შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Lost Minds (24,25) დასასრული


5-05-2018, 07:15
ავტორი Moonlight Sonata
ნანახია 1 373

Lost Minds (24,25) დასასრული

24 თავი
ანდრეამ მანქანა საავადმყოფოს პარკინგზე დააყენა, ძრავა გამორთო და სალონიდან მობილურით ხელში გადავიდა. გარეთ უკვე საგრძნობლად ჩამობნელებულიყო და არც ახლო-მახლო ჩანდა ვინმე. მხოლოდ ქუჩის კატებსა და მაწანწალა ძაღლებს თუ მოკრავდით თვალს, რომელიც საჭმლის საძებრად გამოსულიყვნენ და ბუნკერებსა თუ ნაგვის პარკებში იქექებოდნენ.
საავადმყოფოს მთავარ ფოიეში, როგორც ყოველთვის, ახლაც იჯდა მორიგე ექთანი, ვისაც ყოველ სატელეფონო ზარზე პასუხი და საბუთების მოწესრიგეა ევალებოდა. ამჯერად, აღნიშნულ მოვალეობას, ახალგაზრდა, დაახლოებით ოცდა რვა წლის გოგონა ასრულებდა, ვინც გამოუძინებელ, გადაღლილ გამომეტყველებას, ჭიქა ამერიკანოთი ებრძოდა და შიგადაშიგ, მეილის მოსვლის ხმის შემდეგ, თითებს კლავიატურაზე პროგრამისტივით სწრაფად აკაკუნებდა. ალბათ მართლაც რაღაც მნიშვნელოვანი მიმოწერა ჰქონდა და ერთხანს, ამიტომაც ვერ გაიგო, თუ როგორ შემოვიდა კლინიკაში კიდევ ერთი მნახველი, თუმცა როდესაც ნაბიჯების ხმა, საკმაოდ ახლოდან შემოესმა, თავი სასწრაფოდ ასწია, მეილი ცოტა ხნით ჩაკეცა და შემომვლელი, თავის პროფესიისთვის დამახასიათებელი, ყურადღებიანი გამომეტყველებით დააჯილდოვა
-საღამო მშვიდობისა. ვისი ნახვა გსურთ?
-მეჩვიდმეტე პალატაში მყოფი პაციენტის -კითხვის დასმის თანავე მიუგო ანდრეამ და იმ წამს მოსულ შეტყობინებას დახედა. SMS რომელიღაც სავაჭრო ცენტრიდან იყო გამოგზავნილი, სადაც თურმე გრანდიოზული ფასდაკლება იყო და ასე შემდეგ . . .
ანდრეამ, მობილურის ეკრანი, დასაბლოკ ღილაკზე თითის დაჭერით ჩააბნელა და ჯიბეში ჩაიბრუნა. მზერა კვლავ მორიგე ექთანზე გადაიტანა, რომელიც პერსონალურ კომპიუტერში ჯერ კიდევ ამოწმებდა რაღაცას, თუმცა როდესაც მის ცხვირ-წინ დადებული ხაზის ტელეფონი ხმაურიანად აწკრიალდა და მთელი ფოიე მოიცვა, გოგონა კომპიუტერის განათებულ მონიტორს, გარკვეული დროით მოსწყდა და ყურმილს მარცხენა ხელით დასწვდა
-გისმენთ -ნიკაპით ხელის გულს ჩამოეყრდნო იგი -ოცდამეთვრამეტე პალატაში მყოფი პაციენტი? ის ხომ ხვალ უნდა გაეწერათ?
ნომერ 38-ის ხსენებაზე ანდრეამ სმენა დაძაბა. მშვენივრად ახსოვდა, რომ იმ საბედისწერო ავარიის შემდეგ, საბა სწორედ ამ პალატაში მოათავსეს. ესე იგი უკვე სრულიად გამოჯანმრთელებულიყო და კლინიკიდან გასაწერად ემზადებოდა.
მართლაც რა უცნაურია, არა? ის ვინც, თავისი ნებით, მისივე სურვილით მიდიოდა სიკვდილზე, ახლა თავს მშვენივრად გრძნობდა, ხოლო ის, ვისაც ამ ქვეყნიდან წასვლა, ყველაზე ნაკლებად უნდოდა, ლოგინს იყო მიჯაჭვული და მთელი ძალისხმევით იბრძოდა, რათა თავისი საყვარელი ადამიანები მარტო არ დაეტოვებინა.
-დაჟინებით ითხოვს დღესვე გავწეროთ? -კვლავ ალაპარაკდა მორიგე ექიმი -საშიში არაფერია. ხვალ დილით მაინც ვაპირებდით გაწერის საბუთების გაფორმებას. კარგით, მაშინ ფაქსით ამომიბეჭდეთ და გამომიგზავნეთ
კავშირი გაწყდა, გოგონამ ყურმილი ძირს დადო და ცოტა ხნით უყურადღებოდ დატოვებულ მნახველს, ქვემოდან ახედა.
-შეგიძლიათ აბრძანდეთ და მოინახულოთ. მართალია ახლა მიღების საათები დამთავრებულია, მაგრამ თქვენზე მთავარმა ექიმმა გამაფრთხილა და . . .
-გმადლობთ -აღარ დაამთავრებინა კანდელაკმა სიტყვები და პირდაპირ შენობაში ჩამონტაჟებული ორ-ფრთიანი ლიფტისკენ გაემართა
ახლა მხოლოდ იმაზე ეფიქრებოდა, რომ მისი უბედურების მთავარი მიზეზი დღეს სრულიად ჯანმრთელი ტოვებდა საავადმყოფოს. ნაწილობრივ ისიც აწუხებდა, რომ მაქსიმეს თავისი მუქარა სისრულეში არ მოეყვანა და ადამიანის სისხლში ხელები არ გაესვარა. ამდენი ფიქრისგან ლამის ტვინი ადუღებოდა. ეჩვენებოდა, რომ სამყაროს მთელი სიმძიმე მის კისერზე იწვა და ოდესღაც უზარმაზარ ქვესკნელში ჩაიტანდა.
ანდრეა ვერც კი მიხვდა, თუ როგორ აუქცია გვერდი ბეას პალატას, კორიდორი ბოლომდე გაიარა, მარჯვნივ გადაუხვია და როგორც კი, ხის კარზე მიმაგრებული, შავ რგოლში ჩასმული, ნომერი 38 დაინახა, ოქროსფრად შეღებილი საკეტი მაშინვე გადაატრიალა.
პალატაში ერთი დიდი არეულობა გამეფებულიყო. საბა, არეულ-დარეული საწოლიდან, ცოტა ხნის წინ იყო წამომდგარი, კარისკენ ზურგით იდგა და თავის ნივთებსა და ტანსაცმელს, ნაცრისფერ ზურგ-ჩანთაში დაუდევრად ტენიდა. იქვე, მისი საავადმყოფოს ხალათი იყო გადაფენილი, ხოლო საწოლის გვერდით მდგარ, პატარა კომოდზე ბიჭის პირადი ნივთები-მობილური და საათი იდო.
საბა იმდენად იყო გართული თავისი საქმიანობით, რომ კარის ხმა არც კი გაუგია. ისევ მონდომებით აგრძელებდა ჩანთის ჩალაგებას. საშინლად დაკუჭული, სისხლ-მოცხებული ტანსაცმლის ზურგ-ჩანთაში მოათავსების შემდეგ, უკვე კომოდზე დადებული მობილურის და საათის ასაღებად გაემართა. აიღო კიდეც და ის-ის იყო გათიშული ტელეფონი უნდა ჩაერთო, რომ მის ბნელ ეკრანზე, უკნიდან არეკლილი ვიღაცის სილუეტი შენიშნა.
მაშინვე არ შემობრუნებულა. თითქოს ხვდებოდა ვინც უნდა ყოფილიყო და აჭიანურებდა, თუმცა როგორც კი, ანდრეამ კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა მისი მიმართულებით, თავის მობრუნება იკადრა და პირდაპირ თვალებში შეაშტერდა. ისე გაბედულად, თამამად უყურებდა, რომ გარეშე პირი წამით იმასაც იფიქრებდა, შიშის გრძნობას საერთოდ არ განიცდისო.
-ესე იგი, უკვე კარგად ხარ და მიდიხარ -პირველად ხმა კანდელაკმა ამოიღო. იგი, საწოლის შორი-ახლოს, სავარძელში ჩაშვა და საბას მომაკვდინებელი მზერა ესროლა. ვინ იცის, რამხელა ნებისყოფად უჯდებოდა, რომ იგი იმ ფანჯრიდან არ მოესროლა, რომელიც ახლა საგულდაგულოდ გაეღო, რათა პალატში სუფთა ჰაერი შემოეშვა
-აქ საიდან გაჩნდი? მგონი, ექიმს გასაგებად ვუთხარი, რომ ჩემთან არც ერთი მნახველი არ შემოეშვა
-არც ერთი მნახველი, თუ მხოლოდ მე? -ცინიკურად ახედა მამაკაცმა და ბრაზისგან მარჯვენა მუშტი შეკრა. თავი უნდა ეკონტროლებინა, სხვანაიად არ გამოდიოდა
-მისმინე, თუ აქ ჩემს მოსაკლავად ან საცემად მოხვედი, მიდი, გააკეთე ეს. რაღას უცდი? იქნებ, ამ სიამოვნებამდე წუთებს იხანგრძლივებ? ჰო, მართალია ეს მე გავაკეთე, ბეა ახლა ჩემ გამო ებრძვის სიკვდილს, თუმცა ეს არ მინდოდა, გესმის? -ხმას აუწია საბამ -ვერ ვაზროვნებდი, ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ ვიყავი და საღი აზროვნება სადღაც ჯანდაბაში მყავდა გაგზავნილი! შენ გგონია, როდესაც გავაცნობიერე, რაც ჩავიდინე, ამას უდარდელად შევხვდი? მე შენზე ორმაგად უფრო ცუდად ვარ, რადგან რაც მოხდა, სწორედ ჩემს კისერზეა, თუ ბეამ ეს ვერ გადაიტანა სინდისის ქენჯნა არასდროს მომასვენებს და მთელი ცხოვრება დამტანჯავს, გესმის ეს? -საბა საწოლზე ჩამოჯდა, თავი ხელებში ჩარგო და თვალზე მოწოლილ სითხეს, საშუალება არ მისცა კალაპოტს გადმოსცდენოდა. რაც არ უნდა ყოფილიყო, მისი რეაქცია ახლა სავსებით გულწრფელი იყო და მასში ერთი წვეთი პირფერობაც კი არ ერია.
-აქ არც შენ მოსაკლავად მოვსულვარ და არც შენ საცემად. გამოგიტყდები ეს ძალიან მინდა, თუმცა მხოლოდ ერთი რამ მაკავებს. რა ნაძირალაც არ უნდა იყო, ბეას არ მოუნდებოდა შენი სიკვდილი. მიუხედავად იმისა, რაც გაუკეთე ის ამას არასდროს გისურვებდა -კანდელაკი ფეხზე წამოდგა და თავში ხელებ ჩარგულ საბას ზემოდან დააშტერდა -აქ სულ სხვა რამისთვის ვარ
-რისთვის? -მისთვის არც კი შეუხედავს ისე გაეპასუხა ბიჭი
-ამ ქალაქიდან უნდა წახვიდე. ბარგი უნდა ჩაალაგო და აღარ დაბრუნდე, გესმის?
-ვითომ რატომ უნდა წავიდე? გგონია ამას ვიზამ?
-იმიტომ უნდა წახვიდე, რომ საჭიროება ასე მოითხოვს. ის ადამიანი, რომელიც შენი სისულელის გამო მერვე დღეა უგონოდაა, ჩემთვის ყველაფერია. არ მინდა, როდესაც გაიღვიძებს და ცხოვრებას ხელახლა დაიწყებს, სადმე შენ გადაგეყაროს. არ მინდა ის წუთები გაახსენდეს, რაც შენ გადაატანინე. მინდა შენი არსებობა საერთოდ დაივიწყოს, გასაგებია?
-და თუ არ წავალ? რას იზამ, მომკლავ? იქნებ მეც მაინტერესებს როგრორი იქნება ბეას მდგომარეობა. ახლა მის გვერდით ყოფნის გარდა არაფერი მინდა. ერთ დღეს მას დავიბრუნებ, ამას გპირდები!
-დამცინი, არა? -კანდელაკმა საბას პერანგში ხელი ჩაავლო და ფეხზე წამოაგდო -არც კი გაბედო და მას არ გაეკარო! ბეა ოდნავადაც რომ გაღელვებდეს, მის მოკვლას არ შეეცდებოდი! გაინტერესებს რას ვიზამ თუ აქედან არ წახვალ? ახლავე გეტყვი. თავისუფლად შემიძლია შენს წინააღმდეგ სასამართლოში საქმე აღვძრა განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით და დავამტკიცო, რომ ეს უბრალო ავარია კი არა, წინასწარ მოწყობილი ავარია იყო. მოიცა, გავიხსენო ამაზე რამდენი წელია.... ალბათ სადღაც სამიდან ხუთ წლამდე
-შენ რა მემუქრები?
-სულაც არა -ხელი უხეშად გაუშვა კანდელაკმა და საწოლზე დაახეთქა -მე უბრალოდ იმას ვამბობ, რა გელოდება მომავალში, თუ იმას არ გააკეთებ, რასაც გეტყვი
-ამას არ იზამ -თავი ცინიკური ღიმილით გააქნია საბამ, თუმცა თვალებზე შეეტყო, რომ აშკარად შეეშინდა. მშვენივრად ახსოვდა, რომ ბავშვობიდან მწვავე კლაუსტროფობია აწუხებდა, ამიტომ ციხეში ჯდომა მისთვის საშინლად მტანჯველი იქნებოდა. იქ ნამდვილად ჭკუიდან შეიშლებოდა
-არ ვიზამ? რატომ შენდამი ზედმეტად კეთილგანწყობილი ვარ და საკანში ჩასაგდებად ვერ გაგიმეტებ? მითხარი, რა შემაჩერებს? რატომ უნდა დავინდო ის, ვინც ახლა მოსისხლე მტრად მიმაჩნია?
-მინდა ბეას გვერდით ვიყო -ბოლო იმედს ჩაებღაუჭა საბა
-მისი სახელის ხსენება აღარ გაბედო! მითხარი რა დაგიშავა? ასე რატომ მოექეცი? მისი ერთადერთი დანაშაული მხოლოდ ის იყო, რომ მე ვუყვარდი. ამიტომ დასაჯე? ამისთვის გაიმეტე?! -კანდელაკი ვერც კი აცნობიერებდა როგორ უწევდა ხმას და როგორ ისადგურებდა მის თვალებში მრისხანების მფეთქავი ნაპერწკლები. ის, რომ საბასთვის აქედან წასვლა აიძულა მხოლოდ ბეას მიზეზით არ მომხდარა. იმედი არ ჰქონდა, რომ მაქსიმე თავის განზრახვაზე ხელს აიღებდა და მუქარას სისრულეში არ მოიყვანდა. ანდრეამ მის თალებში ისეთი ზიზღი და სიძულვილი დაინახა, რომ მაშინვე მიხვდა, შურისძიებაზე უარის თქმა რამდენად გაუჭირდებოდა. სწორედ ამიტომ ცდილობდა საბა ამ ქალაქიდან შორს ყოფილიყო. არ უნდოდა მისი მიზეზით, კიდევ ერთი ადამიანის ცხოვრება დანგეულიყო, არ უნდოდა კიდევ ახალი თავსატეხი გასჩენოდათ.
-თუ მოხდა და აქედან წავედი, ბეას ამბავს გამაგებინებ ხოლმე? მეტყვი, როცა გონს მოვა? -საბას ტონი საგრძნობლად შეცვლოდა. ახლა მისი სიტყვები, სიკვდილმისჯილის ბოლო თხოვნას ჰგავდა, რომელიც გილიოტინაზე აყვანისთვისაა განწირული და უკანასკნელ წუთებს, შიშის კანკალით ითვლის
კანდელაკს ზუსტი პასუხი არ დაუბრუნებია, უბრალოდ კართან უხმოდ მივიდა, გასვლის წინ საბას კიდევ ერთხელ გაუყარა თვალი თვალში და მხოლოდ ერთი სიტყვით შემოიფარგლა:
-დავფიქრდები
და პალატის კარი ხმაურიანად გაჯახუნდა . . .

* * *
ბეა თავის საწოლზე, კვლავ უძრავად მიწოლილიყო, თავზე თეთრ ხალათში გამოწყობილი ექთანი ადგა და მის პულსის, გულის ცემის მაჩვენებელსა თუ სხვა წვრილმანს, თავის წიგნაკში გულდასმით ინიშნავდა. მას შემდეგ, რაც ექიმმა ანდრეას სატელეფონო ზარით იმედის ჩამსახველი ამბავი აცნობა, სრულიად აღარაფერი შეცვლილა. გოგონას ისვვ ღრმა ძილით ეძინა და ამ შემთხვევაში ზღაპრული პრინცის კოცნა არ იყო, ის დამხმარე საშუალება, რომელიც მას ამ მდგომარეობიდან გამოიყვანდა.
პულსი-50 დარტყმა წუთში. ნორმალურ მაჩვენებელზე ათით ნაკლები
სუნთქვა შენელებული
საბოლოო დღიური მდგომარეობა-სტაბილური
საჭიროებს მეთვალყურეობას ყოველ სამ საათში . . .
ექთანმა გოგონამ, რომელსაც ერთი სული ჰქონდა, თუ როდის დასრულდებოდა მისი მორიგეობა, კიდევ რაღაც ჩანიშვნები გააკეთა, პაციენტს წვეთოვანი გაუსწორა, ბოლოჯერაც შეავლო თვალი მის ვენებში გაყრილ უამრავ ნემსს და ის-ის იყო პალატიდან უნდა გასულიყო, რათა იგივე სხვა პაციენტებთანაც გაეკეთებინა, რომ უეცრად აპარატის გულის გამაწვრილებელმა წრიპინმა, წამებში უკან მოაბრუნა.
მაჩვენებლებმა, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩაინიშნა, მოულოდნელი ცვლილება დაიწყო. გულის ცემა საგრძნობლად შენელდა, ცხვირ-პირზე დამაგრებულმა ჟანგბადის ბალიშმა, წამში ერთხელ იწყო დაორთქვლა, სუნთქვა აჩქარდა, ხოლო ეკრანზე ნაჩვენებმა კლაკნილმა ხაზმა ნელ-ნელა შემზარავი თამაში დაიწყო.
ექთანი საშინლად დაიბნა, წამით ვერ მიხვდა, რა მოხდა ან რა უნდა მოემოქმედა, თუმცა როდესაც სიტუაციის მთელი სიმძიმე, ბოლომდე გაანალიზა, პალატიდან სასწრაფოდ გამოვარდა და კორიდორშივე დაიყვირა:
-სასწრაფოდ ექიმი! პაციენტს ვკარგავთ!!!
ექთნის სანანგაშო, გულის განმგმირავ ხმას, საკმაოდ სწრაფი რეაგირება მოჰყვა. პალატისკენ ელვის უსწრაფესად გამოიქცნენ სამედიცინო ხელსაწყოებით აღჭურვილი თეთრხალათიანები და შიგნით გიჟებივით შევარდნენ. ხის, ყავისფერი კარი შემზარავი ხმაურით გაჯახუნდა და მის მიღმა დარჩენილი სამყარო, წამებში ყველასთვის უხილავი გახადა.
დახურურული სივრციდან, რომელიც ახლა თითქოს სხვა სამყაროს წარმოადგენდა, რამდენიმე წამიანი შუალედებით მოისმოდა ფრაზები : "ელექტროშოკი ჩქარა, "მუხტი გაზარდეთ", "კიდევ ერთხელ", "წნევა საგრძნობლად ეცემა", "ვინმემ ადრენალინი შეუყვანეთ, სწრაფად!!!"
მაქსიმე სწორედ იმ წუთს ამობრუნებულიყო კლინიკის პირველ სართულზე მდებარე კაფეტერიიდან, სადაც სულ რაღაც ხუთი წუთი დაჰყო. ახლა ის კორდორში მოემართებოდა და მობილურში იყურებოდა, როდესაც უეცრად, დერეფნის მეორე ბოლოდან მომავალ კანდელაკს მოჰკრა თვალი. ბიჭებმა წამით ერთმანეთს შეხედეს, შემდეგ კი, როდესაც მათ ყურთასმენას, საავადმყოფოს ღამეულ სიჩუმეში ნომერი მე-17 პალატიდან გამომავალი ხმები მისწვდა, კართან ორივენი წაშლილი სახეებით მიცვივდნენ, თუმცა აქაც დაბრკოლება... კარი ჩაკეტილი იყო.
და კვლავ ეს საზარელი ხმები, ხმები, რომელიც ახლა ორივეს მომავლის იმედს უკარგავდა. წარმოდგენაც არ ჰქონდათ, თუ რა ხდებოდა ამ კარს მიღმა და რას უკეთებდნენ ბეას, თუმცა ორივე მშვენივრად ხვდებოდა, რომ სიტუაცია საკმარისად მძიმე იყო. ანდრეას დახშული სმენა, ახლა უკვე ვეღარაფერს აღიქვამდა. მისი გონება იმ დიდი ტკივილის გარდა, რომელსაც თავიდან ბოლომდე მოეცვა მისი არსება, უკვე ვეღარაფერს გრძნობდა. რატომ მოხდა ასე? ის ხომ კარგად უნდა გამხდარიყო? ხომ უნდა გამოკეთებულიყო? იქნებ ამის შანსი აღარც იყო და უბრალოდ ოცნება შეიძლებოდა? მხოლოდ ოცნება და მეტი არაფერი . . .
-რა ხდება? შიგნით რა ხდება? რა ჯანდაბაა? -ხმას ძლივს იმორჩილებდა მაქსიმე და აქეთ-იქით მოუსვენრად დააბიჯებდა -მხოლოდ ხუთი წუთით გავედი, მხოლოდ ხუთი წუთით. რა უნდა დამართნოდა? ასეთი რა უნდა მომხდარიყო?
ანდრეას, მისი სასოწარკვეთილი კითხვების საპასუხოდ, არაფერი უთქვამს. ერთხანს თავის ცხვირ წინ დახურულ კარებს, დაბინდულ, არაფრისმთქმელ მზერას არ აშორებდა, შემდეგ კი, უბრალოდ მის წინ, იატაკზე ჩასრიალდა და თავი კედელს თვალდახუჭულმა მიაყრდნო. მეტისმეტად კარგი იყო ბეა ასეთი ტანჯვისთვის. იქნებ ყველაფერი დღესვე დასრულებულიყო? იქნებ რამდენიმე წუთში, დახურული კარიდან თეთრ-ხალათიანთა ჯგუფი დაღვრემილი გამომეტყველებით გამოსულიყო და მათთვის სამწუხარო ამბავი ეცნობებინა?
არა, არა . . . ამის წარმოდგენაც კი აშინებდა. ცხორებაში პირველად გრძნობდა თავს ასე უმოქმედოდ. აცოფებდა, რომ ამ კედლის მიღმა თავისი საყვარელი ადამიანი, სიკვდილს ებრძოდა, მას კი არაფრის გაკეთება არ შეეძლო იმის გარდა, რომ მჯდარიყო და მოვლენების განვითარებას გულხელდაკრეფილი დალოდებოდა.
წუთები აუტანლად იწელებოდა. ახალი ჯერ კიდევ არაფერი იყო. თითქოს ექიმები სპეციალურად აჭიანურებდნენ გარეთ გამოსვლას, რათა სამწუხარო ამბის თქმა, რაც შეიძლებოდა მეტად დაეგვიანებინათ.
ხუთი წუთი . . .
ათი წუთი . . .
თხუთმეტი წუთი . . .
ისევ სიჩუმე და უიმედობა. ანდრეა და მაქსიმე, იატაკზე ერთმანეთის გვერდიგვერდ ისხდნენ და დახურულ კარს თვალმოუშორებლად შეჰყურებდნენ. ამ ეტაპზე, იქიდან ჩამი-ჩუმიც კი არ გამოდიოდა. არც კედელში ამოჭრილ, სქელ მინაში ჩანდა რაიმე, რადგან მასზე ექიმებს, შესვლისთანავე ყავისფერი ჟალუზები ჩამოეფარებინათ, ისინი კი, შიგნით მიმდინარე ყოველ მოქმედებას საიმედოდ ნიღბავდნენ და გარეშე პირთა თვალს, მონდომებით აფარებდნენ.
-არავის გააგებინო ანდრეა, არავის დაურეკო. სანამ ყველაფერი არ გაირკვევა, ამ ამბავს ნურავის ეტყვი, გესმის? -მაქსიმეს სიტყვებში დიდი უიმედობა იგრძნობოდა, თითქოს უკვე შეგუებოდა იმ აზრს, რომ გარეთ გამოსული ექიმები, თავს მწუხარების ნიშნად დახრიდნენ და მათ თანაგრძნობას გამოუცხადებდნენ -ანდრეა, მგონი მას ვკარგავთ. ჩვენ . . .
-გეყოფა! ამის მოსმენა არ მინდა, ხმა არ ამოიღო! -კანდელაკმა თავზე ხელები შემოიჭირა და სცადა ირგვლივ ყველანაირი ხმა ჩაეხშო. ყველაზე ნაკლებად ის სურდა, რომ მისი გონებაც ისეთი პესიმიზმით ავსებულიყო, როგორც მაქსიმესი. ერთადერთი მანუგეშებელი, ახლა იმედი გააჩდა და მის დაკარგვასაც ვერ შეეგუებოდა
შემდეგ კი იყო, საშინელი, სულისძემძვრელი შინაგანი ხმები. ისინი თითქოს სპეციალურად ჩასძახოდნენ იმ სიტყვებს, რისი გაგონებაც ახლა ყველაზე ნაკლებად უნდოდა. განუწყვეტლივ, მექანიკურად უმეორებდნენ-"ცხოვრება უნდა განაგრძო", "დრო გავა და უკეთ იქნები", "ოდესმე ყველაფერს დაივიწყებ" და ა.შ
ვინ იცის, როგორ ძალიან უნდოდა ანდრეას მათი გაჩუმება. როგორ უნდოდა ეთქვა, რომ ვერც ცხოვრებას განაგრძობდა, ვერც უკეთ იქნებოდა და ამ ყველაფერს, ვერასოდეს დაივიწყებდა, თუმცა უბრალოდ დუმდა. დუმდა მანამ, სანამ ერთი რაღაც არ მოხდა, უეცრად, ისე, რომ არც ერთი ელოდა და არც მეორე, მათ ყურთასმენას, პალატის კარის, ხმაურიანი ჭრიალი მისწვდა. თავიდან ნამდვილად ვერ მიხვდნენ რა ხდებოდა, თუმცა როდესაც ზღურბზლზე მაღალი, მწვანე-ნიღბიანი სილუეტი გამოიკვეთა და კორიდორში აღმოჩენის-თანავე პირბადე მარჯვენა ხელით მოიხსნა, ყველაფერი თავის ადგილას დალაგდა.
-პაციენტის ახლობლები ხართ? -ცალ-ცალკე გადახედა თეთრ-ხალათიანმა ფეხზე წამოცვენილ ბიჭებს, ზუსტად იმ დროს კი, პალატიდან დანარჩენი ექიმებიც გამოვიდნენ
-როგორ არის? მითხარით როგორ არის?!
-დამშვიდდით თუ შეიძლება -გამამხნევებლად დაადო მხარზე ხელი კანდელაკს და წაშლილი სახით მდგომ მაქსიმეს გახედა -შეტევა ჰქონდა, ეს მის მდგომარეობაში ნორმალურია, თუმცა ახლა ყველაფერი კარგადაა. ეს შეიძლება სულაც არ იყოს ცუდის მაჩვენებელი, რაღაც მომენტში პაციენტს სხეულზე მგრძნობელობაც დაბრუნდა, თითქოს ყველაფერს აღიქვამდა რასაც ვუკეთებდით. შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, ახლა მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა სანამ კომიდან არ გამოვა, მუდმივ მეთვალყურეობას მაინც საჭიროებს
-ანუ საფრთხე აღარ არის? -ახლა მაქსიმე შეიჭრა საუბარში. სახე უკვე, ანდრეას მსგავსად დამშვიდებული ჰქონდა და აღარც სუნთქვა ჰქონდა არეული
-ჯერჯერობით ასეა. ყველაფერი გავაკეთეთ რაც შეგვეძლო. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ -დააყოლა ბოლოს ტრადიციული, გაზეპირებული ფრაზა და დინჯი, სიმეტრიული ნაბიჯებით გაუყვა, გრძელ, წამლების სუნით გაჟღენთილ კორიდორს.
მაქსიმე და ანდრეა, პალატის წინ მარტონი დარჩნენ. ერთხანს ხმას არც ერთი არ იღებდა, თითქოს ცდილობდნენ ექიმის სიტყვებით მოგვრილი სიამოვნება, ცოტა ხნით გაეხანგრძლივებინათ. უწინდელი განცდების კორიანტელის შემდეგ, ეს მართლაც თავიდან დაბადებას ჰგავდა. ან იქნებ სიმშვიდეს, მოსალოდნელი დიდი შტორმის წინ?!
კორიდორში ტელეფონის წრიპინა, უსიამოვნო ხმა გაისმა. შეტყობინება მაქსიმეს ნომერზე შემოდიოდა და როგორც მისი გამომეტყველებიდან ჩანდა, იგი სასიამოვნო ტექსტს ნამდვილად არ შეიცავდა.
-ჯანდაბა, დედაა ცუდად! რაღაც მედიკამენტები სჭირდება. ცოტა ხნის წინ სასწრაფო ყოფილა მოსული -სწრაფ-სწრაფად მიაყარა ბიჭმა და კანდელაკს მიუბრუნდა -ბეასთან ხომ დარჩები? მე სასწრაფოდ უნდა გავიქცე!
-წადი, არ ინერვიულო. გამაგებინე როგორ იქნება
-მადლობა ანდრეა. ჩემი დის მდგომარეობა თუ შეიცვლება, მაშინვე შემატყობინე. რაც არ უნდა იყოს, იცოდე არაფერი დამიმალო -მაქსიმემ კიდევ ერთხელ შეხედა ნომერ მე-17 პალატის კარს, ტელეფონი ჯიბეში ჩაიბრუნა, ლიფტს რატომღაც გვერდი აუარა და შენობიდან კიბის გამოყენებით ისე სწრაფად დაეშვა, რომ ლამის საფეხურები ჩაიტანა
საავადმყოფო კვლავ სიჩუმეში ჩაძირულიყო. პაციენტთა უმეტესობას უკვე ეძინა, ხოლო ექიმები და ექთნები ალაგ-ალაგ თუ გაივლიდნენ წამლის სუნით გაჟღენთილ დერეფნებში, სადაც ნებისმიერი ფეხის ხმა თუ ოდნავი გაფაჩუნებაც ექოდ ვრცელდებოდა. იქნებ ახლა არც იყო შესაფერისი დრო, რომ ბეა მოენახულებინა და შეიძლება არც ექიმებს მიეცათ ამის ნება, ცოტა ხნის წინანდელი მძიმე წუთების შემდეგ, თუმცა კანდელაკმა გადაწყვიტა შექმნილი სიტუაცია თავის სასიკეთოდ გამოეყენებინა. მან ისარგებლა იმით, რომ იმ დროს კორიდორში არავინ იყო, კარები ფრთხილად, საკმაოდ უხმოდ შეაღო და რამდენიმე წამში, ზღურბლის მეორე მხარეს აღმოჩნდა.
ცოცხალი იყო. მთავარია ცოცხალი იყო, სუნთქავდა და აპარატზე სანატრელი კლაკნილი ხაზები ჩანდა. ანდრეას ახლა მეტი არაფერი ადარდებდა, ამიტომ ფრთხილად მიუახლოვდა საწოლზე მწოლიარე ბეას, თმაზე ხელი გადაუსვა, მის შუბლთან დაიხარა და ტუჩები ნაზად შეახო. წამით იგრძნო, რომ ბეას ისევ ისე აუჩქარდა სუნთქვა მის შეხებაზე, თუმცა მხოლოდ წამით.
მერე კი . . .
უბრალოდ საწოლზე, გოგონას გვერდით, ფრთხილად მიუწვა, ხელი მის მარჯვენაში გადახლართა, თვალები დახუჭა და წარსულის მოგონებებში გადაეშვა. ის დღე გაახსენდა, როდესაც ვენაში ყოფნის დროს, არემარეს წმინდა სტეფანეს კათედრალის კოშკიდან გადმოჰყურებდნენ, რომელიც ზუსტად ქალაქის გულში მდებარეობდა და იქიდან ყველაფერი ხელის გულივით ჩანდა. ბეას გაშლილ თმას, აღმოსავლეთიდან მონაქროლი თბილი ნიავი აფრიალებდა და მისი შამპუნის სურნელი, პირდაპირ გოგონას გვერდით მდგომი ანდრეასკენ მიჰქონდა.
-ძალიან ლამაზია, არა? -ჩამოწოლილი სიჩუმე, ბეას აღფრთოვანებით ნათქვამმა სიტყვებმა გააპო -თითქოს სხვა სამყაროა, გაჯადოებს, გატყვევებს და სიცოცხლის ხალისს გიღვიძებს. დამიჯერე აქ მომაკვდავი ადამიანიც კი ბედნიერად იგრძნობს თავს. დამპირდი, რომ თუ ამ საფრთხის წინაშე დავდგები,აქ აუცილებლად ამომიყვან -სიცილით დააყოლა ბოლოს და მორიგი ქარის დაბერვაზე, სიამოვნებისგან ორივე თვალი დახუჭა
-შენ და მომაკვდავი? რაღაც არა მგონია. ვფიქრობ სამოცდაათი წლის ასაკშიც ისეთივე ენერგიული იქნები, როგორიც ახლა ხარ
-რა იცი? იქნებ მაქამდე ვერც მივაღწიო? -ქალაქის ხედს წამით მზერა მოაშორა გოგონამ და გვერდულად გახედა. ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, ნამდვილად ვერ გაარჩევდით თავისი სიტყვები ახარებდა თუ სწყინდა
-მგონი ვხვდები საუბარი საითაც მიდის -გვერდულად ჩაეცინა კანდელაკს, შემდეგ კი განაგძო -მოდი დღეს სიკვდილზე და მსგავს თემებზე ნუ ვილაპარაკებთ
-რატომ? სიკვდილის გეშინია?
-ჩემი აზრით, როდესაც ახალგაზრდა ხარ და ეს ყველაფერი შენგან ჯერ კიდევ შორსაა ამის შიში ოდნავადაც არ გაწუხებს. თუმცა, როდესაც ფაქტის წინაშე დგები, რაღაც უსიამოვნო გრძნობა გეუფლება. შეიძლება ამას შიშიც დაარქვა, არ ვიცი
-და შენ თუ მდგარხარ ფაქტის წინაშე? მე მაგალითად არასოდეს, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ სამი წლის წინ, ხიდან ჩამოვვარდი და გონს პირდაპირ საავადმყოფოს საწოლზე მოვედი
-ვიდექი თუ არა სიკვდილის საფრთხის წინაშე? -გაიმეორა გოგონას შეკითხვა -არა, ჯერ ვერ მოვასწარი. ამ თემაზე საუბარი რატომ წამოიწყე?
-არ ვიცი ანდრეა. უბრალოდ მომინდა. იცი, ზოგჯერ მგონია, რომ ამ სამყაროს ვერასდროს შეველევი, რომ რამდენიც დროც არ უნდა გავიდეს, მაინც არ მეყოფა იმისთვის, რომ ცხოვრებით დავტკბე. არც ის მინდა უაზროდ ვიცხოვრო, მსურს როდესაც აღარ ვიქნები, ჩემს მაგივრად რაღაც დარჩეს. რაიმე ფასეული -ბეამ თავი ღიმილით გადააქნია, ისე საუბრობდა თითქოს თავის წარმოსახვით მეგობარს ელაპარაკებაო -არ მინდა, ჩემს საფლავის ქვაზე, რომელიც დარწმუნებული ვარ აუცილებლად მექნება, მხოლოდ სახელი, გვარი და დაბადება-გარდაცვალების თარიღები ეწეროს. რაღაც მეტი მინდა, ისე არ წავალ, რომ ამ სამყაროს ჩემი კვალი არ დავამჩნიო. ჯანდაბა, ახლა მგონი ვფილოსოფოსობ, არა? ნამდვილი სულელი ვარ, ყურადღებას ნუ მომაქცევ
-შენ საოცარი ხარ, ბეა. შენი აზროვნება, შენი საქციელი, სიტყვები, მოქმედება . . . ისინი მუდამ მარწმუნებენ, რომ სხვებს არ ჰგავხარ. ხანდახან მგონია, რომ ბოლომდე თავადაც ვერ შიფრავ შენ პიროვნებას, რომ შენში მცხოვრებ უამრავ ადამიანს, კიდევ და კიდევ ემატება ახალი სახეები
-ფიქრობ, რომ ჩემში ბევრი ადამიანი ცხოვრობს? -ახლა მართლა ვეღარ შეიკავა ღიმილი. ანდრეას გარდა, მისთვის ასეთი რამ აქამდე არავის უთქვამს -არ ვიცი, ამაზე ადრე არ დავფიქრებულვარ, თუმცა შეიძლება მართალიც ხარ
-ჰო, მაგრამ მე ყველაზე მეტად, მაინც ის ადამიანი მომწონს, რომელიც სასმელის ზემოქმედების დროს ხდები -ანდრეამ ამ სიტყვებს, გამომწვევი მზერაც დააყოლა და ამის საპასუხოდ, მუშტიც მიიღო მარჯვენა მხარში
-ესე იგი, ასე არა? გპირდები, რომ ნასვამ ბეას მეტად ვეღარასდროს იხილავ -მუქარასავით გამოუვიდა გოგონას
-სამწუხაროა, მის გარეშე ძალიან მოსაწყენი იქნება
-არაუშავს, როგორმე გადაიტან. კარგი თემას ვცვლი -ბეას კვლავ ხედს გახედა -ზოოპარკში მალე წავალთ? პანდების ნახვა მინდა
-რატომ მაინდამაინც პანდები?
-იმიტომ, რომ შავ-თეთრი ჩემი საყვარელი კომბინაციაა, თანაც პანდა ყველაზე უწყინარი დათვია და მხოლოდ მცენარეებით იკვევება. არ მომწონს ისეთი ცხოველები, რომლებიც სხვის ხორცს ჭამენ
-თუ შავ-თეთრი კომბინაცია და ვეგეტარიანელი ცხოველები გიზიდავს, მაშინ სავარაუდოდ, ზებრას ნახვაც მოგინდება. ჰოდა ჯობია ვიჩქაროთ. გამიგია, რომ აქ ზოოპარკი შეზღუდული დროით მუშაობს
-მოიცადე, წასვლამდე სურათი უნდა გადაგიღო, მოაჯირთან დადექი, კარგი? -ბეამ კისერზე დაკიდებული აპარატი მოიმარჯვა და ხელით იმ ადგილისკენ ანიშნა სადაც უნდა დამდგარიყო
-სურათი უნდა გადამიღო? არ მიყვარს სურათების გადაღება, ბეა
-კარგი რა, ეს ფოტო-აპარატი ტყუილად კი არ წამომიღია? ყველაფერი უნდა გადავიღო, რაც მომწონს
-ანუ მეც იმათ რიცხვში შევდივარ რაც მოგწონს? -ეჭვით დაავწრილა თვალები კანდელაკმა. მართლაც, რომ ძალიან ერთობოდა მის სახეზე დანახული ვარდისფერის შემხედვარე
-კარგი აღარ მინდა, გადავიფიქრე. ჯობია ზოოპარკში წავიდეთ, თვითონ თქვი, რომ შეზღუდული დროით მუშაობს -სწრაფად მიაყარა გოგონამ, ფოტო-აპარატის ობიექტივი უწინდებურად ჩააბნელა და მისი სიმორცხვით გამხიარულებულ ანდრეას, რამდენიმე ნაბიჯით გადაასწრო
მოგონება გაქრა . . .
თვალწინ კვლავ რეალობა გადაიშალა. კანდელაკმა ვერც კი შენიშნა, რომ ამ ფიქრებში, ნახევარ-საათიანი გამოძინებაც მოესწრო და ახლა ეჩვენებოდა, რომ დაძინებამდე წამოწყებული ფიქრების გაგგრძელება, თავისმა გონებამ სიზმრებში აჩვენა.
ისევ ბეას საწოლზე იწვა, მის გვერდით, ზუსტად იმავე პოზაში და იმავე სიტუაციაში, თუმცა . . . რაღაც მაინც შეცვლილიყო, ანდრეას ჯერ კიდევ მოუფხიზლებელ გონებას, რაღაც ხმები ჩაესმოდა. ცდილობდა ამდენი ხნის უძილარი, გონზე მალე მოსულიყო და როგორც კი, ცოტათი დაიბრუნა რეალობის აღქმა, მისმა სმენამ გაარჩია, რომ ეს ხმა, ბეას გახშირებული სუნთქვის იყო.
ამის გაცნობიერება და კანდელაკის ფეხზე წამოვარდნა ერთი იყო. იგი საწოლიდან ელვის უსწრაფესად წამოხტა, საწოლში მბორგავ ბეას დააცქერდა და ის-ის იყო ექიმის დასაძახებლად, კორიდორში უნდა გავარდნილიყო, რომ უეცრად რაღაცამ შეაჩერა. თავიდან ეგონა ეჩვენებოდა, თუმცა როდესაც კარგად დააკვირდა, დარწმუნდა, რომ ბეას ჟანგაბდის ბალიში აღარ ეკეთა და იგი, იატაკზე იყო დავარდნილი.
გოგონა გახშირებულ სუნთქვას კვლავ განაგრძობდა, თუმცა აპარატზე ყველანაირი მაჩვენებელი ნორმაში იყო. არც რაიმე იყო მომატებული და არც მოკლებული, ამიტომ ანდრეამ უცებ ვერ გაიგო, საჭირო იყო თუ არა ზემოთ ხსენებული გამჭვირვალე ბალიშის დამაგრება. იქნებ იგი თავად ექიმმა მოხსნა? თუმცა ასე რომ ყოფილიყო, იგი მას პაციენტთან დარჩენის ნებას არ დართავდა და აუცილებლად გააღვიძებდა. კანდელაკმა ის ვარიანტიც დაუშვა, რომ ეს ძილში თავად გააკეთა, მაგრამ როდესაც გაახსენდა, რომ ზუსტად იმავე პოზაში გამოეღვიძა, როგორშიც დაიძინა და ეს ვარიანტიც გამორიცხა.
თუ ასეა, რა ხდებოდა?
ამაზე ხანგრძლივად ფიქრის საშუალება, ნამდვილად არ მიეცა. იმ წამს, ბეას გახშირებულმა სუნთქვამ მაქსიმუმს მიაღწია და მამაკაცის ნახევრად დაბინდულმა მზერამ ისიც გაარჩია, რომ იგი ქუთუთოებს ერთმანეთზე მთელი ძალით აჭერდა, ისე როგორც კოშმარის ხილვის დროს, გამოფხიზლების მსურველი ადამიანი.
ბეას გონებაში ახლა, ნამდვილი რევოლუცია მიმდინარეობდა. სხვადასხვა სურათებს, კადრებს, მომენტებს გონებაში აბრუნებდა და ეს მართლაც, რომ ღამეული კოშმარივით შემზარავი იყო. თითქოს ბოლო სიჩქარით მოსიარულე მატარებელში იჯდა, ცხოვრების დასაწყისიდან დღემდე განცდილ მომენტებს ვაგონით ჩაუქროლებდა და ყველგან თავის თავს ხედავდა, ხვადასხვა ასაკში, სხვადასხვა სიტუაცასა თუ მომენტში.
შემდეგ კი . . .
შემდეგ იყო უცნაური, გაურკვეველი წუთები . . .
ყველა მოგონება, უეცრად, ჩამქრალი ცეცხლის კვამლივით გაქრა. რამდენიმე წამით ჩამობნელდა კიდეც, შემზარავმა სიჩუმემ დაისაგურა. აღნიშნულ სიჩუმეში, ჩაშავებული კედლები ნელ-ნელა იფერებოდა, ჩნდებოდა ხალხი, რომელსაც არ იცნობდა, გრძნობდა როგორ იჯდა რაღაც მოძრავში და ბოლოს, თავი უცნობებით სავსე ვაგონში ამოჰყო.
სულ პირველად, თავის პირდაპირ, რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით, ვიღაც ჭაღარა, სახეზე გაზეთ აფარებულ მამაკაცს მოჰკრა თვალი. მოხუცს საყრდენი ჯოხი მუხლებზე დაედო და ერთ მცირედ მოძრაობასაც კი არ აკეთებდა. ამ ქანდაკებასავით გაქვავებული კაცის თვალიერება, გოგონამ ძალიან მალე დაასრულა და ამჯერად ცნობისმოყვარე მზერა, მარჯვნივ წარმართა. ზუსტად იმ დროს, ვაგონის გაღებული კარიდან, რაღაც უცნაური, უსახო ფიგურა შემოვიდა. იგი ზუსტად ბეას გვერდით, თავისუფალ სკამზე ჩამოჯდა, შავ-ხელთათმანიანი ხელები მუხლებზე დაიწყო და ბოხი, ზედმეტად ცივი ხმით ალაპარაკდა:
-უნდა დაბრუნდე!
-დავბრუნდე? რას გულისხმობ? -გოგონას თავადაც უკვირდა, რომ ამ საზარელი არსების, ოდნავადაც არ ეშინოდა. მიუხედავად იმისა, რომ სახე არ ჰქონდა, იგი მასში დადებით ემოციებს იწვევდა და ნდობასაც კი იმსახურებდა
-მინდა დაბრუნდე! -ისევ თავისი გაიმეორა უსახომ და ლაპარაკის დაწყებიდან აქამდე ხელთათმანიანი მარჯვენა ხელი პირველად გაამოძრავა, შემდეგ კი, იგი ფრთხილად მოუჭირა თანამოსაუბრის გაყინულ თითებს. ბეამ სრულიად ვერაფერი იგრძნო. გაუკვირდა, მას ხომ ახლა შეხებით გამოწვეული შეგრძნება უნდა აღექვა? თუ ასეა, რა ხდებოდა?
-რა ხდება? რატომ ვერაფერს აღვიქვამ?
-იმიტომ, რომ ეს შენი ილუზიაა. რეალური სამყარო გელოდება. ძალა მოიკრიბე და გადადი მასში. მე დაგეხმარები
-რეალური სამყარო? ანუ ეს . . . -ბეამ ფრაზა ვეღარ დაამთავრა, რადგან ზუსტად იმ დროს უცნობმა ათიდან უკუსვლით დაიწყო თვლა. ყოველ შემდეგ რიცხვზე, იქაურობას ბნელი ეფინებოდა და ხედვაც თანდათან უფრო და უფრო ჭირდა
-ხუთი, ოთხი! -კვლავ გაისმა ეს დამძაბველი, ბოხი ხმა და ბემ შენიშნა, რომ უსახო არსება, მათ წინ მჯდარ გაზეთიან მოხუცს უყურებდა
-გთხოვ მითხარი რამე, რატომ ითვლი? -გოგონას ტონში მუდარა გაისმა, მაგრამ უცნობი არ გაპასუხებია, კვლავ თვლას განაგრძობდა:
-სამი, ორი!
-მიპასუხე გთხოვ რა მომდის? რატომ ბნელდება? რა ხდება?
-ერთი!
უცნობი ქრება . . .
სრული წყვდიადი ისადგურებს . . .
ბეა მატარებლის ვაგონიდან ვარდება და სადღაც მთელი სიჩქარით მიჰქრის, ისე, რომ ფეხსაც კი არ ამოძრავებს. ხმის ამოღებაც კი არ შეუძლია, ლაპარაკის უნარი აქვს წართმეული. წამები საათებად ეჩვენება, წუთები კი, საუკუნეეებად
-ამას შეძლებ -ისევ ეს ბოხი ხმა. იგი ერთადერთია, რაც ამ საშინელ წყვდიადში ჩაესმის, თუმცა საპასუხოდ ვერაფერს ამბობს. მხოლოდ ენით აღუწერელ შიშს განიცდის
-ცოტაც მოითმინე. კიდევ ცოტაც, შენ უკვე მიდიხარ . . .
ბეა მოთმინებით ელის, რომ უსახო არსება კიდევ რამეს იტყვის, თუმცა სამწუხაროდ იგი დუმს.
მოულოდნელად ყველაფერი ნათდება.
კაშკაშა შუქისგან თავ-დაცვის მიზნით, გოგონა სახეზე ორივე ხელს იფარებს. ეჩენება, რომ ეს შუქი, მთვარესავით ნახევრად ცივია, ნახევრად კი თბილი. წამით იმასაც ფიქრობს მართლა მთვარეზე ხომ არ გავფრინდიო, თუმცა როდესაც გარე-სამყაროს ხმებიც აღქმას იწყებს და სხეულის ქვეშ, რაღაც მაგარს გრძნობს, თითქოს ყველაფერი თავის ადგილას დგება.
გოგონა თავს ძალას ატანს, კაშკაშა შუქის გამო, მაგრად დახუჭულ თვალებს, ნელ-ნელა ახელს და იქაურობას ათვალიერებს. მის თავზე რაღაც აპარატები წრიპინებენ, მარჯვენა ხელს ვერ ამოძრავებს, მასში გარჭობილი უამრავი მილის გამო, სახეზე კი, რაღაც გამჭვირვალე აქვს აკრული, რომელიც მისი ვარაუდით სუნთქვაში ეხმარება. თუმცა მხოლოდ ეს არ არის, ჟანგბადს ბალონი, რომელიც მის ცხვირ-პირზეა მორგებული, ვიღაცას ხელით უჭირავს. გოგონა თვალებს უფრო მეტად ახელს და მის თავზე წამომდგარ ფიგურას აკვირდება.
ბუნდოვანი და გაურკვეველი სურათები, რომელსაც ცოტა ხნის წინ ხედავდა, თანდათან უფერულდება. მხოლოდ იმ უსახოს ვერ ივიწყებს, დანარჩენი კი ყველაფერი წყვდიადში იკარგება.
შემდეგ არის რაღაც დახშული ხმები . . . შეხებასაც გრძნობს სხეულზე, ტუჩებზე, თმაზე. ბოლოს, მისი დაბურული მხედველობა შიგნით შემოვარდნილ, რამდენიმე თეთრ-ხალათიან სილუეტსაც აღიქვამს და მოთენთილი, კაშკაშა შუქებით გადაღლილი თვალები უნებურად ეხუჭება.

25 თავი

-ანდრეა აი ის მანდ დაკიდე -ხელით ყუთში ჩადებულ, წითელ დეკორაციაზე ანიშნა ბეამ და ნაძვის ხეს, კიდევ ერთი, ყვავილის ფორმის სათამაშო ჩამოკიდა . . .
რვა თვე გასულიყო მას შემდეგ, რაც იმ საბედისწერო ავარიამ, მათ ცხოვრებაში შავი ღრუბლების მთელი ნაკადი მოზიდა და რამდენიმე დღე სრულ აგონიაში გაატარებინა. ეს მართლაც, რომ დიდი დრო იყო და აღნიშნულ პერიოდში, მათ გარემოცვაშიც ბევრი რამ შეიცვალა. ბეამ, რომელიც დედამისთან ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყო დაშორებული, როგორც იქნა ეს არეული ურთიერთობა დაალაგა და ყველაფერი ისევ თავის კალაპოტში ჩადგა. ქალი საბოლოოდ, ანდრეათი ისე მოიხიბლა, რომ მას თავის მესამე შვილადაც კი მოიხსენიებდა და ძალიან ნანობდა, რომ მთელი ეს დრო, უაზრო წყენაში და ჭირვეულობაში დახარჯა.
იმ თვეების შემდეგ, არც მეგისკენ და დიმასკენ იყო სიახლეების ნაკლებობა. რამდენიმე თვის წინ, ამ საბედისწერო წყვილმა, რომელთაც ბოლომდე ვერ გაერკვიათ, თუ ვინ იყვნენ ერთმანეთისთვის, ყველანაირი გაფრთხილებისა და ახსნა-განმარტების გარეშე, ლას-ვეგასში გაპარვა გადაწყვიტეს, რის შემდეგაც მათმა ურთერთობამ ნახევრად ოფიციალური სახე შეიძინა-მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ, სულ რაღაც სამ დღეში დიმამ მეგის ხელი საკმაოდ რომანტიულ გარემოში სთხოვა და, რა თქმა უნდა, გოგონასგან ნანატრი თანხმობაც მიიღო. ქორწილი ზაფხულში, მალდივის კუნძულებზე იგეგმებოდა, სანაპიროზე, ღია ცის ქვეშ, სადაც ვიწრო წრეში, მხოლოდ ახლობლები შეიკრიბებოდნენ და საქორწინო ცერემონიის შემდეგ, რამდენიმე დღეს, ერთად და მხიარულად გაატარებდნენ.
ბეას ჯერ კიდევ ვერ წარმოედგინა, თუ როგორი იქნებოდა მისი მეგობარი ოჯახურ ამპლუაში. ალბათ იმიტომ, რომ მეგი ყოველთვის თავისუფალი ურთიერთობის მომხრე იყო და ამბობდა, რომ არასდროს გათხოვდებოდა. თუმცა რეალურად, სრულიად საპირისპიროდ მოხდა. ალბათ დიმა იყო ასეთი, უბრალოდ ერთი შეხედვითაც ნათელი იყო, რომ არ ჰგავდა იმ კაცებს, რომლებიც ცოლს წვრილმან თემებში ზღუდავს და რაღაც სისულელეებზე აკრძალვებს უწესებს. სწორედ ამიტომ დაიმსახურა მეგის სიყვარული და საბოლოოდ, ცოლობაზეც კი დაითანხმა. ეს, მისი მხრიდან, ნამდვილად რთული ამოცანის ამოხსნას ჰგავდა, რომელსაც დიდი ხანი ეწვალები და ბოლოს და ბოლოს ნანატრ სწორ პასუხს იღებ.
-ხომ არ დაგავიწყდა, რომ დღეს არანაირი სტუმრები არ გვეყოლება? -ანდრეა წითელ, შალის მაისურში გამოწყობილ გოგონას უკნიდან მოეხვია და მის ქვეშ, ხელი გამომწვევად შეუცურა -მხოლოდ მე და შენ. მეტი არავინ
-მახსოვს ანდრე, ხომ დაგპირდი? -სიამოვნებისგან დახუჭული თვალებით, ძლივსძლივობით მოახერხა პასუხის დაბრუნება, თან ხელში ყუნწით დაჭერილი სათამაშო, რომლის დაკიდებასაც ნაძვის ხეზე აპირებდა, კინაღამ იატაკზე დაუვარდა
-თუ გინდა მორთვაში დაგეხმარები, საქმე მაინც არაფერი მაქვს
-ნაძვის ხე ასე უნდა მორთო? -მის ნაცრისფერ მოსაცმელზე ანიშნა ბეამ, რომელიც შიშველ სხეულზე მოეცვა და ელვა შესაკრავიც ბოლომდე შეეხსნა
-ჰო, მერე რა მოხდა?
-არა, არაფერი. ანდა კარგი, გეტყვი. ასე, რომ დადიხარ მაბნევ. მოდი აქ -გოგონამ ჟაკეტის შესაკრავს ხელი დაავლო, ანდრეას მიუახლოვდა და იგი ისე შეუკრა, რომ შიგნით ლამის კანი მოატნია -აი ასე ბევრად უკეთესია
-ნუ გრცხვენია შიშველი ადრეც ბევრჯერ გყავარ ნანახი -როგორც სჩვეოდა, ისე უკბინა კანდელაკმა, უზარმაზარ ნაძვის ხეს, კიდევ ერთი სათამაშო შემატა, თან იქვე დადებული ცხელი შოკოლადის ჭიქიდან ოდნავ მოსვა და იგი ბეასაც გაუწოდა
-ანდრეა ასე ძალიან რომ არ მიყვარდე, დიდი ხნის წინ მოგკლავდი!
გოგონამ ჭიქას თითები ლამაზად შემოაჭდო და ბუხარზე ერთმანეთის მიყოლებით მიმაგრებულ ფერად წინდებს, კმაყოფილმა გახედა, რომელიც მასში დანთებული ცეცხლის ალზე, ლამაზად გიზგიზებდნენ. ეს ბუხარი, ბეას დაჟინებული თხოვნით, ანდრეამ რამდენიმე კვირის წინ დაამონტაჟა. როგორც გოგონა ამბობდა, ახალ წელს ყველაზე მეტად ბუხარი და თოვლი უხდებოდა, ამ ორის გარეშე კი, დღესასწაულს შავ-თეთრი იერი დაჰკრავდა.
-დასკვნითი ნაწილი დაგვრჩა. ნაძვირს ხის თავზე ვარსკვლავია დასამაგრებელი -გოგონამ ყუთიდან დიდი, წითელი და ბრჭყვიალა სათამაშო ამოაძვრინა, რომელიც მართლაც, რომ დაამშვენებდა მთელ ამ მორთულობას და ზემოდან მედიდურად გადმოხედავდა -შენი დახმარება დამჭირდება, ხელში უნდა ამიყვანო, სხვაგვარად ვერ მივწვდები
-აი ეგ, არ გამიჭირდება -თქვა და გოგონა ბუმბულივით მსუბუქად აიტაცა ჰაერში -ჩაცმის სტილშიც როგორი არანორმალური ხარ ბეა, სად გინახავს შალის სვიტერს საზაფხულო შორტებთან იცვამდნენ -ჰკითხა, როგორც კი გოგონამ ნაძვის ხის თავზე დეკორაციის დამაგრება დაიწყო
-რა მოხდა ხომ არ გაბნევ? -ზემოდან გამომწვავად დააცქერდა იგი -მორჩა, დავამაგრე, დამსვი
-მაბნევ, თანაც როგორ -მის ტუჩებს ხარბად დაეწაფა კანდელაკი და გოგონა მკლავებში მაგრად მოიმწყვდია
თითქოს სულ სხვანაირი ხდებოდა ბეა, როდესაც ანდრეას ტუჩები მისას ეხებოდა. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ბავშვური, გადარეული და ცოტა ველური გოგოდან, ნამდვილ, ჩამოყალიბებულ და ვნებიან ქალად გადაიქცეოდა, რომელსაც მამაკაცი დღესაც ისევ ისე, ან შეიძლება უფრო მეტადაც კი გადაჰყავდა ჭკუიდან, ვიდრე ეს ადრე იყო.
-ესე იგი სტუმრების გარეშე, არა? -მაცდურად ჰკითხა ბეამ, როდესაც მის ტუჩებს მოწყდა და მოსაცმელის ელვა-შესაკრავი, უწინდებურად შეუხსნა, ოღონდ ამჯერად ნახევრად
-პირდაპირ მითხარი რას მიპირებ -ვითომ შეშინებული სახე მიიღო ანდრეამ
-დღის ბოლოს შენთვის სიურპრიზი მაქვს, მაგრამ არა მგონია იქამდე მოთმენა შევძლო. ეჭვი მაქვს, ყველაფერს მანამდე დავფქვავ -ბეამ ხელები ანდრეას გულ-მკერდზე ფრთხილად გადაატარა და გაეღიმა იმის მოსმენაზე, თუ როგორ სიამოვნებით ამოიგმინა მამაკაცმა
-რა სიურპრიზი გაქვს? სიმართლე გითხრა, ცოტათი დავინტრიგდი
-დიდი ალბათობით უნდა გაგიხარდეს. მე მაგალითად, ძალიან მიხარია და ცოტათი უცნაური შეგრძნებაც მაქვს. არ ვიცი, ვერ გიხსნი -გოგონას სახეზე ღიმილი მოადგა. ოღონდ უფრო თავისთვის იღიმოდა, ვიდრე სხვის დასანახად
-ხელები გააჩერე, თორემ ეს წუთები საწოლში დასრულდება. ჩვენ კი, მაგიდა გვაქვს გასაწყობი
-რა გარყვნილი ხარ! -ვითომ გაბრაზებული სახე მიიღო ბეამ და ნაძვის ხესთან დადებული შოკოლადის ფილა გახსნა -ჰო მართლა, ნამცხვრის ბისკვიტი უკვე შეგრილდა?
-რომელი ნამცხვრის? -დეკორაციებს თვალი წამით მოსწყვიტა კანდელაკმა და ბეას შეხედა
-რომელიც გაზქურიდან უნდა გამოგეღო -ანდრეას სახეზე დანახულმა დაბნეულობამ, გოგონა მიახვედრა, რომ აღნიშნული ტკბილეული ისევ იქ იმყოფებოდა -ჯანდაბა ანდრეა ნამცხვარი! აი თურმე რატომ იყო დამწვრის სუნი
ბეა ადგილს მოსწყდა და სამზარეულოში გიჟივით გავარდა. მას კანდელაკიც უკან მიჰყვა. დიდი ალბათობით, უკვე ხვდებოდა, რომ დღევანდელ საღამოს, საახალწლო მაგიდაზე ნამცხვარი არ იქნებოდა. ეს ვარაუდი ბეას სახემაც დაადასტურა, რომელიც უკვე გაზქურის წინ იდგა და დამწვარ დანახშირებულ ბისკვიტებს იმედგაცრუებული დაჰყურბდა ზემოდან.
-რა მოხდა დაიწვა?
-ჰო დაიწვა. ახლა იმის ღირსი ხარ, რომ ეს ნახშირი მთლიანად შენ გაჭამო
-კარგი ნუ ბუზღუნებ. საკონდიტროში წავალ და ახალს ვიყიდი. შენ კი, მანამდე მაგიდა გააწყვე. ხელსახოცები და თეფშები უკვე დავდე, დანარჩენს თავად მიხედე
-მოიცა, ახლავე მიდიხარ? -ინტერესით გახედა ბეამ და გაეღიმა
-ჰო, აქვე ახლოს საკონდიტროა, ახალი წელს, სადღეღამისო მუშაობა აქვს, რადგან პატრონი ებრაელია და ამ დღესასწაულს არ აღნიშნავს. კიდევ რაიმე ხომ არ წამოგიღო?
-მმმ. მოიცა დავფიქრდე -ნიკაპზე თითები რიტმულად აათამაშა გოგონამ -აი ის წამომიღე, არაფრისმთქმელი სიტყვების ნაცვლად რომ ჩუქნიან
-რაფაელო გინდა? -ჩაცმის პარალელურად ჰკითხა კანდელაკმა და მის სიტყვებზე სიცილი აუტყდა
-ჰო, ამ ბოლო დროს ძალიან შემიყვარდა. მოდი ეს გაგისწორო -გოგონა მისი თბილი ქურთუკის ორივე საყელოს დასწვდა, ლამაზად გადაუკეცა და ყელზე გასასვლელთან დაკიდებული კაშნეც მოახვია -გარეთ ცივა, ესეც გეკეთოს
-წასვლის წინ არ მაკოცებ?
-სიამოვნებით -კაშნეს ბოლოში, მარჯვენა ხელი ჩაავლო ბეამ, მამაკაცი თავისკენ მიიზიდა და მის ტუჩებს ნაზად შეეხო -ახლა კი, წადი და რაც შეიძლება მალე დაბრუნდი. დარწმუნებული ვარ ჩვენსავით ბისკვიტი ბევრს დაეწვებოდა, ამიტომ თუ რიგში მოგიწია დგომა, დიდხანს არ გაჩერდე. საახალწლო ნამცხვარს შენი თავი მირჩევნია
კანდელაკი გარეთ გავიდა და მაშინვე დაეტაკა ის სიცივე, რომელიც თოვლიან გზებზე გამეფებულიყო. საახალწლო განწყობა მთელ ქუჩაზე იგრძნობოდა, ფანჯრებზე, ხვადასხვა ფორმებად დახვეული მანათობელი ნათურები, ან ფერადი ფურცლებისგან გამოჭრილი თოვლის ბაბუის გამოსახულებები მიეკრათ, ხოლო ლამაზად გადაწეული ფარდებიდან, საგულდაგულოდ მორთული ნაძვირს ხეებიც მოჩანდა, რომელსაც ბავშვები სპეციალური სპრეის ფორმის ტუბიკებიდან, ხელოვნურ თოვლს აყრიდნენ და ამ შტრიხით, ტყეში მდგარ, დათოვლილ ნაძვს ამსგავსებდნენ.
ანდრეამ ცივი ჰაერის გამო, კაშნე ყელზე უფრო მაგრად შემოიხვია და კიდევ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, საკონდიტროს ფიფქებიანი კარი ჭრიალით შეაღო. შესვლისთანავე თვალში სხვადასხვანაირ ნამცხვრები, ტორტები და ფუნთუშები მოხვდა. ყველაფერი ისე გემრიელად გამოიყურებოდა, წამით გულიც კი დაწყდა, ტკბილი სასტიკად რომ ეკრძალებოდა, თუმცა ამისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევია, პირდაპირ დახლთან მდგარი გაჭაღარავებული ქალისკენ გაეშურა. მას ზუსტად ახლახანს გაესტუმრებინა დონატების მოზრდილი ყუთით მდგომი მოხუცი, სასაცილო გარეგნობის კაცი, თავზე ილუზიონისტების ცნობილი ცილინდრი, რომ ეხურა და ულვაშის ორივე ბოლოზე, წითელი ბანტები მიებნია.
-ახალ წელს გილოცავ, შვილო! რას აიღებ? -კონსულტანტი ამჯერად მორიგ მყიდველს მიუბრუნდა გულწრფელი ღიმილით, თან წინა კლიენტის მიერ გადახდილი თანხა, სალაროში ხმაურით ჩააჩხრიალა
-რამე ისეთი ნამცხვარი მინდა, შემთხვევით რომ დაგეწვება, ცოლი რომ გაგიბრაზდება და რაც უნდა გამოცხვარიყო იმას ბევრად რომ აჯობებს
-შენნაირი დღეს ძალიან ბევრი მყავდა, რამეს აუცილებლად მოგიხერხებ -ქალმა სიცილით გადმოუღო თაროდან, საკმაოდ ლამაზად მორთული, კაკაოს ნამცხვარი, რომლისთვისაც თავზე ბანანები და მანგო სიმეტრიულად მოეწყოთ -აბა რას იტყვი, მოგწონს?
-გემრიელად გამოიყურება. მგონი, გამოდგება -ანდრეა ცოტა ხნით კიდევ აკვირდა თაროებზე ერთმანეთის გვერდიგვერდ შემოწყობილ ათასნაირ ტკბილეულს, იქნებ რაიმე სხვა ვარიანტიც ვიპოვოო, თუმცა როდესაც თვალი უკეთესს ვერაფერს მოჰკრა, შარვლის უკანა ჯიბიდან, ყავისფერი, ტყავის საფულე ამოაძვრინა, ფოდნოსზე დაკრულ ნამცხვრის ფასს დააკვირდა და შესაბამისი კუპიურა დახლზე შემოდო
-ახლავე შეგიფუთავ. ცოტა ხნით დამელოდე -ქალმა დახლის უკან, ხის, დიდ მაგიდაზე დახვავებული მუყაოს ყუთებიდან ერთ-ერთი აიღო,ნამცხვარი შიგნით ფრთხილად მოათავსა და ანდრეას ახელმწიფო განძივით ფრთხილად გადასცა -ბედნიერ ახალ წელს გისურვებ შვილო!
-გმადლობთ. თქვენც ასევე . . .
ანდრეა მაღაზიიდან გამოვიდა, ყუთი ხელში უფრო საიმედოდ დაიჭირა და კვლავ სახლის გზას დაადგა. სიარულისას, მისი ფეხსაცმლის ქვეშ, თოვლი მელოდიურად ხრაშუნობდა და რომელიღაც სახლიდან გამომავალ საახალწლო სიმღერასთან ერთად, ქუჩის სიმშვიდეს არღვევდა. თუმცა ეს საყოველთაო მდუმარება, მხოლოდ დროებითი იყო. სულ მალე, სანატრელი თორმეტი საათი ჩამოჰკრავდა და მთელ ქალაქს ფეიერვერკების გამაყრუებელი ხმა დაფარავდა...
-მე დავბრუნდიი! -შესასვლელშივე დაიძახა ანდრეამ, რათა გოგონას ყუთი გამოერთმია და თოვლიანი ფეხსაცმლის გახდა გასასვლელშივე შესძლებოდა
-ასე მალე? -შემოსასვლეში ბეამ შემოირბინა. გოგონას ხელში ვერცლის ჩანგლები ეჭირა და შალის სვიტერის მაგივრად, ამჯერად თეთრი ბრეტელებიანი მაიკით იდგა -მომეცი გამოგართმევ
-უკვე გაზაფხულდა თუ მე მეჩვენება რამე?
-კარგი რა, აქ ძალიან ცხელა. უკვე ვეღარ ვსუნთქავ -საწყლად ამოიწუწუნა გოგონამ -რაფაელო არ მომიტანე?
-ჯანდაბა, დამავიწყდა! -ქურთუკი საკიდზე ჩამოკიდა კანდელაკმა და სამზარეულოსკენ მიმავალ ბეას უკან მიჰყვა. დიდი იმედი ჰქონდა, რომ გოგონა გადაიფიქრებდა და გარეთ კიდევ ერთხელ გასვლა არ მოუწევდა
-ჯანდაბას რაფაელო, ჩემი საყვარელი ნამცხვარი მოგიტანია. სად იშოვე?
-კეთილმა ფერიამ დამასაჩუქრა. მითხრა წელს კარგად იქცეოდი და ნამდვილად დაიმსახურეო
-კეთილ ფერიას ჩემი სახელით მადლობა გადაეცი -ბეამ ნამცხვარი ყუთიდან ამოიღო და დიდი დანით, მის დაჭრას საგულდაგულოდ შეუდგა. შემდეგ კი თეფშებზე გადაანაწილა და მორჩენილი ნაწილი, მაცივარში მოათავსა, რომლის კარიც, იმ საწებავი ფურცლებით იყო აჭრელებული, რაზეც ბეა საჭიროების შემთხვევაში, ანდრეას პატარ-პატარა შეტყობინებს უტოვებდა ხოლმე. ძირითადად, ასეთი რამები მოგხვდებოდათ თვალში:
"დღეს დილით, ისე საყვარლად გეძინა ვერ გაგაღვიძე. ცოტა შემაგვიანდება, თუმცა საღამოს რაღაც ფილმზე ბილეთები შევიძინე ასე, რომ პაემანი გაქვს და მოემზადე . . . პ.ს უკანა რიგები ჩვენია ^_^"
"ანდრეა ვიცი დღეს ჩემი რიგია, მაგრამ შეგიძლია ჭურჭელი შენ დარეცხო? ძალიან რომ არ მიჭირდეს არ გთხოვდი პ.ს დიონისეს აჭამე
"ისე დავფიქრდი და კატა ხომ არ გვეყიდა? კარგი, ვიცი რომ არ გიყვარს, მაგრამ . . . მოკლედ საღამოს ამაზე დავილაპარაკოთ
აქ კი, უკვე ანდრეას პასუხი იყო მიწერილი:
"მეც დავფიქრდი და მინდა ზაზუნა მყავდეს. ვიცი, რომ ვერ იტან, მაგრამ . . . მოკლედ საღამოს ამაზეც დავილაპარაკოთ
შემდეგ კი, ისევ ბეას პასუხი:
"კარგი არც კატა და არც ზაზუნა. მოვრიგდით?
ანდრეას პასუხი:
"მოვრიგდით"
ბეამ მაცივარი დახურა, წერილებს, რომელიც სამუდამოდ იქნებოდა ამ ადგილას, კიდევ ერთხელ შეავლო ღიმილიანი მზერა და თეფშები საახალწლო მაგიდასთან სწრაფად მიარბენინა.
-ანდრეა ათი წუთიც და ახალი წელი დადგება. თუმცა . . . -აქ გოგონამ ნიკაპზე თითები აათამაშა და ეშმაკურად ჩაეცინა -აქ ორი თეფში დევს, არა?
-ჰო, მერე?
-ვფიქრობ, ერთი აკლია
კანდელაკს სახეზე დაბნეულობამ გადაურბინა.
-მეგონა მხოლოდ ჩვენ ორნი ვიქნებოდით. კიდევ ვინმე დაპატიჟე?
-წამოდი დივანზე დავსხდეთ -ეს, რომ თქვა, ანდრეას ხელი სწრაფად ჩაავლო, მისაღებისკენ წაიყვანა, დივანზე მსუბუქი ხელის კვრით დააგდო და თავად მის კალთაში მოკალათდა, თან კისერზე ორივე ხელი ღიმილით მოხვია
-არ მეტყვი რა ხდება? -მამაკაცს მართლა არ ესმოდა რას ნიშნნავდა ეს ყოველივე, თუმცა დიდ იმედი ჰქონდა, რომ მალე გაიგებდა
-გახსოვს ერთხელ, ვენაში, სასტუმროს ნომერში მითხარი ზღაპრების მოყოლა არ მეხერხებაო
-მახსოვს. და მერე?
-მგონი დროა ისწავლო
ანდრეა უფრო მეტად დაიბნა. ჯერ კიდევ წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ საით მიჰყავდა გოგონას წამოწყებული, უცნაური საუბარი.
-კარგი ვისწავლი, მაგრამ . . . ამას ახლა რატომ ამბობ?
-არა, არა არ შემიძლია ეს გამოცანები -გოგონა ფეხზე სწრაფად წამოხტა, კანდელაკს რამდენიმე ნაბიჯით მოშორდა და სახეზე ჩამოშლილი თმა ყურზე გადაიწია. ერთხანს თვალმოუშორებლად უყურებდა კვლავ დივანში მჯდარი ანდრეას კითხვით სავსე გამომეტყველებას, შემდეგ კი, მაისური ოდნავ აიწია, ხელის გული მუცელზე მიიდო და თავი წამოსწია:
-აი აქ . . . ჯანდაბა, მეც ახლა გავიგე და არც კი მჯერა . . . აქ, ზუსტად აქ . . . -როგორი დარწმუნებული იყო ბეა, რომ შესაფერის სიტყვებს იპოვიდა, თუმცა როდესაც საქმე საქმეზე მიდგა, ენა ერთიანად დაება და ვერაფრის თქმა ვერ შეძლო. თუმცა არც იყო საჭირო. კანდელაკი უკვე მშვენივრად ხვდებოდა რისი თქმა უნდოდა გოგონას. თვალმოუშორებლად უყურებდა მის მუცელზე მიდებულ ხელის გულს და სხეული სასიამოვნოდ ეძაბებოდა.
-ბეა, სერიოზულად? ნამდვილად? -ანდრეა ფეხზე წამოდგა, გოგონას ხელის გულს თავისი მიადო და სახეზე თითები ჩამოუსვა -აქ, ჩვენი პატარა ზის?
გოგონამ თავი უხმოდ, ღიმილით დაუქნია, მის ნაცრისფერ თვალებს ცრემლები მოსწოლოდა და ანდრეას სახე ხელის გულებში ჰქონდა მოქცეული.
-მე და შენ, კიდევ ერთი შენნაირ დარტყმული გვეყოლება? ბეა, მშობლები გავხდებით, არც კი მჯერა -ბოლო სიტყვები ძალიან ხმამაღლა წარმოთქვა მამაკაცმა, გოგონა ხელში აიყვანა და მაგრად დაატრიალა -აბსოლუტურად ყველაფერს ვასწავლით, სიარულს, ლაპარაკს, წერა-კითხვას. ერთად დავაკვირდებით მის პირველ ნაბიჯებს, ღამით სანამ წამოიზრდება, სამივენი ერთად დავიძინებთ! ყველაფერი მეცოდინება, ზღაპრებიც და საბავშვო ლექსებიც გპირდები. ამ ქვეყნად საუკეთესო მამა ვიქნები!
ანდრეა იმენად გახარებული იყო, რომ ემოციებს სიტყვებში ვერ ატევდა. აი თურმე რას გულისხმობდა ბეა დღის ბოლოს დაგეგმილ სიურპრიზში. ამაზე უკეთესს მართლაც ვერაფერს აჩუქებდა. ის და ბეა მშობლები გახდებოდნენ, შვილი ეყოლებოდათ. ამაზე უფრო სასიხარულო რაღა უნდა ყოფილიყო?
-მართლა გაგიხარდა? სერიოზულად?
-სულელო, რას ნიშნავს არ გამიხარდა -ტუჩებში მაგრად აკოცა ანდრეამ და გოგონა გულში ჩაიკრა -ახლა შენ მთელი სამყარო მაჩუქე. შენ მე და ჩვენი გოგონა, ბედნიერებისთვის მეტი არაფერი მჭირდება
-მოიცა, მოიცა -გაეცინა -რა იცი, რომ გოგონა იქნება? სქესის გაგება მხოლოდ სამი თვის შემდეგაა შესაძლებელი
-ჰო, აი ეგ არ ვიცი, მაგრამ როცა ეს ამბავი გავიგე, რატომღაც პირდაპირ გოგონა წარმოვიდგინე
-მე კი, მინდა ბიჭი იყოს. თუმცა სქესს რა მნიშვნელობა აქვს? მოდი ნუ დავემსგავსებით იმ ტიპურ მშობლებს, რომლებიც ბავშვის სქესზე კინკლაობენ
-კარგი და ერთ რამეზე შევთანხმდეთ, ბეა. როდესაც ბავშვი გვკითხავს ერთმანეთი როგორ არ სად გაიცანითო, ნამდვილ ისტორიას დავუმალავთ. რაიმე ლამაზი ამბავი შევთხზათ და ის მოვუყვეთ. დამიჯერე ტყუილი ყოველთვის არ არის ცუდი
გოგონას, კანდელაკის სიტყვებზე სიცილი აუტყდა.
-ყველა ვარიანტში მოფიქრება მოგვიწევს, რადგან ჩვენი გაცნობის მომენტი არც თავად გვახსოვს. ახლა კი, მოემზადე -გოგონამ საათს დახედა -სულ მალე, თორმეტი შესრულდება
ანდრეამ და ბეამ ქურთუკები მოიცვეს, მეორე სართულზე ავიდნენ და აივნის მოაჯირს მიუახლოვდნენ. გარეთ ისევ საშინლად ციოდა, თუმცა ერთმანეთზე მიხუტებულებს ზამთრის ეს სუსხი, საერთოდ არ აწუხებდათ.
-აბა ათვლა დავიწყოთ -ბეამ მაჯის საათის ციფერფლატს კიდევ ერთხელ დახედა -ცხრაა . . . რვააა . . .
-შვიდი . . . ექვსი . . . -განაგრძო ანდრეამ -მიდი შენი ჯერია
-ხუთი, ოთხი . . .
-სამი, ორი, ერთი . . .
და ქალაქში ერთიანად იქუხა ფეიერვერკებმა. აივანზე მდგარი ანდრეა და ბეა, დაკირვებით უყურებდნენ, თუ როგორ იფანტებოდა ჰაერში ფერადი ნაპერწკლები, როგორ ზღვის ვარსკვლალავივით გადაეკრებოდა იგი ცის კაბადონს, რამდენიმე წამში, თავის მქუხარე ხმასთან ერთად უკვალოდ ქრებოდა და მას, შემდეგი აფეთქება ანაცვლებდა.
აივანზე მუქი წითელი ფარდები იყო ჩამოფარებული. ეს ფარდები, მას საძინებელი ოთახისგან მიჯნავდა, სადაც საწოლის გვერდით, პატარა, ღამის სანათის ტუმბოზე, რომელშიც წვრილმან ნივთებს ინახავდნენ, შავ, ხის ჩარჩოში ჩასმული ფოტო იყო შემოდებული. ფოტოზე ერთმანეთის მიყოლებით გამოსახული ანდრეა, ბეა, დიმა, მეგი და ალექსანდრე, კამერას გულწრფელი, ბავშვური ღიმილით უღიმოდნენ და ერთმანეთის მხრებზე, ხელები მეგობრულად ჰქონდათ გადახვეული.
ჰო, არის რაღაცები, რაც არასდროს მთავრდება. არის გზები, რომელიც ადრე თუ გვიან ისევ იკვეთება. ეს ხომ ცხოვრებაა, რომელიც სიურპრიზებით სავსე ზარდახშას ჰგავს, თავის მოულოდნელობებით მუდამ გვაოცებს და ხანდახან, უფრო სწორად, არც თუ ისე იშვიათად, გაოცებულსაც გვტოვებს.
მერე კი . . .
მერე უბრალოდ აცნობიერებ, რომ ყველაფერი იმაზე ბევრად უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ამას შენ წარმოიდგენდი . . .

დასასრული . . .


1)ერთი ჩანახატი მაქვს ჩართული ცოტა შეცვლილი 24-ე ნაწილში შეიძლება გეცნოთ ძველი ნიკით მქონდა ატვირთული, რომლის პაროლიც არ მახსოვს და იცოდეთ, რომ არ მიპლაგიატიაა, ისიც ჩემი ექაუნთია :დდ

მოკლედდ დავასრულეე. ბოლო თავებიაა და ვინც კითხულობდით, ყველას საბოლოო შთაბეჭდილებები მაინტერესებს :* მოკლედ როგორც ვთქვი, ბოლო თავებიაა და გთხოვთ არ დაგეზაროთ <3скачать dle 11.3




№1 სტუმარი Qeti qimucadze

Hom gitxari vgijdebi shenzetqoo, ramagari dasasruliaaa. Gtxov didxans nu daagvianeb da axali istoriit gelodebittt, aucoleblad unda cero, es zaan magrad gamogdis, aseve punqtualuri mcerali xar, aserom gelodebit, yochagggg

 



№2 სტუმარი kati

Kargi iyo zalian da zveli niki romeli iyo dagviwere Ra.sxva istoriebi Tu maqvs wakitxuli mainteresebs.tu ARA da wavikitxav siamovnebit.

 



№3  offline წევრი Moonlight Sonata

Qeti qimucadze
Hom gitxari vgijdebi shenzetqoo, ramagari dasasruliaaa. Gtxov didxans nu daagvianeb da axali istoriit gelodebittt, aucoleblad unda cero, es zaan magrad gamogdis, aseve punqtualuri mcerali xar, aserom gelodebit, yochagggg


ვფიქროობ ახალზე უკვე. სავარაუდოდ ორ კვირაში დავიწყეებ :*

kati
Kargi iyo zalian da zveli niki romeli iyo dagviwere Ra.sxva istoriebi Tu maqvs wakitxuli mainteresebs.tu ARA da wavikitxav siamovnebit.


არაფერი არ მაქვს იქ, ერთი ჩანახატის გარდა, ამიტომ არ ღირს kissing_heart

 



№4 სტუმარი ssalome

4თავი იყო დადებული რომ
კითხვა დავუწყე მაგრამ პირველად ვაკომენტარებ თუმცა ბევრჯეე მინდოდა.. მოკლედდ ყველაფერი მომწონს შენი. შენი ნიკი მთვარის სონატა ???? წერის სტილი, ის თუ როგორ აღწერ გარემოს არც გადამეტებულად რომ კითხვა მიგბეზრდეს და ამავდროულად დაწვრილებით და სასიამოვნოდ❤️ მომწონს ასევეე გრამატიკულად რომ გაქვს ყველაფერი სწორი( სავარაუდოდ ჩემზე დიდი ხარ და ცოტა უხერხულად ვარ რომ გაფასებ მაგრამ მანინც). ნუ პერსონაჟებზე ლაპარაკი ზედმეტია და ძაალიან მომწონს ის რომ არარის ბანალური და ჩანს ბეას და ანდრეას დიდი სიყვარული გადაჭარბებული ფრაზების გარეშე. და კიდევ ისიც ძალიან მომწონს რომ, ხშირად ამბობდი რას უსმენდნენ და ყველა მუსიკა შესაფერისი იყო სიტუაციის და ასევე ძალიან კარგი მუსიკალური გემოვნება❤️???? მომენატრებიან ბეატრისი და ანდრე^^ რომ ვნახე რომ ეწერა დასასრულიო, თვალზე ცრემლი მომადგა და გამახსენდა როგორ ვამოწმებდი ხოლმე წუთში 100-ჯერ თუ იყო ახალი თავი დადებული და ასე შემდეგ❤️ არ დაიკარგო???? სიყვარულით, მე????❤️????????????

 



№5  offline წევრი Moonlight Sonata

ssalome
4თავი იყო დადებული რომ
კითხვა დავუწყე მაგრამ პირველად ვაკომენტარებ თუმცა ბევრჯეე მინდოდა.. მოკლედდ ყველაფერი მომწონს შენი. შენი ნიკი მთვარის სონატა ???? წერის სტილი, ის თუ როგორ აღწერ გარემოს არც გადამეტებულად რომ კითხვა მიგბეზრდეს და ამავდროულად დაწვრილებით და სასიამოვნოდ❤️ მომწონს ასევეე გრამატიკულად რომ გაქვს ყველაფერი სწორი( სავარაუდოდ ჩემზე დიდი ხარ და ცოტა უხერხულად ვარ რომ გაფასებ მაგრამ მანინც). ნუ პერსონაჟებზე ლაპარაკი ზედმეტია და ძაალიან მომწონს ის რომ არარის ბანალური და ჩანს ბეას და ანდრეას დიდი სიყვარული გადაჭარბებული ფრაზების გარეშე. და კიდევ ისიც ძალიან მომწონს რომ, ხშირად ამბობდი რას უსმენდნენ და ყველა მუსიკა შესაფერისი იყო სიტუაციის და ასევე ძალიან კარგი მუსიკალური გემოვნება❤️???? მომენატრებიან ბეატრისი და ანდრე^^ რომ ვნახე რომ ეწერა დასასრულიო, თვალზე ცრემლი მომადგა და გამახსენდა როგორ ვამოწმებდი ხოლმე წუთში 100-ჯერ თუ იყო ახალი თავი დადებული და ასე შემდეგ❤️ არ დაიკარგო???? სიყვარულით, მე????❤️????????????



არ ვიცი მერამდენედ გადავიკითხე შენი შეფასებაა <3 მადლობა, მადლობა და კიდევ ერთხელ მადლობა! <33

 



№6 სტუმარი Ssalome

Moonlight Sonata
ssalome
4თავი იყო დადებული რომ
კითხვა დავუწყე მაგრამ პირველად ვაკომენტარებ თუმცა ბევრჯეე მინდოდა.. მოკლედდ ყველაფერი მომწონს შენი. შენი ნიკი მთვარის სონატა ???? წერის სტილი, ის თუ როგორ აღწერ გარემოს არც გადამეტებულად რომ კითხვა მიგბეზრდეს და ამავდროულად დაწვრილებით და სასიამოვნოდ❤️ მომწონს ასევეე გრამატიკულად რომ გაქვს ყველაფერი სწორი( სავარაუდოდ ჩემზე დიდი ხარ და ცოტა უხერხულად ვარ რომ გაფასებ მაგრამ მანინც). ნუ პერსონაჟებზე ლაპარაკი ზედმეტია და ძაალიან მომწონს ის რომ არარის ბანალური და ჩანს ბეას და ანდრეას დიდი სიყვარული გადაჭარბებული ფრაზების გარეშე. და კიდევ ისიც ძალიან მომწონს რომ, ხშირად ამბობდი რას უსმენდნენ და ყველა მუსიკა შესაფერისი იყო სიტუაციის და ასევე ძალიან კარგი მუსიკალური გემოვნება❤️???? მომენატრებიან ბეატრისი და ანდრე^^ რომ ვნახე რომ ეწერა დასასრულიო, თვალზე ცრემლი მომადგა და გამახსენდა როგორ ვამოწმებდი ხოლმე წუთში 100-ჯერ თუ იყო ახალი თავი დადებული და ასე შემდეგ❤️ არ დაიკარგო???? სიყვარულით, მე????❤️????????????

madloba shen! Shevqmni accounts da chemi saxit mudmivi mkitxveli gyavs:* morcha vegar momishoreb :*

არ ვიცი მერამდენედ გადავიკითხე შენი შეფასებაა <3 მადლობა, მადლობა და კიდევ ერთხელ მადლობა! <33


Moonlight Sonata
ssalome
4თავი იყო დადებული რომ
კითხვა დავუწყე მაგრამ პირველად ვაკომენტარებ თუმცა ბევრჯეე მინდოდა.. მოკლედდ ყველაფერი მომწონს შენი. შენი ნიკი მთვარის სონატა ???? წერის სტილი, ის თუ როგორ აღწერ გარემოს არც გადამეტებულად რომ კითხვა მიგბეზრდეს და ამავდროულად დაწვრილებით და სასიამოვნოდ❤️ მომწონს ასევეე გრამატიკულად რომ გაქვს ყველაფერი სწორი( სავარაუდოდ ჩემზე დიდი ხარ და ცოტა უხერხულად ვარ რომ გაფასებ მაგრამ მანინც). ნუ პერსონაჟებზე ლაპარაკი ზედმეტია და ძაალიან მომწონს ის რომ არარის ბანალური და ჩანს ბეას და ანდრეას დიდი სიყვარული გადაჭარბებული ფრაზების გარეშე. და კიდევ ისიც ძალიან მომწონს რომ, ხშირად ამბობდი რას უსმენდნენ და ყველა მუსიკა შესაფერისი იყო სიტუაციის და ასევე ძალიან კარგი მუსიკალური გემოვნება❤️???? მომენატრებიან ბეატრისი და ანდრე^^ რომ ვნახე რომ ეწერა დასასრულიო, თვალზე ცრემლი მომადგა და გამახსენდა როგორ ვამოწმებდი ხოლმე წუთში 100-ჯერ თუ იყო ახალი თავი დადებული და ასე შემდეგ❤️ არ დაიკარგო???? სიყვარულით, მე????❤️????????????



არ ვიცი მერამდენედ გადავიკითხე შენი შეფასებაა <3 მადლობა, მადლობა და კიდევ ერთხელ მადლობა! <33

madloba shen! Chemi saxit mudmivi mkitxveli gyavs morcha, vegar momishoreb :*

 



№7 სტუმარი სტუმარი ნინო

აი ძალიან ძალიან მომეწონა❤❤❤ მომწონს შენი წერის სტილი❤❤ იმედია მალე დაგვიბრუნდები ახალი ისტორიებით❤❤

 



№8  offline წევრი Moonlight Sonata

Ssalome
Moonlight Sonata
ssalome
4თავი იყო დადებული რომ
კითხვა დავუწყე მაგრამ პირველად ვაკომენტარებ თუმცა ბევრჯეე მინდოდა.. მოკლედდ ყველაფერი მომწონს შენი. შენი ნიკი მთვარის სონატა ???? წერის სტილი, ის თუ როგორ აღწერ გარემოს არც გადამეტებულად რომ კითხვა მიგბეზრდეს და ამავდროულად დაწვრილებით და სასიამოვნოდ❤️ მომწონს ასევეე გრამატიკულად რომ გაქვს ყველაფერი სწორი( სავარაუდოდ ჩემზე დიდი ხარ და ცოტა უხერხულად ვარ რომ გაფასებ მაგრამ მანინც). ნუ პერსონაჟებზე ლაპარაკი ზედმეტია და ძაალიან მომწონს ის რომ არარის ბანალური და ჩანს ბეას და ანდრეას დიდი სიყვარული გადაჭარბებული ფრაზების გარეშე. და კიდევ ისიც ძალიან მომწონს რომ, ხშირად ამბობდი რას უსმენდნენ და ყველა მუსიკა შესაფერისი იყო სიტუაციის და ასევე ძალიან კარგი მუსიკალური გემოვნება❤️???? მომენატრებიან ბეატრისი და ანდრე^^ რომ ვნახე რომ ეწერა დასასრულიო, თვალზე ცრემლი მომადგა და გამახსენდა როგორ ვამოწმებდი ხოლმე წუთში 100-ჯერ თუ იყო ახალი თავი დადებული და ასე შემდეგ❤️ არ დაიკარგო???? სიყვარულით, მე????❤️????????????

madloba shen! Shevqmni accounts da chemi saxit mudmivi mkitxveli gyavs:* morcha vegar momishoreb :*

არ ვიცი მერამდენედ გადავიკითხე შენი შეფასებაა <3 მადლობა, მადლობა და კიდევ ერთხელ მადლობა! <33


Moonlight Sonata
ssalome
4თავი იყო დადებული რომ
კითხვა დავუწყე მაგრამ პირველად ვაკომენტარებ თუმცა ბევრჯეე მინდოდა.. მოკლედდ ყველაფერი მომწონს შენი. შენი ნიკი მთვარის სონატა ???? წერის სტილი, ის თუ როგორ აღწერ გარემოს არც გადამეტებულად რომ კითხვა მიგბეზრდეს და ამავდროულად დაწვრილებით და სასიამოვნოდ❤️ მომწონს ასევეე გრამატიკულად რომ გაქვს ყველაფერი სწორი( სავარაუდოდ ჩემზე დიდი ხარ და ცოტა უხერხულად ვარ რომ გაფასებ მაგრამ მანინც). ნუ პერსონაჟებზე ლაპარაკი ზედმეტია და ძაალიან მომწონს ის რომ არარის ბანალური და ჩანს ბეას და ანდრეას დიდი სიყვარული გადაჭარბებული ფრაზების გარეშე. და კიდევ ისიც ძალიან მომწონს რომ, ხშირად ამბობდი რას უსმენდნენ და ყველა მუსიკა შესაფერისი იყო სიტუაციის და ასევე ძალიან კარგი მუსიკალური გემოვნება❤️???? მომენატრებიან ბეატრისი და ანდრე^^ რომ ვნახე რომ ეწერა დასასრულიო, თვალზე ცრემლი მომადგა და გამახსენდა როგორ ვამოწმებდი ხოლმე წუთში 100-ჯერ თუ იყო ახალი თავი დადებული და ასე შემდეგ❤️ არ დაიკარგო???? სიყვარულით, მე????❤️????????????



არ ვიცი მერამდენედ გადავიკითხე შენი შეფასებაა <3 მადლობა, მადლობა და კიდევ ერთხელ მადლობა! <33

madloba shen! Chemi saxit mudmivi mkitxveli gyavs morcha, vegar momishoreb :*

kissing_heart kissing_heart kissing_heart

სტუმარი ნინო
აი ძალიან ძალიან მომეწონა❤❤❤ მომწონს შენი წერის სტილი❤❤ იმედია მალე დაგვიბრუნდები ახალი ისტორიებით❤❤

მადლობაა და ვეცდებიიი <33

 



№9 სტუმარი diana

ბომბა დასასრული ჰქონდაა heart_eyes ზუსტად ისეთი, როგორიც შეეფერებოდაა. მალე დაგვიბრუნდი ახალი ისტორიით გელოდებიი :* :*

 



№10 სტუმარი Mariami

ეს ისტორია შემთხვევით მამაჩემმა აღმომაჩენინა.მის ტელეფონში დამრჩა ჩართული საიტი და მეკითხება წინა თავები როგორ ვნახოო? მთერ საღამო ყურადღებით კითხულობდა დ შემდეგ მეც დამაინტერესა რა იყო ასეთი.თავიდან რომ დავიწყე ვიფიქრე ტიპიური ისტორია იქნებიდა მაგრამ მაინც არ შევწყვიტე კითხვა.მერე დავრწმუნდი ტიპიური კიარა ყველაზე განსხვავებული ისტორია და ავტორი რომ აღმოვაჩინე.მადლობა მამას და მადლობა შენ მწერარალო საუკეთესო წუთებისთვის.ძალიან ძალიან მაგარი გოგო ხარ და გელოდები უკვე ახალი გიჟური ისტორიით და პერსონაჟებით❤❤❤

ეს ისტორია შემთხვევით მამაჩემმა აღმომაჩენინა.მის ტელეფონში დამრჩა ჩართული საიტი და მეკითხება წინა თავები როგორ ვნახოო? მთერ საღამო ყურადღებით კითხულობდა დ შემდეგ მეც დამაინტერესა რა იყო ასეთი.თავიდან რომ დავიწყე ვიფიქრე ტიპიური ისტორია იქნებიდა მაგრამ მაინც არ შევწყვიტე კითხვა.მერე დავრწმუნდი ტიპიური კიარა ყველაზე განსხვავებული ისტორია და ავტორი რომ აღმოვაჩინე.მადლობა მამას და მადლობა შენ მწერარალო საუკეთესო წუთებისთვის.ძალიან ძალიან მაგარი გოგო ხარ და გელოდები უკვე ახალი გიჟური ისტორიით და პერსონაჟებით❤❤❤

 



№11  offline წევრი Moonlight Sonata

Mariami
ეს ისტორია შემთხვევით მამაჩემმა აღმომაჩენინა.მის ტელეფონში დამრჩა ჩართული საიტი და მეკითხება წინა თავები როგორ ვნახოო? მთერ საღამო ყურადღებით კითხულობდა დ შემდეგ მეც დამაინტერესა რა იყო ასეთი.თავიდან რომ დავიწყე ვიფიქრე ტიპიური ისტორია იქნებიდა მაგრამ მაინც არ შევწყვიტე კითხვა.მერე დავრწმუნდი ტიპიური კიარა ყველაზე განსხვავებული ისტორია და ავტორი რომ აღმოვაჩინე.მადლობა მამას და მადლობა შენ მწერარალო საუკეთესო წუთებისთვის.ძალიან ძალიან მაგარი გოგო ხარ და გელოდები უკვე ახალი გიჟური ისტორიით და პერსონაჟებით❤❤❤

ეს ისტორია შემთხვევით მამაჩემმა აღმომაჩენინა.მის ტელეფონში დამრჩა ჩართული საიტი და მეკითხება წინა თავები როგორ ვნახოო? მთერ საღამო ყურადღებით კითხულობდა დ შემდეგ მეც დამაინტერესა რა იყო ასეთი.თავიდან რომ დავიწყე ვიფიქრე ტიპიური ისტორია იქნებიდა მაგრამ მაინც არ შევწყვიტე კითხვა.მერე დავრწმუნდი ტიპიური კიარა ყველაზე განსხვავებული ისტორია და ავტორი რომ აღმოვაჩინე.მადლობა მამას და მადლობა შენ მწერარალო საუკეთესო წუთებისთვის.ძალიან ძალიან მაგარი გოგო ხარ და გელოდები უკვე ახალი გიჟური ისტორიით და პერსონაჟებით❤❤❤


უზომოოდდ სასიამოვნოა, როდესაც უფროსი ასაკის ადმიანებიც გკითხულობეენ :* გალაქტიკისოდენა მადლობაა შენ <3333

diana
ბომბა დასასრული ჰქონდაა heart_eyes ზუსტად ისეთი, როგორიც შეეფერებოდაა. მალე დაგვიბრუნდი ახალი ისტორიით გელოდებიი :* :*


მადლობაა და აუცილებლაადდ kissing_heart

 



№12 სტუმარი kati

Tavidan bolomdec gadavikitxe da ufro momewona,vidre tavebad rom vkitxulobdi.miuxedavad imisa,rom ukve wakitxuli mqonda,siamovnebit wavikitxe da kidev bevrjer davubrundebi,ramdenime avtoris gamorcheul istoriebtan ertad amasac.madloba da gelodebi axali istoriit.

 



№13  offline წევრი Moonlight Sonata

kati
Tavidan bolomdec gadavikitxe da ufro momewona,vidre tavebad rom vkitxulobdi.miuxedavad imisa,rom ukve wakitxuli mqonda,siamovnebit wavikitxe da kidev bevrjer davubrundebi,ramdenime avtoris gamorcheul istoriebtan ertad amasac.madloba da gelodebi axali istoriit.


ყველანაირად ვეცდებიი მალე დავბრუნდეე <33

 



№14 სტუმარი სტუმარი კატერინა

ეხლა წავიკითხე სასიამოვნო წასაკითხი იყო თუმცა ის ფაქტო რომ ზედმეტად გაწელილი იყო და დიალოგები დამაკლა აუცილებლად უნდა ავღნიშნო . თან ის ეპიზოდი პატარა ბარათებს რო უტოვებდა წიგნიდანაა შეიძლება იგივე არა მაგრამ იდეა იქიდან არის რამაც არმომხიბლა

 



№15  offline წევრი Moonlight Sonata

სტუმარი კატერინა
ეხლა წავიკითხე სასიამოვნო წასაკითხი იყო თუმცა ის ფაქტო რომ ზედმეტად გაწელილი იყო და დიალოგები დამაკლა აუცილებლად უნდა ავღნიშნო . თან ის ეპიზოდი პატარა ბარათებს რო უტოვებდა წიგნიდანაა შეიძლება იგივე არა მაგრამ იდეა იქიდან არის რამაც არმომხიბლა


რომელი წიგნიდან? წაკითხული, რომ მქონოდა შეიძლება არც ჩამერთო ეგ ეპიზოდი, ზოგადად ყველაზე მეტად ის არ მიყვარს, რომ სხვისგან ვიღებ რამეს ❤ თუ საიდანმე ავიღე ეგ წერილების ეპიზოდი, ისევ ჩემივე თავია, მე მახასიათებს ხოლმე ეგეთი ბარათების დატოვება, როცა სახლში მინდა ვინმესთვის რამის დაბარება ❤შეფასებისთვის მადლობა ❤

 



№16 სტუმარი ლეა

საოცრებაა იყოოო! სიტყვები არ მყოფნისს!!! ანდრეასნაირს თუ იცნობ ვინმეს გამაცანიი :დდ ❤❤❤მგონი მიყვარს!

 



№17  offline წევრი Moonlight Sonata

ლეა
საოცრებაა იყოოო! სიტყვები არ მყოფნისს!!! ანდრეასნაირს თუ იცნობ ვინმეს გამაცანიი :დდ ❤❤❤მგონი მიყვარს!


სხვათა შორის ბევრისგან გამიგონია ამ საიტის მკითხველისგან, რომ საიტის ისტორიების და იდეალური პერსონაჟების გამო, უკვე აღარავინ აღარ მომწონსო :დდ ზოგადად, რეალური ცხოვრებიდან აღებული პერსონაჟი არ მყავს, ამიტომ ანდრეაც გამოგონილია თავიდან ბოლომდე . . . სამწუხაროდ :დდ შეფასებითვის მადლობა ❤

 



№18  offline წევრი ლუნა

საოცრრებააა !!! განსხვავებული პერსონაჟები, უცხო შინაარსი ❤ ერთი ბოლომდე გიჟი და მეორე ნახევრად გიჟი ❤ მომენატრებიაან ანდრეა და ბეატრისი :* მაგრამ ანდრეაა საოცრეებაა და მაინც სხვანაირად მომენატრებააა ❤ მართლაა მაგარი იყო! მეტს ვერაფერს ვამბობ!

 



№19  offline წევრი Moonlight Sonata

ლუნა
საოცრრებააა !!! განსხვავებული პერსონაჟები, უცხო შინაარსი ❤ ერთი ბოლომდე გიჟი და მეორე ნახევრად გიჟი ❤ მომენატრებიაან ანდრეა და ბეატრისი :* მაგრამ ანდრეაა საოცრეებაა და მაინც სხვანაირად მომენატრებააა ❤ მართლაა მაგარი იყო! მეტს ვერაფერს ვამბობ!


❤❤❤❤❤❤

 



№20 სტუმარი ჰოლდენ კოფილდი

ახლაა დავამთავრეე და შთაბეჭდილებების ქვეშ ვაარ ❤ არვიციი კიდევ დიდხანს ვერ გამოვაალ რაა (・∀・) ბოლო სცენა, ახალი წელი ძალიან მოუხდა თითოეული კადრი წარმომიდგა თვალწინ ისეთი თბილი ატმოსფერო შექმენი ❤ ზუსტად ისეთი ანდრეას და ბეას, რომ შეეფერებოდაა ❤ უთბილესი, უსაყვარლესი ისტორია იყო საოცარი პერსონაჟებით და დინამიკით ❤ ბრავო!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent