შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Blue Neighborhood (11)


8-05-2018, 13:13
ავტორი Nickolson
ნანახია 282

Blue Neighborhood (11)

17.

გვიან გამოვედი უნივერსიტეტიდან. ისეთი ჩახუთული ამინდი იყო, ამაღამ აუცილებლად იწვიმებდა. ფეხით გავუყევი მეტროსკენ მიმავალ გზას. ნელა მივსეირნობდი და ყურსასმენებში მუსიკას ვუსმენდი. მე და რეზი შაბათს კუს ტბაზე ვიყავით. დილით ძალიან ადრე გავედით სახლიდან. თურმე, ველოსიპედის ტარება იმაზე კარგად მახსოვდა, ვიდრე მეგონა. მართლაც სასიამივნო იყო. მართალია, ნელა და დაძაბულად დამყავდა, მაგრამ არ გადმოვვარდნილვარ და არც უწყინარ მირბენლებს დავჯახებივარ. მერე პიკნიკისთვის ადგილი ვიპოვეთ. დიდხანს ვიწექით მიწაზე გაშლილ პლედზე. რეზი ჩემს ჩანაწერებს კითხულობდა, მე კი მის ბლოკნოტში ვხატავდი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ხატვაში ძალიან უნიჭო ვიყავი.
<"რამე ხომ არ ამოვაყოლო?"> - მივწერე რეზის, როცა უკვე სახლთან მივედი.
<"არაფერი.">
კარი გასაღებით გავაღე. სახლში სიჩუმე იდგა.
- რეზი, - დავიძახე.
- ჰო, - მომესმა მისი საძინებლიდან.
მასთან შევედი. რეზი საწოლზე ძალიან უცნაურ პოზაში იწვა და წიგნს კითხულობდა. ზურგზე იწვა, გადაჯვარედინებული ფეხები კედელზე აეწყო და თავს ზემოთ, სიგრძეზე ხელები ბოლომდე გაეშალა.
- გამარჯობა, - მივესალმე დაბნეულმა.
რეზით თავი ასწია და უკუღმა გამომხედა.
- მგონი სათვალე მჭირდება, - თქვა უცებ მან, ფეხები ჩამოაწყო, წიგნი გვერდით გადადო და მუცელზე გადმოტრიალდა.
- სათვალე? - დაეჭვებით შევეკითზე და შუქი ავანთე.
რეზიმ გაოცებით შემომხედა.
- ეგ სულ დამავიწყდა, - შემცბარმა მითხრა და სახით საბანში ჩაენარცხა.
მივუახლოვდი და მის გვერდით დავწექი.
- რა გჭირს?
- დღეს ძალიან დავიღალე, - თავაუწევლად მითხრა, - სახლი დავალაგე და მოვკვდი.
სიცილით გადავბრუნდი მისკენ. გადავიხარე და კისერზე ვაკოცე. რეზიმ შემომხედა და სახეზე ნელა ჩამომისვა ხელი.
– ჩამეხუტე, – მოწყენილი ხმით მთხოვა.
ორივე ხელი მოვხვიე და გულში ჩავიკარი. მის გრძელ თმაში ჩავრგე ცხვირი, სასიამოვნო სურნელი ასდიოდა. რეზიმ ხელები წელზე შემომხვია და ძლიერად მომეხუტა.
– სიამოვნებით დავიძინებდი ასე, – მითხრა მან.
კიდევ უფრო მეტად მივიხუტე. მან მაისურის ქვეშ შემისრიალა ხელები. ჟრუანტელმა დამიარა მის შეხებაზე.
მოულოდნელად კარზე კაკუნის ხმა გაისმა.
– ვინმეს ელოდები? – ვკითხე გაოცებულმა.
– არა, არავის, – მიპასუხა და წამოჯდა, – წავალ, გავაღებ.
საწოლზე გავსწორდი და რეზის წიგნი გადავფურცლე. „მარტოობის ას წელიწადს“ კითხულობდა.
გარედან ხმაური შემომესმა. რეზი ვიღაცას ელაპარაკებოდა. მერე სიცილის ხმა მომესმა. როგორც ჩანს, ნაცნობი იყო.
ოთახიდან გავედი. მისაღებ ოთახში წითური ბიჭი იდგა, მოკლედ შეკრეჭილი თმა ჰქონდა და სათვალე ეკეთა, პუტკუნა და საყვარლი იყო, დათვის ბელს ჰგავდა.
– გამარჯობა, – მივესალმე უცნობს.
– გამარჯობა, – მხიარულად მომესალმა ისიც და რეზის თვალებით ჰკითხა, ვინ არისო.
– დავით, გაიცანი, ჩემი ძმაკაცი, კოტე. კოტე, ეს დავითია, ჩვენ... ჩვენ ბინის ქირას ვიყოფთ.
– სასიამოვნოა, – კოტემ ხელი გამომიწოდა.
– ჩემთვისაც, – ნაძალადევი ღიმილით ჩამოვართვი ხელი და რეზის გადავხედე. დაბნეული მიყურებდა, – მე დაგტოვებთ, ბევრი გექნებათ სალაპარაკო. რეზის მეგობრები აქ იშვიათად მოდიან, – ცივად გავუღიმე ბიჭს და ჩემს ოთახში შევედი.
როგორც კი კარი მივხურე, მხოლოდ მაშინ მივეცი თავს იმედგაცრუებასთან თვალის გასწორების საშუალება. ისე წარდგენას, როგორც კოტესთან წარმადგინა, სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა ჩემ შესახებ. ვიცოდი, რომ მისგან ბევრს ვითხოვდი. იმაზე კარგად მესმოდა რეზის მდგომარეობის, ვიდრე მას საკუთარი თავის, რადგან მე ის ყველაფერი გამოვლილი მქონდა, რასაც რეზი ამ ეტაპზე გადიოდა. მაგრამ, მაინც... ძალიან, ძალიან მტკივნეული იყო. იმაზე მტკივნეული, ვიდრე მოველოდი.
ფანჯარასთან ვიდექი, როცა გავიგე, როგორ გაიღო კარი. რეზი შემოვიდა. ზურგიდან ვგრძნობდი, როგორ მიახლოვდებოდა.
– დავით, – ფრთხილად დამიძახა, თითქოს ამოწმებდა, რამდენად გაბრაზებული ვიყავი, – დავით, კარგი რა, – მხარზე შემეხო, პასუხი რომ არ გავეცი, – მაპატიე, არ ვიცოდი რა მეთქვა... შემომხედე, – მთხოვა მან.
მოწყენილი ხმა ჰქონდა. შევხედე. არ ვიცი, რა ამოიკითხა ჩემს სახეზე, მაგრამ უფრო მეტად მოიღუშა და სახეზე ნელა ჩამომისვა ხელი.
– გინდა, შენს მეგობრებს ოდესმე ჩვენზე უთხრა? – ხმის ტონი ვერ გავაკონტროლე და უხეშად გამომივიდა.
– რა თქმა უნდა, მინდა. მაგრამ ჯერ არ ვარ მათ დასაკარგად მზად.
– მასეთი მეგობრები გყავს?
– არ ვიცი. მგონია, რომ არა, მაგრამ ფაქტის წინაშე რომ დადგებიან, არ ვიცი რეაქცია ექნებათ.
– გასაგებია.
გავიგონე, როგორ გააღრჭალა კბილები.
– კოტე მთელი ცხოვრება როგორც ჰეტეროს, ისე მიცნობს. არ ვიცი, როგორ ვუთხრა, იცი, კოტე, დავითი ჩემი შეყვარებულია...
– ყველაფერი რიგზეა, ახსნა არ არის საჭირო. მესმის რა მდგომარეობაშიც ხარ. დაბრუნდი მეგობართან და ჩემზე ნუ ნერვიულობ. გადამივლის.
– შენი წყენინება არ მინდოდა...
– ვიცი. შენ არც არაფერ შუაში ხარ, მე ვიქცევი ეგოისტურად. უბრალოდ, მთელი ცხოვრება ან მე ვიმალებოდი, ან ურთიერთობას ვუმალავდი ჩემთვის ძვირფას ადამიანებს... მიდი, რეზი, დაბრუნდი მეგობართან.
– მაპატიე, მე... – რეზიმ მაისურის წვალება დაიწყო. ასე იცოდა, როცა რაღაცაზე ნერვიულობდა ხოლმე, – ვისურვებდი, სხვანაირად ყოფილიყო ყველაფერი...
– რას გულისხმობ?
– უფრო მეტად გამოცდილი ვყოფილიყავი, უფრო მეტად დარწმუნებული საკუთარ თავში...
– არა, რეზი, არა... – სწრაფად შევბრუნდი მისკენ, – მასე ნუ ფიქრობ. შენ არასწორად არაფერი გაგიკეთებია. ჩემი რეაქცია იყო არასწორი, რადგან უნებურად ძალა დაგატანე, მეგობრისთვის ჩვენზე გეთქვა. ეგ შენი გადასაწყვეტია, მე არ უნდა ჩავრეულიყავი. არც კი გვილაპარაკია აქამდე ამ თემაზე. მაპატიე, კარგი? და მოეშვი სისულელეებზე ფიქრს.
თავი დამიქნია.
– დავით...
– გისმენ.
– არა, არაფერი. კოტესთან გავალ, – მითხრა და კარისკენ წავიდა.
– არა, მითხარი, რის თქმას აპირებდი?
რეზი გაჩერდა. ყოყმანით მომიახლოვდა და ხელები მკერდზე მომადო. ვერ მივხვდი, რატომ ღელავდა ასე, არადა ვერ ისვენებდა. პირი გააღო რაღაცის სათქმელად, მაგრამ კვლავ გადაიფიქრა. ბოლოს, როგორც იქნა, ძალა მოიკრიბა და თვალებში შემომხედა.
– აქამდე არ მითქვამს შენთვის... მეც მიყვარხარ, – მითხრა აღელვებულმა და ყურებამდე გაწითლდა.
უთქმელადაც ვგრძნობდი, რომ ვუყვარდი, მაგრამ ნათქვამმა სულ სხვანაირად იმოქმედა. ჟრუანტელმა დამიარა სხეულში, მკერდზე მოდებულ მის ხელებს თითები მოვუჭერე და მისკენ გადავიხარე. თვალები დახუჭა. ტუჩებში ვაკოცე. რეზიმ ხელები შემომხვია, მკერდზე მომეხუტა და კოცნაში ამყვა.
– ჰეი, ბიჭებო, კარგად... – მოგვესმა უცებ კოტეს ხმა, – ჯანდაბა! მაპატიეთ! – წამოიყვირა უცებ.
რეზი სწრაფად მომცილდა. კარში მდგარ კოტეს გავხედე, რომელიც გაოგნებული გვიყურებდა.
– ჯანდაბა! – დაიჩურჩულა რეზიმ და შეშინებული მიაჩერდა მეგობარს.
– თქვენ ახლა რას... რას... – ენა დაება კოტეს.
– შენ როგორ ფიქრობ? – ვკითხე მოღუშულმა. ცალკე იმიტომ, რომ შესანიშნავი მომენტი გაგვიფუჭა, ცაკლე კი იმიტომ, რომ ძალიან ჰგავდა დათვის ბელს და სულაც არ მომოწონდა.
კოტემ გაოცებისგან წარბები ასწია.
– თქვენ რა, შეყვარებულები ხართ? – წამოიყვირა უცებ.
– შენი მეგობარი ძალიან მიხვედრილია, – გადავულაპარაკე რეზის, რომელიც დაძაბული გვიყურებდა.
– შეყვარებული გყავს და არ მითხარი? – უცებ კოტე სახეზე წამოჭარხლდა, – რამდენი ხანია?
მე და რეზიმ გაოცებულებმა გადავხედეთ ერთმანეთს. სიტუაციის ასე შემობრუნებას არც ერთი მოველოდით.
– არც ისე დიდი, – წაიბურტყუნა რეზიმ.
– არც ისე დიდი? – დაიყვირა კოტემ, – ერთად გადმოხვედით ამ ბინაში თუ აქ გაიცანით ერთმანეთი?
კოტეს ყვირილზე რეზი შეკრთა და მოიბუზა.
– აქ გავიცანით, – ვუპასუხე მის მაგიერ.
– აქ თითქმის სამი თვეა, რაც გადმოხვედი. ამ ხნის მანძილზე ერთხლაც კი არ წამოგცდენია, რომ შეყვარებული გყავდა, თანაც ბიჭი! – გაბრაზებული კოტე ოთახიდან გავარდა.
ორივე გავყვით. კოტე მისაღებ ოთახში, დივანში ჩაენარცხა და გადაჯვარედინებული ხელები მკერდზე დაიკრიფა.
– იმედი მაქვს, ყველაფერი თქვენი სპერმით არ არის მოთხვრილი, – ჩაიდუდღუნა კოტემ და დივანს დახედა.
გამხიარულებული ჩავჯექი სავარძელში. მგონი, რეზის მეგობარი ნელ–ნელა მომწონდა.
– რატომ გაქვს ასეთი რეაქცია? – ჰკითხა გაოცებულმა რეზიმ.
– რატომ გავბრაზდი, სიმართლე რომ დამიმალე? შენ მგონი ჭკუასუსტი ხარ!
– ეგ გასაგებია. მაგას არ ვგულისხობდი...
კოტემ მხრები აიჩეჩა. მერე მე შემომხედა და თავიდან ფეხებამდე თავხედურად შემათვალიერა.
– იმიტომ, რომ სიმპათიურია და თანაც, ძალიან საყვარლად კოცნიდით ერთმანეთს, – დაიკრიჭა უცებ კოტე.
– შენი მეგობარი მკერავს? – გაოცებულმა შევხედე რეზის.
რეზიმ შემომიბღვირა.
– მე სერიოზულად ვნერვიულობდი შენს რეაქციაზე, შენ კიდევ ღლაბუცობ, – რეზი ჩემ გვერდით, სავარძლის სახელურზე ჩამოჯდა და მხარზე ხელით დამეყრდნო.
– ჰო, კარგი, დავსერიოზულდები, – თქვა კოტემ, – რა ვიცი, რატომ უნდა მქონოდა ცუდი რეაქცია? – მხრები აიჩეჩა მან, – შენ ჩემი მეგობარი ხარ, მაგრამ მე ვერ გადაგიწყვეტ, ვისთან უნდა გქონდეს სექსი და ვინ უნდა შეგიყვარდეს.
– ნეტავ ყველა მისნაირი იყოს, – გადავუჩურჩულე რეზის და კოტეს აღფრთოვანებულმა შევხედე.
– არც ვიცოდი, ასეთი კარგი მეგობარი თუ მყავდა, – რეზიმ თვალები მოჭუტა და კოტეს ეშმაკურად გაუღიმა.
– მე საუკეთესო ვარ, ეგ კარგად დაიმახსოვრე! – უპასუხა კოტემ, – ჰოდა, ეხლა შენს საუკეთესო მეგობარს ყავა გაუკეთე, – კოტეს თვალები შრეკის კატასავით დაუმრგვალდა. ეს ბიჭი გარდასახვის ოსტატი იყო.
– კარგი, – რეზი წამოდგა და სამზარეულოსკენ წავიდა, – ხომ არ გშია?
– არა, – გასძახა კოტემ და მე მომიბრუნდა, – აბა, მომიყევი, ვინ ხარ საერთოდ, რას საქმიანობ და როგორ მოახერხე, რომ შენ და რეზი ერთად ხართ?
– რა გაინტერესებს კონკრეტულად? – ვკითხე ღიმილით.
– ყველაფერი, რადგან ვიცი, ის არაფერს მომიყვება, – თავით სამზარულოსკენ მიმითითა, სადაც რეზი იმყოფებოდა, – რას საქმიანობ?
– ბლოგერი ვარ. პატარა მოთხრობებსაც ვწერ. პროფესიით სოციოლოგი ვარ, მაგისტრაგურაზე ვსწავლობ.
– უი, დიდი ყოფილხარ. მე...
– შენ ალბათ თეატრალურზე სწავლობ, – დავასწარი.
– ხო, როგორ მიხვდი? – მკითხა აღფრთოვანებულმა.
– ნიჭი გაქვს, შეგამჩნიე.
– მადლობა, – გაუხარდა მას, – ანუ, რეზი აქ გაიცანი?
– ხო, რუმმეითს ვეძებდი და საერთო მეგობარმა მირჩია. ისე, ვფიქრობ, ჯობია, ეგ ყველაფერი რეზიმ მიგიყვეს.
– ის არაფერს მომიყვება. ვერ ხედავ, არც კი მითხრა, შეყვარებული რომ ჰყავდა! – მოიღუშა უცებ.
– იმიტომ, რომ ფიქრობდა ვერ გაუგებდი და არ უნდოდა მეგობრის დაკარგვა. ამაში ვერ დაადანაშაულებ, – გამახსენდა, წეღან რა ცუდად მოვექეცი რეზის და საკუთარ თავზე ბრაზი მომერია.
კოტემ ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი.
– რაზე ლაპარაკობთ? – უცებ რეზის ხმა მოგვესმა.
– ჩვენზე აინტერესებს რაღაცები, – ვუპასუხე მე.
– არაფერი უთხრა! – მკაცრად გამაფრთხილა მან და უეცრად გაწითლდა.
– კარგი, – გამეღიმა მის რეაქციაზე.
რეზიმ ყავის ჭიქები მაგიდაზე დაალაგა და შემდეგ საფერფლეც გამოიტანა. დივანზე, კოტეს გვერდით ჩამოჯდა და სიგარეტს მოუკიდა.
– სახლში, შენებმა იციან?
– არა, გაგიჟდი? – ნერვიულად გაეცინა რეზის.
კოტე ჩაფიქრებული მოგვაჩერდა ორივეს. ვიცოდი, რაზეც ფიქრობდა. ალბათ გულში უხაროდა, თავად რომ არ იყო ამ სიტყაციაში.
დიდხანს აღარ დარჩენილა. ყავა დავლიეთ და ცოტა ვილაპარაკეთ. ბიჭები თავიანთ მეგობარზე იყვნენ გაბრაზებულები, რომელიც პოლონეთიდან ორი თვის წინ უნდა ჩამოსულიყო და ჯერაც არ ჩამოსულა.
დამშვიდობებისას კოტე უხერხულად გადაგვეხვია ორივეს. რეზიმ თვალები აატრიალა მის საქციელზე, თუმცა ღიმილის შეკავებაც უჭირდა.
– კიდევ გამოგივლით, – დაგვპირდა კოტე.
– იმედი მაქვს, უფრო ხშირად.
– რა თქმა უნდა, – დაგვეკრიჭა ის, ხელი დაგვიქნია და კიბეებზე სირბილით დაეშვა.
რეზიმ კარი მიხურა. ღრმად ამოიოხრა და მისაღებ ოთახში გავიდა. თვალი გავაყოლე და უკან გავყევი. ჩემზე ნაწყენი იყო და ღირსიც ვიყავი. ჩემს საქციელს ალბათ ვერასდროს დავივიწყებდი და სულ მუდამ გამახსენებდა თავს.
რეზის სამზარეულოში გაეტანა ჭიქები და რეცხავდა. მასთან მივედი.
– ვილაპარაკოთ? – ვკითხე და მის გვერდით, კარადაზე ჩამოვჯექი.
– რაზე? – მკითხა მან და გაოცებით შემომხედა, – კოტემ რამე გითხრა, როცა ყავას ვაკეთებდი? – უცებ სახე შეეცვალა.
– რა? არა, – თავი გავაქნიე, – უბრალოდ, კოტე რომ მოვიდა მე ძალიან ცუდად...
– არა, აღარ გააგრძელო, – გამაწყვეტინა მან, – მაგაზე ხომ უკვე ვილაპარაკეთ?
– ჰო, მაგრამ...
– დავით, – შუბლი შეიკრა მან.
– მაპატიე.
– კარგი, გაპატიე. ახლა შეიძლება ეგ თემა დავხუროთ? – გამიღიმა მან, ბოლო ჭიქაც გარეცხა და ონკანი გადაკეტა, – ძალიან კარგი, – თქვა მან, როცა არაფერი ვუპასუხე. ხელები გაიმშრალა და მომიახლოვდა, – მე უფრო სხვა რაღაცის გაგრძელება მინდა... – ტუჩებზე მაცდური ღიმილი გამოესახა და სახე ახლოს მომიტანა. თვალები დახუჭა და გაირინდა. მისკენ გადავიხარე და ტუჩებზე მოწყვეტით ვაკოცე.
– ეს რა იყო? – მკითხა გაოცებულმა.
კიდევ ერთხელ ვაკოცე ტუჩებზე მოწყვეტით და კარადიდან ჩამოვხტი.
– დავით, – დამიძახა გაუბედავად.
– ჰო...
– არ გინდა, აბაზანა ერთად რომ მივიღოთ?
– კი, რატომაც არა, – ღიმილით ვუპასუხე.
– მართლა? – თავი ასწია და თვალებში შემომხედა.
– ხო, – გამეცინა. ვერ მივხვდი, რატომ გაუკვირდა ჩემი პასუხი.
მან ხელი დამიჭირა, თავისკენ მიმიზიდა და ტუჩებზე დამეწაფა. კოცნაში ავყევი.
– წავალ, გავამზადებ, – ვუთხარი და ტუჩებზე მოწყვეტით ვაკოცე. მან ღიმილით დამიქნია თავი.
ვანაში წყალი მოვუშვი და სანამ აივსებოდა, ჩემს ოთახში გავედი ტანსაცმლის გასახდელად. აბანოს ხალათი ჩავიცვი და უკან დავბრუნდი. სააბაზანოში რეზი დამხვდა, ზუსტად ჩემნაირ ფორმაში. მივუახლოვდი და ზურგიდან მივეხუტე. შეკრთა.
– მოხდა რამე? – ყურში ჩავჩურჩულე.
– არაფერი, – მიპასუხა მან და მუცელზე შემოხვეულ ხელებზე გადამისვა თითები.
– ძალიან მიყვარხარ.
სუსტი ოხვრა აღმოხდა, ჩემკენ შემობრუნდა, ხელები კისერზე შემომხვია და მაკოცა. სანამ თვალებს დავხუჭავდი, შევამჩნიე, როგორ აწყლიანებოდა და გაფართოებოდა თვალის გუგები. თმაში შევუცურე თითები. რეზი მტკივნეულად და ვნებიანად კოცნიდა. ბოლოს ღიმილით მომცილდა და ვანის კიდეზე ჩამოჯდა.
წყალი გადავკეტე და აბაზანის ქაფი გავხსენი. სწრაფად ავაქაფე და რეზის მივუბრუნდი. მის წინ დავდექი და თმაზე მოვეფერე. თავი გვერდით გადასწია და ქვემოდან ამომხედა. ნელა გავუხსენი აბანოს ხალათი. ტუჩზე იკბინა, როდესაც ხელი მკერდზე ჩამოვუსვი. ხალათი გადავუწიე, ხელები ნეკნებსა და თეძოებზე ჩავუცურე. რეზიმ ხალათი გაიხადა და საკიდზე ჩამოკიდა. მეც მის გვერდით ჩამოვკიდე, შემდეგ კი წყალში ჩავედი. თვალები დავხუჭე და ვანის კიდეზე გადავწექი. ცოტა ხანში გავიგე, როგორ ჩამოვიდა ისიც. ჩემს პირდაპირ მოეწყო. ფეხით მისი ფეხი მოვძებნე და თითებით ტერფზე წავეთამაშე. სასიამოვნო იყო ცხელ წყალში ყოფნა, სტრესისა და მთელი დღის დაძაბულობის მოშორება.
ვიგრძენი, როგორ წამოვიდა ჩემკენ. თვალები გავახილე. როცა მომიახლოვდა, ზურგი მაქცია და მუცელზე მომეკრა. ხელები შემოვხვიე, ძლიერად მოვიზიდე ჩემკენ. ჟრუანტელმა დამიარა სველ კანზე მისი სხეულის შეხებისას. დასველებული თმის ბოლოები ცალ მხარეს გადავუწიე და ყელში ვაკოცე. თავი ჩემკენ გადმოსწია და მხარზე დამადო.
– მითხარი, რა გაწუხებს? – ჩურჩულით ვკითხე და ისევ ვაკოცე ყელში.
გავიგონე, როგორ გააპო ტუჩები და ჰაერი ჩაისუნთქა.
– დღეს დედაჩემს ველაპარაკებოდი და რაღაცნაირად, უცებ ძალიან მომინდა მისთვის ჩვენზე მეთქვა... მინდოდა მეთქვა, რომ საოცარი ბიჭი ვიპოვე, რომ ძალიან ბედნიერი ვარ მასთან, მაგრამ ვერ შევძელი... ძალიან შემეშინდა. თან, წეღაც კოტემაც რომ მკითხა... ძალიან ცუდად მომხვდა გულზე.
– შენი აზრით, რა რეაქცია ექნება?
– არ ვიცი...
ფეხები მის ფეხებში ავხლართე, გვერდით გადავიწიე და რეზის შევხედე. რეზი ბუშტუკებს სულს უბერავდა და აქეთ–იქით ყრიდა. თმაზე ჩამოვუსვი ხელი, კისერზე მოვხვიე და თავი ჩემკენ შემოვაბრუნებინე. თვალები ჩაწითლებული ჰქონდა. ფრთხილად გადავისვი თითი ქვედა ქუთუთოებზე, მან თვალები დახუჭა და ოდნავ გააპო ტუჩები.
– შენ თუ თქმას გადაწყვეტ, ერთად მოვიფიქრებთ, როგორ ვუთხრათ. თავიდან შეიძლება ვერ გაგიგოს და ცხელ გულზე ათასი საშინელებაც გითხრას, მაგრამ გაბრაზება რომ გადაუვლის, მიხვდება, რომ შვილის დაკარგვა არაფრის გამო არ ღირს და შეგირიგდება.
– იმედი მაქვს.
კისრიდან ხელი მხარზე გადავუცურე. მხრები დაჭიმული ჰქონდა.
– ძალიან ხარ დაძაბული, ცოტა მოეშვი, – ვანაში გავსწორდი, თმა კარგად გადავუწიე ცალ მხარეს და მხრებზე ავუსრუალე თითები.
– რა კარგია, – დაიჩურჩულა მან.
ძლიერად დავიწყე მხრებზე მასაჟის გაკეთება. ნელ–ნელა რეზი მოდუნდა, ჩემკენ გადმოიხარა და მკერდზე მოეყრდნო. ხელები ჩამოვუშვი და შემოვხივე. თავი მხარზე დამადო და ქვემოდან ამომხედა. ვიგრძენი, ყელში როგორ მომეწება ტუჩებით. გამეღიმა და თვალები დავხუჭე. მისკენ გადავიწიე, რეზიმ ცალი ხელი კისერზე შემომხვია და ენის წვერი კანზე გადამისვა. ცხელმა ჟრუანტელმა დამიარა. ჩემკენ შემობრუნდა, ფეხებზე ამაცოცდა და კალთაში ჩამიჯდა. ხელები წელზე შემოვხვიე, მკერდზე მივიწებე და ტუჩებში ვაკოცე. სახე ხელებში მომიქცია, კოცნის ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო და ვნებიანად დამაცხრა ტუჩებზე. ბოლოს მომცილდა. ფეხები ვანას მიაბჯინა და ერთი ბიძგით გაცურდა უკან, ჩემს პირდაპირ, ვანის კიდეზე გადაწვა. ღიმილით გავხედე. მაოცებდა, როგორ შეეძლო ასეთ მდგომარეობაში ჩემი მიტოვება და თან ისეთი გულუბრყვილო სახის მიღება, თითქოს ვერაფერს ხვდებოდა. რეზიმ პირით ჩაისუნთქა ჰაერი და წყალში ბოლომდე ჩაცურდა. მისი თმა ქაფში ჩაიმალა. წყლის ქვეშ მის სხეულს ვგრძნობდი. რამდენიმე წამის შემდეგ წყლიდან თავი ამოყო და თმა უკან გადაიწია. ქაფით მოსვრილი სახე გაიწმინდა და თვალებდახუჭული ისევ ვანას მიეყრდნო. ვიცოდი, რომ ნერვიულობდა, მისი დახმარება კი არ შემეძლო.
– მოდი ჩემთან, – ვუთხარი ბოლოს.
– შენ მოდი, – მიპასუხა მან, წამოიწია და ხელი გამომიწოდა.
ჩავეჭიდე და მისკენ გავცურდი. ზურგით მივეხუტე მკერდზე. ხელები და ფეხები მჭიდროდ შემომხვია და სუროსავით შემომეჭდო გარშემო. ზურგზე სიმაგრე ვიგრძენი. მუცელში სასიამოვნო თრთოლვამ დამიარა, ტუჩზე უნებურად ჩავივლე კბილები იმის გააზრებაზე, რომ რეზი ასეთი აღგზნებული იყო.
– ადგილი გამიცვალე, – ვუთხარი და სწრაფად შევბრუნდი მისკენ.
გაოცებულმა შემომხედა, მაგრამ არაფერი მიპასუხა და ადგილი დამითმო.
ვანის კიდეს მივეყუდე. რეზი ჩემს ფეხებს შორის მოთავსდა. მკერდზე მივიკარი. ხელის ერთი მოძრაობით ფეხები გადავუშალე და მუხლები ისე ავხლართე, რომ არ შეეტყუპებინა. რეზი ხელით ვანის კიდეს ჩაეჭიდა და მკერდზე მომესვენა. ვიგრძენი, როგორ მოუდუნდა დაჭიმული სხეული. ჩემკენ შემოაბრუნა თავი. ტუჩებზე ენა გადავუსვი. ტუჩები გააპო კოცნის მოლოდინში. ხელი ქვასვით მაგარ პე ნისზე შემოვხვიე და ნელა დავიწყე ხელის მოძრაობა. სუსტი კვნესა აღმოხდა, მაგრამ მომდევნო წამს სხეული დაძაბულობისგან აუცახცახდა.
– მოდუნდი, რეზი.
– ჰო, მაგრამ... – ამოიკვნესა სუსტად.
– ჩშშ! – გავაჩუმე და ტუჩებით ყელზე მივეწებე.
ამოიკვნესა, მაგრამ, მაინც, რაღაც ხელს უშლიდა მოდუნებაში.
– მოგწონს, რასაც ვაკეთებ? – ვკითხე ჩურჩულით.
– კი...
– კიდევ რა მოგწონს? რა გავაკეთო?
რამდენიმე წამი დასჭირდა გამბედაობის მოსაკრებად. ხელის მოძრაობა ავაჩქარე. კვნესა აღმოხდა და ფეხების გათავისუფლებას უშედეგოდ შეეცადა.
– რა გავაკეთო? – კითხვა გავუმეორე.
– მაკოცე, – მთხოვა ბოლოს.
მსხვილი, წითელი ტუჩები ოდნავ გაეპო. ვგრძნობდი, როგორ მიყურებდა ვნებისაგან დანისლული მზერით. ტუჩებზე მოწყვეტით ვაკოცე და ხელის მოძრაობა კიდევ უფრო ავაჩქარე. მეორე ხელიც ჩაავლო ვანის კიდეს და ხელს თეძოებიც ააყოლა. მაშინვე დავეწაფე ტუჩებზე. ენით მისი ენა მოვძებნე და მისი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც შევიჭერი მის პირში.
– უფრო სწრაფად, – დაიჩურჩულა ჩემს ტუჩებში.
ისე მოვქეცი, როგორც მთხოვა. რეზიმ თავი მხარზე დამადო და უკან გადმოწვა. მძიმედ, ნაწყვეტ–ნაწყვეტ სუნთქავდა და თეძოებს ჩემს ხელთან ერთად ამოძრავებდა. უცებ, მთელი სხეული დაეჭიმა, მეც კი ვიგრძენი, ჟრუანტელმა როგორ დაუარა სხეულში და ხმამაღალი კვნესის შესაკავებლად, ცალი ხელი პირზე აიფარა. მალე სხეული მოუდუნდა, დამშვიდდა, ვანის კიდეზე ჩავლებული ხელი წყალში ჩაყო და მკლავებზე გადამისვა. ფეხები გავუთავისუფლე. წამოიწია და ტუჩებში მაკოცა, შემდეგ კი ფეხები მოხარა, ოდნავ გვერდულად გადაწვა და თავი მოხრილ მკლავზე ჩამომადო, რომლითაც მხარზე ვეფერებოდი.
– უკეთ ხარ?
– კი, გაცილებით.
მხარზე ვაკოცე. მისი კანი ცივი მომრჩვენა.
– გცივა?
– ცოტა.
– მაშინ, ჩამოდი წყალში.
– არ მინდა, ასე კარგად ვარ.
მუჭით წყალი ამოვიღე და მხარზე დავასხი. კანი აებურძგლა.
– გინდა, ამ შაბათს შენი ბიჭები დავპატიჟოთ? კოტესაც ვეტყვი და ერთმანეთს გაიცნობენ.
– კარგი აზრია, – დავეთანხმე.
წყლიდან მანამდე არ ამოვსულვართ, სანამ წყალი კარგად არ გაცივდა. მაშინვე დავწექით. რეზი დაღლილი იყო. მალე ჩაეძინა, მე კი ჩუმად გავიპარე ოთხიდან. სამეცადინო მქონდა, თანაც ვგრძნობდი, წერა მინდოდა. ცოტა ხანი ვკთხულობდი სასწავლ მასალას, მაგრამ გული ვერ დავუდე. წერა დავიწყე. გვიანობამდე ვწერდი. დღევანდელი ემოციებისგან დაცლა მჭირდებოდა.
რეზის გვერდით რომ მივუწექი, გაეღვიძა.
– სად იყავი? – მკითხა ბუტბუტით.
– ვწერდი, – ვუპასუხე და ხელები შემოვხვიე.
– კიდევ იმაზე ფიქრობ? დაივიწყე, გთხოვ, – მითხრა მან და ტკიპასავით მომეწება.
– არ ვფიქრობ. დაიძინე, რეზი, – შუბლზე ვაკოცე. მან ხელი მკერდზე დამადო.
– შენი ნაწერები ძალიან მიყვარს, – დაიჩურჩულა ძილბურანში წასულმა.
ღიმილით დავხედე. საბანი კარფად მოვაფარე მხრებზე და მეც დავხუჭე თვალები. მალე ჩამეძინა.скачать dle 11.3




№1 წევრი talia

Cemi mwerali gamocndaa.bodishi gvian vnaxe sheni motxroba,exla wavikitxav ratqmaunda darwmunebuli var zaan magari iqneba.

 



№2 სტუმარი gii

ავტორო შენი დედის მუტტელი მოვტყანნ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent