შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს მკლავებში დავლევ სულს 13


4-05-2018, 15:07
ავტორი Queenofmoon
ნანახია 973

შენს მკლავებში დავლევ სულს 13

-ევაა,ევა.. საყვარელო,გაიღვიძე.. ევა..
ყრუდ ჩამესმის იოანეს ხმა,ნელნელა ახლოვდება მისი ბგერები და უფრო მძაფრად მესმის,მის შეხებასაც ვგრძნობ,როგორც იქნა,რეალურ სამყაროში ვახელ თვალებს და მაშინვე იოანეს ვეხუტები.
-ევა რა დაგემართა კარგად ხარ??!
-საშინელი სიზმარი ვნახე..საშინელი... ყელს ცრემლებით ვუსველებ და ვსლუკუნებ.
-კარგი დაწყნარდი,აქ ვარ.. როგორ შემაშინე..სულელო
-იო არ წახვიდე არსად გეხვეწები,გთხოვ..არ დამტოვო მარტო...
-კარგი ევა რა...ხომ ვილაპარაკეთ ამაზე?
-მაშინ მეც წამოგყვები იქ,სადაც მიდიხარ!
-ევა. მორჩა ამაზე ლაპარაკი,ნიკაპზე ხელს მკიდებს და მისკენ მწევს საკოცნელად,მაგრამ მაშინვე ხელს ვკრავ.
-არა!არ მორჩა,იოანე!იცოდე,მეც მოვდივარ! არ მაინტერესებს!მარტო არ წახვალ და მეც შენთან ერთად ვიქნები!
-ევა შენ არ გესმის რომ ესეთ რისკებზე ვერ წავალ???შენს სიცოცხლეს რომ საფრთხეში არ ჩავაგდებ არ გესმის?!!
-შენი ყვირილის გგონია მეშინია??მეც შენთან ერთად წამოვალ!მხოლოდ შენ არ წყვეტ ყველაფერს!
-ევა! საჩვენებელი თითი ჰაერში დარჩა გაშეშებული,ლაპარაკი შეწყვიტა,პირი მოკუმა და ასე გაბრაზებული მიყურებდა რამოდენიმე წამი.
-არც ეგ მკაცრი სახე შემაშინებს! ხელები გადავაჯვარედინე და თავი მეორე მხარეს გავწიე.
თავი გააქნია,საწოლიდან ადგა და მოწესრიგებას შეუდგა.
-ბარგს ჩავალაგებ,ვთქვი და პრიალა ხალათი შემოვიკარი,ლილი შემოვიდა საუზმით და თვალებ გაფართოებული,დარცხვენილი ისევ უკან გაბრუნდა იოანეს დანახვისას.
-ლილი შემოდი,დავუძახე და საუზმე გამოვართვი. თვალებდახრილი უკან გავიდა და კარი მიიხურა.
-გშია? ვკითხე ჩემს სერიულ მკვლელს რომელსაც ზუსტად მკვლელის სახე ჰქონდა.
-იო,არ გშია? ლილი გემრიელ ტოსტებს ამზადებს არაჟნით,მოდი რა..ვისაუზმოთ. თვალები გადავატრიალე მის ურეაქციობაზე,აშკარად გაბრაზებულია,ასე იცის გაჩუმება და ისე მოქცევა თითქოს იქ არ ვარ,მაგრამ არაუშავს,მიეჩვიოს,რომ მხოლოდ თვითონ ვერ გადაწყვეტს ყველაფერს.
-იოანე,ხმა მთელი ცხოვრება რომ არ ამოიღო,იცოდე მაინც წამოვალ.
ახლა თვითონ გამომხედა,თვალები გადაატრიალა ზუსტად ისე როგორც მე ვაკეთებ ხოლმე,თავს ძლივს ვიკავებ სიცილისგან.
ტოსტი გავუწოდე და ჩემივე ხელით პატარა ბავშვივით ვაჭამე.
-ხომ გემრიელია?
თავი დამიქნია და ლოყაზე მაკოცა.
-მოვემზადები,მალე გამოვალ. გავძახე საძინებლიდან გასვილისას.
-ყალბი პირადობა დაგვჭირდება შენთვის,მაგრამ მოვაგვარებ მალევე,შენი პირადობით ხომ ვერ გავალთ ქვეყნიდან...
-კარგი.
-ევა
-ჰო?
-შენ რომ რამე დაგემართოს ჩემს თავს არ ვაპატიებ,ყველაფერს გავანადგურებ,გესმის??
-იოანე,შენ რომ რამე დაგემართოს,როგორ ფიქრობ მე ვაპატიებ ჩემს თავს?გგონია გავძლებ შენს გარეშე? შენ თუ არ მეყოლები გვერდით,სიცოცხლე რათ მინდა?
-მიყვარხარ,ყველაფერზე მეტად მიყვარხარ.. შენ ყველაზე ლამაზი მოვლენა ხარ ჩემს ცხოვრებაში.
********
მისაღებში ჩავედი,ბარგი დაცვამ გამომართვა და მანქანაში ჩაალაგა,ეზოში თორნიკე და ვაჩე იდგნენ,იქვე შორიახლოს უცხო მანქანა დავინახე,უცნობ ტიპს დავაკვირდი რომელიც უცნობი კიარა,დათო იყო. საშინლად მოუწესრიგებელი ჩანდა,ცისფერ თვალებზე ქერა თმა ჰქონდა ჩამოყრილი,წვერი გაზრდილი და ოდნავ გამხდარი იყო,არც კი ვიცი ასე რამ შეცვალა,ყველას მიესალმა,ბოლოს მე,იოანეც მალევე ჩამოვიდა რამოდენიმე ბიჭთან ერთად და შავ BMW-ებში ჩავსხედით.
იოს შეეძლო უამრავი ფირმის მანქანა ჰყოლოდა,ულამაზესი და უძვიფასესი,მაგრამ ყველაზე მეტად მისი შავი BMW მიყვარდა.. მხოლოდ ეს მანქანა მახსენებდა მის თავს,ალბათ ესაა მიზეზი. ამ მანქანით მიმათრიეს ნიკასთან,ამ მანქანით წავედი იოანესთან,ამ მანქანით წამიყვანა დათოსთან როცა მმალავდა,ამ მანქანით მოდიოდა ჩემს სანახავად..
იოანეს ვუყურებ და მხოლოდ იმას ვფიქრობ,როგორ შეიძლება ადამიანი ასე გიყვარდეს?ასე მგონია ვერ გავუძლებ ამ გრძნობას და გავსკდები,ნაწილებად დავიშლები,ალბათ ვისაც ძალიან ჰყვარებია,მხოლოდ ის თუ მიხვდება.. მაგრამ,როგორ უძლებს ხალხი ასეთ სიყვარულს?როგორ იტევთ გულში?
ნეტა ვიცოდე და ვუმკლავდებოდე,მაგრამ არ შემიძლია...თქვენ როგორ შეგიძლიათ ამას გაუძლოთ?ერთ წერტილს ვაშტერდები და ვცდილობ აჩქარებული გულისცემა დავიმშვიდო.
იოს ხელი მოვკიდე და თავი მხარზე დავადე.
-დათო რატომ მოდის? თქვენ შეხვედრებზე ის ხომ არ დაგყავთ,არც საქმეების მოსაგვარებლად.
-ახლა სხვა შემთხვევაა ევა.
-რა სხვა შემთხვევა?
-ახლა ნიკას სანახავად მივდივართ და იმიტომ.
თვალები შუბლზე ამივიდა.. ნიკას "სანახავად?" თავში ათასმა აზრმა გაიფრქვია..მისი სახელის ხსენებაზე კი ჟრუანტელმა დამიარა.. მაშინვე ჩემი სიზმარი გამახსენდა და საშინელ ხასიათზე დავდექი,იოანეს უფრო მჭიდროდ მოვეხვიე და აეროპორტისკენ მიმავალ გზას მივაპყარი მზერა.
******
თვითმფრინავით მგზავრობა ევასთვის პირველი ცდა იყო,როცა თვითმფრინავი აფრინდა და მიწას მოშორდა,ევა აღტაცებისგან თვალებს აცეცებდა და გულზე ხელს იდებდა,ბავშვივით კრთებოდა და ეშინოდა კიდეც,იოანე კი ცდილობდა ჩუმად გაეცინა,პირზე ხელს იფარებდა,მაგრამ ვერ იკავებდა,ევაც ბრაზდებოდა და მუჯლუგუნს სთავაზობდა. მთელი მგზავრობა ევას დაცინვაში და გაბუტვაში მიმდინარეობდა,თორნიკე და ვაჩე კი სკდებოდნენ ცალკე სიცილით,როგორი სხვანაირი იყო შეყვარებული იოანე,ევას რომ გააბრაზებდა,ევა გაიბუტებოდა და ამხელა "სერიული მკვლელი" კაცი როგორ ცდილობდა შემორიგებას,ხან რა თბილი სიტყვებით შემოიფარგლებოდა,ხან რა სასწაულად აუხსნიდა სიყვარულს,ბიჭებისთვის კი ეს ძალიან სასაცილო იყო.
დავითი მზერას ევას აპარებდა მთელი მგზავრობა,მაშინვე სახე ეცვლებოდა როცა იოანე ეხვეოდა და კოცნიდა ქალს, ევას შეყვარების შემდეგ დავითში საშინელმა ეგოისტობამ დაისადგურა,თითქოს დაავიწყდა ის მეგობრობა,ის ურთიერთობა რაც მათ ამდენი წელი აკავშირებდათ მას და იოანეს.
თვითმფრინავი როგორც იქნა დაეშვა,ევას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა,როგორც იქნა მოწყდა ცაში ყოფნას,ყველანი ერთ-ერთ სასტუმროში შევიდნენ და ნომრებში დანაწილდნენ.
ოთახში შესვლისთანავე ევამ ბარგი კარებთან მიყარა და ნომრის თვალიერება დაიწყო,ვერანდაზე გავიდა სადაც უკიდეგანო ხედი იშლებოდა,იოანეც მასთან გაჩნდა წამებში რომელიც უკნიდან მიეკრო და თავი ჩარგი მის კისერში.
-არ მოგწონს ხო აქაურობა?
-აქ წამოსვლის მიზეზი უფრო არ მომწონს იო.. ქალი შეტრიალდა და მის პირისპირ დადგა,იომ თმა ყურთან გადაუწია და ჩაეღიმა.
-დავისვენოთ და მერე საქმეზე წავალ.
-დღესვე?
-ჰო,ევა..დღესვე.
მაშინვე რომელიღაც ბარგს დასწვდა და რამოდენიმე იარაღი ამოიღო.
-იოანე ეს როგორ წამოიღე?? თვალებ გაფართოებული ვუყურებ და ცდილობს მზერა ამარიდოს.
-კი,მაგრამ ბარგები შეამოწმეს..ყველაფერი.. როგორ.. იოანე..ძალიან მანერვიულებ.
-ევა,დამშვიდდი კარგი? სახე ხელებში მოაქცია და შუბლზე მაკოცა.
სააბაზანოში შევალ - გამომძახა და საძინებელი დატოვა.
მუხლებზე დავდექი და იარაღებს თვალიერება დავუწყე,სიმართლე გითხრათ,ძალიან ლამაზი იარაღები იყო,რაღაცნაირი ხიბლი ჰქონდა,განსაკუთრებით როცა დათო მასწავლიდა სროლას,სროლის მომენტი იყო სასწაული,აუღწერელი ადრენალინი გამოიყოფა ამ დროს,რაღაცნაირ მუხტს გრძნობ და ბედნიერებას მაშინ როცა მიზანში არტყავ ტყვიას.
ფიქრები ჩემმა სიზმარმა გაფანტა,გამახსენდა ყველაფერი,ის საშინელი სიზმარი რომლისაც ასე სასტიკად მეშინია არ ახდეს..ნიკას გახსენება კი საერთოდ მზარავს...როცა მახსენდება ყველაფერი,ჩემი იო,როგორ იტანჯებოდა,როგორი ნაცემი და ნაწამები ვნახე მაშინ,რომ გამოვიპარე.. ისევ ბარგს დავყურებ,აქ რამდენი იარაღია..თვლას ვიწყებ,ერთ-ერთს ვიღებ,ტყვიებით ვტენი და ჩემს ჩანთაში ვმალავ,ბარგს ვკრავ და თავის ადგილას ვდებ. ჩანთის დამალვას ვცდილობ როცა იოანე გამოვიდა აბაზანიდან,წელზე პირსახოცი ჰქონდა შემოხვეული,ერთი ხელით თმას ისწორებდა და თან იღიმოდა.
-რას მალავ? იკითხა გაკვირვებულმა და მზერა ჩემს ჩანთას მიაპყრო.
-რას უნდა ვმალავდე?თავს ვიშტერებ და ვცდილობ ღიმილი ავიკრა.
სახე უსერიოზულდება და ორ წამში ჩემს წინ ჩნდება.
-ჩანთა მომეცი.
-ძალიან გაინტერესებს ქალის პაკეტები დაათვალიერო??
-რა??
-ხო,აქ მიდევს ისეთი რაღაცეები რაც მჭირდება ხოლმე,აბა შენ რა იფიქრე?
-ჰო,კარგი. ჩაეცინა და ლოყაზე მიჩმიტა,ღმერთო..კიდევ კარგი. შუბლიდან ოფლი მოვიწმინდე და გული დავიმშვიდე რომელიც ლამის ამოვარდნას იყო.
****
იოს მთელი სიყვარულით დაეწაფა ევა ტუჩებზე,ძლიერად მოეხვია და მხოლოდ ის სთხოვა,რომ მალე დაბრუნებულიყო,ცოცხალი და უვნებელი.
იოანე წავიდა.
ევა ოთახის კუთხეში ჩაიკეცა და აქვითინდა.
ნიკას ტერიტორიისკენ მიმავალ ახალგაზრდებს იმის იმედი სულ არ ჰქონიათ რომ ცოცხლები დარჩებოდნენ,მაგრამ სიტყვა სიტყვაა. სისხლი სისხლია. იოანე არავის არასდროს არაფერს არჩენს.
და არცერთი სერიული მკვლელი,როგორი სიყვარულითაც არ უნდა იყოს მათი გული ავსებული,მკვლელი მკვლელია,მიზანი ერთია და ცხოვრების რითმი არასდროს შეიცვლება.
არასდროს.
ნიღბიანები შენობაში იჭრებიან,ისევ. ისევ იარაღების გადატენის ხმა ისმის,ისევ ჩახმახზე ხელის გამოკვრა,ისევ მუქარა და მისი სახელი.. "ნიკა სად არის"
ისევ ურიცხვი ტყვიები ეჩეხება ერთმანეთს,ისევ ბრძოლის ველი იშლება თითქოს,ისევ სისხლის დიფუზია ჩნდება ჰაერში,ისევ მეგობრების კვნესა და მათი დაჭრილი ხელ ფეხი.
იოანე მთელი სისწრაფით არბის კიბეებზე,იარაღს პირდაპირ ნიკას უმიზნებს სახეში,რომელიც ტელეფონზე ლაპარაკობს და მაშინვე ძირს უვარდება.
ნერწყვს მძიმედ ყლაპავს და ისევ მის ნაბი*რულ მზერას ასწორებს.
-დაგპირდი,გიპოვი მეთქი
-ძმას ასე ხვდები იოანე?ჩამოჯექი,ხელი სკამისკენ გაიშვირა,იოანემ ჩახმახს ხელი გამოჰკრა რამოდენიმეჯერ და კედლები ტყვიებით აივსო ნიკას უკან.
-კარგი კარგი,მშვიდად..აკანკალებული,იოანეს დამშვიდებას ცდილობს და წინ ხელებს სწევს შესაჩერებლად.
-სანამ მესვრი და სიცოცხლეს გამომასალმებ,იქნებ ევასთვის დაგერეკა?
იოანე თვალებიდან ნაპერწკლებს ყრის,შუბლზე ძარღვი ლამის უსკდება.
-რისი თქმა გინდა მაგით?!!!!! ყელზე იარაღი ისე მიაბჯინა რომ ნიკა უკვე იხრჩობა.
იოანე ღრმად სუნთქავს,მის თვალებში ბინძურ გეგმებს კითხულობს,ისევ ის დამპალი მზერა დასთამაშებს,რომელიც კარგს არაფერს მოასწავებს,იოანე მთელი სხეულით კანკალებს და ქოშინებს,ახლა უფრო უნდა ნიკას სიკვდილი,ახლა უფრო ეზიზღება,ვიდრე სანამ ნახავდა და სანამ მის ხმას გაიგებდა,სანამ თვალებში ჩახედავდა,მაგრამ ევა... ევა რა შუაშია.. იოანეს გონება ებინდება,თვალებს რამოდენიმეჯერ მაგრად ხუჭავს და ახელს,მისი ბოლო სიტყვები კი ჰაერში იფრქვევა.
-რა გააკეთე!!!!თქვი!!!რა გააკეთე!!!!
****
სააბაზანოდან გამოვდივარ,ტოპს და ქვედაბოლოს ვიცვამ,სარკესთან თავს ვიწესრიგებ,ფიქრებში ვარ გართული,როცა მეორე ოთახიდან კარების შეღების ხმა მესმის,ვიღაცის თუ ვიღაცების ნაბიჯების ხმა,ვერც ვხვდები რამდენნი არიან,საშინელი შიში მიპყრობს და ტირილი მინდება,მინდა რომ იოანე აქ გაჩნდეს,სწრაფად გონზე მოვდივარ,არ მინდა სიზმარი ახდეს..არა,მე იოს გოგო ვარ.. მე ძლიერი ვარ.. თავს ვიმხნევებ,იოანეს გოგო სხვანაირი ვერ იქნება,ჩანთას ხელს ვკიდებ სადაც იარაღი მაქვს დამალული. ევა,სროლა ხომ ტყუილად არ გისწავლია,სიმწრის სიცილი დამკრავს,ვგრძნობ როგორ ახლოვდება ნაბიჯები,მათი ჩურჩული,კარის მოპირდაპირე მხარეს ვდგები,გადატენილ იარაღს აკანკალებულ ხელში ვიჭერ,ოფლად ვიღვრები,სული მეხუთება,მეშინია სასტიკად,ოთახში შემოდიან,ორივე ზურგით დგას,მე მათ უკან იარაღ დამიზნებული გაქვავებული ვარ,ერთი...ორი..სამი... გულში ვითვლი,ერთი...ორი... მიდი...ისროლე..ჩემ მეორე მეს ჩემი ინსტიქტი ასწრებს და უმოწყალოდ ვისვრი ტყვიებს და ორივე ტიპი ძირს ეცემა.
ისტერიული სიცილი მივარდება,იქვე ვიმუხლები,სიცილი ტირილში გადამდის,ხელებს თავში ვირტყავ და აზრზე მოსასვლელად ძალა არ მყოფნის,ფეხზე ისე ვდგები,თითქოს ყველაზე სუსტი ვიყო,სუსტი და უძლური,მათი სხეულიდან დანახულ მჩქეფარე სისხლის დანახვაზე საშინელ გულისრევას ვგრძნობ და მაშინვე სააბაზანოში გავრბივარ.
პირს ცივი წყლით ვიბან,სარკეში ჩემს ანარეკლს ვხედავ და ვერ ვხვდები,ვინ ვარ მე..სად წავიდა ის ევა,რომელიც სუფთა და უცოდველი იყო,ის ევა მოკვდა,მოკვდა მაშინ,როცა უკვე სხვაც მოკლა..ზიზღნარევი ვცდილობ მათ გვამებს არ შევხედო,მათ შარვლის ჯიბეებში ვიქექები და ტელეფონს ვიღებ,მათ იარაღებს და ჩანთაში ვაწყობ.
იოანე მიპასუხე...ვრეკავ,მაგრამ ზარი არ გადის...რა ვქნა..რა ვქნა... ჯანდაბა..ცრემლებს ვერ ვიკავებ,მეშინია,ოთახის კარზე კაკუნი ისმის და წამიერად ვხტები შიშისგან, მომსახურე პერსონალი გაფაციცებით შემომყურებს და ოდნავ ვმშვიდდები.
-ქალბატონო ევა,რამით ხომ არ დაგეხმაროთ?
-არა. კარს ვხურავ,ჯინსის ქურთუკს ვიცვამ,ვერანდაზე ფრთხილად გავდივარ,ქვევით ვიხედები სადაც შავებში ჩაცმულ ტიპებს ვხედავ,ისეთივე ფორმებში,როგორებიც ჩემს ნომერში იყვნენ...აქედან როგორ გავალ...ისევ იოანესთან დარეკვას ვცდილობ,ისევ..მაგრამ ამაოდ..
ნომერს მეორე გასასვლელიც აქვს,იქიდან გავალ,ყველა შემოსასვლელი სწრაფად გადავკეტე გასაღებებით და მესამე სართულიდან სწრაფად ჩამოვედი.
უნდა გავიქცე,მხოლოდ ესღა დამრჩენია,ვფიქრობ და ჩემს ტელეფონს უკანა ჯიბეში ვიდებ,იარაღს ქურთუკის შიგნით და ჩუმად ვუთვალთვალებ დანარჩენებს როდის შემოვლენ სასტუმროში.
****
-რას მიყურებ,დაურეკე ევას..
ზიზღით ევსება იოანეს თვალები,მუშტს სახეში არტყავს ნიკას რომელსაც წამიერად სისხლი სკდება ცხვირიდან,ერთი ხელით იარაღი აქვს დამიზნებული,მეორეთი ტელეფონს იღებს და ევას ნომერს კრეფს.
აკანკალებული ელოდება ევას პასუხს,რამოდენიმე ზარია მხოლოდ გასული და იოანესთვის ეს საუკუნესავით იწელება.
ევა უკანა ჯიბიდან იღებს ტელეფონს,იოანეს ზარზე თვალები უბრწყინდება.
-იოანე,იოანე მოდი გთხოვ,მოდი
-ევა,ევა ხომ კარგად ხარ?
ნიკას სახე ეცვლება,თვალებს ქაჩავს,საათს დაჰყურებს,რადგან ევა აქამდე უნდა დაეჭირათ.
-იოანე,მეშინია,მეშინია.. მე მოვკალი..ისინი მოვკალი..მოდი..გთხოვ მოდი არ შემიძლია მარტო აქ ყოფნა,წამიყვანე აქედან
-ევა დაწყნარდი,კარგი??მოვალ მანდ იყავი გთხოვ უბრალოდ დამშვიდდი საყვარელო,მოვალ აუცილებლად ევა გპირდები.
ევა ტელეფონს ისევ უკანა ჯიბეში იდებს,სისხლი სახეზე აწვება,შავებში ჩაცმული ახალგზარდები მიუახლოვდნენ და მაშინვე გაკოჭეს.
ევას კივილი იოანეს ტელეფონში ესმოდა,კივილი,სადაც მისი საყვარელი ქალის სიტყვებსაც კი ვეღარ არჩევდა რომელიც ცდილობდა ეყვირა რომ ეშველა,იოანეს ჩასისხლიანებული თვალებიდან ცრემლი ჩამოუგორდა,ნიკას გახედა,ხელი კისერში ჩაავლო და სახე კედელზე არტყმევინა, ისეთი სიმწრით დაუწყო ცემა ,სანამ ტკივილისგან გონება არ დაკარგა,თორნიკემ და ვაჩემ ბოლო წამზე მიუსწრეს,თორემ ნიკას უკვე იმ ქვეყნად გაისტუმრებდა.
-იოანე,იოანე გაჩერდი,ცოცხალი გვჭირდება ჯერ... გესმის??
იოანემ ხელები სახეში შემოირტყა და არაადამიანური ხმა გამოსცა,ეცადა ცრემლი არ გადმოსვლოდა თვალებიდან,თუმცა გონებას ვერ უბრძანა.


______________________________

მოკლედ,ესეც ახალი თავი ჩემო საყვარლებო,თუმცა, მინდა რაღაც გითხრათ..
მიუხედავად იმისა რომ არის რამოდენიმე ადამიანი,ვისაც მოთხრობა მოსწონს,მიკომენტარებს და ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამისთვის,რადგან ამით დიდი ბედნიერება მომანიჭეთ და ძალიან მიყვარხართ,მაგრამ ვთვლი რომ მოთხრობას ძალიან ცოტა ნახვა აქვს,ძალიან ცოტა მოწონება და ალბათ იმიტომ,რომ არ არის ისეთი კარგი, როგორიც უნდა იყოს,არ ვიცი..წინა თავს არც ერთი კომენტარი არ ჰქონია,რაც მეტ თავს ვდებ,უფრო ნაკლები ნახვა აქვს,მწყინს ,რა თქმა უნდა, მაგრამ ყველას თავისი გემოვნება აქვს. ეს მოთხრობა ყველას გემოვნებაში ვერ ჩაჯდება და მესმის ეს,არ ვიცი ამ ყველაფრის შემდეგ გავაგრძელო თუ არა მოთხრობის ატვირთვა აქ,მართლა უკვე თავს ვიკავებ ახლის დადებისგან..იმედი მაქვს არ მიწყენთ ახლა რაც დავწერე და ცუდად არ გამიგოთ,პირიქით.
<3скачать dle 11.3




№1  offline წევრი Avrora-Gallagher

არა რას ამბობ გააგრძელე❤️❤️✌️ერთი მკითხელი მაინც რომ გყავდეს გააგრძელე❤️თანაც განსხვავებულლი ჟანრის ისტორიააა❤️❤️რაც ჩემს გემოვნებაში ჯდება❤️❤️❤️აბა შენ იცი ველი მომდევნოს❤️

 



№2 სტუმარი salo

vaime ar gabedo da ar sheeyvito ❤️❤️

 



№3  offline წევრი naniko mindia

Dzalian magari istoria argawyvito, velodebi shemdeg tav, ❤️❤️❤️❤️❤️
--------------------
lomidze

 



№4  offline წევრი marikuna18

გააგრძელე აუცილებლად სულმოუთმენლად ველოდები ყოველ თავს ♡♡♡♡

 



№5 სტუმარი მარი. ელ❤

ძალიან მომწონს და გააგრძელეე საინტერესო ისტორიაა❤❤❤

 



№6 სტუმარი Fddff

Albad imitom gkavs sul ufro da ufro naklebi mkitxveli Rom saocari dagvianebit deb axal tavebs me piradad zalian momwons istoria magram roca axali tavi ideba da sataurs vkitxulob gaxseneba mjirseba xolme imis tu romeli istoriaa da wina tavshi ra moxda nu gwyins chemo tkbilo. Magram xalxsblodini bezrdeba da es esea

 



№7  offline წევრი Queenofmoon

Avrora-Gallagher
არა რას ამბობ გააგრძელე❤️❤️✌️ერთი მკითხელი მაინც რომ გყავდეს გააგრძელე❤️თანაც განსხვავებულლი ჟანრის ისტორიააა❤️❤️რაც ჩემს გემოვნებაში ჯდება❤️❤️❤️აბა შენ იცი ველი მომდევნოს❤️

salo
vaime ar gabedo da ar sheeyvito ❤️❤️

naniko mindia
Dzalian magari istoria argawyvito, velodebi shemdeg tav, ❤️❤️❤️❤️❤️

marikuna18
გააგრძელე აუცილებლად სულმოუთმენლად ველოდები ყოველ თავს ♡♡♡♡

მარი. ელ❤
ძალიან მომწონს და გააგრძელეე საინტერესო ისტორიაა❤❤❤

Fddff
Albad imitom gkavs sul ufro da ufro naklebi mkitxveli Rom saocari dagvianebit deb axal tavebs me piradad zalian momwons istoria magram roca axali tavi ideba da sataurs vkitxulob gaxseneba mjirseba xolme imis tu romeli istoriaa da wina tavshi ra moxda nu gwyins chemo tkbilo. Magram xalxsblodini bezrdeba da es esea

მადლობა დიდი,ჩემო თბილებო <3 გავაგრძელებ,ყველანაირად ვეცდები რომ არ დავაგვანო და მალ მალე დავდო ახალი თავები. მიყვარხართ heart_eyes heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent