შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაღალი საზოგადოება (19 თავი)


8-05-2018, 21:14
ავტორი teengirllove
ნანახია 1 029

მაღალი საზოგადოება (19 თავი)

-კარგად.. აქ რატომ მოხვედი?
-რაიყო შვილის ნახვის უფლება არ მაქვს? წყენით მითხრა ლევანმა და გვერდით ჩამომიჯდა .
-ეგ შვილი 16 წელია არ გინახავს და ახლა გაგახსენდა?
-ასე ნუ მელაპარაკები გთხოვ,რადგან შენ ვერ მხედავდი არ ნიშნავს ,რომ მე აქ არ ვიყავი. ყველა შენი ნაბიჯი ვიცოდი,ყველა შენი მოქმედება.
-ვითომ? გამეცინა მის ნათქვამზე
-ნუ მიყურებ ცივი და ირონიული თვალებით,როგორ გგონია შემეძლო ჩემი შვილი ასე ბედის ანაბარა დამეტოვებინა?..მე ჩემს ძმასა და მაკაზე გავბრაზდი თორემ შენ არასდროს მიმიტოვებიხარ,ჩემი თვალეთახედვის არედან არასდროს გამქრალხარ შვილო..ისე მტკიოდა ,შენთან მოახლოება რომ არ შემეძლო,ჩემს ღვიძლ შვილთან,პატარა გოგოსთან რომელიც ძალიან მგავდა.
-აქამდე რატომ არ გამოჩნდი მაშინ?
-შესაფერის დროს ვეძებდი,მინდოდა წამოზრდილიყავი,მერე უფრო მარტივი იქნებოდა შენთან საუბარი,მერე გავიგე ნუცას დაუახლოვდი და მივხვდი დრო მოსულიყო. ადრე ცუდად ,რომ გახდი საავადმყოდან ფეხი არ მომიცვლია,გულის უკმარისობა რომ დაგიდგინეს კინაღამ მოვკვდი,მთელი ღამე იქ ვიყავი,ისე რომ არავინ არაფერი იცოდა.
-მაშინ ფული შენ გადამიხადე ხო? ვკითხე უცებ,გაკვირვებულმა შემომხედა
-შენ ვინ გითხრა?
-დედამ..
-ხოო-წვერზე ჩამოისვა ხელი -მე გადავიხადე,აბა რატის მაგისი ფული არ ჰქონდა ,გავიგე დათოსთან ჩამოსულა ფულისათვის ,მე შევხვდი დათოს და ვუთხარი რომ ფული არ მიეცა ,მინდოდა მეც გამეკეთებინა რამე შენთვის,ვიცი,ვიცი,სისულელეა მაგრამ აბა წარმოიდგინე რა რთულია საყვარელ ადამიანთან ახლოს და ამავდროულად შორს იყო..ახლა არ გვინდა ყველაფრის გახსენება ,აქ შვილის სანახავად მოვედი ,ჩემი გოგონასი,გთხოვ ნიტა მენდე და მიმიღე მამად.
-როგორ გენდო,რატომ უნდა დავიჯერო ის რაც მომიყევი?
-მენდე შვილო,მენდე..აი მაგალითად გახსოვს, თურქეთში ,კლასელმა ბიჭმა ,შეურაწყოფა რომ მოგაყენა
-კი ,ყველას თვალწინ დამცინა,მახსოვს ბევრი ვინერვიულე..შენ საიდან იცი?
- მე ველაპარაკე და ვაიძულე ბოდიში მოეხადა ..არასოდეს მომიკლია შენთვის ჩემი ზრუნვა ,ყოველთვის გიკავშირდებოდი სხვისი დახმარებით,სულ ვიცოდი სად როდის იყავი..- შავი თვალები მომანათა და გამიღიმა -მეტი აღარ შემიძლია ,გთხოვ მიმიღე ,მინდა შვილთან დაკარგული წლები ავინაზღაურო..
არვიცი რა ვქნა , ძალიან რთულია ჩემთვის იმასთან შეგუება რომ სხვა კაცს უნდა დავუძახო მამა . ლევანს გავხედე ,ისეთი ამღვრეული ,იმედიანი და საწყალი თვალებით მომჩერებოდა გული მომიკვდა ,მიუხედავად იმისა ,რომ ამ ადამიანს წესიერად არ ვიცნობდი,ის განცდა ,რომ ყოველთვის ზრუნავდა ჩემზე ,თუნდაც ჩუმად ,მაინც მიღვრიდა სითბოს ამ დამსხვრეულ გულში,ეს სითბო ყველაფერს უვლიდა და მთელ სხეულს ათბობდა ,ბედნიერების განცდას მიქმნიდა
-ლევან,მე..მოგცემ შანსს,მინდა დავახლოვდეთ,მიგიღებ მამად,მაგრამ მინდა იცოდე ,რომ ჩემთვის ყველაზე ახლო და ნამდვილი მამა რატი იქნება ,მან გამზარდა და 16 წელი ის იყო მამაჩემი, მე არ შემიძლია დაგიძახო ,,მამა" ,თუ ეს გაწყობს..
-მესმის ,არაუშავს ,მთავარია შენ იყო ჩემთან ,იმედი მაქვს ოდესმე ,,მამასაც" დამიძახებ..
ნაზად გავუღიმე ,ამ საუბარმა დამღალა ,ძალიან მეძინებოდა
-ახლა უნდა დავიძინო შენის ნებართვით.. ამოვთქვი მთქნარებით
-დაიძინე საყვარელო,მე ციქნები და მერე წავალ.
-კარგი,ლევან ..
-აუ ნიტა..ვიცი სისულელეა მაგრამ სულ მინდოდა ამის გაკეთება,სულ ვოცნებობდი
-რა ხდება?
-ზღაპარს მოგიყვები რა -ამომხედა და გეცინა -სულ ვოცნებობდი დაძინების წინ შენთვის ზღაპარი წამეკითხა და შუბკზე მეკოცნა ..
მეც გამეცინა -კარგი დაიწყე..
მოყოლა დაიწყო ,რაღაცას ყვებოდა ვიღაც გოგოზე ,მაგრამ მე არ ვუსმენდი,მის მიმიკას ვაკვირდებოდი,სახის ნაკვთებსა და ლაპარაკის მანერაზე,ამასობაში ძილიც მომერია..
****
ერთი კვირა მალე გავიდა , უკვე სამი დღეა რაც გამომწერეს ,უკვე კარგად ვარ,წამლები და დიეტა დამინიშნეს ,ფიზიკური აქტივობაც..ჩემს სანახავად თითქმის მთელი კლასი მოვიდა ,ნუცა ყოველ დღე აქ იჯდა ათას რამეს მიყვებოდა ,თურმე ნიკა ლუკაზე ეჭვიანობს და ეს ძალიან უხარია ..ლიზიც მოდიოდა ,სხვადასხვა თემაზე ლაპარაკობდა ,ფილმებსაც ვუყურეთ ერთად ,სხვათაშორის შევნიშნე, რომ ლუკა მოეწონა ,არც ეს იყო გულგრილი..ლუკაც ხშირად მოდიოდა ,ამბებს მიყვებოდა ,მართობდა ,ჩემთან დაახლოებას ცდილობდა ..ყველას სხვადასხვა თემაზე ვესაუბრებოდი,მაგრამ არასოდეს ვახსენებდით სანდროს,ლიზასაც კი არ უხსენებია ის,მისი ნაჩუქარი მელა და სხვა ნივთები დედას გავატანინე გადასაგდებად ,არ მინდოდა ის გამხსენებოდა ,მისი ნომერიც წავშალე,ფოტოებიც ,საერთოდ ყველაფერი რაც მის თავს მახსენებდა..ლევანიც მოდიოდა ყოველ საღამოს,ზღაპარს მიკითხავდა ,შუბლზე მკოცნიდა და მიდოდა,იმ დროს თავი ყოველთვის პატარა ბავშვი მეგონა ,მაგრამ მას ეს სიამოვნებდა და მეც არ ვუშლიდი..
მოკლედ ყველაფერი კალაპოტში ჩადგა ,მხოლოდ ერთი რამ არ იყო ისევ ისე და ეს მე ვიყავი,ვგრძნობდი ისეთი აღარ ვიყავი ,ეს რაღათქმაუნდა მაწუხებდა თუმცა თავს ვერაფერს ვუხერხებდი,ალბათ ასეც უნდა მომხდარიყო,ადამიანები გაზრდასთან ერთად იცვლებიან ,ალბათ გავიზარდე ,აქამდე ბავშვი ვიყავი ახლა აღარ ვარ..
***
-აბა რას შვები? მხიარულად შემოვარდა ოთახში ნუცა
-რავი სოციალურ ქსელში ვათვალოერებ რაღაცეებს..
-რაში? წარბები აზიდა და სახე დაუსერიოზულდა
-,,Facebook" და ,,instagram"-ზე დავრეგისტრირდი
-შენ ხომ არ გიყვარდა სოციალური ქსელები ,ასე იძახდი ტყუილი დროის კარგვააო..
-ხო ,ვიძახდი,მაგრამ ეს ადრე იყო,დღეიდან მეც მექნება ჩემი გვერდი..ხო და კიდევ ,მინდა საყიდლებზე გამომყვე ,შემდეგ სალონში და ბოლოს დარბაზში,ვარჯიში მინდა დავიწყო
-ნიტა ხო კარგად ხარ,თუ გინდა მაკა ბიცოლას დავუძახებ ან ბიძიას , რავი?
-კი კარგად ვარ ,ახლა ხომ მამა და დათო შერიგდნენ,კომპანიაშიც მიშაობს ,ანუ მეც ვარ ,,მაღალი საზოგადოების" ნაწილი,მინდა შესაფერისად გამოვიყურებოდე
-შენ რა ..მოიცა შენ გინდა მათ დაემსგავსო? კიდევ უფრო გაუფართოვდა თვალები ნუცას და საჩვენებელი თითი ზევით აღმართა
-ხო ,მინდა მათ დავემსგავსო,მინდა შური ვიძიო,ზუსტად ისეთი გავხდე როგორიც მათ უნდოდათ ვყოფილიყავი,სულ ესაა
-მგონი ზედმეტი მოგივა ,დაივიწყე ისინი, არ ღირს საკუთარი თავის შეცვლა მათ გამო..
-ისედაც შევიცვალე შინაგანად ,ახლა აღარ მადარდებს გარეგნულად როგორი ვიქნები..
ცოტახანს ასე მიყურა ,ბოლოს კარგიო მითხრა... მთელი დღე მოვანდომეთ საყიდლებზე სიარულს ლამაზი ,მოდური კაბები ვიყიდე უფრო გამომწვევი,დახეული ჯინსის შარვლები და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ..სალონშიც შევიარეთ, თმა ავიჩეხე ისე რომ სიგრძე დიდად არ მოვიკელი,შავ თმაზე ყავისფერი მელირება გავიკეთე, სადღაც ტუჩებამდე სიგრძის გვერდული ჩოლკაც შევიჭერი,რომლის გადაწევაც ნებისმიერ დროს შემეძლო
-აუ ნიტა ძალიან გიხდება ესე თმა ,უმაგრესია ,ყველა პირს დააღებს.. აღბრთოვანებას ვერ მალავდა ნუცა
-მეც მომწონს , რაღაცნაირად სულ სხვა ადამიანის ვიდს მაძლევს..
-რაც არ უნდა შეიცვალო გული მაინც იგივე დაგრჩება .. მითხრა და მანქანაში ჩაჯდა
-რაც არ მაქვს რა დამრჩება? ვკითხე და უკან მივყევი
-გაქვს ! მკაცრად მომიჭრა ...
** ***
დილით ადრე გამეღვიძა ,სწრაფად წამოვდექი საწოლიდან და ხარბად შევისუნთქე სუფთა ჰაერი..კმაყოფილმა შევათვალიერე ჩემი თავი სარკეში ,ახალი თმა ძალიან მომწონდა ,გრძელი ჩოლკაც მომიხდა ,მელირება ნელ-ნელა დამიჯდება ,ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს ახალი ვიყავი,თავიდან დავიბადე ..ფიზიკურად შევიცვალე ,ავადმყოფობის შემდეგ ძალიან გავხდი,მაგრამ შინაგანად ისევ იგივე დავრჩი,რამდენიც არ უნდა მეუარა მაინც ვგრძნობდი ჩემი გულის ფეთქვას..ყველაფერი მოვიშორე ,რაც მის თავს მახსენებდა ,მაგრამ გონებიდან და გულიდან მაინც ვერ ამოვიგდე ,მთელი ეს დრო ვცდილობდი თავის გახალისებას ,ხან ვის ველაპარაკებოდი ხან ვის ,დღეში ორჯერ ვალაგებდი ოთახს ,მაგრამ ღამე მაინც მომეძალებოდა მასზე ფიქრები..ნეტავ ვის ვატყუებ იმით რომ არ მაინტერესებს ,ან საკუთარ თავს რაღას ვატყუებ,რათქმაუნდა მიყვარს,ძალიან მიყვარს,მენატრება..მისი ლურჯი თვალები მენატრება ,მისი შეხება მენატრება ,მისი ღიმილი,სითბო,ჩახუტება მენატრება ,მისი კოცნა მენატრება..გული მისკდება მოსალოდნელ შეხვედრას რომ წარმოვიდგენ ,ვიცი ძალიან გამიჭირდება თავის მოთოკვა ,გამიჭირდება იმ საშინელ გოგოებს დავემსგავსო და ამავდროულად ცივი მზერით დავაჯილდოვო სანდრო,მეშინია,მეშინია რომ ამით საკუთარ თავს დავაზარალებ ,მაგრამ მაინც არ ვნებდები,მაინც ჯიუტად ვაღებ კარადას და ახალ ტანსაცმელს ვიღებ ,ნაცრისფერ მაღალწელიან შარვალს ,თეთრი ფერის ზედას და შინდისფერ მოსაცმელს ვიცვავ,თმას ვიშლი,ტონალურს დაჭყანული ვიღებ და სულ ძალით ვისვავ სახეზე,ხორცისფერ ტუჩის ფანქარს და კონტურსაც ვითხაპნი,ფეხზე კეტებს ვიცვავ და ოთახიდან გავდივარ.
.დედა პირღია მიყურებს,შემდეგ ოდნავ ეღიმება მაგრამ მკაცრ გამომეტყველებას ინარჩუნებს
-შენ რა მაკიჟი გისვია? მეკითხება მას შემდეგ რაც ბართან ვიკავებ ადგილს და ყავის დასხმას ვიწყებ -და ყავას სვავ? კიდევ უფრო უფართოვდება თვალები
-ხო,დღეიდან სხვა ნიტა ვარ....უდარდელად ვეუბნები ,თან ჭიქა პირთან მიმაქვს ,ნელა ვსინჯავ ყავას,ხო არც ისეთი ცუდი ყოფილა როგორც მეგონა ,მას ტოსტსაც ვამატებ
-გიხდება მაკიაჟი..მეუბნება ცოტახნის შემდეგ
-მადლობა დე .. ქურთუკსა და ქუდს ვკიდებ ხელს
-ნიტა
-ხო
-არ დაივიწყო ვინ ხარ..შემდეგ ნაზად მიღიმის,მეც არაფერს ვეუბნები,თავს ვუქნევ და სკოლისაკენ მივდივარ.
****
ნაცნობი შენობა ,ნაცნობი ხალხი,ძველი მოგონებები და სანდროსთან ჩხუბი..ყველაფერი ერთად იყრის თავს როდესაც სკოლას ვხედავ,ქანდაკებასავით ვარ გაჩერებული ჭიშკართან და შევყურებ გარემონტებულ შენობას..ხარბად ვისუნთქავ ჰაერს და შიგნით შევდივარ,რათქმაუნდა სიტუაცია იგივეა, ყველა ჯგუფებად შეკრებილა და ტელეფონები უჭირავთ ხელში,მაგრამ ადრინდელისგან განსხვავებით ეკრანს კიარა მე მომჩერებიან,ვგრძნობ როგორ ვიძაბები ამდენი თვალის დანახვაზე ,მაგრამ მაინც ამაყად ვწევ თავს და ზედაც არავის ვუყურებ ისე მივაბიჯებ შენობისკენ ,აქაიქ ბუნდოვნად მესმის ჩურჩულის ხმები- ,,ეს ნიტაა?" ,,როგორ შეცვლილაა" ,,სანდროს დაერხა " ,,უჰ რა გოგო ყოფილა.." ..კარებთან ნინოს და გვანცას ვხედავ,არა ნაკლებ გაკვირვებუკები მომჩერებიან, მეც უხმოდ მივაბიჯებ წინ ,ღმერთს მადლობას ვუხდი მათთან ერთად ისიც ,რომ არ არის..ისაა უნდა გავიფიქრო გადავრჩითქო დერეფანში სანდროს სილუეტს რომ ვლანდავ ,ჯანდაბა ,თან ჩემსკენ მოდის..სწრაფად ვარიდებ მზერას ,უკვე მიახლოვდება ,მეც თავაწეული მივიწევ წინ,გვერდი უნდა ავუარო,მიცელში რაღაც საშინლად ბრუნავს ,ხელები მიოფლიანდება,ფეხებში სიმძიმეს ვგრძნობ,ლამისაა გული ამომივარდეს ნერვიულობისაგან,სუნთქვა მეკვრის ..რა ჯანდაბა გჭირს ,უბრალოდ გაიარე და ვსიო,უკვე გვერდი ავუარე ხელში მძიმედ რომ მომიჭირა და მისკენ მიმაბრუნა.არაფრისმთქმელი მზერით შევხედე
-ნიტუშ უნდა ვილაპარაკოთ! მისი ცისფერი თვალების დანახვისას გული მომიკვდა ,მაგრამ მაინც ვინარჩუნებდი უემოციო მზერას
-ნიტა!-შევუსწორე ცივი ხმით,ჩემს პასუხზე სახე ეცვალა
-ნიტ..ა ლაპარაკი მინდა.. ნერწყვი ძნელად ჩაყლაპა,შემდეგ ხელი გამიშვა
-რასთან დაკავშირებით? ვცდილობდი ცივი ხმა შემენარჩუნებინა ,მაგრამ თუ დროზე არ დამთავრდებოდა ეს დიალოგი ალბათ აქვე ავტირდებოდი,ისე გამხდარა ,წვერიც გაზრდია, თმა აბურძგვნოდა,თვალები ჩაცვენოდა,გული მტკიოდა ასეთს რომ ვხედავდი მაგრამ ეს საბაბს არ მაძლევდა მეპატიებინა..
-ასე ცივად და უემოციოდ ნუ მიყურებ გთხოვ, ვერ გავუძლებ..
-როგორც დაიმსახურებ ისე შემოგხედავენ,არ იცი?
-ვიცი.. -ჩაიბურდღუნა თავისთვის,ნელა ამაყოლა მზერა -შეცვლილხარ..
-კი,შევიცვალე!
-გიხდება თმა ასე..ნელა ჩამომისვა თმაზე ხელი-ულამაზესი ხარ
-სანდრო რა გინდა?!
-მომენატრე..აღარ შემიძლია ,უშენოდ ვკვდები.. მომახალა სხაპასხუპით
-უნდა წავიდე .. ვთქვი და გამოვბრუნდი,მაგრამ ისევ თავისკენ შემაბრუნა ,მისმა შეხებმა შემაკრთო
-უნდა გელაპარაკო,ეს მჭირდება,გთხოვ..-ცოტახანს დაჟინებით ვუყურე თვალებში
-კარგი.. მხრები ავიჩეჩე
-სკოლის შემდეგ ,ჩვენს ხესთან,გაწყობს?
-კი.. ისევ ცივად მივახალე და კლასისკენ ავიღე გეზი,ზურგზე მის მწველ მზერას ვგრძნობდი რაც უარესად მაღიზიანებდა..
**გაკვეთილები დამთავრდა თუარა მაშინვე საპირფარეშოში წავედი,სახეზე წყალი შევისხი,ვცდილობდი სუნთქვა დამერეგულირებინა ,ნახევარი საათი იქ ვიყურყუტე ,შემდეგ ამაყი სახით გამოვედი და ხისკენ ავიღე გეზი..იქ იდგა ,ჩემგან ზურგით, რაღაცას მისჩერებოდა სივრცეში,დამშვიდებული გულისცემა თავიდან აჩქარდა ,ნელი ნაბიჯებით მივუახლოვდი
-მიხარია რომ მოხვედი..არც შემოუხედავს ისე მითხრა -რამდენი მოგონება გვაკავშირებს ამ ხესთან არა? რბილი ხმით მკითხა და თავი გამოატრიალა
-პირდაპირ საქმეზე გადადი მეჩქარება! ცივად ვუთხარი და ხელები გულზე დავიკრიფე
-ასეთი არ იყავი ნიტა,რა დაგემართა,სად გაქრა ის გოგო რომელიც მიყვარს,ჩემი პატარა ,თბილი,საყვარელი ,კეთილი გოგო?დამიბრუნდი გთხოვ ,ასეთს ვერ გიყურებ,არ შემიძლია შორიდან გიყურო როგორ ინადგურებ თავს !
-მაშინ შეგეძლო ,როცა მთელი დერეფნის თვალწინ მეჩხუბებოდი ,ან ლუკას თვალწინ რომ მლანძღავდი,გეკითხები შეგეძლო?! შენ მაქციე ასეთად სანდრო,შენ ,რა უფლებით მთხოვ შეცვლას ,რა უფლებით მთხოვ ისევ ისეთი ვიყო როცა უკვე მომკალით?!..გაბრაზებულმა შევხედე,თავს ძლივს ვიკავებდი არ მეტირა -მკვდრებს ვეღარ აცოცხლებენ სანდრო..-რაც შეიძლება მშვიდად ჩავილაპარაკე
-მაპატიე ,მაპატიე გთხოვ, ვიცი შეცდომა დავუშვი,საშინლად მოვიქეცი,არაკაცივით..მაპატიე ნიტა! -ვედრებით შემომხედა
-შენ მე არ მენდე , არ დამიჯერე ,შეურაწყოფა მომაყენე და ახლა პატიებას მთხოვ..რა ნამუსით?!
-იმ ნამუსით რომელიც არ მაქვს ,იცი რა ცუდად ვარ, ვკვდები..უშენოდ ვკვდები..ცარიელი ვარ, დავცარიელდი,არაფერი მახარებს,ეს პერიოდი შენი ხმა მაკლდა ,შენი გამოხედვა მაკლდა ,შენი შეხება ,ნაზი კანი მაკლდა ,საშინლად მომენატრე,საშინლად მიყვარხარ ნიტა..
-რომელ სიყვარულზე ლაპარაკობ?-ჩემს კითხვაზე გაოცებული სახე მიიღო-ხო,რომელ სიყვარულზე საუბრობ სანდრო,იმ სიყვარულზე ხომარა ნინომ რომ დამიხატა ,ვერ ვხვდები ამას რატომ აკეთებ,ხომ მითხარი რომ ეს თამაში იყო,მითხარი რომ ნინომ დაგავალა,მე როგორ უნდა შეგყვარებოდი,მეხომ გოიმი და უგემოვნო ვარ.-გვანცას სიტყვები გავიმეორე
-ეგ ტყუილი იყო,ნინომ მოიგონა ,მსგავსი არაფერი მომხდარა,მართლა შემიყვარდი,გულწრფელად..მაშინ ნინოს იმიტომ დავეთანხმე რომ შენი გამწარება მინდოდა..მეგონა მართლა მიღალატე და გულნატკენი ვიყავი, გამწარებული,მინდოდა შენც გტკენოდა ,გული მოგკვლოდა და ის ტკივილი გეგრძნო რაც მე..
-ხოდა გამოგივიდა ,გავმწარდი,ზედმეტადაც კი,გულიც მომიკვდა ,იმდენად რომ აღარ ფეთქავს!..
-ის ნიტა რომელსაც ვიცნობ მაპატიებს ..თვალებში შემომხედა ,ხელები მომკიდა და მაგრად მომიჭირა..ვაღიარებ მისი შეხება მომენატრა,თავს ძლივს ვიკავებდი ხელები არ დამეკოცნა ,მაგრამ სიამაყემ მძლია,ხელი გავაშვებინე და მკაცრად შევხედე
-ის ნიტა აღარ არსებობს ,გაქრა,მოკვდა,ფერფლად იქცა..მე ის აღარ ვარ ,ის სულელი ,მეამიტი გოგო აღარ ვარ,თქვენ მაქციეთ ისეთად როგორიც გავხდი, თქვენ შემცვალეთ,ხომ ძალიან გინდოდათ ძლიერი,საზიზღარი,ამპარტავანი,მდიდარი ნიტა..ხოდა აქ ვარ და იცოდეთ ,გზაზე არ გადამეღობოთ!
-არ მჯერა რომ ასეთად იქეცი,ისეთი ზიზღით ლაპარაკობ ახლა
-ხო,ზიზღით ვლაპარაკობ, იცი რატომ ,იმიტომ რომ მეზიზღებით,ყველა მეზიზღებით,ვერ გიტანთ,შენი დანახვა გულს მირევს ,მათი დანახვა გულს მირევს ,მინდა დაიტანჯოთ,გეტკინოთ,გატყდეთ,ინანოთ ! -ვეცადე რაც შეიძლება საშინელი სიტყვები მეთქვა ..საწყალი თვალებით ამომხედა,მასში ერთდროულად ტკივილი,გაკვირვება,იმედგაცრუება და სიყვარული იგრძნობოდა..
-მაგარია -ჩაილაპარაკა თავისთვის- ამდენიც მოვახერხე ,ჩემი თავიც შეგაძულე და ყველაფერიც
-არა სანდრო,შენ ჩემი თავი შემაძულე ,ჩემი საკუთარი თავი.. ჩავილაპარაკე ჩემთვის-აღარ მომეკარო, ახლოს არ გამეკარო!
-მითხარი რომ აღარ გიყვარვარ,თვალებში ჩამხედე და მითხარი.. მკლავებზე მომიჭირა ხელი..ვიცი თვალებში რომ ჩამეხედა აქვე მოვკვდებოდი, ან ხმას ვერ ამოვიღებდი,აუცილებლად გავიშიფრებოდი..მაგრამ უცებ რაღაც მოხდა ,თითქოს ჩემში თავდაჯერებამ გაიღვიძა ,ნელა ავწიე თვალები და მას შევანათე,ხელები გავაშვებინე და რაც შეიძლება მტკიცედ ვუთხარი
-აღარ მიყვარხარ!




ესეც 19 თავი ჩემო საყვარლებო,მიყვარხართ ყველა ,ბოდიში რომ ვაგვიანებ ხოლმე დადებას ...იმედია ისიამოვნებთ ახალი თავით..მინდა გითხრათ რომ სულ რაღაც ორი თავი დარჩა ,შემდეგ კი მალევე შემოგიერთდებით ახალი მოთხრობით..скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი მარიკუნაა♥️

სისულელეს აკეთებს ეს გოგო.
მარა, სანდრო იმსახურებს :)
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№2  offline მოდერი Girl with pretty smile

რას შვრები ნიტა?!ვიცი,რომ სანდროსთვის ეს სწორი საქციელია,მაგრამ ახლა მე უფრო მტკივა ვიდრე მას.

 



№3 სტუმარი Qeta

არ მომწონს მე ასეთი ნიტა ისე ისტორია ძალიან მაგარია ველო შემდეგ თავს არ დაგვიანო

 



№4  offline წევრი meocnebe avadmyopi

გაგიჟდა ეს ხალხი ყველა იმას ამბობს სანდრო იმსახურებსო
აბა თქვენ თუ მოგეწონებოდათ
არა რა,რას ნიშნავს იმსახურებს
მარტო იმიტო უნდა აპატიო რომ საყვარელია
ხომ ვარ მართალი kissing_closed_eyes kissing_closed_eyes
ესეიგი ახლა ის კი ვიცი რომ მკვდარი არ ბრუნდება
მაგრამ შენ დააბრუნებ,ხომ ვარ გოგონი მართალი ააააა
შენ შეძელი სასწაული და შეცვალე ნიტა
ხო და კეთილი ინებე და გამოიყენე მეორე სასწაულიც



ხო ახლა კაი ნერვებს მოვთოკავ და გეტტყვი რომ ძალიან კარგი თავი იყო(როგორც ყოველთვის) stuck_out_tongue_closed_eyes stuck_out_tongue_closed_eyes

 



№5  offline წევრი ლათინო

ეჰ ნიტა ნიტა! მართალი კი არის და სწორადაც იქცევა,მაგრამ სანდრო მაინც მეცოდება. ღირსია! იდიოტია ნინოს რომ დაუჯერა და ახლა ასეთ დღეშია მარა მაინც მეცოდება.... ნუ მე და ჩემი სათუთი გული რაა :დდდ
ყოველ ჯერზე გპირდები გამოგლანძღავ თქო,მაგრამ ისეთ თავებს მიდებ რო რა პირით გაგლანძღო?!
არ გეტყვი მალე დადე თქო,ვიცი დრო ხან რო გაქვს და ხან არა,ისიც ვიცი რო კაი ხანი გალოდინებენ ხოლმე შენც რომ ატვირთონ,ამიტომაც გპატიობ! (მე ვისზე რას ვამბობ მაგრამ მაინც :დდდ)
კაი ჩემით გავალ :)))

 



№6  offline წევრი skida

მკვდარი არ დაბრუნდება მაგრამ ახალი დაიბადება. მგონი ნიტას ცოტა ზედმეტი მოუვიდა არ მინდა ერთმანეთს უფრო დაშორდნენ. ეს არც ნიტას უნდა, არც სანდროს და არც არავის ამიტომ სიყვარულით აღსავსე მე-20 თავს ველი

 



№7  offline წევრი blondeangel631

სანდრო იმსახურებს ასე მოქცევას მაგრამ ძალიან არ გადააჭარბოს და ბოლომდე არ დაკარგონ ერთმანეთი შემდეგს ველოდები heart_eyes

 



№8  offline წევრი teengirllove

მარიკუნაა♥️
სისულელეს აკეთებს ეს გოგო.
მარა, სანდრო იმსახურებს :)

vis ar mosvloa sisulele tan am asakshi :))

Girl with pretty smile
რას შვრები ნიტა?!ვიცი,რომ სანდროსთვის ეს სწორი საქციელია,მაგრამ ახლა მე უფრო მტკივა ვიდრე მას.

shen rom gtkiodes ver hadavitan ,amitom dagiameb shemdeg tavshi am tkivils:))

Qeta
არ მომწონს მე ასეთი ნიტა ისე ისტორია ძალიან მაგარია ველო შემდეგ თავს არ დაგვიანო

madloba..xo aseti nita ar shemiqmnia me tavidan ,magram vapatiot :))

meocnebe avadmyopi
გაგიჟდა ეს ხალხი ყველა იმას ამბობს სანდრო იმსახურებსო
აბა თქვენ თუ მოგეწონებოდათ
არა რა,რას ნიშნავს იმსახურებს
მარტო იმიტო უნდა აპატიო რომ საყვარელია
ხომ ვარ მართალი kissing_closed_eyes kissing_closed_eyes
ესეიგი ახლა ის კი ვიცი რომ მკვდარი არ ბრუნდება
მაგრამ შენ დააბრუნებ,ხომ ვარ გოგონი მართალი ააააა
შენ შეძელი სასწაული და შეცვალე ნიტა
ხო და კეთილი ინებე და გამოიყენე მეორე სასწაულიც



ხო ახლა კაი ნერვებს მოვთოკავ და გეტტყვი რომ ძალიან კარგი თავი იყო(როგორც ყოველთვის) stuck_out_tongue_closed_eyes stuck_out_tongue_closed_eyes

gamoviyeneb sayvarelo gamoviyeneb ,chems xelshi araa :)))

ლათინო
ეჰ ნიტა ნიტა! მართალი კი არის და სწორადაც იქცევა,მაგრამ სანდრო მაინც მეცოდება. ღირსია! იდიოტია ნინოს რომ დაუჯერა და ახლა ასეთ დღეშია მარა მაინც მეცოდება.... ნუ მე და ჩემი სათუთი გული რაა :დდდ
ყოველ ჯერზე გპირდები გამოგლანძღავ თქო,მაგრამ ისეთ თავებს მიდებ რო რა პირით გაგლანძღო?!
არ გეტყვი მალე დადე თქო,ვიცი დრო ხან რო გაქვს და ხან არა,ისიც ვიცი რო კაი ხანი გალოდინებენ ხოლმე შენც რომ ატვირთონ,ამიტომაც გპატიობ! (მე ვისზე რას ვამბობ მაგრამ მაინც :დდდ)
კაი ჩემით გავალ :)))

shen miyvarxar me sheni satuti gulit :)))

skida
მკვდარი არ დაბრუნდება მაგრამ ახალი დაიბადება. მგონი ნიტას ცოტა ზედმეტი მოუვიდა არ მინდა ერთმანეთს უფრო დაშორდნენ. ეს არც ნიტას უნდა, არც სანდროს და არც არავის ამიტომ სიყვარულით აღსავსე მე-20 თავს ველი

xo axali daibadeba , vecdebi male davdo shemdegi tavi

blondeangel631
სანდრო იმსახურებს ასე მოქცევას მაგრამ ძალიან არ გადააჭარბოს და ბოლომდე არ დაკარგონ ერთმანეთი შემდეგს ველოდები heart_eyes

ar gadaacharbebs :))

 



№9  offline წევრი Tushma19

იფფ აეგრე საღოლ ნიტა ნაკლებს არც მოველოდი ყელას ეგრე მოუხდება
მარა ძაან არ გადაამეტო

 



№10  offline წევრი teengirllove

Tushma19
იფფ აეგრე საღოლ ნიტა ნაკლებს არც მოველოდი ყელას ეგრე მოუხდება
მარა ძაან არ გადაამეტო

madlobaa...araa ar gadavameteb

 



№11  offline წევრი anns

აუ როდის დადებ შემდეგს?

 



№12  offline წევრი teengirllove

anns
აუ როდის დადებ შემდეგს?

ხვალ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent