შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Lost Minds (22,23)


4-05-2018, 08:40
ავტორი Moonlight Sonata
ნანახია 938

Lost Minds (22,23)

22 თავი

ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კარგი მეგობრის არჩევაა. შეიძლება ისინი ძალიან ბევრი გყავდეს, თუმცა მათგან ერთეული თუ იყოს ნამდვილი.
ნამდვილი მეგობარი, ფაქტობრივად, სულის ნაწილივითაა, მას შენი უსიტყვოდ ესმის, ადვილად ცნობს ღიმილის მიღმა დამალულ სევდას და მხოლოდ მისთვისაა გამჭვირვალე სახეზე, სხვის დასანახად მორგებული ნიღაბი, რომლის იქით, შენივე გაშიშვლებული სული, გრძნობები და არ გადმოვარდნილი ცრემლები მოჩანს.
ასეთ ადამიანს შეუძლია შენი ტკივილი გაინაწილოს, უბრალოდ მხარზე ხელი დაგადოს და გაგრძნობინოს, რომ გვერდითაა და რაც არ უნდა მოხდეს მუდამ ასე იქნება. მეგობრები ხომ ის ადამიანები არიან, ვინც ყველაზე უკეთ იციან, როგორი აუტანლები ვართ როდესაც ხასიათი ხელს არ გვიწყობს, რამდენად უსიამოვნოა ამ დროს ჩვენი გამომეტყველება და ზოგადად ჩვენთან კონტაქტი. თუ სხვასთან მუდამ ღიმილიანი, უდარდელი და სიცოცხლით სავსენი ვჩანვართ, მეგობრის სახლი უკვე ის ზონა, ის საიდუმლო ნავსაყუდელია, სადაც შეგიძლია სახიდან ზემოთ ხსენებული ნიღაბი ერთიანად ჩამოიგლიჯო და უბრალოდ იყო ის, რაც ხარ, ყველანაირი თვალთმაქცობისა და პირფერობის გარეშე.
ღამის სამის საათი იყო . . .
ქალაქის ნახევარი უკვე ძილ-ბურანის სამყაროში სამოგზაუროდ იყო წასული, ყველანაირი ჩემოდნისა და ბარგი-ბარხანის გარეშე. რაც შეეხება მეორე ნახევარს, რომელსაც უკვე ღამეული ცხოვრების მოყვარული საზოგადოება შეადგენდა, კლუბები და ბარები გადაევსოთ და წყვდიადს, ასეთი ადგილებისთვის დამახასიათებელი ულტრაისფერი სხივებითა და კაშკაშა განათებებით ებრძოდნენ.
თავის საყვარელ დივანზე, ყველანაირი პლედისა და გადასაფარებლის გარეშე ჩაძინებული დიმა, ამ ორიდან პირველ კატეგორიას მიეკუთვნებოდა. მას შემდეგ, რაც ალექსანდრეს ზარიდან ბეას ადგილსამყოფელის დადგენის ამბავი და მასთან ანდრეას ვიზიტის შესახებ გაიგო, რამდენიმე საათში დამშვიდებული მეგიც გააცილა შინ და ამდენი დაძაბულობისგან გამოფიტული, მაშინვე ბალიშებში ჩეშვა. არ უნდოდა ანდრეასთან იმ დღესვე დაერეკა და ეკითხა, თუ როგორ წარიმართა მოვლენები. დარწმუნებული იყო, რომ კანდელაკის იქ მისვლის შემდეგ, ეს ორი ყველაფერს გაარკვევდა და სიტუაციაც მიწყნარდებოდა.
ლოლასიც ძალიან მადლობელი იყო. ის, რომ არა სიმართლისკენ მიმავალ კვანძებს ვერასდროს გახსნიდნენ და ახლაც გაურკვევლობაში იქნებოდნენ. მიუხედავად ყველაფრისა, ამას ერთი უარყოფითი შედეგიც მოჰყვა. ლოლას წასვლის შემდეგ, რამდენიმე წუთის განმავლობაში დიმა მთელი ძალისხმევით ცდილობდა, მეგისთვის ანასთან სახლში მისვლისა და როგორც გოგონა ამბობდა "იმ ლქაჯის" თმით თრევის სურვილი, გოგონას თავიდან საბოლოოდ ამოგედო. ეს მართლაც, რომ რთული აღმოჩნდა. ზოგადად მეგი ადამიანთა იმ კატეგორიაში გადიოდა, რომელთაც მიღებული გადაწყვეტილება ყოველთვის ბოლომდე მიჰყავთ და უკან არასდროს იხევენ, თუმცა დიმამ იმდენად სთხოვა და ამას ისეთი არგუმენტებიც დაურთო, რომ მან ცხოვრებაში პირველად განზრახვაზე ხელის აღება შეძლო და საბოლოოდ, მაინც გონივრულ რჩევას დაემორჩილა.
წამი წამს მისდევდა, წუთი კი, წუთს . . .
დიმამ გვერდი იცვალა და ბალიშის გამთბარ კუთხე, გრილით შეცვალა. ბინაში გამეფებულ სიჩუმეს, მხოლოდ კედლის საათის მონოტონური წიკწიკი თუ არღვევდა. ირგვლივ ყველაფერი ჩაბნელებულიყო, მხოლოდ შემოსასვლელიდან გამოკრთოდა აბაჟურის ოქროსფრად მბჟუტავი შუქი, რომელიც ბუნდოვნად იჭრებოდა მისაღებ ოთახში და მისი წყვდიადის კლანჭებიდან დახსნას, მთელი ძალისხმევით ცდილობდა.
ყველაფერი ისე მიწყნარებულად და უშფოთველად გამოიყურებოდა, დაცარიელებული ოთახების, გამორთული პლაზმური ტელევიზორისა და ახლახანს მილაგებული სამზარეულოს ჩათვლით, რომ ერთი შეხედვით, მართლა ვერავინ იფიქრებდა, თუ ამ იდილიას რაიმე ან ვინმე დაარღვევდა. ალბათ ეს არც იყო გასაკვირი, თუმცა ამ შემთხვევაში, სრულიად პირიქით მოხდა-მაშინ, როდესაც მდუმარების ნაწილაკები კარზე გაბმული ბრახუნის ხმამ შეაშინა და აიძულა, სადღაც მოუსავლეთში გაქცეულიყვნენ, ამ სასიამოვნო მყუდროებასაც, სამუდამო თანაც უზარმაზარი შავი წერტილი დაესვა.
ძილ-ბურანში მყოფმა დიმამ, რომელიც რაღაც გაურკვეველ სიზმარს ხედავდა, თავდაპირველად იფიქრა, ზემოთ მცხოვრებმა მეზობლებმა რემონტი წამოიწყესო, მაგრამ როდესაც გააცნობიერა, რომ გვიანი ღამე იყო და ახლა ჩაქუჩისა და ლურსმნის ხელში აღების თავი არავის ჰქონდა, მიხვდა, რომ ამ მელოდიურ ხმებს, სწორედ მისი კარები გამოსცემდა.
ეგრევე არ წამომდგარა, ჯერ თვალები მოისრისა, შემდეგ ჩაბნელებულ ჭერს ახედა და როდესაც თვალების გახელილ მდგომარეობაში დატოვება, ხუთ წამზე დიდხანს შეძლო, კარის გასაღებად, ჰოლში ფეხშიშველი გაემართა. იმ სიბნელეში, სადღაც მოუსავლეთში წასული ფეხსაცმელების მოძებნის თავი ნადვილად არ ჰქონდა და არც იმის შესახებ ჰქონდა წარმოდგენა, ვინ უნდა ყოფილიყო უდროოდ მოსული, ღამეული სტუმარი, რომელმაც მისი ძილის ანგელოზი მეტად სასტიკი მეთოდებით დააფრთხო.
დიმას მუხის, ღია ყავისფერ კარს, სათვალთვალო არ ეყენა. არც კი იცოდა რატომ, მაგრამ მის ამოჭრაზე უარი თქვა. სწორედ ამიტომ, კარის გაღებამდე, მომსვლელის ვინაობის შესახებ ვერ გაიგებდა, რათა მხოლოდ ამის შემდეგ გადაეწყვიტა გადაეტრიალებინა საკეტი და სტუმარი სახლში შემოეშვა, თუ ფეხაკრებით დაბრუნებულიყო უკან და თავი მოეჩვენებინა, თითქოს სახლში არ იყო. ახლა, ცხოვრებაში პირველად ინანა, რომ ამ მცირედი დეტალის გათვალისწინებაზე საკუთარი ნებით თქვა უარი, თუმცა სინანულისთვის ზედმეტად დიდი დრო არ დაუთმია. არც ფიქრით გადაუღლია ისედაც გადაღლილი თავი, უბრალოდ თვალები კიდევ ერთხელ მოისრისა, გასაღები ორჯერ გადასწია მარჯვნივ და გაღებულ კარში დანახული ადამიანის გამოჩენამ, წამით დაბნეულობა მოჰგვარა. ახლა ყველაზე ნაკლებად, სწორედ მის დანახვას ელოდა.
-გეძინა?
-გაგიჟდი? ღამის სამ საათზე რატომ უნდა მძინებოდა? -კანდელაკის გულუბრყვილო შეკითხვაზე სიცილიც კი წასკდებოდა, ძალიან მოთენთილი რომ არ ყოფილიყო
-არ გინდა დავლიოთ?
-რა გჭირს? ბეას ელაპარაკე? -მხოლოდ ახლა შეამჩნია მისი ამოღამებული, თითქოს ამ ცხოვრებისგან გადაღლილი თვალები და მიხვდა, რომ ყველაფერი ისე არ წასულა, როგორც ამას, თავად ვარაუდობდა
ანდრეა მისაღებში შევიდა და შუქის, პატარა ჩამრთველს საჩვენებელი თითი ჩამოჰკრა. მართალია დიმას საგულდაგულოდ დალაგებული სახლის დანახვა ცოტა ეუცნაურა, თუმცა ამისთვის განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევია, ისე ჩაესვენა ტყავის სავარძელში და თავი საზურგეზე თვალდახუჭულმა გადასწია. დიმას კითხვა უპასუხოდ დარჩა. მეტრეველი უკვე კარგად ხვდებოდა, რომ ახლა მას ყველაზე ნაკლებად უაზრო კითხვების დასმა სჭირდებოდა, ამიტომ სამზარეულოდან ოცი წლის დაძველების, საგულდაგულოდ შენახული ვისკი გამოიტანა, ჭიქებში თანაბრად ჩამოასხა, მათგან ერთ-ერთი ანდრეას გაუწოდა და იმ სავარძლის სახელურზე ჩამოჯდა, სადაც კანდელაკი ცოტა ხნის წინ ჩაეშვა.
-ყველაფერი ძალიან ცუდადაა, არა? სახეზე შეგატყვე
-უბრალოდ ახლა არ მინდა ფხიზელი ვიყო. არ შემიძლია. მგონი ყველაზე ცუდი დღეა ჩემ ცხოვრებაში -ბოლო სიტყვები განსაკუთრებული ხაზგასმით წარმოთქვა ანდრეამ და ჭიქა ისე გამოცალა, რომ არც კი ამოუსუნთქავს
-რა გამართება ძმაო? ასეთი მაშინაც არ მინახავხარ, რაც ანას ღალატის შესახებ გაიგე -დიმამ თავისი სასმისი გვერდზე გადადო და კანდელაკს კიდევ ერთი ჭიქა დაუსხა. ასეთ განადგურებულს და ემოციურად გამოფიტულ ანდრეას, მართლაც რომ პირველად ხედავდა. შეეძლო დაეფიცა, რომ ამ წუთას იგი მომაკვდავ ადამიანს ჰგავდა, რომელიც წასვლამდე უკანასკნელი სურვილის შესრულებას ითხოვდა
-თუ გინდა დასამშვიდებლად რაიმე დალეწე, აი იმ ლარნაკით დაიწყე, ყოველთვის ნერვებს მიშლიდა -ხელი თაროზე შემოდებული, ყვავილებიანი დეკორაციისკენ გაიშვირა დიმამ
-მოდი უბრალოდ დავლიოთ, კარგი? -დიმას ჭიქას, გაყინული თითებით დასწვდა იგი, ხელში შეაჩეჩა და წამით მზერა იმ ბავშვობის ფოტოზე გაუშტერდა, რომელზეც ის და მეტრეველი იყვნენ გამოსახულები. ფოტო ლამაზ, მთიან ადგილას იყო გადაღებული, საზაფხულო ბანაკში. აქ, დაახლოებით ჩვიდმეტი წლისანი თუ იქნებოდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს დღეც და მისი სიგიჟეებიც ორივეს გუშინდელივით ახსოვდა
-ბანაკის სურათს უყურებ, არა? -უნებურად გაეღიმა დიმას -ამ დღეს, ისეთი რაღაც "გაგიჩალიჩე", რომ მხოლოდ რვა წლის შემდეგ თუ გეტყოდი და აი ის წუთებიც დადგა
-მაინც რა? -ინტერესით ახედა ანდრეამ
-გახსოვს ბანაკში ერთი უკრაინელი გოგო, რომ იყო ჩამოსული, ყველა ბიჭი რომ მას დასდევდა და გამოცვლის დროს ჩუმად უთვალთვალებდა? -მეგობრის მზერამ მიახვედრა, რომ ახსოვდა, ამიტომ თავისთავად განაგრძო -მოკლედ შენით ძალიან მოიხიბლა. ერთ დღეს მოდის და მეუბნება სერიოზული სალაპარაკო მაქვსო. რა თქმა უნდა დრო გამოვუნახე და იცი რა მთხოვა? ამაღამ სადმე სხვაგან დაიძინე, ანდრეას კარავში მე შემიშვი, ძალიან მომწონსო
-ამიტომ მთხოვე მაშინ, რომ სხვა კარავში დამეძინა? -ინტერესით ახედა კანდელაკმა და ტუჩის კუთხეში ღიმილი გაუკრთა
-ჰო, შენ მაგივრად მე დავხვდი. სიბნელე იყო, მაინც ვერაფერს გაარჩევდა -მიუგო და ჭიქაში ჩარჩენილი ალკოჰოლი გამოცალა
-ახლა გასაგებია, ყოველი შეხვედრისას უაზროდ რატომ მიღიმოდა. კიდევ კარგი არ დაფეხმძიმდა, თორემ რომ მომადგებოდა და მეტყოდა შენგან ბავშვს ველოდებიო, წარმოიდგინე რა კომიურიი სიტუაცია შეიქმნებოდა
ორივეს გაეცინათ . . .
-აღარ იტყვი?
-რა უნდა ვთქვა?
-ის, რის გამოც სასმელში იხრჩობი. ბეამ ასეთი რა გითხრა? შენ და ის . . .
-ცნება მე და ის, უკვე აღარ არსებობს, წარსულში დარჩა -კედლის ერთი ამოჩემებული წერტილისთვის თვალი არ მოუშორებია ისე მიუგო მან. როგორ უჭირდა ბეაზე წარსულ დროში საუბარი, მაგრამ ერთი მხრივ, ვერც იმ სიტყვებს ივიწყებდა, რომელიც ახლაც საშინელებათა ფილმის საზარელი ხმებივით ჩაესმოდა ყურებში და სიმშვიდის საშუალებას არ აძლევდა
-ისევ ანა -უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა დიმამ -უკვე მეორედ დაანგრია შენი ცხოვრება. ალბათ ისიც არ იცი, რომ არავის ვალი არ ჰქონია და მთელი ეს დრო თვალთმაქცობდა
-ვიცი. მაშინ მივხვდი, როდესაც ბეამ ის ფოტოები ცხვირწინ ამიფრიალა -უნდა გენახა მისი სახე. ვუყურებდი და არ მჯეროდა, რომ იმავე ბეას ვუყურებდი, რომელსაც ადრე ვიცნობდი
-ტკივილი ადამიანს ცვლის, ანდრეა. ეს ბუნებრივია
მინის ჭიქა კიდევ ერთხელ შეივსო და კიდევ ერთხელ დაიცალა . . . საათზე დაკიდებული კედლის საათი კი, კვლავ უწინდებურად შეუსვენებლად წიკწიკებდა...
-იმედია ოდესმე ისევ ისეთი გახდება, როგორიც ადრე. მინდა, რომ ბედნიერი იყოს, თუნდაც ჩემს გარეშე
-ყველაფერი გაივლის ანდრეა. ამასაც მოერევი, აი ნახავ . . .
გარკვეული პერიოდის განმავლობაში დუმილი ჩამოვარდა. ვერც ერთი ვერ იტყოდა, თუ რამდეხანს გაგრძელდა იგი, თუმცა როდესაც ანდრეამ დაბლა დახრილი თავი წამოსწია და მზერა დიმას გაუსწორა, მდუმარებაც, მაშინვე დაირღვა
-შენთვის ოდესმე მითქვამს, რომ ძმაზე მეტი ხარ?
-არა, არ გითქვამს -ჩაეცინა მეტრევლს -დღეს რაღაც ძალიან . . .
-სენტიმენტალური ვარ, არა? -გააწყვეტინა -არაუშავს, ცხოვრებაში ერთხელ ყველას გვაქვს ასეთი მომენტი -ღიმილითვე მიუგო კანდელაკმა, ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოაძვრინა, მაგიდაზე დადებულ სანთებელას დასწვდა და მოსაწევად მისაღები ოთახიდან, აივანზე გაეშურა.
წყნარი, ცენტრალურ ქუჩებს ოდნავ მოშორებული უბანი, ამჯერადაც სიმშვიდეს მოეცვა. წინ მდებარე კორპუსის ყველა ბინიდან სიბნელე გამოკრთოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მათი მაცხოვრებლები უკვე ღრმა ძილში იყვნენ და ალბათ, ღამეულ სიმზრებსაც ნახულობდნენ. ირგვლივ, სრულიად ყველაფერი, იდუმალ სიშავეში ჩაძირულიყო. ამ წყვდიადს, მეფის ხელქვეითებივით დავდახრილი ლამპიონები, ხელჩართულ ბრძოლას უცხადებნენ, ეს კი, საბოლოოდ, მაინც მათი მარცხით სრულდებოდა.
ანდრეა ისევ იმავე პოზაში იდგა-მარცხენა ხელით აივნის მოაჯირს დაყრდნობოდა, მარჯვენა ხელის საჩვენებელსა და შუა თითს შორის, სიგარეტის ღერი ჰქონდა გაჩრილი და პირიდან გამოშვებულ თეთრ კვამლს, გრილ, სისველით გაჟღენთილ ჰაერში უშვებდა. ჯერ კიდევ არ სჯეროდა, რომ საქორწინო ბეჭედი აღარ ეკეთა და მასთან ერთად, აღარც ბეა ჰყავდა. არადა როგორ უნდოდა გოგონას მისი სიტყვებისთვის დაეჯერებინა და ამდენი ხნის მონატრებული, კიდევ ერთხელ ჩაეკრა გულში. უყვარდა . . . ყველაფრისდა მიუხედავად, მაინც გაგიჟებით უყვარდა და ვერც კი წარმოედგინა, უმისოდ ცხოვრება როგორ უნდა გაეგრძელებინა.
რა იქნნებოდა შემდეგ? ალბათ უღიმღამო დღეები, ნაცრისფერი დილა-საღამოები და მარტოობა, რომელსაც ბოლო დროს, ბეას წყალობით გადაეჩვია. შეძლებდა ისევ თავის ძველ სამყაროს დაბრუნებოდა? ფაქტი იყო, ეს ყველაზე ნაკლებად უნდოდა, თუმცა სხვა გზა ნამდვილად არ ჩანდა. რაც არ უნდა ყოფილიყო, ამასაც მოერეოდა. მერე რა, რომ კიდევ ერთი იმედგაცრუება განიცადა? ცხოვრებაში მიღებული ყოველი მწარე გამოცდილება, ხომ ძალას ვგმატებს, გონებრივად გვზრდის და უფრო ჭკვიანს გვხდის, ვიდრე აქამდე ვიყავით?!
ანდრეამ სიგარეტის საკმაოდ დაპატარავებული ნამწავი რკინის მოაჯირზე დაასრისა. სიფრთხილეს თავი არ სტკიოდა, ამიტომ ჯერ დარწმუნდა რომ იგი ნამდვილად ჩამქრალი იყო, შემდეგ აივნის კუთხეში მიდგმულ პლასტმასის ურნაში ჩაუშვა და ის-ის იყო, მეორე ღერის ამოღება დააპირა, რომ თავის ზურგს უკან, ნაბიჯების ხმამ შეაჩერა. დიმა ნელა, დაძაბული სახით მოიწევდა მოაჯირისკენ, ხელში ანთებული მობილური ეჭირა და სახეზე დიდი გაურკვევლობა, თუ სასოწარკვეთა ეხატა.
-რა გჭირს? რა გამომეტყველება გაქვს? -მისი სახის შემხედვარე ნებისმიერი ადამიანი შეცბებოდა, თუმცა კანდელაკი უფრო გაკვირვებული ჩანდა. ცოტა ხნის წინანდელ და ახლანდელ დიმას ერთმანეთს ადარებდა და ვერ გაეგო, თუ რას უნდა გამოეწვია ესოდენ დიდი ცვლილება
-არ მიპასუხებ? -ამჯერად მის ხელში მოქცეულ, ტელეფონს დააკვირდა იგი და ეკრანიდან შეამჩნია, რომ ახლახანს ვიღაცასთან საუბარი დაესრულებინა. გულმა მაშინვე ცუდი უგრძნო -დიმა რა ხდება მეთქი? ხმა ამოიღე!
-ბეატრისი . . .
-რას სჭირს? -ხმის კანკალით, ძლივს ამოიხრიალა ანდრეამ და იგრძნო, რომ თვალებზე ბინდი გადაეკრა -ამის დედაცც!!!! მითხარი რა დაემართა?! -მეტრეველთან მივარდა იგი, ორივე საყელოში ხელი ჩაავლო და მაგრად შეანჯღრია. ასეთ წუთებში დუმილი, მართლაც რომ საშინლად მოქმედებდა მის გონებაზე. სწორედ ამიტომ თავის თავსა და მოქმდებებს, კონტროლს ვეღარ უწევდა
-ანდრეა . . . ბეატრისი . . .
-თქვი დიმა!!! -მთელი ხმით დაიღრიალა მან -ხმა ამოიღე!!!
-ავტოსაგზაო შემთხვევაა . . ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ახლა საავადმყოფოში გადაჰყავთ -ბოლოს და ბოლოს, პედაგოგის მიერ დასჯილი მოსწავლესავით ამოთქვა მეტრეველმა
მერე კი . . . დედამიწამ, თითქოს ბრუნვა შეწყვიტა . . .

3 საათის წინ

ბეა ჩაბნელებული სასდტუმროს წინ, წვიმისგან დასველებულ ქვაფენილზე იდგა და ბოლო ხმაზე კვლავ ანდრეას სახელს გაიძახოდა. ჯერ კიდევ არ სჯეროდა, რომ საყვარელ ადამიანს ასე ელაპარაკა და ის სიტყვები უთხრა, რაც გულს ყველაზე ძალიან ატკენდა. ახლა ბეასთვის, რომ გეკითხათ, მსოფლიოში ყველაზე იდიოტი ადამიანად ვის თვლიო, აუცილებლად თავის თავს დაასახელებდა.
რა უნდა ექნა? რა გაკეთებინა? გამოსვლისთანავე, შეტყობინება გაუგზავნა, სადაც ყველაფრისთის პატიებას სთხოვდა და სწერდა დაბრუნებულიყო, თუმცა საპასუხო SMS რა თქმა უნდა, არ მოსვლია. დაერეკა და უკან დაებრუნებინა? ამაო იყო, მშვენივრად იცოდა ანდრეას ხასიათი და ახლა უკვე კარგად ხვდებოდა, რომ მობილური ფრენის რეჟიმზე ან უკიდურეს შემთხვევაში გამორთულ მდომარეობაში ექნებოდა. შესაბამისად ვერც ზარს უპასუხებდა და ვერც შეტყობინებას. ეს არც იყო გასაკვირი. კანდელაკის ადგილას მოხვედრის შემთხვევაში, თვითონაც ზუსტად ასე მოიქცეოდა და იმ საშინელ სიტყვებს, თავიდან ასე მარტივად ვერ ამოიგდებდა.
გოგონამ საფეთქლებზე თითები მიიჭირა და იქაურობას ცრემლიანი თვალები მოავლო. მხოლოდ ახლა იგრძნო, რომ ტანზე სიცივე ეკლებად აყრიდა და ხელები აიზბერგის ნატეხებივით გაჰყინვოდა. შეეცადა დრო განესაზღვრა. როდესაც დასაძინებლად დაწვა, დაახლოებით თორმეტი საათი იქნებოდა. დიდხანს ნამდვილად არ სძინებია, ამიტომ მისი ვარაუდით, მალე სამი საათი უნდა შესრულებულიყო. ამ დროს, ტაქსის შოვნა ძალიან გაუჭირდებოდა, მით უმეტეს ამ მიდამოებში, თუმცა ცდად მაინც ღირდა. დღესვე უნდა დაბრუნებულიყო ქალაქში, დღესვე უნდა ენახა ანდრეა და ამ ყველაფრისთვის პატიება ეთხოვა. ცხოვრებაში პირველად არ რცხვენოდა ბოდიშის მოხდა, პირველად იყო, რომ ეს გადაწყეტილება ასე სპონტანურად მიიღო და ამას თავადაც აცნობიერებდა. იქნებ ყოველთვის ასე ხდება? იქნებ ყველანაირი ყოყმანისა და ფიქრის გარეშე, სწორედ მათ ვუხდით ბოდიშს, ვინც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და ვისი დაკარგვაც ყველაზე მეტად გვეტკინება?!
გოგონამ გადაწყვიტა ნომერში აბრუნებულიყო. ახლა მხოლოდ ის უნდოდა ჩაეცვა, ბარგი ჩაელაგებინა, ტაქსი რაც შეიძლებოდა ჩქარა გამოეძახებინა და სასწრაფოდ ქალაქში დაბრუნებულიყო. იქ გაჩერება უკვე აღარ შეეძლო. ვერაფრით მოახერხებდა სასტუმროში კიდევ ერთი ღამე გაეთია, როცა იმ დაკარგულ სამ დღეზეც წყობილებიდან გამოდიოდა, რომლებიც შეეძლო თავის საყვარელ ადამიანთან გაეტარებინა, მაგრამ უაზრო ეჭვიანობისა და ბავშვური გამოხტომის გამო, ყველაფერი გააფუჭა.
მართლაც, რომ პარადოქსია, არა? შეიძლება ის გადაწყვეტილება, რომელიც ერთ დღეს ყველაზე სწორი და გამართლებული გვგონია, გარკვეული დროის შემდეგ, ყველაზე სულელურად მოგვეჩვენოს, მათ შორის რაც კი ოდესმე მიგვიღია. ამ დროს გვინდება, დროის ხვრელი გაიხსნას, უკან დავბრუნდეთ და ის სისულელეები გამოვასწოროთ, რომლებმაც ცხოვრება აგვირია და სიმშვიდის მოპოვების ნაცვლად, იგი დაგვაკარგვინა კიდეც.
ბეამ სიცივისგან გაყინულ მკლავებზე, თითები ჩამოისვა და უკან, სასტუმროს შესასვლელისკენ მიბრუნდა. სწრაფად მიდიოდა, ერთი მხრივ იმიტომ, რომ გარეთ საშინელი სუსხი იყო, ხოლო მეორე მხრივ,კი, ერთი სული ჰქონდა როდის მოემზადებოდა, ჩაიცვამდა და ქალაქში დაბრუნების პირველ ნაბიჯს გადადგამდა-ტაქსის შოვნას შეეცდებოდა.
ქუჩაში ქარის შემზარავი ზუზუნი არ წყდებოდა. ამას უეცრად, საიდანღაც გარეთ უდროოდ მოხეტიალე ნაცრისფერი ავტომობილის ხმაურიც დაერთო, რომელშიც რაღაც როკ-მუსიკა ბოლო ხმაზე აეღრიალებინათ, თმაგაშლილი ახალგაზრდა გოგონები ფანჯრებიდან ამომხტარიყვნენ და ბოლო სიჩქარით მიმავალი მანქანიდან საკმაოდ ხმამაღლა გაჰკიოდნენ თავიანთი უგემოვნო მუსიკის სიტყვებს. ბეამ წამით თავი მათკენ მიაბრუნა, შემდეგ მზერა ისევ წინ მიმართა და ის-ის იყო, სასტუმროში შესასვლელი კარი უნდა შეეღო, რომ უეცრად უკნიდან, სადაც წესით არავინ უნდა ყოფილიყო, ვიღაცამ მკლავში ხელი ზედმეტად უხეშად ჩაავლო. უცნობმა გოგონა თავისკენ, ელვის უსწრაფესად მიატრიალა და მეორე ხელი, ამჯერად მაჯაში ჩაავლო. ქუჩაში მათ გარდა არავინ იყო, ღამის თავდამსხმელი კი, ბეას შიშისგან გაფითრებულ სახეს ცინიკური, ბოროტული ღიმილით ათვალიერებდა და მის ნაცრისფერ გუგებში დანახული შიში უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა. ღამის თავდამსხმელმა დიდხანს უყურა გოგონას თვალებში ჩამდგარი სადისტური ცეცხლით, მერე კი, თითქოს რაღაც გაახსენდაო, მზერა მომენტალურად შეეცვალა და შემდეგი სიტყვები აღმოხდა:
-არ მოგენატრე, საყვარელო?
ვინ იცის, რამდეხანს იდგა ბეა დაბნეული სახით, მკლავზე მაგრად მოჭერილი ხელიდან, მზერა თავის წინ მდგარ ადამიანზე გადაჰქონდა და ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებდა, თუ რა ხდებოდა მის თავს. ახლა ყველაზე ნაკლებად, სწორედ მის დანახვას ელოდა. ან კი საიდან უნდა მიეგნო? როგორ გაიგო, რომ ზუსტად აქ იქნებოდა, როდესაც მისი ადგილსამყოფელის შესახებ ახლობლებსაც კი არ ჰქონდათ წარმოდგენაა?
-რა მოხდა? ენა გადაყლაპე? -ისევ ცინიკური ხმით გაიჟღერა დასმულმა შეკითხვამ -აბა მოყევი, როგორ ორიგინალურად მიგატოვა შენმა ახალმა მაჩომ. კარგი გრძნობაა, როდესაც შენზე უარს ამბობენ, არა? ახლა ხვდები მე რა ვიგრძენი? -მაგრად შეანჯღრია მკლავებში მომწყვდეული გოგონა და თვალები უფრო მეტი ბრაზით აუელვარდა
-საბა . . . აქ რა გინდა?
-აქ რა მინდა, არა? სამი დღეა გითვალთვალებ და ველოდები სასტუმროდან როდის გამოაღწევ. ხომ გესმის, იქ ბევრი ხალხია და ვინმე დამცველი ნამდვილად გამოგიჩნდებოდა. გამოგიტყდები აქ კარგი საქმისთვის არ ვარ ძვირფასო ბეა!
-გამიშვი, მტკივა -მისი მკლავებიდან დახსნა სცადა გოგონამ და სახეში შეხედვისას, სასტუმროდან გამოსულ შუქზე, საბას ამოწითლებული თვალის უპეებიც დაინახა -შენ რა, კაიფში ხარ? ნარკოტიკი მიიღე?
-შენი საქმე არ არის! ახლავე წამოდი და მანქანაშიი ჩაჯექი, აქვე მაქვს დაყენებული
-არსად არ წამოვალ! შემოდი, ნომერი აიღე, ცოტა მოწესიგდი, გამოიძინე. ვერ ხედავ რას გავხარ? თავს რას უკეთებ? ვერ გცნობ, საბა
-ჰო არა? -მკლავზე უფრო მაგრად მოუჭირა თავის მსხვერპლს -ამიერიდან მხოლოდ იმას გავაკეთებ, რასაც გული მიკარნახებს. ახლა კი ის მეუბნება, რომ შენი სიტყვები ფეხებზე უნდა დავიკიდო, მანქანაში ჩაგაგდო და როგორც მინდა ისე მოგექცე. ხედავ რად მაქციეთ შენ და იმ ნაბიჭვარმა? მორჩა მივდივართ!
-გამიშვი საბა, ახლა ვერ აზროვნებ! -სცადა წინააღმდეგობა გაეწია, თუმცა ბიჭს უკვე მაჯაში ხელი ჩაევლო მანქანისკენ ძალის გამოყენებით მიათრევდა
-მშვენივრად ვაზროვნებ. შენ კი, მოკეტავ და რასაც გეტყვი იმას გააკეთებ! თუ მე უბედური ვარ, ვერც თქვენ იქნებით ბედნიერები, ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ!
თვალებჩასისხლიანებულმა და გაბოროტებულმა საბამ, მეტი სიფრთხილითვის, ბეას პირზე ხელიც ააფარა და მიუხედავად იმისა, რომ გოგონა მთელი ძალით ცდილობდა წინააღმდეგობა გაეწია, საბოლოოდ მაინც მოახერხა, როგორღაც მანქანის წინა სავარძელზე შეაგდო, კარი მაგრად მიუჯახუნა და სანამ იგი რაიმეს გაკეთებას მოასწრებდა, საჭესაც მიუჯდა. ბოლომდე გაცნობიერებული არც ჰქონდა რას აკეთებდა, თუმცა სანამ თავის არ დასახულ გეგმას აასრულებდა და მანქანას დაქოქავდა, ბოლო კადრად, ბეას ცივი, არაფრისმთქმელი მზერა მოხვდა თვალში, მერე კი ყველაფერი სპონტანურად, წინასწარი გათვლებისა და მიზნების გარეშე მოხდა- საბამ უბრალოდ მანქანის გასაღებიი გადაატრიალა, ზემოთ დამაგრებული სარკე მარჯვენა ხელით გაასწორა და სასტუმროს პარკინგიდან ბოლო სიჩქარით გავარდა.
ვინმეს რომ ეკითხა, ნამდვილად ვერ უპასუხებდა, თუ რატომ აკეთებდა ამ ყველაფერს, ან რომელი ადგილი ჰქონდა არჩეული ავტომობილის საბოლოო გაჩერებად. მოცემულ მომენტში საბა უსულო რობოტს მოგაგონებდათ, რომელიც ვიღაც კონკრეტული პირის მიერ იყო დაპროგრამებული და მის დავალებებს ყველანაირი პროტესტის გარეშე ასრულებდა.
არც ერთი წინადადება, არც ერთი სიტყვა . . .
მთელი სამი წუთი, ისე იარეს, ხმაც კი არ ამოუღიათ. საბა ლამპიონებით განათებულ გზას უყურებდა, ბეა კი მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რა გაეკეთებინა ისეთი, რომ მისი კლანჭებისგან თავი როგორმე დაეხსნა. ახლა, ერთ დროს კარგად ნაცნობი ადამიანი, რომელსაც თავის ცხოვრებაში არავისთვის უწყენინებია, იმდენად უცხოდ და საშიშად ეჩვენებოდა, რომ წამით ეჭვიც კი შეეპარა ნამდვილად ის იყო, თუ არა. დანაშაულის გრძნობაც აწუხებდა, ბიჭის ასეთი გარდასახვა ხომ სწორედ მისი დამსახურება იყო? ამაზე ადრე არასდროს უფიქრია, არ დაინტერესებულა იმით, თუ როგორ გრძნობდა თავს საბა. მის ამბებს, მხოლოდ მეგისგან გებულობდა, ისიც ზედაპირულად. მიაჩნდა, რომ საბასადმი დიდი ყურადღების გამოჩენით, ანდრეას უღალატებდა, თუმცა ახლა რომ უფიქრდებოდა, თავის ქმედებებში მხოლოდ უპასუხისმგებლო, უგულო ადამიანის საქციელს ხედავდა და მეტს ვერაფერს.
-რატომ არაფერს ამბობ? საერთოდ არ გეშინია? იქნებ გგონია, რომ უბრალოდ გეხუმრები და სახლის წინ მშვიდობიანად ჩამოგსვამ, რათა ისევ იმ ნაბიჭვართან გაიქცე?
-საბა ძალიან ჩქარა მივდივართ -მხოლოდ ეს უპასუხა გოგონამ და იგრძნო როგორ შეეპარა ხმაში დაძაბულობა. თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ეს ყველაფერი კარგად არ დასრულდებოდა
-ანუ რ მოგწონს როგორც მივდივარ, არა? კარგი, ახლავე დავუკლებ -გესლიანად მიუგო მან და იმის მაგივრად, რომ სიჩქარის მაჩვენებელი დაბლა დაეყვანა, პირიქით მას საგრძნობლად მოუმატა
-მითხარი რას აპირებ? უბრალოდ მაინტერესებს რას უნდა ველოდე
-ჯერ შენ უპასუხებ ჩემ კითხვებს! მითხარი ის ტიპი გიყვარს? მასთან უკვე იწექი?
-საბა არ გაქვს უფლება ასეთი კითხვები დამისვა! ახლავე გააჩერე მანქანა . . .
-შენ ნუ მასწავლი რისი უფლება მაქვს და რისი არა!!! -საჭეს ხელი გაბრაზებულმა დასცხო ბიჭმა -ახლავე მიპასუხე, თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ!!!
-გთხოვ სიჩქარეს მოუკელი, რაიმეს დავეჯახებით -კვლავ სცადა მისი საღ აზრზე გადმოყვანა ბეამ, თუმცა მხოლოდ იმას მიაღწია, რომ სპიდომეტრზე ნაჩვენები სიჩქარე კიდევ 20კმ/სთ-ით გაიზარდა
-შენ მე გამანადგურე ბეა. მიღალატე, ყველაფერი ფეხქვეშ გათელე, რაც ერთმანეთთან გვაკავშირებდა. მითხარი მასში ასეთი რა იპოვე? რით მოგხიბლა ასე ძალიან, რომ ჩვენი ურთიერთობაც კი დაგავიწყა? ჩვენ ხომ ერთად ასე კარგად ვიყავით? -იმდენად საცოდავი ტონით ჟღერდა ეს სიტყვები, რომ დრამის მოყვარულ მაყურებელს, დიდი ალბათობით, ცრემლიც კი წასკდებოდა
-ჩემი და შენი ურთიერთობა სრულყოფილი არასდროს ყოფილა, საბა. მას ძალიან ბევრი ნაკლი ჰქონდა და ეს ჩემზე კარგად იცი
-და იმასთან თავს სრულყოფილად გრძნობ?
-საბა გთხოვ გააჩერე -მუდარით სავსე, ცრემლმორეული მზერით გახედა გოგონამ, თუმცა მისი გაბოროტებული გამომეტყველების დანახვისას მიხვდა, რომ ყველანაირი მცდელობა ამაო იყო, რომ ეს შეიძლებოდა დასასრული ყოფილიყო და ვეღარაფერი მოეხერხებინა, რათა ყველაფრი მშვიდობიანად დამთავრებულიყო
-შენ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ ბეა! ვხვდები, რომ ჩვენი ურთიერთობა უკვე ვეღარ აღდგება, რადგან მთავარი ხელის შემშლელი დედამიწაზე დააბიჯებს. ჰოდა, რადგან ის აქ არის, მაშინ ჩვენ ორნი წავალთ აქედან, თანაც ერთად
-რას აპირებ? -პასუხი უკვე იცოდა, თუმცა რატომღაც მაინც იკითხა გოგონამ
-თუ სიცოცხლეში არა, სიკვდილის შემდეგ მაინც შევძლებთ ერთად ყოფნას. აი ამას ვაპირებ! რაო შეგეშინდა?
-საბა გიჟი ხარ. თავს ვერ აკონტროლებ. შენ ვერ გადაწვეტ როდის უნდა დამთავრდეს ჩვენი სიცოცხლე. გთხოვ დამიჯერე და სვლა შეანელე, გევედრები . . .
-ხმა ჩაიწყვიტე!!! შენ ვერ მასწავლი რა უნდა გავაკეთო და რა არა. რასაც მინდა იმას გადავწყვეტ და თუ გეუბნები, რომ დღეს ორივენი მოვკვდებით, ესე იგი ასეც იქნება!
-არ მოგცემ ამის უფლებას. ორივეს მთელი ცხოვრება წინ გვაქვს, კიდევ ბევრი რამ გვაქვს გამოსავლელი და ყველაფერს, აქ და ახლა ვერ დაასრულებ! განერვიულებული ხარ და გადაწყვეტილებას ცხელ გულზე იღებ. გთხოვ ეს არ გააკეთო, არ გინდა . . . -გოგონამ საჭეს ორივე ხელი მოჰკიდა, რათა მანქანა გზიდან გადაეყვანა და გაეჩერებინა, თუმცა საბამ ხელი უხეშად გააშვებინა და მთელი ხმით დაუღრიალა:
-შენს ადგილას უხმოდ იჯექი და არ გაინძრე! გაფრთხილებ, ბეა ხელი არ შემიშალო!!! რამდენიც არ უნდა ილაპარაკო, მე ამ გადაწყვეტილებაზე ხელს არ ავიღებ! დღეს ორივე ჩვენგანისთვის ბოლო დღეა, მორჩა და გათავდა!!! გესმის? მორჩა!!!
-შენს ახლობლებზე მაინც იფიქრე -ბოლო იმედს ჩაებღაუჭა გოგონა. თავის თავზე იმდენად არ ნერვიულობდა, როგორც იმ ხალხზე, ვისაც მისი სიკვდილი გაანადგურებდა -დაფიქრდი როგორ იქნებიან ისინი, თუ შენ რაიმე დაგემართება. მეგიზე იფიქრე, მას ხომ ძმასავით უყვარხარ?
-მოკეტე!!! არაფრის მოსმენა აღარ მინდა!!! შენი მგრძნობიარე საუბრები გადაწყვეტილებაზე ხელს ვერ ამაღებინებს!!! გირჩევნია რაიმე კარგზე იფიქრო და დრო უაზრო ლაპარაკში არ დახარჯო. ხომ ხვდები რასაც ვგულისხმობ?
ბეას აღარაფერი უპასუხია. თითქოს ყველანაირი იმედი ჩაუკლა საბას ურეაქციობამ და სისასტიკემ, რომელსაც ცხოვრებაში პირველად, ყველა და ყველაფერი ფეხებზე ეკიდა. მართლაც, რომ ძალიან ეშინოდა გოგონას სიკვდილამდე დარჩენილი ბოლო წუთების, როდესაც იცოდა, რომ აუცილებლად მოკვდებოდა. სწორედ ამიტომ, იმ კრიტიკულ მომენტში, ამ ფიქრების თავიდან ასარიდებლად, მხოლოდ ერთი რამის გაკეთება შეძლო, თავი სავარძლის საზურგეზე გადასწია, თვალები დახუჭა და როგორც ბიჭმა ურჩია, თავის ცხოვრებაში ყველაზე სასიამოვნო მომენტების გახსენება დაიწყო. თითქოს ლენტაზე ჩაწერილი კადრებივით მიდიოდა მისი მოგონებების მთელი ხაზი. ახსენდებოდა თავისი ათი წლის იუბილე, სადაც მამამ საოცნებო, ვარდისფერი ველოსიპედი აჩუქა, მოაგონდა ის წელი, როდესაც ის და მეგი, პირველად წავიდნენ დასასვეებლად დამოუკიდებლად, მშობლების გარეშე, რათა საზაფხულო არდადეგები ერთად გაეტარებინათ. ეს მართლაც რომ ზღაპრული დღეები იყო, რომელიც თავის ცხოვრებაში არასდროს დაავიწყდებოდა. ახსენდებოდა აგრეთვე წვრილმანი ბედნიერი წუთები, საკმაოდ ბევრი რომ შეეგროვებინა თავის წარმოსახვით ზარდახშაში. ბოლოს კი . . . ანდრეა მოაგონდა. ყველაზე კარგი და სასიამოვნო, რაც კი თავისი არსებობის მანძილზე გადახდენია. გონების თვალით აკვირდებოდა მასთან განცდილ თითოეულ წამს, წუთს, საათსა თუ დღეს. ახლაც გუშინდელივით ახსოვდა ის შეგრძნებების ფეიერვერკი, რაც მისმა პირველმა კოცნან განაცდევინა ეშმაკის ბორბლის დახურულ კაბინაში. ისევ თვალწინ ედგა მისი ჭაობივით მწვანე თვალები, თბილი ბაგეები და არაამქვეყნიურად მომხიბვლელი ღიმილი.
იმ წუთას მთელი არსებით, მთელი სხეულით და თითოეული უჯრედით იგრძნო, რომ არ უნდოდა ეს დასასრული ყოფილიყო. არ სურდა ეს დღე, თავისი ცხოვრების ბოლო წუთებად ქცეულიყო, ამიტომ ვერც კი გააცნობიერა ისე, თვალები ოდნავ გააღო, გზაზე ახლახანს გამოსულ დიდ ტრაილერს გახედა და სანამ საბა, სწორედ იქითკენ აიღებდა გეზს, რათა საკუთარი და ბეას სიცოცხლე, სწორედ მისი საშუალებით მოესპო, გოგონამ თავი გვერდზე გააბრუნა და ალბათ, მხოლოდ თავის თავის გასაგონად ამოიჩურჩულა:
-საბა, მეშინია სიკვდილის . . .
მერე კი, იყო კაშკაშა სინათლე, გამაყრუებელი სიგნალები და ბოლოს წყვდიადი . . .


* * *
ერთი კვირა . . . შვიდი დღე . . . ას სამოცდარვა საათი . . .
სწორედ ამდენი დრო გასულიყო იმ საბედისწერო დღის შემდეგ. მდგომარეობა კვლავ უცვლელობის სტატუსს ინარჩუნებდა. ბეას უგონო, ბურუსში მყოფი სხეული, ისევ საწოლს იყო მიჯაჭვული და მთელი დღეები, თვალდახუჭული, მძინარე მზეთუნახავივით გაუნძრევლად იწვა. თითქოს ყველაფერი რიკზე იყო ამ სამყაროში, არც შეცვლილი ჩანდა რაიმე და არც განახლებული. თუმცა ეს მხოლოდ სხვებისთვის. მათთვის კი, ვინც ზემოთ ხსენებულ მძინარე მზეთუნახავს იცნობდა, სამყაროს ერთი ადამიანი აკლდა. მისი არსებობა, მისი საუბარი და გიჟური სული აკლდა. იგი ბეას დანაკლისს განიცდიდა. ან იქნებ არც განიცდიდა და უბრალოდ მათ ეგონათ ასე? იქნებ როდესაც გვტკივა, გული ტანჯვას ვეღარ იტევს და მთელ ჩვენს არსებას ქაოსში ახვევს, გვეჩვენება, თითქოს ჩვენს ირგვლივ სამყაროც მოწყენილია, მასაც ჩვენივე სადარდებელი უღრღნის სულს და სოლიდარობას ცის ნაცრისფერი შეფერილობით, წვიმით და უფერულ ნისლში გახვეული მიდამოებით გვიცხადებს?
რაც არ უნდა ყოფილიყო, ანდრეა სწორედ ასე ფიქრობდა. ამ უსასრულოდ გაწელილი დროის განმავლობაში, მისთვის ყოველი დღე უფერული, უღიმღამო და ზედაპირული იყო. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს შავ-თეთრ სამყაროში უწევდა ცხოვრება, სადაც არც ბედნიერება იყო, არც სიხარული და . . . არც ბეა . . .
მის გარეშე ცხოვრებას სიფერადე აკლდა. გული თითქოს შუაზე ეგლიჯებოდა, როდესაც დილით გოგონას მხიარული ხმა აღარ აღვიძებდა, რომელიც ამქვეყნად ყველაზე ძალიან უყვარდა. ენატრებოდა მისი დასმული ტრადიციული შეკითხვა- "დღეს ეს კაბა ჩავიცვა თუ ეს?", ენატრებოდა მისი გამოხედვა, ცელქი თვალები, გოგონას იძულებით, მულტფილმების ყურებაში გათენებული ღამეები, რომელსაც ჩვეულებრივ, პოპ-კორნი და უამრავი ტკბილეულობა ალამაზებდა.
ნეტავ შესძლებოდა ახლა, თუნდაც წუთით მაინც დაენახა მისი გახელილი თვალები, მოესმინა გოგონას საუბარი და კიდევ ერთხელ დაეცინა მის შეჭმუხნილ ცხვირზე, რომელსაც მხოლოდ გაბრაზების დროს თუ იშველიებდა.
მუდმივ დანაკლისს გრძნობდა ანდრეა, სახლში თითქმის ვერასდროს ჩერდებოდა. დასაძინებლადაც ყოველთვის პალატაში რჩებოდა და იქ ათევდა მტანჯველ, გრძელ ღამეებს. სამედიცინო პერსონალი, რომელიც უკვე კარგად იცნობდა მასაც და ბეასაც, კანდელაკის მიმართ გამონაკლისს უშვებდა და ამის ნებას რთავდა ხოლმე.
რატომ იძინებდა საავადმყოფოში?
ამას მხოლოდ ერთი ახსნა ჰქონდა. არ უნდოდა იმ სახლის, იმ ოთახების ბეას გარეშე დანახვა. მასთან სიახლოვე სურდა, ყოველ წამს ელოდა, რომ თვალებს გაახელდა და პირველი, ვისაც დაინახავდა, თავად ანდრეა იქნებოდა. მთელი ღამეების განმავლობაში ეჭირა მისი ხელი, სავარძელი გოგონას საწოლთან ჰქონდა მიდგმული, თავი მის მუცელზე ჩამოედო და უბრალოდ არაფერზე ფიქრობდა. ამ წუთას ანდრეა რობოტი იყო. მოსიარულე ვვამი, რომელიც კვებითაც მხოლოდ იმიტომ იკვებებოდა, რომ ძალა შეენარჩუნებინა და არ მომკვდარიყო. სიკვდილი ახლა მისთვის მართლა შვება იქნებოდა, თუმცა ბოლომდე იმედი ჰქონდა, რომ ბეა გამოფხიზლდებოდა და უნდოდა ეს საკუთარი თვალებით ენახა. მხოლოდ მაშინ გააგრძელებდა თავისუფლად სუნთქვას, მხოლოდ მაშინ შეამჩნევდა მზის სხივებს, მათ სითბოს იგრძნობდა და სამყაროს აღქმას ხელახლა დაიწყებდა. მხოლოდ მაშინ...
მთელი ერთი კვირა . . .
არც ერთი გამოძრავება.
არც ერთი რეაგირება.
თითქოს თან იყო და თან აღარ იყო. ყველა განადგურებული ჩანდა მისი მდგომარეობით. ლევანი და ნანა, ყოველდღე, პალატის გვერდით მდგარ, მოსაცდელ სკამებზე ისხდნენ ან შვილს გამჭვირვალე, ნახევრად ჟალუზჩამოფარებული, სქელი მინიდან უყურებდნენ.
ნანა, ქალი რომელიც შეხედულებითაც და ხასიათითაც აიზბერგის მთას მოგაგონებდათ, ამ უბედურებას ისე მოეთენთა და გამოეფიტა, რომ მისი ძველი ვერსიისგან, თითქმის აღარაფერი დარჩენილიყო. ყველაზე მეტად, მაინც ის აწუხებდა, რომ მთელი ეს დრო, ბეაზე განაწყენებულმა გაატარა და შეიძლებოდა, თავის გოგონას გახელილი თვალები, მეტად ვეღარასდროს ენახა.
მართლაც რა უცნაურები ვართ ადამიანები, არა?! შეიძლება ხანგრძლივი დრო ჩვენი საყვარელი ადამიანებისგან შორს, მასზე განაწყენებულმა გავატაროთ, თუმცა საკმარისია ცხოვრებამ მათი წართმევის შანსები, მათ გარეშე დარჩენილი სამყარო დაგვანახოს, რომ ყველა წყენა მომენტალურად გვავიწყდება და მხოლოდ იმის სურვილი გვიპყრობს, მათი მოხვევა, გულში ჩაკვრა, რაც შეიძლება მალე შევძლოთ...
მერვე დღე . . .
უკვე მერვე დღე ილეოდა, რაც მე-17 პალატაში მყოფი პაციენტის მდგომარეობა, არანაირ პროგრესს არ განიცდიდა. ნაცრისფერ ქუჩებში, სასტიკი, სუსხიანი ქარი დაჰქროდა. ალბათ, სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ გარეთ ყველა, თბილ ტანსაცმელსა და გრძელ ყელსახვევებში გახვეული დააბიჯებდა. თითქოს თითოეული მათგანი სადღაც მიიჩქაროდა, ნაწილი სახლში, ნაწილიც მარკეტში, ხოლო ზოგიერთი, ავტობუსის გაჩერებაზე, დაგვიანებულ ტრანსპორტს ელოდა და გაყინულ ხელებს, დრო და დრო პირიდან წამოსული თბილი ორთქლით ითბობდა.
სიცივის ბურუსში გახვეულ ქალაქში, მტრედებიც კი აღარ ჩანდნენ, მზეც სადღაც, ღრუბლებში მიმალულიყო და ერთი შეხედვით, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ არც არასდროს გამოანათებდა.
ამ ყველაფერს, მე-17 პალატის ფანჯრის მიღმა გადაშლილ სამყაროსა და დაუსრულებლად მოსიარულე ხალხს, ზემოდან უმეტყველო მზერით გადმოსცქეროდა უძილობისგან და დაძაბულობისგან გადაღლილი მაქსიმე, რომელსაც მაჯაზე Rolex-ის ფირმის, ვერცხლისფერი საათი შემოეხვია და მის საშუალო ზომის ციფერპლატს, ხელს მტკივნეულად უსვამდა. თითქოს რაღაცას ახსენებდა, ძველ მოგონებებს უცოცხლებდა და ცხოვრებას უფრო და უფრო მუქ ფერებში ანახებდა.
ნივთი, რომელსაც იგი ასე უფრთხილდებოდა, ოცდა ერთი წლის იუბილეზე ბეას საჩუქარი იყო. გოგონამ კარგად იცოდა, რომ ეს აქსექსუარი, მის ძმას დიდი ხნის განმავლობაში უნდოდა, თუმცა ძვირადღირებულობის გამო, ზემოთ ხსენებული საათი შეძენას ვერ ახერხებდა. არც კი იცოდა, საიდან მოიტანა ბეამ ფული, რათა მისთვის ეს პატარა ოცნება აესრულებინა, თუმცა მაშინ საჩუქრის დანახვა იმდენად გაუხარდა, რომ ყველაფერი გადაავიწყდა და მადლობის ნიშნად, გოგონას მაგრად მოეხვია.
ეს და კიდევ რამდენი რამ აგონდებოდა ბეაზე. ყველაზე ცუდი კი მაინც ის იყო, რომ თავის დაზე უკვე წარსულ დროში ფიქრობდა, თითქოს აღარ ყოფილიყო. ყველაზე მეტად, სწორედ ეს აცოფებდა თავის თავში, ვერ ეგუებოდა, რომ რწმენა დაკარგა და დანებდა, რომ მისი გამოღვიძების აღარ სჯეროდა და უიმედობას მისცემოდა.
ერთი კვირა მართლაც რომ დიდი დრო იყო. რაც უფრო მეტი დღე ცვლიდა ღამეს და პირიქით, გულის სიღრმეში ჩარჩენილი იმედიც ნელ-ნელა ქრებოდა. ექიმებიც დარწმუნებულები იყვნენ, რომ პაციენტს ტყუილუბრალოდ აწვალებდნენ და ურჩევდნენ, მისთვის აპარატის გამორთვის უფლება მიეცათ, მაგრამ ანდრეა ამის ნებას არავის რთავდა. არ შეეძლო, ბეას დანებების უფლებას ვერ მისცემდა. სიკვდილს საკუთარი ხელით კლანჭებში ვერ ჩაუგდებდა. არა, იგი ამას ვერ მოახერხებდა. არა მარტო ის, არამედ ბეას არც ერთი მეგობარი თუ ახლობელი . . .
და ისევ იგივე სიტყვები, ფრაზები, ტერმინები . . .
ახლაც ყურში ჩაესმოდა მაქსიმეს თეთრხალათიანის ნათქვამი "მისი გონზე მოსვლის შანსი ფაქტობრივად არ არსებობს". ეს ყველაფერი ყურში გარკვეული შუალედებით უმეორდებოდა და უნდოდა ბოლო ხმაზე ეყვირა, რათა ისინი ერთხელ და სამუდამოდ შეეჩერებინა.
ბეას საწოლს, ფრთხილი ნაბიჯებით მიუახლოვდა მაქსიმე. გოგონა კვლავ უძრავად იწვა, მის გვერდით აპარატები წრიპინებდნენ და ხელში უამრავი მილი და ნემსი ჰქონდა გარჭობილი. ბიჭს შეეძლო დაეფიცა, რომ ამ ყველაფრის კარგად დანახვისას, გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა. იგი ფრთხილად, დაუძლურებული მოხუცებულივით ჩაეშვა საწოლთან მიდგმულ სავარძელში, რომელშიც მუდამ ანდრეა იჯდა ხოლმე და თავის დას, თმაზე ხელი კანკალით გადაუსვა.
-ბეა . . . ბეა გთხოვ რაიმე გააკეთე . . . -სადაცაა ცრემლები წასკდებოდა -გთხოვ გამოფხიზლდი. იცი დაიკო? მომენატრე, საშინლად მომენატრე. მინდა ისევ ჩემთან იყო, ისევ ჩამიქრო შუქი აბაზანაში ყოფნის დროს მე კი, გარეთ პირსახოცშემოხვეული და საპნიანი გამოვვარდე შენზე გაბრაზებული. მინდა ისევ ვიჩხუბოთ, ისევ შენი ბეისბოლის ჯოხით გამომეკიდო, როდესაც რაიმეს გაგიფუჭებ ან ნერვებს მოგიშლი. მიდი დაიკო, გაახილე თვალები, აქ ყველას ტკივილამდე გვენატრები. შენი ხმის გაგება გვენატრება, შენი სიგიჟეები -ამჯერად გოგონას წვრილ თითებს შეეხო მაქსმე და ისინი, ხელის გულში მაგრად, მოიმწყვდია -მიდი ბეატრის, მკლავს შენი ასეთ მდგომარეობაში ყურება. სიჩუმე და უძრაობა ხომ ის მცნებებია, რომელიც საშენო არასდროს ყოფილა? მე . . . მე ჩემი სიცოცხლით სავსე, მოუსვენარი და მინდა, დაბრუნდი ბეა, გთხოვ -საწოლზე შუბლით დაეყრდნო მაქსიმე და თვალებჩაწითლებულმა ღრმად ამოიოხრა. სულამდე აღწევდა ეს გაუსაძლისი ტკივილი, მეტი უკვე მართლა აღარ შეეძლო, სუნთქვაც კი უჭირდა. ყველაზე უარესი კი ის იყო, რომ არ იცოდა კიდევ რამდეხანს მოუწევდა მისი ამ მდგომარეობაში ყურება.
პალატის კარი, ხმადაბალი ჭრიალით გაიღო და ისევ დაიხურა. შიგნით კანდელაკი შემოვიდა. ისევ მაქსიმესავით გამოუძინებელი, დაღლილი ჩანდა და ამის დასტურად, თვალის უპეები ერთიანად ჩაშავებოდა. ამ ორის შემხედვარე, ნებისმიერი იფიქრებდა ამ სამყაროში არანაირი სიხარული და ბედნიერება არ არსებობსო. განსაკუთრებით ეს ანდრეას მზერაში იკვეთებოდა. მან ხომ ბეასთან დამშვიდობებაც ვერ მოასწრო, მასზე ბოლო მოგონებად სასიამვონო წუთები ვერ წაიყოლა? როგორ გაეგრძელებინა სიცოცხლე თუ იგი აღარ იქნებოდა? რა უნდა ექნა თუ ბეას ორგანიზმი, მძიმე მდგომარეობაში ყოფნას დიდხანს ვერ გაუძლებდა და ყველას დატოვებდა? ამაზე ფიქრი ახლა ნამდვილად არ შეეძლო, ამიტომ მას ყოველთვის გაურბოდა და მოულოდნელი სტუმრობის შემთხვევაში, გონებიდან ელვის უსწრაფესად იშორებდა.
-ჩემ დას ძალიან უყვარხარ, იცი? -ფიქრები მაქსიმეს სიტყვებმა გაუფანტა. ბიჭი ბეას ზემოდან დაჰყურებდა, თმაზე ეფერებოდა და ალაგ ალაგ ხელის გულს სახეზეც გადაუსვამდა ხოლმე -მართალია, ეს ჩემთვის არასდროს უთქვამს, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი. ამაში დასარწმუნებლად, იმის დანახვაც კმაროდა, თუ როგორ გიყურებდა. ასე მხოლოდ იმ ადამიანს უყურებენ, ვინც უყვართ -მაქსიმემ წამით გაჩუმდა და ჩაფიქრდა. გადაწყვეტილება უკვე დიდი ხნის მიღებული ჰქონდა, უბრალოდ უნდოდა თავისი განზრახვის შესახებ ვიღაცას სცოდნოდა, რადგან ამხელა რამეს მხოლოდ მისი გული ვერ დაიტევდა. სწორედ ამიტომ აირჩია კანდელაკი, ფიქრობდა, რომ ის ყველაზე უკეთ მოახერხებდა მის გაგებას და მის მდგომარეობაში შესვლას.
მაქსიმემ ერთი ღრმად ამოისუნთქა და კვლავ უძრავად მწოლიარე ბეას გახედა. ამან თითქოს ძალა მისცა, თითქოს თავის განზრახვის აუცილებლობაში დაარწმუნა და უკვე ყველანაირი შესავლის გარეშე, კანდელაკის წინ ჩამოჯდა.
-შენთან სალაპარაკო მაქვს, ანდრეა. ძალიან სერიოზულ თემაზე
-რა თემაზე? -თანამოსაუბრისთვის არც შეუხედავს ისე გაეპასუხა კანდელაკი. მისი გონება ახლაც გაფანტულიყო და ხმებს თითქოს პარალელური სამყაროდან აღიქვამდა
-შენი მეგობარი ალექსანდრე პოლიციელია, არა?
-მერე?
-მინდა, რომ იარაღი მოპარო და მე მომიტანო. თავადაც ვიშოვიდი, მაგრამ ამას ტარების ლიცენზია და მთელი ფორმალობები სჭირდება ხომ გესმის?
თუ აქამდე კანდელაკი მაქსიმეს ცალი ყურით უსმენდა და მზერა ერთი კონკრეტული წერტილისთვის ჰქონდა გაშტერებული, ახლა მთელი ტანით მისკენ მიტრიალდა და თვალებში გაკვირვებული ჩააცქერდა. ბიჭის გამომეტყველებიდან არაფერი იკითხებოდა. მხოლოდ სურვილი იმისა, რაც სთხოვა და მეტი არაფერი
-რად გინდა იარაღი? რას აპირებ?
-მოდი პირდაპირ გეტყვი -ფეხზე წამოდგა და კვლავ ფანჯარას მიუახლოვდა -მას შემდეგ, რაც იმ ნაბიჭვარმა საბამ აღიარა, რაც ჩაიდინა, ერთი აზრი არ მასვენებს. მინდა როგორც კი აქედან გაეწერება, მაშინვე შუბლში ტყვია დავაჭედო და იმქვეყნად გავისტუმრო. არ დავუშვებ, რომ ბეა აქ იწვეს მან კი ცხოვრება ისე განაგრძოს, ვითომ არაფერი. გააკეთებ ამას?
-შენ ხომ არ გაგიჟდი? -ხმას აუწია ანდრეამ და მაშინვე მაქსიმესთან გაჩნდა -გინდა დაგიჭირონ და ციხეში ამოგალპონ? შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ და რამდენჯერ მომდომებია მაგ ნაძირალას მოკვლა, მაგრამ მუდამ ის მაჩერებს, თუ როგორ შეხვდება ბეა ამ ამბავს, როდესაც გაიღვიძებს. არ მინდა თვალები გაახილოს და ისეთი ანდრეა დაინახოს, რომელსაც ხელები სხვის სისხლში აქვს გასვრილი. შენ კი არ უნდა გინდოდეს კაცის მკველი ძმა დაინახოს, გესმის?
-ბეა აღარ გაიღვიძებს, აღარ! -მთელ ხმაზე დაიღრიალა მაქსიმემ და შუბლზე თითები მიიჭირა -ის . . . ის ჩვენ აღარ დაგვიბრუნდება. ვერ ხედავ, რომ . . .
-აღარ გაბედო ამის თქმა, გესმის? -პერანგში ხელები გაცეცხლებით ჩაავლო კანდელაკმა და მაგრად შეანჯღრია -არ გაბედო იმის თქმა, რომ ბეა აღარ დაბრუნდება, ეს მეორედ აღარ გაიმეორო!!!
-უნდა მოვკლა ის ტიპი ანდრეა, რატომ არ გესმის?! -ახლა მაქსიმე გადმოვიდა შეტევაზე -შენ გგონია მე არ მინდა ჩემი და კარგად იყოს? მაგრამ ხომ ხედავ, უკვე ერთი კვირაა ასეთს ვუყურებ. ყველაფერი მტკივა, გაიგე ეს! მხოლოდ შურისძიება თუ მიშველის
-გონს მოდი! ბეა კარგად იქნება და უკანასკნელი იყოს, როცა . . .
ანდრეას სიტყვები მეგის უეცარმა შემოსვლამ გააწყვეტინა. გოგონას ხელში ქაღალდის ჭიქაში ჩასხმული ყავა ეჭირა, მეორეში მობილური დაეკავებინა და როგორც ჩანს, დაღლილობას, რომელსაც მთელი დღეების განმავლობაში განიცდიდა, ცხელი კოფეინით ებრძოდა.
გოგონა ერთხანს, გაკვრვებული იდგა ზღურბლთან და კანდელაკის ხელებს უყურებდა, რომელიც მაქსიმესთვის პერანგში ჩაევლო. მერე ფრთხილად შეაბიჯა შიგნით, ყავის ჭიქა პალატაში მდგარ, ვიწრო, მაღალ ტუმბოზე შემოდო და მოკამათეებს რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა.
-აქ რა ჯანდაბა ხდება? რა გაყვირებთ?
-არაფერი არ ხდება -ხელი ფრთხილად გააშვებინა მაქსიმემ და რაფაზე ცალი მხრით ჩამოჯდა. უბრალოდ მშვიდად ვსაუბრობდით
-ჰო, არა? რაღაც ვერ მივამსგავსე მშვიდ საუბარს -ცალი წარბი ეჭვით ასწია მეგიმ -ამოღერღეთ!
-სათქმელი მართლა არაფერია -ამჯერად ანდრეა ჩაერთო საუბარში -მაქსიმემ რაღაც სისულელე წამოროშა, სულ ეს იყო
-არ მჯერა თქვენი, მაგრამ იმასაც ვხვდები, რომ რამდენიც არ უნდა გელაპარაკოთ, მაინც არაფერს იტყვით, ამიტომ ვჩუმდები -მეგი ახლა ანდრეას მიუბრუნდა
-მე და დიმა ალექსანდრესთან ვაპირებთ ასვლას, ცოტას დავისვენებთ. შენს წასაყვანად მოვედი
ალექსანდრე, ქალაქის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან, ყველაზე ახლოს ცხოვრობდა. ხშირად, როდესაც სახლში შხაპის მისაღებად და გამოსაცვლელად წასვლა უწევდათ, ამას ალექსანდრესთან აკეთებდნენ და შემდეგ, კვლავ უკან ბრუნდებოდნენ. ბეას იგი პირადად არასდროს გაუცვნია, თუმცა, მიუხედავად ამისა, გოგონას სანახავად მაინც დადიოდა ხოლმე. ეს არც თუ ისე ხშირად ხდებოდა, რადგან განყოფილებაში მუშაობისა და ათასი საქმის გამო, დრო ფაქტობრივად აღარ რჩებოდა.
-არ მინდა, თქვენ წადით და დაისვენეთ. დილიდან აქ ხართ და დაიღლებოდით
ანდრეა კვლავ სავარძელში ჩაეშვა. ახლა, ყველაზე მეტად ბეასთან მარტო დარჩენა და საუბარი უნდოდა. როდესაც პალატაში მარტონი იყვნენ, ხშირად უყვებოდა დღის განმავლობაში მომხდარ ამბებს, ბევრს ელაპარაკებოდა, რადგან სადღაც ჰქონდა განაგონი, რომ კომაში მყოფებს ნებისმიერი საუბარი ესმით და ირგვლივ ყველაფერს აღიქვამენ. თითქმის ყოველდღე თავიდან გადაიკითხავდა ხოლმე ბეას ბოლო შეტყობინებას, რომელიც საკმაოდ გვიან წაიკითხა, შემდეგ კი, უბრალოდ სთხოვდა ებრძოლა იმისთვის, რაც მას, ამქვეყნად ყველაზე მეტად უყვარდა. ეს რაღაც, სიცოცხლე იყო . . . სიცოცხლე და ანდრეა . . .
-მისმინე, ეს ბრძანებაა და არა თხოვნა. სამი დღეა არაფერი გიჭამია, გთხოვ -ცრემლებით აევსო თვალები მეგის და ამჯერად, კანდელაკის წინ ჩაიმუხლა. თვითონაც განადგურებული, კიდევ იმას ცდილობდა სხვა ენუგეშებინა. ამისთვის კი, ორმაგი ძალა სჭირდებოდა, რისი გამომუშავებაც, მაინდამაინც იოლი საქმე არ იყო
-იცი, რომ ბეას არ მოუნდებოდა ასეთი ენახე? არც შენ და არც შენ -მაქსიმესაც გადასწვდა იგი, რომელიც კვლავ ქანდაკებასავით გაქვავებულიყო -ლევანი და ნანა ცოტა ხნის წინ გავუშვი, იძულებით. ახლა კი, გთხოვ მე მაინც შემიბრალე. ძალა აღარ შემრჩა, რათა თითოეული თქვენგანის ძილზე და კვებაზე ვიფიქრო. გთხოვ ანდრეა . . .
მეგი მართლა გადაღლილი ჩანდა ამ ყველაფრისგან. გამოფიტულიყო, სახეზეც გაფერმკრთალებულიყო და წონაშიც საგრძნობლად მოკლებული ჩანდა. კანდელაკმა ეს მხოლოდ ახლა შენიშნა. თითქოს იმ წუთას დააკვირდა გოგონას და მის თვალებში დანახულმა ტკივილმა, უფრო მეტად შეძრა. შეეცოდა მეგი, შეეცოდა საკუთარი თავი და ყველა ვინც ირგვლივ ეხვია. ალბათ, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა გოგონას არ შეწინააღმდეგებოდა და თვალცრემლიანი მეგი, ფეხზე ფრთხილად წამოაყენა.
-კარგი, კარგი, არ იტირო გთხოვ. წამოვალ. დიმა გარეთ გველოდება?
-მანქანაშია, ქვემოთ -ტირილნარევი ხმით ამოიკნავლა გოგონამ. ყველანაირად ცდილობდა თავის შეკავებას, თუმცა ცრემლებმა მაინც თავისი ქნა და საბოლოოდ, ჯებირებს გადმოასკდა
-მაქსიმე ჩვენ წავალთ. ორ საათში დავბრუნდები და იცოდე, ეს სისულელე თავიდან ამოიგდე!
კანდელაკმა სახელური ჩამოსწია, ჯერ მეგი გაატარა კარში, შემდეგ თვითონ გავიდა და ამდენი ემოციისგან აკანკალებულ გოგონას, მხარზე ხელი დასამშვიდებლად მოხვია. მხოლოდ ახლა იგრძნო, რომ საკუთარი თავის გარდა, სხვებზეც უნდა ეფიქრა და ამის გამო, თავი საშინლად დამნაშავედ ჩათვალა.
-ყველაფერი მესმის ანდრეა. შენი ბრალი არ არის -ისევ ცრემლიანი თვალებით უყურებდა მეგი და ისე ამშვიდებდა, თითქოს მისი ფიქრები ამოიცნოო -ახლა არც მიკვრს, რომ ბეას გარდა ვერავისზე და ვერაფერზე ფიქრობ. მოცემული სიტუაცია ყველას გვანადგურებს, მაგრამ უნდა გავმაგრდეთ. მას აქვს მიზეზი, რომ იბრძოლოს, მას ჩვენ ვყავართ და ის ჩვენ არ მიგვატოვებს. სხვაგან არ წავა, როდესაც ყველა ვინც უყვარს, აქ ვართ. ბეა დაბრუნდება, გესმის? -თქვა და მანქანის წინა სავარძელზე ისე მოთავსდა, ანდრეას პასუხისთვის არ დაუცდია
კიდევ რამდენიმე წამს იდგა კანდელაკი საავადმყოფოს წინ, სიცივის ქურქში გახვეულ არემარეს უყურებდა და ადგილიდანაც არ იძვროდა. როგორ მივიდნენ აქამდე? როგორ მოხდა ეს ყველაფერი? ხომ შეეძლო მაშინ მობილური არ გაეთიშა და ბეას შეტყობინება წაეკითხა? მაშინ ხომ ეს ყველაფერი არ მოხდებოდა? ან იქნებ მომხდარიყო კიდეც? იქნებ, გოგონას SMS-ის შემდეგ, კვლავ მისი ნათქვამი სიტყვები გახსენებოდა და წყენას უკან მიბრუნების საშუალება არ მიეცა? ხომ შეიძლებოდა, რომ . . . -ანდრეას ფიქრის გრძელი ძაფი, საჭესთან მჯდომმა დიმამ გაუწყვიტა. მან საქარე მინაზე, მოხრილი საჩვენებელი თითის ძვალით მიუკაკუნა, მეგობრის მოუსავლეთში წასული გონება კვლავ უკან დააბრუნა და ხელით ანიშნა შიგნით დროულად ჩამჯდარიყო.
შემდეგ კი, იყო უსტყვოდ გავლილი გზა . . .
გზა, რომელიც უბრალოდ მიიკლაკნებოდა და საბოლოო გაჩერებამდე სულ ცოტაღა უკლდა . . .

23 თავი
იტალიური სტილის საცხოვრებელი სახლის, მესამე სართულზე მდებარე 115-ე ბინის ფანჯრიდან, მხოლოდ მისაღების მაგიდაზე შემოდებული, უცნაური ფორმის ნათურის შუქი გამოკრთოდა.
შიგნით სრული არეულობა სუფევდა. კარადებისა და პატარა, საჟურნალე მაგიდების თავზე, რაღაც ფურცლები უწესრიგოდ მიეყარათ, ხოლო წიგნის თაროებზე დარჩენილ, თავისუფალ ადგილებში, სხვადასხვა ფერის საქაღალდე შეეტენათ. მათ თავზე "დეკორაციულად" გადაკრული, მტვრის სქელი ფენა მოწმობდა, რომ იქაურობას მტვრის საწმენდი საშუალებები, საკმაოდ იშვიათად, არ შეიძლება ითქვას, საერთოდ არ სტუმრობდნენ.
სახლს დიდი აივანი ჰქონდა. მის მარჯვენა კუთხეში, ნაცრისფერ კედელზე, დიდი პლაზმური ტელევიზორი ჩაემონტაჟებინათ. ჩაბნელებული ეკრანის ქვემოთ, დისკებისა და კასეტების მოსათავსებელი, შავი კარადა იდგა. იგი დაახლოებით ათი თაროსაგან შედგებოდა და თითოეული მათგანი, ბოლომდე იყო გადავსებული. იქაურობას, ერთი შეხედვითაც ეტყობოდა, რომ სახლში ბავშვები ცხოვრობდნენ, თუმცა ახლა და ამ წუთას, არც მათი ხმა ისმოდა და არც მხიარული სიცილი.
ზემოთ ხსენებული სახლი, პოლიციის ოფიცერსა და ანდრეას ბავშვობის მეგობარს, ალექსანდრე რობაქიძეს უკუთვნოდა. მუდმივად დატვირთული გრაფიკისა და მოუცლელობის გამო, რომელშიც გადამწყვეტ როლს მისი სამსახური თამაშობდა, არეული ბინის დასალაგებლად თითქმის ვერასოდეს იცლიდა. ამას ემატებოდა მცირეწლოვანი ბავშვები. მათი აღზრდა და მოვლა-პატრონობა, მთლიანად ალექსანდრეს კისერზე იყო, რადგან საკუთარმა დედამ ისინი რამდენიმე წლის წინ მიატოვა და მას შემდეგ ამ ქალის ასავალ-დასავალი აღარავის სმენია.
მიუხედავად იმისა, რომ ბინაში ამ დროს ყოველთის დიდი ხმაური და არეულობა სუფევდა, რაზეც ირგვლივ მცხოვრები მეზობლები მუდამ ჩიოდნენ ხოლმე, ახლა უცნაურად საგრძნობი სიჩუმე ჩამოვარდნილიყო. მისაღებში, რომელიც აქ, საყოველთაო შეკრების ადგილად ითვლებოდა, ასეთი სურათი შექმნილიყო:
კუთხეში მდგომ სავარძელი, რომელიც საკმაოდ მოუხერხებელი ჩანდა, დიმას თავის მოსასვენებელ კუთხედ ექცია. ბიჭი თვალებს ძლივს ახელდა და მთელი მონდომებით ცდილობდა, ცოტა ხნით მაინც დაეძინა. მისგან ოდნავ მოშორებით, მეგი და ალექსანდრე, დიდ მაგიდას შემოსხდომოდნენ და, ვინ იცის, დღეში მერამდენედ იღებდნენ ცხელ კოფეინს. მამაკაცს ბავშვები, ერთი დღით დედასთან გაეგზავნა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ამ საღამოს მშვიდად და ხმაურის გარეშე გაატარებდნენ.
ოთახიდან ჰოლში გასასვლელ კართან დიდი, სარკიანი ტრილიაჟი იდგა. ამ კრიალა სარკეში, რომელიც მთელი სახლის ფონზე, შესამჩნევი სისუფთავით გამოირჩეოდა, ორი ადამიანის სილუეტი მოჩანდა, რომელთაგან ერთ-ერთი დივანზე მიწოლილიყო, თავი მეორის მუხლებზე ჩამოედო და რიტმული სუნთქვისგან გულ-მკერდი მშვიდად აუდ-ჩაუდიოდა. დივანი პირდაპირ ტრილიაჟის წინ, რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით იდგა, ამიტომ მთელი მისი გამოსახულება და მასზე მოთავსებული ადამიანები, სარკეში თავისუფლად ირეკლებოდნენ.
-ჩაგეძინა? -თმაში ხელი კიდევ ერთხელ შეუცურა ელამ მის კალთაში თავ ჩამოდებულ ძმას და ზემოდან გამომცდელად დააცქერდა. ბავშვობაში, როდესაც ანდრეა დაძინებას ვერ ახერხებდა, თმაზე, თითებით ხანგრძლივი შეხება მასზე მაგიური ჰიპნოზივით მოქმედებდა და მაშინვე გზავნიდა ძილის მშვიდ სამყაროში. ელას ეს ყველაფერი ახლაც ახსოვდა და კვლავ იმავე ხერხის გამოყენება სცადა, თუმცა ანდრეას იმდენად კარგად ახსოვდა, ერთ საათში რომ უკან, კლინიკაში იყო დასაბრუნებელი, მის გონებას, მოცემულ მომენტში ძილი არ გაჰკარებია
-რაღაც აღარ მოქმედებს. თუ გინდა ძილისპირული სინჯე -სცადა ნათქვამისთვის უდარდელი ტონი მიეცა, თუმცა კარგად ხვდებოდა, რომ ახლა ნამდვილად არ ეხუმრებოდა
-დედამ და მამამ დარეკეს -სხვა თემაზე გადაუტანა ელამ -პრინციბში ყოველ დღე რეკავენ, თუმცა შენთვის რაიმეს კითხვის ეშინიათ, ხომ ხვდები ისედაც ძალიან დაძაბული ხარ და არ უნდათ, რომ . . .
-ვიცი ელა. შენ როგორ ხარ? სახლში მარტო ყოფნა თუ გიჭირს, ღამით მეგისთან დარჩი ხოლმე. დარწმუნებული ვარ გაუხარდება
-კარგი აზრია -ჩუმად ჩაილაპარაკა გოგონამ, რის შემდეგაც მოშორებით მჯდომ ალექსანდრეს და მეგის გახედა, რომლებიც რაღაც ფოტოს დაშტერებოდნენ და ალაგ ალაგ ერთმანეთს გაოცებული სახეებით გახედავდნენ -გახსოვს ბავშვობაში დედა რას გვეუბნებოდა?
-დედა ძალიან ბევრ რამეს გვეუბნებოდა, ელა. კონკრეტულად რას გულისხმობ? -თვალები არ გაუხელია, ისე მიუგო კანდელაკმა. არ აღიარებდა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ ახლა ერთი კარგი გამოძინება ყველაფერს ერჩივნა
-იმას, რომ ყოველთვის გვირჩევდა, რაც არ უნდა ცუდი სიტუაცია ყოფილიყო, მომავლისთვის მუდამ იმედის თვალით შეგვეხედა და მისი რწმენა არასდროს დაგვეკარგა
ანდრეას გაეცინა.
-მომავალს, რომ იმედის თვალით არ ვუყურებდე, ახლა შეიძლება ჭკუიდანაც ვიყო გადასული
-ანდრეა . . . შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ და -გოგონას თვალიდან ცრემლი გადმოუვარდა -ამ ყველაფერს არ იმსახურებდი. შენნაირ ადამიანებს, ცხოვრებაში ასეთი სირთულეები არ უნდა ხვდებოდეთ. იცი, რომ ბავშვობაში ჩემი გმირი იყავი? მაგალითს მუდამ შენგან ვიღებდი, ვცდილობდი ყოველთვის შენთვის მომებაძა. ბოლოს კი -ელას ჩაეცინა -ისე დამემართა, რომ ჩაცმის სტილშიც დავიწყე შენი წაბაძვა. სწორედ ამიტომ მაცვია მუდამ ბიჭურად. თავიდან ამით უბრალოდ ვერთობოდი, თუმცა დროთა განმავლობაში ისე შევეჩვიე, რომ სხვაგვარად უკვე აღარ შემეძლო. მე, მე . . .
-ჩუმად, აღარაფერი თქვა -ფეხზე წამოიმამრთა მამაკაცი და დის სახე ხელებში მოიაქცია -მოდი ჩემთან. ნუ ტირი
-არ ვტირი -ხმადაბლა ამოისლუკუნა გოგონამ. ცხელი ცრემლები, რომელიც ბრილიანტებად აჩნდა მის ღაწვებს, პერანგის სახელოთი შეიმშრალა და უეცრად, მათკენ მომავალ ალექსანდრეს და მეგის მოჰკრა თვალი, რომელთაც სწორედ ის ფოტო მოჰქონდათ ცოტა ხნის წინ, დიდი ინტერესით, რომ აკვირდებოდნენ
-ვერ დაიჯერებთ რა აღმოვაჩინეთ -პირველად მათ გვერდით მეგი ჩამოჯდა, ანდრეას მუხლებზე სურათი დაუდო, სადაც ის, ალექსანდრე და დიმა იყვნენ გამოსახულები ბაღის გამოსაშვებ საღამოზე და კამერას გულწრფელი ღიმილით უღიმოდნენ
-ეს რა არის? -ელა სურათს დააჩერდა, შემდეგ კი კითხვით სავსე მზერა მოავლო იქ მყოფთ
-გახსოვს ეს დღე? -ახლა ალექსანდრე ჩაერთო საუბარში და თითი კანდელაკის გვერდით მდგარ, პატარა გოგონას გამოსახულებას დაადო, რომელსაც თავზე ზუსტად ანდრეასნაირი, ყვითელი ყვავილების გვირგვინი ედგა. სწორედ მასზე ესაუბრებოდა ანდრეა, ბეას თვიმფრინავით მგზავრობისას, როდესაც უთხრა, ბაღის გამოსაშვებ საღამოზე, ბავშვებმა ერთ გოგოზე დამაქორწინეს და თავზე ყვავილების გვირგვინებიც დაგვადგესო. ვერ ხვდებოდა ახლა ამ ყველაფერზე რატომ ესაუბრებოდნენ, თუმცა ზემოთ ხსენებულზე დიდხანს ფიქრი არც დასცალდა, რადგან საუბარს ამჯერად მეგიც შემოუერთდა
-აი ეს მე ვარ -რიგის ბოლოში, დიმას გვერდით მდგარ ნაწნავებიან ბავშვზე ანიშნა გოგონამ. და იცი, ვინ არის ის, ვისაც თავზე შენნაირი გვირგვინი უკეთია?
-ვინ არის?
-მოდი ამას თავად მიხვდი . . .



1996 წლის, 1 იანვარი. 11:30

საბავშვო ბაღის "ცისარტყელას" მთელი კოლექტივი, დიდ სამზადისში იყო. მთავარ დარბაზში, სადაც მიღებები და ღონისძიებები ეწყობოდა, გიგანტური არეულობა შეინიშნებოდა. იატაკზე უწესრიგოდ ეყარა ჯერ კიდევ გასაბერი ბუშტები, დეკორაციები და პოსტერები, რომელთაც, იქ მყოფნი ნელ-ნელა კრეფდნენ და კედლებსა და მბზინავ, ატლასის ფარდებზე, სიმეტრიულად ამაგრებდნენ.
ცივი, ნათელი დილა იდგა. არემარეს, თოვლის თეთრი საბანი გადაჰკვროდა და მზის სუსტ სხივებზე აბრჭყვიალებული ფიფქები, ერთი შეხედვით, ყინულის ლოლოებს დამსგავსებოდნენ. გარემოს სითეთრის, სისპეტაკის ერი დაჰრავდა. სუსხით გაჟღენთილ ჰაერში, კრისტალური სისუფთავე იგრძნობოდა, ხოლო ფერადი შენობის წინ მდგარი, პატარა შადრევანი, რომლის პირდაპირაც საბავშვო მოედანი მოეწყოთ, უამრავი საქანელითა და სასრიალოთი, ფაფუკი თოვლით ისე დაფარულიყო, რომ ფაქტობრივად, აღარც კი ჩანდა.
მასწავლებლები და მათი აღსაზრდელი ბავშვები, სიცივეს იმდენად შეეწუხებინათ, რომ გამათბობელი ბატარეები, ბოლომდე აეწიათ და გარეთ ცხვირსაც კი არ ჰყოფდნენ. ყველა დარბაზის სადღესასწაულო მორთვაში იღებდა მონაწილეობას, რომელიც დაბალ კლასელებისა და გამოსაშვები ჯგუფის, ერთობლივ საახალწლო ზეიმს ეძღვნებოდა. ბავშვების უმეტესობა ფერად-ფერადი ბუშტების გაბერვით იყო დაკავებული, უფროსები უზარმაზარ პოსტერებს აწესრიგებდნენ, ხოლო გასართობი ცენტრიდან, საგანგებოდ მოწვეული, სხვადახვა მულტფილმების პერსონაჟების ფორმებში გამოწყობილი ადამიანები, ღონისძიების დაწყებამდე პატარებს ართობდნენ და ათასგვარი შამაშებით ანებივრებდბენ.
მასწავლებლები, რომლებსაც ბავშვებისთვის ყურადღების მიქცევასთან ერთად, ყველაფრის მოწყობა და ორგანიზება ედოთ მხრებზე, პატარებს გარეთ გასვლას სასტიკად უკრძალავდნენ. არ უნდოდათ, რომელიმე მათგანს სურდო აეკიდებინა და მერე მათი მშობლების საყვედურები ესმინათ, რომელთა ატანაც, ხშირ შემთხვევაში უწევდათ ხოლმე.
სიმართლე, რომ ვთქვათ, რა მათი ბრალი იყო? სამოცდაათამდე პატარა ონავარის მიხედვა, ნადმვილად არ წარმოადგენდა ადვილ ამოცანას. ალბათ სწორედ ამიტომ იყო, რომ იმ აურზაურსა და მზადებაში, ვერც კი შეამჩნიეს, თუ როგორ გაიპარა თოვლით გადაპენტილ ეზოში ორი მათგანი, რომლებიც ახლა, თბილ ქურთუკებსა და კაშნებში შეფუთვნილები, ეზოში დარბოდნენ და ერთმანეთს თოვლს ისე აყრიდნენ, ხელთათმანების ჩაცმაც კი დავიწყებოდათ.
ერთ-ერთი მათგანი, გრძელ ქურთუკში გამოწყობილი, დაახლოებით ორი წლის გოგონა იყო, რომელსაც წითელი ქუდიდან, ლამაზად ჩამოშლილი, ღამესავით შავი თმა მოუჩანდა და მასზე დაახლოებით 3-4 წლით უფროს ბიჭს, მრგვალ გუნდებს სიცილით აყრიდა. წითელქუდიანისგან განსხვავებით, ბიჭუნა ცდილობდა თოვლის ბურთების ზომა რაც შეიძლებოდა პატარა ყოფილიყო, რათა გოგონასთვის უნებლიედ არაფერი დაეშავებინა ან ეტკინა.
-ესეც შენ, ვერსად გამექცევი! -ამჯერად, ბიჭუნამ ისროლა თოვლის ბურთი, რომელიც ფანტანის დეკორაციულ, თევზის ფიგურას მოხვდა, რადგან მისი მსხვერპლი, ბოლო წუთს სწორედ მას ემოეფარა
გოგონას უხელთათმანო ხელები უკვე საგრძნობლად გასწითლებოდა და გაჰყინვოდა. სწორედ ამიტომ, როდესაც მორიგი გუნდის გაკეთება გადაწყვიტა, პატარა თითები სიცივემ მტკივნეულად აუწვა და თეთრი ფიფქებისგან ხელი მაშინვე გაინთავისუფლა. ამას არჩია, კვლავ თევზის ფიგურად ამოფარებოდა და მეტოქის დარტყმები ისე აეცილებინა.
მისი მოწინააღმეგე დიდხანს იდგა, ერთ ადგილას, როგორც კი გოგონა სამალავიდან ოდნავ მაინც გამოიჭყიტავდა, მორიგ ბურთს ესროდა, თუმცა როდესაც ათიოდე მცდელობის შემდეგ, არც ერთი საპასუხო დარტყმა არ მიუღია და აღარც წითელქუდიან გამოუხედავს თავისი საიმედო სამალავიდან, გადაწყვიტა სხვა ხერხისთვის მიემართა. უხმოდ, საკმაოდ დიდი სიფრთხილით მოუარა შადრევანს, გარემო კარგად დაზვერა და როგორც კი ზურგით მდგარ, წითელქუდიან ბავშვს მოჰკრა თვალი, უკნიდან ჩუმად მიეპარა, წელზე ორივე ხელი მოჰხვია და მასთან ერთად თოვლში გადაეშვა.
-ხომ ხედავ, დაგიჭირე -ლაღი სიცილით ახედა ბიჭუნამ მის ზემოდან მოქცეულ პატარას, თუმცა როგორც კი, ცრემლიან, ნაცრისფერ ბურთებს მოჰკრა თვალი, მხიარული გამომეტყველება მაშინვე მოღუშულმა შეუცვალა -რატომ ტირი?
-მცივა -ერთი სიტყვა ძლივსძლივობით ამოთქვა ბავშვმა, შემდეგ აწყლიანებული თვალები ამოიწმინდა, ფეხზე სწრაფად წამოდგა, თან ქურთუკზე შერჩენილი თოვლიც ჩამოიბერტყა და თავისი სიტყვების დასადასტურებლად მას გაყინული, აწითლებული ხელის გულები დაანახა
-ხელები მომეცი -სწრაფად წამოდგა ფეხზე ბიჭუნა, მისი გაყინული თითები თავისაში მოიქცია და პირიდან გამოშვებული ორთქლით სცადა ისინი როგორმე გაეთბო
მართლაც რომ დიდხანს იდგა ფაფუკ თოვლში, ერთ ადგილას, ქანდაკებასავით ჩარჭობილი ორი ფიგურა და სანტიმეტრითაც არ იძროდა. წითელქუდიანი, ბიჭუნას მიყრდნობოდა, ხელები ისევ ისე ჰქონდა გაწვდილი და საშინლად სიამოვნებდა ის სითბო, რომელიც მისი წყალობით გადაედო გოგონას თითებს. უმანკო, ნაცრისფერი თვალებით, დაკვირვებულად შესცქეროდა ბიჭის თითოეულ მოძრაობას, მოქმედებადა თუ მიმიკას და ლოყები ნელ-ნელა ვარდისფრად ეფერებოდა. ვინ იცის, კიდევ რამდენი ხანი, რამდენი წუთი და წამი იარსებებდა ეს ბავშვური იდილია, უეცრად, მათთვის სრულიად მოულოდნელად, ხელის შემშლელი ფაქტორი, რომ არ გამოჩენილიყო და სიჩუმე თავისი ხმამაღალი სიტყვებით არ გაეპო:
-ანდრეა, ბეა! ახლავე აქ მოდით! -კარის ზღურბლთან, საშუალო ხნის, სათვალიანი ქალი ასვეტილიყო, რომელიც სიცივისგან გაყინულ ხელებს, ლურჯი, შალის სვიტერის სახელოებში მალავდა და სახეზე ოდნავი გაბრაზება ეყობოდა -ყველა თქვენ გეძებთ და თურმე სად ყოფილხართ. ხომ გაგაფრთხილეთ გარეთ არ გახვიდეთ-მეთქი?!
ქალი თოვლსა და სიცივეში, ქურთუკის გარეშე გავარდა, ფანტანთან დამფრთხალი სახეებით მდგარ პატარებს, ხელი ჩაავლო და მორიგი მცირე დატუქსვისა და განაწყენების შემდეგ, ორივენი შესასვლელისკენ წაიყვანა. მთელი გზის განმავლობაში, სანამ დასჯილი ბავშვები, ცისარტყელას ფერებში შეღებილ კიბეებზე მიჰყავდა, იმ შექმნილ სიტუაციაზე ეღიმებოდა, რომელსაც ქვემოთ ჩასვლისას შეესწრო და დაუდევრად ჩაშალა თავისი გამოჩენით.
დარბაზში კვლავ არეულობა სუფევდა. ცალ-ცალკე გაფანტული პატარები, რომლებიც აქამდე სხვადასხვა სათამაშოთი ერთობოდნენ, ამჯერად, ერთად შეკრებილიყვნენ და "ქორწილობანას" თამაში გადაეწყვიტათ. მთავარი პრობლემა ის იყო, ვინ იქნებოდა ნეფე-დედოფალი, რათა ისინი წრეში ჩაეყენებინათ, მათ გარშემო წრე შეეკრათ და კარუსელივით დაუსრულებლად ეტრიალათ. ახლახანს შემოსული ბავშვების დანახვის თანავე, მზერა ყველამ მათი მიმართულებით წარმართა, ერთ-ერთი მათგანი, პატარა, ყავისფერ თმიანი ბიჭუნა, წრესაც კი გამოეყო და თოვლის სამყაროდან შიგნით შემობრუნებულებს, სირბილით მიუახლოვდა:
-ანდრეა წამოდით წრეში ჩადექით!
-დიმა სწრაფად მოიყვანე -უკნიდან დაუძახა ვიღაც პატარა გოგომ, რომელსაც იღლიაში ლამაზი, წითელ-კაბიანი თოჯინა ამოედო და ხელში, ხელოვნური ყვავილებისგან შეკრული ორი გვირგვინი ეჭირა, სპეციალურად მათთვის
ბავშვებმა ბეა და ანდრეა წრეში თითქმის ძალით ჩააყენეს, თავზე ზემოთ ხსენებული გვირგვიები დაადგეს და სიცილ-კისკისით დაიწყეს მათ გარშემო ბრუნვა. მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ, რაც ეს თამაში დაიწყო და ისედაც ხმაურიანი, ნახევრად მორთული დარბაზი უფრო მეტად აახმაურა, პატარა ანდრეა, გოგონასკენ დაიხარა, ტუჩები ყურთან ახლოს მიუტანა და შემდეგი სიტყვები უჩურჩულა:
-რომ გავიზრდებით ცოლად მართლა მოგიყვან, ბეა . . .
და გოგონას ლოყებს კვლავ ნაცნობმა ვარდისფერმა გადაურბინა . . .

8 8 8

-არც კი მჯერა! -კვლავ ღიმილით დაჰყურებდა ფოტოს კანდელაკი და თავში უამრავი ფიქრი ერეოდა. ნამდვილად ვერ წარმოედგინა, თუ ასეთი რამები რეალობაშიც ხდებოდა, თუმცა ფაქტი იყო, რომ ცოტა ხნის წინ ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოცადა
-თავიდან ვერც მე დავიჯერე -ხმადაბლა ალაპარაკდა მეგი -როდესაც ეს ფოტო დავინახე, ჩემი თავი და ბეა მაშინვე ვიცანი, თუმცა აშკარად ვერ მიხვდი, რას აკეთებდა იგი ალექსანდრეს სახლში
-ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე მეგი. მე დიმა და ანდრეა, რომ ერთ საბავშვო ბაღში დავდიოდით, ეს თავიდანვე ვიცოდით, თუმცა ნამდვილად ვერ წარმომედგინა, რომ . . . -პოლიციელმა სიტყვა აღარ დაასრულა. ალბათ იმიტომ, რომ მისი დაბოლოება ისედაც ყველასთვის გასაგები იყო
-ნეტავ ბეას რა რეაქცია ექნება, როდესაც ამას გაიგებს? -სევდიანად გაეღიმა მეგის -ძალიან მინდა მალე გაიღვიძოს, მომენატრა ჩემი გადარეული მეგობარი. დილას ადრიანი ვიზიტების გამო, ყოველთვის ვუბრაზდებოდი ხოლმე, ახლა კი . . . პირობას ვდებ აღარასდროს გავუბრაზდები, თუ უნდა ღამის სამ საათზე დამადგეს თავზე, ერთ სიტყვასაც კი არ ვეტყვი, ოღონდ კი, გაიღვიძოს . . .
მეგის ამ სიტყვებმა, ხანგრძლივი დუმილი მოიტანა. კანდელაკი კვლავ ფოტოს დაჰყურებდა, ჯერ მასზე გამოსახულ პატარა გოგონას შეავლებდა მზერას, მერე თავის გამოსახულებას და როგორც არასდროს, ისე სურდა ბეა იმ საშინელი საწოლიდან წამომდგარი ენახა. ეღიმებოდა, როდესაც ახსენდებოდა, თუ როგორ უყვებოდა გოგონას ამ ბავშვობის დროინდელ სასაცილო ისტორიას და ამ დროს, მისი ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი, ანდრეას გვერდით, რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით იჯდა. მართლაც, რომ ირეალური იყო ეს ყველაფერი, თუმცა ეს ხომ ცხოვრებაა? მოულოდნელობებით სავსე სამყარო, სადაც ყველაფერი ხდება და არაფრისგან ვართ დაზღვეულნი.
ბზზზზზ, ბზზზზზზზ, ბზზზზ! -ყოველ იქ მყოფს და მათ შორის კანდელაკსაც, ფიქრები თავისივე მობილურის გაბმულმა ვიბრაციამ გააწყვეყინა. ბეას ექიმი, რომელსაც ანდრეა უკვე საკმაოდ კარგად იცნობდა, მის მიერ პირველივე დღიდან იყო გაფრთხილებული, რომ ყოველი ცვლილებისა და წვრილმანის შემთხვევაში, ანდრეასთვის სატელეფონო ზარით ეცნობებინა, თუ იმ დროს, კლინიკაში არ იქნებოდა. ეკრანზე დახედვისას, როდესაც მამაკაცმა, სწორედ მისი ნომერი ამოიკითხა, მობილურს ელვის უსწრაფესად დასწვდა, იქ შეკრებილთ რამდენიმე ნაბიჯით მოშორდა და სენსორს ხელი დაძაბულად გადაუსვა.
-გისმენთ
-საღამომშვიბობისა! -ზრდილობის პირველი შტრიხი შეასრულა ექიმმა და განაგრძო -ახალი ამბავი გვაქვს, მაგრამ . . .
-გონს მოვიდა? -ვეღარ მოითმინა კანდელაკმა და პირდაპირ ჰკითხა
-სამწუხაროდ, არა . . . -წამით დუმილი ჩამოვარდა -თუმცა სიახლე მაინც არის
-რა სიახლე? -ჩამქრალი იმედი, ისევ გაუღვივდა მამაკაცს
-ცოტა ხნის წინ, მორიგე ექთანმა პალატებში შემოვლა ჩაატარა. როდესაც თქვენს მეუღლეს წვეთოვანს უსწორებდა, რაღაც დაინახა. თქვა, რომ მარჯვენა ხელი, წამით გაამოძრავა. მართალია ეს ხშირ შემთხვევაში მხოლოდ სხეულის იმპულსებია და არაფერ ნიშნავს, მაგრამ შეიძლება იმის მანიშნებელიც იყოს, რომ სიტუაცია მალე გუმჯობესდება
-ეს იმას ნიშნავს, რომ მალე გონს მოვა? -ჰკითხა და მზერა დივანზე ჩამომსხდარ ჯგუფს გაუშტერა. იმ მომენტში, თითოეული მათგანის მზერა ანდრეასკენ იყო მიმართული, თუმცა მისი ნათქვამიდან საერთოდ არაფერი ესმოდათ. ამის მიზეზი ის იყო, რომ იგი საკმაოდ შორს იდგა და მაინდამაინც ხმამაღლაც არ ლაპარაკობდა
-დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით, ხომ გითხარით? შეიძლება ეს საერთოდ არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ვცდები . . .
-იმედი მაქვს ცდებით -თითქოს თავის გასაგონად უფრო თქვა კანდელაკმა, ვიდრე ექიმის და ყურმილი ისე დაკიდა მის პასუხს აღარ დალოდებია. ახლავე უნდა წასულიყო ბეასთან, ახლავე უნდა ენახა. მართალია ცოტა ხნის წინანდელი ზარიდან დიდი იმედი არ გამოსჭვიოდა, თუმცა ამ წუთას მისთვის მცირედი ნაპერწკლის ქონაც საკმარისი იყო.
-ანდრეა სად მიდიხარ? ვინ დაგირეკა? -უკვე გასასვლელ კართან მისულს, სიტყვა ძლივს დააწია აფორიაქებულმა ელამ და ფეხზე სწრაფად წამოხტა
-ბეასთან მივდივარ. მაქსიმემ დამირეკა მე გასვლას ვაპირებ და ცოტა ხნით მასთან შენ დარჩიო -ანდრეას ჯერ-ჯერობით არ უნდოდა ახალი ამბის მოყოლა. არ სურდა ტყუილი ილუზიები შეჰქმნოდათ და ყველაფრის ცუდად წარმართვის შემთხვევაში, იმედები დაჰრაკრგვოდათ. სწრორედ ამიტომ არჩია სიჩუმე და გასვლის წინ, მზერა კიდევ ერთხელ მოავლო იქ შეკრებილთ.
-ცოტა დაისვენეთ. დღეს მასთან მე დავრჩები, თქვენი მოსვლა აუცილებელი არაა. გამოიძინეთ, კარგი?
-კარგი, ანდრეა -ყველას მაგივრად გასცა პასუხი ელამ და კარში გასულ ძმას, ნაღვლიანი მზერა გააყოლა . . .


პ.ს შემდეგიი ორი თავიი უკვე დასკვნითიაა <3скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი Mariami

Shn chemi agmochena xar!saocreba xar saocar personajeba qmni dayvelasgam gansxvavebulebs.viic rombolos yvelaferi kargad ikneba imiromtom sxvanairad sheuDzlebelia❤❤

 



№2  offline წევრი Moonlight Sonata

Mariami
Shn chemi agmochena xar!saocreba xar saocar personajeba qmni dayvelasgam gansxvavebulebs.viic rombolos yvelaferi kargad ikneba imiromtom sxvanairad sheuDzlebelia❤❤

ვეცდები ისეთი დასასრული ჰქონდეს, როგორიც შეეფერება <3

 



№3 სტუმარი diana

აუ ეს რაიყოო (( მაქსიიმესს სიტყვებზეე ლამის ვიტირეეე. საოცრად ემოციურიიი და სავსე თავიი იყყოო ყველანაირადდ heart_eyes

 



№4  offline წევრი ლუნა

ვაიმეეე როგორ მეცოდებააა ჩემი ანდრეე :((( უმძიმესი თავები იყოო. ბეას მანქანაში ნათქვამ ბოლო სიტყვებზე დამბურძგლაა <333

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent