შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბოლო სიტყვა ჩემია (თავი 10)


8-05-2018, 01:19
ავტორი ლათინო
ნანახია 554

ბოლო სიტყვა ჩემია (თავი 10)

დილით ცივი მასის ერთიანად გადავლებამ გამომაფხიზლა. გულგახეთქილი წამოვვარდი საწოლიდან, და ჯერ კიდევ ნახევრადმძინარემ წივილი დავიწყე.
-ვაჩე! ცოტნე! ვერ გადამირჩებით! რა ცხოველები ხართ ასეთები? არ შეიძლებოდა ნორმალ...ალექსანდრე შენ მაინც ვერ გამაღვიძე წესიერად?!......მოიცა ალექსანდრე? შენ? აქ...ჰა? შენ გადამავლე წყალი? რა უფლებით?
ჩემს სკანდალს ალექსანდრე ურეაქციოდ აკვირდებოდა და როგორც კი ისტერიკებს მოვრჩი სიცილი წასკდა და მთელ ხმაზე ახარხარდა.
-ნორმალურად რომ გაღვიძებდი გაიღვიძე?
-და წყალი უნდა გადამავლო?
-ან წყალი უნდა გადამევლო ან საწოლიდან უნდა გადმომეგდე და რომელი გერჩივნა?
-და საერთოდ შენ რატომ ხარ ჩემს ოთახში?
-მე რა მოგწერე წაიკითხე? ხო წაიკითხე?! რატო არ ადექი დროულად? გითხარი რვა საათზე მზად იყავით თქო,შენ კი ცხრის ნახევარზე გძინავს!
-და რატომ უნდა ვყოფილიყავი მზად?
-ბათუმში მივდივართ!
-ბატონო? შენ რაღაცეები ხომ არ დაგავიწყდა?
-დროს ნუ კარგავ! დროზე გაემზადე და ჩვენც წავიდეთ.
-ჩვენც?
-ჰო ისინი წავიდნენ!
-რაა? მეღადავებით? ცოტნე! ვაჩე! სად ხართ?
-ბათუმში იქნებიან მალე,შენ თუ არ ჩაიცვამ დროზე!
-არ მოვდივარ.
ხელები გადავიჯვარედინე და წარბეშკრული მივაშტერდი.
-არავის უკითხავს!
თვალი ჩამიკრა და გამიღიმა...იდიოტი!
-და ნუკი სად დაკარგე? საერთოდ არ ვაპირებ თქვენთან ერთად წამოსვლას! წადით თქვენ და გაერთეთ,მაგის ყურებას მირჩევნია აქ ავორთქლდე!
-ნუკი არ იქნება!
-როგორ თუ არ იქნება?! რატომ?
-ზედმეტად ბევრ კითხავს სვამ! სწრაფად მოემზადე,ჩემოდანი შეკარი და წავიდეთ,თორემ შუადღეზე მე ფეხის გამდგმელი არ ვარ!
-ალექსანდრე არ მოვდივარ თქო! შეგიძლია წახვიდე! არ მინდა ისევ...შენთან...თქვენთან ყოფნა არ მინდა!
ხმა ვერ დავიმორჩილე და ამიკანკალდა,სიტყვა მიწყდებოდა და ვერ ვამბობდი სათქმელს.
-დარწმუნებული ხარ?
ნაწყენმა შემომხედა.
მე თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე,მანაც ამოიხვნეშა და კარებისკენს წავიდა,მეც გავყევი. გარეთ გავიდა და ისე ჩაჯდა მანქანაში რომ არც კი მოტრიალებულა,მეწყინა და მასაც ვაწყენინე. და რის გამო? არაფრის გამო! უფროსწორად არაფერი იყო საწყენი...ან იყო!მაგრამ რა? ჩვენ ხომ დავშორდით? ახალი შეყვარებულიც ხომ ყავს? მაშინ ჩემგან რაღა უნდა?
კარები დავხურე,თუმცა ადგილს არ მოვშორებივარ ერთადერთი ცრემლი,რომელიც მეც არ ვიცი რატომ წამომივიდა ხელით შევიმშრალე და ოთახისკენ უნდა ამეღო გეზი როცა უეცრად კარები შემოაღო ალექსანდრემ და ისე რომ ვერაფერი გავიაზრე ჯერ მის ხელებში,შემდეგ კი მანქანაში აღმოვჩნდი.
-ალექსანდრე რას აკეთებ?
წამოვიკივლე მაშინ როცა მანქანა დაძრა.
-რას ვაკეთებ?
-გააჩერე მანქანა!
-გგონია რომ აქ დაგტოვებ? თანაც მარტოს!
-კი დამტოვებ! იმიტომ რომ მე მინდა ასე! და საერთოდ ვინ ხარ რომ ასე მექცევი?
-შენც კარგად იცი ვინ ვარ!
ცივი ხმით მითხრა და არც კი გამოუხედავს.
-ჯანდაბა გააჩერე! უკან დავბრუნდეთ!
-ა-რა!
-ბარგს მაინც ჩავალეგებ....
-არ გინდა! მე მომაქვს და გვეყოფა!
-ვერ გავიგე?! შენ მართლა ცუდად ხომ არ ხარ? რას ნიშნავს გვეყოფა! ალექსანდრე მოაბრუნე მანქანა თორემ გადავხტები! ხომ იცი რომ გამკეთებელი ვარ?!
-ჯანდაბა!
საჭე მოატრიალა და ათ წუთში ისევ სახლში ვიყავი. ბარგს ვალაგებდი და თან ალექსანდრეს ვლანძღავდი. ყოველ ხუთ წუთში მისიგნალებდა და მიყვიროდა დროზე ჩამოდიო,მაგრამ არ იცოდა რომ ბარგის შეკვრას და თავის მოწესრიგებას დიდი დრო უნდოდა?! ბოლოს,როცა ლოდინით დაიღალა,სახლში შემოვარდა,რაც ხელში მოჰყვა ყველაფერი ჩანთაში ჩატენა და ქვემოთ ჩავიდა.....ნამდვილი არანორმალურია! მეც თხუთმეტ წუთში მოვემზადე,მინდოდა დრო გამეწელა და გამეგიჟებინა მაგრამ მივხვდი რომ მეც ჩემოდანივით დამავლებდა ხელს და მანქანაში ჩამტენიდა,ამიტომ არ ღირდა.
გზაში ძალიან ჩამოცხა.
-ვაიმე დავიწვი!
ამოვიგმინე და კონდენციონერს ავუწიე.
-დროზე რომ გამოგედგა ფეხი არ დაიწვებოდი!
-კარგი ნუ შემჭამე რა! ორი საათია გზაში ვართ და სულ მაგას გაიძახი..რა გაგიძლებს კიდევ ხუთი საათი?
-გინდა მანქანა გატარებინო?
მოულოდნელად წამოჭრა კითხვა და ღიმილით გამომხედა.
-სერიოზულად?
-ხო,მოდი!
-არა,მეშინია!
-როდიდან? სულ იმას გაძახოდი მანქანა უნდა ვმართოო და სანამ ჩემს მანქანაზე არ შემოსკუპდი იქამდე არ მოისვენე, ახლა რა შეიცვალა?
ეჭვით შემომხედა.
-მაშინ არ მეშინოდა,ახლა მეშინია!
-და რატომ?
-მაშინ....მაშინ შენ ჩემს გვერდით იყავი.
-ახლა სად მიშვებ?
ჩაეცინა,თუმცა თვალებში წყენა ამოვიკითხე,მივხვდი რომ ისე გაიგო როგორც მე ვუთხარი,თუმცა სიტუაცია აღარ დაამძიმა.
-არა,ალექსანდრე! სჯობს მშვიდობით ჩავიდეთ,თუ სიკვდილი გინდა შეგიძლია ზღვაში დაიხრჩო თავი როცა ჩავალთ მაგრამ ამ ცოდვას მე ნუ ამკიდებ!
-მოდი მოდი! ვიცი რომ გინდა! ნუ გეშინია მე აქ ვარ!
მანქანა სავალი გზიდან გადაიყვანა,მანქანიდან გადმოვიდა და მეც მაიძულა გადავსულოყავი. ის ჩემს ადგილას დაჯდა მე კი საჭესთან მოვთავსდი და საჭეს აკანკალებული ხელები მაგრად მოვუჭირე.
-ნუ გეშინია,აქ ვარ!
-ალექსანდრე არ მინდა,ასე იძულებით ვერ შევძლებ!
-კი,კი, შეძლებ მჯერა!
გამიღიმა და ახსნა დაიწყო თუ რომელი იყო მუხრუჭი და რომელი გაზი.
-მორჩა,ყველაფერი აგიხსენი,ახლა შენი დროა!
მეც ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი და მანქანა დავძარი. თავიდან ძალიან შემეშინდა,დაფეთებული ვაცეცებდი თვალებს,ალექსანდრე კი მამშვიდებდა და მეუბნებოდა რომ სანერვიულო არაფერი იყო,მერე მოვეშვი და მშვიდად ვმართავდი მანქანას.
-ძალიანაც ნუ გათამამდები,არ არის ასეთი სისწრაფე საჭირო!
მეც მაშინვე მუხრუჭს დავაჭირე ფეხი და ლამის მანქანა ამოვატრიალე,ალექსანდრე კი სიცილით კვდებოდა.
-რა გაცინებს? კინაღამ დავიხოცეთ!
-ასე მარტივად მანქანა არ შეჩერდება,ეს არ იცი?
-შენ წარმოიდგინე და არა!
-გინდა შეგეცვალო?
-კი,დავიღალე უკვე!
მანქანა გზიდან გადავაყენე და ისევ შევცვალეთ ადგილები.
-უნდა ვაღიარო კარგი მძღოლი დადგება შენგან,კარგი მოსწავლეც!
-შენგანაც მშვენიერი მასწავლებელი გამოვიდოდა!
გულწრფელად გავუღიმე და გზას გავხედე,თუმცა გამახსენდა როგორ მიყურებდა და მაბნევდა როცა საჭესთან მე ვიჯექი და ამაზე კარგად ხალისობდა. ამიტომ მეც მისკენ შევტრიალდი შევტრიალდი და მივაშტერდი,ჩემი მზერა იგრძნო და ჩაეცინა.
-სამაგიეროს მიხდი?
-დიახ!
-კიბატონო,არ ვარ წინააღმდეგი!
მხრები აიჩეჩა და ისევ გზას გაუსწორა მზერა. ზუსტად ექვსი საათი დაგვჭირდა ბათუმში ჩასასვლელად. ერთი ბინა ჰქონდათ ნაქირავები ზღვისგან ცოტა მოშორებით,საკმაოდ მოზრდილი იყო,თუმცა არც იმხელა რომ ყველას ჩვენ-ჩვენი ოთახი გვქონოდა. ნინი და ვაჩე ერთ ოთახში იყვნენ მოკალათებული, ანი და თოკო მეორეში, ცოტნეს და მის შეყვარებულსაც ერთი ოთახი დაეკავებინათ და მხოლოდ ერთი ოთახი იყო თავისუფალი.
ჯანდაბა! ოღონდ ეს არა. მე და ალექსანდრეს ერთ ოთახში გვიწევდა შებარგება. დიდი ხვეწნის მიუხედავად მაინც ალექსანდრესთან შემტენეს.
ქეთიმ,ცოტნეს შეყვარებულმა მითხრა შეგიძლია ჩვენთან ერთად დაიძინოო მაგრამ ეს დიდი აბსურდი იყო,შეყვარებულ წყვილს ვერაფრის დიდებით ვერ ჩავეჩრებოდი მურმანის ეკალივით.
ოთახში შევათრიე ჩემი ბარგი,ამოლაგების თავი ნამდვილად არ მქონდა,ამიტომაც ფეხზე ვავიხადე და საწოლზე მივეგდე.ოთახის კარები გაიღო და ალექსანდრე შემოვიდა.
-მიიწიე,მეც დავიღალე!
-ბატონო? ვერ ხედავ რომ ვწევარ? შეგიძლია სხვაგან დაწვე!
-ეს ოთახი ისევა ჩემი როგორც შენი,ასე რომ მიიწიე და გაჩუმდი!
-რომ არა?
-მაშინ მომოწევს ჩაგეხუტო!
მხრები უდარდელად აიჩეჩა და ზემოდან გადამაწვა.
-შე სპილო გადაეთრიე იქეთ! ალექსანდრე გავიჭყლიტები!
-ჩშშ! თავი მტკივა და უარესად ნუ მატკივებ!
-ალექსანდრე ვეღარ ვსუნთქავ!
ამოვიკნავლე და მკერდზე მივაწექი რომ გვერდით გადამეგდო,გამომივიდა კიდეც.
-მემგონი ჯობდა თავიდანვე დამთანხმებოდი!
გამიცინა,მე კი "მამისმკვლელი" თვალებით გავხედე.
-ნუ იბღვირები,არ გიხდება!
-ეგ მადარდე!
-ღმერთო რა უჟმურია!
თვალები გადაატრიალა და ამოიხვნეშა და თვითონაც გადაბრუნდა.
-ალექსანდრე!
-გისმენ.
-ნუკი სად არის?
ხმამაღლა ჩაიცინა და ისევ გადმობრუნდა.
-რაში გაინტერესებს?
-არ მაინტერესებს,უბრალოდ ვიკითხე!
-უბრალოდ?
-ხო.
-კარგი.
-და სად არის?
-ანუ უბრალოდ არა?!
-მეტყვი?
-არა!
-კარგი!
მხრები ავიჩეჩე და ახლა მე ვაქციე ზურგი. ვგრძნობდი როგორ მიყურებდა და ეღიმებოდა.
-გაბრაზდი?
-მეტყობა რამე?
-მართალი ხარ,ვერაფერს გატყობ!
-გაჩუმდი,ნუ ზუზუნებ!
იცევ ჩაიცინა და მანაც მაქცია ზურგი. დაღლილს ისე ჩამეძინა რომ ვერაფერის გააზრება ვერ მოვასწარი. დაახლოებით ორი საათი მეძინა,რომ გავიღვიძე საწოლიდან წამოდგომა ვცადე,მაგრამ ძირს გავიშოტე და ალექსანდრეც ზემოდან დამეცა.
-ეს....ეს რა ჯანდაბაა?
იყვირა ახლად გამოფხიზლებულმა და თოკს დახედა რომლითაც ერთმანეთზე ვიყავით გადაბმულები.
-ცოტნე!
დაიღრიალა ჩემი ძმის სახელი,რადგან მიხვდა ვინც იყო ამის გამკეთებელი.
ოთახში ექვსი ადამიანი შემოვიდა და ჩვენს ასეთ მდგომარეობაში ნახვამ ყველა გაახალისა.
-მეძახდით?
-რა არის ეს?
-ეს თოკია,ეს კი თაკო!
ხელით ჯერ თოკზე მიანიშნა,შემდეგ კი ჩემზე.
-ცოტნე ვერ გადამირჩები აქდან რომ ავდგები!
-თუ ალექსანდრე...თუ ადგები!
გაუცინა და ხარხარით დატოვა ოთახი,დანარჩენებიც მიყვნენ. ბევრი ფართხალის მიუხედავად მაინც ვერ შევხსენით თოკი,ამიტომ ერთმანეთზე გადაბმულებს მოგვიწია გიბეებზე ჩასვლა. ძლივს ჩავაღწიეთ,რამდენჯერმე გადავრჩით კიბიდან თავდაყირა დაშვებას.
-აუუ ნახეთ რა კარგი ამინდია,გავისეირნოთ რაა! წამოჭრა საკითხი ანიმ.
სხვა დანარჩენებიც დაეთანხმნენ. დაფაცურდნენ და თხუთმეტ წუთში კარებთან იდგნენ.
-ჩვენ რას გვიშვებით ხალხო?
იქნებ ჩვენც გვინდა წამოსვლა,გვკითხეთ მაინც!
-წამოდით მერე რას დგახართ?
-ქეთი! შენი შეყვარებული დაამშვიდე თორემ რაღაცას ვესვრი!
კბილებს შორის გამოსცრა ალექსანდრემ.
-მოტრიალდი ბიჭო,შემახედე ჩემს ნაძირალა ძმაზე!
"ვუბრძანე" ალექსანდრეს და ისიც 180°-ით შემიბრუნდა და ახლა მე დამაყენა ცოტნეს პირისპირ.
-ბიჭო შენ კარგად ხო ხარ? რას გვეთამაშები? მოგვხსენი ეს ჯანდაბები,დავიხუთეთ!
-არაუშავს აიტანთ!თუ გინდა კონდენიციონერს ჩაგირთავთ.
-ცოტნე!
დავუკივლე,რასაც მისი და დანარჩენების სიცილი მოჰყვა.
-მოდიხართ?
გაგვეკრიჭა.
გაბრაზებული ალექსანდრე ისე სწრაფად შემოტრიალდა რომ წონასწორობა ვერ შევიკავე და ძირს გავწექი,ისიც ზედ დამეცა.
-ალექსანდრე გავიჭყლიტე!
-შენს იდიოტ ძმას დააბრალე!
ყველანი უხმოდ გალაგდნენ სახლიდან. მე კი გამოშტერებულმა გავაყოლე მათ მზერა,ბოლომდე მჯეროდა რომ შემობრუნდებოდნენ და ამ სპილოს ააყენებდნენ ჩემგან,მაგრამ არა!
-ალექსანდრე იქნებ მიხვდე რომ უნდა ადგე?!
-რანაირად?
-გადატრიალდი მაინც,სახე მიმეჭყლიტა!
ბოლოს როგორღაც დავაღწიეთ თავი თოკს და ერთმანთს მოვშორდით.
-წავიდეთ ჩვენც?
ვკითხე,მაშინ როდესაც ნატკენი ფილტვები მწყობრში მოვიყვანე.
-იქნებ მათთან არ წავსულიყავით?
-აბა სად?
-სანაპიროზე გავიდეთ,თან დავილაპარაკებთ.
-ალექსანდრე,გთხოვ! აღარ მინდა წარსულის გახსენება..
-მაგრამ ასე გაურკვეველს ვერ დავტოვებთ! არ შეიძლება....არ შემიძლია! თაკო გთხოვ! მხოლოდ ერთ შანსს ვითხოვ.
- არაფერია გაურკვეველი და ასახსნელი! შენ შენს სულელურ პრინციპებს ვერ უღალატე და მე რას მთხოვ ალექსანდრე? ჯანდაბა! ისევ რომ განმეორდეს მსგავსი რამ ისევ წახვალ,მე კი ისევ დავიტანჯები! აღარ მინდა,გთხოვ გამიგე!
-არ წავალ! გპირდები არ წავალ. მივხვდი,მთელი ოთხი წელი მქონდა დასაფიქრებლად და მივხვდი რომ სისულელე გავაკეთე! უბრალოდ გამიგე,ასეთი ვარ! არ შემეძლო თქვენთვის თვალებში შემომეხედა,ჩემებურად ვუყურებ ყველაფერს...
-ხო და ამიტომაც აღარ მინდა,აღარ მინდა ყველაფერი შენებური იყოს,გაურკვეველი და ამოუხსნელი!
-თაკო გთხოვ! დავილაპარაკოთ და აგიხსნი,გამიგე,სცადე მაინც! თუ მაინც გადაწყვეტ რომ უნდა დავშორდეთ გპირდები წავალ,აღარასოდეს გამოვჩნდები!
-წადი! ახლავე წადი!
გამტყდარი ხმით ამოვიკნავლე დ თვალები ცრემლით ამევსო.
-არ შემიძლია პატიება,არ შემიძლია ის ოთხი წელი გაპატიო! ალბათ მართალი ხარ,შენებური ხარ! შენებურად მართალიც ხარ,მაგრამ ეცადე შენც გამიგო. დარწმუნებული ვარ რომ არც შენ მაპატიებდი ასეთ საქციელს....თანაც,შენ უკვე ნუკი გყავს!
-ნუკი არავინაა ჩემთვის,საერთოდ არავინ! თუ ის არის პრობლემა...
-არა! პრობლემა შენი სულელური პრინციპებია!
-ანუ წავიდე?
-ხო წადი!და აღარაფერი დატოვო რაც შენია!
ვთქვი და ცრემლები გადმოვყარე,თუმცა მაშინვე შევიმშრალე. ცივი მზერა მესროლა და ბინა უკანმოუხედავად დატოვა. მეც თავს უფლება მივეცი ავტირებულიყავი. ოთახში შევედი,ალექსანდრეს ნივთებს თვალი ცივად ავარიდე და საწოლზე გავიშხლრთე. ჯერ
შემოსასვლელი კარების ხმა გავიგე,ვიფიქრე რომელიღაც დაბრუნდა თქო,ამიტომ ცრემლები შევიმშრალე და თვალები დავხუჭე. ჩემი ოთახის კარების ხმაც გავიგე. შემდეგ კი ვიგრძენი რომ ჰაერში ვიყავი გამოკიდებული. თვალები ვჭყიტე და მივხვდი რომ ვიღაცის მხარზე ვიყავი გადაკიდებული.
-ალექსანდრე რა ჯანდაბას აკეთებ?
ვიკივლე და მხარში ფრჩხილები ჩავარჭე.
-შენ თქვი არაფერი დატოვო რაც შენიაო,ჰოდა მიმაქვს რაც ჩემია!
-არ მეცინება!
-არც მე!
-ალექსანდრე დამსვი!
-ნუ ფართხალებ მგონია რომ ჰაერი არ გყოფნის!
-დამსვი მეთქი!
ბევრი კივილის მიუხედავად მაინც არ დამსვა სანამ მანქნამდე არ მივიდა. კარები გააღო და ჩამტენა,თუმცა სანამ თავის ადგილს დაიკავებდა კარები გავაღე და გავიქეცი. ისიც გამომეკიდა,ბევრი ვირბინეთ,ბოლოს მაინც დამიჭირა და ნეტავ არ დავეჭირე. ხელ-ფეხი თოკით შემიკრა, პირზე "სკოჩი" ამაკრა და საბარგულში მომათავსა. ბევრი ვიღმუვლე მაგრამ არანაირი ცვლილება. მანაც კმაყოფილმა დაიკავა თავისი ადგილი და მანქანა დაძრა.скачать dle 11.3




№1  offline წევრი meocnebe avadmyopi

შტერი ხარ ხო შენ
რამ გაასადისტა ამხელა კაცი
ფუფ გოგოსთან მოპყრობა არ იცის
მაგრამ რახან შენ გვაღირსე
სხვათა შორის კარგი თავი იყო
ზოგ მომენტში ამათ სიგიჟეებზე ისე მეცინებოდა
არა მაინც სადისტია რა ის ბიჭი
"სადისტი ალექსანდრე"-ხო კაი სახელია
ჰაააააააააა????????????
კი ბატონი,მეც მომწონს
ხოდა იყოს ასე
მომავალი თავიი მალე დადე
mask mask heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

 




ოეე, ლათინო ხარ თუ ნესკაფე.გინდ პელე ან ჟოკეი ყოფილხარ!
ეს რა კარგი თავი იყო?
ბოლო მომეწონა!
ჩემი ალექსანდრეს დევიზია ,,არმოგყვება გოგო? აიღე, წაიღე!" yum
ამ ცოტნეზე ხომ საერთოდ ვგიჟდები რაა!
ბათ.....
ბათ...................
სად იყო ვაჩე? დამაკლდა!
ნუ რომ მიყვარხარ და გაფასებ იცი ხო?
ხოოო?
ოკ
პკ blush

 



№3 წევრი ლათინო

მწვანეთვალებაგოგო
ოეე, ლათინო ხარ თუ ნესკაფე.გინდ პელე ან ჟოკეი ყოფილხარ!
ეს რა კარგი თავი იყო?
ბოლო მომეწონა!
ჩემი ალექსანდრეს დევიზია ,,არმოგყვება გოგო? აიღე, წაიღე!" yum
ამ ცოტნეზე ხომ საერთოდ ვგიჟდები რაა!
ბათ.....
ბათ...................
სად იყო ვაჩე? დამაკლდა!
ნუ რომ მიყვარხარ და გაფასებ იცი ხო?
ხოოო?
ოკ
პკ blush

დედაა! ვაჩე ვახსენე ამ თავში საერთოდ? ეგ როგორ გამავიწყდა,შემედგში სულ ვაჩეს ვატრიალებ :დდდ (ალბათ)
ხო ნესკაფეს და ჟოკეის ისევ ლათინო ჯობია,ამიტომ ლათინოდ დავრჩები და ეს ლათინო იმ ყავა ლათინოს არ ნიშნავს
ხო სწორად მიხვდი მიყვარხარზე არ გიპასუხებ :))
რო არ მეწუწუნა არც დამიწერდი ამ შაქარივით კომენტარს!

 




ლათინო
მწვანეთვალებაგოგო
ოეე, ლათინო ხარ თუ ნესკაფე.გინდ პელე ან ჟოკეი ყოფილხარ!
ეს რა კარგი თავი იყო?
ბოლო მომეწონა!
ჩემი ალექსანდრეს დევიზია ,,არმოგყვება გოგო? აიღე, წაიღე!" yum
ამ ცოტნეზე ხომ საერთოდ ვგიჟდები რაა!
ბათ.....
ბათ...................
სად იყო ვაჩე? დამაკლდა!
ნუ რომ მიყვარხარ და გაფასებ იცი ხო?
ხოოო?
ოკ
პკ blush

დედაა! ვაჩე ვახსენე ამ თავში საერთოდ? ეგ როგორ გამავიწყდა,შემედგში სულ ვაჩეს ვატრიალებ :დდდ (ალბათ)
ხო ნესკაფეს და ჟოკეის ისევ ლათინო ჯობია,ამიტომ ლათინოდ დავრჩები და ეს ლათინო იმ ყავა ლათინოს არ ნიშნავს
ხო სწორად მიხვდი მიყვარხარზე არ გიპასუხებ :))
რო არ მეწუწუნა არც დამიწერდი ამ შაქარივით კომენტარს!


სიზარმაცეს რა ვუთხარი თორემ დაგიწერდი. აი შენ კიდე დაუნახავი და ბაყვბაყვდები გოგო ხარ! აღარ გეტყვი მეშენ მიყვარხაარს, რახან ასე გსურთ
ოკ.
პკკკკკკ

 



№5  offline წევრი teengirllove

ვაიმეე ,მეც მინდა ერთი ალექსანდრე laughing მაგრამ რომ ამიღოს და წამიღოს მეეჭვება ,ალბათ ჩატყდებოდა ეგ უბედური ..მოკლედ კარგი იყო,ბოლო მომენტი ძალიან საყვარლობად მომეჩვენა ,მომეჩვენა კიარა იყო კიდეც ..ვაიმეე ალექსანდრე შემიყვარდა მგონი scream

 



№6 წევრი ლათინო

teengirllove
ვაიმეე ,მეც მინდა ერთი ალექსანდრე laughing მაგრამ რომ ამიღოს და წამიღოს მეეჭვება ,ალბათ ჩატყდებოდა ეგ უბედური ..მოკლედ კარგი იყო,ბოლო მომენტი ძალიან საყვარლობად მომეჩვენა ,მომეჩვენა კიარა იყო კიდეც ..ვაიმეე ალექსანდრე შემიყვარდა მგონი scream

ვიტყვი მე მაგას სადაც საჭიროა,ამიტომ წყნარად იყავი და მშვიდად :)))
ხო კომენტარს ველოდებოდი და კიდევ კარგი დამხვდა თორეეე მტრისას და ავისას :დდდდ კაი ხო ვხუმრობ მე ხო კაი გოგო ვარ :))) და შენც კაი გოგო ხარ რო წაიკითხე და კომენტარის დაწერა არ დაგეზარა <3 <3 კის უ :***

 



№7  offline წევრი teengirllove

ლათინო
teengirllove
ვაიმეე ,მეც მინდა ერთი ალექსანდრე laughing მაგრამ რომ ამიღოს და წამიღოს მეეჭვება ,ალბათ ჩატყდებოდა ეგ უბედური ..მოკლედ კარგი იყო,ბოლო მომენტი ძალიან საყვარლობად მომეჩვენა ,მომეჩვენა კიარა იყო კიდეც ..ვაიმეე ალექსანდრე შემიყვარდა მგონი scream

ვიტყვი მე მაგას სადაც საჭიროა,ამიტომ წყნარად იყავი და მშვიდად :)))
ხო კომენტარს ველოდებოდი და კიდევ კარგი დამხვდა თორეეე მტრისას და ავისას :დდდდ კაი ხო ვხუმრობ მე ხო კაი გოგო ვარ :))) და შენც კაი გოგო ხარ რო წაიკითხე და კომენტარის დაწერა არ დაგეზარა <3 <3 კის უ :***

me arasodes mezareba komentaris dawera ,karg motxrobebze :))) ki kargi gogo xar,magram nervebs mishli ;))

 



№8 სტუმარი მარი. ელ❤

ჩემი საყვარელი ისტორიაა მალე დადეე❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent