შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე მას დავარქვი ჩემი (22-ე თავი)


12-05-2018, 02:29
ავტორი MaaiKoo
ნანახია 558

მე მას დავარქვი ჩემი (22-ე თავი)

ნატალის თვალთ.
-დუმილი თანხმობის ნიშანია?-მრავლისმომცველად ჩამხედა თვალებში
-გამოიცანით ჩემო უდიდებულესობავ-თბილად გავუღიმე თვალებში ჭინკებათამაშებულს და ძლიერად მოვხვიე ხელები მხრებზე,თავი კი მის ყელში ჩავმალე და ყელზე ვაკოცე
-მიყვარხარ-ამოიფრუტუნა ჩემს თავთან
-მთელი არსებით-ლოყები დავუკოცნე
-გულსა და სულში-ნიკაპზე ხელი შემახო და ბაგეზე ნაზად დამეწაფა, ელექტრონებმა დამიარა,ხელში ჩავადნი რასაც ჰქვია. როგორ მომნატრებია სანდროს სურნელი. დიახ სწორედ სანდროსი, აი ისეთი სურნელი აქვს მთელი არსებით რომ გიზიდავს და საშუალებას არ გაძლევს მოსცილდე.
-ჩვენი გასვლის დროა, დიდი ხანია აქ ვართ-ვუთხარი როდესაც რეალობას დავუბრუნდი და ალისას საოცრებათა ქვეყნიდან დავბრუნდი
-ცოტახანი ვიყოთ რა კიდევ, გთხოოვ-შემევედრა
-არავითარი ცოტახანი სან, თან ახალი ამბავი ვახაროთ ჩვენებს ვეღარ ვითმენ-ტაში შემოვკარი გახარებულმა, ლოყაზე ხმაურიანად ვაკოცე და საპირფარეშოდან მათკენ გავეშურეთ
-რა ლამაზიი დღეაა რა ნათელი მზეაა, იმიტომ რომ დღეს ნატალის და სანდროს შერიგების დღეააა-ზალაში შევვარდი რასაც ჰქვია და ხტუნვა დავიწყე, სანდრო კი გვერდს მიმშვენებდა და სიცილით კვდებოდა, აი მათი სახეების დანახვა კი ღირდა ამად. ყველა გაკვირვებული და ცოტა შეშინებული ჩანდა ჩემი მოულოდნელი გამოხტომით. აი მე კი უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი. ბედნეირება მართლაც რომ დეტალებშია. მეთანხმებით?
-ვააიმეეე როგორ მიყვარხართ ვერც კი წარმოიდგენთ-აყვირდა სალომე და ჩვენკენ გამოექანა ჩასახუტებლად
-ვაუუუ დაგადგათ საშველიი????-ახარხარდა იოანე,ტაში შემოკრა, გულში ჩამიკრა და სანდროს თვალი ჩაუკრა
-აუუუ ვიცოდიიი რააააა, როგორ მიხარიააა-სალომესავით აყვირდა თიკუნია და რასაც ჰქვია შემოგვახტა მე და სანდრინიოს
-დედაა დედიკო დედაა ჩამემტვრა ჭაჭებიი-ამოვიკნავლე
-ვეღარ აიტანო ახლა-თვალები აატრიალა თიკამ-შენ ჭაჭების ჩამტვრევა პირველ ღამეს ნახე-გადაიხარხარა,მაგრამ როგორც კი ჩემ გამკაცრებულ მზერას მოჰკრა თვალი დაშოშმინდა და ხელები დანანების ნიშნად ასწია
-ჯიგარი ხარ თიკსონ, დაკარი ხელი-ხელი გაუწოდა სანდრომ
-დაგკრავთ მე თქვენ კარგად-დავიმორცხვე
-ვის შერცხვაოო ვისოო????-ლოყაზე 2 თითის ზურგით მიჩქმიტა და მიმიხუტა სანდრომ
-გაჩუმდი სირცხვილია რა...-თავი მის ყელში ჩავრგე
-შენ მარტო ჩემი უნდა შეგრცხვეს-ჩუმად ჩამჩურჩულლა ყურში, როდესაც გავიაზრე რა რა შეიძლება ეგულისხმა სიმორცხვეში, ხელი მხარხზე დავარტყი
-გილოცავთ შვილო ჩემებო-თბილად გვითხრა ზურა ბიძიამ. თუ დირექტორმა? თუ დირექტორ-ბიძამ? რაებს ვფიქრობ მეც კაი სულელი ვარ, სანდრო გეღირსა შე ქალო რას ბოდიალობ? ჩემ სულელურ ფიქრებზე გამეცინა
-გილოცავ ძმა, ბედნიერებას გისურვებ რძალო-გადაგვეხვია ვაჩე. ''რძალო'' ჰმმ რა სასიამოვნო მოსასმენია, თუმცა ყურს უცხოდ ხვდება
-ვიზიარებ სან ძმაო, უფალმა გამძლეობა მოგცეს-ამოიხვნეშა იმ ცალტვინა ქათამმა
-სალო, იო, თიკსონ,ზურა ბიძია,ვაჩე ყველას ძალიან ძალიან დიდი მადლობა...აი შენ კი-თითი ლაშასკენ გავიშვირე-კრეტინოზავრო ენა დაიმოკლე,თორემ ამოგაჭრი,ხელში დაგაკავებინებ და ძაღლებს ვაჭმევ-შევუბღვირე თუმცა ბოლოს სიცილი წამსკდა,რაზეც თვალები აატრიალა
-შეხედე ახლა აქედანვე რომ მიშლის ნერვებს. შემთვევით ეს ''როგორ დავაწყვიტოთ სხვას ნერვები''-ს კურსებზე ხომ არ დადიოდა ჩუმად? ეს რომ დამირძალდება სახლში ფეხს აღარ შემომადგმევინებს-ჩაიფრუტუნა
-რა მიხვედრილი ბიჭია ეს შეხედე ამას-სანდროს გაკვირვებულმა შევხედე,ამჯერად ყველამ გულიანად გავიცინეთ იმ კრეტინოზავრის ჩათვლით.
-უი ახალი ამბავი არ მითქვამს თქვენთვის-განაცხადა სანდრომ. ჰმმ ნეტავ რას გულისხმობს? როგორ დავინტერესდი
-ზურა ბიძამ ახალი მანქანა მიყიდა -გაოცებულებმა შევხედეთ-Corvette Stingray ვერცხლისფერი
-თუ გავითვალისწინებთ იმას რომ მანქანების ფირმებიდან მხოლოდ მერსედერსსა და ბეემვეს ვარჩევ წარმოდგენა არ მაქვს როგორია ეგ მანქანა,მაგრამ დანრწმუნებული ვარ რომ რაღაც ძალიან მაგარია-თვალებში სითბო ჩამეღვარა
-გილოცავთ ძმა კიდევ ერთხელ-ერთხმად წამოიძახეს ლაშამ და ვაჩემ-იცოდე გულავი და რამე რომ მოგვინდება შენთან ვართ-ჩაიცინა ვაჩემ
-მშვიდობაში ძმა-მხარზე ხელი შემოახვია იომ
-მუდამ თქვენ სამსახურში-ჩაიცია სანდრომ, სალომ და სანდრომ კიდე ერთხელ გადაუხადეს მადლობა ზურა ბიძას და ჩაეუტნენ.
-აბააა არ გაინტერესებთ ჩემი ახალი ''პიპია''?-შეგვეკითხა სანდრო
-უიიი წამოდიი გვანახეე ამდენ სიხარულში ვეღარ მოვიფიქრეთ ეგ-გადაიხარხარა თიკამ
-ვაუ...ოოო... აი ეს მესმის-აღმომხდა პირიდან
-ესს.... დამიჭრეთ ვინმემ-წამოიფრუტუნა ლაშამ,რაზეც ყველამ გადავიხარხარეთ-ნუ უკვე მეორედ ვხედავ მაგრამ ისეთია რომ ყოველ დანახვაზე კომენტარის გაკეთება მინდება ხომ ხვდებით არაა?!-ისევ თავისებურები დაურთპ
-რა მაგარიაა საან, გილოცავ ჩემო სიყვარულო საჩუქარს-გახარებულმა ჩავეხუტე
-ყველაზე დიდი საჩუქარი შენ და სალო ხართ ამ ქვეყნად ჩემ ცხოვრებაში-გულში ჩამიკრა
**********
-ჩვენი წასვლის დროა-წამოიძახა იოანემ,რომელსაც ლაშა და ვაჩეც აჰყვა და წასასვლელად გავემზადეთ.
-ნატი დარჩი დღეს-შემევედრა სანდრო
-არა საან გამორიცხულია ხვალ უნიში უნდა წავიდე მე კიდევ თან არაფერი მაქვს-ჯანდაბა ჩემ თავს არადა როგორ მინდა სანდროსთან დარჩენა
-ხვალ შაბათია სულელოო-თავში წამომარტყა თიკამ
-აუუ მეტკინაა სულელოო-ნატკენი ადგილი ხელით დავიზილე
-ანუ რჩები?-შემეკითხა იოანე
-ხო დავრჩები მაშინ იო თუ წინააღმდეგი არ იქნები-თვალები საყვარლად დავაფახუნე
-ჯანდაბას უფროსი ძმის ინსტიქტებს სხვა დროს ჩავრთავ, დღეს გაძლევ უფლებას შენ ნებაზე იყო-გამიცინა,მომეხვია და თავზე მაკოცა-ჭკვიანად-მომაძახა ავტომობილში ჩაჯდომისას
-მიყვარხარ,ჭკვიანად ვიქნები ძამიკო აბა როდის მნახე გადარეული მე?!-ვითომ გავიკვირვე
-რაღაც მომესმა მგონი-შემომიბრუნდა თიკა და იოანე ერთად
-აშკარად მოგესმათ-ქვედა ტუჩი გადმოვაგდე და მომცინარ წყვილს ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე
-აბა კარგად რძალუკა-ხელი დამიქნია მომცინარმა ლაშამ
-დაგარძალუკებ მე შენ კარგად-შევუბღვირე და ბოლოს გავიცინე
-ლაშა მომავალო რძალუკა უნდა გეთქვა-შეუსწორა სიცილით ვაჩემ
-ჯერ არ ვთხოვდები ხალხნო, ჯერ სწავლა....-ხელები გადავიჯვარედინე
-ვფიქრობ ორივეს შევუთანხმებთ-ყურში მოულოდნელად ჩამჩურჩულა სანდრომ და ყელში მაკოცა,სხეული დამეხორკლა, გამაჟრჟოლა
-ჯერ მაინც ადრეა-ცხვირზე თითი დავკარი
-მაგასაც ვნახავთ-უკანალზე ხელი მსუბუქად დამარტყა და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია
-უზრდელო-თითი ბრძანების ნიშნად დავუქნიე-დღეს ხელი არ დამედოს თორემ-შევუღრინე ჩემებურად და ბოლოს გადავიხარხარე
-თორემ რა?-ვნებიანად მკითხა და ჩემკენ დაიძრა
-თორემ..თორ-ენა დამება ვერაფერი მოვიქრე და რაღაც სისულელე წამოვროშე-გავიქცევი-ამის თქმა და სანდროს ჩაბჟირებამდე სიცილი ერთი იყო
-ვაჰჰ ჩემი ცუდად ვააარ....... სად უნდა გაიქცე გოგო?-ჩემი სახე მის თლილ ხელებში მოიქცია, შუბლი,ლოყები,ღაწვები და ბაგე დამიკოცნა
-არსად-ჩავიფრუტუნე და სახე მის ყელში ჩავრგე
-ჩემი ხარ და იქნები. რომც მეჩხუბო,მიყვირო და თავზე სახლი დამამსხვრიო შენი ხელიდან გამშვები არ ვარ მე-მითხრა კატეგორიული,თუმცა სიცილნარევი ხმით
-ჩემი ბიჭი. და ჰო კიდევ ჩხუბს ნუღარ მიხსენებ-ჩავიცინე და ყელში ვნებიანად ვაკოცე. აი სანდრო დადიანი, ხომ ხედავ?! მეც შემიძლია უაღრესად დიდი სიამოვნება მოგაყენო.
******
მე და სალომემ სახლი მოვაწესრიგეთ,ძალიან დავიღალეთ და ძილის მეტს აღარაფერს ვნატრულობდით.
-ნატი დავიშალოთ ახლა, მიდი დაიძინე-მითხრა სალიმ-მეც უნდა წავიდე დავიღალე
-ისაა დაა...სად დავიძინო?-ვიკითხე დაბნეულმა
-სანდროს ოთახში დაწექი ნატი რა მოხდა მერე?-მითხრა სალიმ სიცილით
-სანდროსთან?-გავიკვირვე
-ხო რა გაგიკვირდა შე ქალო? ერთა საწოლში დაწოლა სულ არ ნიშნავს იმას,რომ რამე იცუღლუტოთ-გამიცინა სალომემ
-აუუ სალოოო-დავიმორცხვე-კაი აბა ტკბილი ძილი
-შენც ასევე ჩემო ლამაზო-რა თბილია ეს გოგო
სანდროს საძინებლის კარი გულისფანცქალით შევაღე,საწოლში თვალებდაჭყეტილი მოკალათებული სანდროს მზერა წამსვე მომხვდა
-ვაა პატარაც მოსულა?!-ვნებამორეული ხმა ჰქონდა
-მაშინებ სანდრინიო, იცოდე მეძინება-თითი დავუქნიე
-როგორ თუ გაშინებ?-წყენით ჩაილაპარაკა-მოდი აქ, გამოიცვალე და დამიწექი გვედით,არ შეგჭამ-ჩამიღიმა. გამოვიცვალე და თბილ საწოლში გავეხვიე, რა თქმა უნდა ვიცოდი რომ სანდრო სანდო იყო, ის ხომ ჩემი გულის სხივია როგორ შეიძლებოდა რამე ჩემთვის რამე დაეძალებინა? მე ის შიშ ვიგულისხმე,ვაი თუ ჩემი თავი ვერ გავაკონტროლო მასთან სიახლოვისას და....კარგი ჰო ამააზე ფიქრიც მაშინებს, ჯერ.
-ყველაფერი მაქვს ბედნიერებისთვის,თბილი ოჯახი,რომლის წევრი შენც ხარ-ხელები წელზე მომხვია,ზურგით ამეკრო და თავი ყელში ჩარგო, ჟრუანტელმა დამიარა,მისი მტევანი ჩემსაში მოვიქციე და ასე ტკბილად დაგვეძინა.
-ჩემი სუნთქვა ხარ-ჩავილაპარაკე სიყვარულით აღსავსემ. ვიგრძენი თუ როგორ ჩაიღიმა.
დილით რომ გავიღვიძე ჩვენი ფეხები ერთმანეთში აბლანდულიყო,ძლივს გავითავისუფლე თავი მისი მარწუხებისგან, არ მინდოდა რომ სანდრო გამეღვიძებინა, ისე ტკბილად ეძინა ანგელოზს ჰგავდა. სააბაზანოში შევედი,მოვწესრიგდი და სამზარეულოში ჩავედი,სადაც მოფუსფუსე სალომე დამხვდა. 1 საათის შემდეგ სანდროც ჩამოვიდა.
-ოოჰჰ იკადრა ვაჟბატონმა ჩამოსვლა-შევძახე და სალომეს გადავხედე
-როგორ მახარებთ ვერც კი წარმოიდგენთ-მე და სალო გულში ჩაგვიკრა სანდრომ
-აუ სან იცი რა მოვიფიქრე?-სალომემ მის ძმას ეშაკური თვალებით ახედა
-აბა რა მოიფიქრა ჩემმა ლამაზმა და ჭკვიანმა დაიკომ?-სამზარეულოს დახლს იდაყვებით დაეყრდნო სანდრო
-ფშავში ავიდეთ: ჩვენ, ბიჭები,იოანე,თიკა და ნატის დაქალები, ძალიაან მაგარი იქნებაა
-აუუუუ რა მაგარიააა-ტაში შემოვკარი, განტვირთვა ნამდვილად არ მაწყენდა, თან ორშაბათიდან 1 კვირანი არდადეგები მეწყება,ეგ სულ არ გამახსენდა
-კარგი აზრია ყურცქვიტავ-ლოყაზე უჩქმიტა მის დას სანდრომ,რაზეც სალომე მისკენ გაექანა და ჩაეხუტა, წონასწორობა ვერ შეიკავეს და იქვე გაიშოტნენ
-აუუ ეს შემიწირავს მე ტოო-წელზე ხელი საწყლად მოისვა სანდრომ
-აუუუ შენდა გასაკვირად მეც მეტკინა წელი ვაჟბატონო მაგრამ არ ვწუწუნებ-ამოიკნავლა სალომემ
-მართა??ძალიან გტკივა სალოო??-შეშფოთდა სანდრო
-არ მტკივა ძალიან რას დაეფეთე ბიჭო-ჩაიცინა სალომემ, მე კი სანახაობისგან ჯერ გაოცებული,შემდეგ კი ჩაბჟირებული სავარძელში მოვკალათებულიყავი და გველივით ვიკლაკნებოდი.
********
-სალიიიი-ჩავყვირე ჩემ დაქალს ტელეფონში
-არ მითხრათ რომ დაკარგული ნატალი გრძელიძე მესაუბრება-გაკვირვებულმა შეიცხადა ჩემი ხმა რომ გაიგო
-დიახ ქალბატონო სალომე, მე ვარ-ჩავიცინე
-როგორ მომენატრე ქალოო
-მეც ძალიან მომენატრეე ჩემო ასინეთა
-დაგაასინეთებ მე შენ კარგად-შემომიბღვირა
-რააოო ჩემო გოგო ვინ გამაბრაზაო?-რაღაც გაღიზიანებული მეჩვენა მისი ხმა, აი სულ ოდნავ მაგრამ მე რისი დაქალი ვარ რომ ვერ მივხვდე იმ წვრილმან ხმის ცვლილებასაც კი? სალი ისეთი გიჟი,გადარეული მყავს ვერც კი წარმოიდგენთ რა.
-ჯანდაბა ხდება ჩემ თავს რადა......-თქვა მობეზრებით
-გოგოო დაფქვავ ახლაა?-ვთქვ სულწასულმა
-ერთი ბიჭი მწერს 1 თვეა,ისეთი საყვარელი და ხუმარაა, აი ბოლო 3 დღეა აღარ მოუწერია, თან საიტზეა გოგო, აი მოკლედ ნერვებზე ვარ აჭრილი რაა რა საქციელია ეს?
-მერედა შენ მიწერე გოგო, უიმეე....ისადაა სიმპატირიაა?-დავინტერესდი
-კარგი ერთი, თვითონ რატომ არ მიკითხავსს??? აბა მე უბრალოს შევხედავდი?-ჰმ თავი დაიფასა გოგომ
-უპს მე ბოდიში-ჩავიცინე-უი საალლ რაუნდა გითხრა
-რაუნდა მითხრა?-ჰმმ დაინტერესდა
-რადაა ის....-მიყვარს როდესაც ვაწვალებ
- რა რადა ის გოგო, ამოღერღე წამივიდა სული-მომაყარა უცბად
-ნწნწნწ რა სულსწრაფი მყავხარ გოგო-შევიცხადე
-ნატალიიიიი!-ხმა გაიმკაცრა, სჯობს მალე ვუთრა
-მე და სანდრო შევრიგდით-შევყვირე
-რააა?? მართლაა?????
-არა ტყუილად
-აუუუ მაგარიაააა
-ისეთი ბედნეირი ვარრ..... ხოდა რაც მთავარია მაცადე გითხრა ახლა-ამოვისუნთქე-სალომემ, სანდრომ დამ გადაწყვიტა,რომ მე ჩემი დაქალებითურთ, თიკათურთ,იოანეთურთ და სანდრო თავისი ძმაკაცებითურთ წავიდეთ ფშავში. ახლა უარი არ გამაგონო, იცოდე ხვალ მივდივართ.მოემზადე აქედანვე მერე არ დაიწყო დრო არ დამრჩაო, გოგოები გამიფრთხილე
-ამოისუნთქე შე ქალოო-ჩაიხითხითა- წამოვალ დიდი სიამოვნებით,განტვირთვა არ მაწყენდა, ისადა ის 2 ძმაკაცი დაკავებულია?-ოხ ესს ვიგინდარა მეკაცთანე ქალიი
-შეხედე ახლა ამას, წეღან იმ ბიჭს არ მისტიროდი?
-ისე ვიკითხე გოგო
-მგონი არ არიან დაკავებულნი.ვაჩე ძალიან საყავრელია, აი ლაშა კი ნერვებს მიშლის, მაგრამ წავა რაა...გამოვნახავთ საერთო ენას-გდავიხარხარე-გერმანიიდან ჩამოვიდნენ რამდენიმე დღის წინ,ამიტომ არ ვიცნობდი აქამდე
-გერმანიიდან?-გაიკვირვა
-ხო რა მოხდა?-ჩავიცინე
-არა არაფერი ისე ვიკითხე, მიყვარს გერმანია-ოხ ეს ''ისე'' მაეჭვებს მე
-ჰმმ კარგი აბა და იცოდე გოგოებს შეატყობინე, ხვალ მივდივართ 10-თვის
-ბრძანება მიღებულია სერ-ჩემი სულელი გოგო
-როდის გაიზრდებიიი......ნუ არც არასდროს რადგან არც მე ვიზრდები-გადავიხარხარე
*******
მე, სალომე, სანდრო, იოანე, თიკა, ვაჩე, ლაშა, მარიამი, თამარი, მარიტა და თიკო მზად ვართ. როგორც ყოველთვის სალომე იგვიანებს, როგორც გოგოებმა გვითხრეს სახლის გასაღები სახლში დარჩა და შეაგვიანდება.
-ოხ რა დაუდევარია რაა-ჩავიფრუტუნე
-დაქალს ჰგავს-ამყვა სანდროც, ნუ ვერ შევედავები ზოგჯერ მეც დაუდევარი ვარ.მიუხედავად ამისა ''მამის მკვლელი '' თვალებით გავხედე. და აი როგორც იქნა სალომეც მოვიდა,გადავეხვიე და ბიჭები გავაცანი, ''სასიამოვნოა''-თი შემოიფარგლნენ,თუმცა ვაჩე ტელეფონზე საუბრობდა და გვიან შემოგვიერთდა. სალომეს მზერა გაუშტერდა
-შენ?
-შენ?-ახლა ვაჩემ გაიკვირვა
-არ მითხრა ვაჩე ვარო-პირი დააღო
-არ მითხრა სალომე ვარო-არც ის ჩამორჩა
-არ მითხრათ სალომე და ვაჩე ვართო-აჰყვა ლაშა,ეს ტაკი მასხარა. ყველას გაგვეცინა მის რეპლიკაზე.
-იცნობთ ერთმანეთს?-გავიკვირვე
-მგონი კი-ერთხმად წამოიძახეს კვლავ ერთ ადგილას გაშეშებულებმა. როდესაც ჩვენი მანქანების გადანაწილების დრო მოვიდა გავიგონე სალომემ ვაჩეს როგორ გადაულაპარაკა
-ის სამი დღე თუ შეგარჩინო მაგასაც დაგანახებ-ეშმაკურად ჩაუცინა,ყურებამდე გაკრეჭილ ვაჩეს.
P.S. მადლობაა ყველას რომ ჩემ ისტორიას კითხულობთ.скачать dle 11.3




№1  offline წევრი meocnebe avadmyopi

ძალიან კარგი თავი იყო]

ძლივს არ მეღირსა ამათი შერიგება
ჩემი ტკბილები kissing_heart kissing_heart

 



№2 სტუმარი ლიკუსა

უმაგეესი თავი იკო ეხლა კიდევ უფრო საინტერესო ხადა რადგან სალო და ვაჩე ერთმანეთს იცნობენ ველი შემდეგ თავებს

 



№3 სტუმარი Nini

Kai iyoo Shemdegi Dade
Male please????????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent