შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყურვილი, პირველი ნაწილის მიმოხილვა.


11-05-2018, 15:56
ავტორი ჰაიკო
ნანახია 158

წყურვილი, პირველი ნაწილის მიმოხილვა.

"წყურვილის" პირველი ნაწილის მოკლე მიმოხილვა : ამერიკის შეერთებული შტატების პატარა ქალაქი სალემი, სადაც სულ რაღაც ათი ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, მათ შორისაა კოლეჯის სტუდენტი მარკ კრამერი. მას ჰყავს დედა, მამა, მეგობრები. მისი ცხოვრება არაფრითაა გამორჩეული და ერთფეროვნად მიედინება. ის სტუდენტისთვის გამოყოფილ ინდივიდუალურ კარადაში პოულონს დღიურს, უცნაური ჩანაწერებით, ამ ჩანაწერებს ის მეტ-ნაკლებად სერიოზულად აღიქვამს. შემდეგ ის ხვდება ავტოკატასტროფაში და ამ წუთიდან ძირეულად იცვლება მისი უფერული ცხოვრება, გამოჩნდება გოგონა, რომელიც შეუყვარდება. მარკი მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ სამყარო, რომელსაც იცნობდა, თურმე სულაც არ ყოფილა ისეთი, როგორიც ეგონა. ის სრულ სიმართლეს გაიგებს, სიმართლის აბსოლიტურად განსხვავებულ ვერსიას. გაიგებს, რომ არსებობენ პირველყოფილები, ვამპირები, მაქციები, ჯადოქრები და ქალაქის საიდუმლო საბჭო. ის თავისდაუნებურად ამ ზებუნებრივი არსებების სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის შუაგულში აღმოჩნდება, ის გარდაუვალი არჩევნის წინაშე დგება, ვინ იქნება ის მომავალში? რა როლს ითამაშებს და რა გავლენას მოახდენს მისი მონაწილეობა ამ ომზე და მის ახლობლებზე? გადარჩება კი ცოცხალი? და თუ გადარჩება, ვინ იქნება ის? ამ კითხვებზე პასუხს "წყურვილის" მეორე ნაწილში იპოვით, რომლის საიტზე გამოქვეყნება 12 მაისიდან დაიწყება. ჩემო მკითხველებო, გულშემატკივრებო, ფენტეზის და მისტიკის ჟანრის მოყვარულებო, გამომყევით მეორე ნაწილში და ერთად მოვძებნოთ წინამდებარე კითხვებზე პასუხი. დიდი პატივისცემით - ჰაიკო.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent