შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბერო(თავი1)


12-05-2018, 12:39
ავტორი ტერიკო74
ნანახია 1 807

ბერო(თავი1)

ტყისკენ მიმავალი გზა, სატვირთომ დიდი სისწრაფით გააპო ჯერაც შეულახავი თოვლი.გზას ,ისე ზიგზაგით მიიკვლევდა,მძღოლი ნასვამი გეგონებოდა. საბურავების შავი კვალი დიდ ლაქასავით დაეტყო მიწას,აშკარა იყო,სადღაც ტალახში ევლო.კაბინაში ორი მამაკაცი იჯდა,თავზე ორივეს ქუდი ეხურა.წვერები მოუვლელი ვაზივით გაზრდოდათ,აქეთ-იქით გაფარჩხული,ალაგ-ალაგ ჩახვეულიც.თვალებს აცეცებდნენ და გარეთ სამყაროს საეჭვოდ ზვერავდნენ.
-გზა აგვერია-ხრინწიანი ხმით ჩაილაპარაკა მძღოლმა,შეიგინა და ჩამოწეულ ფანჯარაში გადააფურთხა.
-გითხარი,მარცხნივ უნდა გადაგვეხვია,ტფუი შენი! -ამოიღრინა მეორემ და ავტომატის კონდახს ხელი დაკრა.
-ნუ,პროფესორობ,დარეკე გუჯასთან!-მკვახედ გაისმა პირველის ხმა.
-არ იჭერს ტელეფონი,რით ვერ გაიგე?! -ავტომატიანმა ნერვიულად შეათამაშა ხელში მობილური .
-ესენი,დროზე თუ ვერ მივიყვანეთ გუჯასთან,მერე იძახე არ იჭერს,ტყვიას,რომ დაგვაჭერინებს კბილებით! ამის დედაც!-ყვირილზე გადავიდა პირველი.სატვირთო გააჩერა და ძირს ჩახტა.მეორემაც მას მიბაძა.უკნიდან მოუარეს და ბოქლომი გახსნეს. დღის შუქი შეიჭრა დახურულ სივრცეში,ნელნელა განათდა და ადვილად გასარჩევი გახდა 6 ადამიანის შეშინებული თვალები. ძირს ეყარნენ,ერთმანეთზე მიკრულები.პირები საგანგებოდ აეხვიათ მათთვის,ხელ-ფეხზეც ბორკილები ედოთ.ოთხი ქალი და ორი მამაკაცი განწირული,შეშლილი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებდა.
-ცოცხლები ხართ?- დაიგრგვინა მძღოლის ხმამ,გვერდზე გადააფურთხა და სიღრმეში ადამიანების გროვას თვალმოჭუტული დააკვირდა.არავინ განძრეულა,მხოლოდ ერთმა ქალმა,რომელსაც საკმაოდ წამოზრდილი მუცელი ეტყობოდა,არაადამიანური ხმით დაიზმუვლა და ფეხი საცოდავად გააქნია.
-მოკეტე! სანამ სრულ ჭკუაზე ვარ,თქვენი დედაც..! -შეიგინა და ავტომატიანს ანიშნა,დაკეტე,წავედითო.ბრძანება წამებში შესრულდა.სატვირთო დაიქოქა და უკუსვლით დაიწყო სვლა. შემდეგ მოატრიალა და თავქვე დაეშვა.
ტყის სიჩუმეს, მამაკაცის ხვნეშა და მძიმე სიარულის ხმა არღვევდა.მხარზე გადებული ხის მორი ძირს დააგდო,წელში მოიხარა და რამდენჯერმე ჩაახველა.ფილტვებს გასაქანი მისცა,გასწორდა,მკლავები კეფაზე შემოიწყო და წელის მოძრაობით ხერხემლის გამოცოცხლება სცადა. ცოტა შვება,რომ იგრძნო,შუბლიდან ოფლი მაჯით ჩამოიწმინდა და ისევ დაიხარა მორის ასაღებად.ყურს რაღაც ხმაური მისწვდა,სმენა დაძაბა და გაირინდა.თვალები მშიერი მგელივით მოატარა გარემოს,მხეცის სისწრაფით ისკუპა და იქვე მდგარ წლოვან ხეს ამოეფარა.ხმა უახლოვდებოდა,სადღაც 50 მეტრში სატვირთოც გამოჩნდა,ნელა მიიკვლევდა გზას. მამაკაცმა ნაჯახი ხელში შეათამაშა ,სასურველ პოზიციაში ჩადგა. მანქანა მოახლოვდა კაცის სამალავთან და შეჩერდა.გინების და ჩხუბის ხმა მისწვდა მის ყურთასმენას.დაიძაბა ,ხეს უფრო მოხერხებულად ამოეფარა და სუნთქვაშეკრულმა დაიწყო თვალთვალი.სატვირთოდან ორი წვერიანი ჩამოხტა,ერთს ხელში ავტომატი ეჭირა ,ქამარზე დამაგრებული ორი ხელყუმბარა ხელით შეამოწმა და მანქანის უკანა მხარეს დაიძრა.მეორე მამაკაციც მას მიჰყვა,საქამრეში უშნოდ გაჭედილი ნაგანით,ხელში საშუალო ზომის ხანჯალი ეჭირა.სატვირთოს უკანა მხარე გამოაღეს და ერთი შიგნით შეხტა.
სამალავიდან მამაკაცი ვერ ხედავდა რა ხდებოდა,დაძაბული იდგა და ნაჯახს ხელს ძლიერად უჭერდა.
-ჩამოდით!- დაიძახა ავტომატიანმა და ჩახმახი შეაყენა.
ორი მამაკაცი ,რომლებსაც ხელები და პირი ჰქონდათ აკრული ,მაშინვე ჩამოხტნენ და თავჩაღუნულები გვერდზე დადგნენ.უკან ნაგანიანი მოჰყვათ,კარებთან დადგა და ქალები უხეში ხელის კვრით,დაბლა ჩამოყარა.მხოლოდ ერთი დარჩა,ორსული.თვალებს შეშლილივით ატრიალებდა და ჩამოხტომას ვერ ბედავდა.ნაგანიანმა მკლავში წაავლო ხელი,დააჯანჯღარა და კბილებში გამოსცრა:
-შენი ხმა არ გავიგო,თორემ აქვე ამოგაცლი მაგ წიწილას! -და ხანჯალი თვალწინ დაუტრიალა.
ქალმა ერთი გადახედა და თავის ოდნავი დაკვრით თანხმობა ანიშნა.
-გეგე! მომეხმარე,ჩამოვსვათ !-ავტომატიანი მიუახლოვდა ქალს და უხეში მოძრაობით ძირს ჩამოსვა.ქალის სახეზე საშინელი ტანჯვა აღბეჭდილიყო.გაცრეცილი სახე და გალურჯებული ტუჩები,ხელები მუცელზე შემოეჭდო და ერთიანად ცახცახებდა.არც სხვები იყვნენ კარგ დღეში.მხოლოდ იმ ორ მამაკაცს ეჭირათ თავი მხნედ შეძლებისდაგვარად.
-შეგიძლიათ, დაცალოთ შარდის ბუშტები! აქვე!-დაიღრინა ხანჯლიანმა და გეგეს თვალით ანიშნა,ხელები შეუხსენიო.
სამალავიდან მამაკაცი უკვე გარკვევით ხედავდა მის წინ განვითარებულ მოვლენებს.გაოგნებული იყურებოდა.მიხვდა,რაღაც საშინლად უსიამოვნოს წააწყდა.სმენა უფრო დაძაბა და ხეს აეკრა.
-დათო! მოხსენი მაგასაც ბორკილი,აქეთ უკვე დავამთავრეთ-გასძახა ავტომატიანმა დამქაშს და ორსულზე ანიშნა.
კაცი მიუახლოვდა ქალს,ბორკილებში ხელი წაავლო და თავისკენ მისწია.
-იცოდე,ზედმეტი ფოკუზების გარეშე,თორემ თავი არ შეგრჩება მხრებზე,არც შენ,არც ამათ-ბოროტი ღიმილი მიაყოლა ნათქვამს და დანარჩენ მძევლებს გახედა.ქალმა ხელებზე თავისუფლება იგრძნო თუ არა,ეგრევე პირისკენ წაიღო,გაკრული პირის განსათავისუფლებლად.
-აბა,აბა,კახპა! მომინდომა ლაყაფი-დაიგრუხუნა ნაგანიანმა და ქალს სახეში შემოარტყა.ორსულმა თავი ვერ შეიკავა,უკან გადაქანდა და თოვლში ჩაეფლო.განწირულმა ხმებმა მაინც გამოაღწიეს სახვევიდან.

-დათო,ტფუი ბლიად,გამოსირდი?- დაუყვირა გეგემ და ქალს მივარდა.

-დაიმახსოვრე ,ესენი ცოცხლები სჭირდება გუჯას,ცოცხლები! მკვდრის არც თირკმელი ვარგა,არც გული,გესმის სირო?!

შენ კიდევ ,ზუსტად შეასრულებ ბრძანებას,ზედმეტი მოძრაობის გარეშე,გაიგე?!-დაჰყვირა ქალს და მხრებში ხელი ჩაავლო.ვერ ასწია ქალმა ტანი,ყრუ ტკივილმა დაუარა მუცელში,დაიკლაკნა და საცოდავად გაწვა მიწაზე.

სამალავში მამაკაცი კბილებს ისე ძლიერად აჭერდა ერთმანეთს,ლამის ყბა ჩაიმტვრია.რაღა დღეს არ წამოიღო იარაღი.ერთი წელია ამ ტყეში ბინა დაიდო,დაძრწის მგელივით.კაციშვილი აქ არ შეხვედრია.დღეს გადმოუხვია საკმარისზე მეტად.საკუთარი ზონა ჰქონა მონიშნული.მაინც და მაინც დღეს არ გამოვიდა მომზადებული.მიეჩვია,ეგონა მარტო ის და ტყე იყვნენ.ამდენი ხნის მანძილზე მხოლოდ მგლებს ხედავდა,აქა-იქ დათვიც დალანდა.ირმების მოკვლამ კი მოუწია,სხვა გზა არ იყო,შიმშილით დაიღუპებოდა.ახლაც,საგულდაგულოდ ჰქონდა შენახული ცხოველის ხორცი თოვლში.რაც დედაქალაქში ომი გაჩაღდა,იმის მერე ტყეს შეაფარა თავი იძულებით.უძლიერესი სნაიპერი იყო.იყო რა,არის! თავისი საქმის უბადლო მცოდნე.რაც ქვეყანაში პოლიტიკური მოვლენები აირია და ძმათა ომი გაჩაღდა დედაქალაქის გულში,განცხადება დაწერა სამსახურიდან განთავისუფლებაზე.არ დაუკმაყოფილეს.
ორ ნაწილად გაიხლიჩა დიდი “ოჯახი“.აირია ყველაფერი.ვისაც ენდობოდა,საპირისპირო მხარეს დაინახა.გაგიჟდა და გადაირია.მეამბოხეებმაც კაცი მიუგზავნეს,თუ არ გადმოხვალ ჩვენს მხარეს,არ გაცოცხლებენო.თავის თავს არ დაეძებდა,ცოლ-შვილზე ფიქრობდა,როგორმე გაერიდებინა ამ ქაოსისთვის.შეშლილი შევარდა სახლში,მოკიდა ხელი თეას და ბავშვებს,სასწრაფოდ ჩაყარა მანქანაში რაც ხელში მოხვდა ნივთები და გიჟივით გაუდგა გზას.დაღესტანში გადავიყვანო იფიქრა,თავის ძმად ნაფიცთან.გზიდან დაურეკა იოსიფს,მოვდივარ,გასაჭირი მაქვსო.თანხმობა იმ წუთში მიიღო.არ დაავიწყდება თეას შეშინებული თვალები,ჩვილებს გულზე რომ იკრავდა და ქმარს გაოგნებული ეკითხებოდა-ბერო,რა ხდება,სად მივდივართ?
არადა,რა ბედნიერი იყო ,როდესაც სამშობიაროში ახარეს,ტყუპების მამა გახდიო.ვერ იჯერებდა,სიხარულისგან არაადეკვატური გახდა,ყველას ეხვეოდა და კოცნიდა.ბიჭს ოთიკო დაარქვა,დაღუპული მეგობრის სახელი.გოგოს კი ირინი,მშვიდობას ნიშნავსო. თავზე ევლებოდა თავის “კრუხ-წიწილას“.რას წარმოიდგენდა,თუ სიხარული ტრაგედიად გადაექცეოდა. ვერ მიხვდა საიდან უწიათ ტყვიამ,ავტომობილი მოცურდა,საჭე ვერ დაიმორჩილა,ხიდზე ჯებირი გაანგრია და პირდაპირ ადიდებულ მდინარეში გადაეშვა.დღემდე ყურებში აქვს თეას ხმა,-ბერო,პატარები!
მერე არ ახსოვს არაფერი.თვალები,რომ გაახილა მდინარის პირზე ეგდო,სისხლიანი თავით და დაგლეჯილი ტანსაცმლით.ასადგომად წამოიწია,ვერ შეძლო.გვერდზე გადაბრუნდა და ისე გახედა არეს.ნელნელა აღიდგინა ტვინმა მომხდარი,შეშლილს დაემსგავსა,ცოლის სახელს ყვიროდა,ეს ეგონა,რომ ყვიროდა,ხმა არ ამოსდიოდა,ხაოდა . ისევ გულაღმა გადაწვა,შეისვენა და ისევ წამოდგომა სცადა.გამოუვიდა.მდინარეს გადახედა,მანქანა არსად ჩანდა.ნაპირს ჩაუყვა,გავეშებული მიიწევდა წინ,გაითოშა,კანკალი ვერ გაიჩერა,თავი საშინლად სტკიოდა,ნახეთქიდან სისხლი წურწურით ჩამოსდიოდა.მაისურის ბოლო შემოახია და გახსნილი ადგილი გადაიხვია.გზა გააგრძელა,შორს რაღაც შავი შენიშნა,წყალზე .ფეხს აუჩქარა,სანამ მიაღწია თავისი დაემართა.იცნო მანქანა,წამიერად გაშეშდა უბედურების მოლოდინში . მიუახლოვდა,საზარელმა სურათმა შოკში ჩააგდო.კარებს დაეჯაჯგურა,ვერ გახსნა,ჩაჭედილიყო.ჩამსხვრეული შუშიდან ხელი შეყო,თეას მოკიდა,რომელიც წამხობილი იყო და ქვეშ პატარები ჰყავდა.სამივე უსულოდ დახვდა.ბეროს ღრიალმა ცა შეძრა...
მერე ცოტა მოეშვა,ავისმომასწავებლად გაირინდა.მიდამოს წარბებქვეშ გახედა ,პირქუში მზერა მოატარა არეს.ძლივს გადმოათრია თეა,ძირს დააწვინა,ხელ-ფეხი გაუსწორა.შემდეგ პატარები გადმოიყვანა,გულში ჩაიკრა,დაკოცნა სათითაოდ და ტყისკენ გასწია.თეასთან ხელცარიელი დაბრუნდა,თავზე ხელი გადაუსვა,ხელში აიყვანა და იგივე გზას დაადგა ტყისკენ. მშვიდად თხრიდა მიწას,თავაუწევლად.ასევე მშვიდად იწვნენ პატარები დედასთან ერთად.მიწაში ჩაწვენამდე სათითაოდ ჩაიხუტა,საბოლოოდ დაკოცნა და მიაბარა.ბოლოს იქვე ჩამოჯდა,რაღაცას გაურკვევლად ბუტბუტებდა.შემდეგ წამოდგა და ისევ მანქანისკენ წავიდა.ეცადა მდინარის სიღრმეში შეეყვანა,ბევრი ცდის შემდეგ,გამოუვიდა,ჩაძირა.ხიდს ახედა,სასურველი მიმართულება შეარჩია და ტყეში გაუჩინარდა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

ვაიმე ეს რა იყო, მოვკვდი ტირილით. ზოგს რამხელა ტანჯვას მოუვლენს უფალი. ის საცოდავი ხალხიც როგორ შემეცოდა, ფეხმძიმე განსაკუთრებით. იმედი მაქვს იქ ბერო აუცილებლად მოახდენს რეაგირებას. ეს ისტორია, ალბათ გაგრძელდება, მოუთმენლად დაველოდები

 



№2  offline წევრი drogardasuli

ძალიან მომეწონა. საინტერესო თემატიკააა. იმედია მალე დადებ ახალ თავს <3

 



№3  offline წევრი mariam m.k

აბა ვნახოთ როგორია stuck_out_tongue_winking_eye

 



№4 სტუმარი სტუმარი ბერო74

მადლობა ყველას.წერის პროცესშია ისტორია.აუცილებლად გაგრძელდება.

 



№5 სტუმარი სტუმარი მარი

მომწონს ძალიან ????????

 



№6  offline წევრი ტერიკო74

დღეში ერთი თავის დადების უფლება მაქვს,თუ არ არის ლიმიტი?

 



№7 სტუმარი Tako

ბერო74
დღეში ერთი თავის დადების უფლება მაქვს,თუ არ არის ლიმიტი?

კი ეგრეა, თორმეტის შემდეგ შეგიძლიათ მეორე თავის ატვირთვა, ანუ 24 საათში ერთხელ

 



№8 სტუმარი სტუმარი ბერო74

Tako
ბერო74
დღეში ერთი თავის დადების უფლება მაქვს,თუ არ არის ლიმიტი?

კი ეგრეა, თორმეტის შემდეგ შეგიძლიათ მეორე თავის ატვირთვა, ანუ 24 საათში ერთხელ

დიდი მადლობა

 



№9  offline წევრი mirandaa31

რა მძიმე იყო გული დამამძიმდა (((
--------------------
ხელმოწერა

 



№10 სტუმარი ეკა

კარგი დასაწყისია, იმედია საინტერესოდ გაგრძელდება

 



№11 წევრი მეDina

მძიმედ ლაიწყო, დავიძაბე, მაგრამ განსხვავებულია და დამაინტერესაა :)
--------------------
☆NaT☆

 



№12  offline წევრი ტერიკო74

ეკა
კარგი დასაწყისია, იმედია საინტერესოდ გაგრძელდება


მადლობა))ვეცდები საინტერესო იყოს.

მეDina
მძიმედ ლაიწყო, დავიძაბე, მაგრამ განსხვავებულია და დამაინტერესაა :)


მადლობა))

 



№13 სტუმარი სტუმარი Kato

Ert amosuntqvaze wavikitxe, zalian sainteresod wert , velodebi gagrzelebas ????

 



№14  offline წევრი ტერიკო74

სტუმარი Kato
Ert amosuntqvaze wavikitxe, zalian sainteresod wert , velodebi gagrzelebas ????


მადლობა,კატო))

 



№15  offline წევრი richirichi

როგორი განსხვავებული ისტორიაა.ცრემლებს ვერ ვიკავებდი კითხვისას.საოცარი გადმოცემის უნარი გაქვს

 



№16  offline წევრი ტერიკო74

richirichi
როგორი განსხვავებული ისტორიაა.ცრემლებს ვერ ვიკავებდი კითხვისას.საოცარი გადმოცემის უნარი გაქვს

მადლობა ჩემო კარგო <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent