შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფოტოგრაფი (თავი 2)


3-05-2018, 14:57
ავტორი ლიდია
ნანახია 407

ფოტოგრაფი (თავი 2)

მილა კარებზე ბრახუნის ხმამ გამოაღვიძა. ვერ იტანს როდესაც აღვიძებენ, მითუმეტეს დილის ცხრა საათზე, მაშინ როდესაც პირველი ლექცია შუადღისას ორზე აქვს.
ლოგინიდან კი არ ადგა, გადმოვარდა და თვალების სრესითა და ბუზღუნით გააღო კარი, ისე, რომ არც გაუგია ვინ იყო. ზღურბლზე მამამისის დანახვამ გამოაფხიზლა, რადგან გიგას გამწარებული სახე ჰქონდა.
-არა… უბრალოდ არ მესმის! გამაგებინე რა დაგაკელით?!
-რა გაყვირებს, თავი მისკდება!
-თავი ახლა ნამდვილად გაგისკდება!
სახლში შემოვიდა გიგა და შვილს “დედის მკვლელი” მზერა სტყორცნა.
-ჯერ ერთი ის, რომ გუშინ მაინც გაიპარე! სუფრასთან აღარ დამხვდი! ეს გადავაგორე როგორღაც დედაშენის საშუალებით, მაგრამ შემდეგ ვიღვიძებ და გაზეთში ამას ვხედავ!! - გიგამ საგულდაგულოდ გადაკეცილი გაზეთის ნაგლეჯი ამოიღო უკანა ჯიბიდან.
გაკვირვებულმა მილამ მამას გამოართვა გაზეთი და გაშალა. გაოცებისგან წარბები შუბლზე აუვიდა.
“მილა სააკაძე და დემნა ლიჩელი დამეგობრდნენ. საინტერესოა რას ფიქრობენ მშობლები ამის შესახებ. მოგეხსენებათ მილას მამა გიგა და დემნას მამა მურმანი კონკურენტები არიან…”
სტატიას თან ფოტო ჰქონდა დართული, სადაც დემნა მილას ფოტოს უღებდა და გოგონა იცინოდა.
-ეს…ეს რა არის? - იკითხა შეძრწუნებულმა გოგონამ
-ამ კითხვას მე უნდა გისვამდე მილა! წვეულებიდან გაპარვა ერთია, მაგრამ წვეულებიდან დემნა ლიჩელთან ერთად გაპარვა და მითუმეტეს მასთან დროის გატარება არ არის გამართლებადი!
-დავიწყოთ იმით, რომ დემნა მურმანში არ აგერიოს, დავმეგობრდით და ძალიან კარგი პიროვნებაა. მამამისთან არანაირი საერთო არ აქვს. ამ სტატიაზე კი წარმოდგენა არ მაქვს, საერთოდ იმ ადგილას ვინმე თუ იყო რას წარმოვიდგენდი! იქ უბრალოდ ფოტოების გადასაღებად წავედით და ახლა კიდე არ გაქვს იმის უფლება რომ მიბრძანო ვის ვემეგობრობ და ვის არა!
-როგორ ბედავ?! ჩემთან ასე ლაპარაკი არ ეკადრება! დამიჯერე არ გიღირს მაგ ბიჭთან საქმის დაჭერა, მოგატყუებს და გაგამწარებს. გენებში აქვს!
-ამის გამო მომადექი დილას და გამაღვიძე? ისედაც დაღლილი ვარ, გუშინ გვიან დავიძინე.
-იცოდე… დემნას რომ დაუახლოვდე კარგი დღე არ დაგადგება.
-არ მაინტერესებს გესმის?! - ყელში ამოუვიდა მილას ორი წლის ბავშვივით რომ ექცეოდნენ მუდმივად.
მოულოდნელად მამამ სახეში გაარტყა და გოგონას მზერა დაებინდა. ლოყა საშინლად აეწვა და ცრემლები ჩაუგუბდა თვალებში. ნესტოები სიბრაზისგან დაებერა, უხმოდ გააღო სახლის კარი და მამამისს მიუთითა, რომ გასულიყო.
-აქ მოსული მეორედ არ დაგინახო და ჩათვალე რომ შვილი არ გყავს!
გიგა წავიდა.
გოგონამ გულიანად იტირა. ყველაფერს მოელოდა მამასგან დარტყმის გარდა. ახლა კი სამუდამოდ დაკარგა ადამიანზე წარმოდგენა.
თითქოს ის არ ეყოფოდა რაც სამი წლის წინ გადახდა, როდესაც შვეიცარიაში ცხოვრობდა. ერთი ადამიანის გარდა არავინ იცოდა მილას ისტორია
ყავა მოიდუღა, თბილი პლედი მოიხურა და ჩასიებული თვალები ცას აღაპყრო. ფიქრობდა ყველაფერზე, საკუთარ თავზე და დემნაზე.
დემნას გახსენებისას გული აუჩქარდა და გონება დაებინდა.
არა ამას კიდევ ერთხელ ვერ გადაიტანდა…
ლექციაზე არ წავიდოდა, ახლა ამის თავი ნამდვილად არ ჰქონდა.
დაახლოებით სამი საათი იქნებოდა მას შემდეგ გასული, რაც მამამისმა სცენები მოუწყო.
კარებზე ვიღაც აკაკუნებდა. გოგონას შეეშინდა, ისევ მამა რომ იყოს პოლიციაში დავრეკავ, რომ მომაშორონო.
მაგრამ ამჟამად ზღურბლზე დემნა იდგა.
შავი შარვალი და შავი ტანზე შემოტმასნილი მაისური ეცვა. მუქ თვალებში ბრაზი ჩადგომოდა და ყბები უცახცახებდა.
მარჯვენა მუშტი სისხლიანი ჰქონდა და ყველანაირად ცდილობდა, რომ მილასგან დაემალა, მაგრამ გოგონამ შეამჩნია.
სახლში შემოუშვა.
-სტატია ნახე? - ჰკითხა ბიჭმა გაბზარული ხმით.
-ჰო…
-აი რატომ ვერ ვიტან ჟურნალისტებს და პაპარაცებს! რომელი ძალიან ცნობილი ადამიანები ჩვენ ვართ რომ ასე გვდიონ?! როგორ შეიძლება? ეს პირადი უფლებებისა და თავისუფლების პირდაპირი დარღვევაა და საერთოდ არ აქვთ უფლება ჩემ ცხოვრებაში ცხვირი ჩაყონ!
-ხელზე რა დაგემართა?
-რა დამემართა და ყველა გაზეთი, რომელშიც ჩვენი ამბავი გამოქვეყნდა მამაჩემს შევასყიდინე და დავწვი.
-და რატომ მგონია რომ ვიღაც ცემე?
-იმიტომ, რომ ვცემე!
-ამ ბიჭებს მუშტები რომ არ გქონდეთ რამე გეშველებოდათ?!
-ჩემი ბრალი არ იყო! არ გადაეღო იმის დებილ თითებს ჩვენთვის ფოტო, არ დაეწერა უაზრო სტატია და არც მიიღებდა!
მილამ ბიჭს ხელი დაუმუშავა და ბინტით გადაუხვია. მუცლის ყრუ ტკივილს ყურადღებას არ აქცევდა.
-ეს რა გაქვს აქ?! - ჰკითხა ბიჭმა და ლოყაზე მიუთითა.
მილას ჯერ კიდევ ეტყობოდა ხუთი თითი, რომელიც ტონალურითა და თმით დაფარა.
-არაფერი.
-ცალ ლოყაზე გისვია ტონალური მხოლოდ და თან შეწითლებულია!
-გარეთ უნდა გავსულიყავი პროდუქტების საყიდლად და მაშინ მოხვედი როდესაც მეორე მხარესაც ვისვამდი, მაგრამ დამაცადე?
დემნამ თვალები გადაატრიალა და მილას ხელი ლოყაზე გადაუსვა, ისე რომ ტონალური მოაშორა.
გოგონას სხეულში მარტორქების ჯოგმა ჩხუბი გააბეს.
დემნამ თავისი თლილი და ლამაზი თითებით მილას თმა ყურს უკან გადაუწია.
-ვინ გაგარტყა?! - იკითხა ბოხი ხმით.
-არავინ… - თავი ჩახარა გოგონამ, რომ დემნას მისი აცრემლებული თვალები არ დაენახა.
-მილა გეხვეწები მითხარი! - ბიჭს სიბრაზისგან ყელზე ვენები დაბერვოდა და თითებს ნერვიულად იტარებდა აჩეჩილ თმაში.
-მამამ. - ჩაილაპარაკა ჩუმად.
ლიჩელი წამოხტა და კარებისკენ წავიდა.
-არა! - წამოიყვირა მილამ. - დარჩი ჩემთან… გთხოვ.
დემნა ყოყმანობდა, შემდეგ მილა გულში ჩაიკრა. გოგონამ ხელები მხრებზე მოხვია და მის გულს მიადო თავი.
მადლობელი იყო ბიჭის.
ცოტახანში ჩამოსხდნენ და ყავა დალიეს. არაფერს ამბობდნენ, უბრალოდ ერთმანეთს უყურებდნენ და ეს სრულიად საკმარისი იყო. თვალები ხომ ყველაფრის მთქმელია.
-გინდა ერთ ადგილას წაგიყვანო? - ჰკითხა დემნამ.
-სად?
-გალერიაში, ანუ იქ სადაც ჩემ გადაღებულ ფოტოებს ვაგროვებ.
-დამათვალიერებინებ?
-რატომაც არა, თუ გაინტერესებს…
-კი, კი! წავიდეთ. ოღონდ ჩავიცვამ ჯერ.
-აქ დაგელოდები.
მილამ ჯინსის შარვალი და ყვითელი მაისური ჩაიცვა, სახეც დაიფარა ტონალურით და სასტუმრო ოთახში გავიდა, სადაც დემნა ელოდა.
გზა იმაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა ვიდრე გოგონა მოელოდა. გალერია ორსართულიანი სახლი იყო, რომელიც გარედანაც და შიგნიდანაც ხელით იყო მოხატული. მილა გაოცებული დარჩა, ნამდვილად არ მოელოდა ამხელა ფართს.
-მთელ სახლში გამოკრულია ფოტოები და ყველა ჩემი გადაღებულია. ხანდახან ფოტომოდელებისთვისაც მიქირავებენ. ზოგი მილიარდელიც ხარჯავს ჩემ ფოტოებში დოლარებს.
დათვალიერება პირველი სართულიდან დაიწყეს. მართლაც, ყოველ ნაბიჯზე ახალი ფოტო ხვდებოდათ. მილა მოხიბლული დარჩა.
აქ ნახავდით პორტრეტებს, პეიზაჟებს და ნატურმორტებს. ყველანაირი ფოტო იყო. ყველანაირი ადგილი. ყველანაირი ხელოვნების “ჟანრი”.
თან ფერებიც და ფიგურებიც ისეთ კონტრასტს ჰქმნიდნენ, რომ მილას მოუნდა ეს არაჩვეულებრივი ფოტოები მოეპარა და ყველა საკუთარ სახლში გაეკრა და ყოველ დღეს დამტკბარიყო მათი მშვენიერებით.
მეორე სართულზე სულ ღამის ცა იყო აღბეჭდილი ფოტოებზე. ვარსკვლავები, მთვარე…
-ძალიან… ძალიან ლამაზებია! შთაბეჭდილების ქვეშ ვარ ნამდვილად და არც კი ვიცი ახლა რა ვთქვა! დემნა არაჩვეულებრივი ფოტოგრაფი ხარ!
-მადლობა.
მილამ პირველად ნახა გაწითლებული ბიჭი და გაეღიმა.
ამასობაში დემნას მოესწრო გოგონასთვის რამდენიმე ფოტოს გადაღება მალულად.
-წამო ახლა ვჭამოთ რამე, თორემ კუჭი მაგინებს. - თქვა დემნამ სიცილით.
-შაურმა არ გინდა? - თვალები გაუნათდა მილას.
-კი, წამოდი.
ასე ამოყვეს საშაურმეში თავი. მილამ არც მეტი არც ნაკლები ყველაზე დიდი შეუკვეთა და ბიჭიც კი გააოგნა.
-რა იყო? პატარა და საშუალო არ მყოფნის!
-არაფერი. - გაეღიმა ბიჭს და შაურმის მოლოდინში ნერწყვებმდინარე გოგონას ფოტო გადაუღო.
შაურმებიც აიღეს და მაგიდას მიუსხდნენ.
-ღმერთო ჩემო ძალიან მიყვარს, რა გავაკეთო? გავსუქდები! მაგრამ ვის ადარდებს… - ბუტბუტებდა მილა და თან გემრიელად ილუკმებოდა.
დემნა სიცილს ვერ იკავებდა და გოგონას თვალებს ვერ აშორებდა.
-დემნა ახლა ჭამის დროსაც უნდა გადამიღო ფოტოები? - დაიწუწუნა გოგონამ, როდესაც დაინახა როგორ ცდილობდა ფოტოს ჩუმად გადაღებას ლიჩელი.
-შენ აწი ჩემი ფოტომოდელი იქნები!
-ნუ სულელობ! დადე ეგ ფოტოაპარატი და მაცალე ჭამა!
-რა მკაცრი ხართ ქალბატონი მილა.
-შეჭამე, თორემ ამას მალე მოვრჩები და შენც შეგიჭამ!
საშაურმიდან გამოსულები ძლივს მილასლასდნენ დემნას მანქანასთან.
-რამ მაჭამა ამდენი! ბოლოს ყოველთვის ვნანობ… - წუწუნებდა მილა.
-ჭამა არასდროს მინანია.
მილამ მუცლის ტკივილი იგრძნო, მაგრამ მიხვდა, რომ ეს არაფერ შუაში იყო შაურმასთან და დაიძაბა.
-სასწრაფოდ სახლში წამიყვანე!
-რა ხდება? - ღიმილი სახეზე შეაშრა ბიჭს.
-უბრალოდ… ახლა გამახსენდა, რომ …. რომ… სამეცადინო მაქვს! ხო.. თან ბევრი!
-უკვე გითხარი რომ საშინელი მატყუარა ხარ? დღეს არ წასულხარ ლექციაზე, ანუ სამეცადინოც არ გაქვს! რა პრობლემაა? წავიდეთ ახლა ჩემთან და დავლიოთ.
-დემნა.. ახლა არა. გთხოვ. - ტირილის პირას იყო მისული მილა.
-კარგი.
სახლამდე მიიყვანა.
სააკაძე დაუმშვიდობებლად გადმოხტა მანქანიდან და სახლში აირბინა.
-ყოველთვის ასეთ დროს რატომ უნდა მომივიდეს? არ შეიძლება რომ ასეთ დროს არ მომივიდეს?! - ყვიროდა გამწარებული სახლში და თან ტანსაცმელს იცვლიდა.
თავი მოიწესრიგა და წიგნის კითხვა დაიწყო.
საშინლად მოუნდა პიცა ან შოკოლადი.
მაგრამ არ შიოდა.
გაახსენდა შვეიცარიაში გატარებული სამი თვე და თვალებიდან ცრემლები ჩამოუგორდა.
იმ სამ თვეზე მეტად ცხოვრებაში არაფერს ნანობდა…
ფიქრებში იყო, როდესაც კარებზე კაკუნის ხმა გაისმა.
მობეზრებულად აატრიალა თვალები, რადგან ადგომა ეზარებოდა და თან მუცელი ისე ტკიოდა, თითქოს შიგნიდან ხორცს აჭამდნენ.
კარების გაღებისთანავე თეთრმა შუქმა გაიელვა და მილა მიხვდა, რომ ზღურბლზე დემნა ლიჩელი იდგა, რა თქმა უნდა ფოტოაპარატით ხელში.
-წეღან არ მნახე? ასე მოგენატრე? - ჰკითხა გოგონამ და სახლში შემოიპატიჟა.
-უბრალოდ რაღაც მოგიტანე.
ბიჭმა ზურგსუკან დამალული ხელი გამოსწია და გოგონას პიცა დაანახა.
-არარსებობს! - იკივლა მილამ და დემნას ლოყაზე მხურვალედ აკოცა, თან მისმა ამ მოქმედებამ ორივე გააწითლა. - წეღან ზუსტად პიცაზე ვფიქრობდი!
-ღვინოც წამოვიღე და შოკოლადებიც. მანქანაშია და როცა მოგინდება ამოვიტან.
-ოჰ… ღვინო კარგი იქნებოდა, მაგრამ ახლა ვერ დავლევ…
-რატომ? ორსულად ხარ? - ნერვიული ხმით გაიცინა ბიჭმა.
-არა რა სისულელეა! - მილასაც გაეცინა.
-ღმერთო მილა… სი.. სისხლი
-რა იყო? - განცვიფრებულმა გოგომ ეგრევე დაბლა დაიხედა და მის შორტზე სისხლი შენიშნა.
აი სწორედ ახლა იყო ამის დრო!!
“ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა!!”
მილა ოთახში შევარდა, შარვალი აიღო, შემდეგ სააბაზანოში შეიკეტა და გამოიცვალა.
იმდენად შერცხვა, რომ ტირილი დაიწყო.
“ეს როგორ მომივიდა? ასე არ უნდა მომხდარიყო! როგორ შევრცხვი დემნასთან!”
-მილა! - დემნა სააბაზანოს კარებთან იყო და აკაკუნებდა. - კარგად ხარ?
-კი.. ბოდიში, შეგიძლია წახვიდე..
-რატომ მიხდი ბოდიშს? არსადაც არ წავალ! გამოდი!
-არა!
-გამოდი!
-არ გამოვალ დემნა!
-იცოდე შემოვალ!
-ვერ შემოხვალ, ჩაკეტილია!
-აქედან გავაღებ, ფოტოგრაფთან ერთად შესანიშნავი ჩაკეტილი კარებების გამღებიც ვარ!
-ტანზე არ მაცვია. - იცრუა გოგონამ.
დემნას უკვე დაეწყო კარების ჩამკეტის წვალება.
-არაუშავს, შიშველ ქალს არც პირველად დავინახავ და არც უკანასკნელად, იმედია!
-უზრდელო!
სააბაზანოს კარები გაიღო და ლიჩელმა ატირებული სააკაძე რომ დაინახა, გული ლამის მოუკვდა.
-კარგი რა! რას ბავშვობ? მაგ პატარა ინციდენტის შეგრცხვა?
მილა ხმას ვერ იღებდა.
-არაფერია. ეგ ხომ უბრალოდ… ბუნებრივი მოვლენაა! მაგის გამო არ უნდა შეიზიზღო თავი. წამოდი პიცა ვჭამოთ. ხომ კარგად ხარ?
დემნა ძალიან თბილი და მზრუნველი ხმით საუბრობდა.
გოგონამ თავი დაუქნია და სააბაზანოდან მისაღებ ოთახში გავიდნენ. პიცა უხმოდ ჭამეს.
-უნდა დავწვე.. მუცელი მტკივა.
-შოკოლადებს ამოვიტან კარგი?
-კარგი.
სანამ დემნა ამოვიდა გოგონა ლოგინში შეწვა. შემდეგ დემნაც მიუწვა და შოკოლადებიც ჭამეს.
დემნამ გოგონას მუცელზე დაადო ხელი და მისკენ მისწია, ლოგინში ჩაიხუტა და თავზე აკოცა. ლიჩელის ხელმა მუცელის ტკივილი სულ დაავიწყდა გოგონას და მის მკლავებში გაიტრუნა.
-მადლობა. - ჩაიბუტბუტა და თბილად ჩაეძინა.


____________________________
ესეც მეორე თავი ^_^
რას იტყვით? *_*скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი Barbare ❤

shesanishnavia ❤️❤️❤️ aucileblad gaagrdzele ❤️ da am wyvils nu daashoreb gtxov ❤️

 



№2  offline წევრი ლიდია

Barbare ❤
shesanishnavia ❤️❤️❤️ aucileblad gaagrdzele ❤️ da am wyvils nu daashoreb gtxov ❤️

მადლობა, გავაგრძელებ რა თქმა უნდა! ჯერ ერთადაც არ არიან....:ddd

 



№3  offline წევრი Barbare ❤

ლიდია
Barbare ❤
shesanishnavia ❤️❤️❤️ aucileblad gaagrdzele ❤️ da am wyvils nu daashoreb gtxov ❤️

მადლობა, გავაგრძელებ რა თქმა უნდა! ჯერ ერთადაც არ არიან....:ddd

nu perspeqtiva xom aqvt ertad yofnis da mainc nu daashoreb :DDD

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent