი ჩვენი ერთად დაბერება, ის პერიოდი, როდესაც ორივენი ბუხრის წინ დავსხდებით, სათვალეებს გავკეთებთ, გაზეთის კითხვას დავიწყებთ, ირგვლივ კი ჩვენი შვილიშვილები მხრიარულად ირბენენ, ითამაშებენ, ზოგჯერ გაგვაბრაზებენ კიდეც. ალბათ ეს მომენტი ჯერ ძალიან შორსაა, თუმცა მინდა ყოველივე ზემოთ ხსენებული, სწორედ შენთან ერთად განვიცადო. მინდა,ზუსტად შენ იყო ჩემ გევრდით, როდესაც სიცოცხლის ბოლო წლებით დავტკბები, როდესაც ყოველ დღეს ისე ვიცხოვრებ როგორც უკანასკნელს და მაინც ბედნიერად ვიგრძნობ თავს, რადგან ცხოვრებამ შენი თავი მაჩუქა.
ერთი რამ დაიმახსოვრე, რამდენი წლისაც არ უნდა იყო შენ ან რამდენისაც არ უნდა ვიყო მე, ჩემთვის მუდამ იმ გიჟ, დარტყმულ ბეატრისად დარჩები, ვინც მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა და ამქვეყნად ყველაზე ნამდვილი, სუფთა და გიჟური რამ განმაცდევინა . . .
წერილის ბოლო სტროფებს უკვე ქვითინით კითხულობდა გოგონა.
ცოტა ხნის წინ განცდილი, არაფერი იყო იმასთან შედარებით, რასაც ახლა გრძნობდა. იქნებ მართლა ტყუილად დაადანაშაულა? იქნებ ეს რაღაცები უსამართლოდ მიახალა და სიუსლელე ჩაიდინა. თუ ასე არ იყო, მაშინ რას ნიშნავდა ანდრეას ეს ჩანაწერი? მას ხომ ვერ დაესიზმრებოდა, რომ ბეა სწორედ ამ წიგნს დასტაცებდა ხელს და სახლიდან წამოსვლის წინ თან გამოიყოლებდა?!
თითქოს თავში ნათურის ანთებას ჰგავდა ეს ყველაფერი. გოგონას ნათლად წარმოუდგა თვალწინ ცოტა ხნის წინანდელი სცენა, გაახსენდა თითოეული სიტყვა, რითაც ანდრეა შეამკო, გაახსენდა მამაკაცის ტკივილიანი, იმედგაცრუებული მზერა, რომლისთვისაც მაშინ ყურდღებაც კი არ მიუქცევია, შემდეგ მის, ოქროს რგოლს შეხედა, ცოტა ხნის წინ მძიმე ტვირთივით რომ მოიხსნა სარკის წინ და გადაწყვწტილებაც სპონტანურად მიიღო.
ამ საშინელ ამინდში, როდესაც ახლახანს გადაღებულ წვიმას, თავის ნაცვლად მსუსხავი, ცივი ჰაერი დაეტოვებინა დარაჯად, ბეა ქუჩაში საზაფხულო პიჟამაში გამოწყობილი მირბოდა, ხელში ნახევრად დაჭმუჭნილი კანდელაკის წერილი ეჭირა და მთელ ხმაზე მის სახელს გაჰყვიროდა.
სამწუხაროდ, გოგონას არავინ გამოხმაურებია . . .скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი Qeti qimucadze

Vaime guli, agar shemizlia meti, shemibrale, shearige eg ori adamianii, vaime guliiii

 



№2 სტუმარი მარი. ელ❤

მძიმე თავი იყოო:( დამეწვა გულიი აღარ შემიძლია შეარიგე ჩემი საყვარელი წყვილიი სასწაულები არიან❤❤❤

 



№3 სტუმარი ana

ამდენს თუ ვიტირებდი მართლა არ მეგონა, ვერ ვუძლებ ასეთ მდგომარეობაში მყოფებს ((((

 



№4 სტუმარი natia

maledadera shemdegitavi

 



№5 სტუმარი diana

საოცრებააა თავი იყოო <33 აიი უზომოდდ გულში ჩამწვდომიი. მაგრადდ გადმოცემ ემოციეებს <3 ბეა და ანდრეა საოცრეება გყავს ოორივეეე <33 უსაყვარლესი პერსონაჟები არიან heart_eyes

 



№6  offline წევრი ლუნა

საოცრებააა ანდრეა! ყველა მოქმედება, ყველა სიტყვა, ყიველი საქციელი იდეალური! ❤ ბეასთან ერთად მეც მაგიჟებს:დდ მგონი მიყვარს! :დდ არა მართლა მიყვარს! ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent