ბუხაიძეზე სრულად » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბუხაიძეზე [სრულად]

12-05-2018, 16:30
ავტორი ელპინი
ნანახია 4 124

ბუხაიძეზე [სრულად]

წვიმდა.
ცა ჩაშავებული იყო.
წვიმის წვეთები ისეთი სიხშირით ეცემოდნენ მის კანს, რომ სიცივის სანაცვლოდ, სასიამოვნო შეგრძნება ეუფლებოდა, მეც ვხედავდი.
არც ზამთარი იყო და არც ზაფხული!
გაზაფხულის წვიმა...
მაგრამ ისეთი სიშავე იყო ირგვლივ, გაზაფხული კი არა, იფიქრებდით, რაღაც საშინელება ხდება-ო.
კიკვიძის პარკში იჯდა და არ უქმნიდა დისკომფორტს გარშემო დატრიალებული ამინდი.
შავი, კაპიშონიანი მოსაცმელი ეცვა, სულ დასველებოდა.
იმავე ფერის ჯინსი და კეტები.
სიგარეტი ტუჩებს შორის ჰქონდა მოქცეული და მშვიდად, ნაპასებს ურტყამდა.
ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და საერთოდ არ სციოდა.
რაღაცაზე იმდენად იყო ჩაფიქრებული, თვალებში ათასნაირი აზრი ეკითხებოდა.
ვუთვალთვალებდი-სავით.
ხო, უკვე, აღარც მახსოვს მერამდენედ, მაგრამ ყოველ წვიმიან საღამოს აქ იჯდა და ისეთ სევდიან მდგომარეობაში მყოფი, რომ მეც ვიჯექი და საათობით ვუყურებდი იმ უპირატესობით, რომ ჩემი პატარა მანქანიდან ვუთვალთვალებდი და არ ვსველდებოდი მისგან განსხვავებით.
არადა, რეალურად, იმდენად მინდოდა მისვლა და დალაპარაკება, რომ ხანდახან სურვილი მჭამდა.
თან, დამუღამებული მქონდა უკვე, სულ პარლამენტს ეწეოდა და მერე, მეც.
გეფიცებით, პარლამენტს სულ სხვა გემო ჰქონდა.
არ იყო ტიპიური ტიპი.
ანუ, არც 24 საათი "აბირჟავებდა",
არც საქმეს არჩევდა,
არც ჩხუბობდა,
არც დანა ჰქონდა ჯიბეში ჩამალული,
არც ბაბნიკი იყო, მაგრამ გოგოებს მოსწონდათ.
არა, კი არ მოსწონდათ, თავზე ახტებოდნენ.
მით უმეტეს, არც ჟარგონებით საუბრობდა, რამდენჯერმე მოვკარი ყური ტელეფონზე რომ ლაპარაკობდა ისე სუფთად და ისე ლამაზად, ანგელოზად მეჩვენებოდა.
ანუ, მიუხედავად სტილისა, არ გავდა ტიპიურ ქუთაისელს.
ჯინსები და კაპიშონიანი მოსაცმელი მოდასავით იყო. მასაც ეცვა, მაგრამ განსხვავებულად უხდებოდა.
განა, რამე?
არა, თვითონ იხდენდა, თორემ სხვებს რომ ეცვათ, "ბომჟებივით" იყვნენ.
არა, სათვალეები ეკეთა ხოლმე.
აი, რეიბანები, "ცვეტში" ყველას, რომ ჰქონდა, მაგრამ ტანსაცმლის არ იყოს, მის სახის ნაკვთებს აკვდებოდა პირდაპირ.
ნუ, ბიჭებთან იყო ხოლმე, მაგრამ საუბარშიც იშვიათად ერთვებოდა.
გამუდმებით ყურსასმენები ჰქონდა და უსმენდა სიმღერებს, მაგრამ ამავდროულად სხვებსაც.
მე კიკვიძის პარკის მოპირდაპირე ბინებში ვცხოვრობდი, ბუხაიძეზე.
მაგარი "გასული" უბანი იყო.
აი, როგორი, იცით?
ყველა ქურდი, რომ ამ უბანში ცხოვრობდა.
და ყველას აქ უნდოდა ცხოვრება.
სინამდვილეში, საცხოვრებელი ყველას იღებდა, მაგრამ ხალხი, თითქოს, არჩევდასავით ერთმანეთს.
დაქალები კიკვიძის წინ გაივლიდნენ ბიჭების ყურადღების მისაქცევად და მერე, მთელი დღე გაიძახოდნენ, აუ, პოროხამ თვალებში შემომხედა და გამიღიმა-ო.
რეალურად, ანუ ჩემი თვალთახედვით, ეს პოროხა, ძალიან ჩამორჩენილი ტიპი იყო.
ქართულში იმდენი სიტყვაა და ეს, რაღაც, ჟარგონული ბარბარიზმებით ლაპარაკობდა გამუდმებით, მაგრამ მოსული "პონტი" იყო ეს ბიჭებში.
ხოდა, პოროხა რომ სიგარეტს მოიქცევდა ტუჩებს შორის, ჩემ გარდა მგონი, მოხუცებიც ძირს იწვნენ - დაცხა, დაცხა-ს ძახილით.
დიდი არაფერი.
არა, ცხვირს ვერ დაუკარგავდი, მეც მშურდა ჩემი კეხიანი ცხვირის შემხედვარე.
სხვათა შორის, ეგ პოროხა იყო ზუსტად, ჩემი ცხვირი ამ დღეში რომ ჩააგდო.
ფეხბურთის მაგას არაფერი გაეგება.
მე ქაჯს მეძახდნენ.
სულ სტადიონზე ვიყავი თავისუფალ დროს.
ხოდა, ეს პოროხაც, ვითომ გმირი რომაა და თავის გამოჩენა მოინდომა, ადგა და ბურთი პირდაპირ ჩემს ცხვირს დაუმიზნა. იმის მერეა, ოდნავ თიკას რომ დავემგვანე ცხვირით, თავი ბუხაიძის მშვენება, რომ ჰგონია და ისე, ეშმაკს ჰგავს.
აბსოლიტურად ყველანაირი ტიპის ხალხი იყო ბუხაიძეზე, მაგრამ კიკვიძე ყოველთვის ქუჩის ბიჭებით იყო სავსე. ხან, ხმამაღლა ლაპარაკობდნენ და მერე, ნათელა თავს გადმოყოფდა - ნუ მაწუხებთ, "ინდოეთის სურნელს" ვერ ვუყურებ თქვენს ხმაურში-ო.
რა აზრი ჰქონდა?
ნათელა კი არა, ანჯელინა ჯოლი რომ დაფრენოდათ წინ, ხმას ვერავინ ჩააგდებინებდა მაგათ ისე ხმამაღლა ლაპარაკობდნენ.
და ეს "ინდოეთის სურნელი" მეზობლების სალაპარაკო თემა იყო. გამუდმებით განიხილავდნენ ქალები ეზოში და იქამდე, ხანდახან კაცებიც.
მე, ერთი, არაფრით გამორჩეული გოგო ვიყავი.
ანუ, როგორ გითხრათ, თხას მეძახდნენ იმის გამო, რომ ბიჭებთან ფეხბურთს ვთამაშობდი, თორემ ამ ხანდაზმული ასაკის ხალხის თვალში, ჩემზე ჭკვიანი გოგო, მეორე არ არსებობდა.
კარგად ვსწავლობდი, კი და ჩემი მიღწევებითაც ცოტას ვამაყობდი.
თავში არ მქონდა ავარდნილი, რა სისულელეა.
თიკასგან გასნხვავებით, სკოლის წარჩინებულთა დაფაზე რომაა გამოკრული და სინამდვილეში რომ კითხო, შოთა რუსთაველმა ვეფხისტყაოსანი რომელ საუკუნეში დაწერა-ო, მეთვრამეტეში-ო გიპასუხებს.
დედამისი დირექტორია სკოლის და მაგიტომაა, წარჩინებული ჩვენი თიკუნა.
ბო*ივით ჩაცმული მე არ დავდიოდი, როგორც ტიპიური ბუხაიძელი გოგო.
მაგრამ, რომ დავფიქრდი და ერთ მომენტში, მეც ტიპიური ვიყავი.
გეტვით ახლა, რა დროსაც.
კიკვიძესთან კი არა, სადაც არ უნდა გამევლო, ყველას ლაპარაკი მაინტერესებდა, ჭორიკანა არ ვიყავი და არავისთვის მიმქონდა ენა აქ მაცხოვრებლებისგან განსხვავებით, ჩემთვის ვინახავდი ინფორმაციებს უბრალოდ.
პოროხამ, რომ ცხვირი გამიტეხა, მაშინ ისე საშინლად გავბრაზდი, მაგის და თიკას ამბავი, მთელ უბანში მე გავავრცელე.
ვითომ მიმალულები რომ იყვნენ, მაგრამ მე რას გამომაპარებდნენ.
ხოდა, ავდექი და ნათელას ვუთხარი, მარინას შვილი, თიკა პოროხასთან დავინახე "ცუდ" სიტუაციაში-მეთქი.
ასე ვთქვათ, "ჩავუშვი".
ცუდი ნათელას გაგებით, თორემ ეგენი ძალიან სიამოვნებაში იყვნენ.
შური არ მალაპარაკებს, გეფიცებით.
მეორე დღეს კი არა, იმავე დღეს, ორ საათში ყველამ იცოდა პოროხას და თიკას ამბავი.
იმ დღეს მიხაროდა, მაგრამ მერე მივხვდი, არასწორად მოვიქეცი, ხოდა, შევეშვი ინფორმაციების გავრცელებას და მას მერეა, ჩემთვის ვიცი ყველაფერი ყველაზე.
"ჩემი" შავკაპიშონიანი რამდენჯერმე შემხვდა სადარბაზოდან რომ გამოვდიოდი, მაგრამ ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, ჩემს არსებობაზე არაფერი იცოდა.
ისე, ერთხელ ლამის, მეც თიკასავით დამემართა.
სადარბაზოსთან იდგნენ ბიჭები, ჩემი ძმაც და ძმადნაფიცი - სანდროც იქ იყო.
ისეთი უხერხული მომენტი შეიქმნა, გამარჯობა რომ აუცილებლად უნდა მეთქვა.
ხოდა, მეც ამ შავკაპიშონიანს გავუყარე მზერა თვალში და გამიღიმა.
ეგრევე, გეფიცებით იმ წუთასვე, ფეხქვეშ ძალა გამომეცალა და კიდევ კარგი, სანდრო მოვიდა და ჩამეხუტა, დამელაპარაკა, თორემ გამორიცხული არ იყო გული რომ წამსვლოდა.
ერთხელ კიდევ, მასწავლებელთან მივდიოდი და მარშუტში შევხვდი.
შენ დათუნას და ხარ-ო მითხრა და მე, გამოშტერებულმა თავი დავუქნიე, აბა სად მქონდა ხმის ამოღების თავი და ამანაც, ვითომ გმირობა გააკეთა, სამგზავრო გადამიხადა.
ჭკვიანი!
ანუ, ხშირად ვხვდებოდი ხოლმე, მაგრამ ძირითადად, გამარჯობა-გაგიმარჯოთი.
არადა, ისე მინდოდა მისი ახლოდან გაცნობდა და საუბარი, როგორც აქამდე ვთქვი, სურვილი მჭამდა, ხოლმე.
მერე, ავდექი და თვალთვალი დავუწყე.
ანუ, როცა დრო მქონდა, მაქსიმალურად უკან დავყვებოდი და ასე ვსწავლობდი მის ცხოვრებას.
წეღან რომ გითხარით, ვუთვალთვალებდისავით-მეთქი, მოგატყუეთ, მართლა ვუთვალთვალებდი. ჩემმა ძმამ მანქანა რომ მიყიდა, მას მერე, თითქმის, სულ მის უკან ვიყავი და მანქანით თვალთვალი უფრო ადვილია, თუ დაგჭირდეთ, მერწმუნეთ.
მაინტერესებდა მისი ყველაფრით და განსაკუთრებით, იმ გარემოებით, რატომ იჯდა ყოველ წვიმიან საღამოს კიკვიძის პარკში, სკამზე, სახემოღუშული და დაღლილი ყველაფრისგან.
რთული აშკარად იყო.
ჩემი ძმა სულ იძახდა-რა ტიპისაა ოთო, ვერ დავუმუღამეთ ვერავინ-ო.
მისი სახელი რომ გავიგე, ჩემი ძმის თვალწინ არა, მაგრამ ოთახში რომ გავედი, ცეკვა ნამდვილად დავიწყე.
ერთ დღეს თუ დაგველაპარაკება, ისიც ერთი საათით, მერე სამი დღე ხმას არ იღებს-ო.
მაგარი ადამიანია და ყველაფერი ესმის, ყოველთვის დაგეხმარება, მაგრამ უცნაურია-ო.
არ ლაპარაკობს და ქცევებით, თვალებით მიგახვედრებს რა დროს, რა არის სწორი საქციელი-ო.
ათასი ამგვარი ფრაზა მესმოდა ჩემი ძმისგან და ინტერესიც უფრო მიღვივდებოდა.
პირველი შოკი მაშინ მივიღე, სოციალურ ქსელში რომ ვერ ვიპოვე. არადა, ბუხაიძელი რომ ხარ და სოციალური ქსელი არ გაქვს, ამათი აზრით, მაგარი "გოიმობაა" და მეც ამიტომ გამიკვირდა.
სიმართლე გითხრათ, ფოტოები მაინტერესებდა, თორემ რა იყო "გოიმობა" და რა არა, ეგ ნაკლებად მაინტერესებდა.
მერე, ავდექი და ჩემს ძმას ვკითხე, რამდენი წლისაა-მეთქი და 24 წლისაა, ჩვენში, ყველაზე უფროსია-ო.
6 წელი იყო ჩვენს შორის სხვაობა, ბევრი არაფერი.
ერთ ხანს, კიდევ ვუყურებდი ასე დამჯდარს და ცხოვრებაში პირველად მომინდა გადამედგა ნაბიჯი, მივსულიყავი და დავლაპარაკებოდი.
ამ ფიქრებში ვიყავი გართული, ზუსტად 10:55 წუთზე, რომ წამოდგა, როგორც აქამდე, ახლაც წუთითაც არ გადაუშორებია. განცვიფრებაში ჩავვარდი გეზი ჩემკენ რომ აიღო და წამოვიდა. ერთი წამით შემეშინდა, მაგრამ მერე მოვეშვი. სიგარეტი გადააგდო, წვიმის მიუხედავად, ნელი ნაბიჯებით მოდიოდა. მანქანის კარები გამოაღო და ჩაჯდა.
-წავედით.
მხოლოდ ერთი სიტყვა მითხრა და მივხვდი, სადაც უნდა წავსულიყავით.
იმ წუთს, არც იმაზე მიფიქრია, რომ შემამაჩნია, ჩემამდე მოვიდა და დამელაპარაკა.
როგორც ყოველთვის, ყველა წვიმიანი საღამოს მერე, სადაც მიდიოდა, იქ წავედით.
ოცი წუთის გზაზე იყო.
სასაფლაოსთან მივედით.
ბევრჯერ გამოვყოლილვარ აქამდეც, მაგრამ იქ არასდროს შევსულვარ. უკან ვბრუნდებოდი სულ. იმასაც მივხვდი, რომ ზედმეტად ვტოპავდი უკვე მის ცხოვრებაში.
-გადმოდი.
უხეშად არ უთქვამს. თვითონაც გადმოვიდა. ხელი მომკიდა და წავედით.
-გაინტერესებდა, ვიცი.
ხმა არ ამომიღია. იქვე, ერთ-ერთ საფლავთან მივედით.
-გაიცანი, ნენი, ეს ჩემი დაა-ლილე.
ჯერ, ჩემი სახელი რომ გავიგონე, შოკში ჩავვარდი და მერე, წინადადება რომ გავიაზრე, საშინლად ჩამწყდა გულში რაღაც.
-ვწუხვარ.
საშინელი ხმით ვთქვი და მე თვითონვე, ძლივს ვიცანი ჩემი ხმა.
-ოქროსფერთმიანი იყო ლილე. ლაღი და თამამი, მშვიდი და გაწონასწორებული, ულამაზესი და ფრთხილი, მაგრამ ამ ყველაფრის და მიუხედავად, ახლა აქაა, ცივ ქვაზე დახატული და დამიჯერე, რეალურად, ბევრად უფრო ლამაზი იყო.
წუთით, ეჭვი შემეპარა რომ ჩემ წინ ოთო იდგა და ამდენს მელაპარაკებოდა.
-წვიმიანი საღამო იყო მაშინ. ლილეს მისუსტებული სხეულის ძალების აღდგენას ველოდებოდით ყველა, მაგრამ უიმედოდ. ავარიაში მოყვა და თავის ტვინი დაუზიანდა. იმედს ვერც ექიმები გვაძლევდნენ, მაგრამ ლილეს სიძლიერის იმედი გვქონდა, თუმცა უშედეგოდ. მთელი სამი თვე კომაში იყო და მეოთხე თვის, მეორე კვირის, მეხუთე დღეს გაიღვიძა. ორი სიტყვა მითხრა ძლივს, "გაპარული" ხმით და თვალები დახუჭა. მის მერეა, ყველა წვიმიან საღამოს გარეთ ვზივარ და ოდნავ ტკივილს ვიმსუბუქებ.
-მე არ ვიცნობდი ლილეს. არც ერთხელ მინახავს და არც ჩემს ძმას უხსენებია.
დაბნეულმა ვუპასუხე და გული შემეკუმშა მისი აცრემლებული თვალები დანახვისას.
-შენს ძმას უყვარდა ლილეს. ლილემდე მივიდა, ჩემამდე არა, მაგრამ მე რა უნდა გამომაპაროს. სულ ლილეს დაყვებოდა უკან და თვალებში შესციცინებდა. ყველაფერს ვამჩნევდი და ველოდებოდი, თვითონ როდის მოისურვებდა თქმას. ისე უღმერთოდ უყვარდა ლილე, ეტყობოდა კიდეც. ვინ იცის, რომ ეთქვა ჩემთვის, იქნებ, ახლა ცოცხალი ყოფილიყო ლილე. მე რომ მოვდიოდი საავადმყოფოდან, შენი ძმა მაშინ მიდიოდა ლილესთან. ყველასგან დამალვას ცდილობდა, მაგრამ მე ხომ ვხედავდი. ჩემი დის გაბრწყინებულ თვალებს ვინ გამომაპარებდა.
-არ ვიცოდი.
ჩემს ძმას, ჩემზე უკეთ იცნობდა.
-ორი წლის წინ, ამერიკაში წავიდა შენი ძმა, ლილეს გარდაცვალების დღეს, ამ ყველაფრისგან თავიდან ასაცილებლად. რომ ჩამოვიდა, შეცვლილი იყო, ერთი პერიოდი ჩემთვის თვალებში შემოხედვაც სცხვენოდა და სადაც მე ვიყავი, იქ არ იყო. იცოდა, დააშავა, მაგრამ მერე ვილაპარაკეთ და დანარჩენი ჩვენი საქმეა.
-ბოდიში.
გამიღიმა და როგორც პირველად, ახლაც გამომეცალა ძალა ფეხქვეშ.
-რისთვის, ნენი?
-ყველაფრისთვის.
-წამოდი, წავედით. ხო გაიგე ყველაფერი და ახლა დამშვიდდი.
თმა ყურს უკან გადამიწია და შუბლზე მაკოცა.
მანქანასთან მივედით.
-მე დავჯდები.
თავი დავუქნიე და გასაღები მივაწოდე.
მთელი გზა მომხდარის გაანალიზებას ვცდილობდი და ვერც ვიჯერებდი. არარეალური მეგონა.
-ნენი, ხედავ, მე ყველაფერს ვამჩნევ.
ფიქრებში გართულს, მისი ხმა ჩამესმა.
-ანუ, აქამდეც იცოდი?
-აბა, სხვაგვარად გეგონა?
-კი. მეგონა, "აგენტი 007" ვიყავი და ჩემი საქმე კარგად გამომდიოდა.
სიცილით ვუთხარი და თითქოს, ჩემი შესაძლებლობების აპელირება გამომივიდა.
-სხვებისთვის შეუმჩნეველი იყო. ასე რომ, ჩათვალე, კარგად გამოგდიოდა.
გამომხედა და გაიღიმა.
-უბრალოდ, მართლა საინტერესო ხარ!
-ვიცი, ვიცი და შენნაირი პატარა გოგონებისთვის მით უმეტეს.
არადა, სულ არ ვგავდი პატარას არც ტვინით, არც ფიზიკურად და ასაკით კი, ხო, ეგ სულ დამავიწყდა.
-სხვებიც ასე გითვალთვალებენ?
-სხვებს მე არ ვიმჩნევ, დამიჯერე.
თვალი ჩამიკრა და ცოტა წელში გავსწორდი სიამაყისგან.
-ჩემმა ძმამ-არ ლაპარაკობს, იშვიათად-ო.
დაეჭვებულმა ვუთხარი.
-შენთან კი, ხომ ხედავ? ყველასთან სხვაგვარადაა, მაგრამ ისე, ზოგადად, დუმილი ჯობია ყოველთვის.
-გასაგებია.
სადარბაზოსთან მალევე მივედით და აქამდე რომ იწელებოდა გზა, ახლა მალე გაილია.
-დროებით, ნენი.
-ანუ, ეგ იმას ნიშნავს, რომ კიდევ გინდა ჩემთან შეხვედრა?
სიცილით ვუთხარი.
-დროებით, ნენი.
ისევ იგივე გაიმეორა და შუბლზე მაკოცა.
-დროებით, ოთო.
იმ ღამით, გეფიცებით, თუ მახსოვდეს როგორ მეძინა.
ნუ, მერე ისე მოხდა, რომ ჩემი ძმის დაბადებისდღეზე გვერდიგვერდ აღმოვჩნდით.
მანამდეც იყო ბევრჯერ.
ავეწყვეთ, რა.
სადაც მე ვიყავი, ოთოც იქ იყო.
მიგებდა და ვუგებდი.
ოთო იყო ყველაფრის მიზეზი, ისე შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში.
ყველამ იცოდა, რომ ოთო ჩემ გვერდით იყო.
ჩემმა ძმამაც და მისგან განსხვავებით, ოთომ ადრევე დაელაპარაკა.
სერიოზულად არ ვიყავით.
ანუ, როგორ გითხრათ?
შუალედური გვეჭირა, მაგრამ მაქსიმალურად გვიჭირდა ორივეს უერთმანეთოდ ყოფნა.
მე მაინც, განსაკუთრებით და ორ წლიანი თვალთვალი მიჩვევასავით იყო, თან.
რეალურად, იმდენად ბევრს ლაპარაკობდა და გრძნობდა, ვიდრე სხვებთან ჩანდა.
მთელი დღე ერთად არ ვიყავით.
უბრალოდ, ვიყავით, რა.
-გიყურებ და ჩამოყალიბებული ქალი ხარ, ნენი!
პირველი კომლიმენტი იყო ოთოსგან და უამრავი მოყვა ამას მერე.
არ მიყვარდა კაბები და რაღაცები, მაგრამ ოთოს გამო, თანახმა ვიყავი.
-აზვიადებ.
სიცილით ვუთხარი და ხელი გავკარი.
როგორ იყო იცით?
აი, აქამდე რომ ოთო გაღიმებულ სახეს იშვიათად ხედავდნენ, ახლა, უკვე, თითქოს და შეეჩვივნენ.
გოგოები ისევ თავზე ახტებოდნენ, მაგრამ სპონტანური საქციელები მქონდა და როგორც ბიჭები აშორებენ გოგოებს თაყვანისმცემლებს, ასე ვიყავი მეც.
ერთმა ისიც მითხრა, ოთოს მაგარი დარხეული აქვს მაგასთან, რომ ხარ-ო.
და მეთქი, კარგად ლამაზცხვირიანო.
ეს ჩემი ფეხბურთის ბურთი, ცხვირში გავუქანე და პოროხას მივბაძე.
ოთომ-გიჟი ხარ-ო და ცხვირის ოპერაცია კი გაუკეთა იმ საწყალ გოგოს მისი ხარჯებით, მაგრამ მერე, თვითონ ოთოსაც მოხვდა ბურთი და ცხვირის გატეხვას გადარჩა, ფაქტობრივად.
ვავსებდით ერთმანეთს.
ოღონდ, სიმაღლეზე ვერ ვთანხმდებოდით.
მაღალი იყო, ძალიან მაღალი.
"მაღალი, უხვი, მდაბალი"-ო, სულ შოთას ეგ სიტყვები მახსენდებოდა.
ხოდა, მე რომ მაღლები ჩავიცვი იმის გამო, რომ სიმაღლეში დავწეოდი, ლამის ფეხები მოვიტეხე ცეკვის დროს.
-აუ, ნენი, ძალიან კი გიხდება ეგ ფეხსაცმელებიც, მაგრამ ჩემ გამო კისერს რატომ იტეხავ?
ცოტა სევდიანი ხმით მითხრა. მართლა ეგონა, რომ რამე მეტკინებოდა.
-გგონია, შენ გამო ჩავიცვი ესენი?
იხტიბარს არ გავიტეხდი. შანსი არ იყო.
-რა, არა?
გაკვირვებულმა მკითხა.
-არა!
წელში გავიმართე და ფეხები უფრო მყარად დავადგი.
-ოჰ, რა თამამი განაცხადია, ნენი.-სიცილით მითხრა.-ანუ, მე რომ დამწეოდი სიმაღლეში და დისკომფორტი არ გეგრძნო, მაგიტო არ ჩაგიცვამს?
უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე.
-არადა, გუშინ რომ დალიე ღამის თორმეტ საათზე და სულ განსხვავებულებით დალოცე შენი ძმა, თვითონვე მითხარი რა მიზეზითაც იცმევდი მაღლებს დღეს.
არ მახსოვდა საერთოდ. გუშინდელი ღამიდან არაფერი მახსოვდა, გარდა ოთოს გაბრწყინებული თვალებიდან ჩემს სახლში ჩემმა ძმამ, რომ შემოიპატიჟა.
სხვებისთვის ბევრს არ ნიშნავდა, მაგრამ ოთოსთვის პრივილეგია იყო.
ჩემს ძმას იმხელა პატივს სცემდა, რომ ეთქვა ნებისმიერ დროს ოთოსთვის დახმარება მჭირდება-ო, მე დამტოვებდა და მასთან წავიდოდა.
რიდი ჰქონდა მიუხედავად იმისა, რომ ოთო უფროსი იყო რამდენიმე წლით.
-შენი ძმა ამაყი მზერით გვიყურებს.
თვალი ჩამიკრა და შუბლზე მაკოცა. წელზე ხელები უფრო შემომხვია და ჩამეხუტა.
-ჩემს ძმას ეამაყები, დამიჯერე.
მეც ჩავუკარი თვალი და ლოყაზე ვაკოცე.
-დღესაც უნდა დალიო, ნენი?
-დაიცა, შენ არ აპირებ?
ანუ, უფრო იმ მიზეზით ვსვამდი, რომ დღეს, 12 საათის მერე ჩემი დაბადებისდღე იყო და მთვრალი უნდა შევხვედრილიყავი. ხო, მე ჩემი ძმის მერე მქონდა დაბადებისდღე. ერთი დღით ავცდით და ვერ დაამთხვია დედაჩემმა.
-არა.
ნაკლებად სვამდა.
იშვიათად, რა.
ხომ გითხარით, არ იყო ტიპიური ბუხაიძელი დღე და ღამე, რომ სვამენ და დედას აგინებენ კაცობის დასამტკიცებლად.
მეტიც, ოთოსთვის დედამისი ერთადერთი და შეუცვლელი ქალი იყო. ძალიან დიდ პატივს სცემდა.
პირველად რომ ოთომ თავისთან მიმიყვანა, სირცხვილისგან სად წავსულიყავი, არ ვიცოდი.
ისე თბილად შემხვდა და მერე, ლილეს ფოტოებიც მაჩვენა ოთომ.
ლიზა დედის რეინკარნაცია იყო.
აბსოლიტურად ერთმანეთის მსგავსი ორივე.
ოთო როგორი იყო დედის მიმართ, იცით?
აი, ოღონდ თათიას რამე ეთქვა და თვალებში შესციცინებდა.
"დედიკოს ბიჭი" არ იყო.
უფრო, ხათრი ჰქონდა დედის.
თათიას ლილეს დაკარგვის სევდა, სახეზე მკაფიოდ ჰქონდა გამოხატული.
ოთო მიყვებოდა მერე, შავი ტანსაცმელი ძლივს გავხადე-ო. არადა, თვითონ სულ შავ ტანსაცმელს ატარებდა.
ახლა, რომ იციან გარდაცვლილის პატივისცემაა შავების ტარება-ო, ეგ ბუხაიძეზე არ იცოდნენ.
"პროსტა", ოთოს უყვარდა შავები, მაგრამ იმ იმიჯს ნამდვილად არ იქმნიდა, "black is always elegant" რომაა.
ანუ, ამით იმის თქმა მინდა, რომ ოთო სხვა ტიპაჟი იყო.
ხოდა, ოთოსთვის მამა კიდევ უფრო სხვა სტიქია იყო.
თათია მიყვებოდა, პატარა რომ იყო, მამამისის გვერდით დაჯდებოდა სამსახურში და ფეხს არ იცვლიდა იქედან, ვსწავლობ მამას ყურებაში-ო იძახოდა.
მამას გამარჯობით და ხელის ჩამორთმევით ესალმებოდა.
მოკრძალებულად.
და სულაც არ "ტეხავდა" ტიპიური ბუხაიძელივით ეს ოთოსთვის.
პირიქით, ამაყი იყო, რომ მამამისს ამხელა პატივს სცემდა.
ხან, თვალებშიც ვერ უყურებდა ხოლმე.
და ყოველთვის უსმენდა მამას რჩევებს ოთო.
სულ იმას იძახის-მამაჩემის რჩევებს, რომ მივყვები, არც ერთხელ შეცდომით ნაბიჯი არ გადამიდგამს-ო.
და პატარა ბავშვივით უბრწყინავდა თვალები მამა რომ ეტყოდა-ჩემი ჩამოყალიბებული კაცი ხარ-ო.
მერე, მთელი დღე პატარა ბიჭივით უაზროდ გაღიმებული დადიოდა.
მარტივად რომ გითხრათ, პრიორიტეტი იყო მამა მისთვის.
სხვა, უფრო ბევრად აღმატებული მნიშვნელობის არ არსებობდა მისთვის.
და ისედაც, ფიზიკურად მამას გავდა.
საუბრის ტონითაც.
მშვიდი და გაწონასწორებული იყო.
რომ ბრაზდებოდა, წარბი მაშინაც არ უტოკდებოდა წამით. პირიქით, შესაშური სიმშვიდის იყო.
ძირითადად, ქცევით მიგანიშნებდა რა იყო სწორი.
ხოდა, რაღაცნაირად შევეჩვიეთ ჩვენ და ერთი დღეც რომ არ მენახა, სიკვდილის ტოლფასი იყო ჩემთვის.
ცეკვავდა.
მერე და როგორ მოხდენილად...
გოგოსაც შეშურდებოდა.
ხელის მტევანი ჰქონდა საოცრად ლამაზი და თითები.
თხელი და სასწაულად თეთრი.
დავლიე, მაგრამ ბევრი არა. ჩემი ძმა დავლოცე და სულ, სადღაც ოთხი ჭიქა, მეტი არა.
ოთოს საერთოდ არ დაულევია.
ზუსტად 12 რომ გახდა, ოთომ მაშინ პირველად მითხრა მიყვარხარ-ო.
აქამდე მაგრძნობინებდა ხოლმე და არც ერთხელ უთქვამს ჩემთვის ეს სიტყვა, მისგან ცოტა უცნაურად ჟღერდა და არ ველოდი საერთოდ.
იმაზე უფრო მაგარი შეგრძნება ყოფილა, ვიდრე წარმომედგინა.
მერე, დიდ ეკრანზე ვუყურებდი ჩვენს ფოტოებს, იმ ფოტოებსაც, რომ ვერ მეგონა მამჩნევდა თვალთვალის დროს და სინამდვილეში, ძალიან საყვარლად რომ ვჩანდი.
ბევრიც ვიცინე.
ბოლოს კიდევ, ჩვენი ერთად ყოფნის პირველივე დღიდან დღემდე, რაც ფოტო გადაგვიღია, ყველა ერთდროულად იყო კოლაჟით გაკეთებული და ვიტირე.
მაშინ, პირველად ვიტირე ოთოს თვალწინ და ჩამეხუტა.
ყველა ფოტოზე იღიმოდა ოთო და ყველას თვალებში გაკვირვება იკითხებოდა
ისე შევიგრძენი, როგორც აქამდე არ ან თუნდაც, ვერ.
ცხოვრებაში ალბათ, ყველაზე დიდი ბედნიერება იყო ოთო!
ჩემმა ძმამ ორივეს ხელი მოგვკიდა და იმედიანი თვალებით შემოგვხედა.
-ნენი, გილოცავ, ოთოზე ბედნიერს ცხოვრებაში ვერ იპოვი-ო.
კიდევ უამრავი რამის თქმა უნდოდა, მაგრამ მე და ოთო ისედაც ვკითხულობდით მის თვალებში იმედს.
და დამეფიცება, ჩემი ძმა ასე ამაყი და მხრებგაშლილი მაშინაც არ მინახავს, რომ უთხრეს, შენი და საუკეთესოა მთელ სკოლაში-ო.
ხო, ისეთი არაფერი, მაგრამ ჩემი ოჯახისთვის უდიდესი მიღწევა იყო.
ოთოს გადაეხვია დათუნა.
მერე, ორივემ ერთდროულად თვალი ჩამიკრა.
სიამაყით ვიყავი სავსე.
ოთომ თვალით მანიშნა გამომყევი-ო და გარეთ გავედით.
მთელი ბუხაიძე ჩემს დაბადებისდღეს აღნიშნავდა და ყველა მილოცავდა, ნაცნობი, უცნობი.
ზოგი მხრიდ,ა ხმები მესმოდა-ოთო მოდის ნინესთან ერთად-ო.
ფაქტობრივად, გზას ვიკვალავდით ამდენ ხალხში.
და ხალხის ცენტრში რომ ვიდექით, ცოტა უხერხულად ვიგრძენი თავი.
ხელი მთხოვა.
ხო, აი, ასე ადგა და ხელი მთხოვა.
ჩემმა ძმამ კი არა, ყველამ ყველაფერი იცოდა ჩემ გარდა.
რამდენიმე წუთით, აფექტში ვიყავი და ოთოს თვალებს დავაკვირდი, პასუხის მოლოდინში იყო.
კი-მეთქი, ვუთხარი.
აბა, სხვანაირად როგორ უნდა ყოფილიყო?!
ხოდა, ბუხაიძის შესანიშნავ წყვილად ვიქეცით ასე, სულ რამდენიმე თვეში.
პოროხამ ბოდიში მომიხადა, რომ მცოდნოდა ოთოს ცოლი გახდებოდი, იმ ბურთს შენ არ დაგიმიზნებდი-ო და საბოლოოდ მივხვდი, ეს ბიჭი ვერ იყო კარგად.
იქამდე, თიკუნამაც მოგვილოცა და ოთოს უყურებდა.
თავიდან გავმწარდი, ოთომ თავი დამიქნია და მერე მივხვდი, არანაირ სცენას აზრი არ ჰქონდა.
მერე, ქორწილიც გვქონდა.
ლამაზი პატარძალი ვიყავი, არ ვაჭარბებ.
და ოთო, საერთოდ!
ცხოვრების ახალი ეტაპი ერთად დავიწყეთ.
არ ვიყავით ტიპიური ბანალური წყვილი.
დღეში ათას ფოტოს, რომ დებდა პოროხა და თიკასავით.
ხო, ამათმა ნამდვილი სიყვარული იპოვეს და ასე, შეაბერდნენ ერთმანეთს.
ჩვენ ჩვენთვის გვიყვარდა ერთმანეთი და ბოლოს, ოთომ ის ორი სიტყვა მითხრა, ლილეს რომ გარდაცვალებამდე უთქვამს მისთვის.
ნინე გელოდება-ო.
ლილემაც იცოდა და ლილეც ხედავდა.
კიდევ უფრო ამაყი ვიყავი, ოთომ რომ მითხრა, ლილე შენში არც ერთხელ შემცდარა-ო.
მხრებგაშლილი დავდიოდი ოთოს გვერდით.
საამაყო ქმარი მყავდა!
ოთო არც მერე ქცეულა ტიპიურ ბიჭად.
მაინც განსხვავებული იყო.
ხოდა, მეც განსხვავებულად მიყვარდა.
მიუხედავად ყველაფრისა, ფეხბურთსაც ერთად ვთამაშობდით, ხოლმე.
ცხვირის გატეხვას ისევ გადარჩა ოთო.
და ბოლოს, მაშინ გავმწარდი, ჩემმა ძმამ და ოთომ, რომ მომიგო ფეხბურთში.
კი არ შემრცხვა, უბრალოდ, მე, ჩემპიონი კარგად "მიმაბანძეს".
-ნენი, ყველაზე დიდი ბედნიერება ხარ შენ!-ო, ოთო უამრავჯერ მიმეორებდა.
მე ისევ ამაყად დავდიოდი ოთოს გვერდით.
და წვიმაშიც ერთად ვისხედით ყოველ საღამოს.
ოთო სულ სხვა რეალობა იყო!

არ არის ეს ისტორია ჩემი სტილი, მგონი.
და პირველად ვწერ ასე...
ცოტა ქუთაისურია.
უფრო სწორედ, ძალიან ქუთაისურია და ასეთიც უნდა დამეწერა. ისეთი უხეში სიტყვები მიწერია ზოგი, მეც გამაღიზიანა, გეფიცებით, მაგრამ მაინც იყოს...
ატვირთვაც მეშინია ცოტა არ იყოს, რადგან არაა აქ ყველაფერი კარგად, მგონი.
ხოდა, გელოდებით.
ისე, ეს პოროხა მართლა რეალურია და სინამდვილეშიც ასეთი გონებაშეზღუდულია.
ელის მოენატრეთ ძალიან, ჩემო ფერადებო!
და ჩემი სახელი მეუცხოვება უკვე, ანას რომ მეძახიან და ელის არა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1  offline მოდერი sameone crazy girl

ბუხაიძეზე ცხოვრება თუ ასეთი სვეცკობა იყო რა ვიცოდი თორე არ წავიდოდი.გუშინ წვიმდა და მაგ ბაღზე ისეთი ნაბიჯებით მოვრბოდი ახლა წარმოვიდგინე იქ რომ ვინმე მჯდარიყო უეჭელი გიჟი მეგონებოდა. (ან მე ვერ ვიტან წვიმას stuck_out_tongue_closed_eyes ) აუუ რაღაცნაირად იმოქმედა ძალიან ნაცნობი გარემოს ისტორიაში "ხილვამ" .მოკლედ საყვარლობა იყო ძააალიან heart_eyes მადლობა ამ რამდენიმე წუთისთვის

№2  offline ახალბედა მწერალი ელპინი

sameone crazy girl

ღმერთო ჩემო.
და შენ მართლა მარიამი ხარ, ხო?
და ანუ, არ მეჩვენები, არა?
ვაიმეეეეეე.
ცოტა შოკში ვარ, მოიცა, გამოვფხიზლდე.
რა მაგარი შეგრძნებაა ასეთი მწერალი შენს ისტორიას რომ წაიკითხავს და თან, შეფასებას დაგიტოვებს ასეთი სიტყვებით.
ვახ, გული მაქვს ცუდად, მგონი.
არადა, მართლა მაგარი უბანია, აი, ზუსტად ეგეთი სვეცკობა, როგორიც აქ მიწერია. :დდდდდდ
და მართლა ზის ხოლმე, წვიმის დროს, ვიღაც მოხუცი კაცი ოღონდ :დდდდდდ
ადრე ვერ ვიტანდი და ახლა ძალიან მომწონს და ისტორიაში, ნაცნობი ადგილები რომ მხვდება მეც, ართლა ძალიან სასიამოვნოა.
ძალიან, ძალიან დიდი მადლობა, რომ დრო დამითმე და აზრიც გამიზიარე, მარიამ. ძალიან მიხარიააააა!❤❤❤❤❤❤

№3  offline წევრი მარიკუნაა♥️

რა კარგი ხარ, ანა!

ნახტომი უსასრულობაში.
მომეწონე:)
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

№4  offline ახალბედა მწერალი ელპინი

მარიკუნაა♥️
რა კარგი ხარ, ანა!

ნახტომი უსასრულობაში.
მომეწონე:)

ვაიმე, მარიამ!
ახლა, შეიძლება, გულმა დამარტყას.
შენი აზრი ჩემთვის როგორი მნიშვნელოვანიცაა, ხომ იცი.
მადლობა დიდი.

№5  offline მოდერი sameone crazy girl

ელპინი
sameone crazy girl
ბუხაიძეზე ცხოვრება თუ ასეთი სვეცკობა იყო რა ვიცოდი თორე არ წავიდოდი.გუშინ წვიმდა და მაგ ბაღზე ისეთი ნაბიჯებით მოვრბოდი ახლა წარმოვიდგინე იქ რომ ვინმე მჯდარიყო უეჭელი გიჟი მეგონებოდა. (ან მე ვერ ვიტან წვიმას stuck_out_tongue_closed_eyes ) აუუ რაღაცნაირად იმოქმედა ძალიან ნაცნობი გარემოს ისტორიაში "ხილვამ" .მოკლედ საყვარლობა იყო ძააალიან heart_eyes მადლობა ამ რამდენიმე წუთისთვის

ღმერთო ჩემო.
და შენ მართლა მარიამი ხარ, ხო?
და ანუ, არ მეჩვენები, არა?
ვაიმეეეეეე.
ცოტა შოკში ვარ, მოიცა, გამოვფხიზლდე.
რა მაგარი შეგრძნებაა ასეთი მწერალი შენს ისტორიას რომ წაიკითხავს და თან, შეფასებას დაგიტოვებს ასეთი სიტყვებით.
ვახ, გული მაქვს ცუდად, მგონი.
არადა, მართლა მაგარი უბანია, აი, ზუსტად ეგეთი სვეცკობა, როგორიც აქ მიწერია. :დდდდდდ
და მართლა ზის ხოლმე, წვიმის დროს, ვიღაც მოხუცი კაცი ოღონდ :დდდდდდ
ადრე ვერ ვიტანდი და ახლა ძალიან მომწონს და ისტორიაში, ნაცნობი ადგილები რომ მხვდება მეც, ართლა ძალიან სასიამოვნოა.
ძალიან, ძალიან დიდი მადლობა, რომ დრო დამითმე და აზრიც გამიზიარე, მარიამ. ძალიან მიხარიააააა!❤❤❤❤❤❤

ვაიმე რას წარმოვიდგენდი ასე თუ აჟიტირდებოდი smile smile smile smile კაი უბანია კი ვერ შეგედავები smile

№6  offline ახალბედა მწერალი ელპინი

ცოტა ძააან შოკში ვარ ისევ, გეფიცები :დდდდ დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ <333333

№7 სტუმარი მარი. ელ❤

შესანიშნავი როგორც ყოველთვის ყველა ემოციით დატვირთული განსხვავებული როგორც გჩვევია ყველა შენი ისტორია განსხვავებულია და საოცრად მომწონს ჩემო ბრილიანტოო ბრავოოოოო???? ჩემი აღმოჩენა ელპინი ხააააარ❤❤❤❤❤❤

№8  offline ახალბედა მწერალი ელპინი

მარი. ელ❤
შესანიშნავი როგორც ყოველთვის ყველა ემოციით დატვირთული განსხვავებული როგორც გჩვევია ყველა შენი ისტორია განსხვავებულია და საოცრად მომწონს ჩემო ბრილიანტოო ბრავოოოოო???? ჩემი აღმოჩენა ელპინი ხააააარ❤❤❤❤❤❤

მარიაააამ, შენ გუშინს მერეა, გულს მიხეთქავ ამ სასწაული სიტყვებით. ჩემი შაქარყინული ხარ!
ჩემი პირადი სასწაული ხარ შენ და როგორ არასდროს არ იშურებ სიტყვებს ჩემთვის სათქმელად.
უზომოდ მადლობელი ვარ შენი, მარიამ!
მიხარია, თუ შენთვის ასეა.
ძალიან, ძალიან დიდი მადლობა, ჩემო შაქარყინულო!
❤❤❤❤

№9  offline მოდერი Girl with pretty smile

კითხვა დავიწყე და ღიმილს ვერ ვიშორებდი.
ვიპოვე რაღაც მომენტებში ტიპიური ანა.
გამოგივიდა,გეფიცები გამოგივიდა და ეს ისტორია უკვე ჩემთვის ყველაზე ძვირფასი გახდა,შემიყვარდა და ჩემთვის ყველაფერი გახდა.
მოვიდა ჩემამდე და აი ასე,აღარ მიდის!
იმდენ რამეს აკეთებ ჩემთვის ეს ყველაფერი მცირედია.
ვამაყობ იმით,რომ შენნაირი და მყავს.
ვამაყობ იმით,რომ გიცნობ და ყოველთვის სწორ გზაზე მაყენებ.
ვამაყობ იმით,რომ მე ვარ ერთ-ერთი ადამიანების სიაში რომელიც გიყვარს.
ვამაყობ იმით,რომ შემიძლია ვთქვა -ანა ჩემი დაა !
ოთო-ჩემი ოცნების პრინცი დახატე და სანამ ასეთს არ ვიპოვი მანამდე ვერაფერი გამახარებს!
არ მოველოდი ასეთს,გეფიცები ვფიქრობდი ბოლოში ისევ ამატირებს-თქო,მაგრამ არა!
მოლოდინს გადააჭარბე და უკეთესი გააკეთე.ახლა ვტირი,ვტირი იმიტომ,რომ მე არ ვარ შენნაირი ადამიანის ღირსი.
მადლობა ყველაფრისთვის რაც ჩემთვის გაგიკეთებია.
შევეცდები,რომ იმედები არ გაგიცრუო და ისე იამაყო ჩემით,როგორც მე შენით
შენი ანუკი

№10  offline ახალბედა მწერალი ელპინი

Girl with pretty smile

ახლა შეიძლება მართლა გული გამისკდეს და ლილეს მივყვე უკან.
გოგოოოოო?!
რამდენჯერ გითხარი, წინასწარ გამაფრთხილე-მეთქი?!
აი, გეკითხები, რამდენჯერ?!
არ ხარ შენ ნორმალური.
არა,
არა
და
არა!!!!
აი, ასე!
ვინ ხარ შენ?
ამდენი, ასე პატარა გოგოს როგორ შეგიძლია?
როგორ შეგიძლია, რომ ასე გიყვარდე და ის ცოტაოდენი, რაც დაგეხმარე, ამდენად დიდი გახადო, როგორ შეგიძლია?
მგონი, ცუდად ვარ და მეც ვტირი.
ჩვენ ტირილზე მერამდენედ შევთანხმდით, ანუკი?
მერამდენედ, რომ არც ერთი არ ვიტირებდით ერთმანეთის გამო და ამ ყველაფრის, ამ სიტყვების მერე, როგორ გინდა რომ კარგად ვიყო?
მითხარიიიიიი!
ვაიმე, გული ისე მაქვს აჩქარებული, ჩემი გულისცემა მესმის და გეფიცები, ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ შენთვის ეს ისტორია ამხელა მნიშვნელობის გახდებოდა.
ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ამ ისტორიას ასეთი შეფასება მოჰყვებოდა და რეალურად, მეშინოდა კიდეც დადების, რაღაც არასწორი არ იყოს-მეთქი, მაგრამ
ვაიმეეეეეეე....
აი, შოკში ვარ.
არ ვარ კარგააააად!!!
რა გამიკეთე?
მგონი, შენი ყველა სიტყვით ჯადოს მიკეთებ, ადამიანო.
ხომ იცი შენით როგორ ვამაყობ და როგორ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ შენ ხარ ჩემი და!
შენ ჩემზე უკეთესის ღირსი ხარ, ანუკი და დამიჯერე, იმაზე უკეთესს იმსახურებ, ვიდრე მე ვარ!!!
მადლობა შენ, რომ ხარ და თან, ჩემთვის.
მადლობა აბსოლიტურად ყველა სიტყვისთვის.
მადლობა ყველა გამოხატული გრძნობისთვის
და პირველ რიგში, მადლობა ჩემი ასეთი სიყვარულისთვის!!!
შენ ვარსკვლავი ვარ, მოციმციმე ვარსკვლავი და ჩემი იმედი!
მეამაყები და მეძვირფასები, დაო!!!!
❤❤❤❤❤❤

№11 სტუმარი სტუმარი დი კო

სულ ველოდები ხოლმე შენ ახალ ისტორიებს და ყოველთვის სასწაულად კარგია ... ძალიან "ტკბილი" საკითხავია:)))))❤❤❤

№12 სტუმარი ივერი

რამე რომ გითხრა თავში აგივარდება სად მაქ მერე ნერვი

№13  offline მოდერი Eleniko13

იცი, როგორ სტილში წერდი?
დღეს ძაან აქტუალური როჟები,
ამბის მოყოლასავით რომ არიკრიკებენ მთელ
ისტორიას და გამიტყდა, იქიდან აქ რომ გადმოვარდი.
ზოგადად, სხვანაირად წერდი და,
გამიკვირდასავითაც.
პერსონაჟებსაც დაეტყოთ.
იმდენჯერ თქვი, რომ ოთო აი ისეთი ტიპი იყო რაა, სხვანაირი,
ბოლოს მე აღარ მჯეროდა მაგის.
მგონი, აღარც შენ.

ისე, ქუთაისი რა ძერსკია,
ამუღამებთ?

არ მომეწონა მეთქი, ვერ გეტყვი.
მართლა მომეწონა,
თორემ ბოლომდე არ ჩამოვყვებოდი და არც კომენტარს დაგიტოვებდი,
ტყუილად და უმიზნოდ აღარ ვწერ არაფერს,
ძაან ყელში ამოვიდა ეგ.

ხოდა, ისეთი ისტორიაა,
ერთხელ რომ წაიკითხავ და მეორედ აღარ კი არა, ვეღარც.
მაგრამ, წავა რა.
თან მგონია, რომ ასეთ სტილში გაგრძელებას არ აპირებ,
ეს ნაღდად არ არის შენი ტექნიკა,
მაგრამ ბურთი და მოედანი შენია,
ეგ ჩემი საქმე არ არის.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

№14 სტუმარი Shorena kiladze

El chemo tkbilo da tbilo ai iseti tbili tkbili da emrieli iyo gakrechili vkitxulobdi gamatbo da damatkbo.chemi gemrieli da nichieri knuti xar .carmatebebi chemo gogo

№15  offline ახალბედა მწერალი ელპინი

სტუმარი დი კო
სულ ველოდები ხოლმე შენ ახალ ისტორიებს და ყოველთვის სასწაულად კარგია ... ძალიან "ტკბილი" საკითხავია:)))))❤❤❤

უღრმესი მადლობა და ძალიან მიხარია, რომ მკითხულობ და მელოდები!!
გაკოცეეეე!
❤❤❤❤

ივერი
რამე რომ გითხრა თავში აგივარდება სად მაქ მერე ნერვი

ტუტუცოოოო..
<333333

Shorena kiladze
El chemo tkbilo da tbilo ai iseti tbili tkbili da emrieli iyo gakrechili vkitxulobdi gamatbo da damatkbo.chemi gemrieli da nichieri knuti xar .carmatebebi chemo gogo

შორე, როგორ მომენატრე, საყვარელო. დიდი, დიდი მადლობა და შენც ძალიან თბილი ხააარ!!❤❤❤❤

Eleniko13
იცი, როგორ სტილში წერდი?
დღეს ძაან აქტუალური როჟები,
ამბის მოყოლასავით რომ არიკრიკებენ მთელ
ისტორიას და გამიტყდა, იქიდან აქ რომ გადმოვარდი.
ზოგადად, სხვანაირად წერდი და,
გამიკვირდასავითაც.
პერსონაჟებსაც დაეტყოთ.
იმდენჯერ თქვი, რომ ოთო აი ისეთი ტიპი იყო რაა, სხვანაირი,
ბოლოს მე აღარ მჯეროდა მაგის.
მგონი, აღარც შენ.

ისე, ქუთაისი რა ძერსკია,
ამუღამებთ?

არ მომეწონა მეთქი, ვერ გეტყვი.
მართლა მომეწონა,
თორემ ბოლომდე არ ჩამოვყვებოდი და არც კომენტარს დაგიტოვებდი,
ტყუილად და უმიზნოდ აღარ ვწერ არაფერს,
ძაან ყელში ამოვიდა ეგ.

ხოდა, ისეთი ისტორიაა,
ერთხელ რომ წაიკითხავ და მეორედ აღარ კი არა, ვეღარც.
მაგრამ, წავა რა.
თან მგონია, რომ ასეთ სტილში გაგრძელებას არ აპირებ,
ეს ნაღდად არ არის შენი ტექნიკა,
მაგრამ ბურთი და მოედანი შენია,
ეგ ჩემი საქმე არ არის.

ხო, ეს სტილი ჯერ არ დამიწერია, აღვნიშნე კიდეც.
ცოტა მეც მეუცნაურებოდა და დადებაც მეშინოდა, რავი.
მაგრამ მაინც იყოს, რა.
ქუთაისი გააძერსკეს, თორემ ბანძია :დდდდდდ
მადლობა, რომ წაიკითხე და აზრიც გამიზიარე.
:)

№16 სტუმარი სტუმარი kiki

თავიდან ლამის გადავიფიქრე წაკითხვა, კოდევ კარგი თორემ ვინანებდი☺️. დასასრულამდე იმის შიში მქომდა ერთმა ნეთს არ დააშოროს, ან ოთო არ მოკლასთქო.???? ძაააალიან, ძალიან კარგი იყოოოო... გმალდობ ემოციისთვის რომელიც კითხვისას მიჩნდებოდა

№17  offline ახალბედა მწერალი ელპინი

სტუმარი kiki
თავიდან ლამის გადავიფიქრე წაკითხვა, კოდევ კარგი თორემ ვინანებდი☺️. დასასრულამდე იმის შიში მქომდა ერთმა ნეთს არ დააშოროს, ან ოთო არ მოკლასთქო.???? ძაააალიან, ძალიან კარგი იყოოოო... გმალდობ ემოციისთვის რომელიც კითხვისას მიჩნდებოდა

ეგ შიში, ბევრს აქვს უკვე, მგონი :დდდდ
ხოდა, მადლობა რომ არ გადაიფიქრე წაკითხვა, ბოლომდე მომყევი და კომენტარიც დამიტოვე.
ოქრო ხარ შენ!!
❤❤❤❤

№18 სტუმარი mariami

sulac araaa dzaan gansxvavebuli iyo saintereso arabanaluri da ki me tu mkitxav uxeshi sityvebi uxdeboda kidec "qutaisuri"stili iyo da magari yofila da kide ar vart es qutaiselebi mtlad aseti babnikebi da ra vqna usamartlobisgancda maqvs :D (qutaiseli vaaar)buxaidzeze uamravi nacnobi myavs da isini asetebi ar arian me buxaidzeli ar gegono da ifiqro rom magitom vicav nu mokled amdeni rom ar mebodiala advilad getyvi romumagresi iyoooo

№19  offline ახალბედა მწერალი ელპინი

mariami

მარიამ, რა საყვარელი გოგო ხარ შენ!
მიხარია რომ წამიკითხე და მოგეწონა, ძალიან დიდი მადლობა, საყვარელო.
დამიჯერე, ქუთაისლები ამაზე ბაბნიკები არიან :დდდდდდდ
ბუხაიძეზე გეცოდინება, რა, ისედაც, ჰოდა, მადლობა კიდევ ერთხელ.
გაკოცეეეე!❤❤❤❤❤

№20  offline წევრი Mariam Shengelia_3

იცი როგორი შიშით ვკითხულობდი? შენს ისტორიებში ცუდ დასასრულს ვარ მიჩვეული ესენი კიდევ ისე ძალიან მომწონდნენ მართლა არ მემეტებოდნენ მიუხედავად იმისა რომ შენი ცუდი დასასრულებიც მომწონს ხოლმე.
აი ძალიან კარგი იყო❤ სულ ღიმილით ჩავიკითხე. პატარა და საყვარელი ❤ მე რომიყვარს ეგეთი, თან ჩემი ნაექიმარი თვალები მეტის წაკითხვას ვერ გაქაჩავდა და ანას კომენტარი როვნახე ჯგუფში ბუხაიძეზე წაიკითხეთო და როდავსერჩე და შენი აღმოჩნდა გადავირიე, სად ვეგდე აქამდეთქო.
ვიბოდიალე ჰო? კიკი????
არაუშავს მთავარია რომ შწნ კარგადი იცი როგორ მიყვარს შენი ისტორიები და შენზე საერთოდ ვგიჟდები❤

№21  offline ახალბედა მწერალი ელპინი

Mariam Shengelia_3

მარ, როგორ მომნატრებიხარ და შენც მალე დაბრუნდი, რა!
დარწმუნებული ვარ, მარტო მე კი არა, ბევრს მოენატრე, ხოდა, გელოდებით აქ, ამდენი ადამიანი და რა უნამუსობაა, ნუ.
აი, ძალიან დიდი მადლობა, რომ წამიკითხე და ასეთი თბილი სიტყვები მითხარი.
ანის კიდევ, პერსონალურ მადლობას გადავუხდი, ჩემი ოქრო გოგოა ეგ!
ნუ, ასე რომ მეუბნებიან ცუდი დასასრულები ბევრია შენს ისტორიებში-ო და რაღაცა, ცოტა ძააან მიხარია, ხოლმე და შენც კარგად იცი, ჩემი დამოკიდებულება ამ ყველაფრისადმი.
ისე, ამ სტილში ჯერ არ დამიწერია, თავიდანვე ასე ბედნიერად და თან, ასეთი ტონით, ხოდა, მეშინიდა ატვირთვა.
თუმცა, ძალიან მიხარია თუ ამდენი დადებითი ემოცია გამოიწვია შენში.
დიდი, დიდი მადლობა, ჩემო გოგო!
მეც ვგიჟდები შენზეეეეე!
გაკოცე ბევრიიიი!
და მალე დაგვიბრუნდი, ოქრო!
❤❤❤❤❤❤

№22  offline წევრი dzadzamia25

ბუხაიძევ,ბუხაიძევ ჩემო მზიანო.
აი,იცი როგორ ძალიან მიყვარს?
წარმოუდგენლად.
ბუხაიძეზე?
ბუხაიძეზე ის ადგილია სადაც ''იჩითებოდა''
ისიც.
აი,ჩემს ზემოთ ცხოვრობდა.
სულ კიბეებზე ვეჩეხებოდით და მერე ან ერთი ასწრებდა ჩასვლას ან მეორე.
უბანში სულ იყო.
ჩემი კორპუსი ხომ იცი რომელი იყო?
ყველაზე გამორჩეული და ფერადი.
წ ი თ ე ლ ი.
ხოდა,ამ უბანში იპოვიდი ორ მარგალიტს.
სულ გეგონა რომ უბანში დგომის მეტს არაფერს აკეთებდნენ.
არადა,ასე არ იყო.
გუშინ..
სახლში ჩემმა ძმაკაცმა თონის პური მოიტანა.
მეთქი,ეს უეჭველი ბუხაიძეზე იყიდეთქო.
"დეილში"
ვაა,მარიამ საღოლლლლო.
აი,ასეთი ყველანაირად ყველაფრით მიჯაჭვული ვარ ბუხაიძეზე.
ჰოდა,ეგ პოროხააა არ შეესაბამება ჩვენი ბუხაიძელების სტილს.
აი,ოთოზე რამოგახსენო.
''სტილნად"ბუხაიძელია.

№23  offline ახალბედა მწერალი ელპინი

dzadzamia25

იმდენ ხანს ველოდებოდი ამ დღეს, ხომ იცი და ყველაზე მეტად, აქ მაინტერესებდა შენი აზრი და ველოდებოდი, როდის წაიკითხავდი.
მოკლედ, ბუხაიძეს ყველგან ცნობ, სადაც არ უნდა იყო.
თონის პურით რომ იცნობ, აი, ცვეტში ნაღდი ბუხაიძელი ხარ, რა. :დდდდ
არადა, ეგ პოროხა მართლა მანდ ცხოვრობდა და ეგეთი სტილი იყო, პროსტა ახლა გადავიდა სხვაგან და შენსავით, გადაიკარგა სადღაც. :დდდდ
მადლობა, მარიკო რომ წაიკითხე და დრო დამითმე.
და ჰო, ეგ წითელი კორპუსი ყველაზე ლამაზია მანდ.

№24  offline წევრი dzadzamia25

ა,ხომ იცი და იცი როგორ ძალიან მიყვარს.
მე დავბრუნდებითქო ტყუილად კიარ ვიძახი.
მინდა და ასეც იქნება.
რაღაც სხვაა.
აი,პოროხას გეუბნები
კიარა
მთელს ბუხაიძეს
ჩემი დათუნი ჯობია
დღეს ვიყავი სხვათაშორის

№25  offline ახალბედა მწერალი ელპინი

გელოდება ბუხაიძე,
დაუბრუნდი სამშობლოს. :დდდდდ
როდის არ ხარ შენ მანდ, ერთი...

№26  offline წევრი dzadzamia25

[quote=dzadzamia25]და მაინც.
ვთვლი,რომ კიკვიძე მხოლოდ სულიერად ბუხაიძეა
მხოლოდ...
მაგრამ
მაინც
ეს ორი ცალკ-ცალკე?
არა.
და
ის თუ გაქვს შემჩნეული არ ვიცი
მე ის ბაღი მიყვარდა ძალიან
ოღასყურაზე რომ არის
მანდ არავინ იცოდა ყოფნა
და სულ მიყვარდა
მარტოს
ან
ნინასთან ერთად ყოფნა

№27  offline ახალბედა მწერალი ელპინი

[quote=dzadzamia25][quote=dzadzamia25]და მაინც.
ვთვლი,რომ კიკვიძე მხოლოდ სულიერად ბუხაიძეა
მხოლოდ...
მაგრამ
მაინც
ეს ორი ცალკ-ცალკე?
არა.
და
ის თუ გაქვს შემჩნეული არ ვიცი
მე ის ბაღი მიყვარდა ძალიან
ოღასყურაზე რომ არის
მანდ არავინ იცოდა ყოფნა
და სულ მიყვარდა
მარტოს
ან
ნინასთან ერთად ყოფნა[/quote]
კიკვიძე და ბუხაიძე,
ისევე როგორც თევზი და წყალი, წარმოუდენელია ერთმანეთის გარეშე.
ვიცი ეგ ბაღი.
მე არ მიყვარს.
იშვიათად გარეთ ვიყო, ხომ იცი...

№28 სტუმარი ტატუკა20

საოცარი ისტორიაა.ძალიან მომეწონა.და საერთოდ შენი ისტორიები მაოცებს.ძალიან კარგად წერ და ბევრი წარმატება შეენ ელპინ.

№29  offline ახალბედა მწერალი ელპინი

ტატუკა20
საოცარი ისტორიაა.ძალიან მომეწონა.და საერთოდ შენი ისტორიები მაოცებს.ძალიან კარგად წერ და ბევრი წარმატება შეენ ელპინ.

მიუხედავად იმისა, რომ არაა ეს ისტორია ჩემი სტილი, ძალიან, ძალიან დიდი მადლობა შენ და უზომოდ მიხარია, რომ მკითხულობ!
ასევე წარმატებები.

№30 სტუმარი M.M.

აზრზე არ ხარ როგორ ვისიამოვნე!
"ცვეტში" მაგარი "გამისწორა" :)))))

შენს არცერთ ისტორიაზე ამდენი არ მიცინია. :)))
განა რა იყო სასაცილო?!
მაგრამ პოროხა? ან "ინდოეთის სურნელი"? თუნდაც ფეხბურთი.
ჭორიკანა ქალები და საათში გავრცელებული ცუდი "პონტი" :))))
შენ მითხარი შენი სტილი არ არისო, არ მოგეწონებაო,
მაგრამ მომეწონა!
იმიტომ, რომ "ქურდულს" კარგად ვცნობ, მომენტებში :))))
ოთოზე მეკეტება, უკვე.
დეიდაშვილი მყავს - ოთო, იცი როგორ დავაკავშირე მასთან?
მომენტებში ჰგავდა, ძალიან.
თან თავი მომანატრა (უცხოეთშია), შენმა ოთომ კი ნოსტალგია შემივსო.
ნენიც კარგი ტიპი იყო.
ზოგჯერ, ისტორიის კითხვისას, "მიტყდებოდა", ხოლმე. :)))))
მაგრამ, ეგ არაფერი.

დღეს შენი დღე მაქვს, სიყვარულო!
კიდევ ერთხელ უნდა გითხრა.
ძალიან მიყვარხარ, ჩემო დიდო წიწილა'ვ.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent