შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაღალი საზოგადოება (თავი 18)


3-05-2018, 23:06
ავტორი teengirllove
ნანახია 1 244

მაღალი საზოგადოება (თავი 18)

***ნუცა ****
როგორც კი გაკვეთილები დასრულდა მაშინვე საავადმყოფოსაკენ გავემართეთ მე და ლუკა..იქ დედა,მამა, ბექა,ბიძია რატი და მაკა დეიდა დაგვხვდნენ..გიჟს გავდა მაკა,აქეთ იქით დადიოდა ,თვალები ტირილისაგან ჰქონდა ჩაწითლებული,რატი მას ამშვიდებდა,თუმცა თვითონაც ძალიან განადგურებული ჩანდა. ნელა მივუახლოვდი ,დედას ავესვეტე,მაკა დეიდამ როგორც კი დაგვინახა ჩემსკენ წამოვიდა ,მეც გულის ფანცქალით ველოდი,მომიახლოვდა ,მხრებზე ჩამომადო ხელი და აცრემლებულმა მკითხა,, რა მოხდა სკოლაშიო",არ ვიცოდი რა მეთქვა ,იქნებ ნიტას არ უნდოდა სიმართლე სცოდნოდათ,მოკლედ ბოლოს გადავწყვიტე არაფერი მეთქვა ,თავად ნიტა ეტყოდა
-იცით,ზუსტად მეც არ ვიცი ,პარალელში იყო შესული ,რომ მივედი უკვე ცუდად იყო.. ცოტახანს განადგურებული მიყურებდა ,ბოლოს ხელები მომაშორა
-სანდრო,მასთან იჩხუბა ალბათ,ამანაც ნერვიულ ფონზე..-ტუჩებზე ხელები აიფარა და ჩუმად გადმოუშვა ცრემლი ,შემდეგ ისევ მე შემომხედა - ნუცა მითხარი,სანდროს ბრალია ხო?
ელდა მეცა ,ყელში თითქოს დიდი ბურთი გამეჩხირა,ხმას ვერ ვიღებდი,გაფართოებული თვალებით მივჩერებოდი ,თვითონაც დაჟინებით მიყურებდა ,ბოლოს თავი დამიქნია -ხო,ესეიგი მართალი ვარ.. ზურგი შემაქცია და სკამზე ჩამოჯდა ..
-ხომ კარგად იქნება? ავხედე დედას
-იმედია საყვარელო,იმედია.. ღრმად ამოისუნთქა,თავზე ხელო გადამისვა,ამასობაში ექიმიც გამოვიდა ,ყველა მას მივცვივდით,ერთი და იგივეს ვეკითხებოდით ერთხმად ,კაცი გადაირია,ბოლოს ხელები აღმართა და სიწყნარისკენ მოგვიწოდა
-დამშვიდდით..მოკლედ ,პციენტს ნერვიულონაზე დაემართა გულის მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა..საერთოდ,ამის ყველაზე უმძიმეს გამოვლინებას ფილტვების შეშუპება წარმოადგენს ,მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ,რომ შეიძლება იყოს კარდიალური ასთმა,ყველაზე ხშირი ფორმა გულის უკმარისობის...რაიმე სიმპტომები ხომარ ჰქონია მანამდე ,მაგალითად- ხველა,უმადობა,გაძლიერებული გულისცემა ან ქვედა კიდურების შეშუპება?
-არა ,მსგავსი არაფერი შემიმჩნევია.. გაფითრებულმა ჩაილაპარაკა მაკამ .
-ანუ,ეს შესაძლოა გამოვლინდეს ფილტვების შეშუპებით,კარდიოგენული შოკითაც ,კარდიალური ასთმით...მაგრამ ამ ასაკში ეს შესაძლოა გამოეწვია ანემიას,სიმსუქნეს,შაქრიან დიაბეტს ,თირკმლის უკმარისობას და ს.ხ..
-მან ერთხელ უკვე გადაიტანა გულის მწვავე უკმარისობა,ორი წლის წინ,ოპერაციაც გავუკეთეთ,წამლებსაც სვავდა ,არ მოველოდი თუ გაუმეორდებოდა..
-დიახ შევნიშნე ჭრილობა და მინდოდა ცალკე მეკითხა ამის შესახებ,კარგია რომ ახსენეთ,ამ შემთხვევაში ეჭვი მაქვს რომ გოგონამ დიდი ტრამვა მიიღო ან ბევრი ინერვიულა ..
-და ახლა როგორ იქნება ,სისხლიანი რაღაც რომ გადმოახველა კინაღამ მოვკვდი..როგორციქნა მოვატრიალე ენა პირში,ეს ექიმები ყველაფერს თავიანთ ენაზე გიხსნიან აბა და წესიერად ვერაფერც ვერ გავიგე..
-კი კარგად იქნება ,უბრალოდ მკურნალობას დავუნიშნავთ..
-ანუ მალე გაწერთ? ვკითხე გახარებულმა
-დიახ ,ანალიზებს ავუღებთ,გავსინჯავთ,მკურნალობასაც დავუნიშნავთ ,ერთი-ორი დღით დავიტოვებთ და შემდეგ გავწერთ.. მომახსენა ღიმილით,საპასუხოდ მეც გავუღიმე ,თან შვებით ამოვისუნთქე ,იქვე ცალკე მჯდარ ლუკასთან მივედი და გვერდით მივუჯექი -გეიგე,კარგად იქნებაო
-ხო,მესმოდა.. თავისთვის ჩაილაპარაკა
-უფ,ე.ი არ მოკვდება ..
-ისედაც ვიცოდი ,რომ არ მოკვდებოდა.. ღიმილით შემომხედა
-საიდან?
-ექიმი მინდა გამოვიდე და წინასწარ ვკითხულობ ყველაფერს -ნაძალადევად გამიღიმა -პირველადი დახმარება ხომ მე ჩავუტარე დაგავიწყდა?
-აა ხო,იმწუთას ისე ვიყავი რა მემახსოვრებოდა.. ამის თქმა იყო და დერეფნის ბოლოში ორი სულიერი დავლანდე ,სწრაფად წამოვდექი ფეხზე და მათკენ გავემართე. სანდრო და ნიკა გვერდიგვერდ იდგნენ,ნიკა მე და ლუკას ამრეზით გვათვალიერებდა ,მეც ცივი მზერა ვსტყორცნე და სანდროს შევხედე რომელიც ჩაწითლებული თვალებითა და გადახვეული ხელით წამოვიდა ჩემსკენ
-აქ რა ჯანდაბა გინდათ?! ავესვეტე ორივეს წინ
-ნიტა როგორ არის ნუცა? ხრიწიანი ხმით იკითხა სანდრომ
-ახ,ახლა გაინტერესებს არა როგორაა.
-ნუცა გთხოვ,ისედაც ცუდ დღეშია
-შენ გაჩუმდი,გამომივიდა ახლა ამის მამიდა .. უხეშად მივახალე ნიკას და ისევ სანდროს შევხედე ,საწყალი თვალებით იყურებოდა
-ცოცხალია ,თუ ეს გაინტერესებს ,არ გამოგივიდათ შენ და შენს დაქალს მისი მოკვლა .. ცივად მივმართე ,სანდროს თვალები დაუბრგვალდა
-იმას ნუ ახსენებ!-გამოსცრა კბილებში-ნიტას ნახვა მინდა
-არც გაბედო,იქ არ შეგიშვებ,გინდა მეორედ მოკლა?!
-უნდა დაველაპარაკო ნუცა,უნდა ვუთხრა რომ შევცდი,უნდა მომისმინოს
-რატომ უნდა მოგისმინოს სანდრო, შენ მოუსმინე? რამდენჯერ სცადა ახსნა მაგრამ ათქმევინე?..ნუთუ ასეთი რთული იყო უბრალოდ მოგესმინა?
-მართალი ხარ,დამნაშავე ვარ,მაგრამ პატიებას ხომ ვიმსახურებ არა? თვალები შემომანათა ,მასში იმედის ნაპერწკალი ელავდა ,თუმცა სინათლე ჩამქრალიყო,ასე მიყურებდა საწყალი სახით
-არა,არ იმსახურებ,წადი აქედან ! მივახალე და გამოვბრუნდი,გზაში ნიკა დამეწია
-ნუცა გაუგე გთხოვ, იცი რა ცუდად არის?
-შენ იცი ნიტა როგორ იყო?-გავჩერდი და გაბრაზებულმა შევხედე- იცი რას განიცდიდა ?
-არა ,არ ვიცი ,მაგრამ გთხოვ ,უნდა ნახოს!
-არა ნიკა,უარესი დაემართება ნიტას ახლა მას თუ დაინახავს ...-საერთოს იმ პერიოდში შენს ძმაკაცს უთხარი ეგ ,დაელაპარაკე ამ თემაზე,მაშინ როცა სანდრო ნიტას ცუდად მოექცა სცადე მაინც მიგეხვედრებინა რომ არასწორად იქცეოდა?
-არა..მითხრა და თავი დახარა - მეც მეგონა ,რომ ...რომ..
-რომ ნიტამ სანდრო ფულზე გაყიდა არა? ზიზღით წარმოვთქვი,მანაც თავი დამიქნია -ხოდა იცი რას გეტყვი,ყველა თქვენნაირი ფულზე დახამებული არ არის ნიკა, წადი და წაიყვანე შენი ძმაკაცი, აქ საავადმყოფოა და არა მონანიების ცენტრი..
-არც ფლირტის ცენტრია აქ! მომაძახა ზურგიდან,წამში შევტრიალდი
-რა?
-ხო,შენ და ლუკა კარგად ჭუკჭუკებდით,ალბათ კარგად გაუგეთ ერთმანეთს ,როგორი გულკეთილი ბიჭია .. ირონიით ჩაილაპარაკა
-იცი რას გეტყვი, ლუკა თქვენგან განსხვავებით ნიტას გვერდში დაუდგა ,სხვა დროს კი ჩემს გაკრიტიკებას წადი და შენს ქერებს მიხედე..
მკვახეთ მივახალე ,ამაზე გაეღიმა,ზურგი შევაქციე და ჩემს ადგილს დავუბრუნდი..
****
საღამოს ნიტასთან შესვლის უფლება მომცეს,ჯერ კიდევ სასუნთქ აპარატზე იყო შეერთებული მაგრამ აშკარად მხნედ გამოიყურებოდა ,რომ დამინახა ნაძალადევად გამიღიმა..უნებურად თვალებში ჩავხედე და მასში დავინახე ის რაც არასოდეს დამინახავს -სიბნელე .. კი ვაღიარებ თავიდან რომ გავიცანი არც იცინოდა,არც მხიარული და კომუნიკაბელური იყო,მაგრამ მის თვალებში ყოველთვის ვამჩნებდი იმედს,ცხოვრების სიყვარულს,ბედნიერებას,ხალისს..მაგრამ დღეს მხოლოდ სიბნელე დავინახე ,უიმედობა, ტკივილი. ისედაც შავი თვალები კიდევ უფრო ჩაშავებოდა ,სევდიანად მიყურებდა ,თითქოს რაღაც მოხდა ,რაღაც შეიცვალა მასში, მაგრამ რა ჯერ არ ვიცი..
ნელა მივუახლოვდი და საწოლთან დადებულ სკამზე ჩამოვჯექი
-როგორ ხარ ნიტუშ? ვცადე მხიარულად დამეწყო,მაგრამ მისი ცივი გამოხედვა გულს მიკლავდა
-ნორმალურად.. ხმაც ცივი ჰქონდა
-ძალიან შემაშინე..შეგვაშინე..
-კარგად ვარ ,ნუ ღელავ
-ძალიან მიყვარხარ,გეფიცები რამე რომ მოგსვლოდა მოვკვდებოდი
-არაფერი მომივიდა ,არაფერი მომივა,თუმცა ასე ყოფნას მერჩივნა მომსვლოდა!
-როგორ ასეთ ყოფნას,რა სისულელეებს ამბობ ნიტა!
-ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს გავტყდი,დავიმსხვერი,ავორთქლდი,ფერფლად ვიქეცი
-გაივლის ნიტ,აი ნახავ ,ისევ ისე იქნები ..
-არ ვიქნები..აღარ ვიქნები ნუცა ,შევიცვალე,ამას ვგრძნობ.. მისმა სიტყვებმა გული მომიკლა ,არ შემეძლო მისი ასეთად ნახვა ,მომჩერებოდა ბნელი თვალებით და ღრმად სუნთქავდა ..ცოტახანს დუმილი ჩამოწვა ,ასე ვიყავით პალატაში,ორნი,ჩვენს ფიქრებში წასული,არც ვიცოდი რა უნდა მეთქვა ,ან რა უნდა გამეკეთებინა..
-ნიტა -შეპარვით დავიწყე ,ფანჯარას თვალები მოაშორა და ჩემსჯენ გამოიხედა -სანდრო..
-ნუცა,ეგ აღარ მიხსენო !.. მკაცრად მომიჭრა ,კიდევ უფრო ბნელი გაუხდა ის თვალები
-არც ვაპირებ ,უბრალოდ უნდა მეთქვა რომ სიმართლე გაიგო და შენი ნახვა უნდოდა..მაგრამ არ შემოვუშვი
-რატომ?
გაკვიურვებულმა შევხედე,ისეთი ცივი ხმით მკითხა -როგო თუ რატომ,შენ რა მისი ნახვა ისევ გინდა?
-კი მინდა..მინდა ნახოს რა დღეში ჩამაგდო, როგორ მომკლა თავისი ხელით,მინდა თვალებში ჩავხედო და ვუთხრა რომ მეზიზღება,ვუთხრა რომ ის აღარ ვარ ,მინდა დაიტანჯოს,ეტკინოს ,ტკივილისაგან მოკვდეს...
-ნიტა,შენ არ იცი რა ზიზღით ლაპარაკობ ახლა ,ალბათ ცუდად ყოფნის ბრალია,სინამდვილეში ამას არ გრძნობ ხომ?
-არა..არა რათქმაუნდა არ ვგრძნობ ,იმიტომ რომ..ნუცა გული აღარ მაქვს ,იმდენჯერ ამტკივდა გატყდა ,დაიმსხვრა,შესაბამისად გრძნობაც არ მაქვს ..
ცოტახანს ვილაპარაკეთ ,შემდეგ გარეთ გამოვედი, ლუკა იქვე იჯდა ,ჩემი მშობლები წასულიყვნენ,ბექაც აქ იყო,ნიტას დედა ექიმთან იყო შესული,მამა წამლებზე წასული..მეც მივუახლოვდი,ლუკასა და ბექას შორის ჩავჯექი
-როგორ არის ნიტა? მკითხა ბექამ,სევდიანად გავხედე ,თავი ხელებში ჩავრგე და ღრმად ამოვიგმინე
-ნიტა აღარ არის..
-რა! ფეხზე წამოვარდა ლუკა
-ხო..ის გოგო იქ რომ წევს ნიტა არაა
-აბა ვინ არის..
-არ ვიცი,მას მე არ ვიცნობ ..

****ნიტა****
წამალი გამიკეთეს ,მთელი ღამე უშფოთველად მეძინა ,დილით ადრე გამეღვიძა ,ძალიან ადრე,თავი გამომწყვდეულად ვიგრძენი,ლურჯ კედლებში გამომწყვდეულად..ამ ორი წლის მანძილზე თითქოს დავივიწყე რა ერქვა იმ საშინელებას როდესაც სულ სხვა ადგილს იღვიძებ,ადგილას სადაც წამლის სუნი ტრიალებს ,თეთრ ხალათიანი ადამიანები დაბოდიალიბენ და აპარატის წუილი ისმის ,ხელში ათასი რამ გაქვს გარჭობილი.. მაგრამ ეს ყველაფერი არ მადარდებს ,ზოგადად აღარაფერი მადარდებს ,ვეღარაფერს ვგრძნობ,არაფრის ხალისი არ მაქვს ,არც ჭამა მინდა ,არც ძილი,არ მადარდებს ხვალ ისევ სუნთქვა თუ შემიჩერდება და მოვკვდები..ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ისედაც მოვკვდი,ჩემი სული გატყდა დაიწვა ,ფერფლად იქცა და ჰაერში გაიფანტა ,მანეკენად ვიქეცი,მხოლოდ სხეული ვარ..
ასე ვიწექი ფიქრებში გართული კარგა ხანს ,ხან დედა მოვიდა დამხედა ,ხან მამა,ხან ნუცა და ბექა, კითხვებს მისვავდნენ ,მეც მოკლედ ვპასუხობდი,ლაპარაკის თავი არ მქონდა ,მერე მათაც მობეზრდათ ჩემი მშრალი პასუხები და წავიდნენ,მათი წყენინება არ მინდოდა მაგრამ არ მქონდა თავი ძალით ღიმილის..


-ნიტ ,რა მოხდა ,რაზე ინერვიულე? მკითხა დედამ,როცა ყველამ დაგვტოვა
-არაფერი ისეთი დე..
-ნუ მიმალავ..სანდროს ეჩხუბე?
მისი სახელის ხსენებაზე შევკრთი,ადრე თუ ეს სახლი გულს მიჩქარებდა სიხარულით, ახლა მხოლოდ მტკენდა
-საიდან მოიტანე?
-გავიგე მის კლასსში ყოფილხარ როცა ეს დაგემართა..
-ხო,იქ ვიყავი,მაგრამ ის ადგილი არაფერ შუაშია..მომენტალურად მოხდა ის რაც მოხდა,უცებ ვიგრძენი თითქოს ვიგუდებოდი,მეტი არაფერი..
-გასაგები..გინდა დავურეკავ და მოვა -ცისფერი თვალები შემომანათა-შენ თუ გაგიხარდება..
-არა,არ გაბედო,სანდროს არ დაურეკო ,არ მინდა მისი ნახვა!
-რატომ?
-დავშორდით,მისი ნახვა აღარ მსურს..
-კი მაგრამ როდის,მე რატომ არ ვიცი?
-როდის და იმ დღეს როცა სიმართლე გავიგე ..
დედამ სევდიანად გამომხედა ,თითქოს თვალწინ დაუდგაო ის საღამო -ჩემო გოგო,რამდენი იდარდე იმ საღამოს,რამდენი გადაიტანე..მაგრამ არ შეგეშინდეს,ყველაფერი გაივლის,გაივლის და დაგავიწყდება.. -თავზე ხელი გადამისვა და ნაზად გამიღიმა.
-ეჰ, ყველაფერი გაივლის,მაგრამ არაფერი დამავიწყდება დედა,არაფერი!
სევდიანად გადმომხედა ,ნაზად გამიღიმა -დაგავიწყდება,აი ნახავ საყვარელო..
-დეე,როგორ გაუძელი,როგორ გადაიტანე ამდენი ტკივილი?
-რომელ ერთს გულისხმობ?
-ლევანის სიკვდილისგან განცდილ ტკივილს,რომ გაიგე როგორ გადაიტანე?
ცოტახანს დაბნეული მიყურებდა -შენ გადამატანინე..იმედმა რომ შენ მეყოლებოდი ყველანაირი ტკივილი დამავიწყდა შვილო..
ამ სიტყვებზე გამეღიმა,მასაც გაეღიმა
-აპატიებ,ლევანის,აპატიებ რომ დაგტოვა მარტო,ამდენი წელი რომ გვატყუა?
ცოტახანს დაფიქრდა შემდეგ ამომხედა და თავი დამიქნია -ალბათ კი,ვაპატიებ,იმ სიყვარულის ხათრით რომელიც გვქონდა ვაპატიებ..
-მშურს შენი დედა ,გულწრფელად მშურს.. დანანებით ჩავილაპარაკე
-რატომ?
-ასე ,მარტივად ,რომ შეგიძლია აპატიო საყვარელ ადამიანს, ის ტკივილი რაც მოგაყენა .
-მხოლოდ სიყვარულის ხათრით,წარსული სიყვარულის შვილო,თუ გიყვარს ,ან გიყვარდა მაშინ ყველაფერს პატიობ,რთულად მაგრამ პატიობ ..
თავი გვერდით გადავატრიალე და ფანჯარაში გავიხედე -მაშინ გამოდის რომ მე არ მყვარებია.. ჩემთვის ჩავიბურდღუნე და ფიქრებში გადავეშვი.
საღამოსკენ ,როცა ყველამ დამტოვა და აღარავის მოველოდი კარი გაიღო და ნაცნობი სხეული გამოჩნდა ზღურბლზე , წითელი თვალებით მომჩრებოდა ,ცოტახანს მათვალერა ,შემდეგ კარი მიხურა და საწოლთან ჩამოდგა
-როგორ ხარ?




ესეც 18 თავი,იმედი მაქვს მოგეწონებათ..скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline მოდერი Girl with pretty smile

სანდრო უნდა მოვკლა იმის მიუხედავად,რომ მიყვარს.
რა უქნა ჩემ გოგოს?
როგორ მომიკლა.
გარდამიქმნა
შემიცვალა
გააუცხოვა.
ამას არ ვაპატიებ,მის ტკენას არ ვაპატიებ.
მოუთმენლად ველი ახალ თავს იცოდე !! ^^ )))

 



№2 წევრი teengirllove

Girl with pretty smile
სანდრო უნდა მოვკლა იმის მიუხედავად,რომ მიყვარს.
რა უქნა ჩემ გოგოს?
როგორ მომიკლა.
გარდამიქმნა
შემიცვალა
გააუცხოვა.
ამას არ ვაპატიებ,მის ტკენას არ ვაპატიებ.
მოუთმენლად ველი ახალ თავს იცოდე !! ^^ )))

dzalian rom miyvarxar gitxari?tu ara axla geubnebi rom dzalian,dzalian miyvarxar..male davdeb sayvarelo

 



№3  offline წევრი ლათინო

სანამ ახალ თავს არ წავიკითხავ იქამდე არაფრის მთქმელი არ ვარ მე

















ხო კაი :დდ ძაან მაგარი გოგო ხარ ამ თავის დაწერის გამო(შენ გრაფიკის გადამკიდე მითუმეტეს),ალექსანდრე კია ღირსი ამ ჩაწითლებული თვალების,მარა მაინც მეცოდება ეგ უბედური :/
ხო მართლა აღწერაში რო წავიკითხე ნიტა აღარ არისო კინაღამ გულმა მხეთქა,მერე მთლიანი თავი რო წავიკითხე დავმშვიდდი მარა მერე ისევ ავფორიაქდი იმიტომ რომ გავაანალიზე კიდევ მომიწევდა ლოდინი. იმედი მაქვს იზრუნებ ჩემს ნერვულს სისტემაზეც და ძაან არ დააგვიანებ :დდდდ.♥♥♥♥♥

 



№4 წევრი teengirllove

ლათინო
სანამ ახალ თავს არ წავიკითხავ იქამდე არაფრის მთქმელი არ ვარ მე

















ხო კაი :დდ ძაან მაგარი გოგო ხარ ამ თავის დაწერის გამო(შენ გრაფიკის გადამკიდე მითუმეტეს),ალექსანდრე კია ღირსი ამ ჩაწითლებული თვალების,მარა მაინც მეცოდება ეგ უბედური :/
ხო მართლა აღწერაში რო წავიკითხე ნიტა აღარ არისო კინაღამ გულმა მხეთქა,მერე მთლიანი თავი რო წავიკითხე დავმშვიდდი მარა მერე ისევ ავფორიაქდი იმიტომ რომ გავაანალიზე კიდევ მომიწევდა ლოდინი. იმედი მაქვს იზრუნებ ჩემს ნერვულს სისტემაზეც და ძაან არ დააგვიანებ :დდდდ.♥♥♥♥♥

madloba ,patara latino :))) ratqmaunda shens nervuls sistemaze tuara ,sxva visaze unda vizruno :)))

 



№5  offline წევრი skida

არა რა ხომ ვამბობდი ეგ ბიჭი თავიდანვე საცემია მეთქი ეს რა უქნა ჩემს გოგოს მართლა სიკვდილზე უარესი დამართა. მაგრამ რა ვუთხარი ჩემს გულს მაინც მეცოდება. ცოტა აწვალოს ნიტამ მერე შეურიგდეს. მართალია ის დეგენერატი ამას არ იმსახურებს მაგრამ სანდროს გარეშე ნიტა ვერ წარმომიდგენია.

 



№6  offline წევრი Melancholic

მაოცებ.... მალე რომ არ დადო ალბათ გავაფრენ. საოცრება ხარ.
არმოველოდი... სამედიცინო განხრითაც კარგად გეწერა ყველაფერი. მოკლედ სრულიად კმაყოფილი ვარ შენით, ძაან მაგარი გოგოხარ და წარმატებები.
ოღონდ არ მეყო ცოტა თავები გაზარდე. ❤❤

 



№7  offline წევრი meocnebe avadmyopi

უი ეგ მოსაკლავი
ვაიმე რამდენი ვიცინე იმან რომ უთხრა ნიტა აღარაო და ლუკას უცებ წამოფრენაზე მოვკვდი
მარა შენ ხარ მოსაკლავი მე კი არა
არა რას ნიშნავს არ მყვარებიაო
უყვარდა,უყვარს და ეყვარება
ეს გადაწყვეტილია მომინდომა გოგომ
და ხო პატარა თავი იყო და დიდი მეგონა ფოტოები ს გამო

 



№8 წევრი teengirllove

skida
არა რა ხომ ვამბობდი ეგ ბიჭი თავიდანვე საცემია მეთქი ეს რა უქნა ჩემს გოგოს მართლა სიკვდილზე უარესი დამართა. მაგრამ რა ვუთხარი ჩემს გულს მაინც მეცოდება. ცოტა აწვალოს ნიტამ მერე შეურიგდეს. მართალია ის დეგენერატი ამას არ იმსახურებს მაგრამ სანდროს გარეშე ნიტა ვერ წარმომიდგენია.

xo ,sandro mec mecodeba ,magram arasworad moiqca da unda daisajos

Melancholic
მაოცებ.... მალე რომ არ დადო ალბათ გავაფრენ. საოცრება ხარ.
არმოველოდი... სამედიცინო განხრითაც კარგად გეწერა ყველაფერი. მოკლედ სრულიად კმაყოფილი ვარ შენით, ძაან მაგარი გოგოხარ და წარმატებები.
ოღონდ არ მეყო ცოტა თავები გაზარდე. ❤❤

didi madloba,vecdebi dgesve davdo,sheni wina shenishvna gavitvaliswine da amjerad yvelaferi gadavqeqe sworad rom damewera :))

meocnebe avadmyopi
უი ეგ მოსაკლავი
ვაიმე რამდენი ვიცინე იმან რომ უთხრა ნიტა აღარაო და ლუკას უცებ წამოფრენაზე მოვკვდი
მარა შენ ხარ მოსაკლავი მე კი არა
არა რას ნიშნავს არ მყვარებიაო
უყვარდა,უყვარს და ეყვარება
ეს გადაწყვეტილია მომინდომა გოგომ
და ხო პატარა თავი იყო და დიდი მეგონა ფოტოები ს გამო

xo patara iyo,droshi vizgudebodi da meti ver movaswari,samagierid shemdegi iqneba dzalian didi da shen sul chems mokvlaze rogor xar ,shemiwirav bolos martla :)))

 



№9 სტუმარი ნაინა

აი ძალია ძალიან კარგი იყო, შესანიშნავი გოგო ხარ, დასაჯე აწრუწუე სანდრო ოღოდ არ დააშრო, ცუდია ადამიანს პატიები უნარი რომ არ აქვს ეს ჩემი თქვიდან გამომდინარე ვიძახ, მომწოოოოოონს

ნაინა
აი ძალია ძალიან კარგი იყო, შესანიშნავი გოგო ხარ, დასაჯე აწრუწუე სანდრო ოღოდ არ დააშორო, ცუდია ადამიანს პატიების უნარი რომ არ აქვს ეს ჩემი თქვიდან გამომდინარე ვიძახი, მომწოოოოოონს

 



№10 სტუმარი მარი. ელ❤

შესანიშნავია როგორც ყოველთვის სანდრო მეცოდება მაგრამ ღირსია თავის თავს დააბრალოს... ნიტას გული ძალიან ატკინა და მალე არუნდა აპატიოს❤❤❤

 



№11 წევრი teengirllove

ნაინა
აი ძალია ძალიან კარგი იყო, შესანიშნავი გოგო ხარ, დასაჯე აწრუწუე სანდრო ოღოდ არ დააშრო, ცუდია ადამიანს პატიები უნარი რომ არ აქვს ეს ჩემი თქვიდან გამომდინარე ვიძახ, მომწოოოოოონს

ნაინა
აი ძალია ძალიან კარგი იყო, შესანიშნავი გოგო ხარ, დასაჯე აწრუწუე სანდრო ოღოდ არ დააშორო, ცუდია ადამიანს პატიების უნარი რომ არ აქვს ეს ჩემი თქვიდან გამომდინარე ვიძახი, მომწოოოოოონს

xo namdvilad cudia..:))

მარი. ელ❤
შესანიშნავია როგორც ყოველთვის სანდრო მეცოდება მაგრამ ღირსია თავის თავს დააბრალოს... ნიტას გული ძალიან ატკინა და მალე არუნდა აპატიოს❤❤❤

mec mag azrze var :))

 



№12 წევრი მარიკუნაა♥️

საერთოდ არ მეცოდება:))
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№13 წევრი teengirllove

მარიკუნაა♥️
საერთოდ არ მეცოდება:))

daundobeli mariami :)))

 



№14  offline წევრი talia

Vaime deda ai shen,qali saocreba xar!

 



№15  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

ვაიიიი ესს რა იყოოო როდისს დადებ ახალ თავსსს

 



№16 წევრი teengirllove

talia
Vaime deda ai shen,qali saocreba xar!

მადლობაა

ნარჩიტა
ვაიიიი ესს რა იყოოო როდისს დადებ ახალ თავსსს

მალე დავდებ

 



№17  offline წევრი anns

როდის დადებ? ????

 



№18 წევრი teengirllove

anns
როდის დადებ? ????

ვეცდები დღეს დავდო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent