შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე მას დავარქვი ჩემი (21-ე თავი)


4-05-2018, 14:39
ავტორი MaaiKoo
ნანახია 532

მე მას დავარქვი ჩემი (21-ე თავი)

დილით 7 საათზე გამეღვიძა.თავადაც მიკვირდა თუ რატომ გავიღვიძე დილაადრიან,თუ გავითვალისწინებთ იმას რომ 8 საათზეც ძლივს ავეზლაზნები ლოგინიდან. ტელეფონს ურეაქციოდ დავხედე,ვიფიქრე იქნებ სანდრომ მომწერა რამე მეთქი,მაგრამ ისე შენ არ მოკვდი. არც ერთი წერილი,მხოლოდ იმ ელიტ-ელექტრონიქსისგან დამრჩა მწარე მოგონება. როგორ მეშლება ნერვები რაა, როცა ასე ძალიან ველოდი სანდროს წერილს,სწორედ მაშინ გამოჩნდა მურმანის ეკალი და შემრჩა ხელთ შემოთავაზება მიკროტალღულ ღუმელზე. ვფიქრობ წავიდე თუ არა დღეს სანდროს დაბადების დღეზე?მან წერილიც არ მომწერა და ჩემი დანახვა გაახარებს? მაგრამ მე სალომეს შევპირდი...წავიდე? არ წავიდე? დავიწყე მარჩიელობა....და საბოლოოდ გადავწყვიტე,რომ წავიდე. არ ვიცი წასვლა მხოლოდ სალომეს თხოვნის გამო გადავწყვიტე,თუ სანდროს გამოც. რა რთულია საყვარელი ადამიანისგან შორს ყოფნა,ის იმდენად მიუწვდომელია ჩემთვის,რომ მასზე ფიქრიც დანაშაულად მიმაჩნია.მაგრამ როცა ვფიქრობ ვხვდები,რომ ვისი რა საქმეა მე რას ვიფიქრებ? ასე არ არის ღმერთო? შტერივით ვდგავარ და ცას შევცქერი,თითქოს პასუხს ველი. ფეხით მივსეირნობ უნივერსიტეტში,რადგან სუფთა ჰაერი სხეულში სასიამოვნოდ მივლის,თან ფიქრის დროც მრჩება. და სწორედ ამ ფიქრებში გართული რაღაც ძალიან მძიმეს დავეჯახე,ფეხები ამებლანდა და ტროტუარზე გავწექი,ხარხარის ხმა მომესმა,ავიხედე და ერთი სიმპატიური ბიჭი შემრჩა,რომელიც დამცინოდა, სისხლი მომაწვა და ფეხზე წამოვდექი.
-ეი შენ რას იცინი ერთი გამაგებინა?!-შეუბღვირე და ბრაზით აგიზგიზებული თვალები მივანათე
-რავი შენზე ვიცინი-ქვედა ტუჩი გადმოაგდო,თვალი თვალში გამიყარა და სახე დაასერიოზულა. ეს თავხედი იდიოტი დამეჯახა და აქეთ დამცინის
-შენი სასაცილო ტყეში დარბის ცალტვინა ქათამო-ხელები გადავაჯვარედინე და ირონიულობა ავიკარი სახეზე,თან ვცდილობდი არ გამცინებოდა
-რა თქვი? მე ვარ ცალტვინა ქათამი?!-თითი გულთან მიიდო და გაკვივებულმა ირონიულად მიპასუხა-და შენ რაღა ხარ? თავხედი, სულელი გოგო? თავად დამეჯახე და აქეთ გაქვს პრეტენზიები?-ახლა მან გადაიჯვარედინა ხელები და ჯიქურად შემომხედა
-მე დაგეჯახე? მე ვარ თავხედი და სულელი? შე გაპუტულო ქათამო-შევყვირე. არადა რა ეტყობოდა გაპუტული ქათამის?ულამაზესი ცისფერი თვალები,ქერა თმა და დაკუნთული სხეული ჰქონდა,სწორედ ამიტომ მეგონა რომ რაღაც ძლიერს შევეჯახე. მეგონა რა, მართლა ასე იყო,მაგრამ ხომ არ ვეტყოდი რომ გაპუტული ქათამი კი არა უსიმპატიურესი ხარ მეთქი? ნატალი რაებს ფიქრობ? დაშოშმინდი გოგო,თორემ მოგიგეს კამათში
-აბა მე ვარ? წადი გაიარე რაა, არ მცალია ერთჯერადი გამვლელებისთვის-თვალები აატრიალა და წასვლა დააპირა,როდესაც ხელი მკლავში ჩავავლე და სილა გავაწანი, სახეზე გაბრაზება დაეტყო და გამწარებული სახით შემომხედა. ცოტა არ იყოს შემეშინდა.
-გოგო რომ არ იყო იცი რას გიზამდი?-ხელებს მკლავზე მიჭერდა
-არ ვიცი და არც მაინტერესებს...გამიშვი-ვუთხარი მტკიცედ,ბოლო სიტყვა კი ტკივილით დატანჯულმა ამოვიკნავლე
-მთხოვე და გაგიშვებ-ირონიულად მითხრა და ტუჩის კუთხე ჩატეხა
-რაა? ეს რა ულტიმატუმია?-გაკვირვება გამომეხატა სახეზე,მის ხელებში ავფართხალდი,მაგრამ ამაოდ, ტკივილი უფრო მიმძაფრდებოდა
-რაც გინდა ის დაარქვი. მ თ ხ ო ვ ე და გაგიშვებ-ისევ ეს ირონიულობა, სახეზე სრული უემოციობა დატყობოდა. უჰჰ როგორ ჰგავს სანდრო დადიანს!!!!
-გამიშვი-შევუბღვირე-გთხოვ-ამოვილუღლუღე თავჩახრილმა. დიდი ძალისხმევა დამჭირდა რომ ეს სიტყვა მეთქვა.
-რამე მითხარი?? ვერ გავიგე რაღაც-ყური ახლოს მოიტანა ვითომ ვერ გაიგო. თავი ავწიე და ბრაზით აღსავსე მზერა მივაპყარი-გთხოვ-ცრემლები ჯებირიდან გადმოცვივდნენ და სახეზე გზას მიიკვალავდნენ, სწორედ ამ დროს შევამჩნიე უცნობის შეცვლილი და დადარდიანებული თვალები,რომელმაც ხელი შემიშვა
-კაი ნუ ტირი რააა-ხელი აიქნია და თვალები აატრიალა
-აბა ვიცინოო??ცხოველო, ინდაურო, ქათამო, ნადირი ხარ, გოგოს პატივისცემა არ იცი. შევარცხვნე შენნაირი ბიჭები-ცრემლებს უხეშად ვიშორებდი და გაკვირვებული და ამავდროულად გაბრაზებული და დადარდიანებული უცნობი იქვე დავტოვე.
******
უნივერსიტეტში შესულს თიკა შემხვდა, მაშინვე შემკენ გამოქიცა და ჩამეხუტა, როგორ მომენატრა ჩემი გოგო.
-რა შვრები ნატიი??-მზერა როგორც კი მომანათა,სახე დაუდარდიანდა
-რავი კარგად ვარ თიკუ...შენ?-უემოციოდ ვუთხარი
-კარგად არა ის, რახდება მითხარი დროზე, სანდროს ეჩხუბეე?-გაბრაზებულმა შემომხედა
-რა სანდრო კაცო, ერთი იდიოტი დამეჯახა გზაში და ნერვები მომიშალა. ეგ თვითდაჯერებული იდიოტი. კრეტინი, დეგენერატი,ბუნების შეცდომა-გამწარებული ვისროდი სიტყვებს
-უიმე ყველა გადარეული შენ როგორ გხვდება-გადაიხარხარა-ისე სიმპათიური იყო?-თალები დამიბრიალა,რაზეც ხელი ვკარი
-რომც ყოფილიყო მე რა? რად მინდა მაგის სიმპათიურობა,თუ ზრდილობა არ გააჩნია? თან ერთჯერადი გამვლელი მიწოდა...ნუ ასეც იყო მარგამ არასასიამოვნოდ ჟღერდა ხომ ხვდებიი?!-ვთქვი ბრაზით აღვსილმა
-ვაა ანუუ სიმპათიური იყო?-თვალები ჩამიჟუჟუნა
-გოგო შენ მარტო ეგ გაიგე ჩემი ნათქვამიდან??? თუ ვუთხრა იოანეს რაღაც ცუდად რომ ჭიკჭიკებ?-დავუბრიალე თვალები
-ოოო შენი ჭირიმეე რაა, შენთვის ვამბობ,თორემ მე კი მყავს ჩემი ბიჭიი-თქვა საყვარლად
-უიიი თქვენ ჩაქრით-ხელი ჩავიქნიე და გავუცინე
-ჩაქრი შენ თუ კარგია, მე სინათლის სხივი მიყვარს-გადაიხარხარა
-აუუფფფ თქვენც არ მყავდეთ რომეო და ჯულიეტა-მეც ავყევი
-გადი გოგო რა რომეო და ჯულიეტა, არ მინდა ადრეულ ასაკში სიკვდილი
-აუუ ბიძიაა შენ ტვინი მოგცა და მე ფულიი-თვალები ავატრიალე
-და პირიქით რომ იყოს არა??-მითხრა ნიშნისმოგებით
-აუუუ თიიკ რაღაც უნდა გითხრაა-უეცრად შევყვირე და თიკა მოულოდნელობისგან შეხტა და ხელი გულზე მიიდო
-ოეე ყანაა ჩემ სიკვდილს თუ აპირებ შემაპარე მაინც-თქვა გაკვირვებულმა. ყველაფერი მოვუყევი სალომესა და სანდროს შესახებ,რა თქმა უნდა იოანესთვისაც გადავაცემინე,რომ ორივე უნდა წამოსულიყო ჩემთან ერთად დღეს 6 საათზე.
-კარგიაა დიდი სიამოვებით წამოვალ-თქვა აღტაცებულმა-ტორტს მართლა შეჭამდა კაცი
-შენ რა გითხარი, კაცს ეგონება მშიერი არისო-ორივემ გადავიხარხარეთ
-იოს ხომ ეტყვი?-ვუთხარი უცბად
-ვეტყვი,ვეტყვიი. დაწყნარდი ნუ ღელავ-ჩაიცინა
-ვღელავ არა ის კიდე,კაი წავედი თიკსონ-ვიცრუე. ვღელავ კი არა სხეული მითრთის რომ ვფიქრობ დღეს სანდროს ვნახავ,დაბადების დღეს მივულოცავ. ნეტავ უნდა გადავეხვიო?ლოყაზე უნდა ვაკოცო? ანუ ადამიანს რომ ულოცავენ ეხვევიან და ლოყაზე კოცნიან...კარგი ხო გავჩუმდები.
-დღეს 6-ზე შევხვდებით. Love continues-დამიძახა უკნიდან,როდესაც მივხვდი რასაც გულისხმობდა გავბრაზდი,თუმცა ჩამეღიმა.
******
სალომეს თალთ.
სულ რაღაც 1 საათში ჩემი ბავშები მოვლენ,სანდრო ბიძასთან არის წასული,საქმიან ხელშეკრულებებს განიხილავენ,2-3 საათში მოვა. სახლის მორთვა დამრჩა, საჭმელი უკვე მზად მაქვს. არა რაა რადაც არ უნდა დამიჯდეს ეს ორი უნდა შევარიგო. მე რისი სალომე ვარ სიტყვა რომ არ შევასრულო. ტაში შემოვკარი და სანდროს დავურეკე
-საან რაშვები?-ჩავყვირე გახარებულმა
-ოოჰჰ სალომე დავყრუვდიი-ახლა მან წამოიყვირა და ჩაიხითხითა-კარგად ვარ ჩემო ლამაზო, შენ რას შვრები?
-მე რავი არაფერს, შენ გელოდებიი,პატარა სუფრა გავაკეთე დაა ერთად შევხვდეთ შენ დაბადების დღეს ჩემო ლომო-გადავიხარხარე
-სალო, მე ხომ იცი არ მიყვარს ამ დღის გამასკარადება-თქვა მობეზრებით
-ახლა დარწმუნებული ვარ თვალებს ატრიალებ-ჩავიცინე
-საიდან იცი?-გაკვირვებულ ხმით მითხრა
-ჩემზე კარგად არავინ გიცნობს სადნრო დადიანი. და ჰო კიდე, არაფერსაც არ ვიმასკარადებ, ენას ნუ მიტლიკინებ ახლა არ გამაბრაზო-გავიცინე
-ოჰჰ მე ნუ ვტლიკინობ? შეხედე ამას, მე ვარ შენზე უფროსი თუ შენ??
-დიახაც,ზოგჯერ უფროსებიც ატლიკინებენ ენას. ახლა კი საქმეები მაქვს ნახვამდის-ტელეფონი გვერდით გადავდე და მდივანზე ჩამოვჯექი,რომ დაღლილს მომესვენა.
********
სანდროს თვალთ.
-ზურა ბიძია ვიქრობ ამ კომპანიასთან უნდა გავაფორმოთ საქმიანი ხელშეკრულება,თუ მისი კომპანიის განვითარების მაჩვენებელს დავაკვირდებით,საკმაოდ მომგებიანი იქნება ეს კავშირი ორივე მხარისთვის-ვუთხარი ჩემი მოსაზრება
-გეთანხმები სანდრო. 3 საათიანი მუშაობის შემდეგ მგონი მივედით გადაწყვეტილებამდე, ამ 5 შემოთავაზებიდან ესე იგი კომპანია ''Jac''-ს ვეთანამშრომლებით.
-დიახ. ხელი მოვაწეროთ და როგორც გვითხრეს ხვალ დავუკავშირდეთ.
-კარგი შვილო ჩემო. და რაც შეეხება შენ დაბადების დრს, ხომ მპატიჟებ?-ღიმილით მითხრა
-მაგას კითხვა უნდა?-გავუღიმე-სალომემ რაღაც გემრიელობები გააკეთა,მაგრამ ვიმედოვნებ მასკარადს არ მოაწყობს-ჩავიცინე
-ახალგაზრდა ხარ შვილო უნდა გერთო აბა რა უნდა ქნა-ხელი მხარზე დამადო და ჩამეხუტა. ჯიბეში რაღაც ჩამიდო, მომშრდა და ჯიბიდან გასაღები ამოვიღე
-ეს რა არის?-გავიკვირვე
-გასაღებია-ჩამიღიმა
-ეგ ვიცი-გავიცინე-მე რატომ მომეცი?
-ეს ჩემის საჩუქარია. corvette stingray დღეიდან შენია. გაიხედე აი ის ნაცრისფერია-გაშეტრებული,გაკვირვებული,ერთ ადგილას გაშეშებული ვიყურებდი მანქანას, ხელები თავზე შემოვიწყვე
-ვერ ავიღებ-ვუთარი როდესაც აზრზე მოვედი
-ძალიან კარგადაც აიღებ, წამოდი სახლში მიმაცილე-ეშაკურად შემომხედა, მასთან გავიქეცი და ძლიერად მოვეხიე
-მადლობა ყველაფრისთვის რაც გამიკეთე, მადლობა ამ საჩუქრისთვის, მიყვარხარ-ტირილი დავიწყე
-ჩემი შვილი ხარ, ჩემი ვაჟკაცი. მიყვარხარ ბიძი, ნუ ტირი ახლა-ხელი თავზე გადამისვა.
რაც შეეხება ჩემ დაბადების დღეს. უნდა ვაღიარო,რომ არასოდეს მსიამოვნებდა ამ დღის კლუბში ან რესტორანში გატარება, ყოველთვის მყუდროდ,მშვიდად და ტკბილად ვერთობოდი ჩემ ოჯახთან ერთად. გუშინ ღამით როდესაც სააბაზანოდან გამოვედი ტელეფონზე სმს-ი მომივიდა ნატალისგან, გამიკვირდა ნეტავ რა უნდა? სმს-ი მალე გავხსენი და წავიკითხე; "გილოცავ ერთი დღით დაბერებას''. სითბო გულში ჩამეღვარა და ჩამეღიმა. ნორმალური ადამიანი მეტყოდა ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ, წლები ვერაფერს დაგაკლებსო ამან კიდევ დაბერება მომილოცა. რა გიჟი გოგოა, განსაკუთრებული. რა უნდა მიმეწერა? თითები არ მემორჩილებოდა, ''მადლობა''-ც კი ვერ მივწერე, რა სულელი ვარ ალბათ როგორ დამცირებულად გრძნობს თავს. მაგრამ ასე სჯობს, არ მინდა მისი დაკარგვით გამოწვეული ტკივილის გაღვივება,რომელიც ახლაც არ მომნელებია. არ შემიძლია, ხმდალი ვარ,მშიშარა ვარ, როდესაც საქმე ნატალის ეხება. რესტორანში ყოფნის დროსაც ალექსის გვერდით რომ ვხედავდი სისხლი მიდუღდა, იმ არამზადასთან როგორ ვმეგობრობდი ისიც არ ვიცი, იმდენი რამ მოუტყუა ჩემ შესახებ იმ დღეს, მინდოდა მომეკლა, ასეც მოვიქცეოდი, სხვებს რომ არ შევეჩერებინე. იმ დღეს ნატალი ულამაზესი იყო, მისი მწარე,გესლიანი შხამიანი ენა მენატრება. ვშიშობ ერთ დღეს თავისი შხამი არ გადაყლაპოს და არ მოკვდეს. ამ ფიქრებში გართული სულელი კაცივით ვიცინი.
*******
ნატალის თვალთ.
6-ის ნახევრისთვის მე,იოანე და თიკა სალომესთან მივდიოდით.სიჩუმე იოანემ დაარღვია
-აბა ჩემი გვრიტი რას შვრება?-მე შემომხედა და გამიცინა
-ვაა პროგრესიაა. თხიდან გვრიტზე გადავედით?-გავიცინე
-არა თხაც კი ხარ კაცო. უფროსწორად თხაგვრიტა ხარ-დაიკრიჭა
-თხაგვრიტა არა იხვის ტოლმა კიდე-თვალები ავატრიალე
-აუ ტოლმა გაასწორებდაა-ტუჩები მოილოკა თიკამ
-მერე დაკალი იოანე და გააკეთე-გაკვირვებულები შემომცქეროდნენ-იოანე ხომ იხვია დაა-გადავიხარხარე რაზეც იოანემ გამაჯავრა და დამეჯღანა, თიკა და სიცილით კვდებოდა
-არაა მემეტება ჩემი ბიჭი დასაკლავად-თიკამ ლოყაზე ხელი გადაუსვა იოანეს და გვერდით მიეხუტა,თუმცა მალევე მოშორდა,რადგან იო ავტომობილს მართავდა
-აუფფ ბიჯო, რა მურმანის ეკალი გავიჩითე რაა,ზასაობასაც არ ვაცდი ხალხს რომ მოუნდეთ-ჩავიხითხითე
-რა სიტყვებია შენ გოგო-შემომბღვირა იოანემ
-ამან ხომ გამიჭრა საქმე, ოეე ყანაა რაიყო ''გავიჩითე'' არ გაგიგია სიტყვა?-შევუტიე
-''გავიჩითეზე'' არც მითქვამს რამე. ზასაობა რომ ახსენე მაგას ვგულისხმობ, არ არის სასიამოვნო შენი მხრიდან ასეთი სიტყვების კორიანტელის მოსმენა, თიკაც აქ არის-მკთხრა სრული სერიოზულობით. მოვიღუშე, მართალიცაა. ხმა არ ამომიღია.
-აუუ იოანე კარგი რაა, ვითომ უცხო ვიყო-თქვა თიკამ
-არ აქვს მნიშვნელობა უცხოს და ნაცნობს! გააჩნია რას ამბობ-თქვა იოანემ მტკიცედ
-რა გჭირს? გეყოს ახლა რააა-თქვა მობეზრებით თიკამ
-არაფერიც არ მჭირს. ვსო ჩუმად ვარ-თქვა და დარჩენილი გზა ხმა არცერთს ამოგვიღია. მე კი ასე შერცხვენილი და დადუმებული ვიყავი მანქანაში. ერთი სიტყვით მაგრად ''მომდეს'' და მომაჯინეს'' რაა.
როგორც იქნა მივედით დანიშნულების ადგილამდე და მანქანიდან ეგრევე გადმოვხტი,თიკაც და იოანეც უკან მომყვებოდა,მათ დაველოდე და კარზე დავაკაკუნე. კარი სალომ გაგვიღო
-გელოდებოდით. შემოდით ჩემო კარგებოო-შემოგვძახა
-პრივეტ სალოო-ვუთხარი სიყვარულით
-პრივეტ სალიი-თიკაც გადაეხვია
-რაშვები სალი-გადაეხვია იოანეც
-რავი თქვენ გელოდებოდით როგორც უკვე გითარი, ახლა კი სახლის მორთვას უნდა შევუდგეთ-გაუცინა საყვარლად
-მუდამ თქვენ სამსახურში მადამ-სიცილით უთხრა იოანემ
-ხოდა მასე ბიჭო-დავამატე მეც და გავიცინე. ამის გაგონებაზე ყველამ გადავიხარხარეთ.
მაშ ასე, 1 საათში ყვეალფერს მოვრჩით, სუფრა გავაწყვეთ, სახლი მოვრთეთ, შემოსასვლელში გავაკარით ''Happy Birthday Sandro'', სახლში ბუშტები მიმოვფანტეთ და მხოლოდ სანდროს ველდით. კარზე კაკუნის ხმა შემოგვესმა, სალომე კარისკენ გაიქცა და ზურა ბიძა შემოვიდა, მას 2 ბიჭი შემოჰყვა,ბოლოს კი სანდრო. ესენი ალბათ სანდროს ძმაკაცები იყვნენ გერმანიიდან. როდესაც ჩემი და სანდროს ერთ-ერთი ძმაკაცი შევათვალიერე მაშინვე მეცნო. ეს ბიჭი საიდანღაც მეცნობა..ნეტავ საიდან? ეს ცისფერი თვალები, ქერა თმა. ეს... ეს....ის ცალტვინა ქათამი არ არის???
-ცალტვინა ქათამიიი-შემთვხვევთ ხმამაღლა წამოვიყვირე და ყველამ მზერა ჩემკენ მომართა, სირცხვილისგანა არ ვიცოდი სად წავსულიყავი,მაგრამ მკვლელი მზერით მე და ის უცნობი ერთმანეთს ვჭამდით, რომელიც გაკვირვებული შემომცქეროდა
-მოიცაა შენნ....აქ რაა გინდა?-თვალბი მოჭუტა
-მოიცა ანგარიში შენ უნდა ჩაგაბარო?-არა რაა ეს ირონიულობა როგორ მიხდება
-ერთმანეთს იცნობთ?-სანდროს მწველმა მზერამ სახე ამიწვა, იოანეს გავხედე,რომელიც გაკვირვებული მიცქერდა, თიკა მიხვდა თუ რა ხდებოდა და სიცილს ძლივს იკავებდა,დაარჩენი კი ჩემ პასუხს ელოდა
-ეს იდიოტი დღეს დამეჯახა და....-ვთქვი უემოციოდ
-მე დაგეჯახე??-წამოიყვირა
-ოეე კარგიი რას ყვირიი-ფეხზე წამოიჭრა იოანე
-კარგი გვეყოს რააა-თქვა სალომემ-არ მინდა ჩემი ძმის დაბადების დღე ჩხუბით დააგვირგვინოთ
-მართალი ხარ სალო მაპატიე-უთხრა იოანემ
-მართალია დამნშავე ვარ ხომ იცი როგორი ფიცხი ვარ, მომენატრე ქალო-ახლა იმ უცნობმა უთხრა სალოს
-კიდევ კარგი თუ მიხვდი-ვთქვი ჩემთვის,მაგრამ ვატყობ რომ ყველამ გაიგონა და ხელები დანებების ნიშნად ავწიე,რაზეც იმ უცნობის გარდა ყველამ გაიცინა
-მეც მომენატრე ლაშუ, რას დამაბერე შე კაცო. ქალო არა ის კიდე-გაიცინა სალომემ, ზურაც და მეორე ძმაკაციც გადაეხვია მას და ბოლოს სანდროს ჯერი დადგა.
-მოიცა ჩემ დასთან მეც მინდა ჩახუტება-თქვა საყვარლად და ძლიერად ჩაიკრა გულში
-ჩემი თბილი ხარ შენ დაბადების დღს გილოცავ კიდევ ერთხელ ჩემო საყვარელო-გაუღიმა სანდროს
-მადლობა ჩემო ნატვრის თვალო-ლოყაზე აკოცა სალომეს. ისეთი თბილი სანახავები იყვნენ...ოხ ნეტავ სალომეს ადგილას მე ვიყო. რაებს ვფიქრობ? გავიჟდი მგონი.
-დაბადების დღეს გილოცავთ-უთხრეს იოანემ და თიკა ერთხმად, გაიცინეს და სანდროს ჩაეხუტნენ. ახლა მე უნდა მივულოცო არა? მგონი ასეა
-გილოცავ,ყვეალფერს საუკეთესოს გისურვებ-მისკენ წავიწიე რომ ჩავხუტებოდი,ის ერთ ადგილას იდგა და არ ინძრეოდა,მივუახლოვდი და ჩავეხუტე, წამიერი აღმოჩნდა ეს ჩახუტება, სანდროსგან სიცივე ვიგრძენი, ძალიან მტკიოდა უუმისობა,მაგრამ უნდა შევეგუო. აი მგონი მან უკვე დამივიწყა.
*******
ყველანი მაგიდას მივუსხედით,მე კი ის უცნობი ნერვებს მიშლიდა. არა ისეთი არაფერი არ უთქვამს,თან იოანე აქ იყო და ვერც გაბედავდა,მაგრამ რომ ვხედავდი ტიპს ორგანულად ვერ ვიტანდი. ამრეზად გავხედე და მან მითხრა
-ეს გოგო ისეთი სახით მიყურებს ფიქრებში 10-ჯერ მომკლა-თქვა ირონიულად და ჩაიცინა
-100-ჯერ-შევუსწორე და ირონიულობა ავიკარი სახეზე
-ვსო უკვე დაიწყეს-თქვა მობეზრებით სანდრომ და თვალები აატრიალა,სხვები კი იცინოდნენ, მხოლოდ იოანე მიყურებდა სერიოზული სახით
-კარგი იო შენი და სალოს ხათრით არაფერს ვიტყვი-მზერა ლაშასკენ გავაპარე. იოანემ კი გევრდით მიმიხუტა და თავზე მაკოცა,შემდეგ კი საყვარლად ჩამიცინა
-სანდრო ლილი რატომ არ არის?-შეეკითხა მეორე
-ლილი არც არავის დაუპატიჟებია ვაჩე-თქვა ამრეზით სალომემ
-ოოო რა ფიცხი ხარ სალო, არ გევასება ლილი?-გაიცინა
-ასე მეტყობა?-ჩაიცინა სალომემ,სანდრო კი უემოციოდ უყურებდა ამ სანახაობას
-ვაჩე მე არც არავინ დამიპატიჟებია,ეს ყველაფერი სალომეს ნახელავია-სანდრომ მზერა გამისწორა, გული ჩამწყდა, მან მიმანიშნა რომ ზედმეტი ვიყავი... იქნებ ამის თქმა არ უნდოდა? არა, რომ არ ნდომოდა არც იტყოდა,შემთხვევითობების არც ისე მჯერა.
-საპირფარეშოში გავალ-ვთქვი ჩუმად და ჩქარი ნაბიჯებით გავეცალე იქაურობას,არ მინდოდა ჩემი ცრემელბი დაენახათ. საპირფარეშოში შევვარდი, ჩავიკეცე და ტირილი დავიწყე. სანდროს აღარ ვუყვარვარ, ის ისეთი ცივი და უემოციოა ჩემ მიმართ. მე ის ჩემი სულელური ახირებების გამო დავკარგე. ცრემლები სახეზე გზას გაიკვალავდნენ და კისერში იკარგებოდნენ, პირზე ხელი მქონდა აფარებული,რომ ტკივილისგან აღმომხდარი ხმები დამეხშო. დიდხანს ვიყავი საპირფარეშშ,უეცრად კარი სანდრომ შემოაღო, ჩემი დანახვისას თვალები გაუფართოვდა, ჩემ გვერდით ჩამოჯდა,კედელს თავი მიადო და მხარზე მიმიკრა.
********
სანდროს თვალთ.
დილით ლაშას და ვაჩეს დავურეკე,რომ ჩემთან წამოსულიყვნენ. რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდნენ გერმანიიდან,ძალიან მენატრებოდნენ, მიუხედავად იმიას,რომ სოც. ქსელით ყოველდღე ვეხმიანებოდი. საღამოს სახლში შესვლისას,ირგვლივ მიმოვიხედე, ლამაზად მორთული სახლი და გაწყობილი მაგიდა მალე შევამჩნიე,თუმცა ვინც პირველი მოხვდა ჩემ თვალს ნატალი იყო. გამიკვირდა, ადგილზე გავშრი როდესაც ის ჩემ სახლში ჩემ დაბადების დღეზე დავინახე. ნატალის აქ საერთოდ არ ველოდი მაშინვე მივხვდი რომ სალომეს ნამოქმედარი იყო, ნატალიმ ჩემი დაბადების დღის არსებობა არც იცოდა. სალოს გავხედე რომელიც ეშაკურად მიცინოდა. მუცელში პეპლები დაფრინავდნენ,გული გამალებით მიცემდა,ალბათ მალე ამომივარდებოდა,მხოლოდ მაშინ მოვედი გონს როდესაც ლაშამ და ნატალიმ კინკლავი დაიწყო, მალევე მივხვდი რა მოხდა,რადგან ამ გოგოს ამბავს ლაშა გზაში მიყვებოდა და ''ქაჯს'' უწოდებდა. ისე საყვარლად იბუსებოდა და ბუზღუნებდა,რომ კოცნა მომინდა, სიბრაზეც როგორ უხდება. საბოლოოდ როგორც იქნა ეს ორი დაშშმინდა. როდესაც დაბადების დღე მომილოცა ადგილზე გაშეშებული ვიდექი არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, დასჯილი სულელი ბავშვივით ვიდექი ერთ ადგილას, როდესაც მისი ლამაზი ხელები ჩემ წელს ფრთილად და გაუბედავად შეეხო გული ამიჩქარდა,მაგრამ საპასუხოდ ვერაფერი მოვიმოქმედე. ამიტომ ჩემ თავზე ძალიან გავბრაზდი. სუფრას მივუჯექით. მაქსიმალურად ვცდილობდი მისთვის მზერა ამერიდებინა,თუმცა საბოლოოდ მაინც ჩემი ყურადღების ცენტრი იყო. რა ვქნა გულს ვერ უბრძანებ,ვერც თვალსა და ვერც წადილს. საუბრის დროს ისეთი სისულე წამოვიძახე,რომ ჩემი მომინდა ''ვაჩე მე არც არავინ დამიპატიჟებია,ეს ყველაფერი სალომეს ნახელავია''. დარწმუნებული ვარ ნატალის ეგონა ის ვიგულისხმე, თიკას და იოანეს გადავხედე, მათ თავი დამიკრეს მიხვდნენ რომ ცუდი განზრახვა არ მქონია, მხოლოდ ნატალის ჩაწყდა გული ჩემ სიტყვებზე, არადა რომ იცოდეს როგორ მიმძიმს მისი ყურება,რომელსაც თვალები დარდისგან ჩამწყდარი აქვს, საპირფარეშოში რომ გავიდა მივხვდი ტირილს დაიწყებდა, გულს ვუბრძანე რომ ჩემი მოვალეობა აქ ყოფნა იყო, მე არავინ მეკითხებოდა იქ შესვლას, თიკამ თქვა რომ ნატალის მიაკითხავდა,დიდიხანია რაც გასული იყო, ნეტავ კარგად თუ იყო? იოანეც ნერვიულობდა.თუმცა მე ვუთხარი რომ სამზარეულოში საქმე მქონდა და რადგან საპირფარეშოც მასთან ახლოსაა ბარემ გავიგებდი მის მდგომარეობას, თანხმობის მიღების შემდეგ სუფრა დავტოვე და საპირფარეშოსკენ ჩქარი ნაბიჯებით დავიძარი. სამზარეულოში საერთოდ არ მივდიოდი, ვიცრუე. ტირილის ხმა გავიგე, გული მომიკვდა, ვიცი მისი ცრემლების მიზეზი მე ვიყავი, თავს ვერ ვპატიობდი ამას, კარი შევაღე და მომტირალი, კედელს მიყრდნობილი,ჩამუხლული ნატალი რომ დავინახე თვალები გამიფართოვდა, არც კი ვიცი როგორ ან რატომ ჩავიმუხლე მასთან ახლოს, რომლის სხეულიც მხარზე მივიკარი.
-ჩშშ ხომ გითხარი რომ მომტირალი გოგონები არ მიყვარს?-ვუთხარი ჩურჩულით და თავზე ვაკოცე
-აქ რა გინდა?-შეიშმუშნა,მომშორდა,მაგრამ ფეხზე არ წამომდგარა
-რატომ ტირი?-დარდიანი თვალებით შევხედე
-ჩემ თავზე მეშლება ნერვები, იქ ვარ სადაც არ უნდა ვიყო, მეცამეტე გოჭი არ მინდა ვიყო, წავალ-ფეხზე წამოდგომა დააპირა,როდესაც მკლავში ხელი ჩავავლე,ჩემკენ მოვზიდე და ბაგეზე ნაზად დავეწაფე,თავიდან აფართხალდა,თუმცა მალევე მიინაბა. კინაღან ხელში ჩამადნა, ისეთი სუსტი, საყავრელი და სიფრიფანა იყო, მეგონა ხელში ჩამეფშვნებოდა.
-არასოდეს იფიქრო,რომ ჩემ ცხოვრებაში ზედმეტი ხარ-ყურში ჩავჩურჩულე და საფეთქელზე ნაზად ვაკოცე
-ჩვენ....ეს არ უნდა გაგვეკეთებინა, ჩვენ ერთად აღარ ვართ-თქვა ძალიან ჩუმად,რომელსაც ცრემლები ზღვასავით სდიოდა, ცერა თითით ისინი შევუმშრალე და გულზე მივიკარი, წინააღმდეგობა ჩემდა საბედნიეროდ არ გაუწევია,რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მას ვერ დავაკავებდი, ამის არც ძალა მექნებოდა და არც უფლება.
-არა, ჩვენ ერთად აღარ ვიყავით. ახლა კი შეგვიძლია ვიყოთ. თუ შენც გინდა....-თავი ავაწევინე, ნიკაპზე ხელი მოვკიდე და ლოყაზე ნაზად ვაკოცე
P.S. ბოდიშთ დაგვიანებისთვის. მაგრამ მქონდა მიზეზი, ბებია გარდამეცვალა. 25 თავით დამთავრდება ისტორია. ფოტოზე სანდროს მანქანაა.скачать dle 11.3




№1  offline წევრი meocnebe avadmyopi

გვეშველა
ახლა ამ გოგომ გასცეს ნორმალური პასუხი

 



№2 სტუმარი სტუმარი ლიკა

აუ ძან მაგარია შემდეგ თავდ ველი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent