შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსახელო (სრულად)


4-05-2018, 21:34
ავტორი lukakhati
ნანახია 1 495

უსახელო (სრულად)

“უსახელო. ჩემს ცხოვრებას მხოლოდ ერთი სახელი აქვს. არც ჩემია ეს ცხოვრება. ერთ დღესაც გავიღვიძე და ჩემი ცხოვრება სხვას აერჩია. არსებობას აზრი არ ჰქონია. დაუღალავად, გათენებიდან, დაღამებამდე შრომას, ოცნებებისათვის ბრძოლას თურმე არაფერი მოაქვს. ოცნებასთან მიახლოვებულს ფეხებში მიწა გამომეცალა, უფსკრულში ჩავვარდი. უფსკრულში, რომელსაც ცოცხლად სიკვდილი ჰქვია.
ოჯახი. ყოველთვის მინდოდა შემექმნა ოჯახი, რომელიც მე არასდროს მყოლია. მყოლოდნენ შვილები, რომლებიც ილაპარაკებდნენ აღტაცებით მშობლებზე, როგორც მე ვყვებოდი ადამიანებზე, რომლებიც მხოლოდ ჩემი წარმოსახვის ნაყოფები იყვნენ.
საავადმყოფოში, ოთხ კედელში გამოკეტილს არაფერი დამრჩენია. სიცარიელეს ვგრძნობ მუცელში, ჩემს სხეულს სიკვდილის სუნი ასდის. ვიძირები სისხლის გუბეში, მაგრამ ისევ ცოცხალი ვარ. ვიყურები გარშემო, ვუყურებ ცარიელ, თეთრ კედლებს და ერთადერთი სურვილი მეუფლება. აქაურობა ზიზღს მგვრის. აქ მე პირველი არ ვარ. ამ კედლებს ბევრი სისხლი უნახავთ. მუდმივ მაყურებლებს სხვა არაფერი დარჩენიათ. არ მიყვარს ეს ადგილი. არ შემიძლია მოვუსმინო გარედან შემოსულ ბედნიერ ხმებს, რომლებიც გახარებულები შვილის დაბადებას აღნიშნავენ. კი , შეიძლება ცუდი ადამიანი ვარ, მაგრამ ბედნიერი ვერ იქნები , როდესაც ძალიან უბედური ხარ. მე კი დღეს მკვდარი ვარ.
დაუნდობელმა ქარმა დაუბერა, ცეცლი ჩაქვა, მეც ჩავქვრი, სამუდამოდ გავქრი.
ზიზღით ცხოვრებაც სასჯელია.სიცოცხლეც შეიძლება სასჯელი იყოს. მაშინ, როდესაც გვერდით არავინ გყავს. პალატაში არავის უშვებენ, არავის ნახვა არ მინდა. ამ ტკივილს ვერავინ გაიგებს. ვერ გაიზიარებენ ადამიანები, რომლებიც გარეთ მელოდებიან.
ჩემი ქორწინება ვერასდროს იქნებოდა სხვანაირი. ძალით, უსიყვარულოდ შექმნილი ოჯახს ვერ ერქმეოდა სხვა სახელი. კი, მე ჩემი ქმარი არასდროს მყვარებია. ეს არ იყო ის ქორწინება, რომელსაც ადრე ღრმა ბავშვობაში ოცნებებში ვხატავდი. იქნებ ასეც ჯობდეს. იქნებ ეს ბავშვი არ უნდა დაბადებულიყო. მას მაინც არ ეყოლებოდა ოჯახი. გავიდოდა წლები და მიხვდებოდა, რომ დედამისსა და მამისს ერთმანეთი არ ყვარებიათ. მიხვდებოდა, რომ სიყვარული, რომლის ნაყოფიც უნდა ყოფილიყო მხოლოდ მირაჟი ყოფილა. ალბათ, ისიც, ჩემსავით იტყოდა უარსს იტყოდა რეალობაზე, გაავლებდა საზღვრებს და გაიქცეოდა.
არ მინდა ვნახო ქალი, რომელსაც დედაჩემი ქვია. გამწირა. არჩევანი გააკეთა. ბედნიერების შესანარჩუნებლად , რომელიც თვითონ წლების წინ მოიფიქრა , ჩემი რეალობა დაუფიქრებლად ნანგრევებად აქცია.
მ ყოველთვის იცოდა ვინ იყო სინამვილეში, იცოდა ვინ უნდოდა რომ ყოფილიყო და ვინ იყო სხვების თვალში, მაგრამ ვინ ვიყავი მე? ესეც ჩემს მაგივრად გადაეწყვიტა. ახლა, იტირებს, დამწუხრებული ივლის, ყველა მიუსამძიმრებს, შეიბრალებს და არავის ეცოდინება, რომ ეს არის ქალი, რომელმაც საკუთარი შვილს ხელი კრა. მოიშორა და აგრძელებს ცხოვრებას ტყუილში, რომელიც ნელ-ნელა რეალობასააც ნამსხვრევებად აქცევს.
მე მისი შეცდომების გამო პასუხი არ უნდა მეგო. მე ასეთი დასასრული არ დამიმსახურებია. უსამართლობა, რომლის გემოც მე მთელი სხეულით ვიგრძენი ჩემი ნაწილი არ ყოფილა. ჩემს შვილს სხვისი ცოდვების გამო სიცოცხლე არ შეეწირა. არ უნდა დაეკარგა.
შემოსასვლელში ივო დავინახე. შეცვლილა. წლებია ივოს არ შევხვდერივარ. როგორი არ წარმომედგინა ჩვენი შეხვედრა, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ ასეთს მნახავდა. ვერ შემოვიდოდა, ვიცოდი რომ ასეთს ვერ მანხავდა. ივოს ასეთი არ უნდა ვენახე , ეს ივანეს არ დაუმსახურებია. არც თვითონ დამენახებოდა თვალებაცრემლიანებული, გულმოკლული. ისე ერთადერთი, ვისაც აქ შემოსვლის უფლება აქვს, მაგრამ მისი ცრემლები გულს დამწვავდა. გული, რომელიც ფერფლადაა ქცეული , უდიდეს ტკივილს მომაყენებდა. იცოდა და წავიდა. სწორად მოიქცა. და მაინც, არც ჩვენს ამბავს არ უნდა ჰქონოდა ასეთი დასასრული. არც წითელსა და ლურჯს დაუმსახურებიათ ამგვარი სასჯელი.
როგორ იქნები ჩემი ცხოვრება წლების შემდეგ? მე ილარია ვარ, უბრალოდ ილარია. ჩემი შვილის სისხლში ამოსვრილები ბედნიერებას ვერ იპოვიან. კი მე მოვკვდი. მოვკვდი საკუთარ შვილთან ერთად. ჩემი აჩრდილი სულ აქ დარჩება. გააგრძელებს არსებობს მიწაზე. მანამ, სანამ ყველა პასუხს არ აგებს. მეც ვიბრძოლებ ბედნიერებისთვის. ვიცოცხლებ ჩემი შვილის ხსოვლისთვის.
მე ილარია ვარ ჩემი არსებობა უსახელოა, მაგრამ ის ყოველთვის იქნება სასჯელი. სასჯელი,რომელიც მათთან მოვა ჩემი, უსახელო ადამიანის სახით.”
ილარია

***
მე მინდა, რომ ჩემი შვილი დაასაფლავონ. არ მინდა ის ისე წავიდეს, თითქოს ქვეყნად არასდროს მოსულა. დრო მალე გავიდა. მე სახელი აღარ მაქვს, მაგრამ არ მინდა ჩემს შვილსაც ერქვას უსახელო. ნიკოლოზი, ნიკოლოზ ლაზარიშვილი. მინდა აქ, ამ ადგილას, ნიკოლოზ ლაზარიშვილის საფლავი იდგას. მას უნდა ჰქონდეს ჩემი გვარი. გვარი, რომელიც წყევლასავით, ცხედრის სუნისავით სულ თან მსდევს. მან იცოდა, ვისი შვილი იყო. არ უნახავს მამა, რომელსაც არასდროს ჰყვარებია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მე მგრძნობდა. გრძნობდა ქალს, დედას, რომელიც წამებს ითვლიდა და მის დაბადებას ელოდებოდა. მას აუცილებად ჩემი გვარი ექნება. მან უნდა იცოდეს, ვინ არის მისი დედა, ვინ არის მისი ბებია, მამა, კარგისა და ცუდის გარჩევა. უნდა იცოდეს ვის ქვია მისი მკვლელი.
ლამაზი ადგილია. აქ, ხის ძირში, აყვავებული, მწვანე ბალახის ქვეშ. გაზაფხულის სუნს იგრძნობს. ყველასაგან შორს. მე მახსოვს ეს ადგილი. ეს ხე იყო ჩემი სახლი, ეს ცა იყო ჩემი მშობელი. წვიმასა თუ თოვლში, ყოველთვის მიფარებდა. მაშინ, როდესაც ოთხკედელში გამოკეტვა არ მინდოდა აქ ვიმალებოდი. ვემალებოდი საკუთარ და თავს და ცოტახნით მეც ამ ხის ნაწილი ვხდებოდი. მისი ფესვები ჩემს სხეულს გარშემო ეხვეოდა. ნელ-ნელა ჩემი კანიც მისი ნაწილი ხდებოდა. სხეული მიმძიმდებოდა და თვალებდახუჭული უკვე უძრავი ხე ვიყავი. მე გაზაფხული არასდროს ვყოფილვარ. ჩემი გახუნებული ფოთლების ფერი თმა, ათას ნაწილად იშლებოდა. იშლებოდა და ცვიოდა. მე შემოდგომა ვიყავი. გაჭედილი, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის.
ერდღეს ეს ფოთლებიც გახუნდება დაეცემა და გაჰვებიან საფლავში ჩემს შვილს. მოუყვებიან ზაფხულის ამბებს, მოუყვებიან როგორია ცხოვრება. იქნებ ასეც სჯობდეს. ისინი მოუყვებიან მას ადამიანებზე, მოუყვებიან ჩემზე. ის არ ნახავს სისასტიკეს, არ გამოცდის იმედგაცრუებას. იქნება მშვიდად და დაელოდება მომაკვდავ ფოთლებს. ისიც ბუნების ნაწილი გახდება. ეს წაბლის, ბებერი ხე, ფესვებს ღრმად გაიდგამს. ფესვებით გაათბობს და ყველასაგან დაიცავს. ასე გაგრძელდება უსასრულოდ. ფოთლები, ფოთლებს შეცვლიან. ეს მარადიულობის კანონია. მარადიულობის, რომლისაც ადამიანებს არ გვესმის. მარადიულობის , რომლისთვის ჩემი შვილი არც არსებობდა.
ეს ადგილი არავინ იცის. ასე მინდა, მე ასე მირჩევნია. მისი ნახვა მათ არ დაუმსახურებიათ. არ დაუმსახურებია ბებიას, რომელმაც შვილიშვილი ცოცხლად გასწირა. ცოცხალ ადამიანს, არჩია ტყუილი, რომელიც მუცელში ღრმად ჩამერჭო და ჩემი მოკლული შვილის სისხლში დამახრჩო. არ დაუმსახურებია ჩემს ყოფილ ქმარს. რომელმაც ქორწინების პირველი დღიდან, სიყვარულის ილუზია ნამსხვრევებად აქცია. ჩემი რწმენა, სინათლე , რომელიც მთელი ცხოვრება გზას ანათებდა გაყიდა. კი, მეც გამყიდეს. მე ნატამ მარიონეტივით გამყიდა, ეფემერული წარმატებითა და დედაჩემის ტყუილში გახვეულმა საბამ კი დაუფიქრებლად მიყიდა. არ დაუმსახურებია ამ საფლავის ადგილის ცოდნა მოძღვარს, რომელმაც მითხრა, რომ ჩემი შვილი არ არსებობდა. რომელმაც სასაფლაოზე მისი დაკრძალვის უფლება არ მომცა. ასე სჯობს ჩემი შვილის საფლავის ადგილი აქ იქნება. მხოლოდ მე მეცოდინება, აქ მხოლოდ მე ვიტირებს, შვილმკვდარი დედის ცხელი ცრემლი დაწვავს ამ ბალახს.
ივომ, ამ ადგილის შესახებ მხოლოდ ივომ იცოდა. ყოველთვის იცოდა, რომ როდესაც ილარია იკარგებოდა აქ უნდა მოსულიყო და გახუნებული ფოთლებში ეპოვნა ჩემი ძალაგამცლილი სხეული. ამ ხეს ივოც ახსოვს. ჩვენი ამბავიც არ არის უცხო მისთვის. ეს ის ამბავია, რომელიც მინდა სიცოცხლეწარმეულმა ფოთლებმა პირველი მოუყვნენ ნიკოლოზს. ეს ის სიყვარულია, რომელშიც მინდოდა ის გაზრდილიყო, რომლისთვისაც მინდოდა მას ეარსება. ეს ხე ყოველთვის გაზაფხულისფერი არ ყოფილა. ერთდროს ის წითელი იყო. დროის განმავლობაში წითელ ფოთლებს ლურჯი შეერიათ. ზოგი უფო ღაჟღაჟა გახდა, ზოგი კი ლურჯმა ჩაყლაპა.
დრო გადიოდა, სეზონები იცვლებოდა, ფოთლები ცვიოდა. ერთი მარჯვნივ ეცემოდა, მეორე მარცხნივ იკარგებოდა. ერთი დასასრული არ ჰქონდათ.
ეს ბედნიერი მოგონებაა. მოგონება, რომელიც ყოველთვის იარსებებს ჩემთან ერთად, ოცნებასთან ერთად. სულ იქნება ერთი ოცნება. ოცნება, სადაც მე და ნიკოლოზი ვცხოვრობთ თბილ, პატარა, ლამაზეზოიან სახლში. ის სულ იარსებებს, სანამ უკანასკნელი დაკარგულიც არ დაიკარგება. სანამ დაკარგულიც მის გვერდით არ აღმოჩნდება

დიდხანს ამზადებდა ილარია ნიკოლოზისთვის სახლს. სახლს, რომელშიც მეტი სიყვარული იდო, ვიდრე ადგილში, სადაც ილარი ცხოვრობდა. პატარა ხის ძირში ილარიამ ამოკაწრა, ნიკოლოზ ლაზარიშვილი , ილარიას შვილი. აქ იპოვა სამუდამო სამყოფი ნიკოლოზმა. ამ ადგილს არ ერქმევა საფლავი, ამ ადგილს ერქმევა სახლი. ნიკოლოზ ლაზარიშვილის სახლი. ბევრი იტირა ილარიამ. მისი ცრემლები აღარ ჰგავდა იმ გოგოს ცრემლებს, რომლის თვალებშიც სინათლე ყველა უკუნითს აუბრალოებდა. მისი ცრემლები შეხებისთანავე სივრცეს ცრიცავდა. უკუნითი, რომელიც მათგან მოდიოდა საფლავსა და ხეს გარშემო ეხვეოდა და ყველასათვის უხილავს ხდიდა. ის მუდამ დაზღვეული იყო უცხო სტუმრებისაგან. დიდხანს ეძებდა. ისიც უსახლკაროდ იყო დარჩენილი. მანაც დაკარგა პატრონი, მაგრამ დაფრინავდა და მუდამ ეძებდა. წლების შემდეგ იპოვა. ფრთები გაშალა, უკუნითი დაარღვია, ტოტზე დაჯდა და ელოდა.
დრო გადიოდა, უკუნითი იკარგებოდა, ივოს სხეულიდან გამოგლეჯილი თეთრი მაღალყელიანი წერო კიოდა.
***
თვალებაცრემლიანებული სივრცეს ჩვეულზე ჩქარი ნაბიჯებით მიაპობდა. სიბნელეში მიმავალი ექოს ჰგავდა. წარსული, მკვდარი ხმების ექოს. აღარც სივრცეს, აღარც დროს მნიშნელობა აღარ ჰქონდა. სიკვდილის სიმღერა, რომელიც მას მუდმივად ყურში ჩაესმოდა მიწაზე ანარცხებდა. ყოველი ბგერა მძიმე დარტყმასავით ხვდებოდა… მაინც მებრძოლი არ უშინდებოდა. ფეხებს ამაგრებდა და წამოდგომას ცდილობდა. ხელით დასაყრდნობს ეძებდა. ერთ დარტყმას მეორე მოჰყვებოდა, მეორეს-მესამე. ტკივილი, რომელსაც ბოლო არ უჩანდა არ ჩერდებოდა. წონასწორობას ვერ ინარჩუნებდა, სწორ ხაზზე ვერ დადიოდა. თვითონაც არ იცოდა სად მიდიოდა, ვის ეძებდა, მაგრამ გაჩერება განადგურების ტოლფასი იქნებოდა.
წითელი, შემზარავი სანახავი იყო ილარიას თვალები. ფერმკრთალი, საოცრად ფერმკრთალი იყო. დაბნეული მძიმე სხეულს ექაჩებოდა. სივრცესთან ერთად თვითონაც იპობოდა, ნაწილებად იხლიჩებოდა, მაგრამ ძალაგამოცლილი ჯერ შვილის ნახვას არ აპირებდა. მსხვერპლად ყოფნას არ ეგუებოდა, სიკვდილს ქედს მეორედ აღარ მოუხრიდა.
შვილის საფლავთან დაჩოქებულმა ვერც შეამნია როგორ ამოისვარა ტალახში. საღამოს საათებში საპირისპირო მიმართულებით მიმავალი ხალხი ერიდებოდა, გზას უთმობდა და შიშმორეულ სიმალაზეს თვალს აყოლებდა. ახლა ამას ყველაზე ნაკლებას დარდობდა. ამ ქალმა იგრძნო, ის, რაზეც მის შემხედვარებს წარმოდგენაც არ ჰქონიათ. ისიც სიკვდილის ნაწილი გახდა, მოსიარულე გვამს დაემსგავსა.
ახლა ყველაფერზე მეტად საკუთარ ცხოვრებაზე უარის თქმა უნდოდა. ყველაფერზე, რაც კი მას გააჩნდა. წამიერად თვალების დახუჭვა და ამ ქუჩაში დაცემა ეწადა, მაგრამ არასდროს, ის თავს ამის უფლებას არასდროს მისცემდა. ილარია, ცეცხლისშვილი, შემოდგომისფერი სიკვდილსაც არ შეუჩინდებოდა.
ზიზღი, სინანული, შიში, ამ ყველაფერს ერთიანად განიცდიდა. ის იმ ქალს აღარ ჰგავდა, რომელსაც ცაში საფრენად ფრთები არ სჭირდებოდა. ეს ყველა გრძნობა მას ცეცხლად ედებოდა და ახლა ქუჩაში მხოლოდ მისი ნარჩენი ფერფლი მიაბიჯებდა.
სახლისაკენ მიმავალ გზას ყველანაირად ერიდებოდა. სახლის, რომლის გადაწვაც ფერფლად ქცევა უნდოდა. ყველა მისი უბედურება ამ წყეული სახლის ბრალი იყო. ყველაფერი რაც კი მის ცხოვრებაში მომახდარა ხდებოდა იმიტომ , რომ მას სახლი არასდროს ჰქონია. სულ ოცნებობდა. ილარია სახლზე, ბედნიერ ოჯახზე სულ ოცნებობდა და ახლა, როდესაც მუცელში ტკივილად მოსულ სიცარიელეს გრძნობდა, მტვერი ხდებოდა.
-ილარია. - არ ესმის -ილარია- ხმას უმაღლებს უკნიდან მომავალი, ნაბიჯებს უჩქარებს, ცდილობს დაეწიოს - ილარია ! - უკან არ იხედება. სიკვდილის სიმფონიის მსმენელამდე თამარის დაბალი, ჩახლეჩილი ხმა ახლოსაც ვერ აღწევს.
თეთრი, ტალახიანი კაბით მიმავალი მიჰყვება ნოტებს, მაგრამ უკნიდან უკვე სირბილით მიმავალი თამარი მხარზე ხელს ჰკიდებს და თავისაკენ ატრიალებს.
შეშინებულმა გახედა, წამით ვერც მიხვდა რა ხდებოდა. თამარს სახე შეეცვალა, ერთ ადგილას გაიყინა. ასეთი არასდროს უნახავს, ვერც აღწერდა სიტყვებით როგორ შეიცვალა. ძალიან არ უნდოდა დაეჯერბინა, რომ ის ვინც მის წინ იდგა ილარია იყო. შემზარავი სანახავი იყო - ტალახიანი, ტუჩებზეფერდაკარგული, თვალებგაწითლებული, ფერმიხდილი ილარიას ნახვა. მაგრამ ეს ყველაფერი არაფერი იყო მის ზიზღით სავსე გამოხედვასთან შედარებით… გამოხედვასთან, რომლის მსგავსიც ჯერ არასდროს არაფერი უნახავს.
- გამომყევი- შეეცადა უკან მიებრუნებინა. თავისი სახლისაკენ წაეყვანა, მაგრამ ხმისამოუღებლად ხელში ძალა მოიკრიბა, თავიდან მოიშორა, ზურგის ქცევა და გზის გაგრძელება სცადა.
-სად მიდიხარ?
-ყველაფერი იწვის.
-მე. მესმის ილა…
-იწვის. ყველგან ცეცხლია.
-ილარია მომისმინე.
- მკვდარია.
-ძალიან გთხოვ
-ჩემი შვილი მკადარი. მე შვილმკვდარი დედა ვარ.
-შენი შვილი…
-მოკლეს.
-მარტო არ ხარ.
-მისი მკვლელები ბედნიერები ვერ იქნებიან. მის სისხლშიგასვრილი ხელებით ბედნიერები ვერ უნდა იყვნენ.
-ილარია! - კივილით, ცრემლმორეული ხმით წარმოთქვა თამარმა მეგობრის სახელი, რომლის კვალიც ნელ-ნელა იშლებოდა, რომელიც მის წინ მდგომს არაფრით ჰგავდა, მისი შემხედვარე თამარიც კვდებოდა. მის თვალებში ჩაძირულს ახლა მართლა ეჩვენობდა, რომ მათ გარშემო ყველაფერი იწვოდა.
ქუჩაზე ცეცხლი არაფერს ინდობდა სრიალებდა და ორს გარშემო ეხვეოდა. წასასვლელ გზას აღარ უტოვებდა.
-თამარ - აცრემლებული თამარის დანახვამ ჩვეულ სივრცეში დააბრუნმა. განწირულის ხმის ექომ გამოაფხიზლა.
გამოფხიზლებულს წითელი თვალები ცრემლით აევსო. თავი ვეღარ შეიკავა, ძალაგამოეცალა და დავარდნის პირას მისული თამარმა გაამაგრა.
-რატომ? რატომ მე? მე არაფერი დამიშავებია - აკანკალებული ხმით მოთქვამდა, ქუჩისპირას თამარს ხელს ძლიერ უჭერდა.
-ჩემო პატარა
-მე ვინ ვარ?
-შენ მსპვერპლი ხარ.
-რატომ?
-უნდა გაუძლო
- მთელი ცხოვრება სამართლის მჯეროდა. ყველა უბედურების მიუხედავად, რაც მე გამომივლია ფარხმალი არასდროს დამიყრია. რის სანაცვლოდ?
- ძალიან ვწუხვარ.
- რის სანაცვლოდ?
მიხვდა რომ ბავშვდაკარგული დედისტკვილს ვერ გაიზიარებდა, ვერაფრით უშველიდა. ჩუმად უსმენდა ილარიას ხმას, რომელიც ნელ-ნელა იხლიჩებოდა და რთულად გასარჩევი ხდებოდა. მკლავებს მაგრად უჭერდა, აკანკალებულს ეხუტებოდა. ვერაფრით ეხმარებოდა, ვერ მშვიდდებოდა და მასაც ცრემლები ერეოდა. ის ამას არ იმსახურებდა. მის წინ იყო გოგო, რომელიც ბედნიერებას ყველა სხვაზე მეტად იმსახურებდა, რომელსაც უსამართლობაც გადაურა, რომელიც სიცოცხლემ სიკვდილად აქცია.
გვალვაში ამოსული ყვავილი, რომელიც მუდმივად წყალს ეძებდა ოაზისის მირაჟების ცქერაში კვდებოდა, ფურცლები ცვიოდა, ტერო ირყეოდა, ფერწასული სიკვდილას პირას მიდიოდა… ჭკნებოდა.
-ძალიან გთხოვ გამომყევი.
-სიკვდილი მინდა - დიდხანს ვეღარ შეძლო ამ სიტყვების შეკავება და ბოლოს ხმამაღლა წარმოთქვა.
-შენ იცოცხლებ ილარია. იცოცხლებ დიდხანს.
-მე ამ ტკივილით ვერ ვიცხოვრებ.
-სხვა გზა არ გაქვს. ცხოვრება ასეთია.
-ჩვეულ ცხოვრებას ვერ გავაგრძელებ.
-ძალიან გთხოვ გამომყევი.
თითქმის ძალით ააყენა მუხლებზედავარდნილი, გაყინული. სახლისაკენ გაემართნენ. მზეც ჩავიდა. ყველა ხმა მოკვდა, მის წინაშე ყველამ ქედი მოიხარა, ყველა და ყველაფერი დაეცა.
***
-ჩემი არჩევნი ოჯახის შექმნა არ ყოფილა. ეს ყველაფერი უბრალოდ თამაში იყო. აღარ ვიცი რა ვუწოდო ამ ყველაფერს. ეს უბრალოდ ტყუილზე მეტია, თამაშზე მეტია ეს დადგმაა, რომლის წინააღდეგაც მე ვერ მივდივარ. - ცრემლები ერეოდა, სულ კანკალებდა, ჯერ კიდევ ძვლებში დასახლებულ სიცივეს ვერ იშორებდა. სიტყვებს ვერ პოულობდა ყველაფრის გადმოსაცემად, თავისი ცხოვრების, უკანასკნელი წლების მოსაყოლად, მაგრამ ამ გამანადგურებული ავადმყოფობის წამალი მხოლოდ ეს იყო. ტკივილი მხოლოდ, მაშინ წავიდოდა, როდესაც მას თვალს გაუსწორებდა, ბუნდოვანს სიტყვებში დაატყვევებდა და საკუთარი სხეულიდან გააგდებდა.-მისთვის ეს არაფერი არის. არავინ არაფერს წარმოადგენს. ის მართავს ყველას და ,როდესაც მობეზრდება საკუთარი ხელით ახრჩობს. -ხმადაბლა ლაპარაკობდა. თამარს ვერც ამჩნევდა. ხმამაღლა ფიქრობდა.
...აქ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ერთხელაც არ მოსულა. აქაურობა მართლაც შეცვლილიყო და ნელ-ნელა ემსგავსებოდა სახლს, რომლის აშენებასაც თამარი სულ ცდილობდა, სახლს, რომელსაც ილარია სულ ეძებდა. კედლები ლურჯად შეეღებათ, მოძველებული იატაკიც შეცვლილიყო. ეს ადგილის გულუხვი შემოწირულობით აშენდა, მაგრამ ეს გულიხვი შემოწირულობა მხოლოდ ამ დადგმის ერთ-ერთი ხრიკი იყო.
-აღარც მახსოვს აქ ბოლოს როდის ვიყავი. თითქოს აქ არასდროს ვყოფილვარ.
-აქ მართლა არასდროს ყოფილხარ -ამოიოხრა თამარმა. დაბერდა, ძველმა ტკივილები თავი შეახსენა, ბრძოლისაგან დაიღალა, გრძელ თმას ჭაღარა ერეოდა. გრძელი თითებით სიგარეტს ათამაშება. -იცი.. მერჩივნა ეს ადგილი არასდროს შეცვლილიყო. რამდენიმე წლის წინ ეს კედლები დანგრევის პირას იყო მისული, იატაკის ჭრიალი ბავშვებს აშინებდა, სიცივე ღამე მოსვენებას არ აძლევდა, მაგრამ ისინი აქ ბედნიერები იყვნენ. მე დიდხანს აქაურობას ვერ შევინახავდი. სულ ვფიქრობდი ამ ბავშვების. არ დაველოდე და მოუთმენლობისაგან აღელვებულმა, საკუთარი ქმედების სისწორეში დარწმუნებულმა ერთი ხელის მოსმით დავანგრიე ყველაფერი, რაზე ვოცნებობდი. ყველაფერი ჩემი წყეული მოუთმენლობის გამო მოხდა. დახმარება ძველ მეგობრებს ვთხოვე. შენობის აღდგენაში დამეხმარნენ, მაგრამ ჩემი აშენებული სახლი დაანგრიეს- მასაც უჭირდა ამ სიტყვების თქვა. ილარია დიდი ხანია არ უნახავს- ყველაფერი ჩვეულ სისტემად იქცევა, ეს ადგილი ჩვეულებრივი ბავშვთა სახლი გახდა. მე კი აღარაფერი შემიძლია. ეს ბავშვებისათვის ციხეა. მე ჯერ შემიძლია მათზე ზრუნვა, მაგრამ, როდესაც მე აღარ ვიქნები...- წინადადება არ დაუსრულებია. სიგარეტის ნამწვავი ფანჯრიდან გადააგდო, შორს ისროლა. გარეთ ისევ წვიმდა.
-ცხოვრებას არც შენთვის დაუკლია- ეს სიტყვები შემზარავი იყო. მომენტალურად მთელ ოთახს მოედო. საკუთარ კალთას თვალი მოწყვიტა და როდესაც თამარს შეხედა შიშის ნაპერწკალებმა სურათი დაფარა. წამით ყველა ფერი გახუნდა. სივრცეში სიმძიმე ჩამოწვა. ეს ადამიანის მიერ ნათქვამი საყვედური იყო. ადამიანის, რომელიც ცხოვრების სიყვარულისთვის დაისაჯა, ძალიან სასტიკად დაისაჯა.
-ილარია ცხოვრება...
-ცხოვრება არაფერ შუაშია. ყველაფერი დედაჩემის ბრალია. ჩემი ბრალია. რა სულელი ვიყავი.-მძიმედ ამოისუნთქა- მე მისი შვილი ვარ და არ შეიძლებოდა სხვანაირი ვყოფილიყავი. მეც მასსავით უნდა გავმხდარიყავი აჩრდილი, საკუთარი სხეულის ჩრდილში დატყვევებული სინათლე.
-შენ არავი გავხარ.
-შეიძლება არ ვგავდი, როდესაც შენ მიცნობდი, როდესაც აქ დავდიოდი. მე სხვანაირი ვიყავი.
-უნდა გაათავისუფლო. დარწმუნებული ვარ დედაშენი ახლა ღელავს.
-თამარ ნატა ორი წლის წინ გარდაიცვალა. სიკვდილს ხელი მოკიდა და აქაურობას გაექცა.-შემზარავი ღიმილით გააგრძელა თხრობა- მაგრამ ყველაფერი მოასწრო. ყველა წესი მოიფიქრა, მე მისთვის უბრალოდ მოთამაშე ვიყავი, რომელიც თამაში ბოლომდე აუცილებლად მიაღწევდა, მაგრამ იქ სიკვდილი ელოდა. ყველაფერმა აქამდე მომიყვანა. სიკვდილის წინ ჩემი ქორწინება დაგეგმა. იცოდა, რომ მომაკვდავს უარს ვერ ვეტყოდი. გამყიდა. საკუთარი სახელის, ძვირადღიებული სასაფლაოს, მისი სახელობის საქველმოქმედო ღონისძიებების სანაცვლოდ.
-ყველა დედას ნერვიულობს საკუთარი შვილის ბედზე; თუნდაც მის ფინანსურ უზრუნველყოფაზე.
მსმენლის რეპლიკები მის ყურებამდე ვერ აღწევდა. მისკენ მიმავალს ცეცხლი ედებოდა, იფერფლებოდა, ქრებოდა.
-ყველაზე შესაფერისი წამი აარჩია. მონადირეა, ჩასაფრებული, გაწვრთნილი. მისი იარაღი ჩემი სისუსტე აღმოჩნდა. ჩემი უაზრო წარმოსახვა, გულუბრყვილობა. მას მე მივუახლოვდი.
-შენი ქმარი?
-ჩემი ქმარიც მისი საზოგადოების წევრია. მდიდარი, ამპარტავანი, არც მას სჭირდებოდა ოჯახი. ჩვენი დაქორწინება ჩვენმა ოჯახებმა გადაწყვიტეს. მე მას სახელს მოვუტანდი, ის სიმდიდრეს, ჩვენ მუდამ თავს ვარიდებდით ერთმანეთს ჩვენი დამაკავშირებელი მხოლოდ ბავშვი უნდა ყოფილიყო.
-ილაია...
-გიკვირს რატომ დავთანხმდი? არ ვიცი. უბრალოდ ვერ ვფიქრობდი ვერაფერზე. ეს ქორწინება ჩვეულებრივი ხელშეკრულება იყო. ხელშეკრულება, რომელიც სიყვარულს, გრძნობას, ადამიანობას გამორიცხავდა.
-ამ ყველაფერს ვეღარ შეცვლი
-თუ ეს ყველაფერი სასჯელია ჩემთვის, ის ზედმეტად მძიმეა.
-წინ უნდა წახვიდე.
-გზა დავკარგე.
-ილარია შენ ჯერ ახალგაზრდა ხარ.
-გვამის ასაკს მნიშვნელობა არ აქვს.
-ნუ ამბობ ამას.
-მე საკუთარი ნებით დავთანხმდი ამ ყველაფერს. პასუხიც მე უნდა ვაგო.
-სად მიდიოდი?
-არ ვიცი. ბილიკს მივყვებოდი, თეთრი სისხლით შეღებილი მინდვრის ყვავილებით მოფენილ ბილიკს. თანახმა ვიყავი გავყოლოდი.
-სახლიდან წამოხვედი?
-მე სახლი არასდროს მქონია.
-განქორწინებას აპირებ?
-ეს წყეული ქორწინება რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს.
-საწოლს გაგიშლი. არსად გაგიშვებ. ცოტახანს აქ, ჩემთან დარჩები.
გაშეშებული დიდხანს იჯდა. თამარმა ლოგინი გაშალა. ყველაფერი მოამზადა. მათ შორის იყო საერთო- ბრძოლის ძალა ორივეს დიდიხნის წინ დაეკარგა. ორივე უშვილო დედა იყო. ერთსა და იმავე ბილიკზე, თეთრი სისხლში ამოსვრილი ყვავილებით სავსე ბილიკზე ფეხშიშველნი მიდიოდნენ. წვიმის წვეთები ყვავილის ფოთლებს სისხლს რეცხავდა. ეცემოდა, ისიც წითელში იძირებოდა. უამრავი საზარელი ხმა, შემზარავი ბგერა...
-თამარ შენ ამ ამბის თანამონაწილე არ უნდა გახდე.
-ამას მე გადავწყვეტ.
-მაშინ...
-შეეცადე დაისვენო.
- ყველაფერი უნდა გიამბო.
-ხვალ განვაგრძოთ...
-მაპატიე.
... საღი გონება დაუბრუნდა. ტკივილი ძველებურად ნეკნებში იყო გახლართული.
-რა ქვია ამ ამბავს?
-ცარიელი
ცარიელი
ყოველი წამი უსასრულოდ იწელებოდა, დამთავრებას არ ჩქარობდა, მაგრამ ეს ღამის უკუნითი, რომელიც მზის პირველი სხივის გამოჩენისთანავე გაუჩინარდება არ იყო ისეთი საზარელი, როგორიც სიბნელე, რომელიც ამ სახლის კედლებში იმალებოდა.
დაღლილ ილარიას მალე ჩაეძინა. ჯერ კიდევ ვერ თბებოდა მისი გაყნიული სხეული. თრთოდა, სქელი საბანი გადააფარა თამარმა. ძილი არ ეკარება. გულნატკენი უყურებს კედლებს, რომელიც რამდენიმე წლის წინ ფერადი ნახატებით იყო სავსე, უყურებს ქალს, რომელიც რამდენიმე წლის წინ სევდანარევ სიხარულს ასხივებდა, ანათებდა და ყველა გზად შეხვედრილ უფსკრულს ავსებდა. ყველაფერი იცვლება და მარადიულობასთან შეჭიდებული, ოცნებებს გაყოლილი ადამიანი თავს ხშირად გრძნობს დამსხვრეულად, თამარს აღარ შესწევს უნარი ფეხზე მყარად იდგეს.
დაიღალა, სკამს მძიმედ დაეყრდნო, არ იძინებდა, ფიქრობდა, მთელი ღამის განმავლობაში ფიქრობდა.
...ამ სახლის პატრონი, ამ ბავშვების დედა ის შემთხვევით გახდა. გაუცნობიერებლად გახდა კეთილდღეობის ნაწილი და წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა აქაურობის შესანარჩუნებლად.
...მაგრამ დრო გადიოდა, ბევრი, რაც იცვლებოდა.
ამ კედლებსა და ილარიასაც აქვთ რაღაც საერთო, მათ შეიძლებოდათ სხვა დასასრული ჰქონოდათ, შეიძლებოდა ეს გზა აქამდე არ მოსულიყო, მაგრამ მომხდარს უკვე ვეღარაფერი შეცვლიდა. დაბერებული, მრავლისმნახველისათვის ეს არ იყო უცხო. საკუთარი არსებობით ცდილობდა დაწყებულის ბოლომდე მიყვანას, მაგრამ ეს ყველაფერი ძველ სიხარულს აღარ ანიჭებდა, აღარ იყო ეს ყველაფერი სიცოცხლის წყარო, რომელიც ასაკთან მებრძოლს წლების განმავლობაში ძველ სიმკვრივესა და სიდიადეს უნარჩუნებდა.
სიგარეტს აკანკალებულ თითებს შორის აქცევდა, შინდისფერ ტუჩებთან ნელა მიჰქონდა, ღრმა ნაფაზს არტყავდა,კვამლი წამებში კედლებს ერწყმოდა.
-შეეცადე ისევ დაიძინო
-ძილი არც შენც გაწყენს თამარ
-მეც დავიძინებ
-თამარ რა მოხდა?ბავშვები სად არიან?
-გაიზარდნენ ილარია. სრულწლოვნები გახდნენ და ახალმა თანამფლობელებმა მათი საკუთარ გზაზე გაშვება გადაწყვიტეს. რამდენიმე წელი ვცდილობდი, ვუმტკიცებდი,რომ მათი მარტო გაშვება არ შეიძლებოდა, გამომდიოდა, მაგრამ... მე უკვე აღარავინ მისმენს. ჩემი დრო წავიდა. ისინი ამბობენ ადგილი საკმარისზე ნაკლებიაო. გასაკვირი ის იყო, რომ ყველა მათ წინადადებას სიხარულით დათანხმდა. წავიდნენ, უკან არც მოუხედავთ, არც დამემშვიდობნენ, ისე წავიდნენ თითქოს აქ არც არასდროს არ ყოფილან. რამდენიმე წელში მეც წავალ, სამუდამოდ წავალ ისე, რომ აქ ჩემი კვალი არ დარჩება.
-არავინ დარჩა.
-ბევრი ახალი ბავშვია... რასაც შემიძლია ვასწავლი. ახალი ზედამხედველები მოვიდნენ, ახალი მასწავლებლები. მეც კი მიკრძალავენ მათთან ხშირად ყოფნას- დიდ თვალებს ნელ-ნელა ცრემლები ერეოდა. მაგრამ საკუთარ თავს ტირილის უფლებას არ აძლევდა, საკუთარი ცრემლებს სხვას არ აჩვენებდა.მითუმეტეს ილარიას- მას უნდოდა მის გონებაში მაინც დარჩენილიყო ძლიერ, წელშიგამართულ ქალად. როდესაც უკვე აღარ იქნებოდა, ის არასდროს მოიგონებდა მას სიბრალულით.
-უსამართლობაა.
-შეიძლება მათთვის ასეც არის უკეთესი, შეიძლება მართლა აღარ შემიძლია მათთვის საჭირო ვიყო.
-თამარ აქაურობა შენ შექმენი
-არ არის ახლა ამის დრო ილარია - ძალდატანილი ღიმილით შეეცადა თვალებზე მომდგარი ცრემლები განედევნა. ჯერ კიდევ ანთებული სიგარეთი საფერფლეშ ჩადო - წელში მოიხარა, ცალ ხელს დაეყრდნო მეორე ხელით --თავისი მსგავსის ხელისგული ეჭირა - მიამბე რა მოხდა.
-ახლა ამის დრო არ არის - დაიხარა და თავით თამარის მუხლებს დაეყრდნო. დიდი ძალა აქვს თანალმობას, თანადგომას არსებულ ორს შორის, ერთი სულის მატარებელ ორ სხეულს შორის.
საფერფლეში ანთებული სიგარეტი იწვოდა, კვამლი ჭერამდე აღწევდა, ჰაერი ნიკოტინით იჟღენთებოდა.
-მინდა ცოტახნით წარმოვიდგინო, რომ არაფერი შეცვლილა. მე და შენ ისევ აქ ვართ. ჩვენს ბავშვებს სძინავთ.
-ბევრი რამ მოხდა.
-დავივიწყოთ.
-შეგიძლია?
-რამდენიმე საათით მინდა ყველაფერი დავივიწყო. მანამ, სანამ მზე ამოვა, სიბნელე გაქრება.
-კეთილი.-ფანჯარა ნახევრად გამოაღო.შემომავალი ცივი, სუსხიანი ჰაერი მთელ ოთახს მოედო. ესიამოვნა ნიკოტინით გაჟღენთილი შავი ღუბლის გაფანტვა.
ოთახში ნისლი შემოვიდა. ყველაფერი გადაფარა და რამდენიმე საათით გადაწყვიტა მათი გულის დარდის გაქარწ....ბა.
უსამართლობის მსხვერპლი ბევრი ყოფილა, კიდევ ბევრი იქნება.ისინი ატარებენ სასჯელს, რომელიც მათ არ დაუმსახურებიათ... ასეც ხდება. უნაკლოებისაკენ მიმავალს საფრთხე ხშირად ხვდებათ. მაგრამ ძალა, რომელიც ადამიანში ცოცხლობს არ იკარგება. მხოლოდ მარტოობაში ქრება. კი, ამ ძალაუფლების მთავარი მტერი მარტოობაა.
ორივე დაიმსხვრა, ერთი სხვისი ნამსვრევების მსხვერპლი გახდა, მეორე ოცნებების შენებას შეეწირა, ბევრი ნაწილი დაიკარგა, მაგრამ ისინი ერთად არიან. დაკარგულ ნამსხვერვებს ვერ დააბრუნებენ, ვერც ჭრილობებს მოიშორებენ, მაგრამ ერთად შექმნიან მთლიანს, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი დაამსხვრევს.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

ვაიჰ
ეს ის მომენტია როცა სიტყვები არ მყოფნის
და არც ჩემი ლაქლაქის დროა
უბრალოდ
ძალიან დავმძიმდი ლუკა
...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent