შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სატანას გული [ 6 ]


7-05-2018, 01:10
ავტორი MoonLady
ნანახია 562

სატანას გული [ 6 ]

დიდხანს აკვირდებოდა საკუთარ თავს სარკეში. ქერა ტალღოვანი თმა უსწორმასწოროდ ჩამოეყარა მოხდენილ მხრებზე, ლურჯი ფერის, წელს ქვემოთ თავისუფალი კაბა ძალიან უხდებოდა და გამოკვეთდა მის ბიუსტს. ყავისფერი თვალები უელავდნენ მიზანდასახულობით და სრულყოფილი გარეგნობა თავდაჯერებულობას უმტკიცებდა. სახლიდან გამოვიდა თუ არა ტაქსიში ჩაჯდა და ერთი მიყრუებული რაიონის მისამართი უკარნახა. ერთიანად დაძაბული იყო და მუდმივად უმზერდა უკანა ხედს, თითქოს ეშინოდა ვინმეს არ შეემჩნია.
ზიზღით გადმოვიდა მანქანიდან და ფეხის წვერებზე სიარულით მიაღწია ცალკე მდგომ პატარა, დანგრეულ ქოხს. დაუკაკუნებლად შეაღო და ეგრევე საზიზღარი, სწრაფი კვებისთვის განკუთვნილი პროდუქტის სურნელი ეძგერა. ყბები აუმჟავდა, სუნთქვა შეიკავა და არეულობაში გზა ძლივ-ძლივობით გაიკვლია. სრული სიბნელე იყო და თითქმის ვერაფერს ხედავდა.
- კოტე ! - გასძახა მოგუდული ხმით. თავი შარფში ჩარგო. აღარ შეეძლო ამ სუნის გაძლება.
- აე... - მოესმა ოციოდე წლის ბიჭის პასუხი. ბინძური ტანსაცმლის გროვაზე შემოსკუპებულიყო, ყურებზე უზარმაზარი ყურსასმენები მოერგო და ძალიან სწრაფად კრეფდა ტექსტს კლავიატურაზე.
- რაც გთხოვე მზადაა? - გაღიზიანებულად ჩაილაპარაკა თინათინმა.
- რაზეა "ბაზარი". აი, შენ გრძელი ფეხების ქვეშ დაიხედე. - გასძახა ბიჭმა ისე, რომ მისკენ არც გაუხედავს. თინამ თვალები აატრიალა და ძირს დაიხედა. კონვერტს ეწერა, რომ საიდუმლო ინფორმაციას შეიცავდა. სწრაფად დასწვდა და უდიერად გახია, რათა შიგ არსებული ინფორმაცია ენახა და დარწმუნებულიყო, რომ ეს ზუსტად ის გახლდათ, რასაც ეძებდა. როგორც კი მირანდა არაბულის სახე დააფიქსირა კმაყოფილებით ჩაიცინა. ფულით სავსე მსხვილი კონვერტი უმისამართოდ ისროლა და წამოვიდა. ისევ ტაქსიში ჩაჯდა და სახლისკენ აიღო გეზი.
სავარძელზე ცქმუტავდა მოუთმენლობისგან. ერთი სული ჰქონდა როდის გადახედავდა სასურველ ინფორმაციას, რომ ეპოვა რამე ისეთი, რაც სოფოსთან გამოადგებოდა.
სწრაფად შევიდა სახლში და თავის ოთახს მიაშურა. ხარბად დასწვდა საკმაოდ მოზრდილ საქაღალდეს და თავით გადაეშვა სასურველ ინფორმაციაში.
მირანდა არაბული.
სქესი: მდედრობითი.
ასაკი: 24
დაბადების თარიღი: 13.04.1994
სიმაღლე: 1.72
მასა: 55კგ.
ფეხის ზომა: 39

დედა - ქეთევან ხომერიკი. მშობიარობას გადაყვა.

მამა - თომა არაბული. ეჭვმიტანილია კონტრაბადასა და ფულის გათეთრებაზე. ასევე ბრალად ედება თავისივე თანამზრახველის, ზურაბ ყიფიანის მკვლელობა. რა მოტივით უცნობია.

- აი, მესმის ოჯახი. - ჩაიბურტყუნა თინამ და კითხვა განაგრძო. ძალიან ბევრი იკითხა და თითქმის ვერაფერი იპოვა ხელჩასაჭიდი. ერთადერთი ფურცელიღა ჰქონდა დარჩენილი, რომ სახლში სოფო შემოვარდა და აბაზანაში შეიკეტა. თინას ეს ამბავი ოდნავ ეუცნაურა, მაგრამ მაინც გააგრძელა კითხვა.

24.05.2011
მირანდა არაბულმა არასრულწლოვნობის პერიოდში გადაიტანა ძლიერი ტრავმა. მოკლეს მისი თანატოლი მამიდაშვილი, რომელიც მისთვის ღვიძლი ძმასავით იყო. ის ჯერ დაასახიჩრეს, შემდეგ კი ორ წარბს შორის, ზუსტად შუაში ტყვია ესროლეს. მკვლელობის მოტივად შესაძლებელია დასახელდეს ძალადობის მცდელობა, რომელიც იმავე საღამოს განახორციელა ახალგაზრდამ თავისივე მეგობარზე. ვარაუდობენ, რომ ამ მკვლელობაში ურევია “სატანას” ხელი და აღნიშნული მკვლელობა მისი მრავალრიცხოვანი მკვლეობების გრძელი სიის სათავეში ექცევა.

ბოლო ფაქტის წაკითხვისას ერთადერთი აზრი, რომელიც თინათინს დაებადა იყო - ნუთუ შურისძიება არ გსურს, არაბულო?

დოკუმენტები შეაგროვა და საქაღალდეში დააბრუნა. კარადის თავზე დადო და ოთახიდან სწრაფად გავიდა.


სოფო დიდხანს იდგა წყლის ჭავლის ქვეშ და უხეში ღრუბლით ცდილობდა სხეული სიბინძურისგან გაეწმინდა. უმოწყალოდ ხეხავდა და არ აკმაყოფილებდა ლამის სისხლამდე დაზიანებული კანი. ამ დროს მისი გონება მხოლოდ სიცარიელეს მოეცვა, მექანიკურად ასრულებდა მოძრაობებს და ტკივილსაც ვერ გრძნობდა. ოდნავ გააგრილა წყალი და რამდენიმე წუთი უმოძრაოდ იდგა. ერთ ადგილს მიშტერებოდა და არაბულის მაგიური ცისფერები ნელი ტემპით ეუფლებოდნენ მისი ცნობიერების ყველა კუთხე-კუნჭულს.
წყალი გადაკეტა და პირსახოცი უდიერად მოიხვია ტანზე. ნელი ნაბიჯით გავიდა სააბაზანოდან და თინათინის სახეს შეეჩეხა. ქალმა აათვალიერა სოფო და როცა მისი დაზიანებული სხეული შენიშნა შეშფოთებულად წამოიკივლა.
- სოფო! ეს, ეს რა არის ?! - თქვა და სწრაფად, თუმცა ფრთხილად დასწვდა სოფოს მარჯვენა ხელს. ცალი ხელი იდაყვზე მოედო, ცალით მაჯას იკავებდა.
- დათოსთან არ დავწექი. - ცივად თქვა სოფომ.
- და მან ?
- არა. მე, ჩემით. - უემოციო იყო სოფოს ყველა სიტყვა.
- მოდი აქ. - თქვა თინამ და სოფოს მოეხვია. ცხვირის წვერი კისერში გაუხახუნა და გულში ჩაიკრა. კმაყოფილებისგან იღიმოდა და ძალიან მოსწონდა ის ფაქტი,, რომ დათო ჯერ კიდევ არ შეხებია ჭაჭუას. სოფო კი ქანდაკებასავით იდგა და ვერაფერს გრძნობდა. ცივად გააშვებინა ხელი და თავისი ოთახისკენ გასწია. არ დადევნებია უკან თინა. ყურებამდე იღიმოდა და სიამოვნების ჟრუანტელი უვლიდა სხეულში.
სოფო ოთახში შევიდა თუ არა, სხეულიდან უხეში ნაჭერი მოიშორა და გაუმშრალებლად, მუცელზე დაწვა რბილ, ფუმფულა საწოლზე. სციოდა, მაგრამ შეხება სწვავდა. თავი ბალიშში ჩაერგო და ძლიერად უჭერდა ხელებს. ატირებამდე ცოტაღა აკლდა. ზიზღისგან ჯერ კიდევ ჟრუანტელი უვლიდა მთელ სხეულში და გულისრევის მძაფრი შეგრძნების მოშორება არ შეეძლო.
ფრთხილად წამოიწია და იქვე კომოდზე დადებულ კლატჩს მოჰკრა თვალი. არ ახსოვდა როდის დადო ნივთი აქ, თუმცა დასწვდა და საწოლზე გადმოაპირქვავა. რას არ ნახავდით ამ მცირე ზომის ხელჩანთაში, მაგრამ სოფოს ყურადღება მიიქცია ფლეშკამ და უეცრად ძალიან მოუნდა რაიმეს დაწერა. სწრაფად მოიგდო ხელთ ლეპტოპი, საოცარი წვის მიუხედავად საწოლზე წამოჯდა და ფლეშკა შეაერთა. რამდენიმე წამში მასზე არსებული ჩანაწერები ფანჯარის სახით გაიხსნა და სოფომ წარბები შეჭმუხნა. ეს არ იყო მისი ავლადიდება. ერთადერთი უსახელო ჩანაწერი იყო მეხსიერების ბარათზე და სოფოს წამით შიშისგან გასცრა. ნუთუ მის ავლადიდებას რამე დაემართა და ყველაფერი წაიშალა ? გულგახეთქილმა რამდენიმეჯერ დააწკაპუნა ფაილზე და მოთმინებით დაელოდა როდის გაიხსნებოდა.
წამი, ორი, სამი…
სამოქალაქო ომი ? დავით ათაბაგი ?! და ათეული პოლიტიკოსი თუ ბიზნესმენი ?!
სოფოს ცოტაც და ტვინში სისხლი ჩაექცეოდა. რას ნიშნავდა ეს ყველაფერი ? მისი პოტენციური ქმარი მონაწილეობდა კავშირში, რომელსაც სურდა სამოქალაქო ომის მოწყობა ? არ არსებობს ! არ არსებობს ! არ არსებობს! უკიოდა გონება სოფოს. ცოცხალი თავით არ სურდა ამის დაჯერება. წამოხტა და ბრაზისგან სახე აუწითლდა. ძარღვები დაებერა და თვალები ჩაუსისხლიანდა. ლეპტოპი ძირს დაენარცხა და ნამსხვრევებად იქცა. ის-ის იყო საწოლიდან უნდა ჩამომხტარიყო, რომ ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა. გააფთრებულმა დასტაცა ხელი და არც შეუხედავს ისე უპასუხა.
- გისმენთ! - აღრენილმა უპასუხა და მეორე მხარეს არსებული ადამიანის ხმის გაგონებისას მომენტალურად ჩაცხრა.
- კი არ მისმენ, მეჩხუბები, ბუშტო. - ცივი ხმა გაისმა.
- შენ, რა, საიდან ? - გაოცდა სოფო და საწოლზე წამოჯდა.
- ოც წუთში ჩამოდი შენს სახლთან ყველაზე ახლოს მდებარე კაფეში, გადმოგცემ შენს სიყვარულს. - თქვა და გათიშა.
სანამ სოფო გამოფხიზლებას მოასწრებდა ათი წუთი გავიდა. ირგვლივ მიმოიხედა, დამტვრეულ ნოუთბუქს ფლეშკა ააცალა და საწოლში ბალიშის ქვეშ მოათავსა. ელვის სისწრაფით გამოაძვრინა კაბა კარადიდან და ის-ის იყო უნდა ჩაეცვა, რომ სარკეში საკუთარ აწითლებულ სხეულს მოჰკრა თვალი. ყბები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა და შარვალი და გრძელმკლავიანი ზედა მოირგო ტანზე. კედებში ჩაჩურთა ფეხები და გარეთ გავიდა.
კიბეები სწრაფად ჩაირბინა და შვიდ წუთში უკვე კაფესთან იყო. ზეცა შემგლისფერებულიყო და ცაზე ორიოდე ვარსკვლავი ანათებდა. შევიდა თუ არა კუთხურ მაგიდასთან მჯდომი მირანდა დაინახა. ცალ ხელში უშაქრო ყავა ეჭირა, მეორეში კი ანთებული სიგარეტი.
სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა მას სოფო და წინ დაუჯდა.
- რამე მოხდა ? - ხელები მაგიდაზე დააწყო და სახეში შეაჩერდა. მირანდას მისკენ არც გაუხედავს ისე ამოაძვრინა ჯიბიდან ნივთი და მაგიდაზე დადო.
- ბუშტო, თავს როგორ არ კარგავ მიკვირს. - ცივად უთხრა და სოფოს გახედა. ქალი გაშტერებული უყურებდა ცისფერ ფლეშკას და სახეზე ფერი აღარ ედო. ხორბლისფერი კანი თითქმის მთლიანად გათეთრებულიყო. სოფოს სახეზე ბრაზისა და სასოწარკვეთილების ამოკითხვა არ გასჭირვებია არაბულს. - ეს რა პორნო ვიდეოებს ინახავ, ბუშტო. არ გრცხვენია ამხელა გოგოს? - სრული სერიოზულობით ჰკითხა მირანდამ და საზურგეს მოშორდა.
- რა? - გაოცდა სოფო. მზერა მოსწყვიტა ნივთს და მირანდას ახედა. - თუ ეგეთია ჩაწერილი, ჩემი არ არის. - ხელები გაასავსავა სოფიამ და წამოდგომა დააპირა.
- გეხუმრე, ბუშტო, გეხუმრე. - ტუჩის კუთხე ჩაუტყდა მირანდას და სოფოც წარბშეკრული დაუბრუნდა ადგილს. - მარა ის გეი პორნო მართლა კაი სანახავი იყო. - დამცინავი ტონით მიმართა მირანდამ და სოფოს მრისხანებაშეპარული მზერა დაიჭირა. მეტად სასიამოვნო პროცესად ეხატებოდა ქალის წვალება.
- ნახე რა იყო ზედ ? - ფრთხილად ჰკითხა სოფომ და ქვემოდან ახედა.
- შენ მე ვინ გგონივარ გოგო?! - ბრაზი გამოკრთა მაგიურ ცისფერებში.
- კარგი, გასაგებია. - თქვა სოფომ და ქვედა ტუჩზე იკბინა. თავი ჩახარა და მუშტები მომუჭა.
- ბუშტო? - წარბი ასწია გაოცების გამოსახატავად მირანდამ.
- რას იზამდი, რამე ძალიან მნიშვნელოვანი რომ გაგეგო და აზრზე არ იყო, შეგიძლია ამის გამოსწორება თუ არა? - სიმწრით გამოსცრა კბილებს შორის ქალმა. ძარღვები დაებერა, როცა ის დოკუმენტი გაახსენდა.
- მე ფეხებზე დავიკიდებდი, რადგან მნიშვნელოვანი რამეები არ არსებობს ჩემთვის, მაგრამ თუ საკითხს შევხედავ როგორც სოფო, მაშინ ვიღაც ჩემზე უფრო კომპეტენტურს და ჭკვიანს ვთხოვდი რჩევას. - უდარდელად უპასუხა არაბულმა და სიგარეტი საფერფლეში ჩააწვა.
- ღმერთო ჩემო ! - გაბრაზდა სოფო და ტუჩები მოკუმა.
- ღმერთი არ ვარ, ბუშტო. - ტუჩის კუთხე ჩაუტყდა.
- რას აკეთებ როცა ნერვებს გიშლიან? - გაღიზიანებულად ჩაილაპარაკა სოფომ.
- სხვათაშორის გვირილა მამშვიდებს.
- ეგ როგორ? გვირილის ჩაი? - თვალები შუბლზე აუვიდა ქალს გაოცებისგან.
- არა, გვირილა, რომელიც იმ ადამიანის საფლავზე ამოდის, რომელმაც ნერვები მომიშალა. - ირონიულად გაიღიმა მიმიმ.
- ადამიანები როგორები არიან ? - უმისამართო კითხვა დაუსვა სოფომ.
- ადამიანები ხეებს გვანან. - დაუფიქრებლად უპასუხა მირანდამ.
- ხეებს? - გაოცდა სოფია და ინტერესით ჩააკვირდა სახეში.
- ჰო. თუ ბენზოხერხს გადაატარებ, თავისუფლად დაჭრი. - მიმიკა არ შეცვლია ისე თქვა მირანდამ და სოფოს თვალი თვალში გაუყარა.
- ღმერთო ჩემო ! - თვალები აატრიალა ჭაჭუამ და სკამზე გადაწვა.
- გეუბნები, არ ვარ ღმერთი-მეთქი და მაინც ღმერთო ჩემოო მეძახი.
უხერხულში მაგდებ ახლა. - გაეღიმა არაბულს და მრისხანებისგან აწითლებულ სოფოს შეაჩერდა.
- გმადლობ, რომ ფლეშკა გადმომეცი. - არაფრისმთქმელი ტონით უთხრა სოფომ და წამოდგა. უემოციოდ გავიდა კაფედან და სახლს მიაშურა.
….
- ამის დედას შე’ვეცი! - მთელი სახლის გასაგონად ღრიალებდა დავით ათაბაგი. ირგვლივ ყველაფერი აენგრია. ფურცლები უმისამართოდ ეყარნენ იატაკზე, გამოყირავებულ კარადებსა თუ კომოდებზე. ჭურჭელიც კი დაემტვრია ოპოზიციის ლიდერს. გააფთრებით ეძებდა, ეძებდა და ვერ პოულობდა. თმები ასჩეჩვოდა, თვალები მხეცისას მიუგავდა, ძვირადღირებული კოსტიუმი გაჰხეოდა, მაგრამ არ ჩერდებოდა. ერთი რამ უტრიალებდა თავში.
ფლეშკა.
მისი სამუშაო მაგიდის, სათავსოს კარი მრისხანებისგან ძალმოცემულმა ჩამოამტვრია და ტელეფონის წკრიალის ხმა გაიგონა.
კბილების ღრჭიალით უპასუხა.
- იმედია შეთანხმება ძალაშია და არაფერი შეაფერხებს, დავით! - ომახიანი, ოდნავ უდარდელი, მაგრამ ცინიკური ხმა გაისმა ყურმილის მეორე ბოლოს.
- რა თქმა უნდა ! - სიმწრით გაეცინა დათოს.
- ფლეშკა შენ გაქვს ?
- მაქვს. - მოგუდული ხმით უპასუხა ათაბაგმა.
- შენთვისვე ჯობია არ იტყუებოდე, ათაბაგო. - მოკლედ და მხიარულად უთხრა მამაკაცმა და გაუთიშა.

დავითი კედელს მიეყრდნო და იატაკზე ჩაცურდა. ფეხები ოდნავ მოკეცა და იდაყვები მუხლებზე დაალაგა. თავი უკან გადააგდო და თვალები დახუჭა. რამდენიმე წუთი განუწყვეტლივ ფიქრობდა და გაახსენდა ბოლოს როდის და რა პირობებში გამოიყენა ნივთი. გაახსენდა ის დღე, როდესაც ლეპტოპთან იჯდა, როცა სოფო მოვიდა და...
სოფო.
სოფო.
სოფო.
თვალები ფართოდ გაახილა და წამოდგა. მას და სოფოს ერთნაირი ფლეშკები ჰქონდათ. მას და სოფოს, მაშინ რაღაც ფესტივალზე რომ იყიდეს. სოფო… სოფო. სოფო !

სასწრაფოდ აკრიფა სოფოს ნომერი და დაურეკა. მხოლოდ მესამე ცდაზე აიღო ტელეფონი ქალმა.
- გისმენ… - კანკალებდა მისი ხმა.
- სოფო, ძვირფასო, მომენატრე. - ხმა მაქსიმალურად დაატკბო.
- ჰო, მ-მეც. - ენა ებმოდა ჭაჭუას.
- არ გინდა დღეს შევხვდეთ? თავისუფალი ვარ მთელი დღე, შესვენება ავიღე. - იმდენად ტკბილი იყო ათაბაგი, რომ სოფოს არ ესიამოვნა მისი ტონი.
- მე… დღეს ვერ, დათო. მე, არა ვარ კარგად. - ძლივს ამოილუღლუღა.
- რატომ, სოფო? მე მოვიდე? გჭირდება რამე? - მიაყარა კითხვები მოთმინებადაკარგულმა კაცმა.
- ა-არა. თიკაა აქ და არ არის საჭირო, არ შეწუხდე. - მძიმედ გადავყლაპა ნერწყვი სოფომ.
- კარგი, ძვირფასო. დაგირეკავ მერე. - უთხრა დათომ და გათიშა.

- არჩილ ! - არაადამიანური ხმით დაიღრიალა და კარში მაშინვე გამოჩნდა არჩილი.
- გისმენთ, ბატონო დავით. - უპასუხა და ათაბაგი წამოდგა. საფულედან ამოიღო ოთხკუთხა ფურცელი და დახედა. თავი დანანებით გაიქნია და ორად მოკეცა. კაცს მიუახლოვდა და გულის ჯიბეში ჩაუდო. მხარზე ხელი დაჰკრა და საძინებლისკენ გასწია.


ორი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ჭაჭუამ მისთვის შემზარავი ამბავი შეიტყო. ორი ღამეა თვალი ვერ მოეხუჭა, ტუჩები ნერვიულობისგან ლამის დაეჭამა და თიკაც ეჭვის თვალით უმზერდა მას. ბოლოს ვეღარ მოითმინა და ჰკითხა.
- რა ჯანდაბა გჭირს? - სოფო სავარძელში იჯდა და ორივე ფეხი მოეკეცა ზემოთ. კითხვამ დააფრთხო და შეშინებული სახით შეხედა მეგობარს.
- მე? მე, რა მჭირს?
- რა გჭირს კი არა, ბრინჯივით დაბნეული დადიხარ ეს ორი დღეა, ისევ იმ მირანდას ბრალია, ხო? - გაკაპასდა თინათინი.
- არა, არაა მისი ბრალი. - თქვა სოფომ და მუხლებს ჩაეხუტა.
- აბა რისი ბრალია ?! - თვალებს აბრიალებდა თიკა.
- საღამოს გავიდეთ სადმე და გეტყვი. - ამოიკნავლა სოფიამ და თავი მუხლებში ჩარგო.
- კარგი. - ჩაცხრა თინა და ეუცნაურა, რომ სოფოს თავადვე მოუნდა გარეთ გასვლა.


საღამოს ათი საათი იყო, როდესაც მირანდა ნაცნობ ბარში შევიდა. დახლს მიუჯდა და ხელებში ეგრევე ჭიქა იგრძნო, რომელიც ბარმენმა გამოუსრიალა მეორე ბოლოდან. რამდენიმე წამში კი თავად გაჩნდა მასთან.
- ხასიათზე თუ ხარ, ახალი “ტავარი” მაქვს. - თქვა კოკამ და დაცარიელებული ჭიქა შეუვსო.
- ჰმ.
- დღევანდელი და სასწრაფო. - პასუხის ნაცვლად მირანდამ გამოცურებული კონვერტი უჩუმრად გულის ჯიბეში ჩაიდო. თუმცა ეს ქმედება არ გამოჰპარვია იქვე მჯდარ თინათინს, რომელიც მოთმინებით ელოდა, როდის დაიწყებდა სოფო ლაპარაკს. ჭაჭუა მიმისკენ ზურგშექცევით იჯდა და ვერ ხედავდა მას, აი თიკასთვის კი ყველაფერი ხელისგულივით ჩანდა.
მირანდამ თავი ოდნავ გვერდზე გადასწია, როდესაც მესამე ჭიქა ჩაცალა და თინათინის პირდაპირ მზერას წააწყდა. ტუჩის კუთხე ჩაუტყდა და მათი მაგიდისკენ დაიძრა.
სოფო ხელებს იმტვრევდა და ის-ის იყო უნდა დაეწყო საუბარი, რომ მის გვერდით სკამი გამოიწია და ნაცნობი ხმა შემოესმა.
- გამარჯობა სოფ, აღარ მინდა საკუთარ არსებობაში კიდევ შეგეპაროს ეჭვი. - წარმოთქვა არაბულმა და სკამის საზურგეს მიეყრდნო.
- გ-გაგიმარჯოს. - ძლივს ამოღერღა სოფომ.
- ეს ვის ვხედავთ. - ირონიულად წამოიწყო თინათინმა და ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა.
- თოვლის ბაბუას, ლაპლანდიიდან. - ისე უპასუხა არც გაუხედავს მის მხარეს. მისი მზერა გაფითრებულ და აკანკალებულ სოფოზე იყო მიმართული, რომელიც ქვევით იყურებოდა და საკუთარ თითებს ტეხდა.
- ჰა-ჰა, საოცრად სასაცილოა. - ხელები მაღლა აღაპყრო თიკამ და თვალები აატრიალა. აცოფებდა, რომ მირანდა მას ყურადღებას არ აქცევდა.
- მე… გავალ… - აწრიალდა სოფო და წამოდგა. მაჯაზე შემოხვეული მირანდას გრძელი თითები იგრძნო და იძულებული გახდა მზერა მაგიური ცისფერებისთვის გაესწორებინა.
- კარგად ხარ? - ეჭვშეპარული ხმით ჰკითხა არაბულმა და პასუხად თავის დაქნევა მიიღო. მიმავალ სოფოს თვალი გააყოლა და როგორც კი თინათინის მზერას შეეჩეხა ტუჩის კუთხე ჩაუტყდა. აშკარა ბრაზი და ეჭვიანობა იყო აღბეჭდილი მის თვალებში.
- მირანდა. - დაიწყო თინამ.
- ჰმ? - სიგარეტს მოუკიდა არაბულმა.
- მე ვფიქრობ, რომ შენ და სოფო შესაფერისები არ ხართ, ხვდები? - საქმიანი ტონით მიმართა და ხელები მაგიდაზე დააწყო.
- სიამოვნებით დაგეთანხმებოდი, თინიკო. მაგრამ ამ შემთხვევაში ორივე არასწორები ვიქნებით. - მხრები აიჩეჩა მიმიმ.
- მოიშორე ეგ სარკაზმი და ნორმალურად დამელაპარაკე. - გაცოფდა თინა.
- გენაცალე შენა! ეს არ იყო სარკაზმი, თქვენ ერთჯერადი ხართ. - თვალი ჩაუკრა მიმიმ და სიგარეტი მოქაჩა.
- სოფო დათოსთან ბედნიერია ! - სასოწარკვეთისგან წამოროშა თინამ და მაშინვე ინანა.
- ზოგჯერ ლოგიკასაც დაეყრდენი ხოლმე, სულ იდაყვები დაგეღლება. - გაეცინა მირანდას.
- რას გულისხმობ ? - გაკაპასდა თინათინი. - მე მას მთელი ცხოვრებაა ვიცნობ და უკეთ ვხვდები მის… მის… - ენა დაება თინას.
- აჰამ. სულელი ხარ, თუ ფიქრობ, რომ დრო ასეთ სიტუაციაში რაიმეს წყვეტს. - უემოციოდ უპასუხა მირანდამ.
- ზუსტადაც რომ, წყვეტს! მე ის იმაზე მეტ სიტუაციაში მინახავს, ვიდრე შენ. ამიტომ მას უკეთ ვიცნობ. - ნიშნისმოგებით თქვა თინამ და გაიღიმა.
- უფლება სისულელეზე - ეს პიროვნების თავისუფალი განვითარების ერთ-ერთი გარანტიაა! - წარმოთქვა არაბულმა და სიგარეტი საფერფლეში ჩააგდო.
- მე და სოფოს დიდი ხნის ურთიერთობა გვაქვს, შენ კი არავინ ხარ მისთვის ! - ხმას აუწია თიკამ.
- ოდესღაც ყველაფერი მთავრდება ბუშტის დაქალო, ურთიერთობაც, პატივისცემაც, ფეირიც და ტყვიებიც. - მხრები აიჩეჩა.
- მიმი, მაინც ვინ გგონია შენი თავი? - ნერვებმოშლილმა ჩაილაპარაკა.
- ვთქვათ, კეთილი ნების ელჩი თინათინ, გაწყობს ასე?
- მე მაწყობს, რომ სოფოს თავი დაანებო. - კბილებს შორის გამოსცრა თიკამ.
- დანებება მეც მაწყობს, ოღონდ სოფო უნდა დამნებდეს. - გაეღიმა არაბულს.
- თავხედო, ჯობია ადგე და აქედან წახვიდე და აღარასდროს გამოჩნდე სოფიას ცხოვრებაში. - ფეხზე წამოდგა თიკა და ბრაზისგან ანთებული თვალებით შეაცქერდა უემოციო მიმის.
- შესანიშნავი გეგმაა, არასდროს განვახორციელებ.
- მისმინე მირანდა, სერიოზულად, სოფოს თავი უნდა დაანებო.
- თიკა, ძვირფასო არ არის საჭირო ორჯერ გამიმეორო ის, რაც პირველივე თქმისას დავიკიდე ფეხზე. - თვალი თვალში გაუყარა ქალს და ხალისობდა იმაზე, რომ გაცოფებამდე მიიყვანა.
რამდენიმე წამში სოფო მათ მიუახლოვდა და იკითხა.
- რა ხდება?
- არც არაფერი, ბუშტო. მე და შენი 'ეს’ - თითი ქალისკენ გაიშვირა მიმიმ. - საუბარში გავერთეთ. უფრო სწორად, ეს წააგავდა მაიმუნისა და განვითარებული ინდივიდის საუბარს, მაგრამ დრო მოვკალი. - თვალი ჩაუკრა სოფოს მიმიმ, წრე დაარტყა და მისი თმის ბოლოს შეეხო. ცხვირთან მიიტანა და უკან სვლით დაშორდა.
- თავხედი! როგორი წარმოდგენა აქვს თავზე ! - ლამის იკივლა თიკამ.
- წავიდეთ. - თითქმის უხმოდ უთხრა სოფომ და გასასვლელისკენ დაიძრა.
- მოიცა! რა უნდა გეთქვა ? - დაედევნა თინა.
- არაფერი, დაივიწყე. - თქვა და კარი გააღო.
- მე ცოტა ხნით დავრჩები. - უკან გადადგა ნაბიჯი თიკამ.
- როგორც გინდა. - მხრები აიჩეჩა მან და გარეთ გავიდა. თინათინი და დახლისკენ დაიძრა და ბარმენს გაუღიმა.

….
ღამის სმენაში უნდა გასულიყო, როდესაც გადაწყვიტა კონვერტის გახსნა. გულის ჯიბიდან ამოიღო და როგორც რიგითი მსხვერპლისთვის განკუთვნილი კონვერტი ისე გახსნა. ფოტოზე გამოსახული ადამიანის დანახვისას ტვინში სისხლი ჩაექცა, გაუცნობიერებლად მოხვია ხელები მაგიდას და გამოაპირქვავა. საშინელი მტვრევისა და მსხვრევის ხმა გაისმა ბინაში. ყველაფერს ანადგურებდა რაც კი ხელთ მოჰყვებოდა და ვერ აზროვნებდა. ბოლოს გონს მოეგო და საათს შეხედა. პირველი დაწყებულიყო. სასწრაფოდ აიღო ხელში მობილური და დარეკა.
- იცით დღეს სამსახურში ვერ მოვალ.
- კარგი, მაგრამ რამე პრობლემაა?
- მგონი ჩემი შეყვარებული ავადაა.
- ავად?
- დიახ, თვეზე მეტია საწოლში გაუნძრევლად წევს და აყროლდა.
- ვაფასებ შენს იუმორის გრძნობას.
- ეს ნიშნავს, დღეს მიმის დასვენების დღე აქვს?
- კარგი, კარგი. - როგორც კი გაიგონა მირანდამ მაშინვე გათიშა.
მანქანაში ჩაჯდა და ორ წუთში სოფოს სახლის წინ იყო.
ქალს არ ეძინა, ამიტომ პირველივე ზარზე უპასუხა.
- სახლში ხარ? - ჩახრინწულიხმით ჰკითხა არაბულმა.
- რა ხდება? - შეშფოთდა სოფო.
- ჩამოდი და თიკას ბარათი დაუტოვე, რომ მიდიხარ. - მოკლედ უთხრა და გაუთიშა. სოფო ოდნავ გაოცდა, მაგრამ ზუსტად ისე მოიქცა, როგორც უთხრა მირანდამ.
თინათინი არც იყო იმ მომენტში სახლში. ალბათ, ერთობაო გაიფიქრა სოფომ. ორიოდე სიტყვით დაუწერა, რომ დათოსთან ერთად იყო. ადრე ყოფილა შემთხვევა, რომ ღამით წასულან სალაშქროდ, ამიტომ პრობლემა არ იყო. თუმცა სოფო ვერ ხვდებოდა, რატომ არ თქვა, რომ მირანდასთან ერთად იქნებოდა.
მიმის მანქანას მიუახლოვდა და დაუფიქრებლად ჩაჯდა შიგნით. არაბულმა მაშინვე ჩაკეტა კარებები, რამაც სოფო გააოცა.
- რა ხდება ? - ინტერესი გამოკრთა მის ხმაში.
- მივდივართ.
- სად? - წარბები შეჭმუხნა სოფომ.
- ჯანდაბაში ! - ვერ მოითმინა მირანდამ. სიჩქარეს უმატებდა.
- გაჩერდი! - ხმა გაუტყდა ქალს.
- შენი წიკვინის თავი არ მაქვს, ბუშტო. - ხმა ოდნავ შეარბილა.
- შენ ნორმალური ხარ?
- სხვათა შორის, გუშინ საღი აზრი მომიახლოვდა, კარგად დამაკვირდა და მიხვდა, რომ ჩემთან არაფერი ესაქმებოდა. - სცადა ჩვეულებრივ ესაუბრა.
- ასეთი აზრები ხშირად დაგყვება? - გაბრაზდა სოფო.
- კი, მაგრამ მე ბევრად სწრაფი ვარ. - უემოციოდ უთხრა მირანდამ და ქალაქიდან გავიდა.
- სად მივდივართ ? - სასოწარკვეთა შეეპარა ხმაში სოფოს.
- უბრალოდ მენდე და ყველაფერს აგიხსნი. - ღრმად ჩაისუნთქა მიმიმ. სოფო გაჩერდა, ცერად გახედა მირანდას და ხელები გულზე გადააჯვარედინა. - პლედი უკანა სავარძელზეა ბუშტო, მოიხურე. - თქვა მიმიმ და სოფოც უსიტყვოდ დაემორჩილა მას.

.....
პ.ს გაურკვეველი მიზეზებისდა გამო, მომიწია ფოტოს შეცვლა. (რა მიზეზია არ მკითხოთ, არც მე მითხრეს.) скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

იცოდე ამის წერა არ შეწყვიტო!!

 



№2  offline მოდერი MoonLady

Anuki96
იცოდე ამის წერა არ შეწყვიტო!!

არ შევწყვეტ, გამორიცხულია :დ უბრალოდ სიტუაციები მქონდა ისეთი... ორ თავში სავარაუდოდ გაფაფუვდება :დდ

 



№3 სტუმარი ციცვიძე

ნუღა გვალოდინებ ხალხს . ცოდოებივართ ჩვენც. ❤

 



№4  offline მოდერი MoonLady

ციცვიძე
ნუღა გვალოდინებ ხალხს . ცოდოებივართ ჩვენც. ❤

ვეცდები :( გმადლობ, რომ მელოდებით ^-^

 



№5  offline აქტიური მკითხველი Anuki96

MoonLady
Anuki96
იცოდე ამის წერა არ შეწყვიტო!!

არ შევწყვეტ, გამორიცხულია :დ უბრალოდ სიტუაციები მქონდა ისეთი... ორ თავში სავარაუდოდ გაფაფუვდება :დდ

ანუ მალე დასრულდება?

 



№6  offline მოდერი MoonLady

Anuki96
MoonLady
Anuki96
იცოდე ამის წერა არ შეწყვიტო!!

არ შევწყვეტ, გამორიცხულია :დ უბრალოდ სიტუაციები მქონდა ისეთი... ორ თავში სავარაუდოდ გაფაფუვდება :დდ

ანუ მალე დასრულდება?

სავარაუდოდ, ჰო.

 



№7  offline აქტიური მკითხველი Anuki96

MoonLady
Anuki96
MoonLady
Anuki96
იცოდე ამის წერა არ შეწყვიტო!!

არ შევწყვეტ, გამორიცხულია :დ უბრალოდ სიტუაციები მქონდა ისეთი... ორ თავში სავარაუდოდ გაფაფუვდება :დდ

ანუ მალე დასრულდება?

სავარაუდოდ, ჰო.

:(((

 



№8  offline აქტიური მკითხველი La-Na

ძალიან კარგი იყო.გამიხარდა ახალი თავი რომ ვნახე.საინტერესოა მიმი როგორ აუხსნის სიტუაციას,თუმცა ისეთი ხასიათი აქვს პირდაპირაც მიახალოს შეიძლება სიმართლე.გელი ახალი თავით
--------------------
ლანა

 



№9  offline მოდერი MoonLady

La-Na
ძალიან კარგი იყო.გამიხარდა ახალი თავი რომ ვნახე.საინტერესოა მიმი როგორ აუხსნის სიტუაციას,თუმცა ისეთი ხასიათი აქვს პირდაპირაც მიახალოს შეიძლება სიმართლე.გელი ახალი თავით

ვნახოთ რა მოხდება ^-^

 



№10  offline მოდერი ელპინი

ისე, რამდენი ხანი ველოდებოდი ახალ თავს და შენი პროფილი, გუგლში, ვაფშე ცალკე მაქვს გახსნილი. :დდდდ
ჰოდა, ძალიან მომწონხარ, რა!
და გელოდებიიი!

 



№11  offline მოდერი MoonLady

ელპინი
ისე, რამდენი ხანი ველოდებოდი ახალ თავს და შენი პროფილი, გუგლში, ვაფშე ცალკე მაქვს გახსნილი. :დდდდ
ჰოდა, ძალიან მომწონხარ, რა!
და გელოდებიიი!

ოჰოო, ეს ვის ხედავს ჩემი თვალები :3
ცალკე გახსნილმა პროფილმა გული შემიიფრთხიალა :დდ ❤️ ვეცდები მალე დავდო ^-^

 



№12 სტუმარი სტუმარი Mariamo

შენ საუკეთესო ხარ ❤

 



№13 სტუმარი e342

აუუუუუუუუუუუუ მალე დადე გთხოვ რა ახალი თავი რა ცუდ დროს გაწყვიტე მოვკვდით ხალხი ინტერესიით

 



№14 სტუმარი მწვანე თვალება

შემდეგი თავი როდის უნდა დადოოთ? ვკითხულობ და ძალიან საინტერესოა.

 



№15 სტუმარი ციცვიძე

გულს მტკენ და სულს მიფორიაქებ . არ გეკადრება. დაგვდე პატივი და დადე ახალი თავი ❤❤

 



№16  offline მოდერი MoonLady

ძალიან დიდი ბოდიში ხალხნო, უბრალოდ, გამოცდები მქონდა და ვერ მოვახერხე დაწერა <3

 



№17 სტუმარი ttttt

da rodis dadeb?

 



№18 სტუმარი tako

rodid dadeb shemdeg tavs?

 



№19  offline წევრი ჰაიკო

კაროჩე ეს რა სენი გჭირთ ხალხო, მოდერები ხართ, დაიწყებთ რაღაცის წერას და აღარ ამთავრებთ, სირცხვილია, არ გეკადრებათ. ან ბოლომდე დადეთ, ან საერთოდ ნუ დადებთ.

 



№20  offline მოდერი MoonLady

ჰაიკო
კაროჩე ეს რა სენი გჭირთ ხალხო, მოდერები ხართ, დაიწყებთ რაღაცის წერას და აღარ ამთავრებთ, სირცხვილია, არ გეკადრებათ. ან ბოლომდე დადეთ, ან საერთოდ ნუ დადებთ.

მგონი, ჩემი გადასაწყვეტია რა და როგორ. აღვნიშნე, რომ ამ ისტორიას აუცილებლად დავასრულებ, ნება შენია მომყვები და წაიკითხავ, შესაბამის დროს, თუ არა. ❤️

 



№21  offline წევრი ჰაიკო

MoonLady
ჰაიკო
კაროჩე ეს რა სენი გჭირთ ხალხო, მოდერები ხართ, დაიწყებთ რაღაცის წერას და აღარ ამთავრებთ, სირცხვილია, არ გეკადრებათ. ან ბოლომდე დადეთ, ან საერთოდ ნუ დადებთ.

მგონი, ჩემი გადასაწყვეტია რა და როგორ. აღვნიშნე, რომ ამ ისტორიას აუცილებლად დავასრულებ, ნება შენია მომყვები და წაიკითხავ, შესაბამის დროს, თუ არა. ❤️

მოდერი ხარ და მეტი პასუხისმგებლობა უნდა გქონდეს, და თუ არ დაასრულებ ეგეც შენი გადასაწყვეტია, უბრალოდ აქ ხალხი ვკითხულობთ და თვეობით რო ველოდებით არ არის სასიამოვნო.

 



№22 სტუმარი სტუმარი mwvane tvaleba

Rodis unda dadot shemdegi tavii? Ukve sakmao xania rac velodebi

 



№23  offline მოდერი MoonLady

დაიდო შემდეგი ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent